თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.
საერთაშორისო დასახელება:
RANITIDINI
მწარმოებელი:“ოლაინფარმა”; ლატვია.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა::
გარსით დაფარული ტაბლეტები 150მგ
აქტიური ნივთიერება:
რანიტიდინის ჰიდროქლორიდი -168მგ, რაც შეესაბამება 150მგ რანიტიდინს.
დამხმარე ნივთიერებები:
პოლივინილპიროლიდონი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის მოდიფიცირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), ეთილცელულოზა, დიეთილფტალატი.
პრეპარატი წარმოადგენს მორუხო ელფერის მქონე თეთრი ფერის აპკით დაფარულ ტაბლეტებს პერორალური გამოყენებისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალება. ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
რანიტიდინი წარმოადგენს ჰისტამინური H-2 რეცეპტორების ბლოკატორს. იგი სელექტურად აბლოკირებს კუჭის წვენის ლორწოვანი გარსის პარიეტულ უჯრედებში ლოკალიზებულ ჰისტამინურ H-2 რეცეპტორებს და თრგუნავს მარილმჟავას გამოყოფის პროცესს. პრეპარატი თრგუნავს არა მხოლოდ კუჭის სპონტანურ სეკრეციას, არამედ აგრეთვე სეკრეციას გამოწვეულს ჰისტამინით, პენტაგასტრინით, კოფეინით, აგრეთვე კუჭის დაჭიმვით.
რანიტიდინი არ ხასიათდება ანტიანდროგენული მოქმედებით, რადგან იგი არ უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს.
რანიტიდინი გავლენას არ ახდენს პეფსინის სეკრეციის პროცესზე. გამომუშავებული პეფსინის საერთო რაოდენობა მცირდება მხოლოდ გამოყოფილი კუჭის წვენის მოცულობის შემცირების პროპორციულად. რანიტიდინი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს პენტაგასტრინით სტიმულირებულ შინაგანი ფაქტორის სეკრეციაზე, ნაკლებად ან საერთოდ არ მოქმედებს გასტრინის დონეზე.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებისას რანიტიდინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. საკვების მიღება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვის პროცესზე.
რანიტიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება დაახლოვებით 2სთ-ის შემდეგ მისი ერთჯერადი მიღებისას. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოვებით 50%-ს. რანიტიდინის ერთჯერადი პერორალური დოზის –150მგ მიღების შემდეგ მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში, რომელიც აუცილებელია მარილმჟავას სპონტანური სეკრეციის დასათრგუნად 50%-ით, შენარჩუნებულია 12 სთ-ის განმავლობაში. მისი განაწილების მოცულობა შეადგენს 1,4 ლკგ, ხოლო პლაზმის ცილებთან კავშირი-15%-ს. რანიტიდინის მცირე რაოდენობა მეტაბოლიზდება ღვიძლში N–ოქსიდების, S–ოქსიდების და დემეთილირებული რანიტიდინის წარმოქმნით.
რანიტიდინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3სთ-ს. პრეპარატის მიღებული დოზის დაახლოვებით 30% ორგანიზმიდან უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 24სთ-ის განმავლობაში.
მისი თირკმლის კლირენსი შეადგენს დაახლოვებით 410მლწთ-ში. რანიტიდინის ელიმინაციის სიჩქარე ქვეითდება თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს. პრეპარატის ძირითად მეტაბოლიტს, რომლის აღმოჩენა შესაძლებელია შარდში (მიღებული დოზის 4%-ზე ნაკლები), წარმოადგენს N–ოქსიდი, სხვა მეტაბოლიტები- S–ოქსიდები და დემეთილირებული რანიტიდინი კი (1%). რანიტიდინის მიღებული დოზის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა განავალთან ერთად.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (კომპენსირებული ციროზი) შეპყრობილ ავადმყოფებში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილია, რომ რანიტიდინის ნახევრად ელიმინაციის, განაწილების, კლირენსის და ბიოშეღწევადობის მონაცემები კლინიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანია.
რანიტიდინი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. მეტად მცირე რაოდენობით იგი გაივლის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, რის გამოც ც.ნ.ს-ის მხრივ პრეპარატით გამოწვეული გვერდითი ეფექტები იშვიათად აღინიშნება.
ჩვენება:
-კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის კეთილთვისებიანი წყლული;
-ქრონიკული ეპიზოდური დისპეფსია;
-რეფლუქს-ეზოფაგიტი;
-კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული;
-ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
-კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა მშობიარობის დროს და ზოგადი ანესთეზიის დროს;
უკუჩვენებები:
* პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* მწვავე პორფირია (ანამნეზში);
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები:
რანიტიდინი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანიანობით. პრეპარატის მიღებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები იშვიათი და შექცევადია რანიტიდინის დოზის შემცირებით ან მისი მოხსნის შედეგად.
შესაძლებელია დიარეა და სხვა გასტროინტესტინალური დარღვევები, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების გარდამავალი და შექცევადი ცვლილებები (იშვიათად-ღვიძლის დაზიანება), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გამონაყარი და საერთო სისუსტე. აღნიშნული მოვლენები მკურნალობის პროცესში მალევე გაივლის.
იშვიათად-მწვავე პანკრეატიტი, ბრადიკარდია.
ერთეულ შემთხვევებში ხანდაზმულ ან მძიმე აავადმყოფებში – AV ბლოკადა, მეხსიერების დაბინდვა, დეპრესია და ჰალუცინაციები. იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ცხელება, ართრალგია, მიალგია, ანაფილაქსია) და პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ დარღვევები (აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, პანციტოპენია, თრომბოციტოპენია).
აღსანიშნავია, რომ რანიტიდინის მიღების დროს კუჭის წვენის მიერ შთანთქმული მიკროორგანიზმების განადგურების თვისება სუსტდება და იზრდება სალმონელოზით დაავადების რისკი.
აღნიშნული გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
რანიტიდინის და სუკრალფატის კომბინაციისას შესაძლებელია რანიტიდინის აბსორბციის პროცესის შემცირება.
რანიტიდინი პრაქტიკულად არ თრგუნავს ციტოქრომ P-450-სთან დაკავშირებულ ღვიძლის ფერმენტული სისტემის აქტივობას, ამიტომ იგი არ აძლიერებს აღნიშნულ ფერმენტულ სისტემასთან დაკავშირებული პრეპარატების მეტაბოლიზმს, როგორიცაა: დიაზეპამი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, პროპრანოლოლი, თეოფილინი, ვარფარინი.
რანიტიდინი აძლიერებს კუჭის წვენის მჟავიანობას, რის გამოც გავლენას ახდენს იმ პრეპარატების შეწოვის პროცესზე, რომელთა აბსორბცია დაკავშირებულია კუჭის წვენის სიმჟავის ხარისხზე.
მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან და თამბაქოს მოწევისაგან თავის შეკავება.
სიფრთხილე:
რანიტიდინით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ავთვისებიანი პროცესის არსებობის გამორიცხვა, რადგან მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.
პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ არ არსებობს მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას:
იშვიათად აღინიშნება გვერდითი მოვლენები ც.ნ.ს-ის მხრივ თავბრუსხვევის სახით, რის გამოც საჭიროა სიფრთხილე.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის ტაბლეტების სახით მიღება ხდება დაუღეჭავად საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის კეთილთვისებიანი წყლული: 150მგ 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს) ან 300მგ ღამით ძილის წინ 4-8 კვირის განმავლობაში. 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მკურნალობის დროს უმჯობესია 300მგ პრეპარატის გამოყენება 2-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში.
ქრონიკული ეპიზოდური დისპეფსია: 150მგ 2-ჯერ დღეში ან 300მგ ძილის წინ 6 კვირის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით ინიშნება 150მგ რანიტიდინი ღამით.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული 12-გოჯა ნაწლავის წყლული –150მგ 2-ჯერ დღეღამეში ან 300მგ ღამით ძილის წინ 8 კვირის განმავლობაში, პროფილაქტიკის მიზნით ენიშნებათ 150მგ 2-ჯერ დღეღამეში.
ბავშვებში რანიტიდინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა მისი დანიშვნა შესაძლებელია 8-18 წლის ასაკის ბავშვებში კუჭის წყლულის დროს-2-4მგკგ წონაზე 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 300მგ-ს.
Helicobacetr pylori–ით გამოწვეული ინფექცია და 12-გოჯა ნაწლავის წყლული: ინიშნება 300მგ რანიტიდინი დღეში (ერთხელ ან ორჯერად მიღებაზე), 750მგ ამოქსიცილინი 3-ჯერ დღეში და 500მგ მეტრონიდაზოლი 3-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში. რანიტიდინით მკურნალობა გრძელდება კიდევ 2 კვირის განმავლობაში.
რეფლუქს–ეზოფაგიტი: 150მგ 2-ჯერ დღეში ან 300მგ ღამით ძილის წინ 8კვირის განმავლობაში, დაავადების მძიმე ფორმის დროს -150მგ 4-ჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით -150მგ 2-ჯერ დღეში.
ზოლინგერ–ელისონის სინდრომი: საწყისი დოზაა 150მგ 3-ჯერ დღეღამეში, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 6გ-მდე დღე–ღამეში.
მშობიარობის დროს კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა: 150მგ მშობიარობის დასაწყისში და ყოველ 6სთ-ში.
ასპირაციული სინდრომის რისკით შეპყრობილ ავადმყოფებში: 150მგ 2სთ-ით ადრე ნარკოზამდე და სასურველია 150მგ საღამოს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა დოზის კორექცია, ინიშნება 150მგ ღამით.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ ავადმყოფებს.
რანიტიდინის მიღების უეცრად შეწყვეტა ნებადარული არ არის, რადგან ამ დროს შესაძლებელია წყლულოვანი დაავადების გამწვავება. პრეპარატის ერთი ან რამოდენიმე თერაპიული დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ადრე დანიშნული დოზებით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში -ექიმთან კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და ჰიპოტენზია.
ადექვატური სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია.
შენახვის ვადა:
2 წელი
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. არა უმეტეს 30°C – მდე ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
საერთაშორისო დასახელება:
RANITIDINE
მწარმოებელი: PRO.MED.CS Praha, ჩეხეთი
მოქმედი ნივთიერება: რანიტიდინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
რანიტიდინის ჰიდროქლორიდი ………… 150 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რანისანი აბლოკირებს ჰისტამინურ H2-რეცეპტორებს და მარილმჟავას და პეფსინის გამოყოფის შეფერხებით ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას, რაც იწვევს ძირითადად მარილმჟავას ბაზალური და ღამის სეკრეციის, აგრეთვე პენტაგასტრინით, აცეტილქოლინით და სხვა სტიმულირებული სეკრეციის დაქვეითებას. ამასთან ერთად, რანიტიდინი თრგუნავს პოხიერი უჯრედების დეგრანულაციის პროცესს, ამცირებს ჰისტამინის შემცველობას ჰერიულცეროზულ ზონაში და ეპითელიუმის დნმ-ის მასინთეზირებელი უჯრედების რაოდენობის გაზრდით ასტიმულირებს წყლულის შეხორცების პროცესს.
რანისანი პრაქტიკულად არ მოქმედებს ჰორმონულ სტატუსზე, იმუნოლოგიურ რეაქტივობაზე, ღვიძლის მიკროსომულ ფერმენტებზე და სხვა სამკურნალო საშუალებების ბიოტრანსფორმაციაზე.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს, აგრეთვე ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში ძირითადად ინიშნება 150 მგ 2-ჯერ დღეში ან 300 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 450-900 მგ-მდე (მაგ. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს).
რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 150 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ.
გვერდითი მოვლენები:
დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გადაღლილობა, ძილიანობა, კანზე გამონაყარი, ღვიძლის ტრანსამინაზების (ALT და AST) აქტივობის მომატება ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა რანისანისა და სხვა ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნე;
♦თირკმელების ფუნქციის ქრონიკული უკმარისობის დროს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად იზრდება და მცირდება მისი კლირენსი, რომლის დროსაც საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
რანისანისა და ანტაციდური პრეპარატების კომბინაციის დროს, მათ მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს 1-2 სთ-ს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
საერთაშორისო დასახელება:
RANITIDINE
მწარმოებელი: POLPHARMA, პოლონეთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
რანიტიდინის ჰიდროქლორიდი ……… 168 მგ
მათ შორის რანიტიდინი ……………….. 150 მგ
საერთაშორისო დასახელება:
ALISCIREN
მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია
მოქმედი ნივთიერება: ალისკირენი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რენინის ინჰიბიტორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.
1 ტაბ.
ალისკირენი …………. 150 მგ
1 ტაბ.
ალისკირენი ………….. 300 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი; სილიციუმის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი; პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი) 4000, ტალკი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ალისკირენი წარმოადგენს არაპეპტიდურ, რენინის ძლიერ და სელექტიურ ინჰიბიტორს, რომელიც აქტიურია პერორალურად მიღებისას. ალისკირენი სპეციფიკურად აღწევს რენინ-ანგიოტენზინ სისტემას (RAS), ახდენს მის ბლოკირებას, ანგიოტენზინის გარდაქმნით ანგიოტენზინ I და პლაზმის რენინის (PRA), ანგიოტენზინ I და ანგიოტენზინ II დონეების შემცირებით.
რენინი გამოიყოფა თირკმელებით, რენული პერფუზიისა და სისხლის მოცულობის დაქვეითების პასუხად, ეს გამოძახილი ინიცირდება ციკლით, რომელიც მოიცავს რენინ-ანგიოტენზინ სისტემას (RAS) და ჰომეოსტატიკურ უკუკავშირს. რენინი ხლეჩს ანგიოტენზინოგენს, არააქტიური ანგიოტენზინ I დეკაპეპტიდის წარმოქმნით (Ang I). Ang I გადადის აქტიურ ოქტაპეპტიდში ანგიოტენზინ II(Ang II). ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) საშუალებით და ACE-ის მონაწილეობის გარეშე მექანიზმით.
Ang II წარმოადგენს ძლიერ ვაზოკონსტრიქტორს და უზრუნველყოფს კატექოლამინების გამოთავისუფლებას თირკმლზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრიდან და მოსაზღვრე ნერვული დაბოლოებებიდან. იგი ასევე აძლიერებს ალდოსტერონის სეკრეციასა და ნატრიუმის რეაბსორბციას. აღნიშნული ეფექტები იწვევენ არტერიული წნევის მომატებას. Ang II ქრონიკული ზრდა იწვევს ანთების მედიატორებისა და მარკერების ექსპრესიასა და ფიბროზს, რომლებიც საბოლოო ჯამში განაპირობებენ ორგანოს დაზიანებას. Ang II ასევე აინჰიბირებს რენინის გამოთავისუფლებას, რაც ნეგატიურ უკუგავლენას ახდენს სისტემაზე, პლაზმის რენინის (PRA) გაზრდილი აქტივობა იწვევს გულ-სისხლძარღვოვან რისკებს ჰიპერტენზიულ და ნორმოტენზიულ პაციენტებში.
ყველა აგენტი, რომელიც აინჰიბირებს ამ სისტემას, რენინის ინჰიბიტორების ჩათვლით, აქვეითებს უარყოფით ნეგატიურ კავშირს, და იწვევს პლაზმაში რენინის კონცენტრაციის კომპენსატორულ მატებას. როდესაც ასეთი მატება ხდება ACE და ARB ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე, მას თან ახლავს PRA დონის გაზრდა.
ალისკირენით მკურნალობისას უკუკავშირის ეფექტები ნეიტრალიზდება. შედეგად, ალისკირენის მიღებისას მონოთერაპიის სახით, ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ აგენტებთან კომბინაციაში, ქვეითდება PRA, AngI და AngII დონები. რაზილესით მკურნალობის შედეგად ქვეითდება PRA ჰიპერტენზიულ პაციენტებთან. კლინიკურ გამოკვლევებში გამოვლინდა PRA შემცირება 50-დან 80%მდე. ანალოგიური შემცირება დაფიქსირდა ალისკირენის სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინირებული მიღებისას.
არტერიული ჰიპერტენზია:
– რიგ პაციენტებთან რაზილესი იწვევს სისტოლური და დიასტოლური წნევის დოზაზე დამოკიდებულ, ხანგრძლივ დაქვეითებას. რაზილესის მიღება დღეში ერთხელ დოზით 150 მგ და 300 მგ, უზრუნველყოფს სისხლის წნევის ეფექტურ დაწევას 24 საათის განმავლობაში (ეფექტი შენარჩუნებულია დილითაც). 2 კვირის შემდეგ აღინიშნება წნევის დაწევის მაქსიმალური ეფექტი 85-დან 90%-მდე. წნევის დაწევის ეფექტი შენარჩუნებულია იმ პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში; მკურნალობის შეწყვეტისას სისხლის წნევა რამდენიმე კვირის განმავლობაში თანდათანობით კვლავ უბრუნდება საწყის დონეს.
– ნამკურნალებ პაციენტებთან ჩატარებულ კონტროლირებად გამოკვლევებში არ გამოვლინდა პირველი დოზის ჰიპოტენზია და პულსის ცვლილება. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ გაურთულებელი ჰიპერტენზია, რაზილესით მონოთერაპის ჩატარების შემდეგ, იშვიათად გამოუვლინდათ ჭარბი ჰიპოტენზია (0.1%). ჰიპონტეზია ასევე არ ყოფილა გავრცელებული (
– კონტროლირებად გამოკვლევებში სისხლის წნევის დაწევის ეფექტი რაზილესისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებული მიღებისას, იყო ადიტიური, ამგვარი კომბინაციის კარგად გადატანის პირობებში. რაზილესისა და რამიპრილს კომბინირებისას, აღინიშნა ხველის შედარებით შემცირება, რამიპრილთან შედარებით (ალისკირენი/რამიპრილი 1.8%, რამიპრილთან შედარებით – 4.7%).
– რაზილესი დოზით 150 მგ ავლენს სისხლის წნევის დაწევის ადიტიურ ეფექტს და კარგად გადაიტანება იმ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებათ არაადეკვატური რეაქცია კალციუმის არხების ბლოკატორზე ამლოდიპინზე, დოზით 5 მგ. ეფექტი ანალოგიური იყო ამლოდიპინის მიღებისას დოზით 10 მგ, მაგრამ შეშუპებების შემცირებისას (ალისკირენი/ამლოდიპინი – 2.1%, ამლოდიპინთან – 11.2%), აღინიშნა კარგი გადატანითობა ვალსარტანთან.
– სისხლის წნევის დაქვეითების ეფექტურობის მიხედვით, რაზილესი მსგავსია სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული აგენტებისა, მათ შორის ACE, ARB, და CCB აგენტების ჩათვლით.
– რაზილესისა და ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს იკვლევდნენ 26 კვირიან რანდომიზირებულ, ორმაგ-ბრმა გამოკვლევებში, პარალელურ ჯგუფებში, ამლოდიპინის დამატებით. 300 მგ ალისკირენით და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდით 12 კვირიანი მონოთერაპიის შემდეგ სისხლის წნევა საწყისთან შედარებით დაქვეითდა (სისტოლური/დიასტოლური), 17.0/12.3 mm.Hg – ალისკირენისათვის და 14,4/10,5 mm.Hg.- ჰიდროქლორთიაზიდისათვის.
გამოკვლევის ბოლოს სისხლის წნევამ საწყისთან შედარებით დაიწია 19,6/14,2 mm.Hg.-ალისკირენისატვის და 17,9/13,0 mm.Hg.- ჰიდროქლორთიაზიდისთვის.
– დიაბეტიან ან ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან რაზილესით ჩატარებული მონოთერაპია იყო ეფექტური და უსაფრთხო. რამიპრილთან კომბინაციაში რაზილესი უზრუნველყოფს სისხლის წნევის დამატებით დაქვეითებას. მსუქან და ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან, რომლებთანაც ჰიდროქლორთიაზიდით ჩატარებული მკურნალობა არაადეკვატური იყო, რაზილესის შეყვანა მკურნალობის სქემაში იძლევა წნევის დამატებით დაქვეითებას, ვიდრე სქემაში ირბესარტანის ან ამიპინის დამატება.
– რაზილესის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დამოკიდებული არ არის ასაკზე, სქესზე, სხეულის მასაზე და ეთნიკურ წარმომავლობაზე.
ფარმაკოკინეტიკა:
საერთაშორისო დასახელება:
INDAPAMIDE
მწარმოებელი: კრკა , დ . დ ., ნოვო მესტო , სლოვენია
მოქმედი ნივთიერება: ინდაპამიდის ჰემიჰიდრატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული (დიურეზული) საშუალება.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული რეტარდირებული ტაბლეტები:
შეფუთვაში 30 ცგ.
1 ტაბ.
ინდაპამიდის ჰემიჰიდრატი ………. 1.5 მგ
ზოგადი ინფორმაცია
რადოფენი ფენილძმარჟავას წარმოებულების ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – სერატიოპეპტიდაზა + კალიუმის დიკლოფენაკი. Serathiopeptidase + Diclofenac potassium.
მწარმოებელი ფირმა – SR MEDICARE PVT.LTD (ინდოეთი).
რადოფენის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
რადოფენი. RADOFEN გამოდის 10მგ/50მგ ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს: სერატიოპეპტიდაზას 10 მგ.
კალიუმის დიკლოფენაკს 50 მგ.
რადოფენის აქტიური ნივთიერებები
სერატიოპეპტიდაზა + კალიუმის დიკლოფენაკი . Serathiopeptidase + Diclofenac potassium.
რადოფენის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
აღწერა:
ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) მოქმედებენ როგორც ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-1 და 2 (ცოგ-1 და ცოგ-2) ინჰიბიტორები, ცოგ-1 ინჰიბირების პროცესი არაკეთილად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, მაშინ როდესაც ცოგ-2 ინჰიბირების პროცესი დადებითად მოქმედებს ანთების საწინააღმდეგო აქტივობაზე. დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს (აასპ) და მიეკუთვნა ციკლოგენაზა-2-ის ინგიბიტორებს, ამგვარად, ნაკლებ ტოქსიკურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართ. ციკლოოქსიგენაზა მონაწილეობს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზში, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ანთების, ტკივილისა და ცხელების განვითარებაში. დიკლოფენაკი გამოიყენება როგორც ანალგეტიკი, ანტიპირეტიკი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
სერატიოპეპტიდაზა არის ძლიერი პროტეოლიზური ფერმენტი
ერთის მხრივ სერატიოპეპტიდაზა ასუსტებს ტკივილს, ამასთან, არ თრგუნავს პროსტაგლანდინების აქტივობას და არ ახდენს ზემოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. სერატიოპეპტიდაზა (როგორც იმუნოლოგიურად აქტიური ფერმენტი) მიეკუთვნება ბიოლოგიური სითხეების ალფა-2 მაკროგლობულინებს.
სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს ატეროსკლეროზული ფოლაქების დაშლის პროცესს, არტერიული კედლების ჯანმრთელი უჯერებისთვის საფრთხის შეუქმნელად. გამაგრებული, ვიწრო არტერიული კედლები წარმოადგენენ ერთობლივ შედეგს მიკროსკოპული ტრავმებისა და იქ მიმდინარე დაჟანგული ლიპიდების ანთებითი პროცესებისა. სერატიოპეპტიდაზა ახდენს გავლენას, როგორც ანთებით პროცესზე, ასევე მკვდარი ფოლაქების დაშლაზე. ქოლესტერინის ბლოკატორებისაგან განსხვავებით, სერატიოპეპტიდაზა ასუფთავებს არტერიულ კედლებს მკვდარი უჯრედებისგან, ქოლესტერინის სინთეზის დაურღვევლად. სინამდვილეში, სერატიოპეპტიდაზას მიღების დროს, ქოლესტერინის დონემ შეიძლება მოიმატოს, რადგან ხდება მისი მოწყვეტა არტერიების კედლებიდან ორგანიზმიდან შემდგომი გამოდევნისათვის (ქოლესტერინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და სტერეოიდული ჰორმონებისა და ორგანიზმის ძირითადი შინაგანი ორგანოების საჭირო კომპონენტს). გერმანელმა ექიმმა დოქ. ჰანს ნეიპერმა გამოიყენა სერატიოპეპტიდაზა გულით ავადმყოფ პაციენტებში არტერიების დაცობის სამკურნალოდ, ამტკიცებს, რომ სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს თრომბების გაწოვას, და აგრეთვე ხელს უწყობს ვარიკოზული ვენების შევიწროებას.
ჩვენებები:
– მწვავე და ქრონიკული ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა;
– ქრონიკული ართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის პროფილაქტიკა;
– სპონდილოზის მკურნალობა;
– როგორც ტკივილგამაყუჩებელი და პირველადი დისმენორეას დროს, სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღების საჭიროების შემთხვევაში.
მიღების წესები და დოზები:
ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გვერდითი მოვლენები:
ცნობილია შემთხვევა, როდესაც დიკლოფენაკი გახდა ასაკოვან ქალებში ანტიდიურეზული ჰორმონის არასწორი გამოყოფის სინდრომის მსგავსი სიმპტომების გამოვლენის მიზეზი.
ხანგრძლივი გამოყენებისას შეიმჩნევა პირის სიმშრალე.
შესაძლებელია ღებინება, გულის რევა, ანორექსია, ტკივილები და არასასიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრალურ მიდამოში, მეტეორიზმი, შეკრულობა, დიარეა; ცალკეულ შემთხვევებში – ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სისხლდენები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციები.
იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა; მიდრეკილების მქონე პაციენტებში შესაძლებელია შეშუპებები.
შესაძლებელია კანის გამონაყარი, ქავილი.
უკუჩვენება:
რადოფენი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის, სერატიოპეპტიდაზას მიმართ.
დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია პაცინეტთათვის. რომელთაც აქვთ ასთმა, ჭინჭრის გამონაყარი და სხვა ალერგიული ტიპის რექციები, რომლებიც ჩნდება ასპირინისა და სხვა (აასპ) გამოყენების შემდეგ. დიკლოფენაკის გამოყენებამ ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი, მძიმე რეაქციები, ძალიან იშვიათად ლეტალური შედეგი. სისხლის კოაგულაციის დარღვევა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არის რეკომენდებული დიკლოფენაკის და აგრეთვე სხვა (აასპ), ორსულობის ბოლო ვადებში მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინარის დახურვა ნაადრევად.
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისათვის. ყოველ 8 საათში 50 მგ დოზის მიღებისას, აქტიური ნაწილაკები აღწევენ დედის რძეში, მაგრამ მცირე კონცენტრაციით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
ხანდაზმულები
ასაკი არ მოქმედებს სერატიოპეპტიდაზასა და დიკლოფენაკის აბსორბაციაზე, მეტაბოლიზმსა და ექსკრეციაზე.
თუმცა (აასპ) უნდა გამოყენებულ იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან ისინი მეტად არიან მიდრეკილები გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიმართ. კერძოდ, რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზის დანიშვნა სუსტი, ასაკოვანი და დაბალი წონის პაციენტებისათვის.
განსაკუთრებული მითითებები:
დიკლოფენაკის ტრიამეტერენთან შეთავსებით მიღებისა და დიკლოფენაკის ციკლოსპორინთან შეთავსებით მიღებისას შეიმჩნეოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
საერთაშორისო დასახელება:
TICLOPIDINE
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო
მოქმედი ნივთიერება: ტიკლოპიდინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიაგრეგანტული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ, შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ტიკლოპიდინის ჰიდროქლორიდი …….. 250 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Tabcoat TC White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171).)
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რადომიტი თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორია. ტიკლოპიდინი აინჰიბირებს თრომბოციტების ადჰეზიასა და მათი ადფ-დამოკიდებული აგრეგაციის I და II სტადიებს. პრეპარატი ასევე აფერხებეს აგრეგაციას, რომელიც ინდუცირებულია არაბიდონის მჟავათი, კოლაგენით, ადრენალინით, თრომბინით ან სხვა.
აცეტილსალიცილის მჟავასაგან განსხვავებით, ტიკლოპიდინი არ მოქმედებს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმზე და, ამგვარად, არ თრგუნავს სისხლძარღვთა კედელში პროსტაციკლინის სინთეზს, რომელიც თრომბოციტების აგრეგაციის ბუნერივი ინჰიბიტორია. ტიკლოპიდინი აძლიერებს თრომბოციტების დეზაგრეგაციას. იგი აინჰიბირებს ერითროციტების აგრეგაციის პროცესს და ზრდის მათ ელასტიკურობას. პრეპარატი ამცირებს სისხლში β – თრომბოგლუკინისა და სისხლის IV ფაქტორის შემცველობას. რადომიტის ზეგავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე განპირობებულია მისი უნარით, დაუკავშირდეს ფიბრინოგენის რეცეპტორებს (IIb/IIIa გლიკოპროტეინებს), რაც ხელს უშლის ფიბრინოგენისა და გააქტიურებული თრომბოციტების შეკავშირებას. ტიკლოპიდინი პლაზმაში ფიბრინოგენის დონის შემცირებით აქვეითებს სისხლის სიბლანტეს.
ფარმაკოკინეტიკა:
რადომიტი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან – მისი აბსორბცია 80%-ია. იგი მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) პლაზმაში 2 სთ-ში აღწევს. ტიკლოპიდინის ბიოშეღწევადობაა 80-90%. პრეპარატის კვების შემდეგ მიღება ბიოშეღწევადობას 10-20%ით ზრდის.
რადომიტი წონასწორულ კონცენტრაციას (Css) პლაზმაში მიღებიდან 7-10 დღეში აღწევს. მისი 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს (ალბუმინებს, მჟავე ?-გლიკოპროტეინს, ლიპოპროტეინებს).
პრეპარატი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება ერთი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. 250 მგ ტიკლოპიდინის ერთჯერადი მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 13-სთ-ია, რეგულარული მიღებისას T1/2 4-5 დღემდე იზრდება. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით (50-60%) და განავლით (23-30%).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას შრატში ტიკლოპიდინის შემცველობა იზრდება.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
• მოზრდილებში ინიშნება პერორალურად – 1 ტაბლეტი (250 მგ) 2-ჯერ დღეში. რადომიტი მიიღება ჭამის დროს დიდი რაოდენობით სითხესთან (წყალი, წვენი) ერთად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შესაძლო გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
• 250 მგ ტიკლოპიდინის დღეში 2-ჯერ მიღებისას პრეპარატის თერაპული მოქმედება აღინიშნება 2 დღის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი – 3-5 დღის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
• პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1 გ, რომელიც მხოლოდ მცირე ხნით ინიშნება და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობასა და სისხლდენის დროის კონტროლს.
• თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს საჭიროა დოზის შემცირება.
• ჰემოდიალიზის ჩატარებისას რადომიტი ინიშნება დოზით 250-500 მგ ხანგრძლივად.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს დიარეა, გულისრევა, ღებინება (რომლებიც 2-3 კვირაში თავისთავად გაივლის და იშვიათად წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს), მეტეორიზმი, იშვიათად – ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ცალკეულ შემთხვევებში – ტკივილი მუცლის არეში;
სისხლის შედედების სისტემის მხრივ: ლოკალური კანქვეშა ჰემატომები, ჰემატურია, სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან სისხლდენა ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში მოსალოდნელია გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, რომლებიც მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაივლის, ერთეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი;
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ცალკეულ შემთხვევებში – პანციტოპენია, ერთეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენიური აკროანგიოთრომბოზი, ჰემოლიზური ანემია, ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გაზრდა (ნორმასთან შედარებით 2-ჯერ). მკურნალობის დაწყებიდან 1-4 კვირის შემდეგ შესაძლებელია სისხლის შრატში ქოლესტერინის (HDL-C, LDL-C, VLDL-C) და ტრიგლიცერიდების დონის მომატება (დაახლოებით 8-10%-ით). მკურნალობის გაგრძელებისას ამ მაჩვენებლების შემდგომი მატება არ ხდება. ლიპოპროტეინების ფრაქციებს (განსაკუთრებით HDL და LDL) შორის თანაფარდობა უცვლელი რჩება. აღნიშნული ეფექტი არ არის დამოკიდებული ასაკზე, სქესზე, ალკოჰოლის მიღებაზე ან შაქრიან დიაბეტზე და გავლენას არ ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმდინარეობაზე;
სხვა: ერთეულ შემთხვევებში – თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ვასკულიტი, მგლურასმგავარი სინდრომი.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნრბელობა ტიკლოპიდინის მიმართ;
* ჰემორაგიული დიათეზი; სისხლდენის დროის გახანგძლივებით მიმდინარე სისხლის დაავადებები;
* ჰემორაგიული ინსულტი მწვავე და ქვემწვავე ფაზებში, ქალასშიდა სისხლჩაქცევა (მათ შორის, ანამნეზში);
* კუჭის ან/და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება;
* საყლაპავი მილის ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
* სისხლის წარმოქმნის დარღვევები ანამნეზში (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია აგრანულოციტოზი).
* ინფორმაცია პრეპარატის ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არ მოიპოვება.
ორსულობა და ლაქტაცია:
* რადომიტის ორსულობის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
* ადექვატური კვლევა ტიკლოპიდინის დედის რძეში ექსკრეციის შესახებ არ ჩატარებულა, რის გამოც პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ რადომიტით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს (პირველი 3 თვის განმავლობაში – ყოველ 2 კვირაში) და მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში (თუ თერაპია პირველი 3 თვის განმავლობაში შეწყდა) 15 დღის შემდეგ საჭირო სისხლის კლინიკური ანალიზის ჩატარება თრომბოციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების რაოდენობის განსაზღვრით.
◄ ნეიტროპენიის (9/ ლ) თრომბოციტოპენიის (9/ ლ) ან იმ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც ახასიათებს ნეიტროპენიას (ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს წყლულოვანი დაზიანება), თრომბოციტოპენია ან/და ანომალურ ჰემოსტაზს (სისხლდენები, სისხლჩაქცევები, პურპურა, მელენა), ჰეპატიტს (სიყვითლე მუქი შეფერილობის შარდი, ღია ფერის განავალი), საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და საკონტროლო ანალიზების ჩატარება.
◄ სისხლის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე გადაწყვეტილება მკურნალობის შემდგომი გაგრძელების შესახებ მიიღება კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების მონაცემების საფუძველზე. მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში საჭიროა სისხლის ბიოქიმიური ანალიზის პერიოდული კონტროლი.
◄ რადომიტის მიღებისას სისხლდენის დრო შეიძლება 2-ჯერ გახანგრძლივდეს, ამიტომ იგი სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში სიფრთხილით გამოიყენება. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში (მაგალითად, კბილის ექსტრაქცია) ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ პაციენტი ტიკლოპიდინს იღებს.
◄ გეგმური ქირურგიული ოპერაციის ჩატარებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა ოპერაციამდე 10-14 დღით ადრე.
◄ სასწრაფო ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში ერთდროულად ან ცალ-ცალკე შეიძლება დაინიშნოს ინტრავენურად მეთილპრედნიზოლონი დოზით 0.5-1.0 მგ/კგ სხეულის მასაზე, დესმოპრესინი -0.2-0.4 მკგ/კგ სხეულის მასაზე, თრომბოციტების მასის ტრანსფუზია.
◄ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სისხლდენის დრო და თრომბოციტების სხვა პარამეტრები ნორმალურ მაჩვენებლებს 1-2 კვირის განმავლობაში უბრუნდება. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ტრავმების, თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ინფორმაცია პრეპარატის ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ მოიპოვება.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები ტიკლოპიდინის ჰიპერდოზირების შესახებ პრაქტიკულად არ მოიპოვება. იშვიათად მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება. ჰიპერდოზირება შეიძლება გამოვლინდეს სისხლდენის დროის გახანგრძლივებით და სისხლში ალანინამიტრანსფერაზას აქტივობის გაზრდით. ეს მაჩვენებლები სპონტანურად უბრუნდება ნორმას დამატებითი მკურნალობის გარეშე.
მკურნალობა: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, სისხლდენის შემთხვევაში ინიშნება ინტრავენურად დესმოპრესინი (0.2-0.4 მკგ/კგ სხეულის მასაზე) ან თრმბოციტების მასის ტრანსფუზია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– რადომიტის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულაციური საშუალების ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
– ანტაციდები სისხლში ტიკლოპიდინის კონცენტრაციას 18%-ით ამცირებს. ციმეტიდინი სისხლის პლაზმაში რადომიტის კონცენტრაციას მნიშვნლოვნად ზრდის. ტიკლოპიდინმა შეიძლება სისხლში დიგოქსინის კონცენტრაციის უმნიშვნელო (დაახლოებით 15%-ით) შემცირება გამოიწვიოს.
– რადომიტით მკურნალობისას შენელებულია იმ პრეპარატების მეტაბოლიზმი, რომელთა ბიოტრანსფორმაციაშიც ღვიძლის მიკროსომული ფერმენტები მონაწილეობს (მაგალითად, ზოგიერთი საძილე და სედატიური საშუალება).
– რადომიტი ანელებს ცეფალოსპორინების გამოყოფას და ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლში, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს ცეფალოსპორინების დოზის კორექცია.
– ტიკლოპიდინი ანელებს თეოფილინის გამოყოფას და ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება თეოფილინის ჰიპერდოზირება გამოიწვიოს.
– რადომიტი ზრდის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციას, რის გამოც მიზანშეწონილია შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის განსაზღვრა და მისი დოზის კორექცია.
– რადომიტის და β-ადრენობლოკატორების, კალციუმიის არხების ბლოკატორებისა და დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას კლინკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
– პრეპარატი არ მოქმედებს სისხლის ცილებისა და პროპრანოლოლის შეკავშირებაზე. ეთანოლის ერთდროული გამოყენება აძლიერებს ტიკლოპიდინის გვერდით ეფექტებს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ავერსი-რაციონალი
საერთაშორისო დასახელება:
NITRAZEPAM
მწარმოებელი: A W D
მოქმედი ნივთიერება: ნიტრაზეპამი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საძილე საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 30 ც.
1 ტაბ.
ნიტრაზეპამი ………. 5 მგ
მწარმოებელი: CHIRON
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში
1 მლ
ვაქცინა ……. 2.5 სე