Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 498

პირაცეტამი-დარნიცა (საინექციო) – PYRACETAMUM-DARNITSA – ПИРАЦЕТАМ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 20%: ამპულაში 5მლ.

შეფუთვაში 10ც.

1მლ. 1ამპ.

პირაცეტამი …………  200მგ.1გ.

 

ვრცლად პირატროპილი

პირაცეტამი (ტაბლეტი) – PIRACETAM – ПИРАЦЕТАМ

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM

მწარმოებელი: BIOSTIMILATOR

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60ც.

1 ტაბ.

პირაცეტამი …………….. 0.2გ

 

ვრცლად ლუცეტამი (დოზირება განსხვავებული)

პირაცეტამი (აქტიური ნივთიერება) – PIRACETAM – ПИРАЦЕТАМ

ჩვენებები

პირაცეტამი გამოიყენება ნევროლოგიურ, ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ პრაქტიკაში.

  • პრეპარატი ნევროლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების დროს (ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი პარკინსონიზმი), რომლებიც ვლინდება ცერებრული სისხლძარღვების ქრონიკული უკმარისობით, მეხსიერების, ყურადღების, მეტყველების დარღვევით, თავბრუსხვევითა და თავის ტკივილით, თავის ტვინიში სისხლმიმოქცევის მხრივ ცვლილებებით;
  • თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდეგ კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობისას, ზემოთაღნიშნული მდგომარეობების დროს აღდგენითი თერაპიის მიზნით პაციენტის ფსიქიური აქტივობისა და მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით.
  • პირაცეტამი გამოიყენება აგრეთვე ნერვული სისტემის დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავს ინტელექტუალური ფუნქციისა და ემოციური სფეროს მხრივ დარღვევები.
  • ფსიქიატრიულ პრაქტიკაში პირაცეტამი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა წარმოშობის ნერვულ-დეპრესიული მდგომარეობები, რომელთა თანხმლებია ადინამიის ნიშნები, ასთენიურ სენესტოიპოქონდრიული დარღვევები და იდეატორული შეზღუდვა, აგრეთვე დუნე აპათიური დეფექტური მდგომარეობა შიზოფრენიით შეპყრობილ პაციენტებში, სხვადასხვა ეთიოლოგიის ფსიქოორგანული სინდრომებისას, სენილური და ატროფიული პროცესების, სხვადასხვა ფსიქიური დაავადებისას კომპლექსური თერაპიისათვის.
  • პირაცეტამი გამოიყენება დამხმარე საშუალებად დეპრესიული დაავადებების სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც ანტიდეპრესიული სამკურნალო საშუალებების მიმართ გააჩნიათ რეზისტენტობა, აგრეთვე როდესაც ნეიროლეფსიური და სხვა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების მიმართ გააჩნიათ აუტანლობა. იგი გამოიყენება ზემოთაღნიშნული სამკურნალო საშუალებების მოქმედებით გამოწვეული სომატოვეგეტატური, ნევროლოგიური ან ფსიქიური გართულებების პრევენციიის ან ნიველირების მიზნით.
  • პირაცეტამი როგორც დამხმარე საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ეპილეფსიის დროს.
  • პირაცეტამი ნარკოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება აბსტინენციის სინდრომის მოსახსნელად პრე და დელირიოზული მდგომარეობისას ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის დროს, აგრეთვე ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით მოწამვლის შემთხვევაში. პირაცეტამი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს გამოიყენება ასთენიური მდგომარეობის შესამცირებლად.
  • პრეპარატი პედიატრიაში გამოიყენება შესწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად და თავის ტვინის პერინატალური დაზიანებების ნარჩენი მოვლენების ლიკვიდაციისათვის, რომლებიც გამოწვეულია ინფექციით, ჰიპოქსიით, სამშობიარო ტრავმით. აგრეთვე მას უნიშნავენ ოლიგოფრენიის, გონებრივი განვითარების მხრივ ჩამორჩენისას, ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს.
  • პირაცეტამი გერონტოლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება მოხუცთა დემენციის (მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება) სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

პირაცეტამი ჩვეულებრივ მიიღება პერორალურად ჭამამდე საწყისი დოზით 1.2 გ-დან (400 მგ 3-ჯერ დღეში) 2.4 გ-მდე, ხანდახან დღეღამეში 3.2 გ-მდე ან მეტი. აღნიშნული დოზის მიღების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტი როგორც წესი აღინიშნება 2-3 კვირის შემდეგ. შემდგომში დოზას ამცირებენ 1.2-1.6 გ-მდე (400 მგ 3-4-ჯერ დღეში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6 თვემდე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 6-8 კვირის შემდეგ.

პირაცეტამით მკურნალობის დროს შესაძლებელია ფსიქოტროპული, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.

თავის ტვინის მწვავე დაზიანების სამკურნალოდ პირაცეტამი ინიშნება სხვა დეზინტოქსიკაციურ მეთოდებთან და აღდგენით თერაპიასთან კომბინაციაში, ხოლო ფსიქოზური მდგომარეობის სამკურნალოდ – ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთად.

– ბავშვებში პირაცეტამი გამოიყენება ყოველდღე 30-50 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით 2 მიღებაზე დილას და შუადღისას;

– 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება 3-ჯერ დღეში 200 მგ-ის ოდენობით (დღეღამეში 600 მგ-ის ოდენობით).

– 5-დან 16 წლამდე ბავშვებში – 400 მგ დღეში 3-ჯერ (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.8 გ). აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატით მრავალწლიანი მკურნალობის დროს რეკომენდებულია ერთი წლის განმავლობაში 2-3 მკურნალობის კურსის ჩატარება.

იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნა მიღებული მორიგი დოზა, მაშინ მკურნალობის კურსს აგრძელებენ ადრე დანიშნული დოზის მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები

პირაცეტამი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენები ძირითადად აღინიშნება დღეღამეში 5 გ პრეპარატის მიღებისას და ხანდაზმულ პაციენტებში.

ზოგჯერ შესაძლებელია გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, დისპეფსიური ხასიათის დარღვევები, სექსუალური სტიმულაცია, მოძრაობითი აქტივობა.

ხანდაზმულ პაციენტებში იშვიათად მოსალოდნელია კორონარული უკმარისობის განვითარება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. პირაცეტამის გამოყენებისას, განსაკუთრებით გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებში შესაძლებელია აფორიაქება, მოუსვენრობა, მოძრაობითი შეფერხება, ყურადღების მოდუნება, გაღიზიანებადობა, გაუწონასწორებლობა, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

უკუჩვენებები

* პირაცეტამის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თირკმლების უკმარისობა;

* დეპრესია და მოუსვენრობა (აჟიტირებული დეპრესია);

* ჰანგტინგტონის დაავადება;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* 1 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებმა, რომლებსაც ცნს-ის მხრივ აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები პირაცეტამის გამოყენებისას საჭიროა დაიცვან სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება

პრეპარატი პრაქტიკულად არ არის ტოქსიური. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

შესაძლებელია ურთიერთქმედება პირაცეტამსა და ცნს-ის მასტიმულირებელ, ასევე ნეიროლეფსიურ (ჰიპერკინეზის გაძლიერება) საშუალებებთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ამ უკანასკნელის ჰიპოფუნქციის დროს.

პირაფენაზი – PYRAFENAZ – ПИРАФЕНАЗ

საერთაშორისო დასახელება:

CINNARIZINE; PIRACETAM

მწარმოებელი: PHYTOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ცინარიზინი+პირაცეტამი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

ცინარიზინი …………..        400 მგ

პირაცეტამი  …………….       25 მგ

 

ვრცლად ფეზამი

პირატროპილი – PIRATROPIL – ПИРАТРОПИЛ

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM

მწარმოებელი: Parmaceutical Compani  JELFA S.A. პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 12 ც.

1 მლ 1 ამპ.

პირაცეტამი …………   200 მგ 1 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის აცეტატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, წყალი ინექციისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პირაცეტამი მიეკუთვნება ნოოტროპული საშუალებების ჯგუფს. იგი აუმჯობესებს შემეცნებით პროცესებსა და მეხსიერებას, აგრეთვე ყურადღების კონცენტრაციის უნარს, პრეპარატი არ ავლენს დამამშვიდებელ ან ფსიქომასტიმულირებელ მოქმედებას.

პირაცეტამი სხვადასხვა გზით მოქმედებს ცნს-ზე: იგი ხელს უწყობს თავის ტვინში ნერვული იმპულსების გატარების მოდულირებას, აუმჯობესებს ნეირონების პლასტიურობას, იცავს მათ მეტაბოლურ  ჰომეოსტაზს და ახდენს ზემოქმედებას თავის ტვინის მიკროცირკულაციაზე უშუალოდ ჰემორეოლოგიურ თვისებებზე ზეგავლენით, მაგრამ იგი არ იწვევს სისხლძარღვების გამაფართოვებელ მოქმედებას.

– პრეპარატის პერიოდული ან მუდმივი შეყვანისას პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თავის ტვინის შემეცნებითი ფუნქცია იწვევს ეეგ-ს მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც მიუთითებს შემეცნებითი ფუნქციის აქტივობასა და გაუმჯობესებას  (უფრო მეტად ალფა და ბეტა ტალღებზე ზემოქმედებით, ხოლო ნაკლებად დელტა ტალღებზე).

– პირაცეტამი ცნს-ის ნეირონებზე ავლენს დაცვით მოქმედებას, მაგალითად თავის ტვინის ჰიპოქსიის, ქიმიური საშუალებებით მოწამვლის და ელექტროშოკური თერაპის დროს.

– პირაცეტამი ამცირებს პროვოცირებული ნისტაგმის პერიოდს.

– პირაცეტამი სისხლძარღვოვანი გენეზის: დემენციის ან თავის ტვინის მწვავე ინსულტის დროს აუმჯობესებს ჟანგბადისა და გლუკოზის ადგილობრივ უტილიზაციას.

– პრეპარატის მოქმედება ჰემორეოლოგიურ თვისებებზე ვლინდება თრომბოციტების ფუნქციის დაქვეითებით; სისხლის საერთო სიბლანტის დაქვეითებით სისხლის ფორმიანი ელემენტების ელასტიურობის მომატების გზით, განსაკუთრებით ერითროციტების და სისხლის პლაზმის სიბლანტის შემცირებით, აგრეთვე სისხლძარღვების სპაზმის პრევენციით.

ჩვენებები:

  • თავის ტვინის იშემიური ინსულტი;
  • ქერქული წარმოშობის კლონური კრუნჩხვები;
  • ხანდაზმულ პერიოდში ინვოლუცია (მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური უკმარისობა);
  • თავბრუსხვევა და თანმხლები წონასწორობის დარღვევა, გამონაკლისს წარმოადგენს სისხლძარღვოვანი და ფსიქიური წარმოშობის თავბრუსხვევა.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავედ განვითარებული გართულებების შემთხვევაში პირაცეტამი გამოიყენება ვენაში ან კუნთში ჩვეულებრივ 12 გ-ის ოდენობით დღეში; მიოკლონუსის დროს 24 გ-მდე დღე-ღამეში. სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში დოზას ამცირებენ ოპტიმალურამდე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

კლონური კრუნჩხვის მკურნალობას იწყებენ დოზით 7.2 გ დღეში, შემდგომში დოზას ზრდიან 4.8 გ-ით ყოველ 3 ან 4 დღეში ერთხელ 24 გ დღეში.

პრეპარატის სადღეღამისო დოზა საჭიროა გავყოთ 2 ან 3 მიღებაზე.

თავის ტვინის მწვავე ინსულტის სამკურნალოდ მოზრდილებში დოზა შეადგენს 9-12 გ-ს დღეში. თავბრუსხვევის დროს პრეპარატი მიიღება 2.4-4.8 გ დღეში დაყოფილ 2-ან 3 თანაბარ დოზად.

ინვოლუციური მდგომარეობის დროს მკურნალობის დასაწყისში დოზა შეადგენს 4.8 გ-ს, შემდგომში დოზას ამცირებენ 2.4 გ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად და სუსტად არის გამოხატული. ხშირად აღინიშნება: აგზნება, განგაშის მდგომარეობა, კუნთების ტრემორი, ძილიანობა, უძილობა და დაღლილობის შეგრძნება.

საკონტროლო კვლევების შედეგად დადგენილია, რომ 2%-ზე ნაკლებ ხანდაზმულ პაციენტებში 2.4 გ-ზე მეტი დოზით მკურნალობისას აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენები. უპირატესად დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი), თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. იშვიათად აღინიშნებოდა პირის სიმშრალე, ლიბიდოს მომატება, სხეულის წონის მომატება და პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა დერმატოლოგიური ცვლილებების სახით. თუმცა მათი განვითარების სიხშირე კლინიკურად არ განსხვავდება პალცებოსაგან.

უკუჩვენებები:

* პირაცეტამის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თირკმელების მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზწე ნაკლები).

ორსულობა და ლაქტაცია:

ცხოველებზე ექსპერიმენტული კვლევის შედეგად პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება არ არის გამოვლენილი.

დღესდღეობით არ არსებობს კლინიკური მონაცემები პირაცეტამის ნაყოფის განვითარებაზე ზემოქმედების შესახებ. ორსულობის I ტრიმესტრისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი პოტენციური სარგებლიანობის გათვალისწინებით.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პირაცეტამი გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც საჭიროა თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით გამოვიყენოთ. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდსა და კრეატინინის კლირენსს შორის არსებობს უკუდამოკიდებულება. ქვემოთმოყვანილ ცხრილში მითითებულია დოზის შემცირების დამოკიდებულება 60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის დროს.

კრეატინინის კლირენსი

შრატში კრეატინინის

კონცენტრაცია

პირაცეტამის დოზა
60-40 მლ/წთ1.25გ-1.7მგ/100 მლ1/2 ჩვეულებრივი დოზის
40-20მლ/წთ1.7გ-3მგ/100მლ1/4 ჩვეულებრივი დოზის
20 მლ/წთ-ზე ნაკლები3 მგ/100 მლ-ზე მეტიწინააღმდეგ ნაჩვენებია

 

♦ მიოკლონუსით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მოსალოდნელია მიოკლონური ან სხვა ტიპის კრუნჩხვები.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატი დოზით 400 მგ/კგ-ზე ზევით ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია ფორსირებული დიურეზი და სითხის მიღება პერორალურად ან ვენაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატის ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტებთან (T3+T4) ერთად გამოყენებისას აღინიშნა აგზნების მხოლოდ ერთი შემთხვევა, ძილის დარღვევა;

– პრეპარატის ურთიერთქმედება კლონაზეპამთან, ფენიტოინთან, ფენობარბიტალთან, ნატრიუმის ვალპროატთან, აგრეთვე სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, სინათლს, ბავშვებისა და გაყინვისაგან დაცულ  ადგილას.

პირანტელი (ტაბლეტი) – PYRANTEL – ПИРАНТЕЛ

საერთაშორისო დასახელება:

PYRANTEL

მწარმოებელი: POLPHARMA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: პირანტელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.

1 ტაბ.

პირანტელი ……………    250 მგ

(პირანტელის ებონატი – 720 მგ)

დამხმარე ნივთიერებები:

ეთილცელულოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ნარინჯის არომატი, კარტოფილის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პირანტელი წარმოადგენს ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც მოქმედებს ნემატოდებზე. იწვევს მის მიმართ მგრძნობიარე ჰელმინთების ნერვ-კუნთოვან ბლოკადას, რაც აადვილებს მათ გამოდევნას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან საფაღარათო საშუალებების დამატებითი გამოყენების გარეშეც.

პრეპარატი პარაზიტებზე მოქმედებს განვითარების ადრეულ ფაზაში და მათ მომწიფებულ ფორმებზე, არ მოქმედებს მათ მატლებზე ქსოვილებში მათი მიგრაციის დროს.

პირანტელი მოქმედებს შემდეგ ნემატოდებზე:

Enterobius vermicularis, Ascaris lumbricoides, Ancylostoma duodenale და Necator americanus, Trichostrongulus colubriformis, Trichostrongulus orientalis.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პირანტელი ძალიან ძნელად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია ერთჯერადი დოზის – სხეულის წონის 10 მგ/კგ, პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს 0.005-0.13 მკგ/მლ 1-3 საათის განმავლობაში.

განაწილება: მონაცემები პრეპარატის პლაცენტაში და დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს. ისევე როგორც ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეში პრეპარატის განაწილების შესახებ (თეორიულად პრეპარატის რეზორბცია მინიმალურია).

მეტაბოლიზმი: საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან რეზორბირებული პრეპარატის მინიმალური რაოდენობა ნაწილობრივ მეტაბოლიზირდება ღვიძლში N-მეთილ-1.3-პროპანდიამინამდე.

გამოყოფა: პრეპარატის პერორალური დოზის დაახლოებით 50% უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად და არა უმეტეს 7% უცვლელი სახით შარდთან ერთად, ან მეტაბოლიტის N-მეთილ -1.3-პროპანდიამინის ფორმით.

ჩვენებები:

  • ასკარიდოზი;
  • ეტერობიოზი;
  • ანკილოსტომიდოზი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ტაბლეტის დაღეჭვით, 1 ჭიქა წყალის მიყოლებით.

ავადმყოფის ასაკისა და წონის მიხედვით რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:

პაციენტის ასაკი

ტაბლეტები

250 მგ

მგ
6 თვე-2 წელი1/2125
2-6 წელი1250
6-12 წელი2500

12 წელზე უფროსები და

უფროსები წონით 75 კგ-მდე

3

75

უფროსები წონით 75 კგ ზევით41000

 

იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება  ადამიანის მხოლოდ  ნემატოდით დაავადება, პირანტელის გამოყენება შეიძლება უმცირესი დოზით, ე.ი. ერთ მიღებაზე 5 მგ მოქმედი ნივთიერება სხეულის წონის 1 კგ-ზე.

ასკარიდოზისა და ენტერობიოზის შემთხვევაში, ასევე ამ პარაზიტებით შერეული ინვაზიებისას, დოზა, განკუთვნილი მთელი კურსისათვის (სხეულის წონის 10 მგ/კგ) ერთჯერადად გამოიყენება. ანკილოსტომიდოზის დროს დღე-ღამის დოზას (სხეულის წონის 10 მგ/კგ) იღებენ 3 დღის განმავლობაში.

Necator americanus მასიური ინვაზიებისას რეკომენდებულია დოზა სხეულის წონის 20 მგ/კგ 2 დღის განმავლობაში.

შენიშვნა:

– ენტერობიოზის მკურნალობისას მთელი ოჯახი ერთდროულად უნდა მკურნალობდეს;

– ჰიგიენის დაცვა აუცილებელია;

– პრეპარატით, პირანტელი, მკურნალობიდან 14 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს საკონტროლო პარაზიტოლოგიური გამოკვლევები.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება, ისინი ხანმოკლეა და მკურნალობის დასრულების შემდეგ ქრება.

არასასურველ მოქმედებათა უმრავლესობა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ ვლინდება: ღებინება, გულისრევა, უმადობა, დიარეა, კუჭის ტკივილები და სპაზმები.

იშვიათად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, სისუსტე, გამონაყარი, მაღალი სიცხე და ამინოტრასფერაზების აქტიურობის გარდამავალი მატება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, მიასთენია (მკურნალობის პერიოდი).

* სიფრთხილით: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, თირკმლის უკმარისობა, ბავშვთა ასაკი 6 თვემდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ცხოველებზე კვლევების დროს ნაყოფზე პირანტელის მავნე ზემოქმედება არ გამოვლინდა.

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ პრეპარატი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.

ლაქტაცია: მონაცემები პრეპარატის მეძუძურ დედებში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს. ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის. ჭარბი დოზის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პირანტელის გამოყენება პიპერაზინთან ერთად არ შეიძლება. ეს საშუალებები ანტაგონისტურად მოქმედებენ.

– პირანტელი ზრდის თეოფილინის კონცენტრაციას პლაზმაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

პირანტელი (სუსპენზია) – PYRANTEL – ПИРАНТЕЛ

საერთაშორისო დასახელება:

PYRANTEL

მწარმოებელი: Medana Pharma S.A.. პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: პირანტელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 15 მლ

5 მლ

პირანტელი ……………..    250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ბენზოატი – 0.045 გ(E211), კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, სორბიტოლი 70% – 10.8135 გ(E420), გლიცერინი – 0.9105 გ, მაგნიუმ-ალუმინის სილიკატი, პოლისორბიტი 80-0.03 გ, პოლოვიდონი, გარგარის არომატი, ანტიფოამი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი 15 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პირანტელი წარმოადგენს მრგვალი ჭიების სამკურნალო საშუალებას. იგი მოქმედებს ნაწლავის ნემატოდების კუნთებზე მათი ნერვ-კუნთოვანი აპარატის დეპოლარიზაციის გზით და ქოლინესთერაზას მოქმედების ბლოკირებით.

ჩვენებები:

  • ენტერობიოზი;
  • ასკარიდოზი;
  • ანკილოსტომიდოზი;
  • ნეკატოროზი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ჭამის  წინ ან მის შემდეგ.

ენტერობიოზის და ასკარიდოზის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად.

ანკილოსტომიდოზის დროს მკურნალბა ხანგრძლივია: 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში ან 20 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 დღის განმავლობაში.

პრეპარატის გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ აუცილებელი საკონტროლო პარაზიტოლოგიური კვლევის ჩატარება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, მუცლის არეში ტკივილი, ფაღარათი, კანზე ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ენზიმების კონცენტრაციის მომატება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

* მიასთენიის მკურნალობის პროცესში პირანტელის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, აგრეთვე ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.

ჭარბი დოზირება:

აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, მუცლის არეში ტკივილი, ფაღარათი, კანზე ალეგიული რეაქციები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ენზიმების კონცენტრაციის მატება.

მკურნალობა: რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და საფაღარათო საშუალებების გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– თეოფილინისა და პირანტელის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია სისხლში თეოფილინის კონცენტრაცის მომატება.

– პიპერაზინის და პირანტელის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ამ უკანასკნელის მოქმედების შებოჭვა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პირაზინამიდი(აქტიური ნივთიერება) – PYRAZINAMIDE – ПИРАЗИНАМИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

სინთეზური II რიგის ანტიტუბერკულოზური საშუალება. მოქმედების მექანიზმი ზუსტად არაა დადგენილი. ბაქტერიოსტატიკური ან ბაქტერიოციდული მოქმედება მის კონცენტრაციასა და მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზეა დამოკიდებული. კარგად შეღწევადია ტუბერკულოზურ კერებში.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებული პირაზინამიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის არხში. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია 2 საათში აღინიშნება და დაახლოებით 35 მკგ/მლ შეადგენს 1.5 გ დოზით მისი მიღების შემთხვევაში, და 66 მკგ/მლ – 2 გ მიღების შემთხვევაში. ქსოვილებსა და ორგანიზმის სითხეებში განაწილება ფართოა, ჰემატოენცეფალური ბარიერი პირაზინამიდისათვის შეღწევადია.

გარდაიქმნება უპირატესად ღვიძლში ჰიდროლიზის მეშვეობით, რის შედეგადაც ძირითადი მეტაბოლიტი პირაზინომჟავა წარმოიქმნება; ამ უკანასკნელთან ჰიდროქსილის მიერთებით საბოლოოდ 5-ჰიდროქსიპირაზინომჟავა მიიღება. პლაზმაში ელიმინაციის ნახევარპერიოდი დაახლოებით 9-10 სთ-ის ტოლია.

ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა გორგლებში ფილტრაციის მეშვეობით; შარდში 24 სთ-ის განმავლობაში დაახლოებით 70% დადგენაა შესაძლებელი უპირატესად მეტაბოლების ფორმით; პირაზინამიდის 4-14% უცვლელად გამოიყოფა.

ჩვენებები

  • ტუბერკულოზი (კომბინირებული თერაპია).

დოზირების რეჟიმი

ზრდასრულებსა და ბავშვებში შიგნით მისაღები დოზებია 12-25 მგ/კგ დღეში 1-ჯერ ან 50-70 მგ/კგ 2-3-ჯერ კვირაში.

მაქსიმალური დოზები: ზრდასრულებსა და ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 2 გ ერთჯერ დღეში, ან 3 გ კვირაში სამჯერ, ან 4 გ კვირაში ორჯერ.

გვერდითი მოვლენები

მომნელებელ სისტემაში: ღვიძლის ფუნქციური მოშლილობა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ართრალგია.

სხვა: ჰიპერურიკემია, პოდაგრის გამწვავება;

იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები

* ღვიძლის ფუნქციური დარღვევები;

* ჭარბი მგრძნობელობა პირაზინამიდისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

პირაზინამიდის უვნებელობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ადექვატურად არაა შესწავლილი და საბოლოოდ არ არის დადგენილი.

ამის მიუხედავად, თუ იზონიაზიდის, რიფამპიცინის და ეტამბუტოლის მიმართ რეზისტენტობა განვითარდა, შეიძლება დადგეს საკითხი ორსულისთვის პირაზინამიდის დანიშვნის შესახებ.

დედის რძეში პირაზინამიდი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ მონოთერაპიის პირობებში მიკობაქტერიების მდგრადობა სწრფად ვითარდება. ამის გამო პირაზინამიდი ჩვეულებრივად სხვა ანტიტუბერკულოზურ პრეპარატებთან კომბინაციაში უნდა იქნეს გამოყენებული.

♦ პირაზინამიდი ორგანიზმიდან დიალიზით გამოდევნას ექვემდებარება.

♦ ხანგრძლივი მიღების პირობებში მიზანშეწონილი 1-ჯერ თვეში ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გაკონტროლება და შარდმჟავას განსაზღვრა სისხლში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პირაზინამიდი აქვეითებს ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში.

– შარდმჟავას კონცენტრაცია სისხლში პირაზინამიდის გავლენით იზრდება. ამიტომ პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში მათი ეფექტურობა მცირდება (ალოპურინოლი, სულფინპირაზონი).

პირაზინამიდი – PYRAZINAMIDE – ПИРАЗИНАМИД

საერთაშორისო დასახელება:

PYRAZINAMIDE

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: პირაზინამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიტუბერკულოზური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

პირაზინამიდი …………  500 მგ

 

ვრცლად პირაზინამიდი

პიპოლფენი – PIPOLFEN – ПИПОЛФЕН

საერთაშორისო დასახელება:

PROMETHAZINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: პრომეთაზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 20 ც.

1 დრაჟე

პრომეთაზინის ჰიდროქლორიდი ……… 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტალკი, სახამებელი, ლაქტოზა, საღებავი არიავიტი ლურჯი, გლიცერინი, ტიტანი ორჟანგი, მაკროგოლი, საქაროზა.

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპე.

პრომეთაზინის ჰიდროქლორიდი ……..  25 მგ 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პრომეთაზინის ხსნარი, ჰიდროქინონი, კალიუმის მეტაბილსულფიტი, ნატრიუმის სულფიტი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფენოთიაზინის წარმოებულ – პიპოლფენს გააჩნია ანტიჰისტამინური, სედატიური, ანტიემეტური ალფა-ადრენომაბლოკირებელი და ანტიქოლინერგული ეფექტი. იგი აბლოკირებს ჰისტამინურ H1-რეცეპტორებს.

პრეპარატი აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელი, საძილე, ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მოქმედებას, როგორიცაა ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, ბარბიტურატები და სხვა, აქვეითებს სხეულის ტემპერატურას.

ჩვენებები:

  • ნებისმიერი წარმოშობის ალერგიული მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა (მაგალითად რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და დერმოგრაფიზმი);
  • ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპია: მწვავე სიმპტომების სხვა პრეპარატებით საწყისი მკურნალობის შემდეგ, მაგალითად, ადრენალინით;
  • პრეპარატის მიღება შეიძლება სედატიური საშუალების სახით ოპერაციის წინ და მის შემდეგ და ასევე მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად;
  • ანესთეზიოლოგია და ქირურგია: ანესთეზიასთან დაკავშირებული ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ნარკოზის პოტენცირება: ნარკოტიკებსა და ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას;
  • ოპერაციის შემდეგ ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ავლენს დადებით ეფექტს ტკივილის მოსახსნელად;
  • კინეტოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა: ტრანსპორტით მგზავრობის დროს თავბრუსხვევისა და “მოძრაობის დაავადების” პროფილაქიტა და/ან მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

დრაჟე

ჩვეულებრივი დოზები მოზრდილთათვის:

ალერგიის დროს: შეიძლება დაინიშნოს 12.5 მგ 3-4-ჯერ დღეში ან 25 მგ საღამოს.

ინიშნება უმცირესი ეფექტური დოზა.

გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის: ჩვეულებრივ, ეფექტურია ერთჯერადი დოზა 25 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება 12.5-25 მგ-ის მიღება ყოველ 4-6 საათში.

მგზავრობის დროს გულისრევისა და „მოძრაობითი დაავადების“ პროფილაქტისა და მკურნალობისათვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში, რომლის მიღება რეკომენდებულია მგზავრობამდე 30 წუთით – 1 საათით ადრე, რის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის განმეორება 8-12 საათში.

პრომეთაზინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 150 მგ-ს.

ბავშვებში: მისი პერორალური მიღება რეკომენდებულია ბავშვებისათვის მხოლოდ 6 წლის ზემოთ ასაკში. აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვებს 4-16 წლის ასაკში შეიძლება დაენიშნოთ 25 მგ 3-4-ჯერ დღეში.

საინექციო ხსნარი

– საინექციო ხსნარი შეჰყავთ ინტრამუსკულურად პაციენტებში ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებით, რომლებსაც არ შეუძლიათ პიპოლფენის პერორალური მიღება:

– ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპიისათვის;

– ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად;

– მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად და ასევე ანალგეტიკებისა და ნარკოტიკების ეფექტების პოტენცირებისათვის.

ინტრავენურად პრეპარატი (0.15-0.30 მგ/კგ სხეულის წონაზე) უნდა გამოიყენებოდეს:

– ქირურგიული ჩარევის სპეციალური სახეების დროს ნარკოზისა და ანალგეზიის ინდუქციისათვის, როგორიცაა, მაგალითად: განმეორებითი ბრონქოსკოპია და ოფთალმოლოგიური ოპერაციები.

ჩვეულებრივი დოზები მოზრდილთათვის:

ალერგიის დროს: შეიძლება დაინიშნოს 12.5 მგ 3-4-ჯერ დღეში ან 25 მგ საღამოს. ინიშნება უმცირესი ეფექტური დოზა.

გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის: ჩვეულებრივ, ეფექტურია ერთჯერადი დოზა 15 მგ, პერორალურად მიღების აუტანლობისას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება 12.5-25 მგ შეყვანა ყოველ 4-6 საათში.

მგზავრობის დროს გულისრევისა და „მოძრაობითი დაავადებები“ პროფილაქტისა და მკურნალობისათვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში. ამ დოზის მიღება რეკომენდებულია მგზავრობამდე 1/2-1 საათით ადრე, რის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის განმეორება 8-12 საათში.

ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად და, ასევე, ნარკოტიკებისა და ანალგეტიკების ეფექტის პოტენცირებისათვის: ოპერაციამდე 2.5 საათით ადრე შეიძლება კოქტეილის მიღება 50 მგ პიპოლფენის შემცველობით. აუცილებლობის შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება 1 საათში განმეორდეს.

პრომეთაზინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 150 მგ-ს.

ბავშვებში:

! არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის 2 თვის ასაკამდე.

2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება ინტრავენურად დაენიშნოთ 0.5-1 მგ/კგ სხეულის წონაზე 3-5-ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შეიძლება ერთჯერადი დოზის გაზრდა 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე ინტრავენურად.

პიპოლფენის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი ეფექტის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები:

პიპოლფენის მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა:

ნევროლოგიური: სედატიური ეფექტი, ძილიანობა, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია და, ასევე, ძირითადად მაღალი დოზების მიღების ან პარენტერული შეყვანის შემდეგ – ექსპტრაპირამიდული სიმპტომები (ოკულოგირული კრიზი, კისერმრუდობა, ენის გამოვარდნა);

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოპენია და/ან ლეიკოპენია;

სხვა: გამონაყარი კანზე და/ან ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები:

* ალერგია, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის მიმართ;

* ანტიდეპრესანტების მიღებისას მონოამინოქსიდაზის (მაო ინჰიბიტორების ჯგუფიდან;

* ღვიძლის დაავადების დროს;

* ორსულობის, მისი დაგეგმვის ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

* პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია უგონოდ მყოფ ავადმყოფებში ან ალკოჰოლური სიმთვრალის დროს!

* იგი არ ენიშნებათ ბავშვებს 6 წლამდე!

ორსულობა და ლაქტაცია:

* პიპოლფენის გამოყენებაზე კონტროლირებადი კვლევების არ არსებობის გამო იგი არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ უკიდურესი სიფრთხილეა აუცილებელი ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების დროს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) მძიმე არასასურველი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის გამო;

♦  ბავშვებში პიპოლფენის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, სანამ არ არის გარკვეული დაავადების ზუსტი დიაგნოზი. არადიაგნოსტირებული ენცეფალოპათიის სიმპტომები და რეის სინდრომი შეიძლება შეცდომით იყოს შეფასებული, როგორც პრეპარატ პიპოლფენის გვერდითი ეფექტების გამოვლენა;

♦  განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იყოს დაცული პრეპარატის დანიშვნის დროს გულსისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში;

♦  პრომეთაზინს შეუძლია შეგუბებითი სიყვითლის გამოწვევა (ძირითადად, პარენტერული შეყვანის შემდეგ);

♦  პრეპარატი ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებსაც გააჩნიათ კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება ან რომლებიც პრომეთაზინთან ერთად იღებენ ანალოგიური მოქმედების სხვა პრეპარატებს;

♦  პრომეთაზინის ანტიქოლინერგული მოქმედების შედეგად შეიძლება გართულდეს ზოგიერთი დაავადების მიმდინარეობა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა, კუჭის სტენოზირებადი წყლული, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი და/ან წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია). ამ პრეპარატის დანიშვნის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ავადმყოფებს აღნიშნული დაავადებებით;

♦  პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ასთმისა ან სასუნთქი ორგანოების მძიმე დაავადებებისას;

♦  მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება;

♦  პრომეთაზინის მიღების დროს შესაძლოა დიაგნოსტიკური ალერგიული ტესტებისა და ორსულობაზე ტესტების მცდარი უარყოფითი, ან მცდარი დადებითი შედეგები.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, სუნთქვის გაძნელება და კომა.

მკურნალობა: ანტიდოტის არ არსებობის გამო ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიცემა და/ან კუჭის ამორეცხვა, გამოხატული ჰიპოტენზის სამკურნალოდ გამოიყენება ნორადრენილინი ან ფენილეფრინი.

ადრენალინს შეუძლია ჰიპოტენზიის გამაძლიერებელი პარადოქსული ეფექტის გამოწვევა.

კრუნჩხვები უნდა მოიხსნას ბენზოდიაზეპინების შეყვანით.

დიალიზი უსარგებლოა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სედატიური საშუალებები, ნარკოტიკები, საძილე საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორები აძლიერებენ პიპოლფენის დამთრგუნველ ეფექტს ცნს-ზე. ამიტომ რეკომენდებულია ამ პრეპარატების დოზის შემცირება.

– პიპოლფენი აძლიერებს ანტიქოლინერგული პრეპარატების მოქმედებას.

– ადრენალინთან ერთდროულად შეყვანის დროს შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია (პრომეთაზინი ახდენს ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას, რის გამოც ასუსტებს ადრენალინის პრესორულ ეფექტს).

– ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (პიპოლფენი აძლიერებს მათ მოქმედებას).

– პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს (პიპოლფენი ზრდის ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!