Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 483

რენელ ნ – RENEEL N – РЕНЕЛЬ Н

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საშარდე გზების დაავადების სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Berberies D2 …………….        15 მგ

Acidum nitricum …………        30 მგ

Cantharis D5 ……………..        30 მგ

Plunbum aceticum D6 ….        30 მგ

Pariera brava D3 …………..      30 მგ

Sabal serrulatum D2 ……….     30 მგ

Causticum Hahnemanni D4 ….  60 მგ

Alumina D12 ……………….       75 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • საშარდე გზების ანთებითი დაავადებები კონკრემენტების წარმოქმნით ან მის გარეშე, ცისტიტი, ცისტოპიელიტი, აგრეთვე ჰიდრონეფროზი, შარდის შეუკავებლობა.
  • პრეპარატი ნაჩვენებია როგორც დამხმარე საშუალება პროსტატის ადენომის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  5 წელი.

რემიკეიდი – REMICADE – РЕМИКЕИД

საერთაშორისო დასახელება:

INFLIXIMAB

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ინფლიქსიმაბი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულატორი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

ინფლიქსიმაბი ……     100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, პოლისორბატ 80, ნატრიუმის მონოფოსფატი, ნატრიუმის დიფოსფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რემიკეიდი ხასიათდება მაღალი აფინიტეტით სიმსივნის მანეკროზირებელი ფაქტორის ალფა-ს მიმართ, რომელიც წარმოადგენს ფართო ბიოლოგიური მოქმედების მქონე ციტოკინს, მათ შორის ანთების საპასუხო რეაქციაში მონაწილე შუამავალს და იმუნური სისტემის მოდულატორს.

სიმსივნის მანეკროზირებელი ალფა ფაქტორი  მნიშვნელოვან როლს თამაშობს აუტოიმუნური და ანთებითი დაავადებების განვითარების პროცესში.

რემიკეიდი სწრაფად უკავშირდება და წარმოქმნის მდგრად ნაერთს ადამიანის სიმსივნის მანეკროზირებელი ფაქტორის ალფა-ს ორივე ფორმასთან (ხსნადი და ტრანსმემბრანული), რის შედეგადაც ადგილი აქვს სიმსივნის მანეკროზირებელი ფაქტორის ალფა-ს ფუნქციონალური აქტივობის დაქვეითებას.

რემიკეიდის სპეციფიკურობის დამადასტურებელს სიმსივნის მანეკროზირებელი ფაქტორი ალფა-ს მიმართ წარმოადგენს მისი უუნარობა მოახდინოს ციტოკინის ალფა-ლიმფოტოქსიკური ეფექტის ნეიტრალიზება, რომელიც სიმსივნის მანეკროზირებელი ალფა ფაქტორის მსგავსად ამჟღავნებს აფინურობას იგივე რეცეპტორების მიმართ.

ჩვენებები:

  • რევმატოიდული ართრიტი

რემიკეიდის კომბინაცია მეტოტრექსატთან ნაჩვენებია 18 წლის ასაკის ზემოთ რევმატოიდული ართრიტის აქტიური ფორმის მქონე იმ ავადმყოფებში, რომლებშიც ადრე ჩატარებული მკურნალობა მეტოტრექსატის ჩათვლით, იყო არაეფექტური.

  • კრონის დაავადება

რემიკეიდი ნაჩვენებია 18 წლის ასაკის ზემოთ კრონის დაავადების მძიმე ხარისხის აქტიური ფორმით შეპყრობილ ავადმყოფებში, მათ შორის ფისტულების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტანდარტულ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებისა და/ან იმუნოდეპრესანტების ჩათვლით.

მიღების წესი და დოზირება:

რევმატიდული ართრიტის მკურნალობა:

რემიკეიდის საწყისი დოზა შეადგენს 3 მგ/კგ. პრეპარატი განმეორებით იგივე დოზებში შეჰყავთ პირველი შეყვანიდან 2 კვირის შემდეგ და 6 კვირის შემდეგ, შემდგომ ყოველ 8 კვირაში. რემიკეიდით მკურნალობა ტარდება მეტოტრექსატთან კომბინაციაში.

კრონის მძიმე აქტიური დაავადების მკურნალობა: რემიკეიდი შეყავთ ერთჯერადად 5 მგ/კგ დოზით.

კრონის დაავადების მკურნალობა ფისტულების წარმოქმნის დროს:

რემიკეიდი ერთჯერადი დოზით 5 მგ/კგ პრეპარატი განმეორებით იგივე დოზებში შეყავთ პირველი შეყვანიდან 2 კვირის შემდეგ და 6 კვირის შემდეგ.

რემიკეიდის განმეორებითი გამოყენება: დაავადების რეციდივის შემთხვევაში შესაძლებელია რემიკეიდის ხელახალი დანიშვნა ბოლო დოზის შეყვანიდან 14 კვირის განმავლობაში. პრეპარატის ბოლო დოზის შეყვანიდან 2-4 წლის შემდეგ განმეორებითი შეყვანის დროს პაციენტების მნიშვნელოვან პროცენტს აღენიშნებათ შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციების განვითარება. აღნიშნული რეაქციების განვითარების რისკი 15 კვირიდან 2 წლამდე ინტერვალში უცნობია. ამიტომ განმეორებითი მკურნალობის ჩატარება 15 კვირაზე მეტი ინტერვალით რეკომენდებული არ არის.

პრეპარატის გამოყენების წესი:

პრეპარატი შეყავთ ვენაში არანაკლებ 2 სთ-ის განმავლობაში არა უმეტეს 2 მლ/წთ-ში სიჩქარით სტერილური აპიროგენული ფილტრის მქონე საინფუზიო სისტემის გამოყენებით, რომელიც ხასიათდება ცილებთან დაბალი შეკავშირების აქტივობით.

საინფუზიო ხსნარის მომზადება:

1. საჭიროა დოზის, რემიკეიდის ფლაკონების აუცილებელი რაოდენობის (ყოველი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ინფლიქსიმაბს) და პრეპარატის მომზადებული ხსნარის საჭირო მოცულობის გამოთვლა.

2. ყოველი ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 10 მლ საინექციო წყალში, 21 კალიბრის (0.8 მმ) ან უფრო მცირე ნემსიანი შპრიცის გამოყენებით. გამხსნელის შეყვანის წინ ფლაკონს ხსნიან პლასტმასის სახურავს და საცობს წმენდენ 70% ეთილის სპირტიანი ხსნარით. შპრიცის ნემსი შეჰყავთ ფლაკონის რეზინის საცობის ცენტრში, წყლის ჭავლს უშვებენ ფლაკონის კედელზე.

ვაკუუმის არ არსებობის შემთხვევაში ფლაკონის გამოყენება ნებადართული არ არის.

ლიოფილიზირებული ფხვნილის სრულ გახსნამდე საჭიროა ფლაკონის როტაციით მასთან ხსნარის ფრთხილად შერევა.

არ შეიძლება შენჯღრევა. გახსნის დროს შესაძლებელია ქაფის წარმოქმნა. ამ შემთხვევაში  საჭიროა ხსნარის დაყოვნება 5 წთ-ის განმავლობაში.

მიღებული ხსნარი უნდა იყოს უფერო ან მოყვითალო ფერის ოპალესცირებული.

პრეპარატის ცილოვანი უბნების გამო, იგი შესაძლებელია შეიცავდეს უმნიშვნელო რაოდენობის წვრილ ნახევრად გამჭვირვალე შეწონილ ნაწილაკებს.

მუქი ფერის ნაწილაკებით შეფერილი ხსნარი გამოყენებისათვის უვარგისია.

3. რემიკეიდის მიღებული ხსნარის საერთო მოცულობა უნდა შევავსოთ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% საინექციო ხსნარით 250 მლ-მდე. ამისათვის 250 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის შემცველი მინის ფლაკონიდან ამ საინფუზიო პაკეტიდან იღებენ საინექციო წყალზე მომზადებულ რემიკეიდის ხსნარის ტოლ მოცულობას. შემდგომ ნელა უმატებენ ბოთლში ან საინფუზიო პაკეტში ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარით ადრე მომზადებული რემიკეიდის ხსნარს და ფრთხილად ურევენ.

4. პრეპარატში კონსერვანტის არ არსებობის გამო საინფუზიო ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს მისი მომზადებიდან რაც შეიძლება სწრაფად და არა უგვიანეს 3 სთ-ის.

5. ერთი საინფუზიო სისტემით რემიკეიდის შეყვანა რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დაუშვებელია.

6. საინფუზიო ხსნარის შეყვანის წინ საჭიროა მისი ვიზუალური შემოწმება. გაუმჭვირვალე ნაწილაკების, უცხო შეწონილების არსებობის და ფერის ცვლილებების შემთხვევაში მისი გამოყენება დაუშვებელია.

7. საინფუზიო ხსნარის დარჩენილი ნაწილი შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისია.

გვერდითი მოვლენები:

აღენიშნებათ ავადმყოფთა 57%, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს, ხოლო 36% – რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

ინფექციების მიმართ ორგანიზმის საწინააღმდეგო რეაქცია, იშვიათად ვირუსული ინფექცია (გრიპი, ჰერპესი), ცხელება, აბსცესი, ცელულიტი, სეფსისი, ბაქტერიული ინფექცია, ტუბერკულოზი, სოკოვანი ინფექცია.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად: დეპრესია, ფსიქოზი, ამნეზია, აპათია.

იმუნური სისტემა იშვიათად აუტოანტისხეულების წარმოქმნა, მგლურას სინდრომი.

სისხლის წარმოქმნის პროცესის მხრივ: იშვიათად ანემია, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია, ლიმფოციტოზი, ლიმფოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

ზემოთ მოცემულია როგორც შედარებით ხშირი (სიხშირე >1:100, 1:1000,

მკურნალობის შეწყვეტის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენდა ქოშინი, გამონაყარი, თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ინფლიქსიმაბის, თაგვების სხვა ცილების, აგრეთვე პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი არააქტიური კომპონენტის მიმართ.

* მძიმე ინფექციური პროცესები, მაგ. სეფსისი, აბსცესი, ტუბერკულოზი ან სხვა ოპორტუნისტული ინფექციები.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის დროს რემიკეიდის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან იგი გავლენას ახდენს ნაყოფის იმუნური სისტემის განვითარების პროცესზე.

* ქალებმა რეპროდუქციის ასაკში რემიკეიდით მკურნალობის დროს და 6 თვის განმავლობაში მკურნალობის დამთავრების შემდეგ საჭიროა მიმართონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს. მონაცემები დედის რძეში რემიკეიდის ექსკრეციის შესახებ არ არსებობს, ამიტომ  საჭიროა ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება შეწყდეს.

* ძუძუთი კვება შესაძლებელია მკურნალობის დამთავრებიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

რემიკეიდის ინფუზიის დროს შესაძლებელია მწვავე და შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციების განვითარება. მათი განვითარების დრო სხვადასხვაა.

მწვავე რექაციები ძირითადად ვლინდება პრეპარატის პირველი ან მეორე ინფუზიის შემდეგ 2 სთ-ის განმავლობაში. აღნიშნული რეაქციების განვითარება დამოკიდეუბლია რემიკეიდის შეყვანის სისწრაფეზე. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის შეყვანის სისწრაფის შემცირება მის სრულ შეჩერებამდე. ინფუზიის პროცესის განახლება ხდება უფრო ნაკლები სისწრაფით და მხოლოდ რეაქციის ნიშნების სრული გაქრობის შემდეგ. სუსტი და ტრანზიტორული რეაქციები არ საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, მაშინ როდესაც საშუალო სიძიმის და მძიმე რეაქციების დროს საჭირო ხდება სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება და ინფუზიის შეწყვეტა. შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება.

გადაუდებელი მკურნალობისათვის საჭირო აღჭურვილობა და მედიკამენტები (პარაცეტამოლი, ანტიჰისტამინური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები, ადრენალინი) მომზადებული უნდა იყოს მათი სასწრაფოდ გამოყენებისათვის. გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით ავადმყოფს ინფუზიის დაწყებამდე უკეთდება რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი და პარაცეტამოლი.

ზოგიერთ ავადმყოფში ადგილი აქვს რემიკეიდის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც იშვიათად იწვევენ მძიმე ალერგიულ რეაქციებს. პოტენციურად აღნიშნული ანტისხეულების წარმოქმნის რისკს ადგილი აქვს ტოლერანტობის არმქონე ავადმყოფებში მეტოტრექსატის ან სხვა არასტეროიდული იმუნოდეპრესანტების (მაგ. აზატიოპრინის, 6-მერკაპტოპურინის) მიმართ ან მათი მიღების შეწყვეტით რემიკეიდით მკურნალობამდე ან მკურნალობის პროცესში. მძიმე რეაქციების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა რემიკეიდის მიღების შეწყვეტა და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

კრონის დაავადების დროს პირველი მკურნალობიდან 2-4 წლის შემდეგ განმეორებითი მკურნალობის ჩატარებისას ადგილი აქვს მაღალი სიხშირის (25%) შენელებული ტიპის მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს. მათთვის დამახასიათებელია მიალგიის და/ან ართრალგიის განვითარება ცხელებით და/ან/ გამონაყარით. ზოგიერთ ავადმყოფებში ვითარდება აგრეთვე ქავილი, სახის, ტუჩების, მტევნების შეშუპება, დისფაგია, ურტიკარია, სახის ანთება, თავის ტკივილი. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სიმსივნის მანეკროზირებელი ფაქტორი α წარმოადგენს ანთების მედიატორს და უჯრედული იმუნიტეტის მოდულატორს. ავადმყოფებს რემიკეიდით მკურნალობის დროს აღენიშნებათ ოპორტუნისტული ინფექციები, რომელთა განვითარება სავარაუდოდ დაკავშირებულია ინფექციისაგან ორგანიზმის დამცველი მექანიზმის დარღვევის შედეგად. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ შესაძლებელია სიმსივნის მანეკროზირებელი ფაქტორი ალფა-ს სუპრესია, აგრეთვე ინფექციის ისეთი სიმპტომების მასკირება, როგორიცაა მაგალითად ცხელება.

მკურნალობის პროცესში და მისი დამთავრების შემდგომ, შესაძლოა ინფექციის ნიშნების გამოვლინებისათვის საჭირო ავადმყოფთა სისტემატური კონტროლი. რადგან, რემიკეიდის ელიმინაციის პროცესი მიმდინარეობს 6 თვის მანძილზე, ავადმყოფი ამ ხნის განმავლობაში იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ავადმყოფებში რემიკეიდით მკურნალობის შეწყვეტა საჭიროა იმძიმე ინფექციის ან სეფსისის განვითარების შემთხვევაში.

რიგ შემთხვევაში ავადმყოფებს რემიკეიდით მკურნალობის დროს აღენიშნებათ მილიარული და ატიპიური ფილტვგარეშე ლოკალიზაციის აქტიური ტუბერკულოზი. ტუბერკულოზის აქტიურ ფორმაზე ეჭვის დროს დიაგნოზის დადგენამდე, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და აუცილებლობის შემთხვევაში სათანადო მკურნალობის ჩატარება.

რემიკეიდით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ავადმყოფების გულდასმით გამოკვლევა, ტუბერკულოზის, როგორც აქტიური, ასევე ლატენტურად მიმდინარე პროცესის გამოსავლენად. კვლევის პროცესი მოიცავს ანამნეზის გულდასმით შეკრებას: მათ შორის აუცილებელია იმის დადგენა, იყო თუ არა ავადმყოფი ტუბერკულოზით ავად წარსულში, ან ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი ტუბერკულოზით დაავადებულ ავადმყოფებთან. გარდა ამისა, აუცილებელია სკრინინგ ტესტების (გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ტუბერკულინური სინჯი) ჩატარების მიზანშეწონილობის განსაზღვრა. ამ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ მძიმე და იმუნოსუპრესიის მქონე ავადმყოფებში შესაძლებელია ცრუ-უარყოფითი ტუბერკულინური სინჯის მიღება.

ლატენტური ფორმის ტუბერკულოზის გამოვლენის შემთხვევაში პროცესის აქტივაციის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ყველა ზომის მიღება და ასეთ ავადმყოფებში რემიკეიდის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების  მიღებამდე, შედეგი/რისკის შეფასება.

რემიკეიდით  მკურნალობის პროცესში ავადმყოფი ინფორმირებული უნდა იყოს შესაძლებელი ტუბერკულოზური პროცესის სიმპტომების წარმოქმნის სიფრთხილის შესახებ, როგორიცაა, მუდმივი ხველა, სხეულის წონის დაკარგვა, სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება. შედარებითი დეფიციტი გამოწვეული სიმსივნის მანეკროზირებული ფაქტორი ალფას-ს საწინააღმდეგო მკურნალობით გენეტიკურად მისდამი მიდრეკილების მქონე ავადმყოფებში, მგლურას სინდრომის (მყარი გამონაყარი, ცხელება, ტკივილები კიდურებში, გადაღლილობა) მსგავსი სიმპტომების განვითარების და ამ ფონზე დნმ-ის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ აღნიშნული მოვლენები, როგორც წესი, ქრება.

რევმატოიდული ართრიტით და კრონის დაავადებით შეპყრობილი ბავშვების და 17 წლის ასაკამდე ახალგაზრდების რემიკეიდით მკურნალობის შესახებ მონაცემები შესწავლილი არ არის. ამიტომ ამ ასაკის ჯგუფებში რემიკეიდის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ შესაბამისი მონაცემების მიღებამდე, საჭიროა პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება.

ხანდაზმულებში, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში სპეციალური კვლევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

არსებობს შეზღუდული გამოცდილება  რემიკეიდით მკურნალობის უსაფრთხოების შესახებ ართროპლასტიკის მქონე ავადმყოფებში.

ჭარბი დოზირება:

აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ავადმყოფებში რემიკეიდთან მეტოტრექსატის კომბინაცია ამცირებს რემიკეიდის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნის პროცესს და იწვევს პლაზმაში ამ უკანასკნელის კონცენტრაციის გაზრდას.

– კორტიკოსტეროიდები გავლენას არ ახდენენ რემიკეიდის ფარმაკოკინეტიკაზე. მონაცემები ინფლიქსიმაბთან სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ აღწერილი არ არის.

– ინფუზიის ჩატარების პროცესში რემიკეიდის ხსნარის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-180C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

რემერონი – REMERON – РЕМЕРОН

საერთაშორისო დასახელება:

MIRTAZAPINE

მწარმოებელი: ORGANON,ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: მირტაზაპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30ც.

1 ტაბ.

მირტაზაპინი …………   15 მგ

1 ტაბ.

მირტაზაპინი ………….  30 მგ

1 ტაბ.

მირტაზაპინი …………   45 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტიდეპრესანტი. აძლიერებს ცენტრალურ ადრენერგულ და სეროტონინიულ გადაცემას. აბლოკირებს 5–HT2 და 5–HT3–სეროტონინულ რეცეპტორებს, რის გამოც სეროტონინრგული გადაცემის გაძლიერება რეალიზდება მხოლიდ 5– HT1 რეცეპტორებით. ანტიდეპრესიული აქტიობის გამოვლენაში მონაწილეობენ ორივე სივრცული ენანთიომერი: S(+) – ენანთიომერი აბლოკირებს ალფა 2 – ადრენო– და 5–HT2–სეროტონინულ რეცეპტორებს, R(-) – ენანთიომერი –5–HT3–სეროტონინულ რეცეპტორებს.

აბლოკირებს რა H1 – ჰისტამინურ რეცაპტორებს ახდენს სედატიურ მოქმედებას. თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ ახდენს ანტიქოლინერგულ აქტიობას და არ ახდენს გავლენას გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე. კლინიკურ პირობებში ვლინდება ასევე ანქსიოლიტური და საძილე მოქმედება, ამიტომ მიტრაზაპინი ეფექტურია სხვადასხვა გენეზის შფოთვის დროს. ზომიერი სედატიური მოქმედების გამო, მკურნალობის პროცესში არ ვლინდება სუიციდზე ფიქრი.

ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 1–2 დღის შემდეგ.

ჩვენებები:

დეპრესიული მდგომარეობა (მათ შორის, ანგედონია, ფსიქომოტორული დამუხრჭება, უძილობა, ადრეული გაღვიძება, წონაში დაკლება, ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა, სუიციდალური აზრები და განწყობის ლაბილობა .

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით. დაუღჭავად , ძილის წინ. საწყისი დოზა – 15მგ/დღ., დოზის თანდათან გაზრდით 45 მგ/დღ.

მკურნალობის კურსი – 4–6 თვე (კლინიკური სიმპტომების სრულ გაქრობამდე). თუ მკურნალობიდა 6–8 კვირის განმავლობაში არ აღინიშნა ჩატარებული მკურნალობის ეფექტი მაშინ მკურნალობა უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა; თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით: წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, დახურულკუთხოვანი გალაუკომა, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ეპილეფსია, თავის ტვინის ორგანული დაზიანება, მოციმციმე ტაქიარითმია, სტენოკარდია, არტერიალური ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, წამლისმიერი დამოკიდებულება და ფსიქოაქტიური სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილება (ანამნეზში), მანია, ჰიპომანოა, ორსულობა.

გვერდითი მოქმედება:

ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, დამუხრუჭება, კრუნჩხვა, კანკალი, მიოკლონუსი, ჰიპერკინეზები, ჰიპოკინეზია, განწყობის და მენტალობის  ცვლილება, აჟიტაცია, შფოთი, აპათია, ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია, ემოციონალური ლაბილობა, მანია, ეპილეპტიური გულყრები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ჰიპერესთეზია.

სისხლწარმოქმნის მხრივ: სისხლწარმოქმნის დათრგუნვა – გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მადის მომატება, წონაში მომატება, პირის სიმშრალე, წყურვილი, ტკივილი მუცელში, ღვძლის „ტრანსამინაზების“ მომატება.

შარდ–სასქესო სისტემის მხრივ: პოტენციის დაქვეითება, დისმენორეა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია.

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება.

სხვა: გრიპისმაგვარი სინდრომი, მოხრჩობა, შეშუპების სინდრომი, მიალგია, ტკივილი ზურგში, დიზურია, წამალზე დამოკიდებულება, „მოხსნის“  სინდრომი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ტაქიკარდია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, ფილტვების ოქსიგენაცია და ვენტილაცია, სიმპტომატური თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები:

შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება გაძლიერდეს ფსიქოტონური სიმპტომატიკა.

ბიპოლარული აფაექტური ფსიქოზის დეპრესიული ფაზის მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს ეფექტის ინვერსია მანიის განვითარებით.

შესაძლო სუიციდალური ტენდენციის გათვალისწინებით ავადმყოფს უნდა მიეცეს ტაბლეტის მხოლოდ მცირე რაოდენობა.

რეპროდუქციული ასაკის ქალებს მკურნალობა უნდა დაენიშნოს მხოლოდ საიმედო კონტრაცეფციის პირობებში.

პრაპარატის ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ უეცარი შეწყვეტა იწვევს გულისრევას, თავის ტკივილს და თვითშეგრძნების გაუარესებას.

სიყვითლისას, ინფექციური დაავადებების სიმპტომებისას ან სისხლის სურათის შეცვლისას მირტაზაპინის მიღება უნდა შეწყდეს. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშოს შესრულებისას, რომლიც მოითხოვს მომატებული ყურადღების კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ურთიერთქმედება:

აძლიერებს ეთანოლის დამთრგუნველ მოქმედებას ცნს–ზე და სედატურ მოქმედებას ბენზიდიაზეპინური სტრუქტურის ანქსიოლიტიკურ მოქმედებას. სასურველი არ არის მაო–ს ინჰიბიტორებთან ერთად მიღება, ასევე მათი შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში. მეტაბოლიზმის ინდუქტორებს და ინჰიბიტორებს შეუძლიათ სისხლში შეცვალონ მირტაზაპინის კონცენტრაცია. მიელოტოქსიკური სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის ჰეპატოტოქსიურობის გამოვლენას.

რემენსი – REMENS – РЕМЕНС

შემადგენლობა:

ტაბლეტები

Cimicifuga D1  ………….  17,9 მგ

Jaborandi D6  …………… 37,2 მგ

Lachesis D12 ……………. 37,2 მგ

Sepia D12  ………………  37,2 მგ

Sanguinaria D6  …………  37,2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

წვეთები (შემცველობა 100მლ–ზე)

Cimicifuga D1  …………….  5 მლ

Jaborandi D6  ……………. 10 მლ

Lachesis D12  ……………. 10 მლ

Sanguinaria D6  ………….. 10 მლ

Sepia D12  ……………….. 10 მლ

დამხმარე ნივთიერებები:

ეთილის სპირტი 43%

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

რემენსი უზრუნველყოფს ჰიპოთალამო–ჰიპოფიზალურ–საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას, და ამ გზით აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს. ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგების შემდეგ ციკლი ხდება რეგულარული, ქრება წინა მენსტრუალური სინდრომი, ალგოდისმენორეა.

რემენსი ამცირებს კლიმაქსის სიმპტომებს, ისეთს როგორიცაა სიცხის შეგრძნება, „ალები“, გულისცემის შეგრძნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, უძილობა. ახდენს პროტექტორულ მოქმედებას გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე არტერიული წნევის დაწევის და ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზების ხარჯზე.

პრეპარატი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამიტომ შეიძლება გამოყენებული იქნას მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.

მიღების ჩვენებები:

  • წინამენსტრუალური სინდრომი;
  • ალგოდისმენორეა;
  • ამენორეა და ოლიგომენორეა;
  • დისმენორეა;
  • პათოლოგიური კლიმაქსი;
  • ენდომეტრიტის, ადნექსიტის კომპლექსური თერაპია.

მიღების წესი:

პრეპარატი მიიღება შემდეგი სქემით: 1–2 დღე 10–10 წვეთი (ან 1 ტაბლეტი) 8–ჯერ დღეში, მესამე დღიდან 10 წვეთი (1 ტაბლეტი) 3–ჯერ დღეში.

მიღების ხანგრძლიობა დამოკიდებულია პათოლოგიაზე:

წინა მენსტრუალური სინდრომი, ციკლის დარღვევა – მკურნალობის კურსი 3 თვე, აუცილებლობისას, კურსის განმეორება შეიძლება 1 თვის შემდეგ.

კლიმაქტერული დარღვევა – მკურნალობის კურსი არა ნაკლებ 6 თვე, მდგომარეობის გაუმჯობესებისას შესაძლებელია მიღების ხანგრძლობის შემცირება 2 მიღებამდე დღეში.

მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებებისას – მკურნალობის კურსი 3 თვეა, რომელიც აუცილებლობისას შეიძლება განმეორდეს ერთი თვის შემდეგ.

პრეპარატი მიიღება სუფთა სახით (შესაძლებელია მცირე რაოდენობით წყალში განზავება) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. გადაყლაპვამდე პრეპარატი გააჩერეთ პირში.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე;

ძალიან იშვიათად ჰიპერსალივაცია.

უკუჩვენებები:

პრეპარატი რომელიმე კომპონენტის აუტანლობა.

ორსულობა:

კლინიკური მონაცემები პრეპარატის ტერატოგენობაზე და ემბრიოტოქსიურობაზე არ არის, შესაძლებელია პრეპარატის მიღება იმ შემთხვევაში თუ დედისათვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციური მოქმედების რისკს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არასასურველი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში არ არის დაფიქსირებული.

დოზის გადაჭარბება:

პრეპარატის ჭარბი დოზირება შეუძლებელია.

შენახვის პირობები:

ინახება მზის სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

დამატებით:

შენახვისას შესაძლებელია პრეპარატის გემოს, გამჭვირვალობის ან ფერის შეცვლა, რაც გავლენას არ ახდენს მის ეფექტურობაზე.

პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს რთული მექანიზმების და სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე.

თერაპიის დასაწყისში შესაძლებელია მცირედ მდგომარეობის გაუარესება, რაც არ მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

რემანტადინი 50 მგ – REMANTADINUM – РЕМАНТАДИН

მწარმოებელი:“ოლაინფარმა”  (ლატვია)

საერთაშორის დასახელება:

Rimantadini  Hydrochloridum

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება:

1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ რიმანტადინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რემანტადინი წარმოადგენს ამანტადინის წარმოებულს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანტივირუსული აქტივობა. იგი ეფექტურია A ტიპის გრიპის სხვადასხვა  ვირუსის მიმართ, აგრეთვე ავლენს ანტიტოქსიკურ მოქმედებას B ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის მიმართ. რემანტადინი აინჰიბირებს ვირუსის რეპლიკაციას ციკლის ადრეულ სტადიაზე. რემანტადინი აგრეთვე აინჰიბირებს არბოვირუსებს, რომლებიც წარმოადგენენ ენცეფალიტის გამომწვევებს. ყველაზე ხშირად აღნიშნულ ვირუსს ავრცელებენ ტკიპები.

რემანტადინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, მიღებული დოზის  25%-ზე მეტი გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით 72 სთ-ის განმავლობაში.

ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, გამოხატული ციროზის დროს პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზის 200 მგ ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჯანმრთელი პირების ფარმაკოკინეტიკისაგან

ჩვენება:

რემანტადინი ინიშნება მოზრდილებსა და სკოლის ასაკის ბავშვებში გრიპის ადრეულ ეტაპზე მკურნალობისათვის და მოზრდილებში ეპიდემიის პერიოდში გრიპის პროფილაქტიკისათვის.

რეკომენდებულია რემანტადინის გამოყენება ვირუსული ეტიოლოგიის ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის პროფილაქტიკისათვის.

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატისა და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის მწვავე დაავადებები; თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, თირეოტოქსიკოზი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება. რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემის მხრივ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, საჭმლისმონელების დარღვევა;

ნერვული სისტემის მხრივ: ცნობიერების დაბინდვა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა, აჟიტაცია, დეპრესია, ეიფორია, უნებლიე მოძრაობების სიჭარბე (ჰიპერკინეზი), მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია).

კანის მხრივ: გამონაყარი;

სმენისა და ვესტიბულური აპარატი: ყურებში შუილი (ტინიტუს);

სუნთქვის ორგანოების მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმი.

გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ყურადღება!

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებისას, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, გულის რითმის დარღვევის, აგრეთვე ხანდაზმულებში. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება. ეპილეფსიისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარებისას ანამნეზში რემანტადინის გამოყენების ფონზე, ეპილეფსიური შეტევის განვითარების რისკი ძლიერდება. აღნიშნული შემთხვევის დროს რემანტადინი გამოიყენება დოზით 100 მგ დღეში კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპიასთან კომბინაციაში. კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში რემანტადინის მიღებას წყვეტენ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:

წინააღმდეგნაჩვენებია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:

პრეპარატის გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვისას სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან რემანტადინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ცნს-ის მხრივ გვერდითი ეფექტები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პარაცეტამოლი და აცეტილსალიცილის მჟავა, აქვეითებენ რემანტადინის ეფექტს.

მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლის მიღებისაგან, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს გაუთვალისწინებელი რეაქციები ცნს-ის მხრივ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად საკვებისაგან დამოუკიდებლად, წყლის მიყოლებით.

A ტიპის გრიპის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება პირველივე სიმპტომების განვითარებისთანავე 48 სთ-ის განმავლობაში. მოზრდილებში – მკურნალობის პირველ დღეს პრეპარატი ინიშნება დოზით 100 მგ (2 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში, მეორე და მესამე დღეს – 100 მგ 2-ჯერ დღეში, მეოთხე და მეხუთე დღეს – 100 მგ ერთხელ დღეში. დაავადების პირველ დღეს პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ 3 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ან 6 ტაბლეტი ერთ მიღებაზე.

7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში რემანტადინი ინიშნება 50 მგ-ის ოდენობით (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში, 11-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში – 50 მგ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 5 დღეს.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გრიპის პროფილაქტიკის მიზნით მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება დოზით  – 50 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს.

ტკიპებით გამოწვეული ვირუსული ეტიოლოგიის ენცეფალიტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება დოზით 100 მგ (2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში. ცალკეულ შემთხვევებში (ექიმის დანიშნულებისამებრ) – 5 დღის განმავლობაში.

პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ ტკიპის კბენიდან 48 სთ-ის განმავლობაში.

რემანტიდინით პროფილაქტიკა უნდა დავიწყოთ ტკიპის კბენიდან დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 48 სთ-ისა.

ცალკეულ შემთხვევებში, (რისკ ჯგუფებში – ტყიან ადგილებში ლაშქრობის მონაწილენი, კარვებში მცხოვრებლები და ა.შ.) მხოლოდ მოზრდილებისთვის არის დასაშვები ტკიპით გამოწვეული ენცეფალიტის პროფილაქტიკა (ნაკბენის გარეშე) პრეპარატის დოზით 50 მგ 2-ჯერ დღეში მიღებით  15 დღის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები. მასზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ჭარბდოზირებისას საჭიროა სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელი ღონისძიებები. რემანტადინი ნაწილობრივ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

აღწერილია მისი მონათესავე პრეპარატით ამანტადინით მოწამვლის შემთხვევა: აღინიშნებოდა აგზნება, ჰალუცინაციები, არითმია, ლეტალური გამოსავალი. ჭარბი დოზირების დროს, სიმპტომებით ცნს-ის მხრივ, ეფექტურია ვენაში ფიზოსტიგმინის შეყვანა 1-2 მგ-ის ოდენობით და ბავშვებში 0,5 მგ განმეორებით, თუკი ეს აუცილებელია, მაგრამ არა უმეტეს 2 მგ/სთ-ში.

ვარგისიანობის ვადა:

აღნიშნულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან  დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

რელპაქსი – RELPAX – РЕЛПАКС

საერთაშორისო დასახელება:

ELETRIPTAN

მწარმოებელი: PFIZER, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ელეტრიპტანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სეროტონინური 5HT1D -რეცეპტორების აგონისტი, შაკიკის საწინააღმდეგო საშუალება.

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 2 და 6 ც.

1 ტაბ.

ელეტრიპტანი ………..   20 მგ

1 ტაბ.

ელეტრიპტანი …………. 40 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იგი წარმოადგენს სეროტონინური 5- HT1D -რეცეპტორების აგონისტს. მისი თერაპიული ეფექტი განპირობებულია ორი მექანიზმით: პრეპარატი აღაგზნებს 5- HT1B რეცეპტორებს საძილე არტერიების სისტემის სისხლძარღვების გლუვ კუნთებში და იწვევს მათ შევიწროვებას (საძილე არტერიები ამარაგებენ სისხლით თავის ტვინის ქსოვილს, ტვინის გარსების ჩათვლით; თავის ტვინის გარსების სისხლძარღვების გაფართოვებასთან არის დაკავშირებული შაკიკის შეტევების განვითარება). ამასთან ერთად, პრეპარატი ააქტივებს თავის ტვინის მაგარ გარსში სამწვერა ნერვის აფერენტული ბოჭკოების დაბოლოებებში რეცეპტორებს, რომლის შედეგადაც მცირდება სენსორული ნეიროპეპტიდების გამოყოფა.

რელპაქსი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და არ გააჩნია საკუთრივ ტკივილგამაყუჩებელი თვისება.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრესისტემური მეტაბოლიზმის მეშვეობით მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს მხოლოდ 15%-ს. იგი ბიოტრანსფორმაციას განიცდის მაო-ს ინჰიბიტორების, ძირითადად A იზოფერმენტის მონაწილეობით და წარმოქმნის ინდოლილაცეტატსა და მის გლუკურონიდს. 100 მგ პრეპარატის პერორალურად მიღებისას მისი Cmax შეადგენს 51 ნგ/მლ და აღინიშნება 2-2.5 სთ-ის განმავლობაში. იგი მცირედ უკავშირდება პლაზმის ცილებს (14-21%). პრეპარატის ორგანიზმში განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 2.4 ლ/კგ-ში, ხოლო T1/2 – 2.5 სთ-ს. პრეპარატის 60% გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი ფეკალიებით. მისი 97% ელიმინირდება ძირითადად არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • რელპაქსი გამოიყენება შაკიკის შეტევის კუპირებისათვის და ხორტონის ჰისტამიური ცეფალოგიის სინდრომის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება პერორალურად მოზრდილებში (18-65 წწ). საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს, ხოლო რეკომენდებული კი – 40 მგ-ს; მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ-ს, ხოლო სადღეღამისო – 300 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას ვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორიცაა: ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, წნევის მომატება ან სხეულის სხვადასხვა ნაწილში სიმძიმის შეგრძნება, სისუსტე, არტერიული წნევის მომატება, სტენოკარდიული ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში, მიოკარდიუმის ინფარქტი, მძიმე პარკუჭოვანის ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია, კისრის არეში ტკივილი, მიალგია, გულისრევა, ღებინება, მუცლის არეში დისკომფორტი, წვის შეგრძნება ყელისა და ცხვირის არეში, სისხლდენა ცხვირიდან, დისფაგია, თვალის გაღიზიანება, მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ ერითემატოზური გამონაყარი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე ბაზილარული ან ჰემიპლეგიური შაკიკის, ჰიპერტონული კრიზის, არტერიული ჰიპერტენზიის, სტენოკრადიული შეტევის, გულის იშემიური დაავადების, ვაზოსპასტიური ვარიანტული სტენოკარდიის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ეპილეფსიის დროს.

* პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

* რელპაქსის გამოყენება, აგრეთვე, წინააღმდეგნაჩვენებია ლითიუმის პრეპარატებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან, სხვა 5-HT1 სეროტონინის რეცეპტორების აგონისტებთან,  ჭვავის რქის ალკალოიდებთან ერთად. მაოს ინჰიბიტორების გამოყენებისას მისი დანიშვნა შესაძლებელია მისი მოხსნიდან არანაკლებ 14 დღის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

* მკურნალობამდე და მის პროცესში საჭიროა დიეტის დაცვა. პაციენტი უნდა იკვებებოდეს რეგულარულად. კვების რაციონში აუცილებელია გამოვრიცხოთ თიამინის შემცველი პროდუქტები (კაკაო, შოკოლადი, ნიგოზი,  ციტრუსები, პომიდორი და ყველი), აგრეთვე ალკოჰოლური სასმელები.

* ვინაიდან პრეპარატის მიღებისას, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებსა და ხანდაზმულებში, მოსალოდნელია კორონარული არტერიული სპაზმის განვითარება, პრეპარატის პირველი 2-3 მიღება საჭიროა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

* რელპაქსის ერგოტამინთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ანამნეზში სულფანილამიდური ერითემა, შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

* ვინაიდან პრეპარატი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამიტომ საჭიროა მისი მიღების დროს თავი შევიკავოთ ტრანსპორტის მართვისგან და ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

რელიფი ულტრა – RELIEF ULTRA – РЕЛИФ УЛТРА

საერთაშორისო დასახელება:

SHARK LIVER OIL; HIDROCORTIZONE; ZINC SULPHATE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ზვიგენის ღვძლის ქონი+ჰიდროკორტიზონის აცეტატი +თუთიის სულფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემოროის სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რექტალური სუპოზიტორიები: ბლისტერზე 6 სუპ. შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 სუპ.

ზვიგენის ღვიძლის ქონი ………….  60 მგ

ჰიდროკორტიზონის აცეტატი ……. 10 მგ

თუთიის სულფატი …………………. 10 მგ

ვრცლად რელიფი

რელიფი ადვანსი – RELIEF ADVANCE – РЕЛИФ АДВАНС

საერთაშორისო დასახელება:

SHARK LIVER OIL; BENZOKAINE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE,გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ზვიგენის ღვიძლის ქონი; ბენზოკაინი

კლინიკურ- ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემოროის სამკურნალი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რექტალური მალამო: ტუბში 28.4 გ

1 გ.

ზვიგენის ღვიძლის ქონი ……..     60მგ

ბენზოკაინი ……………………..     206 მგ

რექტალური სუპოზიტორიები: ბლისტერზე 6 სუპ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 სუპ.

ზვიგენის ღვიძლის ქონი …..        60 მგ

ბენზოკაინი ………………….        206 მგ

ვრცლად რელიფი

რელიფი – RELIEF – РЕЛИФ

საერთაშორისო დასახელება:

SHARK LIVER OIL; PHENYLEPHRINE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ზვიგენის ღვიძლის ქონი, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემოროის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 28.4 გ

1 გ

ზვიგენის ღვიძლის ქონი ………. …..      30 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ….     2.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მინერალური ზეთი, ვაზელინი, მეთილ- და პროპილპარაბენი, ლანოლინი, ბენზონის მჟავა, სიმინდის ზეთი, გლიცერინი, ლანოლინის სპირტი, პარაფინი, გამოხდილი წყალი, ქონდრის ზეთი, ვიტამინი, თეთრი ცვილი.

რექტალური სუპოზიტორიები: ბლისტერზე 6 სუპ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 სუპ.

ზვიგენის ღვიძლის ქონი …………….       60 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი …..      5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კაკაოს ცხიმი 85%, სახამებელი, მეთილ- და პროპილპარაბენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზვიგენის ღვიძლის ქონს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ჰემოსტატიური, რეგენერაციული და იმუნომოდულირებადი მოქმედება.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ავლენს ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროებელ ეფექტს, რაც განაპირობებს ექსუდაციის, შეშუპებისა და ქავილის შემცირებას. აქვეითებს სეროზულ გამონადენს ჰემოროისა და ანორექტალური ზონის სხვა დაავადებების დროს.

ჩვენებები:

  • გამოიყენება შიდა და გარე ჰემოროის, ეროზიების, ნახეთქების, მიკროტრავმების და უკანა ტანის ქავილის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოზრდილებმა პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დაიმუშაონ დაზიანებული მიდამო, ფრთხილად გაიწმინდონ ნამიანი ხელსახოცით, შემდეგ დაიშრონ სისველე ტუალეტის ქაღალდით ან რბილი ნაჭრით.

მალამო:

მალამო გამოიყენება დაზიანებულ არეში 4-ჯერ დღეში (დილა-საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ). სწორ ნაწლავში შესაყვანად გამოყენების წინ აპლიკატორს უნდა მოვხსნათ დამცავი სახურავი, დავამაგროთ იგი ტუბზე და მალამო აპლიკატორის მეშვეობით ფრთხილად შევიყვანოთ სწორ ნაწლავში.

ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია აპლიკატორის დეზინფიცირება და დამცავ სახურავში მოთავსება. მალამო ასევე ისმევა კანზე უკანა ტანის მიდამოში.

ბავშვებში 12 წლამდე გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

რექტალური სუპოზიტორიები:

გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ თითო სუპოზიტორია შეყავთ რექტალურად – დილას, საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ 4-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ანალური ხვრელის მიდამოში კანის ჰიპერემია, გამონაყარი ან ქავილი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

* თრომბოემბოლია, გრანულოციტოპენია.

განსაკუთრებული მითითებები:

– არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ექიმთან შეთანხმების გარეშე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

– შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოზის და წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიების დროს სამკურნალო საშუალებების გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

– უკანა ტანიდან ჭარბი სისხლდენისას ან დაავადების სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში (7 დღეზე მეტი), აუცილებელია პროქტოლოგის დამატებითი კონსულტაციის მიღება.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს ჰიპერკოაგულაციის მიმართ მიდრეკილება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 270C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

რელიუმი – RELIUM – РЕЛИУМ

საერთაშორისო დასახელება:

DIAZEPAM

მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S. A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება:

დიაზეპამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტრანკვილიზატორი ბენზოდიაზეპინის ჯგუფიდან

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

დიაზეპამი ………………..     5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს აქვს გამოხატული კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ასევე ცენტრალური მიორელაქსაციური, ანქსიოლიზური, სედატიური და საძილე მოქმედება. მოქმედების მექანიზმს განაპირობებს ცნს-ში გამა-ამინობუტირატის შემაკავებელი გავლენის გაძლიერება. მიორელაქსაციური მოქმედება ასევე განპირობებულია სპინალური რეფლექსების ინჰიბირებით. შეიძლება გამოიწვიოს ანტიქოლინერგული ეფექტი.

ჩვენებები:

  • ნევროზები, მოსაზღვრე მდგომარეობები დაძაბულობის გამოვლინებით, შფოთვა, მოუსვენრობა, შიში;
  • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (აღგზნების სიმპტომების შემცირების მიზნით);
  • ჩონჩხის კუნთების მომატებული ტონუსით მიმდინარე დაავადებების კომპლექსური თერაპია (ტრავმის შემდგომი პერიოდი, ცერებრალური ინსულტის შემდგომი სპასტიური მდგომარეობები);
  • ძილის დარღვევა;
  • ეპილეფსიის კომპლექსური მკურნალობა (კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად);
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის მოძრაობითი აღგზნებადობა;
  • ოპერაციების და დიაგნოსტიკური პროცედურების მოსამზადებელი პერიოდი.

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულის მკაცრი დაცვით, რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა მკაცრად განისაზღვრება ექიმის დანიშნულებით.

შიშის მდგომარეობა: 2-10 მგ 2-4-ჯერ დღეში.

ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი: 10 მგ 3-4-ჯერ დღეში პირველ დღეებში, შემდეგ (თუ საჭიროა) 5 მგ 3-4ჯერ დღეში.

დაავადებები, რომელთაც ახლავს ჩონჩხის კუნთების ტონუსის მომატება: 2-10 მგ 3-4-ჯერ დღეში.

ძილის დარღვევა: 5-15 მგ ერთჯერადი დოზა ძილის წინ.

ეპილეფსია (სხვა პრეპარატებთან ერთად): 2-10 მგ 2-4-ჯერ დღეში.

ოპერაციის და დიაგნოსტიკური პროცედურებისათვის მოსამზადებელი პერიოდი: 5-20 მგ ერთჯერადი დოზა ან გაყოფილი დოზა ოპერაციის წინ.

მაქსიმალური დღიური დოზა: 60 მგ-მდე დღე-ღამეში (ეპილეფსიის კომპლექსური თერაპია, სპასტიური მდგომარეობები).

ბავშვებში:

0.1-0.8 მგ/კგ წონაზე-დღე-ღამეში.

1-3 წლის ასაკის ბავშვებში: 1-1.5 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში; სადღეღამისო დოზა 2.5-5 მგ.

3-7 წლის ასაკის ბავშვებში: 1.5-2.5 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში; სადღეღამისო დოზა 5-7 მგ. პრეპარატი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულ ასაკის პაციენტებში: დიაზეპამი გამოიყენება სიფრთხილით. რეკომენდებულია შემცირებული დოზები, ჩვეულებრივ, 2-2.5 მგ 1-2-ჯერ დღეში. აუცილებლობისას შეიძლება დოზის თანდათანობითი მომატება (პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში).

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი) ხარისხის მიხედვით. არ შეიძლება პრეპარატის უეცარი მოხსნა, ყოველთვის საჭიროა დოზის თანდათანობითი შემცირება ექიმის კონტროლის ქვეშ. დიაზეპამის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის და განწყობის დარღვევა და ასევე ფსიქიური მოშლილობაც. განსაკუთრებით საშიშია უეცარი მოხსნა ხანგრძლივი თერაპიისას ან დიდი დოზების გამოყენებისას. ამ შემთხვევებში პრეპარატის მოხსნის სიმპტომები უფრო მკვეთრადაა გამოხატული.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, დაღლილობა, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა.

უფრო იშვიათად: თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ყაბზობა), მხედველობის დარღვევა, გაურკვეველი მეტყველება, არტერიული წნევის დაქვეითება, დეპრესია, დეზორიენტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, შარდვის პროცესის დარღვევა, ნეიტროპენია, კანის საფარველის სიყვითლე (ხანგრძლივი მკურნალობისას ნაჩვენებია სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციური სინჯების პერიოდული კონტროლი);

პარადოქსული რეაქციები (ფსიქომოტორული აღგზნება, უძილობა, შიში). პარადოქსული რეაქციის გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

2-3 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე პრეპარატის სისტემატურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულება, ხოლო უეცარი მოხსნისას – აბსტინენციის სინდრომი.

აუცილებელია ექიმისთვის ყველა გვერდითი (უჩვეულო) ეფექტის შესახებ შეტყობინება.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ;
  • ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევა და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის მძიმე უკმარისობები;
  • მიასთენია;
  • გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა;
  • ცნობიერების დარღვევა;
  • პრეპარატი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. დიაზეპამით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:

* დიაზეპამის ხანგრძლივი მიღება ტოლერანტობის განვითარების გამო იწვევს პრეპარატის მოქმედების თანდათანობით დაქვეითებას.

* პრეპარატის ხანგრძლივი მიღება ხელს უწყობს წამლისადმი ფსიქოფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას, ხოლო დიაზეპამის სწრაფი მოხსნისას ვითარდება აბსტინენციის სინდრომი.

* აბსტინენციის სინდრომს ახასიათებს ფსიქომოტორული აღგზნება, შიში, ვეგეტატიური დარღვევები და უძილობა.

* დიაზეპამით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დამთავრებიდან 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება სპირტიანი სასმელების მიღება.

პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მართვაზე:

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დამთავრებიდან 3 დღის შემდეგ იკრძალება ავტოტრანსპორტის მართვა, მოძრავ მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობა, ასევე ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციას.

ჭარბი დოზირება:

დიაზეპამის ჭარბი დოზირების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, ორიენტაციის დარღვევა, გაურკვეველი მეტყველება, მძიმე შემთხვევაში ცნობიერების დაკარგვა  და კომა.

მწვავე მოწამვლისას აუცილებელია ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა.

დიაზეპამის ჭარბი დოზირებისას მკურნალობა პირველ რიგში სიმპტომურია და მოიცავს ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა).

სპეციალურ ანტიდოტს წარმოადგენს ფლუმაზენილი (ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების ანტაგონისტი).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– დიაზეპამის დამთრგუნველ გავლენას ცნს-ზე აძლიერებს მსავსი მოქმედების მქონე შემდეგი მედიკამენტები: საძილე საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, ანტიკონვულსანტები, ნარკოტიკული ანალგეტიკები.

– მსგავსი მოქმედება აქვს ეთილის სპირტს. დიაზეპამით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენებამ, გარდა ცნს-ზე სუმირებული დამთრგუნველი მოქმედებისა შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული რეაქცია და ფსიქომოტორული აღგზნებადობა, აგრესიული ქცევა.

– ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალურმა საშუალებებმა შეიძლება შეანელონ დიაზეპამის მეტაბოლიზმი და გააძლიერონ მისი მოქმედება.

– პრეპარატი აძლიერებს იმ საშუალებების მოქმედებას, რომლებიც ამცირებენ ჩონჩხის კუნთების ტონუსს.

– სიგარეტის მოწევამ შეიძლება შეასუსტოს დიაზეპამის მოქმედება.

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

Don`t copy text!