Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 492

პრესტანსი – PRESTANCE – ПРЕСТАНС

საერთაშორისო დასახელება:

perindopril, amlodipine

მწარმოებელი: Servier (Ireland) Industries Ltd,ირლანდია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და კალციუმის არხების ბლოკატორის შემცველი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5 მგ/ 5 მგ ტაბლეტები

5 მგ/10 მგ ტაბლეტები

10 მგ/ 5 მგ ტაბლეტები

10 მგ/ 10 მგ ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილის არგინინი და ამლოდიპინი.

პრესტანსი 5 მგ/5 მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილის არგინინს და 5 მგ ამლოდიპინს.

პრესტანსი 10 მგ/5 მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ პერინდოპრილის არგინინს და 5 მგ ამლოდიპინს.

პრესტანსი 5 მგ/10 მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილის არგინინს და 10 მგ ამლოდიპინს.

პრესტანსი 10 მგ/10 მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ პერინდოპრილის არგინინს და 10 მგ ამლოდიპინს.

ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო (E551).

პრესტანსის აღწერილობა:

პრესტანსის ტაბლეტები 5 მგ/5 მგ: თეთრი წაგრძელებული ფორმის ტაბლეტები, ციფრებით ”5/5” ერთ მხარეზე და კომპანიის ლოგოთი – მეორეზე.

პრესტანსის ტაბლეტები 10 მგ/5 მგ: თეთრი სამკუთხედის ფორმის ტაბლეტები, ციფრებით ”10/5” ერთ მხარეზე და კომპანიის ლოგოთი – მეორეზე.

პრესტანსის ტაბლეტები 5 მგ/10 მგ: თეთრი კვადრატული ფორმის ტაბლეტები, ციფრებით ”5/10” ერთ მხარეზე და კომპანიის ლოგოთი – მეორეზე.

პრესტანსის ტაბლეტები 10 მგ/10 მგ: თეთრი მრგვალი ტაბლეტები, ციფრებით ”10/10” ერთ მხარეზე და კომპანიის ლოგოთი – მეორეზე.

მუყაოს ყუთში მოთავსებულია ერთი ფლაკონი, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს, და ასევე ანოტაცია პაციენტებისთვის.

ჩვენებები:

პრესტანსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან/და გულის სტაბილური კორონარული დაავადებების სამკურნალოდ (როცა გულთან სისხლის მიწოდება შემცირებულია ან ბლოკირებული).

პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე, შეუძლიათ მიიღონ პრესტანსი, რომელიც შეიცავს ორივე ამ კომპონენტს.

პრესტანსი – ესაა ორი აქტიური კომპონენტის – პერინდოპრილის და ამლოდიპინის კომბინაცია.

პერინდოპრილი წარმოადგენს აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორს;

ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ანტაგონისტს (და მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც უწოდებენ დიჰიდროპირიდინებს). ისინი ახდენენ კომბინირებულ მოქმედებას, აფართოებენ და ადუნებენ სისხლძარღვებს, რაც აადვილებს სისხლის გატარებას და მიწოდებას.

მიღების წესები და დოზები:

პრესტანსის მიღებისას საჭიროა ექიმის მითითებების ზუსტი დაცვა. მიღების სისწორეში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საჭიროა ინფორმაცია დაზუსტდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ, დილით უზმოზე, ჭიქა წყალთან ერთად, სასურველია ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.

დოზას დაადგენს მკურნალი ექიმი. ჩვეულებრივ დღიური დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს.

გვერდითი მოვლენები:

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, პრესტანსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია სასწრაფოდ, ჩამოთვლილიდან რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას:

• სახის, ტუჩების, ენის, პირის ან ხორხის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება;

• ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა;

• უჩვეულოდ ხშირი ან არარეგულარული გულისცემა.

სხვა გვერდითი ეფექტები:

• ხშირი გვერდითი ეფექტები: (აღინიშნება 1/10-ზე ნაკლებში, მაგრამ 1/100-ზე მეტში): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი, გახშირებული გულისცემა, სახის გაწითლება (სისხლის მიწოლა სახისკენ), მსუბუქი თავბრუსხვევა დაქვეითებული არტერიული წნევის გამო, ხველა, ქოშინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნებითი შეგრძნების დარღვევა, დისპეფსია ან საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება (ფეხების ან კოჭების).

• არახშირი გვერდითი ეფექტები: (აღინიშნება 1/100-ზე ნაკლებში, მაგრამ 1/1000-ზე მეტში): გუნება-განწყობის ცვლილებები, ძილის დარღვევა, კანკალი, სინკოპე (გონების დროებითი დაკარგვა), ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, რინიტი (სურდო), ნაწლავების მოქმედების დარღვევა, თმის ცვენა, კანზე წითელი ან უფერო ლაქები, ზურგის, კუნთების, სახსრების ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, შარდვის გაძლიერებული მოთხოვნილება, განსაკუთრებით ღამით, საერთო სისუსტე, ბრონქოსპაზმი (მოხრჩობის შეგრძნება, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი), პირის სიმშრალე, ანგიონევროზული შეშუპება (მსტვინავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება), პრობლემები თირკმლის მხრივ, იმპოტენცია, გაძლიერებული ოფლიანობა, მამაკაცებში მკერდის გადიდება, სხეულის მასის მომატება ან შემცირება.

• ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: (აღინიშნება 1/10 000-ზე ნაკლებში): გონების დაბინდვა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები (არარეგულარული გულის რიტმი, სტენოკარდია, გულის შეტევა და ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), ერითემა სხვადასხვა სახით (კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება ქავილით და წითელი ლაქებით სახეზე, ხელებზე, ფეხებზე), სისხლის სურათის ცვლილება, კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭის და ღვიძლის ფუნქციური დარღვევები, პერიფერიული ნეიროპათია (დაავადება, რომელსაც ახლავს თან მგრძნობელობის, ტკივილის შეგრძნების დარღვევა, კუნთების მუშაობის კონტროლის დარღვევა), ჰიპერტონია (კუნთების არანორმალურად მაღალი ტონუსი), ვასკულიტი (კანის წვრილი სისხლძარღვების კედლის ანთება), ღრძილების შესიება, სისხლში შაქრის დონის მატება.

თუ გვერდითი ეფექტები ღებულობს სერიოზულ ხასიათს, ან გამოვლინდა არასასურველი ეფექტი, რომელიც აქ არ არის მოხსენიებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება:

პრესტანსი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

• თუ აღინიშნება ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების, ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების, ან პრესტანსის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

• ბავშვისთვის ძუძუს წოვების პერიოდში (იხ. ორსულობა და ლაქტაცია);

• ორსულობის ბოლო 6 თვის პერიოდში (იხ. ორსულობა და ლაქტაცია);

• თუ ადრე აგფ ინჰიბიტორების მიღების დროს აღინიშნებოდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსტვინავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან დიდი რაოდენობით გამონაყარი კანზე, ან თუ აღნიშნული სიმპტომები აღენიშნებოდათ ოჯახის წევრებს ნებისმიერ სხვა მდგომარეობაში (ამ მოვლენას ეწოდება ანგიოშეშუპება).

• აორტის სტენოზის (გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროება), არასტაბილური სტენოკარდიის (ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გაჩნდეს მოსვენების მდგომარეობაში), კარდიოგენული შოკის დროს (როცა გული ვერ გადატუმბავს ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის სისხლს).

• მძიმე ჰიპოტენზიის დროს (ძალიან დაბალი არტერიული წნევა);

• მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობის დროს, პირველი 28 დღის განმავლობაში.

პრესტანსის მიღების დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

• პრესტანსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან შეთანხმება, თუ აღინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:

• ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (იმ არტერიის შევიწროება, რომელიც სისხლით ამარაგებს თირკმელს).

• გულის სხვა დაავადებები;

• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

• თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან დიალიზზე ყოფნა;

• კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადებები (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები), სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის ტიპის.

• დიაბეტი;

• მარილის მცირე რაოდენობით შემცველი დიეტა, ან მარილის შემცვლელების მიღება, რომელიც შეიცავს კალიუმს (ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კალიუმის შემცველობა სისხლში ბალანსირებული იყოს).

• ორსულობა (ან ორსულობის დაგეგმვა); პრესტანსი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს 3 თვის შემდეგ (იხ. ორსულობა და ლაქტაცია).

პრესტანსის მიღების დროს საჭიროა ექიმის ან მედ– პერსონალის ინფორმირება შემდეგის შესახებ:

• თუ დაგეგმილია ანესთეზია ან სერიოზული ქირურგიული ოპერაცია;

• თუ ახლო წარსულში აღინიშნა დიარეა ან ღებინებ;ა

• LDL აფერეზის დროს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოდევნა).

• თუ იგეგმება დესენსიბილიზაციის კურსი ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის ალერგიული ეფექტის შემცირების მიზნით.

• პრესტანსი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შესახებ საჭიროა ექიმის ინფორმირება პრესტანსით მკურნალობის დაწყებამდე. ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრესტანსი სხვა პეპარატით, რადგან ის არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს ორსულობის მე-3 თვის შემდეგ. ორსულობის დაგეგმვამდე საჭიროა პერსტანსის შეცვლა სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატით.

პრესტანსის მიღება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. ორსულობის დადგენისთანავე წყვეტენ პრესტანსის მიღებას. თუ დაორსულება მოხდა პრესტანსით მკურნალობის ფონზე, საჭიროა ექიმის ინფორმირება ამის შესახებ.

ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრესტანსის მიღება.

ნებსმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

პრესტანსი მიიღება ჭამის წინ.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა:

პრესტანსი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე. მაგრამ ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის დაქვეითების გამო შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და სისუსტე. ამ დროს შეიძლება დაქვეითდეს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარი.

პრესტანსის შემდგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

პრესტანსი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (შაქარი). თუ ექიმმა გითხრათ, რომ შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ჭარბი დოზირება:

პრესტანსის ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო დახმარების გამოძახება ან სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია. დოზის გადაჭარბების ყველაზე უტყუარი ნიშანია არტერიული წნევის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაწოლა და ფეხების ზემოთ აწევა, რაც ამსუბუქებს მდგომარეობას.

პრესტანსის მიღების დავიწყება:

აუცილებელია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რადგან რეგულარული მიღება განაპირობებს მკურნალობის ეფექტურობას. თუმცა, დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომ დოზას მიიღებენ ჩვეულ დროს. არ შეიძლება შემდეგ ჯერზე ორმაგი დოზის მიღება.

პრესტანსის მიღების შეწყვეტა:

რამდენადაც გათვალისწინებულია, რომ პრესტანსის მიღება ხდება მთელი ცხოვრების მანძილზე, პრეპარატის მიღების შეწყვეტის თაობაზე საჭიროა ექიმთან შეთანხმება. დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომელსაც იღებთ ან იღებდით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ურეცეპტოდ გაიცემა. არ არის რეკომენდებული პრესტანსის მიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

• ლითიუმი (გამოიყენება მანიების ან დეპრესიის სამკურნალოდ);

• ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

• კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები.

პრესტანსით მკურნალობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებმა. საჭიროა ექიმის ინფორმირება ჩამოთვლილი პრეპარატების შესახებ, თუ მათ ღებულობს პაციენტი:

• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები, მათ შორის დიურეტიკები (პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის მოცულობას);

• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. იბუპროფენი) ტკივილის მოსახსნელად ან ასპირინის მაღალი დოზები;

• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ინსულინი);

• პრეპარატები მენტალური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური, იმიპრამინისმაგვარი პრეპარატები, ნეიროლეპტიკები);

• იმუნოდეპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს), რომლებიც გამოიყენება ავტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემდეგ (მაგ. ციკლოსპორინი);

• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ);

• პროკაინამიდი (არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ);

• სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები, მათ შორის ნიტრატები;

• ჰეპარინი (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი);

• ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი (დაბალი არტერიული წნევის, შოკის, ასთმის სამკურნალო პრეპარატები);

• ბაკლოფენი ან დანტროლენი (ინფუზია), რომლებიც გამოიყენება კუნთების გახევების დროს ზოგიერთი დაავადების დროს, მაგ. სკლეროზები. დანტროლენი გამოიყენება ასევე ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შემთხვევაში ანესთეზიის დროს (მისი სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მატება და კუნთების გახევება)

• ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა რიფამპიცინი;

• ანტიეპილეფსიური საშუალებები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი;

• ინტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);

• ალფა-ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება პროსტატის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა პრაზოზინი, ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი;

• ამიფოსტინი (გამოიყენება სხვა სამედიცინო პრეპარატებით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გვერდითი ეფექტების დროს);

• კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმა და რევმატოიდული ართრიტი);

• ოქროს პრეპარატები, განსაკუთრებით ინტრავენური გამოყენებისას (რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ);

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ყუთსა და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება. შენახვის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

საჭიროა ფლაკონის მჭიდროდ დახურვა, რომ ნესტი შიგნით არ მოხვდეს. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება 30ºC -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტის მიხედვით.

პრეპარეიშენ ჰ – PREPARATION H – ПРЕПАРЕЙШЕН ЭЙЧ

მწარმოებელი: WYETH-MANUFACTURING

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული ანალგეტიკი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რეგენერატები და რეპარენტები; ბუასილის სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 25 გ

1 გ

საფუარის უჯრედების ექსტრაქტი ……  1%

ზვიგენის ღვიძლის ცხიმი ……………..   3%

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტიჰემოროიდალური საშუალება, ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ასტიმულირებს რეგენერაციას.

ჩვენებები:

ბუასილი, სწორი ნაწლავის მიკროტრავმები და ნახეთქები.

მიღების წესი და დოზირება:

რექტალურად, თხელი ფენის სახით მაზს ისვამენ დაზიანებულ უბანზე დილით და საღამოთი, ასევე ყოველი დეფეკაციის შემდეგ, უფრო ღრმად შესაყვანად ტუბს უკეთდება აპლიკატორი და ბოლოზე ხელის ნელი მოჭერით თანდათან ხდება პრეპარატის გამოყვანა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, თრომბოემბოლიური დაავადება, გრანულოციტოპენია.

გვერდითი მოქმედებები:

ალერგიული რეაქციები, ადგილობრივი რეაქციები (ჰიპერემია, ანუსის მიდამოს ქავილი).

პრენესა – PRENESA – ПРЕНЕСА

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

პერინდოპრილი

მწარმოებელი: КРКА, სლოვენია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მრგვალი, ორმხრივად მცირედ ამობურცული თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ღარით (დოზირებისათვის 2მგ).

ოვალური, ორმხრივად მცირედ ამობურცული თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ერთ მხარეს გლუვი და ღარით მეორე მხარეს (დოზირებისათვის 4მგ).

მრგვალი, ორმხრივად მცირედ ამობურცული თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ერთ მხარეს გლუვი და ღარით მეორე მხარეს (დოზირებისათვის 8მგ).

ერთი ტაბლეტი შეიცავს :

მოქმედი ნივთიერება – პერინდოპრილ ერბუმინი 2მგ, 4მგ, ან 8მგ.

დამხმარე ნივთიერება: კალციუმის ქლორიდჰექსაჰიდრატი, ლაქტოზის მონოდიჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

რენნინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1 საათში (TCmax) მიღებიდან. პერინდოპრილის ბიოშეღწევადობა შეადგენს 65-70%. რამდენადაც საკვებთან ერთად მიღება ამცირებს პერინდოპრილის პერინდოპრილატად გარდაქმნას და პრეპარატის ბიოშეღწევადობას, პერინდოპრილის მიღება აუცილებელია ერთხელ დილით, საუზმის წინ.

განაწილების მოცულობა დაახლოებით შეადგენს 0.2 ლ/კგ დაუკავშირებული პერინდოპრილისათვის.

პერინდოპრილის ბმა სისხლის პლაზმის ცილებთან უმნიშვნელოა, ნაკლები 30% და დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. ღვიძლში ექვემდებარება მეტაბოლიზმს აქტიური მეტაბოლიტის და 5 არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. სისხლის შრატში პერინდოპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 3-4 საათში. პერინდოპრილატი ადვილად გადის ჰისტოჰემატიურ ბარიერებს, ჰემატოენცეფალური ბარიერის გამოკლებით, უმნიშვნელო რაოდენობა აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში. გამოიყოფა თირკმელებით. დაუკავშირებული ფრაქციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 საათს. პერინდოპრილატის დისოციაცია აგფ-თან არსებული კავშირიდან განაპირობებს ნახევარგამოყოფის “ეფექტურ” დროს, რომელიც ექვივალენტურია 25 საათისა. წონსწორობის მდგომარეობა მიიღწევა 4 დღეში. არ კუმულირდება. ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლების და გულის უკმარისობით პერინდოპრილატის გამოყოფა შენელებულია, ამიტომ რეკომენდირებულია დოზის შემცირება კრეატინინის კლირენსის (კკ) მაჩვენებლებიდან გამომდინარე.

გამოიყოფა ჰემოდიალიზისას (სიჩქარე 70მლ/წთ, 1.16მლ/წმ) და პერიტონეალური დიალიზისას.

ფარმაკოდინამიკა:

პრენესა – ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია აგფ მოქმედების დათრგუნვასთან, რომელიც ახდენს ანგიოტენზინ I გარდაქმნას ანგიოტენზინ II, თავიდან აცილებს ანგიოტენზინ II ვაზოკონსტრიქციულ მოქმედებას, ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას. აგფ, ან კლინინაზა II მიეკუთვნება ოქსოპეპტიდაზებს, გარდაქმნის ანგიოტენზინ I ვაზოკონსტრიქტორ ანგიოტენზინ II და შლის ვაზოდილატატორ ბრადიკინინს არააქტიურ ჰექტაპეპტიდად.

ხელს უწყობს მსხვილი არტერიული სისხლძარღვების ელასტიურობის აღდგენას, ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, წნევას ფილტვის კაპილარებში. ამცირებს მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას, არეგულირებს გულის მუშაობას. ამცირებს პრედატვირთვას და პოსტდატვირთვას, მარცხენა პარკუჭის ავსების წნევას, საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას (სპსწ), ზომიერად აიშვიათებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს (გშს), აძლიერებს რეგიონალურ სისხლის მიდინებას კუნთებში. საშუალო ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა 4-6 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. 24 საათის შემდეგ პრეპარატი უზრუნველყოფს 87-100% მაქსიმალურ ეფექტს. სტაბილური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ.

მიღების ჩვენებები:

•    არტერიული ჰიპერტენზია;

•    გულის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესი და დოზები:

შიგნით მისაღებად 1–ჯერ დღეღამეში საუზმის წინ.

პერინდოპრილის მიღება შეიძლება მონოთერაპიის სახით, ან კომბიაციაში სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან.

არტერიული ჰიპერტენზია: პაციენტებში ესენციური არტერიული ჰიპერტენზიით რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 4მგ დღე–ღამეში, მიიღება დილით. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 8მგ-მდე დღე–ღამეში. პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ შარდმდენებს, აგფ ინჰიბიტორების დამატება შესაძლოა გახდეს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მიზეზი, ამასთან დაკავშირებით, რეკომენდირებულია დიურეტიკების მიღების შეწყვეტა 2-3 დღით ადრე პრენესით მკურნალობის დაწყებამდე, ან პრეპარატ პრენესით მკურნალობის დაწყება საწყისი დოზით 2მგ დღე–ღამეში ერთ მიღებაზე.

პაციენტებისათვის რენოვასკულარული ჰიპერტენზიით რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 2მგ დღე–ღამეში ერთ მიღებაზე. შემდგომში აუცილებლობისას დოზა შეიძლება შეიცვალოს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 2მგ, რომელიც აუცილებლობისას შეიძლება თანდათან გაიზარდოს 8მგ-მდე.

გულის უკმარისობა: რეკომენდიებული საწყისი დოზა შეადენს 2მგ დილით. 1-2 კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 4მგ-მდე დღე–ღამეში 1 მიღებაზე.

გულის ქრონიკული უკმარისობისათვის (ქგუ) ჩვეულებრივ ახდენენ კალიუმის არაშემნახვველ დიურეტიკებთან, ß-ადრენობლოკატორებთან და/ან დიგოქსინთან კომბინირებას. მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ და რეკომენდირებული საწყისი დოზების გამოყენებით.

თირკმლის უკმარისობა: პაციენტებში თირკმლის უკმარისობით პრეარატ პრენესას დოზა უნდა შეირჩეს თირკმლის უკმარისობის ხარისხიდან გამომდინარე (კკ). პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება ჩვეულებრივ მოიცავს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის და კრეატინინის დონის განსაზღვრას.

რეკომენდირებული დოზები:

კრეატინინის კლირენი

რეკომენდირებული დოზა

კრეატინინის კლირენსი ≥ 60 მლ/წთ

4მგ დღე–ღამეში

კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ

2მგ დღე–ღამეში

კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ

2მგ დღე–ღამეში დღეგამოშვებით

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზა (კკ ნაკლები 15 მლ/წთ) 2მგ დიალიზის დღეს, ინიშნება დიალიზის პროცედურის შემდეგ.

პერინდოპრილატის დიალიზური კლირენსი არის 70 მლ/წთ.

არ არის აუცილებელი დოზის კორეგირება პციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.

გვერდითი მოვლენები:

ხშირი

•    თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები;

•    მხედველობის დაქვეითება, ხმაური ყურებში;

•    ჰოპოტენზია და მასთან დაკავშირებული მოვლენები;

•    ხველა, ქოშინი;

•    გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დისგეზია, დისპეფსია, დიარეა, შეკრულობა;

•    გამონაყარი, ქავილი;

•    კუნთების კრუნჩხვები;

•    ასთენია.

არახშირი

•    ძილის დარღვევა, ან გუნება-განწყობილების ცვალებადობა;

•    ბრონქოსპაზმი;

•    პირის სიმშრალე;

•    ანგიონევროზული შეშუპება;

•    თირკმლის უკმარისობა, იმპოტენცია;

•    ოფლიანობა.

იშვიათი

•    პანკრეატიტი.

ძალიან იშვიათი

•    ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია/ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ჰემოლიზური ანემია (ზოგიერთ პაციენტში თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის დეფიციტით);

•    ცნობიერების არევა;

•    მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ინსულტი, შესაძლოა განმეორებითი, გამოხატული ჰიპოტენზიის შედეგად მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, არითმიები, სტენოკარდია;

•    რინიტი, ეოზინოფილური პნევმონია;

•    ჰეპატიტი;

•    მულტიფორმული ერითემა;

•    თირკმლის მწვავე უკმარისობა;

•    სისხლში შარდოვანას დონის და პლაზმაში კრეატინინის მომატება;

•    ჰიპერკალიემია, რომელიც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. განსკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, მძიმე გქუ-თი და რენოვასკულარული ჰიპერტენზიით

•    შრატში ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება.

უკუჩნებები:

•    მომატებული მგრძნობელობა პერინდოპრილის, სხვა აგფ ინჰიბიტორების და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

•    ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მემკვიდრული, იდიოპათიური, ან ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორების მიღების შედეგად);

•    ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის;)

•    ორსულობა და ლაქტაცია;

•    გალაქტოზემია, ლაპას ლაქტაზის დეფიციტი, ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსრბციის სინდრომი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

პრეპარატ პრენესას ერთდროული მიღებისას:

•    სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან და ინსულინთან იზრდება ჰიპოგლიკემიური მოქმედება. ჰიპოგლიკემია დიდი ალბათობით ვითარდება კომბინირებული თერაპიის პირველ კვირეებში პაციენტებში თირკმელების დაზიანებით;

•    ბაკლოფენომთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ანტიფსიქოზულ სამკურნალო საშუალებთან (ნეიროლეპტიკები) და სალურეტიკებთან ძლიერდება ჰიპოტენზიური მოქმედება და იზრდება ორთოსტატიკული ჰიპოტენზიის (ადიტიური ეფექტი) განვითარების რისკი;

•    ანტაციდურ საშუალებებთან მცირდება აგფ ინჰიბიტორების ბიოშეღწევადობა;

•    გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ქვეითდება ჰიპოტენზიური მოქმედების გამოხატულება (სითხის და ელექტროლიტების შეკავება). აასს და აგფ ინჰიბიტორები ახდენენ ადიტიურ ეფექტს სისხლში კალიუმის დონის მომატებასთან კავშირში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფუნქციების გაუარესების პროვოცირება. ეს ეფექტი ჩვეულებრივ შექცევადია. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის კომპრომიტირებული ფუნქციით (მაგ. ხანდაზმულ, ან გაუწყლოვნებულ პაციენტებში) ;

•    კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი) კალიუმის პრეპარატები ზრდიან ჰიპოკალემიის განვითარების რისკს. არ არის რეკომენდირებული ერთდროულად აგფ-ინჰიბიტორების და  იმ სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალემიას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახეზეა მძიმე ჰიპოკალემია (სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის კონტროლი).

•    ლითიუმის პრეპარატებით შესაძლოა ორგანიზმიდან ლითიუმის გამოყოფის შენელება (აუცილებელია სისხლში ლითიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი). პერინდოპრილით და ლითიუმის პრეპარატებით ერთდროული თერაპია არ არის რეკომენდირებული. ასეთი კომბინირებული თერაპიის აუცილებლობისას, ის ტარდება სისხლში ლითიუმის დონის რეგულარული კონტროლით.

•    დიურეტიკებით, ზოგადი ანესთეზიის საშუალებებით და მიორელაქსანტებით ეთანოლით იზრდება არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითების რისკი. კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი შესაძლოა შევამციროთ დიურეტიკების მიღების შეწყვეტით რამოდენიმე დღით ადრე პერინდოპრილით მკურნალობის დაწყებამდე.

•    სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით შეიძლება პერინდოპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქედების გაძლიერება.

•    ნიტროგლიცერინით, სხვა ნიტრატებით, ან ვაზოდილატატორებით შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება.

•    აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიურ დოზებში), თრომბოლიტიკებთან და ß-ადრენობლოკატორებთან-უსაფრთხოა;

•    სიმპატომიმეტიკებთან შესაძლოა აგფ-ინჰიბიტორები ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დაქვეითება.

განსაკუთრებულ მითითებები:

– სიფრთხილით გამოყენეთ თირკმლის უკმარისობისას და მძიმე არტერიული ჰიპერტენზიისას. პრეპარატ პრენესათი მკურნლობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის გამოკვლევა: კრეატინინის, ელექტროლიტების და შარდოვანას კონცენტრაციის განსაზღვრა.

– პრეპარატ პრენესათი მკურნალობის პერიოდში საჭიროა თირკმლის ფუნქციების სისხლში “ღვიძლის” ფერმენტების, პერიფერიული სისხლის სურათის (განსაკუთრებით პაციენტებში შეამერთებელი ქსოვილის დაავადებებით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესიულ საშუალებებს, ალოპურინოლს) რეგულარული კონტროლი. პაციენტებში ჰიპოვოლემიით და ჰიპონატრიემიით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია წყალ-ელექტროლიტური დარღვევების კორექცია.

– აგფ ინჰიბიტორების მიღებისას საჭიროა არტერიული წნევის და თირკმლის ფუნქციის გულმოდგინე კონტროლი. აუცილებელია ასევე სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი.

– პაციენტებში, რომლებიც განეკუთვნებიან რისკ ჯგუფს, განსაკუთრებით გულის ქრონიკული უკმარისობით დეკომპენსაციის ფაზაში, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე პაციენტებში დაბალი საწყისი არტერიული წნევით, თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს დიდი დოზებით, პრეპარატის მიღების დაწყებისას საჭიროა ექიმის კონტროლი. პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით აღინიშნებოდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები, რომლებიც ჩვეულებრივ შექცევადი იყო.

– აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ქირურგიული ჩარევის წინ 12 საათით ადრე და ექიმ-ანესთეზიოლოგის გაფრთხილება პრეპარატ პრენესას მიღების შესახებ.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ჰემოდიალიზის ჩატარება პოლიაკრილნიტრილური მემბრანების გამოყენებით (ნაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი). აუცილებლობისას ჰემოდიალიზის ჩატარება საჭიროა სხვა ტიპის მემბრანის გამოყენებით.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (დსლ–აფერეზი) აფერეზისას: პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების აფერეზის დროს დექსტრანის სულფატით იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები. ამ რეაქციების განვითარების თავიდან აცილება შესაძლოა აგფ ინჰიბიტორების მიღების დროებით შეწყვეტით აფერეზის ყოველი პროცედურის წინ.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დესენსიბილიზაციის დროს: პაციენტებში, რომლებიც იღებენ დესენსიბილიზაციის კურსის პერიოდში აგფ ინჰიბიტორებს ფუტკრის, ან კრაზანის ნექტარით, იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები. ამ რეაქციების განვითარების თავიდან აცილება შესაძლოა აგფ ინჰიბიტორების მიღების დროებით შეწყვეტით დესენსიბილიზაციის ყოველი პროცედურის წინ.

– აგფ ინჰიბიტორებით თერაპიისას იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ისეთი სინდრომი, რომელიც იწყება ქოლესტატიური სიყვითლით და შემდეგ პროგრესირებს ღვიძლის ფულმინანტურ ნეკროზამდე (ზოგჯერ) ლეტალური გამოსავლით. ამ სინდრომის განვითარების მექანიზმი უცნობია. თუ აგფ ინიბიტორის მიღების დროს ვითარდება სიყვითლე, ან იმატებს ღვიძლის ფერმენტების დონე, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო პაციენტი უნდა იმყოფებოდეს გულმოდგინე დაკვირვების ქვეშ და აუცილებლობის შემთხვევაში ჩაუტარდეს ადექვატური თერაპია.

– პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს აღინიშნებოდა ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარების შემთხვევები. პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით სხვა გართულებების არარსებობისას იშვიათად ვითარდება ნეიტროპენია. პერინდოპრილი საჭიროა იქნას გამოყენებული დიდი სიფრთხილით პაციენტებში კოლაგენოზებით (მაგ. სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია), რომლებიც იმყოფებიან იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე, ალოპურინოლი, ან პროკაინამიდი, ასევე ამ ფაქტორების თანაარსებობისას განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობისას. ასეთ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მძიმე ინფექციები, რომლებიც არ ექვემდებარება ანტიბიოტიკოთერაპიას.

– პრეპარატის დანიშვნისას: რეკომენდირებულია პერიოდულად სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის კონტროლი. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ ინფექციის რაიმე ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

– აგფ ინჰიბიტორებით თერაპიისას შეიძლება განვითარდეს ძლიერი, არაპროდუქტიული ხველა, რომელიც გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ხველის დიფერენციალური დიაგნოსტიკისას.

– ხანდაზმულებში მკურნაობის დაწყებისას რეკომენდირებულია დაბალი დოზების გამოყენება და თირკმლის ფუნქციების კონტროლი.

– პაციენტებს, რომლებსა ესაჭიროებათ დიდი ქირურგიული ჩარევები, ან საანესთეზიო პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპოტენზიას, აგფ ინჰიბიტორებმა პერინდოპრილის ჩათვლით შეიძლება დაბლოკოს ანგიოტენზინ II წარმოქმნა რენინის კომპენსატორული გამოთავისუფლებისას. ოპერაციამდე ერთი დღით ადრე აგფ ანჰიბიტორებით თერაპია უნდა შეწყდეს. თუ აგფ ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტა შეუძლებელია, მაშინ ჰიპოტენზია, რომელიც აღწერილი მექანიზმით ვითარდება შეიძლება კორეგირებულ იქნას ცირკულირებადი პლაზმის მოცულობის გაზრდით (ცსმ).

– აგფ ინჰიბიტორებით თერაპიისას პერინდოპრილის ჩათვლით პაციეტებს თირკმლის უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით და რომლებიც იღებენ კალიუმის შემნახველ დიურეტიკებს, კალიუმის პრეპარატები, ან სხვა პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპერკალიემიას (მაგ. ჰეპარინი) აქვთ ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. რეკომენდირებულია შრატში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი.

პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს, ან ინსულინს, აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.

პრეპარტი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით:

•    პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;

•    შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია);

•    თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი, ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, აორტალური სტენოზი;

•    გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;

•    არტერიული ჰიპოტენზია;

•    ღვიძლის მძიმე უკმარისობა (აზოტემია);

•    მნიშვნელოვანი ჰიპოვოლემია და ნატრიუმის დაკარგვა (უმარილო დიეტა და/ან დიურეტიკებით მკურნალობა, დიარე);

•    ჰიპერტროფიული ობსტუქციული კარდიომიოპათია (ჰკმპ);

•    ცერებროვასკულარული დაავადებები (მათ შორის თავის ტვინის მიმოქცევის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, კორონარული უკმარისობა-არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების რისკია);

•    იმუნოდეპრესანტების მიღების ფონზე ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის უნარის დაქვეითება (ნეიტროპენიის განვითარების რისკი);

•    შაქრიანი დიაბეტი;

•    ხანდაზმული ასაკი;

•    ქირურგიული ჩარევა (ზოგადი ანესთეზია);

სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურება სატრანსპორტო საშუალების მართვასა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებზე:

თავბრუსხვევის და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების საშიშროებასთან დაკავშირებით აგფ ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პირებს, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს და რომელთა საქმიანობაც მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორულ და მამოძრავებელ რეაქციებს.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, შოკი, სტუპორი, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, ბრდიკარდია, ელექტროლიტური დარღვევები, (ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია), თირკმლის უკმარისობა, თავბრუსხვევა, შფოთვა და ხველა.

მკურნალობა: პაციენტი გადაყავთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაბალი სასთუმლით. მსუბუქ შემთხვევებში ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა და შიგნით მარილოვანი ხსნარის მიღება;

უფრო სერიოზულ შემთხვევში ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია არტერიული წნევის სტაბილიზაციისკენ: ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარის, პლაზმის შემცვლელების შეყვანა, აუცილებლობისას ინტრავენურად ანგიოტენზინ II შეყვანა, ბრადიკარდიის განვითარებისას – ატროპინი, შესაძლოა საჭირო გახდეს რითმის ხელოვნური წამყვანის (პეისმეიკერი) დაყენება.

გამოიდევნება ჰემოდიალიზისას (სიჩქარე 70მლ/წთ, 1.17მლ/წმ) და პერიტონეალური დიალიზისას – არ გამოიყენოთ მაღალი შეღწევადობის მქონე პოლიაკრილნიტრილური მემბრანები.

დოზის გადაჭარბებისას რეკომენდირებული მკურნალობა – მარილოვანი ხსნარის ინტრავენური შეყვანა. ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა მოთავსდეს იმ მდგომარეობაში, როგორც შოკისას, შეძლებისდაგვარად შეყავთ ანგიოტენზინ II და/ან კატექოლამინები.

პერინდოპრილატი სისხლიდან შეიძლება გამოდევნილი იქნას ჰემოდიალიზის გზით. მდგრადი ბრადიკარდიისას, რომელიც არ ექემდებარება მედიკამენტურ თერაპიას ნაჩვენებია რითმის წამყვანის (პეისმეიკერი) დაყენება. აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების და კრეატინინის კონცენტრციის და შრატში ელექტროლიტების უწყვეტი კონტროლი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

2მგ, 4მგ ან 8მგ ტაბლეტები

10 -15 ან 30 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში. 3, 6 ან 9 კონტურული შეფუთვა (10 ტაბლეტიანი ბლისტერი), 2, 4 ან 6 კონტურული შეფუთვა (15 ტაბლეტიანი ბლისტერი) ან 1, 2 ან 3 კონტურული შეფუთვა (30 ტაბლეტიანი ბლისტერი) მუყაოს ყუთში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს 30ºC ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტით.

პრემანოლი ფორტე – PREMANOL FORTE – ПРЕМАНОЛ ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

Zingiber officinale, Pyridoxinum

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ჯინჯერის ფესვების ექსტრაქტი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა

შემადგენელი კომპონენტები

1 ტაბლეტი შეიცავს

(მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა)

ჯინჯერის ფესვების ექსტრაქტი   (Zingiber officinale)

50 მგ

(200 მგ)

ვიტამინი  B6

(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი)

5 მგ

თვისებები:

პრემანოლი ფორტეს შემადგენლობაში არსებული ვიტამინი B6 ხელს უწყობს  ჰორმონალური აქტივობის რეგულირებას, ნერვული სისტემის  ნორმალურ ფუნქციონირებას, რომლის დარღვევაც იწვევს ორსულობის პერიოდში გულისრევის შეგრძნებას.

ვიტამინი B6 ასევე ამცირებს ორსულებში სისუსტის და დაღლილობის შეგრძნებას და განაპირობებს მომავალი დედის ფსიქიკის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩვენება:

  • ორსულობისას სისუსტის, დაღლილობის და გულისრევის შეგრძნების თავიდან ასაცილებლად.
  • ორსულობის დაგეგმვისას ქალებში, ვისაც აღენიშნება რაციონში  ვიტამინი B6 დეფიციტი

მიღების წესი და დოზირების მეთოდი :

1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში მცირე რაოდენობით ტკბილ სითხესთან  ერთად

განსაკუთრებული მითითებები:

დაუშვებელია სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი.

უკუჩვენება:

არ გამოიყენება კომპონენტებზე ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში

შენახვის წესი:

საკვები დანამატები შეინახეთ მშრალ და ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი #30 (3,6გ)

მწარმოებელი: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

 

პრემანოლი – PREMANOL – ПРЕМАНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

Folic Acid; Cyanocobalamin

შემადგენლობა:

შემადგენელი კომპონენტები: ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი).

დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა

შემადგენელი კომპონენტები

1 ტაბლეტი შეიცავს

(მაქსიმალური რეკომენდირებული  სადღეღამისო დოზა)

% რსდ*  1 ტაბლეტში

ფოლიუმის მჟავა

400 მკგ

200

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)

2 მკგ

80

*რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა

თვისებები:

პრემანოლი როგორც საკვები დანამატი  რეკომენდირებულია  ფოლიუმის მჟავაზე კონკრეტული მოთხოვნის პერიოდებში: ქალებში ორსულობის დაგეგმვის და უშუალოდ ორსულობის პერიოდში, საკვებში ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შემთხვევაში, ასევე დაღლილობის და სისუსტის შეგრძნების დროს  და ინფექციური პროცესების დროს.

ფოლიუმის მჟავის საკვები დანამატის სახით მიღება ზრდის დედის ფოლატების რაოდენობას. დედის ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის   რაოდენობის სიმცირე ნაყოფის განვითარების პროცესში  წარმოადგენს ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების რისკ ფაქტორს. პრემანოლის შემადგენლობაში არსებული ფოლიუმის მჟავა და ვიტამინ B12 მონაწილეობას ღებულობს უჯრედების დაყოფაში. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ასევე დედის უჯრედების ზრდას  ორსულობის დროს და განაპირობებს ნორმალური ამინო მჟავეების სინთეზს და სისხლის ნორმალური ფორმირების პროცესს. ფოლიუმის მჟავა  და ვიტამინი B12 ასევე მონაწილეობენ იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში და ხელს უწყობენ სისუსტის და დაღლილოობის შეგრძნების შემცირებას.

უფრო მეტიც, ფოლიუმის მჟავა  და ვიტამინი B12 მონაწილეობენ ჰომოცისტეინის ნორმალური მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში, რომლის მაღალი  კონცენტრაცია სისხლში წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკ ფაქტორს.

ჩვენება:

  • ორსულობის დაგეგმვის პროცესი
  • ორსულებში პლაცენტის სწორი ჩამოყალიბება
  • სისუსტის და დაღლილობის შემთხვევა
  • იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება

მიღების წესი და დოზირების მეთოდი :

რეკომენდირებული დღიური დოზა:  1 ტაბლეტი  დღეში

გამოყენების წესი:

ორსულობის დაგეგმვისას, მიღება რეკომენდირებულია  ჩასახვამდე ერთი თვით ადრე

სიფრთხილის ზომები:

დღიური დოზის გადაჭარბება არ არის რეკომენდირებული.

საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი.

უკუჩვენება:

არ გამოიყენება კომპონენტებზე ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

შენახვის წესი:

საკვები დანამატები შეინახეთ მშრალ და ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას

 

გამოშვების ფორმა:  # 60 ტაბლეტი. (7,2გ)

მწარმოებელი: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

 

პრემანოლ E – PREMANOL-E – ПРЕМАНОЛ -E

საერთაშორისო დასახელება:

L-Askorbic acid; DL-alpa-tocopheryl acetate

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: L-ასკორბინის მჟავა, DL-ალფა-ტოკოფეროლი

დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

 

ინგრედიენტები

1 ტაბლეტი შეიცავს

% რსდ* 1 ტაბლეტში

4 ტაბლეტი შეიცავს

(მაქსიმალური რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა)

% რსდ* 4 ტაბლეტში

ვიტამინი C

(L-ასკორბინის მჟავა)

250 მგ

312,5

1000 მგ

1250

ვიტამინი E

(DL-ალფა-ტოკოფეროლი)

45 მგ

(100 სე)

375

180 მგ

(400 სე)

1500

*რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა

თვისებები:

პრემანოლ E შემადგენლობაში შემავალი  ვიტამინი C  ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას და ხელს უშლის ორსულებში სტრიების განვითარებას

ვიტამინი C  ხელს უწყობს სისხლძარღვების, ძვლების, ხრტილის, ღრძილების, კანისა და კბილების  ნორმალურ ფუნქციონირებას

ვიტამინი C ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ და წინა პერიოდში.* უფრო მეტიც, C ვიტამინი ხელს უწყობს ნერვული სისტემის, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და განაპირობებს  უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, ამცირებს დაღლილობის და სისუსტის შეგრძნებას. ზრდის რკინის შეწოვას.

ვიტამინი C აღადგენს ვიტამინ E,  რომელიც ახორციელებს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.

პრემანოლ E შემადგენლობაში შემავალი  ვიტამინი E ზრდის უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებას, ამცირებს პლაცენტის აშრევების რისკს ორსულებში, ასტაბილურებს ჰორმონალურ ფონს ქალის ორგანიზმში

ჩვენება:

  • პრემანოლ E  საკვები დანამატი რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში როცა პაციენტის საკვებ რაციონში   აღინიშნება ვიტამინი C და ვიტამინი E დეფიციტი
  • იმუნური სისტემის ნორმალური ფონის შენარჩუნება
  • ორსულობის დროს სტრიების განვითარების პროფილაქტიკა
  • ორსულებში და მისი დაგეგმვისას ჰორმონალური ფონის რეგულირება

მიღების წესი და დოზირების მეთოდი :

2-4 ტაბლეტი დღეში

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა: 4 ტაბლეტი დღეში

განსაკუთრებული მითითებები:

დღიური დოზის გადაჭარბება არ არის რეკომენდირებული. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი.

სწრაფი ეფექტი   მიიღწევა ვიტამინი C  სადღეღამისო რეკომენდირებულ დოზაზე  ყოველდღიურად  200 მგ გადაჭარბებითი მიღებით.

უკუჩვენება:

არ გამოიყენოთ პრეპარატი მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

შენახვის წესი:

საკვები დანამატები შეინახეთ მშრალ და ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  # 60 ტაბლეტი.(27გ.)

მწარმოებელი: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

 

პრეზინექსი – PREZINEX – ПРЕЗИНЕКС

საერთაშორისო დასახელება:

DESMOPRESSIN

მწარმოებელი: PH & T, იტალია

მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაზოპრესინის სინთეზური ანალოგი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაზალური საინჰალაციო ხსნარი: ფლაკონში 60 დოზა.

1 დოზა

დესმოპრესინის აცეტატი ………    10 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა და გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს არგინინვაზოპრესინს, ჰიპოფიზის ბუნებრივი ჰორმონის – ვაზოპრესინის სინთეზურ ანალოგს, რომლისგანაც განსხვავებით იგი ნაკლებად მოქმედებს სისხლძარღვთა გლუვ კუნთოვან ელემენტებზე და შინაგან ორგანოებზე.

პრეპარატი ხასიათდება გამოხატული ანტიდიურეზული და უმნიშვნელო პრესორული ეფექტით. დადგენილია, რომ პრეპარატით მკურნალობა ნიქტურიით შეპყრობილ პაციენტებში იწვევს მოშარდვის მიზნით ადგომის საშუალო რაოდენობით 45%-ით და ღამის საშუალო დიურეზის დაახლოებით 0.6 მლ/წთ-ში შემცირებას. აღნიშნულის გამო მშვიდი ძილის პირველი პერიოდის  ხანგრძლივობა იზრდება საშუალოდ 2 სთ-ით.

ფარმაკოკინეტიკა:

ორგანიზმში მოხვედრისას სწრაფად გადადის სისხლში. ანტიდიურეზული ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 30 წუთში და გრძელდება 8 სთ-ის განმავლობაში. წარმოადგენს რა პოლიპეპტიდს, დესმოპრესინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ იშლება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გავლენით.

ინტრანაზალური მიღების შემდეგ შეიწოვება მიღებული დოზის 10-20%. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში, სადაც ფერმენტ ტრანსჰიდროგენაზას მოქმედებით იშლება დისულფიდური ხიდი.

პრეზინექსი ბიოტრანსფორმაციას განიცდის უფრო ნელა, ბუნებრივ ანტიდიურეზულ ჰორმონთან შედარებით. გამოიყოფა უმთავრესად თირკმელების საშუალებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ-ს.

ჩვენებები:

  • ჰოპოფიზის ჰორმონის ვაზოპრესინის გამოყოფის შემცირებით გამოწვეული შაქრიანი დიაბეტის და თანდაყოლილი  ღამის ენურეზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • დროებითი პოლიურიის და პოლიდიფსიის მკურნალობა ჰიპოფიზზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.
  • ნიქტურიის სამკურნალოდ როგორც მონო, ასევე კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
  • თირკმელების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრის მიზნით, როგორც დიაგნოსტიკური საშუალება.

მიღების წესი და დოზირება:

თანდაყოლილი ღამის ენურეზის მკურნალობა

საწყისი დოზა ბავშვებში (5 წლიდან) და მოზრდილებში (65 წლამდე): თითო დოზა (ერთი შესხურება – 10 მკგ) თითო ნესტოში (ჯამურად 20 მკგ) ძილის წინ.

იშვიათ შემთხვაში შესაძლებელია დოზის გაორმაგება – 20 მკგ (ორი შესხურება) თითო ნესტოში (ჯამურად 40 მკგ). შერჩეული დოზა მიიღება დღე-ღამეში ერთხელ ძილის წინ.

ენურეზის მკურნალობისას სითხის მიღება მცირდება მინიმუმამდე და სითხის მიღება წყურვილის დასაკმაყოფილებლად მიზანშეწონილია მხოლოდ  8 საათში ერთხელ.

ნიქტურიის მკურნალობა

65 წლამდე პაციენტებში მრავლობითი სკლეროზით, თირკმლის ნორმალური ფუნქციით, რომელთაც აწუხებთ ნიქტურია რეკომენდებულია ერთი ან ორი დოზა (10-20 მკგ) ძილის წინ.

პრეპარატის მიღება საჭიროა 24 საათში ერთხელ. ნიქტურიის მკურნალობისას სითხის მიღება მცირდება მინიმუმამდე და სითხის მიღება წყურვილის დასაკმაყოფილებლად მიზანშეწონილია მხოლოდ 8 საათში ერთხელ.

უშაქრო დიაბეტის მკურნალობა

მნიშვნელოვანია დაავადების დიფერენცირება შაქრიანი დიაბეტისგან.

დოზა ინდივიდუალურია, მაგრამ კლინიკური გამოცდილების შესაბამისად საშუალო შემანარჩუნებელი დოზა მოზრდილებში და ბავშვებში არის ერთი ან ორი დოზა.

10-20 მკგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში.

მიღების წესი: მედიკამენტის შესხურება უნდა მოხდეს ცხვირში. პრეპარატი მიიღება ინსტრუქციის შესაბამისად.

ექიმის კონსულტაცის გარეშე არ არის რეკომენდებული დოზისა და მედიკამენტის მიღების სიხშირის გაზრდა, მკურნალობის შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:

◄ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაწლავების ჭვალი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება, რინიტი, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, კონიუქტივიტი, ნერწყვის გამოყოფის დარღვევა, კანზე გამონაყარი, ალგოდისმენორეა.

◄ იშვიათად გონების დაბიდვა და გულის წასვლა (შესაძლებელია, წყლით ინტოქსიკაციის ან სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის გამო). ეს ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენაა და აღინიშნება მაშინ, როდესაც პრეზინექსის მიღების დროს არ არის სითხის მიღება შეზღუდული.

უკუჩვენებები:

* დესმოპრესინის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თანდაყოლილი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია;

* ანურია, სხვადასხვა ეტიოლოგიის სითხის შეკავება;

* პლაზმის ჰიპოოსმოლარობა;

* გულის უკმარისობა და სხვა მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვს დიურეზული საშუალებით მკურნალობას.

ორსულობა და ლაქტაცია:

დესმოპრესინი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში.

ორსულობის დროს უშაქრო დიაბეტით შეპყრობილი პაციენტების დესმოპრესინით მკურნალობისას ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ახალშობილების განვითარების მხრივ დარღვევები.

ლაქტაციის პერიოდში დესმოპრესინი გამოიყოფა დედის რძეში იმ რაოდენობით, რომელიც არ ახდენს გავლენას ბავშვის დიურეზზე და ჰემოსტაზზე.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების დროს, გამოხატული რინიტისას, შესაძლებელია დესმოპრესინის შეწოვის დარღვევა მისი ინტრანაზალური გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის სუბლინგვალური გამოყენება.

♦ პრეზინექსით მკურნალობის დროს აუცილებელია მიღებული სითხის მოცულობის კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოხატული დარღვევები შარდის ბუშტის ფიბროზი, პაციენტებში ინტრაცერებრული წნევის მომატების რისკით.

ამ დროს სითხის მიღება წყურვილის დასაკმაყოფილებლად მიზანშეწონილია მხოლოდ 8 სთ-ში ერთხელ. სადიაგნოსტიკო საშუალებების სახით არის მიზანშეწონილი ფორსირებული ჰიდრატაციის ჩატარება (შიგნით ან პარენტერულად), სითხის მიღება უნდა შემცირდეს და არ უნდა აღემატებოდეს 0.5 ლ პრეპარატის მიღებამდე 1 საათის და მიღებიდან 8 საათის განმავლობაში.

♦ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სითხის გამოყოფის შეფერხების და ჰიპონატრიემიის განვითარების მომატებული რისკი.

მკურნალობა: მიუხედავად იმისა, რომ ჰიპონატრიემიის მკურნალობა ინდივიდუალურია, საჭიროა საერთო რეკომენდაციების გათვალისწინება. ჰიპონატრიემიის მკურნალობა შესაძლებელია დესპოპრესინის გამოყენების შეწყვეტით, სითხის მიღების შეზღუდვით და აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციაზე, როგორიცაა: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სელექტიური ინჰიბიტორები, ქლოპრომაზინი, კარბამაზეპინი, იწვევენ ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერებას და წყლის შეკავებისას –  ჰიპონატრიემიის რისკის გაზრდას.

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დესმოპრესინის კომბინაცია აგრეთვე იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებისას ჰიპონატრიემიას.

– მონაცემები დესმოპრესინის ურთიერთქმედების შესახებ ღვიძლის მეტაბოლიზმის პროცესზე მოქმედ პრეპარატებთან არ მოიპოვება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 2-80C ტემპერატურაზე (მაცივარში). არ შეიძლება მისი გაყინვა. ინახება ვერტიკალურ მდგომარეობაში, საკუთარ კონტეინერში.

პრეზინექსის შენახვა შეიძლება არა უმეტს 250C ტემპერატურაზე 1 თვის განმავლობაში.

პრევიტა – PREVITA – ПРЕВИТА

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ორსულთათვის და მეძუძრი ქალებისათვის.

პრევიტა – არის პოპულარული და სანდო ვიტამინების კომპლექსი, რომელიც მოწოდებულია ორსულებისათვის, მეძუძური დედბისათვის და იმ ქალებისათვის ვინც გეგმავს ორსულობას.

რატომ პრევიტა? პერვიტა შეიცავს აუცილებელი მინერალებისა და ვიტამინების ფართო სპექტრს სიფრთხილით შერჩეული დოზირების საფუძველზე.

პრევიტა შეიცავს ფოლის მჟავას ზუსტად იმ რაოდეობით, რაც აუცილებელია ნაყოფის ზრდა–განვითარებისათვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ფოლიუმის მჟავის დღიური დოზა ორსულებში 400მკგ–ია. ფოლის მჟავის მიღება აუცილებელია ორსულობის 12 კვირამდე, 12 კვირის შემდეგ და ასევე დაგეგმილ ორსულობამდე 3 თვით ადრე. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, ნაყოფის ნერვული ღეროს განვითრებას და თანდაყოლილი დეფექტის (ხერხემლის თიაქარი, ანენცეფალია) თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.

ვიტამინი C ორსულობის დროს: აუცილებელია ორსული ქალის ორგანიზმში პლაცენტის ნორმალური განვითარებისათვის, ზრდის იმუნიტეტს, მონაწილეობს ძვალ–ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებასა და სტრუქტურის შენარჩუნებაში, ზემოქმედებას ახდენს ჰემოგლობინის წარმოქნასა და ერთროციტების მომწიფებაში. მისი მოთხონა იზრდება ქალებში ვინც გეგმავს ორსულობას, განსაკუთრებით მწეველებში.

ვიტამინი E ორსულობის დროს: აღნიშნული ვიტამინი წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს, რომელიც ხელს უწყობს შენარჩუნებულ იქნას ჯანმრთელი კანი, ნერვული სისტემა, სისხლის მიმოქცევა, კუნთოვანი სისტემა, ერთროპოეზი (ერთროციტების წარმოქმნა). პრევიტა შეიცავს ზომიერ დოზირებას 4 მგ–ს ოდენობით.

ვიტამინი D ორსულობის დროს: რეკომენდირებულია ყველა ქალმა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღოს 10მკგ D ვიტამინი. სწორედ ამ რაოდენობას შეიცავს პრევიტა. D ვიტამინი მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული საშუალებაა, ვიტამინი არეგულირებს კალციუმისა და ფოსფატების ცვლას და აუცილებელია ნაყოფის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის.

იოდი ორსულობის დროს: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით იოდის დამატება აუცილებელია იმ პოპულაციებში, სადაც მაღალია ენდემური კრეტინიზმის სიხშირე. იოდინი იწვევს ამ დაავადების სიხშირის მნიშვნელოვან შემცირებას გვერდითი ეფექტების გარეშე. იოდი აუცილებელია ნაყოფის გონებრივი განვითარებისათვის, მისი დეფიციტი ადრეულ ვადაზე იწვევს თვითნებურ აბორტებს, გვიან პერიოდში ახალშობილთა ჰიპოთირეოიდულ მდგომარეობებს, ნაყოფის ზრდა–განვითარების შეფერხებას.

პრევიტა არ შეიცავს დიდი დოზებით რკინას: განსხვავებით ბევრი სხვა პრენატალურ პერიოდში გამოყენებული რკინის შემცველი პრეპარატებისაგან პრევიტა შეიცავს რკინას იდეალურ, ზომიერ რაოდენობას, იმდენად რამდენადაც რკინის მაღალი დოზებით მიღება ორსულობისას არ არის რეკომენდებული (გარდა სპეციფიური ჩვენებისა).

პრევიტას გამოყენება რეკომენდებულია მისი შემადგენლობიდან გამომდინარე როგორც ორსულობამდე, ასევე მთელი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.მისი მიღების დაწყება შესაძლებელია ნებისმიერი ვადის ორსულობის დროს.

მიღება:

1 კაფსულა 1–ჯერ დღეში.

შემადგენლობა: B9 (ფოლის მჟავა) – 400მკგ, B12 (ციანკობალამინი) – 6 მკგ, B1 (პანთოტენატი) – 6 მგ, B6 (პირიდოქსინი) – 10მგ. B7(ბიოტინი) – 150მკგ, A(ბეტა კაროტინი) – 33,75 სე, C (ასკორბინის მჟავა) – 70მგ. D3(ქოლეკალციფეროლი) – 400სე. E(დ–ალფა ციდო სუქცინადი) – 15,5 სე. Fe (რკინა) – 17მგ. Mg (მაგნიუმი) – 150მგ. Zn (თუთია)– 15მგ. Se (სელენი) – 140მკგ. Cu (აპილენძი) – 1 მგ. იოდინი – 140მკგ.

პრედუქტალი MR – PREDUCTAL MR – ПРЕДУКТАЛ MR

პრედუქტალი MR – ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მიერ წარმოებული ორიგინალური პრეპარატი

საერთაშორისო დასახელება:

TRIMETAZIDINE

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიმეტაზიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური პრეპარატი, რომელიც აუმჯობესებს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს კარდიომიოციტის დონეზე.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მოდიფიცირებული გამონთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ტრიმეტაზიდინის დიქლორჰიდრატი …………  35 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ჰიდროსოფოსფატი, დიჰიდრატი, ჰიპრომელოზი, პოვიდონი უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა:

ტიტანის დიოქსიდი(E171), გლიცერინი, ჰიპრომელოზი, მაკროგოლი 6000, წითელი რკინის ოქსიდი(E172), მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აუმჯობესებს უჯრედის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს ჰიპოქსიის ან იშემიის პირობებში. იგი ხელს უწყობს ატფ-ის უჯრედებშიდა დონის კონცენტრაციის ნორმალური დონის აღდგენას, რაც უზრუნველყოფს იონური ტუმბოების ნორმალურ ფუნქციონირებას და ნატრიუმისა და კალიუმის იონების ტრანსმემბრანული ტრანსპორტის ნორმალიზაციას და, საბოლოო ჯამში, მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქციის ნორმალიზაციას. იგი ასევე ხელს უწყობს უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

ტრიმეტაზიდინი იწვევს გულის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ოპტიმიზაციას ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის დათრგუნვით (3-კეტოაცილCo-A თიოლაზას გრძელი ჯაჭვის ინჰიბირების გზით), რაც იწვევს გლუკოზის დაჟანგვის გაძლიერებას. ეს ყველაფერი განაპირობებს მიოკარდიუმის დაცვას იშემიისაგან. სწორედ ცხიმოვანი მჟავების ოქსიდაციის პროცესების გადართვა გლუკოზის ოქსიდაციაზე წარმოადგენს პრედუქტალის მოქმედების მექანიზმს.

ამავე დროს ტრიმეტაზიდინი აძლიერებს მემბრანული ფოსფოლიპიდების ცვლას და მათ მემბრანაში ჩართვას, რაც იცავს მემბრანებს დაზიანებისაგან.

ცხოველებში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა უჩვენა, რომ  იშემიის ეპიზოდების პერიოდში პრედუქტალ MR-ის საშუალებით ხდება გულისა და ნეიროსენსორული ორგანოების ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნება.

პრედუქტალი MR ამცირებს უჯრედშიდა აციდოზს და იშემიის დროს ტრანსმემბრანული იონების ნაკადის ცვლილებების ხარისხს. ამცირებს პოლინუკლეარული ნეიტროფილების მიგრაციისა და ინფილტრაციის ხარისხს გულის იშემიზირებულ და რეპერფუზიულ ქსოვილებში, ამცირებს მიოკარდიუმის დაზიანების არეს; ამასთანავე არ ახდენს გავლენას ჰემოდინამიკაზე.

კლინიკურმა კვლევებმა უჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გიდ (მათ შორის სტენოკარდია) პრედუქტალ MR-ით მკურნალობის მე-15 დღიდან იზრდება კორონარული რეზერვი, რაც აფერხებს ფიზიკური დატვირთვის ფონზე იშემიური კასკადის განვითარებას; გულის რითმის რაიმე განსაკუთრებული ცვლილების გარეშე ზღუდავს ა/წ მკვეთრ ცვალებადობას; ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს; არსებითად ამცირებს ნიტროგლიცერინის მოხმარების სიხშირეს; იშემიური დისფუნქციის მქონე პაციენტებში აუმჯობესებს მარცხენა პარკუჭის კუმშვადობის უნარს.

მიოკარდიუმის უჯრედების მიმართ იშემიის დროს პრედუქტალ MR -ს გააჩნია ანტიჰიპოქსიური მოქმედება.

პრედუქტალი MR ეფექტურად ამცირებს თავბრუსხვევის შეტევათა ინტენსივობას, მათ ხანგრძლივობასა და სიხშირეს. პრედუქტალი MR მოქმედებს ანტიიშემიური ეფექტისა და ვესტიბულური ნეირონების ტოქსიკურობისაგან დაცვის ხარჯზე, რომელიც განპირობებულია ექსიტოტოქსიკური ამინომჟავების მნიშვნელოვანი რაოდენობის არსებობით. პრედუქტალი MR არ წარმოადგენს ვესტიბულოსუპრესორს და ამგვარად იგი უზრუნველყოფს ვესტიბულური მექანიზმების კომპენსაციას.

პრეპარატი ამცირებს ყურებში შუილის ინტენსივობის ხარისხს და თრგუნავს რეციდივებს. პერცეპტიული სიყრუის დროს პრედუქტალი MR უზრუნველყოფს აღქმის დიაპაზონის ზრდას დეციბალებში და ამცირებს სმენის მხრივ დარღვევებს.

პრედუქტალ MR ახდენს ელექტრორეტინოგრამის b ტალღების ნორმალიზაციას, რომლებიც მგრძნობიარენი არიან იშემიის მიმართ, იგი აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს და ზრდის მხედველობის არეს, აფერხებს ხანდაზმულების დროს მიმდინარე ყვითელი ლაქის დეგენერაციის პროცესს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის პერორალურად მიღებიდან საშუალოდ 5 საათის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში. 24 საათის განმავლობაში მისი დონე შენარჩუნებულია. ფარმაკოკინეტიკაზე არ ახდენს ზეგავლენას საკვების მიღება. ორგანიზმში პრეპარატის მოცულობითი განაწილება არის 4,8 ლ/კგ ოდენობით. მისი ცილებთან კავშირი სუსტია (in vitro ცდების შედეგად – 16% ინტენსივობით).

პრედუქტალი MR გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით შარდით. პრედუქტალ MR -ის ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალგაზრდა მოხალისეებში საშუალოდ შეადგენს 7 საათს, ხოლო 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში 12 საათს. პრედუქტალი MR -ის თირკმლის კლირენსი პირდაპირ კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან; ღვიძლის კლირენსი ასაკთან ერთად კლებულობს.

ჩვენებები:

  • გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული  შეტევის პროფილაქტიკა (მონოთერაპიის ან სხვა სამკურნალო საშუალებასთან კომბინაციაში);
  • იშემიური წარმოშობის კოხლეარულ-ვესტიბულური დარღვევების მკურნალობა (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენის დარღვევა);
  • იშემიური კომპონენტებით მიმდინარე ქორიორეტინული სისხლძარღვოვანი დარღვევები.

მიღების წესი და დოზირება:

დღე-ღამეში პრედუქტალი MR ინიშნება 2 ტაბლეტის ოდენობით (თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, ღებინება.

შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები მისი უსაფრთხოების შესახებ ორსულობის დროს.

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები დედის რძეში პრეპარატის შესაძლო გადასვლის შესახებ, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის გადაჭრა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო პრედუქტალი MR -ის დანიშვნა არის რეკომენდებული თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის, რომელთაც კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ-ზე დაბალი აქვთ, აგრეთვე პაციენტებისათვის ღვიძლის ფუნქცის გამოხატული დარღვევით.

პრედუქტალი MR არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პრედნიზოლონი-დარნიცა – PREDNISOLONUM-DARNITSA – ПРЕДНИЗОЛОН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

PREDNISOLONE             

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: პრედნიზოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

პრედნიზოლონი ……………..  5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრედნიზოლონი-დარნიცა წარმოადგენს ჰიდროკორტიზონის – თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონის სისტემურ დეჰიდრირებულ ანალოგს. მოქმედებს ცილებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, შედარებით ნაკლებად კი – წყლისა და მარილის ცვლაზე. ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის მომატებას, ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, აძლიერებს აზოტის შარდთან ერთად გამოყოფას, იწვევს ეოზინო – და ლიმფოპენიის, ნეიტროპენიის განვითარებას.

გლიკოკორტიკოიდებს ახასიათებთ ანტიალერგიული, მადესენსიბილიზებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური, შოკის საწინააღმდეგო მოქმედება. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია არაქინმჟავის მეტაბოლიზმისა და ანთების მედიატორების გამოთავისუფლების დათრგუნვით. პრეპარატს გააჩნია იმუნოდეპრესიული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

შინაგანად მიღებისას პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 90 წუთის შემდეგ.

პლაზმაში პრედნიზოლონის დიდი ნაწილი უკავშირდება ტრანსკორტინს (კორტიზოლდამაკავშირებელ გლობულინს).

პრეპარატი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 200 წუთს. პრეპარატის 20% გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი ფორმით.

ჩვენებები:

  • შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიტოზი, და პოლიმიოზიტი, სისტემური ვასკულიტი, რევმატოიდული ართრიტი);
  • მწვავე რევმატიზმი, რევმოკარდიტი;
  • ადისონის დაავადება;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა;
  • ადრენოგენიტალური სინდრომი;
  • ბრონქული ასთმა;
  • მწვავე და ქრონიკული ალერგიული რეაქციები (მედიკამენტოზური ალერგია, შრატისმიერი ავადმყოფობა, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება);
  • ჰეპატიტი;
  • ღვიძლის კომა;
  • ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა;
  • აუტოიმუნური ხასიათის თირკმლის დაავადება; სისხლის სისტემის დაავადებები (აგრანულოციტოზი, ლეიკოზის სხვადასხვა ფორმები, თრომბოციტიპენური პურპურა, ჰემოლიტური ანემია);
  • ჰოჯკინის დაავადება;
  • კანის დაავადებები (ეკზემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ფსორიაზი, ლაიელას სინდრომი);
  • უჩირქო კერატიტი, ირიტი, ირიდოციკლიტი, უვეიტი, ქორიოიდიტი;
  • ჩვენებები პედიატრიაში: მწვავე რევმატიზმი, მცირე ქორეა, ბრონქული ასთმა, ნეფროტული სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები მიიღება შინაგანად საკვების მიღების მიუხედავად.

მოზრდილებში ინიშნება საწყისი დოზა 20-40 მგ/დღე-ღამეში, შემდეგ დოზა მცირდება შემანარჩუნებელ დოზამდე 5-10მგ/დღე-ღამეში (პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება). მკურნალობა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ დოზის ნელ-ნელა შემცირებით, ხოლო მკურნალობის დამთავრებისას მიიღება კორტიკოტროპინი (10-20 ერთ./დღე-ღამეში) თირკმელზედა ჯირკვლების შესაძლო ატროფიის თავიდან აცილების მიზნით.

მაღალი დოზები მოზრდილებისათვის: ერთჯერადი – 0,015გ, სადღეღამისო – 0,1გ.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, მის სიმძიმეზე, პრეპარატით მიღწეულ ეფექტზე.

სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს:

4 წლამდე – 0,001გ სხეულის წონის 1 კგ-ზე დღე-ღამეში;

5-6 წლის – 0,02 გ;

7-9 წლის – 0,025 – 0,03;

10-14 წლის – 0,025 – 0,04გ. პრეპარატის დოზის შემცირება ხდება თანდათან.

გვერდითი მოვლენები:

პრედნიზოლონი-დარნიცათი მკურნალობისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას თირკმელზედა ჯირკვლების ატროფიის, ჰიპერგლიკემიის განვითარების შესაძლებლობა.

ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს კალციუმის მომატებული გამოყოფა, ოსტეოპოროზის განვითარება, რეგენერაციის პროცესების შეფერხება,  კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, არადიაგნოსტირებული წყლულის პერფორაცია, საჭმლისმომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაწყლულება, ჰემორაგიული პანკრეატიტი, ჰიპერკოაგულაცია და თრომბების განვითარება, ინფექციების მიმართ რეზისტენტულობის შემცირება, მთვარისებრი სახის განვითარება, წონაში მომატება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. არ არის გამორიცხული უძილობა, ეიფორია, ფსიქოზი, ეპილეფსიური კრუნჩხვები.

უკუჩვენებები:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, იცენკო-ქუშინგის დაავადება, ოსტეოპოროზი, თრომბოემბოლიების მიმართ მიდრეკილება, თირკმლების უკმარისობა, არტერიული ჰიპერტონიის მძიმე ფორმა, III სტადიის გულის უკმარისობა, მწვავე ენდოკარდიტი, ფსიქოზი, ადრე გადატანილი ოპერაციები, სიფილისი, ტუბერკულოზის აქტიური ფორმა, შაქრიანი დიაბეტი, ანამნეზში ალერგიული რეაქციები გლუკოკორტიკოსტეროიდებზე, სხავასხვა წარმოშობის შეშუპებები, ჩუტყვავილა, უბრალო ჰერპესი, ვაქცინაციის პერიოდი, ორსულობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ანტიკოაგულანტებთან ერთად პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ანტიკოაგულანტების შედედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერება;

სალიცილატებთან ერთად მიღებისას ძლიერდება სისხლდენის განვითარების შესაძლებლობა;

დიურეტიკებთან – შესაძლებელია ელექტროლიტური ცვლის დარღვევის გაძლიერება;

ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან – მცირდება სისხლში შაქრის დაწევის სიჩქარე;

გულის გლიკოზიდებთან – ძლიერდება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი;

რიფამპიცინთან – რიფამპიცინის თერაპიული მოქმედების შესუსტება.

ჭარბი დოზირება:

პრედნიზოლონი-დარნიცას ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი. მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას ძლიერდება გვერდითი ეფექტების განვითარებისა და სიმძიმის სიჩქარე. მკურნალობა სიმპტომატურია.

გამოყენების თავისებურებები:

შაქრიანი დიაბეტის დროს პრედნიზოლონი-დარნიცა ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებების არსებობისას ან ინსულინის მიმართ რეზისტენტობის სამკურნალოდ. ინფექციური დაავადებების და ტუბერკულოზის დროს პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ანტიბიოტიკებთან ან ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში.

თუ პრედნიზოლონი-დარნიცა ინიშნება პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ან შედედების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე, აუცილებელია მათი დოზების ხელახლა შერჩევა.

არ არის რეკომენდებული პრედნიზოლონი-დარნიცას გამოყენება ბარბიტურატებთან ერთად ადისონის დაავადებით დაავადებულებში, ვინაიდან ასეთმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა.

პრედნიზოლონი-დარნიცას და  დიურეტიკების კომბინაციური გამოყენებისას აუცილებელია ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი. ჰიპოკალემიის პროფილაქტიკის მიზნით პრედნიზოლონ-დარნიცას გამოყენებით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია კალიუმის პრეპარატებისა და შესაბამისი დიეტის დანიშვნა.

ცილების მომატებული კატაბოლიზმისა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკის შესამცირებლად შესაძლებელია მეტანდროსტენოლონის გამოყენება.

რეკომენდებულია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, შარდში და სისხლში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრა, ფარულ სისხლზე განავლის ანალიზების ჩატარება.

პრედნიზოლონი-დარნიცას გამოყენებით მკურნალობის დასრულების შემდეგ ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია АКТГ-ს გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, პრედნიზოლონი-დარნიცა მიიღება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში თუ არსებობს პრეპარატის მიღების აუცილებლობა, უნდა განისაზღვროს მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის და რისკი ბავშვისთვის.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა – 3 წელი.

Don`t copy text!