Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 502

პანტაპი (ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი) – PANTAP (ENTERIC COATED TABLET) – ПАНТАП

ლიცენზიის მფლობელი: ნობელ ილაჯ სანაი ვე ტიკარეტ ა.ს.,სტამბული

შემადგენლობა:

პანტაპის 40მგ ენტერული გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 45.30 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს, რაც 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტურია და საღებავის სახით ყვითელ რკინის ოქსიდსა და ტიტანის დიოქსიდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

აქტიური ინგრედიენტი პანტოპრაზოლი არის ბენზიმიდაზოლის ახალი წევრი, რომელიც ახდენს კუჭის წვენის პროდუცირების  ბოლო ეტაპის ინჰიბირებას (H+ - K+) ატფ-აზას ფერმენტულ სისტემასთან კოვალენტური კავშირით კუჭის პარიეტალური უჯრედების სეკრეტორულ ზედაპირზე. პანტოპრაზოლი აქვეითებს კუჭის წვენის პროდუცირების როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებულ სეკრეციის ბოლო ეტაპს.

პანტოპრაზოლის კუჭის წვენის სუპრესორული მოქმედების ხანგრძლივობა 24 სთ-ზე მეტია. კუჭის წვენის სეკრეცია ნორმის ფარგლებში ბრუნდება პანტროპრაზოლის ბოლო დოზის მიღებიდან ერთ კვირაში. ჰიპერსეკრეციის შემთხვევა არ არის ცნობილი.

აღწერილია შრატში გასტრინის იგივე დონეების შექცევადი ხასიათის მომატება, როგორც სხვა პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებისა და H2 რეცეპტორის ბლოკატორების შემთხვევაში. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შრატში გასტრინის დონე ნორმის ფარგლებში ბრუნდება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

პანტოპრაზოლი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ერთჯერადი ან მრავალჯერადი 40 მგ ორალური დოზების მიღებისას. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 77%-ა. უმაღლესი კონცენტრაცია (Cmax)შეადგენს 2.09მკგ/მლ-ს, ხოლო უმაღლესი კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) არის 2.8 საათი.

შრატში პანტოპრაზოლის დაახლოებით 98% უკავშირდება პროტეინს, უპირატესად ალბუმინს.

პანტოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 1.9 სთ. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირეა იმის გამო, რომ ის კოვალენტურად უკავშირდება ფერმენტ (H+-K+) ატფ-აზას, მისი ანტისეკრეტორული მოქმედება გრძელდება 24 სთ-ზე მეტ ხანს.

პანტოპრაზოლის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 11-23 ლ-ს.

პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ძირითად მეტაბოლიტად დესმეთილპანტოპრაზოლად და სხვა მეტაბოლიტებად ღვიძლში CYP2C19-ის საშუალებით შემდგომი სულფატირებით. პანტოპრაზოლის მეტაბოლიტებს არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური მოქმედება. პერორალური დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდში, ხოლო 20 % - ფეკალიებში ბილიარული ექსკრეციით.

შარდში პანტოპრაზოლი არ აღინიშნება უცვლელი სახით.

ხანდაზმულ პირებში აღინიშნება პანტოპრაზოლის პლაზმური კლირენსის მხოლოდ მცირე და საშუალო შემცირება.

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ნაკლები სისხლმიმოქცევითა და შემცირებული ღვიძლის მასით.

ჩვენებები:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
  • გასტროეზოფაგალური რეფლუქსი და ეროზიული ეზოფაგიტი;
  • პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით;
  • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებში „Helicobacter pylori“-ის აღმოსაფხვრელად შესაფერის ანტიბიოტიკთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები:

* პანტროპრაზოლი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ან ღვიძლის უკმარისობა.

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭირო არ არის დოზის კორექცია.

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, საჭირო არ არის დოზის კორექცია. თუმცა, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს. მიუხედავად იმისა, რომ პანტოპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი პრეპარატის ამ დოზით მიღებისას გახანგრძლივებულია, კუმულაცია არ აღინიშნება.

პანტოპრაზოლით თერაპიაზე სიმპტომატური რეაქცია არ გამორიცხავს კუჭის ავთვისებიანი დაავადების არსებობას.

ორსულობა და ლაქტაცია:

B კატეგორიის ორსულობა. ორსულ ქალებში არ ჩატარებულა ადექვატური ან კარგად კონტროლირებული კვლევები. ვინაიდან ცხოველთა რეპროდუქციული კვლევების შედეგები ყოველთვის არ არის რელევანტური ადამიანებისათვის, ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას.

არ არის ცნობილი აღწევს თუ არა პანტოპრაზოლი დედის რძეში.

ვინაიდან მედიკამენტთა უმეტესობა გამოიყოფა დედის რძეში, გადაწყვეტილება ლაქტაციის თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ მიღებულ უნდა იქნას დედისათვის პრეპარატით გამოწვეული სარგებლის გათვალისწინებით.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში:

პანტოპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი.

გვერდითი ეფექტები/არასასურველი რეაქციები:

კლინიკური ცდებისას პანტროპრაზოლი საერთოდ კარგად გადაიტანება.

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს დროებითი დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, გამონაყარი კანზე, ქავილი, მაღალი ტემპერატურა და შეშუპება.

ქვემოთ, ორგანოთა სისტემის მიხედვით დამატებით ჩამოთვლილია ის არასასურველი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა   პაციენტთა

უმრავლეს შემთხვევაში, ამ რეაცქიების კავშირი პანტოპრაზოლთან გაურკვეველი იყო.

ალერგიული რეაქციები, გაციება, სახის შეშუპება, დარღვევები ელექტროკარდიოგრამაზე, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ანორექსია, აფთოზური სტომატიტი, კარდიოსპაზმი, კოლიტი, პირის სიმშრალე, გლუკოზურია, ბილიარული ტკივილი, ჰიპერბილირუბინემია, ტუტე-ფოსფატაზას და გამა-გლუტამილ-ტრანსპეპტიდაზა მომატებული დონეები, რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემია, ჰიპოქრომული ანემია, ართრიტი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, მიალგია, აგზნება, ნევროზი, ძილის დარღვევა, ემოციური ლაბილურობა, ძილიანობა, დისფორია, ბრონქიტი, ლარინგიტი, ასთმა, ეპისტაქსი, სლოკინი, მხედველობის დაზიანება, ამბლიოპია, დიპლოპია, ყურის ტკივილი, გემოს დაკარგვა, ტინიტი, მკერდის ტკივილი, დისმენორეა, დიზურია, თირკმლის ტკივილი, საშარდე გზის დაზიანება.

არასასურველი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერეთქმედება:

პანტოპრაზოლი არ გამოიყენება სხვა ანტაციდებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემის საშუალებით, ადამიანებში ჩატარებული კლინიკური ცდებისას არ გამოვლინდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ვარფარინთან, ფენიტოინთან, დიაზეპამთან და თეოფილინთან, რომლებიც იყენებენ იმავე სისტემას.

ვინაიდან პანტოპრაზოლი იწვევს კუჭის მჟავის სეკრეციის ხანგრძლივ ინჰიბირებას, შესაძლებელია პანტოპრაზოლმა შეაფერხოს ზოგიერთი პრეპარატის აბსორბცია, როგორიცაა კეტოკონაზოლი, ამპიცილინის ეთერები, რკინის მარილები, სადაც კუჭის pH მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.

დოზირება და მიღების წესი:

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და კუჭის წყლული:

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის პანტაპი 40 მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტის 40მგ (1 ტაბლეტი) პერორალურად დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. თუ პაციენტთა განკურნება არ მოხდა 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, გათვალისწინებული უნდა იყოს პანტაპის დამატებითი 4-კვირიანი კურსის ჩატარება.

გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი/ეროზიული ეზოფაგიტი:

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის 40მგ (1 ტაბლეტი) პერორალურად დღეში ერთხელ 8 კვირის განმავლობაში. თუ პაციენტთა განკურნება არ მოხდა 8-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, გათვალისწინებული უნდა იყოს პანტაპის დამატებითი 4-კვირიანი კურსის ჩატარება.

ეროზიული ეზოფაგიტის განკურნების შენარჩუნება:

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის პანტაპი 40მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი პერორალურად ყოველდღე. საკონტროლო კვლევები არ გაგრძელებულა 12 თვეზე მეტ ხანს.

პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით:

პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის დოზის კორექცია უნდა მოხდეს ცალკეული პაციენტის საჭიროების მიხედვით და გაგრძელდეს კლინიკური ჩვენების მიხედვით.

რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებში შეადგენს 40 მგ-ს დღეში ორჯერ. შეიძლება მიღებულ იქნეს 240 მგ-მდე დღეში. ზოგიერთი პაციენტის მკურნალობა შეიძლება უწყვეტად გაგრძელდეს 2 წელზე მეტ ხანს.

„Helicobacter pylori“- აღმოფხვრა:

პანტაპი 40 მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება დღეში ორჯერ შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად 7 დღის განმავლობაში.

40მგ პანტოპრაზოლი დღეში ორჯერ მიიღება შემდეგ ანტიბიოტიკებთან ერთად:

1000მგ ამოქსიცილინი დღეში ორჯერ + 500 მგ კლარითრომიცინი დღეში ორჯერ; ან

500მგ მეტრონიდაზოლი დღეში ორჯერ + 500მგ კლარითრომიცინი დღეში ორჯერ; ან

1000 მგ ამოქსიცილინი დღეში ორჯერ + 500 მგ მეტრონიდაზოლი დღეში ორჯერ.

პანტაპი 40 მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება ჭამამდე, სავსე ჭიქა წყალთან ერთად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.

ჭარბი დოზირება:

პანტროპრაზოლის ჭარბი დოზის შესახებ საკმაოდ მცირე მონაცემები არსებობს. პანტროპრაზოლს არ გააჩნია ანტიდოტი. ის ორგანიზმიდან არ გამოიდევნება დიალიზით. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომატური და დამხმარე თერაპია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 25ºC-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

პანკრეოფრიკი გრანულები – PANKREOFRIK granules – ПАНКРЕОФРИК гранулы

შემადგენლობა: 1 საზომი კოვზი (2 გ )   შეიცავს : 172 მგ პანკრეატინს (6500 ლიპაზა , 5500 ამილაზა , 400 მ . ე . პროტეაზა ) და 80 მგ დიმეთილპოლისილოქსანი 310 მგ სილიკონის მშრალ ფხვნილში .

დამხმარე ინგრედიენტები: ფორთოხლის ესენცია , საღებავი FDC ყვითელი 6, ნატრიუმის სახარინი , ასპარტამი, გლუკოზა, შაქრის ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პანკრეოფრიკი ფერმენტული საშუალებაა. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ პანკრეასულ ფერმენტებს: ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზები , რომლებიც ხელს უწყობენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მონელებას , რაც განაპირობებს მათ სრულ შეწოვას წვრილი ნაწლავებიდან . დიმეთილპოლისილოქსანი თავის მხრივ წარმოადგენს შენაერთს , რომელიც ინერტულია ჰაერის, წყლის, მჟავეების და ფუძეების მიმართ.

არ იხსნება წყალში და შრატში, ასევე არ არღვევს ნაწლავური ფერმენტების ფუნქციას. ქიმიურად აქტიური და ფარმაკოლოგიურად ინერტული დიმეთილპოლისილოქსანი ხელს უწყობს აირების წარმომქმნელი პროცესების ლიკვიდაციას და არ რეაბსორბირდება ნაწლავებში.

ჩვენებები:

  • კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, კუჭისა და ნაწლავების დაავადებები, რომელთაც თან სდევს ჭარბი აირების წარმოქმნა;
  • ჩივილები ჭარბი აირების წარმოქმნაზე პოსტოპერაციულ პერიოდში; რომხელდის სინდრომი;
  • კუჭ - ნაწლავის ტრაქტში აირების წარმოქმნის პროცესის ლიკვიდაცია მუცლის ღრუს ორგანოების მოსამზადებლად რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ცილების და ცილოვანი ფერმენტების მიმართ , რაც იწვევს ალერგიულ რეაქციებს ( ცემინებას , ცრემლდენას ან კანის ჰიპერემიას ).

სიფრთხილის ზომები:

ბავშვებში გამოყენებისას რეკომენდებულია მისი შერევა წვენებში , ჩაიში ან წყალში და მიღება ჭამის დროს . ორსულობის დროს პრეპარატი არ გამოიყენება მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.

გვერდითი ეფექტები :

გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები (ცემინება, ცრემლდენა ან კანის გამოშრობა). პირის ღრუში და ანალურ არეში წვის შეგრძნება ბავშვებში . დიდი დოზების მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია .

გამოყენების წესი და დოზირება:

მოზრდილებში – 1-2 პაკეტი (2-4 გ ) გახსნილი   წყალში ჭამის დროს .

ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 - 1 პაკეტი (1-2 გ ) გრანულები გახსნილი თბილ ან ცივ წყალში.

რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მოსამზადებლად , აირების წარმოქმნელი შესაძლო პროცესის სალიკვიდაციოდ 2 დღის განმავლობაში ინიშნება 2 პაკეტი (4 გ ) 3-4- ჯერ დღეში. ასევე , გამოკვლევის დღეს დილით უზმოზე 2 პაკეტი (4 გ )

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C - ის ქვემოთ .

შენახვის ვადა: 2 წელი

გამოშვების ფორმა :

გრანულები 2 გ №22 პაკეტი

აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით .

მწარმოებელი:

Yeni Ilac ve Hammaddeleri Sanayi ა . შ . ესენკორტი , სტამბული , თურქეთი .

პანკრეატინი – PANCREATIN – ПАНКРЕАТИН

საერთაშორისო დასახელება:

PANCREATIN

მწარმოებელი: GALENICA, სერბია

მოქმედი ნივთიერება: პანკრეატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფერმენტული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 50 ც.

1 დრაჟე

პანკრეატინი .....................   250 მგ

მინიმალური ფერმენტული აქტივობით:

ამილაზა ................   3500 FIP ერთეული;

ლიპაზა ................    4300 FIP ერთეული;

პროტეაზას ...........     200 FIP ერთეული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პანკრეატინი წარმოადგენს ღორის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ პრეპარატს. იგი შეიცავს ფერმენტ ამილაზას, ლიპაზას და პროტეაზას, რომლებიც აუცილებელია ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლისათვის.

დრაჟეს ფორმით წარმოებულ პანკრეატინს გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა, ვინაიდან იგი იხსნება უკვე 12-გოჯა ნაწლავში, რაც უზრუნველყოფს ფერმენტების ოპტიმალურ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • კუჭქვეშა ჯირკვლის გარე სეკრეციის მსუბუქი ფორმის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დეფეკაციის სიხშირეზე. ფეკალური მასის მოცულობასა და კონსისტენციაზე.

ჩვეულებრივ პანკრეატინი ინიშნება 1-2 დრაჟეს ოდენობით ჭამის დროს და დამატებით კიდევ 1 დრაჟე.

შუადღისას საკვების მიღებისას ხანდახან უნიშნავენ 3 დრაჟეს, რომლის დროსაც იგი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე წყლის მიყოლებით.

სტეატორეის შემცირების მიზნით ჭამის დროს შესაძლებელია 3 დრაჟეზე მეტის მიღება, მაგრამ გულისრევის, ღებინების ან ყაბზობის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, ღებინება. პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერურიკემიისა და ჰიპერურიკოზურიის განვითარება.

უკუჩვენებები:

* ცხოველური წარმოშობის ცილების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მწვავე პანკრეატიტი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ბიოშეღწევადობის გაზრდის მიზნით პანკრეატინთან ერთად შესაძლებელია გამოვიყენოთ  H2-ბლოკატორები ან ანტაციდები, რომლებიც არ შეიცავენ Mg2+ და Ca2+-ის იონებს, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მომატებული აქვთ კუჭის წვენის სეკრეცია.

♦ პანკრეატინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფოლატების კონტროლი, განსაკუთრებით H2-ბლოკატორებისა და ბიკარბონატების გამოყენებისას. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ფოლატების გამოყენება.

♦ დრაჟე უნდა გადავყლაპოთ მთლიანად, იგი არ უნდა დავღეჭოთ და პირის ღრუში დიდი ხნით არ უნდა გავაჩეროთ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

პანივიტი C ვიტამინით – PANIVIT WITH VITAMIN C – ПАНИВИТ С ВИТАМИНОМ С

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; ASCORBIC ACID

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური საშუალება ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 12 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი......  500 მგ

ასკორბინის მჟავა.....200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინი, სორბიტოლი, მაკროგოლი 6000.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანალგეზიური (ხსნის ტკივილს), სიცხის დამწევი საშუალება (აქვეითებს ტემპერატურას).

ჩვენებები:

  • სხვადასხვა წარმოშობის    ტკივილი (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს);
  • სხეულის მომატებული ტემპერატურა გაციებების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
  • პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (25 კგ და მეტი სხეულის წონით).

მიღების წესი და დოზირება:

8-15 წლის ასაკის ბავშვებში 0.5-1 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში;

მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში (დღე-ღამეში არა უმეტეს 4 გ).

გამოყენების წესი:

ტაბლეტი გახსენით ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალში.

მიღების დრო და სიხშირე:

პრეპარატის ცალკეულ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 4 საათს.

თირკმლის გამოხატული უკმარისობის დროს პრეპარატის მიღებებს შორის ინტრევალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 8 საათს.

პრეპარატის მიღების რეჟიმის დაცვა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება და შევამციროთ ტკივილის სინდრომის ინტენსივობა. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს C ვიტამინს, თავი ავარიდოთ მის მიღებას დღის ბოლოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

თუ პრეპარატის მიღებისას 5 დღის განმავლობაში ტკივილის სინდრომი, ან 3 დღის განმავლობაში მომატებული ტემპერატურა შენარჩუნდა ან გაძლიერდა, და ასევე განვითარდა სხვა სიმპტომები, საჭიროა შევწყვიტოთ მკურნალობა და მივმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

თერაპიულ დოზებში პრეპარატს ჩვეულებრივ კარგი ამტანობა ახასიათებს. ზოგჯერ შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად - სისხლმბადი სისტემის დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).

მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება.

მწვავე მოწამვლის ნიშნები -გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში.

დაზარალებულს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა მოწამვლის პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი. ამის შემდეგ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;

* თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;

* გლუკოზო-6-ფოსფატა-დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;

* სისხლის დაავადებები;

* შარდკენჭოვანი დაავადება, თუ C ვიტამინის დოზა აღემატება 1 გ დღე-ღამეში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღების შესახებ საჭიროა კონსულტაცია ექიმთან.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექითან.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- წამლების შესაძლო ურთიერთქმედებების თავიდან ასაცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღების შესახებ.

- ვინაიდან პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლსა და ასკორბინის მჟავას, მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პანთენოლი – PANTHENOL – ПАНТЕНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

DEXPANTHENOL

მწარმოებელი: ANKEPHARM GROUP CHAUVIN

მოქმედი ნივთიერება: დექსაპანთენოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რეგენერაციის სტიმულატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისათვის:

ფლაკონში 130 გ

100 მგ

დექსაპანთენოლი ..........    4.63 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.

ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.

ჩვენებები:

  • კანის სიმშრალე.
  • დამწვრობა,ნაწოლები
  • ტროფიკული წყლული,ჰერპესი
  • ნახეთქები(ანალური),
  • დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
  • კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები.
  • კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
  • პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
  • აბსცესები, ფურუნკულოზი.
  • ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესებისას.

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანი მოხმარების დროს პანთენოლი გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე- ღამის განმავლობაში.

ხმარების წინ ბალონს შეანჟღრევან და 10–20სმ დაშორებიდან დაზიანებულ ზედაპირს მოასხურებენ,ისე, რომ მთელი დაზიანებული ზედაპირი დაიფაროს.

მკურნალობა და პროფილაქტიკა:

ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რექცია

უკუჩვენებები:

ჰიპერმგძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პანთენოლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

პანზინორმ ფორტე-N – PANZINORM FORTE- N – ПАНЗИНОРМ ФОРТЕ- N

საერთაშორისო დასახელება:

MULTIENZYMES

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ლიპაზა+ამილაზა+პროთეაზა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 30 ც.

1 ტაბ.

ღორის პანკრეატინი ენზიმური აქტივობით:

ლიპაზა .......  20000 სე

ამილაზა ........12000 სე

პროთეაზა .......900 სე

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კაჟბადის კოლიდური ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი(E171), ტალკი, არომატული ნივთიერებები ვანილინი და ბერჰამოტი, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კარმელოზა და სხვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აკომპენსირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის გარესეკრეციულ უკმარისობას. პანკრეატინის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტები ლიპაზა, ამილაზა და პროთეაზა აადვილებენ ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების გადამუშავებას, რაც ხელს უწყობს მათ უფრო სრულ შეწოვას წვრილ ნაწლავში.

ჩვენებები:

  • კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეციული ფუნქციის უკმარისობა (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი, და სხვა);
  • კუჭის, ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებითი-დისტროფიული დაავადებები. ამ ორგანოების რეზექციის ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები, რომლებსაც ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები, მეტეორიზმი, დიარეა (კომბინირებული თერაპია);
  • საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციით, მაგრამ არაწესიერი კვების რეჟიმით;
  • მომზადება მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის.

მიღები წესი და დოზირება:

დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად საჭმლის მონელების დარღვევის ხარისხის მიხედვით.

მოზრდილებში (სხვა დანიშნულების არარსებობის შემთხვევაში) - 1 ტაბლეტი ჭამის დროს. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.

ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს ერთჯერადი მიღებიდან ან რამდენიმე დღიდან (არასრულყოფილი დიეტის შედეგად საჭმლის მონელების პროცესის დარღვევები) რამდენიმე თვემდე ან წლამდე (მუდმივი ჩანაცვლებითი თერაპიის აუცილებლობისას).

ჰიდროსორბენტის კაფსულის, ჩაყლაპვა არ შეიძლება!

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: იშვიათად - დიარეა.

დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერურიკოზურიის განვითარება.

სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება.

მუკოვისციდოზის დროს პანკრეატინის საჭირო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია სტრიქტურების (ფიბროზული კონოლოპათიის) განვითარება ილეოცეკალურ ნაწილში და ბადურა ნაწლავში.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან ღორის ხორცის მიმართ;

* მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება;

* პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აწუხებთ მუკოვისციდოზი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პანკრეატინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

მუკოვისციდოზის დროს დოზა უნდა იყოს იმ ფერმენტების რაოდენობის ადეკვატური, რომელიც საჭიროა ცხიმების შეწოვისათვის მიღებული საკვების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ჰიპერურიკოზურია, ჰიპერურიკემია. ბავშვებში - ყაბზობა.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- პანკრეატინთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია რკინისა და ფოლის მჟავას პრეპარატების შეწოვის  შემცირება.

- H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებთან, პროტონური ტუმბოს ინჰიბიტორებთან ან ანტაციდურ საშუალებებთან კომბინირებისას შეიძლება მოხდეს პანკრეატინის ეფექტურობის დაქვეითება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პანანგინი – PANANGIN – ПАНАНГИН

საერთაშორისო დასახელება:

POTASSIUM & MAGNESIUM ASPARTATE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: კალიუმის ასპარტატი+მაგნიუმის ასპარტატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოკალიემიის საკორექციო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

კალიუმის ასპარტატი .....   158 მგ

მაგნიუმის ასპარტატი .....  140 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

კალიუმის ასპარტატი ....... 452 მგ

მაგნიუმის ასპარტატი ...... 400 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აუმჯობესებს მიოკარდში ნივთიერებათა ცვლას. კალიუმის და მაგნიუმის იონების დეფიციტისას აკორეგირებს გულის კუნთის უჯრედებში მათ ბალანსს, ზრდის სათითურას პრეპარატების მიმართ ტოლერანტობას, გააჩნია ანტიარითმიული ეფექტი.

ჩვენებები:

  • სტენოკარდია;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი და მისი შემდგომი მდგომარეობა;
  • არითმია, გამოწვეული საგულე გლიკოზიდებით;
  • გლიკოზიდური ინტოქსიკაცია;
  • გულის რითმის დარღვევა: ტაქიარითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.

მიღების წესი და დოზირება:

კორონარული სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს ყოველდღიურად 2-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან 1-2 ამპულა 1-2-ჯერ დღეში.

განზავებული 5% გლუკოზის ხსნარის 50-100 მლ-ში, ნელა, ინტრავენურად ან წვეთოვანის სახით.

პროფილაქტიკის მიზნით და შემანარჩუნებელი დოზის სახით - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს 2 ამპულა დღეში (ერთი დილას, ერთი საღამოს) განზავებული 5% გლუკოზის ხსნარის 50-100 მლ-ში.

უკუჩვენებები:

* თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დასაშვებია პანანგინის კომბინირება სტროფანტინთან ან სათითურას პრეპარატებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები - 5 წელი; საინექციო ხსნარი - 3 წელი.

პანადოლი – PANADOL – ПАНАДОЛ

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:

პარაცეტამოლი

წარმოებლი: ირლანდია “შპს გლაქსოსმითკლაინ (დანგარვანი)”.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები

ყოველი ტაბლეტი 500 მგ პარაცეტამოლს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახემებელი, პოვიდონი, კალიუმის სორბატი, ტალკი, სტეარინის მჟავა, წყალი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტრიაცეტინი.

აღწერილობა: კაფსულის ფორმის თეთრი ტაბლეტები ბრტყელი კიდით. ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია PANADOL, ხოლო მეორე მხარეს ნაჭდევია.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აბლოკირებს ციკლოოქსიგენაზას და მოქმედებს ტკივილისა და თერმორეგულაციის ცენტრებზე. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი პრაქტიკულად არ ახასიათებს. არ იწვევს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. ზეგავლენას არ ახდენს წყალ-მარილოვან ცვლაზე, ვინაიდან პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზზე არ მოქმედებს.

ჩვენებები:

1. ტკივილის სინდრომი. თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის ტკივილის, ყელის ტკივილის, წელის ტკივილის, კუნთების ტკივილისა და მტკივნეული მენსტრუაციის დროს.

2. ცხელების სინდრომი (სიცხის დამწევი საშუალების სახით). მომატებული ტემპერატურის დროს გაცივებისა და გრიპის ფონზე.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის და პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;

* ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციების მძიმე დარღვევები;

* უკუნაჩვენებია 9 წლამდე ასაკისა და 35 კილოგრამზე ნაკლები წონის მქონე ბავშვებში.

უსაფრთხოების ზომები:

სიფრთხილით გამოიყენება კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიის (მათ შორის ჟილბერის სინდრომის დროს), ვირუსული ჰეპატიტის, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის, ალკოჰოლიზმის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.

გამოყენების მეთოდები და დოზები:

მოზრდილებში (ხანდაზმულების ჩათვლით): 0,5 – 1 გრ (1-2 ტაბლეტი) დღეში 4 ჯერამდე, საჭიროებისამებრ. მიღებებს შორის ინტერვალი –არანაკლებ 4 საათი, ერთჯერადი დოზის (2 ტაბლეტი) გამოყენება შეიძლება მხოლოდ 4-ჯერ (8 ტაბლეტი) 24 საათის განმავლობაში.

ბავშვები (9-12 წელი): 1 ტაბლეტი 4 ჯერამდე დღეში, საჭიროებისამებრ. მიღებებს შორის ინტერვალი – არანაკლებ 4 საათი, ერთჯერადი დოზის (1 ტაბლეტი) გამოყენება შეიძლება მხოლოდ 4-ჯერ (4 ტაბლეტი) 24 საათის განმავლობაში.

ექიმის მეთვალყურეობისა და დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 5 დღეზე მეტ ხანს ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით და 3 დღეზე მეტ ხანს სიცხის დამწევი საშუალების სახით. პრეპარატის დღიური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჭარბი დოზირების შესახებ საჭიროა დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს, მაშინაც კი, თუ ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქცია კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით. იშვიათად – სისხლის სისტემის მხრივ დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, მეთჰემოგლობინემია).

მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას მატულობს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის საშიშროება (თირკმლის კოლიკა, არასპეციფიკური ბაქტერიურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილური ნეკროზი) და აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი.

უჩვეულო სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:

პარაცეტამოლით მწვავე მოწამვლის ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ოფლიანობა, კანის საფარის სიფერმკრთალე. 1-2 დღის შემდეგ ვლინდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები (მტკივნეულობა ღვიძლის არეში, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება). მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.

მკურნალობა: საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ენტეროსორბენტების მიღება (აქტივირებული ნახშირი, პოლიფეპანი). პარაცეტამოლით მოწამვლისას სპეციფიკური ანტიდოტი არის აცეტილცისტეინი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას პრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (ვარფარინი და სხვა კუმარინები), რაც ზრდის სისხლდენების საშიშროებას. ღვიძლში მიკროსომული ჟანგვის ფერმენტების ინდუქტორები (ბარბიტურატები, დიფენინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ზიდოვუდინი, ფენიტოინი, ეთანოლი, ფლუმეცინოლი, ფენილბუტაზონი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ჭარბი დოზირებისას ზრდიან ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას. მიკროსომული ჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას.

მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს. ეთანოლი ხელს უწყობს მწვავე პანკრეატიტის განვითარებას.

პრეპარატს შეუძლია შეამციროს ურიკოზურიული პრეპარატების აქტივობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:

• ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები;

• გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება (მეთოკლოპრამიდი, დომპერიდონი), ასევე სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატების მიღება (ქოლესტირამინი);

• ანტიკოაგულანტების და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღიურად ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება (ასეთ დროს პარაცეტამოლის მიღება შეიძლება იშვიათად;)

• ორსულობა და ლაქტაცია.

პირებს, რომლებიც ჭარბად ღებულობენ ალკოჰოლს, პრეპარატის მიღებამდე ესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია. რეკომენდებულ დოზებზე მეტის მიღების შემთხვევაში პარაცეტამოლი პათოგენურად მოქმედებს ღვიძლზე.

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

პანადოლ ექსტრა – PANADOL EXTRA – ПАНАДОЛ ЕКСТРА

მწარმოებელი: GlaxoSmithKline Dungarvan Ltd., ირლანდია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

500 მგ პარაცეტამოლსა .................... 500 მგ

კოფეინი ........................................  65 მგ

დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი, კალიუმის სორბატი, ტალკი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, წყალი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტრიაცეტინი.

აღწერილობა: კაფსულის ფორმის თეთრი ტაბლეტები ბრტყელი კიდით. ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია PANADOL EXTRA.

კკლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება (ფსიქოსტიმულატორი+ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. “პანადოლ ექსტრა” შეიცავს ორი აქტიური ინგრედიენტის კომბინაციას: პარაცეტამოლი, რომელსაც ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება და კოფეინი, რომელიც ამცირებს ძილიანობასა და დაღლილობას, ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ჰიპოტონიის დროს ზრდის არტერიულ წნევას.

ჩვენებები:

“პანადოლ ექსტრა” გამოიყენება თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის ტკივილის, წელის ტკივილის, კუნთების ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციისა და ყელის ტკივილის დროს.

“პანადოლ ექსტრა” ასევე გამოიყენება გაცივებისა და გრიპის სიმპტომური მკურნალობის დროს, სხეულის მომატებული ტემპერატურის დასქვეითებლად.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

* გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის გენეტიკური არარსებობა;

* სისხლის დაავადებები;

* მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზის გამოხატული მოვლენები;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* სიფრთხილით გამოიყენება ჟილბერის სინდრომის დროს;

* გლაუკომა, ძილის დარღვევა;

* 14 წლამდე ასაკი.

გამოყენების მეთოდები და დოზები:

“პანადოლ ექსტრა“ ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჩვეულებრივ 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში. მიღებებს შორის ინტერვალი – სულ მცირე 4 საათი. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 2 ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 8 ტაბლეტი.

ექიმის მეთვალყურეობისა და დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 5 დღეზე მეტ ხანს ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით და 3 დღეზე მეტ ხანს სიცხის დამწევი საშუალების სახით. პრეპარატის დღიური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

სიმპტომების შენარჩუნებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, მაშინაც კი, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქცია კანზე გამონაყარის, ქავილის, ქვინკეს შეშუპების სახით. იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია, აგრანულოციტოზი, ასევე ძილის დარღვევა, ტაქიკარდია.

მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას მატულობს ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედების საშიშროება და აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი.

პრეპარატის ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.

ჭარბი დოზირება:

პარაცეტამოლით ჭარბი დოზირების ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, კანის საფარის სიფერმკრთალე, ანორექსია. 1-2 დღის შემდეგ ვლინდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს დახმარებისათვის. პირველადი დახმარება: დაზარებულს უნდა ამოერეცხოს კუჭი და დაენიშნო ადსორბენტები (აქტივირებული ნახშირი).

განსაკუთრებული მითითებანი:

პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ჩაისა და ყავის ჭარბი მოხმარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგზნება, ძილის დარღვევა, ტაქიკარდია, გულის არითმია.

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პარაცეტამოლის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად, ასევე ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას პრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (ვარფარინი და სხვა კუმარინები), რაც ზრდის სისხლდენების საშიშროებას. ღვიძლში მიკროსომული ჟანგვის ფერმენტების ინდუქტორები (ბარბიტურატები, ფენიტოინი, ეთანოლი, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ჭარბი დოზირებისას ზრდიან ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას. მიკროსომული ჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას. პარაცეტამოლის მოქმედების ფონზე ქლორამფენიკოლის გამოყოფის დრო 5-ჯერ მატულობს. კოფეინი აჩქარებს ერგოტამინის შეწოვას. პარაცეტამოლისა და ალკოჰოლური სასმელების ერთდროული მიღება ზრდის ჰეპატოტოქსიკური ეფექტებისა და მწვავე პანკრეატიტის განვითარების საშიშროებას.

მეთოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს. პრეპარატს შეუძლია შეამციროს ურიკოზურიული პრეპარატების აქტივობა.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქდიან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტის გარეშე.

პანადოლ ბეიბი – PANADOL BABY – ПАНАДОЛ БЭБИ

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL

მწარმოებელი: გლაქსო ველქომ პროდაქშენი., საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი;

გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები; პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

125მგ რექტალური სანთელი 10ც

ყოველი სანთელი შეიცავს 125მგ პარაცეტამოლს

დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმები

აღწერილობა:

თეთრი ან თითქმის თეთრი ერთგვაროვანი, ცხიმოვანი სანთლები

კონუსისებრი ფორმის, ფიზიკური დეფექტების გარეშე და სხვა ხილვადი მინარევების გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს აქვს სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. საბავშვო პანადოლის სანთლები გამოიყენება ბავშვებში, რომლებიც რთულად იღებენ ტაბლეტს და მიდრეკილნი არიან ღებინების რეაქციისკენ.

ჩვენებები:

  • საბავშვო პანადოლის სანთლები 125მგ გამოიყენება ბავშვებში 6 თვიდან 2,5 წლამდე (სხეულის წონით 8-დან 12,5კგ-მდე) როგორც სიცხისდამწევი საშუალება გაციების, გრიპის და ბავშვთა ინფექციური დაავადებების დროს, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითურა, ყივანახველა, წითელა, ქუნთრუშა, ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა). პრეპარატი რეკომენდებულია ვაქცინაციის შემდგომ მომატებული სხეულის ტემპერატურის დასაქვეითებლად.
  • პრეპარატი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული ტკივილის დროს, დაკავშირებულს კბილების ამოჭრასთან, კბილის ტკივილთან, ყურის ტკივილთან ოტიტის დროს და ყელის ტკივილთან.

მიღების წესები და დოზები:

პრეპერატი გამოიყენება რექტალურად. დაიბანეთ ხელები და სანთელი გაანთავისუფლეთ პლასტიკური გარსისგან. ფრთხილად შეიყვანეთ სანთელი საჩვენებელი თითით ბავშვის უკანა ტანში (უმჯობესია თავისუფალ ნაწლავში, ოყნის ან დეფეკაციის შემდეგ). უმჯობესია ბავშვის გვერდზე მოთავსება, ერთი ფეხის მუცელზე მიზიდვით.

საბავშვო პანადოლის სანთლის საშუალო ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია ბავშვის სხეულის წონაზე და შეადგენს 10-15მგ/კგ სხეულის მასის 3-4-ჯერ დღეში-ღამეში, ყოველ 4-6საათში

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60მგ/კგ სხეულის მასის.

8-დან 12,5კგ სხეულის მასით ბავშვებში ( 6 თვიდან 2,5 წლამდე) შეყავთ 1 სანთელი (125მგ) 3-4-ჯერ დღე-ღამეში ყოველ 4-6-საათში. არაუმეტეს 4 სანთლისა დღე-ღამეში. 3 დღე როგორც სიცხისდამწევი საშუალება და 5 დღემდე, როგორც ტკივილგამაყუჩებელი.

ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას. თერაპიული ეფექტის არ არსეობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გაფრთხილება:

პრეპარატის კვირაზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. იშვიათად შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქცია (კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრისციება, კვინკეს შეშუპება). იშვიათად ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.

გადაჭარბებული დოზით, ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება. გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება:

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ თქვენს ბავშვს:

* მომატებული აქვს მგრძნობელობა პარაცეტამოლის ან ნებისმიერი შემავალი ინგრედიენტის მიმართ;

* აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

* სისხლის დაავადებები;

* აღენიშნება ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური არ არსებობა;

* აღენიშნება ანთება ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან (უკუჩვენება დაკავშირებული შეყვანის გზასთან)

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, ჟილბერის სინდრომის დროს. ასეთი შემთხვევების დროს მიღებამდე კონსულტაციისთვის მივმართოთ ექიმს.

პრეპარატის მიღება სხვა პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

პარაცეტამოლით მწვავე მოწამვლის ნიშნებია გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, ოფლიანობა, კანის ზედაპირის სიფერმკრთალე. 1-2 დღე-ღამეში ვლინდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები. რთულ შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. მოწამვლის სიმპტომების გაჩენისას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. პარაცეტამოლით მოწამვლისას სპეციფიურ ანტიდოტს წარმოადგენს აცეტილცისტეინი.

შემთხვევითი დოზის გადაჭარბებისას სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, ბავშვის დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობის მიუხედავად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

საბავშვო პანადოლის გამოყენება ბარბიტურატებთან, გულყრის საწინააღმდეგო საშუალებებთან, რიფამპიცინთან ერთად, ზრდის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს.

ლევომიცეტინთან ერთად მიღება, ზრდის უკანასკნელის ტოქსიურობას. საბავშვო პანადოლში შემავალი პარაცეტამოლი, ხანგრძლივი რეგულარული მიღებისას, აძლიერებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტის მოქმედებას, რამაც შესაძლებელია გაზარდოს სისხლდენის რისკი. ანალიზის ჩატარებისას, შარდმჟავას და სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისას, შეატყობინეთ ექიმს საბავშვო პანადოლის მიღების თაობაზე.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება არაუმეტეს 25°C. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვადა 5 წელი. კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს.

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტის გარეშე.

Don`t copy text!