Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 497

პლანტაგენი 12% – PLANTAGEN 12% – ПЛАНТАГЕН 12%

საერთაშორისო დასახელება:

PLANTAGINIS LANCEOLATAE HERBA

მწარმოებელი: P.P.E.”GEMI”, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 125 მლ დოზირებული ხუფით.

აქტიური ნივთიერებები:

12 ლანცეტისებური მრავალძარღვას ფოთლების თხიერი ექსტრაქტი (1:2, 0-2,5); მაექსტრაგირებელი საშუალება – 60% ეთანოლი(V/V).

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, ლიმონმჟავა, ვანილის არომატი, თაფლის არომატი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მრავალძარღვას ფოთლები შეიცავენ აუკუბინის გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ K-ს, ასკორბინის მჟავას, მწარეებს, ალკალოიდებს, პოლისაქარიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა.

ჩვენებები:

ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი საშუალება. ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ავლენს ანტიბაქტერიულ და ამომფენ მოქმედებას.

  • პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. რომლებსაც თან ახლავს ხველა ძნელად ევაკუირებადი ნახველით, აგრეთვე
  • პირის ღრუს, ცხვირ-ხახისა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 4-ჯერ დღე-ღამეში.

მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 4-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

არ მოიპოვება მონაცემები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მისი გამოყენება არ არის წინააღმდეგნაჩვენები.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, რის გამოც მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია.

ჭარბი დოზირება:

არ მოიპოვება მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ მოიპოვება მონაცემები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

პლავიქსი – PLAVIX – ПЛАВИКС

საერთაშორისო დასახელება:

CLOPIDOGREL

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: კლოპიდოგრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

კლოპიდოგრელი ………….   75 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ბირთვი შეიცავს მანიტს, მაკროგოლ 6000-ს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთის ჰიდროქსიპროპილცელულოზას, ხოლო გარსი კი ჰიპრომელოზას, ტრიაცეტინს, ტიტანის დიოქსიდს  (E171), რკინის წითელ ოქსიდს(E172), კარნაუბის ცვილს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პლავიქსი სელექტიურად აინჰიბირებს ადენოზინდიფოსფატის შეკავშირებას თრომბოციტების თანამოსახელე რეცეპტორებთან და ადენოზიდიფოსფატის მიერ გლიკოპროტეინ GPIIbIIIa კომპლექსის მომდევნო აქტივაციას, რაც იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის შემცირებას.

თრომბოციტების ინჰიბირებისათვის აუცილებელია პრეპარატის ბიოტრანსფორმაცია. პლავიქსი ასევე აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, რომელიც გამოწვეულია სხვა აგონისტებით, რომლებიც გამონთავისუფლებულნი არიან ადენოზიდიფოსფატით. თრომბოციტების მომატებული აქტივობის ბლოკადის შედეგად პლავიქსი იწვევს თრომბოციტების შეუქცევად ცვლილებებს.

აქედან გამომდინარე, მასთან ურთიერთქმედებაში მყოფი თრომბოციტები დაზიანებულნი არიან მათი სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში და თრომბოციტების ნორმალური ფუნქცია აღდგება სისწრაფით, რომელიც შეესაბამება მათ განახლების სისწრაფეს.

კლინიკური კვლევისას პრეპარატის დოზით 75 მგ-ის განმეორებითი გამოყენებისას ადგილი ჰქონდა ადფ-ით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვან დათრგუნვას პირველსავე დღეს. პრეპარატის მაინჰიბირებელი ეფექტი პროგრესულად ძლიერდებოდა და წონასწორული მდგომარეობა აღინიშნებოდა 3-7 დღის შემდეგ. ამასთან, ინჰიბირების საშუალო დონე 40-დან 60%-მდე აღინიშნებოდა პრეპარატის 75 მგ სადღეღამისო დოზის მიღებისას. მკურნალობის შეწყვეტიდან საშუალოდ 5 დღის შემდეგ, თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათანობით უბრუნდებოდა საწყის დონეს.

ფარმაკოკინეტიკა:

პლავიქსი სწრაფად შეიწოვება პერორალური დოზის – 75 მგ გამოყენებისას, თუმცა მასში შემავალი ძირითადი ნივთიერების კონცენტრაცია პლაზმაში ფრიად დაბალია და მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ არ აღწევს მისი განსაზღვრის შესაძლებელ ზღურბლს (0.00025 მგ/ლ). პრეპარატი ორგანიზმში შეიწოვება 50%-ით (შარდით გამოყოფილ კლოპიდოგრელის მეტაბოლიტებზე დაყრდნობით).

პლავიქსი ძლიერ მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. მისი ძირითადი მეტაბოლიტი, კარდოქსილის წარმოებული არააქტიურია და მოცირკულირე შენაერთის 85% შეადგენს. ამ მეტაბოლიტის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (დაახლოებით 3 მგ/ლ, პრეპარატის განმეორებით 75 მგ პერორალური დოზის მიღებისას) აღინიშნება მიღებიდან დაახლოებით 1 სთ-ის შემდეგ.

პლავიქსი (კლოპიდოგრელი) წარმოადგენს მოქმედი ნივთიერების პრეკურსორს. მისი აქტიური მეტაბოლიტი, თიოლური წარმოებული, წარმოიქმნება კლოპიდოგრელის დაჟანგვით კლოპიდოგრელ-2-კლოპიდოგრელად და მომდევნო ჰიდროლიზის შედეგად.

დაჟანგვის პროცესი რეგულირდება პირველ რიგში ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტებით 2B6 და 3A4. ხოლო მცირე ხარისხით – 1A1, 1A2 და 1C19. აქტიური თიოლური მეტაბოლიტი, რომელიც იზოლირებულ იქნა in vitro, სწრაფად და შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. აღნიშნული მეტაბოლიტი პლაზმაში არ აღინიშნება.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკისათვის:

  • მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომ პერიოდში (რამდენიმე დღიდან არანაკლებ 35 დღის განმავლობაში), იშემიური ინსულტის (7 დღიდან 6 თვემდე ნაკლები პერიოდი), ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებების დროს;
  • მწვავე კორონალური სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში ST სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი), აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ერთხელ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად დოზით 75 მგ დღეში.

მწვავე კორონალური სინდრომით შეპრობილ პაციენტებში ST სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია, ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი) პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად, საწყისი დოზით 300 მგ, შემდგომში ერთხელ დღეში 75 მგ-ის ოდენობით (აცეტილსალიცილის მჟავასთან 75-325 მგ დღეში კომბინაციაში).

მაღალი დოზით პრეპარატის მიღებისას მოსალოდნელია სისხლდენის წარმოშობის საშიშროება, ამიტომ არ არის რეკომენდებული 100 მგ-ზე მეტი დოზით აცეტილსალიცილის მჟავას მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობის კურსი ფორმალურად დადგენილი არ არის.

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ღვიძლის ფუნქციიის მძიმე დარღვევა;

* მწვავე სისხლდენა გამოწვეული პეპტიური წყლულით ან თავის ტვინში სისხლჩაქცევით;

* ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კვლევების შედეგად არ არის დადგენილი აღწევს თუ არა პრეპარატი დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ მკურნალობის პერიოდში სისხლდენისა და ჰემატოლოგიური გვერდითი ეფექტების გამოვლენისას დაუყოვნებლივ საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება.

♦ როგორც ყველა სხვა ანტიაგრეგაციული სამკურნალო საშუალებები, ასევე კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში – სისხლდენის რისკის მომატების შემთხვევაში, ტრავმების, ქირურგიული ჩარევის ან  სხვა პათოლოგიური მდგომარეობის, ასევე

♦ კლოპიდოგრელის და აცეტილსალიცილის მჟავას კომბინაციისას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, IIb და IIIa გლიკოპროტეინების ინჰიბიტორების ან თრომბოლიზური სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას. აუცილებელია საგულდაგულოდ ვაკონტროლოთ პაციენტების მდგომარეობა სისხლდენის დროს, ფარული სისხლდენის ჩათვლით, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში და/ან გულზე ინვაზიური პროცედურის, ან ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში.

♦ ვარფარინისა და კლოპიდოგრელის ერთრდოული გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინადან აღნიშნული კომბინაცია აძლიერებს სისხლდენის ინტენსივობას.

♦ ქირუგიული ჩარევის შემთხვევაში, როდესაც ანტიაგრეგანტული მოქმედება არ არის სასურველი, კლოპიდოგრელით მკურნალობის კურსი საჭიროა შევწყვიტოთ ოპერაციამდე 7 დღით ადრე. კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და თვალშიდა სისხლდენა), ვინაიდან იგი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში პაციენტი ვალდებულია აცნობოს მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს კლოპიდოგრელის გამოყენების შესახებ.

♦ კლოპიდოგრელის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურას განვითარება რომელიც ხასიათდება თრომბოციტოპენიით და მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემიით, ნევროლოგიური დარღვევებით, თირკმელების დისფუნქციით ან ჰიპერთერმიით.

♦ თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას, პლაზმაფერეზის ჩათვლით.

♦ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (ST სეგმენტის სიმაღლის მომატებით) დროს კლოპიდოგრელით მკურნალობის დაწყება ინფარქტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

♦ მონაცემების არ არსებობის გამო მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

♦ თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში საკმარისი კვლევების არ არსებობის გამო პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

♦ საკმარისი კვლევების არარსებობის გამო პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებსაც შესაძლებელია განუვითარდეთ ჰემორაგიული დიათეზი.

♦ პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

ჭარბი დოზირება:

კვლევების შედეგად არ არის დადგენილი პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენები, ასევე არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.

იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია გახანგრძლივებული სისხლდენის დროის სწრაფი კორექცია, კლოპიდოგრელის მოქმედება შესაძლებელია  შეჩერდეს თრომბოციტული მასის გადასხმით.

შენახვის პირობები:

არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პკ-მერცი – PK-MERZ – ПК-МЕРЦ

საერთაშორისო დასახელება:

AMANTADINE

მწარმოებელი: MERZ PHARMA, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ამანტადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ამანტადინის სულფატი …….  100 მგ

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 500 მლ, შეფუთვაში 2 ც.

1 ფლ.

ამანტადინის სულფატი ……… 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ტიტანის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიამინომეთაკრილატი,  ყვითელი-ნარინჯისფერი საღებავი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას ნეირონული დეპოებიდან და ზრდის დოფამინერგული რეცეპტორების მგრძნობელობას მედიატორისადმი (დოფამინისადმი); შესაბამისად, ბაზალურ განგლიებში დოფამინის წარმოქმნის შემცირების მიუხედავად, ნეიროფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს. პრეპარატი აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოტორულ ნეირონებში იმპულსების გენერაციას.

ამანტადინის სულფატს გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება. ამცირებს Ca2+ ნაკადს უჯრედში, აინჰიბირებს ნეირონების რღვევას. აგზნების ტრანსმიტერული სისტემის დათრგუნვით, substansia nigra-ს ნეირონებში უზრუნველყოფს დოფამინის მეტაბოლიზმის შენარჩუნებას და corpus striatum-ში აღადგენს აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის წონასწორობას.

ჩვენებები:

  • პარკინსონის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (მათ შორის აკინეტიკური კრიზის) ინტენსიური პირველადი მკურნალობა;
  • პერორალური თერაპიის დროებით შეწყვეტა;
  • ცნობიერების დაკარგვა ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად;
  • ნარკოზიდან შენელებული გამოსვლა;
  • ნევრალგია სარტყლისებური ჰერპესის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

დოზირების რეჟიმი ინდივიუდალურია. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. მკურნალობა იწყება შემდეგნაირად:

პირველ სამი დღე 1 ტაბლეტი დღეში, მომდევნო დღეებში დოზა იზრდება და შეადგენს 2 ტაბლეტს დღეში. შესაძლებელია დოზის შემდგომი გაზრდა კვირაში 1 ტაბლეტით.

პარკინსონიზმის კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაში დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად უკანასკნელი დოზის მიღება რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში, ვახშმამდე.

ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი პაციენტებში აგზნებით, არეული ცნობიერებით, პრედელირით და დელირით, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა.

საინექციო ხსნარი

დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. ზოგადად ინიშნება 500 მლ 1-2-ჯერ დღეში. შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 500 მლ 3-ჯერ დღეში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ-ს (55 წვეთი/წუთში).

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას გამოიყენება დოზირების შემდეგი სქემა:

გლომერული
ფილტრაციის
სიჩქარე (GER) მლ/წთ
დოზირება(მგ)დოზირების
ინტერვალი (სთ)
80-6010012 სთ
60-50200 ან 100
მონაცვლეობით
ყოველ მეორე დღეს
50-3010024 სთ
30-20200კვირაში 2-ჯერ
20-10100კვირაში 3-ჯერ
200-100კვირაში ერთხელ ან
ყოველ მეორე კვირას

 

მძიმე შემთხვევებში (აკინეტიკური კრიზის დროს) შესაძლებელია დოზის გაზრდა რისკის შეფასების გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:

♦ მხედველობითი ჰალუცინაციებით მიმდინარე ფსიქიკური აშლილობა, მოტორული ან ფსიქიკური აგზნება, შარდის შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მქონე პაციენტებში, გულის უკმარისობა.

♦ იშვიათად – არითმია, ტაქიკარდია, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.

♦ ძალიან იშვიათად – ზედა და ქვედა კიდურების კანის მოლურჯო შეფერილობა, მხედველობის დაქვეითება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA მიხედვით), კარდიომიოპათია და მიოკარდიტი, AV ბლოკადა II და III ხარისხის, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლები), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ანამნეზში პარკუჭოვანი არითმია, ბუდიპინის ან QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება;

* პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი

* შედარებითი უკუჩვენება: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ფსიქომოტორული აგზნება, ანამნეზში დელირიუმი და პრედელირიუმი, ფსიქოზი, ეპილეფსია, თირეოტოქსიკოზი, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არ შეიძლება პკ-მერცის მიღების უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუარესება. გულის უკმარისობის ან დარღვეული სისხლის მიმოქცევის მქონე პაციენტები პკ-მერცით მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.

◄ ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი პაციენტებში აგზნებით, არეული ცნობიერებით, პრედელირიუმით და დელირიუმით, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა.

◄ პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს კონცენტრაციის უნარი და რეაგირების სიჩქარე, შესაბამისად ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

◄ მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ისეთ შარდმდენებთან ერთდროულმა მიღებამ, რომელიც წარმოადგენს ტრიამტერენისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას, შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმაში ამანტადინის კონცენტრაციის ცვლილება.

– პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინირებული თერაპიისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტების დოზის ან მთლიანად კომბინაციის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ეკზოგენური ფსიქოზი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვა დაუზიანებელია და სითხე გამჭვირვალეა.

პიტოქსილი-სანოველი – PITOXIL-sanovel – ПИТОКСИЛ-сановель

მწარმოებელი: სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ., თურქეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები   1 ტაბ.

მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი, რაც შეესაბამება —– 400 მგ მოქსიფლოქსაცინს.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

მოქსიფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ პრეპარატს. ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას II (დნმ-ჰირაზა) და IV ბაქტერიული ტოპოიზომერაზების ინჰიბირების გზით, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიული უჯრედების დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიფციის, რეკომბინაციის და აღდგენისათვის.

In vitro პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, მიკოპლაზმას, ქლამიდიების, ურეაპლაზმას, ლეგიონელას, ანაერობული გამომწვევების მიმართ. იგი ეფექტურია ბეტა-ლაქტამური და მაკროლიდური ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების მიმართ.

მოქსიფლოქსაცინსა და სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებს შორის არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა. გრამუარყოფითმა ბაქტერიებმა შეიძლება გამოავლინონ ჯვარედინი მდგრადობა მოქსიფლოქსაცინის და სხვა ქინოლონების მიმართ, მაგრამ სხვა ქინოლონების მიმართ მდგრადი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები შეიძლება მგრძნობიარე აღმოჩნდეს მოქსიფლოქსაცინის მიმართ.

მოქსიფლოქსაცინი აქტიურია შემდეგ მიკროორგანიზმების მიმართ:

აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus pneumoniae (პენიცილინის და მაკროლიდების მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes (A ჯგუფის), Streptococcus milled, Streptococcus mitis, Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Staphylococcus cohnii, Staphylococcus epidermidis (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus simulans, Corynebacterium diphteriae;

აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Escherichia coli, Enterobacter cloacae, Bordetella pertussis, Klebsiella oxytoca, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter intermedius, Enterobacter sakazaki, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia stuartii;

ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides distasonis, Bacteroides eggerthii, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides uniformis, Fusobacterium spp., Porphyromonas spp. (მათ შორის Porphyromonas anaerobius, Porphyromonas asaccharolyticus, Porphyromonas magnus), Prevotella spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens, Clostridium ramosum. Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophila, Coxiella burnettii

მოქსიფლოქსაცინი ნაკლებად აქტიურია: Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas fluorescens, Burkholderia cepacia, Stenotrophomonas maltophilia.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა

პერორალურად მიღებისას მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება. ერთჯერადად 400 მგ მოქსიფლოქსაცინის მიღებისას Cmax სისხლში აღინიშნება 0.5-4 საათის განმავლობაში და შეადგენს 3.1 მგ/ლ-ს. საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნება Cmax –ის მიღწევის დროის გახანგრძლივება (2 სთ) და Cmax –ის შემცირება დაახლოებით 16%-ით, ამავდროულად აბსორბციის ხანგრძლივობა არ იცვლება. თუმცა ეს მონაცემები კლინიკურად უმნიშვნელოა და შესაძლებელია პრეპარატის მიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 91%-ს.

განაწილება

მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია, როგორც მისი ერთჯერადად 50-დან 1200 მგ-მდე, ასევე 600 მგ/დღეში 10 დღის განმავლობაში მიღებისას. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 3 დღის შემდეგ.

მოქსიფლოქსაცინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში, და პლაზმის ცილებს (ძირითადად ალბუმინს) უკავშირდება დაახლოებით 45%-ით.

Vd შეადგენს დაახლოებით  2ლ/კგ-ს.

პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით აღინიშნება ფილტვის ქსოვილში (მათ შორის ალვეოლურ მაკროფაგებში), ბრონქების ლორწოვან გარსში, ცხვირის ნესტოებში, რბილ ქსოვილებში, კანსა და კანქვეშა სტრუქტურებში, ანთების კერებში. ინტერსტიციურ სითხესა და ნერწყვში პრეპარატი აღინიშნება თავისუფალი, ცილებთან შეუკავშირებელი სახით, უფრო მაღალი კონცენტრაციით, ვიდრე პლაზმაში.

მეტაბოლიზმი

მოქსიფლოქსაცინი ბიოტრანსფორმირდება არააქტიური სულფოშენაერთების და გლუკურონიდების სახით.

მოქსიფლოქსაცინი არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლის ციტოქრომ P450–ის მიკროსომული ფერმენტული სისტემის მეშვეობით.

გამოყოფა

გამოიყოფა შარდთან, აგრეთვე განავალთან ერთად როგორც უცვლელი, ასევე არააქტიური მეტაბოლიტების სახით. ერთჯერადი დოზის (400 მგ) დაახლოებით 19% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად, დაახლოებით 25% – განავალთან ერთად. T1/2 შეადგენს დაახლოებით 12 საათს. საშუალო კლირენსი 400 მგ-ის მიღებისას შეადგენს 179-დან 246 მლ/წთ-ს.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:

მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მხრივ არ არის დადგენილი სხვაობა რასებს, ასაკსა და სქესს შორის.

ბავშვებში მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.

არსებითი ცვლილებები არ არის გამოვლენილი  მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის შესწავლისას (მათ შორის კკ

ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (A და B კლასი Child Pugh შკალის მიხედვით) მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (C კლასი ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) არ არსებობს მონაცემები მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ.

ჩვენებები:

მოქსიფლოქსაცინი ინიშნება მოზრდილებში პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების დროს:

•    მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;

•    ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება;

•    არაჰოსპიტალური პნევმონია (მათ შორის გამოწვეული ანტიბიოტიკების მიმართ მრავლობითი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმების შტამებით*);

•    კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები;

•    კანისა და კანქვეშა სტრუქტურების გართულებული ინფექციები (მათ შორის დიაბეტური  ტერფი);

•    მენჯის ღრუს გაურთულებელი ანთებები: ზედა სასქესო გზების ინფექციები ქალებში, სალპინიგიტის და ენდომეტრიტის ჩათვლით.

•    ინტრა-აბდომინალური გართულებული ინფექციები (აბსცესების ჩათვლით).

* Streptococcus pneumoniae მოიცავს ანტიბიოტიკების მიმართ მრავლობითი რეზისტენტობის მქონე შტამებს, რომლებიც რეზისტენტულია პენიცილინის მიმართ, და შტამებს, რომლებიც რეზისტენტულია ორი ან მეტი ანტიბიოტიკის მიმართ ისეთი ჯგუფებიდან, როგორიცაა პენიცილინები (მინიმალური დამაქვეითებელი აქტივობა > 2მგ/მლ), II თაობის ცეფალოსპორინები (ცეფუროქსიმი), მაკროლიდები, ტეტრაციკლინები და ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი.

უკუჩვენებები:

* მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია მოქსიფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

* ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

განსაკუთრებული მითითებები:

მოქსიფლოქსაცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, დადგენილი არ არის.

– ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება QT ინტერვალის გახანგრძლივება. ამის გამო პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში  გახანგრძლივებული QT ინტერვალის, ჰიპოკალიემიის, I A კლასის (ქინიდინი, პროკაინამიდი) ან III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიული პრეპარატებით მკურნალობის ფონზე, რამდენადაც შეზღუდულია მოქსიფლოქსაცინის გამოყენების გამოცდილება ასეთ პაციენტებში. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას (ციზაპრიდი, ერითრომიცინი, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), აგრეთვე არითმიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში (მაგ. ბრადიკარდია, მიოკარდიუმის მწვავე იშემია).  QT ინტერვალის გახანგრძლივების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის კონცენტრაციის მომატებით, ამიტომ არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. QT ინტერვალის გახანგრძლივება დაკავშირებულია პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკთან, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით. 8000 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ მოქსიფლოქსაცინს, არც ერთს არ აღენიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა გართულებები და ლეტალური შემთხვევები.

– გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ მოქსიფლოქსაცინის დანიშვნისას მატულობს კრუნჩხვითი გულყრების განვითარების რისკი, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს კრუნჩხვები ან შეუძლიათ განაპირობონ კრუნჩხვების  განვითარება, ან შეამცირონ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი.

– არსებობს ჰიპერმგრძნობელობის და ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი პრეპარატის პირველადი გამოყენებისას, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს. ძალიან იშვიათად შესაძლებელია მოხდეს ანაფილაქსიური რეაქციის პროგრესირება ანაფილაქსიურ შოკამდე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შეწყდეს პრეპარატის შეყვანა და ჩატარდეს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები (მათ შორის ანტიშოკური).

– ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას არსებობს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების რისკი. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს დიარეის განვითარებისას. მსუბუქი ხარისხის ფსევდომემბრანული კოლიტისას საკმარისია ანტიბიოტიკის მიღების შეწყვეტა. დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისას აუცილებელია წყალ-ელექტროლიტების და ცილების შემადგენლობის აღდგენა და ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც მოქმედებენ კოლიტის გამომწვევზე (Clostridium difficile).

– ფტორქინოლონებით, მათ შორის მოქსიფლოქსაცინით თერაპიის ფონზე, განსაკუთრებით ხანდაზმულ და იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, შესაძლებელია განვითარდეს ტენდინიტი და მყესების გაგლეჯა. ტკივილის ან მყესის ანთების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და მოხდეს დაზიანებული კიდურის იმობილიზაცია.

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის ფუნქციის დარღვევისას, რომლის თანმხლებია კრუნჩხვები და ღვიძლის მძიმე ფორმის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის C კატეგორია. ორსულობისას მოქსიფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ მისი მიღება არარეკომენდებულია.

მოქსიფლოქსაცინის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში. მონაცემები მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ქალებში, ლაქტაციის პერიოდში, არ არსებობს. ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს ასევე უკუნაჩვენებია.

გამოყენება ხანდაზმულ ასაკში:

კლინიკური კვლევებისას, რომლებიც ჩატარდა ახალგაზრდებსა და დაახლოებით 65 წლის ასაკოვნებში, არ აღინიშნა განსხვავებები მოქსიფლოქსაცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

მიუხედავად იმისა, რომ მოქსიფლოქსაცინი იშვიათად იწვევს გვერდით რეაქციებს ცნს-ის მხრივ, საკითხი ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე წყდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის პრეპარატის მიღებაზე მისი რეაქციის შეფასების შემდეგ.

ფოტომგრძნობელობა

მიუხედავად იმისა, რომ კვლევების დროს არ აღინიშნა ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, საჭიროა მკურნალობის პერიოდში თავის არიდება მზის პირდაპირი სხივებისგან და ულტრაიისფერი დასხივებისგან.

გვერდითი მოქმედება:

მოქსიფლოქსაცინზე კლინიკური კვლევებისას აღინიშნა მსუბუქი და საშუალო ხარისხის გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა 3%-ზე მეტ პაციენტებში და სავარაუდოდ დაკავშირებულია მოქსიფლოქსაცინთან: გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა პაციენტების 0.1% – 3%-ში და სავარაუდოდ დაკავშირებულია მოქსიფლოქსაცინთან:

ზოგადი: ასთენია, ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრა, ალერგიული რეაქციები, ტკივილი ფეხებში, ზურგის ტკივილი, ტკივილი მკერდში, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი.

გულ–სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, პერიფერიული შეშუპებები, QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ცენტრალური ნერვული სისტემა: უძილობა, ნერვული მოშლილობა, დაძაბულობა, ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, ტრემორი, თავბრუსხვევა, პარესთეზია.

საჭმლისმომნელებელი სისტემა: ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, დისპეფსია, პირის სიმშრალე, გაუვალობა, პირის ღრუს მონილიაზი, ანორექსია, სტომატიტი, გლოსიტი, მეტეორიზმი, გამა–გლუტამილტრანსპეპტიდაზას მომატება.

სისხლმბადი და ლიმფური სისტემა: პროთრომბინის დონის შემცირება, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია.

ნივთიერებათა ცვლა: ამილაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება.

საყრდენ–მამოძრავებელი სისტემა: ართრალგია, მიალგია.

სასუნთქი სისტემა: სუნთქვის გაძნელება.

კანი და მისი წარმონაქმნები: გამონაყარი, ქავილი, ოფლიანობა.

გრძნობათა ორგანოები: გემოვნების გაუკუღმართება.

შარდ–სასქესო სისტემა: ვაგინალური მონილიაზი, ვაგინიტი.

იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა პაციენტების 0.1%-ში და სავარაუდოდ დაკავშირებულია მოქსიფლოქსაცინთან: მოუსვენარი ძილი, მხედველობის დარღვევა, ამბლიოპია, ამნეზია, ანემია, აფაზია, ართრიტი, ასთმა, წინაგულის ფიბრილაცია, კრუნჩხვები, დეპრესია, დიარეა, დისფაგია, ეკგ-ს გადახრა, სახის შეშუპება, გასტრიტი, ჰალუცინაციები, ჰიპერგლიკემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტონია, ჰიპერურიკემია, ჰიპოტენზია, კოორდინაციის დარღვევა, სიყვითლე, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, წელის ტკივილი, პროთრომბინის დონის მომატება, მეტყველების დარღვევა, სუპრავენტიკულარული ტაქიკარდია, გემოვნების დაკარგვა, თრომბოპლასტინის დონის დაქვეითება, ხმაური ყურებში, ჭინჭრის ციება, ვაზოდილატაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

პოსტმარკეტინგული მონაცემები: ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ჰეპატიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი, ფსიქოზური რეაქციები, სტივენ-ჯონსის სინდრომი, გულყრა და მყესის გაგლეჯა.

გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

– მოქსიფლოქსაცინის და ინტრაკონაზოლის, თეოფილინის, ვარფარინის, დიგოქსინის, ორალური კონტრაცეპტივების, გლიბურიდის ურთიერთქმედება კლინიკურად უმნიშვნელოა.

– ინტრაკონაზოლი, თეოფილინი, დიგოქსინი, პრობენეციდი, მორფინი, რანიტიდინი, კალციუმი არ ცვლის მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკას.

– რკინის პრეპარატები და ანტაციდები მნიშვნელოვნად ამცირებს მოქსიფლოქსაცინის, ისევე როგორც სხვა ქინოლონების, ბიოშეღწევადობას.

ვარფარინი: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული კვლევებისას მოქსიფლოქსაცინი არ მოქმედებდა R- და S-ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე. პროთრომბინული დრო არ იცვლება მოქსიფლოქსაცინის ზემოქმედებით. თუმცა ზოგიერთი ქინოლონი აძლიერებს ვარფარინის და მისი წარმოებულების ანტიკოაგულანტურ მოქმედებას. ამიტომ ქინოლონების ვარფარინთან ან მის წარმოებულებთან ერთდროული დანიშვნისას საჭიროა პროთრომბინული დროის და სხვა კოაგულაციური პარამეტრების კონტროლი.

კალციუმი: მოქსიფლოქსაცინის კალციუმის დიდი დოზის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა მოქსიფლოქსაცინის შეწოვაზე არ შეინიშნება, გამონაკლისია აბსორბციის დროის უმნიშვნელო შემცირება.

მოქსიფლოქსაცინის და ანტაციდების, მინერალების, ვიტამინების კომპლექსების ერთდროული მიღება არღვევს მოქსიფლოქსაცინის შეწოვას პოლივალენტურ კათიონებთან ქელატური კომპლექსების წარმოქმნით, შედეგად მცირდება მოქსიფლოქსაცინის  კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამის გამო ანტაციდები, ანტირეტროვირუსული და სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს, რკინას, მიიღება მოქსიფლოქსაცინის პერორალურ მიღებამდე 4 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს): მიუხედავად იმისა, რომ პრეკლინიკური და კლინიკური კვლევებისას მოქსიფლოქსაცინის და აასს-ს ურთიერთქმედება არ გამოვლინდა, უნდა გვახსოვდეს, რომ აასს-ს და ქინოლონების კომბინაციისას იზრდება ცნს-ის და კრუნჩხვების სტიმულაციის რისკი.

მიღების წესი და დოზირება:

მოქსიფლოქსაცინი ინიშნება 400 მგ ერთხელ დღეში.

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი – 7 დღე;

ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება – 5 დღე;

არაჰოსპიტალური პნევმონია – 10 დღე;

კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები – 7 დღე;

კანისა და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციები – საფეხურებრივი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა (ინტრავენური მკურნალობის გაგძელება  პერორალურით) შეადგენს 7-21 დღეს;

მენჯის ღრუს გაურთულებელი ანთებები – 7 – 21 დღე;

ინტრა-აბდომინალური გართულებული ინფექციები – საფეხურებრივი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა (ინტრავენური მკურნალობის გაგრძელება  პერორალურით) შეადგენს 5-14 დღეს.

შინაგანად მიღებისას მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 21 დღე.

ტაბლეტები მიიღება დაღეჭვის გარეშე, წყლის მცირე რაოდენობის მიყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზირების რეჟიმის ცვლილება საჭირო არ არის.

მოქსიფლოქსაცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის დაავადებების დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. კლინიკური კვლევები დიალიზზე მყოფ პაციენტებში არ ჩატარებულა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობისას (Child Pugh A და B) დოზირების კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობისას (Child Pugh C) მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის კვლევა არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება:

მოქსიფლოქსაცინის 1200 მგ-ის ერთჯერადად და 600 მგ-ის 10 დღის განმავლობაში მიღებისას რაიმე გვერდითი ეფექტი აღნიშნული არ არის.

მკურნალობა: ჰიპერდოზირების შემთხვევაში კლინიკური სიტუაციის შესაბამისად ტარდება სიმპტომატური თერაპია ეკგ-ს მონიტორინგით. გააქტივებული ნახშირის მიღება მიზანშეწონილია მხოლოდ მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტირებული ფორმით ჭარბი დოზირებისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 30°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

შენახვის ვადა – 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).

_ არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.

_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

_ შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პიტნის ნაყენი – Tinctura Menthae piperitae – МЕНТОЛ

პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა: მომზადებულია პიტნის ფოთლებისაგან 90%-იან ეთილის სპირტზე.

შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ეთერზეთებს (ძირითადი კომპონენტი მენთოლი -60%, მენთენი -10-25%), ოლეინის და ურსულის მჟავებს, ფლავონოიდებს, კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

აქვს სედატიური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის, გულის სისხლძარღვებს. ამცირებს ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსს, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლის მომარაგებას და ნაწლავის პერისტალტიკას, ასტიმულირებს  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აქვს ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს მადას.

ეფექტურია ინჰალაციის სახით ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს, აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს ზემო სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელის ფუნქციის აღდგენას.

ჩვენება:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეიროგენული წარმოშობის სპასტიური მდგომარეობა;
  • მეტეორიზმი;
  • ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
  • ღებინება, გულისრევა;
  • ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები ( ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი);

მიღების წესი და დოზირება:

პერორულად 10-15 წვეთი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ბავშვებში ინჰალაციის სახით გამოყენება დაუშვებელია, რადგან მენთოლის ზემოქმედებით შესაძლებელია განვითარდეს ბრონქოსპაზმი და რეფლექსურად მოხდეს სუნთქვის დათრგუნვა.

გამოშვების ფორმა:

15, 25 მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

შენახვა:

მშრალ, გრილ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

პიროქსიკამი – PIROXICAM – ПИРОКСИКАМ

საერთაშორისო დასახელება:

PIROXICAM           

მწარმოებელი: Pharmaceutical Compani JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: პიროქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონალური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პიროქსიკამი ………   10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ფოსფატი, სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი.

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ფოსფატი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ოქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ავლენს აგრეთვე ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას. იგი ამცირებს ან თრგუნავს ანთების საწინაღმდეგო ყველა სიმპტომს.

პრეპარატი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი;
  • ოპერაცისაა და ტრავმების შემდგომი ტკივილები;
  • რადიკულიტის მსგავსი მწვავე ტკივილი (იშიაზი).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, საკვების მიღებისას, დოზა დგინდება ექიმის მიერ;

– მადეფორმირებელი ოსტეოართროზის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის სამკურნალოდ პრეპარატის საწყისი და შემანარჩუნელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შემანარჩუნებელი თერაპია საკმარისი დოზით შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში.

– ზოგიერთ პაციენტებში იშვიათად აუცილებელია დროებით  დოზის მომატება 30 მგ-მდე დღე-ღამეში ან დაყოფილი დოზით.

– საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადების დროს პირველი 2 დღის განმავლობაში პრეპარატი მიიღება 40 მგ-ის ოდენობით ან დაყოფილი დოზით.

– შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში, არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში.

– ოპერაციისა და ტრავმისშემდგომი ტკივილის კუპირებისთვის რეკომენდებული, საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის მომატება და იგი ინიშნება პირველი ორი დღის განმავლობაში 40 მგ-ის ოდენობით ერთჯერადად ან დაყოფილი დოზით.

– პოდაგრის მწვავე შეტევის დროს პრეპარატი მიიღება ერთჯერადი დოზით 40 მგ, 6 დღის შემდეგ 2-ჯერ დღეში 20 მგ-ის ოდენობით.

გვერდითი მოვლენები:

ხშირ შემთხვევაში პრეპარატი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. მისი ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შესაძლებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები: გულისრევა, ღებინება, მუცლის მიდამოში დისკომფორტი. იშვიათად ვითარდება შინაგანი და გარეგანი შეშუპება.

• სადღეღამისო დოზის 30 მგ-ზე ზევით გამოყენება ზრდის არასასურველი მოვლენების განვითარების რისკს. პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სისხლის მორფოლოგიური ლაბორატორიული, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების მაჩვენებლების გადახრა.

ზემოთაღნიშნული სიმპტომები ატარებენ დროებით ხასიათს და პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ალერგიული დაავადება;

* ასთმა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ 15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ციროზისა და ღვიძლის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

◄ აგრეთვე ნეფროზის და თირკმელების უკმარისობის, გულის უკმარისობის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემდგომ პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედება: პრეპარატი ავლენს სუსტად გამოხატულ დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე, აგრეთვე იგი ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, ამიტომ მისი გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვისას საჭიროა სიფრთხილე.

◄ მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან, ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია ფსიქო-ფიზიკური უნარის დაქვეითება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატი აძლიერებს სულფანილშარდოვანას ჯგუფის პერორალური, ანტიდიაბეტური საშუალებების, აგრეთვე ფენიტოინისა და სულფონამიდების მოქმედებას.

– იგი აძლიერებს კუმარინების ჯგუფის ანტიკოაგულანტებისა და ინდანდიონის წარმოებულების მოქმედებას.

– პიროქსიკამისა და ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება საჭიროებს პროთრომბინის დროის სისტემატურ კონტროლს და შესაძლებელია მათი დოზის შემცირება.

– პრეპარატი ზრდის სისხლში ლითიუმის დონეს. პრეპარატი ასუსტებს დიურეზული საშუალებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების მოქმედებას.

– სალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები ამცირებენ სისხლის შრატში პიროქსიკამის დონეს.

– პიროქსიკამისა და კორტიკოსტეროიდების ან ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების განვითარება. გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პირითიონის თუთია – PYRITHIONE ZINC – ПИРИТИОН ЦИНК

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის დერმატოლოგიაში. პრეპარატის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი მოიცავს რიგ გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს და სოკოების ზოგიერთ სახეობას. იგი აქტიურია Pityrosporum ის ჯგუფის ბაქტერიების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთ პათოგენურ ფაქტორს ფსორიაზის, სებორეას, ქერტლის და კანის სხვა დაავადებებისათვის. პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიო- და ფუნგისტატურად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე.

ჩვენებები

  • ფსორიაზი, სებორეა, ქერტლი, ქავილი, სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტები, სხვადასხვა ფერის ლიქენი, ერითრაზმა.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი გამოიყენება დაზიანებული კანის და თავის თმიან უბანზე. პრეპარატის გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ჩვენებაზე, სამკურნალო საშუალებების ფორმაზე და კლინიკური ეფექტის მიღწევის ვადაზე.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად – ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პირითიონ თუთიის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის კომბინირება არ არის რეკომენდებული იმ საშუალებებთან  გარეგანი გამოყენებისათვის, რომლებიც  შეიცავს გლუკოკორტიკოსტეროიდებს.

პირითინოლი – PIRITINOL – ПИРИТИНОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პირითინოლი პირიდოქსინის წარმოებული ნოოტროპული პრეპარატია. იგი ხელს უწყობს თავის ტვინში პათოლოგიურად დაქვეითებული მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას, გლუკოზის უტილიზაციას და ნუკლეინის მჟავის ცვლას, თავის ტვინის რიგი ფერმენტების და მედიატორული სისტემების აქტივაციას.

პრეპარატი სისტემური გამოყენებისას აუმჯობესებს გონებრივ განვითარებას, მეხსიერებას, იწვევს სწავლის პროცესის უნარის გაზრდას. ასევე იგი ხელს უწყობს თავის ტვინის რეზისტენტობის ამაღლებას ჰიპოქსიის მიმართ.

ჩვენებები

  • თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის შემდგომი მდგომარეობა; ენცეფალიტი, ინტოქსიკაციები;
  • პოსტტრავმული ენცეფალოპათია;
  • ცერებრული ათეროსკლეროზი, მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ხანდაზმულ ასაკში;
  • ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
  • ცერებროასთენიური სინდრომი;
  • ენცეფალოპათია ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

მოზრდილებში პერორალურად ინიშნება 100-200 მგ 3-ჯერ დღეში, ბავშვებში – 50-300 მგ (ჩვენების მიხედვით). პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის კურსი შეადგენს 2-3 თვეს. რეკომენდებულია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება ყოველ 1-6 თვეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ძილის დარღვევა, მომატებული აგზნება, დისპეფსიური მოვლენები, გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება სისხლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება, ქოლესტაზი, ძალიან იშვიათად – ართრალგიები.

უკუჩვენებები

გამოხატული ფსიქომოტორული აგზნება, ეპილეფსია, კრუნჩხვები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, სიროფის სახით – ფრუქტოზის აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის, პერიფერიული სისხლის სურათის დარღვევით, მიასთენიით. პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მკაცრი ჩვენების მიხედვით. ბავშვებში არ არის რეკომენდებული უკანასკნელი დოზის დანიშვნა საღამოს საათებში.

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი – PYRIDOXINE HYDROCHLORIDE – ПИРИДОКСИНА ГИДРОХЛОРИД

საერთაშორისო დასახელება:

PYRIDOXINE

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: პირიდოქსინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 2.5%: ამპულაში 1 მლ,

შეფუთვაში 10ც.

1მლ.

პირიდოქსინი …………  25მგ

საინექციო ხსნარი 5%: ამპულაში 1მლ.

შეფუთვაში 10ც.

1მლ.

პირიდოქსინი ………..  50მგ.

 

ვრცლად ვიტამინი B6

პირიდოსტიგმინის ბრომიდი – PYRIDOSTIGMINE BROMIDE – ПИРИДОСТИГМИНА БРОМИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

პირიდოსტიგმინის ბრომიდი წარმოადგენს ანტიქოლინესთერაზულ საშუალებას. ქოლინესთერაზას შექცევადი ინჰიბირებით და ენდოგენური აცეტილქოლინის მოქმედების პოტენცირებით იგი ხასიათდება არაპირდაპირი ქოლინომიმეტური ეფექტებით.

პრეპარატი აძლიერებს ნერვ-კუნთოვან გამტარებლობას, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსს და პერისტალტიკას, ზრდის შარდის ბუშტის, ბრონქების ტონუსს და იწვევს ეგზოკრინული ფუნქციის სტიმულაციას, ბრადიკარდიას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი შიგნით მიღებისას ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, ნეოსტიგმინისა და ფიზოსტიგმინისგან განსხვავებით არ ჰიდროლიზდება ქოლინესთერაზად და ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები

  • მიასთენია და მიასთენური სინდრომი;
  • ოპერაციის შემდგომი ნაწლავების ატონია. ატონიური ყაბზობა; გინეკოლოგიური ოპერაციების და მშობიარობის შემდეგ შარდის ბუშტის დაცლის დარღვევა;
  • გამოიყენება აგრეთვე არამადეპოლარიზირებელი კურარეს მსგავსი საშუალებების ეფექტის მოსახსნელად.

დოზირების რეჟიმი

– შიგნით მისაღებად პრეპარატი ნიშნება 60-180 მგ 2-4-ჯერ დღეში; აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა.

– პარენტერულად (კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში) შეყავთ 5 მგ პრეპარატი 5-ჯერ დღეში;

მიორელაქსაციის დამთავრების მიზნით – ვენაში ნელა შეჰყავთ 5 მგ დოზით (ზოგჯერ ატროპინთან კომბინაციაში 500 მკგ დოზით). ზოგიერთ შემთხვევებში აღნიშნულ დოზას ყოფენ 2 შეყვანაზე.

გვერდითი მოვლენები

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის არეში სპაზმები, გაძლიერებული სალივაცია.

ცნს–ის მხრივ: კუნთების თრთოლვა, კუნთების სისუსტე, მიოზი.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ბრონქების ტონუსის და სეკრეციის გაძლიერება.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები

* პირიდოსტიგმინის ბრომიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ნაწლავების ან საშარდე გზების მექანიკური ობსტრუქცია;

* ბრონქული ასთმა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები

♦ კუჭის წყლულოვანი დაავადებით, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით, გულის უკმარისობით დეკომპენსაციის ფაზში და მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულ პაციენტებში პირიდოსტიგმინის ბრომიდს იყენებენ მხოლოდ გვერდითი მოქმედების განვითარების შესაძლებელი რისკისა და მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტის მკაცრი შეფასების შემდეგ.

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ბრადიკარდიით, შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების დაავადებით, პარკინსონიზმით, ღვიძლის დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ.

♦ რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისათვის ისეთი დროის შერჩევა, რომლის დროსაც პრეპარატის მოქმედების მაქსიმალური ეფექტი ემთხვევა პაციენტის ფიზიკური აქტივობის ციკლს.

♦ პრეპარატით მკურნალობის პროცესში ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს ნებადართული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პირიდოსტიგმინის ბრომიდი წარმოადგენს არამადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების ანტაგონისტს. იგი აძლიერებს მადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების მოქმედების ეფექტს.

– მ-ქოლინობლოკატორები, განგლიობლოკატორები, ქინიდინი, ნოვოკაინამიდი, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ პირიდოსტიგმინის ბრომიდის მოქმედების ეფექტს.

– ატროპინი იწვევს პირიდოსტიგმინის მ-ქოლინერგული მოქმედების ნეიტრალიზაციას (ჩონჩხის კუნთებზე მოქმედების გარეშე).

– პირიდოსტიგმინის ბრომიდი იწვევს მორფინისა და ბარბიტურატების მოქმედების გაძლიერებას.

Don`t copy text!