Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 478

როლინოზი – ROLINOZ – РОЛИНОЗ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ცეტირიზინი, Cetirizine

მწარმოებელი: (“ROTAPHARM”, Great Britain).

წარმოებულია: (“ეიბისი ფარმაცეუტიჩი ს.პ.ა.”, იტალია)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები.

აღწერილობა: თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გლუვი ზედაპირით და გამყოფი ჭდით.

წვეთები შიგნით მისაღებად.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

ტაბლეტები

პრეპარატის 1 ტაბლეტის შემადგენლობაშია:

აქტიური ნივთიერება:

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ……………..  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი.

წვეთები შიგნით მისაღებად

პრეპარატის 1 მლ-ის შემადგენლობაშია:

აქტიური ნივთიერება:

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ……………  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცეროლი 85%, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის აცეტატდიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატები.

პიპერაზინის წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

როლინოზი – პერიფერიული ჰისტამინური H1-რეცეპტორების სელექციური ბლოკატორი, ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტი, ახდენს ანტიჰისტამინურ, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას. ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება.

მოქმედებს ალერგიული რეაქციების საწყის სტადიაზე, ამცირებს ანთებითი უჯრედების მიგრაციას; ხელს უშლის ასევე მოგვიანებითი ალერგიული რეაქციების განვითარებაში მონაწილე მედიატორების გამოყოფას. ამცირებს კაპილარების განვლადობას, ხელს უშლის ქსოვილთა შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს. აფერხებს კანის რეაქციის განვითარებას ჰისტამინის, სპეციფიური ალერგენების შეყვანაზე, ასევე სიცივეზე (სიცივით პროვოცირებული ჭინჭრის ციების დროს). ამცირებს ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოკონსტრიქციას მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის დროს.

რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას პრაქტიკულად არ გააჩნია სედაციური ეფექტი და პრაქტიკულად არ ახდენს ანტისეროტონინულ და ანტიქოლინერგულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, აბსორბცია – 70 %. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი T1/2– შეადგენს დაახლოებით 7-10 საათს.

მინიმალურად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით და შეუცვლელი სახით გამოიყოფა ძირითადად თირკმლის საშუალებით.

ჩვენებები:

  • სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი;
  • პოლინოზი (თივის ცხელება);
  • ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით);
  • ქავილით მიმდინარე დერმატოზები (მათ შორის, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი);
  • ალერგიული კონიუნქტივიტი;
  • ქრონიკული ეგზემა;
  • ბრონქული ასთმა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
  • ანგიონევროზული (კვინკეს) შეშუპება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების ან ჰიდროქსიზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* 2 წლამდე ასაკი;

* ორსულობა.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და ახასიათებს გარდამავალი ხასიათი.

საჭმლის–მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსია.

ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს)-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, აგზნება, შაკიკი.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი.

დოზირება და გამოყენების წესი:

როლინოზი მიიღება შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: პრეპარატი ინიშნება 2,5 მგ (5 წვეთი) 2-ჯერ დღეში ან 5 მგ (10 წვეთი) ერთხელ დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ (20 წვეთი ან 1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში ან 5 მგ (10 წვეთი ან 1/2½ ტაბლეტი) დილას და საღამოს.

მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება სადღეღამისო დოზით 10 მგ (20 წვეთი ან 1 ტაბლეტი).

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში) არ არის საჭირო როლინოზის დოზის შემცირება.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით რეკომენდებულია პრეპარატის დოზის ორჯერ შემცირება.

დოზის გადაჭარბება:

გვერდითი რეაქციების გამო  აქტივირებული ნახშირის მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში – სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეული დიალიზის ეფექტურობა არ არის დაგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესწავლისას როლინოზის მრავალჯერადი, ერთდროული გამოყენებისას ფსევდოეფედრინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზიტრომიცინთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან არ გამოვლენილა ცეტირიზინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლის პლაზმაში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს (საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობა), ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

როლინოზი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება:

როლინოზის გამოყენებისას მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი ქმედებების მიმართ,  რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

როკალტროლი – ROCALTROL – РОКАЛТРОЛ

საერთაშორისო დასახელება:

CALCITRIOL

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება : კალციტროლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სინთეზური ვიტამინ D–ს ანალოგი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 100 ც.

1 კაფს.

კალციტროლი ………… 0.5 მკგ

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი: სინთეზური კალციტრიოლი (ვიტამინ D3-ს ბილოგიურად აქტიური ფორმა)

დანამატები:

ხსნარი: ბუთილირებული ჰიდროქსიანიზოლი, ბუთილირებული ჰიდროქსიტოლუენი, საშუალო ზომის ჯაჭვის მქონე ტრიგლიცერიდი.

კაფსულები: ბუთილირებული ჰიდროქსიანიზოლი, ბუთილირებული ჰიდროქსიტოლუენი, ქოქოსის ფრაქცინირებული ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული სახამებლის ჰიდროგენიზებული პროდუქტები, ტიტანის დიოქსიდი E171, კანთაქსანტინი E161გ.

ჩვენებები:

  • დადასტურებული პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი;
  • რენალური ოსტეოდისტროფია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, კერძოდ ჰემოდიალიზზე მყოფი პირები;
  • იდიოპათიური ჰიპოპარათირეოზი;
  • ფსევდოჰიპოპარათირეოზი;
  • ვიტამინ D-ზე დამოკიდებული რაქიტი;
  • ვიტამინ D-რეზისტენტული ჰიპოფოსფატემიური რაქიტი.

მიღება და გამოყენების წესი:

სტანდარტული დოზირება

როკალტროლის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა სიფრთხილით და ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს შრატში კალციუმის დონის შესაბამისად. როკალტროლით მკურნალობა ყოველთვის უნდა დაიწყოს რაც შეიძლება დაბალი დოზით და არ უნდა გაიზარდოს შრატში კალციუმის დონის მკაცრი კონტროლის გარეშე.

როკალტროლის ოპტიმალური ეფექტურობის აუცილებელი პირობაა კალციუმის ადექვატური და არა ჭარბი რაოდენობის მიღება მკურნალობის დაწყებისას საკვების ან კალციუმის პრეპარატების სახით. კალციუმისსადღეღამისო მოხმარება (საკვებით ან მედიკამენტებით) საშუალოდ უნდა შეადგენდეს 800 მგ და არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ.

ჰიპერკალციემიისადმი მიდრეკილ პაციენტებში კალციუმის პრეპარატები უნდა დაინიშნოს დაბალ დოზებში ან სულ არ დაინიშნოს.

პაციენტების მონიტორინგი როკალტროლით მკურნალობისას სტაბილიზაციის ფაზის დროს, კალციუმის დონე შრატში უნდა შემოწმდეს სულ მცირე კვირაში ორჯერ, როკალტროლის ოპტიმალური დოზის შერჩევის შემდეგ – თვეში ერთხელ (ან ინდივიდუალური ჩვენებების მიხედვით). ანალიზისათვის სისხლის აღება უნდა ჩატარდეს დამჭერის გარეშე. როგორც კი შრატში კალციუმის დონე 1მგ/100მლ-ით (250 მოლ/ლ) გადააჭარბებს ნორმას (9-11 მგ/100 მლ, ან 2250-2750 მოლ/ლ), ან თუ შრატში კრეატინინის დონე აიწევს >120 მოლ/ლ, მკურნალობა როკალტროლით დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნორმოკალციემიის აღდგენამდე.

ჰიპერკალციემიისას შრატში კალციუმისა და ფოსფატის დონე ყოველდღიურად უნდა ისაზღვრებოდეს. ნორმალური მაჩვენებლების აღდგენის შემდეგ მკურნალობა როკალტროლით შეიძლება განახლდეს წინა დოზაზე 0.25 გ-ით ნაკლები დოზით. აუცილებელია შეფასდეს საკვებთან ერთად მიღებული კლაციუმის დონე და საჭიროების შეთხვევაში გაკეთდეს შესაბამისი კორექტივები.

დოზირება გნსაკუთრებულ შემთხვევბში:

პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი: რეკომენდებული დოზაა 0.25 გ დღეში ორჯერ.

შრატში კალციუმის და კრეატინინის დონე უნდა განისაზღვროს 1, 3 და 6 თვეებზე, ამის შემდგომ 6-თვიანი ინტერვალებით.

რენული ოსტეოდისტროფია (დიალიზზე მყოფი პაციენტები):

საწყისი სადღეღამისო დოზაა 0.25 გ; შრატში კალციუმის ნორმალური ან ოდნავ შემცირებული დონის მქონე პაციენტებში 0.25 გ დღეგამოშვებით. თუ ბიოქიმიური პარამეტრები და კლინიკური სურათი არ უმჯობესდება 2-4 კვირის განმავლობაში, მაშინ სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 0.25 გ-ით 2-4 კვირიანი ინტერვალებით. ამ პერიოდის განმავლობაში, შრატში კალციუმის დონე უნდა განისაზღვროს სულ მცირე კვირაში ორჯერ. პაციენტთა უმრავლესობა დადებითად პასუხობს მკურნალობაზე 0.5 გ და 1.0 გ შორის დოზის გამოყენებისას.

პულს–თერაპია პ/ო როკლატროლით: საწყისი დოზა 0.1 გ/კგ/კვირაში გაყოფილი ორ ან სამ თანაბარ დოზად და მიღებული ღამით. ეფექტურია მკურნალობის მუდმივი რეჟიმისადმი რეფრაქტერულ პაციენტებში. მაქსიმალური კუმულატიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 გ/კვირაში.

ჰიპოპარათირეოზი, რაქიტი: რეკომენდებული საწყისი დოზა – 0.25 გ/დღეში/დილით. თუ ბიოქიმიური პარამეტრები და კლინიკური სურათი არ უმჯობესდება 2-4 კვირის განმავლობაში, მაშინ დოზა შეიძლება გაიზარდოს 2-4 კვირიანი ინტერვალებით. ამ პერიოდის განმავლობაში, შრატში კალციუმის დონე უნდა განისაზღვროს სულ მცირე კვირაში ორჯერ. ჰიპერკალციემიის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეჩერდეს ნორმოკლაციემიის აღდგენამდე.

ყურადღება უნდა მიექცეს საკვებთან ერთად კალციუმის მიღების შემცირებას. მალაბსორბციის სინდრომის არსებობისას შეიძლება საჭირო გახდეს როკალტროლის მაღალი დოზების გამოყენება. ჰიპოპარათირეოზის მქონე ორსულებში ორსულობის მეორე ნახევარში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა, ხოლო მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციისას – მისი შემცირება.

ხანშიშესული პაციენტები: დოზის სპეციფიური კორექცია საჭირო არ არის. გათვალისწინებული უნდა იქნას ზოგადი რეკომენდაცია შრატში კალციუმისა და კრეატინინის მონიტორინგთან დაკავშირებით.

ჩვილები და უმცროსი ასაკის ბავშვები: როკალტროლი გამოიყენება ხსნარის სახით. ისევე როგორც მოზრდილებში, ოპტიმალური დოზა ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს შრატში კალციუმის დონის საფუძველზე.

როკალტროლის ხსნარის თითოეული კოლოფი შეიცავს გრადუირებულ პიპეტს ინდივიდუალური დოზირებისათვის. დოზა შეიძლება გამოიხატოს როგორც მლ-ებში, ასევე წვეთებში: ხსნარის 0.1მლ შეესაბამება აქტიური ინგრედიენტის (კალციტრიოლი) 0.1 გ-ს, ხოლო ხსნარის 1 წვეთი კალციტრიოლის 0.02გ-ს შეიცავს. ხსნარი ჯერ უნდა გადმოღებული იქნას კოვზზე და შემდეგ აირიოს ბავშვის საკვებში (მაგ., ფორთოხლის წვენი). გამოყენების შემდეგ ფლაკონი მჭიდროდ უნდა დაიხუროს. სახრახნისიანი თავსახური გახსნილი ფლაკონის ვარგისიანობის პერიოდის განმავლობაში (6 კვირა) შეიძლება შეიცვალოს პიპეტიანი თავსახურით.

2 წლამდე ასაკისთვის რეკომენდებული დოზაა 0.01- 0.1 გ/კგ წონაზე.

უკუჩვენებები:

ყველა დაავადება, რომელსაც თან სდევს ჰიპერკალციემია. მომატებული მგრძნობელობა როკალტროლისადმი (ან იმავე კლასის პრეპარატებისადმი) ან მისი შემდგენელი კომპონენტისადმი.

სიფრთხილის ზომები:

არსებობს მჭიდრო კავშირი როკალტროლით მკურნალობასა და ჰიპერკალციემიის განვითარებას შორის.

კვების რაციონის შეცვლის შედეგად კალციუმის მოხმარების უეცარმა ზრდამ (მაგ., რძის პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მოხმარება) ან კალციუმის პრეპარატების უკონტროლო მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია. საჭიროა ავადმყოფებისა და მათი ოჯახების გაფრთხილება დანიშნული დიეტის ზუსტად შესრულების აუცილებლობაზე, ასევე მათ უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი, თუ როგორ ამოიცნონ ჰიპერკალციემიის სიმპტომები. როგორც კი შრატში კალციუმის დონე 1მგ/100მლ-ით (250 მოლ/ლ) გადააჭარბებს ნორმას (9-11 მგ/100 მლ, ან 2250-2750 მოლ/ლ), ან თუ შრატში კრეატინინის დონე გახდება >120 მოლ/ლ, მკურნალობა როკალტროლით დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ნორმოკალციემიის აღდგენამდე.

იმობილიზებული პაციენტები ჰიპერკალციემიის განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. კალციტრიოლი ზრდის არაორგანული ფისფატის დონეს შრატში. მაშინ როდესაც ეს ეფექტი სასურველია ჰიპოფოსფატემიის მქონე პაციენტებში, საჭიროა სიფრთხილე თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ექტოპიური კალციფიკაციის განვითარების საშიშროების გამო. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია შრატში ფოსფატის დონის შენარჩუნება ნორმის ფარგლებში (2-5 მგ/100 მლ ან 0.65-1.62მმოლ/ლ) ფოსფატების შემაკავშირბელი პ/ო პრეპარატების მიღებით ან დაბალ-ფოსფატური დიეტით.

შრატში Ca X P არ უნდა აღემატებოდეს 70 მგ2/დლ2.

D-რეზისტენტული რაქიტის (ოჯახური ჰიპოფოსფატემია) მქონე პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ როკალტროლით, უნდა გააგრძელონ პ/ო ფოსფატ-თერაპია. თუმცა, გასათვალისწინებელია როკალტროლის მიერ ნაწლავებში ფოსფატების შეწოვის სტიმულირება, რამეთუ ამ ეფექტმა შეიძლება შეცვალოს ფოსფატების დამატებითი შეყვანის მოთხოვნილება. რეგულარალურად ჩასატარებელი ლაბორატორიული გამოკვლევების ნუსხას მიეკუთვნება:

შრატში კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის და ალკალინ ფოსფატაზას დონის განსაზღვრა, კალციუმისა და ფოსფატის შემცველობის კონტროლი სადღეღამისო შარდში. როკლატროლით მკურნალობის სტაბილიზაციის პერიოდში, შრატში კალციუმის დონე უნდა ისაზღვრებოდეს სულ მცირე კვირაში ორჯერ. ვინაიდან კალციტრიოლი ვიტამინ D-ს ყველაზე ეფექტური მეტაბოლიტია, D ჰიპერვიტამინოზის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილი არ არის როკალტროლით მკურნალობისას ვიტამინ D-ს სხვა პრეპარატების დანიშვნა. თუ პაციენტი ერგოკალციფეროლიდან (ვიტამინი D2) გადაჰყავთ კლაციტრიოლზე, მაშინ შრატში ერგოკალციფეროლის დონის ნორმალიზაციას შეიძლება თვეები დასჭირდეს.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებმა, რომლებიც როკალტროლს ღებულობენ, თავიდან უნდა აიცილონ დეჰიდრატაცია. შენარჩუნებული უნდა იყოს სითხეების ადექვატური მოხმარება.

ურთიერქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

ვინაიდან კლაციტრიოლი ვიტამინ D3-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაბოლიტია, დამატებითი ეფექტებისა და ჰიპერკალციემიის თავიდან ასაცილებლად როკლატროლით მკურნალობისას უნდა შეწყდეს ვიტამინ D-ს და მისი წარმოებულების მიღება.

პაციენტებმა მკაცრად უნდა დაიცვან რეკომენდებული დიეტა, ეს განსაკუთრებით ეხება კლაციუმის პრეპარატების მიღებას, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული კალციუმის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების უკონტროლო მიღება. როკალტროლის და თიაზიდური შარდმდენების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს.

დიგიტალისის პრეპარატებით მკურნალობისას, კალციტრიოლის დოზა სიფრთხილით უნდა შეირჩეს, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში ჰიპერკალციემიამ შეიძლება არითმიების პროვოცირება გამოიწვიოს. არსებობს ფუნქციური ანტაგონიზმი ვიტამინ D-ს ანალოგებსა, რომლებიც ხელს უწყობენ კალციუმის შეწოვას, და

კორტიკოსტეროიდებს შორის, რომლებიც თრგუნავენ კალციუმის შეწოვას. მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა (მაგ., ანტაციდები) შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერმაგნიემია, ამიტომ არ უნდა დაინიშნოს დიალიზზე მყოფ პაციენტებში როკალტროლით მკურნალობის დროს.ვინაიდან როკალტროლი ზეგავლენას ახდენს ფოსფატების ტრანსპორტირებაზე ნაწლავებში, თირკმლებსა და ძვლებში, ფოსფატების შემბოჭავი პრეპარატების დოზა შერჩეული უნდა იქნას შრატში ფოსფატების კონცენტრაციის  მიხედვით (ნორმა: 2-5 მგ/100 მლ, ან 0.65-1.62 მმოლ/ლ).

ფერმენტების ინდუქტორების გამოყენებამ – ფენიტიონი ან ფენობარბიტალი, შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიზმის გაძლიერება და ამით შეამციროს შრატში კლაციტრიოლის კონცენტრაცია. შესაბამისად, შეიძლება აუცილებელი გახდეს კალციტრიოლის უფრო მაღალი დოზები თუ ეს პრეპარატები ერთდროულად გამოიყენება. ქოლესტირამინმა შეიძლება შეამციროს ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვა ნაწლავებიდან და შესაბამისად შეამციროს კალაციტრიოლის შეწოვაც.

ორსულობა და ლაქტაცია:

როკალტროლის გამოყენება ორსულობის დროს მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის გადაწონის პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.ეგზოგენურად მიღებული კალციტრიოლი გადადის დედის რძეში. დედებში შესაძლო ჰიპერკალციემიისა და ჩვილებში შესაძლო გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, დედებს, რომლებიც ღებულებენ როკალტროლს, შეუძლიათ ბავშვის ძუძუთი კვება გააგრძელონ დედისა და შვილის შრატში კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგის პირობით.

როზამეტი – ROSAMET – РОЗАМЕТ

საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: JADRAN, ხორვატია

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნიტროიმიდაზოლის წარმოებული.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო 1%: ტუბში 25 გ

1 გ

მეტრონიდაზოლი ……..  10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი გამოიყენება დერმატოლოგიაში. იგი არღვევს დნმ-ს სინთეზს და ახდენს ნუკლეინის მჟავების წარმოქმნის ინჰიბირებას. პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს მრავალ ანაერობულ ბაქტერიასა და უმარტივესებზე, რის შედეგადაც უზრუნველყოფს ეფექტურ და მიმართულ თერაპიას.

ჩვენებები:

  • რეკომენდებულია ადგილობრივი გამოყენებისათვის ანთებადი პაპულების, პუსტულების და ერითემის სამკურნალოდ (acnae rozacea,acnae vulgaris).

მიღების წესი და დოზირება:

მალამო დაიტანება თხელი ფენის სახით 1-2-ჯერ დღე-ღამეში კანის თბილი წყლით ან გვირილის ნახარშით დაბანის შემდეგ;

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 1-2 თვის განმავლობაში. კლინიკური გაუმჯობესება მოსალოდნელია მკურნალობის პირველი სამი კვირის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად გარდამავალი სიწითლე, კანის უმნიშვნელო სიმშრალე, ქავილი და დაჭიმულობის შეგრძნება ადგილობრივად. სისტემური გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მოხმარების შემდეგ არ დაუშვათ კონტაქტი თვალის ლორწოვანთან, კანი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არსებობს თეორიული შესაძლებლობა პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერებისა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი..

როვენალი – ROVENAL – РОВЕНАЛ

საერთაშორისო დასახელება:

ROXITHROMYCIN

მწარმოებელი: LECHIVA

მოქმედი ნივთიერება: როქსითრომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, მაკროლიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 7 და 10 ც.

1 ტაბ.

როქსითრომიცინი   ……….       100 მგ

1 ტაბ.

როქსითრომიცინი ………….     150 მგ

1 ტაბ.

როქსითრომიცინი ………….      300 მგ

ვრცლად როქსიტასი

როვამიცინი – ROVAMYCINE – РОВАМИСИН

საერთაშორისო დასახელება:

SPIRAMYCIN

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: სპირამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები:  შეფუთვაში 16 ც.

1 ტაბ.

სპირამიცინი ………..   1.5 მლნ. სე

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

სპირამიცინი ………..   3 მლნ. სე

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური ხსნარი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

როვამიცინი წარმოადგენს ბაქტერიოსტატური მოქმედების მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. მისი ანტიმიკრობული ეფექტი განპირობებულია მიკრობის უჯრედის ცილის სინთეზის ინჰიბირებით რიბოსომების დონეზე. იგი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: სტრეპტოკოკები, მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები,Enterococcus spp., Rhodococcus equi, Bacillus cereus, Branhamella catarrhalis, Bordetella pertussis, Helicobacter pylori, Campylobacter spp., Legionella spp., Corynebacterium diphtheriae, Moraxella spp., Mycoplasma pneumoniae, Coxiella spp., Chlamydia spp., Treponema pallidum, Borrelia burgdorferi, Leptospira spp., Propionibacterium acnes, Actinomyces spp., Eubacterium spp., Porphyromonas spp., Mobiluncus spp., Bacteroides spp., Peptostreptococcus spp., Prevotella spp., Toxoplasma gondii (in vitro и in vivo).

ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმები: Neisseria gonorrhoeae, Ureaplasma urealyticum, Clostridium perfringens. В отношении данных возбудителей антибиотик умеренно активен in vitro.

სპირამიცინის აქტივობა Toxsoplazma gondii-ის მიმართ დამტკიცებულია in vitro და in vivo პრეპარატის მიმართ მდგრადია Enterobacter და Fseudomonas

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: როვამიცინის აბსორბციის პროცესი მიმდინარეობს სწრაფად და, მაგრამ არასრულად (ნახევრადაბსორბციის დრო – 20 წთ). საკვების მიღება პრეპარატის აბსორბციის პროცესზე გავლენას არ ახდენს.

განაწილება: როვამიცინის 6 მლნ სე დოზით პერორალური მიღებისას სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 3.3 მკგ/მლ; პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8 სთ-ს. პრეპარატი ადვილად აღწევს ნერწყვში და ქსოვილებში (ფილტვებში კონცენტრაცია – 20-დან 60 მკგ/გ-მდე. ნუშისებრ ჯირკვლებში – 20-დან 80 მკგ/გ-მდე; ინფიცირებულ ღრუებში – 75-დან 110 მკგ/გ-მდე, ძვლებში – 5-დან 100 მკგ/გ-მდე).

მკურნალობიდან 10 დღის განმავლობაში პრეპარატის კონცენტრაცია ელენთში, ღვიძლში და თირკმელებში შეადგენს 5-დან 100 მკგ/გ-ს.

როვამიცინი აღწევს და გროვდება ფაგოციტებში (ნეიტროფილები, მონოციტები, პერიტონეალური და ალვეოლური მაკრობაქტერიოფაგები). სპირამიცინის კონცენტრაცია ფაგოციტების შიგნით საკმაოდ მაღალია. ზემოთ აღნიშნული თვისებით აიხსნება მისი ძლიერი აქტივობა უჯრედშიდა ბაქტერიებზე.

სპირამიცინი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. პლაზმის ცილებთან პრეპარატის კავშირი მცირეა და შეადგენს დაახლოებით 10%-ს.

ბიოტრანსფორმაცია: როვამიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები უცნობია.

გამოყოფა: პრეპარატი კარგად გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველთან ერთად, სადაც მისი კონცენტრაცია 15-40-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში. მიღებული დოზის მხოლოდ 10% გამოიყოფა შარდთან ერთად.

პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა აღმოჩენილია განავალში.

ჩვენებები:

როვამიცინი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

  • სასუნთქი გზების ინფექციები მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია;
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
  • რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, წითელი ქარი, ჭრილობის ინფექციები);
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი);
  • სასქესო გზების ინფექციები (მათ შორის მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, განსაკუთრებით წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც გადაეცემიან სქესობრივი გზით);
  • გონორეა (განსაკუთრებით პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს);
  • მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტკა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს ენიშნებათ პერორალურად 2-3 ტაბ. 3 მლნ. სე ან 4-6 ტაბ. 1.5 მლნ. სე (6-9 მლნ სე) დაყოფილი 2-3-მიღებაზე დღეში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

კანის მხრივ:  ალერგიული რეაქციები; შესაძლებელია კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ცხელება.

უკუჩვენებები:

* როვამიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* ორსულობა და ლაქტაცია

* ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია ჩვენების მიხედვით; პრეპარატი ექსკრეგირებს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

ვინაიდან პრეპარატის აქტიური ნივთიერება არ გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ამიტომ თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში მკურნალობის რეჟიმის შეცვლა არ არის საჭირო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლევოდოპა: ლევოდოპასთან როვამიცინის ერთდროული მიღებისას საჭიროა ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და ლევოდოპას დოზის კორექცია.

სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას ჭვავის რქის დიჰიდრირებული ალკალოიდების შემცველ პრეპარატებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

როდასკონი – RODASKON – РОДАСКОН

საერთაშორისო დასახელება:

RHODIOLAE ROSEAE RHIZOMATA ET RADICES

მწარმოებელი: GEORGIAN PHARMACEUTICALS GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საერთომატონიზებელი საშუალება

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მცენარეული ადაპტოგენი.

როდასკონი იცავს ორგანიზმს კლიმატის, დღის რითმის და ტემპერატურის სწრაფი ცვლილებისას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ.

ჩვენებები:

• ასთენიური და ნევროზული მდგომარეობა;

• ყურადღების, კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება;

• ხანგრძლივი დაავადებების შემდგომი აღდგენითი პერიოდი;

• ალკოჰოლიზმის კომპლექსური მკურნალობა;

• პოსტოპერაციული და რეკონვალესცენციის პერიოდში კომპლექსური მკურნალობის დროს;

• გადატანილი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების შემდგომ პერიოდში;

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში 2-3 ტაბლეტი დღის პირველ ნახევარში ჭამის წინ 2-3 კვირის განმავლობაში.

მძიმე ფიზიკური დატვირთვისას 2-4 ტაბლეტი დატვირთვამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენება:

ორსულობა, ჰიპერტონული კრიზი, ბავშვთა ასაკი, აგზნებული მდგომარეობა. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული დღის მეორე ნახევარში.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება აგზნება, უძილობა, თავის ტკივილი, ჰიპერტონია.

შენახვის ვადა და პირობები:

3 წელი. ინახება ბნელ, გრილ ადგილას.

როგლიტი – ROGLIT – РОГЛИТ

საერთაშორისო დასახელება:

ROSIGLITAZON

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება:  როსიგლიტაზონის კალიუმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 6 ბლისტერი

1 ტაბ.

როსიგლიტაზონის კალიუმი ……..   2.213 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ, შეფუთვაში 3 და 6 ბლისტერი.

1 ტაბ.

როსიგლიტაზონის კალიუმი …….   4.426 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

როსიგლიტაზონის კალიუმი ………  8.852 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, ცელულოზა მიკროკრისტალური, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

გარსი: ოპადრაი II, 85F28751 თეთრი (ტალკი, მაკროგოლი 3000, ტიტანის დიოქსიდი C.I.77891 ,E 171, პოლივინილის სპირტი).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

როგლიტი წარმოადგენს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატს და განკუთვნილია შინაგანი მიღებისათვის II ტიპის (ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი) შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მიზნით.

II ტიპის შაქრიანი დიბეტის დროს ავადმყოფის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს საკმარისი რაოდენობით ან წარმოებული ინსულინი ნაკლებ ეფექტურია. ინსულინი, როგორც ბუნებრივი ქიმიური ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში, მონაწილეობს შაქრის დონის რეგულაციაში. პრეპარატი ახდენს ორგანიზმში სეკრეტირებული ინსულინის აქტივობის გაძლიერებას და სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

პრეპარატი მიიღება მხოლოდ კომბინაციაში სულფანილშარდოვანასთან ან მეტფორმინთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს.

როსიგლიტაზონი წარმოადგენს თიაზოლიდინდიონის ჯგუფის ჰიპოგლიკემიურ საშუალებას აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს ინსულინის მიმართ რეზისტენტობის შემცირების გზით ცხიმოვან ქსოვილში, ჩონჩხის კუნთებსა და ღვიძლში.

ახდენს დამცველობით მოქმედებას კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების ფუნქციაზე, აფერხებს ჰიპერგლიკემიის განვითარებას. არ ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის სეკრეციას და არ იწვევს ჭარბ ჰიპოგლიკემიას.

ჰიპოგლიკემიური მოქმედება ვითარდება თანდათან. უზმოზე სისხლში გლუკოზის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 6-8 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.

2-წლიანი კვლევის შედეგებით როსიგლიტაზონის 1-2-ჯერადი მიღება დღეში სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან ან მეტფორმინთან კომბინაციაში უზრუნველყოფს გლიკემიის ხანგრძლივ კონტროლს: უზმოზე სისხლში შაქრის დაHbAI c-ს დაქვეითებას. პაციენტებში ჭარბი წონით ჰიპოგლიკემიური ეფექტი უფრო მკვეთრად ვლინდება. პაციენტებში II ტიპის შაქრიანი დიაბეტით როსიგლიტაზონის კომბინირება სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან ან მეტფორმინთან განაპირობებს ადიტიურ ეფექტს და უზრუნველყოფს გლიკემიის კონტროლს.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: როსიგლიტაზონის 4 მგ ან 8 მგ-ის მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს 99%. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში (Cmax) აღწევს მიღებიდან 1 სთ-ში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს როსიგლიტაზონის AUC (მრუდი კონცენტრაცია-დრო) კონცენტრაციაზე პლაზმაში.

გამოყოფა: ნახევარგამოყოფის პერიოდია 3-4 სთ დღეში 1-2-ჯერადი მიღებისას, არ კუმულირდება. გამოიყოფა შეცვლილი სახით ძირითადად თირკმელებით (დოზით 2/3), სანაღვლე გზებით 25%

ჩვენებები:

  • II ტიპის შაქრიანი დიაბეტი;
  • კომბინაციაში მეტფორმინთან ჭარბი წონის მქონე პაციენტებში;
  • კომბინაციაში სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან იმ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ მეტფორმინის მიმართ აუტანლობა, ან უკუჩვენება.

მიღების წესი და დოზირება:

როგლიტი მიიღება ჭამის დროს ან დამოუკიდებლად საკვების მიღებისაგან, 1-2-ჯერ დღეში. საწყისი სადღეღამისო დოზაა  – 4 მგ.

კომბინაციაში მეტფორმინთან: საწყისი დოზაა 4 მგ/დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 8 კვირიანი მკურნალობის შემდეგ 8 მგ-მდე/დღეში.

სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან კომბინაციაში: დღეში 4 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენების გამოცდილება არ არის.

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება იგივე დოზებით.

თირკმელების დაზიანების დროს: თირკმელების მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის დროს დოზის კორექციის საჭიროება არ არის. თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მორიგი დოზის მიღება, გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოს რაც შეიძლება ადრე, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს.

გვერდითი მოვლენები:

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად როგლიტის ტაბლეტებს შეუძლია მოახდინოს არასასურველი ეფექტები.

როსიგლიტაზონის მეტფორმინთან კომბინაციაში მიღებისას შესაძლებელია:

წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის მხრივ: ხშირად სისხლნაკლებობა.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ხშირად შაქრის  დაბალი დონე სისხლში. იშვიათად შაქრის მაღალი დონე სისხლში, შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება, ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირად თავის ტკივილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად ნაწლავებში გაზების წარმოქმნის გაძლიერება, ღებინება, მუცლის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები შეწოვის დარღვევის გამო; იშვიათად გულისრევა, მადის დაკარგვა, გაუვალობა.

როსიგლიტაზონის სულფანილშარდოვანასთან კომბინაციაში მიღებისას შესაძლებელია:

წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის მხრივ: იშვიათად სისხლნაკლებობა.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ხშირად შაქრის დაბალი დონე სისხლში, სხეულის წონის მომატება; იშვიათად – ქოლესტერინის, ცხიმების  ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად ძილიანობა, თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის რომელიმე ნაწილში.

სუნთქვის ორგანოების მხრივ: იშვიათად ქოშინი.

კუჭ-ნალწავის ტრაქტის მხრივ: ხშირად ნაწლავებში გაზების წარმოქმნის გაძლიერება, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის მომატება.

სხვა მოვლენები: მომატებული დაღლილობა, ძალების დაქვეითება.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა როსიგლიტაზონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ;
  • გულის I-IV ხარისხის უკმარისობა HYHA-ს კლასიფიკაციით (მათ შორის ანამნეზში);
  • ღვიძლის ნებისმიერი დაავადებისას;
  • ღვიძლის ფუნქციის ცუდი ლაბორატორიული მაჩვენებლებისას;
  • ინსულინით მკურნალობისას;
  • სამმაგ კომბინაციაში შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან;
  • თირკმელების მძიმე დაავადებებისას, ვინაიდან პრეპარატის მოქმედება ავადმყოფთა ამ ჯგუფში შესწავლილი არ არის.
  • ორსულობის დროს. ვინაიდან ასეთი ავადმყოფებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის;
  • ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან ჩვილ ბავშვებზე პრეპარატის მოქმედება უცნობია;
  • 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკის ჯგუფში დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის ან ძუძუთი კვების დაგეგმვის წინ, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

ჩასახვის შემთხვევაში როგლიტის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს, რომლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.

მნიშვნელოვანი ცნობები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების შესახებ:

ლაქტოზას (რძის შაქრის) აუტანლობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ როგლიტის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას: 2 მგ ტაბლეტი შეიცავს 54.403 მგ ლაქტოზას, 4 მგ ტაბლეტი – 108.806 მგ და 8 მგ ტაბლეტი – 217.612 მგ.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობა უნდა ჩატარდეს შესაბამისი დიეტის აუცილებელი დაცვით. შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში დიდ როლს თამაშობს საკვების კალორიულობისა და სხეულის ჭარბი წონის შემცირება, ასევე ფიზიკური ვარჯიში, ვინაიდან ისინი განაპირობებს ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდას ინსულინის მოქმედების მიმართ. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არა მარტო მკურნალობის დასაწყისში, არამედ წამლით მკურნალობის ეფექტურობის შენარჩუნებაშიც. დიეტის დაცვა და სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი აუცილებელია მკურნალობის მთელ პერიოდში.

ავტომობილისა და სხვა სამუშაო მექანიზმის მართვის უნაზე გავლენა: როსიგლიტაზონი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა სამუშაო მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

რობიტუსინი – ROBITUSSIN – РОБИТУССИН

საერთაშორისო დასახელება:

DEXTROMETHORPHAN

მწარმოებელი: WYETH-LEDERLE PHARMA,აშშ

მოქმედი ნივთიერება:  დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიტური; ხველების დამთრგუნველი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი  ……..  3.75 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას. თერაპიულ დოზებში არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვასა და მიჩვევას.

ფარმაკოკინეტიკა:

პარორალურად მიღებისას დექსტრომეტორფან ჰიდრობრომიდი განიცდის ღვიძლში ნაწილობრივ მეტაბოლიზმს. გამოიყოფა შარდით უცვლელი ან დიმეთილირებული მეტაბილიტების სახით.

ჩვენებები:

  • მშრალი, შემაწუხებელი ხველის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

ერთი სუფრის კოვზი შეიცავს 22,5მგ დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს. ერთჯერადი დოზა შეადგენს 15-30 მგ. დღიური დოზა შეადგენს 120 მგ. მიიღება თითო სუფრის კოვზი დღეში 1-4 ჯერ, პრეპარატის მიღებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები. არ შეიძლება ხუთ სუფრის კოვზზე მეტის მიღება დღეღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. შესაძლებელია პრეპარატის მიღება ხველის შეტევის პერიოდში რეკომენდებული დოზით. ხანდაზმულ ასაკში ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში პირველად მიღებისას ერთჯერადი დოზა მცირდება ორჯერ, ტოლერანტობიდან გამომდინარე შესაძლებელია დოზის მომატება რეკომენდებულ დოზამდე.

გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური–ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა და ძილიანობა.

 

კუჭ–ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა. მალტიტოლის არსებობის გამო შესაძლებელია საჭმლის მონელების დარღვევა და დიარეის განვითარება.

ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვიათ შემთხვევაში ბრონქოსპაზმი).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* ბრონქული ასთმა;

* სუნთქვის უკმარისობის ნიშნები;

* მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის პერიოდში;

* ლაქტაციის პერიოდი;

* 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

! ორსულობის ბოლოს დექსტრომეტორფანის მცირე დოზებით მიღებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ახალშობილის სუნთქვის გაჩერება.

მესამე ტრიმესტრში დექსტრომეტორფანის რეგულარულმა მიღებამ (მიღებული დოზის მიუხედავათ) შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი.

ორსულობის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.

! დექსტრომეტორფანის მაღალი დოზებით მიღებამ ძუძუთი კვების დროს შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის სუნთქვის გაჩერება.

განსაკუთრებული მითითებები:

ბრონქებისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, რომელთაც თან ახლავს ნახველის გამოყოფა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

არ შეიძლება ამ პრეპარატით სველი ხველის მკურნალობა.

სხეულის ტემპერატურის მომატებისას, აგრეთვე მდგომარეობის გაუარესებისას ან ხუთდღიანი მკურნალობის კურსის არაეფექტურობის შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი რეკომენდებული დოზის მომატება და ხველის სხვა საწინააღმდეგო საშუალებების მიღება. ამ დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის მიღება არ შეიძლება ბრონქული ლორწოს გამათხიერებელ (ამოსახველებელ და მუკოლიზურ პრეპარატებთან) საშუალებებთან ერთად. პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი შეიცავს 7,8 მგ კალიუმს, რაც აუცილებელია გავითვალისწინოთ დღის რაციონის შედგენისას. თირკმლის უკმარისობისას პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატის შემადგენლობაში მალტიტოლის არსებობის გამო მისი მიღება არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის აუტანლობის დროს (ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადება).

პრეპარატი ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ფარულ ან გარდამავალ ძილიანობას ან თავბრუსხვევას, რაც საშიშია მძღოლებისა და იმ პირებისათვის, რომლებიც მუშაობენ მანქანა-დანადგარებთან. პრეპარატის რამდენჯერმე მიღების შემდეგ ეს სიმპტომები მცირდება. ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის დაწყება უმჯობესია საღამოს.

მსგავსი მოვლენები ძლიერდება ალკოჰოლის მიღების ფონზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ორიენტაციის დარღვევა, ძილიანობა. მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია კომის განვითარება, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, კრუნჩხვები.

მკურნალობა: სუნთქვის დათრგუნვის დროს: ნალოქსონი, ხელოვნური სუნთქვა. კრუნჩხვისას: ბენზოდიაზეპინი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– უკუნაჩვენებია ერთდროული მკურნალობა: სელექტიურ და არასელექტიურ MAO-ს ინჰიბიტორებთან (მოკლობემიდი, ტოლაქსოტონი) ერთდროული გამოყენება სეროტონინერგული სინდრომის განვითარების რისკის არსებობის გამო (ტაქიკარდია, ოფლიანობა, ტრემორი, ორიენტაციის დარღვევა, დიარეა, კომა).

– არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება: ალკოჰოლის მიღება მკურნალობის პერიოდში აძლიერებს სედატიურ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციას, რაც საშიშია ავტომობილის მართვისას და ავტომატური დანადგარებთან მუშაობისას.

– საფრთხილოა ერთდროული გამოყენება: ერთდროული გამოყენება პრეპარატებისა, რომლებიც ახდენენ დეპრესიულ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე – მორფინის წარმოებულები (ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები და მისი ანალოგები), ნეიროლეფსიური საშუალებები, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინი და სხვა ჯგუფის ანქსიოლიზური საშუალებები, საძილე პრეპარატები, სედატიური ანტიდეპრესანტები, H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები, კლონიდინი და მისი ანალოგები, ბაკლოფენი, ტალიდომიდი – შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რაც სახიფათოა ავტომობილის მართვისას და ავტომატურ დანადგარებთან მუშაობისას.

–  მორფინის წარმოებულები (ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები და მისი ანალოგები) აგრეთვე შესაძლებელია გააძლიერონ სუნთქვის დათრგუნვა და დეპრესიული სინდრომი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი ურთიერთქმედება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან, საჭიროა აცნობოთ ექიმს, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ.

შენახვის ვადა:

3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 150C – 250C ოთახის ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

რიცინის ზეთი – OLEUM RICINI – РИЦИНА МАСЛО

საერთაშორისო დასახელება:

CASTOR OIL

მწარმოებელი: TBILISI PHARMACY FACTORY

მოქმედი ნივთიერება:

აბუსალათინის ზეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ზეთოვანი ხსნარი: ფლაკონში.

აბუსალათინის ზეთი სულფატირებული

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აბუსალათინის ზეთი მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებებს. გამოყენებისას ლიპაზას მიერ წვრილ ნაწლავში იხლიჩება რიცინოლის მჟავას წარმოქმნით, რაც იწვევს ნაწლავების რეცეპტორების გაღიზიანებას და რეფლექტორულად აძლიერებს მის პერისტალტიკას.

საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება პრეპარატის გამოყენებიდან 5-6 საათის შემდეგ. ნაწლავის დაცლის შემდეგ პერისტალტიკა დუნდება. პრეპარატის გამოყენებისას ასევე აღინიშნება საშვილოსნოს კუნთების რეფლექტორული შეკუმშვა.

ჩვენებები;

  • აბუსალათინის ზეთი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობების, მოწამვლების (ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის გარდა) დროს.

მიღების წესი და დოზირება:

საფაღარათო საშუალების სახით აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ძილის წინ. უფროსები ღებულობენ 15-30 გრ-ს;

1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები – 5 გრ (1 ჩაის კოვზი), 5-დან 10 წლამდე – 10 გრ (1 დესერტის კოვზი), 10 წელს ზემოთ – 15 გრ მიღებაზე.

ჭარბი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.

ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვ) და ასევე ანტიჰელმინტური ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას; მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს (აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს, ორსულობის პერიოდში; ხანდაზმულ პაციენტებში; საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; კახექსიის დროს. პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.

განსაკუთრებული მითითებანი:

აბუსალათინის ზეთით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

რაიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისათვის პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ატონია.

ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

ნუ გამოიყენებთ აბუსალათინის ზეთს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 8-15°C ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

რიფამპიცინი (აქტიური ნივთიერება) – RIFAMPICIN – РИФАМПИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

რიფამპიცინი წარმოადგენს რიფამპიცინების ჯგუფის ფართო სპექტრის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს. ახასიათებს ბაქტერიოსტატული, ხოლო მაღალ დოზებში – ბაქტერიოციდული მოქმედება. მაღალი აქტიურობით გამოირჩევა ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მიმართ. იგი წარმოადგენს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი რიგის პრეპარატს. აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების (სტაფილოკოკების, მათ შორის მულტირეზისტენტული, სტრეპტოკოკების, ციმბირის წყლულის გამომწვევი ჩხირების, კლოსტირიდიების), აგრეთვე ზოგიერთი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ასევე მოქმედებს ბრუცელოზის, ლეგიონერების დაავადების, კეთრის, ტრაქომის გამომწვევებზე. პრეპარატისადმი მდგრადობა ვითარდება სწრაფად. ჯვარედინი მდგრადობა სხვა ანტიტუბერკულოზური პრეპარატებისადმი (სხვა რიფამპიცინებისაგან განსხვავებით) არ აღინიშნება.

ფარმაკოკინეტიკა

რიფამპიცინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. შედის კავერნაში. ძვლის ქსოვილში და სხვა. ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა ღვიძლისა და თირკმლების საშუალებით. შიგნით მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-2.5 სთ-ის შემდეგ.

ჩვენებები

  • ტუბერკულოზის ყველა ფორმა;
  • მენინგოკოკების მატარებლ ავადმყოფთა პროფილაქტიკური მკურნალობა;
  • პნევმონიები, ბრონქოპნევმონიები, ოსტეომიელიტი, პიელონეფრიტი, ქოლეცისტიტი, მწვავე გონორეა, სხვა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობის შემთხვევაში.

რიფამპიცინი ხასიათდება ცოფის ვირუსის მიმართ ვირულოციდური ეფექტით. იგი თრგუნავს რაბიული ენცეფალიტის განვითარების პროცესს, რის გამოც პრეპარატს იყენებენ ცოფის კომპლექსური მკურნალობისათვის ინკუბაციურ პერიოდში.

დოზირების რეჟიმი

რიფამპიცინს შიგნით იღებენ უზმოზე (0.5-1 სთ-ით ადრე ჭამამდე) ან შეჰყავთ ვენაში წვეთობრივად (მხოლოდ მოზრდილებში).

ხსნარის მოსამზადებლად 0.15 გ პრეპარატს ხსნიან 2.5 მლ სტერილურ საინექციო წყალში (ამპულას შეანჯღრევენ), შემდეგ მიღებულ ხსნარს ხსნიან 125 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში.

დოზირება წარმოებს ინდივიდუალურად პაციენტის წონის გათვალისწინებით.

ტუბერკულოზი:

– საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 0.45 გ (დღეში ერთხელ). ავადმყოფებს, რომელთა სხეულის მასა 50 კგ წონაზე მეტია, დაავადების გამწვავების პერიოდში შესაძლებელია სადღეღამისო დოზა გაიზარდოს 0.6 გ-მდე.

– 2 თვემდე ასაკის ახალშობილებს და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს ენიშნებათ 10 მგ/კგ წონაზე დღეში ერთხელ;

– ჩვილ ბავშვებს 2 თვის შემდეგ  – 15 მგ/კგ წონაზე დღეში ერთხელ (1-2 კაფსულა);

– ბავშვებში 6-დან 12 წლამდე – 10 მგ/კგ წონაზე დღეში ერთხელ 1-3 კაფსულა.

ხანგრძლივი თერაპიის დროს დოზა არ უნდა აღემატებოდეს 450 მგ.

აქტიური გაურთულებელი ტუბერკულოზური პროცესის მკურნალობა შეადგენს 6-დან 12 თვემდე. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.

არატუბერკულოზური წარმოშობის ინფექციების დროს მოზრდილებს ენიშნებათ პრეპარატის 0.45-0.9 გ დღეღამეში, ხოლო ბავშვებს 8-10 მგ/კგ 2-3-ჯერ.

– მოზრდილებში ვენაში შეჰყავთ 7-10 დღის განმავლობაში 0.3-0.9 გ 2-3-ჯერ.

მწვავე გონორეის დროს ენიშნებათ 0.9 გ დღეღამეში 1-2 დღის განმავლობაში.

ცოფის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებს შიგნით მისაღებად ენიშნებათ 0.45-0.6 გ დღეღამეში. მძიმე შემთხვევებში (თავის მიდამოში, სახეზე და ხელზე კბენის დროს) ენიშნებათ პრეპარატის 0.9 გ დღეღამეში.

ბავშვებს 12 წლის ასაკამდე ენიშნებათ 8-10 მგ/კგ წონაზე დღეში 2-3-ჯერ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.

მენინგოკოკური პროცესის პროფილაქტიკა:

– ბავშვებს 3-დან 12 თვემდე ენიშნებათ 5 მგ/კგ წონაზე დღეში 2-ჯერ 2 დღის  განმავლობაში.

– ბავშვებში 1-დან 12 წლამდე – 10 მგ/კგ წონაზე დღეში 2-ჯერ 2 დღის განმავლობაში.

– ბავშვებში 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 600 მგ დღეში 2-ჯერ, 4 კაფსულა 2 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე და ღვიძლის გადიდება (ალკოჰოლიზმით დაავადებული ავადმყოფები);

პრეპარატის სწრაფად შეყვანისას ვენაში, შესაძლებელია არტერიული წნევის დაცემა, ხოლო ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება ფლებიტი.

რიფამპიცინის რეგულარული გამოყენებისას აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება, გამონაყარი კანზე, კუნთების და სახსრების ტკივილები;

იშვიათად აღინიშნება სპონტანური კაპილარული სისხლისდენა (პურპურა), ქავილი, ჭინჭრის ციება, ქსოვილების შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, მხედველობის დარღვევა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა რიფამპიცინის მიმართ;

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, სიყვითლე (ობტურაციული სიყვითლე), ღვიძლის ციროზის აქტიური ფორმა, ღვიძლის ანთება (მწვავე ჰეპატიტი);

* ალერგიული რეაქციები;

* მსუბუქი ჰიპერერგული რეაქციების დროს, პრეპარატის განმეორებითი მიღება შესაძლებელია ხანმოკლე შესვენების და აღნიშნული რეაქციების სიმპტომების გაქრობის შემდეგ;

* პრეპარატის ვენაში შეყვანა წინააღმდეგნაჩვენებია ფილტვებისა და გულის უკმარისობის, აგრეთვე ფლებიტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს რიფამპიცინით მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ მკაცრი სასიცოცხლო ჩვენებების, დადებითი ეფექტისა და შესაძლებელი გართულების რისკის თავიდან აცილების მიზნით.

განსაკუთრებული მითითებები

♦ რიფამპიცინი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს – ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

♦ პრეპარატის მიღება იწვევს შარდის, ნერწყვის, ცრემლის წითლად შეფერადებას.

♦ შაქრიანი დაბეტის ფონზე მიმდინარე, ტუბერკულოზის სამკურნალოდ, რიფამპიცინის ვენაში შეყვანისას, გლუკოზის ყოველ 4-5- გ-ზე, როგორც გამხსნელი, შეჰყავთ 2 ერთეული ინსულინი.

♦ რიფამპიცინის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის (ლეიკოპენია) და ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

რიფამპიცინი აქვეითებს შემდეგი პრეპარატების: კორტიზონის, პრედნიზოლონის, მეთილპრედნიზოლონის, ნორეთისტერონის, ეთინილესტრადიოლის, არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, თეოფილინის, დიგიტოქსინის, დიგოქსინის, ქინიდინის, სულფანილამიდების, მეტოპროლოლის, ბარბიტურატების, ფენიტოინის, ქლორამფენიკოლის, ვერაპამილის, ციმეტიდინის, მეტადონის, ვიტამინი და მისი მეტაბოლიტების, კეტოკონაზოლის მოქმედებას. ამიტომ რიფამპიცინით მკურნალობის დასაწყისში და დამთავრების შემდეგ, აუცილებელია შესაბამისად აღნიშნული პრეპარატების ინდივიდუალური დოზირება.

Don`t copy text!