Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 500

პიკო – ქრომი (ქრომის პიკოლინატი) – Chromium Picolinate – Пиколинат хрома

რეკომენდებულია: მოზარდებისა და მოზრდილთათვის გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის, განსაკუთრებით კი დიაბეტის და წონაში კლების დროს.

რას წარმოადგენს ქრომის პიკოლინატი?

ქრომი ბუნებრივ მიკროელემენტს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმში სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობს. ქრომს წამყვანი როლი აკისრია ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესში, ის ასევე ხელს უწყობს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას. HealthAid-ის ქრომის პიკოლინატი მაღალპოტენციური აბის ფორმა ადვილად იწოვება, რაც სარგებლიანობის ოპტიმიზაციას განაპირობებს.

რისთვის გამოიყენება ქრომის პიკოლინატის აბები?

–         გლუკოზის მეტაბოლიზმის და სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის

–         წონაში დაკლების პერიოდში ტკბილის სურვილის შესამცირებლად

–         დიაბეტის სიმპტომების შემსუბუქებისთვის

–         გულის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის და ქოლესტერინის დონის კონტროლისთვის

–         კუნთების ზრდისთვის

–         არტერიული წნევის შემცირებისთვის

–         ნორმალური ზრდის ხელშეწყობისთვის

–         ნერვული სისტემის ჯანმრთელობის ხელშეწყობა

–         ისეთი ინტენსიური ათლეტური დატვირთვების დროს, როგორიცაა ბოდიბილდინგი

ვისთვის არის სასარგებლო ქრომის პიკოლინატის აბები?

–         საუკეთესოა მათთვის, ვისაც დიაბეტი აღენიშნება

–         მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს

–         მათთვის, ვის საკვებში ქრომის ნაკლებობა აღენიშნება

–         გულის პრობლემების მქონე პირებისთვის

–         მათთვის, ვისაც ქოლესტერინის და ლიპიდების დონის შემცირება სურს

–         მათთვის, ვისაც ნორმალური არტერიული წნევის და ჯანმრთელი გულის შენარჩუნება სურს

შემადგენლობა

ერთი აბი შეიცავს (საშუალოდ):

რდნ % *

ქრომის პიკოლინატი

1800მკგ

 

რომელიც უზრუნველყოფს:

 

ქრომი

200მკგ

500

* რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად)

მიღების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ აბამდე შეიძლება გაიზარდოს. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.

უკუჩვენება: ცნობილი არ არის

გაფრთხილება:

–  გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად

–  სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით არ არის რეკომენდებული

–  ორსულობის, ძუძუთი კვების, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

– საკვები დანამატი არ გამოიყენება დაავადებათა პრევენციის ან მკურნალობისთვის

– არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: HEALTHAID LTD, HealthAid House, Marlborough Hill, ჰაროუ, მიდლსექსი HA1 1UD, დიდი ბრიტანეთი

პექტროლი – PECTROL – ПЕКТРОЛ

საერთაშორისო დასახელება:

ISOSORBIDE MONONITRATE

მწარმოებელი: KRKA,სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდ-მონონიტრატი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური საშუალება ორგანული ნიტრატების ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები:

1 ტაბ.

იზოსორბიდ-5-მონონიტრატი ………..  40 მგ

ვრცლად მონო–მაკი

პექტოლაკი – PECTOLAC – ПЕКТОЛАК

მწარმოებელი:

ბულგარეთი: KENDY  Ltd- Banky

შემადგენლობა:

ყოველი კაფსულა შეიცავს:

45 მილიარდ ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიას (პრობიოტიკებს):

Lactobacillus Bulgaricus

Lactobacillus acidophilus

Bifidobacterium ssp.,

Streptococcus thermophilus

ინულინი (პრებიოტიკი)

კლინიკური კვლევები ადასტურებს რომ პრობიოტიკების რეგულარული მიღება:

–    აძლირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას;

–    აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და შეწოვას;

–    არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში;

–    აღადგენს და იცავს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას;

–    ამცირებს ლაქტოზის აუტანლობას;

–    ზრდის რეზისტენტობას სტრესის მიმართ;

–    უზრუნველყოფს ყაბზობის, დიარეის, მეტეორიზმის პრევენციასა და მკურნალობას;

–    ამცირებს ოსტეოპოროზის რისკსა და კანის პრობლემებს.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის დისბაქტერიოზი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებები;
  • სტრესული მდგომარეობები;
  • ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება;
  • ანტიბიოტიკო- , ჰორმონო- და სხივური თერაპია;
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;

გამოშვების ფორმა: 400 მგ #30 კაფსულა

რეკომენდებული დღიური დოზა და მიღების წესი:

2-4 კაფსულა; შესაძლებელია დოზის გაორმაგება.

ბავშვებში ინიშნება 3 წლის ასაკიდან.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება

არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ნივთიერებებს.


შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ადგილას. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.

პესტო – PESTO – ПЕСТО

საერთაშორისო დასახელება:

HYOSCINE BUTYLBROMIDE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური და ქოლინომაბლოკირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 10 ბლისტერი.

1 ტაბ.

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი ……….        10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, შაქარი, ჟელატინი, შელაქი, გუმიარაბიკი, ფუტკრის ცვილი, ტიტანის ორჟანგი.

საინექციო ხსნარი: ამპულაში. შეფუთვაში 10 ც.

1 მლ.

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი…..  20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ქლორბუთოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ტრინატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი წარმოადგენს შმაგას ნახევარადსინთეზურ ალკალოიდს, გააჩნია მ-ქოლინომაბლოკირებელი მოქმედება. ჰიოსცინის ბუთილბრომიდი ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზებისა და შარდ-სასქესო სისტემის გლუვ მუსკულატურაზე. ჰიოსცინის ბუთილბრომიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, შესაბამისად არ ავლენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას ცნს-ზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებისას ჰიოსცინის ბუთილბრომიდის 8% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომლის 10% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი ძირითადად კონცენტრირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ნაღვლის ბუშტში, სანაღვლე გზებში, ღვიძლსა და თირკმელში. ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ინტრავენურად შეყვანისას ჰიოსცინის ბუთილბრომიდი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში. ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი (t1/2 γ) შეადგენს დაახლოებით 5 სთ-ს. ჰიოსცინის ბუთილბრომიდს გააჩნია პლაზმის ცილებთან დაკავშირების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი. სრული კლირენსია 1.2 ლ/წთ-ში, რომლის ნახევარს შეადგენს თირკმლის კლირენსი.

ჩვენებები:

  • თირკმლის კოლიკა;
  • შარდსაწვეთების სპაზმი;
  • ნაღვლის ბუშტის კოლიკა, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ჰიპერმოტორული დისკინეზია;
  • ქოლეცისტიტი;
  • ნაწლავის სპაზმური ტკივილი;
  • პილოროსპაზმი;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
  • დისმენორეა.
  • დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების განხორციელება, რომელთა შესრულებაც გართულებულია არსებული სპაზმის გამო (გასტროდუოდენოსკოპია, რენტგენოლოგიური გამოკვლევები და სხვა).

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად:

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ინიშნება 2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

ბავშვებში 6-დან 12 წლამდე ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

პარენტერალურად:

პესტო ინიშნება ინტრავენურად (ნელი შეყვანით, წინასწარ განზავებული სტერილურ საინექციო წყალში), კუნთში ან კანქვეშ.

12 წლის ასაკის ზევით პაციენტებში ინიშნება 1 ამპულა, საჭიროებისას შესაძლებელია მისი განმეორება ნახევარ საათში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

მძიმე მდგომარეობისას პესტო ინიშნება 12 წლამდე ბავშვებში 0.3-0.6 მგ/კგ სხეულის მასაზე რამდენიმეჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1.2 მგ/კგ სხეულის მასაზე.

არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა განვითარდეს ანტიქოლინერგული გვერდითი ეფექტები: პირის სიმშრალე, დისჰიდროზი, აკომოდაციის დარღვევა, თვალშიდა წნევის მომატება, მიდრიაზი, ტაქიკარდია, შარდის შეკავება, რომელიც სუსტად არის გამოხატული და თავისით ქრება.

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, ჰიპოტენზია შეკრულობა, ცნობიერების დაბინდვა და ჰიპერემია.

იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* მიასთენია;

* მეგაკოლონი;

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

პარენტერალურად პესტო არ ინიშნება: ტაქიკარდიის, შარდის შეკავებით მიმდინარე წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, ნაწლავის მექანიკური და პარალიზური გაუვალობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით I ტრიმესტრში.

ორსულობის დროს პესტოს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

პრეპარატის უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ანტიქოლინერგული გამოვლინებების განვითარების პოტენციური რისკის არსებობის გამო პესტო სიფრთხილით ინიშნება ნაწლავის გაუვალობასა (სპასტიურის გარდა) და საშარდე გზების ობსტრუქციაზე (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ადენომა) ეჭვის არსებობისას, ასევე

♦ ტაქიარითმიისადმი მიდრეკილებისა (მაგ. მოციმციმე არითმია) და მაღალი ტემპერატურის დროს.

♦ არადიაგნოსტირებული დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ოფთალმოლოგს. თუ ინექციის შემდეგ მოიმატებს თვალშიდა წნევა, რაც გამოვლინდება მხედველობის დარღვევით, თვალის ტკივილითა და შეწითლებით.

♦ პესტოს პარენტერალური შეყვანისას ანაფილაქსიური რეაქციის (შოკის ჩათვლით) განვითარების რისკის გამო მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პაციენტზე მეთვალყურეობა.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება:

შესაძლოა განვითარდეს:

შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, კანის შეწითლება და სიმშრალე, ყლაპვისა და მეტყველების დარღვევა, ტაქიკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, ფოტოფობია, მხედველობის გარდამავალი დარღვევა, ჰიპერთერმია, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, მეხსიერების და ორიენტაციის დარღვევა, ცნს-ის დათრგუნვა და ჩეინ-სტოქსის სუნთქვა.

მკურნალობა: პერორალური ჰიპერდოზირებისას რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა გააქტივებული ნახშირით და შემდეგ 15% მაგნიუმის სულფატით. გამოიყენება ქოლინომიმეტური საშუალებები. გლაუკომით დაავადებულ პაციენტებს ადგილობრივად უნიშნავენ პილოკარპინს, აუცილებლობის შემთხვევაში შეჰყავთ ნეოსტიგმინის 0.5-2.5 მგ კუნთში ან ვენაში. გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების მკურნალობა ხდება ჩვეულებრივ თერაპიული მეთოდებით.

სასუნთქი სისტემის მუსკულატურის პარეზის შემთხვევაში საჭიროა ინტუბაციის ჩატარება, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. შარდის შეკავებისას ახორციელებენ შარდის ბუშტის კათეტერიზაციას, ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პესტომ შესაძლოა გააძლიეროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური საშუალებების, ქინიდინის, ამანტადინის, დიზოპირამიდის ანტიქოლინერგული მოქმედება.

– პესტოს მიღებისას ძლიერდება ბეტა-ადრონომიმეტური საშუალებებით გამოწვეული ტაქიკარდია.

– დოფამინის ანტაგონისტებისა (მაგ. მეტოკლოპრამიდი) და პესტოს ერთდროული გამოყენება იწვევს ორივე საშუალების მოქმედების შესუსტებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

პერსენი – PERSEN – ПЕРСЕН

საერთაშორისო დასახელება:

MELISA; PEPPERMINT; VALERIAN

მწარმოებელი: LEK

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

უპირატესად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება; სედატიური სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

კატაბალახას მშრალი ექსტრაქტი ……..   50 მგ

წიწაკის პიტნის მშრალი ექსტრაქტი ….. 25 მგ

ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი ………..    25 მგ

 

ვრცლად პერსენ ფორტე (დოზირება ინდივიდუალური)

პერსენ ფორტე – PERSEN FORTE – ПЕРСЕН ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

MELISA; PEPPERMINT; VALERIAN

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სედატიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფსულა, შეფუთვაში 2 ც.

1 კაფს.

კატაბალახას მშრალი ექსტრაქტი ………. 125 მგ

ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი …………    25 მგ

პიტნის მშრალი ექსტრაქტი ………….      25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, მაგნიუმის ოქსიდი, ტალკი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

საღებავები: ტიტანის ორჟანგი, სანსეტი ყვითელი, რკინის ოქსიდი.

კონსერვანტები: მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური და სედატიური მოქმედება.

კატაბალახას ფესვები გამოიყენება მომატებული ნერვული აგზნებადობის დროს, გაღიზიანებისას, შინაგანი დაძაბულობის შემთხვევაში.

ბარამბოს ფოთლებს გააჩნიათ სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედება.

პიტნის ფოთლები და კატაბალახას ფესვები ტრადიციულად გამოიყენება სხვადასხვა სედატიურ ნაკრებებში.

პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი ხასიათის დარღვევების დროს, როდესაც არ არის აუცილებელი უფრო ძლიერი საშუალებების გამოყენება.

ჩვენებები:

პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი სიმპტომების დროს:

  • მომატებული ნერვული აგზნებადობა;
  • უძილობა;
  • გაღიზიანება;
  • შინაგანი დაძაბულობის შეგრძნება.

მიღების წესი და დოზირება:

მოზარდებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება შემდეგი სქემით:

1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში. უძილობის დროს 1-2 კაფსულა ძილის წინ ერთი საათით ადრე.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოხსნის სინდრომი არ აღინიშნება.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, გადაღლილობა, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვეევაში ყაბზობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის შესწავლილი პრეპარატის მოქმედება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ორსულობის დროს განსაკუთრებით პირველი 3 თვის განმავლობაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პრეპარატის გამოყენების დროს ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის შემცირება, ამიტომ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენების დროს ავტოტრანსპორიტს მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

ჭარბი დოზირება:

20 გრამი კატაბალახას ერთდროულად მიღების დროს (დაახლოებით პერსენ ფორტეს 39 კაფსულა) შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: გადაღლილობის შეგრძნება, სპაზმი ეპიგასტრიუმის მიდამოში, თავბრუსხვევა, ხელების ცახცახი, გუგების გაფართოვება. აღნიშნული მოვლენები არ არის საშიში სიცოცხლისათვის და დამოუკიდებლად ქრება 24 საათის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რეკომენდებულია დოზის კორეგირება პერსენ ფორტეს და ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების კომბინაციის დროს: საძილე საშუალებები, პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს, ჰიპოტენზიური საშუალებები (ცენტრალური მოქმედების), ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პეროქსიგელი 3% – PEROXIGEL 3% – ПЕРОКСИГЕЛЬ 3%

საერთაშორისო დასახელება:

HYDROGEN PEROXIDE

მწარმოებელი: P.P.E. “GEMI”,პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: წყალბადის ზეჟანგი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ალუმინის ტუბში 15 გ

წყალბადის ზეჟანგი 3% ………….10 გ

დამხმარე ნივთიერებები:

EDTA 500 მგ, ტილოპური CB – 1.5 გ., ეთანოლი 96.5% – 5.0 გ, ორთოფოსფორმჟავა 85% – pH 3.5-4.5, დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს წყალბადის ზეჟანგს 3% კონცენტრაციით. შერჩეულ შტამებზე პრეპარატის მიკრობიოლოგიური აქტივობის გამოკვლევისას დადასტურებულია მისი აქტიურობა არა მარტო გრამდადებითი (Staphilococcus aureus) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (Pseudomonas aeruginosa) არამედ საფუარას პათოგენური სოკოების (Candida albicans, Aspergilus Niger) მიმართ, რის შედეგადაც დადგენილია ამ ახალი ფორმის მეტი ეფექტურობა წყალბადის ზეჟანგის ცნობილ ხსნართან შედარებით.

პრეპარატი ხსნარისგან განსხვავებით 2-ჯერ სტაბილურია. პრეპარატის ჭრილობის ზედაპირზე გაშრობის შემდეგ მასზე წარმოიქმნება დამცავი აპკი, რომელიც იცავს ჭრილობას განმეორებითი ინფიცირებისაგან. პრეპარატს გააჩნია აგრეთვე სუსტად გამოხატული მომწვავი თვისება, რაც ხელს უწყობს მცირე ზომის ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერებას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება ჭრილობის, კანის ნაკაწრისა და ექსკორიაციის დეზინფექციისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

გელის მცირე რაოდენობა დაიტანება უშუალოდ ჭრილობაზე, ნაკაწრზე ან ექსკორიაციაზე. დაზიანებულ უბანზე.

გვერდითი მოვლენები:

პაციენტებში პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობით პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქცები (ურტიკარია).

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის წინააღმდეგნაჩვენები.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კანის მნიშვნელოვანი დაზიანების დროს, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

ჭარბი დოზირება:

არ მოიპოვება მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პეროტა – PEROTA – ПЕРОТА

საერთაშორისო დასახელება:

Piperacillin/Tazobactam

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინის ჯგუფი

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი ფლაკონი(2 გ/0,25 გ) შეიცავს აქტიური ნივთიერებების:

პიპერაცილინის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 2 გ პიპერაცილინს და ტაზობაქტამის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 0.25 გ ტაზობაქტამს.

პრეპარატის ერთი ფლაკონი(4 გ/0,5 გ) შეიცავს აქტიური ნივთიერებების:

პიპერაცილინის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 4 გ პიპერაცილინს და ტაზობაქტამის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 0.5 გ ტაზობაქტამს.

მოქმედების მექანიზმი:

კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი.

პიპერაცილინი ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ბაქტერიციდული მოქმედების პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომლის მოქმედება დამყარებულია ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვაზე.

ტაზობაქტამი აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზების უმეტეს ნაწილს, ქრომოსომული და პლაზმიდური ფერმენტების ჩათვლით. პრეპარატის შემადგენლობაში ტაზობაქტამის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის მის ანტიბაქტერიულ სპექტრს.

პრეპარატისადმი მგრძნობიარეა აერობული გრამუარყოფოთი ბაქტერიები: Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Enterobacter spp. (Enterobacter cloacae, Enterobacter aerogenes), Providencia spp, Citrobacter spp., Klebsiella spp (Klebsiella oxytoca-სა და Klebsiella pneumoniae-ს ჩათვლით), Morganella morganii, Serratia spp. (Proteus mirabilis-სა და Proteus vulgaris-ს ჩათვლით), Pseudomonas aeruginosa (მხოლოდ პიპერაცილინისადმი მგრძნობიარე შტამები), Pseudomonas spp. (Burkholderia cepacia-სა და Pseudomonas fluorescens-ს ჩათვლით), Moraxella spp.. (Moraxella catarrhalis-ს ჩათვლით), Neisseria spp. (Neisseria meningitidis-სა და Neisseria gonorrhoeae-ს ჩათვლით), Haemophilus spp. (Haemophilus influenzae-სა და Haemophilus parainfluenzae-ს ჩათვლით), Pasteurella multocida, Yersinia spp., Campylobacter spp., Gardnerella vaginalis, Stenotrophomonas maltophilia, Acinetobacter spp. (ქრომოსომული ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი და არა-წარმომქმნელი შტამების ჩათვლით); აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus spp. (Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus bovis), Viridans group streptococci (C და G), Enterococcus spp. (Enterococcus faecalis, Enterococcus faecium), Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus-ის მეტიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus saprophyticus), Listeria monocytogenes, Nocardia spp. ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides spp. (Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus და სხვ.), Fusobacterium nucleatum; Clostridum spp. (Clostridum perfringens-სა და Clostridium difficile-ს ჩათვლით), Peptostreptococcus spp., Eubacter spp., Veillonella spp., Actinomyces spp.

ვენაში ინფუზიის შემდეგ პრეპარატის T1/2 36-72 წუთს შეადგენს. პლაზმის ცილებს უკავშირდება პიპერაცილინის 21% და ტაზობაქტამის 23%. კარგად აღწევს ქსოვილებსა და ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის, ნაღვლის ბუშტის, ნაღვლისა და ფილტვის ჩათვლით. პიპერაცილინის 69% და ტაზობაქტამის 80% შარდთან ერთად გამოიყოფა. პიპერაცილინი, ასევე გამოიყოფა ნაღვლის მეშვეობით.

ჩვენება:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სისტემური და ადგილობრივი ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა);
  • აბდომინალური ინფექციები – პერიტონიტი, პელვიოპერიტონიტი, ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, აპენდიციტი (გართულებული აბსცედირებული);
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (გართულებული ინფექციების ჩათვლით) – პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, გონორეა, ენდომეტრიტი, ვულვოვაგინიტი, მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი და ადნექსიტი;
  • ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – ფლეგმონა, ფურუნკულოზი, აბსცესი, პიოდერმია, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ინფიცირებული ტროფიკული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები და დამწვრობები;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები;
  • ბაქტერიული ინფექციები პაციენტებში ნეიტროპენიით;
  • სეფსისი, მენინგიტი;
  • ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

პრეპარატის ფართო სპექტრის ბაქტერიციდული მოქმედების გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია ემპირიული თერაპიის დროს, გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიკაციამდე, ხოლო გამომწვევის დადგენის შემდეგ – პრეპარატისადმი მგრძნობელობის შესაბამისად.

უკუჩვენება:

* პენიცილინების, ცეფალოსპორინებისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* 2 წლამდე ასაკის პაციენტები (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);

* ორსულობა და ლაქტაცია;

განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ძლიერი სისხლდენით, მუკოვისციდოზის, ფსევდომემბრანული კოლიტისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.

უსაფრთხოების ზომები:

პაციენტებში პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობით, შესაძლოა ჯვარედინი ალერგიის განვითარება.

2 წლამდე ასაკის პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. სასიცოცხლო ჩვენებით შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება მცირე ასაკიდან.

პრეპარატით მკურნალობის ფონზე დიარეის გამოვლინებისას გასათვალისწინებელია ფსევდომემბრანული კოლიტის გამოვლინება. კოლიტის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა, ხოლო საშუალო და მძიმე ფორმები საჭიროებენ სპეციალურ მკურნალობას.

პეროტათი ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური და სისხლის მაჩვენებლების (მათ შორის კოაგულაციური სისტემის) პერიოდული კონტროლი.

ხანმოკლე დროის განმავლობაში გონორეის სამკურნალოდ პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენების შედეგად შესაძლოა მოხდეს ათაშანგის ინკუბაციური პერიოდის სიმპტომების შენიღბვა. ამიტომ გონორეის მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები გამოკვლეულ უნდა იქნენ ათაშანგზე.

პეროტა ფარმაკოლოგიურად (ერთ შპრიცში) შეუთავსებელია ამინოგლიკოზიდებთან, რინგერის ლაქტატის ხსნართან, სისხლთან, სისხლის შემცვლელებთან ან ალბუმინის ჰიდროლიზებთან.

პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ თირკმლის მილაკოვან სეკრეციას, ამცირებენ როგორც პიპერაცილინის, ასევე ტაზობაქტამის კლირენსს, თუმცა ორივე პრეპარატის Cmax უცვლელი რჩება.

ჰეპარინთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან და სხვა ჰემოსტაზურ სისტემაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას საჭიროა სისხლის კოაგულაციური პარამეტრების ხშირი კონტროლი.

პიპერაცილინი ამცირებს მეთოტრექსატის გამოყოფას, ამიტომ საჭიროა შრატში ამ უკანასკნელის დონის მონიტორინგი. პრობენეციდისა და პეროტას ერთდროული მიღებისას იზრდება ამ უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდი. პიპერაცილინისა და ვეკურონიუმის (ან კუნთების სხვა არამადეპოლარიზებელი რელაქსანტების) ერთდროული მიღება ახანგრძლივბს ნერვ-კუნთოვან ბლოკადას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პეროტას გამოყენების სარგებელი დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები: აგზნებადობა, კრუნჩხვითი სახის მოვლენები.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, ანტიეპილეფსიური საშუალებები (დიაზეპამისა და ბარბიტურატების ჩათვლით), ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი.

დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატის დოზის შერჩევას და შეყვანის გზას ადგენენ ინდივიდუალურად გამომწვევის მგრძნობელობის, ინფექციის სიმძიმისა და ლოკალიზაციის მიხედვით.

პრეპარატი გამოიყენება ვენაში საინფუზიოდ 20-30 წთ-ის განმავლობაში.

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ საშუალო დღიური დოზა შეადგენს 12 გ პიპერაცილინსა და 1.5 გ ტაზობაქტამს: 2/0.25 გ (2 გ პიპერაცილინი / 0.25 გ ტაზობაქტამი) ყოველ 6 საათში ერთხელ ან 4/0.5 გ (4 გ პიპერაცილინი / 0.5 გ ტაზობაქტამი) ყოველ 8 საათში ერთხელ. Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების ჩართვა მკურნალობის სქემაში.

ბავშვებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, რომლებიც იწონიან 40 კგ-მდე, რეკომენდებული დოზაა 100 მგ პიპერაცილინი/12.5 მგ ტაზობაქტამი კგ სხეულის წონაზე ყოველ 8 საათში ერთხელ.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ი/ვ დღიური დოზის შერჩევა ხდება კრეატინინის კლირენსის მიხედვით:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) რეკომენდებული პიპერაცილინი/ტაზობაქტამის დოზა

20-40 დღიური დოზა: 12/1.5 გ

(4 გ პიპერაცილინი / 0.5 გ ტაზობაქტამი) ყოველ 8 საათში ერთხელ

(4 გ პიპერაცილინი / 0.5 გ ტაზობაქტამი) ყოველ 12 საათში ერთხელ.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 8 გ პიპერაცილინი/1 გ ტაზობაქტამი დღეში, ხოლო ყოველი დიალიზის შემდგომ ეძლევათ ერთი დამატებითი დოზა 2 გ პიპერაცილინი/0.25 გ ტაზობაქტამი, ვინაიდან ჰემოდიალიზის დროს ორგანიზმიდან 4 საათში გამოიდევნება პიპერაცილინის საერთო რაოდენობის 30%-50%.

მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს, ხოლო განსაკუთრებული ჩვენების შემთხვევაში 14 დღე გრძელდება.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები:

ინტრავენურად შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5%-იანი დექსტროზის ხსნარი ანდა სტერილური საინექციო წყალი.

ვენაში ინფუზიისათვის (3-5 წუთის განმავლობაში) პრეპარატის (2გ/0.25გ) ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ ზემოაღნიშნულ რომელიმე გამხსნელში.

ვენაში წვეთოვნად ინფუზიისათვის პრეპარატის (2გ/0.25გ ან 4გ/0.5გ) ფლაკონის შიგთავსი შესაბამისად იხსნება 10 მლ ან 20 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. მიღებული ხსნარი შემდგომში იხსნება 50 მლ ზემოაღნიშნულ რომელიმე გამხსნელში ან 5%-იან დექსტროზის ხსნარში ან 5%-იან დექსტროზისა და 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარების ნარევში.

გვერდითი მოვლენები:

ხშირად: დიარეა, გულისრევა, ღებინება.

შედარებით იშვიათად: ფლებიტი, თრომბოფლებიტი, კანის ჰიპერემია, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ასევე შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.

იშვიათად: მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა; ეგზემა; მიასთენია, მიალგია; ჰალუცინაციები; არტერიული წნევის დაქვეითება; სისხლდენა; ტკივილი და ჰიპერემია პრეპარატის შეყვანის ადგილას.

ძალიან იშვიათად: ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი.

ასევე, შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: გარდამავალი ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ჰიპოკალიემია, ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მატება, ბილირუბინემია, შარდოვანასა და კრეატინინის კონცენტრაციის მატება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 25ºC ტემპერატურამდე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი ვენაში საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად:

1 ფლაკონი შეიცავს – 2 გ პიპერაცილინი/0.25 გ ტაზობაქტამი; მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

სტერილური ფხვნილი ვენაში საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად:

1 ფლაკონი შეიცავს – 4 გ პიპერაცილინი/0.5 გ ტაზობაქტამი; მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

პერმიქსონი – PERMIXON – ПЕРМИКСОН

საერთაშორისო დასახელება:

SEREOA REPENS

მწარმოებელი: Piere Fabre Medicament Production, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

წინამდებარე ჯირკვლის გაურთულებელი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) დროს გამოსაყენებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

Sereoa repens-ის ჰექსანური ლიპიდოსტეროლური ექსტრაქტი…….. 80 მგ

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

Sereoa repens -ის ჰექსანური ლიპიდოსტეროლური ექსტრაქტი……. 160 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ექსპერიმენტულმა შრომებმა პროსტატის უჯრედებზე in vitro და in vivo ცხოველებსა და ადამიანებზე დაადასტურა, რომ პერმიქსონი ხასიათდება შემდეგი თვისებებით: ანტიანდროგენული, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული ეფექტით, რომლებიც არჩევითად ვლინდება წინამდებარე ჯირკვლის დონეზე. აქვე აღსანიშნავია, რომ პრეპარატი არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში სასქესო ჰორმონების დონეზე, პოტენციასა და ლიბიდოზე და არ ცვლის სისხლის პლაზმაში პროსტატასსპეციფიური ანტიგენის დონეს.

ანტიანდროგენული მოქმედება განპირობებულია შემდეგით: პერმიქსონი უზრუნველყოფს 5-ალფა რედუქტაზის I და II ტიპის უკონკურენტო ინჰიბირებას. ამ ორ იზოენზიმს წინამდებარე ჯირკვალში ტესტოსტერონი გადაჰყავს მის აქტიურ ფორმაში დიჰიდროტესტოსტერონში (დჰტ). დიჰიდროტესტოსტერონ წჯკჰ-ის პათოგენეზის უმთავრესი ფაქტორია. დამტკიცებულია, რომ პერმიქსონი ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაციას ადამიანის პროსტატის ქსოვილში წჯკყ-ის დროს.

პერმიქსონი აინჰიბირებს პროსტატის უჯრედების პროლიფერაციას წჯკჰ-ის დროს, რომელიც ინდიცირებულია ფიბრობლასტების ზრდის ძირითადი ფაქტორის (b-FGF)- მიერ.

პერმიქსონი ასევე ამცირებს ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის (FGF) კონცენტრაციას პროსტატის  ქსოვილში წჯკყ-ის დროს.

პერმიქსონი აფერხებს ანთების მედიატორების, არაქიდონის მჟავას, პროსტოგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზს – ფოსფორიპლაზა A2 ციკლოოქსიგენაზისა და 5-ლიპოოქსიგენაზის ინჰიბირების გზით.

ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა დაამტკიცეს პერმიქსონ-ის შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ანთებითი პროცესის სისხლძარღვოვან კომპონენტებზე ზემოქმედების გზით (კაპილარების განვლადობის შემცირება).

პერმიქსონის ანტიანდროგენული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დამტკიცებულია in vivo ექსპერიმენტით ცხოველებზე (რაბინეტის მოდელი). პერმიქსონის გამოყენება აფერხებს პროსტატის ზომების გაზრდას ექსპერიმენტულ ცხოველებში. ზემოთ აღწერილი ფარმაკოლოგიური თვისებები ხსნიან პერმიქსონის დადებით მოქმედებას წჯკჰ-ის სიმპტომებზე და აგრეთვე უროდინამიკურ მაჩვენებლებზე.

ჩვენებები:

  • პერმიქსონი გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის გაურთულებელი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის და პროსტატიტების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პერმიქსონი ინიშნება ჭამის დროს 320 მგ დღეში ერთხელ ან ორ მიღებაზე. გაფრთხილება: უზმოზე პრეპარატის მიღებას ზოგჯერ შეიძლება გულისრევა მოჰყვეს.

უკუჩვენებები:

არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პერმიქსონის რაიმე ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან, რომლებსაც ხშირად იყენებენ წჯკჰ-ით დაავადებულ პაციენტებში (საშარდე სისტემის ინფექციების სამკურნალო საშუალებები, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 5 წელი.

კაფსულები – 3 წელი.

პერიციაზინი – PERICIAZINE – ПЕРИЦИАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პერიციაზინი წარმოადგენს ფენოთიაზინის პიპერიდინულ წარმოებულს. მას გააჩნია ანტიფსიქოზური, სედაციური, ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ასევე იწვევს ადრენორეცეპტორების და ქოლინორეცეპტორების ბლოკირებას, ჰიპოტენზიას, აგრეთვე აბლოკირებს პოსტსინაფსურ დოფამინერგულ რეცეპტორებს თავის ტვინის მეზოლიმბურ სტრუქტურებში, თრგუნავს ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონების გამოყოფას, ზრდის პროლაქტინის პროდუქციას.

ფარმაკოკინეტიკა

კლინიკური მონაცემები ფარმაკოკინეტის შესახებ მწირია. პრეპარატი უკავშირდება პლაზმის ცილებს, გამოიყოფა თირკმელებით და ნაღვლის მეშვეობით.

ჩვენებები

  • ფსიქოპათიები (ისტერიული, აგზნებითი);
  • პარანოიდული მდგომარეობა – ორგანული, სისხლძარღვოვანი და სენილური პათოლოგიის დროს;
  • ფსიქოპათიური მდგომარეობა შიზოფრენიის დროს.

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა 5-10 მგ. საშუალო დღიური დოზაა 30-50 მგ. სასურველია პრეპარატის მიღება საღამოს საათებში. დოზა ნაწილდება 3-4 მიღებაზე.

ბავშვებში და ხანდაზმულებში რეკომენდებულია საწყისი დღიური დოზა 5 მგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-30 მგ.

მოზრდილებში მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 60 მგ.

გვერდითი მოვლენები

აღინიშნება: უძილობა, აჟიტირება, მხედველობის გაუარესება, არითმია, პოსტურალური ჰიპოტენზია, ქოლესტაზი, სუნთქვის დათრგუნვა, იმპოტენცია, გალაქტორეა, აგრანულოციტოზი, პირის სიმშრალე, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა.

უკუჩვენებები

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

* ცნს-ის გამოხატული დათრგუნვა;

* გლაუკომა;

* პორფირია;

* წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები;

* ორსულობა, ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პერიციაზინი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში, დასუსტებულ პირებში და ფენოთიაზინების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას;

♦ ასევე ღვიძლის დაზიანებისას, რეის სინდრომის, სარძევე ჯირკვლის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, პარკინსონის დაავადების და ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას.

♦ ჰიპერთერმიის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პერიციაზინის ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას ცნს დეპრესია ძლიერდება და ადგილი აქვს სუნთქვის დათრგუნვას;

– პერიციაზინი აქვეითებს ამფეტამინის, ლევოდოპას, კლონიდინის, გუანეტიდინის, ადრენალინის მოქმედებას.

– მისი ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად დანიშვნა იწვევს ორთოსტატულ ჰიპოტენზიას.

– არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღებისას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.

Don`t copy text!