Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 501

პერიტოლი – PERITOL – ПЕРИТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

CYPROHEPTADINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ციპროჰეპტადინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება (ჰისტამინური H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ, შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ციპროჰეპტადინის ჰიდროქლორიდი ……….     4 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჟელატინი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი.

სიროფი: ფლაკნში 100 მლ

1 მლ

ციპროჰეპტადინის ჰიდროქლორიდი ……….     400 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბინის მჟავა, საქაროზა, მწვავე ნატრიუმი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ტუტი-ფრუტის ესენცია, ეთანოლი, საღებავი არიავიტი ყვითელი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური, ანტიქოლინერგული და სუსტად გამოხატული სედატიური მოქმედება. პრეპარატის ანტიალერგიული ეფექტი განპირობებულია მისი ანტიჰისტამინური მოქმედებით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.

ჩვენებები:

  • ალერგიული მდგომარეობები, განსაკუთრებით თანხლებული ქავილით, მაგალითად: მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ეგზამატოზური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმიტი ალერგიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, შრატის დაავადება, მწერების ნაკბენი;
  • კარცინოიდული სინდრომის სახელწოდებით ცნობილი დაავადების სიმპტომური მკურნალობა;
  • სისხლძარღვოვანი გენეზის თავის ტკივილი (შაკიკი, ჰისტამინური თავის ტკივილი);
  • პაციენტები ანორექსიით და დასუსტებული ავადმყოფები. მადის გასაძლიერებლად და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნეიროგენული ანორექსიის, იდიოპათიური ანორექსის, ქრონიკული დამაუძლურებელი დაავადებების, გამოფიტვის დროს, გადატანილი ინფექციების შემდეგ ან გამოჯანმრთელების ეტაპზე მყოფი პაციენტებისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

პერიტოლის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის დანიშნულებით.

ტაბლეტები

მოზრდილები:

– ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 12 მგ-ს (1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).

– ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს შესაძლებელია დღეში 6 მგ (ე.ი. 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ).

– მწვავე შაკიკის დროს რეკომენდებული დოზაა დღეში 4 მგ (1 ტაბლეტი). თუ შაკიკის შეტევა არ გაივლის, ამ დოზის განმეორება შეიძლება ნახევარ საათში. არ უნდა მოხდეს 8 მგ-ზე მეტი დოზის მიღება (2 ტაბლეტი) 4-6 საათის განმავლობაში.

– შემანარჩუნებელი დოზა: ჩვეულებრივ, ეფექტურია დღეში 12 მგ-ის მიღება (1 ტაბლეტი 3-ჯერ).

– მაქსიმალური დღიური დოზა: 32 მგ (2 ტაბლეტი 4-ჯერ).

– ხანდაზმულებისათვის და/ან დასუსტებული პაციენტებისათვის პერიტოლის ტაბლეტების დანიშვნის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან, მათ აქვთ მაღალი მგრძნობელობა ანტიჰისტამინური პრეპარატების ზოგიერთი გვერდითი მოვლენის მიმართ (მაგალითად: თავბრუსხვევა, ძილიანობა და ჰიპოტენზია).

ბავშვები:

– პერიტოლის მიცემა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

– 2 წლის ზემოთ ბავშვებისათვის რეკომენდებული დღიური დოზაა 0.25 მგ/კგ სხეულის წონაზე, ანუ 8 მგ/კგ.მ.

– ბავშვები 2-6 წლამდე ასაკში: შესაძლებელია 4-6 მგ-ის მიცემა (1-1/2 ტაბლეტი) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ-ს (3 ტაბლეტი).

– ბავშვები 7-14 წლამდე ასაკში: ჩვეულებრივი დოზაა 8-12 მგ (1 ტაბლეტი 2 ან 3-ჯერ დღეში). თუ საჭიროა დღიური დოზის მიცემა ერთ მიღებაზე, რეკომენდებულია მისი მიღება ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს (4 ტაბლეტი).

ბავშვებისათვის, განსაკუთრებით მცირე ასაკობრივ ჯგუფში, რეკომენდებულია პერიტოლის სიროფის მიცემა.

– პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ამ პაციენტებში შესაძლოა მოხდეს აქტიური ნივთიერების მეტაბოლიზმის დაქვეითება, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

– პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით: პრეპარატის აქტიური კომპონენტი, ძირითადად, გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

– პერიტოლის მიღება რეკომენდებულია ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ ეფექტს.

– პერიტოლის ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

სიროფი

მოზრდილები:

– ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 12 მგ-ს (10 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში).

– ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს შესაძლებელია დღეში 6 მგ-ის მიღება (ე.ი. 5 მლ 3-ჯერ).

– მწვავე შაკიკის დროს რეკომენდებული დოზაა 4 მგ (10 მლ ერთხელ) დღეში. თუ შაკიკის შეტევა არ გაივლის, ამ დოზის განმეორება შეიძლება ნახევარ საათში. არ უნდა მოხდეს პრეპარატის 8 მგ-ზე მეტი დოზით მიღება (10 მლ 2-ჯერ) 4-6 საათის განმავლობაში.

– შემანარჩუნებელი დოზა: ჩვეულებრივ, ეფექტურია დღეში 12 მგ-ის მიღება (10 მლ 3-ჯერ).

– მაქსიმალური დღიური დოზა: 32 მგ (სიროფის 20 მლ 4-ჯერ).

– ხანდაზმულებისათვის და/ან დასუსტებული პაციენტებისათვის პერიტოლის სიროფის დანიშვნის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან, მათ აქვთ მაღალი მგრძნობელობა ანტიჰისტამინური პრეპარატების ზოგიერთი გვერდითი მოვლენის მიმართ (მაგალითად: თავბრუსხვევა, ძილიანობა და ჰიპოტენზია).

ბავშვები:

პერიტოლის მიცემა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

– 2 წლის ზემოთ ბავშვებისათვის რეკომენდებული დღიური დოზა 0.25 მგ/კგ სხეულის წონაზე, ანუ 8 მგ/კგ.მ.

– ბავშვები 2-6 წლამდე ასაკში: შესაძლებელია 4-6 მგ-ის მიცემა (5 მლ 2-3-ჯერ) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ-ს (10 მლ 3-ჯერ).

– ბავშვები 7-14 წლამდე ასაკში: ჩვეულებრივი დოზაა 8-12 მგ (10 მლ 2 ან 3-ჯერ დღეში). თუ საჭიროა დღიური დოზის მიცემა ერთ მიღებაზე, რეკომენდებულია მისი მიღება ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს (10 მლ 4-ჯერ).

ერთი ჩაის კოვზი იტევს 5 მლ-ს, ერთი დესერტის კოვზი იტევს 10 მლ-ს.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ამ პაციენტებში შესაძლოა მოხდეს აქტიური ნივთიერების მეტაბოლიზმის დაქვეითება, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით: პრეპარატის აქტიური კომპონენტი, ძირითადად, გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

– პერიტოლის მიღება რეკომენდებულია ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ ეფექტს. პერიტოლის მიღების დავიწყების შემთხვევაში დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

გვერდითი მოვლენები:

პერიტოლის მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა: ყველაზე ხშირად აღინიშნება ძილიანობა. საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ ეს მოვლენები არ გაივლის 3-4 დღეში.

♦ სედატიური მოქმედება, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გაბრუება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დარღვევა (ატაქსია), მხედველობის აკომოდაციის დარღვევა (მიდრიაზი), მხედველობის გაორება (დიპლოპია), მხედველობითი ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, ტრემორი, მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა, ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ნერვული გამტარებლობის ანთება, თავის ტკივილი, სისუსტე. შესაძლებელია კანის ზოგადი სიწითლე, გამონაყარი კანზე და ფოტომგრძნობელობის მომატება.

♦ გვრედითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სისტემასთან: ანემია, სისხლის უჯრედოვანი ელემენტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რიცხვის შემცირება. შეიძლება მოხდნს ცალკეული ფორმიანი ელემენტების რიცხვითი თანაფარდობის შეცვლა (მაგალითად, აგრანულოციტოზი), რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ლორწოვანი გარსების დაზიანება.

♦ შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის გახშირება ან გაძლიერება და/ან ექსტრასისტოლია.

♦ ბრონქული სეკრეტის შესქელება, სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), ცხვირის გასავლების დახშობა.

♦ შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში. არასასიამოვნო შეგრძნება, ყაბზობა ან ფაღარათი, ნაღვლის დინების დარღვევა, ღვიძლის ანთება ან კანის და თვალების სკლერის გაყვითლება.

♦ შეიძლება განვითარდეს მოშარდვის ხშირი სურვილი, შარდის ბუშტის გაძნელებული დაცლა, შარდის შეკავება.

♦ პრეპარატ პერიტოლის მიღების დროს პაციენტები ხშირად იმატებენ წონაში.

! ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* ალერგია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის მიმართ;

* ასთმის მწვავე შეტევეა;

* ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობა: გლაუკომა, კუჭის მასტენოზირებელი წყლული, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი შესაბამისი სიმპტომებით (და შარდის შესაძლო შეკავებით);

* სხვა სამკურნალო საშუალებით მკურნალობისას მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფიდან;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

! დაუშვებელია ამ პრეპარატის მიცემა 2 წლამდე ააკის ბავშვებისათვის. არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულ და მეძუძურ ქალებში პრეპარატ პერიტოლის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს, ამიტომ პერიტოლი წინააღმდეგნაჩვენებია ამ ჯგუფის პაციენტებისათვის.

* ეს პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

იმის გამო, რომ პერიტოლს შეუძლია ძილიანობის გამოწვევა, მკურნალობის კურსის დასაწყისში მისი მიღება რეკომენდებულია ვახშმის შემდეგ.

« ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში უფრო ხშირია პრეპარატ პერიტოლის გვერდითი მოვლენები – თავბრუსხვევა, ძილიანობა და არტერიული წნევის დაქვეითება.

« პერიტონის დანიშვნისას ბავშვთა ასაკში, აუცილებლად უნდა შესრულდეს ექიმის ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების შესახებ. ზოგიერთი ბავშვი მკურნალობის კურსის განმავლობაში მოუსვენარი ხდება. თუ ბავშვის ქცევის შეცვლა დაკავშირებულია მიღებულ პრეპარატთან, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ამ პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება ერთ-ერთი შემდეგი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში:

«ბრონქული ასთმა;

« მომატებული თვალშიდა წნევა;

« ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება;

« ნებისმიერი გულ-სისხლძარღვოვანი დაავადება;

« მაღალი არტერიული წნევა.

ამ შემთხვევაში პერიტოლის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

« აუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატ პერიტოლის მიღების დროს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება. სიფერმკრთალე, კანისა და თვალების სკლერის გაყვითლება, სისხლნაჟღენთები, უჩვეულო ან შეუჩერებელი სისხლდენა.

« ექიმმა შეიძლება დანიშნოს ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევა. თუ მათი შედეგებით გამოვლინდება, რომ ეს სიმპტომები გამოწვეულია მიღებული პრეპარატით, ექიმს შეუძლია შეწყვიტოს მკურნალობა.

« პერიტოლის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 128 მგ ლაქტოზას. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტოზის დეფიციტი, გალაქტოზემია და გლუკოზა/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი.

« პერიტოლის სიროფი შეიცავს საქაროზას. სიროფის ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 2 გ საქაროზას, დესერტი კოვზი კი (10 მლ) – 4 გ-ს. ამიტომ სიროფის მიცემა არ შეიძლება პაციენტებისათვის ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობით, გლუკოზა/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის და, ასევე, საქაროზა/მალტაზას უკმარისობით.

« პერიტოლის სიროფი შეიცავს 5% ალკოჰოლს. სიროფის ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 0.25 გ ალკოჰოლს, დესერტის კოვზი (10 მლ) კი – 0.5 გ-ს პერიტოლის სიროფის მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტებს შემდეგი მდგომარეობებით: ღვიძლის დაავადება, ალკოჰოლიზმი, ეპილეფსია, თავის ტვინის დაავადება და ტრავმა ან „ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს)“ სხვა პათოლოგია. ამ სიროფით ბავშვების ხანგრძლივი მკურნალობა (ერთ კვირაზე მეტი) შესაძლებელია მხოლოდ რისკის და სარგებელის საფუძვლიანი შედარების შემდეგ. დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელის მიღება ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.

ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატ პერიტოლით მკურნალობის პირველი კურსის საწყის ეტაპზე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა, ძალიანობა ან სტუპორი. ასეთი შეგრძნებების გამოვლენის შემთხვევაში თავი უნდა იქნას შეკავებული სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და იმ სამუაშოების შესრულებისგან, რომელიც დაკავშირებული უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. შემდგომში ამ შეზღუდვის დონე და ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სედატიური ეფექტი, ძილიანობა, კომა, აგზნება და კრუნჩხვები, პირის სიმშრალე, ფიქსირებული გადიდებული გუგები, სახის სიწითლე და დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ.

მკურნალობა: რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის შეყვანა. შეიძლება საჭირო გახდეს სხვა დამხმარე თერაპიის ჩატარება. სასარგებლოა ზოგიერთი საფაღარათო საშუალების გამოყენება, ახდენს ნაწლავების შიგთავსის განზავებას.

არ არის მიზანშეწონილი იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას; ჰიპოტენზიის კუპირება შეიძლება ვაზოპრესორული პრეპარატების შეყვანით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება აწმყოში ან რამდენიმე ხნის წინ გამოყენებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.

– მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებს ან ახანგრძლივებს პრეპარატ პერიტოლის ანტიქოლინერგულ ეფექტებს.

– საძილე, სედატიური და ანქსიოლიზური ნივთიერებები აძლიერებს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიურ ეფექტს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტი იღებს ერთ-ერთ ასეთ პრეპარატს პერიტოლთან ერთად. თუ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია დანიშნული პრეპარატების შესახებ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

პეპსანი – PEPSANE – ПЕПСАН

საერთაშორისო დასახელება:

DIMETICONE; QUAIAZULENE

მწარმოებელი: Laboratoires Rosa-phytopharma, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: დიმეტიკონი+გვაიაზულენი         

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აირგამდენი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 კაფს.

დიმეტიკონი ………………     3.0 გ

გვაიაზულენი ……………….. 0.004 გ

გელი შინაგანი მიღებისათვის: საშეში 10 გ.

10 გ

დიმეტიკონი …………        3.0 გ

გვაიაზულენი …………..    0.004 გ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი, კარაგენატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი. ფლობს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას კუჭში, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში.

გვაიაზულენი ფლობს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, აძლიერებს რეგენერაციის პროცესს, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. მასტოციტებიდან, კუჭის ლორწოვანი გარსის უჯრედებიდან, ჰისტამინის გამოთავისუფლების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო, მჟავას სეკრეცია ფერხდება.

დიმეტიკონი ჰიდროფობური პოლიმერული ნივთიერებაა დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში და საჭმლის მომნელებელი არხის კედლებს ფარავს დამცავი გარსით.

ჩვენებები:

  • გასტრალგია;
  • გერდ (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) 0-1 ხარისხი;
  • კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები;
  • გამოხატული მომატებული აირწარმოქმნით, ბოყინით, გულძმარვით, გულისრევით, შეკრულობით, დიარეით ან მათი მონაცვლეობით;
  • მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევისთვის.

მიღების წესი და დოზირება:

შინაგანი მიღებისათვის. 1 კაფსულა/საშე 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ (მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად), ან ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში.

მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება გამოკვლევისათვის – 1 კაფსულა/საშე 2-3-ჯერ გამოკვლევის წინა დღეებში და 1 კაფსულა/საშე დილით გამოკვლევის დღეს.

გვერდით მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ტკივილი და მუცლის შებერილობა.

უკუჩვენება:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა,

* კაფსულა – ბავშვთა ასაკი 14 წელი,

* გელი შინაგანი მიღებისათვის -18 წელი.

ორსულობა და ლაქტაცია:

შესაძლებელია გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

პეპსანი არ შეიცავს შაქარს და ამიტომ არ არის უკუნაჩვენები დიაბეტით დაავადებულ პირებში.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

პეპონენი – PEPONEN – ПЕПОНЕН

საერთაშორისო დასახელება:

PUMPKIN SEED

მწარმოებელი: TEVA Pharmaceutical works CO LTD

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროსტატის ადენომის სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 100 ც.

1 კაფს.

გოგრის თესლის ზეთი ………… 300 მგ

პეო – PEO – ПЕО

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: GMP,საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის ცეფალოსპორინი, ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში, შეფუთვაში 30 ც

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ………….       1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი. მოქმედებს ბაქტერიციდულად, მდგრადია ბეტა-ლაქტამაზას მოქმედებისადმი.

პრეპარატისადმი მგრძნობიარეა აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes; აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella pneumoniae), Serratia spp., Proteus mirabilis, Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Citrobacter freundii; ანაერობული ბაქტერიები: Clostridium perfringens. ცეფტრიაქსონისადმი ასევე მგრძნობიარეა: Borrelia burgdorferi, Treponema pallidum.

პრეპარატისადმი ზომიერად მგრძნობიარეა: Staphylococcus epidermidis, Enterobacter cloacae, Pseudomonas aeruginosa.

ცეფტრიაქსონისადმი მდგრადია:  Enterococcus faecalis, Listeria monocitogenes, Clostridium difficile, Bacteroides fragilis.

ფარმაკოკინეტკა:

1გ. ცეფტრიაქსონის ინფუზიის შემდეგ 30 წთ-ის განმავლობაში სისხლის პლაზმაში Cmax შეადგენს 100-150 მგ/ლკ, ხოლო 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთში შეყვანის შემდეგ პლაზმაში Cmax მიიღწევა 1-3 სთ-ში და შეადგენს 80 მგ/ლ.

ცეფტრიაქსონი კარგად აღწევს ქსოვილებსა და ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში, მათ შორის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 83-96%.

ცეფტრიაქსონი ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმელებით (40-60%) და ნაწლავური გზით (35-45%). T1/2 შეადგენს 6-9 სთ-ს. ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო პლაზმასა და ქსოვილებში ცეფტრიაქსონის ბაქტერიციდული კონცენტრაცია მიიღწევა 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა:

  • ბაქტერიული მენინგიტი;
  • ბაქტერიული ენდოკარდიტი;
  • სეფსისი;
  • ზედა სასუნთი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები;
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა);
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, ცისტიტი);
  • გონორეა (მათ შორის ორსულობის პერიოდშიც);
  • ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები;
  • შიგელოზი;
  • სალმონელოზი;
  • ლაიმას დაავადება.
  • ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება კუნთში ან ვენაში საინექციოდ და ვენაში საინფუზიოდ 30 წთ-ის განმავლობაში.

მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 გ ერთხელ დღეში ან ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ინფექციების დროს მაქსიმალური დღიური დოზა 4 მგ. ამ შემთხვევაში პრეპარატი შეჰყავთ 12 სთ-ში ერთხელ ვენაში ინფუზიის სახით 30 წთ-ის განმავლობაში.

12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დღიური დოზაა 50-75 მგ/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არა უმეტეს 2 გ/დღეში. პრეპარატი შეჰყავთ 2-ჯერ დღეში, 12 სთ-ში ერთხელ. მენინგიტის დროს შესაძლებელია საწყისი დოზის 100 მგ/კგ/დღეში დანიშვნა, მაგრამ არა უმეტეს 4 გ/დღეში.

ახალშობილებში (2 კვირამდე) ინიშნება 20-50მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში. დოზის შერჩევისას დღენაკლულობის ხარისხს არ ითვალისწინებენ.

ახალშობილებში (3 კვირის ასაკიდან) ინიშნება 20-80 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში.

გონორეის სამკურნალოდ რეკომენდებულია ერთჯერადად 250 მგ-ის კუნთში ინექცია.

ოპერაციისშემდგომი გართულებების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე პრეპარატის 1-2 გ-ის (დასნებოვნების სიმძიმის საშიშროების გათვალისწინებით) ერთჯერადი ინიექცია.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ) მაქსიმალური დღიური დოზაა 2 გ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მაგრამ თერაპია გრძელდება ინფექციის სიმპტომების ალაგებიდან კიდევ 3 დღის მანძილზე.

ხსნარის მომზადება და შეყვანის წესები:

კუნთში ინიექციისათვის: პრეპარატის 1 გ იხსნება 3.5 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარში. ერთ დუნდულა კუნთში რეკომენდებულია არა უმეტეს 1 გ-ის შეყვანა.

ვენაში ინიექციისათვის: პრეპარატის 1 გ იხსნება 40 მლ ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმის იონებს (ფიზიოლოგიური ხსნარი, 5% ან 10% გლუკოზის ხსნარი, 5% ლევულოზის ხსნარი, 0.45% ნატრიუმის ქლორიდი+2,5 % გლუკოზის ხსნარი). ხსნარი შეჰყავთ 30 წთ-ის განმავლობაში.

ახალმომზადებული ხსნარი 250C ტემპერატურამდე შენახვისას ვარგისია 6 სთ-ის განმავლობაში. ხოლო მაცივარში შენახვისას (2-80C ტემპერატურაზე) – 24 სთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი; იშვიათად – ტრანსამინაზების აქტივობის მატება.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, დერმატიტი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ექსუდაციური პოლიმორფული ერითემა; იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქცია.

ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად – ფლებიტი. ლიდოკაინის გარეშე კუნთში ინიექცია მტკივნეულია.

შესაძლებელია – სუპერინფექციის განვითარება (სასქესო გზების მიკოზები).

სხვადასხვა: ოლიგურია, შრატის კრეატინინის მატება, ცხელება, შემცივნება, სისხლის შედედების დარღვევა.

გვერდითი მოვლენების გამოვლინება, არ აღემატება 2%-ს.

უკუჩვენებები:

* ცეფალოსპორინებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პეოს გამოყენების საჭიროება დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.

* ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას გადასაწყვეტია ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ჯვარედინი ალერგიის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით, პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობის პაციენტებში ცეფტრიაქსონი სიფრთხილით ინიშნება.

♦ პაციენტებში, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით, საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ჰემოდიალიზის დროს პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიდევნება.

♦ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობისას, საჭიროა პერიფერიულ სისხლის სურათის კონტროლი.

♦ ახალშობილებში ცეფტრიაქსონი ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით ინიშნება.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცეფტრიაქსონი ან ამინოგლიკოზიდები მრავალი გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ სინერგიული მოქმედებით ხასიათდებიან.

– დიდი დოზით ცეფტრიაქსონის და “მარყუჟოვანი” დიურეზული საშუალებებით (მაგ., ფუროსემიდი) ერთდროული გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ აღინიშნება.

– ცეფტრიაქსონი არ ზრდის ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიკურობას.

– პრობენეციდი ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე გავლენას არ ახდენს.

– ცეფტრიაქსონის ხსნარი შეუთავსებადია სხვა ანტიბიოტიკების შემცველ ხსნარებთან (როგორც მომზადების, ასევე შეყვანის დროს).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

პენციკლოვირი – PENCICLOVIR – ПЕНЦИКЛОВИР

ფარმაკოლოგიური თვისებები

პენციკლოვირი წარმოადგენს ანტივირუსულ საშუალებას. იგი აქტიურია მარტივი ჰერპესის გამომწვევი ვირუსის, აგრეთვე შემომსალტველი ლიქენის მიმართ. პრეპარატი უჯრედებში ფოსფორილერების გზით გარდაიქმნება ტრიფოსფატად, რომელიც თრგუნავს ვირუსული დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს.

ჩვენებები

  • მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული დაზიანებული კანის მკურნალობა.

დოზირების რეჟიმი

გარეგანად – პრეპარატი დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე ყოველ 2 სთ-ში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 4 დღემდე.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია პენციკლოვირის მიმართ მომატებული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

თვალის ირგვლივ მდებარე კანზე და ლორწოვან გარსზე პრეპარატის წასმა რეკომენდებული არ არის.

პენტოქსიფარმი – PENTOXIPHARM – ПЕНТОКСИФАРМ

საერთაშორისო დასახელება:

PENTOXIFYLLINE

მწარმოებელი: SOPHARMA

მოქმედი ნივთიერება: პენტოქსიფილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერიფერიული ვაზოდილატატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გასტრორეზისტენტული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

პენტოქსიფილინი ………………  100 მგ

 

ვრცლად ტრენტალი

პენტაგლობინი – PENTAGLOBIN – ПЕНТАГЛОБИН

საერთაშორისო დასახელება:

HUMAN NORMAL IMMUNOGLOBULIN

მწარმოებელი: BIOTEST PHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოტროპული საშუალება; იმუნოგლობულინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ამპულაში 10 მლ და 20 მლ, ფლაკონში 50 მლ და 100 მლ

1 მლ

იმუნოგლობულინი ადამიანის ნორმალური ……. 50 მგ

პენიცილინი G – PENICILLIN G – ПЕНИЦИЛЛИН G

საერთაშორისო დასახელება:

BENZYLPENICILLIN

მწარმოებელი: BALKANPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ბენზილპენიცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ფხვნილი: ფლაკონში

1 ფლ.

ბენზილპენიცილინი ……   600 მგ

 

ვრცლად ბენზილპენიცილინი

პენესტერი – PENESTER – ПЕНЕСТЕР

დამამზადებელი: “ზენტივა ა.ს.”, ჩეხეთის რესპუბლიკა

შემადგენლობა:

თითოეული შემოგარსული ტაბლეტი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს 5 მგ ფინასტერიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი 30, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, ნატრიუმის დოკუზატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 2910/5, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, დიმეთიკონის ემულსია SE2, რკინის ოქსიდი ყვითელი.

აღწერილობა:

ღია ყვითელი ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ტესტოსტერონის რედუქტაზას ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფინასტერიდი სინთეზური 4-აზასტეროიდული ნაერთი, სტეროიდული 5-ალფა რედუქტაზას (უჯრედშიდა ფერმენტი) კონკურენტული და სპეციფიკური ინჰიბიტორი, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის აქტიურ ანდროგენ 5-დიჰიდროტესტოსტერონად (გჰტ). წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ზრდა და კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარება განპირობებულია წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნით. პრეპარატის ზემოქმედებით ხდება დიჰიდროსტერონის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც სისხლის პლაზმაში, ასევე ჯირკვლის ქსოვილში. ფინასტერიდი არ უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს.

პრეპარატის გამოყენების შედეგად ხდება წინამდებარე ჯირკვლის ზომების შემცირება, მცირდება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომების გამოხატულობა.

პრეპარატი არ მოქმედებს პლაზმაში ლიპიდების კონცენტრაციაზე, ასევე სისხლის პლაზმაში კორტიზოლის, ესტრადიოლის, პროლაქტინის, თირეოტროპული ჰორმონის, თიროქსინის შემცველობაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და განაწილება: პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ ფინასტერიდი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80% და დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში პრეპარატის პერორალური მიღებიდან. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 90%.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ფინასტერიდი მეტაბოლიზირდება ღვიძლით და გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან და განავალთან ერთად.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში 6 საათს შეადგენს, 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შესაძლოა 8 საათამდე გახანგრძლივდეს.

ჩვენება:

  • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (წინამდებარე ჯირკვლის ზომების შესამცირებლად, შარდის გამოყოფის მაქსიმალური სიჩქარის გაზრდისთვის და ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამცირებლად, შარდის მწვავე შეკავების და ამასთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევის რისკის შესამცირებლად).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ფინასტერიდისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, საშარდე გზების ობსტრუქცია, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით – ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.

მიღების წესი და დოზები:

პერორალურად, 5 მგ დღეში ერთხელ, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის ხანგრძლივობა მისი ეფექტურობის შეფასებამდე უნდა იყოს არა ნაკლებ 6 თვე. ავადმყოფთა თითქმის 50% კლინიკური სიმპტომების გაქრობა ხდებოდა 12 თვის განმავლობაში მკურნალობის დროს.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები, გინეკომასტია, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება და ეაკულატის მოცულობის შემცირება. გვერდითი ეფექტების სიხშირე არ აღემატება 3-4% და მცირდება მკურნალობის პროცესში. რიგ შემთხვევებში აღინიშნა მალუტეინიზირებელი და ფოლიკულების მასტიმულირებელი ჰორმონების და ტესტოსტერონის კონცენტრაციის გაზრდა დაახლოებით 10%, მაგრამ ეს მონაცემები ნორმალური მაჩვენებლების ფარგლებში რჩებოდა.

ჭარბი დოზირება:

ამჟამად ჭარბი დოზის შემთხვევბის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან:

სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება აღმოჩენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სტიმულირება, როგორიცაა ინფექციური პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ურეთრის სტრიქტურა, საშარდე ბუშტის ჰიპოტონია და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ რიგი ცვლილებები, რომლებიც ვითარდება ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.

ვინაიდან ფინასტერიდის გამოყენებისას აღინიშნება პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის შემცირება (41% და 48% მკურნალობის დაწყებიდან 6 და 12 თვე), თერაპიის პროცესში პერიოდულად აუცილებელია პაციენტების გამოკვლევის ჩატარება  წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოსარიცხად.

რეპროდუქციული ასაკის და ორსული ქალები უნდა მოერიდონ პრეპარატ პენესტერის დანაწევრებულ ტაბლეტებთან კონტაქტს, ვინაიდან პრეპარატის ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნის დათრგუნვის უნარს შეუძლია გამოიწვიოს სასქესო ორგანოების განვითარების დარღვევა მამრობითი სქესის ნაყოფში. პენესტერის ტაბლეტები შემოგარსულია აპკით და მათთან ნორმალურად მოპყრობის შემთხვევაში, თუ ისინი დაფხვნილი არ არის და დარღვეული არ არის მათი მთლიანობა, კონტაქტი აქტიურ ნივთიერებასთან გამორიცხულია.

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები 5 მგ. 10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

სია ბ.

მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 10ºC-25ºCტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ არ გამოიყენოთ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით.

პელენტანი – PELENTAN – ПЕЛЕНТАН

საერთაშორისო დასახელება:

ETHYL BISCOUMACETATE

მწარმოებელი: LECHIVA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემატოტროპული საშუალება; ანტიკოაგულანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 აბ.

ეთილის ბისკუმაცეტატი …………..300 მგ

Don`t copy text!