Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 511

ორნილი – ORNIL – ОРНИЛ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ორნიდაზოლი;

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:

მოგრძო ფორმის მწვანე ფერის, ორმხრივ  ამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტი ჭდით.

შემადგენლობა:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

ორნიდაზოლს ……………….  500 მგ;

დამხმარე ნივთიერებების: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი

(ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), საღებავი Quinoline Yellow (E 104),  საღებავი  Brilliant Blue FCF (E 133)).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროტოზოული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორნილი წარმოადგენს ანტიმიკრობულ და ანტიპროტოზოულ საშუალებას. იგი ეფექტურია Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Entamoeba histolytica, Giardia lamblia, Giardia intestinalis, ზოგიერთი ობლიგატური ანაერობების (Bacteriodes spp., Fusobacterium spp., Veillonella spp., Prevotella spp.), გრამდადებითი მიკროორგანიზმების (Eubacterium spp., Clostridium spp.) და ანაერობული კოკების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. ორნილის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 15%. ორნიდაზოლი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს ორგანიზმის სხვა სითხეებსა და ქსოვილებში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13 სთ-ს. იგი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელებით (60-70%) და ფეკალურ მასებთან ერთად (20-25%), ხოლო 5% – უცვლელი სახით.

ჩვენება:

• შარდ-სასქესო ორგანოების ტრიქომონიაზი და ბაქტერიული ვაგინოზი;

• ამებიაზი: ამებური დიზენტერია, არანაწლავური ამებიაზი (მათ შორის ღვიძლის ამებური აბსცესი);

• ლამბლიოზი;

• ანაერობული და შერეული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა გასტროინტესტინური, გინეკოლოგიური და დენტალური ოპერაციების დროს;

• წყლულოვანი დაავადების მკურნალობა H. pylori-ის ერადიკაციის მიზნით (სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში).

მიღების წესი და დოზირება:

ტრიქომონიაზის დროს პრეპარატი ინიშნება: მოზრდილებში – 500 მგ დღეში 2-ჯერ 5 დღის განმავლობაში, ბავშვებში – 25 მგ/კგ მასაზე ერთჯერადად.

ამებური დიზენტერიის დროს მოზრდილებში და 35 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში ინიშნება 1.5 გ ერთხელ დღეში, ხოლო 60 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებში – 2 გ დღეში. მკურნალობის კურსი გრძელდება 3 დღის განმავლობაში. ამებიაზის სხვა ფორმების დროს მკურნალობის კურსი გრძელდება 5-10 დღე.

ლამბლიოზის დროს მოზრდილებში და 35 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში ინიშნება 1.5 გ ერთხელ დღეში, ხოლო 35 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში – 40 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში. მკურნალობის კურსი გრძელდება 1-2 დღის განმავლობაში.

ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 0.5 -1 გ ოპერაციის წინ, ხოლო ოპერაციის შემდეგ  – 0.5 გ 2-ჯერ დღეში 3-5 დღის განმავლობაში.

ჩვეულებრივ პრეპარატი მიიღება 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს. ბავშვებში ერთჯერადი მისაღები დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7-12 წლის ასაკში – 0.375 გ-ს, 1-6 წლის ასაკში – 0.25 გ-ს, 1 წლამდე – 0.125 გ-ს.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება და არასასურველი ეფექტები გარდამავალი ხასიათის და დოზადამოკიდებულია. ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება სუსტად გამოხატული ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, კუნთების რიგიდობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, სენსორული ან შერეული პერიფერიული ნეიროპათია, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, პირის სიმშრალე, გაუკუღმართებული გემოვნება, გამონაყარი კანზე და ლეიკოპენია.

უკუჩვენება:

* პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია, როდესაც აღინიშნება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ცნს-ის დაავადებები, ორსულობა (I ტრიმესტრი) და ძუძუთი კვების პერიოდი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ორნიდაზოლი აძლიერებს  კუმარინული რიგის პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებას და ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსაციურ ეფექტს.

ჰიპერდოზირება:

ჰიპერდოზირების დროს ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

გამოყენების თავისებურებები:

პრეპარატი, სხვა ნიტროიმიდაზოლის წარმოებულებისაგან განსხვავებით, არ

აინჰიბირებს ალდეჰიდდეჰიდროგენაზას, რის გამოც შეთავსებადია ალკოჰოლთან.

ტრიქომონიაზის დროს აუცილებელია პარტნიორების ერთდროული მკურნალობა.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

ორლობინი – ORLOBIN – ОРЛОБИН

საერთაშორისო დასახელება:

AMIKACIN

მწარმოებელი: HELP S.A. PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ამიკაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი-ამინოგლიკოზიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ

1 მლ 1 ფლ.

ამიკაცინის სულფატი …… 250 მგ 500 მგ

 

ვრცლად ლიკაცინი

ორლიპი – ORLIP – ОРЛИП

საერთაშორისო დასახელება:

ORLISTAT

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ორლისტატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გასახდომი საშუალება, პანკრეასის ლიპაზას ინჰიბიტორი, ცხიმების შეწოვის ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ორლისტატი ………….           120 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება – გასტრო-ინტესტინალური ლიპაზების ინჰიბიტორი. მოქმედების მექანიზმი დამყარებულია კუჭისა და წვრილი ნაწლავის სანათურში ლიპაზების აქტიურ უბნებთან კოვალენტური ბმების წარმოქმნაზე, რის შედეგადაც ხდება ლიპაზების ინაქტივაცია, ირღვევა საკვების ცხიმების დაშლა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი აბსორბცია.

პრეპარატის სისტემატური გამოყენებისას აღნიშნული ეფექტი იწვევს სიმსუქნით დაავადებული პაციენტების წონის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

მიღების შემდეგ ორლისტატი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიღებული დოზის 97% გამოიყოფა ფეკალური მასებით, მათ შორის 83% – შეუცვლელი სახით, ორლისტატის სრული ელიმინაციის დრო შეადგენს 3-5 დღეს.

ჩვენებები:

  • სიმსუქნე და სხეულის ჭარბი წონა (ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტასთან ერთად).

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება თითო კაფსულა (120 მგ) დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე. პრეპარატი უნდა მიიღონ ჭამის დროს ან ჭამიდან არაუგვიანეს 1 საათისა. თუ კვებას გამოტოვებენ ან საკვები არ შეიცავს ცხიმს, შესაძლებელია პრეპარატის მიღების გამოტოვებაც.

პრეპარტის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება არ ზრდის მის თერაპიულ ეფექტურობას.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დეფეკაციის გახშირება, განავლის გათხიერება და მასში ცხიმის რაოდენობის გაზრდა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში მეტეორიზმი, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება (როგორც წესი აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში).

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი;

* ქოლესტაზი;

* ორლისტატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორლისტატი არ ინიშნება ორსულობის პერიოდში (უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებების არარსებობის გამო).

* ორლისტატის დანიშვნა ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან დაუდგენელია გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.

განსაკუთებული მითითებები:

◄ორლისტატით მკურნალობის ფონზე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ბალანსირებული და ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტაზე (არა უმეტეს, 30% ცხიმების შემცველობით). კვების რაციონში ცხიმების უფრო მეტი შემცველობისას იზრდება კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა. ორლისტატით მკურნალობის ფონზე რეკომენდებული ცხიმების დღიური რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილდეს თითოეულ კვებაზე.

◄პრეპარატით მკურნალობის შედეგად პაციენტის წონის დაკლების ფონზე შესაძლოა გაუმჯობესდეს სიმსუქნის თანმდევი პათოლოგიების – არტერიული ჰიპერტენზიის, ლიპიდური ცვლის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის (ამ შემთხვევაში საჭიროა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება) მიმდინარეობა.

◄ორლისტატის მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლოა შემცირდეს ცხიმში ხსნადი ვიმიტანების და ბეტა-კაროტინის შეწოვა.

◄ორლისტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა, პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციური უკმარისობით, დადგენილი არ არის.

◄პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვთა ასაკში შესწავლილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

ორლისტატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-200C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ  ადგილას.

ვარგისიანობისა ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ორლეპტი – ORLEPT – ОРЛЕПТ

საერთაშორისო დასახელება:

VALPROATE SODIUM

მწარმოებელი: CP PHARMACEUTICALS, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ვალპროატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 10 ბლისტერი.

1 ტაბ.

ნატრიუმის ვალპროატი ………      200 მგ

1 ტაბ.

ნატრიუმის ვალპროატი ………….  500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილირებული კოლოიდური უწყლო სილიკა, ჟელატინი, კალციუმის ბეჰენატი, ტალკი, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, მეტილაკრილმჟავას კოპოლიმერი.

სიროფი: ბოთლში 300 მლ (SF)

5 მლ

ნატრიუმის ვალპროატი ………….. 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მალტიტოლის სიროფი (სორბიტოლით), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ალუბლის არომატიზატორი, ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, განზავებული მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორლეპტი წარმოადგენს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებას მოქმედების ფართო სპექტრით. პრეპარატი მოქმედებს ცსნ-ზე და იჩენს აქტივობას ეპილეფსიის გენერალიზებული და ფოკალური ფორმების დროს. ახდენს ცენტრალური ნეირონების Na+-ის არხების ბლოკირებას, გამა-ამინოერბომჟავათი (აგემ) გამოწვეული შეკავების პროცესების გაძლიერებას ცნს-ში, გლუტამატდეკარბოქსილაზას აქტივობის მომატებას და გაემ-ტრანსამინაზას ინჰიბირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 2 სთ-ში, წონასწორული კონცენტრაცია აღინიშნება მკურნალობის მე-3-4 დღეს. თერაპიული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 40-100 მგ/ლ, თუ კონცენტრაცია აღემატება 200 მგ/ლ, აუცილებელია დოზის შემცირება. პლაზმის ცილებთან შეკავშირება 90%. თავისუფლად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

მეტაბოლიზდება ღვიძლში.

გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 15-17 სთ.

ჩვენებები:

  • გენერალიზებული კრუნჩხვები;
  • შეტევები მცირე ეპილეფსიის დროს;
  • მიოკლონუს ეპილეფსია;
  • კეროვანი (პარციული) კრუნჩხვები (მარტივი და რთული სიმპტომატიკით);
  • კრუნჩხვები თავის ტვინის ორგანული დაავადებების დროს;
  • ქცევის დარღვევა გამოწვეული ეპილეფსიის;
  • ფებრილური კრუნჩხვები ბავშვებში;
  • ტიკი ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

საწყისი დღიური დოზა 10-15 მგ/კგ–ზე, შემდგომში დოზები თანდათანობით იზრდება ოპტიმალურ დოზამდე – 20-30 მგ/კგ-ზე. თუ კრუნჩხვები არ წყდება, დოზა იზრდება ადექვატურად.

მოზრდილებისათვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ-ზე დღეში.

ხანდაზმულებსა და ავადმყოფებში თირკმლის დაავადებით გამოიყენება პრეპარატის უფრო დაბალი დოზები.

ბავშვებში -20-40 მგ/კგ დღეში.

▪პრეპარატი ინიშნება 2-ჯერ დღეში. დოზირების რეჟიმის განსაზღვრავს ექიმი. მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დადგენილი ვადით.

▪დოზის გამორჩენის შემთხვევაში წამლის გაცდენილი დოზა მიიღება გახსენებისთანავე.

▪თუ მორიგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 2 სთ, გაცდენილი დოზა აღარ მიიღება.

▪არ არის რეკომენდებული დოზის გაორმაგება გაცდენილი დროის ხარჯზე. დაუშვებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე.

▪ორლეპტით მკურნალობის შეწყვეტა ან მკურნალობის გაგრძელება სხვა ანტიკონვულსანტით ხდება თანდათანობით ანტიკონვულსური ეფექტის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

ცნს–ის მხრივ: სტუპოროზული მდგომარეობა, ატაქსია, ტრემორი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.

სხვადასხვა: ალოპეცია, სხეულის მასის მომატება, სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა წამლის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

* ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

* პორფირია (იშვიათი დაავადება, როდესაც ჩართეულია სისხლი და ღვიძლი).

* ჰემორაგიული დიათეზი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო კონტროლი.

მშობიარობის შემდეგ აუცილებელია სპეციალური მონიტორინგი. ლაქტაციის პერიოდში უნდა განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებლიანობა პოტენციურ რისკთან მიმართებაში.

რეპროდუქციის ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატით მკურნალობა რეკომენდებულია საიმედო კონტრაცეპციის გამოყენების ფონზე.

განსაკუთრებული მითითებები:

◄3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას არსებობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკი. მკურნალობის პირველი 6 თვის მანძილზე აუცილებელია ღვიძლის სინჯის და პროთრომბინის დონის რეგულარული კონტროლი.

◄ორლეპტის ხსნარი შეიცავს სორბიტოლს, როგორც მალტიტოლის სიროფის კომპონენტს. სორბიტოლის დღიური დოზა შეადგენს 2.18 გ. იმ პაციენტებში, რომლებიც ტოლერანტულნი არიან ფრუქტოზას ან სხვა რომელიმე შაქრის მიმართ, ასევე შესაძლებელია განვითარდეს სორბიტოლის მიმართ შეუთავსებლობა.

◄ორლეპტის მიღების დროს ყურადღება უნდა მიექცეს წონაში მატებას. საჭიროა რეგულარულად წონის კონტროლი.

ტრანსპორტის მართვა და სამუშაოს შესრულება, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას: აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება შესაძლო ძილიანობის შესახებ, განსაკუთრებით ანტიკონვულსიური თერაპიის დროს ან მისი კომბინირებისას ბენზოდიაზეპინებთან.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: კომატოზური მდგომარეობა, ჰიპორეფლექსია, მიოზი.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, თუ პრეპარატის მიღებიდან არ არის გასული 10-12 სთ. ოსმოსური დიურეზის უზრუნველყოფა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის მონიტორინგი და კორექცია. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დიალიზის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ერთდროული დანიშვნისას პრეპარატი აძლიერებს ნეიროლეფსიური საშუალებების და ანტიდეპრესანტების მოქმედებას. ასევე ზრდის ბარბიტურატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

– პრეპარატი ამცირებს ფენიტოინის საერთო კონცენტრაციას, ამავე დროს იზრდება მისი თავისუფალი ფრაქციის კონცენტრაცია.

– კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი), რომლებსაც გააჩნიათ ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქციის უნარი, ამცირებენ პრეპარატის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. მათთან კომბინაციისას აუცილებელია დოზირების კორეგირება სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის შესაბამისად.

შენახვის პირობები:

პრეპარტი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ორინოლი პლუსი – ORINOL PLUS – ОРИНОЛ ПЛЮС

საერთაშორისო დასახელება:

PHENYLEPHRINE; CHLORPHENIRAMINE; PHENYLTOLOXAMINE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინი+ქლორფენირამინი+ფენილტოლოქსამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს.

1 კაფს.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ..     20 მგ

ქლორფენირამინის მალეატი………….    4 მგ

ფენილტოლოქსამინის ციტრატი ……….50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, დიკალციუმის ფოსფატი, ჟელატინი, ფარმაცევტული მინანქარი, შაქარი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი D&C ყვითელი N10, FD&C ყვითელი N6.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – ადრენომიმეტიკს ახასიათებს სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება (სასუნთქი გზების ლორწოვანში ალფა-რეცეპტორების სტიმულაციის ხარჯზე). იგი ხსნის უკვე წარმოქმნილ შეშუპებასა და ჰიპერემიას.

ფენილტოლოქსამინის ციტრატი ხასიათდება ანტიჰისტამინური და ანტიქოლენერგიული თვისებებით. ამცირებს (რინორეას) სურდოს, ცრემლდენას, გაციებისა და ალერგიის სხვა სიმპტომებს დაკავშირებულს ჭარბ ექსუდაციასთან.

ქლორფენირამინის მალეატი H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორია. მას გააჩნია გამოხატული ანტიექსუდაციური ეფექტი, რომელიც ვლინდება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპების შემცირებაში და ისეთი სიმპტომების მოხსნაში, როგორიცაა სურდო, ცემინება, ცხვირის ქავილი, ცრემლდენა.

ჩვენებები:

  • სეზონურ და/ან ქრონიკულ ალერგიულ რინიტებთან დაკავშირებული რინორეების შემსუბუქება. სიმპტომური საშუალება გაციების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით მიიღება 1 კაფსულა ყოველ 8-12 საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვლინდება მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, პირისა და ცხვირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, ძილიანობა, მომატებული აგზნებადობა, სისხლძარღვების სპაზმის გაღრმავება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.

უკუჩვენებები:

* 12 წლამდე ასაკი;

*  მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

* ერთდროული მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად;

* ორსულობა და ლაქტაცია

განსაკუთრებული მითითებები:

◄პრეპარატის მიღების ფონზე პაციენტს მართებს თავშეკავება ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია გამოვლინდეს: გულისრევა ან ღებინება, ფაღარათი, გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება (მარწუხები), ძლიერი თავის ტკივილი, არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია. ასევე შესაძლებელია ცნობიერების დარღვევა ან აგზნებადობა, მხედველობის დაქვეითება, კრუნჩხვები.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– აკრძალულია ორინოლის ერთდროული დანიშვნა მაო-ს ინჰიბიტორებთან;

– სისხლძარღვების სპაზმის გამაღრმავებელ საშუალებებთან ერთად.

– არასასურველია პარალელურად საძილე და დამამშვიდებელი მედიკამენტების და ალკოჰოლის მიღება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ორგამეტრილი – ORGAMETRIL – ОРГАМЕТРИЛ

საერთაშორისო დასახელება:

LYNESTRENOL

მწარმოებელი: ORGANON

მოქმედი ნივთიერება: ლინესტრენოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტაგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლინესტრენოლი ………    5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სინთეტური გესტაგენი. ორგამეტრილი იწვევს ენდომეტრის გადასვლას პროლიფერაციის ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში. თრგუნავს ოვულაციას. კონტრაცეფციის მექანიზმი დაკავშირებულია უპირატესად პერიფერიული გესტაგენური გავლენით რეპროდუქციულ სისტემაზე, რომელიც გამოიხატება ცერვიკალური ლორწოს  რაოდენობის შემცირებით და წებოვნების გაზრდით, სპერმატოზოიდების პენეტრაციული უნარის დაქვეითებით. ორგამეტრილი თრგუნავს საშვილოსნოს მილების სატრანსპორტო ფუნქციას, აქვეითებს ენდომეტრიუმის იმპლანტაციურ თვისებას.

ჩვენებები:

დისფუნქციონალური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, ენდომეტრიოზი, პირველადი ან მეორადი ამენორეის ზოგიერთი შემთხვევა ან ოლიგომენორეა, წინამენსტრუალური სინდრომი, ოვულაციის დათრგუნვის აუცილებლობა, ნორმალური მენსტრუაციის გადავადება.

პერორალური კონტრაცეფცია.

მიღების წესი და დოზირება:

ორგამეტრილი მიიღება პერორალურად. ენდომეტრიოზის დროს, დისმენორეისას, მენსტრუაციის დასათრგუნად – 1–3 ტაბ. დღეში არანაკლებ 6 თვის მანძილზე;

ნორმალური მენსტრუაციის გადასავადებლად  – 1–2 ტაბ. დღეში 1–2 კვირით ადრე მოსალოდნელ მენსტრუაციამდე. ესტროგენულ თერაპიაზე დამატებით – ½ – 1 ტაბ. დღეში 12–15 დღის მანძილზე ყოველ თვეში ციკლის მეორე ფაზაში.

ამენორეის ან ოლიგომენორეის დროს ენდომეტრიუმის ესტროგენული მომზადების შემდეგ და სხვა მაჩვენებლებისას – 1–2 ტაბ. დღეში, დაწყებული მე–14–25 დღიდან.

მასტოპათიისას დღეღამური დოზით 5–10მგ,  ციკლის მე–10 დღიდან 25–ე დღემდე. პრედმენსტრუალური სინდრომისას – 5 მგ/დღ,  ციკლის მე–14 დღიდან 25–ე დღის ჩათვლით.

ენდომეტრიუმის კარცინომისას – 30–50მგ/დღ.

კონტრაცეფციისთვის – 0.5მგ/დღ. ყოველდღიურად ციკლის პირველი დღიდან 28–ე დღის ჩათვლით ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოქმედება:

ორგამეტრილის მიღებისას თერაპიული მიზნით შესაძლებელია ძლიერი სისხლდენა ან ლორწოვან–წებოვანი გამონადენი სასქესო გზებიდან, ლიბიდოს მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონაში მომატება; ზოგჯერ – ნერვოზულობა, დეპრესია, მომატებული ოფლიანობა, ფერისმჭამელა, ჰირსუტიზმი, ქლოაზმა, გამონაყარი, ქავილი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, ლიპოპროტეინების სპექტრის ცვლილება, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სისხლის შედედების უნარის მომატება.

ორგამეტრილის მიღებისას პერორალური კონტრაცეფციის მიზნით შესაძლებელია მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი, მენსტრუაციული ციკლის შემოკლება (25 დღემდე) ან ოლიგომენორეა (45 დღეზე მეტი), ღებინება თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, წონაში მომატება, ორგანიზმში სითხის შეკავება, ლიბიდოს დაქვეითება, არტერიული ჰიპერტენზია, აკნე, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, პიგმენტაცია.

უკუჩვენებები:

თერაპიული საშუალების მიზნით მისაღებად : ღვიძლის მძიმე დაავადება, გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშვილოსნოდან, ძლიერი ქავილი, პორფირია, ოტოსკლეროზი, ორსულობა.

პერორალური კონტრაცეფცია: მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, უცნობი გენეზის აციკლური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, სარძევე ჯირკვლების და რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი წარმონაქმნი, ჭარბი მენსტრუაცია, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა, არტერიალური ჰიპერტენზია, ეპილეფსია, ანამნეზში საშვილოსნოსგარე ორსულობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

თერაპიული მიზნით ორგამეტრილის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისას.

თუ პრეპარატს იყენებთ პერორალური კონტრაცეფციის მიზნით და ორსულობა მაინც განვითარდა ორსულობა უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

თერაპევტული საშუალების სახით ორგამეტრილი სიფრთხილით გამოიყენება გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, დეპრესიის, ანამნეზში თრომბოემბოლიური პროცესებისას.

შენახვის პირობები:

სინათლისაგან დაცულ ადგოლზე, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვადა: 2 წელი.

ორასეპტი – ORASEPT – ОРАСЕПТ

საერთაშორისი დასახელება: PHENOLE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ფენოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სპრეი 1.4%: ფლაკონში 177 მლ

1 მლ

ფენოლის ხსნარი ……..        14 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცერინი, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი, საღებავი FD&C წითელი N40.

ჩვენებები:

  • პრეპარატი რეკომენდებულია როგორც ხანგრძლივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს (ანგინა, ფარინგიტი, ქრონიკული ტონზილიტი, სტომატიტი, გინგივიტი, პაროდონტიტი და სხვა);
  • პირის ღრუსა და ხახაში მანიპულაციებისა და ოპერაციების ჩატარებისას, აგრეთვე სტომატოლოგიური ოპერაციების შემდეგ.
  • კბილის პროთეზების და ორთოდონტული მოწყობილობების გამოყენების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეისხურეთ პირის ღრუში და/ან ხახაში:

ბავშვებში 2-დან 12 წლამდე: 1 შესხურება 3-ჯერ დღეში დაზიანებულ უბანზე (უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ).

12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში: 3-5 შესხურება ყოველ 2-4 საათში ერთხელ. შესხურების შემდეგ პრეპარატის გადაყლაპვა შესაძლებელია.

უკუჩვენებები:

* ბავშვებს 2 წლამდე.

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა მედიკამენტის ინგრედიენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ორასეპტით მკურნალობის ფონზე 7 ან მეტი დღის განმავლობაში მტკივნეული სიმპტომების შენარჩუნებისას მიმართეთ ექიმს.

◄პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციების დარღვევის დროს

◄არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ  ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ოპტიმალი – OPTIMAL – ОПТИМАЛ

საერთაშორისი დასახელება: ZOPICLONE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

მოქმედი ნივთიერება: ზოპიკლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

ზოპიკლონი ……….   7.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Tabcoat TC White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზოპიკლონი წარმოადგენს არაბენზოდიაზეპინურ საძილე საშუალებას. იგი მიეკუთვნება ფსიქოტროპული საშუალებების ახალ ჯგუფს – ციკლოპიროლონებს. ზოპიკლონი აძლიერებს გამა-ამინოერბომჟავას დამთრგუნველ მოქმედებას და აფერხებს ნეირონულ გადაცემას ცნს-ის სხვადასხვა უბანში.

ზოპიკლონი იწვევს სწრაფ ჩაძინებას და ამცირებს ღამის გამოღვიძებათა სიხშირეს. ამავე დროს არ მცირდება სწრაფი ძილის ფაზა და არ იცვლება ძილის სტრუქტურა. ზოპიკლონის მიღების შემდეგ არ ვითარდება პოსტსომნიური დარღვევები: მოთენთილობა და ძილიანობა მეორე დილით. ჩაძინება ხდება პრეპარატის მიღებიდან 30 წთ-ის განმავლობაში. ძილი გრძელდება 6-8 სთ.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებისას ოპტიმალი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება დაახლოებით 1.5 სთ-ის შემდეგ. ზოპიკლონის დაახლოებით 45% უკავშირდება პლაზმის ცილებს ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5-6 სთ-ს. პრეპარატი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში. მიღებული დოზის დაახლოებით 50% დეკარბოქსილირდება და გამოიყოფა ფილტვების საშუალებით. ზოპიკლონი ნაწილობრივ გამოიყოფა თირკმელებით: 7%-ზე ნაკლები – უცვლელი, ხოლო საწყისი დოზით 30% – მეტაბოლიტების (N-დიმეთილი და N-ოქსიდი) სახით.

თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.

ჩვენებები:

  • ჩაძინების გაძნელება, ხშირი გამოღვიძებები ღამით და ადრეული გაღვიძება დილით გარდამავალი, სიტუაციური და ქრონიკული უძილობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას. პრეპარატი მიიღება პერორალურად, ძილის წინ.

მოზდილებისათვის რეკომენდებული დოზაა 7.5 მგ.

ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში, აგრეთვე ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, საწყისი დოზა შეადგენს 3.75 მგ-ს. თუ არ აღინიშნა სათანადო თერაპიული ეფექტი, ექიმის დანიშნულების მიხედვით შესაძლებელია დოზის გაზრდა 7.5 მგ-მდე.

18 წლამდე პაციენტებისთვის ოპტიმალის მიღება არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ხშირად – მწარე ან მეტალის გემო პირის ღრუში; შესაძლებელია აგრეთვე პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:

თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკვილი. უფრო ხშირად ასაკოვან პაციენტებში – ცნობიერების დაბინდვა, ანტეროგრადული ამნეზია, ეიფორია, კოშმარული სიზმრები, აგზნებადობა, შფოთვა, ნევროზული მდგომარეობა, აგრესიულობა, დეპრესია, კოორდინაციის დარღვევა, კუნთების ტონუსის დაქვეითება, ტრემორი, კუნთების სპაზმი, პარესთეზიები, მეტყველების დარღვევა;

გულ–სისხლძარღვათა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია;

კანის მხრივ:

ალერგიული რეაქციები, ოფლიანობა, გამონაყარის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის, რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* მიასთენია;

* სუნთქვის უკმარისობა;

* მწვავე ინსულტი;

* აპნოე ძილის დროს;

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ზოპიკლონის უსაფრთხოება ორსულებში დადგენილი არ არის. ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებისთვის ოპტიმალის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ორსულობის III ტრიმესტრში ზოპიკლონის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ახალშობილის ჰიპოთერმია, ძილიანობა და სუნთქვის დათრგუნვა.

* ზოპიკლონი გადადის დედის რძეში, რის გამოც მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

◄პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი ძილიანობა და/ან კოორდინაცის დარღვევა.

◄ოპტიმალის მიღებისას, ისევე, როგორც სედატიური ეფექტის მქონე სხვა საძილე საშუალებების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ფსიქიური და ფიზიკური დამოკიდებულება პრეპარატის მიმართ. დამოკიდებულების განვითარების რისკი მინიმალურია, თუ მკურნალობის ხანგრძლივობა 4 კვირას არ აღემატება. რისკი მატულობს პრეპარატის დოზისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად.

◄პრეპარატისადმი დამოკიდებულების და შეჩვევის რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებსაც გაჩნიათ დამოკიდებულება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიმართ.

◄იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ანტეროგრადული ამნეზია, განსაკუთრებით ძილის შეწყვეტის შემდეგ.

◄ხანდაზმულ და/ან დასუსტებული პაციენტებში ოპტიმალი ინიშნება შემცირებული დოზით ჰიპერსედაციის, თავბრუსხვევის და კოორდინაციის დარღვევის განვითარების რისკის შესამცირებლად. დოზა შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ხანდაზმულებში შეიძლება აღინიშნოს პარადოქსული რეაქციები (უძილობა, კოშმარული სიზმრები, ნევროზული მდგომარეობა, აგზნებადობა, აგრესიულობა, ჰალუცინაციები). მათი გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

◄მიასთენიის, ფსიქიური დეპრესიის, ბრონქიტის, ასთმის, ემფიზემის ან ფილტვების სხვა ქრონიკული დაავადებების, ძილის დროს აპნოეს მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის გაუარესება;

◄თირკმლისა და ღვიძლის მძიმე პათოლოგიების დროს ოპტიმალის გამოყენებისას მატულობს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

◄ოპტიმალი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს დეპრესიის მქონე პაციენტებში, რადგან ზოპიკლონი, სხვა საძილე საშუალებების მსგავსად, არ კურნავს დეპრესიას და შესაძლებელია შენიღბოს დაავადების სიმპტომები.

◄მკურნალობის შეწყვეტამდე საჭიროა დოზის თანდათანობითი შემცირება, რათა შემცირდეს მოხსნის სინდრომის განვითარების რისკი.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბება, ჩვეულებრივ, ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხარისხის დათრგუნვით:

– ძილიანობიდან – კომამდე და დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობაზე.

– შესაძლებელია განვითარდეს ამნეზია, გაუწონასწორობლობა, მხედველობის დაბინდვა, კოორდინაციის დარღევა, აპათია, გაბრუება, ატაქსია.

მკურნალობა: რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სუნთქვის, პულსის და წნევის ნორმალიზებას.

თუ პრეპარატის მიღების შემდეგ დოზის გადაჭარბება სწრაფად დადგინდა, უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. საჭიროა ინტრავენურად სითხეების გადასხმა და ადექტური ვენტილაციის უზრუნველყოფა. ჰემოდიალიზის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი. სტაციონარულ პირობებში ანტიდოტის სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ფლუმაზენილი- ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების ანტაგონისტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ცნს-ის დამთრგუნველმა პრეპარატებმა (საძილე საშუალებები, ალკოჰოლი, ტრანქვილიზატორები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, ნარკოზული და ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება) შესაძლოა გამოიწვიოს ოპტიმალის სედატიური მოქმედების გაძლიერება.

– ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას ოპტიმალის აქტივობა ძლიერდება.

– ზოპიკლონი ამცირებს ტრიმიპრამინის კონცენტრაციას პლაზმაში.

– ერითრომიცინთან ერთად მიღებისას შესაძლებელია გაძლიერდეს ოპტიმალის საძილე ეფექტი.

– კოფეინი აქვეითებს ოპტიმალის ეფექტურობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

ოპერილი – OPERIL – ОПЕРИЛ

საერთაშორისი დასახელება: OXYMETAZOLINE

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ოპერილი ცხვირის სპრეი 0.025%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ……….    0.25 მგ

ოპერილი ცხვირის წვეთები 0.025%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი …………  0.25 მგ

ოპერილი ცხვირის სპრეი 0.05%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი …………  0.5 მგ

ოპერილი ცხვირის წვეთები 0.05%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი …………  0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის წყალბადფოსფატის დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოპერილი შეიცავს ოქსიმეტაზოლინს, რომელიც გამოიყენება როგორც ცხვირის დაცობის საწინააღმდეგო საშუალება. არტერიოლების შევიწროვების შედეგად იგი ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და ცხვირიდან გამონადენს, აღადგენს ცხვირით სუნთქვას, ხსნის ცხვირის და პარანაზალურ ღრუებს (სინუსებს) და სასმენ მილს; ამასთანავე იგი ამცირებს გაციების თანხმლებ სიმპტომებს.

ოპერილი მოქმედებას იწყებს რამდენიმე წუთში, ხოლო ეფექტი გრძელდება 12 საათის განმავლობაში. ოქსიმეტაზოლინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ოპერილი ასევე მოქმედებს სასუნთქი სისტემის ინფექციების გამომწვევ გარკვეულ ვირუსებზე.

ჩვენებები:

  • ოპერილი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
  • გაციებასთან დაკავშირებული რინიტი;
  • ალერგიული რინიტი;
  • რინოსინუსიტი;
  • შუა ყურის ანთება.

მიღების წესი და დოზირება:

ოპერილი წვეთები/ სპრეი 0.05%:

ბავშვებში 7 წლიდან და მოზარდებში: 1-2 შესხურება/წვეთი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.

ოპერილი წვეთები/სპრეი 0.025%:

ბავშვებში 2 წლიდან 7 წლამდე: 1-2 შესხურება/წვეთი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.

თვითმკურნალობის შემთხვევაში ოპერილი გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული დოზით და არა უმეტეს 5-7 დღის განმავლობაში. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

დოზის გამოტოვება: რეკომენდებულია, რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული შემდეგი დოზა; თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის  მიღების დრო, პაციენტმა უნდა გამოტოვოს აღნიშნული დოზა და გააგრძელოს ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი; გამოტოვებულის ნაცვლად არ გამოიყენება გაორმაგებული დოზა.

მკურნალობის შეწყვეტა: იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ცხვირის დაცობა.

გვერდითი მოვლენები:

ოპერილის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

გულის და ვენების მხრივ გამოვლენილი სისტემური გვერდითი მოვლენები, როგორიც არის ჰიპერტენზია, გულის ფრიალი, ბრადიკარდია, ძალიან იშვიათია.

კიდევ უფრო იშვიათია ნერვული სისტემის მხრივ გამოვლენილი ეფექტები, როგორიც არის: ნევროზი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა.

იშვიათად: ცხვირის ლორწოვანის გარდამავალი სიმშრალე ცხვირში წვის შეგრძნება, პირის და ხახის სიმშრალე, ცემინება.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გაუარესების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოქსიმეტაზოლინის ან ოპერილში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ;

* ცხვირის ლორწოვანის ატროფიული ანთება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ოპერილი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

ოპერილი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

◄გულის ქრონიკული უკმარისობა;

◄ჰიპერტენზია;

◄არითმიები;

◄ვიწროკუთხოვანი გლაუკომა;

◄პროსტატის ჰიპერტროფია;

◄პორფირია;

◄შაქრიანი დიაბეტი;

◄ჰიპერთიროიდიზმი.

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ მკურნალი ექიმის  მეთვალყურეობით.

არ შეიძლება მედიკამენტის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენება.

მანქანის და სხვა მექანიზმის მართვა: რეკომდებული დოზის მიღების შემთხვევაში, ოპერილი არ მოქმედებს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის მიღების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი მოვლენები: ცხვირში წვის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის გამოშრობა და ცემინება. პრეპარატის დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, თავის ტკივილი, გუგების შევიწროება, არტერიული წნევის დარღვევა, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, ჰიპოთერმია და ცნობიერების დარღვევა.

ჩვეულებრივ აღნიშნული სიმპტომები ქრება 12-36 საათში, დოზის შემცირების შემდეგ. თუ მოზრდილი ან ბავშვი შეცდომით პერორალურად მიიღებს პრეპარატს, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ საჭიროა სამედიცინო ჩარევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ის ამჟამად იღებს ან წარსულში იღებდა ურეცეპტოდ გასაყიდი მედიკამენტების ჩათვლით.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ან მაპროტილინს, ოქსიმეტაზოლის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება. პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ MAO-ინჰიბიტორებს, მოსალოდნელია ჰიპერტონული კრიზის განვითარება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

ონოციდი – ONOCID – ОНОЦИД

საერთაშორისი დასახელება:

OMEPRAZOLE

მწარმოებელი: LARK LABORATOIRES

მოქმედი ნივთიერება: ომეპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების  სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 60 ც.

1 კაფს.

ომეპრაზოლი ……… 20 მგ

 

ვრცლად ომეპრაზოლი

Don`t copy text!