Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 468

სიბელიუმი – SIBELIUM – СИБЕЛИУМ

საერთაშორისო დასახელება: ფლუნარიზინი (FLUNARIZINE)

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.

მოქმედი ნივთიერება: ფლუნარიზინი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კალციუმის ნელი არხების სელექტიური ბლოკატორი; ახასიათებს ცერებროვასკულარული სელექტურობა, აუმჯობესებს ტვინის სისხლის მიმოქცევას; ახასიათებს შაკიკის საწინააღმდეგო, ვაზოდილატაციური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური, საძილე და ანტიჰიპოქსიური მოქმედება; ადუნებს სისხლძარღვების გლუვ კუნთებს, უმნიშვნელოდ აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს; აუმჯობესებს ტვინის სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით იშემიზირებული უბნისას; გავლენას არ ახდენს გულის კუნთის გამტარობასა და კუმშვადობაზე, არ მოქმედებს გულის შეკუმშვათა სიხშირეზე; ახდენს მიგრენული ტკივილის კუპირებას, აუმჯობესებს ვესტიბულარულ ფუნქციას, ამცირებს ტვინისა და პერიფერიული იშემიის სიმპტომებს. სისხლძარღვოვანი გენეზის თავის  ტკივილის სიხშირეს და სიძლიერეს აქვეითებს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში.

ჩვენებები:

მიგრენა(შაკიკი), შეტევების პროფილაქტიკა; სუბარახნოიდალური სისხლჩაქცევის დროს ნევროლოგიური მოშლილობა; თავბრუსხვევა; ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა (თავის ტვინის ათროსკლეროზი, ჰიპოქსია); ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევა, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ეპილეფსია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ლაქტაციის პერიოდი;

სიფრთხილით: დეპრესიის დროს(მათ შორის ანამნეზში), ექსტრაპირამიდული დარღვევა (მათ შორის ანამნეზში, პარკინსონის სინდრომი), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ხანდაზმული ასაკი.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთ სისტემის მხრივ:

არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სტენოკარდია, ინფარქტის განვითარებამდე (მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას, განსაკუთრებით ავადმყოფებში კორონარული არტერიების ობსტრუქციული დაზიანებით), არითმია, ბრადიკარდია ან ტაქიკარდია, სისხლის“მოწოლა“ სახეზე და სიცხის შეგრძნება, გულის ქრონიკული უკმარისობის გაღრმავება.

ნერვული სისტემის მხრივ:

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ექსტარპირამიდული დარღვევა(პარკინსონული), (ატაქსია, ნიღაბისებრი სახე, კუნთების რიგიდობა, კიდურებისა და ხელის თითების ტრემორი, გაძნელებული ყლაპვა). დეპრესია, ძილიანობა, დაღლილობის მომატება, ასთენია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

პირის სიმშრალე, გულისრევა, შეკრულობა ან დიარეა, ღრძილების ჰიპერპლაზია (სისხლდენა, მტკივნეულობა, შეშუპება), მადის მომატება, გასტრალგია.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ:

ართრალგია, სახსრების შეშუპება.

სისხლის მიმოქცევის სიტემის მხრივ:

უსიმპტომო აგრანულოციტოზი, უსიმპტომო თრომბოციტოპენია.

ალერგიული რექციები:

კანზე გამონაყარი.

სხვა: მხედველობის ტრანზიტორული დაკარგვა Cmax-ის ფონზე, ფილტვების შეშუპება (გაძნელებული სუნთქვა, ხველა, სტრიდორული სუნთქვა). პერიფერიული შეშუპება, სხეულის მასისი მომატება;

იშვიათად - გალაქტორეა.

ჭარბი დოზირება:

სიმპრტომები: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება.

მკურნალობა:

არტერიული წნევის დაქვეითების დროს პლაზმის შემცლელების გადასხმა, დოპამინი, დობუტამინი.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით. შაკიკის პროფილაქტიკისა და თავბრუსხვევისას - 10მგ 1-ჯერ დღეში ღამით. ეპილეფსიისას - 15-20მგ 1-ჯერ დღეში. ბავშვებში სხეულის 40კგ-ზე ნაკლები წონით დიდისთვის რეკომნდებული დოზის ½ .

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დასაწყისში უმჯობესია თავის შეკავება პოტენციურად საშიში სამუშაოებისგან, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას,  სიფრთხილეა საჭირო ერთდროულად ფლეკანოიდთან ერთად მკურნალობისას, შეასაძლებელია პლაზმაში პროლაქტინის მომატება. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათან შემცირებით.

ურთიერთქმედება:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების ინჰალაციურ ანესთეტიკებთან გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, Ca2+ პრეპარატებმა შეიძლება დააქვეითონ კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების ეფექტურობა; ციმეტიდინი ამაღლებს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების კონცენტრაციას პლაზმაში, რანიტიდინი და ფამოციდინი არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების მეტაბოლიზმზე; პროკაინამიდი, ქინიდინი და სხვა სამკურნალო საშულებები ახანგრძლივებენ რა  Q-T ინტერვალს,  აძლიერებენ უარყოფით ინოტროპულ ეფექტს და შეიძლება გაზარდონ Q-T ინტერვალის მნიშვნელოვანი გახანგრძლივების რისკი. აძლიერებს Li+ პრეპარატების ნეიროტოქსიურ მოქმედებას (ღებინება, გულისრევა, დიარეა, ატაქსია, ტრემორი, ყურებში ხმაური), რიფამპიცინმა შეიძლება შეამციროს ბიოშეღწევადობა ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის ინდუქციის გამო.

სიბაცენი® (გაგრძელება) – CIBACEN® – ЦИБАЦЕН®

ნაყოფის/ახალშობილის პათოლოგია და დაღუპვა: ორსულ ქალებში აგფ ინჰიბიტორების დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის და ახალშობილის პათოლოგია, ასევე სიკვდილიც. მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილია რამდენიმე ასეთი შემთხვევა, თუკი ორსულობა დადგინდა, აგფ ინჰიბიტორები სასწრაფოდ უნდა მოიხსნას. აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას ორსულობის II და III ტრიმესტრში თან ახლდა ნაყოფისა და ახალშობილის პათოლოგიების განვითარება. მათ შორის არტერიული ჰიპოტენზიის, ახალშობილის თავის ქალას ჰიპოპლაზის, ანურიის, თირკმლის შექცევადი და შეუქცევადი უკმარისობისა და სიკვდილის ჩათვლით, არსებობს მონაცემები აგრეთვე წყალმცირობის შესახებ, რაც სავარაუდოდ განპირობებულია ნაყოფის თირკმელების ფუნქციის მოშლით. ასეთ შემთხვევებში წყალმცირობას თან ახლდა ნაყოფის კიდურების კონტრაქტურების, ქალას სახის ნაწილის დეფორმაცია და ფილტვების ჰიპოპლაზიის განვითარება, გარდა ამისა, არსებობს მონაცემები ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის მუცელშიგა განვითარების შენელების და არტერიული ხვრელის ნაადრევი შეხორცების შესახებ, თუმცა დადგენილი არ არის, კავშირშია თუ არა ეს პათოლოგიური მოვლენები აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან. აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ორსულობის I ტრიმესტრში არანაირ გვერდით ეფექტს ადგილი არა აქვს. ეს ეხება მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს ორსულობის I ტრიმესტრის განმავლობაში. თუმცა, თუკი პაციენტი დაორსულდა, ექიმი რეკომენდაციას აძლევს მას, შეწყვიტოს ბენაზეპრილის მიღება რაც შეიძლება სწრაფად.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა: მგრძნობიარე პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები. გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს, როდესაც თირკმლის ფუნქცია შესაძლებელია დამოკიდებული იყოს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის აქტიურობაზე, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობას შესაძლებელია თან ახლდეს ოლიგურიის და/ან პროგრესირებადი აზოტემიის, ასევე (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობის  განვითარება. არტერიული ჰიპერტენზიის გამოკვლევებში თირკმლის არტერიების ცალმხრივი ან ორმხრივ სტენოზის მქონე პაციენტებთან, სიბაცენით მკურნალობას თან ახლდა სისხლის შრატში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონეთა მატება; ეს დარღვევები შექცევადია სიბაცენის  ან დიურეტიკის, ან ორივე პრეპარატის მოხსნის შემთხვევაში. აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში აუცილებელი თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. ზოგიერთ პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით, თირკმლის სისხლძარღვების წინამორბედი დაავადებების არარსებობისას, განუვითარდათ სისხლის შრატში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის დონეების მომატება (ჩვეულებრივ უმნიშვნელო და ტრანზიტორული), განსაკუთრებით სიბაცენის დიურეტიკთან ერთად მიღებისას. ამგვარი დარღვევების განვითარება მეტადაა მოსალოდნელი იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს სიბაცენის დოზების შემცირება და/ან დიურეტიკის მოხსნა. პაციენტზე სამედიცინო დაკვირვება არტერიული ჰიპერტენზიის დროს ყოველთვის ითვალისწინებს თირკმლების ფუნქციის შეფასებას.

ხველა: არსებობს მონაცემები შეუპოვარი, არაპროდუქტიული ხველის განვითარების შესახებ, რაც შესაძლებელია გამოწვეულია ენდოგენური ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირებით იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს. ეს ხველა ყოველთვის წყდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. აგფ ინჰიბიტორებით გამოწვეული ხველის გათვალისწინება აუცილებელია ხველის დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარების დროს.

ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია: ოპერაციის ჩატარების წინ საჭიორა ანესთეზიოლოგის ინფორმირება იმის შესახებ, რომ პაციენტი ღებულობს აგფ ინჰიბიტორებს. ანესთეზიის ჩატარებისას იმ საშუალებებით, რომლებიც იწვევენ არტერიულ ჰიპოტენზიას, აგფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია მოახდინონ ანგიოტენზინ II მეორადი წარმოქმნის ბლოკირება, რენინის სეკრეციის კომპენსატორული გაზრდის გამო, ამიტომ, ამ მექანიზმით წარმოქმნილი არტერიული ჰიპოტენზიის მოხსნა ხორციელდება ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდით.

ჰიპერკალიემია: იშვიათ შემთხვევებში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს აღინიშნება სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება. კლინიკურ გამოკვლევებში, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებთან ჰიპერკალიემიის გამო სიბაცენის მოხსნის შემთხვევების შესახებ ცნობები არ არსებობს. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის ფაქტორები შესაძლებელია იყოს თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოკალიემიის კორექციისათვის საჭირო საშუალებების ერთდროული მიღება. გამოკვლევებში, რომელშიც ჩართული იყვნენ პაციენტები თირკმელების პროგრესირებადი ქრონიკული უკმარისობით, ზოგიერთმა მათგანმა შეწყვიტა მკურნალობა, ჰიპერკალიემიის წარმოქმნის გამო. თირკმელების პროგრესირებადი ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს საჭიროა რეგულარულად უტარდებოდეთ სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

აორტული ან მიტრალური სტენოზი: ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატატორებით მკურნალობის დროს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აორტის სტენოზის ან მიტრალური სტენოზის მქონე ავადმყოფებთან.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება: ისევე, როგორც  ანტიჰიპერტენზული საშუალებების გამოყენების დროს, საჭიროა გარკვეული სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისას და/ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მართალია, მონაცემები სიბაცენის დოზის გადაჭარბების შესახებ არ არსებობს, შესაძლო ძირითად სიმპტომს წარმოადგენს არტერიული ჰიპოტენზია.

მკურნალობა: თუკი პრეპარატის მიღებიდან დიდი დრო არ არის გასული, საჭიროა ღებინების გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური მეტაბოლიტი - ბენაზეპრილატი - მხოლოდ უმნიშვნელო ხარისხით ექვემდებარება დიალიზს, დიალიზის ჩატარება ნაჩვენებია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის სეროიზული დარღვევა, ნორმალური ელიმინაციის შესანარჩუნებლად. გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში ვენაში შეჰყავთ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- იმ შემთხვევებში, როდესაც აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა იწყება იმ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს, ასევე ორგანიზმის გაუწყლოვნების დროს, ზოგჯერ შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ზედმეტად დაქვიეთება. ასეთ პაციენტებთან არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების ალბათობა შესაძლებელია მინიმუმამდე იქნას შემცირებული, თუკი დიურეტიკებით თერაპიას შეწყვეტთ სიბაცენით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.

- აგფ ინჰიბიტორების მიღების დროს რეკომენდებული არ არის კალიუმშემნახავი დიურეტიკების (მაგალითად, სპირინოლატორი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემცველი სუფრის მარილის შემცველებების ერთდროული მიღება, ვინაიდან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი გაზრდა. ამასთან, თუკი სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინირება აუცილებელია, რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.

- არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს ლითიუმით მკურნალობის დროს, აღინიშნა ლითიუმის დონის მომატება სისხლის შრატში, ასევე ლითიუმის ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა გარკვეული სიფრთხილის დაცვა; რეკომენდებულია სისხლის შრატში ლითიუმის დონის ხშირი განსაზღვრა. ლითიუმის ტოქსიკური ზემოქმედების რისკი შესაძლებელია გაიზარდოს დიურეტიკის ერთდროული გამოყენებისას.

- ნაჩვენები იყო, რომ აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზური ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს მათი ერთდროული გამოყენებისას ინდომეტაცინთან. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში ინდომეტაცინი ზეგავლენას არ ახდენს სიბაცენის ანტიჰიპერტენზულ მოქმედებაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სიბაცენი® – CIBACEN® – ЦИБАЦЕН®

საერთაშორისო დასახელება:

BENAZEPRIL

მწარმოებელი: NOVARTIS FARMA S. p.A., იტალია

NOVARTIS PHARMA AG.,  შვეიცარიისათვის

მოქმედი ნივთიერება: ბენაზეპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზიგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდი ...  10 მგ

1 ტაბ.

ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდი ..... 20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, აბუსალათინის ჰიდროგენიზირებული ზეთი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული, სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო, ჰიპრომელოზა, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლი 8000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი; რკინის წითელი დიოქსიდი(E172), - მხოლოდ 20 მგ ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიბაცენი (ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდი) წარმოადგენს წამლის წინამორბედს, რომელიც ჰიდროლიზის შემდეგ გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად - ბენაზეპრილატად, რომელიც აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტებს (აგფ) და ახდენს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნის ბლოკირებას ანგიოტენზინ II. შესაბამისად სუსტდება ანგიოტენზინ II-ით განპირობებული ეფექტები - სახელდობრ, ვაზოკონსტრიქცია და ალდოსტერონის პროდუქცია, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმისა და წყლის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში, ასევე ზრდის გულის წუთმოცულობას. სიბაცენი ამცირებს გულის რიტმის რეფლექტორულ აჩქარებას, საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების გამო.

ჰიპერტენზია:

მსგავსად ანგიოტენზინ-გარდამქნელი ფერმენტის ხსვა ინჰიბიტორებისა, სიბაცენი ასევე აინჰიბირებს ვაზოდილატატორ ბრადიკინის დაშლას კინინაზების დახმარებით; ინჰიბირება ხელს უწყობს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

სიბაცენი აქვეითებს არტერიულ წნევას, მიუხედავად პაციენტის მდებარეობისა (მჯდომარე, მწოლიარე, მდგომარე), არტერიული ჰიპერტენზიის ყველა სტადიის დროს. პაციენტთა უმრავლესობაში ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღინიშნება პრეპარატის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 2-4 საათის განმავლობაში. ანტიჰიპერტეზიული ეფექტი შენარჩუნებულია პრეპარატის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. პრეპარატის განმეორებითი მიღების დროს არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 1 კვირის შემდეგ ყოველი მიღებიდან და შენარჩუნებულია ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნებულია მიუხედავად რასობრივი კუთვნილებისა, ასაკის ან პლაზმაში რენინის საწყისი დონისა.

პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ დიეტა ნატრიუმის მაღალი შემცველობით, სიბაცენის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მნიშვნელოვანი ხარისხით არ განსხვავდება სიბაცენის  ეფექტისაგან იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დიეტას ნატრიუმის დაბალი შემცველობით.

სიბაცენის სწრაფი მოხსნა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ მომატებას. ჯანმრთელ მოხალისეებთან ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ სიბაცენის ერთჯერადი დოზები იწვევენ არტერიული წნევის თანდათანობით მომატებას და გავლენას არ ახდენენ გლომერული ფილტრაციის სიჩქარეზე.

სიბაცენისა და თიაზიდური დიურეტიკების კომბინირებული გამოყენების დროს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ძლიერდება. სიბაცენის მიღება სხვა ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან ერთად, ბეტა-ბლოკატორებისა და კალციუმის ანტაგონისტების ჩათვლით, იწვევს არტერიული წნევის შემდგომ დაქვეითებას.

გულის ქრონიკული უკმარისობა:

იმ პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ დიგიტალისის პრეპარატებით და დიურეტიკებით, სიბაცენის მიღება იწვევდა გულის წუთმოცულობის, ფიზიკური დატვირთვების მიმართ ამტანობის გაზრდას. ფილტვის კაპილარებში წნევის, სისტემური არტერიული წნევის დაქვეითებას და გულის უკმარისობის სიმპტომების შემცირებას. გულის შეკუმშვების სიხშირე უმნიშვნელო ხარისხით იყო შემცირებული.

სიბაცენით მკურნალობა გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან იწვევს დაღლილობის, ხიხინების, შეშუპებების შემცირებასა და საერთო მდგომარეობის შეფასების გაუმჯობესებას, ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის კლასიფიკაციის შესაბამისად (NYHA). კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰემოდინამიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება შენარჩუნებულია პრეპარატის დღეში ერთხელ მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაშ.ი

თირკმელების პროგრესირებადი ქრონიკული უკმარისობა:

მულტიცენტრულ ორმაგ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, 583 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ თირკმლების სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებები და შრატში კრეატინინის დონით 1.5-დან 4 მგ/დლ-მდე (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), ჰიპერტენზიით ან მის გარეშე, განაწილდა ჯგუფებში, რომელთაგან ერთი ღებულობდა პლაცებოს, ხოლო მეორე ჯგუფი - სიბაცენის 10 მგ-ს დღეში ერთხელ. საკონტროლო არტერიული წნევის მისაღწევად, ორივე ჯგუფის პაციენტებს დანიშნული ჰქონდათ დამატებით ანტიჰიპეტენზიული საშუალებები. იმ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ სიბაცენს, დაფიქსირდა თირკმლების ფუნქციის შემდგომი გაუარესების შეფარდებითი რისკის 53% შემცირება, რაც განისაზღვრა შრატში კრეატინინის დონის გაორმაგებით ან დიალიზის ჩატარების აუცილებლობით. ამ დადებით ეფექტს თან ახლდა სისხლის წნევის დაქვეითება და პროტეინურიის შესამჩნევი შემცირება.

თირკმელების პოლიკისტოზური დაავადების მქონე პაციენტებთან, რომლებიც  მკურნალობდნენ სიბაცენით, არ აღნიშნულა თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესება. თუმცა, ასეთ პაციენტებში ჰიპერტენზიის სამკურნალოდ შესაძლებელია ასევე სიბაცენის გამოყენება.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია და კონცნეტრაცია პლაზმაში: ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის შიგნით  მიღებული დოზის დაახლოებით 37% აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შემდეგ წამლის წინამორბედი სწრაფად გარდაიქმნება ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად - ბენაზეპრილატად. უზმოზე ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის მიღების დროს სისხლის პლაზმაში ბენაზეპრილის და ბენაზეპრილატის კონცენტრაციის პიკი აღინიშნება შესაბამისად 30 და 60-90 წუთის შემდეგ.

ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის შიგნით მიღების შემდეგ ბენაზეპრილატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს ინტრავენურად შეყვანილი მეტაბოლიტის ბიოშეღწევადობის დაახლოებით 28%-ს. ტაბლეტების მიღება ჭამის შემდეგ ამცირებს აბსორბციას, მაგრამ გავლენას არ ახდენს აბსორბირებულ და ბეზანეპრილატად გარდაქმნილი ბენაზეპრილის რაოდენობაზე. ამიტომ ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ასევე უზმოზე.

5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში AUC მაჩვენებელი და ბენაზეპრილისა და ბენაზეპრილატის პიკური კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით პროპორციულია დოზის სიდიდისა. უმნიშვნელო, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გადახრები დოზის სიდიდის პროპორციული დამოკიდებულებიდან, აღინიშნება შედარებით ფართო დიაპაზონის დოზების მიღების დროს - 2-80 მგ. ეს შესაძლებელია აიხსნას ბენაზეპრილატის გაჯერებული შეკავშირებით ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტთან.

პრეპარატის მრავალჯერადი დოზის გამოყენებისას (5-20 მგ დღეში ერთხელ) მის ფარმაკოკინეტიკური თვისებები უაცვლელი დარჩა. კუმულაცია პირველი 24 საათიანი ინტერვალის შემდეგ არ აღნიშნულა. ბენაზეპრილატი კუმულირდება მხოლოდ უმნიშვნელო ხარისხით; წონასწორული AUC დახლოებით 20%-ით მეტია, ვიდრე პრეპარატის პირველი დოზის შემდეგ 24 საათიანი ინტერვალის განმავლობაში. ბენაზეპრილატის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 10-11 საათს. პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციები აღინიშნება 2-3 დღის შემდეგ.

განაწილება: ბენაზეპრილის და ბენაზეპრილატის დაახლოებით 95% უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (უპირატესად ალბუმინებს). შეკავშირების ხარისხი ასაკთან ერთად არ იცვლება. წონასწორულ მდგომარეობაში ბენაზეპრილატის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 9 ლიტრს.

მეტაბოლიზმი: ბენაზეპრილი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება; მთავარ მეტაბოლიტს წარმოადგენს ბენაზეპრილატი. სავარაუდოდ, ეს გარდაქმნა ხორციელდება ფერმენტული ჰიდროლიზის დახმარებით ძირითადად ღვიძლში. ორ სხვა მეტაბოლიტს წარმოადგენენ ბენაზეპრილის და ბენაზეპრილატის აცილგლუკურონიდული კონიუგატები.

გამოყოფა: ბენაზეპრილი გამოიყოფა უმთავრესად მეტაბოლიტების სახით. ბენაზეპრილატი გამოიყოფა თირკმელებით და ნაღვლეთან ერთად. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან სჭარბობს თირკმლისმიერი ექსკრეცია. შარდში ბენაზეპრილის რაოდენობა შეადგენს პრეპარატის შიგნით მიღებული დოზის 1%-ზე ნაკლებს. ხოლო ბენაზეპრილატისა - დაახლოებით 20%-ს. პლაზმიდან ბენაზეპრილის გამოყოფა მთავრდება 4 საათის შემდეგ. ბენაზეპრილატის გამოყოფა მიმდინარეობს ორ ფაზად - დაახლოებით 3 საათიანი ნახევარდაშლის საწყისი პერიოდით, და დაახლოებით 22 საათიანი ნახევარდაშლის საბოლოო პერიოდით. გამოყოფის საბოლოო ფაზის არსებობა (24 საათი და მეტი) მიუთითებს ბენაზეპრილატის მჭიდრო შეკავშირებაზე ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტთან.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

მომატებული მგრძნობელის მქონე პაციენტები: პლაზმაში ბენაზეპრილატის წონასწორული კონცენტრაციები დამოკიდებულია დღიური დოზის სიდიდეზე.

პაციენტები გულის ქრონიკული უკმარისობით: ბენაზეპრილის აბსორბცია და მისი გარდაქმნა ბენაზეპრილატში არ იცვლება. რამდენადაც მოცემული ჯგუფის პაციენტებთან აქტიური ნივთიერების გამოყოფა რამდენადმე შენელებულია ჯანმრთელ პირებთან ან არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებთან შედარებით, ბენაზეპრილატის წონასწორული კონცენტრაციები რამდენამდე მაღალია.

ხანდაზმული ასაკი. თირკმელების ფუნქციის ზომიერი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევები, ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის ფუნქციის დარღევა: ბენაზეპრილის და ბენაზეპრილატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ხანდაზმულ ასაკში, თირკმლის ფუნქციის ზომიერი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებთან (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ) ან ნეფროზული სინდრომის დროს არსებითად არ იცვლება. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ციროზის შედეგად, ბენაზეპრილატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები და ბიოშეღწევადობა არ იცვლება, ამიტომ მოცემული ჯგუფის პაციენტებთან აუცილებელი არ არის დოზის კორექცია.

თირკმლის მძიმე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია: თირკმლის მძიმე უკმარისობის დრო (კრეატინინის კლირენსი

ჰემოდიალიზი: რეგულარულად ჩატარებული ჰემოდიალიზი, რომელიც იწყება უკიდურეს შემთხვევაში 2 საათის შემდეგ, ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის მიღებიდან, მნიშვნელოვანი ხარისხით არ ცვლის სისხლის პლაზმაში ბენაზეპრილისა და ბეზანეპრილატის კონცენტრაციას. გამომდინარე აქედან, ჰემოდიალიზის ჩატარების შემდეგ აუცილებელი არ არის პრეპარატის დამატებითი დოზის მიღება. ჰემოდიალიზის მეშვეობით ორგანიზმიდან გამოიყოფა ბენაზეპრილატის ძალზე უმნიშვნელო რაოდენობა.

ერთობლივი გამოყენება: ბეზანეპრილის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ცვლილებებს არ განიცდიან შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას: ჰიდროქლორთიაზდთან, ფურომესიდთან, ქლორტალიდონომთან, პროპრანოლოლომთან, ატენოლოლთან, ნიფედიპინთან, ამლოდიპინთან, ნაპროქსენომთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან ან ციმეტიდინთან, ანალოგიურად, ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის გამოყენება არ იწვევს ზემოთ აღნიშნული პრეპარატების ფარმაკოკინეტის მნიშვნელოვან ცვლილებებს (ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკა არ გამოკვლეულა).

ჩვენებები:

  • ჰიპერტენზიის მკურნალობა;
  • გულის ქრონიკული უკმარისობის (II-IV კლასები, ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის მიხედვით (NYHA) ადიუვანტური მკურნალობა;
  • ღვიძლის პროგრესული ქრონიკული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ).

მიღების წესი და დოზირება:

ჰიპერტენზია:

პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა იმ პაციენტებისათვის, რომლებიც არ ღებულობდნენ თიაზიდურ დიურეტიკებს შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. შესაძლებელია დოზის მომატება 20 მგ-მდე დღეში. დოზის კორეგირება ხდება არტერიული წნევის დინამიკის მიხედვით, ძირითადად 1-2 კვირის ინტერვალებით. ზოგიერთ პაციენტთან ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ანტიჰიპერტენზული ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს. შემდგომში საერთო დღიური დოზა შესაძლებელია განაწილდეს ორ თანაბარ დოზად; სიბაცენის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში შეადგენს 40 მგ 1 ან 2 მიღებაზე.

თუკი სიბაცენით მონოთერაპია არ იწვევს არტერიული წნევის საკმარისად დაწევას, დამატებით შესაძლებელია დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, მაგალითად, თიაზიდური დიურეტიკი ან კალციუმის ანტაგონისტი (თავდაპირველად დაბალი დოზით).

იმ შემთხვევაში, თუკი სიბაცენის დანიშვნამდე ტარდებოდა მკურნალობა დიურეტიკით, მაშინ სიბაცენის მიღებამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეტიკის მოხსნა, ხოლო შემდეგ, საჭიროების მიხედვით, კვლავ განახლება, როდესაც დიურეტიკით მკურნალობის შეწყვეტა შეუძლებელია, სიბაცენის საწყისი დოზა მცირდება (5 მგ-მდე, ნაცვლად 10 მგ-ისა), არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით.

პაციენტებისათვის, კრეატინინის კლირენსით 30 მლ/წთ: რეკომენდებულია სიბაცენის ჩვეულებრივი დოზა.

პაციენტები კრეატინინის კლირენსით საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ. დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების მისაღწევად რეკომენდებულია დამატებით არათიაზიდური დიურეტიკების ან სხვა ანტიჰიპერტენზული პრეპარატების დანიშვნა.

გულის ქრონიკული უკმარისობა:

რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში. პრეპარატის პირველი დოზის მიღების პასუხად არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პაციენტები, რომლებიც სიბაცენს იღებენ პირველად, უნდა იმყოფებდნენ მეთვალყურეობის ქვეშ. 2-4 კვირის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი მიღებული არ იქნა სასურველი კლინიკური ეფექტი და იმ პირობით, რომ პაციენტს არ აღენიშნება კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, ან სხვა მიუღებელი გვერდითი ეფექტები, პრეპარატის დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 5 მგ-მდე დღეში (ერთ მიღებაზე). კლინიკური ეფექტის მიხედვით პრეპარატის დოზა შესაძლებელია გაიზარდოს შესაბამისი ინტერვალებით 10 მგ-მდე და, უკიდურეს შემთხვევაში 20 მგ-მდე დღეში (1 მიღებაზე). პრეპარატის მიღება დღეში ერთხელ, როგორც წესი, ეფექტურია. ზოგიერთ პაციენტთან საუკეთესო ეფექტი აღინიშნება პრეპარატის მიღებისას დღეში 2-ჯერ; კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტებს გულის მძიმე უკმარისობით (IV კლასი, NYHA მიხედვით), ძირითადად ესაჭიროებათ სიბაცენის დაბალი დოზები, ვიდრე პაციენტებს, გულის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობით (II-III კლასები, NYHA მიხედვით).

გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში, კრეატინინის კლირენსით

თირკმლის პროგრესული ქრონიკული უკმარისობა:

პრეპარატის ხანგრძლივად მიღების რეკომენდებული დოზა თირკმლის ნელა პროგრესირებადი ქრონიკული უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს, ან არ ახლავს ჰიპერტენზია, შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. როდესაც სიბაცენით მონოთერაპია არ იწვევს არტერიული წნევის საკმარის დაქვეითებას, შესაძლებელია დამატებით დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზული პრეპარატები.

ბავშვები: ბავშვებში სიბაცენის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მიღების წესები და დოზირებას და უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები იგივეა, რაც მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება შემდეგი სიხშირით: ძალიან იშვიათად - 0.01%-დან 1%-დან 10%-მდე.

დადგენილია, რომ სიბაცენი კარგად გადაიტანება. სიბაცენის მიღების დროს წარმოქმნილი და ანგიოტენზინ-გარდამქნელი ფერმენტის სხვა ინჰიბიტორებისათვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები, მოყვანილია ქვემოთ:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - გულის ფრიალი, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია; იშვიათად - სიმპტომატური ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდში, სტენოკარდია, არითმია.

ძალიან იშვიათად - მიოკარდიუმის ინფარქტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისპეფსიის სიმპტომები; იშვიათად - დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი.

დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად - სახის არეში სისხლის მოწოლა, ქავილი, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა; იშვიათად - ბუშტუკები; ძალიან იშვიათად - სტივენს ჯონსის სინდრომი.

ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - ჰეპატიტი (უმთავრესად ქოლესტაზური), ქოლესტიკური სიყვითლე.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ხშირად - შარდვის დაჩქარება; იშვიათად - სისხლის შრატში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის დონის მომატება; ძალიან იშვიათად - თირკმლის ფუნქციის დარღევვა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა; იშვიათად - ძილიანობა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა, პარესთეზიები.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - ხმაური ყურებში, გემოვნების გაუკუღმართება.

ალერგიული და იმუნური რეაქციები: იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება; ტუჩების და/ან სახის შეშუპება;

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად - ართალგიები, ართრიტი, მიალგიები.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ისევე, როგორც ანგიოტენზინგ-გარდამქმნელი ფერმენტის სხვა ინჰიბიტორებით მკურნალობისას, აღინიშნა სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონეთა უმნიშვნელო მომატება, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 0.1% ნაკლებ პაციენტებში, ესენციური ჰიპერტენზიით, რომლებიც ღებულობდნენ სიბაცენს. ამ მაჩვენებლების მომატების მეტი ალბათობაა მოსალოდნელი თირკმლის არტერიების სტენოზით დაავადებულ პაციენტებში, ასევე დიურეტიკების მიღების დროს.

უკუჩვენებები:

* ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ბენაზეპრილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

* ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით წინამორბედ თერაპიასთან;

* ორსულობა.

ორსულობა და ლატაცია:

*  სიბაცენი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

დადგენილია, რომ ბენაზეპრილი და ბენაზეპრილატი გამოიყოფა დედის რძესთან, მაგრამ მათი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს სისხლის შრატში კონცენტრაციის მხოლოდ 3%-ს. ბენაზეპრილატის ფრაქცია, რომელიც ხვდება ჩვილი ბავშვის სისტემურ ცირკულაციაში, უნდა იყოს უმნიშვნელო. თუმცა, მიუხედავად გვერდითი  ეფექტების განვითარების ძალზე მცირე ალბათობისა ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებში, სიბაცენის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ანაფილაქტოიდური და მსგავსი რეაქციები:

რამდენადაც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ეიკოზანოიდების და პოლიპეპტიდების მეტაბოლიზმზე, ბრადიკინინის ჩათვლით, იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს (სიბაცენის ჩათვლით), შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები და მათგან ზოგიერთი შესაძლებელია იყოს საკმაოდ სერიოზული.

ანგიონევროზული შეშუპება: არსებობს ცნობები სახის, ტუჩების, ენის, ყიის და ხორხის ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შესახებ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის სიბაცენს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სიბაცენის დაუყოვნებლივი მოხსნა, შესაბამისი მკურნალობის ჩატარება და რეგულარული მეთვალყურეობა ნიშნებისა და სიმპტომების სრულ მოხსნამდე. როდესაც შეშუპება აღინიშნება მხოლოდ სახეზე და ტუჩებზე, გართულება, როგორც წესი, სწრაფად იხსნება ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნით, ან გაივლის მკურნალობის გარეშეც. ანგიონევროზული შეშუპების ხორხზე გავრცელება შესაძლოა ფატალური შედეგით დამთავრდეს იმ შემთხვევებში, როდესაც პროცესში ჩართულია ენა, ყია ან ხორხი, დაუყოვნებლივ ინიშნება შესაბამისი თერაპია, კერძოდ, კანქვეშ შეჰყავთ ადრენალინი, განზავებით 1:1000 (0.3-0.5 მლ) და/ან ღებულობენ ზომებს სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველსაყოფად.

არსებობს ცნობები, რომ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების სიხშირე გაცილებით მაღალია აფრიკული წარმოშობის შავი ფერის კანის მქონე პაციენტებში, ვიდრე სხვა პაციენტებში.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დესენსიბილიზაციის  დროს: ორ პაციენტს, რომლებსაც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს უტარდებოდათ მადესენსიბილიზირებელი თერაპია აპკოვანფრთოსანთა შხამით (Hymenoptera), განუვითარდათ სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები. იმავე პაციენტებში მსგავსი რეაქციები თავიდან იქნა აცილებული აგფ ინჰიბიტორების დროებითი მოხსნის შედეგად, მაგრამ თუკი მკურნალობას შეცდომით კვლავ განაახლებდნენ, ანაფილაქტოიდური რეაქციები კვლავ ვითარდებოდა.

ანაფილაქტოიდური რეაქციები ჰემოდიალიზის ჩატარების დროს: ცნობილია ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების შემთხვევები იმ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს ჰემოდიალიზის ჩატარების პერიოდში. ასევე არსებობს მონაცემები ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების შესახებ იმ პაციენტებთან, რომლებსაც უტარდებოდათ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფარეზი, დექსტრანის სულფატის აბსორბციისათვის გამოსაყენებლად.

სიმპტომური ჰიპოტენზია: ისევე, როგორც აგფ სხვა ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სიმპტომური ჰიპოტენზია, რომელიც განუვითარდათ პაციენტებს ცირკულირებადი სისხლის შემცირებული მოცულობით ან, სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობით, ხანგრძლივი დიურეტიკული თერაპიის დიეტაში სუფრის მარილის შეზღუდვის, დიალიზის, დიარეის ან ღებინების შედეგად. სიბაცენით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის და/ან სისხლში ნატრიუმის დონის კორექცია. თუკი არტერიული ჰიპოტენზია უკვე განვითარდა, პაციენტს აწვენენ და საჭიროების შემთხვევაში ვენაში შეყავთ ფიზიოლოგიური ხსნარი. სიბაცენის მიღების განახლება შესაძლებელია მხოლოდ არტერიული წნევისა და ცირკულირებადი სისხლის მოცულობის ნორმალიზაციის შემდეგ.

გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მკვეთრი არტერიული ჰიპოტენზია, რომელსც თან ახლავს ოლიგურია და/ან პროგრესირებადი აზოტემია, ასევე (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობა. ამიტომ ასეთ პაციენტებთან მკურნალობას იწყებენ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში; მეთვალყურეობა გრძელდება მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ასევე ბენაზეპრილის ან დიურეტიკების დოზების მომატების დროს.

აგრანულოციტოზი/ნეიტროპენია: ნაჩვენები იყო, რომ აგფ სხვა ინჰიბიტორმა, კაპტოპრილმა, შესაძლებელია გამოიწვიოს აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა; ამგვარი ეფექტები ხშირია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების დაზიანებები, განსაკუთრებით თუკი მათ ასევე აღენიშნებათ შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სისტემური სკლეროდერმია. ამჟამად არ არსებობს საკმარისი მონაცემები მსგავსი მოვლენების განვითარების შესახებ სიბაცენის მიღებისას. შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადების და, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის პარიფერიულ სისხლში ლეიკოციტების რეგულარული კონტროლი.

ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა: იშვიათია ცნობები ქოლესტაზური ჰეპატიტისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს. მსგავსი გართულებების მექანიზმი ახსნილი არ არის. თუკი  პაციენტს, რომელიც ღებულობდა აგფ ინჰიბიტორს, განუვითარდა სიყვითლე, ან სისხლის შრატში მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვიძლის ფერმენტების დონე, აგფ ინჰიბიტორი უნდა მოიხსნას, ხოლო პაციენტი საჭიროა იმყოფებოდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

გაგრძელება

სეციტა – SECITA – СЕЦИТА

საერთაშორისო დასახელება:

ESCITALOPRAM

მწარმოებელი: SANTA PHARMA

მოქმედი ნივთიერება: ესციტალოპრამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტები;  სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

20მგ შემოგარსული აბი #28

 

ვრცლად ესრამი 20მგ

სეტეგისი – SETEGIS – СЕТЕГИС

საერთაშორისო დასახელება:

TERAZOSIN

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ტერაზოზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ტერაზოზინი ............  1 მგ

1 ტაბ.

ტერაზოზინი ............  2 მგ

1 ტაბ.

ტერაზოზინი ........... 5 მგ

1 ტაბ.

ტერაზოზინი .........   10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორს, რომელიც იწვევს არტერიოლებისა და ვენულების გაფართოვებას. იგი ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას და პრე-და პოსტდატვირთვას გულზე, აგრეთვე აქვეითებს არტერიულ წნევას. სეტეგისით ხანგრძლივი მკურნალობა ჩვეულებრი არ იწვევს რეფლექსურ ტაქიკარდიას. პრეპარატი უმნიშვნელოდ მოქმედებს გულის სისტოლურ მოცულობაზე, თირკმელების პერფუზიაზე და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე. მისი ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური ეფექტი შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში. არსებობს მონაცემები, რომ სეტეგისი აქვეითებს სისხლში დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას (მექანიზმი უცნობია).

სეტეგისი აბლოკირებს რა შარდის ბუშტის გლუვი კუნთების, ურეთრისა და წინამდებარე ჯირკვლის პროქსიმალური ნაწილის ალფა1-ადრენორეცეპტორებს, ამცირებს წინააღმდეგობას შარდის ნაკადის მიმართ და ხელს უწყობს შარდვის ნორმალიზაციას წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს. პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას წინამდებარე ჯირკვლის  ზომაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სეტეგისის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. 2 მგ პრეპარატის მიღებისას მისი Cmax სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებს იგი უკავშირდება 90-94%-ით. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროლიზის, დემეთილირების, დეალკილირების გზით და წარმოქმნის 5 მეტაბოლიტს.

მისი T1/2 შეადგენს 12 სთ-ს. დოზის დაახლოებით 10% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით და 30% არააქტიური მეტაბოლიტების სახით. მიღებული დოზის 55-60% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით.

ჩვენებები:

  • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია;
  • არტერიული ჰიპერტენზია (მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა (კომბინირებული თერაპის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

წინამდებარე ჯირკვალის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს პრეპარატი ინიშნება საწყისი დოზით 1 მგ ერთხელ დღეში. შემანარჩუნებელი დოზაა - 5-10 მგ, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ-ს.

თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ და ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პრეპარატის საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 მგ-ს (ღამით). “პირველი დოზის ეფექტის” თავიდან აცილების მიზნით საწყისი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1 მგ-ს. სადღეღამისო დოზის გაზრდა ხდება თანდათანობით. რეკომენდებულია დოზის გაორმაგება 1 კვირიანი ინტერვალით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 1-5 მგ-ს ერთხელ დღეში.

ტაბლეტები საჭიროა მივიღოთ მთლიანად, დაუღეჭავად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია “პირველი დოზის ეფექტის” განვითარება. ზემოთაღნიშნული მდგომარეობა ვლინდება არტერიული წნევის დაქვეითებით, ორთოსტატული ჰიპოტენზიით გონების დაკარგვამდე, რომელიც აღინიშნება პაციენტების 1%-ში (უშუალოდ დოზის სწრაფად მომატებისას, აგრეთვე სეტეგისისა და დიურეზული, ან სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების კომბინირებისას), რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს პოსტურალურია, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება.

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, მხედველობის დაქვეითება.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა.

სხვადასხვა: ასთენია, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, პერიფერიული შეშუპება, სხეულის წონის მომატება, იმპოტენცია, ჰემოდილუციის მოვლენები.

უკუჩვენებები:

* სეტეგისის ან სხვა ალფა-ადრენოლიზური საშუალების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფსა და ახალშობილზე მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.

* ლაქტაციის პერიოდში კვება უნდა  შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სეტეგისი სიფრთხილით ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების მიმართ მიდრეკილება. პრეპარატი ასევე სიფრთხილით ინიშნება გულის იშემიური და სხვა სახის დაავადების, თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის, III და IV ხარისხის ჰიპერტენზული რეტინოპათიის, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების გამოხატული უკმარისობის დროს.

◄ სეტეგისით წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობის პერიოდში უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობა. წინამდებარე ჯირკვლის  ჰიპერპლაზიით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას, აგრეთვე მკურნალობის პროცესში დოზის შეცვლისას, საჭიროა არტერიული წნევის შემოწმება.

◄ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იზრდება ორგანიზმში სითხის მოცულობის შემცირებისა და მარილების შეზღუდული რაოდენობით მიწოდებისას. აგრეთვე პრეპარატის მიღების განახლებისას რამდენიმე დღის შესვენების შემდეგ. ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობა საჭიროა დავიწყოთ 1 მგ დოზით.

◄ პოსტურალური ჰიპოტენზიის და გონების დაკარგვის შედარებით მაღალი ალბათობა არსებობს პრეპარატის მიღებიდან 30-90 წთ-ის განმავლობაში. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ თავბრუსხვევის, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევისას, საჭიროა იმყოფებოდეს წოლით მდგომარეობაში.

◄  გონების დაკარგვის ალბათობა იზრდება ფეხზე ხანგრძლივად დგომის, მომატებული ფიზიკური დატვირთვის, ცხელ ამინდსა და ალკოჰოლის გამოყენებისას.

◄ პრეპარატის გამოყენებისას კომბინირებული თერაპიის სახით მისი საწყისი სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1 მგ-ს. დიურეზული და/ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დამატებით გამოყენებისას (გამოიყენება მცირე დოზებით) რეკომენდებული სეტეგისის დოზის შემცირება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: მკურნალობის დასაწყისსა და დოზის მომატების შემთხვევაში პაციენტმა თავი უნდა აარიდოს იმ სამუშაოების შესრულებას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების მართვა).

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზირებისას აღინიშნება არტერიული ჰიპოტენზია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, გონების დაკარგვა.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში პაციენტს უნდა მივაღებინოთ ჰორიზონტული მდგომარეობა და ქვედა კიდურები უნდა მოვათავსოთ ოდნავ ზემოთ.

აღნიშნულ პერიოდში ატარებენ სიმპტომურ მკურნალობას, სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ამ დროს ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური, ვინაიდან სეტეგისი მაღალი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

შოკის განვითარებისას აუცილებელია ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის გაზრდა და შემდგომში ვაზოპრესორული პრეპარატების შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სეტეგისისა და სხვა ანტიჰიპერტენზული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ანტიჰიპერტენზული მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე

სერტრანიშე – SERTRANICHE – СЕРТРАЛИН

საერთაშორისო დასახელება:

SERTRALINE

მწარმოებელი: NICHE GENERICS LIMITED, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: სერტრალინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი - სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (SSRI).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

სერტრალინის ჰიდროქლორიდი ...........    50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი (E341), მიკროკრისტალური ცელულოზა (460(i)), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ჰიდროქსი-პროპილცელულოზა (E463), ტალკი (E553(b)), მაგნიუმის სტეარატი(E572).

გარსი: ჰიპრომელოზა (E464), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553(b)), პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სერტრალინი წარმოადგენს (ნაფტილამინის წარმოებული) ნეირონებში სეროტონინის (5-HT უკუშეკავშირების სპეციფიურ ინჰიბიტორს. რომელიც აძლიერებს სეროტონინის მოქმედებას. შედარებით სუსტად მოქმედებს ნორადრენალინის და დოფამინის უკუშეთვისებაზე.

სერტრალინი სამკურნალო დოზებში აბლოკირებს თრომბოციტებში სეროტონინის მიტაცების პროცესს. მას არ ახასიათებს მასტიმულირებელი, სედატიური ან ანტიქოლინერგული მოქმედება და კარდიოტოქსიური ეფექტი. იგი არ ხასიათდება სუკარინული ქოლინორეცეპტორების, სეროტონინული, დოფამინური, ჰისტამინური, გამა-ამინოერბოს მჟავას, ბენზოდიაზეპინური და ადრენორეცეპტორებისადმი აფინიტეტით. პრეპარატი არ იწვევს მაოს-ს ინჰიბირებას. ხასიათდება ანორექსიგენული მოქმედებით. ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისაგან განსხვავებით, დეპრესიების ან ობსესურ-კომპულსური (აკვიატებული მდგომარეობა) მოშლილობების სერტრალინით მკურნალობის დროს სხეულის წონაში მატება არ აღინიშნება, პირიქით ზოგიერთ პაციენტში იგი ქვეითდება.

სერტრალინს არ ახასიათებს მისდამი ფიზიკური ან ფსიქიური დამოკიდებულების განვითარება.

ფარმაკოკინეტიკა:

სერტრალინი პერორალურად მიღებისას დოზით 50 მგ-დან 200 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში პრეპარატის კონცენტრაციის პიკი (Cmax) პლაზმაში შეადგენს 4.5-8.4 სთ-ს.

პლაზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალგაზრდებში და ხანდაზმულ პაციენტებში შეადგენსა 22-36 სთ-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაბამისად, თანაბარი კონცენტრაციების მიღწევამდე ერთ კვირიანი მკურნალობის შემდეგ (ერთხელ დღეში) აღინიშნება პრეპარატის დაახლოებით 2-ჯერადი კუმულაცია. საკვების მიღება არსებით გავლენას არ ახდენს მის ბიოშეღწევადობაზე. პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების ხარისხი შეადგენს 98%-ს.

მეტაბოლიზმი: სერტრალინი ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ აქტიურად ბიოტრანსფორმირდება. პლაზმაში აღმოჩენილ მის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს N-დექსიმეთილსერტრალინი, რომელიც ხასიათდება სერტრანიშეზე ნაკლები აქტივობით (დაახლოებით 20-ჯერ) in vitro და ფაქტიურად არააქტიურია in vivo დეპრესიის დროს.

გამოყოფა: დესმეთილსერტრალინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 62-104 სთ-ის ფარგლებში. სერტრალინის მეტაბოლიტები ორგანიზმიდან თანაბარი რაოდენობით გამოიყოფა განავალთან და შარდთან ერთად. პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (0.2%-ზე ნაკლები) გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. სერტრალინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში და ახალგაზრდებში მსგავსია.

ჩვენებები:

  • დეპრესიული მდგომარეობის მკურნალობა (მათ შორის განგაშით მიმდინარე);
  • ობსესურ-კომპულსური დარღვევები ბავშვებში და მოზრდილებში.
  • პანიკური დარღვევების დროს, რომლებიც მიმდინარეობს აგორაფობიის თანხლებით ან მის გარეშე.

მიღების წესი და დოზირება:

სერტრანიშე პერორალურად ინიშნება ერთხელ დღეში დილით ან საღამოს. პრეპარატის მიღება საკვებზე არ არის დამოკიდებული. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის თანდათან (50 მგ-ით) გაზრდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 200 მგ-ს დღეში.

პრეპარატის მოქმედების საწყისი ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ, ხოლო სრული ეფექტი 2- 4 კვირის შემდეგ.

განგაშით მიმდინარე მოვლენების დროს მკურნალობას იწყებენ 25 მგ დოზით დღეში, რომელსაც 1 კვირის შემდეგ ზრდიან 50 მგ-მდე დღეში. ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარების დროს პრეპარატი ინიშნება მინიმალურ ეფექტურ დოზებში, რომელსაც შემდგომ ცვლიან კლინიკური ეფექტის მიხედვით.

ხანდაზმულ ავადმყოფებს პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზებით, როგორიც შედარებით ახალგაზრდა პაციენტებს.

13-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ობსესურ-კომპულსური დარღვევების დროს საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში.

6-12 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ობსესურ-კომპულსური დარღვევების დროს მკურნალობას იწყებენ დოზით 25 მგ-ით დღეში, რომელსაც 1 კვირის შემდეგ ზრდიან 50 მგ-მდე დღეში.

შემდგომში, არასასურველი ეფექტის შემთხვევაში დოზის გაზრდა ხდება საფეხურებრივად 50 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში. დოზის ცვლილება ხდება არა უმცირეს 1 კვირიანი ინტერვალით.

სერტრანიშეს მიღება სასურველია ყოველდღიურად ერთ და იმავე დროს წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

გულისრევა, დიარეა, მადის დაქვეითება, არაფორმირებული განავალი, დისპეფსია, პირის სიმშრალე. სერტრალინით მკურნალობის პროცესში ამინოტრასნფერაზების (ასტ და ალტ) აქტივობის უსიმპტომო მომატებას ადგილი აქვს იშვიათად (დაახლოებით შემთხვევებით 0.8%-ში). აღნიშნული დარღვევები ძირითადად ვლინდება მკურნალობის პირველი 1-9 კვირის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება.

ცნს-ის მხრივ: ტრემორი, თავბრუსხვევა, უძილობა, ძილიანობა.

მარილოვანი ცვლის მიხედვით:

ცალკეულ შემთხვევებში - ჰიპონატრიემია (მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ორგანიზმში ნატრიუმის დონე უბრუნდება ნორმის ფარგლებს); ზოგიერთ შემთხვევებში ჰიპონატრიემია დაკავშირებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატურ სეკრეაციასთან. ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება უმრავლეს შემთხვევებში აღენიშნებათ ხანდაზმულ ავადმყოფებს, აგრეთვე ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიურეზულ და სხვა სამკურნალო საშუალებებს.

სისხლის სურათის მხრივ: გარდამავალი თრომბოციტოპენია, ატიპიური სისხლდენა და ჰემორაგიული გამონაყარი.

სხვადასხვა:

ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება (ძირითადად ეაკულაციის პროცესის შეფერხება), ღებინება, ტკივილები მუცელში, მოძრაობის აქტივობის დარღვევა (ექსტრაპირამიდული სიმპტომები და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), კრუნჩხვები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, გამონაყარი (მათ შორის იშვიათად - მულტიფორმული ერითემა), იშვიათად პანკრეატიტი და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (ჰეპატიტის, სიყვითლის და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით).

იშვიათად აღინიშნება პარესთეზიები, დეპრესიის სიმპტომები,  ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, აგზნება, განგაში და ფსიქოზი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში სერტრალინის გამოყენება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.

დღეისათვის არ არსებობს მონაცემები დედის რძეში მისი გადასვლის შესახებ, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.

სერტრალინით მკურნალობის პროცესში ქალები იყენებენ კონტრაცეპციის ადექვატურ მეთოდებს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სერტრალინის დანიშვნა შესაძლებელია არა უმცირეს 14 დღის შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სეროტონინერგული ნეიროტრანსმისიის გამაძლიერებელ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა ტრიფტოფანი და ფენფლურამინი.

◄ სერტრალინი ღვიძლში განიცდის აქტიურ მეტაბოლიზმს. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მოშლის მქონე პაციენტებს. აუცილებელია დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდის სწორად შერჩევა.

◄ სერტრალინი უმნიშვნელო რაოდენობით შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. საწყისი და ზომიერად გამოხატული თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსით 20-50 მლ/წთ-ში), თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსით 20 მლ/წთ ნაკლები) სერტრალინის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები საკმარისი არ არის, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებს.

◄ კრუნჩხვითი სინდრომით მიმდინარე დაავადებების დროს სერტრალინის გამოყენება შესწავლილი არ არის. ამიტომ მისი დანიშვნა ეპილეფსიის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, ხოლო კონტროლირებული ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის პროცესში საჭიროა სისტემატური კონტროლი და კრუნჩხვების წარმოქმნის დროს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

◄ სერტრალინით მკურნალობის დროს ჰიპომანია და მანია აღენიშნება ავადმყოფთა 0.4%-ს. მანიის და ჰიპომანიის გამწვავების შემთხვევები აღწერილია აგრეთვე დიდი დეპრესიის მქონე პაციენტთა მცირე ნაწილში, რომლებიც იღებდნენ სხვა ანტიდეპრესანტებს ან ანტიობსესურ საშუალებებს. სერტრალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დეპრესიის ან განგაშით მიმდინარე დარღვევების დროს დადგენილია ბავშვებში და მოზარდებში 6 წლიდან 17 წლამდე. მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.

◄ ხანდაზმულ ავადმყოფებში მკურნალობა მიმდინარეობს მინიმალური დოზებით და სისტემატური კონტროლით.

◄ სერტრალინით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. გამოკვლევებით დადგენილია, რომ სერტრალინის გამოყენება არ იწვევს ფსიქომოტორულ მოშლილობებს, მიუხედავად ამისა, ანტიდეპრესიული ან ანტიობსესური საშუალებები აქვეითებენ გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას, რომელიც საჭიროა ავტოტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაოს შესრულების დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. რის შესახებაც აუცილებელია ავადმყოფების წინასწარი გაფრთხილება.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილია სერტრალინით მონოთერაპიული მკურნალობის სახით - დოზით 8 გ. აღწერილია აგრეთვე დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ლეტალობის შემთხვევები სერტრალინის და სხვა სამკურნალო საშუალებების და/ან ალკოჰოლთან მისი ერთდროული გამოყენების დროს.

ამ დროს საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, ფილტვების ოქსიგენაცია და ვენტილაცია, გააქტივებული ნახშირის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ფორსირებული დიურეზის და ჰემოდიალიზის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- აღწერილია სერიოზული გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სერტრანიშესთან ერთად მაო-ს ინჰიბიტორებს, მათ შორის სელექტიურ ინჰიბიტორებს (სელეგილინი) და მაო-ს შექცევად ინჰიბიტორებს (მოკლობემიდი). აღნიშნული ურთიერთქმედების სიმპტომებს წარმოადგენს: ჰიპერთერმია, რიგიდობა, კრუნჩხვები, გონების დაბინდვა, გაღიზიანებით და ძლიერი აგზნებით მიმდინარე ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც მთავრდება დელირიუმის და კომის განვითარებით.

- სერტრალინის 200 მგ-იანი დოზით ერთდროულად მიღება ეთანოლთან, კარბამაზეპინთან, ჰალოპერიდოლთან ან ფენიტოინთან არ იწვევს მათი მოქმედების  გაძლიერებას ჯანმრთელი ადამიანების ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. იგივე დოზებში სერტრალინის მიღება დიაზეპამთან და ტოლბუტამიდთან ერთად იწვევს მცირე, მაგრამ სტატისტიკურად სარწმუნო ზოგიერთი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილებებს.

- ციმეტიდინი იწვევს სერტრალინის კრეატინინის კლირენსის მნიშვნელოვან დაქვეითებას მათი ერთდროული მიღების დროს.

- სერტრალინი არ ახდენს გავლენას ატენოლოლის ბეტა-ადრენომაბლოკირებელ აქტივობაზე. მასთან გლიბენკლამიდის და დიგოქსინის ურთიერთქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის.

- სერტრალინის კომბინაციით იმ პრეპარატებთან, რომლებიც ხასიათდებიან ცილებთან შეკავშირების მაღალი აქტივობით, განსაკუთრებით დიგიტოქსინთან და ვარფარინთან, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში თავისუფალი (შეუკავშირებელი) პრეპარატების კონცენტრაციის მომატება და აგრეთვე სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, კერძოდ სერტრალინის და ვარფარინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება მცირე, მაგრამ სტატისტიკურად სარწმუნო პრორთრომბინის დროის გაზრდა, რის გამოც სერტრალინით მკურნალობის დასაწყისში და მისი მიღების შეწყვეტის შემდგომ საჭიროა პროთრომბინის დროის მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.

- რადგან სერტრალინი აინჰიბირებს ციტოქრომ P4502D6 ბიოქიმიურ აქტივობას, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში იმ პრეპარატების კონცენტრაციის მომატება, რომლებიც მეტაბოლიზდება აღნიშნული ფერმენტის მონაწილეობით, მათ შორის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და 1C კლასის ანტიარითმიული საშუალებები.

- სერტრალინის და ლითიუმის ერთდროული გამოყენებით, შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება, რომელიც უკავშირდება სეროტონინერგულ მექანიზმებს და კლინიკურად ვლინდება ტრემორის გაძლიერებით. ამ დროს ლითიუმის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლის არსებითი ცვლილებები არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სერტიკანი® (გაგრძელება) – CERTICAN® – СЕРТИКАН®

◄ სერტიკანის კლინიკურ გამოკვლევებში Pneumocystis jiroveci (carinii) გამოწვეული პნევმონიის ანტიმიკრობული პროფილაქტკა ტარდებოდა ტრანსპლანტაციიდან 12 თვის განმავლობაში. ციტომეგავირუსული ინფექციის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან.

◄ სერტიკანის და ციკლოსპორინის მიკროემულსიის ერთდოული მიღება პაციენტებთან, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსპლანტაცია, დაკავშირებული იყო შრატში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის გაზრდასთან, რამაც შესაძლებელია საჭირო გახადოს შესაბამისი მკურნალობა. სერტიკანის მიღების დროს აუცილებელია ლიპიდების დონის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ლიპიდების დონის დამწევი პრეპარატებისა და შესაბამისი დიეტის დანიშვნა. უკვე არსებული ჰიპერლიპიდემიის დროს იმუნოსუპრესიული თერაპიის დაწყებამდე, მათ შორის სერტიკანის ჩათვლით, საჭიროა მკურნალობის პოტენციური სარგებლობისა და შესაძლო რისკის შეფასება. ამიტომ მყარი, მძიმე ჰიპერლიპიდემიის დროს აუცილებელია, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს სერტიკანით თერაპიის გაგრძელების რისკისა და სარგებლობის შეფასება.

◄ საჭიროა გვერდითი ეფექტების შესაძლო განვითარების კონტროლი სერტიკანის მიღებისას გემ-კოა რედუქტაზის ინჰიბიტორთან და/ან ფიბრატთან ერთად. რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი ყველა პაციენტთან. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ შრატში კრეატინინის დონის მომატებისას აუცილებელია იმუნოსუპრესიის რეჟიმის შესაბამისი მოდიფიკაცია. გარკვეული სიფრთხილეა საჭირო სხვა პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, რომლებსაც გააჩნიათ ნეფროტოქსიკური მოქმედება.

◄ გალაქტოზის გადაუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემების მქონე ავადმყოფები, ლაქტოზის სერიოზული დეფიციტით ან გლუკოზო-ლაქტოზის მალაბსორბციით, ამ პრეპარატს არ უნდა ღებულობდნენ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: გამოკვლევები ამ მიმართულებით არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ ძალიან შეზღუდულია. ცნობილია მხოლოდ 2 წლის ბავშვის მიერ 1.5 მგ ევეროლიმუსის შემთხვევით მიღება, მაგრამ არანაირი გვერდითი მოქმედება არ დაფიქსირებულა. კარგად იქნა გადატანილი ევეროლიმუსის 25 მგ-მდე ერთჯერადი დოზები იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსპლანტაცია.

საერთო შემანარჩუნებელი ღონისძიებები ტარდება დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ევეროლიმუსი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში, და გარკვეული ხარისხით ნაწლავის კედელში CYP3A4 იზოფერმენტის ზემოქმედებით. იგი ასევე წარმოადგენს მრავალი სამკურნალო პრეპარატის გამოყოფის სისტემის სუბსტრატს, მაგ., P-გლიკოპროტეინის (P-gp), ამიტომ სამკურნალო პრეპარატებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ CYP3A4 და/ან PgP-ზე, შესაძლებელია გავლენა იქონიონ ევეროლიმუსის აბსორბციაზე და მის შემდგომ გამოყოფაზე. პარალელური მკურნალობა გამოხატული CYP3A4 ინჰიბიტორებით და/ან ინდუქტორებით რეკომენდებული არ არის. PgP ინჰიბიტორებმა შესაძლებელია შეამცირონ ევეროლიმუსის გამოყოფა ნაწლავის უჯრედებიდან და გაზარდონ სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაცია. In vitro ევეროლიმუსი იყო CYP3A4 და CYP2D6  კონკურენტუნარიანი ინჰბიტორი, პოტენციურად ზრდის რა, ამ ფერმენტების მიერ გამოყოფილი სამკურნალო პრეპარატების კონცენტრაციას. ამგვარად, სიფრთხილეა საჭირო ევეროლიმუსის ერთდროულად დანიშვნისას CYP3A4 დაCYP2D6 - სუბსტრატებთან, რომელთაც დაბალი თერაპიული ინდექსი აქვთ. ურთიერთქმედებების ყველა გამოკვლევები in vivo ტარდებოდა ცისკლოსპორინის თანმხლები მიღების გარეშე.

ციკლოსპორინი (CYP3A4/PgP ინჰიბიტორი). ევეროლიმუსის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მატულობს ციკლოსპორინთან ერთობლივად მიღებისას. ჯანმრთელ სუბიექტებთან ციკლოსპორინის (მიკროემულსია) ერთჯერადი დოზის მიღებისას ევეროლიმუსის AUC იზრდება 168%-ით (დიაპაზონი 46%-365%), და Cmax 82%-ით (დიაპაზონი 25%-158%), მხოლოდ ევეროლიმუსის მიღებასთან შედარებით. ციკლოსპორინის დოზის ცვლილებისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს ევეროლიმუსის დოზის მოდიფიკაცია. სერტიკანი უმნიშვნელო კლინიკურ ზეგავლენას ახდენდა ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჩატარებული ჰქონდათ თირკმელების ან გულის ტრანსპლანტაცია და ღებულობდნენ ციკლოსპორინს მიკროემულსიის სახით.

რიფამპიცინი   (CYP3A4 ინდუქტორი). რიფამპიცინის დოზებით ჯანმრთელი სუბიექტების წინასწარი მკურნალობა იწვევს ევეროლიმუსის კლირენსის გაზრდას 3-ჯერ, და აქვეითებს Cmax 58%-ით და AUC - 63%-ით სერტიკანის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. სერტიკანის კომბინაცია რიფამპიცინთან რეკომენდებული არ არის.

ატორვასტატნი (CYP3A4 სუბსტრატი) და პრავასტატინი (PgP სუბსტრატი). ჯანმრთელ სუბიექტებთან სერტიკანის ერთჯერადი მიღება ატორვასტატინთან ან პრავასტატინთან კომბინაციაში გავლენას არ ახდენს ატორვასტატინის, პრავასტატინისა და ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკაზე  ისევე როგორც პლაზმაში HMG-CoA რედუქტაზის საერთო ბიორეაქტიულობაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხით. ამასთანავე, ეს შედეგები შესაძლოა არ გავრცელდეს HMG-CoA რედუქტაზის სხვა ინჰიბიტორებზე.

საჭიროა პაციენტების შემოწმება რაბდომიოლიზისა და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებაზე, როგორც ეს აღწერილია ინფორმაციაში HMG-CoA რედუქტაზის ინჰიბიტორების დანიშვნის შესახებ.

სხვა შესაძლო ურთიერთქმედებები; CYP3A4 და PgP ზომიერმა ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გაზარდონ სისხლში ევეროლიმუსის დონეები (მაგალითად, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: ფლუკონაზოლი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები: ერითრომიცინი; კალციუმის არხების ბლოკატორები: ვერაპამილი, ნიკარდიპინი, დილტიაზემი. პროტეაზის ინჰიბიტორები: ნელფინავირი, ინდინავირი, ამპრენავირი. CYP3A4 ინდუქტორებმა შესაძლებელია გაზარდონ ევეროლიმუსის მეტაბოლიზმი და შეამცირონ სისხლში ევეროლიმუსის დონე (მაგ., St. John’s wort (Hypericum perforatum,ანტიკონვულსანტები: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ანტი -აიდ პრეპარატები: იფავირენცი, ნევირაპილი). გრეიფრუტი და გრეიპფრუტის წვენი გავლენას ახდენენ ციტოქრომი P450 და PgP აქტიურობაზე და ამიტომ მისი მიღება რეკომენდებული არ არის.

ვაქცინაცია: იმუნოდეპრესანტებმა შესაძლებელია გავლენა მოახდინონ აცრის საპასუხო რეაქციაზე და ამიტომ სერტიკანით მკურნალობის პერიოდში ჩატარებული ვაქცინაცია უეფექტო აღმოჩნდეს. ცოცხალი ვაქცინების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სერტიკანი® – CERTICAN® – СЕРТИКАН®

საერთაშორისო დასახელება:

EVEROLIMUS

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ევეროლიმუსი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სელექციური იმუნოსუპრესიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ევეროლიმუსი ......... 0.25 მგ

1 ტაბ.

ევერლიმუსი ........    0.75 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი (E321), მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა კროსპოვიდონი, უწყლო ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

T-უჯრედების აქტივაციის ინჰიბიტორი ევეროლიმუსი, ხელს უშლის ალოგენური ტრანსპლანტატის მოცილებას მღრღნელების ალოტრანსპლატაციის მოდელებზე და ადამიანისარამაგვარ პრიმატებზე. იმუნოსუპრესიულ მოქმედებას იგი ავლენს ანტიგენით აქტივირებული T-უჯრედების პროლიფერაციის ინჰიბირებით და შესაბამისად კლონური გაზრდით, რომელიც იმართება სპეციფიკური T-უჯრედების ინტერლეიკინებით, მაგალითად, ინტერლეიკინი-2 და ინტერლეკინი-15. ევეროლიმუსი აინჰიბირებს სიგნალის უჯრედშიგა გადაცემას, რაც ჩვეულებრივ იწვევს უჯრედების პროლიფერაციას, T-უჯრედების  ზრდის ფაქტორების მათ რეცეპტორებთან შებოჭვის შემთხვევაში. ამ სიგნალის ბლოკირება იწვევს უჯრედთა დათრგუნვას უჯრედული ციკლის G1 სტადიაში.

მოლეკულურ დონეზე ევეროლიმუსი წარმოქმნის კომპლექსს ციტოპლაზმურ ცილასთან FKBP-12. ევეროლიმუსი თრგუნავს ზრდის ფაქტორით სტიმულირებულ p70 S6 კინაზას ფოსფორილირებას. ვინაიდან p70 S6 -კინაზას ფოსფორილირება იმყოფება FRAP კონტროლის ქვეშ (ასევე ეწოდება mTOR), ეს მონაცემები ვარაუდობენ, რომ კომპლექსი ევეროლიმუსი FKBP იკვრება და ამგვარად ზემოქმედებს FRAP ფუნქციაზე. FRAP არის ძირითადი რეგულარული ცილა რომელიც მართავს უჯრედთა მეტაბოლიზმს, ზრდასა და პროლიფერაციას. ამგვარად, FRAP ფუნქციის დარღვევა იწვევს უჯრედული ციკლის დათრგუნვას, განპირობებულს ევეროლიმუსით.

ევეროლიმუსი განსხვავდება ციკლოსპორინისაგან მოქმედების წესით. ალოტრანსპლანტაციის კლინიკამდელ მოდელებზე ევეროლიმუსისა და ციკლოსპორინის კომბინირებული მოქმედება აღმოჩნდა მეტად ეფექტური, ვიდრე ცალკე რომელიმე ნაერთისა.

ევეროლიმუსის მოქმედება არ შემოისაზღვრება მხოლოდ T-უჯრედებით. ევეროლიმუსი მთლიანად თრგუნავს ზრდის ფაქტორით სტიმულირებულ სისხლმბადი და არასისხლმბადი უჯრედების პროლიფერაციას, როგორიცაა გლუვი კუნთების სისხლძარღვოვანი უჯრედები. ზრდის ფაქტორით სტიმულირებული გლუვი კუნთების სისხლძარღვოვანი უჯრედების პროლიფერაციის შედეგად, ზიანდება ენდოთელური უჯრედები, რაც იწვევს ნეოინტიმის წარმოქმნას, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ქრონიკული მოცილების პათოგენეზში. ევეროლიმუსის კლინიკამდელ გამოკვლევებში დემოსტრირებულია ნეოინტიმის წარმოქმნის ინჰიბირება ვირთხის აორტის ალოტრანსპლანტატის მოდელზე.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: ევეროლიმუსი პიკურ კონცენტრაციას აღწევს პერორული დოზის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. იმ პაციენტების სისხლში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ტრანსპლანტაცია, ევეროლიმუსის კონცენტრაციები პროპორციულია 0.25-15 მგ დოზისა. დისპერგირებული ტაბლეტების შეფარდებითი ბიოშეღწევადობა ჩვეულებრივ ტაბლეტებთან შედარებით შეადგენს 0.90 (90% CI 0.76-1.07), გამომდინარე AUC თანაფარდობიდან.

კვების გავლენა: ევეროლიმუსის Cmax და AUC შემცირდა შესაბამისად 60%-ით და 16%-ით, როდესაც ტაბლეტებს ღებულობდნენ ძალიან ცხიმიან საკვებთან. იმისათვის, რომ მოხდეს ვარიაბელობის მინიმიზაცია, სერტიკანის მიღება საჭიროა ან ჭამის დროს, ან მისი მიღებისაგან დამოუკიდებლად.

განაწილება: კოეფიციენტი, რომელიც ასახავს სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციის შეფარდებას პლაზმაში მის კონცენტრაციასთან, რაც დამოკიდებულია კონცენტრაციის დიაპაზონზე 5-5000 ნგ/მლ, შეადგენს 17% და 73%. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 74%-ია ჯანმრთელ სუბიექტებთან და თირკმლის ზომიერი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან, განაწილების მოცულობამ, რომელიც დაკავშირებულია ტერმინალურ ფაზასთან (Vz/F) იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჩატარებული აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია შეადგინა 342±107 ლ.

მეტაბოლიზმი: ევეროლიმუსი წარმოადგენს CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს. მთავარ მეტაბოლურ გზებს, რომლებიც იდენტიფიცირებულია ადამიანთან, წარმოადგენს მონოჰიდროქსილირება და O-დეალკილირება. ციკლური ლაქტონის ჰიდროლიზის შედეგად წარმოქმნილი იქნა ორი მთავარი მეტაბოლიტი. ევეროლიმუსი წარმოადგენს სისხლში ცირკულირებად ძირითად კომპონენტს. მთავარი მეტაბოლიტებიდან არც ერთი მათგანი მნიშვნელოვანი ხარისხით ხელს არ უწყობს ევეროლიმუსის იმუნოსუპრესიულ აქტიურობას.

გამოყოფა: რადიოიზოტოპით დანიშნული ევეროლიმუსის ერთჯერადად მიღების შემდეგ იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსპლანტაცია და ღებულობდნენ ციკლოსპორინს, რადიოაქტიურობის ძირითადი ნაწილი (80%) გამოვლინდა ფეკალიებში და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის (5%) შარდში. საწყისი სამკურნალო საშუალება არ გამოვლენილა არც შარდში და არც ფეკალიებში.

ჰომეოსტაზის ფარმაკოკინეტიკა: შეპირისპირებული იქნა ფარმაკოლოგიური პარამეტრები პაციენტებისა, რომლებსაც ჩატარებული აქვთ თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, იმ პაციენტების პარამეტრებთან, რომლებსაც ჩატარებული აქვთ გულის გადანერგვის ოპერაცია და რომლებიც ღებულობდნენ ციკლოსპორინის მიკროემულსიას და ევეროლიმუსს დღეში 2-ჯერ. ჰომეოსტაზი მიღწეულ იქნა მე-4 დღეს, სისხლში 2-3-ჯერადი დაგროვებით, პირველი დოზის შემდგომ ზემოქმედებასთან შედარებით. Tmax აღწევდა დოზის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ; პრეპარატის 0.75 და 1.5 მგ-ის დღეში 2-ჯერ მიღებისას Cmax შეადგინა 75±31 და 131±59 ნგ სთ/მლ. პრეპარატის 0.75 და 1.5 მგ-ის დღეში 2-ჯერ მიღებისას, სისხლში (Cmin) მინიმალურმა დონეებმა დოზის მიღებამდე შეადგინეს საშუალოდ 4.1±2.1 და 7.1±4.6 ნგ/მლ. ევეროლიმუსის მოქმედება სტაბილურია ტრანსპლანტაციიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში. (Cmin) მნიშვნელოვნად კორელირებს AUC-თან, კორელაციის კოეფიციენტით 0.86 და 0.94 შორის. პერორული მიღების შემდეგ, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ანალიზიდან გამომდინარე პრეპარატის კლირენსი (CL/F) შეადგენს 8.8 ლ/სთ (პაციენტებს შორის ვარიაციები - 27%), ხოლო განაწილების ცენტრალური მოცულობა (Vc/F) - 110 ლ (პაციენტებს შორის ვარიაციები - 36%). სისხლში პრეპარატის კონცენტრაციებში ნარჩენმა ვარიაბელობამ შეადგინა 31%. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 28±7 სთ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის ზომიერი ხარისხის დარღვევის მქონე 8 პაციენტთან ევერილიმუსის AUC საშუალო მნიშვნელობა (B კლასი Child-Pugh კლასიფიკაციით) იყო 2-ჯერ მეტი, ვიდრე 8 ჯანმრთელ პაციენტთან. AUC სიდიდე დადებითად კორელირებდა შრატში ბილირუბინის კონცენტრაციასთან და პროთრომბინის დროის გახანგრძლივებასთან, და უარყოფითად კორელირებდა შრატში ალბუმინის კონცენტრაციასთან. ევეროლიმუსის AUC სიდიდეს გააჩნია ტენდენცია მომატებისაკენ, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, თუკი ბილირუბინი შეადგენს >34მიკრომლო/ლ პროთრომბინის დრო იყო >1.3.INR (გახანგრძლივება >4 წმ) და/ან ალბუმინის კონცენტრაციამ შეადგინა

თირკმლის ფუნქციის დარღვევები: ტრასპლანტაციის შემდეგ (დიაპაზონი CIcrea 11-107 მლ/წთ) თირკმლის ფუნქციის დარღვევები გავლენას არ ახდენს ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

გამოყენება პედიატრიაში: ევეროლიმუსის CI/F ხაზობრივი გაზრდა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე (1-დან 16 წლამდე), სხეულის ზედაპირის ფართობზე (0.49-1.92მ2) და წონაზე (11-17 კგ). ჰომეოსტაზი CL/F შეადგენს 10.2±3.0 ლ/სთ/კვ.მ2. ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი - 30±11 სთ. თირკმლის ტრანსპლანტანტიანი 19 პაციენტი (1-დან 16 წლამდე ასაკისა) de novo ღებულობდნენ სერტიკანის დისპერგირებული ტაბლეტებს დოზით 0.8 მგ/კვ.კ (მაქსიმუმი 1.5 მგ) დღეში 2-ჯერ, ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან ერთად. ამ კატეგორიის პაციენტებთან ევეროლიმუსის AUC მიაღწია 87±27 ნგ სთ/მლ, და ასეთივე იყო მოზრდილებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატის 0.75 მგ დღეში 2-ჯერ. სტაციონარული მინიმალური დონეები (CO) – 4.4±1.7ნგ/მლ.

ხანდაზმული პაციენტები: პერორალურად მიღებულმა ევეროლიმუსის ზღვრულმა დაქვეითებამ შეადგინა 0.33%-მდე წელიწადში (გამოსაკვლევი ასაკობრივი დიაპაზონი - 16-70 წელი); დოზით მოდიფიკაცია საჭირო არ არის.

ეთნიკური კუთვნილება: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზიდან გამომდინარე, პრეპარატის კლირენსი პერორული მიღების შემდეგ (CL/F) იყო (საშუალოდ) 20%-ით მეტი, შავკანიან პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც ჩატარებული ჰქონდათ ტრანსპლანტაცია.

დამოკიდებულება “მოქმედება - საპასუხო რეაქცია”. ევეროლიმუსის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია (CO) ტრანსპლანტაციიდან 6 თვის განმავლობაში დამოკიდებული იყო ბიოფსიით დადასტურებული მწვავე მოცილების შემთხვევების სიხშირეზე და თრომბოციტოპენიაზე იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჩატარებული ჰქონდათ თირკმლისა და გულის ტრანსპლანტაცია (იხ. ცხრილი).

თირკმლების ტრანსპლანტაცია

მინიმალური                           მოცილების              თრომბოციტოპენია

დონე (CO) (ნგ/მლ)                  უქონლობა                (

≤3.4                                           68%                                 10%

3.5- 4.5                                       81%                                   9%

4.6-5.7                                        86%                                  7%

5.8-7.7                                        81%                                 14%

7.8-15.0                                      91%                                  17%

გულის ტრანსპლანტაცია

მინიმალური                       მოცილების                          თრომბოციტოპენია

დონე (CO)(ნგ/მლ)                 უქონლობა                         (

≤3.5                                        65%                                             5%

3.6-5.3                                     69%                                             5%

5.4-7.3                                      80%                                            6%

7.4-10.2                                    85%                                            8%

10.3-21.8                                   85%                                            9%

ჩვენებები:

  • სერტიკანი ნაჩვენებია ტრანსპლანტატის მოცილების პროფილაქტიკისათვის დაბალი და ზომიერი იმუნოლოგიური რისკის მქონე მოზრდილ ავადმყოფებთან, თირკმლის ან გულის ალოგენური ტრანსპლანტაციის შემდეგ.

სერტიკანი ინიშნება ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

სერტიკანით მკურნალობას ატარებს ექიმი, რომელსაც აქვს სათანადო გამოცდილება იმუნოდეპრესიულ თერაპიაში და ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ ავადმყოფთა მოვლაში და რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლში ევეროლიმუსის დონის კონტროლს.

მოზრდილები. პრეპარატის საწყისი დოზა 0.75 მგ დღეში 2-ჯერ რეკომენდებულია პაციენტთათვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ თირკმლისა და გულის ტრანსპლანტაცია; ამასთან პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად ტრანსპლანტაციის შემდეგ.

- სერტიკანის დღიური დოზა ინიშნება პერორულად ორ მიღებაზე (დღეში 2-ჯერ). სერტიკანის მიღება შესაძლებელია საკვებთან, ან კვებათა შორის პერიოდში და, ამავე დროს, ციკლოსპორინთან ერთად (მიკროემულსიის სახით).

- სერტიკანი გამოიყენება მხოლოდ პერორული მიღებისათვის.

- სერტიკანის ტაბლეტები იყლაპება მთლიანად (დანაწევრების გარეშე), წყლის მიყოლებით. არსებობს ასევე დისპერგირებული ტაბლეტები იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა.

- სერტიკანის მიღების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის რეგულირება, სისხლში მიღწეული დონის, გადატანითობის, ინდივიდუალური საპასუხო რეაქციის, თანმხლებ მკურნალობაში არსებული ცვლილებებისა და კლინიკური სურათის გათვალისწინებით. დოზის რეგულირება შესაძლებელია განხორციელდეს 4 -5 დღიანი ინტერვალებით.

მიღება ბავშვებში და მოზარდებში. ამჟამად ბავშვებში და მოზარდებში სერტიკანის მიღების ადეკვატური მონაცემები არ არსებობს, რათა დადასტურდეს მისი მიღება ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში. თუმცა, არსებობს შეზღუდული ინფორმაცია ბავშვებში თირკმელების გადანერგვის შესახებ.

ხანდაზმული პაციენტები ±65 წელი). 65 წელზე უფროსი ასაკის ავადმყოფებში პრეპარატი ს მიღების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. ამასთან, ხანდაზმულ( ≥65-70) პაციენტებთან ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკისგან შედარებით ახალგაზრდა პაციენტებთან.

პაციენტები თირკმლის უკმასრისობით. დოზის მოდიფიკაცია საჭირო არ არის.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით. იმ პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, საჭიროა ევეროლიმუსის დონის გულდასმითი კონტროლი სისხლში. ღვიძლის მსუბუქიდან ზომიერი ხარისხის სიმძიმის უკმარისობით (A ან B კლასი Chaild-Pugh კლასიფიკაციით) დაავადებულ პაციენტებთან დოზა მცირდება დაახლოებით ნორმალური დოზის ნახევრამდე, თუკი დაცულია ორი ძირითადი პირობა: ბილირუბინი >34 მიკრო მოლ/ლ (>2 მგ/დლ), ალბუმინი 1.3INR (პროლონგირება >4წმ). დოზის შემდგომი ტიტრაცია ხორციელდება თერაპიული კონცენტრაციების მონიტორინგის საფუძველზე. ევეროლიმუსი არ გამოკვლეულა ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულებში (C კლასი Chaild-Pugh კლასიფიკაცის მიხედვით).

თერაპიული კონცენტრაციების მონიტორინგი. რეკომენდებულია სისხლში ევეროლიმუსის თერაპიული დონის კონტროლი. ზემოქმედება-ეფექტურობა და ზემოქმედება-უსაფრთხოების ანალიზის მონაცემებიდან გამომდინარე, იმ პაციენტებთან, რომელთა სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური დონე აღწევდა >3.0 ნგ/მლ, გამოვლინდა როგორც გულის, ასევე თირკმლის ტრანსპლანტატის ბიოფსიით დადასტურებული მწვავე მოცილება უფრო დაბალი სიხშირე, ვიდრე პაციენტებთან, რომლებთანაც მინიმალურმა დონემ შეადგინა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში; CYP3A4 გამოხატული ინდუქტორების ან ინჰიბიტორების ერთდროულად დანიშვნისას, ასევე მათი მიღების დამთავრების შემდეგ; ციკლოსპორინის დოზის მნიშვნელოვნად შემცირებისას, ან მისი შეწყვეტის შემდეგ. ევეროლიმუსის კონცენტრაციები შესაძლოა რამდენადმე შემცირდეს დისპერგირებული ტაბლეტების მიღების შემდეგ.

ოპტიმალურია, თუკი სერტიკანის დოზის მოდიფიკაცია ჩატარდება მინიმალური კონცენტრაციის (CO) რამდენიმეჯერ გაზომვის საფუძველზე, არა უადრეს 4 - 5 დღისა დოზის ბოლო ცვლილებიდან. ვინაიდან ციკლოსპორინი ურთიერთქმედებს ევეროლიმუსთან, ევეროლიმუსის დონეებმა შესაძლოა დაიწიოს ციკლოსპირინის დოზის შემცირებისას (ანუ მინიმალური კონცენტრაცია (CO)

ციკლოსპორინის რეკომენდებული დოზები თირკმლების ტრანსპლანტაციის დროს. სერტიკანის გამოყენება არ შეიძლება ერთდროულად ციკლოსპორინის მაღალ დოზებთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ციკლოსპორინის დოზის შემცირების შედეგად თირკმლის ტრანსპლანტატიან პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სერტიკანს, თირკმლის ფუნქცია უმჯობესდება. ციკლოსპორინის დოზის შემცირებას იწყებენ ტრანსპლანტაციიდან 1 თვის შემდეგ. A2306 გამოკვლევებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია ციკლოსპორინის დოზების შემდეგი დიაპაზონი, როგორც ეს განსაზღვრულია ოქმში (სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციები, გაზომილი დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ):

0-4 კვირა -- 1000-1400 ნგ/მლ/,  5-8 კვირა-- 700-900 ნგ/მლ, 9-12 კვირა -- 550-650 ნგ/მლ/, 13-25 კვირა -- 350-450 ნგ/მლ. ამ გამოკვლევებში სისხლში ციკლოსპორინის მინიმალურმა კონცენტრაციებმა (C0) (ნგ/მლ) შეაგინეს: 1 თვე; 239±114;  3 თვე: 131 ±85;  6 თვე: 82±60; 12 თვე: 61±28;  მნიშვნელოვანია, რომ ევეროლიმუსისა და ციკლოსპორინის დონეებმა არ დაიწიონ თერაპულ დიაპაზონზე ქვევით ტრანსპლანტაციის შემდეგ, რათა მოხდეს არაეფექტურობის რისკის მინიმიზაცია.

ციკლოსპორინის დოზის შემცირებამდე აუცილებელია დადგინდეს, რომ ევეროლიმუსის წონასწორული მინიმალური კონცენტრაციები სისხლში (CO) ტოლია ან მეტი 3 ნგ/მლ.

არსებობს შეზღუდული მონაცემები სერტიკანის დოზის შესახებ, რომელიც გამოიყენება ერთობლივად  ციკლოსპორინის მინიმალურ კონცენტრაციებთან 50 ნგ/მლ ქვევით ან CO დონეებით 350 ნგ/მლ ქვევეთ შემანარჩუნებელი თერაპიისათვის. თუკი პაციენტს არ შეუძლია გადაიტანოს ციკლოსპორინის დოზის შემცირება, განიხილება საკითხი სერტიკანის ხანგრძლივად გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

ციკლოსპორინის რეკომენდებული დოზები გულის ტრანსპლანტაციის დროს. ის პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ გულის გადანერვის ოპერაცია, მკურნალობის შემანარჩუნელ ფაზაში ღებულობენ ციკლოსპორინის შემცირებულ დოზას (დასაშვები დოზა), თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით. თუკი თირკმლის ფუნქცია პროგრესულად უარესდება ან თუკი კრეატინინის ინდექსი

არსებობს შეზღუდული მონაცემები სერტიკანის დოზაზე და ციკლოსპორინის მინიმალურ კონცენტრაციებზე (CO) 175 ნგ/მლ-ის ქვევით პირველ 3 თვეს, შემდგომ 135 ნგ/მლ-ის ქვევით 6 თვეზე და 100 ნგ/მლ-ის ქვევით გულის ტრანსპლანტაციიდან 6 თვის შემდეგ.

ციკლოსპორინის დოზის შემცირების წინ აუცილებელია დადგინდეს, რომ სისხლში ევეროლიმუსის წონასწორული მინიმალური კონცენტრაციები ტოლია ან მეტია 3 ნგ/მლ-ზე.

გვერდითი მოვლენები:

ქვემოთ ჩამოთვლილია პრეპარატის გვერდითი ეფექტების სიხშირე, რომელიც გამოვლინდა სამ კლინიკურ გამოკვლევებში და წარმოადგენს 1199 პაციენტიდან მიღებულ გაერთიანებულ მონაცემებს. ეს სამი გამოკვლევა იყო მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებადი გამოკვლევები, რომლებიც ჩატარდა ორმაგი ბრმა მეთოდით, მათგან 2-ში განხორციელდა თირკმლის გადანერგვა (de novo) და ერთში - გულის გადანერგვა (de novo). სერტიკანი ინიშნებოდა დოზით 1.5 მგ ან 3.0 მგ/დღეში 12 თვის განმავლობაში ციკლოსპორინთან (მიკროემულსიის სახით) და კორტიკოსტეროიდებთან ერთად. გარდა ამისა, აქვე შევიდა პრეპარატის გვერდითი ეფექტების წარმოქმნის სიხშირე ორ ღია გამოკვლევებში. ამ გამოკვლევებით ფასდებოდა თირკმლის ტრანსპლანტატიან რეციპიენტებში (de novo)  1.5 და 3 მგ სერტიკანის ეფექტურობა და უსაფრთხოება ციკლოსპორინის შემცირებულ დოზასთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:

ჩამოთვლილია წარმოქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად >1/10, ხშირად >1/100 და 1/1000 და 1/10000 და

ქვემოთ მოყვანილია მონაცემები იმ გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ შესაძლოა უკავშირდებოდნენ სერტიკანის მიღებას და რომლებიც გამოვლინდა კლინიკური გამოკვლევების მესამე სტადიაში (თირკმლისა და გულის ტრანსპლანტაცია). იგი შედგენილია ორგანოთა სტანდარტული კლასების Med-DRA მიხედვით.

ინფექციები და ინვაზიები: ხშირად - ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები, სეფსისი; ზოგჯერ - ჭრილობისმიერი ინფექცია.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - ლეიკოპენია; ხშირად - თრომბოციტოპენია, ანემია (დადგინდა დოზადამოკიდებული ეფექტი, ან გამოვლინდა წარმოქმნის უფრო მაღალი სიხშირე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სერტიკანს დოზით 3 მგ/დღეში). კოაგულოპათია, თრომბოციტოპენიური პურპურა; ურემიული სინდრომი; ზოგჯერ - ჰემოლიზი.

ენდოკრინული დარღვევები: ზოგჯერ - ჰიპოგონადიზმი მამაკაცებში (ტესტოსტერონის დონის დაწევა, LH მომატება).

ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები: ძალიან ხშირად - ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერლიპიდემია, ხშირად - ჰიპერტრიგლიცერიდემია.

სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ხშირად - ჰიპერტენზია, ლიმფოცელე (თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს), ვენების თრომბოემბოლია.

სასუნთქი თოაკალური და მედიასტინური სისტემების მხრივ ხშირად - პნევმონია, ზოგჯერ - პნევმონიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად - აბდომინური ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მხრივ:

ზოგჯერ - ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ღვიძლის სინჯების მაჩვენებლების ცვლილებები (გამა-GT, ACT, ALT აქტიურობის მომატება).

კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად - მუწუკები, ჭრილობის ქირურგიული გართულება; ზოგჯერ - გამონაყარი.

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ - მიალგია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ხშირად - საშარდე გზების ინფექციები; ზოგჯერ - თირკმლის მილაკების ნეკროზი, პიელონეფრიტი.

მთლიანად ორგანიზმის მხრივ (მიღების ადგილი): ხშირად - შეშუპება, ტკივილი.

- საკონტროლო კლინიკურ გამოკვლევებში, სადაც პაციენტთა მდგომარეობა მოწმდებოდა 1 წლის განმავლობაში, ლიმფომა და ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები გამოვლინდა პაციენტების 1.4%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სერტიკანს (1.5 მგ ან 3.0 მლ/დღეში) სხვა იმუნოდეპრესანტებთან კომბინაციაში. კანის ავთვისებიანი დაავადებები გამოუვლინდა პაციენტთა 1.3%-ს, ავთვისებიანობის სხვა სახეები - პაციენტთა 1.2%-ს.

- გვერდითი ეფექტების წარმოქმნა შესაძლოა დამოკიდებული იყოს იმუნოსუპრესიის რეჟიმის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე. ძირითად გამოკვლევებში შრატში კრეატინინის დონის მომატება უფრო ხშირად გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სერტიკანს ციკლოსპორინის (მიკროემულსიის) მთლიან დოზასთან კომბინაციაში, ვიდრე საკონტროლო პაციენტებში. გვერდითი ეფექტების საერთო სიხშირე იყო შედარებით დაბალი ციკლოსპორინის (მიკროემულსია) დოზის შემცირებისას.

სერტიკანის გამოყენების უსაფრთხოების მაჩვენებელი ორ ღია გამოკვლევებში იგივეა, როგორიც აღწერილია 3 ძირითად გამოკვლევებში, გარდა იმისა, რომ კრეატინინის დონის მატება შრატში გამოვლინდა შედარებით იშვიათად და შრატში კრეატინინის დონის საშუალო მაჩვენებელი იყო გაცილებით დაბალი, ვიდრე სხვა გამოკვლევების მესამე სტადიაში.

უკუჩვენებები:

* სერტიკანი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ევეროლიმუსის, სიროლიმუსის ან რომელიმე სხვა შემავსებლის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: არ არსებობს ორსულ ქალებში სერტიკანის გამოყენების ადეკვატური მონაცემები. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა პრეპარატის ტოქსიკური გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე, მათ შორის ემბრიოტოქსიკურობისა და ფეტოტოქსიკურობის ჩათვლით.

ადამიანებისათვის პოტენციური რისკი დადგენილი არ არის. სერტიკანი არ ინიშნება ორსულებში, თუკი პოტენციური სარგებლობა არ სჭარბობს ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. შვილოსნობის ასაკის ქალებისათვის აუცილებელია კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდების გამოყენება სერტიკანით თერაპიის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან 8 კვირის განმავლობაში.

ლაქტაცია: ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ევეროლიმუსი დედის რძეში, მაგრამ ცხოველებზე ჩატარებულ გამოკვლევებში ევეროლიმუსი და მისი მეტაბოლიტები ვირთაგვების რძეში არ გამოვლენილა.

* ქალებმა, სერტიკანით მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყვიტონ ბავშვის ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ კლინიკურ ცდებში სერტიკანი ინიშნებოდა ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან, ბეზილიქსიმაბთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სხვა იმუნოდეპრესანტებთან ერთად სერტიკანის მიღების ადეკვატური გამოკვლევები არ ჩატარებულა. მაღალი იმუნოლოგიური რისკის მქონე პაციენტებში სერტიკანის მიღების ადეკვატური გამოკვლევები არ ჩატარებულა.

◄ ევეროლიმუსი არ გამოკვლეულა ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ამიტომ რეკომენდებულია სისხლში ევეროლიმუსის მონიტორინგი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

◄ CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი, რიტონავირი) და ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინი, რიფაბუტინი) სერტიკანის მიღება არარეკომენდებულია, თუკი სარგებლობა არ აღემატება რისკს.

◄ სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური დონეების მონიტორინგი რეკომენდებულია ყოველთვის, როცა ერთდროულად ინიშნებაCYP3A4 ინჰიბიტორები ან ინდუქტორები, ასევე მათი მიღების დამთავრების შემდეგ.

◄ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ იმუნოდეპრესანტებს, მათ შორის სერტიკანის ჩათვლით, არსებობს ლიმფომის ან სხვა ავთვისებიანი დაავადებების განვითარების მაღალი რისკი, განსაკუთრებით კანისა. სავარაუდოდ, აბსოლუტური რისკი დაკავშირებულია იმუნოსუპრესიის ხანგრძლივობასთან და ინტენსივობასთან, ვიდრე გარკვეული სამკურნალო საშუალების  მიღებასთან.

◄ აუცილებელია პაციენტების რეგულარული გამოკვლევები კანის ახალწარმონაქმნების არსებობაზე; რეკომენდებულია მზის სინათლისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შეზღუდვა და შესაბამისი მზის დამცავი კრემის გამოყენება.

◄ იმუნური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა განაპირობებს პაციენტთა მიდრეკილებას ინფექციური დაავადებებისადმი, განსაკუთრებით პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეულის. ცნობილია აგრეთვე ფატალური ინფექციებისა და სეფსისის შემთხვევები.

 

გაგრძელება

სერპენსი – SERPENS – СЕРПЕНС

საერთაშორისო დასახელება:

SERENOA REPENS

მწარმოებელი: LISAPHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროსტატის ადენომის სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

Serenoa repens-ის ნაყოფის ექსტრაქტი,

გასუფთავებული ................. 160 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტიანდროგენული საშუალება.  თრგუნავს დიჰიდროტესტოსტერონის სინთეზს (5–ალფა რედუქტაზის ტიპი I და II ბლოკადის ხარჯზე) და მის ფიქსაციას ციტოზოლინის რეცეპტორებთან, რაც წარმოადგენს წინააღმდეგობას ჰორმონის ბირთვში შეღწევისა და შედეგად ითრგუნება ცილის სინთეზი. ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის, ფოსფოლიპაზა A2 და არაქიდონის მჟავის წარმოქმნას, ამცირებს Pg სინთეზს, რომელიც არეგულირებს შარდის გამომყოფი ქვედა გზების ტონუსს და პერისტალტიკას. ხასითდება ვაზოპროტექტორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამცირებს სისხლძარღვების კედლის გამტარობას.

ანტიანდროგენული და ვაზოპროტექტორული მოქმედება განაპირობებს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის სიმტომების შემცირებას.

ჩვნებები:

  • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, საკვებთან ერთდროულად. კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას სუსტად ან საშუალოდ გამოხატული სიმპტომებით – 160მგ 2–ჯერ დღეში (დილით და საღამოს), ან 320მგ 1–ჯერ დღეში (საღამოს). უფრო მეტად გამოხატული სიმპტომტიკით ან  უფრო სწრაფი ეფექტისთვის – 320მგ 2–ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლიობა 30 დღე, აუცილებელია კურსის პერიოდულად განმეორება.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

ღებინება (უზმოზე მიღებისას);

ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება:

შეთავსებადია ანტიბიოტიკებთან, უროანტისეპტიკებთან, ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან.

სერმიონი – SERMION – СЕРМИОН

საერთაშორისო დასახელება:

NICERGOLINE

მწარმოებელი: PFAIZER, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ნიცერგოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა-ადრენომაბლოკირებელი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ნიცერგოლინი .............. 5 მგ

1 ტაბ.

ნიცერგოლინი ........      30 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ნიცერგოლინი .........      10 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ნიცერგოლინი ...........    4 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ალფა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედება. იგი ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობას, ზრდის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მისი ქსოვილის გლუკოზით და ჟანგბადით მომარაგებას. ზემო და ქვემო კიდურებში ზრდის სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს, განსაკუთრებით პაციენტებში სისხლის მიმოქცევის დარღვეული ფუნქციით. არტერიული ჰიპერტონიით შეპყრობილ პაციენტებში, პრეპარატი იწვევს არტერიული წნევის თანდათანობით დაქვეითებას.

ჩვენებები:

  • ცერებრული ათეროსკლეროზი;
  • თავის ტვინის სისხლის ძარღვების ემბოლია და თრომბოზები;
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევები;
  • მაობლიტირებელი ენდეარტერიტი;
  • რეინოს სინდრომი;
  • შაკიკი;
  • ჰიპერტონული კრიზი (პრეპარატის, როგორც დამხმარე საშუალების პარენტერული გზით შეყვანისას);
  • არტერიული ჰიპერტონია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

- პრეპარატი ტაბლეტის სახით ინიშნება 3-ჯერ დღეში 5-10 მგ-ის ოდენობით. შემოგარსული ტაბლეტი ინიშნება 2-ჯერ დღეში 30 მგ-ის ოდენობით,  რომელიც წინასწარ გახსნილია დაახლოებით ნახევარ ჭიქა წყალში.

- მკურნალობის კურსი ხანგრძლივია, იგი შეადგენს 2-3 თვეს და უფრო მეტ ხანსაც. ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყება პრეპარატის პარენტერული შეყვანის გზით.

- მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. კუნთებში პრეპარატი შეჰყავთ 2-ჯერ დღეში 2-4-მგ-ის ოდენობით. შესაძლებელია ვენაში წვეთოვანი გზით 4 - 8 მგ პრეპარატის შეყვანა;

- სერმიონი შეყვანის წინ იხსნება 100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში, ან 5% გლუკოზის ხსნარში, რომელიც შეჰყავთ 2 წთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანდახან თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება, სახის ჰიპერემია, არტერიული წნევის დაქვეითება პარენტერული შეყვანისას.

ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა.

სხვადასხვა: დისპეფიური დარღვევები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* გამოხატული არტერიული ჰიპოტონია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ექსპერიმენტული კვლევების შედეგად არ არის დადგენილი პრეპარატის ტერატოგენული თვისებები.

განსაკუთრებული მითითებები:

სერმიონის პარენტერულად შეყვანის დროს მოსალოდნელია ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ამიტომ პაციენტი პრეპარატის შეყვანის შემდეგ რამდენიმე წთ-ის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სერმიონისა და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Don`t copy text!