Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 503

პარიეტი – PARIET – ПАРИЕТ

საერთაშორისო დასახელება:

RABEPRAZOLE

მწარმოებელი: JANSSEN-CILAC

მოქმედი ნივთიერება: რაბეპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება; პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 7 ც., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

რაბეპრაზოლი ………           10 მგ

1 ტაბ.

რაბეპრაზოლი …………….    20 მგ

 

ვრცლად ბაუზოლი

პარაცეტამოლი ტაბლეტები B.P. – PARACETAMOL tablets B.P. – ПАРАЦЕТАМОЛ таблетки B.P.

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული ანალგეტიკი-ანტიპირეტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ერთი შემოუგარსავი ტაბლეტი საშუალო წონის. წონა შეიცავს:

პარაცეტამოლი    B.P.         500 მგ

დამხმარე ნივთიერება           Q.S.

ჩვენებები:

  • მსუბუქი და ზომიერი ტკივილისა და ცხელების მოხსნა
  • თავის ტკივილის,რევმატიული ტკივილისა და ნევრალგიის მოხსნა.
  • სიცივისა და გრიპის მოხსნა

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ
  • ღვიძლის მძიმე დაავადება

დოზირება და გამოყენების მეთოდი:

1-2 ტაბ. დღეში   3-ჯერ ან 4-ჯერ , სულ მცირე ოთხი საათის ინტერვალით, მაქსიმუმ 8 ტაბლეტი 24 საათის განმავლობაში.

6-12 წლის ბავშვები:

½ ან 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ, სულ მცირე ოთხ საათიანი ინტერვალით, მაქსიმუმ ოთხი ტაბ. 24 საათის განმავლობაში.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში დოზა კორექციას არ საჭიროებს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში ჩატარებული ეპიდემიოლოგიურმა  კვლევებმა პარაცეტამოლის მავნე ზეგავლენა, რეკომენდირებული დოზების მიღებისას არ შეინიშნება, თუმცა ამ დროს აუცილებელია ექიმთან  კონსულტაცია.

პარაცეტამოლი გამოიყოფა დედის რძეში,თუმცა კლინიკურად უმნიშვნელო რაოდენობით. არსებული გამოქვეყნებული მონაცემებით პარაცეტამოლი ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენები არ არის.

გვერდითი მოვლენები:

პარაცეტამოლის გვერდითი მოვლენები ხშირად მსუბუქია, თუმცა აღინიშნება ჰემატოლოგიური  რეაქციები,როგორიცაა თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. იშვიათად ვითარდება პანკრეატიტი, კანზე გამონაყარი და სხვა ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება:

პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების სიმპტომები პირველი 24 საათის განმავლობაში მოიცავს სიფერმკრთალეს, გულისრევას, ღებინებას, უმადობას და მუცლის ტკივილს. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ, რაც ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევითაც გამოვლინდება. შეიძლება განვითარდეს გლუკოზის

მეტაბოლიზმის დარღვევა და მეტაბოლური აციდოზი. მძიმე შემთხვევებში  ღვიძლის უკმარისობა შეიძლება  გადაიზარდოს ენცეფალოპათიაში კომასა და სიკვდილში.თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მძიმე დაზიანებით ან მის გარეშე. აღინიშნება გულის არითმიები და პანკრეატიტი.
ღვიძლის დაზიანება მისალოდნელია უფროსებში, რომლებმაც მიიღეს 10 გრ ან მეტი პარაცეტამოლი. მიჩნეულია რომ  ტოქსიკური მეტაბოლიტის ჭარბი რაოდენობა( ხშირად საკმარისად დეტოქსიფიცირებული გლუტათიონის მიერ, როდესაც მიიღება პარაცეტამოლის ნორმალური დოზები), შეუქცევადად უკავშირდება ღვიძლის ქსოვილს.

პარა-დენკი 500 – PARA-DENK 500 – ПАРА-ДЕНК 500

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები ; პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის

მწარმოებელი: ბენე არზნეიმიტტელ გმბჰ, გერმანია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

500მგ 20ც ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), პოვიდონი, სტეარინის მჟავა, ტალკი, ხორბლის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდის ნალექი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ცნობილი. შესაძლებელია ცენტრალური და პერიფერიული ეფექტი. დამტკიცებულია ცერებრალური პროსტაგლანდინის სინთეზზე დამთრგუნველი მოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ პერიფერიული პროსტაგლანდინის დათრგუნვა მიმდინარეობს ნელა. გარდა ამისა, პარაცეტამოლი ჰიპოთალამუსის ტემპერატურის მარეგულირებელ ცენტრში ახდენს ენდოგენური პიროგენული ეფექტის გაძლიერებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ზოგადად პარაცეტამოლის ორალური მიღების შედაგად ხდება მისი სრულად შეწოვა და პლაზმის მაქსიმალური დონე მიიღწევა მიღებიდა 30-60 წუთის შემდეგ.

რექტალურად შეყვანის შემდეგ აბსორბირდება 68-88% პარაცეტამოლი. პლაზმის კონცენტრაციის პიკი მიიღწევა არანაკლებ 3-4 საათის შემდეგ.

პარაცეტამოლის შეღწევა ყველა ქსოვილში მიმდინარეობს სწრაფად. სისხლის, პლაზმის და ნერწყვის კონცენტრაციები შედარებითია. პლაზმის ცილებთან მიერთება მცირეა.

პარაცეტამოლი უპირატესად მეტაბოლიზირდება ღვიძლში, ორი ძირითადი გზით: გლუკორონისა და გოგირდმჟავასთან მიერთებით. თერაპიულზე მაღალი დოზის მიღებისას ეს უკანასკნელი გზა განსაკუთრებით აქტიურდება. მეტაბოლიზმის მცირე ნაწილი ხორციელდება კატალიზატორ Р450- ის (უპირატესად CYP2E1) საშუალებით, რაც იწვევს N- აცეტილ – р- ბენზოქვინონის მეტაბოლიტის ფორმირებას. იგი ჩვეულებრივ დეტოქსიფიცირდება გლუტათიონით და უერთდება მერკაპტურინის მჟავას და ცისტეინს. მასიური ინტოქსიკაციის დროს, ამ ტოქსიური მეტაბოლიტების რიცხვი იზრდება.

ძირითადად გამოყოფა ხდება შარდის მეშვეობით. აბსორბირებული ნივთიერების 90% გამოიყოფა 24 სთ-ის განმავლობაში, ძირითადად თირკმელების საშუალებით, გლუკორონიდის (60-80%) და სულფატ ნაერთების (20-30%) სახით. უცვლელი სახით გამოიყოფა 5%-ზე ნაკლები.

ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ. ნახევარდაშლის პერიოდი იზრდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, გადაჭარბებული დოზის მიღებისას და ახალშობილებში. მაქსიმალური ეფექტი და საშუალო ხანგრძლივობა (4-6სთ) დაკავშირებულია პლაზმის კონცენტრაციასთან.

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი

ხანდაზმული პაციენტები:

მიერთების უნარი არ იცვლება.

თერაპიული მითითებები:

პარა-დენკ 500 გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ/ სიცხის დროს.

გამოიყენება 3.5 წლიდან ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.

მიღების წესები და დოზები:

პარა-დენკ 500 გამოიყენება ამ ინსტრუქციაში აღნიშნული წესით. გამოყენების შესახებ კითხვების გაჩენის შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

პარა-დენკ 500 სანთლის დოზა დამოკიდებულია ასაკსა და სხეულის წონაზე. ჩვეულებრივ ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-15 მგ-ს სხეულის 1 კგ წონაზე და 60 მგ/კგ – დღე-ღამური დოზა.

დაუშვებელია გადაჭარბება. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი დამოკიდებულია დღე-ღამური (24 საათი) დოზასა და სიმპტომებზე და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათს.

თუ სიმპტომები გაგრძელდა 3 დღეზე დიდი ხნით საჭიროა მიმართოთ ექიმს.

სხეულის მასა /ასაკი

ერთჯერადი დოზა ტაბლეტების რაოდენობის მითითებით

მაქსიმალური დღე-ღამური დოზა

ტაბლეტების რაოდენობის მითითებით

17-დან 25კგ-მდე ბავშვები 4-დან 8 წლამდე

1/2 ტაბ. (250მგ პარაცეტამოლი)

2 ტაბ. (1000მგ პარაცეტამოლი)

26-დან 32კგ-მდე ბავშვები 8-დან 11 წლამდე

1/2 ტაბ. (250მგ პარაცეტამოლის ექვივალენტი) ამ ჯგუფში შემავალი პაციენტებისათვის წამლის სხვა ფორმები უფრო ეფექტური იქნება, ვინაიდან ისინი იძლევიან უფრო ზუსტი დოზირების (მაქს. 400მგ) საშუალებას

2 ტაბ. (1000მგ პარაცეტამოლი)

გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია

დღიური დოზის 3 ტაბლეტამდე გაზრდა,

სულ ცოტა 4 საათის ინტერვალით,

ე.ი. დღიური 1500მგ პარაცეტამოლი

33-დან 43კგ-მდე ბავშვები 11-დან 12 წლამდე

1 ტაბ. (500მგ პარაცეტამოლი)

4 ტაბ. (2000მგ პარაცეტამოლი)

43კგ და მეტი მოზარდები 12 წლის ზევით და მოზრდილები

1-2 ტაბ. (500-1000მგ პარაცეტამოლი)

8 ტაბ. (4000მგ პარაცეტამოლი)

მიღების წესი:

პარა-დენკ 500 მიიღება დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

ექიმის ან დანტისტის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია პარა-დენკ 500მგ მიღება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები:

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევებისას, ასევე ჟილბერტის სინდრომის მქონე პაციენტებში აუცილებლია დოზის შემცირება, ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მწვავე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი

ხანდაზმული ავადმყოფებისათვის არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები დოზირებასთან დაკავშირებით.

გვერდითი მოვლენები:

პარა-დენკ 500მგ –ის მიღების შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენების სიხშირის განსასაზღვრად მოყვანილია შემდეგი ცხრილი:

ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;

ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1;

არახშირი: უფრო მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში ერთი;

იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში;

ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით.

იშვიათ შემთხვევებში შეიმჩნევა ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტის (შრატის ტრანსამინაზები) მომატება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები უბრალო გამონაყარის ან ჭინჭრის ციების სახით, რომელიც შეიძლება გადავიდეს შოკში. ამ შემთხვევაში საჭიროა დახმარებისთვის მიმართოთ ექიმს.

სხვა იშვიათი გამოვლინებები: ასთმისადმი მიდრეკილ ადამიანებში ასთმისმაგვარი ბრონქიალური სპაზმის განვითარება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში: თრომბიციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი).

გთხოვთ მიმართოთ ექიმს, როდესაც გამოვლინდება ისეთი მოვლენები, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული ან მოხდება აქ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამწვავება.

უკუჩვენება:

– პარაცეტამოლის და პარა-დენკ 500 კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა (ალერგია);

– თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პარაცეტამოლი აღწევს დედის რძეში. რადგან არ არსებობს ცნობები ახალშობილზე პარაცეტამოლის მავნე ზეგავლენის შესახებ, არ არის საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

პარა-დენკ 500 დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ:

– ქრონიკული ალკოჰოლიზმისას;

– ღვიძლის ფუნქციების დაქვეითებისას (ღვიძლის ანთება, გილბერტის სინდრომი);

– თირკმელის ფუნქციების დარღვევისას.

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, პარა-დენკ 500-ის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტანცია.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების კომბინირებულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პერმანენტული დაზიანება თირკმლის უკმარისობის დონემდე (ანალგეზიური ნეფროპათია).

პრეპარატის ხანგრძლივად და არაკორექტულად მაღალი დოზებით მიღებისას მკურნალობის მოულოდნელმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა და ვეგეტატიური სიმპტომები.

მოცემული მოვლენები ქრება რამდენიმე დღეში. ამის შემდგომ პრეპარატი უმჯობესია გამოვიყენოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პარა-დენკ 500 არ შეიძლება გამოვიყენოთ ხანგრძლივად, დიდი დოზებით და ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ბავშვები:

პარა-დენკ 500 არ არის ნაჩვენები 3.5 წლამდე და/ან 17 კგ-მდე ბავშვებისათვის. ამ ჯგუფის ბავშვებისთვის ნაჩვენებია წამლის სხვა ფორმები პრეპარატის შესაბამისი კონცენტრაციით.

ორსულობა:

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ორსულობის დროს პარა-დენკ 500 სანთლის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ შესაბამისი რისკის და სარგებლის შეფასების შემდეგ.

ორსულობისას პარა-დენკ 500 სანთლის ხანგრძლივად, მაღალი დოზებით ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან მოცემულ შემთხვევაში უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე:

პარა-დენკ 500 არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვაზე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენებისას, საჭიროა ყურადღების გამახვილება.

ჭარბი დოზირება:

დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და/ან სხეულის წონაზე და არ უნდა გადააჭარბოს ცხრილში მითითებულ ნორმატივებს.

43 კილოზე მეტი წონის მოზრდილებში მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 4000 მგ. პარაცეტამოლს.

დოზის გადაჭარბებისას 24 სთ-ის განმავლობაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ვლინდება სიფერმკრთალე და მუცლის ტკივილი. რეკომენდირებულზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება იმ შემთხვევაში თუ დაგავიწყდათ პარა-დენკ 500 მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თავის ექიმს ან ფარმაცევტს მოცემულ, ან უახლოეს პერიოდში თუ იღებდა წამლებსექიმის დანიშნულებით ან მის გარეშე.

შესაძლებელია ურთიერთქმედება ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა: პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო საშუალებები): ასეთ დროს საჭიროა პარა-დენკ 500მგ დოზის შემცირება, ფენობარბიტონი – საძილე საშუალება), დიფენინი, კარბამაზეპინი (ეპილეფსიის მკურნალობისას), რიფამპიცინი (ტუბერკულოზის მკურნალობისას) და სხვა საშუალებები, რომლებიც იწვევენ ღვიძლის დაზიანებას: წამალთა უერთიერთქმედებამ  პარა-დენკ 500მგ. შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. მეტაპროკლამიდისა და დომპერიდონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პარა-დენკ 500მგ. შეწოვის დაჩქარება. ქოლესირამინმა შესაძლოა შეაფერხოს პარა-დენკ 500მგ. შეწოვა და შესაბამისად მისი ეფექტი.

პარაცეტამოლის და ზიდოვუდინის კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების (ნეიტროპენია) შემცირება. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პარაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთ ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე, როგორიც არის: შარდოვანას და სისხლის გლუკოზის დონე.

არ შეიძლება პარა-დენკ 500 ტაბ. გამოყენება ალკოჰოლთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

პარა პლუსი – PARA PLUS – ПАРА ПЛЮС

საერთაშორისო დასახელება:

MALATHION; PERMETHRIN; PIPERONYL BUTOXIDE

მწარმოებელი: OMEGA PHARMA, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პერმეტრინი+მალატიონ+პიპერონის ბუტოქსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის თმიანი ნაწილის პედიკულოზის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი გარეგანი გამოყენებისთვის: ბალონში 90 U

10 გ

პერმეტრინი …………………………      50 მგ

მალატიონი …………………………        25 მგ

პიპერონის ბუტოქსიდი …………..    200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი პერმეტრინი წარმოადგენს ნეიროტოქსიკურ შხამს მწერებისთვის. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მწერების ნერვული უჯრედების მემბრანების კათიონური ცვლის მოშლაში. პერმეტრინის მოქმედება ძლიერდება პიპერონილის ბუტოქსიდით, რომელიც აბლოკირებს მწერების მიერ გამოყოფილ დამცავ ფერმენტებს.

ჩვენებები:

  • თავის თმიანი ნაწილის პედიკულოზის მკურნალობა (ტილებსა და წილებზე ზემოქმედება).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატს ასხურებენ თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე.

პრეპარატის ექსპოზიცია – 10 წუთი. შემდეგ აუცილებელია თმის დაბანვა რბილი შამპუნით ან შამპუნით პარა-დუ, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად წილების მოსაცილებლად. მკვდარი წილების მოშორება ხდება ხშირი სავარცხლის საშუალებით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: ხანდახან წარმოიშვება მსუბუქი ჩხვლეტისა და თავის კანის წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის ინდივიდუალური აუტანლობა;

* ბავშვთა ასაკი 2.5 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პრეპარატის ერთი ბალონი საკმარისია 3-4 ადამიანის სამკურნალოდ.

♦ პრეპარატის გამოყენება ხდება საცხოვრებელ ადგილას, რომელიც კარგად ნიავდება.

♦ პრეპარატის დამუშავებისას უნდა იმყოფებოდეთ ცეცხლისაგან მოშორებით.

♦ თავიდან აიცილეთ პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსებზე.

♦ არ ჩაყლაპოთ.

♦ შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

♦ რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად შეასხურეთ პრეპარატი ყველანაირი ქსოვილის ნაწარმს, რომელთანაც კონტაქტირებდა დასნებოვნებული (ბალიშები, თავსამკაულები, პალტოს საყელოები და ა.შ.).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ. დაიცავით მზის სხივების მოხვედრისა და 500C მეტი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან. არ ჩაჩხვლიტოთ და არ დაწვათ თუნდაც ცარიელი ბალონი.

პაპაზოლი-დარნიცა – PAPAZOL-DARNITSA – ПАПАЗОЛ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

BENDAZOL; PAPAVERINE HYDROCHLORIDE

მწარმოებელი: DARNITSA 

მოქმედი ნივთიერება: ბენდაზოლი+პაპავერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ბენდაზოლის ჰიდროქლორიდი ………..  30 მგ

პაპავერინის ჰიდროქლორიდი …………   30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პაპაზოლი-დარნიცა – კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის ალკალოიდ პაპავერინი და იმიდაზოლის წარმოებული – ბენდაზოლი. პაპავერინი – უჯრედშიდა ფოსფოდიესტერაზისა და კრეატინფოსფოკინაზის ბლოკატორი სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, იწვევს ციკლური ამფ-ს დაგროვებას, ამცირებს უჯრედშიდა კალციუმის შემცველობას, იწვევს ვაზოდილატატურ ეფექტს. ეფექტი ძირითადად რეზისტენტულ არტერიებში ვლინდება, რის შედეგადაც მცირდება სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობა და არტერიული წნევა.

პაპავერინი ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღველსადენი და შარდსადენი გზების გლუვი მუსკულატურის სპაზმს. ბენდაზოლი – საშუალება, რომელიც უშუალოდ მოქმედებს სისხლძარღვების კედლების გლუვი კუნთების მდგომარეობაზე იმიდაზოლურ რეცეპტორებზე ზეგავლენის გამო. ამცირებს არტერიულ წნევას, თავისუფალი კალციუმის შემცველობას გლუვ კუნთებში. ხსნის მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმს. ახდენს ზურგის ტვინის სტიმულირებას. ხანგრძლივი გამოყენებისას ახორციელებს იმუნომამოდულირებელ მოქმედებას, ზრდის ინტერფერონის სინთეზს, ხელს უწყოფს ანტისხეულების სინთეზს, ზრდის ფაგოზიტების აქტივობას, ხელს უწყობს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციევის პროფილაქტიკას. ზრდის ქსოვილის ჰიპოქსიისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ზრდის ნუკლეინური მჟავებისა და ცილის სინთეზს.

ფარმაკოკინეტიკა:

პაპაზოლი-დარნიცას ფარმაკოკინეტიკის სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა.

გამოყენების ჩვენებები:

პაპაზოლი-დარნიცა გამოიყენება დამოუკიდებლად ან ჰიპერტონიული დაავადების კომბინირებული ფარმაკოთერაპიის შემადგენლობაში, პერიფერიული სისხლძარღვების, ტვინის სისხლძარღვების, ზომიერად გამოხატული სპაზმებისას, პილოროსპაზმის, სპასტიკური კოლიტების, ქოლეცისტიტის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, შარდსადენი გზების სპაზმების, მონო- და პოლინევრიტების, გადატანილი პოლიომყელიტის ნარჩენი მოვლენების, სახის ნერვის პარალიჩის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:.

უფროსებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება შინაგანად 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. ობიექტური მონაცემები პაპაზოლი-დარნიცას გამოყენების შესახებ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არსებობს.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლოა ალერგიული რეაქციები, ღებინება, ყაბზობა, ჭარბი ოფლდენა, გულის რითმის დარღვევა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ინგრედიენტების მიმართ, არტერიული ჰიპოტენზია, AV-გამტარობის დარღვევები. უკუნაჩვენებია ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

იზრდება ანტიჰიპერტენზიული აქტივობა ბეტა-ადრენობლოკატორებთან, სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად გამოყენების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით და მცირე დოზებით უნდა დაინიშნოს პაციენტებისათვის ქალატვინის ტრავმით, ღვიძლის, თირკმელების დარღვეული ფუნქციით, ჰიპოთირეოზით, თირკმელზედა ჯირკვლების არასაკმარისი ფუნქციით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით. ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

პაპავერინის ჰიდროქლორიდი – PAPAVERINE HYDROCHLORIDE – ПАПАВЕРИНА ГИДРОХЛОРИД

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სპაზმოლიტური საშუალება, ჰიპოტენზიური მოქმედების. აინჰიბირებს ფოსფოდიესთერაზას, იწვევს უჯრედში ცამფ–ის დაგროვებას და Ca 2+ დაქვეითებას; აქვეითებს ტონუსს და ადუნებს შინაგანი ორგანოების (კუჭ–ნაწლავის ტრაქტის, სუნთქვის და შარდგამომყოფი სისტემის) და სისხლძარღვების კუნთებს.

დიდ დოზებში აქვეითებს გულის კუნთის აგზნებადობას და ანელებს გულშიდა გამტარებლობას. ცნს–ზე მოქმედება სუსტად არის გამოხატული (დიდ დოზებში სედატიურ ეფექტს ახდენს).

ჩვენებები:

გლუვი კუნთების სპაზმი: მუცლის ღრუს ორგანოების (ქოლეცისტიტი, პილოროსპაზმი, სპასტიკურო კოლიტი, ღვიძლის ჭვალი); პერიფერიული სისხლძარღვების (ენდარტერიიტი); ტვინის სისხლძარღვების; გულის – სტენოკარდია (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); ბრონქოსპაზმი;

პრემედიკაციის დროს დამხმარე საშუალებად.

მიღების წესი და დოზირება:

კანქვეშ, კუნთში – 1–2 მლ 2% ხსნარი (20–40 მგ) 2–4–ჯერ დღეში; ვენაში ნელა – 20მგ წინასწარ 10–20 მლ 0.9% NaCl–ის ხსნარში განზავებული.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* AV ბლოკადა;

* გლაუკომა;

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* ხანდაზმული ასაკი (ჰიპერთერმიის რისკის გამო);

* ბავშვთა ასაკი (6 თვემდე).

სიფრთხილით: ქალატვინის ტრავმის შემდეგ;

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლის ნაკლოვანებისას; ჰიპოთირეოზი;

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია;

პარკუჭზედა ტაქიკარდია;

შოკური მდგომარეობა.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები; AV ბლოკადა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა, არტერიული წნევის დაქვეითება, ყაბზობა, ძილიანობა, „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტიობის მომატება, ეოზინოფილია.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: დიპლოპია, სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, ძილიანობა.

მკურნალობა: სიმპტომატური (არტერიული წნევის შენარჩუნება).

განსაკუთრებული მითითებები:

ვენაში შეყვანა ხდება ნელა, ექიმის კონტროლით. მკურნალობის პერიოდში ეთანოლის მიღება გამოირიცხება.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ვაზოდილატაციური მოქმედება ქვეითდება თამბაქოს გამოყენებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაპავერინი აქვეითებს ლევოდოპას ანტიპარკინსონულ ეფექტს და მეთილდოფას ჰიპოტენზიურ ეფექტს. ბარბიტურატებთან კომბინაციისას პაპავერინის სპაზმოლიტური ეფექტი ძლიერდება. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, პროკაინამიდი, რეზერპინი, ქინიდინი, ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პაპავერინის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერაბა.

პანტაპი (ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი) – PANTAP (ENTERIC COATED TABLET) – ПАНТАП

ლიცენზიის მფლობელი: ნობელ ილაჯ სანაი ვე ტიკარეტ ა.ს.,სტამბული

შემადგენლობა:

პანტაპის 40მგ ენტერული გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 45.30 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს, რაც 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტურია და საღებავის სახით ყვითელ რკინის ოქსიდსა და ტიტანის დიოქსიდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

აქტიური ინგრედიენტი პანტოპრაზოლი არის ბენზიმიდაზოლის ახალი წევრი, რომელიც ახდენს კუჭის წვენის პროდუცირების  ბოლო ეტაპის ინჰიბირებას (H+ – K+) ატფ-აზას ფერმენტულ სისტემასთან კოვალენტური კავშირით კუჭის პარიეტალური უჯრედების სეკრეტორულ ზედაპირზე. პანტოპრაზოლი აქვეითებს კუჭის წვენის პროდუცირების როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებულ სეკრეციის ბოლო ეტაპს.

პანტოპრაზოლის კუჭის წვენის სუპრესორული მოქმედების ხანგრძლივობა 24 სთ-ზე მეტია. კუჭის წვენის სეკრეცია ნორმის ფარგლებში ბრუნდება პანტროპრაზოლის ბოლო დოზის მიღებიდან ერთ კვირაში. ჰიპერსეკრეციის შემთხვევა არ არის ცნობილი.

აღწერილია შრატში გასტრინის იგივე დონეების შექცევადი ხასიათის მომატება, როგორც სხვა პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებისა და H2 რეცეპტორის ბლოკატორების შემთხვევაში. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შრატში გასტრინის დონე ნორმის ფარგლებში ბრუნდება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

პანტოპრაზოლი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ერთჯერადი ან მრავალჯერადი 40 მგ ორალური დოზების მიღებისას. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 77%-ა. უმაღლესი კონცენტრაცია (Cmax)შეადგენს 2.09მკგ/მლ-ს, ხოლო უმაღლესი კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) არის 2.8 საათი.

შრატში პანტოპრაზოლის დაახლოებით 98% უკავშირდება პროტეინს, უპირატესად ალბუმინს.

პანტოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 1.9 სთ. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირეა იმის გამო, რომ ის კოვალენტურად უკავშირდება ფერმენტ (H+-K+) ატფ-აზას, მისი ანტისეკრეტორული მოქმედება გრძელდება 24 სთ-ზე მეტ ხანს.

პანტოპრაზოლის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 11-23 ლ-ს.

პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ძირითად მეტაბოლიტად დესმეთილპანტოპრაზოლად და სხვა მეტაბოლიტებად ღვიძლში CYP2C19-ის საშუალებით შემდგომი სულფატირებით. პანტოპრაზოლის მეტაბოლიტებს არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური მოქმედება. პერორალური დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდში, ხოლო 20 % – ფეკალიებში ბილიარული ექსკრეციით.

შარდში პანტოპრაზოლი არ აღინიშნება უცვლელი სახით.

ხანდაზმულ პირებში აღინიშნება პანტოპრაზოლის პლაზმური კლირენსის მხოლოდ მცირე და საშუალო შემცირება.

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ნაკლები სისხლმიმოქცევითა და შემცირებული ღვიძლის მასით.

ჩვენებები:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
  • გასტროეზოფაგალური რეფლუქსი და ეროზიული ეზოფაგიტი;
  • პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით;
  • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებში „Helicobacter pylori“-ის აღმოსაფხვრელად შესაფერის ანტიბიოტიკთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები:

* პანტროპრაზოლი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ან ღვიძლის უკმარისობა.

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭირო არ არის დოზის კორექცია.

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, საჭირო არ არის დოზის კორექცია. თუმცა, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს. მიუხედავად იმისა, რომ პანტოპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი პრეპარატის ამ დოზით მიღებისას გახანგრძლივებულია, კუმულაცია არ აღინიშნება.

პანტოპრაზოლით თერაპიაზე სიმპტომატური რეაქცია არ გამორიცხავს კუჭის ავთვისებიანი დაავადების არსებობას.

ორსულობა და ლაქტაცია:

B კატეგორიის ორსულობა. ორსულ ქალებში არ ჩატარებულა ადექვატური ან კარგად კონტროლირებული კვლევები. ვინაიდან ცხოველთა რეპროდუქციული კვლევების შედეგები ყოველთვის არ არის რელევანტური ადამიანებისათვის, ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას.

არ არის ცნობილი აღწევს თუ არა პანტოპრაზოლი დედის რძეში.

ვინაიდან მედიკამენტთა უმეტესობა გამოიყოფა დედის რძეში, გადაწყვეტილება ლაქტაციის თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ მიღებულ უნდა იქნას დედისათვის პრეპარატით გამოწვეული სარგებლის გათვალისწინებით.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში:

პანტოპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი.

გვერდითი ეფექტები/არასასურველი რეაქციები:

კლინიკური ცდებისას პანტროპრაზოლი საერთოდ კარგად გადაიტანება.

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს დროებითი დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, გამონაყარი კანზე, ქავილი, მაღალი ტემპერატურა და შეშუპება.

ქვემოთ, ორგანოთა სისტემის მიხედვით დამატებით ჩამოთვლილია ის არასასურველი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა   პაციენტთა

უმრავლეს შემთხვევაში, ამ რეაცქიების კავშირი პანტოპრაზოლთან გაურკვეველი იყო.

ალერგიული რეაქციები, გაციება, სახის შეშუპება, დარღვევები ელექტროკარდიოგრამაზე, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ანორექსია, აფთოზური სტომატიტი, კარდიოსპაზმი, კოლიტი, პირის სიმშრალე, გლუკოზურია, ბილიარული ტკივილი, ჰიპერბილირუბინემია, ტუტე-ფოსფატაზას და გამა-გლუტამილ-ტრანსპეპტიდაზა მომატებული დონეები, რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემია, ჰიპოქრომული ანემია, ართრიტი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, მიალგია, აგზნება, ნევროზი, ძილის დარღვევა, ემოციური ლაბილურობა, ძილიანობა, დისფორია, ბრონქიტი, ლარინგიტი, ასთმა, ეპისტაქსი, სლოკინი, მხედველობის დაზიანება, ამბლიოპია, დიპლოპია, ყურის ტკივილი, გემოს დაკარგვა, ტინიტი, მკერდის ტკივილი, დისმენორეა, დიზურია, თირკმლის ტკივილი, საშარდე გზის დაზიანება.

არასასურველი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერეთქმედება:

პანტოპრაზოლი არ გამოიყენება სხვა ანტაციდებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემის საშუალებით, ადამიანებში ჩატარებული კლინიკური ცდებისას არ გამოვლინდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ვარფარინთან, ფენიტოინთან, დიაზეპამთან და თეოფილინთან, რომლებიც იყენებენ იმავე სისტემას.

ვინაიდან პანტოპრაზოლი იწვევს კუჭის მჟავის სეკრეციის ხანგრძლივ ინჰიბირებას, შესაძლებელია პანტოპრაზოლმა შეაფერხოს ზოგიერთი პრეპარატის აბსორბცია, როგორიცაა კეტოკონაზოლი, ამპიცილინის ეთერები, რკინის მარილები, სადაც კუჭის pH მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.

დოზირება და მიღების წესი:

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და კუჭის წყლული:

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის პანტაპი 40 მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტის 40მგ (1 ტაბლეტი) პერორალურად დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. თუ პაციენტთა განკურნება არ მოხდა 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, გათვალისწინებული უნდა იყოს პანტაპის დამატებითი 4-კვირიანი კურსის ჩატარება.

გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი/ეროზიული ეზოფაგიტი:

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის 40მგ (1 ტაბლეტი) პერორალურად დღეში ერთხელ 8 კვირის განმავლობაში. თუ პაციენტთა განკურნება არ მოხდა 8-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, გათვალისწინებული უნდა იყოს პანტაპის დამატებითი 4-კვირიანი კურსის ჩატარება.

ეროზიული ეზოფაგიტის განკურნების შენარჩუნება:

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის პანტაპი 40მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი პერორალურად ყოველდღე. საკონტროლო კვლევები არ გაგრძელებულა 12 თვეზე მეტ ხანს.

პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები ზოლინგერ–ელისონის სინდრომის ჩათვლით:

პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის დოზის კორექცია უნდა მოხდეს ცალკეული პაციენტის საჭიროების მიხედვით და გაგრძელდეს კლინიკური ჩვენების მიხედვით.

რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებში შეადგენს 40 მგ-ს დღეში ორჯერ. შეიძლება მიღებულ იქნეს 240 მგ-მდე დღეში. ზოგიერთი პაციენტის მკურნალობა შეიძლება უწყვეტად გაგრძელდეს 2 წელზე მეტ ხანს.

„Helicobacter pylori“-ს აღმოფხვრა:

პანტაპი 40 მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება დღეში ორჯერ შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად 7 დღის განმავლობაში.

40მგ პანტოპრაზოლი დღეში ორჯერ მიიღება შემდეგ ანტიბიოტიკებთან ერთად:

1000მგ ამოქსიცილინი დღეში ორჯერ + 500 მგ კლარითრომიცინი დღეში ორჯერ; ან

500მგ მეტრონიდაზოლი დღეში ორჯერ + 500მგ კლარითრომიცინი დღეში ორჯერ; ან

1000 მგ ამოქსიცილინი დღეში ორჯერ + 500 მგ მეტრონიდაზოლი დღეში ორჯერ.

პანტაპი 40 მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება ჭამამდე, სავსე ჭიქა წყალთან ერთად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.

ჭარბი დოზირება:

პანტროპრაზოლის ჭარბი დოზის შესახებ საკმაოდ მცირე მონაცემები არსებობს. პანტროპრაზოლს არ გააჩნია ანტიდოტი. ის ორგანიზმიდან არ გამოიდევნება დიალიზით. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომატური და დამხმარე თერაპია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 25ºC-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

პანკრეოფრიკი გრანულები – PANKREOFRIK granules – ПАНКРЕОФРИК гранулы

შემადგენლობა: 1 საზომი კოვზი (2 გ )   შეიცავს : 172 მგ პანკრეატინს (6500 ლიპაზა , 5500 ამილაზა , 400 მ . ე . პროტეაზა ) და 80 მგ დიმეთილპოლისილოქსანი 310 მგ სილიკონის მშრალ ფხვნილში .

დამხმარე ინგრედიენტები: ფორთოხლის ესენცია , საღებავი FDC ყვითელი 6, ნატრიუმის სახარინი , ასპარტამი, გლუკოზა, შაქრის ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პანკრეოფრიკი ფერმენტული საშუალებაა. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ პანკრეასულ ფერმენტებს: ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზები , რომლებიც ხელს უწყობენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მონელებას , რაც განაპირობებს მათ სრულ შეწოვას წვრილი ნაწლავებიდან . დიმეთილპოლისილოქსანი თავის მხრივ წარმოადგენს შენაერთს , რომელიც ინერტულია ჰაერის, წყლის, მჟავეების და ფუძეების მიმართ.

არ იხსნება წყალში და შრატში, ასევე არ არღვევს ნაწლავური ფერმენტების ფუნქციას. ქიმიურად აქტიური და ფარმაკოლოგიურად ინერტული დიმეთილპოლისილოქსანი ხელს უწყობს აირების წარმომქმნელი პროცესების ლიკვიდაციას და არ რეაბსორბირდება ნაწლავებში.

ჩვენებები:

  • კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, კუჭისა და ნაწლავების დაავადებები, რომელთაც თან სდევს ჭარბი აირების წარმოქმნა;
  • ჩივილები ჭარბი აირების წარმოქმნაზე პოსტოპერაციულ პერიოდში; რომხელდის სინდრომი;
  • კუჭ – ნაწლავის ტრაქტში აირების წარმოქმნის პროცესის ლიკვიდაცია მუცლის ღრუს ორგანოების მოსამზადებლად რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ცილების და ცილოვანი ფერმენტების მიმართ , რაც იწვევს ალერგიულ რეაქციებს ( ცემინებას , ცრემლდენას ან კანის ჰიპერემიას ).

სიფრთხილის ზომები:

ბავშვებში გამოყენებისას რეკომენდებულია მისი შერევა წვენებში , ჩაიში ან წყალში და მიღება ჭამის დროს . ორსულობის დროს პრეპარატი არ გამოიყენება მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.

გვერდითი ეფექტები :

გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები (ცემინება, ცრემლდენა ან კანის გამოშრობა). პირის ღრუში და ანალურ არეში წვის შეგრძნება ბავშვებში . დიდი დოზების მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია .

გამოყენების წესი და დოზირება:

მოზრდილებში – 1-2 პაკეტი (2-4 გ ) გახსნილი   წყალში ჭამის დროს .

ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 – 1 პაკეტი (1-2 გ ) გრანულები გახსნილი თბილ ან ცივ წყალში.

რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მოსამზადებლად , აირების წარმოქმნელი შესაძლო პროცესის სალიკვიდაციოდ 2 დღის განმავლობაში ინიშნება 2 პაკეტი (4 გ ) 3-4- ჯერ დღეში. ასევე , გამოკვლევის დღეს დილით უზმოზე 2 პაკეტი (4 გ )

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C – ის ქვემოთ .

შენახვის ვადა: 2 წელი

გამოშვების ფორმა :

გრანულები 2 გ №22 პაკეტი

აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით .

მწარმოებელი:

Yeni Ilac ve Hammaddeleri Sanayi ა . შ . ესენკორტი , სტამბული , თურქეთი .

პანკრეატინი – PANCREATIN – ПАНКРЕАТИН

საერთაშორისო დასახელება:

PANCREATIN

მწარმოებელი: GALENICA, სერბია

მოქმედი ნივთიერება: პანკრეატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფერმენტული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 50 ც.

1 დრაჟე

პანკრეატინი …………………   250 მგ

მინიმალური ფერმენტული აქტივობით:

ამილაზა …………….   3500 FIP ერთეული;

ლიპაზა …………….    4300 FIP ერთეული;

პროტეაზას ………..     200 FIP ერთეული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პანკრეატინი წარმოადგენს ღორის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ პრეპარატს. იგი შეიცავს ფერმენტ ამილაზას, ლიპაზას და პროტეაზას, რომლებიც აუცილებელია ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლისათვის.

დრაჟეს ფორმით წარმოებულ პანკრეატინს გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა, ვინაიდან იგი იხსნება უკვე 12-გოჯა ნაწლავში, რაც უზრუნველყოფს ფერმენტების ოპტიმალურ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • კუჭქვეშა ჯირკვლის გარე სეკრეციის მსუბუქი ფორმის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დეფეკაციის სიხშირეზე. ფეკალური მასის მოცულობასა და კონსისტენციაზე.

ჩვეულებრივ პანკრეატინი ინიშნება 1-2 დრაჟეს ოდენობით ჭამის დროს და დამატებით კიდევ 1 დრაჟე.

შუადღისას საკვების მიღებისას ხანდახან უნიშნავენ 3 დრაჟეს, რომლის დროსაც იგი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე წყლის მიყოლებით.

სტეატორეის შემცირების მიზნით ჭამის დროს შესაძლებელია 3 დრაჟეზე მეტის მიღება, მაგრამ გულისრევის, ღებინების ან ყაბზობის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, ღებინება. პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერურიკემიისა და ჰიპერურიკოზურიის განვითარება.

უკუჩვენებები:

* ცხოველური წარმოშობის ცილების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მწვავე პანკრეატიტი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ბიოშეღწევადობის გაზრდის მიზნით პანკრეატინთან ერთად შესაძლებელია გამოვიყენოთ  H2-ბლოკატორები ან ანტაციდები, რომლებიც არ შეიცავენ Mg2+ და Ca2+-ის იონებს, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მომატებული აქვთ კუჭის წვენის სეკრეცია.

♦ პანკრეატინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფოლატების კონტროლი, განსაკუთრებით H2-ბლოკატორებისა და ბიკარბონატების გამოყენებისას. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ფოლატების გამოყენება.

♦ დრაჟე უნდა გადავყლაპოთ მთლიანად, იგი არ უნდა დავღეჭოთ და პირის ღრუში დიდი ხნით არ უნდა გავაჩეროთ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

პანივიტი C ვიტამინით – PANIVIT WITH VITAMIN C – ПАНИВИТ С ВИТАМИНОМ С

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; ASCORBIC ACID

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური საშუალება ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 12 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი……  500 მგ

ასკორბინის მჟავა…..200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინი, სორბიტოლი, მაკროგოლი 6000.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანალგეზიური (ხსნის ტკივილს), სიცხის დამწევი საშუალება (აქვეითებს ტემპერატურას).

ჩვენებები:

  • სხვადასხვა წარმოშობის    ტკივილი (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს);
  • სხეულის მომატებული ტემპერატურა გაციებების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
  • პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (25 კგ და მეტი სხეულის წონით).

მიღების წესი და დოზირება:

8-15 წლის ასაკის ბავშვებში 0.5-1 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში;

მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში (დღე-ღამეში არა უმეტეს 4 გ).

გამოყენების წესი:

ტაბლეტი გახსენით ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალში.

მიღების დრო და სიხშირე:

პრეპარატის ცალკეულ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 4 საათს.

თირკმლის გამოხატული უკმარისობის დროს პრეპარატის მიღებებს შორის ინტრევალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 8 საათს.

პრეპარატის მიღების რეჟიმის დაცვა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება და შევამციროთ ტკივილის სინდრომის ინტენსივობა. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს C ვიტამინს, თავი ავარიდოთ მის მიღებას დღის ბოლოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

თუ პრეპარატის მიღებისას 5 დღის განმავლობაში ტკივილის სინდრომი, ან 3 დღის განმავლობაში მომატებული ტემპერატურა შენარჩუნდა ან გაძლიერდა, და ასევე განვითარდა სხვა სიმპტომები, საჭიროა შევწყვიტოთ მკურნალობა და მივმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

თერაპიულ დოზებში პრეპარატს ჩვეულებრივ კარგი ამტანობა ახასიათებს. ზოგჯერ შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად – სისხლმბადი სისტემის დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).

მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება.

მწვავე მოწამვლის ნიშნები -გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში.

დაზარალებულს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა მოწამვლის პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი. ამის შემდეგ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;

* თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;

* გლუკოზო-6-ფოსფატა-დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;

* სისხლის დაავადებები;

* შარდკენჭოვანი დაავადება, თუ C ვიტამინის დოზა აღემატება 1 გ დღე-ღამეში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღების შესახებ საჭიროა კონსულტაცია ექიმთან.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექითან.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– წამლების შესაძლო ურთიერთქმედებების თავიდან ასაცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღების შესახებ.

– ვინაიდან პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლსა და ასკორბინის მჟავას, მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!