Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 491

პრეზინექსი – PREZINEX – ПРЕЗИНЕКС

საერთაშორისო დასახელება:

DESMOPRESSIN

მწარმოებელი: PH & T, იტალია

მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაზოპრესინის სინთეზური ანალოგი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაზალური საინჰალაციო ხსნარი: ფლაკონში 60 დოზა.

1 დოზა

დესმოპრესინის აცეტატი .........    10 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა და გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს არგინინვაზოპრესინს, ჰიპოფიზის ბუნებრივი ჰორმონის - ვაზოპრესინის სინთეზურ ანალოგს, რომლისგანაც განსხვავებით იგი ნაკლებად მოქმედებს სისხლძარღვთა გლუვ კუნთოვან ელემენტებზე და შინაგან ორგანოებზე.

პრეპარატი ხასიათდება გამოხატული ანტიდიურეზული და უმნიშვნელო პრესორული ეფექტით. დადგენილია, რომ პრეპარატით მკურნალობა ნიქტურიით შეპყრობილ პაციენტებში იწვევს მოშარდვის მიზნით ადგომის საშუალო რაოდენობით 45%-ით და ღამის საშუალო დიურეზის დაახლოებით 0.6 მლ/წთ-ში შემცირებას. აღნიშნულის გამო მშვიდი ძილის პირველი პერიოდის  ხანგრძლივობა იზრდება საშუალოდ 2 სთ-ით.

ფარმაკოკინეტიკა:

ორგანიზმში მოხვედრისას სწრაფად გადადის სისხლში. ანტიდიურეზული ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 30 წუთში და გრძელდება 8 სთ-ის განმავლობაში. წარმოადგენს რა პოლიპეპტიდს, დესმოპრესინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ იშლება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გავლენით.

ინტრანაზალური მიღების შემდეგ შეიწოვება მიღებული დოზის 10-20%. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში, სადაც ფერმენტ ტრანსჰიდროგენაზას მოქმედებით იშლება დისულფიდური ხიდი.

პრეზინექსი ბიოტრანსფორმაციას განიცდის უფრო ნელა, ბუნებრივ ანტიდიურეზულ ჰორმონთან შედარებით. გამოიყოფა უმთავრესად თირკმელების საშუალებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ-ს.

ჩვენებები:

  • ჰოპოფიზის ჰორმონის ვაზოპრესინის გამოყოფის შემცირებით გამოწვეული შაქრიანი დიაბეტის და თანდაყოლილი  ღამის ენურეზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • დროებითი პოლიურიის და პოლიდიფსიის მკურნალობა ჰიპოფიზზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.
  • ნიქტურიის სამკურნალოდ როგორც მონო, ასევე კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
  • თირკმელების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრის მიზნით, როგორც დიაგნოსტიკური საშუალება.

მიღების წესი და დოზირება:

თანდაყოლილი ღამის ენურეზის მკურნალობა

საწყისი დოზა ბავშვებში (5 წლიდან) და მოზრდილებში (65 წლამდე): თითო დოზა (ერთი შესხურება - 10 მკგ) თითო ნესტოში (ჯამურად 20 მკგ) ძილის წინ.

იშვიათ შემთხვაში შესაძლებელია დოზის გაორმაგება - 20 მკგ (ორი შესხურება) თითო ნესტოში (ჯამურად 40 მკგ). შერჩეული დოზა მიიღება დღე-ღამეში ერთხელ ძილის წინ.

ენურეზის მკურნალობისას სითხის მიღება მცირდება მინიმუმამდე და სითხის მიღება წყურვილის დასაკმაყოფილებლად მიზანშეწონილია მხოლოდ  8 საათში ერთხელ.

ნიქტურიის მკურნალობა

65 წლამდე პაციენტებში მრავლობითი სკლეროზით, თირკმლის ნორმალური ფუნქციით, რომელთაც აწუხებთ ნიქტურია რეკომენდებულია ერთი ან ორი დოზა (10-20 მკგ) ძილის წინ.

პრეპარატის მიღება საჭიროა 24 საათში ერთხელ. ნიქტურიის მკურნალობისას სითხის მიღება მცირდება მინიმუმამდე და სითხის მიღება წყურვილის დასაკმაყოფილებლად მიზანშეწონილია მხოლოდ 8 საათში ერთხელ.

უშაქრო დიაბეტის მკურნალობა

მნიშვნელოვანია დაავადების დიფერენცირება შაქრიანი დიაბეტისგან.

დოზა ინდივიდუალურია, მაგრამ კლინიკური გამოცდილების შესაბამისად საშუალო შემანარჩუნებელი დოზა მოზრდილებში და ბავშვებში არის ერთი ან ორი დოზა.

10-20 მკგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში.

მიღების წესი: მედიკამენტის შესხურება უნდა მოხდეს ცხვირში. პრეპარატი მიიღება ინსტრუქციის შესაბამისად.

ექიმის კონსულტაცის გარეშე არ არის რეკომენდებული დოზისა და მედიკამენტის მიღების სიხშირის გაზრდა, მკურნალობის შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაწლავების ჭვალი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება, რინიტი, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, კონიუქტივიტი, ნერწყვის გამოყოფის დარღვევა, კანზე გამონაყარი, ალგოდისმენორეა.

იშვიათად გონების დაბიდვა და გულის წასვლა (შესაძლებელია, წყლით ინტოქსიკაციის ან სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის გამო). ეს ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენაა და აღინიშნება მაშინ, როდესაც პრეზინექსის მიღების დროს არ არის სითხის მიღება შეზღუდული.

უკუჩვენებები:

* დესმოპრესინის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თანდაყოლილი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია;

* ანურია, სხვადასხვა ეტიოლოგიის სითხის შეკავება;

* პლაზმის ჰიპოოსმოლარობა;

* გულის უკმარისობა და სხვა მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვს დიურეზული საშუალებით მკურნალობას.

ორსულობა და ლაქტაცია:

დესმოპრესინი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში.

ორსულობის დროს უშაქრო დიაბეტით შეპყრობილი პაციენტების დესმოპრესინით მკურნალობისას ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ახალშობილების განვითარების მხრივ დარღვევები.

ლაქტაციის პერიოდში დესმოპრესინი გამოიყოფა დედის რძეში იმ რაოდენობით, რომელიც არ ახდენს გავლენას ბავშვის დიურეზზე და ჰემოსტაზზე.

განსაკუთრებული მითითებები:

ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების დროს, გამოხატული რინიტისას, შესაძლებელია დესმოპრესინის შეწოვის დარღვევა მისი ინტრანაზალური გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის სუბლინგვალური გამოყენება.

პრეზინექსით მკურნალობის დროს აუცილებელია მიღებული სითხის მოცულობის კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოხატული დარღვევები შარდის ბუშტის ფიბროზი, პაციენტებში ინტრაცერებრული წნევის მომატების რისკით.

ამ დროს სითხის მიღება წყურვილის დასაკმაყოფილებლად მიზანშეწონილია მხოლოდ 8 სთ-ში ერთხელ. სადიაგნოსტიკო საშუალებების სახით არის მიზანშეწონილი ფორსირებული ჰიდრატაციის ჩატარება (შიგნით ან პარენტერულად), სითხის მიღება უნდა შემცირდეს და არ უნდა აღემატებოდეს 0.5 ლ პრეპარატის მიღებამდე 1 საათის და მიღებიდან 8 საათის განმავლობაში.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სითხის გამოყოფის შეფერხების და ჰიპონატრიემიის განვითარების მომატებული რისკი.

მკურნალობა: მიუხედავად იმისა, რომ ჰიპონატრიემიის მკურნალობა ინდივიდუალურია, საჭიროა საერთო რეკომენდაციების გათვალისწინება. ჰიპონატრიემიის მკურნალობა შესაძლებელია დესპოპრესინის გამოყენების შეწყვეტით, სითხის მიღების შეზღუდვით და აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციაზე, როგორიცაა: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სელექტიური ინჰიბიტორები, ქლოპრომაზინი, კარბამაზეპინი, იწვევენ ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერებას და წყლის შეკავებისას -  ჰიპონატრიემიის რისკის გაზრდას.

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დესმოპრესინის კომბინაცია აგრეთვე იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებისას ჰიპონატრიემიას.

- მონაცემები დესმოპრესინის ურთიერთქმედების შესახებ ღვიძლის მეტაბოლიზმის პროცესზე მოქმედ პრეპარატებთან არ მოიპოვება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 2-80C ტემპერატურაზე (მაცივარში). არ შეიძლება მისი გაყინვა. ინახება ვერტიკალურ მდგომარეობაში, საკუთარ კონტეინერში.

პრეზინექსის შენახვა შეიძლება არა უმეტს 250C ტემპერატურაზე 1 თვის განმავლობაში.

პრევიტა – PREVITA – ПРЕВИТА

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ორსულთათვის და მეძუძრი ქალებისათვის.

პრევიტა – არის პოპულარული და სანდო ვიტამინების კომპლექსი, რომელიც მოწოდებულია ორსულებისათვის, მეძუძური დედბისათვის და იმ ქალებისათვის ვინც გეგმავს ორსულობას.

რატომ პრევიტა? პერვიტა შეიცავს აუცილებელი მინერალებისა და ვიტამინების ფართო სპექტრს სიფრთხილით შერჩეული დოზირების საფუძველზე.

პრევიტა შეიცავს ფოლის მჟავას ზუსტად იმ რაოდეობით, რაც აუცილებელია ნაყოფის ზრდა–განვითარებისათვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ფოლიუმის მჟავის დღიური დოზა ორსულებში 400მკგ–ია. ფოლის მჟავის მიღება აუცილებელია ორსულობის 12 კვირამდე, 12 კვირის შემდეგ და ასევე დაგეგმილ ორსულობამდე 3 თვით ადრე. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, ნაყოფის ნერვული ღეროს განვითრებას და თანდაყოლილი დეფექტის (ხერხემლის თიაქარი, ანენცეფალია) თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.

ვიტამინი C ორსულობის დროს: აუცილებელია ორსული ქალის ორგანიზმში პლაცენტის ნორმალური განვითარებისათვის, ზრდის იმუნიტეტს, მონაწილეობს ძვალ–ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებასა და სტრუქტურის შენარჩუნებაში, ზემოქმედებას ახდენს ჰემოგლობინის წარმოქნასა და ერთროციტების მომწიფებაში. მისი მოთხონა იზრდება ქალებში ვინც გეგმავს ორსულობას, განსაკუთრებით მწეველებში.

ვიტამინი E ორსულობის დროს: აღნიშნული ვიტამინი წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს, რომელიც ხელს უწყობს შენარჩუნებულ იქნას ჯანმრთელი კანი, ნერვული სისტემა, სისხლის მიმოქცევა, კუნთოვანი სისტემა, ერთროპოეზი (ერთროციტების წარმოქმნა). პრევიტა შეიცავს ზომიერ დოზირებას 4 მგ–ს ოდენობით.

ვიტამინი D ორსულობის დროს: რეკომენდირებულია ყველა ქალმა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღოს 10მკგ D ვიტამინი. სწორედ ამ რაოდენობას შეიცავს პრევიტა. D ვიტამინი მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული საშუალებაა, ვიტამინი არეგულირებს კალციუმისა და ფოსფატების ცვლას და აუცილებელია ნაყოფის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის.

იოდი ორსულობის დროს: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით იოდის დამატება აუცილებელია იმ პოპულაციებში, სადაც მაღალია ენდემური კრეტინიზმის სიხშირე. იოდინი იწვევს ამ დაავადების სიხშირის მნიშვნელოვან შემცირებას გვერდითი ეფექტების გარეშე. იოდი აუცილებელია ნაყოფის გონებრივი განვითარებისათვის, მისი დეფიციტი ადრეულ ვადაზე იწვევს თვითნებურ აბორტებს, გვიან პერიოდში ახალშობილთა ჰიპოთირეოიდულ მდგომარეობებს, ნაყოფის ზრდა–განვითარების შეფერხებას.

პრევიტა არ შეიცავს დიდი დოზებით რკინას: განსხვავებით ბევრი სხვა პრენატალურ პერიოდში გამოყენებული რკინის შემცველი პრეპარატებისაგან პრევიტა შეიცავს რკინას იდეალურ, ზომიერ რაოდენობას, იმდენად რამდენადაც რკინის მაღალი დოზებით მიღება ორსულობისას არ არის რეკომენდებული (გარდა სპეციფიური ჩვენებისა).

პრევიტას გამოყენება რეკომენდებულია მისი შემადგენლობიდან გამომდინარე როგორც ორსულობამდე, ასევე მთელი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.მისი მიღების დაწყება შესაძლებელია ნებისმიერი ვადის ორსულობის დროს.

მიღება:

1 კაფსულა 1–ჯერ დღეში.

შემადგენლობა: B9 (ფოლის მჟავა) – 400მკგ, B12 (ციანკობალამინი) – 6 მკგ, B1 (პანთოტენატი) – 6 მგ, B6 (პირიდოქსინი) – 10მგ. B7(ბიოტინი) – 150მკგ, A(ბეტა კაროტინი) – 33,75 სე, C (ასკორბინის მჟავა) – 70მგ. D3(ქოლეკალციფეროლი) – 400სე. E(დ–ალფა ციდო სუქცინადი) – 15,5 სე. Fe (რკინა) – 17მგ. Mg (მაგნიუმი) – 150მგ. Zn (თუთია)– 15მგ. Se (სელენი) – 140მკგ. Cu (აპილენძი) – 1 მგ. იოდინი – 140მკგ.

პრედუქტალი MR – PREDUCTAL MR – ПРЕДУКТАЛ MR

პრედუქტალი MR - ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მიერ წარმოებული ორიგინალური პრეპარატი

საერთაშორისო დასახელება:

TRIMETAZIDINE

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიმეტაზიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური პრეპარატი, რომელიც აუმჯობესებს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს კარდიომიოციტის დონეზე.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მოდიფიცირებული გამონთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ტრიმეტაზიდინის დიქლორჰიდრატი ............  35 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ჰიდროსოფოსფატი, დიჰიდრატი, ჰიპრომელოზი, პოვიდონი უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა:

ტიტანის დიოქსიდი(E171), გლიცერინი, ჰიპრომელოზი, მაკროგოლი 6000, წითელი რკინის ოქსიდი(E172), მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აუმჯობესებს უჯრედის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს ჰიპოქსიის ან იშემიის პირობებში. იგი ხელს უწყობს ატფ-ის უჯრედებშიდა დონის კონცენტრაციის ნორმალური დონის აღდგენას, რაც უზრუნველყოფს იონური ტუმბოების ნორმალურ ფუნქციონირებას და ნატრიუმისა და კალიუმის იონების ტრანსმემბრანული ტრანსპორტის ნორმალიზაციას და, საბოლოო ჯამში, მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქციის ნორმალიზაციას. იგი ასევე ხელს უწყობს უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

ტრიმეტაზიდინი იწვევს გულის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ოპტიმიზაციას ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის დათრგუნვით (3-კეტოაცილCo-A თიოლაზას გრძელი ჯაჭვის ინჰიბირების გზით), რაც იწვევს გლუკოზის დაჟანგვის გაძლიერებას. ეს ყველაფერი განაპირობებს მიოკარდიუმის დაცვას იშემიისაგან. სწორედ ცხიმოვანი მჟავების ოქსიდაციის პროცესების გადართვა გლუკოზის ოქსიდაციაზე წარმოადგენს პრედუქტალის მოქმედების მექანიზმს.

ამავე დროს ტრიმეტაზიდინი აძლიერებს მემბრანული ფოსფოლიპიდების ცვლას და მათ მემბრანაში ჩართვას, რაც იცავს მემბრანებს დაზიანებისაგან.

ცხოველებში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა უჩვენა, რომ  იშემიის ეპიზოდების პერიოდში პრედუქტალ MR-ის საშუალებით ხდება გულისა და ნეიროსენსორული ორგანოების ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნება.

პრედუქტალი MR ამცირებს უჯრედშიდა აციდოზს და იშემიის დროს ტრანსმემბრანული იონების ნაკადის ცვლილებების ხარისხს. ამცირებს პოლინუკლეარული ნეიტროფილების მიგრაციისა და ინფილტრაციის ხარისხს გულის იშემიზირებულ და რეპერფუზიულ ქსოვილებში, ამცირებს მიოკარდიუმის დაზიანების არეს; ამასთანავე არ ახდენს გავლენას ჰემოდინამიკაზე.

კლინიკურმა კვლევებმა უჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გიდ (მათ შორის სტენოკარდია) პრედუქტალ MR-ით მკურნალობის მე-15 დღიდან იზრდება კორონარული რეზერვი, რაც აფერხებს ფიზიკური დატვირთვის ფონზე იშემიური კასკადის განვითარებას; გულის რითმის რაიმე განსაკუთრებული ცვლილების გარეშე ზღუდავს ა/წ მკვეთრ ცვალებადობას; ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს; არსებითად ამცირებს ნიტროგლიცერინის მოხმარების სიხშირეს; იშემიური დისფუნქციის მქონე პაციენტებში აუმჯობესებს მარცხენა პარკუჭის კუმშვადობის უნარს.

მიოკარდიუმის უჯრედების მიმართ იშემიის დროს პრედუქტალ MR -ს გააჩნია ანტიჰიპოქსიური მოქმედება.

პრედუქტალი MR ეფექტურად ამცირებს თავბრუსხვევის შეტევათა ინტენსივობას, მათ ხანგრძლივობასა და სიხშირეს. პრედუქტალი MR მოქმედებს ანტიიშემიური ეფექტისა და ვესტიბულური ნეირონების ტოქსიკურობისაგან დაცვის ხარჯზე, რომელიც განპირობებულია ექსიტოტოქსიკური ამინომჟავების მნიშვნელოვანი რაოდენობის არსებობით. პრედუქტალი MR არ წარმოადგენს ვესტიბულოსუპრესორს და ამგვარად იგი უზრუნველყოფს ვესტიბულური მექანიზმების კომპენსაციას.

პრეპარატი ამცირებს ყურებში შუილის ინტენსივობის ხარისხს და თრგუნავს რეციდივებს. პერცეპტიული სიყრუის დროს პრედუქტალი MR უზრუნველყოფს აღქმის დიაპაზონის ზრდას დეციბალებში და ამცირებს სმენის მხრივ დარღვევებს.

პრედუქტალ MR ახდენს ელექტრორეტინოგრამის b ტალღების ნორმალიზაციას, რომლებიც მგრძნობიარენი არიან იშემიის მიმართ, იგი აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს და ზრდის მხედველობის არეს, აფერხებს ხანდაზმულების დროს მიმდინარე ყვითელი ლაქის დეგენერაციის პროცესს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის პერორალურად მიღებიდან საშუალოდ 5 საათის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში. 24 საათის განმავლობაში მისი დონე შენარჩუნებულია. ფარმაკოკინეტიკაზე არ ახდენს ზეგავლენას საკვების მიღება. ორგანიზმში პრეპარატის მოცულობითი განაწილება არის 4,8 ლ/კგ ოდენობით. მისი ცილებთან კავშირი სუსტია (in vitro ცდების შედეგად - 16% ინტენსივობით).

პრედუქტალი MR გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით შარდით. პრედუქტალ MR -ის ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალგაზრდა მოხალისეებში საშუალოდ შეადგენს 7 საათს, ხოლო 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში 12 საათს. პრედუქტალი MR -ის თირკმლის კლირენსი პირდაპირ კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან; ღვიძლის კლირენსი ასაკთან ერთად კლებულობს.

ჩვენებები:

  • გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული  შეტევის პროფილაქტიკა (მონოთერაპიის ან სხვა სამკურნალო საშუალებასთან კომბინაციაში);
  • იშემიური წარმოშობის კოხლეარულ-ვესტიბულური დარღვევების მკურნალობა (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენის დარღვევა);
  • იშემიური კომპონენტებით მიმდინარე ქორიორეტინული სისხლძარღვოვანი დარღვევები.

მიღების წესი და დოზირება:

დღე-ღამეში პრედუქტალი MR ინიშნება 2 ტაბლეტის ოდენობით (თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად - გულისრევა, ღებინება.

შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები მისი უსაფრთხოების შესახებ ორსულობის დროს.

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები დედის რძეში პრეპარატის შესაძლო გადასვლის შესახებ, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის გადაჭრა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო პრედუქტალი MR -ის დანიშვნა არის რეკომენდებული თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის, რომელთაც კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ-ზე დაბალი აქვთ, აგრეთვე პაციენტებისათვის ღვიძლის ფუნქცის გამოხატული დარღვევით.

პრედუქტალი MR არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პრედნიზოლონი-დარნიცა – PREDNISOLONUM-DARNITSA – ПРЕДНИЗОЛОН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

PREDNISOLONE             

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: პრედნიზოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

პრედნიზოლონი .................  5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრედნიზოლონი-დარნიცა წარმოადგენს ჰიდროკორტიზონის – თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონის სისტემურ დეჰიდრირებულ ანალოგს. მოქმედებს ცილებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, შედარებით ნაკლებად კი – წყლისა და მარილის ცვლაზე. ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის მომატებას, ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, აძლიერებს აზოტის შარდთან ერთად გამოყოფას, იწვევს ეოზინო – და ლიმფოპენიის, ნეიტროპენიის განვითარებას.

გლიკოკორტიკოიდებს ახასიათებთ ანტიალერგიული, მადესენსიბილიზებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური, შოკის საწინააღმდეგო მოქმედება. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია არაქინმჟავის მეტაბოლიზმისა და ანთების მედიატორების გამოთავისუფლების დათრგუნვით. პრეპარატს გააჩნია იმუნოდეპრესიული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

შინაგანად მიღებისას პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 90 წუთის შემდეგ.

პლაზმაში პრედნიზოლონის დიდი ნაწილი უკავშირდება ტრანსკორტინს (კორტიზოლდამაკავშირებელ გლობულინს).

პრეპარატი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 200 წუთს. პრეპარატის 20% გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი ფორმით.

ჩვენებები:

  • შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიტოზი, და პოლიმიოზიტი, სისტემური ვასკულიტი, რევმატოიდული ართრიტი);
  • მწვავე რევმატიზმი, რევმოკარდიტი;
  • ადისონის დაავადება;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა;
  • ადრენოგენიტალური სინდრომი;
  • ბრონქული ასთმა;
  • მწვავე და ქრონიკული ალერგიული რეაქციები (მედიკამენტოზური ალერგია, შრატისმიერი ავადმყოფობა, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება);
  • ჰეპატიტი;
  • ღვიძლის კომა;
  • ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა;
  • აუტოიმუნური ხასიათის თირკმლის დაავადება; სისხლის სისტემის დაავადებები (აგრანულოციტოზი, ლეიკოზის სხვადასხვა ფორმები, თრომბოციტიპენური პურპურა, ჰემოლიტური ანემია);
  • ჰოჯკინის დაავადება;
  • კანის დაავადებები (ეკზემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ფსორიაზი, ლაიელას სინდრომი);
  • უჩირქო კერატიტი, ირიტი, ირიდოციკლიტი, უვეიტი, ქორიოიდიტი;
  • ჩვენებები პედიატრიაში: მწვავე რევმატიზმი, მცირე ქორეა, ბრონქული ასთმა, ნეფროტული სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები მიიღება შინაგანად საკვების მიღების მიუხედავად.

მოზრდილებში ინიშნება საწყისი დოზა 20-40 მგ/დღე-ღამეში, შემდეგ დოზა მცირდება შემანარჩუნებელ დოზამდე 5-10მგ/დღე-ღამეში (პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება). მკურნალობა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ დოზის ნელ-ნელა შემცირებით, ხოლო მკურნალობის დამთავრებისას მიიღება კორტიკოტროპინი (10-20 ერთ./დღე-ღამეში) თირკმელზედა ჯირკვლების შესაძლო ატროფიის თავიდან აცილების მიზნით.

მაღალი დოზები მოზრდილებისათვის: ერთჯერადი – 0,015გ, სადღეღამისო – 0,1გ.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, მის სიმძიმეზე, პრეპარატით მიღწეულ ეფექტზე.

სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს:

4 წლამდე – 0,001გ სხეულის წონის 1 კგ-ზე დღე-ღამეში;

5-6 წლის – 0,02 გ;

7-9 წლის – 0,025 – 0,03;

10-14 წლის – 0,025 – 0,04გ. პრეპარატის დოზის შემცირება ხდება თანდათან.

გვერდითი მოვლენები:

პრედნიზოლონი-დარნიცათი მკურნალობისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას თირკმელზედა ჯირკვლების ატროფიის, ჰიპერგლიკემიის განვითარების შესაძლებლობა.

ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს კალციუმის მომატებული გამოყოფა, ოსტეოპოროზის განვითარება, რეგენერაციის პროცესების შეფერხება,  კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, არადიაგნოსტირებული წყლულის პერფორაცია, საჭმლისმომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაწყლულება, ჰემორაგიული პანკრეატიტი, ჰიპერკოაგულაცია და თრომბების განვითარება, ინფექციების მიმართ რეზისტენტულობის შემცირება, მთვარისებრი სახის განვითარება, წონაში მომატება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. არ არის გამორიცხული უძილობა, ეიფორია, ფსიქოზი, ეპილეფსიური კრუნჩხვები.

უკუჩვენებები:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, იცენკო-ქუშინგის დაავადება, ოსტეოპოროზი, თრომბოემბოლიების მიმართ მიდრეკილება, თირკმლების უკმარისობა, არტერიული ჰიპერტონიის მძიმე ფორმა, III სტადიის გულის უკმარისობა, მწვავე ენდოკარდიტი, ფსიქოზი, ადრე გადატანილი ოპერაციები, სიფილისი, ტუბერკულოზის აქტიური ფორმა, შაქრიანი დიაბეტი, ანამნეზში ალერგიული რეაქციები გლუკოკორტიკოსტეროიდებზე, სხავასხვა წარმოშობის შეშუპებები, ჩუტყვავილა, უბრალო ჰერპესი, ვაქცინაციის პერიოდი, ორსულობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ანტიკოაგულანტებთან ერთად პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ანტიკოაგულანტების შედედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერება;

სალიცილატებთან ერთად მიღებისას ძლიერდება სისხლდენის განვითარების შესაძლებლობა;

დიურეტიკებთან – შესაძლებელია ელექტროლიტური ცვლის დარღვევის გაძლიერება;

ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან – მცირდება სისხლში შაქრის დაწევის სიჩქარე;

გულის გლიკოზიდებთან – ძლიერდება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი;

რიფამპიცინთან – რიფამპიცინის თერაპიული მოქმედების შესუსტება.

ჭარბი დოზირება:

პრედნიზოლონი-დარნიცას ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი. მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას ძლიერდება გვერდითი ეფექტების განვითარებისა და სიმძიმის სიჩქარე. მკურნალობა სიმპტომატურია.

გამოყენების თავისებურებები:

შაქრიანი დიაბეტის დროს პრედნიზოლონი-დარნიცა ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებების არსებობისას ან ინსულინის მიმართ რეზისტენტობის სამკურნალოდ. ინფექციური დაავადებების და ტუბერკულოზის დროს პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ანტიბიოტიკებთან ან ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში.

თუ პრედნიზოლონი-დარნიცა ინიშნება პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ან შედედების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე, აუცილებელია მათი დოზების ხელახლა შერჩევა.

არ არის რეკომენდებული პრედნიზოლონი-დარნიცას გამოყენება ბარბიტურატებთან ერთად ადისონის დაავადებით დაავადებულებში, ვინაიდან ასეთმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა.

პრედნიზოლონი-დარნიცას და  დიურეტიკების კომბინაციური გამოყენებისას აუცილებელია ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი. ჰიპოკალემიის პროფილაქტიკის მიზნით პრედნიზოლონ-დარნიცას გამოყენებით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია კალიუმის პრეპარატებისა და შესაბამისი დიეტის დანიშვნა.

ცილების მომატებული კატაბოლიზმისა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკის შესამცირებლად შესაძლებელია მეტანდროსტენოლონის გამოყენება.

რეკომენდებულია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, შარდში და სისხლში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრა, ფარულ სისხლზე განავლის ანალიზების ჩატარება.

პრედნიზოლონი-დარნიცას გამოყენებით მკურნალობის დასრულების შემდეგ ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია АКТГ-ს გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, პრედნიზოლონი-დარნიცა მიიღება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში თუ არსებობს პრეპარატის მიღების აუცილებლობა, უნდა განისაზღვროს მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის და რისკი ბავშვისთვის.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა – 3 წელი.

პრედნიზოლონი(ტაბლეტი 1მგ. 5მგ) – PREDNISOLONE – ПРЕДНИЗОЛОН

საერთაშორისო დასახელება:

PREDNISOLONE

მწარმოებელი: CP Pharmaceuticals Ltd Wrexham UK

მოქმედი ნივთიერება: პრედნიზოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

პრედნიზოლონი ........        1 მგ

1 ტაბ.

პრედნიზოლონი ...........     5 მგ

ვრცლად პრედნიზოლონი–დარნიცა (დოზირება ინდივიდუალური)

პრედნიზოლონი (საინექციო) – PREDNISOLONE – ПРЕДНИЗОЛОН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

პრეგნილი – PREGNYL – ПРЕГНИЛ

საერთაშორისო დასახელება:

CHORIONIC GONADOTHROPHIN

მწარმოებელი: ORGANON

მოქმედი ნივთიერება: ქორიონული გონადოტროპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მალუტეინიზირებელი საშუალება; გამოიყენება სხვადასვა სახის უნაყოფობის დროს

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვინილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში, შეფუთვაში 3 ც. გამხსნელთან ერთად.

1 ამპ.

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი ...... 500 სე

1 ამპ.

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი .......1500 სე

1 ამპ.

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი ........5000 სე

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. წარმოადგენს რა K ვიტამინის ანტაგონისტს, აქვეითებს პროთრომბინის შემდედებელ აქტიობას (ფაქტორიII) და  VII, IX, X ფაქტორებისას; გავლენას ახდენს ღვიძლში მათ სინთეზზე, არ მოქმედებს უკვე სინთეზირებულ და სისხლში მოცირკულირე ფაქტორებზე, რის გამოც მისი ანტიკოაგულაციური მოქმდება რამდენადმე შეზღუდულია (დამოკიდებულია ამ ფაქტორების ბუნებრივი ელიმინაციის სიჩქარეზე).

ყველაზე სწრაფად ინაქტივირდება ფაქტორი VII (დაახლოებით 8% საათში), ნელა –  IX და X, უფრო ნელა – პრთრომბინი 1% სთ–ში. ეფექტი იწყება 2–3 სთ–ის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს – 12–30 სთ–ში. თრგუნავს ფიზიოლოგიური ანტიკოაგულანტების  – ცილების C და S სინთეზს. ახანგრძლივებს პლაზმის შედედების დროს, პროთრომბინულ დროს და აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბობლასტინურ დროს, ამაღლებს ჰეპარინის მიმართ მგრძნობელობას. ამაღლებს სისხლძარღვთა გამტარებლობას, აძლიერებს სისხლძარღვთა კედლის პროსტაციკლინურმასინთეზებელ აქტიობას.

ჩვენებები:

მკურნალობა და პროფილაქტიკა: თრომბოზები (მათ შორის მენჯ–ბარძაყის სახსრის მწვავე ოსტეონეკროზისას, ვენოზური თრომბოზი, არტერიული თრომბოზი, შიგაგულოვანი თრომბოზი), თრომბოემბოლია(ფილტვის არტერიისა და სისხლის მიმოქცევის დიდი წრის არტერიის);

მიოკარდის ინფარქტი (მეორადი პროფილაქტიკა);

თრომბოემბოლიური გართულება (მათ შორის გულზე ოპერაციული ჩარევისას, მოციმციმე არითმიისას, გულის იშემიური დაავადებისას, მარცხენა პარკუჭის ანევრიზმისას); დეფიბრილაციის ჩატარების დროს თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა(ელექტრული და ფარმაკოლოგიური);

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (ბიურგერის დაავადება);

ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი (რეციდივული ან  არ ექვემდებარება სხვა მკურნალობას), ანტითრომბინი III  თანდაყოლილი დეფიციტი(მათ შორის მწვავე ნეფროტოქსიური სინდრომისას).

მიღების წესები და დოზირება:

შიგნით, ჭამის დროს ან შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის პირველ მეორე დღეს 0.3გ 3–ჯერ დღეში, მესამე დღეს – 0.3 გ 2–ჯერ დღეში. შემდეგ დოზირებას განსაზღვრავენ პროთრომბინული დროის შედეგების მიხედვით, რომელიც 2–4–ჯერ უნდა იყოს გაზრდილი საწყისი INR-დან.

მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 0.3 გ. მაქსიმალური საღეღამისო დოზა – 1.2გ,

მკურნალობა უნდა დამთავრდეს თანდათანობით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, სისხლდენა, თრომბოფილია, განპირობებული C და S ცილების დეფიციტით, ჰემორაგიული დიათეზი, ღვიძლის დაავადებები, ჰემატურია, სისხლდენის მაღალი რისკით მიმდინარე დაავადებები და მდგომარეობები (კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, ტუბერკულოზი, ფილტვების სიმსივნე, ქალა–ტვინში სისხლდენა, ჰემორაგიული ინსულტი, ტრავმები, წინასაოპერაციო პერიოდი, მშობიარობის შემდგომი პერიოდი), გულის ქრონიკული უკმარისობა  IIბ და III სტადია. მიოკარდის ინფარქტი (არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე), არტერიული ჰიპერტენზია (ტვინში სისხლჩაქცევის საშიშროებით), თირკმლის ქრონიკული ნაკლოვანება, თვალის ფსკერზე სისხლჩაქცევა, სეფსისი, ორსულობა, ნეონეტალური პერიოდი, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:

მომატებული სისხლდენა, ჰემატურია, ალოპეცია, ცხელება, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), იშვიათად „კუმარინული“ ნეკროზი კანისა და კანქვეშა ქსოვილის (დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომისა და C და S ცილების დეფიციტისას).

მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას ადგილი აქვს ჰიპერკოაგულაციას და თრომბოზის რეციდივს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მომატებული სისხლჟონვადობა , მძიმე შემთხვევებში სისხლდენა.

მკურნალობა: (ტარდება პრეპარატის შეცვლის ან დოზის შემცირების ხარჯზე): სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენის დროს – პროთრომბინული კომპლექსის ფაქტორის კონცენტრატის გადასხმა, ახლადგაყინული პლაზმა. ჰიპოკოაგულაციის შესამცირებლად –  ვიტამინი K1 პრეპარატები (კუნთში, ვენაში) დოზით 5–15 მგ (ჰემოსტაზი აღდგება 6–24 სთ–ის მანძილზე, მაგრამ ანტიკოაგულაციური თერაპიის რეზისტენტობა შენარჩუნებულია შემდეგი 2 კვირის მანძილზე).

ურთიერთქმედება:

ასუსტებს C ვიტამინის ეფექტს. აძლიერებს ფენიტოინის, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების და ალოპურინოლის ეფექტს;  გლუკოკორტიკოსტეროიდების ულცეროგენობას.

კონკურენტულ ანტაგონისტს წარმოადგენს ვიტამინი К1.

ანტიკოაგულანტურ მოქმედებას აძლიერებენ : სალიცილატები, პირაზოლონები, ფენამატები, ეტაკრინისა და ნალიდიქსის მჟავები, სულფანილამიდები, ქლორამფენიკოლი, მეტრონიდაზოლი, კო–ტრიმოქსაზოლი, ტეტრაციკლინები, ქინიდინი, სულფამეტაზონი, დისულფირამი, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ანაბოლური სამკურნალო საშუალებები, ფენოთიაზინები, თიოურაცილი, გვაიფენეზინი, რეზერპინი, თიობარბიტურატები, თიროქსინი , ციმეტიდინი, ეთანოლი, ნიკოტინის მჟავა, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ალოპურინოლი.

ანტიკოაგულაციურ მოქმედებას ასუსტებენ: კოლესტირამინი, ანტაციდები, გრიზეოფულვინი, ბარბიტურატები, გლუტეტიმიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, საგულე გლიკოზიდები, ანქსიოლიტიკები, დიურეტიკები, მეთილქსანტინები, მერკაპტოპურინი, გლუკოკორტიკოსტეროიდები, პერორალური კონტრაცეპტივები, ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები.

პრეგნაქეა 400 მკგ ფოლის მჟავით – PREGNACARE – ПРЕГНАКЕА

მწარმოებელი:ფარმაცევტული კომპანია „ ვიტაბიოტიკსი“;

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

გამოყენების რეკომენდაცია:

მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებს, რომ კარგი კვების მიუხედავად, ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში საჭიროა დამატებითი საკვები ნივთიერებების მიღება. პრეგნაქეა შექმნილია კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ორსულობამდე, მთელი ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდე.

პრეგნაქეარი შეიცავს ფოლის მჟავის რეკომენდებულ დონეს 400 მკგ-ს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის 15 ვიტამინი და მიკროელემენტი, რომლებიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედისა და ჩვილისათვის.

პრეგნაქეარის გამოყენება ასევე რეკომენდებულია ორსულობამდე პერიოდში.

პრეგნაქეარი შეიცავს B12 ვიტამინს, ფოლის მჟავასა და თუთიას, რომლებიც მნიშვნელოვანია ორსულობის ადრეულ ეტაპზე მედულარული ღეროს განვითარებისა და უჯრედების დაყოფისათვის.

სისხლის წარმოქმნისათვის ორსულობის გვიან ეტაპზე ასევე საჭიროა B ჯგუფის ვიტამინების, რკინისა და ფოლის მჟავის მიღება.

პრეგნაქეარის მიღების დაწყება შეიძლება ორსულობის ნებისმიერ მომენტში.

ოპტიმალური კვება ასევე საჭიროალაქტაციის პერიოდში, რომლის დროსაც ორგანიზმს გააჩნია დამატებითი მოთხოვნები საკვების მიმართ.

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი

საშ. 1 კაფსულა

რეკომენდებული

დღიური რაციონი %

ვიტამინი D

2.5 მკგ

50

ვიტამინი E

20 მგ

200

ვიტამინი C

70 მგ

117

თიამინი (ვიტამინი B1)

3 მგ

214

რიბოფლავინი (ვიტამინი B2)

2 მგ

125

ნიაცინი (ვიტამინი B3)

20 მგ

111

ვიტამინი B6

10 მგ

500

ფოლაცინი (ფოლის მჟავა)

400 მკგ

200

ვიტამინი B12

6 მკგ

600

ბეტაკაროტინი

4.2 მგ

-

ვიტამინი K

200 მკგ

-

რკინა

20 მგ

143

მაგნიუმი

150 მგ

50

თუთია

15 მგ

100

იოდინი

140 მკგ

93

სპილენძი

1 მგ

-

მიღების წესი:

ერთი კაფსულა დღეში ძირითად საკვებთან ერთად და საკვების მიღების შემდეგ ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. არ შეიძლება კაფსულების უზმოზე მიღება. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა და რეკომენდებული დოზის გადამეტება.

გაცემა:

ურეცეპტოდ.

პრეგნაქეა (კრემი) – PREGNACARE (cream) – ПРЕГНАКЕА (крем)

პრეგნაქეა კრემი არის დამატენიანებელი საშუალება ორსულობის დროს და მის შემდეგ  დაჭიმული კანის სათუთი დაცვისათვის.

ორსულობის დროს, ბავშვის ზრდასთან ერთად ქალის კანი სწრაფად იჭიმება, რამაც შეიძლება დააზიანოს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოები კანის ღრმა შრეებში.

დაჭიმული კანის დასანოტივებლად და ელასტიურობის შესანარჩუნებლად პრეგნაქეა კრემის ქიმიურ ფორმულაში შედის: მცენარეული ექსტრაქტები, C და E ვიტამინები. კრემის  გამოყენება სასურველია ოსულობის შემდეგაც, ის ხელს უწყობს კანის შეკუმშვას. მისი რეგულარული გამოყენება კანს რბილსა და გლუვს ხდის.

მწარმოებელი:

ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი;“

ლონდონი, ინგლისი.

პრეგნაქეაში შემავალი კომპონენტები:

გულყვითელასა და ალოეს ექსტრაქტები და ფურისულის ზეთი – გამოიყენება დაჭიმული კანის დასარბილებლად.

E ვიტამინი - კანის დერმის კვებისა და დაცვისათვის.

D-პანთენოლი და C ვიტამინი – კოლაგენის წარმოებისათვის, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობასა და სიძლიერეს.

ბუნებრივი შერეული კაროტინოიდები – ანტიოქსიდანტური მკვებავები ხელს უწყობს ჯანმრთელი კანის შენარჩუნებას.

გამოყენების წესი:

კრემი ნაზად შეიზილეთ მუცელზე, წელზე, ბარძაყებსა და სარძევე ჯირკვლებზე (არეოლების გარდა).

კრემის გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად ორსულობისას და ორსულობის შემდეგ.

გაფრთხილება:

კანის გაღიზიანების შემთხვევაში, კრემის გამოყენება უნდა შეწყდეს, პრობლემის გაგრძელებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

ინახება 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

კრემი 100მლ.

გაცემა:

ურეცეპტოდ.

პრეგნავიტი – PREGNAVIT – ПРЕГНАВИТ

მწარმოებელი: MERCKLE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინური საშუალება+მულტიმინერალი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფსულა შეიცავს:

რეტინოლის პალმიტატი (A ვიტამინი) ............3000 სე
ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) .............200 სე
ალფა-ტოკოფეროლი (E ვიტამინი) ................0.01 გ
თიამინის ნიტრატი (B1 ვიტამინი) ................1.5 მგ
რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) ......................2.5 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
(B6 ვიტამინი) .......................................
5.0 მგ
ციანკობალამინი (B12 ვიტამინი) ..................5.0მკგ
ნიკოტინამიდი .........................................15.00მგ
ასკორბინჟავა (C ვიტამინი) .........................75.00მგ
კალციუმის პანთოთენატი ............................10.00მგ
კალციუმის ლაქტატი .................................6.51მგ
რკინის ფუმარატი .....................................30.00მგ
დიკალციუმ უწყლო ფოსფატი ......................250.00მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეგნავიტი - კაფსულები წარმოადგენს კომბინირებულ პოლივიტამინურ საშუალებას, რომელიც შეიცავს მინერალულ ნივთიერებებს. პრეპარატში შემავალი ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები ავსებენ ორგანიზმში არსებულ ამ ნივთიერებების დეფიციტს, კერძოდ კი ორგანიზმის ამ ნივთიერებების მიმართ მოთხოვნილების მომატების პირობებებში - ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

პრეგნავიტის მოქმედებას განსაზღვრავს ამ პრეპარატში შემავალი კომპონენტები.

რეტინოლი (A ვიტამინი)– აუცილებელია როდოპსინის სინთეზისათვის, ეპითელური უჯრედების მთლიანობის შესანარჩუნებლად, ორგანიზმის ზრდისათვის, მათ შორის ორსულობის დროს ნაყოფის ზრდისათვის.

ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) – არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, აგრეთვე ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესს, მათ შორის ორსულობის პერიოდში ნაყოფის ძვლოვანი სიტემის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას.

თიამინის ნიტრატი (B1 ვიტამინი) – კოფერმენტის სახით მონაწილეობას იღებს ნახშირწლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.

რიბოლავინი (B2 ვიტამინი) – უჯრედოვანი სუნთქვითი პრეცესების და მხედველობითი აღქმადობის უმნიშვნელოვანესი კატალიზატორია. ორსულობის პერიოდში ახდენს ტერატოგენული ფაქტორების ლიმიტირებას.

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი) – კოფერმენტის სახით მონაწილეობას ღებულობს ცილოვან ცვლასა და ნეირომედიატორების სინთეზში. ორსულობის დროს აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ორალური კონტრაცეპტივების მოხმარებას, რომლებიც თავის მხრივ იწვევენ ორგანიზმში პირიდოქსინი დეპოს გამოფიტვას.

ციანკობალამინი (B12 ვიტამინი) – მონაწილეობას ღებულობს ნუკლეოტიდების სინთეზში. წარმოადგენს ნორმალური ზრდის, სისხლწარმოქმნის, ეპითელური უკრედების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს. აუცილებელია ფოლიუმ მჟავას მეტაბოლიზმისა და მიელინის სინთაზისათვის.

ნიკოტინამიდი – მონაწილეობას იღებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, აგრეთვე ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.

ასკორბინმჟავა C ვიტამინი - უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, მონაწილებას ღებულობს ხრტილების, ძვლების, კბილების ფორმირებასა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. ზემოქმედებას ახდენს ჰემოგლობინის წარმოქმნასა და ერითროციტების მომწიფებაში. ასკორბინმჟავას ფიზიოლოგიური დონე ორსული ქალის ორგანიზმში უაღრესად მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისათვის, აგრეთვე ორგანიზმის ინფექციებისადმი მდგრადობის მომატების თვალსაზრისით.-

პანთოტენის მჟავაკოენზიმ A- შემდგენელი კომპონენტის სახით მნიშვნელოვან როლს ასრულებს აცეტილირებისა და ჯანგვით პროცესებში. უზრუნველყოფს ეპითელიუმისა და ენდოთელის რეგენერაციასა და ფორმირებას.

ფოლიუმ მჟავა – მონაწილეობას ღებულობს ამინმჟავების, ნუკლეოტიდებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ორსულობის დროს ასრულებს გარკვეული ხარისხით დამცველობით როლს ტერატოგენული ფაქტორების მიმართ.

ტოკოფეროლი (E ვიტამინი) ანტიოქსიდანტური თვისებების გამო იცავს სხავდასხვა ნივთიერებას დაჟანგვისაგან; მონაწილეობას იღებს ერითროციტების სტაბილობის შენარჩუნებაში, ახდენს ჰემოლიზის პრევენციას. ახდენს დადებით მოქმედებას სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაზე.

რკინა – მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჯანგბადის ტრანსპორტირებას ქსოვილებამდე.

კალციუმი – აუცილებელია ძვლოვანი ნივთიერების ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემის განხორციელებაში, გლუვი და ხერხემლის კუნთების შეკუმშვაში, მიოკარდის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჩვენებები:
ჰიპოვიტამინოზისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რეკონვალესცენციის პერიოდში ხანგრძლივი ან მძიმედ მიმდინარე დაავადებების დროს, მათ შორის ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება საკვების მიღების დროს მცირე რაოდენობით წყლით, ორსულობის პერიოდში პრეგნავიტის დღეღამის დოზა განისაზღვრება ორსულობის ვადაზე დამოკიდებულებით.

I ტრიმესტრში ყოველდღიურად ნიშნავენ 1 კაფსულას დღეში;

II ტრიმესტრში – 2 კაფსულას დღეში;

III ტრიმესტრში – 3 კაფსულას დღეში.

უკუჩვენება:
* პერნიციოზული ანემია

განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობის პერიოდში რეტინოლის პალმიტატის დღეღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 სე.

ჭარბი დოზირება:
სპეციალური ღონისძიებების მიღება არ არის ნაჩვენები, გარდა სამედიცინო მეთვალყურეობისა.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეგნავიტი-კაფსულების დანიშვნა არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს ცხიმში ხსნადი (A, D3, E) ვიტამინების ჰიპერდოზირება მათი ორგანიზმში დეპონირების გამო.

შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

Don`t copy text!