Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 467

სინკუმარი – SINCUMAR – СИНКУМАР

საერთაშორისო დასახელება:

Acenocoumarol

ჩვენება:

  • პრეპარატი ავლენს შედედების საწინააღმდეგო მოქმედებას. იგი გამოიყენება თრომბოზის, ემბოლიის, თრომბოემბოლიის, თრომბოფლებიტის, თრომბოემბოლიური გართულებისას, მიოკარდიუმის ინფარქტის, ემბოლური ინსულტის და სხვა ორგანოების დაზიანების დროს.
  • ქირურგიაში იყენებენ პოსტოპერაციული თრომბოემბოლური გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ფარმაკოლოგიური თვისება:

პრეპარატი წარმოადგენს ვიტამინ ”K”-ს ანტაგონისტს. იგი არღვევს ღვიძლში პროთრომბინის (II ფაქტორი), პროკორვერტინის (VII ფაქტორი) და შედედების IX და X ფაქტორების სინთეზს. მოქმედების პიკი აღინიშნება მიღებიდან 24 – 48 სთ-ის შემდეგ. მისი მიღების შეწყვეტიდან პროთრომბინის საწყისი დონე აღდგება 2 – 4 დღეში.

დოზირება და მიღების წესი:

დოზას ადგენენ ინდივიდუალურად. პირველ დღეს ინიშნება 8 -12 მგ, ხოლო მეორე დღეს 4 – 8 მგ. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 – 8 მგ-ს დღეში. მიღების ჯერადობაა ერთხელ დღეში, ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას აღინიშნება შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები: სისხლდენა, იშვიათად კანის ნეკროზი, ალერგიული რეაქციები, თმის ცვენა, გამონაყარი, ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სისხლში ტრანსამინაზების დონის მომატება.

უკუჩვენება:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია სისხლდენის (მწვავე ცერებროვასკულური სისხლდენა, დიაბეტური რეტინოპათია, K და C ჰიპოვიტამინოზი, წყლულოვანი დაავადება, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, აგრეთვე სისხლდენა კუჭ-ნაწლავისა და უროგენიტალური ტრაქტიდან), ავთვისებიანი ჰიპერტონიის, სხვადასხვა ფორმის მძიმე ტრავმების დროს, აგრეთვე ორსულობის დროს. აცეკუმაროლის გამოყენება თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე დაავადებებისას, თირეოტოქსიკოზის მკურნალობისას რადიაქტიური იოდით, ანტითრომბოზული პრეპარატების (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავას ან ციკლოპიდინის) მიღებისას, ვასკულიტის არსებობისას, გულის სარქვლების დაზიანებისას ინფექციური ენდოკარდიტით, პერიკარდიტის დროს შესაძლოა მხოლოდ ყველა პოტენციური არასასურველი შედეგის გამორიცხვის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული. ქალებმა, რომლებიც იმყოფებიან რეპროდუქციულ ასაკში პრეპარატის მიღებისას საჭიროა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (არა ჰორმონული).

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ რეგულარული ლაბორატორიული კონტროლის ქვეშ. მკურნალობის დროს, შესაბამისი დოზის შერჩევისას აუცილებელია ლაბორატორიული შემოწმება.

აცეკუმაროლის მოქმედება შესაძლოა შეცვალოს ადრე მიღებულმა სხვა პრეპარატებმა, ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, რომელიც ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე შეარჩევს აცეკუმაროლის შესაბამის დოზას.

შარდში სისხლის ან მუქი განავალის აღმოჩენისას, აგრეთვე ღრძილებიდან ან ცხვირიდან სუსტი სისხლდენისას, კანიდან ან სხვა სისხლდენის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია გამონაყარი, თმის დროებითი ცვენა, ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ფაღარათი. პრეპარატის მიღების დროს საჭიროა თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ აცეკუმაროლის მოქმედებას: ალოპურინოლი, ამიოდარონი, ანილინის წარმოებულები, ანდროგენული და ანაბოლური ჰორმონები, აზაპროპაზონი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, ბეზაფიბრატი, ცეფამანდოლი, ქლოროქინი, ციმეტიდინი,  კოლხიცინი, ქლორპრომაზინი, დანაზოლი, დექსტრანი, დისულფირამი, ერითრომიცინი, ეტაკრინის მჟავას წარმოებულები, გლუკაგონი, ვიტამინი E-ს დიდი დოზები, ინდომეტაცინი, იზონიაზიდი, კეტოკონაზოლი, ქინინი, ქინიდინი, ქლორამფენიკოლი, მეტრონიდაზოლი, მიკონაზოლი, ნაპროქსენი, ნალიდიქსის-მჟავა, პარაცეტამოლი და ინტრავენური პენიცილინ “G”-ს დიდი დოზები, პირაზოლონის წარმოებულები, პიროქსიკამი, სალიცილატები, სულფანილამიდები, სულფინპირაზონი, თიროქსინი, ტამოქსიფენი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ აცეკუმაროლის მოქმედებას: ბარბიტურატები, დიქლორალფენაზოლი, ფენიტოინი, გლუკოკორტიკოიდები, გლუთეტიმიდის წარმოებულები, ჰალოპერიდოლი, კარბამაზეპინი, ქოლესტირამინი, მერკაპტოპურინი, ორალური კონტრაცეპტივები, რიფამპიცინი, სპირონოლაქტონი, ვიტამინი K.

აცეკუმაროლი აძლიერებს ორალური სულფანილ-შარდოვანას ანტიდიაბეტური პრეპარატების მოქმედებას (გლიბენკლამიდი, გლიკვიდონი, გლიკლაზიდი, ქლორპრომაზინი), რის გამოც საჭიროა ანტიდიაბეტური საშუალების დოზის შემცირება.

სინესტროლი – SYNESTROL – СИНЭСТРОЛ

საერთაშორისო დასახელება:

HEXESTROL

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ჰექსესტროლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ესტროგენის ანალოგი – არასტეროიდული სტრუქტურის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ზეთოვანი საინექცო ხსნარი 2%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ.

ჰექსესტროლი ……. 20 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ესტროგენი. ესტროგენული აქტიობით ესტრონის თანაბარმნიშვნელობისაა (ბუნებრივი ფოლიკულარული ჰორმონი, აუცილებელი ქალის ორგანიზმის ნორმალური განვითარებისათვის). ყვითელი სხეულის ჰორმონთან ერთად ფოლიკულარული ჰორმონი მონაწილეობს მენსტრუალური ციკლის რეგულაციაში. ესტროგენები მოქმედებს რა სპეციფიკურ რეცეპტორებთან, გავლენას ახდენს სამიზნე ორგანოებზე. მათი გავლენით საშვილოსნოს არხებში, საშვილოსნოს ყელში, საშოში, გარეთა სასქესო ორგანოებზე, სარძევე ჯირკვლების გამომტან სადინარებზე ხდება ეპითელის პროლიფერაცია. ამაღლებენ საშვილოსნოს კუნთებისა და საშვილოსნოს მილების მგრძნობელობას მათი მოტორიკის ამგზნებ სამკურნალო საშუალებებზე.  ახდენს ჰიპოლიპიდემიურ მოქმედებას, სისხლში მატულობს ალფა–ლიპოპროტეინების რაოდენობა და მგრძნობელობა ინსულინის მოქმედების მიმართ, აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას. დიდ დოზებში ესტროგენები იწვევს ორგანიზმში წყლისა და Na+–ის შეკავებას, ამუხრჭებენ ერთროპოეზს. დიდ დოზებში ამუხრუჭებს, ხოლო მცირეში – ააქტივებს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას.

ჰექსესტროლი ქალებში ამსუბუქებს პათოლოგიურად მიმდინარე კლიმაქსს, წინააღმდეგობას ქმნის პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის განვითარებისათვის, იცავს ზოგადი მოშლილობისგან, რომელიც ქალის ორგანიზმში წარმოიშობა საკვერცხეების ჰიპოფუნქციის ფონზე გინეკოლოგიური ოპერაციის შემდეგ.

ჩვენებები:

საკვერცხეების ჰიპოფუნქცია (ამენორეა, ჰიპომენორეა, ოლიგომენორეა, დისმენორეა), უნაყოფობა, ვაგინიტი (გოგონებში და ხანდაზმულებში), სასქესო ორგანოების ჰიპოპლაზია, სქესობრივი ინფანტილიზმი, მეორადი ესტროგენული უკმარისობა, პოსტკასტრაციული და კლიმაქტერული მოშლილობა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, ქალებში ვირილური ჰიპერტრიხოზი;

ლაქტაციის დათრგუნვის აუცილებლობა. სარძევე ჯირკვლების კიბო, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, წინამდებარე ჯირკვლის კიბო (კომპლექსიურ თერაპიაში – ქირურგიული მკურნალობა, სხივური დაავადება) – 2% ხსნარი.

მიღების წესი და დოზირება:

სასქეო ორგანოების ჰიპოპლაზიისას, თანდაყოლილი ამენორეის დროს და მკვეთრად განუვითარებელ საშვილოსნოს დროს შეყავთ კუნთში 1–2 მგ ან ინიშნება შიგნით მისაღებად 2მგ 1–2–ჯერ დღეში 4–6 კვირის განმავლობაში და მეტი. ეფექტის შემდეგ პროგესტერონი 5მგ დღეში კუნთში ან პრეგნინი (10მგ 3–ჯერ დღეში შიგნით) 6–8 დღის მანძილზე. აუცილებლობის დროს ჰორმონოთერაპიის კურსს იმეორებენ. მეორადი ამენორეის დროს ინიშნება 1–2 მგ დღეში 15–20 დღის მანძილზე, შემდგომი 6–8 დღის მანძილზე პროგესტერონი ან პრეგნინი მითითებული დოზით. ჰიპო–, ოლიგოამენორეის დროს – კუნთში ან შიგნით 1მგ ყოველ დღე ან დღე გამოშვებით მენსტრუაციათა შორის პირველ პერიოდში; უნაყოფობისას საშვილოსნოს განუვითარებლობის მიზეზით – 1მგ კუნთში ან 1–2მგ შიგნით მენსტრუაციის შემდეგ პირველი 7–8 დღე;

კლიმაქტერული მოშლილობისას – შიგნით 0.5–1მგ. მშობიარობის შემდეგ ლაქტაციის შესამცირებლად ინიშნება შიგნით 1მგ 2–ჯერ დღეში ან კუნთში 1მლ 0.1% ხსნარი 1–ჯერ დღეში 2დღის მანძილზე; ლაქტაციის სრული დათრგუნვისათვის – 2–3 მგ დღეში 1მლ 0.1% ხსნარი 2–ჯერ დღეში 5–7 დღის მანძილზე.

სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს 60 წელზე მეტი ასაკის ქალებში კუნთში შეყავთ ყოველდღიურად 2% ხსნარი, დაწყებული 20მგ/დღ, შემდეგ დღეღამურ დოზას ზრდიან თანდათანობით 100მგ–მდე; ირჩვენ ოპტიმალურ დოზას, რომელიც შეყავთ ხანგრძლივი დროის მანძილზე.

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიისას – ყოველდღიურად 40 მგ კუნთში 30 დღის მანძილზე; წლის მანძილზე ატარებენ კიდევ 2–3 კურსს 20 დღიანს 2–3 თვიანი ინტერვალით.

წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნისას – ყოველდღიურდ 60–80მგ კუნთში 2 თვის მანძილზე, შემდეგ 10–20 მგ დღეში, კუნთში ან შიგნით. საერთო დოზა და მკურნალობის ხანგრძლიობა დამოკიდებულია წინამდებარე ჯირკვლის ცვლილების ხარისხზე, მეტასტაზების არსებობაზე ან არარსებობაზე, ფემინიზაციის ხარისხზე და საერთო მდგომარეობაზე.

მოზრდილებში მაქსიმალური დოზა: კუნთში – ერთჯერადი 2მგ (2მლ 0.1%ხსნარი); დღეღამური – 3 მგ. ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ მაქსიმალური  ერთჯერადი დოზა – 60მგ (3მლ 2% ხსნარი); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 100მგ (5მლ 2% ხსნარი)

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა, ესტროგენდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნე ან ეჭვი მასზე, უჩვეულო ან არადიაგნოსტირებული გენიტალური ან საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, თრომბოფლებიტი ან თრომბოემბოლიური დაავადება აქტიურ ფაზაში (გამონაკლისია სარძევე ჯირკვლისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა).

სიფრთხილით: თრომბოფლებიტი, თრომბოზი ან თრომბოემბოლია (ესტროგენების მიღების ფონზე ანამნეზში);

ოჯახური ჰიპერლიპიპროტეინემია, პანკრეატიტი, ენდომეტრიოზი,  ანამნეზში ნაღვლის ბუშტის დაავადება (განსაკუთრებით ქოლელითიაზი), ღვიძლის მძიმე უკმარისობა, სიყვითლე (მათ შორის ანამნეზში), ღვიძლის პორფირია, ლეიომიომა, ჰიპერკალციემია, ასოცირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს ძვლოვან მეტასტაზებთან. კორონარული ან ცერებრალური სისხლძარღვების დაავადება, აქტიური თრომბოფლებიტი ან თრომბოემბოლიური დაავადება (სამკურნალოდ გამოყენებული ესტროგენების მაღალი დოზები ამაღლებენ მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს, ფილტვის სისხლძარღვების თრომბოემბოლიას, თრომბოფლებიტს).

გვერდითი მოქმედება:

ქალებში: მტკივნეულობა, მგრძნობელობის მომატება და ზომაში გაზრდა სარძევე ჯირკვლებისა, ამენორეა, სისხლისდენა, მენორაგია, მენსტრუაციათა შორის საშოდან „წებოვანი“ გამონადენი, სარძევე ჯირკვლების სიმსივნე, ლიბიდოს მომატება.

მამაკაცებში: სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და მგრძნობელობის მომატება, გინეკომასტია, ლიბიდოს დაქვეითება. პერიფერიული შეშუპებები,ნაღვლის ბუშტის ობსტრუქცია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი. ნაწლავური ან ნაღვლის ბუშტის ჭვალი, მეტეორიზმი, ანორექსია, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (მათ შორის შაკიკი), თვალის ლინზების აუტანლობა, ღებინება (უფრო ხშირად ცენტრალური გენეზის, უფრო ხშირად დიდი დოზების დანიშვნისას). წინამდებარე ჯირკვლისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის დროს (დამატებით): თრომბოემბოლია, თრომბოზი.

ურთიერთქმედება:

ანტიესტროგენული სამკურნალო საშუალებები (კლომიფენი და სხვა), უნაყოფობის სამკურნალოდ , შეუძლიათ ესტროგენული რეცეპტორების ბლოკირება და ესტროგენების მოქმედების დასუსტება. ფოლიუმის მჟავა და ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები აძლიერებენ ჰექსესტროლის მოქმედებას. ჰექსესტროლი ამაღლებს ჰიპოლიპიდემიური და ანტიარითმული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას; ასუსტებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების, დიურეტიკების და ანტიკოაგულანტების ეფექტს.

სინერდოლი – SINERDOL – СИНЕРДОЛ

საერთაშორისო დასახელება:

SINERDOL

მწარმოებელი: Antibiotice, S.A.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აქტიური ნივთიერება: სინერდოლი. კაფსულები ფლაკონში

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფართო მოქმედების ნახევრად სინთეტური ანტიბიოტიკი, მოქმედებს გრამდადებით და  გრამუარყოფით ბაქტერიებზე. ძლიერმოქმედი პრეპარატი კოხის ბაცილით დაავადებისას. მიკრობის ჩანასახზე მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მის რნმ–პოლიმერაზაზე სპეციფიური დამამუხრუჭებელი მოქმედებით, ისე რომ გავლენას არ ახდენს მასპინძლის რნმ–პოლიმერაზაზე; კარგად შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან, კარგად აიტანება, არ იწვევს ჯვარედინ გამძლეობას მრავალი ანტიბიოტიკთან.

ჩვენებები:

ფილტვის ტუბერკულოზი და არ ფილტვისმიერი ტუბერკულოზისას; ადგილობრივი და ზოგადი გრამდადებითი ინფექციებისას, პენიცილინაზარეზისტენტული სტაფილოკოკების ჩათვლით; ნაწლავების, სანაღვლე და საშარდე გზების გრამდადებითი ინფექციებისას; სტერილიზიციისთვის დიზენტერიის და მენინგოკოკის ასიმპტომური მტარებლობის დროს.

დოზირების რეჟიმი:

მოზრდილებისთვის: ტუბერკულოზისას – 0.6–1.2 გ დღეში ორჯერადად არანაკლებ კიდევ ერთ ძლიერ ანტიტუბერკულოზურ პრეპარატთან ერთდ.

ბავშვებში – 0.01–0.02გ/კგ სხეულის მასაზე, არ უნდა აჭარბებდეს 0.6გ დღეში.

გვერდთი მოქმედება:

თერაპიულ დოზებში მიღებისას არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სინეპრენი T3A – SYNEPREN T3A – СИНЕПРЕН T3A

საერთაშორისო დასახელება:

AMPICILLIN

მწარმოებელი: T3A PHARMA GROUP

მოქმედი ნივთიერება: ამპიცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი პენიცილინის ჯგუფიდან

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში.

1 ფლ.

ამპიცილინი ………     375 მგ

1 ფლ.

ამპიცილინი ……….    750 მგ

1 ფლ.

ამპიცილინი ……….. 1500 მგ

 

ვრცლად ამპიცილინი (საინექციო)

სინეკოდი® – SINECOD® – СИНЕКОД®

საერთაშორისო დასახელება:

BUTAMIRATE

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ბუტამირატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალურად მისაღები წვეთები ბავშვებისათვის: ფლაკონში 20 მლ

1 მლ

ბუტამირატის დიჰიდროგენოციტრატი …….  5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი, სახარინი, ვანილინი; კონსერვანტი E210.

სიროფი: ფლაკონში 200 მლ

10 მლ

ბუტამირატის დიჰიდროგენოციტრატი …….. 15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი, სახარინი, ვანილინი; კონსერვანტი E210.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი სინეკოდის აქტიური ნივთიერება ბუტამირატის ციტრატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც არც ქიმიურად, არც ფარმაკოლოგიურად არ განეკუთვნება ოპიუმის ალკოლოიდებს. გარდა ამისა, პრეპარატი ამცირებს სასუნთქი გზების წინააღმდეგობას, რაც დასტურდება სპირომეტრის მაჩვენებლების გაუმჯობესებით.

ფარმაკოკინეტიკა:

ბუტამირატ-2-(2-დიეთილამინოეტოქსი)-ეთილ-2-ფენილ ბუტირატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება პერორალურად მიღების დროს.

სიროფის 150 მგ ბუტამირატის ციტრატის შემცველი დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტის (2-ფენილზეთის მჟავას) მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ და შეადგენს 6.4 მკგ/მლ. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 6 საათს.

პრეპარატის განმეორებითი დანიშვნისას სისხლში რჩება მისი ხაზოვანი კონცენტრაცია და კუმულაცია არ აღინიშნება.

ბუტამირატის ჰიდროლიზი, თავიდან 2-ფენილზეთის მჟავამდე და დიეთილანოეტოქსიეთანოლამდე იწყება სისხლში. ამ მეტაბოლიტებს ასევე გააჩნიათ ხველის საწინააღმდეგო აქტივობა.

ბუტამირატის მსგავსად, მეტაბოლიტებს გააჩნიათ პლაზმის ცილებთან დაკავშირების თითქმის მაქსიმალური (დაახლოებით 95%) დონე, რაც განაპირობებს პლაზმიდან მათი ნახევარდაშლის ხანგრძლივ პერიოდს. 2-ფენილზეთის მჟავა ნაწილობრივ მეტაბოლიზირდება პარამდგომარეობაში ჰიდროქსილირების გზით. სამივე მეტაბოლიტი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, თანაც მეტაბოლიტები მჟავე რეაქციით მნიშვნელოვნად დაკავშირებულნი არიან გლუკორონის მჟავასთან.

ჩვენებები:

  • ნებისმიერი ეტიოლოგის მწვავე ხველა;
  • ხველის აღმოფხვრა ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ პერიოდში ქირურგიული ჩარევებისა და ბრონქოსკოპიის შემდეგ;
  • ყივანახველა.

მიღების წესი და დოზირება:

საბავშვო წვეთები:

2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში -10 წვეთი 4-ჯერ დღეში;

1-3 წლის – 15 წვეთი 4-ჯერ დღეში;

3 წლისა და უფროსები – 25 წვეთი 4-ჯერ დღეში.

სიროფი:

3-6 წლის – 5 მლ 3-ჯერ დღეში;

6-12 წლის – 10 მლ 3-ჯერ დღეში;

12 წლის და მოზარდები – 15 მლ 3-ჯერ დღეში;

მოზრდილებში – 4-ჯერ დღეში.

შეძლებისდაგვარად წვეთები და სიროფი გამოიყენება ჭამის წინ.

გვერდითი მოვლენები:

გამონაყარი, ღებინება, თავბრუსხვევა (სიხშირე 1%-ზე ნაკლები), რომლებიც ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მიღების შეწყვეტისას.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არასასურველი ზემოქმედება ნაყოფზე არ გამოვლენილა. კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ამასთან დაკავშირებით,

* სინეკოდის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის I ტრიმესტრში;

* II და III ტრიმესტრში სინეკოდის გამოყენება შეიძლება პირდაპირი ჩვენების არსებობისას.

* უსაფრთხოების მიზნით, დედის რძეში აქტიური ნივთიერების შეღწევის შესაძლებლობის შესახებ მონაცემთა არარსებობის გათვალისწინებით, სინეკოდის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის სარგებელი ამართლებს ბავშვისათვის პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

სიროფი და წვეთები დამატკბობლების სახით შეიცავენ სახარინს ან სორბიტოლს, ამიტომ ყველა ამ ფორმის დანიშვნა შეიძლება ავადმყოფებისათვის შაქრიანი დიაბეტით.

ჭარბი დოზირება:

შემთხვევით ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია შემედგი სიმპტომების გამოვლინება: ძილიანობა, ღებინება, გულისრევა, დიარეა, წონასწრობის შეგრძნების დაკარგვა და ჰიპოტენზია.

ჭარბი დოზის შემთხვევაში ინიშნება აქტივირებული ნახშირი, მარილიანი საფაღარათო საშუალებები, ასევე ტარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სასუნთქი სისტემის ფუნქციის შემანარჩუნებელი ღონისძიებები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი შენახვის სპეციალურ პირობებს არ საჭიროებს.

სინაქტენ- დეპო – Synacten-Depot – Синактен-депо

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პროლონგირებული (ხანგრძლივი მოქმედების) კორტიკოტროპული (მოქმედებას ახდენს თირკმელზედას ქერქოვან შრეზე) პრეპარატი, ხასიათდება ყველა ფარმაკოლოგიური თვისებებით რაც დამახასიათბელია ენდოგენური ადენოკორტიკოტროპული ჰორმონისთვის, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით სინაქტენდეპოს აქვს მუდმივი შემადგენლობა, არ შეიცავს ორგანიზმისთვის უცხო ცილას. პრეპარატის თერაპიული მოქმედება დაფუძნებულია უპირატესად  თირკმელზედას ქერქოვანი შრის სტიმულაციაზე.

მიღების ჩვენებები:

ნევროლოგირი დაავადებები: გაფანტული სკლეროზი (გამწვავება), ინფანტილური მიოკლონური ენცეფალოპათია, რევმატული დავადებები და შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები;

კანის დაავადებები: კანის პემფიგოიდური დაავადებები, ეგზემა, ფსორიაზი (ერითროდერმული და პუსტულოზური ფორმა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: წყლულოვანი კოლიტი, იზოლირებული ენტერიტი.

თირკმელების დაავადებები (ნეფროტული სინდრომი).

ონკოლოგიური დაავადებები (საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ქიმიოთერაპიის უკეთ გადასატანად).

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპოფუნქციის დიაგნოსტირების მიზნით (გამოიყენება არაპროლონგირებული პრეპარატი).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე ფსიქოზები, ინფექციური დაავადებები (თუ ერთროულად არ მიიღება ანტიბიოტიკები), კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, იცენკო-კუშინგის სინდრომი, რეფრაქტერული გულის ქრონიკული უკმარისობა; ადრენოგენიტალური სინდრომი; ორსულობა, ახალშობილები, დღენაკლული ბავშვები (შემადგენლობაში შემავალმა ბენზილის სპირტმა შეიძლება მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს).

სიფრთხილით! შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია; ბრონქიალური ასთმა (მომატებული რისკი, ანაფილაქსიურფი რეაქცია), მიასთენია, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, დივერტიკულიტი, ნაწლავის ანასტომოზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ოსტეოპოროზი, თრომბოემბოლიისკენ მიდრეკილება.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რექციები, Na+-სა და წყლის შეკავება, შეშუპება, არტერიული წნევი მომატება, „სტეროიდული“ მიოპათია, ჰიპოკალიემია, ჰიპერგლიკემია, ოსტეოპოროზი, მიასთნია, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ინფექციის მიმართი გამძლეობის დაქვეითება, ფსიქიური აშლილობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, კანის პიგმენტაცია, ჰიპერემია, ქავილი, შეყვანის ადგილას გამონაყარი. ბავშვებში, თუ რეკომენდებულზე მეტი დოზით ხანგრძილავად იქნება გამოყენებული პრეპარატი, ვითარდება მიოკარდის ჰიპერტროფია, ზრდის შეფერხება.

მიღების წესები:

პრეპარტი ინიშნება კუნთში ყოველდღიური შეყვანით პირველი 3 დღის მანძილზე, შემდგომი გადაყვანით ინტერმიტირებულ თერაპიაზე.

მოზრდილებში: თავდაპირველად 1მგ დღეში,  მწვავე შემთხვევაში (ასთმატური სტატუსი/ გახანგრძლივებული შეტევა ბრონქიალური ასთმის/ და ონკოლოგიურ პრაქტიკაში) 1 მგ ყოველ 12 სთ-ში.

მწვავე მოვლენების გაქრობის შემდეგ შეჰყავთ 1მგ ყოველ 2-3 დღეში დოზის შემდგომი შემცირებით 0,5 მგ-მდე ყოველ 2-3 დღეში ან 1მგ 1-ჯერ კვირაში.

ჩვილ ბავშვებს პრეპარატს უნიშნავენ კუნთში ყოველ 1-7 დღეში: ჩვილებს – 0,25 მგ, უმცროსი ასაკისას – 0,25-0,5 მგ, სასკოლო ასაკისას – 0,25-1მგ.

ხმარების წინ ამპულას შეანჯღრევენ.

აუცილებლობისას ერთროულად მიიღება ჰიპოგლიკემიური და ჰიპოტენზიური საშუალებები, რომელთა დოზირება სინაქტენ- დეპოსთან ერთად მიღებისას გადაიხედება.

განსაკუთრებული მითითება:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია დგება, როგორც წესი, ინექციიდან პირველ 30 წთ-ში. ორგანიზმში Na+-სა წყლის შეკავების აცილება შეიძლება უმარილო დიეტის დაცვით. ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია დადგეს K+-ის პრეპარატებით ჩანაცვლებითი მკურნალობის საკითხი. ბავშვებში ხანგრძლივად მკურნალობისას აუცილებელია ზრდის პროცესზე ყურადღება; 7 წელზე დაბალი ასაკის ბავშვებში საჭიროა ელექტრო კარდიოგრამის რეგულარული კონტროლი (მიოკარდის ჰიპერტროფიის შესაძლო განვითარების გამო). მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია დაისვას ჰიპოგლიკემიური და ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების გაზრდის საკითხი.

შენახვის პირობები:

+ 15 °С -ზე დაბალ ტამპერეტურაზე.

გამოშვების ფორმა:

1 მლ ამპულები

სინონომი:

ტეტრაკოზაქტიდი

შემადგენლობა:

1 ამპულა შეიცავს 1მგ  ტეტრაკოზაქტიდი 1მლ სუსპენზიაში.

სინაფლანი – SINAFLAN – СИНАФЛАН

საერთაშორისო დასახელება:

FLUOCINOLONE ACETONIDE

მწარმოებელი: NIJPHARM

მოქმედი ნივთიერება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო 0.025%: ტუბში 10 გ

1 გ

ფლუოცინოლონის აცეტონიდი ………  250 მკგ

 

ვრცლად ფლუოცინოლონ აცეტონიდი

სინაფი – SINAF – СИНАФ

მწარმოებელი: Taro Pharmaceutical Industries Ltd,

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კომბინირებული დეკონგენსანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სინაფი ცხვირის წვეთები 10 მლ ფლაკონში.

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი (0.05%)  ………….. 0.5 მგ;

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი (0.25%) ……………….. 2.5 მგ.

დამატებითი ნივთიერებები: მენთოლი, ქაფური, ევკალიპტის ზეთი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სინაფში შემავალი კომპონენტები იწვევენ ცხვირის ლორწოვანი გარსისა და ევსტაქის მილის სისხლძარღვების შევიწროვებას, ამცირებენ ვენურ სისხლძარღვებში სისხლის მიწოდებას, რაც ხსნის შეშუპებას და აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვის პროცესს. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 5-10 წუთში და გრძელდება 12 სთ-ის განმავლობაში.

მენთოლი, ქაფური და ევკალიპტის ზეთი მოქმედებენ როგორც ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ანტისეპტიური საშუალებები. ათხიერებენ სეკრეტს და აადვილებენ მის გამოდევნას ცხვირის ღრუდან.

ჩვენებები:

  • მწვავე რინიტი (ალერგიული რინიტის ჩათვლით), ვაზომოტორული რინიტი, სინუსიტები, ევსტაქიტი, შუა ყურის ანთება, დიაგნოსტიკური ვაზოკონსტრიქცია, სისხლდენები ცხვირიდან.

დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატის მიღებამდე გაისუფთავეთ ცხვირის ღრუ.

6 წლის ზემოთ და მოზრდილებში 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში. სასურველია თავის უკან გადაწევა რამდენიმე წუთით, პრეპარატის კარგად გადანაწილების მიზნით.

მკურნალობის კურსი შეადგენს 3-5 დღეს. პრეპარატის გამოყენება შეიძლება სპრეის სახითაც.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, თვალშიდა წნევის მომატება, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, არტერიული ჰიპერტენზია, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, პროსტატის ჰიპერტროფია და შაქრიანი დიაბეტი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

არ არის სასურველი მისი მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (მეთილდოპა, გუანიტიდინი, გუანადელი).

გვერდითი მოვლენები:

ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიმშრალე, ქავილის შეგრძნება და ცემინება. აღნიშნული მოვლენები მალევე ქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

იშვიათად დოზირების რეჟიმის დარღვევისას ან პრეპარატის ჩაყლაპვის შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს თავის ტკივილი, ტაქიკარდია და სედაციური ეფექტი.

სიმპალი 25 – SYMPAL 25 – СИМПАЛ 25

საერთაშორისო დასახელება:

DEXKETOPROFEN TROMETAMOL

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 30 და 50 ც.

1 ტაბ.

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი ………..  25 მგ

სხვა კომპონენტები:

სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილ სახამებლის ნატრიუმის მარილი, გლიცერინმონოსტეარატი, მეთილჰიდროქსილპროპილცელულოზა, ტიტანის ორჟანგი, პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი 6000, E171.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიმპალი წარმოადგენს ბენზოილფენილ პროპიონის მჟავას ტრომეტამოლის მარილს, რომელიც ხასიათდება ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით. იგი მიეკუთვნება ანალგეზიურ/ანტირევმატული არასტეროიდულ საშულებათა ჯგუფს.

მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას დათრგუნვით გამოწვეული პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან, რომლის დროსაც განსაკუთრებით ფერხდება არაქიდონის მჟავას გარდაქმნა ციკლურ ენდოპეროქსიდებად (PGG2 და PGH2), რომელთაგანაც წარმოიქმნება პროსტაგლანდინები PGE1, PGE,  PGE2α, PGD2 პროსტაციკლინი (PGI2) და თრომბოქსანი (TXX2 TXB2).

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალური მიღებისას სისხლში აღწევს საშუალოდ 30 წთ-ის შემდეგ. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.65 სთ-ს. იგი სწრაფად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (99%). ორგანიზმში მისი განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 0.25 ლ/კგ-ზე.

სიმპალის ელიმინაცია მიმდინარეობს გლუკურონიზაციის ხარჯზე, რომლის შემდეგაც იგი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილები როგორიცაა:

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტკივილები, მტკივნეული მენსტრუაცია, კბილის ტკივილი, რევმატიული ხასიათის ტკივილი, ართრიტი, ართრალგია, ბურსიტი, ტენდინიტი, ტენდოსინოვიტი, იშიაზი, ნევრალგიური ტკივილები.

მიღების წესი და დოზირება:

დაავადების სახის და ტკივილების ინტენსივობის მიხედვით რეკომენდებული დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს დღეში 6-ჯერ მისაღებად მიღებებს შორის 4-6 სთ-იანი ინტერვალით, ან 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 8 სთ-იანი ინტერვალით. პრეპარატის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 ტაბლეტს დღეში.

ხანდაზმულ პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დაზიანებით, ან თირკმელების ფუნქციის მცირე დაქვეითების დროს, საჭიროა მკურნალობის დაწყება შედარებით მცირე დოზებით _ არა უმეტეს 2 ტაბ.-სა დღეში.

თირკმელების საშუალო და მძიმე ხარისხის დაზიანების დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მწვავე ტკივილების დროს პრეპარატს იღებენ მინიმუმ 30 წთ-ით ადრე ჭამამდე.

სიმპალის მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიზანშეწონილი არ არის.

გვერდითი მოვლენები:

დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: კუჭის არეში წვის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. უსიამოვნო შეგრძნებები როგორიცაა: ზემო და ქვედა კიდურების დაბუჟება და სხეულში ჭიანჭველების ცოცვის მსგავსი შეგრძნება,

ნევროზული ხასიათის ჩივილები, ტაქიკარდია, ძილის დარღვევა, შემცივნება, კიდურების შეშუპება, არტერიული წნევის მომატება და გამონაყარი კანზე.

იშვიათად სისხლდენით მიმდინარე კუჭის წყლული, შედარებით უფრო იშვიათად _ ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ, ღვიძლის და თირკმელების დაზიანება, კანის მხრივ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ქავილის, ურტიკარიის, ერითემის სახით, ბრონქოსპაზმი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა სიმპალის ან სხვა არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

* წყლული, ანთება ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, აგრეთვე ეჭვი მათ არსებობაზე წარსულში.

* სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან, ან სხვა აქტიური სისხლდენა, მიდრეკილება სისხლდენის მიმართ ან სხვა დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია სისხლის შედებების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით;

* კუჭის და ნაწლავების დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი);

* ბრონქული ასთმა (აგრეთვე წარსულში);

* გულის მწვავე უკმარისობა;

* თირკმელების ფუნქციის საშუალო და მძიმე  ხარისხის დარღვევა;

* ღვიძლის ფუნქცის მძიმე დარღვევა;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ენიშნებათ ხანდაზმულ ალერგიული რეაქციების მქონე ავადმყოფებს, აგრეთვე სისტემური წითელი მგლურას, შერეული კოლაგენოზების და სისხლის შედებების პროცესის დარღვევების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სიფრთხილით ენიშნებათ სხვა ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ სისხლის შედედების პროცესის შეფერხებას;

– ლითიუმის პრეპარატებთან;

– მეტოტრექსატთან;

– ჰიდანტოინთან და სულფანილამიდებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სიმპათილი – SYMPATHYL – СИМПАТИЛ

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL,

INNOTHERA CHOUZY

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფიტოთერაპიული საშუალება და მინერალური ელემენტები სედაციისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

კუნელი (Crataegus oxyacantha) ……………………….    75 მგ

კალიფორნიული ყაყაჩო (EschscholtziaE) ……………..   20 მგ

მაგნიუმის ოქსიდი (Magnesium oxide) ……………..    124,35 მგ

(რაც შეესაბამება 75 მგ ელემენტარულ Mg ან 6.2mEq).

დამხმარე ნივთიერება საკმარისი 1 ტაბლეტისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტოთერაპიული და მინერალური ელემენტები სედაციისთვის. მაგნიუმი წარმოადგენს ძირითადად უჯრედშიდა კათიონს. იგი ღებულობს მონაწილეობას მრავალრიცხოვან ენზიმურ პროცესებში, ამცირებს ნეირონულ აგზნებას და ნეირომუსკულურ დაძაბულობას.

ფარმაკოკინეტიკა:

მაგნიუმის მარილების უტილიზაციის პროცესი პასიური მექანიზმია და არ აჭარბებს 50%-ს. მათი ექსკრეცია ხორციელდება ძირითადად შარდით.

ჩვენებები:

გამოიყენება მოზრდილებში:

  • ნეიროტონური დარღვევების (ფიზიკური და ფსიქიური დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, მომატებული აგზნებადობა) სიმპტომური მკურნალობა;
  • გულის რიტმის ფუნქციური ხასიათის დარღვევის დროს;
  • უძილობის მსუბუქი ფორმები.

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.

ჩვეული დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს დღეში, ანუ 2 ტაბლეტი დილით და 2 ტაბლეტი საღამოს ჭამის წინ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ (მუცლის ტკივილი, დიარეა).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

* პრეპარატი არ გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წუთი/1,73 კვ.მ.).

* პრეპარატი არ გამოიყენება ქინიდინის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: ტერატოგენული ეფექტი ცხოველებში არ არის აღნიშნული. ამავე დროს არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულობის პერიოდში, რის გამოც იგი ამ დროს არ არის რეკომენდებული.

ლაქტაციის პერიოდი: ვინაიდან მაგნიუმი გადადის დედის რძეში, არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში ადგილი აქვს ანურიულ სინდრომს.

მკურნალობა: რეჰიდრატაცია, ფორსირებული დიურეზი, თირკმლის უკმარისობისას საჭიროა ჰემოდიალიზი ან პერიტონიალური დიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქინიდინის ჯგუფის პრეპარატებთან კომბინირებისას შესაძლოა მათი კონცენტრაციის მომატება პლაზმაში (თირკმლის ექსკრეციის შემცირება), რაც ზრდის ჭარბი დოზირების რისკს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!