Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 475

საინექციო წყალი – AQUA PROINJECTIONIBUS – ВОДА ДЛЯ ИНЪЕКЦИИ

მწარმოებელი: BIOPHARM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გამხსნელი; ინექციისათვის საჭირო სამკურნალო საშუალებების მოსამზადებლად.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო წყალი: ამპულაში 21 მლ, შეფუთვაში 10 ც.

სავარიქსი გელი® – SAVARIX GEL® – САВАРИКС ГЕЛЬ®

მწარმოებელი: P. P. E. “GEMI”, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანტითრომბოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 30 გ

100 გ

ცხენისწაბლას ექსტრაქტი

(1:1, ეთანოლი 60) ………..     5.0 გ

ჰეპარინ ნატრიუმი    50000 სე

ანესთეზინი ………………….   1.0 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია მაღალი ფარმაკოლოგიური აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ შემდეგ აქტიურ ნივთერებებთან:

ჰეპარინ ნატრიუმის მარილი: გააჩნია ანტიკოაგულანტური, თრომბოლიზური მოქმედება, რომელიც ამცირებს შედედების პლაზმური ფაქტორების აქტივობას, აგრეთვე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოიხატება ჰიალურონიდაზის აქტიურობის დათრგუნვით;

ცხენისწაბლას ექსტრაქტი (1:1 ეთანოლ 60): შემადგენლობაში არსებული ტრიტერპენული საპონინების წყალობით, ამჟღავნებს ანთების საწინააღმდეგო, ვენების მატონიზირებელ, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებებს. ასტაბილირებს სისხლძარღვთა გამტარიანობას, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს ლიმფოსტაზს, ხელს უშლის სტაზის განვითარებას, რითაც აძლიერებს ჰეპარინის მოქმედებას.

ანესთეზინი: ავლენს ადგილობრივ გამაყუჩებელ მოქმედებას შეშუპების, კანის ანთების (რომელიც დაკავშირებულია ვენების ვარიკოზულ გაგანიერებესთან), კანქვეშა ჰემატომების (სისხლჩაქცევების), ტრავმების დროს.

ჩვენებები:

  • დამხმარე თერაპია: შეშუპების მკურნალობა და პროფილაქტიკა (ტრავმული);
  • კანქვეშა ჰემატომები;
  • ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლა.
  • ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • თრომბოზი;
  • ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში.

მიღების წესი და დოზირება:

კანის დაზიანებულ ადგილებზე გელის თხელი ფენის შეზელვით 3-5-ჯერ დღე-ღამეში.

არ გამოიყენება სახვევის და ელასტიური წინდის ქვეშ

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ადგილობრივი ანთება, წვა);

უკუჩვენებები:

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

* არ იხმარება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე და დასხივებით დაზიანებულ კანზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ სისხლდენისკენ მიდრეკილება.

♦ ალერგიული რეაქციის გამოვლენისას (ჭინჭრის ციება ქავილი, წვა ან გულისრევა) უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

♦ დაუშვებელია პრეპარატის თვალის მიდამოში მოხვედრა.

გავლენა სატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ფორმა და გამოყენების წესი უზრუნველყოფს დაცვას მისი გადაჭარბებული დოზით გამოყენებისგან. გადაჭარბების ვარაუდის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

ჰეპარინის ანტიდოტს წარმოადგენს პროტამინ სულფატი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ადგილობრივი გამოყენების დროს ჰეპარინის ნატრიუმის მარილის რეზორბცია სისხლში შეზღუდულია.

– შიგნით მისაღებ სხვა ანტითრომბულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, შესაძლოა დააჩქაროს ჰეპარინის მოქმედება და გაახანგრძლივოს სისხლის პლაზმის შედედების დრო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, დახურულ შეკვრაში, შუქისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

საბალ-ჰომაკორდი – SABAL-HOMACCORD – САБАЛЬ-ГОМАККОРД

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.

100 მლ

Sabal serrulatum D2 …..            0.9 მლ

Sabal serrulatum D10 ….           0.3 მლ

Sabal serrulatum D30 ….           0.3 მლ

Hepar sulfuris D10 ……..           0.7 მლ

Hepar sulfuris D15 ……..           0.7 მლ

Hepar sulfuris D30………           0.7 მლ

Hepar sulfuris D200 ……           0.7 მლ

Spiritus 45 vol %

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • პროსტატის ადენომის პირველი სტადია პროსტატიტი, შარდსასქესო გზების გაღიზიანება და ანთებები, ცისტიტები;
  • ასევე, როგორც დამხმარე თერაპია, თირკმელის კენჭოვანი დაავადების ჰიდრონეფროზების და პიელოცისტიტების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას მკურნალობას იწყებენ 10-10 წვეთით ყოველ 15 წუთში. არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნილის ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

საბ სიმპლექსი – SAB SIMPLEX – САБ СИМПЛЕКС

საერთაშორისო დასახელება:

SIMETHICON

მწარმოებელი: PFAIZER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: სიმეთიკონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტეორიზმი საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალური სუსპენზია: ფლაკონში 30 მლ

1 მლ

სიმეთიკონი …………..    69.19 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოლიგლიკოსტეარილის მჟავას ეთერები, მეთილჰიდოქსიპროპილცელულოზა, კარბომერი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ვანილის არომატი, ჟოლოს არომატი, ნატრიუმის ციკლომატი, ნატრიუმის საქარინი, გასუფთავებული წყალი, კონსერვანტები: სორბინის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

საბ სიმპლექსი ფაზების გაყოფის საზღვარზე ზედაპირის დაჭიმულობის შემცირებით ართულებს აირის ბუშტუკების წარმოქმნას და ხელს უწყობს მათ დაშლას საკვებ ფაფაში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოში. ამ დროს გამოთავისუფლებული აირები შთაინთქმებიან ნაწლავის კედლების მიერ ან გამოიყოფიან პერისტალტიკის საშუალებით. სონო- და რენტგენოგრაფიის დროს საბ სიმპლექსი ხელს უშლის გამოსახულების ხარვეზების განვითარებას; ხელს უწყობს მსხვილინაწლავის ლორწოვანი გარსის კონტრასტული საშუალებით მორწყვას, ხელს უშლის კონტრასტული აპკის გახლეჩას.

ცვლის კუჭის შიგთავსში და ნაწლავის ლორწოში წარმოქნმილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას. გამონთავისუფლებული აირები შეიწოვებიან ნაწლავის კედლების მიერ ან გამოიყოფიან ნაწლავის პერისტალტიკის დროს. სიმეთიკონი ქაფს ფიზიკური გზით გამოყოფს, არ შედის ქიმიურ რეაქციებში, ფარმაკოლოგიურად ინერტულია. არ შეიწოვება ორგანიზმში და გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავის მიერ.

ფარმაკოკინეტიკა:

ფიზიოლოგიური და ქიმიური ინერტულობის წყალობით არ შეიწოვება ორგანიზმში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გავლის შემდეგ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება (რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია);
  • სარეცხი საშუალებებით მწვავე მოწამვლა მათი კუჭში მოხვედრისას.

მიღების წესი და დოზირება:

მეტეორიზმის დროს:

ახალშობილები და ბავშვები, რომლებიც საკვებს ბოთლიდან ღებულობენ: ყოველ ბოთლში სუსპენზიის 15 წვეთს (0.6 მლ) უმატებენ.

საბ სიმპლექსის შერევა შეიძლება სხვა სითხეებთან, მაგალითად რძესთან.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები: 15 წვეთი (0.6 მლ) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში დამატებით 15 წვეთი ღამით.

სკოლის ასაკის ბავშვები: 20-30 წვეთი (0.8-1.2 მლ).

მოზრდილები: 30-45 წვეთი (1.2-1.8 მლ).

დოზა მიღებული უნდა იქნეს ყოველ 4-6 საათში; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გაზრდა.

საბ სიმპლექსის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. და საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ.

საბ სიმპლექსის მიცემა შეიძლება ახალშობილებში ჭამამდე ჩაის კოვზით.

გამოყენებამდე ფლაკონი აქტიურად უნდა შეინჯღრეს. იმისათვის, რომ სუსპენზია პიპეტიდან გადმოვიდეს, ფლაკონი უნდა გადმოვაბრუნოთ და ფსკერზე დავაკაკუნოთ.

გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების დინამიკაზე. საჭიროების შემთხვევაში საბ სიმპლექსის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადების დროს გამოყენება გაადვილდება თუ ფლაკონს პიპეტს მოვაცილებთ.

რენტგენოლოგიური გამოკვლევა: რენტგენოგრაფიისათვის მოსამზადებლად გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე მიიღება საბ სიმპლექსის 3-6 ჩაის კოვზი (15-30 მლ).

ულტრაბგერით გამოკვლევა: ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის მომზადებისას რეკომენდებულია მივიღოთ საბ სიმპლექსის 3 ჩაის კოვზი (15 მლ) საღამოს, გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 3 ჩაის კოვზი გამოკვლევამდე 3 საათით ადრე.

ენდოსკოპია: ენდოსკოპიამდე უნდა მივიღოთ საბ სიმპლექსის 1 ჩაის კოვზი (2.5-5 მლ). გამოკვლევის დროს ენდოსკოპიით შეიძლება შევიყვანოთ საბ სიმპლექსის სუსპენზიის რამდენიმე მილილიტრი.

სარეცხი საშუალებებით მოწამვლა: დოზა დამოკიდებულია მოწამვლის სიმძიმეზე. რეკომენდებული საბ სიმპლექსის მინიმალური დოზა შეადგენს 1 ჩაის კოვზს (5 მლ).

გვერდითი მოვლენები:

საბ სიმპლექსის გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარება არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები;

* ნაწლავის გაუვალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

საბ სიმპლექსის გამოყენება შეიძლება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატით ინტოქსიკაცის შემთხვევები უცნობია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი.

რუტოზიდი – RUTOSIDE – РУТОЗИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ხასიათდება ანგიოპროტექტული თვისებებით. იგი მიეკუთვნება P ჯგუფის ვიტამინებს და აქვეითებს კაპილარების მომატებული განვლადობას. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამცირებს მის შეშუპებას და ანთებით მოვლენებს.

პრეპარატს გააჩნია ანტიაგრეგაციული მოქმედება, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესების პროცესს. იგი ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას. ადგილობრივი გამოყენებისას მოქმედებს გამაგრილებლად და დამაწყნარებლად.

ჩვენებები

– ვენების ვარიკოზული გაგანიერება ტკივილით და შეშუპებით, ზედაპირული თრომბოფლებიტი, ტროფიკული დარღვევები და წყლულები ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს.

– პოსტთრომბოზული სინდრომი, ვარიკოზული ვენების რეზექციის შემდგომი პერიოდი, ჰემორაგიული დიათეზი, კაპილაროტოქსიკოზი,

დიაბეტური რეტინო- და ანგიოპათია,

– ტროფიკული ცვლილებები სხივური თერაპიის შემდეგ.

– ტკივილი და შეშუპება ტრავმის შემდეგ (გარეგანი გამოყენებისათვის).

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალური, ჩვენების და გამოყენებული სამკურნალო ფორმის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

პერორალური მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები, თავის ტივილი, სახის ჰიპერემია. იშვიათად – გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები

ორსულობის I ტრიმესტრი, მომატებული მგრძნობელობა რუტოზიდის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი ინიშნება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. რეკომენდებულია მისი ერთდროული გამოყენება ასკორბინის მჟავასთან.

რუტინაცეა იუნიორი – RUTINACEA JUNIOR – РУТИНАЦЕА ЮНИОР

მწარმოებელი: AFLOFARM, Poland

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულატორები; ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფლაკონი 100მლ

შემადგენლობა1½ ჩაის კოვზი (7,5მლ)5 ჩაის კოვზი (25მლ)
ექინაცეას ექსტრაქტი0,90მ3მგ
რუტინი0,75მგ2,5მგ
შავი მოცხარის კონცენტრატი111,6მგ372მგ
ჟოლოს წვენი37,2მგ124მგ
ასკილის ექსტრაქტი7,44მგ24,8მგ


დამხმარე
ნივთიერებები: საქაროზა, დისტილირებული წყალი, ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი), ჟოლოს არომატიზატორი, ქსანტინის ფისი (შემასქელებელი), ჟოლოს წვენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მცენარეული იმუნოსტიმულატორი. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კომპონენტები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით ძალებს და წარმოადგენენ იმუნიტეტის სტიმულატორებს.

ჩვენებები:

  • გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

მიღების წესები და დოზები:

3 წლამდე ბავშვებში: ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში.

3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 5-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: ყოველდღიური მიღებისას 10 დღე ან დღეგამოშვებით 20 დღე.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

უკუჩვენება;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

* აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებმა ექინაცეა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება დახურულ მდგომარეობაში, 25ºC – ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

რუმალაი კრემი – RUMALAYA CREAM – РУМАЛАЯ КРЕМ

შემადგენლობა:

Ciunnamomum camphora – 5% Mentha arvensis – 10% Pinus roxburghil – 5% Cinnamomum zeylanicum – 5% Ocimum sanctum – 5% Curcuma amada – 3%, Myrica nagi – 3%, Nerium odorum – 3 %, base q.s. – ad 100

ჩვენებები:

ანტირევმატიული ეფექტი. ანთების საწინააღმდეგო, ამცირებს შეშუპებას და ტკივილს, აღადგენს მოძრაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც მიიღწევა სისხლძარღვების გაფართოებით, ადუნებს კუნთებს.

რევმატიული და რევმატოიდული ართრიტი, ნევრალგია და ნევრიტები, ოსტეოართრიტი, გავა– წელის რადიკულიტი, ამოვარდნილობა და ტკივილი სახსრებში, სპორტსმენებში სახსრების ტკივილისასა, ფიბროზიტის დროს, პოდაგრა, მაალკირებელი სპონდილიტი, კისრისა და წელის სპონდილოზი.

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანი გამოყენების. კრემის მცირე რაოდენობას დაიტანენ დაზიანებულ უბანზე და ფრთხილი მასაჟით შეიზელენ 2–ჯერ დღეში.

რულიდი – RULID – РУЛИД

საერთაშორისო დასახელება:

ROXITHROMYCIN

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: როქსითრომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

როქსითრომიცინი ………      150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლიოქსიეთილენი, პოლიოქსიპროპილენგლიკოლი, პოლივიდონი, სილიციუმის დიოქსიდის კოლოიდური ანჰიდრიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სახამებელი.

გარსი: მეთილოჰიდროქსიპროპილცელულოზა, გლუკოზას ანჰიდრიდი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რულიდი წარმოადგენს ნახევარდსინთეზურ მაკროლიდების რიგის ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისათვის. მისი ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის ცილის სინთეზის დარღვევით რიბოსომების დონეზე.

პრეპარატი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

Bordetella pertussis; Borrelia burgdorferi; Moraxella ( Branhamella ) catarrhalis; Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Chlamydia trachomatis, psittaci and pneumoniae, Clostridium spp. (მათ შორის Clostridium perfringens) ; Corynebacterium diptheriae; Enterococcus spp., Gardnerella vaginalis; Methi – S – Staphylococcus; Neisseria meningitidis; Helicobacter pylori; Legionella pneumophilia, Lysteria monocytogenes obiluncus; Mycoplasma pneumoniae; Pasteurella multocida; Peptostreptococcus spp., Porphyromonas spp., Propionibacterium acnes; Rhodococcus equi, Streptococcus pneumoniae, Streptococcus spp.

პრეპარატი მიმართ ზომიერად მგრძნობიარეა Haemophilus influenzae, Ureaplasma urealyticum, Vibrio cholerae.

პრეპარატის მიმართ მდგრადია: Acinetobacter spp, Bacteroides fragilis; Enterobacteriaceae; Methi-R Staphylococcus; Pseudomonas spp; Fusobacterium; Mycoplasma hominis, Nocardia.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: რულიდი პერორალურად მიღებისას კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი სხვა მაკროლიდებთან შედარებით სტაბილურია კუჭის მჟავა არეში. რულიდის მიღება ჭამამდე 15 წთ-ით ადრე პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე გავლენას არ ახდენს. პრეპარატი სისხლის პლაზმაში აღმოჩნდება მისი მიღებიდან 15 წთ-ის შემდეგ. 150 მგ დოზით პრეპარატის მიღებისას 2.2 სთ-ის შემდეგ სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax)შეადგენს საშუალოდ 6.6 მგ/ლ , ხოლო 300 მგ პრეპარატის მიღებისას (Cmax) საშუალოდ 9.6 მგ/ლ 1.5 სთ-ის შემდეგ. რულიდის მიღება 12 სთ-იანი ინტერვალით ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში დღეღამის განმავლობაში პრეპარატის ეფექტური კონცენტრაციების შენარჩუნებას.

განაწილება: რულიდის 150 მგ დოზით დღეში 2-ჯერ მიღებისას 10 დღის განმავლობაში მისი წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2-4 დღის ინტერვალში. ამ დროს მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაციის Cmax საშუალო სიდიდე შეადგენს 9.3 მგ/ლ-ს, ხოლო პრეპარატის 300 მგ დოზით მიღებისას ყოველ 24 სთ-ში 11 დღის განმავლობაში – Cmax შეადგენს 10.9 მგ/ლ-ს.

რულიდი კარგად პენეტრირებს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში (კონცენტრიაცია 5.6-3.7 მგ/კგ), ნუშისებრ ჯირკვლებში (კონცენტრაცია 2.6-1.7 მგ/კგ) და წინამდებარე ჯირკვალში (კონცენტრაცია 2.8-2.4 მგ/კგ).

იგი კარგად აღწევს აგრეთვე უჯრედის შიგნით, განსაკუთრებით ნეიტროფილურ ლეიკოციტებში და მონოციტებში და ასტიმულირებს მათ ფაგოციტურ აქტივობას.

პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს საშუალოდ 96%-ს.

პრეპარატის არანაკლებ 0.05% გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა: რულიდი განიცდის მეტაბოლიზმს. აქტიური ნივთიერების ნახევარზე მეტი ორგანიზმიდან უცვლელი სახით გამოიყოფა ძირითადად ნაწლავების და აგრეთვე თირკმელების საშუალებით.

ღვიძლისა და თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში რულიდის 65% გამოიყოფა ნაწლავების მიერ.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მისი 150 მგ დოზით მიღების დროს შეადგენს საშუალოდ 10.5 სთ-ს.

თირკმელების უკმარისობის დროს რულიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით მიღებული დოზის დაახლოებით 10%-ით. თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 25 სთ-ით, ხოლო Cmax იზრდება.

ჩვენებები:

რულიდი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციების სამკურნალოდ:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი);
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის პნევმონია, ბრონქიტი, ბაქტერიული ინფექციები ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს, ატოპიური პნევმონია);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • გენიტალის ინფექციები (მათ შორის ურეთრიტი, ცერვიკოვაგინიტი);
  • ინფექციები ოდონტოლოგიაში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს რულიდი ენიშნებათ 150 მგ-იანი დოზით 2-ჯერ დღეში 12 სთ-იანი ინტერვალით. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 300 მგ-მდე დღეში. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე, მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე და ავადმყოფის მდგომარეობაზე.

ბავშვებში პრეპარატის საერთო დოზა შეადგენს 5-8 მგ/კგ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა არა უმეტეს 10 დღე.

თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში – 150 მგ ერთხელ დღეში.

რულიდი ენიშნებათ საკვების მიღების წინ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

– 50 მგ და 100 მგ ტაბლეტი ენიშნებათ ბავშვებს, დაწყებული 4 წლის ასაკიდან.

როქსიტრომიცინის დოზა შეადგენს 5-დან 8 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში და იყოფა ორ მიღებაზე.

– 12-დან 23 კგ სხეულის მასისას, ჩვეულებრივ, ინიშნება 50 მგ როქსიტრომიცინი 2-ჯერ დღეში 12 საათიანი ინტერვალით.

– 24-დან 40 კგ სხეულის მასისას, როქსიტრომიცინის დოზა

შეადგენს 100 მგ 2-ჯერ დღეში 12 საათიანი ინტერვალით.

როქსიტრომიცინის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიღების ჩვენებაზე ინფექციური პროცესის სიმძიმეზე და გამომწვევის აქტივობაზე. ბავშვებში მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

როქსიტრომიცინი მიიღება ორალურად, ჭამის წინ, ერთხელ ან 2-ჯერ დღე-ღამეში. გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, საერთო სისუსტე; იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.

დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ჰიპერემია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა (იშვიათად სისხლიანი); ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზების აქტივობის გარდამავალი მომატება, ქოლესტაზური მწვავე ჰეპატიტი; ცალკეულ შემთხვევებში – პანკრეატიტის სიმპტომები.

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზიები.

ზოგჯერ შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების მიმართ;

* ერგოტამინის და დიჰიდროერგოტამინის ჯგუფის პრეპარატების ერთდროული მიღება;

* ორსულობა და ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.

რულიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

რულიდი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებს. ამ დროს საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი და პრეპარატის დოზის კორექცია.

თირკმელების ფუნქციის უკმარისობით შეპყრობილ და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი დოზის კორექციას არ საჭიროებს.

ჭარბი დოზირება:

ამ დროს საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– რულიდთან ერთად ერგოტამინისა და ერგოტამინის მსგავსი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების ერთდროული დანიშვნა ნებადართული არ არის, “ერგოტიზმის” და კიდურების ქსოვილთა ნეკროზის განვითარების გამო.

– დიგოქსინთან პრეპარატის კომბინაციით შესაძლებელია მისი აბსორბციის გაზრდა.

– მაკროლიდური ანტიბიოტიკები ტერფენადინთან კომბინაციაში ზრდიან მის შრატისმიერ კონცენტრაციებს, რაც იწვევს მძიმე პარკუჭოვანი არითმიების განვითარებას, რის გამოც მათი კომბინაცია ნებადართული არ არის.

– რულიდის და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების (ვარფარინი) ერთდროული დანიშვნით იზრდება პროთრომბინის დრო.

– რულიდი (ისევე როგორც სხვა მაკროლიდები) იწვევს მიდაზოლამის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას.

– რულიდთან თეოფილინისა და ციკლოსპორინის A კომბინაციით ადგილი აქვს სისხლის პლაზმაში ამ უკანასკნელთა კონცენტრაციების მომატებას, იზოენზიმ CYP3A-ზე კონკურენტული მოქმედების გამო, რაც იწვევს PQ ინტერვალის გახანგრძლივებას და/ან მძიმე არითმიას.

– რულიდი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნას დიზოპირამიდ შემაკავშირებელი პროტეინით, რომელიც იწვევს დიზოპირამიდის შრატისმიერი მაჩვენებლების მომატებას. ამ დროს რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების მონიტორინგი და შესაძლებლობის მიხედვით სისხლის შრატში დიზოპირამიდის კონცენტრაციის განსაზღვრა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

რუზედალი – RUSEDAL – РУЗЕДАЛ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

რუდივაქსი – RUDIVAX – РУДИВАКС

საერთაშორისო დასახელება:

RUBELLA VACCINE

მწარმოებელი: AVENTIS PASTEUR

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სამედიცინო იმუნობიოლოგიურიპრეპარატი-ვაქცინა(წითურას საწინააღმდეგო)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 10 დოზა, გამხსნელთან კომპლექტში.

Don`t copy text!