Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 495

პოლიოქსიდონი (სუპოზიტორიუმი) – POLIOXIDONI – ПОЛИОКСИДОН

ქიმიური სახელწოდება:

1,4 ეთილენპიპერაზინის N-ოქსიდის სოპოლიმერი და (N-კარბოქსიეთილ)-1.4-ეთილენპიპერაზინის ბრომიდი

მწარმოებელი: პეტროვაქს ფარმა; რუსეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუპოზიტორიუმი

აქტიური ნივთიერება:

პოლიოქსიდონი ……………………. 6მგ ან 12მგ

შემავსებლები: მანიტოლი, პოვიდონი, ბეტაკაროტენი – 9,გ ან 18მგ

საფუძველი: კაკაოს ზეთი – 1.3გ მასის სუპოზიტორიუმის მიღებამდე.

აღწერილობა: ღია ყვითელი ფერის სპეციფიური კაკოს ზეთის სუნის მქონე ტორპედოსმაგვარი ფორმის სუპოზიტორიუმი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულაციური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პოლიოქსიდონს გააჩნია იმუნომოდულიაციური მოქმედება; იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ლოკალური და გენერალიზებული ინფექციების მიმართ. პოლიოქსიდონის იმუნომოდულაციური მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ფაგოციტურ უჯრედებსა და ბუნებრივ ქილერებზე ზემოქმედება, აგრეთვე მას ანტისხეულების პროდუცირების სტიმულაციის უნარიც გააჩნია.

იგი აღადგენს სხვადასხვა იფექციებით, ტრამვებით, დამწვრობებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ქირურგუილი ჩარევების შემდგომი გართულებებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებით (მათ შორის ციტოსტატიკებითა და სტეროიდული ჰორმონებით) გამოწვეული მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს იმუნურ რეაქციებს.

იმუნომოდულაციური მოქმედების გარდა, პოლიოქსიდონს გააჩნია დეტოქსიკაციის გამოხატული უნარი, რასაც განსაზღვრავს პრეპარატის სტრუქტურა და მაღალმოლეკულური აღნაგობა. იგი ზრდის უჯრედთა მემბრანების მდგრადობას სამკურნალო პრეპარატებისა და ქიმიური ნაერთების ციტოტოქსიურ მოქმედების მიმართ.

კომპლექსურ თერაპიაში პოლიოქსიდონის გამოყენება ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს მის ხანგრძლიოვობას, პრეპარატის მოქმედების წყალობით იქმნება ანტიობიოტიკების, ბრონქოლიტიკების, გლუკოკორტიკოსტეროიდების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობა.  აგრეთვე ხანგრძლივდება რემისიის პერიოდი.

პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. მას არ გააჩნია მიტოგენური, პოლიკლონალურ აქტივობა, ანტიგენური თვისებები, არ აქვს ალერგიული, მუტაგენური, ემბრიოტოქსიური და კანცეროგენული  მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

პოლიოქსიდონის სუპოზიტორიუმი  ხასითდება მაღალი ბიოშეღწევადობით, სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს გამოყენების მომენტიდან ერთი საათის შემდეგ. სწრაფი ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება 30 წუთი, ნელი ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი კი  – 36.2 საათი. ორგანიზმში ჰიდროლიზდება ოლიგომერებამდე, რომლებიც უპირატესად თირკმლებით გამოიყოფა.

ჩვენება:

მოზრდილებში კომპლექსური თერაპიის სახით:

  • გამწვავების ან რემისიის სტადიაში ნებისმიერი ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტანდარტულ თერაპიას;
  • დიდი ხნის განმავლობაში იმუნოდეპრესანტებით ნამკურნალევი რევმატოიდული არტრიტი, გართულებული მწვავე რესპირატორული დაავადებით ან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით მიმდინარე რევმატოირდული ართრიტი.;
  • მწვავე და ქრონიკული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები (უროგენიტალური ინფექციური ანთებითი დაავადებები: პროსტატიტი, ცისტიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი ლატენტურ და გამწვავების სტადიაში, ქრონიკული სალპინგოოვორიტი, კოლპიტი, პაპილომის ვირუსით გამწვეული დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ექტოპია, დისპლაზია და ლეიკოპლაკია;
  • სხვადასხვა ფორმის ტუბერკულოზი;
  • მწვავე და ქრონიკული  ალერგიული დაავადებები (მათ შორის პოლინოზი, ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი), გართულებული ქრონიკული მორეციდივე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;
  • სიმსივნეების დროს ქიმიო და სხვივური თერაპიის ფონზე ან ამ პროცედურების დასრულების შემდეგ;
  • სამკურნალო საშუალებების ნეფრო-ჰეპატოტოქსიური ზემოქმედების შემცირების მიზნით;
  • რეგენერაციული პროცესების გასააქტიურებლად (მოტეხილობები, დამწვრობები, ტროფიკული წყლულები);
  • დაბერებით გამოწვეული მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების საკორექციოდ;

იმ პირთა სარეაბილიტაციოდ, რომლებიც ხშირად და ხანგრძლივი დროის მანძილზე ავადმყოფობენ.

  • მონოთერაპიის სახით:
  • ქრონიკული ინფექციური კერების გამწვავების პრესეზონული პროფილაქტიკა ხანშიშესულ პირებში.

უკუჩვენება:

პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობის დროს კლინიკური გამოცდილება ამ პრეპრატის გამოყენების შესახებ არ არსებობს.

სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:

რექტალურად, ინტრავაგინალურად

გამოყენების წესი და დოზირება შეირჩევა ექიმი მიერ სხეულის მასის, დიაგნოსის, პროცესის სიმწვავისა და სიმძიმის გათვალისწინებით.

რექტალურად: დღეღამეში ერთხელ ძილის წინ, ნაწლავის შიგთავსის გათავისუფლების შემდეგ, 1 ცალი 6 მგ-იანი ან 12 მგ-იანი სუპოზიტორიუმი.

მიღების სქემა: პირველი სამი დღე – ყოვედღიურად, შემდეგ კი 48 საათიანი ინტერვალებით. მკურნალობის კურსი  – 10 სუპოზიტორიუმი.

ქრონიკული სალპინგოოოვორიტის, ედნომეტრიტის, კოლპიტის, პაპილომის ვირუსით გამწვეული დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ექტოპიის, დისპლაზიისა და ლეიკოპლაკიის დროს პრეპარატი ინიშნება  ინტრავაგინალურად, 12 მგ-იანი სუპოზიტორიუმი ყოველდღიურად სამი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი -10 სუპოზიტორიუმი.

საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 3-4 თვის შემდეგ.

ავადმყოფებისთვის ქრონიკული იმუნური უკმარისობით (მაგალითად ონკოლოგიურ ავადმყოფებს) ნაჩვენებია ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია პოლიოქსიდონის გამოყენებით 6-12მგ-ს ოდენობით კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

გვერდითი ეფექტები:

არ არის გამოველენილი

ჰიპერდოზირება:

არ არის აღწერილი

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

პოლიოქსიდონი შეთავსებადია ანტიბიოტიკებთან, ანტივირუსულ, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, აგრეთვე და გლუკოკორტიკოსტერიოდებთან და  ციტოსტატიკებთან კომბინაციაში.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის რეკომენდირებული ზემოთ აღნიშნული დოზის გადაჭარბება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

შენახვის პირობები:

მშრალ სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერტურაზე 8 დან 15ºC-ზე.

აფთიაქებიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ

პოლიმიქსინი B – POLYMYXIN B – ПОЛИМИКСИН B

ფარმაკოლოგიური თვისებები

პოლიმიქსინი B წარმოადგენს პოლიპეპტიდური სტრუქტურის მქონე ანტიბიოტიკს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია მის მიერ მიკრობის უჯრედში ცილის სინთეზის ინჰიბირებით. იგი აქტიურია მრავალი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის Escherichia coli, Enterobacter Klebsiella spp., Haemophillus influenzae; Bordetella pertussis, Salmonella spp., Shigella spp., განსაკუთრებით Pseudomonas  aeruginosa-ის მიმართ, არააქტიურია Proteus spp.-ის მიმართ.

პოლიმიქსინის მიმართ მგრძნობიარეა Vibrio cholerae (eltor ქვეტიპის გარდა); აქტიურია Coccidioides immitis. ძირითადად მხოლოდ სოკოები ხასიათდებიან რეზისტენტობით აღნიშნული ანტიბიოტიკის მიმართ.

პრეპარატი ჩვეულებრივ მდგრადია Serratia marcescens, Providencia sp., Bacteroides Fragilis-ის მიმართ. იგი ასევე არააქტიურია Neisseria spp-ის, ობლიგატური ანაერობული და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.

ხასიათდება ჯვარედინი რეზისტენტობით კოლისტინის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის კუნთებში შეყვანისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ. იგი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ორგანოებში და ქსოვილებში. პრეპარატის განმეორებითი შეყვანისას შესაძლებელია კუმულაცია. პრეპარატი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 სთ-ს. გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის:

  • კანის, ყურების, თვალების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად, კუნთებში, ვენაში ინექციების სახით, ინტრათეკალურად.

კუნთებში და ვენაში შეყვანისას პრეპარატის დღეღამური დოზა შეადგენს 1.5-2.5 მგ-ს/კგ წონაზე, ხოლო სხვა გზით შეყვანისას პოლიმიქსინის დოზის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზიები, მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა; დაავადების მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში – ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა, სუნთქვის დამბლა და აპნოე.

შარდ–გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰემატურია, პროტეინურია, ტუბულარული ნეკროზი (პრეპარატის ვენაში შეყვანისას).

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.

ადგილობრივი რეაქციები: გაღიზიანება და ტკივილი ინექციის ადგილზე (კუნთებში ინექციის დროს), ტვინის გარსების გაღიზიანება (პრეპარატის ინტრათეკალური შეყვანისას).

უკუჩვენებები

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* დაფის აპკის პერფორაცია, კანის ზედაპირის ვრცელი დაზიანებები (პრეპარატის გარეგანი გამოყენების დროს).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, აგრეთვე ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევით მიმდინარე დაავადებების (მათ შორის მიასთენიის) დროს. აღნიშნულ შემთხვევებში აუცილებელია პრეპარატის დოზის კორექცია და თირკმელების ფუნქციის კონტროლი.

♦ პრეპარატის პარენტერულად გამოყენებისას აუცილებელია პოლიმიქსინ B-ს კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი სისხლის პლაზმაში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

– პოლიმიქსინ B-ს კომბინაცია შესაძლებელია ნეომიცინთან, ბაციტრაცინთან, ნისტატინთან, ტრიმეტოპრიმთან;

– ქლორამფენიკოლთან, ტეტრაციკლინთან, სულფანილამიდებთან და ტრიმეტოპრიმთან პრეპარატის კომბინაციით ადგილი აქვს სინერგიზმს;

– პოლიმიქსინის კომბინაციით ზოგად სანარკოზო საშუალებებთან, ნოვოკაინამიდთან, პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტებთან აღინიშნება ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გაძლიერება.

პოლივიტი – POLYVIT – ПОЛИВИТ

მწარმოებელი: ABDY IBRAHIM Ilac. San.ve Tic. A. S., თურქეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინების კომბინაცია ბავშვებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

ვიტამინი A …………………….1500 სე
ვიტამინი B1 ……………………1 მგ
ვიტამინი B2
(ნატრიუმის ფოსფატი) ………..
1.2 მგ
ვიტამინი B6 ……………………2 მგ
ნიკოტინამიდი
(ვიტამინი PP) …………………
7 მგ
D-პანტენოლი ………………….3 მგ
ვიტამინი C …………………….25 მგ
ვიტამინი D3 ……………………400 სე
ვიტამინი E ……………………..5მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

შაქარი, ნატრიუმის საქარინი, მეთილისა და პროპილის პარაბენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი A: ცხიმში ხსნადი ვიტამინი, აუცილებელია ზრდისათვის, ასევე მონაწილეობს ეპითელური ქსოვილის დაცვისა და რეგენერაციის პროცესში. ეფექტურია ღამის მხედველობის დარღვევების მკურნალობისას,.

B ჯგუფის ვიტამინები: წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინები გვევლინებიან ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშიწყლოვანი ცვლის კატალიზატორებად. ვიტამინი B1 წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის მთავარ კოენზიმს. ვიტამინი B2 ასრულებს მთავარ როლს საკვები ნივთიერებებისაგან მიღებული ენერგიის ხარჯვაში. ვიტამინი B6 უპირველესად მონაწილეობს ცილოვან ცვლაში, შემდეგ ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლებში. გარდა ამისა მონაწილეობას იღებს ჰემოგლობინის სინთეზში.

ნიკოტინამიდი: წყალში ხსნადი PP ჯგუფის ვიტამინი ნიკოტინამიდი, გადაიქცევა რა ორგანიზმში ფერმენტ ნიკოტინამიდ დინუკლეოტიდად (ნად) და ნიკოტინამიდ დინუკლეოტიდ ფოსფატად (ნადფ), მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის ელექტრონულ რეაქციებში.

D-პანტენოლი: წყალში ხსნადი ვიტამინი, მონაწილეობს კოენზიმ A-ს ერთ-ერთი კომპონენტის შექმნაში, რომელიც ასრულებს მთავარ როლს ნახშირწყლოვან, ცხიმოვან და ცილოვან ცვლებში.

ვიტამინი C: წყალში ხსნადი ვიტამინი, წარმოადგენს მრავალი ფერმენტული და ინტრაცელულური ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის კატალიზატორს. მონაწილეს ნორმალური კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებში, კოლაგენის და სხვა უჯრედშიდა ნივთიერებების სინთეზში, ასევე ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.

ვიტამინი D: ცხიმში ხსნადი ვიტამინი, მონაწილეობს კალციუმ-ფოსფოროვანი ბალანსის შენარჩუნებაში. ასევე ძვლის მინერალიზაციის პროცესებში.

ვიტამინი E – იცავს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალ უჯერ ცხიმოვან მჟავებს. ხელს უშლის რა თავისუფალი რადიკალების და კანცეროგენული ნიტროზამინების წარმოქმნას, უზრუნველყოფს იმ ქსოვილების ნორმალურ ფუნქციონირებას, რომლებსაც აქვთ მეზოდერმული წარმოშობა (გლუვი კუნთები, სისხლძარღვები, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკო).

ჩვენებები:

  • კვებასთან დაკავშირებული ზრდისა და განვითარების დარღვევები ბავშვებში;
  • ჰიპოვიტამინოზისას და ნორმალური კვების შენარჩუნების მიზნით;
  • გადატანილი ინფექციური დაავადებების და ოპერაციების შემდეგ, სისუსტისა და ადვილად დაღლილობის შემთხვევაში, ასევე ორსულებსა და მეძუძურ დედებში;
  • არაბალანსირებული დიეტით გამოწვეული ვიტამინების დეფიციტის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება:

ბავშვები: 3 თვიდან 1 წლამდე ასაკის 5 მლ (1 საზომი კოვზი) ერთხელ დღეში;

1-დან 5 წლამდე ასაკის -7.5 მლ (1.5 საზომი კოვზი) ერთხელ დღეში;

5 წელზე ზევით ასაკის – 10 მლ (2 საზომი კოვზი) ერთხელ დღეში;

ორსულები და მეძუძური დედები – 10 მლ (2 საზომი კოვზი ერთხელ დღეში.

პოლივიტის გამოყენება შესაძლებელია როგორც მზა სიროფის სახით, ასევე წყალში, წვენსა და ფაფაში შერეული სახით.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერვიტამინოზთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ეროზიული ცვლილებები და ძალიან იშვიათად სიცხის შეგრძნება და სისუსტე, დაკავშირებული ნიკოტინამიდის მოქმედებასთან.

უკუჩვენებები:

უკუნაჩვენებია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზის განვითარება.

◄ ორსულებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან, ვიტამინის ჰიპერდოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტერატოგენული ეფექტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– რეტინოიდშემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გაზრდა.

– ბარბიტურატებმა და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება D ვიტამინის აქტივობის შემცირება გამოიწვიოს.

– ნიაცინთან და განგლიობლოკატორებთან თანადროული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდა.

ვიტამინმა B6 შეიძლება მოგვცეს მცდარი შედეგი ერლიხის მეთოდით ურობილინოგენის განსაზღვრისას.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დავიწყოთ სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

პოლიდექსა ფენილეფრინით – POLYDEXA with Phenylephrine – ПОЛИДЕКСА С ФЕНИЛЭФРИНОМ

საერთაშორისო დასახელება: Dexamethasone+Neomycin+Polymyxin B+Phenylephrine

E. BOUCHARA, საფრანგეთი

მწარმოებელი: Laboratoires du Docteur

E. BOUCHARA, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ნეომიცინი+პოლიმიქსინი+დექსამეტაზონი+ფენილეფრინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი+ანტიბიოტიკი+სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალება

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაზალური სპრეი: პლასტიკურ ფლაკონში 15 მლ, პულვერიზატორით.

1 მლ

ნეომიცინის სულფატი ………………………………….    10 მგ (6500 სე)

პოლიმიქსინის B სულფატი …………………………….    10 000 სე

დექსამეტაზონის მეტასულფობენზოატი …………….     250 მკგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ………………….        2.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ლითიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, ლითიუმის ჰიდროქსიდი, მაკროგოლი 4000, პოლისორბიტი 80, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოთხი აქტიური კომპონენტის საშუალებით პრეპარატი მოქმედებს ცხვირის ღრუს, ცხვირხახის და ცხვირის წიაღების ინფექციურ-ანთებითი პროცესების აპათოგენეზის სხვადასხვა რგოლზე.

განსხვავებული ჯგუფის ორი ანტიბიოტიკის კომბინაცია – ნეომიცინი და პოლიმიქსინი B მნიშვნელოვნად აფართოებს პრეპარატის მოქმედების ანტიმიკრობულ სპექტრს და განაპირობებს მის ბაქტერიციდულ აქტივობას ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევთა უმეტესობის მიმართ. პრეპარატში შემავალი გლუკოკორტიკოიდი დექსამეტაზონი ანთებით გამოვლინებებს უმოკლეს დროში ამცირებს.

ადრენომიმეტიკი ფენილეფრინი ვაზოკონსტრიქტორულ მოქმედებას ახდენს და ეფექტურად ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანის შეშუპებას რაც ცხვირის წიაღების ხოანების გამავლობის აღდგენას უწყობს ხელს. ნაზალური სპრეი პოლიდექსა ფენილეფრინით შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული არა მარტო კომპლექსურ თერაპიაში, არამედ მონოთერაპიის სახითაც ზედა სასუნთქი გზების რიგი ანთებითი დაავადებების დროს.

ჩვენებები:

  • რინოფარინგიტის, სინუსიტის, ადენოიდიტის ადგილობრივი მკურნალობა;
  • ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ენდონაზალური ჩარევის დროს;
  • ანთებითი პროცესის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: ერთჯერადი შესხურება ყოველ ნესტოში 3-5-ჯერ დღეში.

ბავშვებში: 2.5 წლიდან 15 წლამდე: ერთჯერადი შესხურება ყოველ ნესტოში 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ 5-10 დღე. გამოყენების დროს სასურველი ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერა.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლოა განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენებები:

* ეჭვი გლაუკომაზე;

* მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებით თერაპია;

* ალბუმინურიით მიმდინარე თირკმლის დაავადებები;

* ორსულობა და ძუძუთი კვება;

* 2.5 წლამდე ასაკის ბავშვები;

* პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში სიმპატომიმეტიკის არსებობის გამო, ფრთხილად გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული უკმარისობისა და ჰიპერთირეოიდიზმის მქონე პაციენტებში.

◄ პრეპარატი შეიცავს კომპონენტებს, რომელმაც შესაძლოა დოპინგ-კონტროლის დროს დადებითი რეზულტატი განაპირობოს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პოლიდექსა – POLYDEXA – ПОЛИДЕКСА

საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHASONE; NEOMYCIN; POLYMYXIN B

მწარმოებელი: Laboratoires du Docteur

E.BOUCHARA, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ნეომიცინი+პოლიმიქსინი+დექსამეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი+ანტიბიოტიკი+სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალება

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ყურის წვეთები: ფლაკონში 10.5 მლ, საწვეთურით.

1 მლ

ნეომიცინის სულფატი ……………………………..       10 მგ (6500 სე)

პოლიმიქსინის სულფატი ………………………..       10 000 სე

დექსამეტაზონის მეტასულფობენზოატი ………            1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლითიუმის ქლორიდი, თიომერსალი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიკოლ-პოლიეთილენი 400, პოლისორბიტი 80, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ფლობს ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატის ეფექტურობა განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური მოქმედებითა და ორი ბაქტერიციდული ანტიბიოტიკის ანტიბაქტერიული ეფექტით.

ჩვენებები:

  • გარეთა ყურის ანთება, გარეთა სასმენი მილის ინფექციური ეზემა;
  • შუა ყურის მწვავე ანთება (დაფის აპკის დაზიანების გარეშე).

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა საშუალოდ 7-10 დღე. გამოიყენება 1-5 წვეთი 2-ჯერ დღეში 6-10 დღე. გამოყენების წინ მიზანშეწონილია ფლაკონის შეთბობა, რათა თავიდან იქნას აცილებული უსიამოვნო შეგრძნება ყურში ცივი სითხის მოხვედრის გამო.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლოა განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენებები:

* დაფის აპკის ინფექციური ან ტრავმული დაზიანება;

*პრეპარატის ერთ-ერთ კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაფის აპკის დათვალიერება. მისი მთლიანობის დარღვევის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული სმენისა და ვესტიბულარულ აპარატზე მისი ტოქსიკური მოქმედების რისკის გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პოლიგლუკინი – POLYGLUCIN – ПОЛИГЛЮКИН

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება:
დექსტრანი.
მწარმოებელი: LIQVOR Pharmaceuticals, სომხეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა::

საინფუზიო ხსნარი 6%, უფერო ან მოყვითალო გამჭვირვალე სითხე.

დექსტრანის ………………………………… 70 – 60 გ/ლ;

ნატრიუმის ქლორიდი  …………………………. 9 გ/ლ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სადეტოქსიკაციო საშუალებები. პლაზმისა და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პლაზმას შემცვლელი ანტიშოკური ჰემოდინამიური მოქმედების პრეპარატი.

პოლიგლუკინი – ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული დექსტრანის (გლუკოზის პოლიმერის) საშუალო მოლეკულარული ფრაქციის 6% ხსნარი.

შედარებით დიდი მოლეკულარული მასის გამო პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დექსტრანი ნელა აღწევს სისხლძარღვების კედლებში და სისხლის კალაპოტში შეყვანისას მასში დიდხანს ცირკულირებს. მაღალი ოსმოსური წნევის შედეგად, რომელიც დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება სისხლის პლაზმის ცილების ოსმოსურ წნევას, ის ძალიან ნელა შედის სისხლძარღვის კედელში და ხანგრძლივად ცირკულირებს სისხლის კალაპოტში, ამ დროს ახდენს ჰემოდინამიკის ნორმალიზებას სითხის კონცენტრაციის გრადიენტის მიხედვით დინების ხარჯზე – ქსოვილებიდან სისხლძარღვებში. სწრაფად ზრდის და ხანგრძლივად ანარჩუნებს მაღალ დონეზე არტერიულ წნევას, ამცირებს ქსოვილების შეშუპებას.

ფარმაკოკინეტიკა:

24 საათში პრეპარატის ინფუზიის შემდეგ დექსტრანის კონცენტრაცია მცირდება შეყვანილი რაოდენობის დაახლოებით 40%-მდე.

დექსტრანები არატოქსიურია, გამოიყოფა ძირითადად თირკმლების მეშვეობით (პირველ დღე-ღამეში დაახლოებით 50%). დარჩენილი ნაწილი გადადის რეტიკულოენდოთელურ სისტემაში, სადაც თანდათანობით იშლება გლუკოზამდე. მცირე რაოდენობა გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნახშირწყლოვან ცვლაში მონაწილეობას არ ღებულობს.

ჩვენებები:

  • ცნს-ის ანთება შოკის (ოპერაციული, ტრავმული, პოსტჰემორაგიული, დამწვრობის), სისხლის მწვავე დაკარგვის, ინტოქსიკაციის შედეგად შოკის, სეფსისისა და სხვ. დროს.

უკუჩვენებები:

* თავის ქალას ტრავმები, რომლებიც მიმდინარეობს ქალაშიდა წნევის მომატებით; მაღალი არტერიული წნევა;

* ასევე ყველა შემთხვევაში, რომლებშიც სითხის დიდი დოზებით ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია.

* პოლიგლუკინის გადასხმა ნაჩვენები არ არის გახანგრძლივებული ი/ვ სისხლდენისას (ფილტვების, თირკმელების და სხვ.), გარდა ჰემოდინამიკის მძიმე დარღვევების განვითარების შემთხვევებისა (არტერიული წნევის დაცემა სინდიყის 60მმ-ზე ქვემოთ). ასეთ შემთხვევებში პოლიგლუკინის ნაკადით გადასხმა იძლევა არტერიული წნევის აწევის საშუალებას კრიტიკულ დონეზე ზემოთ, რის შემდეგაც უნდა მოხდეს სისხლის, პლაზმის გადასხმაზე გადასვლა.

სიფრთხილით:

სიფრთხილით ნიშნავენ თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის დროს ან ნატრიუმის ქლორიდის შეყვანის შეზღუდვის აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატი მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეყავთ.

დოზირება:

ინტრავენურად წვეთოვნად. პოლიგლუკინის დოზა და შეყვანის სიჩქარე შეირჩევა ავადმყოფის მდგომარეობის, არტერიული წნევის ზომის, პულსის სიხშირის, ჰემატოკრიტის, სუნთქვის სიხშირის, კანის საფარველის შეფერილობის შესაბამისად.

განვითარებული შოკის დროს პოლიგლუკინი შეჰყავთ ი/ვ ნაკადით, დოზით 400-დან 500მლ-მდე ერთ შეყვანაზე და შემდეგ აგრძელებენ პრეპარატის წვეთოვან შეყვანას. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 2000 მლ-მდე.

ნორმასთან მიახლოებულ ციფრებამდე არტერიული წნევის აწევისას მიზანშეწონილია გადასვლა პრეპარატის წვეთოვანი მეთოდით შეყვანაზე. 500 მლ-ზე მეტი სისხლის დაკარგვის და გამოხატული ანემიზაციის დროს მიზანშეწონილია პოლიგლუკინის გადასხმის შერწყმა სისხლის გადასხმასთან.

პოლიგლუკინის გადასხმა არ გამორიცხავს შოკის საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებათა ჩატარების აუცილებლობას (გაუტკივარება, საგულე, მატონიზირებელი და ჰორმონალური პრეპარატების მიცემა და ა.შ.).

ოპერაციების დროს, ოპერაციული შოკის პროფილაქტიკის მიზნით პოლიგლუკინის ი/ვ შეყვანა უნდა მოხდეს წვეთოვნად ნაკადობრივზე გადასვლით არტერიული წნევის ვარდნის შემთხვევაში. არტერიული წნევის მკვეთრად დაწევისას (სინდიყის 60მმ-ზე ქვემოთ) დაფუძნებულია პრეპარატის ინტრა არტერიული შეყვანის მეთოდი დოზით 400 მლ-მდე (იშვიათად მეტი). პოსტოპერაციულ პერიოდში პოლიგლუკინის ნაკად– წვეთოვანი შეყვანა წარმოადგენს პოსტოპერაციული შოკის პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებას.

ბავშვებში პრეპერატს ნიშნავენ დოზით 10-15 მლ/კგ.

დამწვრობითი შოკის მკურნალობის დროს პოლიგლუკინის რაოდენობა და შეყვანის სიჩქარე დამოკიდებულია დაზარალებულის საერთო მდგომარეობაზე. პირველ 24 საათში შეიძლება შეყვანილ იქნეს 2000 მლ-მდე, შემდე 24 საათში – პოლიგლუკინის 1500 მლ-მდე;

ბავშვებში პირველ 24 საათში შეჰყავთ 40-50 მლ/კგ, შემდეგ დღე-ღამეში – 30 მლ/კგ. ფართო და ღრმა დამწვრობებისას პოლიგლუკინით მკურნალობა უნდა შეუთავსდეს პლაზმის, ალბუმინის, გამა-გლობულინის შეყვანას, ხოლო სხეულის ზედაპირის 30-40%-ზე მეტი დამწვრობისას – სისხლის გადასხმას.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: სიცხის შეგრძნება, შემცივნება, ცხელება, გულისრევა, კანზე გამონაყარი;

შესაძლებელი ანაფილაქსიური რეაქციები ჰიპოტონიისა და სისხლძარღვოვანი კოლაფსის განვითარებით, ოლიგურია. ამ შემთხვევებში ინიშნება კალციუმის პრეპარატები, ანტიჰისტამინური, გულ-სისხლძარღვოვანი და სხვა საშუალებები.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, ნიშნავენ კრისტალოიდურ ხსნარებს, საგულე პრეპარატებს.

წამლებთან ურთიერთმოქმედება:

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სისხლის დინებაზე მოქმედ, არტერიული წნევის ამწევ, საშარდე პრეპარატებს.

განსაკუთრებული მითითებანი:

პრეპარატის შეყვანა შეიძლება მხოლოდ წინასწარ გაკეთებული ბიოლოგიური სინჯის შემდეგ, გარდა შოკური მდგომარეობის დროს ურგენტული დახმარების გაწევის შემთხვევების;

ანაფილატოიდური რეაქციების შესაძლო განვითარების გამო პრეპარატის ინფუზიის შემდგომ, ხსნარის პირველი 10-15 მლ შეყვანა საჭიროა ნელა, პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვებით. აუტანლობის რეაქციის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ შეწყდეს ინფუზია და დაიწყოს შემდეგი გადაუდებელი ღონისძიებები:

– სუბიექტური ჩივილების დროს (ტკივილი ზურგში, გულისრევა) – ინფუზიის შეწყვეტა;

– კანის გამოვლინენების დროს (სახის, კისრის შეწითლება, ჯინჭრის ციება და სხვ) – ანტიჰისტამინური პრეპარატების შეყვანა;

– გულის შეკუმშვების სიხშირის მომატებისას და სისხლის სისტოლური წნევის დაქვეითებისას 90-მდე – ინტრავენურად კორტიკოსტეროიდების შეყვანა (მაგალითად, 100 მგ პრედნიზოლონი);

– სუნთქვის გაძნელებისას და შოკის დროს – მაღალი დოზებით კორტიკოსტეროიდების (მაგალითად 1 გრ პრედნიზოლონი), ჟანგბადის, ადრენალინის (წვეთოვანი) შეყვანა და მოცულობის შევსება მოცულობის ჩანაცვლების საშუალებები;

– გულისა და სუნთქვის გაჩერების დროს – რეანიმაციის ღონისძიებები.

შენახვის პირობები:

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას -10°-დან +20°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი, პრეპარატი გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით.

პოლეზინი (წვეთები) – POLLEZIN (drops) – ПОЛЛУЗИН (капли)

საერთაშორისო დასახელება:

LEVOCETIRIZINE

მწარმოებელი: სს ფარმაცევტული ქარხანა “ეგისი”, უნგრეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები; მესამე თაობის პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5მგ/მლ წვეთები 20მლ ფლაკონი # 1

შიგნით მისაღები პრეპარატი პოლეზინი 5 მგ/მლ წვეთების შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

ხსნარის ყოველი მილილიტრი შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის 5 მგ-ს (რაც შეესაბამება ლევოცეტირიზინის 4,21 მგ-ს).

სხვა კომპონენტები: გლიცერინი 85%, პროპილენგლიკოლი, საქარინის ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, განუზავებელი ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება პრეპარატი პოლეზინი შიგნით მისაღები წვეთები და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში

გამჭირვალე უფერო უსუნო ან ძმარმჟავას სუსტი სუნის მქონე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნალექს.

შეფუთვა: 20 მლ მოცულობის სახრახნი სახურავის კუთხვილის მქონე ყავისფერი შუშის ფლაკონები, პოლიეთილენის საწვეთურით და პოლიეთილენის შიდა შრის მქონე პოლიპროპილენის სახურავით, აღჭურვილია ბავშვების მიერ გახსნის საწინააღმდეგო სპეციალური დამცავით და პირველი გახსნის კონტროლით.

ჩვენებები:

პოლეზინი გამოიყენება ალერგიული დარღვევების სამკურნალოდ. მისი აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება ანტიჰისტამინური საშუალებების სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ახდენენ H-1 რეცეპტორების ბლოკირებას.

მოზარდებში და 2 წელზე უფროს ბავშვებში იგი გამოიყენება ისეთი ალერგიული მდგომარეობების სიმპტომებისა და ნიშნების (ცემინება, გამონადენი ცხვირიდან, სურდო, სიმპტომები თვალების და კანის მხრიდან) სამკურნალოდ, როგორიცაა მაგალითად:

-ცხელება,

-მუდმივი ალერგიული რინიტი,

-ჭინჭრის ციება.

მიღების წესები და დოზები:

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის მკაცრი დანიშნულების მიხედვით. თუ თქვენ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

წვეთების საჭირო რაოდენობა იზომება სუფრის კოვზზე ან წყლის ჭიქაში წვეთოვანის დახმარებით. წვეთები უნდა მიიღოთ დაუყოვლებლივ გახსნის შემდეგ, საკვებისგან დამოუკიდებლად.

კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჩივილების სახეზე, ხანგრძლივობაზე და დინამიკაზე. ჩვეულებრივ, ცხელების მკურნალობა გრძელდება 3-6 კვირა.

ჩვეულებრივი დოზები:

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში: 1–ჯერ1 მლ წვეთი დღეში (= წვეთოვანიდან 1მლ=20 წვეთი). (5 მგ დღეში ერთხელ).

6-12 წლამდე ასაკის მოზარდებში: 1–ჯერ 1 მლ წვეთი დღეში (= წვეთოვანიდან 1მლ=20 წვეთი). (5 მგ დღეში ერთხელ).

2-6 წლამდე ასაკის მოზარდებში: 2–ჯერ 0,25 მლ წვეთი დღეში (= წვეთოვანიდან 0.25=5 წვეთი). (ყოველდღიურად 2,5 მგ ორ მიღებად განსხვავებული დოზით: 2–ჯერ 1,25 მგ).

შესაძლებელია, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შემცირებული დოზის მიცემა. ეს დამოკიდებულია თირკმელების დაზიანების სიმძიმეზე.

მიღების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.

თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების ერთდროული დარღვევების მქონე პაციენტებში, თირკმელების დაზიანების სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია შემცირებული დოზის მიცემა. მიღების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები:

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატები, პოლეზინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ წარმოიშვებიან ყველა პაციენტში.

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს

ხშირი:

(100-დან 1-10 პაციენტში)

პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გადაღლა, ძილიანობა.

არახშირი:

(100-დან 1 პაციენტზე ნაკლებს)

შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი მუცელში.

ძალიან იშვიათი:

(10000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს)

ალერგია, ქოშინი, გულისრევა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, ჭინჭრის ციება, სხეულის წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

თუ თქვენ განიცდით ნებისმიერ ზემოთ ნახსენები გვერდითი ეფექტიდან რომელიმეს, გთხოვთ, მიმართეთ ექიმს, რომელიც შეაფასებს სიმპტომების სიმძიმეს და მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ქმედებების შესახებ.

ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოჩენისას (პირის და/ან ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, სახის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში ან მსტვინავი სუნთქვა, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება კოლაფსის ან შოკის განვითარებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი) შეწყვიტეთ პრეპარატი პოლეზინის მიღება და მიმართეთ ექიმს.

მძიმე გვერდითი ეფექტების, ან მოცემულ ინსტრუქციაში არ ხსენებული ეფექტების განვითარების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება:

არ მიიღოთ პოლეზინი შემდეგ შემთხვევებში:

-თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ან ე.წ. ,,პიპერაზინის წარმოებულებზე’’;

-თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.

პრეპარატი პოლეზინის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს

აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს შემდეგი ინფორმაცია:

-თქვენი წინამორბედი და მიმდინარე დაავადებები,

-სხვა წამლებზე ნებისმიერი ალერგიული რეაქცია,

-თუ თქვენ ხართ ორსულად, ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე ან გეგმავთ ორსულობას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიიღეთ ექიმის რჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა არ გამოავლინეს ლევოცეტირიზინის მავნე ზემოქმედება, პოლეზინის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექიმი თვლის ამას სრულიად საჭიროდ.

პრეპარატი პოლეზინის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა რძესთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები:

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა:

შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა სიფხიზლის, რეაქციის დროის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის დონის დარღვევის ნიშნები ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზის მიღების შემდეგ. თუმცა, პრეპარატი პოლეზინის მიღების დროს, ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ძილიანობა, გადაღლა ან ასთენია. ამიტომ, პირებმა, რომლებიც აპირებენ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებას ან მექანიზმების მართვას, უნდა შეასრულონ ექიმის მიერ მითითებული შეზღუდვები და აკრძალვები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი პოლეზინის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ:

პოლეზინის წვეთებმა 5 მგ/მლ შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით), ვინაიდან შეიცავენ მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს.

ჭარბი დოზირება:

მოზრდილებში ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ბავშვებში თავდაპირველად შეიძლება განვითარდეს აგზნებადობა და მოუსვენრობა, რომელიც შემდეგ იცვლება ძილიანობით.

თუ თქვენ თვლით, რომ მიიღეთ პოლეზინის წვეთები ჭარბად, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ქმედებების თაობაზე.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პოლეზინის მიღება

დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. უბრალოდ დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღების დროს, და, მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ნორმალური დოზა.

თუ თქვენ წინასწარ წყვეტთ პრეპარატი პოლეზინის მიღებას

დანიშნულ ვადაზე ადრე პოლეზინის წვეთების მიღების შეწყვეტა არ არის ზიანის მომტანი იმ მხრივ, რომ დაავადების სიმპტომები მხოლოდ თანდათან განახლდებიან, არ მოხდება მათი დამძიმება, ვიდრე ეს იყო პრეპარატი პოლეზინის მიღებამდე.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენ წარმოგეშვათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც თქვენ იღებთ ან იღებდით ახლო წარსულში, მათ შორის იმ პრეპარატების შესახებ, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

პრეპარატი პოლეზინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საჭიროა თავი აარიდოთ ამ პრეპარატის და ალკოჰოლური სასმელების ერთდროულ მიღებას, ვინაიდან მგრძნობიარე პაციენტებში ლევოცეტიზირინის და ალკოჰოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:

შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25ºC. არ გაყინოთ.

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

წვეთები უნდა იქნეს გამოყენებული ფლაკონის გახსნიდან ოთხი კვირის განმავლობაში.

ვარგისიანობა: 3 წელი

არ გამოიყენოთ პრეპარატი პოლეზინი კოლოფზე ან ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ (წელი/თვე). ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი)

პოლეზინი (ტაბლეტი) – POLLEZIN (tab) – ПОЛЕЗИН (табю)

საერთაშორისო დასახელება:

LEVOCETIRIZINE

მწარმოებელი: სს ფარმაცევტული ქარხანა “ეგისი”, უნგრეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები; მესამე თაობის პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
5 მგ ტაბლეტი #14
პრეპარატი პოლეზინი 5 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ……….. 5 მგ-ს (რაც შეესაბამება ლევოცეტირიზინის 4,21 მგ-ს).
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის კოლოიდური უწყლო ოქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (37,9 მგ), ჰიდროქსიპროპილცელულოზა დაბალი ხარისხის ჩანაცვლებით (L-HPC-11), მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: თეთრი ოპადრი II 33G28523; შემადგენლობა: მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა 2910, ლაქტოზას მონოჰიდრატი (1,05 მგ), ტრიოცეტილგლიცერინი.

თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორივე მხრიდან ზომიერად ამობურცული, უსუნო ან თითქმის უსუნო შემოგარსული ტაბლეტები. გრავირება: ტაბლეტის ერთ მხარეზე გრავირებული არის სტილიზებული ასო E, მეორე მხარეზე- ნომერი 281.

ჩვენებები:
პოლეზინი გამოიყენება ალერგიული დარღვევების სამკურნალოდ.

მისი აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება ანტიჰისტამინური საშუალებების სამკურნალო პრეპარატების კლასს, რომლებიც ახდენენ H-1 რეცეპტორების ბლოკირებას.
მოზარდებში და 6 წელზე უფროს ბავშვებში ის გამოიყენება ისეთი ალერგიული მდგომარეობების სიმპტომებისა და ნიშნების (ცემინება, გამონადენი ცხვირიდან, სურდო, სიმპტომები თვალების და კანის მხრიდან) სამკურნალოდ, როგორიცაა მაგალითად:
-ცხელება,
-მუდმივი ალერგიული რინიტი,
-ჭინჭრის ციება.
მიღების წესები და დოზები:
ყოველთვის მიიღეთ შემოგარსული ტაბლეტები ექიმის მკაცრი დანიშნულების მიხედვით. თუ თქვენ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
შემოგარსული ტაბლეტების გადაყლაპვა საჭიროა მთლიანად, სითხის დაყოლებით; მათი მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად.
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჩივილების სახეზე, ხანგრძლივობაზე და დინამიკაზე. ჩვეულებრივ, ცხელების მკურნალობა გრძელდება 3-6 კვირა.
ჩვეულებრივი დოზები:
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში: 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ (1=5 მგ).
6-12 წლამდე ასაკის მოზარდებში: 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ (1=5 მგ).
2-6 წლამდე ასაკის მოზარდებში, მკურნალობის უსაფრთხოების მიზნით, რეკომენდებულია შიგნით მისაღები პოლეზინის წვეთების გამოყენება.
შესაძლებელია, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შემცირებული დოზის მიცემა. ეს დამოკიდებულია თირკმელების დაზიანების სიმძიმეზე. მიღების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.
თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების ერთდროული დარღვევების მქონე პაციენტებში, თირკმელების დაზიანების სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია შემცირებული დოზის მიცემა. მიღების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები:
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატები, პრეპარატმა პოლეზინმა, 5 მგ-იანმა შემოგარსულმა ტაბლეტებმა, შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ წარმოიშვებიან ყველა პაციენტში.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამოვლებისას მიმართეთ ექიმს
ხშირი:
(100-დან 1-10 პაციენტში)
პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გადაღლა, ძილიანობა.
არახშირი:
(100-დან 1 პაციენტზე ნაკლებს)
შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი მუცელში.
ძალიან იშვიათი:
(10000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს)
ალერგია, ქოშინი, გულის რევა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, ჭინჭრის ციება, სხეულის წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
თუ თქვენ განიცდით ნებისმიერ ზემოთ ნახსენები გვერდითი ეფექტიდან რომელიმეს, გთხოვთ, მიმართეთ ექიმს, რომელიც შეაფასებს სიმპტომების სიმძიმეს და მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ქმედებების შესახებ.
ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოჩენისას (პირის და/ან ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, სახის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში ან მსტვინავი სუნთქვა, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება კოლაფსის ან შოკის განვითარებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი) შეწყვიტეთ პრეპარატი პოლეზინის 5 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს.
მძიმე გვერდითი ეფექტების, ან მოცემულ ინსტრუქციაში არ ხსენებული ეფექტების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება:
არ მიიღოთ პოლეზინი შემდეგ შემთხვევებში:
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ან ე.წ. ,,პიპერაზინის წარმოებულებზე’’;
-თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.
პრეპარატი პოლეზინის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს შემდეგი ინფორმაცია:
-თქვენი წინამორბედი და მიმდინარე დაავადებები;
-სხვა წამლებზე ნებისმიერი ალერგიული რეაქცია;
-თუ თქვენ ხართ ორსულად, ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე ან გეგმავთ ორსულობას.
ორსულობა და ლაქტაცია:
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიიღეთ ექიმის რჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა არ გამოავლინეს ლევოცეტირიზინის მავნე ზემოქმედება, პოლეზინის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექიმი თვლის ამას სრულიად საჭიროდ. პრეპარატი პოლეზინის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა რძესთან ერთად
განსაკუთრებული მითითებები:
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა:
შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა სიფხიზლის, რეაქციის დროის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის დონის დარღვევის ნიშნები ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზის მიღების შემდეგ. თუმცა, პრეპარატი პოლეზინის მიღების დროს, ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ძილიანობა, გადაღლა ან ასთენია. ამიტომ, პირებმა, რომლებიც აპირებენ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებას ან მექანიზმების მართვას, უნდა შეასრულონ ექიმის მიერ მითითებული შეზღუდვები და აკრძალვები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი პოლეზინის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ შემოგარსული ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას. საჭიროა ამ ინფორმაციის გათვალისწინება იმ ავადმყოფებისთვის პრეპარატის დანიშვნისას, რომლებსაც აქვთ ლაქტოზის აუტანლობა. თუ ექიმმა შეგატყობინათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ მას რჩევისთვის.
ჭარბი დოზირება:
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი პოლეზინი ჭარბად
მოზრდილებში ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ბავშვებში თავდაპირველად შეიძლება განვითარდეს აგზნებადობა და მოუსვენრობა, რომელიც შემდეგ იცვლება ძილიანობით.
თუ თქვენ თვლით, რომ მიიღეთ პრეპარატი პოლეზინის შემოგარსული ტაბლეტები ჭარბად, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ქმედებების თაობაზე.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პოლეზინის მიღება
დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. უბრალოდ დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღების დროს, და, მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ნორმალური დოზა.
თუ თქვენ წყვეტთ პრეპარატი პოლეზინის მიღებას
დანიშნულ ვადაზე ადრე პრეპარატი პოლეზინის მიღების შეწყვეტა არ არის ზიანის მომტანი იმ მხრივ, რომ დაავადების სიმპტომები მხოლოდ თანდათან განახლდებიან, არ მოხდება მათი დამძიმება, ვიდრე ეს იყო პრეპარატი პოლეზინის მიღებამდე.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენ წარმოგეშვათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც თქვენ იღებთ ან იღებდით ახლო წარსულში, მათ შორის იმ პრეპარატების შესახებ, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
პრეპარატი პოლეზინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საჭიროა თავი აარიდოთ ამ პრეპარატის და ალკოჰოლური სასმელების ერთდროულ მიღებას, ვინაიდან მგრძნობიარე პაციენტებში ლევოცეტიზირინის და ალკოჰოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ნერვულ სისტემაზე.
შენახვის პირობები:
შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 300C.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა:

3 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი პოლეზინი 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ (წელი/თვე). ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი)

პოზიდექსი – POSIDEX – ПОЗИДЕКС

საერთაშორისო დასახელება:

ETOPOSIDE

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ეტოპოზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო მცენარეული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

ეტოპოზიდი …………..  100 მგ

 

ვრცლად ეტოპოზიდი

პოეტინი – POETIN – ПОЭТИН

საერთაშორისო დასახელება:

ERYTHROPOETIN

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ერითროპოეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემოპოეზის სტიმულატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში

1 ფლ.

ერითროპოეტინი …………….  200 სე

 

ვრცლად ეპოეტინ ბეტა

Don`t copy text!