Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 508

ოუბაინი – OUABAIN – ОУБАИН

ჩვენებები

  • III-IV ხარისხის გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • პაროქსიზმული წინაგულოვანი მოციმციმე არითმია და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 0.250 მგ-ს 1 ამპულას. მაქსიმალური ინდივიდუალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0.250 მგ. დოზის მომატებისას 0.5 მგ-მდე საჭიროა 0.250 მგ პრეპარატის ორი ინექცია ე.ი. თითო ამპულა 12 სთ-იანი ინტერვალით. რადგან ერთი დღეღამის განმავლობაში ორგანიზმიდან გამოიყოფა აქტიური ნივთიერებების 50%, ამიტომ აუცილებელია ყოველ მეორე დღეს პრეპარატის ინექციის განმეორება.

ჰიპოთირეოზის, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის, აგრეთვე კაროტიდული სინუსის ჰიპერტენზიული სინდრომის დროს შესაძლებელია გლუკოზაზე მოთხოვნილების შემცირება და პირიქით გაზრდა ტაქიარითმიის და ჰიპერთირეოზის დროს.

შენიშვნა:

ოუბაინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება საგულე გლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს:

– პაციენტებში მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის დროს;

– თირკმელების უკმარისობით გამოწვეული საგულე გლიკოზიდების ორგანიზმიდან გამოყოფის პროცესის დარღვევის დროს;

– მიოკარდიტის დროს;

– ჟანგბადის უკმარისობით და ატფ-ის დეფიციტით გამოწვეული გულის კორონალური დაავადებების დროს;

– ჰიპოთირეოზის დროს;

– ჭარბი წონის შემთხვევაში;

– აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. პრეპარატი ვენაში შეჰყავთ ძალიან ნელა. პრეპარატის მოქმედება იწყება ინექციიდან 3-10 წთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მთლიანი მოქმედება გულის კუნთზე აღინიშნება 0.5-2 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 1-3 დღის განმავლობაში.

აღნიშნული საინექციო ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს, გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. პრეპარატის ვენაში ინექცია წარმოებს სწრაფად ხსნარის ამოღებისთანავე. გამოუყენებელი ხსნარი საჭიროა განადგურდეს.

პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, იგი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პაციენტის მდგომარეობაზე.

გვერდითი მოვლენები

ოუბაინი ხასიათდება მცირე თერაპიული დიაპაზონის მქონე მოქმედებით. სრული თერაპიული ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაშიდაც კი, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, იშვიათად – დიარეა, ცალკეულ შემთხვევებში – ჯორჯლის ინფარქტი.

ცნს–ის მხრივ: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უძილობა, დეპრესიები, ფსიქოზი, ჰალუცინაციები, იშვიათად – მხედველობის დარღვევა.

ხანდაზმულ მამაკაცებში იშვიათად ადგილი აქვს სარძევე ჯირკვლების გადიდებას.

იშვიათად – ალერგიული რეაქციები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის რითმის დარღვევა, ვენტრიკულური ტაქიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭების ციმციმი და გულის გაჩერება.

გვერდითი მოვლენების სიხშირე შეადგენს დაახლოებით 20%-ს.

უკუჩვენებები

* გლიკოზიდური ინტოქსიკაცია;

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

* ვენტრიკულური ტაქიკარდია;

* ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;

* ჰიპერკალციემია, ჰიპერკალიემია, ჰიპოკალიემია;

* ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიები და კონსტრუქციული პერიკარდიტი;

* კაროტიდული სინუსის სინდრომი;

* აორტის თორაკალური ანევრიზმა;

* ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი;

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება – ბრადიკარდიით გამოწვეული არითმიის, გულის სხვადასხვა სახის ბლოკადების, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევების, ჰიპომაგნიემიის დროს;

* ჰიპოთირეოზით შეპყრობილ ხანდაზმულ პაციენტებში და საგულე გლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში (ჰიპოქსია).

ორსულობა და ლაქტაცია

ოუბაინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ოუბაინის კომბინაციით სიმპათომიმეტურ საშუალებებთან, მეთილქსანტინებთან, რეზერპინთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ფოსფოდიესთერაზას ბლოკატორებთან (მაგ. თეოფილინთან) იზრდება გულის რითმის დარღვევის საშიშროება.

– ოუბაინის კომბინაციით ქინიდინთან, ამიოდარონთან, კაპტოპრილთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ერითრომიცინთან და ტეტრაციკლინებთან იზრდება ოუბაინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

– პრეპარატის კომბინაცია მარყუჟოვან დიურეზულ, საფაღარათო საშუალებებთან, ინსულინთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, კარბენოქსოლონთან, ამფოტერიცინთან, ბენზილპენიცილინთან, სალიცილატებთან, ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან იწვევს ოუბაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობას.

– ბეტა-ბლოკატორებთან და ანტიარითმიულ პრეპარატებთან სტროფანტინ-გ-ს კომბინაციით ძლიერდება უარყოფითი ქრონოტროპული და დრომოტროპული მოქმედება.

– ოუბაინის კომბინაციით ფენიტოინთან, რიფამპიცინთან, ფენობარბიტალთან, ფენილბუტაზონთან, სპირონოლაქტონთან, აგრეთვე ნეომიცინთან და ციტოსტატიკებთან მცირდება ოუბაინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

– პრეპარატის კალციუმთან კომბინაცია იწვევს გლუკოზის მიმართ მომატებულ მგრძნობელობას.

ოტრივინი – OTRIVIN – ОТРИВИН

საერთაშორისო დასახელება:

XYLOMETAZOLINE

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებაა ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები 0.05% ბავშვებისათვის: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ……..   0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის სპრეი დოზირებული 0.1%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ………. 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ფოსფატი ერთფუძიანი ორწყლიანი, ნატრიუმის ფოსფატი ორფუძიანი თორმეტწყლიანი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა 4000 mPa S, სორბიტოლი 70%, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტები) α-ადრენომიმეზური მოქმედებით, იგი იწვევს ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვების შევიწროვებას. ყელ–ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და ჰიპერემიის მოხსნით. აადვილებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.

თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ლორწოვანს, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება რამდენიმე წუთში და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივად გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაციები პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.

ჩვენებები:

  • მწვავე რესპირატორული დაავადება რინიტის (სურდოს) მოვლენებით;
  • მწვავე ალერგიული რინიტი;
  • პოლინოზი;
  • სინუსიტი;
  • ევსტაქიტი;
  • შუა ოტიტი (ყელ-ცხვირის ლორწოვანას შეშუპების შესამცირებლად);
  • ავადმყოფის მომზადება დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში.

მიღების წესი და დოზირება:

ცხვირის წვეთები 0.05% ბავშვებისათვის:

▪ ჩვილ ბავშვებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში, არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

▪ 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

ცხვირის სპრეი 0.1%:

▪ მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს); ჩვეულებრივ საკმარისია 3-4 შესხურება დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას: ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკრეცია.

იშვიათად: ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმიები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* არტერიული ჰიპერტენზია;

* ტაქიკარდია;

* გამოხატული ათეროსკლეროზი;

* გლაუკომა;

* ატროფიული რინიტი;

* ჰიპერთირეოზი;

* ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნზეში).

! სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დედისათვის სარგებელისა და ნაყოფისათვის რისკის შეფასების შემდეგ, არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება, მაგალითად, ქრონიკული რინიტის დროს.

ზეგავლენა ავტომობილის ან აღჭურვილობის მართვის უნარზე: რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ქსილომეტაზოლინმა შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების ან აღჭურვილობის მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან კომბინირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ოტოფა – OTOFA – ОТОФА

საერთაშორისო დასახელება:

RIFAMYCIN

მწარმოებელი: Laboratoires du Docteur

E.BOUCHARA, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის რიფამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი რიფამიცინების ჯგუფიდან ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ყურის წვეთები: ფლაკონში 10 მლ, საწვეთურით.

1 მლ

ნატრიუმის რიფამიცინი ………….  26 მგ (20 000 სე)

დამხმარე ნივთიერებები:

ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ედეტატი, მაკროგოლი 400, კალიუმის მეტასულფატი, ლითიუმის ჰიდროქსიდი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოტოფა – ანტიბიოტიკის რიფამიცინის წყალხსნარია. რიფამიცინი ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური  ანტიბიოტიკია. მისი მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ფერმენტ პრეპარატის სტაბილური კომპლექსის ჩამოყალიბებაზე დნმ-დამოკიდებულ რნმ-პოლიმერაზასთან, რაც ბაქტერიული უჯრედის მეტაბოლიზმის დარღვევასა და მის სიკვდილს იწვევს. რიფამიცინი აქტიურია ყურის ანთებითი დაავადებების გამომწვევი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

არაოტოტოქსიკურია!

ჩვენებები:

  • გარეთა ყურის ანთება;
  • შუა ყურის მწვავე ანთბა (დაფის აპკის პერფორაციის დროს);
  • შუა ყურის ქრონიკული ანთების გამწვავება;
  • შუა ყურზე ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა საშუალოდ 7 დღე.

მოზრდილებში: გარეთა სასმენ მილში 5 წვეთი 3-ჯერ დღეში.

ბავშვებში: გარეთა სასმენ მილში 3 წვეთი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წინ მიზანშეწონილია ფლაკონის შეთბობა, რათა თავიდან იქნას აცილებული არასასიამოვნო შეგრძნება ყურში ცივი სითხის მოხვედრის გამო.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა რიფამიცინის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ შესაძლებელია პრეპარატმა ფერადი ლაქა დატოვოს ქსოვილზე.

♦ იძლევა მოვარდისფრო შეფერვას, რაც თვალსაჩინოა ოტოსკოპიის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ოტიპაქსი – OTIPAX – ОТИПАКС

საერთაშორისო დასახელება:

PHENAZONE; LIDOCAINE

მწარმოებელი: Laboratoires BIOCODEX

მოქმედი ნივთიერება: ლიდოკაინი+ფენაზონი .

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო ანტისეპტიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ყურის წვეთები: ფლაკონში 16 მლ

1 გ

ფენაზონი ………………………………….   250 მგ

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ……….   62.5 მგ

ჩვენებები:
ოტიპაქსი ყურის წვეთებია, ხსნარი.იგი ოტოლოგიური წამალია ტკივილგამაყუჩებელი და საანესთეზიო ეფექტით,რომელიც გამოიყენება ოტოლგიაზის შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები:
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებისათვის: 5-8 წვეთი თითოეულ ჯერზე.
ბავშვებისათვის: 4-5 წვეთი თითოეულ ჯერზე.
ოტიპაქსი ჩაიწვეთეთ ყურის გარე არხში.ოტიპაქსი მიიღეთ დღეში 2-4-ჯერ.
თუ წამლის ეფექტი ძალზე ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს წამალი არ უნდა მიიღოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში,თუ ვერ მიაღწევთ სასურელ ეფექტს. 
რაიმე გართულების ან უსიამოვნო ცვლილებების შემჩნევისას, მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.

გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა წამალმა ოტიპაქსმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.ყურის დაფის აპკის პერფორაციის შემთხვევაში,ამ წამლის მოხვედრამ ძირითად სტრუქტურაში შესაძლოა რაიმე სახის არასასურველი ეფექტი გამოიწვიოს.
ფენაზონის მიღება,სისტემური დანიშნულების დროსაც კი,დაკავშირებულია აგრანულოციტოზის მაღალ რისკთან; ამ სამედიცინო პროდუქტმა,ისევე ,როგროც პროკაინმა,შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები,სრულად შეწოვისას კი -ანაფილაქსიური რეაქციებიც.
თუ იგრძნობთ ისეთ რაიმე არასასურველ ეფექტს ,აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები:
არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა(ალერგია) პრეპარატის კომპონენტების მიმართ(პროკაინის ჰიდროქლორიდი ან ფენაზონი) ან სხვა ქიმიურად დაკავშირებული ნივთიერების მიმართ.
თუ ანამნეზში აღინიშნებოდა მსგავსი სიმპტომები,სასურველია ექიმის კონსულტაცია.

ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:
თუ მკურნალობის დაწყებიდან მოკლე დროში ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ამ წამლით მკურნალობის დაწყებამდე, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები:
საკვების ან სასმელის მიღება ოტიპაქსით მკურნალობისას:
კავშირში არ არის. 
ზემოქმედება მანქანის მართვაზე:
ოტიპაქსის მიღება მანქანის მართვაზე ან მოწყობილობებთან მუშაობაზე რაიმე გავლენას არ ახდენს.

ჭარბი დოზირება:
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ ოტიპაქსის მიღება:
ნუ მიიღებთ ზედმეტ დოზას შემდეგი ჩაწვეთებისას,გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.ოტიპაქსის მიღების შეწყვეტით გამოწვეული ეფექტები ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მიმართეთ რჩევისათვის ექიმს,თუ ღებულობთ რაიმე სხვა ისეთ წამლებსაც, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება პირველადი შეფუთვით ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ოტინუმი ყურის წვეთები – OTINUM ear drops – ОТИНУМ ушные капли

სამკურნალ – წამლო ფორმა: ყურის წვეთები

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება :

პრეპარატის 10 გრ შეიცავს   2,0 გ ქოლინის სალიცილატს .

დამხმარე ნივთიერება :

გლიცერინი   …………                1,30 გ

ეთანოლი 96%  ………                1.00 გ

ქლორბუთანოლი …..                 0,05 გ

გასუფთავებული წყალი          10,00 გ

აღწერილობა:

გამჭვირვალე ხსნარი მოყვითალო ფერის დამახასიათებელი სუნით

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის აქტიური ნივთიერება ქოლინის სალიცილატი წარმოადგენს სალიცილის მჟავას წარმოებულს , რომელიც ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას , ამის   შედეგად აჩერებს ტკივილს და ანთებას შუა ყურში, დაფის აპკის დაზიანებისას და გარეთა ყურის ანთების დროს . პრეპარატში შემავალი გლიცერინი ხსნის გოგირდის საცობებს და აადვილებს მათ მოცილებას . ადგილობრივი მოქმედებისას პრეპარატი არ ავლენს სისტემურ მოქმედებას .

ჩვენებები :

  • მწვავე შუა ოტიტი , დაფის აპკისა და გარეთა ყურის ანთება,
  • აგრეთვე გამოიყენება გოგირდის საცობების გასახსნელად მათი მოცილების წინ.

უკუჩვენება:

* სალიცილატის ან სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნოებლობა.

* დაფის აპკის პერფორაცია.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში :

მწვავე შუა ოტიტის , დაფის აპკისა და გარეთა ყურის ანთებების დროს ჩვეულებრივ 3-4 წვეთი 3-4 ჯერ დღეში .

გოგირდის საცობების გასახსნელად ჩვეულებრივ 3-4 წვეთი 2- ჯერ დღეში . 4 დღის მანძილზე

ჩაწვეთებისას საჭიროა პაციენტი იყოს მწოლიარე მდგომარეობაში , ისე რომ ყური იყოს   ზემოთ . ჩაწვეთების შემდეგ პაციენტი უნდა დარჩეს იგივე მდგომარეობაში რამოდენიმე წუთით .

ბავშვებში:

არ საჭიროებს დოზირების შეცვლას .

პაციენტები ღვიძლის და თირკმლის დისფუნქციით :

არ საჭიროებს დოზირების შეცვლას

გვერდითი მოვლენები:

როგორც ნებისმიერ წამალს , ასევე ოტინუმსა აქვს გვერდითი მოვლენები ( თუმცა ჩვეულებრივ იოლი ასატანია ) მათ ეკუთვნის : კანის ჰიპერემია და ქავილი ყურის არეში , ( ვითარდება ჩვეულებრივ მომატებული მგრძნობელობის გამო ). დაზიანებული დაფის აპკის მქონე პირებში მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დარღვევა .

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დღემდე არ არის დადგენილი რამდენად ახდენს ოტინუმი ზემოქმედებას სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე ან სხვა მედიკამენტები მის მოქმედებაზე.

განსაკუთრებული მითითებები:

ბავშვებში 1 წლამდე მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობით .

გაფრთხილება:

1 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ .

პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში :

ეს წამალი შეიძლება გამოყენებული იყოს ორსულობის დროს როდესაც ექიმის აზრით   სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული .

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარსა და ფსიქომოტორულ აქტიურობაზე ზემოქმედება :

პრეპარატი სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარსა და ფსიქომოტორულ აქტიურობაზე ზემოქმედებას არ ახდენს .

ჭარბი დოზირება:

დოზის გადამეტება არ აღინიშნება . პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს 2 გ ქოლინის სალიცილატს და მისი შეცდომით მიღება შესაძლებელია საშიში იყოს მხოლოდ ძუძუმწოვარ ბავშვებში . სიმპტომები რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამ დროს არის : დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა, გულისრევა, ხმაური ყურებში , სუნთქვის გაძნელება. დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემას დაზიანება და შედეგად სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა .

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს , რომელიც ჩაატარებს შესაბამის მკურნალობას ( რაც სხვასთან ერთად მოიცავს კუჭის გამორეცხვას და გააქტივებული ნახშირის მიცემას ).

გამოშვების ფორმა:

ხსნარი ჩასხმულია 10 გ პოლიეთილენის ფლაკონში , რომელსაც აქვს დოზატორი და ხუფი, ყოველ ფლაკონს აქვს ეტიკეტი . ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

პრეპარატი შენახულ უნდა იქნეს ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 250C    ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის პირობები:

პრეპარატი იყიდება ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა:

აი – სი – ენ პოლფა რჟეშუვი სააქციო საზოგადოება

პოლონეთი .

ოტიზოლი – OTIZOL – ОТИЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

BENZOCAINE; ANTIPIRIN; PHENYLEPHRINE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ბენზოკაინი+ფენილეფრინი+ანტიპირინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები: ფლაკონში 15 მლ

1 მლ

ბენზოკაინი …………………………………     50 მგ

ანტიპირინი  …………………………………….50 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი……… 1.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის მეტაბისულფატი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტიპირინი ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო, ბენზოკაინი – ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ხოლო ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები:

მწვავე შუა ყურის ანთება (ოტიტი); ბაროტრავმით გამოწვეული ოტიტი; პოსტტრავმული ოტიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვილ ბავშვებში 6 თვის ასაკიდან – 1-2 წვეთი;

ბავშვებში 1 წლიდან– 2-3 წვეთი;

მოზრდილებში – 3-4 წვეთი 3-ჯერ დღეში.

პრეპარატს აწვეთებენ გარეთა სასმენ მილში, წვეთობით, პიპეტის მეშვეობით. მკურნალობის ხანგრძლივობაა 3-10 დღე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია მომატებული მგრძნობელობით პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (წვის შეგრძნება, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე).

უკუჩვენებები:

* დაფის აპკის პერფორაცია გამოწვეული ინფექციით ან ტრავმით;

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* საბავშვო ასაკი 6 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პრეპარატის გამოყენების შემდეგ მჭიდრო დაახურეთ სახურავი ფლაკონს და მოათავსეთ მუყაოს კოლოფში (სინათლისაგან დაცვის მიზნით).

♦ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის სარგებელი დედისათვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

♦ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ოტიზოლის ადგილობრივი გამოყენებისას არ არის გამოვლენილი პრეპარატის ურთიერთქმედება ერთდროულად დანიშნულ ანალგეზიურ და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან, ადგილობრივად სისტემური გამოყენების ანტისეპტიკებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ოსტეოჰელ ს – OSTEOHEEL S – ОСТЕОХЕЛЬ S

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ძვლების და სახსრების დაავადების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც

1 ტაბ.

Hekla Lava D6 …………………………     30 მგ

Kalium jodatum D4……………………      30 მგ

Asa foetida D4……………………….        30 მგ

Stillingia sylvatica D4…………………..     30 მგ

Araneus diadematus D6……………         30 მგ

Natrium sulfuricum D4 ……………….       30 მგ

Mercurius praecipitatus ruber D9 ……      60მგ

Calcium phosphoricum D6 …………         60მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის  შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ძვლების, ხრტილების და შემაერთებელი ქსოვილის სხვადასხვა დაავადებები – ოსტიტები, ოსტეომიელიტები, ასევე ძვლის ფისტულები, კბილის ტკივილი და პაროდონტოზი, ორსულობის დროს კალციუმის ცვლის მოშლა, ოსტეომალაცია, ტკივილი ძვლებში;
  • პერიოსტიტები, ეგზოსტოზები, მათ შორის, ქუსლის დეზი, გაცივების შემდეგად გამოწვეული ძვლისსაზრდელას ინფილტრაცია, ასევე, დეგენერაციული ცვლილებებისადმი მიდრეკილება.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე. წყლის მიყოლების გსარეშე.

გვერდითი მოვლენები:

გაძლიერებული ნერწყვდენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ოსტეოქეა 200 მლ სუსპენზია – OSTEOCARE (200 ml susp) – ОСТЕОКЕА (200мл сусп. )

მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი“,

ლონდონი, ინგლისი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ოსტეოქეა სუსპენზია წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კალციუმის კარბონატს, ვიტამინ D3, თუთიას და მაგნიუმს. ამგვარი კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლებსა და სხვა ქსოვილებში, რაც ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და კბილების გაძლიერებას, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ოსტეოქეა სუსპენზია გამოიყენება ბავშვებში 1 წლიდან და მოზრდილებში, ასევე ორსულებსა და მეძუძურ ქალებში.

 

შემადგენლობა:

ინგრედიენტები დღიური

2X5 მლ სითხე

რეკომენდებული რაციონი %

კალციუმი

300 მგ

38

მაგნიუმი

150 მგ

50

თუთია

6 მგ

40

D3 ვიტამინი (150 სე)

3.8 მკგ

76

 

ერთი ჩაის კოვზი – დაახლოებით 5 მლ.

 

 

ჩვენებები:

კალციუმის და მაგნიუმის დეფიციტის შევსება ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდში, კარიესის პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზების პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის კლიმაქტერულ პერიოდში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, სხვა ჰიპოკალცემიური მდგომარეობები.

 

 

მიღების წესი:

ბავშვები (1-2 წელი): 1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ.

ბავშვები (3-12 წელი): 2 ჩაის კოვზი დღეში 2-3ჯერ.

მოზრდილები:

2 ჩაის კოვზი დღეში 2ჯერ.

ორსულები და მეძუძური დედები:

2 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ.

 

 

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

 

 

შენახვის პირობები :

გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

 

გამოშვების ფორმა:

200 მლ-იან მუქი ფერის პოლიეთილენის ბოთლი.

 

 

გაცემა:

ურეცეპტოდ.

 

ოსტეოქეა (საღეჭი ტაბლეტი) – OSTEOCARE – ОСТЕОКЕА (жев. таб )

მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი„

ლონდონი, ინგლისი.

გამოყენების რეკომენდაცია:

ოსტეოქეა საღეჭი ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს  კალციუმის კარბონატს, ვიტამინ D3, თუთიას, მაგნიუმს, მანგანუმს,სპილენძს, სელენს და ბორს. ამგვარი კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლებსა და სხვა ქსოვილებში, რაც ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და კბილების გაძლიერებას, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ოსტეოქეა საღეჭი ტაბლეტები გამოიყენება ბავშვებში 4 წლიდან და მოზრდილებში.

შემადგენლობა:

ინგრედიენტები დღიური

2 ტაბლეტი

რეკომენდებული რაციონი %

კალციუმი

800 მგ

100

მაგნიუმი

300 მგ

100

თუთია

10 მგ

67

სპილენძი

1 მგ

–

მანგანუმი

0.5 მგ

–

სელენი

50 მკგ

–

D ვიტამინი (როგორც D3 200 სე)

5 მკგ

100

ბორი

0.6 მგ

–

მიღების წესი:

ბავშვები (4-12წ) :ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

მოზრდილები: ორი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.

არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

შენახვის პირობები:

გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

30 საღეჭი ტაბლეტი ბლისტერზე.

გაცემა:

ურეცეპტოდ.

ოსტეოგენონი – OSTEOGENON – ОСТЕОГЕНОН

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური ოსტეოპოროზის დროს გამოსაყენებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

ოსეინი …………………………………291 მგ
*არაკოლაგენური პეპტიდები
/ცილები ოსტეოკალცინი ………………
75 მგ
*კოლაგენი, ტიპი I…………………….216 მგ
ჰიდროქსიაპატიტი ……………………..444 მგ
*კალციუმი …………………………….178 მგ
*ფოსფორი ……………………………..82 მგ

შემავსებლები – 95 მგ:

*მიკროელემენტები, გლუკოზამინოგლიკანები, ნუკლინის მჟავას წარმოებულები, პროტეოგლიკანები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოსტეოგენონი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ძვლის ფიზიოლოგიური რემოდულირებისათვის. ოსტეოგენონი შეიცავს ძვლოვანი ქსოვილის სინთეზისათვის აუცილებელ კომპონენტებს. მას ახასიათებს ორმაგი მოქმედების მექანიზმი ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმზე: ხელს უწყობს ოსტეობლასტების პროლიფერაციას და ოსტეოკლასტების ინჰიბირებას.

კალციუმი წარმოდგენილია პრეპარატში ჰიდროქსიაპატიტის სახით (ფოსფორთან მიმართებაში 2:1), რაც განაპირობებს საუკეთესო შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რის საფუძველზეც ხდება პარათჰორმონის ძვლოვანი რეზორბციის შემცირება.

ფოსფორი მონაწილეობს ჰიდროქსიაპატიტის კრისტალიზაციაში, ხელს უწყობს კალციუმის ფიქსაციას ძვლოვან ქსოვილში და აფერხებს მის გამოყოფას თირკმელებით.

ოსეინი პრეპარატის ორგანული კომპონენტია, რომელიც შეიცავს ძვლოვანი ქსოვილის რემოდულირებისთვის საჭირო რეგულატორებს (β ზრდის  ტრანსფორმაციულ ფაქტორს, I და II ტიპის ინსულინისმაგვარ ზრდის ფაქტორებს, ოსტეოკალცინს, ოლაგენის I ტიპს), რომლებიც ააქტიურებენ ძვალწარმოქმნის პროცესს და აინჰიბირებენ რეზორბციას.

β ზრდის ტრანსფორმაციული ფაქტორი ზრდის ოსტეობლასტების რაოდენობასა და მათ აქტივობას, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ასევე ოსტეოკლასტების წინამორბედთა ინჰიბირებას.

I და II ტიპის ინსულინისმაგვარი ზრდის ფაქტორები ასტიმულირებენ კოლაგენისა და ოსტეოკალცინის სინთეზს.

ოსტეოკალცინი განაპირობებს ძვლოვანი ქსოვილის კრისტალიზაციას, კოლაგენის I ტიპი განაპირობეს ძვლოვანი მატრიქსის ფორმირებას.

ჩვენებები:

  • პირველადი ოსტეოპოროზი: პრე-, პერი-, პოსტ-მენოპაუზალური ოსტეოპოროზი; სენილური (მოხუცებულობის), იუვენილური, იდიოპათიური ოსტეოპოროზი;
  • მეორადი ოსტეოპოროზი, გამოწვეული: კორტიკოსტეროიდული მკურნალობით, ჰეპარინოთერაპიით, იმობილიზაციით, რევმატოიდული ართრიტით, თირკმლისა და ღვიძლის პათოლოგიით, პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქციით, არასრულყოფილი ოსტეოგენეზით;
  • ძვლოვანი ქსოვილის კონსოლიდაციის გაუმჯობესება;
  • ძვლოვანი კოჟრის ხარისხის გაუმჯობესება;
  • კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის რეგულირება ბავშვებში, მოზარდების მინერალური მხარდაჭერა;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში წელის ტკივილების, პარესთეზიებისა და კუნთოვანი სპაზმის, თმის ცვენის, ფრჩხილებისა და კბილების დაზიანების შემცირება.

მიღების წესი და დოზირება:

ყველა სახის ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა: 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ტრავმატოლოგიაში მოტეხილობების დროს: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გინეკოლოგია და პედიატრია: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა, ხანგრძლივი მიღების დროსაც კი.

კლინიკურმა პრაქტიკამ დაადასტურა, ოსტეოგენონის გვერდითი მოვლენების არარსებობა. ამის გამო ოსტეოგენონი შეიძლება დაინიშნოს ხანგრძლივად, აგრეთვე ორსულობის პერიოდშიც.

შესაძლებელია კომბინაცია სხვადასხვა ჯგუფის ანტიოსტეოპოროზულ პრეპარატებთან.

უკუჩვენებები:

* ჰიპერკალციემია და გამოხატული ჰიპერკალციურია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄შარდ-კენჭოვანი დაავადებებისადმი მიდრეკილ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექცია.

◄პაციენტების თირკმლის ფუნქციის დარღვევებით პრეპარატის ხანგრძლივად მაღალი დოზებით გამოყენება რეკომენდებული არ არის.

◄პრეპარატის შემადგენლობაში შედის ნატრიუმის ქლორიდის უმნიშვნელო რაოდენობა, ამიტომ ოსტეოგენონის გამოყენება დასაშვებია არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ოსტეოგენონი აფერხებს რკინისა და ტეტრაციკლინის პრეპარატების შეწოვას, ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლები 4 საათისა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

Don`t copy text!