Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 480

რინო-სტასი – RHINO-STAS – РИНО-СТАС

საერთაშორისო დასახელება:

XYLOMETAZOLINE

მწარმოებელი: STADA ARZNEIMITTEL, გერმანია

მოქმედი ნივთიერება:    ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა-ადრენომიმეტური, ალერგიული რინიტის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები 0.1%: ფლაკონში 10 მლ.

1 მლ

ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი ……..  1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

0.2 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას-მონოჰიდრატი, გლიცეროლი, ნატრიუმის ციტრატი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აღაგზნებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ალფა-ადრენორეცეპტორებს, ამცირებს ექსუდაციის მოვლენებს და ლორწოვანის შეშუპებას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება მწვავე სურდოს, ვაზომოტორული რინიტის დროს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად, ალერგიული სურდოს, აგრეთვე თივის ცხელების სამკურნალოდ.
  • ქრონიკული სურდოს დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
  • პრეპარატი გამოიყენება მოზარდებსა და მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზარდებსა და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება დღეში 3-ჯერ 1-2 წვეთის ოდენობით ცხვირის თითოეულ ნესტოში. დოზირება ზუსტდება ინდივიდუალური მგრძნობელობის და თერაპიული ეფექტის მიხედვით.

პრეპარატი არ გამოიყენება 5-7 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე. პრეპარატის განმეორებითი მიღება შესაძლებელია რამდენიმე დღის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

სასუნთქი გზების მხრივ: პრეპარატმა, განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე).

ცალკეულ შემთხვევაში მისი მოქმედების დამთავრების შემდეგ, შესაძლებელია ლორწოვანი გარსის ძლიერი შეშუპება (რეაქტიული ჰიპერემია).

პრეპარატის ხანგრძლივმა, ხშირმა ან მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე) და ლორწოვანი გარსის ძლიერი შეშუპება, რაც მედიკამენტის ხშირი გამოყენებით შეიძლება გაუარესდეს (მედიკამენტოზური რინიტი). აღნიშნული ეფექტი შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან უკვე 5-7 დღის შემდეგ და პრეპარატის გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის დაზიანება მისი ატროფიის სახით.

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად, ან ცალკეულ შემთხვევებში თავის ტკივილი, ძილიანობა ან დაღლილობის შეგრძნება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ აღინიშნება ტაქიკარდია, სისხლის არტერიული წნევის მომატება.

უკუჩვენებები:

  • პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნაწილის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთებისას;
  • ჩვილებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში;.
  • პრეპარატში ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობის გამო, არ შეიძლება ქსილომეტაზოლინის გამოყენება ამ სუბსტანციის მიმართ წინასწარ ცნობილი სენსიბილიზაციის შემთხვევაში;
  • პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით ან სიმპათომიმეტური საშუალებებით;
  • თვალშიდა წნევის მომატებისას, განსაკუთრებით ვიწროკუთხოვანი გლაუკომის დროს;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების (მაგ. გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტონია) დროს;
  • ფეოქრომოციტომის შემთხვევაში;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას (მაგ., ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი).

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული არასაკმარისი კვლევების არსებობის გამო.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის ხანგრძლივი და დიდი დოზით გამოყენება, უპირველეს ყოვლისა ბავშვებში დაუშვებელია.

* სიფრთხილეა საჭირო: სურდოს საწინააღმდეგო მედიკამენტების პერმანენტულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება და საბოლოოდ მისი ატროფია.

* რინო-სტასის ხანგრძლივმა ან მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გულის ფუნქციურ მაჩვენებლებზე და სისხლის მიმოქცევაზე.

* პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარის დაქვეითება, კერძოდ, შეამციროს სწრაფი რეაგირების უნარი, რის გამოც არ არის რეკომენდებული მისი მიღების ფონზე ტრანსპორტის მართვა.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დიდი დოზებით მიღების დროს, ან მისი ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელია შემდეგი მოვლენები:

თვალის გუგების გაფართოვება, დისკომფორტი, ტუჩების ციანოზი, ტემპერატურის მომატება, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, გულის არითმია, გულის გაჩერება, ჰიპერტონია, ფილტვების ფუნქციის დარღვევა (ფილტვების შეშუპება, ან სუნთქვის მხრივ სხვა დარღვევები), ფსიქიური მოშლილობანი.

ამასთან ერთად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძილიანობას, სხეულის ტემპერატურის დაქვეითებას, გულისცემის სიხშირის შემცირებას, სისხლის წნევის დაქვეითებას, სუნთქვის შეჩერებას და კომას.

თერაპიული ღონისძიებების სახით რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა და ოქსიგენოთერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატისა და ტრანილციპრომინის ტიპის, ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:    2 წელი.

რინო ნაფტაზოლინი – RINO NAFTAZOLINA – РИНО НАФТАЗОЛИН

100მლ ხსნარი და 100მლ წვეთები შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,200გ.

დამხმარე საშუალებები:

P–ოქსიბენზოატის ეატერები 0,047გ, გაწმენდილი სტერილური წყალი 100მლ–მდე.

ფარმაკოლოგია:

ნაფაზოლინი არის იმიდაზოლის ჯგუფის სიმპათომიმეტური ინგრედიენტი. ადგილობრივი მიღებისას იგი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის ინტენსიურ ვაზოკონსტრიქციას. ამ მიზნით იგი გამოიყენება, როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ჰიპერსეკრეცია. კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან შედარებით მას გააჩნია მაღალი ეფექტურობა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პრეპარატი გამოვიყენოთ საკმაოდ დაბალი დოზებთ.

ტოქსიკურობა: DL50 პერორალური გზით უფრო მაღალი, ვიდრე 2,5 მლ/კგ ვირთაგვებში.

ქვემწვავე პერორალური ტოქსიურობა: 0,5 მლ/კგ 30 დღის განმავლობაში ვირთაგვებში არ იწვევს რაიმე სახის სისტემურ ტოქსიკურ ეფექტს. ბიოქიმიური პარამეტრები და ჰისტოლოგიური ტესტები, რომლებიც ჩატარდება ცხოველებში, ნორმალურია. ხსნარს არ გააჩნია ალერგიული ეფექტი ან გამაღიზიანებელი მოქმედება ცხვირის ლორწოვან გარსზე.

კლინიკური მონაცემები:

თერაპიუილი ჩვენებები: შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება ნაზალური, პარანაზალური და ცხვირის ფარინგეალური ანთებითი პროცესების დროს.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტებისა და იმიდაზოლური სიმპათომიმეტური პრეპარატების მიმართ. ქრონიკული რინიტი, გულის დაავადებები და მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერთირეოიდიზმი, გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია  პრეპარატი არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატი არ მიიღოთ მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებით თერაპიის დროს ან თერაპიის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში. არ მიიღოთ პერორალურად, არ მიიღოთ ოთხ დღეზე მეტ ხანს.

არასასურველი ეფექტები: პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა ან ლორწოვანი გარსის კონგესცია.

მაღალი დოზებით მკურნალობისას, რომელიც გრძელედება ოთხ დღზე მეტხანს ნაფაზოლინის აბსორბციამ ანთებითი ლორწოვანი გარსის საშუალებით შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სისტემური ეფექტები, როგორიცაა: ჰიპერტენზია, ბრადიკარდია, ცეფალალაგია, გაძნელებული შარდვა.

პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, ასევე პრეპარატის გადაყლაპვისას, მან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია, ბრადიკარდია, სერიოზული ცეფალალგია, ხოლო ბავშვებში ჰიპოთერმია, ცენტრალური ნერვული სსიტემის დეპრესია მაღალი სედაციით; აღნიშნული სიმპტომები საჭიროებენ სასწრაფო ყურადღებას.

განსაკუთრებული გაფრთხილებები გამოყენებისას:

პრეპარატის მიღება იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც აღენიშნებათ კარდიოვასკულარული მოვლენები და განსაკუთრებით ჰიპერტენზია, უნდა მოხდეს ექიმის რჩევით. ვაზოკონსტრიქტორების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის და პარანაზალური სინუსების ნორმალური ფუნქციის შეცვლა, რაც გამოიწვევს პრეპარატის მიმართ ტოლერანტობას. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა აღმოჩნდეს ძალზედ სახიფათო. იმ შემთხვევაში, თუ შედეგი არ არის მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, შეწყვიტთ მისი მიღება და მიმრთეთ ექიმს.

ხშირია კონგესციის შემთხვევები ნაზალური შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის გადაჭარბებით მიღება: პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ რეკომენდებული დოზებით. ჭარბი დოზის მიღება ხშირია და სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებში. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ბავშვებში, მოხუცებულებსა და ორსულებში პირველი თვეების განმავლობაში. ბავშვებისა და მგრძნობიარე პაციენტებში სასურველია პრეპარატი დაინიშნოს შემდეგი დოზით: რინო ნაფტაზოლინის ერთი წილი დამატებული დისტილირებული წყლის სამ წილს ინგალიაციების სახით.

ორსულობა და ლაქტაცია:

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ორსულობის პირველ თვეებში და ლაქტაციის დროს.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

არ არის ცნობილი.

დოზირება და მიღების წესი:

წვეთები: 3–4 წვეთი ცხვირში ჩაწვეთებით დღეში 2–3–ჯერ. ნაზალური ფარინგეალური ინჰალაცია: ხსნარის ერთი წილი სამ წილ დისტილირებულ წყალში.

ჭარბი დოზა:

არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მეტი დოზა, რათა თავიდან აიცილოთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ბრადიკარდია, ძილიანობა, ცხვირის ლორწოვანი გარსის მხრივ პრობლემები.

რჩევები:

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პრეპარატი, ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ზემოქმედება ავტომობილის მართვაზე ან მანქანა–დანადგარების გამოყენებაზე: არ არის ცნობილი

შეუთავსებლობა:

არ არის ცნობილი

შენახვის ვადა: გაუხსნელად 60 თვე.

შენახვის პირობები: შეინახეთ სუფთა მშრალ ადგილას არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატის გაცემის წესი:

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:

BRUSCHETTINI S. r. I, იტალია

რინზა – RINZA – РИНЗА




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

რინგერის ხსნარი – RINGER’S SOLUTION – РАСТВОР РИНГЕРА

საერთაშორისო დასახელება:

COMPOUND SODIUM CHLORIDE

მწარმოებელი: BALKANPHARMA-TROYAN

კლინიკურ ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რეჰიდრატაციისა და დეინტოქსიკაციისათვის პარენტერალურად გამოსაყენებელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში  500 მლ

1 ლ

ნატრიუმის ქლორიდი ……… 86 გ

კალიუმის ქლორიდი ………  300 მგ

კალციუმის ქლორიდი ……   500 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

რეჰიდრატაციული საშუალება, ახდენს დეზინტოქსიკაციურ მოქმედებას, ასტაბილურებს სისხლის წყალ-ელექტროლიტურ შემადგენლობას. მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემავსებელი საშუალების სახით გამოყენებისას, სწრაფი გამოსვლის გამო ექსტრავაზალურ სივრცეში, ეფექტი ნარჩუნდება მხოლოდ 30-40 წუთი) რის გამოც ხსნარი გამოსადეგია მხოლოდ მოცირკულირე სისხლის მოცულობის ხანმოკლედ შესავსებად).

ჩვენებები:

  • პლაზმის შემცვლელი საშუალების სახით, როდესაც არ არის ერითროციტების გადასხმის აუცილებლობა, მათ შორის შოკი, კოლაფსი, დამწვრობა მოყინვა, ხანგრძლივი ღებინება, დიარეა.
  • წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექციისთვის მწვავე პერიტონიტისას და ნაწლავთა გაუვალობისას, ნაწლავთა ფისტულები, სხვადასვა ეტიოლოგიის დეჰიდრატაცია;
  • მეტაბოლური ალკალოზი, რასაც ახლავს სითხის დანაკარგი.

მიღების წესი და დოზირება:

ინტრავენურად წვეთოვნად, 60-80 წვეთი წუთში, ან ნაკადურად.

დღეღამური დოზა მოზრდილებისთვის 5-20-მლ/კგ, აუცილებლობისას შეიძლება გაიზარდოს 30-50მლ/კგ-მდე.

დღიური დოზა ბავშვებისთვის – 5-10მლ/კგ, შეყვანის სიჩქარე 30-60 წვეთი/წუთში, შოკური დეჰიდრატაციისას დასაწყისში შეყავთ 20-30მლ/კგ. მკურნალობის კურსი – 3-5 დღე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერნატრიემია, ჰიპერქლორემია, აციდოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, ტვინის შეშუპება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერვოლემია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფის შესაძლო რისკს. პრეპარტის მიღებისას საჭროა ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება, შესაბამისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.

გვერდითი მოქმედება:

ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

შესაძლებელია ორგანიზმში ნატრიუმის შეკავების დაყოვნება შემდეგ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად მიღებისას:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ანდროგენები, ანაბოლური ჰორმონები, ესტროგენები, კორტიკოტროპინი, მინერალკორტიკოიდები, ვაზოდილატატორები ან განგლიობლოკატორები.

კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთნ, აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთად მიღებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.

საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში იზრდება მათი ტოქსიური ეფქტების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ხანგრლივი მიღებისას აუცილებელია პლაზმასა და დღეღამურ დიურეზში ელექტროლიტების კონტროლი.

ქლორის იონების მაღალი დონის გამო რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება.

დიდი მოცულობის სწრაფი შეყვანის შემთხვევაში აუცილებელია მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის და ელექტროლიტების დონის კონტროლი. სისხლის pH-ის (მჟავიანობის) ცვლილება იწვევს კალიუმის იონების გადანაწილების გადაჭარბებას (pH-ის დაქვეითება იწვევს კალიუმის იონების შემცველობის მომატებას სისხლის შრატში).

შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარიანი დაუზიანებელი ფლაკონების გამოყენება!

შენახვის პირობები:

ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაცემა რეცეპტით.

გამოიყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში.

რიმანტადინი (აქტიური ნივთიერება) – RIMANTADINE – РИМАНТАДИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტივირუსული საშუალება, ადამანტანის წარმოებული. აქტიურია რიგი ვირუსების მიმართ, როგორიცაა: A გრიპის შტამები (განსაკუთრებით A2 ტიპი), აგრეთვე – ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსები (ცენტრალურ-ევროპული და რუსული გაზაფხულ-ზაფხულის), რომლებიც არბოვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება Flavaviridae ოჯახიდან. ანტივირუსული მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია სპეციფიკურ რეპროდუქციაში ადრეული სტადიის შეფერხებით უჯრედში ვირუსის შეღწევასა და რნმ საწყის ტრანსკრიფციას შორის შუალედში. ფარმაკოლოგიური ეფექტურობა, ამგვარად, ინფექციური პროცესის დაწყებით ფაზაში ვირუსული რეპროდუქციის დათრგუნვითაა უზრუნველყოფილი.

ჩვენებები

  • გრიპის პროფილაქტიკა და მკურნალობა დაავადების ადრეულ ფაზაში (ბავშვებში 7 წლის ასაკიდან);
  • გრიპის პროფილაქტიკა ზრდასრულებში ეპიდემიის დროს;
  • ვირუსული ეტიოლოგიის (ტკიპისმიერი) ენცეფალიტის პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურია, გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩვენებები, ავადმყოფის ასაკი და შერჩეული მკურნალობის სქემა.

გვერდითი მოქმედება

მოსალოდნელია ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, ბილირუბინის მომატებული დონე სისხლში, თავის ტკივილი, უძილობა, ნერვიულობა, თავბრუ, ყურადღების დაქვეითება.

უკუჩვენებები

* ღვიძლის მწვავე დაავადებები;

* თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;

* თირეოტოქსიკოზი;

* ორსულობა;

* ჭარბი მგრძნობელობა რიმანტადინისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ რიმანტადინის მიღებამ შეიძლება ქრონიკული თანმხლები დაავადებები გაამწვავოს.

არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ხანდაზმულებში ჰემორაგიული ინსულტის რისკი იზრდება.

♦  ანამნეზში მითითებული ეპილეფსიისა ან შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში რიმანტადინის მიღებამ ეპილეფსიური შეტევის რისკი შეიძლება გააძლიეროს. ამგვარ პირობებში რიმანტადინს უნიშნავენ 100 მგ-მდე დღეში ანტიეპილეფსიურ თერაპიასთან ერთდროულად.

♦ B-ვირუსით გამოწვეული გრიპის შემთხვევაში რიმანტადინით ანტიტოქსიკური ეფექტი იქნება უზრუნველყოფილი.

რიმანტადინი – RIMANTADINE – РИМАНТАДИН

საერთაშორისო დასახელება:

RIMANTADINE

მწარმოებელი: OLAINFARM, ლატვია

მოქმედი ნივთიერება: რემანტადინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული  საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

რემანტადინის  ჰიდროქლორიდი ……..     50 მგ

ვრცლად რიმანტადინი

რილეის–სანოველ პლუსი – RILACE-SANOVEL PLUS – РИЛЕЙС-САНОВЕЛЬ ПЛЮС

საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: SANOVEL

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი+ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 14 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი  ………………..    20 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი ………    12.5 მგ

ვრცლად კვადრიცა H

რიზოპროლი – RIZOPROL – РИЗОПРОЛ

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:

BISOPROLOL

მწარმოებელი: რიზოპროლი წარმოადგენს კომპანიის “როტაფარმ” ინგლისი პროდუქტსა და სავაჭრო მარკას.
დამზადებულია:“გლობალ ნაპი ფარმაცეუტიკალსი”, ეგვიპტე.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები
აღწერილობა
რიზოპროლი 5 მგ: გულის ფორმის ღია ყვითელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით (ჭდით).
რიზოპროლი 10 მგ: გულის ფორმის ღია ვარდისფერი ტაბლეტები გამყოფი ხაზით (ჭდით).

შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:

ბისოპროლოლის ფუმარატი (2 :1) ……………..  5მგ ან 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა 5, მაკროგოლი 400, რკინის ოქსიდის ჰიდრატი – ყვითელი (5 მგ-იანი დოზისთვის) ან რკინის I.I.I. ოქსიდი– წითელი (10 მგ-იანი დოზისთვის), ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სელექციური β1-ადრენობლოკატორები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რიზოპროლი მიეკუთვნება β1-ადრენობლოკატორებს, შერჩევითად მოქმედებს β1-ადრენერგულ რეცეპტორებზე შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობის გარეშე. თერაპიულ დოზებში არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობა და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილიზებელი თვისებები.
რიზოპროლს ახასიათებს ჰიპოტენზიური, ანტიარითმიული, ანტიანგინური მოქმედება; აბლოკირებს რა გულის β1-ადრენორეცეპტორებს, ამცირებს კატექოლამინებით სტიმულირებული ატფ-დან ცამფ-ის წარმოქმნის პროცესს, ამცირებს კალციუმის იონების უჯრედშიდა ნაკადს, აიშვიათებს გულის შეკუმშვათა რიცხვს, თრგუნავს გამტარებლობას, ამცირებს მიოკარდიუმის კუმშვადობას.
რიზოპროლი ახორციელებს ჰიპოტენზიურ მოქმედებას გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის მოცულობის შემცირების ხარჯზე, მოქმედებს რა აორტის რკალისა და კაროტიდული სინუსის ბარორეცეპტორებზე,  და თრგუნავს თირკმლის მიერ რენინის სეკრეციას. ხანგრძლივი მიღებისას რიზოპროლი ამცირებს პირველადად მომატებულ სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას. პრეპარატს გააჩნია ანტიანგინური მოქმედება. აქვეითებს მიოკარდიუმის ჟანგბადისადმი მოთხოვნილებას გულის შეკუმშვათა რიცხვის, გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის მოცულობის და არტერიული წნევის შემცირების ხარჯზე. ასევე აუმჯობესებს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას საბოლოო დიასტოლური წნევის შემცირების და დიასტოლის გახანგრძლივების ხარჯზე. 
ანტიარითმიული ეფექტი ვლინდება არითმოგენულ რეცეპტორებზე დამთრგუნველი მოქმედებით.; პრეპარატი აფერხებს იმპულსების გატარებას ანტეგრადული და, ნაკლებად, რეტროგრადული მიმართულებით ატრიოვენტრიკულური კვანძის და სხვა დამატებითი გზების საშუალებით. 
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს რიზოპროლი თრგუნავს გააქტიურებულ სიმპატო-ადრენალურ და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემებს, რაც აუმჯობესებს დაავადების მიმდინარეობას.
თერაპიულ დოზებში არ ახასიათებს კარდიოდეპრესიული მოქმედება, არ ახდენს გავლენას გლუკოზის ცვლაზე და არ იწვევს ნატრიუმის იონების შეკავებას ორგანიზმში.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებისას შეიწოვება 80-90%-ით. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას აბსორბციაზე. Cmax მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებთან შეკავშირებულია 30%-ით. T1/2– 9-12 საათია. პრეპარატის 98%-ზე მეტი გამოიყოფა თირკმლებით (50% – შეუცვლელი, დანარჩენი – არააქტიური მეტაბოლიტების სახით), 2%– ფეკალიებით. ჰემატოენცეფალური და პლაცენტური ბარიერების განვლადობა დაბალია, სეკრეცია დედის რძესთან ერთად – უმნიშვნელო.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია);
  • პოსტინფარქტული პერიოდი;
  • გულის შეკუმშვათა რითმის დარღვევა (სინუსური ტაქიკარდია, პარკუჭზედა და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია);
  • არითმია მიტრალური სარქვლის პროლაფსის, თირეოტოქსიკოზის ფონზე;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა.

უკუჩვენებები:
* კარდიოგენური შოკი;
* II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
* სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი;
* გამოხატული სინოატრიალური ბლოკადა;
* არტერიული ჰიპოტენზია (90 მმ. ვწყ. სვ-ზე დაბალი სისტოლური არტერიული წნევა);
* ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები);
* პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიები;
* ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა რიცხვი – 60-ზე ნაკლები წუთში) და არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ ვწყ. სვ-ზე ნაკლები) გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში;
* მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროული მიღება (B ჯგუფის მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების გარდა);
* პრეპარატის კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
საჭიროა სიფრთხილის დაცვა შემდეგ შემთხვევებში:
-შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობა სისხლში შაქრის შემცველობის მნიშვნელოვანი მერყეობით; შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვა;
-მკაცრი დიეტა;
-მეტაბოლური აციდოზის მქონე პაციენტების მკურნალობა;
-თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტების მკურნალობა;
-მძიმე ფორმით გამოხატული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტების მკურნალობა;
-მადესენსიბილიზებელი თერაპიის ჩატარება;
– I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; 
-ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია).
ანამნეზში ფსორიაზზე მითითების შემთხვევაში რიზოპროლი ინიშნება მხოლოდ მკურნალობის რისკისა და სარგებლის გულდასმით შეფასების შემდეგ. ფეოქრომოციტომის არსებობისას რიზოპროლი მიზანშეწონილია დაინიშნოს მხოლოდ α-ადრენობლოკატორების მიღების შემდგომ.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს რიზოპროლი არ ინიშნება დაავადების გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როდესაც საჭირო ხდება დადებითი ინოტროპული ეფექტის მქონე პრეპარატების ინტრავენური შეყვანა.

პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტრანსპორტის მართვისას, ან ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. სხვადასხვა სახის ინდივიდუალრი რეაქციების განვითარების გამო შესაძლოა დაქვეითდეს  სატრანსპორტო საშუალების ან მოწყობილობების მართვის უნარი. ეს განასაკუთრებით ეხება მკურნალობის საწყის სტადიას, როდესაც ხდება დოზის გაზრდა, სხვა საშუალებების გამოყენება ან ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა:
ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისთვის.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, სინკოპე, თავის ტკივილი, პარესთეზია, მომატებული აგზნებადობა, განგაშის გრძნობა, მოუსვენრობა, ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება. ჩვეულებრივ ეს მოვლენები მსუბუქადაა გამოხატული და, როგორც წესი, ქრება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში.
გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ბრადიკარდია, გულისცემის გაძლიერება, რითმის დარღვევის სხვა სახეები, კიდურების გაციება, შარკოს სინდრომი, ორთოსტატიული ჰიპოტენზია და ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს.
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ: ტკივილი მუცელში, გასტრიტი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ტკივილი სახსრებში, ართროპათია, ზურგის, კისრის ტკივილი, კუნთთა სისუსტე, კრუნჩხვები, ტრემორი.
კანის მხრივ: გამონაყარი, აკნე (ფერიმჭამელები), კანის გაღიზიანება, ქავილი, შეშუპება, გაძლიერებული ოფლდენა, დერმატიტი, კვინკეს შეშუპება.
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ხველა.

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია რიზოპროლის მიღება დილით უზმოზე ან საუზმის დროს, დაუღეჭავად, დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად. 
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია, დოზის გაზრდისას საჭიროა არტერიული წნევის და პულსის კონტროლი.
-არტერიული ჰიპერტენზია: საწყისი დოზაა 5 მგ/დღეში. მსუბუქი არტერიული ჰიპერტენზიის დროს  (დიასტოლური არტერიული წნევა 105 მმ. ვწყ. სვ-ზე ნაკლები) – 2,5 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. დოზის შემდგომი ზრდა დასაშვებია ექიმის კონტროლით.
-დაძაბვის სტენოკარდია: ინიშნება 5 მგ დღეში. აუცილებლობის დროს შესაძლოა დოზის გაზრდა 10 მგ-მდე დღეში. დოზის შემდგომი მომატება დასაშვებია ექიმის კონტროლით.
-გულის ქრონიკული უკმარისობა: რიზოპროლი ენიშნებათ პაციენტებს გულის ქრონიკული უკმარისობის ზომიერი ან მძიმე ფორმით (განდევნის ფრაქცია

დოზირების რეჟიმი გულის ქრონიკული უკმარისობის დროს

მიღების დრო დოზირების რეჟიმი
პირველი კვირა                   საწყისი დოზა 1,25 მგ/დღეში
მე-2 კვირა                               2,5 მგ/დღეში
მე-3 კვირა                               3,75 მგ/დღეში
მე-4-8 კვირა                               5 მგ/დღეში
მე-9-12 კვირა                             7,5 მგ/დღეში
მე-13 კვირიდან                მაქსიმალური დოზა 10 მგ/დღეში

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის – 20მგ. 
გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებს პრეპარატი ენიშნებათ  ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან კომბინაციაში (ან სხვა ვაზოდილატატორებთან ერთად აგფ-ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში), დიურეტიკებთან, ან, საჭიროების შემთხვევაში, საგულე გლიკოზიდებთან ერთად.
რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა დოზის თანდათან შემცირებით.
პაციენტებს ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევით, ასევე ასაკოვან პირებს დოზირების რეჟიმის კორექცია, როგორც წესი, არ ესაჭიროებათ.
პაციენტებისათვის თირკმლისა (კრეატინინის კლირენსი რიზოპროლით მკურნალობის კურსი ხანგრძლივია, დოზის შეცვლა არ შეიძლება ექიმის გარეშე. 
არ შეიძლება რიზოპროლით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა. მკურნალობის კურსი უნდა დასრულდეს, როგორც წესი, დოზის ნელი, თანდათანობითი კლებით.

დოზის გადაჭარბება (ჰიპერდოზირება):
სიმპტომები: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა, ბრონქოსპაზმი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული (გააქტივებული) ნახშირის მიღება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რიზოპროლის და შემდეგი მედიკამენტების ერთდროული მიღებისას: 
-ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს ამ უკანასკნელთა მოქმედება;
-რეზერპინის, ალფა-მეთილდოფას, კლონიდინის, სათითურას პრეპარატების ან გუანფაცინის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეკუმშვათა სიხშირის მკვეთრი შემცირება;
-ვერაპამილის ან დილთიაზემის ან სხვა ანტიარითმიული პრეპარატების მიღებისას შესაძლოა არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, გულის შეკუმშვათა რიცხვის შემცირება, ასევე არითმიის ან/და გულის უკმარისობის განვითარება (აუცილებელია ექიმის გაძლიერებული კონტროლი). რიზოპროლით მკურნალობის ფონზე არ არის მიზანშეწონილი კალციუმის არხების ბლოკატორების და ანტიარითმიული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა.;
-ერგოტამინის ნაწარმების (მათ შორის შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული ერგოტამინშემცველი საშუალებების) მიღებისას შესაძლებელია პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების  გაღრმავება;
-რიფამპიცინის მიღებისას შესაძლოა რიზოპროლის T1/2-ის უმნიშვნელო შემცირება (რიზოპროლის დოზის გაზრდა ჩვეულებრივ არ არის საჭირო);
-ინსულინის ან სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიღებისას შესაძლოა ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ინიღბება ან სუსტდება (აუცილებელია სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი);
-ნიფედიპინი ან დიჰიდროპირიდინის წარმოებული კალციუმის არხების სხვა ბლოკატორები აძლიერებენ რიზოპროლის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან
პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება .

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

რივოტრილი – RIVOTRIL – РИВОТРИЛ

საერთაშორისო დასახელება:

CLONAZEPAM

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: კლონაზეპამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

კლონაპეზამი  ………………… 2 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

კლონაზეპამი …………………..  1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რევოტრილი კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებაა ბენზოდიაზეპინების წარმოებულთა ჯგუფიდან. გააჩნია კრუნჩხვების საწინააღმდეგო, საძილე და სედატიური მოქმედება, ანქსიოლიზური და ცენტრალური მიორელაქსაციური ეფექტი. პრეპარატის ეფექტის რეალიზაცია წარმოებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გამა-ამინო- ერბოს მჟავას (გაემ) დაგროვების შედეგად.

კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება ნაწილობრივ რეალიზდება პრესინაფსური ინჰიბირების გაძლიერებით. ამ დროს აღინიშნება ეპილეფსურ კერაში აღმოცენებული იმპულსების გავრცელების დათრგუნვა, რომლებიც წარმოიქმნება ქერქის, თალამუსის და ლიმბურ სტრუქტურებში. თუმცა ამ დროს არ ქვეითდება ეპილეფსური კერის აგზნებული მდგომარეობა.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის პერორალური მიღებისას ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 80%. კლონაზეპამის განაწილების მოცულობაა 3.2 ლ/კგ, ხოლო ნახაევარგამყოფისპერიოდი – 23 საათი. მისი ელიმინაცია ხორციელდება მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • ეპილეფსია (მათ შორის აბსანსები);
  • ეპილეპტური სტატუსი;
  • სომნაბულიზმი;
  • კუნთების ჰიპერტონუსის სხვადასხვა ფორმები;
  • ძილის დარღვევა (განსაკუთრებით ავადმყოფებში თავის ტვინის ორგანული დაზიანებით), ფსიქომოტორული აგზნება.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის დადგენა ხორციელდება ინდივიდუალურად პერორალურად რეკომენდებული საწყისი დოზაა არა უმეტეს 1 მგ-სა დღეში.

შემანარჩუნებელი დოზა – 4-8 მგ/დღეში.

ძუძუმწოვარი ასაკის ბავშვებში და ბავშვებში 1-დან 5 წლამდე საწყისი დოზა შეადგენს 250 მკგ/კგ: ბავშვებში 5-12 წლამდე – 500 მკგ/კგ.

შემანარჩუნებელი დღეღამური დოზა ბავშვებში 1 წლამდე – 0.5-1 მგ, 1-5 წლამდე – 1-3 მგ, 5-12 წლამდე – 3-6 მგ.

მოხუცებულ პაციენტებში რეკომენდებულია საწყისი დოზა 500 მკგ.

დღეღამური დოზა იყოფა 3-4 თანაბარ მიღებაზე. შემანარჩუნებელი დოზა ინიშნება მკურნალობიდან 2-3 კვირის შემდეგ.

მოზრდილებში პრეპარატი ინტრავენურად ინიშნება 1 მგ,

ბავშვებში 12 წლამდე – 500 მკგ.

ინტრავენურად შესაყვანი ხსნარის მომზადება:

3 მგ კლონაზეპამი (3 ამპულა) იხსნება 250 მლ შემდეგ ხსნარებში: ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარი, 5% და 10% გლუკოზის ხსნარი, 0.45% ნატრიუმის ქლორიდი+2.5% გლუკოზის ხსნარის კომბინაცია. ინტრავენურად შესაყვანი ხსნარი მზადდება უშუალოდ შეყვანის წინ და შეყავთ ინფუზიის გზით ნელა, 12 საათის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დათრგუნვა, დაღლილობა, ძილიანობა, მოთენთილობა, გაშეშება, თავის ტკივილი, იშვიათად – ცნობიერების დაბინდვა, ატაქსია. მაღალი დოზების გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას – არტიკულაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, დიპლოპია, ნისტაგმი, პარადოქსალური რეაქციები (მათ შორის მწვავე აგზნების მდგომარეობა);

ანტეგრადული რეაქციები: იშვიათად – კუნთების სისუსტე, დეპრესია. ცალკეულ შემთხვევაში – ტონიკო-კლონური გულყრები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად – პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ახალშობილ ბავშვებში აღინიშნება ნერწყვის დენის გაძლიერება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევაში – სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ინტრავენური შეყვანისას შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა, განსაკუთრებით სხვა პრეპარატებით მკურნალობის ფონზე, რომლებიც იწვევენ სუნთქვით დეპრესიას.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა კლონაზეპამის მიმართ;
  • მიასთენია;
  • მწვავე მოწამვლა პრეპარატებით და ალკოჰოლით, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას;
  • წამლისმიერი დამოკიდებულება;
  • ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • ფილტვების მწვავე უკმარისობა;
  • სუნთქვის დათრგუნვა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით. კლონაზეპამი გადის პლაცენტარულ ბარიერს. ახალშობილებში რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ პრეპარატს, აღინიშნება `”აბსტინენტური სინდრომი” და “დუნე ბავშვის” სინდრომი.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება ბავშვებში იწვევს წოვითი რეფლექსის შესუსტებას და აღინიშნება მისი სედატური მოქმედება. კლონაზეპამი შეიძლება გამოიყოს დედის რძესთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ატაქსიით, ღვიძლის მძიმე დაავადებით, განსაკუთრებით მწვავე გაუარესების პერიოდში, ღამის აპნოეს ეპიზოდების დროს. ასევე სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, ვინაიდან ამ ასაკში აღინიშნება კლონაზეპამის ნელი გამოყოფა და შემცირებულია ტოლერანტობა განსკუთრებით გულისა და ფილტვების უკმარისობის დროს.

* პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ბავშვებში ყურადსაღებია მისი გვერდითი ზემოქმედება ფიზიკურ და ფსიქიურ განვითარებაზე, რაც მრავალი წლის განმავლობაში არ ვლინდება.

* ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარება. პრეპარატის მკვეთრი მოხსნის შემთხვევაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია აბსტინენციის სინდრომის განვითარება. მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

* ზემოქმედება ფსიქომოტორულ აქტივობაზე: პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აღინიშნება ფსიქომოტორული რეაქციის სისწრაფის დაქვეითება. ეს უნდა გაითვალისწინონ პირებმა, რომელთა საქმიანობა მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– რივოტრილის ერთდროული გამოყენებისას იმ პრეპარატებთან, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე ეთანოლთან და ეთანოლშემცველ პრეპარატებთან, შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დეპრესიის გაძლიერება.

– ციმეტიდინთან გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების გაძლიერება და გახანგრძლივება.

–  ნატრიუმის ვალპროატთან კომბინირებისას შესაძლებელია მისი მოქმედების შესუსტება და კრუნჩხვების შეტევის პროვოცირება.

– რივოტრილის ერთდროული გამოყენებისას კარბამაზეპინთან, რომელიც იწვევს ღვიძლში მიკროსომული ფერმენტების ინდუქციას, შესაძლებელია მეტაბოლიზმის გაძლირება და ამის შედეგად – პრეპარატის კონცენტრაციის შემცირება პლაზმაში, ასევე მცირდება მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი.

– პრეპარატი აძლიერებს მიორელაქსანტების ეფექტს.

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  5 წელი.

რივანოლის 0,1% ხსნარი – Solutio Rivanoli 0,1% – РАСТВОР РИВАНОЛА 0,1%

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება.

ჩვენება:

წარმოადგენს ანტიმიკრობული მოქმედების საშუალებას.

  • იგი ძირითადად გამოიყენება კოკებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, აგრეთვე პროფილაქტიკური მიზნით ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, ოფთალმოლოგიურ, დერმატოლოგიურ, ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში, ახლად დაინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად.

გამოშვების ფორმა: 50 მლ., 100 მლ. ხსნარი ფლაკონში.

Don`t copy text!