Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 490

პრონორანი – PRONORAN – ПРОНОРАН

საერთაშორისო დასახელება:

PIRIBEDIL

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პირიბედილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პარკინსონის სამკურნალო პრეპარატი-ცნს-ში. დოფამინერგული გადაცემის სტიმულატორი, პერიფერიულ ვაზოდილატატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები კონტროლირებული გამონთავისუფლებით: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

პირიბედილი ……… 50 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კროქსამელოზა ტიტანის დიოქსიდი, პოლისორბიტი 80, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ექსპერიმენტულ მოდელში ნაჩვენებია, რომ პირიბედილი ცნს-ის ქსოვილებში ახდენს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას ელექტრული იმპულსის სტიმულირების ხარჯზე. ასევე იწვევს ჟანგბადის მოხმარებისა და თავის ტვინში pO2-ის კონცენტრაციის გაზრდას, აუმჯობესებს სისხლმომარაგებას თავის ტვინში შემავალი სისხლის ნაკადის გაზრდის გზით. ამგვარი მოქმედება განპირობებულია დოფამინერგული ცენტრალური რეცეპტორების სტიმულაციით (მაგ. დოფამინის ანტაგონისტი პიმოზიდი იწვევს პრონორანის მოქმედების ინჰიბირებას).

პირიბედილი ქერქული ელექტრული აქტივობის შედეგად იწვევს დოფამინერგულ სტიმულაციას, როგორც სიფხიზლის, ასევე ძილის პერიოდში. პირიბედილი მოქმედებს პერიფერიულ სისხლძარღვთა გლუვ მუსკულატურაში განლაგებულ დოფამინერგულ რეცეპტორებზე და იწვევს ვაზოდილატაციას.

დადასტურებულია, რომ გარდამავალი კოჭლობისას, პრონორანით მკურნალობის შედეგად პაციენტს შეუძლია უფრო დიდი დისტანციის გავლა.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალური მიღებისას პირიბედილი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, Cmax მიიღწევა ერთ საათში. in vitro– კვლევებში დადასტურებულია, რომ პრონორანის ტაბლეტი იხსნება თანდათან, რაც განაპირობებს მოქმედი ნივთიერების უწყვეტ გამოთავისუფლებას in vivo მრუდში.

განაწილება: პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია.

პირიბედილის თერაპიული კონცენტრაცია ორგანიზმში შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი: ხასიათდება მაღალი ხარისხის მეტაბოლიზმით 2 აქტიური მეტაბოლიტის გამონთავისუფლებით: პირიბედილის ჰიდროქსილირებული და დეჰიდროქსილირებული წარმოებულები.

გამოყოფა: პირიბედილის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ორფაზიანია: T1/2 ა) ფაზაში – 1.7 სთ. ბ) ფაზაში – 6.9 სთ.

აბსორბირებული პირიბედილის 68% გამოიყოფა შარდით, 25% – ნაღველის წვენით, 24 სთ-ის შემდეგ შარდით გამოიყოფა პრეპარატის 50%, ხოლო 48 სთ-ის შემდეგ – 10%.

ჩვენებები:

  • დამატებითი სიმპტომური თერაპია კოგნიტიური ფუნქციის ქრონიკული დარღვევის და ხანდაზმულ ასაკში ნეიროსენსორული დეფიციტის დროს (მათ შორის ყურადღების და მეხსიერების);
  • პარკინსონის დაავადება მონოთერაპიის სახით (უპირატესად ტრემორით მიმდინარეობისას) ან კომბინაცია ლევოდოფას პრეპარატებთან ერთად (დაავადების საწყისი და/ან მეორადი ფორმებისას, ტრემორის დროს);
  • მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის შედეგად განპირობებული გარდამავალი კოჭლობა (II) სტადია;
  • იშემიური გენეზის ოფთალმოლოგიურ დაავადებათა სიმპტომატიკა (მხედველობის სიმახვილის შემცირება, მხედველობის ველის შეზღუდვა, ფერების კონტრასტულობის შემცირება).

მიღების წესი და დოზირება:

• პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. აუცილებლობისას შესაძლებელია დოზის გაზრდა დღეში 100 მგ-მდე (50 მგ 2-ჯერ დღეში).

• პარკინსონის შემთხვევაში ინიშნება 150-250 მგ/დღ (3-5 ტაბლეტი დღეში), განაწილებული 3-4 მიღებაზე.

• ლევოდოფას პრეპარატებთან ერთად პირიბედილის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100-150 მგ-ს (2 ტაბლეტი) 2-3 მიღებაზე.

• ტაბლეტის მიღება ხდება პერორალურად, ჭამის შემდეგ 1/2 ჭიქა წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი (აღნიშნული იხსნება დოზირების ოპტიმიზირების შედეგად).

ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ძილიანობა (გამოხატული დღის საათებში); ფსიქიკური დარღვევები – შფოთვა და აზროვნების შენელება, რაც უკუვითარდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად ორთოსტატული ჰიპოტენზია ან არტერიული ჰიპერტენზიის ლაბილურობა.

უკუჩვენებები:

* კოლაფსი;

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებები;

* კომბინაცია დოფამინის ანტაგონისტების ჯგუფის ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებთან;

* კომბინაცია ნეიროლეპტიკურ პრეპარატებთან, რომელთაც აქვთ გამოხატული ანტიფსიქოზური თვისებები (კლოზაპიმინის გარდა);

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატზე.

ორსულობა და ლაქტაცია

* პრონორანი არ არის რეკომენდებული ორსულებში, ვინაიდან არ არის შესწავლილი პრეპარატის უსაფრთხოება.

ექსპერიმენტულ მოდელში არ არის დადასტურებული პრეპარატის ტერატოგენული ეფექტი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით პრონორანის დანიშვნისას აუცილებელია ანტიჰიპერტენზიული თერაპია. მკვეთრად გამოხატული ძილიანობის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.

◄ იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შედის საქაროზა, პაციენტებში რომელთაც აქვთ ფრუქტოზის, გლუკოზის, გალაქტოზის, სუკროიზომალტოზის აუტანლობა არ არის რეკომენდებული პრონორანის მიღება.

◄ საღებავი – კოშინელი იწვევს ალერგიული რეაქციის განვითარების რისკის გაზრდას.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვაზე: საჭიროა პაციენტთა ინფორმირება (რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ყურადღების დაძაბვასთან და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფესთან – ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა), რომ პრონორანის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ძლიერი ძილიანობა ან უეცარი ჩაძინება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ღებინება (განპირობებული პირიბედილის მოქმედებით ქემორეცეპტორულ ტრიგერულ ზონაში), აწ-ის ლაბილურობა (გაზრდა ან შემცირება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება).

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– აღსანიშნავია პრონორანის და ნეიროლეპტიკების ურთიერთანტაგონიზმი (გამონაკლისია კლოზაპინი).

– აღნიშნული კომბინაცია უკუნაჩვენებია. გამონაკლისია პარკინსონის დაავადება. ნეიროლეპტიკებით განპირობებული ექსტრაპირამიდული სინდრომის დროს საჭიროა ანტიქოლინერგული თერაპია. ამ შემთხვევაში არ ინიშნება დოფამინის აგონისტები.

– დოფამინის აგონისტებმა, მათ შორის პრონორანმა, შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ფსიქოზური დარღვევები. ნეიროლეპტიკების მიღების აუცილებლობისას საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. პრონორანის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი.

– აღინიშნება ანტაგონიზმი პრონორანსა და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს შორის. ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ იმ პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც იწვევს ექსტრაპირამიდულ ეფექტებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პრომეთაზინი – PROMETHAZINE – ПРОМЕТАЗИН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

პროკეტანი – PROKETAN – ПРОКЕТАН

საერთაშორისო დასახელება:

KETOPROFEN

მწარმოებელი: moun farmaceutical., ეგვიპტე

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100მგ/2მლ 3 ამპულა

1 ამპულა შეიცავს 100 მგ კეტოპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, მანიტოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პროკეტანი® – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, პროპიონის მჟავას წარმოებული. პროკეტანი® ახდენს გამოხატულ ანალგეზიურ, ანტიპირეტულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას და თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს. გარდა ამისა, კეტოპროფენი აინჰიბირებს ლიპოოქსიგენაზას, გააჩნია ანტიბრადიკინინური აქტივობა, ასტიმულირებს ლიზოსომურ მემბრანებს, იწვევს ნეიტროფილების აქტივობის მნიშვნელოვნად შენელებას რევმატიული ართრიტით დაავადებულებში.

ფარმაკოკინეტიკა:

პროკეტანი® სწრაფად და კარგად შეიწოვება კუნთში შეყვანისას. 99%-ით უერთდება პლაზმის ცილებს. ადვილად აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერებში და ქსოვილებსა და ორგანოებში ნაწილდება.

მნიშვნელოვანი კონცენტრაციებით ვლინდება სინოვიალურ სითხეში. პრაქტიკულად სრულად მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით. მეტაბოლიტები შარდთან ერთად გამოიყოფა. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით გამოყოფა ნელდება.

ჩვენებები:

• სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი (მ.შ. ოპერაციის შემდგომი ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი, ლუმბაგო, იშიასი, ტკივილი ძვალში მეტასტაზების, ალგოდისმენორეის, ნევრალგიების, თირკმლის კოლიკის და სხვ. დროს).

• სახსრების ანთებითი, ანთებით-დეგენერაციული და მეტაბოლური დაავადებები: რევმატიული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ოსტეოართრიტები, რეაქციული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი.

• არასახსრისმიერი რევმატიზმი, მ.შ. ტენდინიტი, ბურსიტი, კაფსულიტი, სინოვიტი.

მიღების წესები და დოზები:

შეჰყავთ კუნთში 1/2-1 ამპულა 4 საათიანი ინტერვალით. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა 200 მგ.

გვერდითი მოვლენები:

დარღვევები კნტ-ის მხრივ.

ზემოაღნიშნული უკუჩვენებების გამოვლინებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პროკეტანის® მიმართ, წყლულოვანი დაავადების გამწვავება, პაციენტები, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ასას-ბი იწვევენ ბრონქოსპაზმის პროვოცირებას, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-ბის მიმართ შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი ალერგია კეტოპროფენის მიმართ.

პროკეტანის® გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისთვის. III ტრიმესტრში პროკეტანის® გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პროკეტანთან ერთდროული გამოყენებისას® ძლიერდება ანტიკოაგულანტების, ჰეპარინის, ტიკლოპიდინის, დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებებისა და ალკოჰოლის ეფექტი, სასტდება სპირონოლაქტონის, პერიფერიული ვაზოდილატატორების მოქმედება.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (25°C),. ყველა სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვბისათვის მიუწვდომელ ადგილას.


ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

პროზერინი-დარნიცა – PROSERINUM-DARNITSA – ПРОЗЕРИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

NEOSTIGMINE METHYLSULPHATE

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: ნეოსტიგმინის მეთილსულფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიქოლინესთერაზული საშუალება; ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 0.05%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც

1 მლ

ნეოსტიგმინის მეთილსულფატი ……..    0.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პროზერინი-დარნიცა წარმოადგენს სინთეტიკურ ანტიქოლინესთერაზულ ნივთიერებას, რომელსაც თავის მოლეკულაში გააჩნია ოთხწევრიანი ამონიუმების ჯგუფი და განეკუთვნება ქოლინესთერაზას უკუქცევად ინჰიბიტორებს. უკანასკნელის ბლოკადა იწვევს აცეტილქოლინის დაგროვებას ქოლინერგიული ნერვების არეში, უკანასკნელის მოქმედების გაძლიერებას ორგანოებსა და ქსოვილებზე და ნერვ-კუნთოვანი გამტარობის აღდგენას.

როგორც ოთხწევრიანი ამონიუმის ფუძე პროზერინი-დარნიცა ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, რითაც აიხსნება მისი უპირატესად პერიფერიული ზეგავლენა. პერიფერიული ეფექტების მიხედვით პროზერინი-დარნიცა ახლოსაა ფიზოსტიგმინსა და გალანტამინთან: იგი იწვევს გულისცემის გაიშვიათებას, ნერწყვის გამოყოფის მომატებას, თვალის გუგის შევიწროვებას, აძლიერებს ნაწლავის, შარდის ბუშტის მუსკულატურის ტონუსს, იწვევს ბრონქების სპაზმს და ა.შ.

პროზერინი-დარნიცა – ანტიმადეპოლარიზირებელი კურარეს მსგავსი პრეპარატების ანტაგონისტი, მაგრამ დიდი დოზებით მას თვითონ შეუძლია გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევა აცეტილქოლინის დაგროვებისა და სინაპსების არეში მდგრადი დეპოლარიზაციის შედეგად.

ფარმაკოკინეტიკა:

პარენტერალური შეყვანის შემდეგ ნეოსტიგმინის ბრომიდი ჰიდროლიზს ექვემდებარება, ასევე მეტაბოლიზირდება ღვიძლში. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 15-25%. გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი ნივთიერებისა და მეტაბოლიტების სახით. ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ჩვენებები:

  • პროზერინი-დარნიცა გამოიყენება მიასთენიის, ტვინის ტრავმის შემდეგ მოძრაობითი დარღვევების, პარალიჩების დროს, აღდგენით პერიოდში; გადატანილი მენინგიტის, პოლიომიელიტის, ენცეფალიტისა და სხვა ნეიროინფექციების შემდეგ, ნევრიტების დროს, ნაწლავისა და შარდის ბუშტის ატონიის ასარიდებლად და სამკურნალოდ, ზოგჯერ – სუსტი სამშობიარო მოქმედების დროს.
  • თვალის პრაქტიკაში პროზერინი-დარნიცა ინიშნება მხედველობის ნერვის ატროფიის დროს, იშვიათად – გუგის შესავიწროვებლად და თვალისშიდა წნევის დასაწევად გლაუკომის ღიაკუთხოვანი ფორმის დროს.
  • როგორც მიორელაქსანტების ანტიდოტი პრეპარატი ინიშნება კუნთების სისუსტისა და სუნთქვის გართულების დროს ანესთეზიის დასრულებისას ანტიმადეპოლაზირებელი კურარეს მსგავსი პრეპარატების გამოყენებით, ასევე მადეპოლაზირებელი მიორელაქსანტების (დითილინი) გამოყენებისას, თუ უკანასკნელები მოქმედებას იწყებენ როგორც ანტიმადეპოლაზირებლები (“ორბაგი ბლოკი”).

გამოყენების წესი და დოზები:

პროზერინი-დარნიცა კანქვეშ და ინტრავენურად შეიყვანება.

მიასთენიური კრიზის განვითარებისას პროზერინი-დარნიცა შეიყვანება კანქვეშ ჩვეულებრივი დოზებით მცირე ინტერვალებით.

კრიზის განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში უფროსებში პრეპარატი ინტრავენურად შეიყვანება დოზით 0.5-1 მლ 0.05% ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარზე, შემდეგ ჩვეულებრივი დოზებით კანქვეშ დამატებით შეიყვანება 1 მლ ეფედრინის ჰიდროქლორიდის 50% ხსნარი. საჭიროების შემთხვევაში პროზერინი-დარნიცათი მიასთენიის მკურნალობა ტარდება ალდოსტერონის ანტაგონისტებთან (სპირონოლაქტონი), ანაბოლიურ ჰორმონებთან და კორტიკოსტეროიდებთან შეთანხმებით.

არასაკმარისი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, ხოლო მაღალი დოზებით მიღებისას შეძლება წარმოიქმნას ქოლინერგიული კრიზი, ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევა და სუნთქვის გართულება.

პროზერინი-დარნიცათი მიასთენიის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. სხვა დაავადებების დროს პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს 25-30 დღეს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 3-4 კვირიანი შესვენების შემდეგ.

მშობიარობის სტიმულირებისათვის პრეპარატის შეყვანა შეიძლება კანქვეშ 0.5 მგ (1 მლ 0.05% ხსნარი) 1-2-ჯერ 1-საათიანი ინტერვალებით.

პროზერინი-დარნიცას პირველ ინექციასთან ერთდროულად კანქვეშ ერთჯერადად შეიყვანება 1 მგ (1 მლ 0.01% ხსნარი) ატროპინის სულფატი.

მიორელაქსანტების მოქმედების კუპირებისათვის პროზერინი-დარნიცამდე ინტრავენურად შეიყვანება ატროპინის სულფატი დოზით 0.5-0.7 მგ (0.5-0.7 მლ 0.1% ხსნარი). 1.5-2 წუთის შემდეგ პულსის გახშირებიდან ინტრავენურად შეიყვანება 1.5 მგ (3 მლ 0.05% ხსნარი) პროზერინი-დარნიცა. თუ ამ დოზისას ეფექტი არასაკმარისია, პროზერინი-დარნიცა განმეორებით შეიყვანება იგივე დოზით (ბრადიკარდიის გამოვლინებისას განმეორებით შეიყვანება ატროპინის სულფატი).

პროზერინი-დარნიცას საერთო რაოდენობა, რომლის შეყვანაც შეიძლება 20-30 წუთის განმავლობაში, შეადგენს 5-6 მგ (10-12 მლ 0.05% ხსნარი).

თვალის პრაქტიკაში თვალისშიდა წნევის დასაწევად ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს კონიუქტივალურ ტომარაში შეიყვანება 1-2 წვეთი პროზერინი-დარნიცას 0.05% ხსნარი 1-4-ჯერ დღეში.

უმაღლესი დოზები უფროსებისათვის კანქვეშ: ერთჯერადი 0.002 გ (2 მგ), დღე-ღამის 0.006 გ (6 მგ).

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის პროზერინი-დარნიცა ინიშნება კანქვეშ 0.00005 გ (0.05 მგ = 0.1 მლ 0.05% ხსნარი) სიცოცხლის 1 წელზე, მაგრამ არაუმეტეს 0.75 მლ 0.05% ხსნარი 1 ინექციაზე.

როგორც წესი, ბავშვებში პროზერინი-დარნიცა ინიშნება ერთხელ დღე-ღამეში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დღე-ღამის დოზის გამოყოფა შეიძლება 2-3 მიღებად.

ბავშვებში ნებისმიერი წამლის ფორმაში პროზერინი გამოიყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებში!

გვერდითი მოვლენები.

ჰიპერსალივაცია, ცივი ოფლი, სისუსტე, გულის რითმის შენელება, არტერიული წნევის დაწევა, მიოზი, ბრონქოსპაზმი, ბრონქიალური სეკრეციის გაძლიერება, ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება, დიარეა, დაჩქარებული შარდის გამოყოფა, ღებინება, გულისრევა, ენისა და ჩონჩხის კუნთების თვითნებური კრთომა, საერთო სისუსტე.

უკუჩვენებები:

* პროზერინი-დარნიცას გამოყენება უკუნაჩვენებია ეპილეფსიის, ჰიპერკინეზების, ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, გამოხატული ათეროსკლეროზის დროს;

* არ ინიშნება დასუსტებული ბავშვებში დაავადების მწვავე პერიოდში, ინტოქსიკაციის დროს;

* ნაწლავისა და შარდსადენი გზების მექანიკური გაუვალობის დროს;

* ორსულობის გვიან ვადებში.

ჭარბი დოზა:

პროზერინი-დარნიცას ჭარბი დოზის ან ჰიპერმგრძნობელობის დროს (ცუდი ამტანობის) მის მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, განპირობებული ქოლინორეცეპტორების (ქოლინერგიული კრიზი) ზედმეტად გაღიზიანებით: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, გაძლიერებული ნერწყვდენა, გუგების შევიწროვება, ბრონქოსპაზმი, ღებინება, გულისრევა, ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება, დიარეა, დაჩქარებული შარდის გამოყოფა, ენისა და ჩონჩხის კუნთების თვითნებური კრთომა, საერთო სისუსტე.

გვერდითი მოვლენების აღმოსაფხვრელად პრეპარატის დოზა მცირდება ან საერთოდ წყდება მისი გამოყენება.

საჭიროების შემთხვევაში შეიყვანება ატროპინის სულფატი (1 მლ 0.1% ხსნარი), მეტაცინი და სხვა ქოლინოლიტიკური საშუალებები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პროზერინი-დარნიცა ავლენს ანტაგონისმს M-ქოლინობლოკატორების (ატროპინი, ჰომატროპინი, პლატიფილინი და სხვ.), განგლიობლოკატორების, ქინიდინის, ნოვოკაინამიდის მიმართ, ამცირებს პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი B6) აქტივობას; დიდი დოზებით ციანოკობალამინი ასუსტებს პროზერინი-დარნიცას მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება ბრადიკარდიის, არითმიების, არტერიული ჰიპოტენზიის, ვაგოტონიის, ადისონის დაავადების, ჰიპერთირეოიდიზმის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში საქმიანობისაგან, რომლის დროსაც საჭიროა ყურადღების კონცენტრაცია და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფე.

პროზერინი-დარნიცა აღწევს პლაცენტაში, ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით.

შენახვის პირობები და ვადები. ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 4 წელი.

პროზაკი – PROZAC – ПРОЗАК

საერთაშორისო დასახელება:

FLUOXETINE

მწარმოებელი: ELI LILLY

მოქმედი ნივთიერება: ფლუოქსეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 40 ც.

1 კაფს.

ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი ……..  20 მგ

 

ვრცლად ფლუოქსეტინი

პროვირსანი – PROVIRSAN – ПРОВИРСАН

საერთაშორისო დასახელება:

ACICLOVIR

მწარმოებელი: PRO.MED. CS. Praha

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული (აივ-ვირუსის გარდა) საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

აციკლოვირი …….  200 მგ

 

ვრცლად ზოვირაქსი

პროვირონი – PROVIRON – ПРОВИРОН

საერთაშორისო დასახელება:

MESTEROLONE

მწარმოებელი: SCHERING AG

მოქმედი ნივთიერება: მესტეროლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანდროგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მესტეროლონი ……. 25 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანდროგენი. ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებისას ასტიმულირებს მამაკაცის სასქესო ჰორმონებისა და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას; ამაღლებს ლიბიდოსა და პოტენციას. ავლენს ანაბოლურ თვისებებს, ზრდის ცილების დაგროვებას ქსოვილებში, განსაკუთრებით კუნთოვანში, აძლიერებს ძვლების ზრდას და ეპიფიზის დახურვის სიჩქარეს, ასტიმულირებს ერითროპოეზს.

ჩვენებები:

ჰიპოანდროგენია კლინიკური გამოვლინებებით, იმპოტენცია, სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქცია (ჰიპოგონადიზმი), მამაკაცის უნაყოფობა (ოლიგოსპერმიისა და ლეიდიგის უჯრედების უკმარისობისას).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილით:

16 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოქმედება:

ხშირი და გახანგრძლივებული ერექცია.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად.

ჰიპოანდროგენია და პოტენციის დარღვევა: მკურნალობის დასაწყისში – ყოველდღიურად 75 მგ, სანამ შესამჩნევად არ გაუმჯობესდება მდგომარეობა. შემდგომში – ყოველდღიურად 25–50მგ რამდენიმე თვის განმავლობაში.

ჰიპოგონადიზმი: მკურნალობა ხანგრძლივია, მეორადი ნიშნების განვითარებისათვის – 25–50მგ 3–ჯერ დღეში მრავალი თვის მანძილზე. შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ხშირად საკმარისია 25 მგ 2–3–ჯერ მიღება დღეში.

მამაკაცის უნაყოფობა: სპარმატოზოიდის ხარისხის და რაოდენობის გასაუმჯობესებლად 25 მგ 2–3–ჯერ დღეში სპერმატოგენეზის ერთი ციკლის მანძილზე (90 დღე). რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ მკურნალობას იმეორებენ .

ეაკულატში ფრუქტოზის კონცენტრაციის მოსამატებლად, ლეიდიგიდ უჯრედების პოსტპუბერტატული ნაკლოვანებისას: 25 მგ 2–ჯერ დღეში რამდენიმე თვის მანძილზე.

განსაკუთრებული მითითებები:

გამოიყენება მხოლოდ მამაკაცებში. რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის რეგულარული გამოკვლევა.

არ არის განკუთვნილი ჯანმრთელ პირებში კუნთოვანი ქსოვილის ზრდის  და შრომისუნარიანობის სტიმულაციისთვის.

იშვიათად, ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის  კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება, რომელიც ცალკეულ შემთხვევაში აბდომინალური სისხლდენის განვითარების გამო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

აუცილებელია პაციენტის გაფრთხლება, რომ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მუცლის ზედა ნაწილში უჩვეულო ტკივილის გაჩენისას დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

პროვერა (ონკოლოგიისათვის) – PROVERA – ПРОВЕРА

საერთაშორისო დასახელება:

MEDROXYPROGESTERONE

მწარმოებელი: PHARMACIA & UPGOHN, იტალია

მოქმედი ნივთიერება: მედროქსიპროგესტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტერონის წარმოებული, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

მედროქსიპროგესტერონის აცეტატი …………     100 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

მედროქსიპროგესტერონის აცეტატი…………..    500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პროვერა წარმოადგენს პროგესტერონის წარმოებულს, რომელიც ავლენს პროგესტინულ მოქმედებას და არ ხასიათდება ანდროგენული და ესტროგენული აქტივობით. პრეპარატი მაღალ დოზებში ჰორმონმგრძნობიარე ავთვისებიანი სიმსივნის მიმართ ხასიათდება სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით.

პრეპარატის ეფექტი განპირობებულია სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებსა და ჰიპოფიზარულ გონადურ ღერძზე მისი ზემოქმედებით.

პროვერას გააჩნია პიროგენული ეფექტი, ხოლო მაღალ დოზებში იგი ავლენს კორტიკოსტეროიდულ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 90-95%. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს. პრეპარატის ძირითადი მეტაბოლიტი ელიმინირდება თირკმელებით. პროვერა აღწევს დედის რძესა და ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ჩვენებები:

  • ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბოს ჰორმონდამოკიდებული ფორმების პალიატიური მკურნალობისთვის მენოპაუზის დროს;
  • ენდომეტრიუმის სიმსივნის რეციდივების და/ან მეტასტაზების როგორც დამატებითი, ასევე პალიატიური მკურნალობისათვის.
  • თირკმელბის სიმსივნის რეციდივების და/ან მეტასტაზების როგორც დამატებითი, ასევე პალიატიური მკურნალობისთვის;

მიღების წესი და დოზირება:

ენდომეტრიუმის და თირკმელების ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ პროვერა ინიშნება დღე-ღამეში დოზით 200-600 მგ;

სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს პროვერა გამოიყენება დღე-ღამეში 400-1200 მგ-ის ოდენობით.

მკურნალობა გრძელდება მანამდე, სანამ ჩატარებული მკურნალობის კურსი იძლევა სასურველ შედეგს.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციების მხრივ: ურტიკარია, გამონაყარი, ანაფილაქტოიდური რეაქციების შემთხვევები.

შედედების სისტემის მხრივ: თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი.

ცნს-ის მხრივ: ნერვული აგზნებადობა, ძილის დარღვევა, ძილიანობა, სისუსტე, დეპრესია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.

სასქესო ორგანოების მხრივ: სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მომატება და გალატორეა.

სხვადასხვა: პიროგენული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის გამოყენებისას თუკი პაციენტს აღენიშნება თრომბოემბოლია, მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში აუცილებელია სიტუაციის ხელახალი შეფასება.

◄ ქალები, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესიული საშუალებებით პროვერას გამოყენებისას, საჭიროებენ მონიტორინგს. იცენკო-კუშინგის სინდომის განვითარებისას საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება და შესაძლებლობის მიხედვით დოზის შემცირება. პროვერას მაღალი დოზით დანიშვნისას მოსალოდნელია სითხის შეკავება, ამიტომ ეპილეფსიის, შაკიკის, ასთმის, გულის ქრონიკული ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული კონტროლი.

◄ ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პროვერას, მოსალოდნელია გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება. ამიტომ სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში.

◄ ენდომეტრიუმის სიმსივნის, თირკმელების ან სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ჰორმონული მკურნალობის შემთხვევაში  სამკურნალო ეფექტი აღინიშნება ამ უკანასკნელის დაწყებიდან 8-10 კვირის შემდეგ.

◄ საშვილოსნოს ყელის ეროზიის არსებობისას პრეპარატის მიღებამდე სასურველია პაციენტებმა ჩაიტარონ ეროზიის საწინააღმდეგო თერაპია.

◄ მკურნალობის პროცესში თუკი ტარდება საშვილოსნოს ყელისა და/ან ენდომეტრიუმის ციტოლოგიური ან ჰისტოლოგიური კვლევა საჭიროა ამის შესახებ ჰისტოლოგის ინფორმირება.

◄ პროვერას გამოყენება გავლენას ახდენს შემდეგ ლაბორატორიულ მონაცემებზე: გონადოტროპინის პროგესტერონის, კორტიზოლის, ესტროგენების დროის განსაზღვრაზე სისხლის პლაზმაში; პრეგნანდილის დონის განსაზღვრაზე შარდში; სისხლის პლაზმაში (მამაკაცებში) ტესტოსტერონის დონის განსაზღვრაზე; გლუკოზის ტოლერანტოზის შესახებ ტესტზე; მეტაპირინის ტესტზე.

◄ პროვერას გამოყენება ორსულობის აღმომჩენ დიაგნოსტიკურ ტესტად არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

არ მოიპოვება მონაცემები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

პროგ–გ – PROG-G – ПРОГ-Г

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

PROGESTERONE

მწარმოებელი: ბიფარმი–L, (საქართველო).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები 100 მგ.

1 ტაბ. შეიცავს:

მიკრონიზებულ პროგესტერონს  …………… 100 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გესტაგენი.


ვრცლად რელანტანი

პროგრაფი – PROGRAF – ПРОГРАФ

საერთაშორისო დასახელება:

TACROLIMUS

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ტაკროლიმუსი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდების ჯგუფის იმუნოდეპრესანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

ტაკროლიმუსი …………        0.5 მგ

1 კაფს.

ტაკროლიმუსი  ……………  1 მგ

1 კაფს.

ტარკოლიმუსი …………..      5 მგ

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ტაკროლიმუსი ………….       5 მგ

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

მოლეკულურ დონეზე ტაკროლიმუსის ეფექტები ვითარდება ციტოზოლური ცილის (FKBP12) (რომელიც პასუხისმგებელი უჯრედშიდა აკუმულაციაზე) მიერთების  მეშვეობით, კომპლექსი (FKBP12)  – ტაკროლიმუსი უერთდება კალცინევრინს სპეციფიკურად და კონკურენტულად და აინჰიბირებს მას, რასაც მივყავართ ტრანსდუქციის T უჯრედოვანი სასიგნალო გზების კალციუმდამოკიდებულ ინჰიბირებასთან და ამ გზით ლიმფოკინური გენების დისკრეტული ჯგუფის ტრანკრიპციის თავიდან აცილებასთან.

ტაკროლიმუსი წარმოადგენს მაღალაქტიურ იმუნოსუპრესორულ პრეპარატს: თრგუნავს ციტოტოქსიკური ლიმფოციტების ფორმირებას, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ტრანპლანტატის მოცილებაზე. დაბლა სწევს: T უჯრედების აქტივაციას (რომელიც დამოკიდებულია T ჰელპერებზე), B უჯრედების პროლიფერაციას, ასევე ლიმფოკინების ფორმირებას (ისეთის როგორიცაა ინტერლეიკინები-2, -3 γ-ინტერფერონი), ინტერლეიკინ-2-ის რეცეპტორის ექსპრესიას.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: ტაკროლიმუსი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. აბსორბციის ძირითადი ადგილია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა განყოფილება. ტაკროლიმუსის (Cmax) კონცენტრაცია სისხლში, პიკს აღწევს დაახლოებით 1-3 საათში. ზოგიერთ პაციენტებში კი აბსორბირდება განუწყვეტლივ, დიდი ხნის განმავლობაში და ადგილი აქვს აბსორბციის თანაბარ პროფილს.

ღვიძლის ტრანსპლანტატიან პაციენტებში, პრეპარატის პერორალური მიღებისას, (0.30 მგ/კგ-დღე-ღამეში) ავადმყოფთა უმეტესობაში პროგრაფის კონცენტრაციების თანაბარზომიერობა მიიღწეოდა 3 დღეში. სტაბილურ მდგომარეობაში მყოფი ღვიძლის ტრანსპლანტატიან პაციენტებში ცხიმების ზომიერი შემცველობის საკვების მიღების შემდეგ, პროგრაფის პერორალური მიღებისას, მისი ბიოშეღწევადობა მცირდებოდა. ასევე აღინიშნებოდა AUC ფარმაკოკინეტიკური მრუდისქვეშა ფართობის შემცირება 27%-ით. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის Cmax-ის (50%-ით) და Tmax-ის გაზრდა (173%-ით). საკვებთან ერთობლივი მიღებისას მცირდებოდა პროგრაფის აბსორბციის სიჩქარე და ხარისხი.

ნაღვლის გამოყოფა პროგრაფის აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს. წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას შეიმჩნევა AUC-ს და მთლიანად სისხლში პრეპარატის მინიმალური დონის კორელაცია, ამასთან დაკავშირებით, პრეპარატის მინიმალური დონეების მონიტორინგი შეიძლება გამოდგეს პრეპარატის სისტემური მოქმედების ადექვატური შეფასებისათვის.

გადანაწილება: ადამიანის ვენაში შეყვანის შემდეგ ტაკროლიმუსის გადანაწილებას გააჩნია ორფაზიანი ხასიათი. სისტემურ სისხლის ნაკადში ტაკროლიმუსი მნიშვნელოვანი ხარისხით უერთდება ერითროციტებს. სისხლში პლაზმური კონცენტრაციების გადანაწილების შეფარდებაა დაახლოებით 20:1 სისხლის პლაზმაში პრეპარატი უპირატესად უერთდება ცილებს (98.8%) ძირითადად შრატის* ალბუმინს და α-მჟავა გლიკოპროტეინს.

ტაკროლიმუსი ღრმად ნაწილდება ორგანიზმში და განაწილების წონასწორული მოცულობა პლაზმური კონცენტრაციის საფუძველზე შეადგენს დაახლოებით 1300 ლ-ს (ჯანმრთელი მოხალისეები) შესაბამისი მოცულობა მთლიან სისხლში საშუალოდ შეადგენს 47.6 ლ-ს.

ტაკროლიმუსი წარმოადგენს დაბალი კლირენსის მქონე პრეპარატს. ჯანმრთელ მოხალისეებში საერთო კლირენსის საშუალო მაჩვენებელმა, შეადგინა 2.25 ლ/სთ.

ღვიძლის და თირკმლის ტრაპლანტატების მქონე მოზრდილ პაციენტებში ამ პარამეტრის მაჩვენებელმა შეადგინა შესაბამისად – 4.1 ლ/სთ და 6.7 ლ/სთ.

ღვიძლის ტრანსპლანტატის მქონე ბავშვებში, საერთო კლირენსის მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ტაკროლიმუსის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგძლივი და ცვალებადია.

ჯანმრთელ მოხალისეებში, სისხლიდან ნახევარგამოყოფის პერიოდის მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 43 სთ-ს.

მოზრდილი და ბავშვი პაციენტების (ღვიძლის ტრანსპლანტატით) ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ შესაბამისად – 11.7 სთ-ს და 12.4 სთ-ს, ხოლო თირკმლის ტრანპლანტატის მქონე მოზრდილ პაციენტებში კი 15.6 სთ-ს.

მეტაბოლიზმი: in vitro მოდელების გამოყენებისას გამოვლენილია 8 მეტაბოლიტი, რომელთა შორის იმუნოსუპრესორული მოქმედება გააჩნია მხოლოდ ერთს. ტაკროლიმუსი უმეტესწილად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომალური ციტოქრომით, P-4503A4 და იზოენზიმით (CYP3A4).

ექსკრეცია: 14C იზოტოპით ნიშნული ტაკროლიმუსი ვენური და პერორალური შეყვანისას რადიაქტიურ-ნიშნული პრეპარატის უმეტესობა გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად. დაახლოებით 2% გამოიყოფა შარდით. 1%-ზე ნაკლები შეუცვლელი ტაკროლიმუსი გამოვლენელია შარდში და განავალში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტაკროლიმუსი ელიმინაციამდე თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება. ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს ნაღველი.

ჩვენებები:

  • ღვიძლის, თირკმლის და გულის ალოტრანსპლანტატის (მათ შორის, იმუნოსუპრესორული თერაპიის სტანდარტული რეჟიმების მიმართ რეზისტენტულის) თავიდან აცილება და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

– პროგრაფის მიღება შეიძლება როგორც პერორალურად, ისე ვენაში შეყვანით. თუ საჭიროება მოითხოვს კაფსულის შიგთავსი შეიძლება გაიხსნას წყალში და შეიყვანოს ნაზოგასტრალური ზონდით. პროგრაფის დოზირების კორექტირება აუცილებელია მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად, ავადმყოფის სისხლში პრეპარატის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით.

პროგრაფი კაფსულები 0.5 მგ. პროგრაფი კაფსულები 1 მგ. პროგრაფი კაფსულები 5 მგ.

– რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის ორ მიღებაზე განაწილება (მაგალითად, დილას და საღამოს) კაფსულა უნდა დაილიოს ბლისტერიდან გამოღებისთანავე. ის უნდა გადაიყლაპოს სითხის დაყოლებით (უმჯობესია წყლით.)

– მაქსიმალური აბსორბციის მისაღწევად საჭიროა კაფსულების მშიერ კუჭზე მიღება (უზმოზე) ან როგორც მინიმუმ ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2-3 საათით გვიან.

– პროგრაფი საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 5 მგ/მლ ინტრავენური ინფუზიის მოსამზადებელი კონცენტრატი გამოიყენება მხოლოდ მისი შესაბამის გამხსნელში გახსნის შემდეგ.

– პროგრაფი საინფუზიო კონცენტრატის 5 მგ/მლ უნდა გაიხსნას 5%-იან დექსტროზის ან ფიზიოლოგიურ ხსნარში, შუშის, პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის ფლაკონებში. უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარები.

– რეკომენდებული არ არის პრეპარატის სწრაფი შეყვანა, ხსნარის კონცენტრაცია უნდა მერყეობდეს 0.004-0.100 მგ/მლ-ის, ხოლო ინფუზიის საერთო მოცულობა კი 20-500 მლ-ის ფარგლებში.

! აუცილებელია გამოუყენებელი მომზადებული ხსნარი და საინფუზიო კონცენტრატის გახსნილი ამპულა დროულად გადავაგდოთ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება (კონტამინაცია).

პრეპარატის დოზის კორექცია, განსაკუთრებული პოპულაციის პაციენტებში.

პაციენტის გადაყვანის შემდეგ ციკლოსოპორინის დონის მონიტორინგი მისი კლირენსის შესაძლო დარღვევის გამო, უნდა გაგრძელდეს. რეკომენდაციები სისხლში პრეპარატის აუცილებელი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად:

• ოპერაციის ადრეულ პერიოდში საჭიროა სისხლში ტაკროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციების მონიტორინგი, პერორალური ხმარებისას პრეპარატის მინიმალური დონის განსაზღვრისათვის, სისხლის ნიმუშები უნდა ავიღოთ პრეპარატის მიღებიდან 24 საათში, უშუალოდ შემდგომი დოზის მიღების წინ.

• სისხლში პრეპარატის მონიტორინგის სიხშირე დამოკიდებული უნდა იყოს კლინიკურ მოთხოვნილებებზე. იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრაფი წარმოადგენს დაბალი კლირენსის პრეპარატს, დოზირების კორექციას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დრო, მანამ სანამ სისხლში პრეპარატის დონე რეალური არ გახდება.

• სისხლში პრეპარატის მინიმალური დონეები უნდა გაკონტროლდეს დაახლოებით კვირაში 2-ჯერ. ადრეულ ტრანპლანტაციურ პერიოდში და შემდეგ პერიოდულად შემანარჩუნებელი თერაპიისას. ასევე აუცილებელია სისხლში პრეპარატის მინიმალური დონის კონტროლი პრეპარატის დოზის, იმუნოსუპრესორული რეჟიმის და სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციაზე მოქმედი სხვა პრეპარატების ერთობლივი მიღების დროს.

• კლინიკურ პრაქტიკაში ტრანსპლანტაციის ჩატარებას ადრეულ პერიოდში, ღვიძლის ტრანსაპლანტანტის რეციპიენტებში, სისხლში პრეპარატის დონე მერყეობდა 5-20 ნგ/მლ-ის, ხოლო თირკმლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში 10-20 ნგ/მლ-ის ფარგლებში. აქედან გამომდინარე შემანარჩუნებელი თერაპიისას, სისხლში პრეპარატის კონცენტრაციები უნდა იყოს 5-15 ნგ/მლ, როგორც ღვიძლის ისე თირკმლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ადამიანებზე ჩატარებული წინაკლინიკური და კლინიკური კვლევები აჩვენებენ, რომ პრეპარატს შეუძლია გაიაროს პლაცენტარული ბარიერი. იმასთან  დაკავშირებით, რომ პროგრაფის უსაფრთხოება ორსულებში დამტკიცებულია არასაკმარისი ხარისხით, ამ პრეპარატის დანიშვნა ფეხმძიმეებში არ ხდება.

გვერდითი მოვლენები:

ქვემოთმოყვანილი არასასურველი რეაქციების უმეტესობა შექცევადი ან/და შემცირებადია დოზის დაწევისას. პერორალური მიღებისას, არასასურველი რეაქციების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე ვენური შეყვანისას.

ქვემოთ მოყვანილია (ქვემოთ მიმავალ რიგში) განვითარების სიხშირიდან გამომდინარე რეაქციები: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100, ბ1/10); არც ისე ხშირად (>1/1000, 1/10000, 1/10000 მათ შორის ერთეული შემთხვევები).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ძალიან ხშირად: ჰიპერტონია. ხშირად: ჰიპოტონია, ტაქიკარდია, არითმია, გამტარებლობის დარღვევა, თრომბოემბოლიური და იშემიური გამოვლინებები, სტენოკარდია, სისხლძარღვოვანი დაავადებები, არც ისე ხშირად: ეკგ-ს პარამეტრების გადახრები, ინფარქტი, გულის უკმარისობა, შოკი, მიოკარდის ჰიპერტროფია, გულის აგჩერება.

სმტ-ს და ღვიძლის დაავადებები: ძალიან ხშირად: დიარეა, გულისრევა ან პირღებინება. ხშირად: სმტ-ის დისფუნქცია (მაგალითად დისპეფსია) ღვიძლის ფერმენტების დონის გადახრა, ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა, წონის და მადის შეცვლა, წყლული, სიყვითლე, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის დაავადებები. არც ისე ხშირად: ასციტი, ნაწლავური გაუვალობა (ილეუსი) ღვიძლის ქსოვილის დაზიანება, პანკრეატიტი; იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემორაგია, ლეიკოციტოზი, კოაგულაციის დარღვევა; არც ისე ხშირად: ჰემატოპოეზური სისტემის უკმარისობა, მათ შორის პანციტოპენია, თრომბოციტული მიკროანგიოპათია.

თირკმლების მხრივ: ძალიან ხშირად: თირკმელის ფუნქციების მოშლა (მაგალითად კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში).

ხშირად: თირკმლის ქსოვილის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა. არც ის ხშირად: პროტეინურია.

მეტაბოლიზმი და ელექტროლიტები: ძალიან ხშირად: ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია, შაქრიანი დიაბეტი. ხშირად: ჰიპომაგნიემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერრურიკემია, ჰიპოკალციემია, აციდო-ზი, ჰიპონატრიემია, ჰიპოვოლემია, ელექტროლიტური ბალანსის სხვა დარღვევები, დეჰიდრატაცია. არც ისე ხშირად: ჰიპოპროტეინურია, ჰიპერფოსფატემია, ამილაზის დონის მომატება, ჰიპოგლიკემია.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ხშირად: კრუნჩხვები, არც ისე ხშირად: მიასთენია, სახსრების დაავადება.

ნერვული სისტემა: გრძნობათა სისტემა: ძალიან ხშირად: ტრემორი, თავის ტკივილი, უძილობა. ხშირად შეგრძნების დარღვევა (მაგალითად პარესთეზიები) მხედველობის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, თავბრუსხვევა, განგაში, ნევროზულობა, ძილის დარღვევა, ემოციური ლაბილობა, ჰალუცინაციები, სმენის დარღვევა, აზროვნების მოშლა, ენცეფალოპათიები. არც ისე ხშირად: ჰიპერტონია, თვალის დაავადებები, ამნეზია, კატარაქტა, მეტყველების დარღვევა, დამბლა, კომა, სიყრუე. ძალიან იშვიათად – სიბრმავე.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად: რესპირაციული ფუნქციის დარღვევა, მაგალითად (ქოშინი) პლევრალური ექსუდაცია. არც ისე ხშირად: ატელექტაზი, ბრონქოსპაზმი.

კანის მხრივ: ხშირად: ქავილი, ალოპეცია, გამონაყარი, ოფლიანობა, აკნე, ფოტომგრძნობელობა. არც ისე ხშირად: ჰირსუტიზმი. იშვიათად – ლეიელის სინდრომი. ძალიან იშვიათად: სტივენს-ჯონსის სიმპტომი.

შერეული გამოვლინებები: ძალიან ხშირად: ლოკალიზებული ტკივილი (მაგალითად ართრალგია). არცთუ ისე ხშირად: ცხელება, პერიფერიული შეშუპება, ასთენია, მოშარდვის დარღვევა. არც ისე ხშირად: გენიტალიების შეშუპება ქალებში.

ახალწარმონაქმნები: პაციენტები, რომლებიც იტარებენ იმუნოსუპრესორულ თერაპიას, მიეკუთვნებიან ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკის ჯგუფს. ტაკროლიმუსის გამოყენებისას აღინიშნება როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, მათ შორის ეპშტეინ-ბარის ვირუსი. ასოცირებული (EBV) ლიმფოპროტეინული დაავადებები და კანის კიბო.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ტაკროლიმუსის მომხმარებელ პაციენტებს აღენიშნებოდათ ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები.

ინფექციები: ისევე როგორც სხვა იმუნოსუპრესორული პრეპარატების მკურნალობისას, ასევე ტაკროლიმუსის მიღებისას აწეულია ინფექციური დაავადებების (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული) რისკი. შესაძლებელია გართულდეს ადრე დიაგნოსტირებული ინფექციური დაავადებები.

იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს პარკუჭის და პარკუჭთაშორისი ძგიდის ჰიპერტროფიას (დარეგისტრირებულია როგორც კარდიომიოპათიები) უმეტეს შემთხვევებში ამ გამოვლინებებს გააჩნიათ წარმავალი ხასიათი,  და ძირითადად ვითარდება ბავშვებში, რომელთა სისხლში ტაკროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციები, მნიშვნელოვნად აჭარბებს რეკომენდებულ მაქსიმალურ დონეებს.

– სხვა ფაქტორებს, რომლებიც მაღლა სწევენ ასეთი გამოვლინებების რისკს, მიეკუთვნება: გულის ადრე არსებული დაავადება, კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ჰიპერტონია, თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქცია, ჭარბი სითხე ორგანიზმში და შეშუპება.

– ისევე, როგორც სხვა იმუნოსუპრესორული პრეპარატების გამოყენებისას პაციენტებშიც, რომლებიც იღებენ პროგრაფს, აღინიშნება EBV ლიმფოპროტეინული დარღვევების განვითარება. პაციენტებში, რომლებიც გადაიყვანეს პროგრაფით თერაპიაზე ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მკურნალობის დაწყებამდე არსებული გადაჭარბებული იმუნოსუპრესიით.

– პაციენტებს, რომლებიც გადაიყვანეს პროგრაფით თერაპიაზე ეკრძალებათ, თანმხლები ანტილიმფოციტარული თერაპიის გამოყენება. ძალიან პატარა EBV- სერო-ნეგატიურ ბავშვებში (2 წლამდე ასაკის) აღენიშნებათ ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების მომატებული რისკი (ავადმყოფების ამ ჯგუფში პროგრაფის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია EBV ვირუსზე სეროლოგიური გამოკვლევა).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ტაკროლიმუსზე ან სხვა მაკროლიდებზე. ასევე პოლი-ექსიეთილირებულ ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთზე (HCO-60) ან სტრუქტურულად დაკავშირებულ კომპონენტებზე.

განსაკუთრებული მითითებები:

ტრანსპლანტაციის ჩატარების საწყისი პერიოდის განმავლობაში, აუცილებელია შემდეგი პარამეტრების რუტინული მონიტორინგის განხორციელება:

◄არტერიული წნევა, ეკგ, ნევროლოგიური და ოფთალმოლოგიური სტატუსი, გლუკოზის დონე უზმოზე, ელექტროლიტები (განსაკუთრებით კალიუმი), ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები, სისხლის კლინიკური ანალიზის პარამეტრები, კოაგულაციის მაჩვენებლები და სისხლის პლაზმაში ცილების განსაზღვრა.

◄ ისევე როგორც სხვა იმუნოსუპრესორული პრეპარატების მიღებისას, კანზე ავთვისებიანი წარმონაქმნების პოტენციური განვითარების რისკის გამო, საჭიროა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების მოქმედება და უი დასხივება. კანი დაფარული უნდა იყოს ტანსაცმლით, ან მაღალი დაცვის ფაქტორის მქონე კრემით.

◄ პროგრაფის 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს პოლიექსიეთილირებულ ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელიც როგორც უკვე იქნა აღნიშნული, იწვევს ანაფილაქსიურ რეაქციებს. ანაფილაქსიური რეაქციის რისკი შეიძლება შევამციროთ პროგრაფ 5 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის დაბალი სიჩქარით, ან წინასწარ ანტიჰისტამინური პრეპარატის შეყვანით.

◄ პროგრაფი კაფსულები 0.5 მგ პროგრაფი კაფსულები 1 მგ, პროგრაფი კაფსულები 5 მგ: ტაკროლიმუსი შეუთავსებელია პოლივინილქლორიდთან. თუ კაფსულის შიგთავსის შეყვანა აუცილებელია ნაზოგასტრალური ზონდით, ეს უკანასკნელი არ უნდა შეიცავდეს პოლივინილქლორიდს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე: ტაკროლიმუს შეუძლია გამოიწვიოს ვიზუალური და ნევროლოგიური დარღვევები. პაციენტებმა, რომლებსაც განუვითარდათ ასეთი დარღვევები არ უნდა ატარონ ავტომობილი და არ უნდა იმუშაონ მექანიზმებთან. ასეთი მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს პროგრაფის ალკოჰოლთან ერთობლივი მიღებისას.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების მკურნალობის კლინიკური გამოცდილება – მწირია აღნიშნულია პრეპარატის დოზის გადაჭარბების რამოდენიმე შემთხვევა. ამ დროს აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ტრემორი, თავის ტივილი, გულისრევა, პირღებინება, ინფექციები, ჭინჭრის ცხელება*, ლეთარგია, სისხლში შარდოვანას აზოტის, შრატში კრეატინინის კონცენტრაციის დონის და ასევე ალანინ ამინოტრანსფერაზის მომატება.

პროგრაფის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, თუ ადგილი აქვს დოზის გადაჭარბებას საჭიროა გამოვიყენოთ კუპირების სტანდარტული მეთოდები, ჩავატაროთ სიმპტომური თერაპია.

დოზის გადაჭარბებისას, მაღალმოლეკულური მასიდან, წყალში ცუდი ხსნადობიდან, ერითროციტებთან და პლაზმის ცილებთან მნიშვნელოვანი წილით დაკავშირებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ დიალიზი არ იქნება ეფექტური. ზოგიერთ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებოდათ სისხლის პლაზმაში პრეპარატის ძალიან მაღალი დონეები, ჰემოფილტრაცია და დიფილტრაცია, წამლის ტოქსიკური კონცენტრაციის დაწევის ხარჯზე, ეფექტური აღმოჩნდა პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ, ინტოქსიკაციის განვითარებას  შეიძლება უშველოს კუჭის ამორეცხვამ ან/და აბსორბენტების (როგორიცაა აქტივირებული ნახშირი) მიღებამ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ტაკროლიმუსი უმეტესწილად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომალური ციტოქრომით, P4503A4 და იზოენზიმით (CYP3A4); სამკურნალოდ მცენარეული წარმოშობის ისეთ პრეპარატებთან ერთობლივმა გამოყენებამ, რომლებიც აინჰიბირებენ ან ინდუცირებენ CYP3A4-ს, შეიძლება გავლენა მოახდინოს ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმზე და ამგვარად შეამციროს ან გაზარდოს ტაკროლიმუსის კონცენტრაცია სისხლში.

ტაკროლიმუსი ასევე ძლიერ მოქმედებას ახდენს CYP3A4-ზე დამოკიდებულ მეტაბოლიზმზე; ამგვარად, ტაკროლიმუსის ერთობლივმა გამოყენებამ, იმ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4 დამოკიდებული გზებით შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ წამლების მეტაბოლიზმზე (მაგალითად, კორტიზონი, ტესტოსტერონი).

ტაკროლიმუსი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება პლაზმის ცილებს. საჭიროა გავითვალისწინოთ შესაძლო ურთიერთმოქმედება სხვა წამლებთან, რომლებსაც ახასიათებს პლაზმის ცილების მიმართ მაღალი აფინება* (მაგალითად, პერორალური ანტიკოაგულანტები და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები).

ფარმაკოდინამიკური ურთიერთმოქმედება

ნეფროტოქსიკური და ნეიროტოქსიკური ეფექტების მქონე პრეპარატებთან ტაკროლიმუსის ერთობლივი გამოყენებისას, შეიძლება გაიზარდოს ტოქსიკურობის დონე (მაგალითად, ამინოგლიკოზიდები, ვანკომიცინი, კო-ტრიმოქსაზოლი, ასს, განციკლოვირი, ანაციკლოვირი).

იმის გამო, რომ ტაკროლიმუსით მკურნალობას შეიძლება თან ახლდეს ჰიპერკალიემია,  ან ადრე არსებული ჰიპერკალიემიის გაძლიერება, საჭიროა მოვერიდოთ: ჭარბი კალიუმის მიღებას, ან კალიუმის შემნახველი დიურეტიკების მიღებას (მაგალითად, ამილორიდი ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი).

**ვარსკვლავით აღნიშნული პრეპარატები ითხოვენ ტაკროლიმუსის დოზირების შეცვლას თითქმის ყველა პაციენტში. სხვა პრეპარატები კი დოზის კორექციას ითხოვენ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში.

შემდეგი პრეპარატები აინჰიბირებენ CYP3A4-ს და აღმოჩნდა რომ ისინი მაღლა სწევენ სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციას: კეტოკონაზოლი*, ფლუკონაზოლი*, იტრაკონაზოლი*, კლოტრიმაზოლი*, ვორიკონაზოლი*, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ერითრომიცინი*, კლარიტრომიცინი, ჯოზამიცინი, აივ პროტეაზის ინჰიბიტორები, დანაზოლი, ეთინილესტრადიოლი, ომეპრაზოლი, კალციუმის არხების ანტაგონისტები, როგორიცაა დილთიაზემი, ნეფაზოდინი.

შემდეგი პრეპარატები ახდენენ CYP3A4-ის ინდიცირებას და აღმოჩნდა, რომ დაბლა სწევენ სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციას: რიფამპიცინი* (რიფამპინი), ფენიტოინი*, ფენობარბიტალი, კრაზანა პროდირავლენნი*. ტაკროლიმუსი მაღლა სწევდა სისხლში ფენიტოინის დონეს.

აღმოჩნდა, რომ მეთილპრედნიზოლონი სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციას ხან დაბლა სწევდა ხან ზრდიდა. შეიმჩნეოდა ტაკროლიმუსთან ერთად ხმარებისას შემდეგი მედიკამენტების ნეფროტოქსიურობის გაძლიერება: ამფოტერიცინი, იბუპროფენი.

ნაჩვენებია, რომ ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ტაკროლიმუსთან ერთობლივი ხმარებისას იზრდება. ამის გარდა შეიძლება განვითარდეს სინერგულ-ადიტიური ეფექტები. ამასთან დაკავშირებით, ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის კომბინირებული გამოყენება რეკომენდებული არ არის, იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე ღებულობდნენ ციკლოსპორინს.

ურთიერთმოქმედება საკვებთან

აღნიშნულია, რომ გრეიფრუტის წვენი CYP3A4-ის აქტიურობის ინჰიბირების ხარჯზე მაღლა სწევს სისხლში ტაკროლიმუსის დონეს.

პოტენციური ურთიერმოქმედება

ციტოქრომ P4503A-ის ინჰიბიტორები: in vitro გამოკვლევების შედეგების საფუძველზე შემდეგი ნივთიერებები შეიძლება განხილულ იქნას როგორც მეტაბოლიზმის პოტენციური ინჰიბიტორები: ბრომოკრიპტინი, კორტიზონი, დაპსონი, ერგოტამინი, ჰესტოდენი, ლიდოკაინი, მეფენიტოინი, მიკონაზოლი, მიდაზოლამი, ნილვადიპინი, პორეტიდრონი, ქინიდინი, ტამოქსიფენი(ტრიაცეტილი) ოლეანდომიცინი, ვერაპამილი. ციტოქომ E-450 სისტემის მაინდუცირებელი ნივთიერებები. კარბამაზეპინი მეტამიზოლი, იზონიაზიდი. ტაკროლიმუსის მიერ ციტოქრომ E-450 სისტემით და სხვა ნივთიერებებით გაპირობებული მეტაბოლიზმის ინჰიბირება. რადგან ტაკროლიმუსს შეუძლია გავლენა იქონიოს სტეროიდული კონტრაცეპტივების მეტაბოლიზმზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს გადაწყვეტილებას ორსულობისგან თავის დაცვის შესახებ.

ტუტე არეში ტაკროლიმუსი არასტაბილურია, საჭიროა მოვერიდოთ პროგრაფ 5 მგ/მლ მზა საინფუზიო კონცენტრაციის ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთობლივ გამოყენებას, რომლებიც მნიშვნელოვნად ატუტიანებენ ხსნარს (მაგალითად, აციკლოვირი, განციკლოვირი).

შენახვის პირობები:

ვარგისიანობის ვადა: აღნიშნულია შეფუთვაზე

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!