Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 470

სეტეგისი – SETEGIS – СЕТЕГИС

საერთაშორისო დასახელება:

TERAZOSIN

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ტერაზოზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ტერაზოზინი …………  1 მგ

1 ტაბ.

ტერაზოზინი …………  2 მგ

1 ტაბ.

ტერაზოზინი ……….. 5 მგ

1 ტაბ.

ტერაზოზინი ………   10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორს, რომელიც იწვევს არტერიოლებისა და ვენულების გაფართოვებას. იგი ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას და პრე-და პოსტდატვირთვას გულზე, აგრეთვე აქვეითებს არტერიულ წნევას. სეტეგისით ხანგრძლივი მკურნალობა ჩვეულებრი არ იწვევს რეფლექსურ ტაქიკარდიას. პრეპარატი უმნიშვნელოდ მოქმედებს გულის სისტოლურ მოცულობაზე, თირკმელების პერფუზიაზე და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე. მისი ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური ეფექტი შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში. არსებობს მონაცემები, რომ სეტეგისი აქვეითებს სისხლში დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას (მექანიზმი უცნობია).

სეტეგისი აბლოკირებს რა შარდის ბუშტის გლუვი კუნთების, ურეთრისა და წინამდებარე ჯირკვლის პროქსიმალური ნაწილის ალფა1-ადრენორეცეპტორებს, ამცირებს წინააღმდეგობას შარდის ნაკადის მიმართ და ხელს უწყობს შარდვის ნორმალიზაციას წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს. პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას წინამდებარე ჯირკვლის  ზომაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სეტეგისის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. 2 მგ პრეპარატის მიღებისას მისი Cmax სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებს იგი უკავშირდება 90-94%-ით. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროლიზის, დემეთილირების, დეალკილირების გზით და წარმოქმნის 5 მეტაბოლიტს.

მისი T1/2 შეადგენს 12 სთ-ს. დოზის დაახლოებით 10% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით და 30% არააქტიური მეტაბოლიტების სახით. მიღებული დოზის 55-60% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით.

ჩვენებები:

  • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია;
  • არტერიული ჰიპერტენზია (მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა (კომბინირებული თერაპის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

წინამდებარე ჯირკვალის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს პრეპარატი ინიშნება საწყისი დოზით 1 მგ ერთხელ დღეში. შემანარჩუნებელი დოზაა – 5-10 მგ, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ-ს.

თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ და ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პრეპარატის საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 მგ-ს (ღამით). “პირველი დოზის ეფექტის” თავიდან აცილების მიზნით საწყისი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1 მგ-ს. სადღეღამისო დოზის გაზრდა ხდება თანდათანობით. რეკომენდებულია დოზის გაორმაგება 1 კვირიანი ინტერვალით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 1-5 მგ-ს ერთხელ დღეში.

ტაბლეტები საჭიროა მივიღოთ მთლიანად, დაუღეჭავად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია “პირველი დოზის ეფექტის” განვითარება. ზემოთაღნიშნული მდგომარეობა ვლინდება არტერიული წნევის დაქვეითებით, ორთოსტატული ჰიპოტენზიით გონების დაკარგვამდე, რომელიც აღინიშნება პაციენტების 1%-ში (უშუალოდ დოზის სწრაფად მომატებისას, აგრეთვე სეტეგისისა და დიურეზული, ან სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების კომბინირებისას), რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს პოსტურალურია, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება.

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, მხედველობის დაქვეითება.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა.

სხვადასხვა: ასთენია, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, პერიფერიული შეშუპება, სხეულის წონის მომატება, იმპოტენცია, ჰემოდილუციის მოვლენები.

უკუჩვენებები:

* სეტეგისის ან სხვა ალფა-ადრენოლიზური საშუალების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფსა და ახალშობილზე მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.

* ლაქტაციის პერიოდში კვება უნდა  შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სეტეგისი სიფრთხილით ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების მიმართ მიდრეკილება. პრეპარატი ასევე სიფრთხილით ინიშნება გულის იშემიური და სხვა სახის დაავადების, თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის, III და IV ხარისხის ჰიპერტენზული რეტინოპათიის, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების გამოხატული უკმარისობის დროს.

◄ სეტეგისით წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობის პერიოდში უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობა. წინამდებარე ჯირკვლის  ჰიპერპლაზიით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას, აგრეთვე მკურნალობის პროცესში დოზის შეცვლისას, საჭიროა არტერიული წნევის შემოწმება.

◄ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იზრდება ორგანიზმში სითხის მოცულობის შემცირებისა და მარილების შეზღუდული რაოდენობით მიწოდებისას. აგრეთვე პრეპარატის მიღების განახლებისას რამდენიმე დღის შესვენების შემდეგ. ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობა საჭიროა დავიწყოთ 1 მგ დოზით.

◄ პოსტურალური ჰიპოტენზიის და გონების დაკარგვის შედარებით მაღალი ალბათობა არსებობს პრეპარატის მიღებიდან 30-90 წთ-ის განმავლობაში. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ თავბრუსხვევის, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევისას, საჭიროა იმყოფებოდეს წოლით მდგომარეობაში.

◄  გონების დაკარგვის ალბათობა იზრდება ფეხზე ხანგრძლივად დგომის, მომატებული ფიზიკური დატვირთვის, ცხელ ამინდსა და ალკოჰოლის გამოყენებისას.

◄ პრეპარატის გამოყენებისას კომბინირებული თერაპიის სახით მისი საწყისი სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1 მგ-ს. დიურეზული და/ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დამატებით გამოყენებისას (გამოიყენება მცირე დოზებით) რეკომენდებული სეტეგისის დოზის შემცირება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: მკურნალობის დასაწყისსა და დოზის მომატების შემთხვევაში პაციენტმა თავი უნდა აარიდოს იმ სამუშაოების შესრულებას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების მართვა).

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზირებისას აღინიშნება არტერიული ჰიპოტენზია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, გონების დაკარგვა.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში პაციენტს უნდა მივაღებინოთ ჰორიზონტული მდგომარეობა და ქვედა კიდურები უნდა მოვათავსოთ ოდნავ ზემოთ.

აღნიშნულ პერიოდში ატარებენ სიმპტომურ მკურნალობას, სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ამ დროს ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური, ვინაიდან სეტეგისი მაღალი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

შოკის განვითარებისას აუცილებელია ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის გაზრდა და შემდგომში ვაზოპრესორული პრეპარატების შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სეტეგისისა და სხვა ანტიჰიპერტენზული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ანტიჰიპერტენზული მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე

სერტრანიშე – SERTRANICHE – СЕРТРАЛИН

საერთაშორისო დასახელება:

SERTRALINE

მწარმოებელი: NICHE GENERICS LIMITED, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: სერტრალინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი – სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (SSRI).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

სერტრალინის ჰიდროქლორიდი ………..    50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი (E341), მიკროკრისტალური ცელულოზა (460(i)), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ჰიდროქსი-პროპილცელულოზა (E463), ტალკი (E553(b)), მაგნიუმის სტეარატი(E572).

გარსი: ჰიპრომელოზა (E464), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553(b)), პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სერტრალინი წარმოადგენს (ნაფტილამინის წარმოებული) ნეირონებში სეროტონინის (5-HT უკუშეკავშირების სპეციფიურ ინჰიბიტორს. რომელიც აძლიერებს სეროტონინის მოქმედებას. შედარებით სუსტად მოქმედებს ნორადრენალინის და დოფამინის უკუშეთვისებაზე.

სერტრალინი სამკურნალო დოზებში აბლოკირებს თრომბოციტებში სეროტონინის მიტაცების პროცესს. მას არ ახასიათებს მასტიმულირებელი, სედატიური ან ანტიქოლინერგული მოქმედება და კარდიოტოქსიური ეფექტი. იგი არ ხასიათდება სუკარინული ქოლინორეცეპტორების, სეროტონინული, დოფამინური, ჰისტამინური, გამა-ამინოერბოს მჟავას, ბენზოდიაზეპინური და ადრენორეცეპტორებისადმი აფინიტეტით. პრეპარატი არ იწვევს მაოს-ს ინჰიბირებას. ხასიათდება ანორექსიგენული მოქმედებით. ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისაგან განსხვავებით, დეპრესიების ან ობსესურ-კომპულსური (აკვიატებული მდგომარეობა) მოშლილობების სერტრალინით მკურნალობის დროს სხეულის წონაში მატება არ აღინიშნება, პირიქით ზოგიერთ პაციენტში იგი ქვეითდება.

სერტრალინს არ ახასიათებს მისდამი ფიზიკური ან ფსიქიური დამოკიდებულების განვითარება.

ფარმაკოკინეტიკა:

სერტრალინი პერორალურად მიღებისას დოზით 50 მგ-დან 200 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში პრეპარატის კონცენტრაციის პიკი (Cmax) პლაზმაში შეადგენს 4.5-8.4 სთ-ს.

პლაზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალგაზრდებში და ხანდაზმულ პაციენტებში შეადგენსა 22-36 სთ-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაბამისად, თანაბარი კონცენტრაციების მიღწევამდე ერთ კვირიანი მკურნალობის შემდეგ (ერთხელ დღეში) აღინიშნება პრეპარატის დაახლოებით 2-ჯერადი კუმულაცია. საკვების მიღება არსებით გავლენას არ ახდენს მის ბიოშეღწევადობაზე. პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების ხარისხი შეადგენს 98%-ს.

მეტაბოლიზმი: სერტრალინი ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ აქტიურად ბიოტრანსფორმირდება. პლაზმაში აღმოჩენილ მის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს N-დექსიმეთილსერტრალინი, რომელიც ხასიათდება სერტრანიშეზე ნაკლები აქტივობით (დაახლოებით 20-ჯერ) in vitro და ფაქტიურად არააქტიურია in vivo დეპრესიის დროს.

გამოყოფა: დესმეთილსერტრალინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 62-104 სთ-ის ფარგლებში. სერტრალინის მეტაბოლიტები ორგანიზმიდან თანაბარი რაოდენობით გამოიყოფა განავალთან და შარდთან ერთად. პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (0.2%-ზე ნაკლები) გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. სერტრალინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში და ახალგაზრდებში მსგავსია.

ჩვენებები:

  • დეპრესიული მდგომარეობის მკურნალობა (მათ შორის განგაშით მიმდინარე);
  • ობსესურ-კომპულსური დარღვევები ბავშვებში და მოზრდილებში.
  • პანიკური დარღვევების დროს, რომლებიც მიმდინარეობს აგორაფობიის თანხლებით ან მის გარეშე.

მიღების წესი და დოზირება:

სერტრანიშე პერორალურად ინიშნება ერთხელ დღეში დილით ან საღამოს. პრეპარატის მიღება საკვებზე არ არის დამოკიდებული. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის თანდათან (50 მგ-ით) გაზრდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 200 მგ-ს დღეში.

პრეპარატის მოქმედების საწყისი ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ, ხოლო სრული ეფექტი 2- 4 კვირის შემდეგ.

განგაშით მიმდინარე მოვლენების დროს მკურნალობას იწყებენ 25 მგ დოზით დღეში, რომელსაც 1 კვირის შემდეგ ზრდიან 50 მგ-მდე დღეში. ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარების დროს პრეპარატი ინიშნება მინიმალურ ეფექტურ დოზებში, რომელსაც შემდგომ ცვლიან კლინიკური ეფექტის მიხედვით.

ხანდაზმულ ავადმყოფებს პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზებით, როგორიც შედარებით ახალგაზრდა პაციენტებს.

13-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ობსესურ-კომპულსური დარღვევების დროს საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში.

6-12 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ობსესურ-კომპულსური დარღვევების დროს მკურნალობას იწყებენ დოზით 25 მგ-ით დღეში, რომელსაც 1 კვირის შემდეგ ზრდიან 50 მგ-მდე დღეში.

შემდგომში, არასასურველი ეფექტის შემთხვევაში დოზის გაზრდა ხდება საფეხურებრივად 50 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში. დოზის ცვლილება ხდება არა უმცირეს 1 კვირიანი ინტერვალით.

სერტრანიშეს მიღება სასურველია ყოველდღიურად ერთ და იმავე დროს წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

გულისრევა, დიარეა, მადის დაქვეითება, არაფორმირებული განავალი, დისპეფსია, პირის სიმშრალე. სერტრალინით მკურნალობის პროცესში ამინოტრასნფერაზების (ასტ და ალტ) აქტივობის უსიმპტომო მომატებას ადგილი აქვს იშვიათად (დაახლოებით შემთხვევებით 0.8%-ში). აღნიშნული დარღვევები ძირითადად ვლინდება მკურნალობის პირველი 1-9 კვირის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება.

ცნს-ის მხრივ: ტრემორი, თავბრუსხვევა, უძილობა, ძილიანობა.

მარილოვანი ცვლის მიხედვით:

ცალკეულ შემთხვევებში – ჰიპონატრიემია (მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ორგანიზმში ნატრიუმის დონე უბრუნდება ნორმის ფარგლებს); ზოგიერთ შემთხვევებში ჰიპონატრიემია დაკავშირებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატურ სეკრეაციასთან. ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება უმრავლეს შემთხვევებში აღენიშნებათ ხანდაზმულ ავადმყოფებს, აგრეთვე ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიურეზულ და სხვა სამკურნალო საშუალებებს.

სისხლის სურათის მხრივ: გარდამავალი თრომბოციტოპენია, ატიპიური სისხლდენა და ჰემორაგიული გამონაყარი.

სხვადასხვა:

ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება (ძირითადად ეაკულაციის პროცესის შეფერხება), ღებინება, ტკივილები მუცელში, მოძრაობის აქტივობის დარღვევა (ექსტრაპირამიდული სიმპტომები და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), კრუნჩხვები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, გამონაყარი (მათ შორის იშვიათად – მულტიფორმული ერითემა), იშვიათად პანკრეატიტი და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (ჰეპატიტის, სიყვითლის და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით).

იშვიათად აღინიშნება პარესთეზიები, დეპრესიის სიმპტომები,  ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, აგზნება, განგაში და ფსიქოზი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში სერტრალინის გამოყენება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.

დღეისათვის არ არსებობს მონაცემები დედის რძეში მისი გადასვლის შესახებ, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.

სერტრალინით მკურნალობის პროცესში ქალები იყენებენ კონტრაცეპციის ადექვატურ მეთოდებს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სერტრალინის დანიშვნა შესაძლებელია არა უმცირეს 14 დღის შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სეროტონინერგული ნეიროტრანსმისიის გამაძლიერებელ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა ტრიფტოფანი და ფენფლურამინი.

◄ სერტრალინი ღვიძლში განიცდის აქტიურ მეტაბოლიზმს. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მოშლის მქონე პაციენტებს. აუცილებელია დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდის სწორად შერჩევა.

◄ სერტრალინი უმნიშვნელო რაოდენობით შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. საწყისი და ზომიერად გამოხატული თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსით 20-50 მლ/წთ-ში), თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსით 20 მლ/წთ ნაკლები) სერტრალინის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები საკმარისი არ არის, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებს.

◄ კრუნჩხვითი სინდრომით მიმდინარე დაავადებების დროს სერტრალინის გამოყენება შესწავლილი არ არის. ამიტომ მისი დანიშვნა ეპილეფსიის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, ხოლო კონტროლირებული ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის პროცესში საჭიროა სისტემატური კონტროლი და კრუნჩხვების წარმოქმნის დროს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

◄ სერტრალინით მკურნალობის დროს ჰიპომანია და მანია აღენიშნება ავადმყოფთა 0.4%-ს. მანიის და ჰიპომანიის გამწვავების შემთხვევები აღწერილია აგრეთვე დიდი დეპრესიის მქონე პაციენტთა მცირე ნაწილში, რომლებიც იღებდნენ სხვა ანტიდეპრესანტებს ან ანტიობსესურ საშუალებებს. სერტრალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დეპრესიის ან განგაშით მიმდინარე დარღვევების დროს დადგენილია ბავშვებში და მოზარდებში 6 წლიდან 17 წლამდე. მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.

◄ ხანდაზმულ ავადმყოფებში მკურნალობა მიმდინარეობს მინიმალური დოზებით და სისტემატური კონტროლით.

◄ სერტრალინით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. გამოკვლევებით დადგენილია, რომ სერტრალინის გამოყენება არ იწვევს ფსიქომოტორულ მოშლილობებს, მიუხედავად ამისა, ანტიდეპრესიული ან ანტიობსესური საშუალებები აქვეითებენ გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას, რომელიც საჭიროა ავტოტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაოს შესრულების დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. რის შესახებაც აუცილებელია ავადმყოფების წინასწარი გაფრთხილება.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილია სერტრალინით მონოთერაპიული მკურნალობის სახით – დოზით 8 გ. აღწერილია აგრეთვე დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ლეტალობის შემთხვევები სერტრალინის და სხვა სამკურნალო საშუალებების და/ან ალკოჰოლთან მისი ერთდროული გამოყენების დროს.

ამ დროს საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, ფილტვების ოქსიგენაცია და ვენტილაცია, გააქტივებული ნახშირის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ფორსირებული დიურეზის და ჰემოდიალიზის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– აღწერილია სერიოზული გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სერტრანიშესთან ერთად მაო-ს ინჰიბიტორებს, მათ შორის სელექტიურ ინჰიბიტორებს (სელეგილინი) და მაო-ს შექცევად ინჰიბიტორებს (მოკლობემიდი). აღნიშნული ურთიერთქმედების სიმპტომებს წარმოადგენს: ჰიპერთერმია, რიგიდობა, კრუნჩხვები, გონების დაბინდვა, გაღიზიანებით და ძლიერი აგზნებით მიმდინარე ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც მთავრდება დელირიუმის და კომის განვითარებით.

– სერტრალინის 200 მგ-იანი დოზით ერთდროულად მიღება ეთანოლთან, კარბამაზეპინთან, ჰალოპერიდოლთან ან ფენიტოინთან არ იწვევს მათი მოქმედების  გაძლიერებას ჯანმრთელი ადამიანების ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. იგივე დოზებში სერტრალინის მიღება დიაზეპამთან და ტოლბუტამიდთან ერთად იწვევს მცირე, მაგრამ სტატისტიკურად სარწმუნო ზოგიერთი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილებებს.

– ციმეტიდინი იწვევს სერტრალინის კრეატინინის კლირენსის მნიშვნელოვან დაქვეითებას მათი ერთდროული მიღების დროს.

– სერტრალინი არ ახდენს გავლენას ატენოლოლის ბეტა-ადრენომაბლოკირებელ აქტივობაზე. მასთან გლიბენკლამიდის და დიგოქსინის ურთიერთქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის.

– სერტრალინის კომბინაციით იმ პრეპარატებთან, რომლებიც ხასიათდებიან ცილებთან შეკავშირების მაღალი აქტივობით, განსაკუთრებით დიგიტოქსინთან და ვარფარინთან, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში თავისუფალი (შეუკავშირებელი) პრეპარატების კონცენტრაციის მომატება და აგრეთვე სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, კერძოდ სერტრალინის და ვარფარინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება მცირე, მაგრამ სტატისტიკურად სარწმუნო პრორთრომბინის დროის გაზრდა, რის გამოც სერტრალინით მკურნალობის დასაწყისში და მისი მიღების შეწყვეტის შემდგომ საჭიროა პროთრომბინის დროის მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.

– რადგან სერტრალინი აინჰიბირებს ციტოქრომ P4502D6 ბიოქიმიურ აქტივობას, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში იმ პრეპარატების კონცენტრაციის მომატება, რომლებიც მეტაბოლიზდება აღნიშნული ფერმენტის მონაწილეობით, მათ შორის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და 1C კლასის ანტიარითმიული საშუალებები.

– სერტრალინის და ლითიუმის ერთდროული გამოყენებით, შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება, რომელიც უკავშირდება სეროტონინერგულ მექანიზმებს და კლინიკურად ვლინდება ტრემორის გაძლიერებით. ამ დროს ლითიუმის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლის არსებითი ცვლილებები არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სერტიკანი® (გაგრძელება) – CERTICAN® – СЕРТИКАН®

◄ სერტიკანის კლინიკურ გამოკვლევებში Pneumocystis jiroveci (carinii) გამოწვეული პნევმონიის ანტიმიკრობული პროფილაქტკა ტარდებოდა ტრანსპლანტაციიდან 12 თვის განმავლობაში. ციტომეგავირუსული ინფექციის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან.

◄ სერტიკანის და ციკლოსპორინის მიკროემულსიის ერთდოული მიღება პაციენტებთან, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსპლანტაცია, დაკავშირებული იყო შრატში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის გაზრდასთან, რამაც შესაძლებელია საჭირო გახადოს შესაბამისი მკურნალობა. სერტიკანის მიღების დროს აუცილებელია ლიპიდების დონის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ლიპიდების დონის დამწევი პრეპარატებისა და შესაბამისი დიეტის დანიშვნა. უკვე არსებული ჰიპერლიპიდემიის დროს იმუნოსუპრესიული თერაპიის დაწყებამდე, მათ შორის სერტიკანის ჩათვლით, საჭიროა მკურნალობის პოტენციური სარგებლობისა და შესაძლო რისკის შეფასება. ამიტომ მყარი, მძიმე ჰიპერლიპიდემიის დროს აუცილებელია, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს სერტიკანით თერაპიის გაგრძელების რისკისა და სარგებლობის შეფასება.

◄ საჭიროა გვერდითი ეფექტების შესაძლო განვითარების კონტროლი სერტიკანის მიღებისას გემ-კოა რედუქტაზის ინჰიბიტორთან და/ან ფიბრატთან ერთად. რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი ყველა პაციენტთან. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ შრატში კრეატინინის დონის მომატებისას აუცილებელია იმუნოსუპრესიის რეჟიმის შესაბამისი მოდიფიკაცია. გარკვეული სიფრთხილეა საჭირო სხვა პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, რომლებსაც გააჩნიათ ნეფროტოქსიკური მოქმედება.

◄ გალაქტოზის გადაუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემების მქონე ავადმყოფები, ლაქტოზის სერიოზული დეფიციტით ან გლუკოზო-ლაქტოზის მალაბსორბციით, ამ პრეპარატს არ უნდა ღებულობდნენ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: გამოკვლევები ამ მიმართულებით არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ ძალიან შეზღუდულია. ცნობილია მხოლოდ 2 წლის ბავშვის მიერ 1.5 მგ ევეროლიმუსის შემთხვევით მიღება, მაგრამ არანაირი გვერდითი მოქმედება არ დაფიქსირებულა. კარგად იქნა გადატანილი ევეროლიმუსის 25 მგ-მდე ერთჯერადი დოზები იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსპლანტაცია.

საერთო შემანარჩუნებელი ღონისძიებები ტარდება დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ევეროლიმუსი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში, და გარკვეული ხარისხით ნაწლავის კედელში CYP3A4 იზოფერმენტის ზემოქმედებით. იგი ასევე წარმოადგენს მრავალი სამკურნალო პრეპარატის გამოყოფის სისტემის სუბსტრატს, მაგ., P-გლიკოპროტეინის (P-gp), ამიტომ სამკურნალო პრეპარატებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ CYP3A4 და/ან PgP-ზე, შესაძლებელია გავლენა იქონიონ ევეროლიმუსის აბსორბციაზე და მის შემდგომ გამოყოფაზე. პარალელური მკურნალობა გამოხატული CYP3A4 ინჰიბიტორებით და/ან ინდუქტორებით რეკომენდებული არ არის. PgP ინჰიბიტორებმა შესაძლებელია შეამცირონ ევეროლიმუსის გამოყოფა ნაწლავის უჯრედებიდან და გაზარდონ სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაცია. In vitro ევეროლიმუსი იყო CYP3A4 და CYP2D6  კონკურენტუნარიანი ინჰბიტორი, პოტენციურად ზრდის რა, ამ ფერმენტების მიერ გამოყოფილი სამკურნალო პრეპარატების კონცენტრაციას. ამგვარად, სიფრთხილეა საჭირო ევეროლიმუსის ერთდროულად დანიშვნისას CYP3A4 დაCYP2D6 – სუბსტრატებთან, რომელთაც დაბალი თერაპიული ინდექსი აქვთ. ურთიერთქმედებების ყველა გამოკვლევები in vivo ტარდებოდა ცისკლოსპორინის თანმხლები მიღების გარეშე.

ციკლოსპორინი (CYP3A4/PgP ინჰიბიტორი). ევეროლიმუსის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მატულობს ციკლოსპორინთან ერთობლივად მიღებისას. ჯანმრთელ სუბიექტებთან ციკლოსპორინის (მიკროემულსია) ერთჯერადი დოზის მიღებისას ევეროლიმუსის AUC იზრდება 168%-ით (დიაპაზონი 46%-365%), და Cmax 82%-ით (დიაპაზონი 25%-158%), მხოლოდ ევეროლიმუსის მიღებასთან შედარებით. ციკლოსპორინის დოზის ცვლილებისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს ევეროლიმუსის დოზის მოდიფიკაცია. სერტიკანი უმნიშვნელო კლინიკურ ზეგავლენას ახდენდა ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჩატარებული ჰქონდათ თირკმელების ან გულის ტრანსპლანტაცია და ღებულობდნენ ციკლოსპორინს მიკროემულსიის სახით.

რიფამპიცინი   (CYP3A4 ინდუქტორი). რიფამპიცინის დოზებით ჯანმრთელი სუბიექტების წინასწარი მკურნალობა იწვევს ევეროლიმუსის კლირენსის გაზრდას 3-ჯერ, და აქვეითებს Cmax 58%-ით და AUC – 63%-ით სერტიკანის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. სერტიკანის კომბინაცია რიფამპიცინთან რეკომენდებული არ არის.

ატორვასტატნი (CYP3A4 სუბსტრატი) და პრავასტატინი (PgP სუბსტრატი). ჯანმრთელ სუბიექტებთან სერტიკანის ერთჯერადი მიღება ატორვასტატინთან ან პრავასტატინთან კომბინაციაში გავლენას არ ახდენს ატორვასტატინის, პრავასტატინისა და ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკაზე  ისევე როგორც პლაზმაში HMG-CoA რედუქტაზის საერთო ბიორეაქტიულობაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხით. ამასთანავე, ეს შედეგები შესაძლოა არ გავრცელდეს HMG-CoA რედუქტაზის სხვა ინჰიბიტორებზე.

საჭიროა პაციენტების შემოწმება რაბდომიოლიზისა და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებაზე, როგორც ეს აღწერილია ინფორმაციაში HMG-CoA რედუქტაზის ინჰიბიტორების დანიშვნის შესახებ.

სხვა შესაძლო ურთიერთქმედებები; CYP3A4 და PgP ზომიერმა ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გაზარდონ სისხლში ევეროლიმუსის დონეები (მაგალითად, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: ფლუკონაზოლი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები: ერითრომიცინი; კალციუმის არხების ბლოკატორები: ვერაპამილი, ნიკარდიპინი, დილტიაზემი. პროტეაზის ინჰიბიტორები: ნელფინავირი, ინდინავირი, ამპრენავირი. CYP3A4 ინდუქტორებმა შესაძლებელია გაზარდონ ევეროლიმუსის მეტაბოლიზმი და შეამცირონ სისხლში ევეროლიმუსის დონე (მაგ., St. John’s wort (Hypericum perforatum,ანტიკონვულსანტები: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ანტი -აიდ პრეპარატები: იფავირენცი, ნევირაპილი). გრეიფრუტი და გრეიპფრუტის წვენი გავლენას ახდენენ ციტოქრომი P450 და PgP აქტიურობაზე და ამიტომ მისი მიღება რეკომენდებული არ არის.

ვაქცინაცია: იმუნოდეპრესანტებმა შესაძლებელია გავლენა მოახდინონ აცრის საპასუხო რეაქციაზე და ამიტომ სერტიკანით მკურნალობის პერიოდში ჩატარებული ვაქცინაცია უეფექტო აღმოჩნდეს. ცოცხალი ვაქცინების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სერტიკანი® – CERTICAN® – СЕРТИКАН®

საერთაშორისო დასახელება:

EVEROLIMUS

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ევეროლიმუსი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სელექციური იმუნოსუპრესიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ევეროლიმუსი ……… 0.25 მგ

1 ტაბ.

ევერლიმუსი ……..    0.75 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი (E321), მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა კროსპოვიდონი, უწყლო ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

T-უჯრედების აქტივაციის ინჰიბიტორი ევეროლიმუსი, ხელს უშლის ალოგენური ტრანსპლანტატის მოცილებას მღრღნელების ალოტრანსპლატაციის მოდელებზე და ადამიანისარამაგვარ პრიმატებზე. იმუნოსუპრესიულ მოქმედებას იგი ავლენს ანტიგენით აქტივირებული T-უჯრედების პროლიფერაციის ინჰიბირებით და შესაბამისად კლონური გაზრდით, რომელიც იმართება სპეციფიკური T-უჯრედების ინტერლეიკინებით, მაგალითად, ინტერლეიკინი-2 და ინტერლეკინი-15. ევეროლიმუსი აინჰიბირებს სიგნალის უჯრედშიგა გადაცემას, რაც ჩვეულებრივ იწვევს უჯრედების პროლიფერაციას, T-უჯრედების  ზრდის ფაქტორების მათ რეცეპტორებთან შებოჭვის შემთხვევაში. ამ სიგნალის ბლოკირება იწვევს უჯრედთა დათრგუნვას უჯრედული ციკლის G1 სტადიაში.

მოლეკულურ დონეზე ევეროლიმუსი წარმოქმნის კომპლექსს ციტოპლაზმურ ცილასთან FKBP-12. ევეროლიმუსი თრგუნავს ზრდის ფაქტორით სტიმულირებულ p70 S6 კინაზას ფოსფორილირებას. ვინაიდან p70 S6 -კინაზას ფოსფორილირება იმყოფება FRAP კონტროლის ქვეშ (ასევე ეწოდება mTOR), ეს მონაცემები ვარაუდობენ, რომ კომპლექსი ევეროლიმუსი FKBP იკვრება და ამგვარად ზემოქმედებს FRAP ფუნქციაზე. FRAP არის ძირითადი რეგულარული ცილა რომელიც მართავს უჯრედთა მეტაბოლიზმს, ზრდასა და პროლიფერაციას. ამგვარად, FRAP ფუნქციის დარღვევა იწვევს უჯრედული ციკლის დათრგუნვას, განპირობებულს ევეროლიმუსით.

ევეროლიმუსი განსხვავდება ციკლოსპორინისაგან მოქმედების წესით. ალოტრანსპლანტაციის კლინიკამდელ მოდელებზე ევეროლიმუსისა და ციკლოსპორინის კომბინირებული მოქმედება აღმოჩნდა მეტად ეფექტური, ვიდრე ცალკე რომელიმე ნაერთისა.

ევეროლიმუსის მოქმედება არ შემოისაზღვრება მხოლოდ T-უჯრედებით. ევეროლიმუსი მთლიანად თრგუნავს ზრდის ფაქტორით სტიმულირებულ სისხლმბადი და არასისხლმბადი უჯრედების პროლიფერაციას, როგორიცაა გლუვი კუნთების სისხლძარღვოვანი უჯრედები. ზრდის ფაქტორით სტიმულირებული გლუვი კუნთების სისხლძარღვოვანი უჯრედების პროლიფერაციის შედეგად, ზიანდება ენდოთელური უჯრედები, რაც იწვევს ნეოინტიმის წარმოქმნას, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ქრონიკული მოცილების პათოგენეზში. ევეროლიმუსის კლინიკამდელ გამოკვლევებში დემოსტრირებულია ნეოინტიმის წარმოქმნის ინჰიბირება ვირთხის აორტის ალოტრანსპლანტატის მოდელზე.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: ევეროლიმუსი პიკურ კონცენტრაციას აღწევს პერორული დოზის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. იმ პაციენტების სისხლში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ტრანსპლანტაცია, ევეროლიმუსის კონცენტრაციები პროპორციულია 0.25-15 მგ დოზისა. დისპერგირებული ტაბლეტების შეფარდებითი ბიოშეღწევადობა ჩვეულებრივ ტაბლეტებთან შედარებით შეადგენს 0.90 (90% CI 0.76-1.07), გამომდინარე AUC თანაფარდობიდან.

კვების გავლენა: ევეროლიმუსის Cmax და AUC შემცირდა შესაბამისად 60%-ით და 16%-ით, როდესაც ტაბლეტებს ღებულობდნენ ძალიან ცხიმიან საკვებთან. იმისათვის, რომ მოხდეს ვარიაბელობის მინიმიზაცია, სერტიკანის მიღება საჭიროა ან ჭამის დროს, ან მისი მიღებისაგან დამოუკიდებლად.

განაწილება: კოეფიციენტი, რომელიც ასახავს სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციის შეფარდებას პლაზმაში მის კონცენტრაციასთან, რაც დამოკიდებულია კონცენტრაციის დიაპაზონზე 5-5000 ნგ/მლ, შეადგენს 17% და 73%. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 74%-ია ჯანმრთელ სუბიექტებთან და თირკმლის ზომიერი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან, განაწილების მოცულობამ, რომელიც დაკავშირებულია ტერმინალურ ფაზასთან (Vz/F) იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჩატარებული აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია შეადგინა 342±107 ლ.

მეტაბოლიზმი: ევეროლიმუსი წარმოადგენს CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს. მთავარ მეტაბოლურ გზებს, რომლებიც იდენტიფიცირებულია ადამიანთან, წარმოადგენს მონოჰიდროქსილირება და O-დეალკილირება. ციკლური ლაქტონის ჰიდროლიზის შედეგად წარმოქმნილი იქნა ორი მთავარი მეტაბოლიტი. ევეროლიმუსი წარმოადგენს სისხლში ცირკულირებად ძირითად კომპონენტს. მთავარი მეტაბოლიტებიდან არც ერთი მათგანი მნიშვნელოვანი ხარისხით ხელს არ უწყობს ევეროლიმუსის იმუნოსუპრესიულ აქტიურობას.

გამოყოფა: რადიოიზოტოპით დანიშნული ევეროლიმუსის ერთჯერადად მიღების შემდეგ იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსპლანტაცია და ღებულობდნენ ციკლოსპორინს, რადიოაქტიურობის ძირითადი ნაწილი (80%) გამოვლინდა ფეკალიებში და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის (5%) შარდში. საწყისი სამკურნალო საშუალება არ გამოვლენილა არც შარდში და არც ფეკალიებში.

ჰომეოსტაზის ფარმაკოკინეტიკა: შეპირისპირებული იქნა ფარმაკოლოგიური პარამეტრები პაციენტებისა, რომლებსაც ჩატარებული აქვთ თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, იმ პაციენტების პარამეტრებთან, რომლებსაც ჩატარებული აქვთ გულის გადანერგვის ოპერაცია და რომლებიც ღებულობდნენ ციკლოსპორინის მიკროემულსიას და ევეროლიმუსს დღეში 2-ჯერ. ჰომეოსტაზი მიღწეულ იქნა მე-4 დღეს, სისხლში 2-3-ჯერადი დაგროვებით, პირველი დოზის შემდგომ ზემოქმედებასთან შედარებით. Tmax აღწევდა დოზის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ; პრეპარატის 0.75 და 1.5 მგ-ის დღეში 2-ჯერ მიღებისას Cmax შეადგინა 75±31 და 131±59 ნგ სთ/მლ. პრეპარატის 0.75 და 1.5 მგ-ის დღეში 2-ჯერ მიღებისას, სისხლში (Cmin) მინიმალურმა დონეებმა დოზის მიღებამდე შეადგინეს საშუალოდ 4.1±2.1 და 7.1±4.6 ნგ/მლ. ევეროლიმუსის მოქმედება სტაბილურია ტრანსპლანტაციიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში. (Cmin) მნიშვნელოვნად კორელირებს AUC-თან, კორელაციის კოეფიციენტით 0.86 და 0.94 შორის. პერორული მიღების შემდეგ, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ანალიზიდან გამომდინარე პრეპარატის კლირენსი (CL/F) შეადგენს 8.8 ლ/სთ (პაციენტებს შორის ვარიაციები – 27%), ხოლო განაწილების ცენტრალური მოცულობა (Vc/F) – 110 ლ (პაციენტებს შორის ვარიაციები – 36%). სისხლში პრეპარატის კონცენტრაციებში ნარჩენმა ვარიაბელობამ შეადგინა 31%. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 28±7 სთ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის ზომიერი ხარისხის დარღვევის მქონე 8 პაციენტთან ევერილიმუსის AUC საშუალო მნიშვნელობა (B კლასი Child-Pugh კლასიფიკაციით) იყო 2-ჯერ მეტი, ვიდრე 8 ჯანმრთელ პაციენტთან. AUC სიდიდე დადებითად კორელირებდა შრატში ბილირუბინის კონცენტრაციასთან და პროთრომბინის დროის გახანგრძლივებასთან, და უარყოფითად კორელირებდა შრატში ალბუმინის კონცენტრაციასთან. ევეროლიმუსის AUC სიდიდეს გააჩნია ტენდენცია მომატებისაკენ, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, თუკი ბილირუბინი შეადგენს >34მიკრომლო/ლ პროთრომბინის დრო იყო >1.3.INR (გახანგრძლივება >4 წმ) და/ან ალბუმინის კონცენტრაციამ შეადგინა

თირკმლის ფუნქციის დარღვევები: ტრასპლანტაციის შემდეგ (დიაპაზონი CIcrea 11-107 მლ/წთ) თირკმლის ფუნქციის დარღვევები გავლენას არ ახდენს ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

გამოყენება პედიატრიაში: ევეროლიმუსის CI/F ხაზობრივი გაზრდა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე (1-დან 16 წლამდე), სხეულის ზედაპირის ფართობზე (0.49-1.92მ2) და წონაზე (11-17 კგ). ჰომეოსტაზი CL/F შეადგენს 10.2±3.0 ლ/სთ/კვ.მ2. ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი – 30±11 სთ. თირკმლის ტრანსპლანტანტიანი 19 პაციენტი (1-დან 16 წლამდე ასაკისა) de novo ღებულობდნენ სერტიკანის დისპერგირებული ტაბლეტებს დოზით 0.8 მგ/კვ.კ (მაქსიმუმი 1.5 მგ) დღეში 2-ჯერ, ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან ერთად. ამ კატეგორიის პაციენტებთან ევეროლიმუსის AUC მიაღწია 87±27 ნგ სთ/მლ, და ასეთივე იყო მოზრდილებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატის 0.75 მგ დღეში 2-ჯერ. სტაციონარული მინიმალური დონეები (CO) – 4.4±1.7ნგ/მლ.

ხანდაზმული პაციენტები: პერორალურად მიღებულმა ევეროლიმუსის ზღვრულმა დაქვეითებამ შეადგინა 0.33%-მდე წელიწადში (გამოსაკვლევი ასაკობრივი დიაპაზონი – 16-70 წელი); დოზით მოდიფიკაცია საჭირო არ არის.

ეთნიკური კუთვნილება: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზიდან გამომდინარე, პრეპარატის კლირენსი პერორული მიღების შემდეგ (CL/F) იყო (საშუალოდ) 20%-ით მეტი, შავკანიან პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც ჩატარებული ჰქონდათ ტრანსპლანტაცია.

დამოკიდებულება “მოქმედება – საპასუხო რეაქცია”. ევეროლიმუსის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია (CO) ტრანსპლანტაციიდან 6 თვის განმავლობაში დამოკიდებული იყო ბიოფსიით დადასტურებული მწვავე მოცილების შემთხვევების სიხშირეზე და თრომბოციტოპენიაზე იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჩატარებული ჰქონდათ თირკმლისა და გულის ტრანსპლანტაცია (იხ. ცხრილი).

თირკმლების ტრანსპლანტაცია

მინიმალური                           მოცილების              თრომბოციტოპენია

დონე (CO) (ნგ/მლ)                  უქონლობა                (

≤3.4                                           68%                                 10%

3.5- 4.5                                       81%                                   9%

4.6-5.7                                        86%                                  7%

5.8-7.7                                        81%                                 14%

7.8-15.0                                      91%                                  17%

გულის ტრანსპლანტაცია

მინიმალური                       მოცილების                          თრომბოციტოპენია

დონე (CO)(ნგ/მლ)                 უქონლობა                         (

≤3.5                                        65%                                             5%

3.6-5.3                                     69%                                             5%

5.4-7.3                                      80%                                            6%

7.4-10.2                                    85%                                            8%

10.3-21.8                                   85%                                            9%

ჩვენებები:

  • სერტიკანი ნაჩვენებია ტრანსპლანტატის მოცილების პროფილაქტიკისათვის დაბალი და ზომიერი იმუნოლოგიური რისკის მქონე მოზრდილ ავადმყოფებთან, თირკმლის ან გულის ალოგენური ტრანსპლანტაციის შემდეგ.

სერტიკანი ინიშნება ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

სერტიკანით მკურნალობას ატარებს ექიმი, რომელსაც აქვს სათანადო გამოცდილება იმუნოდეპრესიულ თერაპიაში და ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ ავადმყოფთა მოვლაში და რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლში ევეროლიმუსის დონის კონტროლს.

მოზრდილები. პრეპარატის საწყისი დოზა 0.75 მგ დღეში 2-ჯერ რეკომენდებულია პაციენტთათვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ თირკმლისა და გულის ტრანსპლანტაცია; ამასთან პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად ტრანსპლანტაციის შემდეგ.

– სერტიკანის დღიური დოზა ინიშნება პერორულად ორ მიღებაზე (დღეში 2-ჯერ). სერტიკანის მიღება შესაძლებელია საკვებთან, ან კვებათა შორის პერიოდში და, ამავე დროს, ციკლოსპორინთან ერთად (მიკროემულსიის სახით).

– სერტიკანი გამოიყენება მხოლოდ პერორული მიღებისათვის.

– სერტიკანის ტაბლეტები იყლაპება მთლიანად (დანაწევრების გარეშე), წყლის მიყოლებით. არსებობს ასევე დისპერგირებული ტაბლეტები იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა.

– სერტიკანის მიღების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის რეგულირება, სისხლში მიღწეული დონის, გადატანითობის, ინდივიდუალური საპასუხო რეაქციის, თანმხლებ მკურნალობაში არსებული ცვლილებებისა და კლინიკური სურათის გათვალისწინებით. დოზის რეგულირება შესაძლებელია განხორციელდეს 4 -5 დღიანი ინტერვალებით.

მიღება ბავშვებში და მოზარდებში. ამჟამად ბავშვებში და მოზარდებში სერტიკანის მიღების ადეკვატური მონაცემები არ არსებობს, რათა დადასტურდეს მისი მიღება ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში. თუმცა, არსებობს შეზღუდული ინფორმაცია ბავშვებში თირკმელების გადანერგვის შესახებ.

ხანდაზმული პაციენტები ±65 წელი). 65 წელზე უფროსი ასაკის ავადმყოფებში პრეპარატი ს მიღების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. ამასთან, ხანდაზმულ( ≥65-70) პაციენტებთან ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკისგან შედარებით ახალგაზრდა პაციენტებთან.

პაციენტები თირკმლის უკმასრისობით. დოზის მოდიფიკაცია საჭირო არ არის.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით. იმ პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, საჭიროა ევეროლიმუსის დონის გულდასმითი კონტროლი სისხლში. ღვიძლის მსუბუქიდან ზომიერი ხარისხის სიმძიმის უკმარისობით (A ან B კლასი Chaild-Pugh კლასიფიკაციით) დაავადებულ პაციენტებთან დოზა მცირდება დაახლოებით ნორმალური დოზის ნახევრამდე, თუკი დაცულია ორი ძირითადი პირობა: ბილირუბინი >34 მიკრო მოლ/ლ (>2 მგ/დლ), ალბუმინი 1.3INR (პროლონგირება >4წმ). დოზის შემდგომი ტიტრაცია ხორციელდება თერაპიული კონცენტრაციების მონიტორინგის საფუძველზე. ევეროლიმუსი არ გამოკვლეულა ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულებში (C კლასი Chaild-Pugh კლასიფიკაცის მიხედვით).

თერაპიული კონცენტრაციების მონიტორინგი. რეკომენდებულია სისხლში ევეროლიმუსის თერაპიული დონის კონტროლი. ზემოქმედება-ეფექტურობა და ზემოქმედება-უსაფრთხოების ანალიზის მონაცემებიდან გამომდინარე, იმ პაციენტებთან, რომელთა სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური დონე აღწევდა >3.0 ნგ/მლ, გამოვლინდა როგორც გულის, ასევე თირკმლის ტრანსპლანტატის ბიოფსიით დადასტურებული მწვავე მოცილება უფრო დაბალი სიხშირე, ვიდრე პაციენტებთან, რომლებთანაც მინიმალურმა დონემ შეადგინა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში; CYP3A4 გამოხატული ინდუქტორების ან ინჰიბიტორების ერთდროულად დანიშვნისას, ასევე მათი მიღების დამთავრების შემდეგ; ციკლოსპორინის დოზის მნიშვნელოვნად შემცირებისას, ან მისი შეწყვეტის შემდეგ. ევეროლიმუსის კონცენტრაციები შესაძლოა რამდენადმე შემცირდეს დისპერგირებული ტაბლეტების მიღების შემდეგ.

ოპტიმალურია, თუკი სერტიკანის დოზის მოდიფიკაცია ჩატარდება მინიმალური კონცენტრაციის (CO) რამდენიმეჯერ გაზომვის საფუძველზე, არა უადრეს 4 – 5 დღისა დოზის ბოლო ცვლილებიდან. ვინაიდან ციკლოსპორინი ურთიერთქმედებს ევეროლიმუსთან, ევეროლიმუსის დონეებმა შესაძლოა დაიწიოს ციკლოსპირინის დოზის შემცირებისას (ანუ მინიმალური კონცენტრაცია (CO)

ციკლოსპორინის რეკომენდებული დოზები თირკმლების ტრანსპლანტაციის დროს. სერტიკანის გამოყენება არ შეიძლება ერთდროულად ციკლოსპორინის მაღალ დოზებთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ციკლოსპორინის დოზის შემცირების შედეგად თირკმლის ტრანსპლანტატიან პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სერტიკანს, თირკმლის ფუნქცია უმჯობესდება. ციკლოსპორინის დოზის შემცირებას იწყებენ ტრანსპლანტაციიდან 1 თვის შემდეგ. A2306 გამოკვლევებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია ციკლოსპორინის დოზების შემდეგი დიაპაზონი, როგორც ეს განსაზღვრულია ოქმში (სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციები, გაზომილი დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ):

0-4 კვირა — 1000-1400 ნგ/მლ/,  5-8 კვირა– 700-900 ნგ/მლ, 9-12 კვირა — 550-650 ნგ/მლ/, 13-25 კვირა — 350-450 ნგ/მლ. ამ გამოკვლევებში სისხლში ციკლოსპორინის მინიმალურმა კონცენტრაციებმა (C0) (ნგ/მლ) შეაგინეს: 1 თვე; 239±114;  3 თვე: 131 ±85;  6 თვე: 82±60; 12 თვე: 61±28;  მნიშვნელოვანია, რომ ევეროლიმუსისა და ციკლოსპორინის დონეებმა არ დაიწიონ თერაპულ დიაპაზონზე ქვევით ტრანსპლანტაციის შემდეგ, რათა მოხდეს არაეფექტურობის რისკის მინიმიზაცია.

ციკლოსპორინის დოზის შემცირებამდე აუცილებელია დადგინდეს, რომ ევეროლიმუსის წონასწორული მინიმალური კონცენტრაციები სისხლში (CO) ტოლია ან მეტი 3 ნგ/მლ.

არსებობს შეზღუდული მონაცემები სერტიკანის დოზის შესახებ, რომელიც გამოიყენება ერთობლივად  ციკლოსპორინის მინიმალურ კონცენტრაციებთან 50 ნგ/მლ ქვევით ან CO დონეებით 350 ნგ/მლ ქვევეთ შემანარჩუნებელი თერაპიისათვის. თუკი პაციენტს არ შეუძლია გადაიტანოს ციკლოსპორინის დოზის შემცირება, განიხილება საკითხი სერტიკანის ხანგრძლივად გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

ციკლოსპორინის რეკომენდებული დოზები გულის ტრანსპლანტაციის დროს. ის პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ გულის გადანერვის ოპერაცია, მკურნალობის შემანარჩუნელ ფაზაში ღებულობენ ციკლოსპორინის შემცირებულ დოზას (დასაშვები დოზა), თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით. თუკი თირკმლის ფუნქცია პროგრესულად უარესდება ან თუკი კრეატინინის ინდექსი

არსებობს შეზღუდული მონაცემები სერტიკანის დოზაზე და ციკლოსპორინის მინიმალურ კონცენტრაციებზე (CO) 175 ნგ/მლ-ის ქვევით პირველ 3 თვეს, შემდგომ 135 ნგ/მლ-ის ქვევით 6 თვეზე და 100 ნგ/მლ-ის ქვევით გულის ტრანსპლანტაციიდან 6 თვის შემდეგ.

ციკლოსპორინის დოზის შემცირების წინ აუცილებელია დადგინდეს, რომ სისხლში ევეროლიმუსის წონასწორული მინიმალური კონცენტრაციები ტოლია ან მეტია 3 ნგ/მლ-ზე.

გვერდითი მოვლენები:

ქვემოთ ჩამოთვლილია პრეპარატის გვერდითი ეფექტების სიხშირე, რომელიც გამოვლინდა სამ კლინიკურ გამოკვლევებში და წარმოადგენს 1199 პაციენტიდან მიღებულ გაერთიანებულ მონაცემებს. ეს სამი გამოკვლევა იყო მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებადი გამოკვლევები, რომლებიც ჩატარდა ორმაგი ბრმა მეთოდით, მათგან 2-ში განხორციელდა თირკმლის გადანერგვა (de novo) და ერთში – გულის გადანერგვა (de novo). სერტიკანი ინიშნებოდა დოზით 1.5 მგ ან 3.0 მგ/დღეში 12 თვის განმავლობაში ციკლოსპორინთან (მიკროემულსიის სახით) და კორტიკოსტეროიდებთან ერთად. გარდა ამისა, აქვე შევიდა პრეპარატის გვერდითი ეფექტების წარმოქმნის სიხშირე ორ ღია გამოკვლევებში. ამ გამოკვლევებით ფასდებოდა თირკმლის ტრანსპლანტატიან რეციპიენტებში (de novo)  1.5 და 3 მგ სერტიკანის ეფექტურობა და უსაფრთხოება ციკლოსპორინის შემცირებულ დოზასთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:

ჩამოთვლილია წარმოქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად >1/10, ხშირად >1/100 და 1/1000 და 1/10000 და

ქვემოთ მოყვანილია მონაცემები იმ გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ შესაძლოა უკავშირდებოდნენ სერტიკანის მიღებას და რომლებიც გამოვლინდა კლინიკური გამოკვლევების მესამე სტადიაში (თირკმლისა და გულის ტრანსპლანტაცია). იგი შედგენილია ორგანოთა სტანდარტული კლასების Med-DRA მიხედვით.

ინფექციები და ინვაზიები: ხშირად – ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები, სეფსისი; ზოგჯერ – ჭრილობისმიერი ინფექცია.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ლეიკოპენია; ხშირად – თრომბოციტოპენია, ანემია (დადგინდა დოზადამოკიდებული ეფექტი, ან გამოვლინდა წარმოქმნის უფრო მაღალი სიხშირე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სერტიკანს დოზით 3 მგ/დღეში). კოაგულოპათია, თრომბოციტოპენიური პურპურა; ურემიული სინდრომი; ზოგჯერ – ჰემოლიზი.

ენდოკრინული დარღვევები: ზოგჯერ – ჰიპოგონადიზმი მამაკაცებში (ტესტოსტერონის დონის დაწევა, LH მომატება).

ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები: ძალიან ხშირად – ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერლიპიდემია, ხშირად – ჰიპერტრიგლიცერიდემია.

სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ხშირად – ჰიპერტენზია, ლიმფოცელე (თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს), ვენების თრომბოემბოლია.

სასუნთქი თორაკალური და მედიასტინური სისტემების მხრივ ხშირად – პნევმონია, ზოგჯერ – პნევმონიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – აბდომინური ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მხრივ:

ზოგჯერ – ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ღვიძლის სინჯების მაჩვენებლების ცვლილებები (გამა-GT, ACT, ALT აქტიურობის მომატება).

კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად – მუწუკები, ჭრილობის ქირურგიული გართულება; ზოგჯერ – გამონაყარი.

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – მიალგია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ხშირად – საშარდე გზების ინფექციები; ზოგჯერ – თირკმლის მილაკების ნეკროზი, პიელონეფრიტი.

მთლიანად ორგანიზმის მხრივ (მიღების ადგილი): ხშირად – შეშუპება, ტკივილი.

– საკონტროლო კლინიკურ გამოკვლევებში, სადაც პაციენტთა მდგომარეობა მოწმდებოდა 1 წლის განმავლობაში, ლიმფომა და ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები გამოვლინდა პაციენტების 1.4%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სერტიკანს (1.5 მგ ან 3.0 მლ/დღეში) სხვა იმუნოდეპრესანტებთან კომბინაციაში. კანის ავთვისებიანი დაავადებები გამოუვლინდა პაციენტთა 1.3%-ს, ავთვისებიანობის სხვა სახეები – პაციენტთა 1.2%-ს.

– გვერდითი ეფექტების წარმოქმნა შესაძლოა დამოკიდებული იყოს იმუნოსუპრესიის რეჟიმის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე. ძირითად გამოკვლევებში შრატში კრეატინინის დონის მომატება უფრო ხშირად გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სერტიკანს ციკლოსპორინის (მიკროემულსიის) მთლიან დოზასთან კომბინაციაში, ვიდრე საკონტროლო პაციენტებში. გვერდითი ეფექტების საერთო სიხშირე იყო შედარებით დაბალი ციკლოსპორინის (მიკროემულსია) დოზის შემცირებისას.

სერტიკანის გამოყენების უსაფრთხოების მაჩვენებელი ორ ღია გამოკვლევებში იგივეა, როგორიც აღწერილია 3 ძირითად გამოკვლევებში, გარდა იმისა, რომ კრეატინინის დონის მატება შრატში გამოვლინდა შედარებით იშვიათად და შრატში კრეატინინის დონის საშუალო მაჩვენებელი იყო გაცილებით დაბალი, ვიდრე სხვა გამოკვლევების მესამე სტადიაში.

უკუჩვენებები:

* სერტიკანი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ევეროლიმუსის, სიროლიმუსის ან რომელიმე სხვა შემავსებლის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: არ არსებობს ორსულ ქალებში სერტიკანის გამოყენების ადეკვატური მონაცემები. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა პრეპარატის ტოქსიკური გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე, მათ შორის ემბრიოტოქსიკურობისა და ფეტოტოქსიკურობის ჩათვლით.

ადამიანებისათვის პოტენციური რისკი დადგენილი არ არის. სერტიკანი არ ინიშნება ორსულებში, თუკი პოტენციური სარგებლობა არ სჭარბობს ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. შვილოსნობის ასაკის ქალებისათვის აუცილებელია კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდების გამოყენება სერტიკანით თერაპიის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან 8 კვირის განმავლობაში.

ლაქტაცია: ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ევეროლიმუსი დედის რძეში, მაგრამ ცხოველებზე ჩატარებულ გამოკვლევებში ევეროლიმუსი და მისი მეტაბოლიტები ვირთაგვების რძეში არ გამოვლენილა.

* ქალებმა, სერტიკანით მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყვიტონ ბავშვის ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ კლინიკურ ცდებში სერტიკანი ინიშნებოდა ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან, ბეზილიქსიმაბთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სხვა იმუნოდეპრესანტებთან ერთად სერტიკანის მიღების ადეკვატური გამოკვლევები არ ჩატარებულა. მაღალი იმუნოლოგიური რისკის მქონე პაციენტებში სერტიკანის მიღების ადეკვატური გამოკვლევები არ ჩატარებულა.

◄ ევეროლიმუსი არ გამოკვლეულა ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ამიტომ რეკომენდებულია სისხლში ევეროლიმუსის მონიტორინგი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

◄ CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი, რიტონავირი) და ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინი, რიფაბუტინი) სერტიკანის მიღება არარეკომენდებულია, თუკი სარგებლობა არ აღემატება რისკს.

◄ სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური დონეების მონიტორინგი რეკომენდებულია ყოველთვის, როცა ერთდროულად ინიშნებაCYP3A4 ინჰიბიტორები ან ინდუქტორები, ასევე მათი მიღების დამთავრების შემდეგ.

◄ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ იმუნოდეპრესანტებს, მათ შორის სერტიკანის ჩათვლით, არსებობს ლიმფომის ან სხვა ავთვისებიანი დაავადებების განვითარების მაღალი რისკი, განსაკუთრებით კანისა. სავარაუდოდ, აბსოლუტური რისკი დაკავშირებულია იმუნოსუპრესიის ხანგრძლივობასთან და ინტენსივობასთან, ვიდრე გარკვეული სამკურნალო საშუალების  მიღებასთან.

◄ აუცილებელია პაციენტების რეგულარული გამოკვლევები კანის ახალწარმონაქმნების არსებობაზე; რეკომენდებულია მზის სინათლისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შეზღუდვა და შესაბამისი მზის დამცავი კრემის გამოყენება.

◄ იმუნური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა განაპირობებს პაციენტთა მიდრეკილებას ინფექციური დაავადებებისადმი, განსაკუთრებით პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეულის. ცნობილია აგრეთვე ფატალური ინფექციებისა და სეფსისის შემთხვევები.

 

გაგრძელება

სერპენსი – SERPENS – СЕРПЕНС

საერთაშორისო დასახელება:

SERENOA REPENS

მწარმოებელი: LISAPHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროსტატის ადენომის სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

Serenoa repens-ის ნაყოფის ექსტრაქტი,

გასუფთავებული …………….. 160 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტიანდროგენული საშუალება.  თრგუნავს დიჰიდროტესტოსტერონის სინთეზს (5–ალფა რედუქტაზის ტიპი I და II ბლოკადის ხარჯზე) და მის ფიქსაციას ციტოზოლინის რეცეპტორებთან, რაც წარმოადგენს წინააღმდეგობას ჰორმონის ბირთვში შეღწევისა და შედეგად ითრგუნება ცილის სინთეზი. ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის, ფოსფოლიპაზა A2 და არაქიდონის მჟავის წარმოქმნას, ამცირებს Pg სინთეზს, რომელიც არეგულირებს შარდის გამომყოფი ქვედა გზების ტონუსს და პერისტალტიკას. ხასითდება ვაზოპროტექტორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამცირებს სისხლძარღვების კედლის გამტარობას.

ანტიანდროგენული და ვაზოპროტექტორული მოქმედება განაპირობებს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის სიმტომების შემცირებას.

ჩვნებები:

  • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, საკვებთან ერთდროულად. კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას სუსტად ან საშუალოდ გამოხატული სიმპტომებით – 160მგ 2–ჯერ დღეში (დილით და საღამოს), ან 320მგ 1–ჯერ დღეში (საღამოს). უფრო მეტად გამოხატული სიმპტომტიკით ან  უფრო სწრაფი ეფექტისთვის – 320მგ 2–ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლიობა 30 დღე, აუცილებელია კურსის პერიოდულად განმეორება.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

ღებინება (უზმოზე მიღებისას);

ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება:

შეთავსებადია ანტიბიოტიკებთან, უროანტისეპტიკებთან, ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან.

სერმიონი – SERMION – СЕРМИОН

საერთაშორისო დასახელება:

NICERGOLINE

მწარმოებელი: PFAIZER, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ნიცერგოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა-ადრენომაბლოკირებელი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ნიცერგოლინი ………….. 5 მგ

1 ტაბ.

ნიცერგოლინი ……..      30 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ნიცერგოლინი ………      10 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ნიცერგოლინი ………..    4 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ალფა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედება. იგი ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობას, ზრდის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მისი ქსოვილის გლუკოზით და ჟანგბადით მომარაგებას. ზემო და ქვემო კიდურებში ზრდის სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს, განსაკუთრებით პაციენტებში სისხლის მიმოქცევის დარღვეული ფუნქციით. არტერიული ჰიპერტონიით შეპყრობილ პაციენტებში, პრეპარატი იწვევს არტერიული წნევის თანდათანობით დაქვეითებას.

ჩვენებები:

  • ცერებრული ათეროსკლეროზი;
  • თავის ტვინის სისხლის ძარღვების ემბოლია და თრომბოზები;
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევები;
  • მაობლიტირებელი ენდეარტერიტი;
  • რეინოს სინდრომი;
  • შაკიკი;
  • ჰიპერტონული კრიზი (პრეპარატის, როგორც დამხმარე საშუალების პარენტერული გზით შეყვანისას);
  • არტერიული ჰიპერტონია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

– პრეპარატი ტაბლეტის სახით ინიშნება 3-ჯერ დღეში 5-10 მგ-ის ოდენობით. შემოგარსული ტაბლეტი ინიშნება 2-ჯერ დღეში 30 მგ-ის ოდენობით,  რომელიც წინასწარ გახსნილია დაახლოებით ნახევარ ჭიქა წყალში.

– მკურნალობის კურსი ხანგრძლივია, იგი შეადგენს 2-3 თვეს და უფრო მეტ ხანსაც. ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყება პრეპარატის პარენტერული შეყვანის გზით.

– მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. კუნთებში პრეპარატი შეჰყავთ 2-ჯერ დღეში 2-4-მგ-ის ოდენობით. შესაძლებელია ვენაში წვეთოვანი გზით 4 – 8 მგ პრეპარატის შეყვანა;

– სერმიონი შეყვანის წინ იხსნება 100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში, ან 5% გლუკოზის ხსნარში, რომელიც შეჰყავთ 2 წთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანდახან თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება, სახის ჰიპერემია, არტერიული წნევის დაქვეითება პარენტერული შეყვანისას.

ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა.

სხვადასხვა: დისპეფიური დარღვევები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* გამოხატული არტერიული ჰიპოტონია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ექსპერიმენტული კვლევების შედეგად არ არის დადგენილი პრეპარატის ტერატოგენული თვისებები.

განსაკუთრებული მითითებები:

სერმიონის პარენტერულად შეყვანის დროს მოსალოდნელია ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ამიტომ პაციენტი პრეპარატის შეყვანის შემდეგ რამდენიმე წთ-ის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სერმიონისა და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სერეტიდი დისკუსი – SERETIDE DISKUS – СЕРЕТИД ДИСКУС

საერთაშორისო დასახელება:

FLUTICASONE; SALMETEROL

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: სალმეტეროლი+ფლუტიკაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიასთმური პრეპარატი, ანთების საწინააღმდეგო და ბრონქოლიზური მოქმედებით საინჰალაციო გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი ინჰალაციისათვის: ინჰალატორში დისკუსი 60 დოზა.

1 დოზა

სალმეტეროლი (ქსინაფოატის სახით)….. 50 მკგ

ფლუტიკაზონის პროპიონატი ………..  100 მკგ

ფხვნილი ინჰალაციისათვის: ინჰალატორში დისკუსი 60 დოზა.

1 დოზა

სალმეტეროლი (ქსინაფოატის სახით) …….    50 მკგ

ფლუტიკაზონის პროპიონატი …………..      250 მკგ

ფხვნილი ინჰალაციისათვის: ინჰალატორში დისკუსი 60 დოზა.

1 დოზა

სალმეტეროლი (ქსინაფოატის სახით) …….    50 მკგ

ფლუტიკაზონის პროპიონატი……………….  500 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია აქტური ნივთიერებების თავისებურებით. სალმეტეროლი – β2-ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტი ხანგრძლივი მოქმედებით (12 სთ.) სალმეტეროლის მოლეკულა შეიცავს გრძელ გვერდით ჯაჭვს, რომელიც უკავშირდება რეცეპტორის გარე ნაწილს. აღნიშნული ფარმაკოლოგიური თავისებურება განაპირობებს სალმეტეროლით ჰისტამინ-ინდუცირებული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკას, პროლონგირებულ (არანაკლებ (12 სთ) ბრონქოდილატაციას და ბრონქების ჰიპერრეაქტიულობის შემცირებას.

In vitro ცდებმა ცხადყო, რომ სალმეტეროლი ეფექტურად და ხანგრძლივად აინჰიბირებს ჰისტამინის, ლეიკოტრიენების და D2 პროსტაგლანდინების გამოყოფას პოხიერი უჯრედებიდან. სალმეტეროლი აგრეთვე თრგუნავს აეროალერგენებზე რეაქციის ადრეულ და მოგვიანებით სტადიებს; პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მოგვიანებითი სტადია გრძელდება 30 სთ-მდე.

ფლუტიკაზონის პროპიონატი გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებაა (გკს). რეკომენდებულ დოზებში საინჰალაციო გზით მიღებისას ავლენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, რაც იწვევს სასუნთქი სისტემის ობსტრუქციული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომების ინტენსივობის შემცირებასა და დაავადებების გამწვავებების სიხშირის შემცირებას სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გარეშე.

მოზრდილებსა და ბავშვებში საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატის მაქსიმალური დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების დღიური სეკრეცია ნორმის ფარგლებში რჩება. სხვა საინჰალაციო გკს-ზე მყოფი პაციენტების საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატზე გადაყვანამ აჩვენა, რომ პერორალური გკს-ების წინასწარი მიღების მიუხედავად, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების დღიური სეკრეცია თანდათანობით უბრუნდება ნორმას. ფლუტიკაზონის პროპიონატის ხანგრძლივი მიღების დროს აგრეთვე ნორმის ფარგლებში ნარჩუნდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სარეზერვო ფუნქცია, რაც დასტურდება მასტიმულირებელი ტესტის შედეგებით. საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ თირკმელზედა ჯირკვლის სარეზერვო ფუნქციის ნარჩენითი დაქვეითება შეიძლება ნარჩუნდებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩატარებული თერაპიის შემდეგ. სერეტიდი დისკუსი უზრუნველყოფს პაციენტებისათვის უფრო მოსახერხებელი თერაპიის რეჟიმს.

ფარმაკოკინეტიკა:

სალმეტეროლისა და ფლუტიკანის პროპიონატის საინჰალაციო გზით ერთდროული მიღება არ მოქმედებს თითოეული კომპონენტის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე.

სალმეტეროლი: ინფორმაცია სალმეტეროლის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების შესახებ შეზღუდული რაოდენობით მოიპოვება, ვინაიდან საინჰალაციო გზით გამოყენებისას სისხლის პლაზმაში პრეპარატის უმცირესი კონცენტრაციის (200 პგ/მლ და ნაკლები) განსაზღვრა ტექნიკურად რთული განსახორციელებელია.

ფლუტიკაზონის პროპიონატი: ფლუტიკაზონის პროპიონატის აბსოლუტური სისტემური  ბიოშეღწევადობა საინჰალაციო გზით შეყვანისას შეადგენს 10-30%-ს. სისტემური აბსორბცია უპირატესად ფილტვებში ხდება. საინჰალაციო დოზის ნაწილი შეიძლება კუჭში მოხვდეს ყლაპვის შედეგად, მაგრამ მისი სისტემური მოქმედება მინიმალურია პრეპარატის წყალში დაბალი ხსნადობისა და ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო ღვიძლში პირველადი მოხვედრისას. ფლუტიკაზონის პროპიონატის პერორალური მიღებისას პრეპარატის ბიოშეღწევადობა 1%-ზე ნაკლებია. ფლუტიკაზონის პროპიონატს გააჩნია მაღალი პლაზმური კლირენსი (1150 მლ/წთ) და დიდი Vd (დაახლოებით 300 ლ). ფლუტიკაზონის პროპიონატი სწრაფად გამოიყოფა სისხლის მიმოქცევის სისტემიდან არააქტიური მეტაბოლიტის სახით.

ფლუტიკაზონის პროპიონატის თირკმლის კლირენსი უმნიშვნელოა (0.2%-ზე ნაკლები), მისი მეტაბოლიტის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდის მეშვეობით. T1/2 შეადგენს დაახლოებით 8 სთ-ს.

ჩვენებები:

  • ბაზისური თერაპია დაავადების სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციების თანხლებით (ბავშვებისა და მოზრდილების ბრონქული ასთმის ჩათვლით), როდესაც მიზანშეწონილია კომბინირებული თერაპიის დანიშვნა (ბრონქოდილატატორისა და საინჰალაციო გკს ჯგუფის პრეპარატი);
  • პროლონგირებული β2-ადრენომიმეტიკების და ინჰალაციური გლუკოკორტიკოსტეროიდების შემანარჩუნებელ თერაპიაზე მყოფი პაციენტები;
  • პაციენტები, რომელთაც საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების თერაპიის ფონზე უნარჩუნდებათ დაავადების სიმპტომები;
  • რეგულარულ ბრონქოდილატაციურ თერაპიაზე მყოფი პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ საინჰალაციო გკს.

მიღების წესი და დოზირება:

– სერეტიდი დისკუსი ნაჩვენებია მხოლოდ საინჰალაციო გამოყენებისათვის.

– პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ აუცილებელია სერეტიდი დისკუსის რეგულარული გამოყენება დაავადების სიმპტომების არარსებობის დროსაც. მკურნალობის განმავლობაში აგრეთვე აუცილებელია პაციენტის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა პრეპარატის ოპტიმალური დოზის შერჩევის მიზნით.

– სერეტიდი დისკუსის საწყისი დოზის განსაზღვრა ხდება დაავადების სიმძიმის ხარისხის შესაბამისი ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზის საფუძველზე. შემდეგ რეკომენდებულია საწყისი დოზის თანდათანობით შემცირება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

მოზრდილებს და მოზარდებს 12 წლისა და მეტი ასაკის მდგომარეობის შესაბამისად ენიშნებათ 1 ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი და 100 მკგ ფლუტიკაზოინს პროპიონატი; ან 50 მკგ სალმეტეროლი და 250 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი; ან 50 მკგ სალმეტეროლი და 500 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი) 2-ჯერ დღეში.

ბავშვებს 4 წლიდან 12 წლამდე ენიშნებათ 1 ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი და 100 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი) 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ვინაიდან სერეტიდი დისკუსი სალმეტეროლისა და ფლუტიკაზონის შემცველი კომბინირებული პრეპარატია, შესაბამისად პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს თითოეული კომპონენტისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები; მათი ერთდროული გამოყენება დამატებით გვერდით მოვლენებს არ იწვევს.

სალმეტეროლი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის ფრიალი, თავის ტკივილი (ტრანზიტორული ხასიათისაა და პრეპარატის რეგულარული გამოყენების ფონზე ინტენსივობა კლებულობს); იშვიათად (წინასწარი განწყობილების მქონე პაციენტებში) – გულის რითმის დარღვევა (მათ შორის მოციმციმე არითმია, სუპრავენტრიკულური ტაქიკადრია, ექსტრასისტოლიები).

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება.

სხვა გვერდითი მოვლენები: ტრემორი, ართრალგია, ხახის ლორწოვანის გაღიზიანება; ერთეულ შემთხვევებში – კუნთის კრუნჩხვები.

ფლუტიკაზონის პროპიონატი

სასუნთქი სისტემის მხრივ: ხმის ჩახლეჩვა, პირის ღრუსა და ხახის კანდიდოზი, პარადოქსული ბრონქოსპაზმი.

სხვა გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციები კანის მხრივ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნაჩვენებია დაავადების ხანგრძლივი მკურნალობის მიზნით.

მისი გამოყენება შეტევის კუპირებისათვის რეკომენდებული არ არის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში რეკომენდებულია ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორების (მაგ., სალბუტამოლი) გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ბრონქოდილატატორებზე მოთხოვნილების გაზრდა დააავადების გამწვავებაზე მიუთითებს.

◄ ბრონქული ასთმის უეცარი და პროგრესირებაში გამწვავება პაციენტის სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ მსგავს შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის მკურნალობის სქემის გადახედვა და გკს-ის დოზის გაზრდაზე გადაწყვეტილების მიღება.

◄ სერეტიდი დისკუსით თერაპიის სწრაფი შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.

◄ სიფრთხილით ენიშნებათ საინჰალაციო გკს-ს ფილტვის ტუბერკულოზით (როგორც აქტიური, ასევე არააქტიური ფორმით) დაავადებულ პაციენტებს, ასევე პაციენტებს ჰიპერთირეოზით.

◄ ხმის ჩახლეჩვისა და პირის ღრუს კანდიდოზის განვითარების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია პირის ღრუს წყლით გამორეცხვა ინჰალაციის შემდეგ.

◄ საინჰალაციო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ პარადოქსალური ბრონქოსპაზმი, რომლის კუპირება აუცილებელია სასწრაფოდ სწრაფად მოქმედი ბრონქოდილალატორების საშუალებით.

◄ ხანში შესული პაციენტები და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები დოზის სპეციალურ შერჩევას არ  საჭიროებენ.

პედიატრიაში გამოყენება: მონაცემები სერეტიდი დისკუსის 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება:

ამჟამად ინფორმაცია სერეტიდი დისკუსის დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.

სალმეტეროლი

სალმეტეროლის დოზის გადაჭარბება ვლინდება ტრემორით, თავის ტკივილითა და ტაქიკარდიით. საუკეთესო ანტიდოტს აღნიშნულ შემთხვევაში წარმოადგენენ კარდიოესელექციური  α1-ადრენობლოკატორები, თუმცა მათი გამოყენება ბრონქოსპაზმის მქონე პაციენტებში სიფრთხილით უნდა მოხდეს. თუ სალმეტეროლის დოზის გადაჭარბების გამო  ნაჩვენებია სერეტიდი დისკუსის მოხსნა, პაციენტს აუცილებლად უნდა დაენიშნოს შესაბამისი ჩანაცვლებითი სტეროიდული თერაპია.

ფლუტიკაზონის პროპიონატი

საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატის რეკომენდებულზე მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დროებითი დათრგუნვა. რეკომენდებულია თირკმელზედა ჯირკვლის სარეზერვო ფუნქციის მონიტორინგი.

ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება დოზებში, რომლებიც საკმარისია თერაპიული ეფექტის შენარჩუნებისათვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვინაიდან საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატის ძალიან მცირე კონცენტრაცია ხვდება სისხლის პლაზმაში, სხვა სამკურნალო პრეპარატებთან არასასურველი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

– სერეტიდი დისკუსის CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორებთან (მაგ., კეტოკონაზოლი) დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს, ვინაიდან ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური მოქმედება შეიძლება გაიზარდოს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სერევენტი – SEREVENT – СЕРЕВЕНТ

საერთაშორისო დასახელება:

SALMETEROL

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: სალმეტეროლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბრონქოლიზური პრეპარატი – ბეტა2-ადრენომიმეტური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი ინჰალაციისათვის: ბალონში 60 დოზა.

1 დოზა

სალმეტეროლი ………    25 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სერევენტი ახალი თაობის ხანგრძლივად მოქმედი ბეტა2-ადრენორეცეპტორების სელექტიური აგონისტია. თერაპიულ დოზებში იგი არ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ავადმყოფებში სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქუციით, იგი იწვევს (1 საათის განმავლობაში) ბრონქების ხანგრძლივ გაფართოვებას პრეპარატის რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესებასა, ამცირებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის გამოხატულებას და ბრონქული ასთმის ღამის შეტევებს.

In vitro ცდებმა ცხადყო, რომ სერივენტი მძლავრად და ხანგრძლივად აინჰიბირებს ჰისტამინის, ლეიკოტრიენების და პროსტაგლანდინების გამოყოფას, ხოლო in vivo  თრგუნავს ბრონქების ადრეულ და მოგვიანებით რეაქტიულობას.

სერევენტის მოქმედების დასაწყისი აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 5-10 წუთში, ბრონქოლიზური ეფექტის ხანგრძლივობით 12 საათი. პრეპარატი არ გამოიყენება ბრონქოსპაზმის კუპირებისათვის. იგი ინიშნება მხოლოდ ბრონქული ასთმის სიმპტომების ხანგრძლივი კონტროლის მიზნით.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: სერევენტის გამოყენებისას დოზით 50 მკგ 2-ჯერ დღეში პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 200 პგ/მლ, რის შემდეგაც იგი სწრაფად მცირდება.

გამოყოფა: პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის  ტრაქტით. იგი ძირითადად ექსკრეტირდება სალმეტეროლის ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • პრეპარატით ხანგრძლივი რეგულარული მკურნალობა სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადებების, ბრონქული ასთმის (მათ შორის პაციენტებში ასთმის ღამის შეტევებით და ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული შეტევებით) და ქრონიკული ბრონქიტების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

სერევენტი ნაჩვენებია მხოლოდ ინჰალაციის გზით მიღებისათვის.

მოზრდილებში: 2 ინჰალაცია (2X25 მკგ) 2-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა – 2 ინჰალაცია 50 მკგ 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

სასუნთქი სისტემის მხრივ: შესაძლებელია პარადოქსული ბრონქოსპაზმის განვითარება (ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ალტერნატიული მკურნალობის დანიშვნა).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად  – თავის ტკივილი, ტაქიკარდია.

სხვა: შესაძლებელია ჰიპოკალიემიის განვითარება, იშვიათად – ტრემორი (რომელიც მცირდება მკურნალობის დროს და შესაძლებელია გაქრეს ადექვატური დოზის შერჩევისას).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მოზრდილებში. პრეპარატის ხანგრძლივი მოქმედებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოყენება ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის შეტევების და ღამის შეტევების პროფილაქტკისათვის.

♦ სერევენტი სიფრთხილით ინიშნება თირეოტოქსიკოზით შეპყრობილ პაციენტებში. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას და ხანდაზმულებში დოზის შეცვლა არ არის აუცილებელი.

♦ სევერენტის რეგულარული გამოყენებისას ბევრ პაციენტში შეიძლება შემცირებულ იქნას სხვა ხანმოკლე მოქმედების სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენება.

♦ სერევენტის მიღებისას არ არის რეკომენდებული ინჰალაციური გლუკოკორტიკოიდების და სხვა პროფილაქტიკური საშუალებების მოხსნა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ტრემორი, თავის ტკივილი, ტაქიკარდია.

მკურნალობა: კარდიოსელექტიური  ბეტა-ადრენობლოკატორების შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სერევენტის ქსატანის წარმოებულებთან, გლუკოკორტიკოიდებთან და დიურეზულ საშუალებებთან კომბინირებისას მატულობს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ბრონქული ასთმის გამწვავების დროს და ჰიპოქსიის შემთხვევაში. ასეთ დროს აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის  შემცველობის მკაცრი კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სეპტრინი (ტაბლეტი) – SEPTRIN – СЕПТРИН

საერთაშორისო დასახელება:

CO-TRIMOXAZOLE

მწარმოებელი: დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: სულფამეტოქსაზოლი+ტრიმეტოპრიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სულფანილამიდური ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

სულფამეტოქსაზოლი ……….    400 მგ

ტრიმეტოპრიმი ……………….    80 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობულ საშუალებას, რომლის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტროპრიმის თვისებებით. სულფამეტოქსაზოლი ავლენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ბაქტერიულ უჯრედებში პარაამინობენზონის მჟავის უტილიზაციის დარღვევასთან და დიჰიდროფორის მჟავის სინთეზის ინჰიბირებასთან.

ტრიმეტოპრიმი იწვევს ბაქტერიის დიჰიდროფოლატრედუქტაზას შექცევად ინჰიბირებას ფერმენტის, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, სადაც ახდენს დიჰიდროფოლატის გარდაქმნას ტეტრაჰიდროფოლატად. სხვადასხვა პირობებში შესაძლოა განვითარდეს ბაქტერიოციდული ეფექტი. ამგვარად, ტრიმეტროპრიმი და სულფამეტოქსაზოლი აბლოკირებენ პურინების ორი მომდევნო სტადიის და შესაბამისად, ნუკლეინური მჟავების ბიოსინთეზს, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიების გამრავლებისა და ზრდისთვის.

სეპტრინი აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების – Listeria monocytogenes, Nocardia, Staphylococcus spp. (S.aureus, S. epidermidis, S. faecalis, S. pneumoniae, S. pyogenes, S. viridans) მიმართ. გრამუარყოფითი ბაქტერიების – Bordetella pertussis, Brucella spp., Citrobacter spp., Escherichia coli (ენტეროტოქსოგენური შტამების ჩათვლით), Haemophilus influenzae (ამპიცილინის მიმართ მდგრადი შტამები), Enterobacter spp., Proteus spp., Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholerae, Yersinia spp., Legionella pneumophila, Neisseria spp., Providencia, Serratia marcescens, Neisseria spp., Providencia, Pseudomonas ზოგიერთი სახეობების მიმართ, P. aeruginosa- ს გარდა.

სეპტრინი არ არის აქტიური მიკოპლაზმების მიმართ, როგორიცაა: Ureaplasma urealyticum, Mycobacterium tuberculosis, Treponema pallidum.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ სეპტრინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭში საკვების არსებობა ანელებს აბსორბციის პროცესს. სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1- 4 საათის შემდეგ და მისი დონე დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე. სეპტრინის სტაბილური კონცენტრაცია აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები არ ახდენენ ერთმანეთის კონცენტრაციაზე ურთიერთმოქმედებას.

ტრიმეტროპრიმი წარმოადგენს სუსტ ფუძეს ლიპოფილური თვისებებით. მისი კონცენტრაცია ქსოვილებში ჩვეულებრივ უფრო მაღალია, ვიდრე შესაბამისი კონცენტრაცია პლაზმაში. ტრიმეტროპრიმის შედარებით მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ფილტვებსა და თირკმელებში, რამდენადმე მცირე – ნაღველში, წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტსა და ქსოვილებში, ნერწყვში, ნახველში, ვაგინალურ გამონაყოფებში. ტრიმეტროპრიმის კონცენტრაცია თვალის სითხეში, დედის რძეში, ზურგის ტვინის სითხეში, ინტერსტიციულ სითხეებში საკმარისია ანტმიკრობული მოქმედების უზრუნველსაყოფად.

ტრიმეტროპრიმის ცილებთან კავშირი შეადგენს 50%-ს. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს შეადგენს 8.6-17 საათს; 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსისას ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 1.5-3-ჯერ. ტრიმეტროპრიმი გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში უშუალოდ თირკმელებით, უცვლელი (მიღებული დოზით 50%) და მეტაბოლიტების სახით. შარდში ტრიმეტროპრიმის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მერყეობს.

სულფამეტოქსაზოლი წარმოადგენს სუსტ მჟავას, რომლის კონცენტრაცია თვალის სითხეში, ნაღველში, ზურგის ტვინის სითხეში, ნახველსა და ინტერსტიციულ სითხეებში პლაზმის კონცენტრაციის 20-30% შეადგენს. სულფამეტოქსაზოლის ცილებთან კავშირი 66%-ია. თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 9-12 საათს. 25 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის დროს ხდება სულფამეტოქსაზოლის აცეტილირებული მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა. სულფამეტოქსაზოლი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით უცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციები (მათ შორის მწვავე ინფექციები, რეციდივული ან ქრონიკული ინფექციების გამწვავების ხანგრძლივი პროფილაქტიკა ბაქტერიურიის არ არსებობისას);
  • სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციები: სინუსიტები, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის ხანგრძლივი პროფილაქტიკა, ბრონქოექტაზური დაავადება, პნევმონიის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სასქესო ორგანოების ინფექციები: გონორეა, მსუბუქი შანკრი, ვენეროლოგიური ლიმფოგრანულემა, საზარდულის გრანულემა;
  • ინფექციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ინფექციური გენეზის დიარეა, გასტროენტერიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომელსაც იწვევს E.coli შიგელოზის, ქოლერას, მუცლის ტიფის და პარატიფის (მათ შორის ბაქტერიის მტარებლობისას) დროს;
  • კანის ინფექციები: აკნე, ფურუნკული, აბსცესი, პიოდერმია;
  • ჭრილობისმიერი ინფექციები;
  • სხვა ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: სეპტიცემია, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტი, მწვავე ბრუცელოზი;
  • სოკოვანი დაავადებები: სამხრეთ ამერიკული ბლასტომიკოზი;
  • პროტოზოული ინფექციები: მალარია, გამოწვეული Plasmodium falciparum-ით;

მიღების წესი და დოზირება:

დოზირება დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმისა და გამომწვევების მიმართ მგრძნობელობის შესაბამისად. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს სეპტრინი მიიღება პერორალურად. მძიმე ფორმის ინფექციების დროს, აგრეთვე როდესაც არ არის მისი პერორალურად მიღების საშუალება სეპტრინი შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი გზით.

12 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 2-ჯერ დღეში 960 მგ-ის ოდენობით 12 სთ-იანი ინტერვალით.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში კი ერთჯერადი დოზა ინიშნება ასაკის შესაბამისად:

ასაკი

ერთჯერადი

დოზა, მგ-ში

6-დან 12 წ-მდე480 მგ
6 თვიდან 5 წ-მდე240 მგ
6 კვირიდან 6 თვემდე120 მგ

 

ასაკის მიუხედავად, პრეპარატის მიღების სიხშირეა 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 სთ-ში). სეპტრიმის სადღეღამისო დოზა შეესაბამება დაახლოებით 6 მგ/კგ ტრიმეტოპრიმს და 30 მგ/კგ სულფამეტოქსაზოლს.

მწვავე ინფექციების დროს მკურნალობა შესაძლოა გავახანგრძლივოთ კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე და შემდგომი 2 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობის საშუალო კურსი შეადგენს 5 დღეს. პრეპარატის მიღებიდან 7 დღის შემდეგ, თუკი არ აღინიშნება სასურველი კლინიკური ეფექტი, საჭიროა პაციენტის ხელახალი გამოკვლევა და ანტიმიკრობული თერაპიის შეცვლა.

მძიმე ფორმის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატის დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 50%-ით, ამავე დროს რეკომენდებული დოზის გამოყენება არ უნდა აჭარბებდეს 3 დღეს.

საშარდე გზების ქვედა ნაწილის გართულებების გარეშე მიმდინარე ინფექციების სამკურნალოდ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 1-3 დღე.

12 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების გამწვავების ხანგრძლივი დროით პროფილაქტიკისათვის, როდესაც არ არსებობს ბაქტერიურია სეპტრინი მიიღება პერორალურად 480 მგ-ის ოდენობით ღამით;

12 წლამდე ასაკის ბავშვებში 2 მგ/კგ ტრიმეტოპრიმი და 10 მგ/კგ სულფამეტოქსაზოლი მიიღება ღამით; მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3-12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში.

ქრონიკული პროსტატიტის დროს სეპტრინი გამოიყენება პერორალურად. მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია პრეპარატის შედარებით მაღალი დოზის მიღება, სტანდარტულ დოზასთან შედარებით. რეციდივის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია მკურნალობის კურსის 3 თვემდე გაგრძელება.

პნევმოცისტოზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Pneumocistis carinii-ით, პრეპარატი მიიღება პერორალურად (ან ვენაში წვეთოვანი გზით) დღეში 2-ჯერ 20 მგ/კგ ტრიმეტოპრიმისა და 100 მგ/კგ სულფამეტოქსაზოლის შემცველობით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი მკურნალობის დასაწყისში შეჰყავთ ვენაში, პერორალურად მიღების გზაზე უნდა გადავიდეთ რაც შეიძლება სწრაფად. პნევმოცისტოზის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება დაავადების რეციდივის გაქრობამდე პერორალურად.

გონორეის სამკურნალოდ სეპტრინი ინიშნება პერორალურად.

მოზრდილებში აღნიშნული დაავადების გართულების გარეშე მიმდინარეობისას პრეპარატი გამოიყენება შემდეგი სქემით: 2 დღის განმავლობაში ყოველ 12 საათში 480 მგ-ის ოდენობით.

2.4 გ საწყისი დოზა (5 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 480 მგ კო-ტრიმოქსაზოლს) და 8 საათის შემდეგ კიდევ 2.4 გ.

იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის კურსის წესი არ არის დაცული, მაშინ რეკომენდებულია პრეპარატის ერთჯერადად მიღება დოზით 3.84 გ (8 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 480 მგ კო-ტრიმოქსაზოლს).

ცხვირ-ხახის გონოკოკური ინფექციის სამკურნალოდ სეპტრინი ინიშნება 3-ჯერ დღეში 960 მგ-ის ოდენობით 7 დღის განმავლობაში, ან 4.32 გ (9 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 480 მგ კო-ტრიმოქსაზოლს) ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.

მსუბუქი შანკრის, საზარდულის ლიმფოგრანულემატოზის დროს პრეპარატი ინიშნება პერორალურად საშუალო თერაპიულ დოზებში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-15 დღეს.

ვენერიული გრანულომის დროს პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, საშუალო თერაპიულ დოზებში, რომლის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას.

მწვავე ბრუცელოზის არსებობისას პრეპარატი ინიშნება პერორალურად (ან კუნთებში); მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია პრეპარატი მივიღოთ საშუალო თერაპიულ დოზაზე მეტი. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას. რეკომენდებულია ხელმეორე კურსის ჩატარება.

მალარიის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Plasmodium falciparum-ით, სეპტრინი მიიღება პერორალურად, საშუალო დოზით ან 1.92 გ (4 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 480 მგ კო-ტრიმოქსაზოლს) 2-ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში. ბავშვებში რეკომენდებულია დოზის შესაბამისად შემცირება.

ბაქტერიამტარებლობისას, ტიფის ან პარატიფის სამკურნალოდ სეპტრინი ინიშნება საშუალო დოზებში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 თვეს.

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დაზიანებით, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 25 მლ/წთ უფრო მეტს, სეპტრინი მიიღება საშუალო დოზებში. 15-25 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის არსებობისას სეპტრინი მიიღება საშუალო დოზით 3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ინიშნება საშუალო დოზის 50%. როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 15 მლ/წთ ნაკლებს, პრეპარატი ინიშნება საშუალო სადღეღამისო დოზის 50% (თუ ჩატარდება ჰემოდიალიზი).

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხანდახან – გულისრევა, ღებინება; იშვიათად – დიარეა, გლოსიტი, აღწერილი ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესახებ ცალკეული შემთხვევები.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზოგიერთ შემთხვევებში ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, იშვიათად – აგრანულოციტოზი, მეგალობლასტური ანემია და პურპურა. ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები:ს უმრავლესობა სუსტად არის გამოხატული. შექცევადია და მიმდინარეობს კლინიკური გამოვლინებების გარეშე.

ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც დაზიანებული აქვთ თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქცია, აგრეთვე გააჩნიათ ფოლის მჟავას დეფიციტი, აღნიშნული გვერდითი მოვლენები: შესაძლოა შედარებით მძიმე ფორმით მიმდინარეობდეს. ზოგიერთ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენეზას დეფიციტი სეპტრინის მოქმედებით შესაძლოა განუვითარდეთ ჰემოლიზი.

ენდოკრინული სტატუსის მხრივ: არსებობს კლინიკური მონაცემები სეპტრინის უარყოფითად მოქმედების შესახებ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. შესაძლოა ეს განპირობებული იყოს სულფამეტოქსაზოლის მოქმედებით.

ცნს-ის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თავის ტკივილი, დეპრესია, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, თუმცა აღნიშნული სიმპტომებისა და სეპტრინის კავშირი არ არის დადგენილი.

ალერგიული და ტოქსიკურ-ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანზე გამონაყარი (პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს); ცალკეულ შემთხვევებში – პოლიმორფული ბუშტუკოვანი ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკურ ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).

უკუჩვენებები:

* ღვიძლის პარენქიმის მძიმე დაზიანება;

* სულფანილამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* სისხლმბადი ორგანოების დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სეპტრინის უსაფრთხოება არ არის დადგენილი, რის გამოც მისი გამოყენება ამ დროს არ არის რეკომენდებული. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ სეპტრინი აღწევს დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ სეპტრინის მიღება არ არის რეკომენდებული დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში.

♦ 6 კვირიდან 5 თვემდე ასაკის ბავშვებში სეპტრინი ტაბლეტის ფორმით არ მიიღება.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, როდესაც მათი ორგანიზმი ფოლის მჟავას დეფიციტს განიცდის.

♦ თირკმელების ფუნქციით დაზიანებულ პაციენტებში სეპტრიმის მიღებიდან 12 საათის შემდეგ ყოველ 2-3 დღეში რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში სულფამეტოქსაზოლის დონის შემოწმება. იმ შემთხვევაში, როდესაც სუფლამეტოქსაზოლის საერთო კონცენტრაცია 150 მგ/მლ-ზე მეტია, მკურნალობა უნდა ჩავატაროთ მანამ, სანამ კონცენტრაცია არ შემცირდება 120 მგ/მლ-მდე.

♦ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ თერაპიას სეპტრინი არ ახდენს დამატებით უარყოფით ურთიერთქმედებას ძვლის ტვინზე, ან პერიფერიულ სისხლმიმოქცევაზე. სეპტრინის ხანგრძლივი დროით დანიშვნისას რეკომენდებულია ყოველთვიურად სისხლის ანალიზის შემოწმება. ვინაიდან არსებობს სიმპტომების გარეშე ჰემალოგიური მაჩვენებლების ცვლილებების განვითარების რისკი, რომელიც გამოწვეულია ფოლატების დეფიციტით. აღნიშნული ცვლილებები რეგულირდება ფოლის მჟავას დღეში 5-10 მგ-ის ოდენობით მიღებისას (რაც არ არღვევს პრეპარატის ანტიმიკრობულ აქტივობას).

♦ მკურნალობის პერიოდში აუცილებელია საკმარისი დიურეზის შენარჩუნება.

♦ In vitro კრისტალურია გვხვდება იშვიათად, თუმცა სულფანილამიდის კრისტალები აღმოჩენილ იქნა იმ პაციენტების შარდში, რომლებმაც მიიღეს სეპტრინი. დაუძლურებულ, გამოფიტულ პაიცენტებში კრისტალურიის განვითარების რისკი იზრდება.

♦ ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ტრიმეტოპრიმისა  და სულფამეტოქსაზოლის მეტაბოლიზმის და აბსორბციის ცვლილებები.

♦ ძირითადი  ჩვენების გარდა სეპტრინის გამოყენება კომპლექსურად შესაძლებელია ტოქსოპლაზმოზისა და ყივანახველას სამკურნალოდ; ინფექციების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით. აგრეთვე, დენტალური და პერიოდენტალური ინფექციების, მენინგიტის (იმ შემთხვევაში, როდესაც გამომწვევი პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა in vitro) სამკურნალოდ.

♦ ტონზილიტის და ფარინგიტის სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკებით, სეპტრინი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს.

♦ სეპტრინი არ არის ეფექტური ლატენტურად მიმდინარე ათაშანგის სამკურნალოდ.

♦ მწვავე მალარიის სამკურნალოდ, რომელიც Plasmodium falciparum-ით არის გამოწვეული, არსებობს რეციდივის წარმოშობის ალბათობა სისხლში სეპტრინისა და პირიმეთამინ-სულფანილამიდის კომბინაციას შორის ჯვარედინი რეზისტენტობის გამო.

♦ ტრიმეტოპრიმის მოქმედების შედეგად აღწერილი ფენილალანინის მეტაბოლიზმის დარღვევა (ფენილკეტონურიით შეპყრობილ პაციენტებში ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა შესაბამისი დიეტით უზრუნველყოფისას).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა.

მკურნალობა: პრეპარატის მიღება უნდა შევწყვიტოთ. რეკომენდებულია ხელოვნური ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა (თუკი პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ გავიდა არანაკლებ 2 საათი). შარდის მჟავე რეაქცია უზრუნველყოფს სულფამეტოქსაზოლის გამოყოფის გაზრდას, ხოლო შარდის ტუტე რეაქცია ამცირებს ტრიმეტროპრიმის გამოყოფის ხარისხს. კალციუმის ფოლინატის შეყვანა (3-6 მგ/დღეში) ამცირებს ტრიმეტროპტიმის გავლენას ძვლის ტვინზე.

მკურნალობა სიმპტომურია. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჰემოდიალიზის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ხანდაზმულ პაციენტებში დიურეზული საშუალებების, განსაკუთრებით თიაზიდური ჯგუფის და სეპტრინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია თრომბოციტოპენიის, ხანდახან თრომბოციტოპენიური პურპურის განვითარება. სეპტრინის მიღება იმ დროს, როდესაც პირიმეთამინი პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება 1 კვირის განმავლობაში, დოზით 25 მგ-ზე მეტი, შესაძლებელია მეგალობლასტური ანემიის განვითარება.

– სეპტრინი აძლიერებს ვარფარინის ანტიკოაგულაციურ მოქმედებას.

– სეპტრინი ზრდის ფენიტოინის ნახევარგამოყოფის პერიოდს, რის გამოც შესაძლებელია ამ უკანასკნელის მოქმედების გაძლიერება. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა სისხლში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი და პაციენტის მდგომარეობის შემოწმება.

– სულფანილშარდოვანას წარმოებულებისა და სეპტრინის ერთდროული გამოყენებისას ადგილი აქვს ორივე პრეპარატის მოქმედების გაძლიერებას.

– სეპტრინისა და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენებისას, 1 კვირის შემდეგ პლაზმაში აღინიშნება ამ უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდის დაქვეითება, რასაც არ გააჩნია რაიმე კლინიკური მნიშვნელობა.

– პაციენტებში, თირკმელების ტრანსპლანტაციით, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ციკლოსპორინსა და სეპტრინს, აღინიშნება თირკმელების ფუნქციის შექცევადი დარღვევა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

სეპტრინი (სუსპენზია) – SEPTRIN – СЕПТРИН

საერთაშორისო დასახელება:

CO-TRIMOXAZOLE

მწარმოებელი: GKAXOSMITHKLINE

მოქმედი ნივთიერება: სულფამეტოქსაზოლი+ტრიმეტოპრიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სულფანილამიდები; კომბინირებული ანტიმიკრობული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

სულფამეტოქსაზოლი ……..   200 მგ

ტრიმეტოპრიმი …………….   40 მგ

 

ვრცლად სეპტრინი (მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

Don`t copy text!