Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 494

პოსტინორი – POSTINOR – ПОСТИНОР

საერთაშორისო დასახელება:

LEVONORGESTREL

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ლევონორგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰორმონული კონტრაცეპტივი, პროგესტაგენი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 2 ც.

1 ტაბ.

ლევონორგესტრელი ………   750 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პოსტინორის მოქმედების მექანიზმი მთლიანად შესწავლილი არ არის. პრეპარატი მოქმედებს ჰიპოფიზის გონადოტროპულ ფუნქციაზე, რაც იწვევს გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციის შემცირებას.

იგი იწვევს ენდომეტრიუმის ცვლილებებს, რის შედეგადაც ირღვევა კვერცხუჯრედის იმპლანტაციის პროცესი. იგი ზრდის ცერვიკალურ ლორწოს სიბლანტეს, რაც ხელს უშლის სპერამატოზოიდების მიგრაციას.

აღნიშნული დოზით ლევონორგესტრელის გამოყენება, ოვულაციის და განაყოფიერების დათრგუნვისათვის იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სქესობრივი კავშირი მყარდება ოვულაციის წინ (ამ დროს განაყოფიერების შესაძლებლობა შედარებით უფრო მაღალია).

იმ შემთხვევაში, როდესაც საშვილოსნოს ეპითელიუმში ზიგოტის განვითარება უკვე დაწყებულია, პრეპარატით მკურნალობა არაეფექტურია.

ეფექტურობა:

პოსტინორის ტაბლეტების მიღებით შესაძლებელია დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილება დაახლოებით 85%-ით. რაც მეტია დროის ინტერვალი სქესობრივ კავშირსა და პრეპარატის მიღებას შორის, მით ნაკლებია პრეპარატის ეფექტურობა (პირველი 24 სთ-ის განმავლობაში 95%; 24 სთ-დან 48 სთ-მდე 85%; 48 სთ-დან 72 სთ-მდე 58%). არ არსებობს მონაცემები 72 სთ-ის შემდეგ პრეპარატის ეფექტურობის შესახებ.

პოსტინორი რეკომენდებულ დოზაში სისხლის შედედების ფაქტორებზე, ლიპიდებისა და ნახშირწყლების ცვლაზე არ მოქმედებს.

ფარმაკოკინეტიკა:

პოსტინორი პერორალურად მიღებისას სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება.

პრეპარატის ერთი ტაბლეტის მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (საშუალოდ 14.1 მგ/მლ) აღინიშნება 2-4 სთ-ის შემდეგ, რის შემდეგაც მიმდინარეობს ლევონორგესტრელის კონცენტრაციის 2 ეტაპიანი დაქვეითება. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 9-დან 14.5 სთ-ის ფარგლებში.

პოსტინორის მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად დაახლოებით თანაბარი რაოდენობით.

მისი ბიოტრანსფორმაცია სტეროიდების მეტაბოლიზმის მსგავსია.

იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ხოლო მეტაბოლიტები გამოიყოფიან კონიუგატების (გლუკურონიდების) სახით.

პოსტინორს არ ახასიათებს ცნობილი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნის უნარი.

პოსტინორი უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ ალბუმინებს და გლობულინებს. მიღებული დოზის მხოლოდ 1.5 % შრატში იმყოფება თავისუფალ მგომარეობაში. ხოლო 65% სპეციფიკურად დაკავშირებულია სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინებთან.

პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. მიღებული დოზის დაახლოებით 0.1% გადადის დედის რძეში.

ჩვენებები:

  • პოსტინორის ტაბლეტებს იყენებენ დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით სქესობრივი აქტის შემდეგ 72 სთ-ის განმავლობაში, როდესაც კონტრაცეპციის სხვა მეთოდების გამოყენება არ არის შესაძლებელი.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად ენიშნებათ 2 ტაბლეტი.

• შედარებით უფრო საიმედო ეფექტის მისაღებად საჭიროა პირველი ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება ადრე სქესობრივი აქტის შემდეგ (მაგრამ არა უგვიანეს 72 სთ-ისა).

• მეორე ტაბლეტის მიღება ხდება 12 სთ-ის შემდეგ (მაგრამ არა უგვიანეს 16 სთ-სა) პირველი ტაბლეტის მიღებიდან.

• იმ შემთხვევაში, როდესაც ტაბლეტის მიღების შემდეგ 3 სთ-ის განმავლობაში არ აღინიშნება ღებინება, საჭიროა მეორე ტაბლეტის მიღება.

• პოსტინორის ტაბლეტების მიღება ხდება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, წინამორბედი დროული მენსტრუაციის შემთხვევაში.

• სწრაფი ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ მომდევნო მენსტრუაციამდე, აუცილებელია ადგილობრივი ბარიერული (მაგ. კონდომის) ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება.

• პოსტინორის ტაბლეტებთან ერთად შესაძლებელია პერორალური ჩასახვისსაწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებების გამოყენება.

• ბავშვებში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის. დღეისათვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები 16 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენებისიხშირე (%)n=977
გულისრევა23.1
ტკივილი მუცლის ქვედა არეში17.6
გადაღლილობა16.9
თავის ტკივილი16.8
თავბრუსხვევა11.2
სარძევე ჯირკვლების გამკვრივება10.8
ღებინება5.6
სხვადასხვა (დიარეა,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა,
სისხლიანი გამონადენი)
13.5

 

შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის დროებითი დარღვევა, მაგრამ ქალების უმრავლესობაში მომდენვო ოვულაციის პროცესი ნორმალურია. იმ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუალური ციკლის გადავადება ხდება 5 დღეზე მეტი ხნით, საჭიროა გამოირიცხოს შესაძლო ორსულობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;

* დუბინ ჯონსონის და როტორის სინდრომი, სარძევე ჯირკვლის კიბო, თრომბოზები, ჰერპესი, ცხიმოვანი ცვლის მოშლა, არანამშობიარებ ქალებში მწავე და ქვემწვავე ანთებითი დაავადებები შიგნითა და გარეთა სასქესო ორგანოების მხრივ, საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი დაავადებები, უცნობი გენეზის მეტრორაგია, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, ენდომეტრიტი, სალპინგოოფორიტი, ანამნზეში საშვილოსნოს გარე ორსულობა, ღვიძლის მწვავე დაავადებები.

* ორსულობა და ლაქტაცია;

* 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

პოსტინორის მიღება ორსულობის პერიოდში ნებადართული არ არის. პრეპარატის მიღება არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას. პროგესტაგენებით მკურნალობისას ორსულობის დადგომს დროს ეპიდემიოლოგიური კვლევებით პრეპარატის  ტერატოგენული ეფექტი არ აღინიშნება.

პოსტინორი გადადის დედის რძეში. პრეპარატის პოტენციური ზემოქმედების დაქვეითება შესაძლებელია ორივე ტაბლეტის სწრაფად მიღებით ძუძუთი კვების შემდეგ და შემდგომში ძუძუთი კვების შეწყვეტით.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სწრაფად მოქმედი პოსტინორის ტიპის საშუალებების გამოყენება შესაძლებლია მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში. იგი არ ცვლის რეგულარულად მისაღებ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. ზოგჯერ ამგვარი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებით შესაძლებელია ორსულობის განვითარება.

◄ იმ შემთხვევაში, როდესაც ქალს ექიმთან ვიზიტის დროს არ ახსოვს სქესობრივი კავშირის ზუსტი დრო, ან იგივე მენსტრუალური ციკლის დროს 72 სთ-ით ადრე ადგილი ჰქონდა დაუცველ სქესობრივ კავშირს, შესაძლებელია განაყოფიერება. ამ დროს მეორე სქესობრივი კავშირის შემდეგ პრეპარატის გამოყენება სასურველ ეფექტს არ იწვევს. იმ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუალური ციკლის გადავადება ხდება 5 დღეზე მეტი ხნით ან დროულია, მაგრამ მისი მიმდინარეობა განსხვავდება ნორმალური ციკლისაგან ან სხვა რაიმე მიზეზის გამო საეჭვო ორსულობისს შემთხვევაში, საჭიროა გამოირიცხოს შესაძლო ორსულობა. პოსტინორის მიღების მიუხედავად განაყოფიერების შემთხვევაში ვითარდება საშვილოსნოს გარე ორსულობა.

◄ ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს პოსტინორის გამოყენება რეკომენდებული არ არის. შეწოვის პროცესის მძიმე დარღვევები (მაგ. კრონის დაავადება) აქვეითებს პოსტინორის ტაბლეტების ეფექტურობას. პრეპარატის მიღების შემდეგ მენსტურაცია იწყება ჩვეულებრივ დროს და ნორმალურად მიმდინარეობს. ზოგჯერ იგი იწყება რამდენიმე დღით ადრე ან იგვიანებს. პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებულია სამედიცინო შემოწმება კონტრაცეპციის რეგულარული მეთოდის გამოყენების შესახებ.

◄ იმ შემთხვევაში, როდესაც პოსტინორის მიღება შეცდომით მოხდა რეგულარული ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებებთან ერთად და რეგულარული ტაბლეტების მიღებიდან მომდევნო 7 დღიანი შესვენების შემდეგ ადგილი არა აქვს მენსტრუაციას, საჭიროა გამოირიცხოს შესაძლო ორსულობა.

◄ ერთთვიანი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში პოსტინორის ტაბლეტების  განმეორებითი მიღება მენსტრუალური ციკლის დარღვევის გამო რეკომენდებული არ არის.

◄ პოსტინორის ეფექტურობა რეგულარულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით უფრო დაბალია.

◄ რეგულარული სქესობრივი კავშირის დროს ქალებმა საჭიროა მიმართონ კონტრაცეპციის სხვა საშუალებებს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია ღებინება ან სისხლდენა.

მკურნალობა: სიმპტომური. სპეციფიკური ანტიდოტი  არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ღვიძლის მეტაბოლიზმის ინდუქტორებთან პრეპარატის კომბინაციით პოსტინორის მეტაბოლიზმი ძლიერდება.

– ბარბიტურატები (პრიმიდონის ჩათვლით), ფენიტოინი, კარბამაზეპინი, კრაზანას შემცველი პრეპარატები (Hipericum perforatum), რიფამპიცინი, რიტონავირი, რიფაბუტინი, გრიზეოფულვინი აქვეითებენ პოსტინორის ეფექტურობას და პირიქით ციკლოსპორინის მეტაბოლიზმის დათრგუნვით, ლევონორგესტრელის შემცველი პრეპარატები აძლიერებენ ციკლოსპორინის ტოქსიკურ ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

პოლკორტოლონი TC (აეროზოლი) – POLCORTOLON TC – ПОЛЬКОРТОЛОН TC

საერთაშორისო დასახელება:

TRIAMCINOLONE ACETONIDE; TETRACYCLINE

მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A.,პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიამცინოლონის აცეტონიდი+ტეტრაციკლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი გარეგანი გამოყენებისათვის:

ფლაკონში სუსპენზია ………………….   30 მლ (17.3 გ)

(23.12 მგ+0.58 მგ)/გ

1 ფლ.

ტრიამცინოლონის აცეტონიდი ………… 10 მგ

ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი …..  400 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სპან 85, იზოპროპილის მირისტატი, პროპანის და ბუტანის ნარევი (დრივესოლი 35).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანტიალერგიული მოქმედება.

ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ავლენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას მიკროორგანიზმების ცილის სინთეზის დათრგუნვის გზით.

ჩვენებები:

  • მეორადი ბაქტერიული ინფექციებით გართულებული კანის ალერგიული დაავადებები (ატოპური დერმატიტი, ეგზემა, ურტიკარია);
  • კანის დაავადებები განპირობებული ტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე შერეული ინფექციები (იმპეტიგო, ფურუნკულოზი, ფოლიკულიტი, ჰიდრადენიტი, წითელი ქარი და სხვა).

მიღების წესი და დოზირება:

• კანის დაზიანებულ უბანზე აფრქვევენ ნაკადს აეროზოლიდან 1-3 წამის განმავლობაში, ფლაკონი უჭირავთ ვერტიკალურად კანიდან 15-20 სმ-ის დაშორებით.

• პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

• პროცედურას ატარებენ დღეში 2-4-ჯერ თანაბარი დროის ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ჩვეულებრივ შეადგენს 5 -10 დღეს. საჭიროებისას შეიძლება პრეპარატის გამოყენება 4 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე.

• პოლკორტოლონი TC არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, სიფრთხილით ინიშნება 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მხოლოდ დღეში ერთხელ, კანის მცირე ზომის უბნებზე და ხანმოკლე დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

♦ მცირე ზომის უბნებზე და ხანმოკლე პერიოდის მანძილზე გამოყენებისას პრეპარატი არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, თუმცა შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის გაღიზიანება, პურპურა.

♦ პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მეორადი ინფექციური გართულებები, პოსტსტეროიდული სისხლძარღვოვანი პურპურა, ეპიდერმისის ზრდის დათრგუნვა, კანის სიმშრალე, თმიანობა, პიგმენტაცია, კანის ატროფია და ტელეანგიექტაზიები. ეს მოვლენები ვითარდება ძალიან იშვიათად, ძირითადად ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას.

♦ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ტეტრაციკლინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტოსენსიბილიზაცია, ამიტომ აეროზოლით დამუშავებული კანის უბნები უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

უკუჩვენებები:

* კანის ინფიცირებული დაზიანებები, მათ შორის, ვირუსული, სოკოვანი, კანის ტუბერკულოზი;

* კანის საფარის ახალწარმოქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა;

* ვაქცინაციის პერიოდი;

* გლაუკომა;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი;

* კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა.

* ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინეს პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება, ამიტომ პოლკორტოლონ TC ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

* არ გამოიყენება ორსულობის I ტრიმესტრში.

* არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა დედის რძით ტრიამცინოლონის აცეტონიდი გარეგანი გამოყენებისას. ამიტომ ლაქტაციის პერიდოში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მცირე ზომის უბნებზე ხანმოკლე დროის განმავლობაში.

* არ გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კანზე.

განსაკუთებული მითითებები:

◄ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს პერიფერიული შეშუპებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, იმუნოსუპრესია.

◄ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება სახეზე, ვინაიდან მატულობს პრეპარატის შეწოვა და იზრდება გვერდითი მოვლენების (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერიორალური დერმატიტი) განვითარების შესაძლებლობა.

◄ ტეტრაციკლინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სტაფილოკოკების რეზისტენტული შტამების, ასევე Candida albicans-ის რაოდენობის ზრდას. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

◄ პრეპარატის თვალებში მოხვედრისას საჭიროა თბილი წყლით გამორეცხვა.

◄ ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეზღუდულია, ვინაიდან დიდი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე.

პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე: პრეპარატი არ ზღუდავს ფსიქოფიზიკურ აქტივობას. სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარს.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატით მკურნალობისას ჭარბი დოზირება ძალიან იშვიათია. თუმცა პრეპარატის არასწორი გამოყენებისას ან დიდ ფართობზე ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის პერიოდში არ უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია და იმუნიზაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება ფლაკონის გათბობა. პრეპარატი არ გამოიყენება ღია ცეცხლის სიახლოვეს.

პოლკორტოლონი (ტაბლეტი) – POLCORTOLON – ПОЛЬКОРТОЛОН

საერთაშორისო დასახელება:

TRIAMCINOLONE

მწარმოებელი: parmaceutical works “POLFA” in Pabianice

მოქმედი ნივთიერება: ტრიამიცინოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ტრიამიცინოლონი ………… 4 მგ

 

ვრცლად კენალოგი

პოლკორტოლონი (მალამო, კრემი) – POLCORTOLON – ПОЛКОРТОЛОН

საერთაშორისო დასახელება:

TRIAMCINOLONE ACETONIDE;

მწარმოებელი: Parmaceutical company JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიამცინოლონის აცეტონიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ.

1 გ

ტრიამცინოლონის აცეტონიდი ………      1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონის მჟავა, პროპილენგლიკოლი, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი

კრემი 0.1%: ტუბში 15 გ

1 გ

ტრიამცინოლონის აცეტონიდი ……….     1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონის მჟავა, პროპილენგლიკოლი, უწყლო ლანოლინი, ემულსიური (უცხიმო) სუბსტრატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი შეიცავს გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ქავილის და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.

პრეპარატი თრგუნავს კანის ანთების, ალერგიული წარმოშობის, ანთების ჰუმორულ და უჯრედულ მექანიზმებს.

ჩვენებები:

  • კანის კონტაქტური, ალერგიული და სებორეული დერმატიტი;
  • ეგზემა;
  • სტროფულუსი;
  • მულტიფორმული ერითემა;
  • პრურიგო;
  • მწერების ნაკბენი.

მიღების წესი და დოზირება:

• პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად. მიღების წესსა და ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. კრემი გამოიყენება მკურნალობის პირველ ფაზაში (მალამოს გამოყენების წინ) თავდაპირველად 2-3-ჯერ დღეში, შემდგომში 1-2-ჯერ დღეში. არ არსებობს პრეპარატის გამოყენებისას მისი დამფარავი ნახვევით დაფიქსირების აუცილებლობა.

• მალამო თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში, შემდგომში -1-2-ჯერ.

• საგანგებო ლიქენიფიკაციის ან ჰიპერკერატოზის დროს პრეპარატი გამოიყენება მკურნალობის მეორე ფაზაში – კრემის გამოყენების შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს ერთიდან ორ კვირას. მისი სახის კანზე გამოყენება დასაშვებია არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში.

• 2 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით ერთხელ დღეში მცირე მონაკვეთზე;

• მისი სახის კანზე გამოყენება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ეპიდერმისის ზრდა, კანქვეშა უჯრედების ატროფია და სტრიების წარმოქმნა. შესაძლებელია კანის სიწითლისა და ჰიპერკერატოზის სიმპტომების განვითარება, აგრეთვე კანქვეშა სისხლდენა და სისხლჩაქცევა.

ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარებისას უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.

კანის მწვავე გაღიზიანების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

* კრემის ფუძის კომპონენტების ან კორტიკოიდების მიმართ ალერგია;

* კანის ტუბერკულოზი;

* კანის ვირუსული და მიკოზური დაავადებები;

* ჩუტყვავილა;

* კანის საფარველის სიმსივნური დაავადებები;

* ერთჯერადი და ვულგარული გამონაყარი;

* პერიორალური დერმატიტი;

* ვენების ვარიკოზული გაგანიერების ფონზე წვივის სტროფიკული წყლული.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

* მისი გამოყენება ძალიან იშვიათად და მოკლე ვადით კანის აკრძალულ უბანზე დასაშვებია. სარძევე ჯირკვლებზე პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

პრეპარატის სახის კანზე წასმა არ არის რეკომენდებული შემდეგი გვერდითი მოვლენების წარმოშობის შესაძლებლობის გამო:

◄წვრილი სისხლძარღვების (ტელეანგიექტაზია) გაფართოვება

◄პირის მიდამოში კანქვეშა უჯრედების ატროფია, პრეპარატის მცირე ხნით გამოყენების შემთხვევაშიც კი.

◄პრეპარატის თვალის მიდამოში მოხვედრა დაუშვებელია.

◄პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გარდამავალ ასაკში მყოფ პაციენტებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება დაუშვებელია.

– აგრეთვე არ არის რეკომენდებული სხვა იმუნიზაციის ჩატარება გლუკოკორტიკოსტეროიდების იმუნოდეპრესიული თვისებების გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და ბაშვებისაგან დაცულ ადგილას.

პოლიფეპანი – POLIFEPAN – ПОЛИФЕПАН

საერთაშორისო დასახელება: Lignin hydrolised

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროლიზური ლიგნინი

სამკურნალაწამლო ფორმა:

გრანულები სუსპენზიის დასამზადებლად ან შიგნით მისაღებად, პასტა სუსპენზიის დასამზადებლად ან შიგნით მისაღებად, ფხვნილი სუსპენზიის დასამზადებლად ან შიგნით მისაღებად, ფხვნილი შიგნით მისაღებად, აბები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული წარმოშობის პრეპარატი, რომელიც მიიღება ჰიდროლიზური ლიგნინისგან. ბოჭავს  სხვადასხვა მიკროორგანიზმებს,  მათი ცხოველქმედების პროდუქტებს, ეგზოგენური და ენდოგენური ბუნების ტოქსინებს, ალერგენებს,  კსენობიოტიკებს, მძიმე ლითონებს, რადიოაქტიურ იზოტოპებს, ამიაკს, ორვალენტიან კათიონებს და ხელს უწყობს მათ გამოყოფას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით. აწარმოებს ენტეროსორბირებად, დეზინტოქსიკაციურ, დიარეის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ, ჰიპოლიპიდემიურ და კომპლექსწარმომქმნელ ქმედებას.

აკომპენსირებს ადამიანის საკვებში ბუნებრივი კვებითი ბოჭკოების უკმარისობას, დადებითად მოქმედებს სწორი ნაწლავის მიკროფლორაზე და არასპეციფიკურ იმუნიტეტზე. ანტიბაქტერიული სამკურნალწამლო საშუალებებისგან განსხვავებით არ იწვევს დისბიოზის განვითარებას.

ჩვენებები:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ეტიმოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებები:  დისპეფსიური აშლილობები, კვებითი ტოქსიკოინფექცია, დიარეა, ნაწლავის დისბაქტერიოზი, ვირუსული ჰეპატიტი, დიზენტერია, სალმონელოზი, ქოლერა, კოლიტები. მწვავე დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ინტოქსიკაცია, გესტოზი, ღვიძლისა და თირკმელის უკმარისობა.
  • ალერგიული დაავადებები (ანგიონევროტული შეშუპება, კვებითი და წამლის ალერგია), ლიპიდური ცვლის დარღვევა (ათეროსკლეროზი, გაცხიმოვნება),  მდგომარეობა ქიმიო – და სხივური თერაპიის შემდეგ.
  • ონკოლოგიური დაავადებები (ბაქტერიული კოლპიტი, ცერვიციტი, ბაქტერიული ვაგინიტი, კანდიდოზი).
  • სტომატოლოგიური დაავადებები (გენერალიზებული პაროდონტიტი, პერიოდონტიტი, სტომატიტი).
  • რადიონუკლიდებისა და კსენობიოტიკების გამოყვანის აუცილებლობა.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა, ყაბზობა, ანტაციდური გასტრიტი. სიფრთხილით : შაქრიანი დიაბეტი (გრანულები შეიცავენ შაქარს).

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, ყაბზობა.

მიღების წესები და დოზები:

შიგნით, საკვების მიღებამდე 1-1,5 საათით ადრე. დღიური დოზა მოზრდილთათვის – 4,8-6,4გრ (12-16 აბი), ბავშვებისათვის – 3,8-4გრ.

მწვავე მდგომარეობებისას მკურნალობის კურსი – 3-7 დღე (ინტოქსიკაციის სიმპტომების გაქრობამდე,  კუჭის მოქმედების ნორმალიზაციამდე), ქრონიკულის დროს –  10-15 დღიანი კურსები და 7—10 დღის მონაცვლეობით.

პასტის, ფხვნილის ან გრანულების ფორმით მოზრდილებს უნიშნავენ 0,5-1 გრ/კგ 3-4-ჯერ დღეში (1 სუფრის კოვზს ხსნიან 200მლ წყალში 2 წუთის განმავლობაში), ბავშვებს 1 წლამდე – 1 ჩაის კოვზი ერთ მიღებაზე, 1-7 წლისა – 1 დესერტის კოვზი, 7 წლისა და ზემოთ – 1 სუფრის კოვზი.

შეყავთ დრენაჟული სისტემებით და ზონდებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებებში (კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავი გასტრო-, ენტერო- და ცეკოსტომებით, ასევე მაღალი ოყნების ფორმით).

ზონდური შეყვანის შემთხვევაში აზავებენ სასმელი წყლით თანაფარდობით 1:5-1:10 შეყვანის მოცულობისა და  ადგილზე დამოკიდებულებით.

გინეკოლოგიაში პასტას ნიშნავენ ადგილობრივად, 10-15გრ (1-1,5 სუფრის კოვზი), თანაბრად ანაწილებენ საშოს კედლებზე და (წინასწარი ტუალეტის შემდეგ), შემდეგ შეყავთ ტამპონი 2-2,5 საათით. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურას იმეორებენ იგივე დღეს, 12 საათის შემდეგ წინა დოზის მოშორების შემდგომ.

მკურნალობის კურსი – 10 შეყვანაა, გენიტალური დისბაქტერიოზისას – 20.

განსაკუთრებული მითითებები:

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღების შემთხვევაში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 1 საათისა. ხანგრძლივ მიღებას უთავსებენ В, К, D, Е ვიტამინებისა და Ca2+. შეყვანას.

არ არის განკუთვნილი ექიმის დანიშნულების გარეშე მისაღებად.

პოლიჟინაქსი ვირგო – POLYGYNAX VIRGO – ПОЛИЖИНАКС ВИРГО

საერთაშორისო დასახელება:

NEOMYCIN; POLYMYXIN B; NYSTATIN

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL,

INNOTERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ნეომიცინი+პოლიმიქსინ B+ნისტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური კაფსულები: კოლოფში 6 მსხლისებრი ფორმის კაფსულა სამკურნალო სუსპენზიის შემცველობით. 1 კაფს.

ნეომიცინის სულფატი ………………..        35000 სე

პოლიმიქსინ B-ს სულფატი  …………..       35000 სე

ნისტატინი    …………………………..         100 000 სე

დამხმარე ნივთიერება საკმარისი 1 კაფსულისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

ნეომიცინის სულფატი – ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებით მიკროორგანიზმებზე Staphylococcus aureus, Corinebacterium spp., და სხვა და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Enterococcus faecium, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Pseudomonas aeruginosa, Ureaplasma urealyticum). ახდენს ფუნგიციდურ აქტივობას პათოგენურ სოკოებზე, განსაკუთრებით საფუარისმგავსებზე Candida albicans, Cryptococcus და Histoplasma. აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას

პოლიმიქსინ B-ს სულფატი – პოლიპეპტიდური ბუნების ანტიბიოტიკი, აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa. იგი არ მოქმედებს Proteus spp., Neisseria spp., in vitro პრეპარატი აქტიურია Ureaplasma urealyticum -ის მიმართ.

სტრეპტოკოკი და ანაერობული ბაქტერია არ არიან მგრძნობიარე ორივე ანტიბიოტიკის (ნეომიცინის და პლიმიქსინ B-ს) მიმართ.

ნისტატინი – სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი, ახასიათებს ფუნგიციდარული და ფუნგისტატური მოქმედება. აქტიურია Candida spp., Histoplasma spp., Cryptococcus spp., მიმართ.

დიმეთილპოლისილოქსანის გელი – მას გააჩნია შემომგარსველი უნარი (იგი მთლიანად შემოგარსავს საშოს ლორწოვანს) და ქავილის საწინაღმდეგო მოქმედება. დითემილპოლისილოქსანის გელი აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას და ხელს უწყობს აქტიური კომპონენტების შეღწევას საშოს ლორწოვანის ყველა ნაოჭში.

ფარმაკოკინეტიკა:

აქტიური ნივთიერებები თანაბრად ნაწილდებიან საშოს ლორწოვანზე და ავლენენ ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას. პრეპარატი პრაქტიკულად არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან.

ჩვენებები:

  • ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა მცირე ასაკის და მოზარდ გოგონებში.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი წარმოადგენს მსხლის ფორმის რბილ კაფსულას, რაც იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ პრეპარატი უსაფრთხოდ (საქალწულო აპკის დაზიანების გარეშე) მცირე ასაკის და მოზარდ გოგონებში. მისი წამახვილებული ბოლო უნდა მოიჭრას მაკრატლით ისე, რომ გადანაჭერი იყოს სწორი. ამის შემდეგ შიგთავსის ინტსტილაცია (შესხურება) წარმოებს საშოში ან საშოს შესავალში. ინიშნება ინტრავაგინალური ინსტილაციების სახით 6-12 დღის განმავლობაში ძილის წინ საღამოს ტუალეტის შემდეგ.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული კონტაქტური ეგზემის განვითარება, როგორც გამოყენების ადგილას, ასევე სხვა ადგილებში, რაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებით.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄პრეპარატ პოლიჟინაქსი ვირგოს მოქმედების ფართო სპექტრი განაპირობებს მაღალ კლინიკურ ეფექტს სასქესო გზების ინფექციების მკურნალობისას მცირე ასაკის და მოზარდ გოგონებში, თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მკურნალობის დაწყებამდე არ მოხდეს წინასწარი ნაცხის აღება და ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება.

◄მითითებული დოზირების რეჟიმის დაცვა აუცილებელია, ვინაიდან არსებობს რეზისტენტული შტამებისა და სუპერინფექციის განვითარების რისკი.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

პოლიჟინაქსი – POLYGYNAX – ПОЛИЖИНАКС

საერთაშორისო დასახელება:

NEOMYCIN; POLYMYXIN B; NYSTATIN

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL,

INNOTERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ნეომიცინი+პოლიმიქსინ B+ნისტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური კაფსულები: კოლოფში 6 ან 12 შერერერის ტიპის კაფსულა სამკურნალო სუსპენზის შემცველობით.

1 კაფს.

ნეომიცინისულფატი ………………            35000 სე

პოლიმიქსინ B-ს სულფატი …………….      35000 სე

ნისტატინი ………………………………..      100 000 სე

სხვა ინგრედიენტები: კალიუმის სორბატი 0.3%, შემავსებელი, მათ შორის დიმეთილპოლისილოქსანის გელი q.s..

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის გინეკოლოგიაში.

ნეომიცინის სულფატი – ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებით მიკროორგანიზმებზე Staphylococcus aureus, Corinebacterium spp., და სხვა და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Enterococcus faecium, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Pseudomonas aeruginosa, Ureaplasma urealyticum). ახდენს ფუნგიციდურ აქტივობას პათოგენურ სოკოებზე, განსაკუთრებით საფუარისმგავსებზე Candida albicans, Cryptococcus და Histoplasma. აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას

პოლიმიქსინ B-ს სულფატი – პოლიპეპტიდური ბუნების ანტიბიოტიკი, აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ Pseudomonas aeruginosa. იგი არ მოქმედებს Proteus spp., Neisseria spp., in vitro პრეპარატი აქტიურია Ureaplasma urealyticum -ის მიმართ.

სტრეპტოკოკი და ანაერობული ბაქტერიები არ არიან მგრძნობიარენი ორივე ანტიბიოტიკის (ნეომიცინის და პოლიმიქსინ B-ს) მიმართ.

ნისტატინი – სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი, ახასიათებს ფუნგიციდარული და ფუნგისტატური მოქმედება. აქტიურია Candida spp.,Histoplasma spp., Cryptococcus spp., მიმართ.

დიმეთილპოლისილოქსანის გელს გააჩნია შემომგარსველი უნარი (იგი მთლიანად შემოგარსავს საშოს ლორწოვანს) და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. დიმეთილპოლისილოქსანის გელი აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას და ხელს უწყობს აქტიური კომპონენტების შეღწევას საშოს ლორწოვანის ყველა ნაოჭში.

ფარმაკოკინეტიკა:

აქტიური ნივთიერებები თანაბრად ნაწილდებიან საშოს ლორწოვანზე და ავლენენ ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას. პრეპარატი პრაქტიკულად არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან.

ჩვენებები:

მკურნალობა:

  • არასპეციფიკური, სოკოვანი, შერეული ვაგინიტების, ვულვოვაგინიტების და ცერვიკოვაგინიტების ადგილობრივი მკურნალობა.

პროფილაქტიკა:

  • გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ;
  • საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ;
  • ჰისტეროგრაფიისა და სალპინგოგრაფიის წინ;
  • აბორტის წინ და შემდეგ;
  • მშობიარობის წინ (ნეონატალური ინფექციების პროფილაქტიკა);
  • საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის წინ და შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება ინტრავაგინალურად 1 კაფსულა 12 დღის განმავლობაში ძილის წინ საღამოს ტუალეტის შემდეგ. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც.

პროფილაქტიკისათვის 6 დღიანი მკურნალობის კურსი.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების გვერდითი მოვლენების სისტემური გამოვლინება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენებისას კლინიკაში და ექსპერიმენტში არ არის გამოვლენილი ნაყოფის განვითარებაზე არასასურველი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური ზემოქმედების არც ერთი შემთხვევა.

ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

ვინაიდან არ არსებობს  საკმარისი მონაცემები  დედის რძით მოქმედი ნივთიერებების გამოყოფის შესახებ, პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

მითითებული დოზირების რეჟიმის დაცვა აუცილებელია, ვინაიდან არ არსებობს რეზისტენტული შტამებისა და სუპერინფექციის განვითარების რისკი.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პოლიჟინაქსით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სპერმიციდიების გამოყენება, ვინაიდან ნებისმიერი ვაგინალური მკურნალობა აქვეითებს სპერმიციდის აქტივობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

პოლიჟენი – POLIJEN – ПОЛИЖЕН

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინი მიკრო-, მაკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 12 ც.

1 კაფს.

სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) ……………………….20 მგ
ჟენშენის ექსტრაქტი ………………………………….40 მგ
ხორბლის ღივების ზეთი …………………………….50 მგ
ალისარჩულის ზეთი (საფლორი) …………………..30 მგ
L-არგინინი …………………………………………..20 მგ
L-ლიზინი ……………………………………………20 მგ
ოროტის მჟავა ………………………………………..10 მგ
დეანოლის ბიტარტრატი ……………………………..25 მგ
სოიოს ლეციტინი ……………………………………90 მგ
მეთიონინი …………………………………………..74 მკგ
ბუთილირებული
ჰიდროქსიტოლუენი …………………………………
1 მგ
მცენარის მტვერი …………………………………….25 მგ
ვიტამინი A …………………………………………..5000 სე
ვიტამინი D3
(ქოლეკალციფეროლი) ………………………………
400 სე
ვიტამინი E …………………………………………..180 მგ
ბიოტინი ……………………………………………..0.2 მგ
ვიტამინი B1 ………………………………………….5 მგ
ვიტამინი B2 ………………………………………….5 მგ
ვიტამინი B6 ………………………………………….4 მგ
ვიტამინი B12 ………………………………………..15 მკგ
ნიკოტინამიდი PP ……………………………………20 მგ
ასკორბინის მჟავა …………………………………….150 მგ
ფოლის მჟავა …………………………………………0.5 მგ
კალციუმის პანთოტენატი ……………………………10 მგ
კალიუმი ……………………………………………..8 მგ
კალციუმი …………………………………………….50 მგ
ფოსფორი …………………………………………….38.71 მგ
რკინა …………………………………………………14 მგ
ფტორი ……………………………………………….0.2 მგ
მაგნიუმი ……………………………………………..1 მგ
სპილენძი …………………………………………….2 მგ
იოდი …………………………………………………150 მკგ
მანგანუმი …………………………………………….2.5 მგ
მოლიბდენი ………………………………………….0.186 მგ
თუთია ………………………………………………..15 მგ
სელენი ……………………………………………….50 მკგ
ქრომი ………………………………………………..340 მკგ
ნიკელი ……………………………………………….4 მკგ
ბორი …………………………………………………130 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჟელატინის ფხვნილი, სორბიტოლი, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, ერითროცინი, ბრილიანტის ლურჯი, ეთილის ვანილინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პოლიჟენი შეიცავს საგანგებოდ შერჩეულ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებსაც გააჩნიათ საპროფილაქტიკო და სამკურნალო მოქმედება ორგანიზმის ფუნქციური აქტივობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.

ფუტკრის რძე: ცილების, ამინომჟავების ლიპიდების, ნახშირწყლების, ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების ბუნებრივი ნარევი.

ჟენშენი: ბუნებრივი ექსტრაქტი, რომელსაც გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი, ავლენს მასტიმულირებელ და მატონიზირებელ მოქმედებას. ჟენშენი ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივი წინაღმდეგობის და რეგენერაციის უნარს.

ათი ბიოელემენტი, აუცილებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის.

ოცდაშვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი, მინერალი და მიკროელემენტი ავსებს დეფიციტს, უზრუნველყოფს ორგანიზმის, როგორც სადღეღამისო, ასევე რომელიმე მათგანზე გაზრდილ მოთხოვნილებას.

ჩვენებები:

  • მოზრდილებში ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
  • გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
  • სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
  • კლიმაქტერული პერიოდი;
  • სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
  • სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
  • მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის;
  • ნევროზების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალისა და კანის დაავადებების, თმის ცვენის და სხვა ქრონიკული დაავადებებისას.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილთათვის – 1 კაფსულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით საუზმის შემდეგ 2-3 კვირის მანძილზე. დანარჩენ შემთხვევებში – ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

* 12 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄პოლიჟენის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პოლიოქსიდონი ამპ 0,003 – POLIOXIDONI amp.0,003 – ПОЛИОКСИДОН амп.0,003

ქიმიური სახელწოდება:

1,4 ეთილენპიპერაზინის N-ოქსიდის სოპოლიმერი და (N-კარბოქსიეთილ)-1.4-ეთილენპიპერაზინის ბრომიდი.

მწარმოებელი: პეტროვაქს ფარმა; რუსეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ადგილობრივი გამოყენების საინექციო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზატი

აქტიური ნივთიერება ……………………….  3 მგ პოლიოქსიდონი

შემავსებლები: მანიტოლი, პოვიდონი, ბეტაკაროტენი – 4.5-9,გ-მდე

აღწერილობა: თეთრი ფერის მოყვითაო ელფერის მქონე ფოროვანი მასა. პრეპარატი ჰიგროსკოპიულია და ფოტომგრძნობიარე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პოლიოქსიდონს გააჩნია იმუნომოდულაციური მოქმედება; იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ლოკალური და გენერალიზებული ინფექციების მიმართ. პოლიოქსიდონის იმუნომოდულაციური მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ფაგოციტურ უჯრედებსა და ბუნებრივ ქილერებზე ზემოქმედება, აგრეთვე მას ანტისხეულების პროდუცირების სტიმულაციის უნარიც გააჩნია.

იგი აღადგენს სხვადასხვა ინფექციებით, ტრამვებით, დამწვრობებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ქირურგიული ჩარევების შემდგომი გართულებებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებით (მათ შორის ციტოსტატიკებითა და სტეროიდული ჰორმონებით) გამოწვეული მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს იმუნურ რეაქციებს.

იმუნომოდულაციური მოქმედების გარდა, პოლიოქსიდონს გააჩნია დეტოქსიკაციის გამოხატული უნარი, რასაც განსაზღვრავს პრეპარატის სტრუქტურა და მაღალმოლეკულური აღნაგობა. იგი ზრდის უჯრედთა მემბრანების მდგრადობას სამკურნალო პრეპარატებისა და ქიმიური ნაერთების ციტოტოქსიურ მოქმედების მიმართ.

კომპლექსურ თერაპიაში პოლიოქსიდონის გამოყენება ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს მის ხანგრძლიოვობას, პრეპარატის მოქმედების წყალობით იქმნება ანტიობიოტიკების, ბრონქოლიტიკების, გლუკოკორტიკოსტეროიდების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობა. აგრეთვე ხანგრძლივდება რემისიის პერიოდი.

პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. მას არ გააჩნია მიტოგენური, პოლიკლონალური აქტივობა, ანტიგენური თვისებები, არ აქვს ალერგიული, მუტაგენური, ემბრიოტოქსიური და კანცეროგენული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

პოლიოქსიდონი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით (89%), სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციის მიღწევის დრო პრეპარატის ინტრამუსკულარული მიღების შემთხვევაში შეადგენს 40 წუთს. იგი სწრაფად ვრცელდება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. ნახევრადგავრცელების პერიოდი პრეპარატის ინტრავენური შეყვანის დროს შეადგენს 25 წუთს, ნახევრადგამოყოფის პერიოდი (ნელი ფაზა) – 25.4 საათი, ინტრამუსკულარული შეყვანის დროს – 36.2 საათს. ორგანიზმში პრეპარატი ჰიდროლიზდება ოლოგომერებამდე, რომლებიც უპირატესად თირკმლებით გამოიყოფიან.

ჩვენება:

იმუნიტეტის კორექცია მოზრდილებსა და ბავშვებში:

მოზრდილებში გამოიყენება 6 მგ კომპლექსური თერაპიის სახით:

გამწვავების ან რემისიის სტადიაში ნებისმიერი ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტანდარტულ თერაპიას;

დიდი ხნის განმავლობაში იმუნოდეპრესანტებით ნამკურნალევი რევმატოიდული ართრიტი, გართულებული მწვავე რესპირატორული დაავადებით ან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით მიმდინარე რევმატოირდული ართრიტი;

მწვავე და ქრონიკული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები (უროგენიტალური ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

ტუბერკუკლოზი;

მწვავე და ქრონიკული ალერგიული დაავადებები (მათ შორის პოლინოზი, ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი), გართულებული ქრონიკული მორეციდივე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;

სიმსივნეების დროს ქიმიო–და სხვივური თერაპიის ფონზე ან ამ პროცედურების დასრულების შემდეგ;

მონოთერაპიის სახით

პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების საპროფილაქტიკოდ;

დაბერების ან არახელსაყრელი გარემოებებით გამოწვეული მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების საკორექციოდ;

გრიპის და მწვავე რესპირატორული დაავადების საპროფილაქტიკოდ;

ბავშვებში 6 თვიდან 3მგ-ის ოდენობით კომპლექსური თერაპიის სახით

ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციებით გამოწვეული მწავე ან ქრონიკული ანთებითი დაავადებები (სინუსიტი, რინიტი, ადენოიდიტი, ნუშურების ჰიპერტროფია, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია);

მწვავე ალერგიული და ტოქსიკო-ალერგიული მდგომარეობები;

რესპირატორული ტრაქტის ქრონიკული ინფექციებით გართულებული ბრონქული ასთმა;

ჩირქოვანი ინფექციით გართულებული ატოპიური დერმატიტი;

ნაწლავის დისბაქტერიოზი (სპეციფიურ თერაპიასთან კომბინაციაში);

გრიპის და მწვავე რესპირატორული დაავადების საპროფილაქტიკოდ;

იმ პირთა სარეაბილიტაციოდ, რომლებიც ხშირად და ხანგრძლივი დროის მანძილზე ავადმყოფობენ.

უკუჩვენება:

პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობის დროს კლინიკური გამოცდილება ამ პრეპრატის გამოყენების შესახებ არ არსებობს.

სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის დროს, 6 თვემდე ბავშვებში

გამოყენების წესი და დოზირება:

ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად (წვეთოვნად) – პრეპარატი მოზრდილებში ინიშნება 6-12მგ დოზის ოდენობით დღეში ერთხელ ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით, ან კვირაში 1-2 ჯერ დიაგნოზისა და დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით.

ინტრამუსკულარული შეყვანისთვის ამპულის ან ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1.5-2მლ 0.9%იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან საინექციო წყალში. პრეპარატის ინტრავენური გამოყენებისათვის (წვეთოვნად) პრეპარატი იხსნება 3მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან გემოდეზში, რეოპოლიგლუკინში ან დექსტროზის 5%-იან ხსნარში, ხსნარის მიღების შემდეგ სითხე უნდა გადაისხას სტერილური პირობების დაცვით ზემოთხსენებული ხსნარების შემცველ ფლაკონში, რომელთა მოცულობაა 200-400 მლ.

პარენტერალური მიზნებისთვის დამზადებული ხსნარი შენახვას არ ექვემდებარება

მკურნალობის რეკომენდირებული სქემა მოზრდილთათვის

პარენტერალურად:

მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს: 6 მგ ყოველდღიურად 3 კვირის განმავლობაში, შემდგომ კი დღეგამოშვებით, სრული კურსი შეადგენს 5-10 ინექციას;

ტურბერკულოზის დროს: 6 მგ კვირაში ორჯერ, 10-20 ინექციის ოდენობით;

რევმატოიდული ართრიტი: 6 მგ დღეგამოშვებით 5 ინექციის ოდენობით, შემდგომში კი კვირაში ორჯერ არანაკლებ 10 ინექციის ოდენობით;

ავადმყოფებში მწვავე და ქრონიკული უროგენიტალური დაავადებებით: 6მგ დღიური დოზა დღეგამოშვებით, კურსი შეადგენ 10 ინექციას ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.

ქრონიკული მორეციდივე ჰერპესი: 6 მგ დღეგამოშვებით, კურსი -10 ინექცია ანტივირუსულ პრეპარატებთან, ინტერფერონთან, ინტერფერონის სინთეზის ინდუქტორებთან კომბინაციაში;

ალერგიული დაავადებების გართულებული ფორმების მკურნალობა: 6 მგ დღეგამოშვებით, კურსი – 5 ინექცია პირველი ორი ინექცია ყოველდღიურად, შემდეგ კი დღეგამოშვებით.

მწვავე ალერგიული და ტოქსიკო-ალერგიული მდგომარეობების დროს – ინტრავენურად 6-12მგ კრემასტინთან და სხვა ანტიალერგიულ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.

ონკოლოგიურ პაციენტებს:

– ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე და მის ფონზე ქიმიოთერაპიული პრეპარატების საშუალებების იმუნოდეპრესიული და ჰეპატო–ნეფროტოქსიული ეფექტის შემცირების მიზნით – 6-12მგ დრეგამოშვებით, კურსი შეადგენს არანაკლებ 10 ინექციას.

– სიმსივნის იმუნოდეპრესიული მოქმედების საპროფილაქტიკოდ, ქიმიო– და სხივური თერაპიით გამოწვეული იმუნოდეფიციტის საკორექციოდ, სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ ნაჩვენებია პოლიოქსიდონით ხანგრძლივი მკურნალობის კურსის ჩატარება (2-3 თვიდან 1 წლამდე)

თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დასაშვებია პრეპარატის მიღება მაქსიმუმ კვირაში 2 ჯერ.

ინტრანაზალურად

პრეპარატი ინტრანაზალურად ინიშნება მწვავე და ქრონიკული ЛОР-ინფექციების სამკურნალოდ, ლორწოვანი გარსის რეგენერატორული პროცესების გასაძლიერებლად, გართულებების და დაავადების რეციდივების თავიდან ასაცილებლად, გრიპის და მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის: 1-3 წვეთი ცხვირის ორივე  ნესტოში 2-3 საათის ინტერვალით (არაუმეტეს 3-4-ჯერ დღე-ღამეში) 5-10 დღე-ღამის განმავლობაში.

6 მგ-იან დოზას ხსნიან 1 მლ დისტილირიზებულ წყალში, 0.9% ქლორიდის ხსნარში ან ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში (20 წვეთი) და გამოიყენება რამოდენიმე დღის განმავლობაში.

მიღების წესი და დოზირება ბავშვებში: მიღების წესები დგინდება და ირჩევა მკურნალი ექიმის მიერ დიაგნოზის, დაავადების სიძლიერის, ავადმყოფის ასაკისა და სხეულის წონის გათვალისწინებით.

პარენტერალურად პრეპარატი მიიღება (ინტრამუსკულრულად ან ინტრავენურად წვეთოვნად) დოზით 0.1-0.15 მგ/კგ ყოველდღიურად, დღეგამოშვებით ან კვირაში 2-ჯერ 5 -10 ინექციის კურსით (დოზები მითითებულია ცხრილში)

ინტრამუსკულრულად მიღების დროს პრეპარატი უნდა გაიხსნას 1 მლ-იან საინექციო წყალში ან 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.

ინტრავენური წვეთოვანის მიღებისას პრეპარატს ხსნიან 1.5-2 მლ სტერილურ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, პოლიგლუკინის, ჰემოდეზის ან 5%-იანი დექსტროზის ხსნარში, სტერილურად გადააქვთ ფლაკონში ზემოთ აღნიშნულ ხსნარებში 150-250 მლ-ის მოცულობით.

ბავშვების მკურნალობის რეკომენდირებული სქემა

• მწვავე ანთებითი დაავადებებისას: 0.1მგ/კგ დღეგამოშვებით კურსი 5-7 ინექცია.

• ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას: 0.15 მგ/კგ კვირაში 2-ჯერ, კურსი 10 ინექციამდე.

• მწვავე ალერგიული და ტოქსიკო-ალერგიული მდგომარეობებისას: ინტრავენურად წვეთოვანის საშუალებით 0.15მგ/კგ დოზით კლემასტინთან და სხვა ანტიალერგიულ პრეპარატებთან ერთად.

• ალერგიული დაავადებების გართულებული ფორმებისას ძირითად თერაპიასთან ერთად: ინტრამუსკულრულად მიღებისას 0.1 მგ/კგ, კურსი 5 ინექცია 1-2 დღის ინტერვალით.

ინტრანაზალურად: ყოველდღიურად დღე-ღამის დოზა 0.15მგ/კგ 5-10 დღის განმავლობაში. ინტრანაზალურად პრეპარატი მიიღება 1-3 წვეთი ერთი ცხვირის ნესტოში 2-3 საათის ინტერვალით (არაუმცირეს 3-4-ჯერ დღე-ღამეში)

პრეპარატის ინტრანაზალური და სუბლინგვალური მიღების დროს ხსნარს ამზადებენ შემდეგნაირად: 3 მგ-იან დოზას ხსნიან – 1 მლ-იან (20 წვეთი), 6 მგ-იან დოზას 2 მლ-იან დისტილირებულ წყალში, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში. მომზადებული ხსნარის 1 წვეთი (50მკლ) შეიცავს 0.15 მგ პოლიოქსიდონს, რომელსაც ნიშნავენ ერთ კილოგრამ ბავშვის სხეულის წონაზე.

ბავშვებისთვის დღე–ღამის დოზები ნაჩვენებია ცხრილში:

ბავშვის წონა დღე-ღამეში/წვეთების რაოდენობა/ხსნარის მოცულობა მლ-ში

5 კგ/5 წვეთი/0.25 მლ

10 კგ/ 10 წვეთი/ 0.5 მლ

15 კგ/ 15 წვეთი/ 0.75 მლ

20 კგ/ 20 წვეთი/ 1.00 მლ

სუბლინგვალურად: ყველა ჩვენების შემთხვევაში – მიიღება ყოველდღიურად დღე-ღამის დოზით 0.15 მლ/კგ 10 დღის განმავლობაში, კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზის მკურნალობისთვის 10-20 დღის განმავლობაში.

ხსნარი სუბლინგვალური და ინტრანაზალური მიღებისათვის უნდა შევინახოთ მაცივარში არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. მიღების წინ საჭიროა სხნარით სავსე პიპეტი შევათბოთ ოთახის ტემპერატურამდე (20-25°C).

გვერდითი ეფექტები:

ინტრამუსკულრულად მიღებისას ინექციის არეში მტკივნეულობა.

დოზის გადაჭარბება:

არ აღინიშნება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

პოლიოქსიდონი შეთავსებადია ანტიბიოტიკებთან, ვირუსის საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ბრონქოლიტიკებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ციტოსტატიკებთან.

განსაკუთრებული მითითებანი:

ინექციის ადგილას მტკივნეული შეგრძნებების დროს პრეპარატს ხსნიან 0.25%-იან პროკაინის 1 მლ ხსნარში, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ გააჩნია პროკაინზე მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა.

გამოშვების ფორმა:

4.5 მგ – (3მგ დოზისთვის) 9 მგ – (6 მგ დოზისთვის) ამპულებში ან უფერო ან მუქი ნეიტრალური ფერის შუშის ფლაკონებში. 5 ამპულა ან ფლაკონი ერთ უჯრედოვან შეფუთვაში. ერთ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პრეპარატის 5 ამპულა ან ფლაკონი საინექციო წყლით და ინსტრუქციით მუყაოს ყუთში. 5 ამპულა ან ფლაკონი კომპლექტში 5 საინექციო წყალთან ან 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან ერთად და პრეპარატის მიღების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პრეპარატი არ გამოიყენება.

შენახვის პირობები:

ჩამონათვალი ბ. მშრალ, ბნელ, ადგილას, ტემპერატურაზე 4°-დან 8°-მდე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პოლიოქსიდონი (ტაბლეტები) – POLIOXIDONI (tab) – ПОЛИОКСИДОН (таб)

ქიმიური სახელწოდება:

1,4 ეთილენპიპერაზინის N-ოქსიდის სოპოლიმერი და (N-კარბოქსიეთილ)-1.4-ეთილენპიპერაზინის ბრომიდი

მწარმოებელი: პეტროვაქს ფარმა; რუსეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები

1 ტაბ.

პოლიოქსიდონი …………………. 12მგ

შემავსებლები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა,

აღწერილობა: ტაბლეტები თეთრი ფერის მოყვითალო ელფერის მქონე, ან ყვითელი ფერის ნარინჯისფერი ელფერით, ბრტყელცილინდრული ფორმის, გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს ამოკვეთილია წარწერა «ПО».

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულაციური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პოლიოქსიდონს გააჩნია იმუნომოდულიაციური მოქმედება; იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების მიმართ. პოლიოქსიდონის იმუნომოდულაციური მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ლეიკოციტების მიერ მიკრობთა ფაგოციტირების უნარის გაძლიერება საწყისი დაბალი მაჩვენებლების ფონზე ციტოკინების პროდუცირების სტიმულაცია, რომლებიც თავის მხრივ ააქტიურებენ იმუნიტეტს, აგრეთვე მას ინფექცური აგენტების მიმართ ანტისხეულების პროდუცირების სტიმულაციის უნარიც გააჩნია.

სუბლინგვალური გამოყენების დროს პრეპარატი ააქტიურებს ბრონქებში, ცხვირის ღრუსა და  ევსტაქის ლულებში მდებარე ლიმფოიდურ უჯრედებს, რის გამოც იზრდება ამ ორგანოთა მდგრადობა ინფექციური აგენტების მიმართ

პერორალური გამოყენებისას პოლიოქსიდონი ააქტივებს ნაწლავის ლიმფოიდურ უჯრედებს, კერძოდ კი სეკრეტორული IgA-ს მაპროდუცირებელ B-უჯრედებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგად იზრდება სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგრადობა ინფექციური აგენტების მიმართ.  გარდა ამისა, პერორალური მიღების დროს პოლიოქსიდონი ააქტივებს ქსოვილოვან მაკროფაგებს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან გამომწვევის სწრაფ ელიმინაციას ინფექციური კერის არსებობის შემთხვევაში.

იმუნომადულაციური მოქმედების გარდა პრეპარატს გააჩნია დეტოქსიკაციისა და ანტიოქსიდანტური ზემოქმედების უნარი, რაც განპირობებულია პრეპარატის მაღალმოლეკულური აღნაგბითა და სტრუქტურით.

ჩვენება:

მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ბავშვებში

– პირის ღრუს, ცხვირის წიაღების, ზედა სასუნთქი გზების, შიგნითა და შუა ყურის მწვავე ან ქრონიკული ანთებითი მორეციდივე ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფეციები;

მონოთერაპიის სახით პოლიოქსიდონი შეიძლება გამოიყენებულ იქნეს სუბლინგვალურად იმუნოკომპრომენტირებულ ადამიანთა ჯგუფში,  გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების საპროფილაქტიკოდ პრეეპიდემიურ პერიოდში.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა

სიფრთხილით ინიშნება  თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

გამოყენების წესი და დოზირება:

პერორალურად და სუბლინგვალურად მოზრდილებში 12მგ ან 24მგ დოზის, მოზარდებში 12მგ დოზის ოდენობით ყოველდღიურად, დიგნოზისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

მკურნალობის რეკომენდირებული სქემები:

პოლიოქსიდონის ტაბლეტების მიიღება ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

სუბლინგვალურად 12მგ დოზის ოდენობით.

– პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ბუნების) – დღეში ორჯერ 12 საათიანი ინტერვალებით 10-14 დღის განმავლობაში. პირის ღრუს ჰერპესული და სოკოვანი ინფექციების მძიმე ფორმების დროს  – დღეში სამჯერ 8 საათიანი ინტერვალებით 15 დღის განმავლობაში.

– ცხვირის წიაღებისა და ოტიტების ქრონიკული დაავადებების დროს – დღეში 2– ჯერ 12 საათიანი ინტერვალებით 5-10 დღის განმავლობაში.

– ქრონიკული ტონზილიტის დროს – დღეში 3–ჯერ 8 საათიანი ინტერვალებით 10-15 დღის განმავლობაში.

– ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს – მოზრდილებში 24მგ დოზის ოდენობით დღეში ორჯერ, მოზარდებში 12მგ დღეში 2–ჯერ, 12 საათიანი ინტერვალებით 10-14 დღის განმავლობაში.

– გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების საპროფილაქტიკოდ – იმუნოკომპრომენტირებულ პირებში, რომელბიც ავადდებიან მწვავე რესპირატორული დაავადებით წელიწადში ოთხჯერ.

პოლიოქსიდონი რეკომენდირებულია პრეეპიდემიურ პერიოდში მოზრდილთათვის 24მგ დოზის ოდენობით, მოზარდებში 12მგ დოზის ოდენობით სუბლნგვალურად დღეში 2 ჯერ 10-15დღის განმავლობაში

პერორარულად:

– ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს  -მოზრდილებში  24მგ დოზის ოდენობით დღეში ორჯერ,  მოზარდებში 12მგ დოზის ოდენობით დღეში ორჯერ 12 საათიანი ინტერვალებით 10-14 დღის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები:

გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

პოლიოქსიდონი შეთავსებადია შემდეგ პრეპარატებთან: ანტიბიოტიკებთან, ანტივირუსულ,  სოკოს საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ბრონქოლიტიკებთან, გლუკოკორტიკოსტერიოდებთან, ციტოსტატიკებთან, β-ადრენომიმეტიკებთან.

ვარგისიანობა:

2 წელიწადი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ

შენახვის წესი:

ბ ჩამონათვალი

მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 4 დან 8ºC-მდე.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ურეცეპტოდ

Don`t copy text!