Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 482

რეფურილი – REFURIL – РЕФУРИЛ

მწარმოებელი: Munir Sahin Ilaз San. ve Tiзaret.,Turkey.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნაწლავური ანტისეპტიკი

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს:

ნიფუროქსაზიდი  …………….   200 მგ.

დამატებითი კომპონენტები:

მეთილპარაბენი, სპირტი, შაქარი, ფორთოხლის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნიფუროქსაზიდი წარმოადგენს ნიტროფურანის წარმოებულს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებითი (მათ შორის Staphylococcus და Sreptococcus), ასევე გრამუარყოფითი (მათ შორის Escherichia coli) მიკროორგანიზმების მიმართ.

პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამიტომ ის ძირითადად გამოიყენება როგორც ნაწლავური ანტისეპტიკი. ნიფუროქსაზიდი არ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული დიარეა;
  • კოლიტი.

გამოყენების წესი და დოზირება:

ბავშვები:

ერთი თვიდან 2,5 წლამდე – 100 მგ 2-3-ჯერ დღეში;

2,5 წლის ზევით – 200 მგ 3-ჯერ დღეში.

მოზრდილები:

200მგ (ერთი საზომი კოვზი) – 4-ჯერ დღეში.

გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის მიმართ, დღენაკლი და 1 თვემდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში ნახშირწყლების შეწოვის თანდაყოლილი დარღვევით.

მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს. არ არის სასურველი დოზის გადაჭარბება.

გვერდითი ეფექტები:

მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს ღებინება.

გაუთვალისწინებელ სიმპტომთა გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა:

რეფურილი სუსპენზია 60 მლ ფლაკონში.

რეფორტანი N პლუსი – REFORTAN N PLUS – РЕФОРТАН N ПЛЮС

საერთაშარისო დასახელება:

HETASTARCH

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP,გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროქსიეთილ სახამებელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პლაზმისა და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი 10% : ფლაკონში 500 მლ

100 მლ

ჰიდროქსიეთილ სახამებელი ………..10 გ

ვრცლად ჰაეს–სტერილი(დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)

რეფორტანი N – REFORTAN N – РЕФОРТАН N

საერთაშარისო დასახელება:

HETASTARCH

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP,გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროქსიეთილ სახამებელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პლაზმისა და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი 6%: ფლაკონში 500 მლ

100 მლ

ჰიდროქსიეთილ სახამებელი  ………  6 გ

ვრცლად ჰაეს–სტერილი

რეუმადოლი – REUMADOL – РЕУМАДОЛ

საერთაშორისო დასახელება:

ETOFENAMATE

მწარმოებელი: DEMO S.A. ინგლისი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახსრების და კუნთების ტკივილისას

მოქმედი ნივთიერება: ეტოფენამატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 40 მგ

1 გ

ეტოფენამატი …………..  5%

ვრცლად ფლექსო ამპულა(მიღების წესი განსხვავებული)

რეტინოლი – RETINOL – РЕТИНОЛ

ჩვენებები

  • ჰიპოვიტამინოზი A, როდესაც არ არის მისი პარენტერალური გამოყენების აუცილებლობა: ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიის გარეშე (თვალებში სიმშრალის შეგრძნება); ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიით; მალაბსორბციის სინდრომის პროფილაქტიკა.
  • კომპლექსურ თერაპიაში: სხვადასხვა დისკერატოზი და ჰიპერკერატოზი, სებორეული ეგზემა, ფოლიკულური კერატოზი, დამწვრობა, მოყინვა, ნაწოლები და სხვა მდგომარეობები, რომელიც მიმდინარეობს დუნე ეპითელიზაციით.;
  • ოტორინოლარინგოლოგიაში: მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტი, ინფექციური დაავადებები, სტრესული მდგომარეობა.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს: კუჭის რეზექცია, ცელიაკია, სპრუ, ადგილობრივი ენტერალური სინდრომი, სტეატორეა, დიარეა, მალაბსორბციის სინდრომი პანკრეასის ფუნქციის უკმარისობით, ქრონიკული პანკრეატიტი.
  • პრეპარატზე გაზრდილი მოთხოვნილების დროს.
  • ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად დაავადების სახის და სიმძიმის მიხედვით.

ვიტამინ A-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ქსეროფთალმიის გარეშე:

– ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში – 100000 IU დღეში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ მკურნალობის 12-დღიანი კურსი დღეღამეში 500000 IU.

– ბავშვებში 1-დან 8 წლამდე – 5000-10000 IU/კგ-ზე 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 17000-35000 IU დღეღამეში, 10 დღე.

– ბავშვებში 1 წლის ასაკის ქვევით 1000 IU/კგ-ზე დღეღამეში 5 დღე, შემდგომში 10 დღიანი კურსით 7500-1000 IU დღეღამეში.

ვიტამინი A-ს დეფიციტის სამკურნალოდ ქსეროფთალმიით:

– ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში – 500000 IU დღეღამეში 3 დღე, შემდგომში 14 დღიანი კურსით 50000 IU დღეღამეში, შემდეგი 2 თვიანი კურსით 20000 IU დღეღამეში.

– ბავშვებში 1-დან 8 წლამდე – 5000-10000 IU/კგ-ზე 5 დღე ან მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

მალაბსორბციის სინდრომის პროფილაქტიკისათვის:

– ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში – 10000-50000 IU დღეღამეში.

სხვა პათოლოგიების დროს ჩვენების მიხედვით:

– მოზრდილებში/ქალებში – 4000 IUდღეღამეში;

– მოზრდილებში/მამაკაცებში – 5000 IU დღეღამეში;

– ბავშვებში 10 წლის ასაკის  ზევით 4000-5000 IU დღეღამეში;

– ბავშვებში 7-დან 10 წლამდე 3300-3500 IU დღეამეში;

– ბავშვებში 4-დან 6 წლამდე 2500 IU დღეღამეში;

– ბავშვებში 6 თვიდან 3 წლამდე 1500-2000 IU დღეღამეში.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზები პრეპარატზე გაზრდილი მოთხოვნილების დროს:

– ფეხმძიმეებში – 5000 IU დღეღამეში.

– ლაქტაციის პერიოდში 6000 IU დღეღამეში.

სხვა პათოლოგიების დროს ხდება პრეპარატის დოზის ინდივიდუალური დადგენა.

გვერდითი მოვლენები

რეტინოლის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას აღინიშნება ძილიანობა, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, მაცერაცია ტუჩების კუთხეებში, ალოპეცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ალერგიული რეაქციები. თუ ვიტამინი A-ს პლაზმური დონე შეადგენს 50000 IU/100 მლ-ში აღინიშნება ღებინება, ქავილი, მხედველობის გაორება, კანის ჰიპერპლაზია.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ჰიპერვიტამინოზი A.

* ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია

დოზის მიღების ვადების დადგენისას საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას ფეხმძიმობისას და ლაქტაციის პერიოდში.

არსებობს მონაცემები, რომ პრეპარატი დოზით 6000 IU იწვევს ნაყოფის დაზიანებას (საშარდე ტრაქტის ანომალია, ზრდის შენელება).

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გადადის დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე;

♦ იგი ნაკლებად ეფექტურია მშრალ და დანაოჭებული კანის სამკურნალოდ, ასევე ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ, როდესაც არ აღინიშნება ვიტამინის დეფიციტი.

♦ მაღალი დოზებით პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მისი მაღალი ტოქსიურობის გამო.

♦ პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიოსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის და თირკმელების დაავადებების დროს, რადგანაც მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის გაზრდა სისხლში.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას აღინიშნება: ჰიპერემია, თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა, უმადობა, წონის დაკლება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, სისხლჩაქცევები კონიუნქტივაში და პირის ლორწოვან გარსში, ღვიძლის უმნიშვნელო გადიდება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმების ცვენა. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას აღნიშნული მოვლენები ქრება.

თერაპია ამ შემთხვევებში – მანიტოლი, გლუკოკორტიკოიდები და ვიტამინი E.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– რეტინოლის ტოქსიურობა ძლიერდება ალკოჰოლით და რეტინოიდებით. კონტრაცეპტივები იწვევენ პრეპარატის დონის გაზრდას ორგანიზმში.

– არ შეიძლება პრეპარატის ერთდროული მიღება: ნიტრატებთან, ქოლესტირამინთან, ნეომიცინთან, სუკრალფატთან, ანტაციდურ და საფაღარათო პრეპარატებთან, რადგანაც ისინი ცვლიან მის რეზორბციას.

– ვიტამინი A-ს კომბინაციას ვიტამინ E-თან გააჩნია თერაპიული ეფექტი გინეკოლოგიაში, დერმატოლოგიაში და გერიატრიაში. ვიტამინი E ინარჩუნებს რეტინოლს აქტიურ ფორმაში და იცავს მას დაჟანგვისაგან.

ხშირად ვიტამინ A-ს იღებენ ვიტამინ E-თან ერთად.

რეტარპენი – RETARPEN – РЕТАРПЕН

საერთაშორისო დასახელება:

BENZATHINE BENZYLPENICILLIN

მწარმოებელი:

BIOCHEMIE, ავსტრია

მოქმედი ნივთიერება: ბენზატინ ბენზილპენიცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, პენიცილინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 50 ც.

1 ფლ.

ბენზატინ ბენზილპენიცილინი  ………..  2.4 მლნ. სე

ვრცლად ბიცილინი–3 (დოზირება ინდივიდუალური)

რეტაბოლილი – RETABOLIL – РЕТАБОЛИЛ

საერთაშორისო დასახელება:

NANDROLONE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ნანდროლონი დეკანოატი

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანაბოლური სტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ზეთოვანი საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

ნანდროლონი დეკანოატი ………      50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რეტაბოლილი წარმოადგენს პროლონგირებული მოქმედების სინთეზურ ანაბოლურ სტეროიდს (დეპო პრეპარატი). იგი ხელს უწყობს ცილების სინთეზის პროცესს და აფერხებს ორგანიზმიდან აზოტის, კალციუმის, ნატრიუმის, კალიუმის, ქლორიდების და ფოსფატების გამოყოფას, რაც იწვევს სხეულის და კუნთოვანი მასის მომატებას, კალციუმის ძვლებში ფიქსაციას და ძვლების ზრდის პროცესების გაძლიერებას, აგრეთვე ამცირებს ორგანიზმიდან წყლის გამოყოფის პროცესს.

ჩვენებები:

  • დაავადებები, რომელთა დროსაც აუცილებელია ანაბოლური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება: კახექსია სხვადასხვა ეტიოლოგიის, ასთენია, ოსტეოპოროზი, რეგენერაციის პროცესების დასაჩქარებლად (მოტეხილობები, ტრავმები), ცილოვანი ცვლის მოშლა, ტრავმების, დამწვრობის, ოპერაციის, სხივური თერაპიის დროს, რეკონვალესცენციის პერიოდში ცილების დაკარგვით მიმდინარე მძიმე ინფექციური დაავადებების შემთხვევაში;
  • დიაბეტური რეტინოპათია, ნეიროპათია;
  • კუნთების პროგრესირებადი დისტროფია: ინფანტილური პროგრესირებადი სპინალური ატროფია (ვერდინგ-ჰოფმანის სინდრომი), აგრეთვე სარძევე ჯირკვლის კიბო (დისემინირებული).

მიღების წესები და დოზირება:

რეტაბოლილი ინიშნება კუნთებში ინექციის სახით. მოზრდილებში – 25-50 მგ ყოველ 3 ან 4 კვირაში ერთხელ. თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში 50 მგ კვირაში ერთხელ.

ბავშვებში, როგორც წესი, ინიშნება 0.4 მგ/კგ წონაზე კუნთებში ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

  • გვერდითი მოვლენები გამოწვეულია პრეპარატის ანდროგენული ან ანაბოლური აქტივობით. პუბერტულ პერიოდში რეტაბოლილის მაღალი და განმეორებითი დოზების გამოყენება იწვევს ნაადრევ გაძვალებას და ზრდის პროცესის შეფერხებას.
  • ქალებში შესაძლებელია ვირილიზაციის სიმპტომები, საკვერცხეების ფუნქციის დათრგუნვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ლიბიდოს გაძლიერება.
  • ღვიძლის დადებითი ფუნქციური სინჯები.

უკუჩვენებები:

* წინამდებარე ჯირკვლის კიბო;

* მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი;

* ჰეპატიტი;

* ღვიძლის მწვავე დისტროფია;

* სარძევე ჯირკვლის კიბო მამაკაცებში;

* ნეფროზი და ნეფრიტის ნეფროზული ფაზა;

ორსულობა და ლაქტაცია:

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დროს პაციენტმა საჭიროა საკვებთან ერთად მიიღოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების ადექვატური რაოდენობა. შესაძლებელია შემცირდეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში მოთხოვნილება ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მიმართ.

სიცივეში შესაძლებელია რეტაბოლილის ხსნარის გამუქება. ამ შემთხვევაში გამოყენების წინ აუცილებელია პრეპარატის ამპულის შეთბობა კრისტალების სრულ გახსნამდე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:  4 წელი.

რეოპოლიგლუკინი – RHEOPOLYGLUCINUM – РЕОПОЛИГЛЮКИН

საერთაშორისო დასახელება:

DEXTRAN

მწარმოებელი: ”იურია-ფარმი”,უკრაინა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო, ოდნავ მოყვითალო აპიროგენული სითხე, უსუნო, მარილის, ან მოტკბო გემოთი.

100მლ ხსნარი შეიცავს:

დექსტრანი ……………………………     10გ;

ნატრიუმის ქლორიდი ……………..      0,9გ;

დამხმარე საშუალება: საინექციო წყალი.

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლისშემცვლელი და საპერფუზიო ხსნარები;

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რეოპოლიგლუკინი წარმოადგენს სისხლისშემცვლელ ხსნარს. მისი სპეციფიური მოქმედება გამოიხატება სისხლის სუსპენზიური თვისებების და კაპილარებში სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებაში, მისი სიბლანტის შემცირებაში, ასევე იგი ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატის სწრაფი გადასხმის დროს პლაზმის მოცულობა მატულობს 2– ჯერ შეყვანილი რეოპოლიგლუკინის მოცულობასთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი ელიმინირდება ორგანიზმიდან თირკმელებით (პირველი დღეღამის განმავლობაში 70%). დანარჩენი რაოდენობა გადადის რეტიკულოენდოთელიურ სისტემაში, სადაც იგი იშლება გლუკოზამდე.

ჩვენება:

  • რეოპოლიგლუკინი ინიშნება მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად ტრავმული, საოპერაციო, ტოქსიური და დამწვრობით გამოწვეული შოკის პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ;
  • არტერიული და ვენოზური სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებლად თრომბოზების, თრომბოფლებიტების, ენდარტერიტების, რეინოს დაავადების მკურნალობის და პროფილაქტიკისათვის;
  • გულზე ოპერაციის დროს პრეპარატი გამოიყენება საპერფუზიო ხსნარებში დასამატებლად ხელოვნური სისხლმიმოქცევის აპარატებში;
  • სისხლძარღვოვანო და პლასტიკური ოპერაციების დროს მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად და თრომბის წარმოქმნის შესამცირებლად.

დოზირების რეჟიმი:

რეოპოლიგლუკინი ინიშნება წინასწარი კანქვეშა სინჯის ჩატარების შემდეგ, გამონაკლისია გადაუდებელი დახმარების შემთხვევები შოკური მდგომარების დროს. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატები ალერგიული რეაქციების საწინააღმდეგოდ. კანქვეშა სინჯი ტარდება პრეპარატის ინფუზიამდე 24 საათით ადრე.

კანქვეშა სინჯის ჩატარების მეთოდიკა რეოპოლიგლუკინის მიმართ ინდივიდუალური მგძნობელობის დასადგენად:

შუშის ბოთლიდან, ანტისეპტიკის წესების დაცვით, შპრიცით იღებენ პრეპარატის 0,2-0,3მლ-ს და ნემსის შეცვლის შემდგომ, კანქვეშ, წინამხარის შიდა 1/3 –ში,  შეჰყავთ პრეპარატის 0,05მლ „ლიმონის ქერქის“ მიღებამდე. რეაქციაზე დაკვირვება წარმოებს 24 საათის შემდგომ.

ადგილობრივი რეაქცია: ჰიპერემია 1,5სმ-ზე მეტი პაპულის წარმოქმნით;

ზოგადი სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა და სხვა, მოწმობს პრეპარატის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე და ამ შემთხვევაში მისი გამოყენების შეუძლებლობაზე.

თუ რეაქცია არ აღინიშნება, ავადმყოფს უტარდება პერფუზია იმ სერიის პრეპარატით, რომლითაც გაკეთდა კანქვეშა სინჯი. სინჯის გაკეთების შედეგი რეგისტრირდება დაავადების ისტორიაში.

უნდა გახსოვდეთ, რომ კანის სინჯი არ იძლევა საშუალებას განოვლინდეს რეოპოლიგლუკინის მიმართ 100%-ნი სენსიბილიზაცია, ამიტომ პერფუზიის პირველი 5-10 წუთის განმავლობაში საჭიროა მეთვალყურეობა პაციენტის მდგომარეობაზე.

დაუშვებელია პრეპარატის შერევა სხვა საშუალებებთან. პრეპარატის შეყვანის დოზა და სიჩქარე დამოკიდებულია ჩვენებაზე და ავადმყოფის მდგომარეობაზე.

მიკროცირკულაციის დარღვევის დროს (შოკის სხვადასხვა ფორმები) რეოპოლიგლუკინი შეჰყვათ ინტრავენურად, წვეთოვანი, ერთჯერადად დოზით 10მლ/კგ წონაზე. დღეღამური დოზა მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის  შეადგენს 15მლ-მდე/კგ წონაზე. მიზანშეწონილია რეოპოლიგლუკინთან ერთად შეყვანილი იქნას კრისტალოიდური ხსნრები იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა ელექტროლიტური და სითხის ბალანსის აღსადგენად, ან შესანარჩუნებლად. ეს მნიშვნელოვანია დეჰიდრატაციის მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების მკურნალობის დროს და ქირურგიული ჩარევისას.

გულ-სისხლძარღვთა და პლასტიკური ოპერაციების დროს რეოპოლიგლუკინი შეჰყავთ ინტრავენურად, წვეთოვანი, უშუალოდ ოპერაციის წინ დოზით –

5-10მლ/კგ-ზე, ბავშვებში – 10მლ-მდე/კგ-ზე; ოპერაციის დროს – 5მლ/კგ-ზე, ბავშვებში – 10მლ-მდე/კგ-ზე; ოპერაციის შემდგომ, 5-6 დღის განმავლობაში – წვეთოვანი, 10მლ/კგ-ზე ერთხელ დღეში, ბავშვებში 2-3 წლმადე ასაკის – 10მლ-მდე/კგ-ზე. ოპერაციის დროს ხელოვნური სისხლმიმოქცევით რეოპოლიგლუკინი ემატება სისხლში – 10-20მლ/კგ-ზე ოქსიგენატორის შესავსებლად (კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს). პოსტოპერაციულ პერიოდში დოზები იგივეა, როგორც მიკროცირკულაციის დარღვევისას.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი იწვევს დიურეზის მომატებას. რეოპოლიგლუკინის შეყვანის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია თრომბოციტოპენიის, თირკმელების დაავადების დროს, როდესაც აღინიშნება ანურია, გულის უკმარისობა და იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია დიდი მოცულობის სითხის შეყვანა.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს რეოპოლიგლუკინის შეყვანა წყდება დაუყოვნებლივ. ავადმყოფს ენიშნება კრისტალოიდური ხსნარები, საგულე პრეპარატები.

გამოყენების თავისებურება:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმელების დაავადების დროს, ან ნატრიუმის ქლორიდის შეყვანის შეზღუდვის შემთხვევაში. რეოპოლიგლუკინის შეყვანის დროს აღინიშნება დიურეზის შემცირება ბლანტი შარდის გამოყოფით, რაც მოწმობს ორგანიზმის დეჰიდრატაციაზე. ამ შემთხვევაში შეჰყავთ კრისტალოიდური ხსნარები ელექტროლიტური და სითხის ბალანსის შესანარჩუნელბლად. პრეპარატი შეჰყავთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

რეოპოლიგლუკინის და არასპეციფიური ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, პირდაპირი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენების დროს საჭიროა სისხლის სიბლანტის კონტროლი, ვინაიდან პრეპარატი იწვევს მათი დეზაგრეგაციული მოქმედების გაძლიერებას.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, სისხლმიმოქცევზე მოქმედ პრეპარატებს და ასევე იწვევენ არტერიული წნევის მომატებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 100°C-250°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობა: 4 წელი.

გაცემის წესი: რეცეპტით.

შეფუთვა: 200 და 400 მლ შუშის ბოთლები.

რენიტეკი – RENITEC – РЕНИТЕК

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, ჰიპოტენზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 100 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი ……      5 მგ

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი ….      10 მგ

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი ……     20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენალაპრილის მალეატი წარმოადგენს მალეინის მჟავის და ენალაპრილის (L ალანინის და L პროლინის წარმოებული) მარილს. ფარმაკოლოგიურად აქტიურია ენალაპრილის მეტაბოლიტი ენალაპრილატი, რომელიც თრგუნავს ანგიოტენზინგარდამქნელ ფერმენტს (აგფ). ამის შედეგად ითრგუნება ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნა ანგიოტენზინ-II-ში, რომელიც წარმოადგენს ძლიერ პრესორულ აგენტს, ხელს უწყობს ალდოსტერონის სეკრეციას, ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავებას, სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის გაზრდას და არტერიული წნევის მომატებას. რენიტეკი ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას, გულზე პრე- და პოსტ დატვირთვას და აქვეითებს სისტემურ წნევას.

რენიტეკის ეფექტურობის დასადგენად მულტიცენტრული, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობდა 6797 პაციენტი, აქედან 2569 II-III ხარისხის გულის უკმარისობით და 4228 მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით. რენიტეკი ამცირებდა მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირეს და ჰოსპიტალიზაციას არასტაბილური სტენოკარდიის გამო.

პრეპარატი ასევე აფერხებდა გულის უკმარისობის პროგრესირებას და ამცირებდა მასთან დაკავშირებულ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. რენიტეკის გამოყენება გულის უკმარისობის სამკურნალო ტრადიციულ საშუალებებთან ერთად აქვეითებდა საერთო სიკვდილიანობას, ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს და აუმჯობესებდა პაციენტთა მდგომარეობას.

გულის მძიმე უკმარისობით დაავადებული 253 პაციენტის მდგომარეობა აღნიშნულ კვლევებში საგრძნობლად გაუმჯობესდა და შემცირდა სიკვდილიანობა.

ფარმაკოკინეტიკა:

ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება და ჰიდროლიზდება ენალაპრილატად. საკვების მიღება არ მოქმედებს მის აბსორბციაზე.

ჩვენებები:

  • ესენციური არტერიული ჰიპერტენზია (მსუბუქი, ზომიერი, მძიმე ფორმები);
  • რენოვასკულური ჰიპერტენზია;
  • გულის უკმარისობის ყველა ფუნქციური ჯგუფი. გულის უკმარისობის დროს პრეპარატი ინიშნება მისი პროგრესირების შესაჩერებლად, ჰოსპიტალიზაციის შესამცირებლად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის დროს, როდესაც კლინიკურად არ არის გამოხატული გულის უკმარისობის სიმპტომები, რენიტეკი გამოიყენება გულის უკმარისობის განვითარების პრევენციის მიზნით, ჰოსპიტალიზაცის შესამცირებლად, ასევე კორონარული იშემიის პროფილაქტიკისთვის, მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირის და არასტაბილური სტენოკრადიის გამო ჰოსპიტალიზაციის შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება:

რენიტეკი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

მისი მიღება საკვების მიღებასთან არ არის დაკავშირებული. არტერიული ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა 10-20 მგ დღეში ერთხელ. მსუბუქი ხარისხის ჰიპერტონიის დროს 10 მგ, ხოლო მძიმე ფორმის ჰიპერტონიისას კი 20 მგ. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ.

რენოვასკულური ჰიპერტონიით დაავადებულებში საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, რომელსაც ზრდიან საჭიროების მიხედვით. ჩვეულებრივ ეფექტურ დოზას წარმოადგენს 20 მგ, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა უტოლდება 40 მგ-ს.

ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო საჭიროა პაციენტს მოეხსნას შარდმდენები რენიტეკის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე, ან მკურნალობა დაწყებული იქნას 5 მგ დოზით მისი შემდგომი გაზრდით.

გულის ქრონიკული უკმარისობის და მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის დროს რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დოზით 2.5 მგ, რომელიც თანდათან შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე. დოზის შერჩევა შეიძლება გაგრძელდეს 2-4 კვირის განმავლობაში.

თირკმლების უკმარისობის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან გაიზარდოს ინტერვალი მიღებებს შორის. როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 80-30 მლ/წთ 2.5-5 მგ, კრეატინინის კლირენსისას 30-10 მლ/წთ 2.5-5 მგ დღეში, ხოლო 10 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსის დროს იგი უტოლდება 2.5 მგ დიალიზის დღეს.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაციენტთა 2%-ზე ნაკლებს აღენიშნება ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, იშვიათად ტკივილი გულის არეში, არითმია, გულისცემის გახშირება, სტენოკარდია; შესაძლებელია მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარება.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასთენია, იშვიათად დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, უძილობა, მხედველობის დაბინდვა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, იშვიათად პანკრეატიტი, ჰეპატიტი, დისპეფსია, სტომატიტი, ტრანსამინაზების აქტივობის და ბილირუბინის დონის მომატება სისხლში. ყველა აღნიშნული სიმპტომები პრეპარატის მოხსნისას ქრება.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, იშვიათად ინფილტრატი ფილტვებში, ბრონქოსპაზმი, რინორეა, დისფონია.

საშარდე სისტემის მხრივ: იშვიათად თირკმლების უკმარისობა, ოლიგურია, კრეატინინის და შარდოვანას მაჩვენებლების მომატება სისხლში.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, სახის, ენის, ტუჩების ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათად სტივენს-ჯონსონის სინდრომი, დერმატიტი, ერითემა, პემფიგუსი. აღწერილია რთული სიმპტომოკომპლექსის განვითარება ცხელებით, ედს-ის მომატებით, სეროზიტით, ართრიტით, მიალგიით, ვასკულიტით.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

კანის მხრივ: ქავილი, ალოპეცია, სახის სიწითლე.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაძლოა ჰიპერკალიემიის, ჰიპონატრიემიის განვითარება, ჰემატოკრიტის მაჩვენებლის შემცირება.

სხვა: გაძლიერებული ოფლდენა, იმპოტენცია, კრუნჩხვები, გლოსიტი.

პაციენტები კარგად იტანენ რენიტეკს. გვერდითი მოვლენები დროებითი და უმნიშვნელოა.

უკუჩვენებები:

  • ანამნეზში აგფ ინჰიბიტორების მიმართ ალერგიული რეაქცია;
  • მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის მიმართ.
  • პროგრესირებადი აზოტემია თირკმლის არტერიის ორმხრივი, ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს; აგრეთვე ბავშვთა ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში რენიტეკი არ არის რეკომენდებული, ორსულობისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის მიღება ნაყოფის დაავადებას ან სიკვდილს იწვევს. კერძოდ, ვითარდება ჰიპოტენზია, თირკმლების უკმარისობა, ჰიპერკალიემია, თავის ქალას ჰიპოპლაზია; აგრეთვე ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც თავის ქალას დეფორმაციას, ფილტვების ჰიპოპლაზიას და კიდურების კონტრაქტურას იწვევს.

აღნიშნული მოვლენები არ ვითარდება რენიტეკის ორსულობის I ტრიმესტრში დანიშვნისას. ორსულობის დოს პრეპარატის გამოყენების აუცილებობის შემთხვევაში საჭიროა პერიოდული ულტრაბგერითი გამოკვლევა ოლიგოჰიდრამნიონის გამოსავლენად.

ახალშობილები, რომელთა დედებიც ღებულობდნენ რენიტეკს, საჭიროებენ მეთვალყურეობას ოლიგურიის, ჰიპერკალიემიის და ჰიპოტენზიის გამო. ენალაპრილი აღწევს პლაცენტაში. მისი გამოდევნა ორგანიზმიდან შეიძლება პერიტონიული დიალიზით.

რენიტეკი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი მისი  გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

კლინიკური კვლევით დადასტურებულ იქნა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა რენიტეკით მკურნალობისას. მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისტემატურად არტერიული წნევის და თირკმლების ფუნქციის კონტროლი. მკურნალობის დასაწყისში ჰიპოტენზია არ წარმოადგენს მკურნალობის წინააღმდეგჩვენებას. სიმპტომური ჰიპოტენზია ხშირად ვითარდება შარდმდენების მიღებით გამოწვეული ჰიპოვოლემიის, დიარეის ან ღებინების ფონზე.

სიმპტომური ჰიპოტენზია უვითარდებათ გულის მძიმე უკმარისობით დაავადებულებს შარდმდენების მიღების, ჰიპონატრიემიის და თირკმლების უკმასისობის გამო. ასეთი პაციენტები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პრეპარატის დოზის შეცვლისას. ასევე სიფრთხილეა საჭირო გულის იშემიური დაავადების და თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიის დროს, ვინაიდან ჰიპოტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი და ინსულტი. ჰიპოტენზიის დროს პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში გადაესხას ფიზიოლოგიური ხსნარი.

ნორმალური და დაბალი არტერიული წნევით მიმდინარე გულის უკმარისობისას პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.

ზოგ შემთხვევაში ჰიპოტენზია აუარესებს თირკმლების ფუნქციას, იშვიათად ვითარდება თირკმლების შექცევადი მწვავე უკმარისობა. ზოგიერთ პაციენტში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით, აღინიშნება კრეატინინის და შარდოვანას მომატება სისხლში. მკურნალობის შეწყვეტისას აღნიშნული მაჩვენებლები უბრუნდება ნორმას.

ცალკეულ შემთხვევაში პაციენტებში, მკურნალობამდე თირკმლების ნორმალური ფუნქციით, რენიტეკის და დიურეზული საშუალებების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლის შრატში კრეატინინის და შარდოვანას უმნიშვნელო მომატებას, რის გამოც ამ დროს რეკომენდეულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.

აგფ ინჰიბიტორების გამოყენება იშვიათად იწვევს სახის, ტუჩების, ენის კიდურების ანგიონევროზულ შეშუპებას. მათი განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ამ დროს ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალებები, ხოლო სასუნთქი გზების ობტურაციის შემთხვევაში გამოიყენება ინტრავენურად ადრენალინი.

ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება ზრდის მისი კვლავ განვითარების რისკს რენიტეკით მკურნალობის დროს.

იშვიათად რენიტეკით მკურნალობის პერიოდში ჰიპოსენსიბილიზაცია იწვევს ანაფილაქსიურ რეაქციას, რის გამოც სასურველია ჰიპოსენსიბილიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე რენიტეკის დროებით მოხსნა.

დიალიზზე (პოლიაკრილონიტროლის მემბრანების გამოყენებით) მყოფ პაციენტებს, რომლებიც რენიტეკს ღებულობენ, შესაძლოა განუვითარდეთ ანაფილაქსია, რის გამოც ამ ტიპის მემბრანების გამოყენება დიალიზის დროს არ არის რეკომენდებული.

ქირურგიული ოპერაციების დროს განვითარებული ჰიპოტენზია კორეგირდება ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის გაზრდით.

რენიტეკით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში კალიუმის დონის კონტროლი, ჰიპერკალიემიის თავიდან ასაცილებლად.

ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა არ არის შესწავლილი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია წამლის მიღებიდან დაახლოებით 6 საათში, სტუპოროზული მდგომარეობა.

მკურნალობა: ინტრავენურად იზოტონური ხსნარის ინფუზია, კუჭის ამორეცხვა. თუ პრეპარატი ახალი მიღებულია ორგანიზმიდან ენალაპრილის გამოდევნა ხდება ჰემოდიალიზის საშუალებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რენიტეკისა და სხვა ჰიპოტენზიური საუშალებებთან კომბინაციის დროს მისი ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება; რენიტეკით მონოთერაპიის დროს კალიუმის დონე სისხლში საშუალოდ 0.2 მეკვ/ლ აღწევს. დიურეზული საშუალებების მიღება ამცირებს რენიტეკით გამოწვეული ჰიპერკალიემიას.

რენიტეკის და კალიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება მნიშვნელოვნად ზრდის კალიუმის დონეს სისხლში, რის გამოც ამგვარი მკურნალობის დროს საჭიროა კალიუმის დონის კონტროლი.

რენიტეკით მკურნალობისას, შესაძლოა ლითიუმის კლირენსის დაქვეითება, რაც მოითხოვს მის რეგულარულ განსაზღვრას სისხლში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

რენი – RENNIE – РЕННИ

მწარმოებელი: „ბაიერ კონსიუმერ კერ აგ“ (შვეიცარია),

წარმოებულია „ბაიერ სანტე ფამილიალ“, საფრანგეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები. თეთრი კრემისფერი ელფერის, კვადრატული ტაბლეტები ჩაზნექილი ზედაპირებით, ორივე მხარეს გრავირებით “Rennie”, მენთოლის სუნით.

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

კალციუმის კარბონატი …………………………  680 მგ,

მაგნიუმის ფუძე კარბონატი …………………..  80 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სახაროზა (475 მგ), პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, მენთოლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტაციდური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი შეიცავს ანტაციდურ ნივთიერებებს – კალციუმის კარბონატს და მაგნიუმის კარბონატს, რომლებიც უზრუნველყოფს კუჭის წვენის ჭარბი მარილმჟავას სწრაფ და გახანგრძლივებულ ნეიტრალიზაციას, რითაც ავლენს კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვით მოქმედებას. 3-5 წუთის განმავლობაში დადებითი ეფექტის მიღწევა განპირობებულია ტაბლეტების კარგი ხსნადობით და კალციუმის მაღალი შემცველობით.

ფარმაკოკინეტიკა:

კუჭის წვენთან რენის ურთიერთქმედების შედეგად კუჭში წარმოიქმნება კალციუმისა და მაგნიუმის ხსნადი მარილები. ამ შენაერთიდან კალციუმისა და მაგნიუმის აბსორბციის დონე დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. აბსორბციის მაქსიმალური დონეა – 10 % კალციუმი და 15-20% მაგნიუმი. შეწოვილი კალციუმისა და მაგნიუმის მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს პლაზმაში კალციუმისა და მაგნიუმის დონე. ამ  ხსნადი მარილებიდან ნაწლავებში წარმოიქმნება უხსნადი ნაერთები, რომლებიც გამოიყოფა განავალთან ერთად.

ჩვენება:

კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობასთან და რეფლუქს-ეზოფაგიტთან დაკავშირებული სიმპტომები:

  • გულძმარვა, ბოყინი, კუჭის არეში პერიოდული ტკივილები, გადავსების ან სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრულ მიდამოში, მეტეორიზმი, დისპეფსია, (მათ შორის დიეტაში და წამლების მიღებაში დაშვებული შეცდომები განპირობებული, ალკოჰოლის, ყავის, ნიკოტინის მავნე მოხმარებით), ორსულთა დისპეფსია.

უკუჩვენება:

* თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰიპერკალციემია, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე.

გამოიყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში:

პრეპარატის მიღება რეკომენდებული დოზებით ნაყოფისთვის და ახალშობილისთვის საფრთხეს არ წარმოქმნის.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული სხვა დოზირება, სიმპტომების გამოვლენისას უნდა დაიღეჭოს 1-2 ტაბლეტი (ან უნდა გედოთ პირის ღრუში, სანამ არ გაიწოვება ბოლომდე). აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება პრეპარატის მიღების განმეორება 2 საათის შემდეგ.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 16 ტაბლეტს.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზის დაცვისას პრეპარატი კარგად გადაიტანება, თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ დიდი დოზებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების დარღვეული ფუნქცია, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნემია, ჰიპერკალცემია, ალკალოზი, რომელიც ვლინდება გულისრევით, ღებინებით, კუნთების სისუსტით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის დაუყონებლივი კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

სამკურნალო პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს ანტაციდური პრეპარატების მიღებიდან 1-2 საათით ადრე ან მათი მიღების შემდეგ. ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკები, ფტორქინოლონები, ფოსფატები – ერთდროული გამოყენებისას რენი ამცირებს ამ პრეპარატების  შეწოვას.

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმელების დარღვეული ფუნქციის პაციენტთათვის პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღება რეკომენდებული არ არის.

თირკმელების დარღვეული ფუნქციის პაციენტებში, პრეპარატის დანიშვნისას, საჭიროა მაგნიუმისა და კალციუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი სისხლის პლაზმაში.

რენის დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება გაზარდოს თირკმელებში კონკრემენტების წარმოშობის რისკი.

მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 ტაბლეტი რენი შეიცავს 475 მგ საქაროზას.

თუ პრეპარატის მიღება ეფექტური არ არის, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

პრეპარატის გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე: გავლენას არ ახდენს.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Don`t copy text!