Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 471

სეპტოლეტე პლუსი® – SEPTOLETE PLUS® – СЕПТОЛЕТЕ ПЛЮС®

საერთაშორისო დასახელება:

BENZOCAINE; CETYLPIRIDINUM CHLORIDE

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ბენზოკაინი+ცეტილპირიდინის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიკრობსაწინააღმდეგო და და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში და ლარ-პრაქტიკაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ბენზოკაინი ……………………………….  5 მგ

ცეტილპირიდინის ქლორიდი ……….    1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბაღის პიტნის ეთერზეთი, ლევომენთოლი, თხევადი მალტიტი, მანიტი, გლიცერინი, აბუსალათინის ზეთი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო სიკლიკაგელი, პოვიდონი, კაპოლი 600, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი (E131).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატ სეპტოლეტეს გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტიმიკრობული მოქმედება. პრეპარატი შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალებას ცეტილპირიდინის ქლორიდს, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ვირულიციდური მოქმედება. ბენზოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, ის ამცირებს ტკივილს ყლაპვისას რომელიც ხშირად თან ახლავს პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებით პროცესებს.

პრეპარატი შეიცავს პოლიოლებს (მალტიტი, მანიტი), არ შეიცავს შაქარს, რაც საშუალებას იძლევა, რომ პრეპარატი გამოიყენონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა. უშაქრო გარემო აძლიერებს ანტისეპტიკის აქტიურობას.

ჩვენებები:

პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებითი პროცესები;

  • ფარინგიტი, ლარინგიტი, ანგინის საწყისი სტადია;
  • ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (გინგივიტი, სტომატიტი).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტის მოწუწვნა ყოველ 2-3 სათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 8 ტაბლეტი დღე-ღამეში.

6-და 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მოწუწვნა ყოველ 3 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4 ტაბლეტი დღე-ღამეში.

სეპტოლეტე პლუსი არ გამოიყენება უშუალოდ საკვების მიღების წინ და ასევე რძესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

სეპტოლეტე პლუსის რეკომენდებული დოზებით მიღებისას, გვერდითი ეფექტები შეიმჩნევა ძალიან იშვიათად. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა), რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

პრეპარატი შეიცავს პოლიოლებს (მალტიტი, მანიტი), რომლებსაც დიდ დოზებში შეუძლიათ დიარეის გამოწვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე;

* ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა სეპტოლეტე პლუსი შეიძლება მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა იცოდნენ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 1 გ მალტიტს, მისი მეტაბოლიზმისათვის საჭიროა ინსულინი; მაგრამ ნელი ჰიდროლიზის და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნელი შეწოვის გამო, მალტიტი პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციაზე ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვაზე: მონაცემები, პრეპარატი სეპტოლეტე პლუსის ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე გავლენის შესახებ არ არსებობს.

ჭარბი დოზირება:

ერთ ტაბლეტში შემავალი აქტიური ნივთიერებების რაოდენობის გათვალისწინებით, ჭარბი დოზირების შესაძლებლობა მინიმალურია. რეკომენდებულზე ჭარბი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სეპტოლეტე პლუსის და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება აღწერილი არ არის;

სეპტოლეტე პლუსის ერთდროულმა მიღებამ საკვებთან და რძესთან შეიძლება შეამციროს პრეპარეტის ადგილობრივი ანტისეპტიკური და საანესთეზიო ეფექტები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სეპტოლეტე D უშაქრო – SEPTOLETE D SUGAR FREE – СЕПТОЛЕТЕ Д БЕЗ САХАРА

მწარმოებელი: KRKA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიკრობსაწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში და ლორ-პრაქტიკაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პასტილები: შეფუთვაში 30 ც.

1 პასტილა

ბენზალკონიუმის ქლორიდი ……….. 1 მგ

მენთოლი ………………………………. 1.2 მგ

პიტნის ეთეროვანი ზეთი …………… 1 მგ

ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი…..   600 მკგ

თიმოლი ……………………………    600 მკგ

 

ვრცლად სეპტოლეტე

სეპტოლეტე – SEPTOLETE – СЕПТОЛЕТЕ

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიკრობსაწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში და ლორ-პრაქტიკაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პასტილები: შეფუთვაში 30 ც.

1 პასტილა

ბენზალკონიუმის ქლორიდი ………  1 მგ

მენთოლი …………………………….   1.2 მგ

პიტნის ეთეროვანი ზეთი ………..   1 მგ

ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი …..  600 მკგ

თიმოლი ……………………………….       600 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

საღებავები – E104; E132;  შაქარი და ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სეპტოლეტეს პასტილები წარმოადგენენ ანტისეპტიკური საშუალების – ბენზალკონიუმის ქლორიდის და აქტიური ბუნებრივი ნივთიერებების – მენთოლის, პიტნის, ევკალიპტის ეთეროვანი ზეთებისა და თიმოლის კომბინაციას, რომლებიც აძლიერებენ პრეპარატის აქტივობას და აუმჯობესებენ მის გემოს.

ანტისეპტიკური საშუალება – ბენზალკონიუმის ქლორიდი ეფექტურია უპირველეს ყოვლისა გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, ახასიათებს აგრეთვე ფუნგიციდური მოქმედება candida albicans-ის და ზოგიერთი ლიპოფილური ვირუსების მიმართ.

მაღალი ზედაპირული აქტივობის გამო ბენზალკონიუმის ქლორიდი ადვილად  აღწევს ლორწოვანი გარსის ისეთ ადგილებში, როგორიცაა მაგ. ნუშისებრი ჯირკვლების ხორკლიანი ზედაპირი, რაც წარმოადგენს ძირითად ფაქტორს პირის ღრუსა და ყელის ინფექციების ეფექტური მკურნალობისა და მეორადი ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

მენთოლი და პიტნის ეთეროვანი ზეთი ასუსტებენ ტკივილს და დისკომფორტის სუბიექტურ შეგრძნებას, როგორიცაა წვის შეგრძნება და ტკივილი ყლაპვის დროს.

თიმოლს ახასიათებს ბენზალკონიუმის ქლორიდის ანალოგიური-ანტისეპტიკური მოქმედება, რაც აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას.

ევკალიპტის ეთეროვანი ზეთები ამცირებენ ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის სეკრეციას და აუმჯობესებს სუნთქვის პროცესს.

პასტილებს ახასიათებს სასიამოვნო გამაგრილებელი გემო.

ჩვენებები:

  • პირის ღრუსა და ყელის მსუბუქად მიმდინარე ინფექციები (ფარინგიტი, ლარინგიტი, არასტრეპტოკოკური წარმოშოის ანგინა);
  • გრიპისა და გაცივების პროფილატიკა;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთება.

მიღების წესი და დოზირება:

თითო პასტილა ყოველ 2-3 სთ-ში.

მოზრდიელბში – არა უმეტეს 6-8 პასტილა დღეში.

4 წლის ასაკის ზევით ბავშვებში – არა უმეტეს 4 პასტილა დღეში.

10 წლის ასაკის ზევით ბავშვებში – არა უმეტეს 6 პასტილა დღეში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მონელების დარღვევა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ალერგიული რეაქციები;

* 4 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:

* ორსულები და მეძუძური დედები პრეპარატს იღებენ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

* დიაბეტით დაავადებული პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ თითოეული პასტილა შეიცავს 0.64 გ შაქარს.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია დიარეა, გულისრევა და ღებინება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლის, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სეპტოგალი – SEPTOGAL – СЕПТОГАЛ

მწარმოებელი: JADRAN

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ბენზალკონიუმის ქლორიდი …..   500 მკგ

მენთოლი ………………………        3 მგ

პიტნის ზეთი  ………………..         1 მგ

ევკალიპტის ზეთი …………..       600 მკგ

თიმოლი ………………………        600 მკგ

 

ვრცლად სეპტოლეტე

სენალექსი – SENALEX – СЕНАЛЕКС

ჯგუფური  დასახელება: სენოზოიდები   A   და   B  სენოზოიდი    B** დაანგარიშებით.

შემადგენლობა: 1  ტაბლეტი  შეიცავს:

სინამაქის  ფოთლების   მშრალ  ექსტრაქტს.

დამხმარე   ნივთიერებები: ნატრიუმის  კარბოქსიმეთილის  სახამებელი, სახამებელი,

სილიციუმის   კოლოიდური  დიოქსიდი,კროსკარმელოზა, ლაქტოზა, ტალკი.

აღწერა: მრგვალი  ბრტყელი  ტაბლეტები  ჩამოთლილი  კიდეებით  და  ნაზოლით  ერთ  მხარეზე, ყავისფერი  ფერის, დასაშვებია  უფრო  მუქი  ფერის  წინწკლების  არსებობა.

ფარმაკოლოგიური   ჯგუფი: მცენარეული  წარმოშობის  საფაღარათო  საშუალება.

ათქ  კოდი:  A06AB06

ფარმაკოლოგიური  თვისებები:

ახდენს  საფაღარათო  მოქმედებას, რომელიც  ვლინდება  6-12  საათის   შემდეგ.  საფაღარათო  ეფექტი  განპირობებულია  მსხვილი  ნაწლავის  რაცეპტორებზე   ზემოქმედებით,   რომელიც   აძლიერებს  პერისტალტიკას,  რაც  იწვევს  სწორი  ნაწლავის  შედარებით  სწრაფ   გათავისუფლებას.

გამოყენების   ჩვენებები:

ყაბზობა,  გამოწვეული  მსხვილი  ნაწლავის  ატონიით,  ჰიპოტონიით  და  ნელი  პერისტალტიკით. განავლის  ევაკუაციის  რეგულირება  ბუასილის,  პროქტიტის,   ანალური  ნაპრალების  დროს.

უკუჩვენებები:

მომატებული  მგრძნობელობა  პრეპარატის  კომპონენტების  მიმართ, ნაწლავთა  გაუვალობა,  თიაქარის  ჩაჭედვა,  მუცლის  ღრუს  მწვავე  ანთებითი  დაავადება    (მათ  შორის  პერიტონიტის),  კუჭ-ნაწლავიდან  სისხლდენა,  მეტრორაგია,  სპაზმური  ხასიათის  ყაბზობები, ცისტიტი, წყლისა და  ელექტროლიტების  ცვლის  დარღვევა,  ბავშვის  ასაკი  6  წლამდე.

გამოიყენება   სიფრთხილით:

ორსულობა,  ლაქტაციის  პერიოდი,  ღვიძლისა  და/ან  თირკმლის  უკმარისობა,  ღრუში  ჩატარებული  ოპერაციის  შემდგომი  პერიოდი.

გამოყენების  წესი  და  დოზები:

მიიღება  შიგნით,  ჩვეულებრივ  დღეში  ერთხელ  ძილის  წინ,  წყალთან  ერთად.

გამოვლენის  შემთხვევაში  შესაძლებელია  დოზის  გაზრდა  3  ტაბლეტამდე  მიღებაზე.

ბავშვები  6-12  წლამდე:  ½-1  ტაბლეტი  და  აუცილებლობის  შემთხვევაში  დოზა  იზრდება  2  ტაბლეტამდე  დღეში.

შერჩევის  პროცესისას   ერთი და  იგივე  დოზა  უნდა  მიიღოთ  რამოდენიმე  დღის  განმავლობაში   და  უნდა  გაიზარდოს  თანდათან  ½   ტაბლეტამდე. თუ  მაქსმალური  დოზის  მიღწევისას  3  დღის  განმავლობაში.

გვერდითი  მოქმედება:

პრეპარატის  საფაღარათო  მოქმედებას  შესაძლოა  თან  ახლდეს  კოლიკის  მსგავსი  ტკივილები  მუცლის  არეში,  მეტეორიზმი. ხანგრძლივი  გამოყენებისას,  განსაკუთრებით  მაღალი  დოზებით,  შესაძლოა  წყლისა და ელექტროლიტების  ბალანსის  დარღვევა, პროტეინურია,  ჰემატურია,  ნაწლავის   ლორწოვან  გარსში  მელანინის   დალექვა,  ღებინება, გულისრევა, დიარეა, შარდის  გაუფერულება,  გამონაყარი  კანზე,  დაღლილობა,  კრუნჩხვა,  სისხლძარღვების  კოლაფსი, გონების

ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან:

მაღალი  დოზებით  ხანგრძლივი  გამოყენებისას  მოსალოდნელია  საგულე  გლიკოზიდების  მოქმედების  გაძლიერება  ზეგავლენა  ანტიარითმიული  პრეპარატების  მოქმედებაზე  ჰიპოკალიემიის  განვითარების  ალბათობის  გამო.  ძირტკბილას  ფესვების  ექსტრაქტის  ერთდროულად  მიღებისას  თრიაზიდურ   დიურეზულებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდულ  პრეპარატებთან  ერთად   იზრდება  ჰიპოკალიემიის  განვითარების  რისკი.   არღვევს  ტეტრაციკლინების  აბსორბციას.

განსაკუთრებული  მითითება:

გამოშვების  ფორმა:

20  ტაბლეტი   პვქ/ქაღალდის  ბლისტერში  პოლმერული  საფარი. 2  ან  3  ბლისტერი  გამოყენების  ინსტრუქციასთან  ერთად  მოთავსებულია  მუყაოს  კოლოფში.  20  ან    25  ბლისტერი  გამოყენბის  ინსტრუქციასთან  ერთად  მოთავსებულია  მუყაოს  კოლოფში(სტაციონარებისთვის).

შენახვის  პირობები:

ინახება  არაუმეტეს  25  გრადუს C  ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის  ვადა:

3  წელი.  არ  გაოიყენოთ  შეფუთვაზე  მითითებული  ვარგისიანობის  ვადის  გასვლის  შემდეგ.

აფთიაქიდან  გაცემის  წესი:

ფარმაცევტული  პროდუქტის  ჯგუფი  III- გამოიყენება  ექიმის  დანიშნულების  გარეშე.

მწარმოებელი

ნაბროს  ფარმა  პბტ.ლტდ.

ნ.ხ. 8  კაჯიპურა, კხედა,  ინდოეთი.

სენადექსინი – SENADEKSIN – СЕНАДЕКСИН

სამკურნალო ფორმა :

ტაბლეტები

შემადგენლობა :

1 ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 0,07 გ სინამაქის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი ( A და B სინოზიდების კალციუმის მარილებზე გადანგარიშებით).

დამხმარე ნივთიერებები :

ლაქტოზას მონოჰიდრატი , კარტოფილის სახამებელი , ნიპაგინი , ვანილინი , მაგნიუმის სტეარატი , ტალკი .

აღწერილობა :

ყავისფერი ტაბლეტები ჩანართებით , დამახასიათებელი ვანილის სუნით .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

საფაღარათო საშუალება .

ჩვენება :

  • სხვადასხვა ეთიოლოგიის ყაბზობა ; რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება .

მიღების წესი და დოზირება :

მიიღება საღამოს 1 ტაბლეტის ოდენობით . საჭიროების შემთხვევაში დოზა დასაშვებია გაიზარდოს ერთჯერადად 2-3 ტაბლეტამდე .

გვერდითი მოვლენები:

ჭვალისმაგვარი მუცლის ტკივილები , ენტეროკოლიტი , მეტეორიზმი , გულისრევის შეგრძნება , პირღებინება ; პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა მეტაბოლური დარღვევებით .

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა, სპასტიკური კოლიტი, აპენდიციტი, მწვავე ანთებითი დაავადებები მუცლის არეში , პერიტონიტი , ცისტიტი , სპასტიკური ყაბზობა; სიფრთხილით ფეხმძიმობის, ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოშვების ფორმა :

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან ( ბლისტერი ). 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები :

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

გავლილი აქვს რადიაციული კონტროლი.

შენახვის ვადა :

3 წელი, შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის წესი :

გაიცემა რეცეპტით .

მწარმოებელი :

ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა,  შპს   „ბათფარმა „.

სენადე – SENADE – СЕНАДЕ

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სენოზიდები , ტაბლეტები

საფაღარათო საშუალება

შემადგენლობა:

თითოეული უგარსო ტაბლეტი შეიცავს :

სენას ექსტრაქტს , რომელიც ექვივალენტურია 13,5 მგ სენოზიდების A და B კალციუმის მარილის სახით .

აღწერილობა:

სენოზიდები მიიღება მცენარიდან Cassia angustifolia. პრეპარატს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება , რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით , რაც იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას . სენადე საფაღარათო მოქმედებას ახდენს ნაწლავების გაღიზიანების გარეშე . იგი ექსკრეტირდება განავლით და შარდით და შარდს სპეციფიკურ ყვითელ ფერს აძლევს .

ჩვენებები:

  • სენადე ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში ყაბზობის დროს .

უკუჩვენებები:

* სენადეს ტაბლეტების მიღება არ შეიძლება აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციების დროს.

გვერდითი ეფექტები:

სენადემ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი , როგორიცაა კოლიკა ან სპაზმი . ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა .

სიფრთხილის ზომები:

სენადეს გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავური ობსტრუქცია ან არადიაგნოსტირებული აბდომინალური სიმპტომატიკა . სიფრთხილეა საჭირო ნაწლავის ანთებითი დაავადების დროსაც .

ხანგრძლივი გამოყენება არაა რეკომენდებული .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ სარგებელი რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ .

მიღების გზები და დოზირება:

ბავშვები : (1- დან 12 წლამდე ) : 1 ტაბლეტი ძილის წინ;

მოზრდილები : 1-3 ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით .

შეფუთვის ფორმა:

თითოეული ყუთი შეიცავს 25 ბლისტერს , ბლისტერში 20 ტაბლეტი .

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

აფთიქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

მწარმოებელი:

Cipla Ltd, India

სემილაქტი – SEMILACT – СЕМИЛАКТ

საერთაშორის დასახელება:

სპირინოლაქტონი+ფუროსემიდი

Spirinolactone+Furosemide

მწარმოებელი: სავაჭრო მარკის და რეისტრაციის სერტიფიკატის მფლობელი ROTAPHARM”, Great Britain

წარმოებულია: “ სედიკო ფარმასიუტიკალს კო .” მიერ , ეგვიპტე

სამკურნალო ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები:

აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები, თეთრი ან მოთეთრო ფერის.

შემადგენლობა:

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები:

სპირინოლაქტონი ………………..  50მგ ან 100მგ

ფუროსემიდი ……………………… 20მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიდროქსიმეთილპროპილცელულოზა E6, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კომბინირებული დიურეზული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სემილაქტი – კომბინირებული პრეპარატი, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირინოლაქტონისა და ფუროსემიდის თვისებების შერწყმით.

სპირინოლაქტონი წარმოადგენს კალიუმშემნახველ დიურეზულს, პროლონგირებული მოქმედების ალდოსტერონის (თრკმელზედა ჯირკვლის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიკურ ანტაგონისტს. უკავშირდება რა ალდოსტერონის რეცეპტორებს, ზრდის წყლის, ნატრიუმის იონებისა და ქლორის ექსკრეციას შარდთან ერთად, ამცირებს კალიუმისა და შარდოვანას გამოყოფას, აქვეითებს შარდის მაჟავიანობას.

ფუროსემიდი მიეკუთვნება ძლიერმოქმედ „მარყუჟოვან“ შარდმდენებს, აბლოკირებს ნატრიუმის, კალიუმის, ქლორიდებისა და მაგნიუმის აქტიურ რეაბსორბციას ჰენლეს აღმავალ მარყუჟში, ასევე თირკმელების პროქსიმალური და დისტალურ ხვეულ მილაკებში: ზრდის წყლის ექსკრეციას,

ჩვენებები:

  • შეშუპებითი სინდრომი გულის უკმარისობისას, ნეფროზული სინდრომის დროს (განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია ან აღინიშნება შარდმდენებით გამოწვეული ჰიპოკალიემია):
  • შეშუპებები და ასციტი ელექტროლიტების ცვლის დარღვევისას ჰიპერალდოსტერონიზმის შედეგად;
  • ასციტი ღვიძლის ციროზის დროს;
  • არტერიული ჰიპერტანზია.

უკუჩვენებები:

* ჰიპრმგრძნობელობა სპირინოლაქტონის ფუროსემიდის ან სულფანილამიდების მიმართ;

* თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია;

* ღვიძლის ფუნქცის გამოხატული დარღვევები (ღვიძლის პრეკომა ან კომა);

* ელექტროლიტების ცვლის დარღვევები, რომლებიც არ ექვემდებარება კორექციას: ჰიპო– ან ჰიპერკალიემია, ჰოპონატრიემია.

გვერდითი მოვლენები:

წყალ–ელექტროლიტური ცვლის მხრივ: ხანგრძლივი გამოყებნებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, ძილიანობა, თავის ტკივილი, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ხმაური ყურებში, პარესთეზიები, სმენის დაქვეითება, მხედველობის დაქვეითება.

კუჭ–ნაწლავის სიტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შეკრულობა, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ანორექსია, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანის გარსის გაღიზიანება.

შარდ–სასქესო სისტემის მხრივ: ერექციის დარღვევა, გინეკომასტია (მამაკაცებში); ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, დისმენორეა, ამენორეა, ჰირსუტიზმი, ხმის შეცვლა (ქალებში).

ალერგიული რექციები: სისტემური ვასკულიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, მანეკროზირებელი ანგიიტი, ექსფოლიატიური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ცხელება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

სისხლმბადი სისტემის მხრივ:

იშვიათად – აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი სემილაქტი მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, ჭამის დროს, საკმარის რაოდენობის სითხის მიყოლებით.

დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად, დაავადების ნოზოლოგიური ფორმის და წყალ–ელექტროლიტური ცვლის დარღვევის გამოხატულების გათვალისწინებით.

მკურნალობის პირველი 3–6 დღის განმავლობაში პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად საშუალო დღიური დოზით 4 ტაბლეტამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს 3–ჯერ დღეში. კლინიკური ეფექტის გამოხატულების მიხედვით ეს დოზა ინიშნება ყოველდღიურად  და /ან დღეგამოშვებით, ან ორ დღეში ერთხელ, მკურნალობის ხანგრძლიობა დგინდება ინდივიდუალურად.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: რეჰიდრატაცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზია, ელექტროლიტური დისბალანსი, მათ შორის ჰიპოკალიემია; ჰიპოქლორემიული ალაკალოზი.

მკურნალობა: სიმპტომატური – გულისხმობს სითხის სისხლძარღვებშუა მოცულობისა და ელექტროლიტების დეფიციტის აღდგენას. ჰემოდიალიზი არ აჩქარებს ფუროსემიდის გამოყოფას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

– კალიუმის ან კალიშემნახველ შარდმდენ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას (ტრიამტერენი, ამილორიდი), ასევე ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება;

– გლუკოკორტიკოიდებთან, ასევე საფაღარათე საშუალებებთან ერთად სპირინოლაქტონის გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოკალიემიის განვითარება;

– სპირინოლაქტონმა შეიძლება შეასუსტოს პრეპარატ კარბენოქსოლონის წყლულის საწინააღმდეგო ეფექტი; ამცირებს ნორადერენალინის ვაზოპრესორულ ეფექტს, ზრდის დიგოქსინის ნახევრად დაშლის პერიოდს;

– სალიცილატებმა შეიძლება შეამცირონ სპირინოლაქტონის მოქმედება;

– ფუროსემიდმა შეიძლება შეასუსტოს ჰიპოგლიკემიური საშუალებების და პრესორული ამინების მოქმედება და გააძლიეროს სალიცილატების, თეოფილინის, ლითიუმის პრეპარატებისა და არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მოქმედება;

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (მაგალითად, ინდომეტაცინი) შეიძლება შეასუსტონ ფუროსემიდის მოქმედება;

– ფუროსემიდისა და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების გამოყენებამ შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების ნეფრო– და ოტოტოქსიური გვერდითი მოვლენების გაძლიერება გამოიწვიოს.

განსაკუთრებული მითითებები:

სემილაქტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოდაგრით, შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებში სუნთქვითი და მეტაბოლური აციდოზის მომატებული რისკით. ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია შრატში ელექტროლიტების, ასევე შარდოვანს, კრატინინის, გლუკოზისა და  შარდმჟავას კონტროლი.

სემილაქტის გამოყენების დროს ალკოჰოლის მოხმარება აკრძალულია.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

სემილაქტის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილის მარტვისა და მექანიზმებთან მუშობის უნარზე ზეგავლენა: პრეპარატის მიღების დროს– განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მართვა  და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ სწრაფ ფიზიკურ და ფსიქიკურ რეაქციებს. მომავალში მათი განხორციელების შესაძლებლობა დგინდება ინდივიდუალურად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 300C  ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა რეცეპტით.

სელსეპტი – CELLCEPT – СЕЛЛСЕПТ

საერთაშორისო დასახელება:

MYCOPHENOLATE MOFETIL

მწარმოებელი: F. HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: მიკოფენოლატ მოფეტილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოდეპრესიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 100 ც.

1 კაფს.

მიკოფენოლატ მოფეტილი ……………   250 მგ

 

ვრცლად მიფორტიკი (დოზირება ინდივიდუალური)

სელენტინი – SELENTIN – СЕЛЕНТИН

საერთაშორისო დასახელება:

SELENIUM

მწარმოებელი: GEORGIAN PHARMACEUTICALS GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი; სელენის ბუნებრივი წყარო

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

სელენი ……….     0.35 გ

ჩვენებები:

  • ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა;
  • ქიმიო და რადიოთერაპიის გვერდითი ეფექტების დაქვეითება;
  • შარდ–სასქესო ფუნქციების დარღვევა მამაკაცებში;
  • ეკოლოგიურად არახელსაყრელ რაიონებში ცხოვრება;
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  • სახსრების დაავადებები;
  • მწეველებში ნიკოტინის ტოქსიური მოქმედების დასათრგუნად;
  • ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაღლილობისას – იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად.

ბად–ი სელენტინი რეკომენდებულია ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით როგორც მთრიმლავი ნივთიერებისა და ორგანული სელენის დამატებითი წყარო.  აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას.

დოზირება:

მოზრდილები 1 ტაბლეტი/კაფსულა 2–ჯერ დღეში, დღის პირველ ნახევარში საკვებთან ერთად (რაც შეადგენს 12, 8 მგ კოფეინს). მკურნალობის ხანგრძლიობა 4 კვირა.

წელიწადში შეიძლება 3–4–ჯერ მიღება.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური აუტანლობა ბად–ის კომპონენტების.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს მიღება არ არის რეკომენდებული.

შენახვის ვადა: 3 წელი

Don`t copy text!