მთავარი წაკითხვა გვერდი 484

რეკორმონი – REKORMON – РЕКОРМОН

საერთაშორისო დასახელება:

EPOETIN BETA

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ეპოეტინ ბეტა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანემიის სამკურნალო პრეპარატი

შემადგენლობა და  გამოშვების ფორმა:

საინექციოდ გამზადებული ხსნარის შემცველი შპრიცები: შეფუთვაში 1 ც.

1 შპრიცი

ეპოეტინ ბეტა ……..   2000 სე

1 შპრიცი

ეპოეტინ ბეტა ………  4000 სე

ადამიანის რეკომბინატული ერითროპოეტინი (გასუფთავებული გლიკოპროტეიდი) წარმოადგენს ჰემატოპოეტურ ზრდის ფაქტორს, რომელიც მიღებულია გენური ინჟინერიის შედეგად. პრეპარატი ზრდის ერითროციტებისა და რეტიკულოციტების რაოდენობას, აგრეთვე ასტიმულირებს ქსოვილში ჰემოგლობინის სინთეზს. იგი არ მოქმედებს ლეიკოპოეზზე. ვარაუდობენ, რომ ერითროპოეტინი ურთიერთქმედებს უჯრედის ზედაპირის სპეციფიკურ ერითროპოეტინურ რეცეპტორებთან.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის კანქვეშ შეყვანის შედეგად მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 12-28 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-28 სთ-ს, ხოლო კუნთებში შეყვანის შემდეგ – 4-12 სთ-ს.

ჩვენებები:

  • რეკორმონი გამოიყენება გამოხატული ანემიის დროს, თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას. აგრეთვე ძვლის ტვინის დაზიანების და სხვა ქრონიკული დაავადებების (აპლასტიური ანემია, მიელოდისპლაზიური დაავადების შედეგად გამოწვეული ანემია, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, სიმსივნური დაავადებები და შიდსი) შედეგად გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ.
  • პრეპარატი გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ დღენაკლულ ახალშობილებში (სხეულის წონა 750-1500გ და გესტაციის 34 კვირამდე), აგრეთვე დონორთა სისხლის მოცულობის მოსამატებლად, რომელიც განკუთვნილია აუტოტრანსფუზიისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღების სქემა, დოზა და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ანემიის ფორმაზე, პაციენტის მდგომარეობასა და დაავადების ხარისხზე.

პრეპარატი გამოიყენება როგორც კანქვეშ, ასევე ინტრავენურად. საწყისი დოზა შეადგენს 50-150 სე/კგ-ზე, შეყვანის საშუალო სიხშირე – კვირაში 3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი.

ცნს-ის მხრივ: ენცეფალოპათია (რომელიც ხშირად ვითარდება ჰიპერტონული კრიზის დროს), აგრეთვე თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა.

სისხლმბადი სისტემების მხრივ: იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოზი, თრომბოზი.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალიემია, ალერგიული რეაქციები, იშვიათად – კანზე გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიის, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის, არასტაბილური სტენოკარდიის, ანამნეზში თრომბოემბოლიის, აგრეთვე ეპოეტინ ბეტას მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

აღნიშნულ პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი სჭარბობს პოტენციურ რისკს, როგორც ნაყოფისათვის და ბავშვისთვის, ასევე დედისთვის.

ექსპერიმენტული კვლევების შედეგად მისი ტერატოგენური მოქმედება არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის, თრომბოციტოზის, ღვიძლის უკმარისობის, ავთვისებიანი სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი უკმარისობისას.

– პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან ნეფროსკლეროზით და არ იტარებენ ჰემოდიალიზს, შესაძლოა განვითარდეს თირკმელების ფუნქციის სწრაფი გაუარესება.

– პრეპარატის ეფექტურობა მცირდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის, აგრეთვე ინფექციური და ანთებითი დაავადებების არსებობისას, აგრეთვე ჰემოლიზის დროს.

– ვინაიდან პრეპარატი მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, ამიტომ საჭიროა აღნიშნული პრეპარატის მიღების დროს თავი შევიკავოთ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რეკორმონისა და რკინის პრეპარატების კომბინაცია იწვევს მისი მასტიმულირებელი მოქმედების გაძლიერებას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

რეიტოილი – REYTOIL – РЕЙТОИЛ

მწარმოებელი: World Medicine

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რბილი ჟელატინის კაფსულები.

აღწერილობა: გამჭვირვალე, ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის კაფსულები. კაფსულების შიგთავსი – ყვითელი ფერის გამჭვირვალე ცხიმოვანი სითხე სპეციფიური სუნით.

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

თევზის ქონი (EPA/DHA 30%) ……….. 1000 მგ,

ხორბლის ღივების ზეთი  ……………….100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, ანიდრისორბი, გლიცერინი 85%, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, წყალი გაწმენდილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატ რეიტოილის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია

ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების (ეიკოზაპენტაენის EPA და დოკოზაჰექსაენის DHA) ვიტამინ E-ს ბუნებრივ წყაროსთან კომბინაციით.

პრეპარატი ახდენს იმუნომასტიმულირებელ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიათეროსკლეროზულ, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს საფუძვლად უდევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სტრუქტურის ნორმალიზაცია, უჯრედული მემბრანების თხევადობის ცვლილება და მემბრანული რეცეპტორების ფუნქციური აქტივობის მომატება, რაც აუმჯობესებს ფერმენტებთან ლიპოპროტეინების ლიპიდურ-უჯრედულ ურთიერთქმედებას და ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს.

პრეპარატის ანტიაგრეგანტული მოქმედება დაკავშირებულია მისი ზემოქმედებით უჯრედული მემბრანების, მათ შორის, თრომბოციტების მემბრანების, ლიპიდების შემადგენლობის ცვლილებასთან, რისთვისაც დამახასიათებელია მათში არაქიდონის მჟავას შემცველობის დაქვეითება და ეიკოზაპენტაენის მჟავას დონის მომატება. ამის შედეგად ხდება თრომბოქსან A2-ის და სხვა ორმაგი უჯერი ეიკოზანოიდების (არაქიდონის მჟავას დერივატების) სინთეზის დაქვეითება, რომლებიც აძლიერებენ თრომბოციტების აგრეგაციას, და ეიკოზაპენტაენის მჟავადან თრომბოქსან A3-ის და სხვა სამმაგი უჯერი ეიკოზანოიდების სინთეზის გაძლიერება, რომლებსაც პროაგრეგანტული ეფექტი არ გააჩნია.

მჟავების აღნიშნული კომპლექსი ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას.

ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, DHA ბადურის და თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტია. პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს და აგრეთვე, ბავშვებში ასთმის და ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.

ხორბლის ღივების ზეთი წარმოადგენს E ვიტამინის წყაროს, რომელიც განაპირობებს პრეპარატის ანტიოქსიდანტურ თვისებებს, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში; იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების ზეჯანგური დაჟანგვის პროდუქტების ჭარბი რაოდენობის დამაზიანებელი მოქმედებისაგან.

გამოყენების ჩვენებები:

– ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია;

– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

– ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;

– სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები;

– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;

– ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;

– კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

– ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა;

– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;

– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;

– კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;

– დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის (ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა დაბადებისას).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

მიღების წესი და დოზირება:

რეიტოილი მიიღება შიგნით 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.

მკურნალობის კურსი – არანაკლებ 3 თვისა. განმეორებითი კურსი შეიძლება დაინიშნოს ექიმის რეკომენდაციით.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).

მკურნალობა: სიმპტომური

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

A ვიტამინი, ასკორბინის მჟავა, თიამინი,რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას.

რეკომენდებული არ არის რეიტოილის მიღება ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

რეკომენდებული არ არის პრეპარატ რეიტოილის და E ვიტამინის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

რეიტოილი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30º C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტის გარეშე.

რეზალუტ® პრო – REZALUT® PRO – РЕЗАЛЮТ® ПРО

საერთაშორისო დასახელება:

PHOSPHOLIPIDES

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE MENARINI, გერმანია

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

300 მგ კაფსულა #30

მოქმედი სამკურნალო კომპონენტი:

ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 300 მგ ცხიმგამოცლილ და გამდიდრებულ სოიოს ფოსფოლიპიდებს.

სხვა კომპონენტები: ჟელატინი, 85 %-იანი გლიცერინი, გლიცერინის და საკვები ცხიმოვანი მჟავას მონო-/დიეთერი, გასუფთავებული სოიოს ზეთი (Ph.Eur.), საშუალო სიგრძის ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, ალფა-ტოკოფეროლი (Ph.Eur.).

მითითება დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის: სამკურნალო საშუალების ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 0,1-ზე ნაკლებ პე (პურის ერთეულს).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სისხლში მომატებული ცხიმების შემცველობის სამკურნალო მცენარეული წარმოშობის საშუალება.

ღვიძლის დაავადებების სამკურნალო მცენარეული წარმოშობის საშუალება.

ჩვენებები:

ისეთი დარღვევების სუბიექტური სურათის შემცირების, როგორიცაა მადის დაქვეითება, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ნეკნქვეშა არეში, რომელიც გამოწვეულია ღვიძლზე დამაზიანებელი გავლენის მქონე ნივთიერებებით (მაგალითად, ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია) არასწორი კვება (ღვიძლის მხრივ ტოქსიკო-ნუტრიციული დარღვევები), აგრეთვე ღვიძლის ქრონიკული ანთება (ჰეპატიტი).

თუ არ იქნა მოშორებული ღვიძლის დამაზიანებელი ფაქტორების (მაგ., ალკოჰოლი) ზემოქმედება ამ პრეპარატით მკურნალობა არ ცვლის მას. ქრონიკული ჰეპატიტის მქონე პაციენტებში სოიოს ფოსფოლიპიდებით შემანარჩუნებელი მკურნალობის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარების შედეგად ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჰიპერქოლესტერინემიის (ქოლესტერინის მაჩვენებლების მომატება) უფრო მსუბუქი ფორმები, თუ მხოლოდ დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური საშუალებები (მაგალითად, ფიზიკური აქტივობა და წონაში დაკლება) არ იძლევა საკმარის ეფექტს. ორგანიზმში ლიპიდების შემცველობის დაქვეითებისკენ მიმართული სოიოს ფოსფოლიპიდებით შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარების შედეგად ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩივილების გაძლიერების, ან სხვა დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მიღების წესები და დოზები:

თუ რამე განსხვავებული დანიშნულება არ არის, მოზრდილებს და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებს ენიშნებათ 2 კაფსულა რეზალუტ® პრო სამჯერ დღეში კვების მიღებამდე, პრეპარატი მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყლის) დაყოლებით.

მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ „გამოყენების“ ნაწილში მოყვანილი ინფორმაცია.

პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვება:

რეზალუტ® პროს მცირე რაოდენობით მიღების ან დავიწყების შემთხვევაში პრეპარატის მიღება შემდეგ მიღებაზე ორმაგი დოზით დაუშვებელია. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ გამოწერილი ან წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში მოყვანილი წესით.

გვერდითი მოვლენები:

როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატს, რეზალუტ® პროსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. გვერდითი ეფექტების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები:

ძალიან ხშირი:
10 პაციენტიდან 1–ზე მეტს
ხშირი:10 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს და
100 პაციენტიდან 1–ზე მეტს
არახშირი:100 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს
და 1000 პაციენტიდან 1–ზე მეტს
იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს და
10000 პაციენტიდან 1–ზე მეტს
ძალიან იშვიათი: 10000 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს,
ცალკეული შემთხვევების ჩათვლით

ზოგჯერ შესაძლებელია აღინიშნოს ჩივილი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გამოხატული კუჭის მხრივ ჩივილით, თხიერი განავლით და ფაღარათით, ძალიან იშვიათია მომატებული მგრძნობელობის რეაქციის შემთხვევები, მაგალითად გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

ძალიან იშვიათია ცნობები კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების და სისხლდენისა მენსტრუაციის პერიოდებს შორის.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გართულების ან ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ანოტაციაში, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მითითება:

რომელიმე ზემოთმოყვანილი გვერდითი ეფექტის გართულების, მაგალითად მომატებული მგრძნობელობის რეაქცია ან სისხლჩაქცევა/სისხლდენა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ რეზალუტ® პროს მიღება და აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც დაადგენს სიმძიმის ხარისხს და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს აუცილებელ ზომებს.

უკუჩვენება:

ფოსფოლიპიდების, მიწის თხილის, სოიოს ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის, აგრეთვე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის არსებობის შემთხვევაში რეზალუტ® პროს მიღება აკრძალულია.

რეზალუტ® პროს მოქმედება ლაქტაციის პერიოდში არასაკმარისადაა შესწავლილი, ამიტომ მისი მიღება აღნიშნულ პერიოდში არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაცია:

საკვები პროდუქტის სახით სოიოს ფართო გამოყენების გამოცდილება არ მიუთითებს ორსულობის პერიოდში მისი მიღების საფრთხის არსებობაზე. გაუცხიმოვნებული და გამდიდრებული ფოსფოლიპიდები არასაკმარისადაა შესწავლილი. ამიტომ ორსულობის პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

რეზალუტ® პროს ლაქტაციის პერიოდში მიღება არ შეიძლება, რადგან იგი არასაკმარისადაა შესწავლილი.

განსაკუთრებული მითითებები:

გაფრთხილება: იშვიათ შემთხვევებში სოიოს ზეთი იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს.

ბავშვები

საკვები პროდუქტის სახით სოიოს ფართო გამოყენების გამოცდილება არ მიუთითებს ბავშვებისათვის საფრთხის არსებობაზე.

გაუცხიმოვნებული და გამდიდრებული ფოსფოლიპიდები არასაკმარისადაა შესწავლილი. ამიტომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარი.

გავლენა არ აღინიშნება.

ჭარბი დოზირება:

რეზალუტ® პროს ჭარბი დოზით მიღების და მოწამვლის შემთხვევების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. შესაძლებელია ქვემოთ მოყვანილი ისეთი გვერდითი ეფექტების გაძლიერების შემთხვევები, როგორიცაა დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების მიღების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შეუძლებელია რეზალუტ® პროს კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების (მაგალითად, ფენპროკუმონი, ვარფარინი) ურთიერთქმედების თავიდან აცილება. ამიტომ, შეიძლება აუცილებელი გახდეს აღნიშნული სამკურნალო საშუალების დოზის კორექტირება. პაციენტებმა, რომლებსაც ერთდროულად ენიშნებათ რეზალუტ® პრო და აღნიშნული პრეპარატები, უნდა მიმართონ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები:

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

შენახვა: ინახება არა უმეტეს 25 ˚C ტემპერატურაზე.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეზალუტ® პრო გაიცემა ურეცეპტოდ

რევმავეკი – REVMAVEK – РЕВМАВЕК

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: ფარან ლაბორატორიეს; საბერძნეთი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; ფენილძმარჟავას წარმოებულები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

75მგ/3მლ საინიექციო ხსნარი, ამპულა #5

25მგ ტაბლეტი #30

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 25მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს,

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 25მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.

აღწერა-შეფუთვა: საინექციო ხსნარი -კოლოფი პლასტმასის შეფუთვის, 5 ამპულა, თითოეულში 3მლ საინექციო ხსნარი;

ტაბლეტები -კოლოფში მოთავსებულია 30 ცალი ენტერული შემოგარსული ტაბლეტი 25მგ.

ჩვენებები:

დიკლოფენაკი ამცირებს ანთების სიპტომებს, როგორიცაა შეშუპება და ტკივილი. არ მოქმედებს ანთების გამომწვევ მიზეზზე.

თერაპიული ჩვენება:

• ქრონიკული, ანთებითი ართროპათიები (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვ.)

• პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული ართროპათიები;

• მარილების დეპონირებით გამოწვეული ართრიტი (მონოსოდიუმის ურატი, კალციუმის პიროფოსფატი, კალციუმის ფოსფატი, მჟაუნმჟავა კალციუმი).

• მტკივნეული ექსტრაარტიკულარული ძვალ-კუნთოვანი სინდრომები (პერიართრიტი, ტენდოსინოვიტი, ტრავმული დაზიანებები);

• პირველადი დისმენორეა;

• ურეთრალური კოლიკა.

მიღების წესები და დოზები:

ნორმალური დოზირება: პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს რეგულარულად და ექიმის რჩევის მიხედვით. ეს ხელს შეუწყობს მის მაღალეფექტურობას და შეამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს. პაციენტის პრობლემა შეიძება მოითხოვდეს რამდენიმე დღის, კვირის ან უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.

მოზრდილები: დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, პაციენტის მდგომარეობასა და მის რეაქციაზე.

აინექციო ხსნარი – ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა 75-150მგ დღეში. შემანარჩუნებელი სამკურნალო დოზაა 50-100მგ/დღეში და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ექიმის გადაწყვეტილებაზე და პაციენტის მდგომარეობაზე.

ტაბლეტებ– 50-100მგ დღეში;

მწვავე შემთხვევებისას, რომლებიც ხანმოკლე მკურნალობას მოითხოვს უპირატესობა ენიჭება სწრაფად აბსორბირებად ფორმებს. ურეთრალური კოლიკის დროს უპირატესობა ენიჭება საინექციო ფორმებს დოზით 150მგ-მდე. გულის, ღვიძლის და თირკმლის დაავადების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს უმცირესი დოზით და უნდა გაგრძელდეს უმცირესი ეფექტური დოზებით.

ბავშვები: ბავშვებში რევმავეკის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, დიკლოფენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც სასარგებლო, ისე არასასურველი ეფექტები. ესენია: კუჭის მხრივ დისკომფორტი, სისუსტე, გულძმარვა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და კანის ქავილი.

1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნება შემდეგი არასასურველი ეფექტები: ჰემატემეზი, შავი განავალი, კუჭის ან ინტესტინური წყლული, სისხლიანი დიარეა, შეკრულობა, ძილიანობა, კიდურების დაბუჟება, დეზორიენტაცია, მხედველობის დარღვევები (მაგ, დაბინდული მხედველობა ან დიპლოპია), სმენის დარღვევები, ტინიტუსი, ინსომნია, გაღიზიანებადობა, კრუნჩხვები, დეპრესია, ტრემორი, ურტიკარია, კანის მწვავე რეაქციები, თმის ცვენა, მზის სინათლის მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობა, კანიდან სისხლდენა, თირკმლის დაავადებები, რასაც მოჰყვება სახის, კიდურების ან წვივების შეშუპება, შარდის რაოდენობის უეცარი შემცირება, ჰემატურია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, რაც კანის და თვალების სიყვითლით ვლინდება, ზოგჯერ აღინიშნება ცხელება, მუცლის ზედა ნაწილის შეშუპება და მგრძნობელობის მომატება, სისხლის სერიოზული დარღვეები, ყელის მუდმივი ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქოშინი, სუნთქვის დარღვევები, გულისწასვლა, სისხლის მაღალი წნევა.

თუ პაციენტი პრეპარატს იღებს რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მან ექიმს უნდა მიმართოს რეგულარული შემოწმებისთვის, რათა გამოირიცხოს მოულოდნელი გვერდითი ეფექტები.

უკუჩვენება:

• კუჭის ან ინტესტინალური წყლული;

• ანამნეზში ალერგიული რეაქციები (ქავილი, ქოშინი) დიკლოფენაკის ან მსგავსი ნივთიერებების შემცველი წამლების მიმართ, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან იბუპროფენი;

• ალერგიული რეაქციები სამედიცინო პროდუქტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;

• სისხლიანი ან შავი განავალი;

• ორსულობა, ორსულობის დაგეგმვა ან ლაქტაციის პერიოდი;

• პრეპარატი უკუნაჩვენებია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის;

თუ პაციენტს აღენიშნება ჩამოთვლილ მდგომარეობათაგან რომელიმე, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს.

სპეციალური უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები:

ზოგადი: რევმავეკის მსგავსი პრეპარატების გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების რისკის მცირედ ზრდასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტთან. რისკი უფრო მაღალია დიდი დოზებით და ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში. პაციენტმა არ უნდა გადააჭარბოს რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს პრეპარატის მიღებამდე, თუ:

• აღენიშნება კუჭის ან სანაღვლე გზების დაავადება ან კუჭის დისკომფორტი ან ანამნეზში გულძმარვა ასას-ის მიღების შემდეგ.

• აღენიშნებოდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება:

– ასთმა;

– გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;

– მაღალი წნევა;

– სისხლდენები ან სისხლისმიერი სხვა დარღვევები.

ექიმი აღნიშნულ მდგომარეობებს გაითვალისწინებს მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას.

ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება პრეპარატის მიმართ უფრო მძაფრი რეაქცია ქონდეთ ვიდრე სხვა მოზრდილებს. მათ უნდა მიიღონ პრეპარატის უფრო დაბალი ეფექტური დოზა. აუცილებელია, რომ ხანდაზმულმა პაციენტებმა დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს არასასურველი ეფექტების შემთხვევაში.

ორსულობა: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შესახებ. რევმავეკის გამოყენება ორსულობს დროს უკუნაჩვენებია.

ლაქტაცია: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ლაქტაციის შესახებ. რევმავეკის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

ბავშვები: რევმავეკის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში უკუნაჩვენებია.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში: დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოა, ე.ი. თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩა ინტერვალის ნახევარზე ნაკლები დრო, პაციენტმა გამოტოვებული დოზა აღარ უნდა მიიღოს და მკურნალობა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძოს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რევმავეკის მიღებისას პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია ან რომელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ეს ეხება როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს.

დილოფენაკით შეიძლება შეფერხდეს შემდეგი პრეპარატების ეფექტი:

• ლითიუმი, დიგოქსინი, მეტოტრექსატი და ციკლოსპორინი;

• დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები ინსულინის გარდა;

• შარდის ექსკრეციის გამაძლიერებელი პრეპარატები (დიურეტიკები);

• სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტი-კოაგულანტები, მაგ. ვარფარინი);

• სხვა ასას მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან იბუპროფენი;

• ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები;

• კორტიკოსტეროიდები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები.

შენახვის პირობები და ვადები:

დაბეჭდილია გარეთა და შიგნითა შეფუთვაზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25ºC, მზის სინათლისგან დაცულ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით.

რევალიდი – REVALID – РЕВАЛИД

საერთაშორისო დასახელება:

MULTIVITAMINE+OTER SUBSTANSES

მწარმოებელი: TEVA Pharmaceutical works CO LTD,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: პოლივიტამინები და სხვა პრეპარატები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება და სხვა პრეპარატები.  თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღმდგენი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 კაფს.

D,L  მეთიონინი …………………………..100 მგ
L-ცისტინი …………………………………50 მგ
კალციუმის პანთოთენატი …………………50 მგ
თიამინის ჰიდროქლორიდი ………………1.5 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ………..10 მგ
P-პარამინობეზოინის მჟავა ……………….20 მგ
მინერალების ქელატონაერთები ………….65 მგ
რკინა ………………………………………2 მგ
თუთია ……………………………………..2 მგ
სპილენძი ………………………………….0.5 მგ
ბუჩხის ექსტრაქტი …………………………50 მგ
ხორბლის თავთავის ექსტრაქტი …………..50 მგ
სამედიცინო საფუარა ………………………50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი ….   45მგ

კაფსულის გარსი:

ჟელატინი …… ………………..    98 მგ,

წითელი ინდიგო(E132) ………  0.05 მგ,

ყვითელი ქვინოლინი(E104) …. 0.11 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნივთიერებები, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში ხელს უწყობს მეტაბოლიზური პროცესების ნორმალიზაციას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავთ თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის დაზიანებები და თმის ცვენა და ხელს უწყობს:

  • თმის გარეგანი სტრუქტურის გაუმჯობესება და მათი მტვრევადობის შემცირება;
  • თმის ძირების და ფრჩხილების ტროფიკის გაუმჯობესება;
  • მდგრადობის მომატება და თმის ცვენის შენელება გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად (მექანიკური დაზიანება, ქიმიური ზემოქმედებით – თმის შეღებვა, რენტგენული და ულტრაიისფერი დასხივებით, განპირობებული).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებისათვის – ერთი კაფსულა დღეში 3-ჯერ ჭამის დროს ან ჭამის წინ. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ გრძელდება 2-3 თვე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება ან განმეორება ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში (ინტენსიური ან დიფუზური თმის ცვენისას) რეკომენდებულია გაძლიერებული მკურნალობა: 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში პირველი თვის განმავლობაში. შემდეგ შესაძლებელია გადასვლა მკურნალობის ჩვეულებრივ კურსზე: ერთი კაფსულა დღეში 3-ჯერ, ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დღეში 6 კაფსულის მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უმნიშვნელო დარღვევა. ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა შევამციროთ 3 კაფსულამდე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* არ არის რეკომენდებული მიღება ჰორმონალური დარღვევის შედეგად გამოწვეული თმის ცვენისას;

* ფრჩხილების ბაქტერიული დაავადებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აქვეითებს სულფანილამიდების მოქმედების აქტიურობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-120C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

რეგულონი – REGULON – РЕГУЛОН

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYIESTRADIOL; DESOGESTREL

მწარმოებელი ქვეყანა: GEDEON RICHTER,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ეთინიესტრადიოლი+დეზოგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 21 ც.

1 ტაბ.

ეთინიესტრადიოლი …………       30 მკგ

დეზოგესტრელი …………….        150 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რეგულონი წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებას. პრეპარატი შედგება ესტროგენისა და გესტოგენისაგან. იგი უკუკავშირის პრინციპით თრგუნავს გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციას, იწვევს ოვულაციის პროცესის დათგუნვას და ხელს უშლის განაყოფიერების პროცესს.

რეგულონის მიღება ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატის მკურნალობის დაწყებამდე ქალებში რეკომენდებულია საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევების გულდასმით ჩატარება (არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა, საშვილოსნოდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი).

მიღების წესი და დოზირება:

– პრეპარატის გამოყენება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს ერთსა და იმავე დროს, 1 აპკით დაფარული ტაბლეტის მიღებით 21 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად. შემდგომში საჭიროა 7 დღიანი შესვენება. აღნიშნული შესვენების დროს იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის, ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა მე-8 დღიდან აპკით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება მეორე შეფუთვიდან.

– შეფუთვაზე მითითებული ციფრი და ისრები ტაბლეტების სწორად მიღების შესაძლებლობა იძლევა. წინასწარ საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტის მიღების დაწყების დღის აღნიშვნა, რაც ყოველდღიურად მიღებული ტაბლეტების შემოწმების საშუალებას იძლევა. ამისათვის საჭიროა ფოლგის გახვრეტა კვირის შესაბამისი დღის ადგილზე.

– ტაბლეტის მიღების დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება არა უგვიანეს 12 სთ-ის განმავლობაში. 36 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღების დაგვიანების შემთხვევაში, კონტრაცეპცია აღნიშნული ციკლის დროს სუსტდება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება (კალენდარული და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით). ამავე დროს, საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება დაწყებული შეფუთვიდან ერთსა და იმავე დროს, დავიწყებული ტაბლეტების გამოტოვებით.

– ღებინების და დიარეის შემთხვევაში პრეპარატთან ერთად აუცილებელია ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება. მკურნალობის პერიოდში მენსტრუაციებს შორის სისხლდენისას საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება, ვინაიდან სისხლდენა მალე ქრება. ძლიერი სისხლდენის დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და ადექვატური ზომების მიღება. ერთეულ შემთხვევებში, როდესაც ტაბლეტების რეგულარულად მიღებიდან მომდევნო 7 დღიანი შესვენების შემდეგ არ აღინიშნება მენსტრუაცია, საჭიროა ტაბლეტის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

– მშობიარობის ან აბორტის შემდეგ, ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება რეკომენდებულია არა უგვიანეს პირველივე დღეს მეორე მენსტრუაციის დაწყებიდან.

– არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება წარმოებს პირველი მენსტრუაციის პირველ დღეს, თუმცა პირველი ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია მისი კომბინაცია სხვა არაჰორმონულ მეთოდებთან.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლებელია – გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის წონის ცვლილება, საშოს ინფექციები, ხასიათის დათრგუნვა, დისკომფორტის შეგრძნება კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს, მენსტრუაციებს შორის სისხლდენა, სახეზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება, კანზე გამონაყარი, გადაღლილობა, დიარეა.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ზოგიერთი პაციენტში იზრდება თრომბოემბოლიების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკი. აღნიშნული რისკი ძლიერდება ასაკთან ერთად (30 წლის ზემოთ), განსაკუთრებით კი თამბაქოს მწველებში. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას აღნიშნული ასაკის ქალებს ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა.

პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტის მიზეზები:

  • ორსულობა;
  • შაკიკის მსგავსი, ან ძლიერი ხასიათის თავის ტკივილი;
  • მხედველობის და მგრძნობელობის დარღვევა;
  • კიდურებში ძლიერი ხასიათის ტკივილები;
  • ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის არეში.
  • სიყვითლე და ქავილი;
  • არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;
  • ეპილეფსიური კრუნჩხვები.

პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება კეთილთვისებიანი, ან უფრო იშვიათად -ავთვისებიანი ცვლილებები ღვიძლში, რომელიც ერთეულ შემთხვევებში იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლჩაქცევებს მუცლის ღრუში. ამიტომ მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ხასიათის ტკივილების შემთხვევაში, რომლებიც ხანმოკლე დროის განმავლობაში დამოუკიდებლად არ ქრება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* ორსულობა;

* თრომბოზების მიმართ მიდრეკილება;

*  ღვიძლის მძიმე დაავადებები;

* გულის უკმარისობა;

* არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;,

* შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა;

*  სარძევე ჯირკვლის ან საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეები;

* ლიპიდური ცვლის დარღვევა;

* უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;

* ორსულობით გამოწვეული სიყვითლე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატის აქტიური ნივთიერებები გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში რეგულონის მიღება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ორალური ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატების გამოყენება 6 თვის მანძილზე რეკომენდებული არ არის.

რეგულონის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ყოველ 6 თვეში საკონტროლო გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.

სხვა პრეპარატების მიღება (მაგ. ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, ანტიდიაბეტური საშუალებები) შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კონსულტაციის შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

რეგულაქსი – REGULAX – РЕГУЛАКС

საერთაშორისო დასახელება:

SENNOISIDE A+B

მწარმოებელი: KREWEL MEUSELBACH,გერმანია

მოქმედი ნივთიერება:  სინამაქი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 6, 12 და 18. ც.

1 ტაბ.

სინამაქის ფოთლების ფხვნილი ………..        710 მგ

სინამაქსის ნაყოფის ფხვნილი  …………        300 მგ

დამხმარე საშუალებები:

პროპილენგლიკოლი, სქელი პარაფინი, გლიცეროლმონოსტეარატი, გამკვრივებული ცხიმი, სორბინის მჟავა, ინვერტული შაქარი, სორბიტოლი, ქლიავის მუსი, ლეღვის პასტა, არომატული ნივთიერება.

ჩვენებები:

  • ხანმოკლე გამოყენებისათვის ყაბზობის დროს (ობსტიპაცია).

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება საღამოს, ძილის წინ, აუცილებელია მისი კარგად დაღეჭვა. ეფექტი ვითარდება 8 საათის შემდეგ.

მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს, რაც შეესაბამება 1 ტაბლეტს.

დოზის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ.

მოზრდილებში ინიშნება მაქსიმუმ 1 ტაბლეტი დღეში;

ბავშვებში 10 წლის ასაკის ზევით – 1/4-1/2 ტაბლეტი დღეში.

ინდივიდუალურად სწორად შერჩეულ დოზას წარმომადგენს ის დოზა, რომელიც იწვევს რბილი განავალის ფორმირებას.

რეგულაქსი ნაჩვენებია ხანმოკლე გამოყენებისათვის.

საფაღარათო საშუალებების მიღება შესაბამისი რეკომენდაციის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 1-2 კვირას.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ნაწლავების ატონიას.

პრეპარატის ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა რეგულაქსის მიღების გაგრძელება დანიშნულების მიხედვით, დოზის გაზრდის გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური ხასიათის დარღვევის დროს პრეპარატის დოზა მცირდება.

*  პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, ან საფაღარათო საშუალების დიდი რაოდენობით მოხმარების დროს აღინიშნება მინერალების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა, აგრეთვე ალბუმინურია და ჰემატურია;

* ამასთან ერთად, ადგილი აქვს ნაწლავების ლორწოვან გარსში პიგმენტის ჩალაგებას (ნაწლავის ფსევდომელანოზი), რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს და პრეპარატის მიღების შემდეგ ქრება;

*  კალიუმის დაკარგვა იწვევს გულის მუშაობის დარღვევას და კუნთების სისუსტეს, განსაკუთრებით პრეპარატის გამოყენებისას საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები:

  • ნაწლავების გაუვალობა (ილეუსი);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უეცრად განვითარებული მწვავე ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, აპენდიციტი);
  • უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცელში;
  • სითხის ნაკლებობა ორგანიზმში წყლის და მარილების თანხმლები დაკარგვით;
  • 10 წლამდე ასაკის ბავშვებში;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ კვების შეცვლა არ იძლევა თერაპიულ ეფექტს.

*მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ განავალის შეუკავებლობა, უნდა ერიდონ ამ უკანასკნელის შეხებას კანთან. ამისათვის საჭიროა საფენის ხშირი შეცვლა.

*გაფრთხილება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის: 1 ოთხკუთხა ფორმის ტაბლეტს გააჩნია ფიზიოლოგიური კალორიულობა დაახლოებით 63კჯ=15.4 კკალ ან 0.31 პურის ერთეული.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან დიდი რაოდენობით მიღების დროს კალიუმის უკმარისობის გამო შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება, აგრეთვე ანტიარითმიული საშუალებების ეფექტის შეცვლა. კალიუმის უკმარისობა შეიძლება გაძლიერდეს მისი კომბინაციის დროს თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, სტეროიდულ ჰორმონებთან და ძირტკბილას ფესვებისაგან დამზადებულ საშუალებებთან.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული შეიძლება ეხებოდეს სხვა სამკურნალო საშუალებებსაც, რომლებსაც იღებს პაციენტი.

პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს აღინიშნება ძლიერი დიარეა, რომელსაც თან ახლავს ნაწლავების ძლიერი ანთება და წყლის და მინერალების მნიშვნელოვანი დაკარგვა, რაც მოითხოვს მათ შევსებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

რებეტოლი – REBETOL – РЕБЕТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

RIBAVIRIN

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: რიბავირინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 14 ბლისტერი.

1 კაფს.

რიბავირინი ………………… 200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რებეტოლი წარმოადგენს სინთეზურ ანალოგს ნუკლეოზიდებისა, რომლებიც in vitro აქტიურნი არიან ზოგიერთი რნმ-ისა და დნმ-ის შემცველი ვირუსების მიმართ. კლინიკური გამოკვლევების შედეგები მიუთითებენ, რომ რებეტოლის გამოყენება როგორც ერთადერთი სამკურნალო საშუალებისა C ჰეპატიტის დროს (მათ შორის მისი ქრონიკული ფორმის დროსაც) არაეფექტურია. თუმცა, რებეტოლითა და ინტერფერონი ალფა-2ბ-თი კომბინირებული მკურნალობა C ჰეპატიტით დაავადებული იმ პაციენტებისა, რომელთაც ჰქონდათ რეციდივი ინტერფერონი ალფა-2ბ-თი მონოთერაპიის ფონზე, 10-ჯერ უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ინტერფერონი ალფა-2ბ-თი მონოთერაპია.

მიღების წესი და დოზირება:

რებეტოლი მიიღება შიგნით (პერორალურად) 1000-1200 მგ დღეში. ამ დოზას ყოფენ ორ მიღებაზე (დილით და საღამოს) და ათავსებენ კვებასთან. ამასთან ერთად ინიშნება ინტერფერონი ალფა-2ბ კანქვეშა ინექციების სახით. რებეტოლის რეკომენდებული დოზები დამოკიდებულია პაციენტის წონაზე, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაზე. მკურნალობის კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 6 თვე. რებეტოლის გამოყენების პროცესში სერიოზული გვერდითი მოვლენების ან ლაბორატორიული მაჩვენებლების არასასურველი ცვლილებების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია ან მისი მიღების შეწყვეტა არასასურველი მოვლენების გაქრობამდე. თუ დოზის კორექციის შემდეგ რებეტოლის ამტანობა ავადმყოფის მიერ არ უმჯობესდება, ამ სამკურნალო პრეპარატის და ინტერფერონი ალფა-2ბ-ს მიღება უნდა შეწყდეს.

გვერდითი მოვლენები:

რებეტოლის ძირითადი ტოქსიკური ეფექტია ჰემოლიზი, თუმცა კლინიკური კვლევების ჩატარებისას არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა საჭირო მკურნალობის შეწყვეტა მხოლოდ ჰემოგლობინის დაქვეითების მიზეზით.

ლაბორატორიული მაჩვენებლების არასასურველი ცვლილებების კორექციაც უმეტეს შემთხვევებში დოზის  შერჩევით კორექციას ექვემდებარებოდა.

აღნიშნული იყო მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. არასასურველი მოვლენების უმრავლესობა გამოხატული იყო მსუბუქად ან ზომიერად და არ ახდენდა გავლენას მკურნალობის მსვლელობაზე.

უკუჩვენებები:

  • რიბავირინის ან რებეტოლის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • გულის მძიმე დაავადებები, არასტაბილური და არაკონტროლირებადი ფორმების ჩათვლით, რომლებსაც ადგილი აქვთ მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 6 თვის მანძილზე;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მკურნალობას ჩვეულებრივი მეთოდებით;
  • ჰემოგლობინოპათიები (მაგ. თალასემია, ნამგლისებურ-უჯრედოვანი ანემია);
  • მძიმე, გამომფიტავი დაავადებები (მათ შორის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე დაბალი);
  • გამოხატული დეპრესია, სუიციდური აზრები ან სუიციდის მცდელობა, მათ შორის ანამნეზში;
  • ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლა ან ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი;
  • აუტოიმუნური ჰეპატიტი ან სხვა აუტოიმუნური დაავადებები;
  • რებეტოლი უკუნაჩვენებია ორსული და მეძუძური ქალებისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებისათვის დადგენილი არ არის, ამიტომ 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებისათვის რებეტოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

* გამოკვლეულია რებეტოლის მხოლოდ ინტერფერონ ალფა-2ბ-სთან კომბინირებული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

რებეტოლის მოქმედება ნაყოფზე:

დაავადებულმა მამაკაცებმა და მათმა რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა პარტნიორმა ქალებმა უნდა მიმართონ ორსულობისაგან დამცავ განსაკუთრებულ ზომებს. ნაყოფზე შესაძლო ტერატოგენული მოქმედების გამოსარიცხად ორივე პარტნიორმა უნდა იხმაროს ეფექტური კონტრაცეპტიული საშუალება როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე მისი დამთავრებიდან სულ მცირე 7 თვის მანძილზე. მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი რებეტოლის საშოში მოხვედრის რისკის მინიმუმამდე დაყვანისათვის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

რეაფემი – RHEAFEM – РЕАФЕМ

Rheafem 200 მგ განეკუთვნება პროგესტერონის და ბუნებრივი პროგესტერონის შემცველ წამლის ჯგუფს.
ეს მედიკამენტი გამოიყენება პროგესტერონის ნაკლებობის, მენოპაუზისთვის ჰორმონის ჩანაცვლების თერაპიის დროს ზოგიერთი ნაყოფიერების პრობლემების მოსაგვარებლად.
რა უნდა იცოდეთ სანამ დაიწყებთ Rheafem 200 მგ გამოყენებას
– არ მიიღოთ/გამოიყენოთ Rheafem 200 მგ – თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების მიმართ ან Rheafem 200 მგ ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ რომელიც მოცემულია პარაგრაფ 6-ში.
– ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს არაქისის ზეთს. მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში რომლებსაც ალერგიული რეაქცია აქვთ არაქისის ან სოიოს მიმართ.
– თუ შენიშნეთ არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა.
– თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე პრობლემები (მხოლოდ პერორალური მიღება).
– თრომბოემბოლიური გართულება.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

200 მგ Rheafem მიღებამდე კონსულტაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძილიანობის შემთხვევაში კაფსულების მიღება უნდა მოხდეს ძილის დროს.
რეკომენდებული დოზებით მიღების და სწორი გამოყენების შემთხვევაში, მკურნალობას არ აქვს ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება.
სხვა მედიკამენტები და Rheafem 200 მგ
მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ, ან ბოლო ხანს მიიღეთ სხვა მედიკამენტები. ძალიან მნიშვნელოვანია ერთდროულად ერთზე მეტი წამლის მიღება რამაც შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს მათი ეფექტი.

200 მგ Rheafem-ის მიღება საკვებთან და სასმელთან
მედიკამენტის მიღება საკვებთან ერთად ზრდის მის შეწოვას, ამიტომ საკვებთან მიმართებაში (მაგალითად: ყოველდღე ვახშმის შემდეგ ძილის წინ) უნდა დაიცვათ იგივე რეჟიმი. მოერიდეთ ცვლილებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება:
თუ ხართ ორსული ან მეძუძრი დედა, ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

-ორსულობა
-პროგესტერონი არის ჰორმონი რომლის დონეც ორსულობის დროს იზრდება და ამ პერიოდში მისი მიღება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
– ძუძუთი კვება პროგესტერრონი გამოიყოფა რძეში. მეძუძური ქალბატონებისთვის მისი მიღება არ არის რეკომენდებული.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება იმის გამო რომ პროგესტერონის პერორალური მიღებისას არსებობს ძილიანობის რისკი, ამიტომ უნდა მოერიდოთ ისეთ სიტუაციებს რომელიც მოითხოვს თქვენი ყურადღების კონცენტრირებას, როგორიცაა ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება.

როგორ მიიღოთ 200 მგ Rheafem
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ისე როგორც მოცემულია ბროშურაში ან როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული მაშინ გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. არ დაგავიწყდეთ წამლის მიღება. თქვენი ექიმი მოგახსენებთ თუ რამდენი ხნით უნდა მიიღოთ Rheafem 200 მგ. არ შეწყვიტოთ წამლის მიღება მკურნალობის კურსის დამთავრებამდე. წამლის დოზები სხვადასხვაა მკურნალობის მიზეზის მიხედვით; მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები.

ნორმალური დოზა:
პერორალური მიღება: ზოგადად, პროგესტერონის სადღეღამისო დოზაა 200-დან 300 მგ-მდე.
ვაგინალურად: სადღეღამისო დოზა შეიძლება მერყეობდეს 100-დან 600 მგ-მდე მკურნალობის მიზეზის მიხედვით; თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ Rheafem 200 მგ. ვიდრე უნდა ღებულობდეთ: დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით დიდი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს და მოახსენეთ რა რაოდენობის მედიკამენტი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ Rheafem 200 მგ. დალევა/მიღება: მიიღეთ როგორც კი შეძლებთ და მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად. თუ შეწყვეტთ 200 მგ Rheafem -ით მკურნალობას: ამ პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყველა მედიკამენტის მსგავსად 200 მგ Rheafem-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა გვერდითმა მოვლენებმა:
პერორალური მიღება: მედიკამენტის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს ძილიანობამ და თავბრუსხვევამ. მენსტრუალური ციკლის შემცირება ან სისხლდენის დარღვევა ლუთეალურ ფაზაში.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან თუ შეიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც აქ არ არის მითითებული, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შევინახოთ 200 მგ Rheafem მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. მოქმედების ვადის ამოწურვის ბოლო დღედ ითვლება თვის ბოლო დღე. არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ როგორ განკარგოთ მედიკამენტი რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია:  შემადგენლობა Rheafem 200 მგ:
აქტიური ნივთიერებაა მიკრონიზებული პროგესტერონი, თითოეულ რბილ ჟელატინის კაფსულაში 200 მგ.
სხვა ინგრედიენტებია: შიგთავსი: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი. გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანი, დიოქსიდი როგორ გამოიყურება პროდუქტი და შეფუთვის შიგთავსი რეაფემის (Rheafem) 200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულები პერორალური და ვაგინალური გამოყენებისთვის. შეფუთვაში 30 კაფსულა.
ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი: ნებართვის მფლობელი BIH Pharma SA Crocicchio Cortogna 6, შვეიცარია, CH-6900 Lugano მწარმოებელი: ესპანეთი, Laboratorios Leon Farma, S.A. Poligono Industrial Navatejera, La Vallina S/N 24008 Navatejera (Leon)

რაციოცეფი – RATIOCEF – РАЦИОЦЕФ

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXSONE

მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

მოქმედი ნივთიერება:

ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური ანტიმიკრობული საშუალება. მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 5 ან 10 ც.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ……    0.5 გ

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი …….    1 გ

 

ვრცლად როტაცეფი