Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 514

ოლიგოვიტი ® – OLIGOVIT® – ОЛИГОВИТ®

პრეპარატის დაპატენტებული დასახელება , ფარმაცევტული ფორმა :

ოლიგოვიტი ® შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერებების შემცველობა : ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :

 

ვიტამინი A ( რეტინოლ აცეტატის სახით 500 000 სე / გრ )  …………5000 სე
ვიტამინი D3 ( ქოლეკალციფეროლი )  …………………………………500 სე
ვიტამინი E ( α – ტოკოფეროლ აცეტატის 50% DC სახით ) ………….12,5000 მგ
ვიტამინი B1 ( თიამინ ჰიდროქლორიდი ) ………………………….5,0000 მგ
ვიტამინი B2 ( რიბოფლავინი )  ………………………………….5,0000 მგ
ვიტამინი ჩ ( ასკორბინის მჟავა ) ………………………………….100,000 მგ
კალციუმის ჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი ………………………..200,000 მგ
რკინა ( გამომშრალი რკინ (II)- სულფატის სახით ) ………………..10,000 მგ
მაგნიუმი ( მაგნიუმის მძიმე ოქსიდის სახით ) ………………………3,0000 მგ
კალიუმი ( კალიუმის სულფატის სახით )  …………………………..2,5000 მგ
თუთია ( თუთიის სულფატის ჰეპტაჰიდრატის სახით ) ………………0,7500 მგ
სპილენძი ( სპილენძი (II)- სულფატის პენტაჰიდრატის სახით ) ……0,5000 მგ
მანგანუმი ( მანგანუმ (II)- სულფატის მონოჰიდრატის სახით ) …..0,5000 მგ
ფტორი ( ნატრიუმის ფტორიდის სახით ) ………………………0,5000 მგ
მოლიბდენი ( ნატრიუმის მოლიბდატ დიჰიდრატის სახით ) …..0,1000 მგ
კობალტი ( კობალტ (II)- სულფატის სახით ) …………………0,0500 მგ
ვიტამინი PP ( ნიკოტინამიდი ………………………………….50,0000 მგ
კალციუმის პანთოტენატი ……………………………………….10,000 მგ
ვიტამინი B6 ( პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი )  …………….2,5000 მგ
ვიტამინი B12 ( ციანკობალამინი ) ……………………………0,0025 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მონოჰიდრატ ლაქტოზა ; ჟელატინი ; მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი ( E 128 ); სტეარინის მჟავა ; ტალკი ; ევდრაჟიტი L 12,5; ევდრაჟიტი შ 12,5; სიმინდის სახამებელი ; შელაკი ყვითელი ; საქაროზა ; აკცია ; კარმოიზინის საღებავი ( E 122 ); საღებავი “ყვითელი დაისი”( E 110 ); კარნაუბის ცვილი; თეთრი ცვილი .

აღწერა:

მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი წითელი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინების კომპლექსი. კომბინირებული პრეპარატი.

ფარმაკოთერაპიული თვისებები:

ოლიგოვიტის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ზრდის პროცესისათვის, ორგანიზმის განვითარებისა და ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან ისინი უშუალოდ მონაწილეობას ღებულობენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესში .

ჩვენებები:

ორგანიზმის მიერ ვიტამინებისა და მინერალების არასაკმარისი რაოდენობით მიღების დროს , ორგანული ხასიათის დაავადების დროს ( კიბო , იმუნოდეფიციტის სინდრომი );

ვიტამინებისა და მინერალების არასათანადო რეზორბცია ( დაქვეითებული აბსორბციის სინდრომი , ნაწლავის ტრაქტის დაავადებები , ფისტულის არსებობა , კრონის დაავადება ; ერთდროული მიღება პრეპარატებისა , რომლებიც ამცირებენ ვიტამინებისა და მინერალების რესორბციას ).

-გამოჯანმრთელების პერიოდში – გადატანილი დაავადების შემდეგ (როდესაც მაგალითად აღინიშნება ანორექსიისა და კახექსიის სიმპტომები ), ქიმიო – და რადიოთერაპიის შემდეგ ;

ქირურგიული ჩარევების შემდეგ , როდესაც კვება არაადექვატურია :

დიეტის ცალკეული სახეობების დროს ( დიეტა პაციენტებისათვის თირკმლების დაავადებებით , დიეტა გასახდომად , როდესაც შეზღუდულია კვების გარკვეული პროდუქტების მიღება );

ვიტამინებისა და მინერალების მიმართ ორგანიზმის პათოლოგიური ( ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატებული შემცველობა , სტრესი ) და ფიზიოლოგიური ( ზრდის პროცესი , ორსულობა , ლაქტაცია ) ხასიათის მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში .

უკუჩვენებები:

კალციუმის მომატებული შემცველობა ( ჰიპერკალციემია );

დარღვევები , რომლებიც იწვევენ ორგანიზმში რკინის დაგროვების პროცესს ( მაგ . ჰემოქრომატოზი );

მომატებული მგრძნობელობა საქაროზისა და ლაქტოზის მიმართ .

განსაკუთრებული მითითებები:

ოლიგოვიტ – თან ერთად არ შეიძლება სხვა მულტივიტამინური პრეპარატების მიღება .

ვინაიდან პრეპარატი შეიცავს რკინას , ბავშვებში მისი დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილე, ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით .

შაქრიანი დიაბეტის   შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან მის შემადგენლობაში შედის საქაროზა და სორბიტოლი .

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება:

ექიმის რეკომენდაციით პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ოლიგოვიტის შემაგენლობაში შემავალი რკინა და თუთია , ამცირებენ ტეტრაციკლინების ჯგუფში შემავალი ანტიბიოტიკების რეზორბციას .

დოზირება და მიღების წესი:

ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობა სითხის მიყოლებით . ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება შეიძლებ 30 დღის განმავლობაში , მკურნალობის გაგრძელების საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია მიმართოთ ექიმს .

ოლიგოვიტი არ ენიშნებათ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს .

პრეპარატი   მიიღება პერორალურად .

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის   ჭარბი დოზირების შემთხვევები არ აღინიშნება . პრეპარატის დიდი რაოდენობის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს გულისრევა , ღებინება , ფაღარათი , ტკივილი მუცელში , ამოღებინებულ მასაში სისხლის არსებობა , სისხლდენები მსხვილი ნაწლავის ბოლოში . აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას , რომლებიც ოლიგოვიტის შემადგენლობაში შემავალი რკინის ჭარბ დოზირებაზე მიუთითებს , დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად .

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის დოზირების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება .

შეფუთვა:

30 შემოგარსული ტაბლეტი (3 ბლისტერი ).

შენახვა: ინახება 250C- მდე ტემპერატურის პირობებში , ბავშვებისაგან დაცულ ადგილას .

ვარგისიანობა:

3 წელი .

გაცემის რეჟიმი:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე .

მწარმოებელი :

გალენიკა ა . დ ., ბატაინიჩკი დრუმ ბ . ბ ., 11080 ბელგრადი – ზემუნი , სერბეთი .

ოლზაპი – OLZAP – ОЛЗАП

საერთაშორისო დასახელება:

OLANZAPINE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ოლანზაპინი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

ოლანზაპინი ………………5 მგ

1 ტაბ.

ოლანზაპინი ……………10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოლანზაპინი ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალებაა, რომელსაც ახასიათებს მთელ რიგ რეცეპტორულ სისტემაზე ფართო ფარმაკოლოგიური მოქმედება.

დადგენილია ოლანზაპინის მსგავსება სეროტონინო 5-HT2A/C; 5-HT3, 5-HT6; დოფამინო D1, D2, D3, D4, D5 ; მუსკარინულ M1-5; ადრენერგულ α1 და ჰისტამინო-H1 რეცეპტორებისადმი. გამოვლენილია ანტაგონიზმი ოლანზაპინსა და 5HT, დოფამინო- და ქოლინო-რეცეპტორებს შორის. ოლანზაპინს ახასიათებს უფრო მეტად გამოხატული აქტივობა სეროტონინო 5HT2 რეცეპტორებისადმი, ვიდრე დოფამინო-D2 რეცეპტორებისადმი. ოლანზაპინი შერჩევითად ამცირებს მეზოლიმბური დოფაინერგული ნეირონების აგზნებადობას, ამავდროულად უმნიშვნელო გავლენას ახდენს მოტორული ფუნქციის მარეგულირებელ სტრიარულ ნერვულ გზებზე.

ოლანზაპინის შედარებით ნაკლები დოზა აქვეითებს პირობით დაცვით რეფლექსს (ანტიფსიქოზური აქტივობის მახასიათებელი ტესტი), ვიდრე დოზა, რომელიც იწვევს აკატალეფსიას (მოშლილობა, რომელიც აისახება მოტორულ ფუნქციაზე). ანქსიოლიზური ტესტის ჩატარებისას, სხვა ნეიროლეფსიური საშუალებებისგან განსხვავებით, ოლანზაპინი აძლიერებს განგაშის საწინააღმდეგო ეფექტს.

შიზოფრენიით დაავადებულებში კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოლანზაპინი უზრუნველყოფს როგორც პროდუქტიული (ბოდვა, ჰალუცინაცია და სხვ.) ასევე ნეგატიური მოშლილობების რედუქციას.

ფარმაკოკინეტიკა:

ოლანზაპინი პერორალური მიღების შემდეგ კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 5-8. საათში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. T1/2 შეადგენს საშუალოდ 33 (12-47) საათს. ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები განსხვავებულია პაციენტის სქესის, ასაკის მიხედვით და თამბაქოს მომხმარებლებში.

ჩვენებები:

ოლანზაპინი ინიშნება:

  • შიზოფრენიისა და სხვა ფსიქოზური მოშლილობების მწვავე შეტევების კუპირებისა და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის მიზნით, რომელიც ვლინდება პროდუქტიული (ბოდვა, ჰალუცინაცია, ავტომატიზმი) და/ან ნეგატიური (ემოციური და სოციალური აქტივობის დაქვეითება, მეტყველების სიმწირე) სიმპტომატიკით. ასევე, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული აფექტური მოშლილობების დროს;
  • ბიპოლარული აფექტური მოშლილობების სამკურნალოდ, მწვავე მანიაკალური და შერეული ტიპის შეტევების დროს, ფსიქოზური გამოვლინებებით და ფაზების სწრაფი მონაცვლეობით ან მათ გარეშე.

მიღების წესი და დოზირება:

შიზოფრენია და მსგავსი ფსიქოზური მოშლილობები:

ოლანზაპინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ.

საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე.

ოლანზაპინის დღიური თერაპიული დოზა მერყეობს 5-20 მგ-ის ფარგლებში. დღიური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტანდარტული დღიური დოზის (10 მგ) გაზრდის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის შესაბამისი კლინიკური გამოკვლევის ჩატარება.

ბიპოლარული მოშლილობები:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს დღეში ერთხელ.

დღიური თერაპიული დოზა მერყეობს 5-20 მგ-ის ფარგლებში, დღიური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტანდარტული დღიური დოზის (15 მგ) გაზრდის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის შესაბამისი კლინიკური გამოკვლევის ჩატარება. დოზის მატება უნდა მოხდეს თანდათანობით 24 საათიანი ინტერვალებით.

დოზის შერჩევა სხვადასხვა ჯგუფის პაციენტებისათვის:

ასაკოვან პაციენტებში, ასევე პაციენტებში თირკმლების მძიმე უკმარისობით ან ღვიძლის ფუნქციების საშუალო სიმძიმის უკმარისობით, პრეპარატი ინიშნება საწყისი დღიური დოზით 5 მგ. საწყისი დოზის შემცირება რეკომენდებულია პაციენტებში რისკ-ფაქტორების კომბინაციით (მდედრობითი სქესის პაციენტები, ასაკოვანი და არამწეველები), როდესაც მოსალოდნელია ოლანზაპინის მეტაბოლიზმის შენელება.

18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში ოლანზაპინის მოქმედება შესწავლილი არ არის.

გვერდითი მოვლენები:

ოლანზაპინის ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება ძილიანობა და წონის მატება.

ასევე გამოვლენილია პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის მცირედ გამოხატული და ტრანზიტორული მატება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ოლანზაპინის მოხსნის გარეშე უბრუნდება ნორმას.

ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება თავბრუსხვევა, ასთენია, აკატიზია, მადის გაძლიერება, პერიფერიული შეშუპება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, პირის სიმშრალე, ყაბზობა, იშვიათად ვლინდება ტრანზიტორული, უსიმპტომოდ მიმდინარე ღვიძლის ტრანსამინაზების მატება, ერთეულ შემთხვევაში – პლაზმაში გლუკოზის დონის ზრდა ან ეოზინოფილია.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ოლანზაპინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესწავლილი არ არის. ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს;

* ხოლო ლაქტაციის პერიოდში ოლანზაპინის გამოყენებისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

* ოლანზაპინის (ისევე როგორც სხვა ნეიროლეფსიური საშუალებების) გამოყენებისას შესაძლებელია ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარება, რაც გულისხმობს:

ტემპერატურის მატებას, კუნთების რიგიდობას ფსიქიკური სტატუსის და ვეგეტატიური დარღვევების გამოვლინებას (არასტაბილური პულსი და არტერიული წნევა, ტაქიკარდია, არითმია, ოფლდენის გაძლიერება). დამატებით შესაძლებელია – კრეატინოფსოფოკინაზას დონის მატება, მიოგლობინურია (რაბდომიოლიზი) და თირკმლების მწვავე უკმარისობა. აღნიშნული სინდრომის ნებისმიერი კლინიკური სიმპტომების გამოვლინება მოითხოვს ოლანზაპინის მოხსნას.

* ჰალოპერიდოლთან შედარებით, ოლანზაპინი გაცილებით იშვიათად იწვევს დისკინეზიას, რომელიც მედიკამენტის მოხსნას მოითხოვს. თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია გვიანი დისკინეზიის გამოვლინების რისკი. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. გვიანი დისკინეზიის სიმპტომები შესაძლებელია გაღრმავდეს ან გამოვლინდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგაც.

* ოლანზაპინით მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლებელია გამოვლინდეს გარდამავალი, უსიმპტომოდ მიმდინარე ღვიძლის ტრანსამინაზების (ასპარტატამინოტრასფერაზა და ალანინამინოტრანსფერაზა) დონის მატება. ამ შემთხვევაში, განსკუთრებული ყურადღება ექცევათ პაციენტებს ღვიძლის ფუნქციური უკმარისობით ან პაციენტებს, რომლებიც იღებენ პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებს. ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება მოითხოვს პაციენტებზე განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროებისას დოზის შემცირებას.

* ოლანზაპინი სიფრთხილით ენიშნება პაციენტებს ანამნეზში ეპილეფსიური გულყრების არსებობისა ან პაციენტებს კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრით.

* ოლანზაპინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში:

ლეიკოციტების და/ან/ ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობით (სხვადასხვა მიზებით გამოწვეული), ანამნეზში მედიკამენტების მიღების ფონზე ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით/ტოქსიკური დარღვევით, ანამნეზში რადიოთერაპიით, ქიმიოთერაპიით ან თანმხლები დაავადებებით გამოწვეული ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით, ჰიპერეოზინოფილიით ან მიელოპროლიფერაციული დაავადებით.

* ოლანზაპინით მკურნალობის ფონზე გვერდითი ეფექტების სახით იშვიათად ვლინდება ანტიქოლინერგული აქტივობა. მიუხედავად ამისა, სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით, ნაწლავის პარალიზური გაუვალობით, დახურულკუთხოვანი გლაუკომით და სხვა.

* ოლანზაპინმა თეორიულად შესაძლებელია დათრგუნოს დოფამინის აგონისტების მოქმედება. ოლანზაპინი სიფრთხილით ინიშნება ცენტრალური მოქმედების სხვა პრეპარატებთან და ალკოჰოლთან ერთად.

* ოლანზაპინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

* ოლანზაპინის კლირენსი მატულობს თამბაქოს მომხმარებლებსა და პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბამაზეპინს.

* ერთჯერადად მიღებული ოლანზაპინი გავლენას არ ახდენს შემდეგი პრეპარატების მეტაბოლიზმზე: იმიპრამინი ან მისი მეტაბოლიტი დეზიპრამინი, ვარფარინი, თეოფილინი, დიაზეპამი, ასევე – ლითიუმი და ბიპერიდინი.

* ეთანოლთან კომბინაციაში შესაძლებელია ოლანზაპინის სედატიური ეფექტის გაძლიერება.

* ერთჯერადად მიღებული ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები ან ციმეტიდინი გავლენას არ ახდენენ პერორალურად მიღებული ოლანზაპინის ბიოშეღწევადობაზე.

* აქტივირებული ნახშირი 50-60%-ით ამცირებს ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას.

* ფლუოქსეტინი ზრდის ოლანზაპინის მაქსიმალურ კონცენტრაციას და ამცირებს მის კლირენსს.

* ოლანზაპინსა და ვალპროატის მჟავას შორის კლინიკური მნიშვნელობის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთგავლენა ნაკლებად მოსალოდნელია.

ჭარბი დოზირება:

ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია: ტაქიკარდია, აგზნებადობა/აგრესიულობა, არტიკულაციის მოშლა, ექსტრაპირამიდული დარღვევები და ცნობიერების სხვადასხვა სიმძიმის დარღვევა (სედატიური ეფექტიდან კომამდე).

კლინიკური მნიშვნელობის სხვა გამოვლინებებს მიეკუთვნება დელირია, კრუნჩხვა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, სუნთქვის დათრგუნვა, ასპირაცია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, არითმია, გულისა და სუნთქვის გაჩერება.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ღებინების ხელოვნურად გამოწვევა რეკომენდებული არ არის. ნაჩვენებია დეზინტოქსიკაციის სტანდარტული მეთოდები (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, რაც ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას ამცირებს 50-60%-ით).

კლინიკური სურათიდან გამომდინარე ინიშნება სიმპტომური თერაპია, ტარდება სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციათა კონტროლი (არტერიული ჰიპოტენზიისა და სისხლძარღვოვანი კოლაფსის თერაპია, სუნთქვის ფუნქციის კონტროლი).

! არ ინიშნება ეპინეფრინი, დოფამინი ან სხვა ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტი სიმპათომიმეტური საშუალებები, ვინაიდან შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზიის გაღრმავება გამოიწვიონ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ოკომისტინი ® – OKOMISTINI ® – ОКОМИСТИН ®

რეგისტრაციის ნომერი ЛСР-004896/09

ჯგუფის დასახელება :ბენზილდიმეთილ-მირისტოილამინო- პროპილამონიუმი

ქიმიური დასახელება: ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ]ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი (Benzyldimethyl[3-(myristoylamino) propyl ] ammonium chloride monohydrate)

წამლის ფორმა თვალის წვეთები

შემადგენლობა 100 მლ

აქტიური ნივთიერება: ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ]ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 0,01 გ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი – 0,90 გ, გასუფთავებული წყალი 100 მლ-მდე.

წამლის ფორმის აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.

ათქ კოდი S01АХ

ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა :

პრეპარატ ოკომისტინი თვალის წვეთების ძირითად მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ანტისეპტიური საშუალება ბენზილდიმეთილ-მირისტოილამინო- პროპილამონიუმი, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი, აერობული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ, რომლებიც არიან მონოკულტურების და მიკრობული ასოციასიების სახით, ანტიბიოტიკებისადმი პოლირეზისტენტული ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით.

პრეპარატი მოქმედებს ქლამიდიებზე, პათოგენურ სოკოებზე, ასევე ჰერპესის ვირუსებზე, ადენოვირუსებზე. პრეპარატი უფრო აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების მიმართ. პრეპარატის ზემოქმედებით ქვეითდება ბაქტერიების და სოკოების მდგრადობა ანტიბიოტიკებისადმი.

მიღების ჩვენებები: ოკომისტინის თვალის წვეთების გამოყენება რეკომენდებულია მწვავე და ქრონიკული კონიუნქტივიტის, ბლეფაროკონიუნქტივიტის, კერატიტის, კერატოუვეიტის დროს; ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჩირქოვან-ანთებითი გართულებების პროფილაქტიკისათვის, ასევე თვალის ტრავმის მკურნალობისას.

პედიატრიულ პრაქტიკაში: ბავშვებში 3 წლის ასაკიდან გამოიყენება ბაქტერიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ.

წინააღმდეგჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. 3 წლამდე ბავშვთა ასაკი. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში 3 წლის ასაკიდან შესაძლებელია ბაქტერიული კონიუნქტივიტის ჩვენებით, სხვა ჩვენებებით შეზღუდვა რჩება 18 წლამდე.

ორსულობა და ძუძუთი კვება.

გამოყენების წესი და დოზები:

ადგილობრივი გამოყენებისათვის. მკურნალობის მიზნით, პრეპარატ ოკომისტინს, თვალის წვეთებს, იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში 1-2 წვეთს 4-6 ჯერ დღე-ღამეში კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე.

პროფილაქტიკის მიზნით, პრეპარატს იწვეთებენ 2-3 ჯერ დღე-ღამეში ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდეგ 1-2 წვეთს 3 ჯერ დღე-ღამეში 10-15 დღის განმავლობაში.

პედიატრიულ პრაქტიკაში, ბაქტერიული კონიუნქტივიტების სამკურნალოდ, ბავშვებში 3 წლის ასაკიდან ოკომისტინს იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში 1 წვეთს 6 ჯერ დღე-ღამეში 7-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი წვის შეგრძნება, დისკომფორტი, რომლებიც გაივლის თავისთავად 15-20 წუთში და პრეპარატის მოხსნას არ საჭიროებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: კვლევა პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ ჩატარებულა.

განსაკუთრებული მითითებები : პრეპარატ ოკომისტინის თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ, საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა და ჩაწვეთების შემდეგ არანაკლებ 15 წუთის შემდეგ გაკეთება. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თვალში ჩაწვეთების შემდეგ თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს და კარგ მხედველობას.

გამოშვების ფორმა : ოკომისტინი, თვალის წვეთები, 10 მლ პოლიმერულ ფლაკონში, დახუფული საწვეთურიანი საცობით და ხრახნიანი თავსახურით, პირველი გახსნის კონტროლით.

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ვარგისიანობის ვადა გახსნის შემდეგ – 1 თვე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: შპს “ინფამედ კ” 238420, რუსეთი, კალინინგრადის ოლქი, ბაგრატიონოვსკის რაიონი, ქ. ბაგრატიონოვსი, კომუნალის ქ. სახლი 2, ტელ. (495) 775-83- 20

პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია: შპს “ინფამედ კ” 238420, რუსეთი, კალინინგრადის ოლქი, ბაგრატიონოვსკის რაიონი, ქ. ბაგრატიონოვსი, კომუნალის ქ. სახლი 2, ტელ. (495) 775-83- 20

ოვესტინი – OVESTIN – ОВЕСТИН

საერთაშორისო დასახელება:

ESTRIOL

მწარმოებელი: ORGANON

მოქმედი ნივთიერება: ესტრიოლი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ესტროგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური კრემი: ტუბში 15გ.

1გ

ესტრიოლი …………   1მგ

ვაგინალური სანთლები: შეფუთვაში 15ც.

1 სანთელი

ესტრიოლი ………….  500მკგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ადამიანის ორგანიზმში სინთეზირებული  ესტროგენი; ხვდება სისხლის ნაკადში წარმოქმნის კომპლექსს სპეციფიურ რეცეპტორებთან (საშვილოსნოში, საშოში, შარდგამომყოფ არხში, გულმკერდის ჯირკვალში, ღვიძლში, ჰიპოთალამუსში, ჰიპოფიზში), ახდენს დნმ–ის და პროტეინების სინთეზს. ხასიათდება სელექტიური მოქმედებით, უპირატესად საშოს ყელზე, საშოზე, ვულვაზე, იწვევს საშოსა და საშვილოსნოს ყელის ეპითელის პროლიფერაციას, ასტიმულირებს მის სისხლით მომარაგებას, პრემენოპაუზისა და მენოპაუზის დროს უზრუნველყოფს ეპითელის აღდგენას მისი ატროფიული ცვლილებისას, ნორმაში მოჰყავს საშოს Ph, საშოს მიკროფლორა, ამაღლებს მისი ეპითელის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური და ანთებითი პროცესებისადმი, ახდენს გავლენას ცერვიკალური ლორწოს რაოდენობაზე და ხარისხზე.

ენდომეტრიუმზე გავლენა უმნიშვნელოა (უმნიშვნელოა საშოსმიერი სისხლდენის რისკი). ახდენს ჰიპოლიპიდემიურ მოქმედებას, უმნიშვნელოდ ზრდის სისხლში ბეტა ლიპოპროტეინების კონცენტრაციას, ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას, ასტიმულირებს ღვიძლის მიერ გლობულინების გამომუშავებას, ბოჭავს სასქესო ჰორმონებს, რენინს, მაღალის სიმკვრივის ლიპოპროტეინებს და სისხლის შემდედებელ ფაქტორებს. იმის გამო, რომ მონაწილეობას ღებულობს დადებითი და უარყოფითი უკუკავშირის რეალიზებაში, ჰიპოთალამო–ჰიპოფიზალურ–ოვარიულ სისტემაში, ესტრადიოლს უნარი აქვს გამოიწვიოს ზომიერად გამოხატული ცენტრალური ეფექტი; ასტიმულირებს პარასიმპატომიმეტიკურ რეაქციებს.

ჩვენებები:

ჩანაცვლებითი თერაპია, საკვერცხეების ჰიპოფუნქცია (პირვალადი და მეორეული ამენორეა, ჰიპომენორეა, დისმენორეა), უნაყოფობა, დაკავშირებული ცერვიკალურ ფაქტორებთან, ვაგინიტი (გოგონებში და ხანდაზმულებში), ჰიპოგენიტალიზმი, სასქესო ინფანტილიზმი, ხანდაზმულებში კოლპიტი, კლიმაქტერული სინდრომი („ალები“ სხეულის ზედა ნაწილში, მომატებული ოფლიანობა, ძილის დარღვევა, გაღიზიანებულობა, დეპრესია, გულმავიწყობა, კანისა და ლორწოვანი გარსისი დეგენერაციული ცვლილება – ფრჩხილების მტვრევადობა, კანის განლევა, ნაოჭების წარმოქმნა, შარდსასქესო გზების ლორწოვანის სიმშრალე, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი, ატროფიული ცისტიტი, ვულვის ქავილი, საშოსმიერი წყლულები, საშოსმიერი ნაწოლები, ვულვის კრაუროზი; ენურეზი (დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით), წინა– და ოპერაციის შემდგომი თერაპია პოსტმენოპაუზურ პერიოდში საშოს მხრივი მიდგომისას ოპერაციული ჩარევის დროს; საშოსა და საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა, ესტროგენდამოკიდებული ავთვისებიანი წარმონაქმნი ან ეჭვი მასზე, უჩვეულო ან არადიაგნოსტირებული გენიტალური ან საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, თრომბოფლებიტი ან თრომბოემბოლიური დაავადება აქტიურ ფაზაში.

სიფრთხილით: თრომბოფლებიტი, თრომბოზი ან თრომბოემბოლია (ანამნეზში ესტროგენის მიღების ფონზე); ოჯახური ჰიპერლიპოპროტეინემია, პანკრეატიტი, ენდომეტრიოზი, ანამნეზში ნაღვლის ბუშტის დაავადება (განსაკუთრებით ქოლელითიაზი), ღვიძლის მძიმე უკმარისობა, სიყვითლე (მათ შორის ანამნეზში ორსულობის დროს განვითარებული), ღვიძლის პორფირია, ლეიომიომა, ჰიპერკალციემია, ასოცირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს განვითარებულ ძვლოვან მეტასტაზებთან.

გვერდითი მოქმედება:

სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, მგრძნობელობის მომატება და ზომაში გაზრდა, ამენორეა, ძლიერი სისხლდენა, მენორაგია, მენსტრუაციათაშორისი ლორწოვანი გამონადენი საშოდან, სარძევე ჯირკვლების სიმსივნე, ლიბიდოს მომატება. პერიფერიული შეშუპება, ნაღვლის ბუშტის ობსტრუქცია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი. ნაწლავური ან ნაღვლის ბუშტის ჭვალი, მეტეორიზმი, ანორექსია, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (მათ შორის შაკიკი), კონტაქტური ლინზების აუტანლობა, ღებინება (ძირითდად ცენტრალური წარმოშობის, უფრო ხშირად დიდი დოზების მიღებისას).

სარძევე ჯირკვლისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას (დამატებით): თრომბოემბოლია, თრომბოზი.

მიღების წესი და დოზირება:

შინაგანად. დღეღამური დოზა პერორალური მიღებისას არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ. პათოლოგიური სიმპტომებისას, დაკავშირებული ესტროგენულ უკმარისობასთან, პრემენოპაუზის პერიოდში – 1.5–2მგ/დღ, 10 დღის მანძილზე, შემდგომი 20 დღიანი შესვენებებით; სიმპტომების შესუსტებისას რეკომენდებულია მიღების ხანგრძლიობა შემცირდეს თვეში 7 დღემდე.

პათოლოგიური სიმპტომებისას, დაკავშირებული ესტროგენულ უკმარისობასთან, მენოპაუზის პერიოდში – 0.5–1 მგ/დღ, 20 დღის მანძილზე, შემდგომი 7 დღიანი შესვენებით; სიმპტომების შესუსტებისას – თვეში 7 დღე. მკურნალობის გაგრძელება საჭიროა 6 თვის მანძილზე. აუცილებლობისას კუნთში 1მგ/დღ.

დეგენერაციული სიმპტომებისას, დაკავშირებული ესტროგენულ უკმარისობასთან, 1–2მლ/დღ; მდგომარეობის გაუმჯობესებისას რეკომენდებულია დღეღამური დოზის შემცირება 0.5მგ–მდე. ვულვის კრაუროზის დროს, ვულვის ქავილისას – 0.5–1მგ/დღ ესტრიოლის მაზთან ერთად. ხანდაზმულთა კოლპიტისას დღეღამური დოზა – 1მგ; მდგომარეობის გაუმჯობესებისას დოზა მცირდება 0.5 მგ – მდე/დღ. საშოს ნაწოლის დროს დღეღამური დოზა შეადგენს – 0.5 მგ. განსაკუთრებულ გაჭიანურებულ შემთხვევაში – კუნთში 1მგ დოზით. შარდის შეუკავებლობისას – 1მგ/დღ, 20დღის მანძილზე.

საშოს სუპოზიტორია – 0.5მგ/დღ 2–ჯერ ყოველდღიურად პირველ 2–3 კვირას, შემდეგ ნელ–ნელა ამცირებენ დოზას 0.5მგ– მდე/დღ, კვირაში 2–ჯერ.

კრემი – ინტრავაგინალურად, 0.5მგ/დღ, ყოველდღიურად მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, თანდათანობით შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლით (0.5 მგ/დღ 2–ჯერ კვირაში).

განსაკუთრებული მითითებები:

ესტროგენებით ხანგრძლივი მკურნალობისას ნაჩვენებია სისტემატური სამედიცინო გამოკვლევა. მიღების წინ და ყოველ 6 თვეში მკურნალობა ტარდება საფუძვლიანი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკველევის შემდეგ, სარძევე ჯირკვლების ჩათვლით.

ურთიერთქმედება:

აძლიერებს ჰიპოლიპიდემიური საშუალებების მოქმედებას. ასუსტებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ანტიკოაგულანტების, ანტიდეპრესანტების, დიურეტიკების, ჰიპოტენზიური, ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების ეფექტს. ბარბიტურატები, ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებები (კარბამაზეპინი, ფენიტოინი) აძლიერებენ სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმს. ანტიბიოტიკები (ამპიცილინი, რიფამპიცინი), ზოგადი ანესთეზიის სამკურნალო საშუალებები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ანქსიოლიტიკები, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ზოგიერთი ჰიპოტენზიურები, ეთანოლი აქვეითებს ეფექტურობას. ფოლიუმის მჟავა და ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები აძლიერებენ ესტრიოლის მოქმედებას.

ოვარიუმ კომპოზიტუმი – OVARIUM COMPOSITUM – ОВАРИУМ КОМПОЗИТУМ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Ovarium D8 ………………………………..1 მლ
Placenta D10 ……………………………….1 მლ
Uterus D10 …………………………………1 მლ
Salpinx D10 ………………………………..1 მლ
Hypophysis D13 ……………………………1 მლ
Cypripedium D6 ……………………………1 მლ
Lilium tigrinum D14 ……………………….1 მლ
Pulsatilla D18 ………………………………1 მლ
Aquilegia vulgaris D4 ……………………..1 მლ
Sepia D10 …………………………………..1 მლ
Lachesis D10 ……………………………….1 მლ
Apisinum D8 ………………………………..1 მლ
Kreosotum D8 ………………………………1 მლ
Bovista D6 …………………………………..1 მლ
Ipecacuanha D6 ……………………………1 მლ
Mercurius solubilis
Hahnemanni D10 ………………………….
1 მლ
Hydrastis D4 ………………………………..1 მლ
Acidum ciraconiticum D10 ………………..1 მლ
Magnesium phosphoricum D10 ………….1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.

ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • დაცვითი მექანიზმების, ჯირკვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის სტიმულაცია დისმენორეის, პარამეტრიტის, მიომეტრიტის, ენდომეტრიტის, ენურეზის და პროგრესირებადი დისტროფიისას (გოგონებში);
  • კლიმაქსის;
  • დაუცხრომელი პირღებინების;
  • ჰიპოფიზის წინა წილის უკმარისობისას ქალებში;
  • ვულვის კრაუროზის;
  • მასტოდინიის;
  • ოსტეომალაციის;
  • მენორაგიისას, აგრეთვე,
  • მეტაბოლიზმის სხვადასხვა დარღვევების დროს ხანდაზმულობისას არსებული ჩივილების ჩათვლით;
  • პრეპარატი ეფექტურია გერიატრიაში გამოსაყენებლად;
  • აგრეთვე, როგორც დამხმარე საშუალება, გარკვეული ცხელებით მიმდინარე დაავადებების, ფრიგიდულობის და ფსიქიური მოშლილობისას, პრეკანცეროზზე ეჭვის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე შემთხვევაში 1 ამპულა ყოველდღიურად;

სხვა შემთხვევაში – 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ კანქვეშ, კუნთებში; აუცილებლობისას – ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

ნერწყვის გამოყოფის გაძლიერებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ოდესტონი – ODESTON – ОДЕСТОН

საერთაშორისო დასახელება: HYMECROMONE

მწარმოებელი: Pharmaceutical work POLFA in Pabianice, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ჰიმეკრონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ნაღველმდენი და სპაზმოლიზური მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ჰიმეკრონი ………………..       200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოდესტონი წარმოადგენს ნაღველმდენ საშუალებას. იგი ოდის სფინქტერზე ავლენს სელექტიურ სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს ნაღვლის შეგუბების სიმპტომების კუპირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ჰიმეკრომონი ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 2-3 სთ-ის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს. ჰიმეკრომონი გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები:

  • ვირუსული ჰეპატიტით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით და სხვა ქიმიური ნაერთებით მოწამვლის შედეგად გამოწვეული ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობა.
  • სიმპტომური მკურნალობა: სანაღვლე გზების სპაზმის, დისკინეზიების, დისპეპსიური დარღვევების, ქრონიკლი ქოლეცისტიტის და ქოლანგიტის დროს.
  • პრეპარატი ხელს უწყობს მადის გაძლიერებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას ღებინებისა და ყაბზობის დროს, რომელიც გამოწვეულია ნაღვლის სეკრეციის დაქვეითებით.
  • ოდესტონი გამოიყენება გაურთულებელი ქოლელითიაზის, აგრეთვე როგორც ნაღვლის სეკრეციის მარეგულირებელი საშუალება ნაღვლის ბუშტსა და სანაღველე გზებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება ჭამამდე 30 წთ-ით ადრე 1-2 ტაბლეტის ოდენობით (200-400 მგ) 3-ჯერ დღეში, საშუალოდ 15-20 დღის განმავლობაში.

აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება შესაძლებელია 4 ტაბლეტის ოდენობით (800 მგ) 3-ჯერ დღეში.

ბავშვებში: 200 მგ/10 კგ წონაზე სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-600 მგ და ნაწილდება 1-3 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია დიარეა, რომელიც დაკავშირებულია ნაღვლის სეკრეციის მომატებასთან.

უკუჩვენებები:

* ობტურაციული სიყვითლე, ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოებაზე მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მორფინი ასუსტებს ჰიმეკრომონის მოქმედებას.

–  ჰიმეკრომონისა და მეტოკლოპრამიდის ერთდროული მიღება ასუსტებს ორივე პრეპარატის მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ოდარონი – ODARON – ОДАРОН

საერთაშორისო დასახელება: AMIODARONE

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: ამიოდარონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

უპირატესად გულის ადრენერგულ სისტემაზე მოქმედი საშუალება; ანტიარითმული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ფლაკონში 30 ც.

1 ტაბ.

ამიოდარონის ჰიდროქლორიდი ……… 200 მგ

 

ვრცლად კორდარონი

ნუქს ვომიკა-ჰომაკორდი – NUX VOMICA-HOMACCORD – НУКС ВОМИКА-ХОМАККОРД

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ და 100 მლ.

100 მლ

Nux vomica D2 ……………….0.2 მლ
Nux vomica D10 ………………0.2 მლ
Nux vomica D15 ……………..0.2 მლ
Nux vomica D30 ……………..0.2 მლ
Nux vomica D200 …………….0.2 მლ
Nux vomica D1000 …………..0.2 მლ
Bryonia D2 ……………………0.2 მლ
Bryonia D6 Bryonia D10 …….0.2 მლ
Bryonia D15 …………………..0.2 მლ
Bryonia D30 …………………..0.2 მლ
Bryonia D200 ………………….0.2 მლ
Bryonia D1000 ……………….0.2 მლ
Lycopodium D3 ………………0.3 მლ
Lycopodium D10 ……………..0.3 მლ
Lycopodium D30 …………….0.3 მლ
Lycopodium D200 ……………0.3 მლ
Lycopodium D1000 ………….0.3 მლ
Colocintis D3 ………………….0.3 მლ
Colocintis D10 ………………..0.3 მლ
Colocintis D30 ………………..0.3 მლ
Colocintis D200 ……………….0.3 მლ

Spiritus 35 vol %

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ინიშნება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ფუნქციის გააქტივება, რათა ხელი შეეწყოს ორგანიზმიდან ჰომოტოქსინების გამოდევნას.

ჩვენებები:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის ფუნქციური დაზიანებები, მეტეორიზმი;
  • ალკოჰოლის, ყავის და ნიკოტინის ჭარბი რაოდენობით მიღებით გამოწვეული დარღვევები;
  • აგრეთვე სპასტიური გაუვალობა, ენტეროსპაზმი, წყლულოვანი კოლიტი და დივერტიკულიტი, ბუასილი, ანალური ხვრელის ნახეთქები და ეგზემები.

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი:

ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის შესწავლილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ნუტრიკუმი – Nutricum – Нутрикум

ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალება

შემადგენლობა: 1 აბი შეიცავს:

გლუკოზამინ სულფატი 500მგ

ქონდროიტინ სულფატი 25მგ

მსმ (მეთილსულფონილმეთანი) 40მგ

ჰიდროლიზებული კოლაგენი 30მგ

ყვითელი კოჭას (Curcuma longa) მშრალი ექსტრაქტი, სტანდარტიზებული 95%-იან კურკუმინში 2მგ

Curcumin app. 1,9მგ

მაგნიუმის ოქსიდი 60მგ

კალციუმის გლუკონატი 30მგ

ვიტამინი B6 2მგ

ვიტამინი D3 400 სე (10 მკგ)

ფარმაკოლოგიური თვისებები: ნუტრიკუმი ქონდროპროტექტორია, რომელიც აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციას, ხელს უწყობს ხრტილის რეგენერაციას, აუმჯობესებს სახსრებისა და ხერხემლის სვეტის ფუნქციურ მაჩვენებელს. პრეპარატი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთვის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების დანიშვის საჭიროებას.

გლუკოზამინი ბუნებრივი ამინოშაქარია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი  ღებულობს გლუკოზისაგან. გლუკოზამინი საჭიროა გლიკოზამინოგლიკანების (GAG) საწარმოებლად. გლიკოზოამინოგლიკანები  სახსრების, ხრტილებისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სახსრების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ისინი უზრუნველყოფენ ხრტილის სტრუქტურულ მთლიანობას, აყალიბებენ მიკროსტრუქტურებს, რომლებიც სიმტკიცეს ანიჭებენ ხრტილს. გლიკოზოამინოგლიკანების კომპლექსი სინოვიალური სითხის მთავარი კომპონენტია, რომელიც ახორციელებს სახსრების გაპოხვას და განაპირობებს მათ თავისუფალ მოძრაობას. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ტკივილს სახსრებში და ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, ანელებს დეგენერაციული პროცესების განვითარებას სახსრებში. გლუკოზამინი უზრუნველყოფს სახსრების ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით, ინფექციურ-ალერგიული პროცესებითა და ტრავმებით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრას.

გლუკოზამინის სულფატი ასტიმულირებს პროტეოგლიკანის სინთეზს, ამცირებს სახსრების დამაზიანებელი ენზიმების აქტივობას. გარდა ამისა, ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავას წარმოქმნას, რომელიც მოქმედებს სახსრების ხრტილების ჰიდრატაციაზე, ხელს უწყობს ხრტილოვან ქსოვილში წყლის შენარჩუნებასა და აუმჯობესებს სახსრების მექანიკურ და ელასტიკურ თვისებებს.

ქონდროიტინის სულფატი შეიცავს უკვე მზა გლიკოზოამინოგლიკანების კომპლექსს. იგი იმავე როლს ასრულებს ხრტილოვან ქსოვილებში, რასაც კალციუმი ძვლოვან ქსოვილში – უზრუნველყოფს მათ სიმტკიცესა და მდგრადობას, ანიჭებს მოქნილობასა და დრეკადობას, ხელს უშლის სახსრების გაუწყლოებას, თრგუნავს მათ დეგენერაციას და ახდენს სახსროვანი ხრტილის რეგენერაციას, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენით პროცესებს და ორგანიზმიდან შარდმჟავის გამოდევნას.

მეთილსულფონილმეთანი (მსმ) გოგირდის შემცველი ორგანული პროდუქტია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქმნაში, რაც ხელს უწყობს ხრტილების და ძვლის ქსოვილების სწორ ფორმირებას. მსმ განმსაზღვრელ როლს თამაშობს კუნთების, იოგების, ხრტილების, ფრჩხილების, თმების, კანისა და სხვა შემაერთებელი ქსოვილების ჩამოყალიბებაში. იგი ასევე მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უშლის თავისუფალი  რადიკალების წარმოქმნას, რაც მნიშვნელოვანია ხრტილების, ძვლის უჯრედებისა და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენისათვის.

ჰიდროლიზებული კოლაგენი არის ცხოველების კანის, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილებისგან მიღებული კოლაგენის ნაწილობრივი ჰიდროლიზით წარმოებული პეპტიდებისა და ცილების ნარევი. ჰიდროლიზის დროს ცალკეული კოლაგენური ძაფების ბუნებრივი მოლეკულური ხიდები იშლება იმ ფორმად, რომლის ხელახალი ორგანიზებაც ხდება უფრო იოლად.  მისი ქიმიური შემადგენლობა მრავალ ასპექტში  საწყისი კოლაგენის ანალოგიურია. ჰიდროლიზებული კოლაგენის გამოყენება არა მხოლოდ სასარგებლოა სახსრებისა და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად,  არამედ  ახდენს ამ პრობლემების ეფექტურ პრევენციას.

ყვითელი კოჭა (კურკუმას მშრალი ექსტრაქტი) არის  ინდური ჯიში, რომელიც მიიღება მცენარის  ფესვურისაგან. კურკუმინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება  ჰიდროკორტიზონის აცეტატის ან ინდომეტაცინის  ანალოგიურია.

მაგნიუმი ორგანიზმის  ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ის მონაწილეობს სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებში: გლუკოზის მეტაბოლიზმი, ატფ-ის ბიოსინთეზი,  ნუკლეინის მჟავებისა და ცილების ბიოსინთეზი. ასევე,  მონაწილეობს უჯრედის ელექტრული პოტენციალის წარმოქმნა-შენარჩუნებაში  და  უზრუნველყოფს უჯრედის მემბრანის ნეირონულ  გამტარობას.  მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვაში (გულის კუნთის შეკუმშვის ჩათვლით) და უზრუნველყოფს კრუნჩხვებისა და კუნთების დაღლის პრევენციას.

კალციუმი საჭიროა სისხლძარღვების შეკუმშვისა და ვაზოდილატაციისთვის, კუნთების ფუნქციონირებისთვის, ნერვული გადაცემისათვის, უჯრედშიდა სიგნალების გადაცემისათვის და ჰორმონების სეკრეციისათვის. თუმცა, მთელ ორგანიზმში არსებული კალციუმის 1% -ზე ნაკლებია საჭირო ამ ძირითადი მეტაბოლური ფუნქციების განსახორციელებლად. შრატის კალციუმი ძალიან მკაცრად რეგულირდება და ის არ იცვლება დიეტური ცვლილებების შესაბამისად.  ორგანიზმი იყენებს ძვლოვან ქსოვილს, როგორც კალციუმის რეზერვსა და წყაროს, რათა შეინარჩუნოს კალციუმის მუდმივი კონცენტრაციები სისხლში, კუნთებში და უჯრედშორის სითხეებში. ორგანიზმში  კალციუმის მარაგის დანარჩენი 99% ინახება ძვლებში და კბილებში, სადაც ის  ინარჩუნებს  მათ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6 მნიშვნელოვანია ნუკლეინის მჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმისათვის, უზრუნველყოფს 60-ზე მეტი ფერმენტის ეფექტურობას და ახდენს იმუნური სისტემის სტიმულაციას.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)- D ვიტამინის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გვხვდება საკვებში. ეს ვიტამინი არეგულირებს კალციუმის მეტაბოლიზმს: აადვილებს  ნაწლავებში მის აბსორბციას. მენოპაუზის დროს ამ ვიტამინის სწორი მიწოდება აუცილებელი პირობაა პოსტ-მენოპაუზური ოსტეოპოროზის პრევენციისათვის.

ჩვენებები:

– სახსრებისა და ხერხემლის ქრონიკული ანთებითი და დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა: 
– პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი;
– მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
– ოსტეოქონდროზი;
– სპონდილოზი;
– ოსტეოპოროზი;
– ასაკობრივი ცვლილებები სახსრებში (მკურნალობა/პროფილაქტიკა);
– ტრავმები, მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად).

მიღების წესი და დოზირება:

1 აბი დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 თვე.

პროფილაქტიკის მიზნით 1 აბი დღეში ჭამის შემდეგ.

უკუჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: კურკუმინის შემცველი პროდუქტების გამოყენება ნაღველის ობსტრუქციის არსებობისას უკუნაჩვენებია. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში, რადგან  კურკუმინი აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას.

გამოშვების ფორმა: #60 აბი ბლისტერზე, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ValueMED PHARMA S.R.L იტალია

ნუროფენი – NUROFEN – НУРОФЕН

საერთაშორისო დასახელება: IBUPROFEN

მწარმოებელი: BOOTS HEALTH

CARE INTERNATIONAL, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 6 და 12 ც.

1 ტაბ.

იბუპროფენი ………..            200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა, შაქარი, კალციუმის სულფატი, ნატრიუმის კარბოქსიცელულოზა, აკაცია, თეთრი ოპალუქსი, ოპაგლოსი, არაბეთის გუმფისი.

ფარმაკოლოგიური თვივსებები:

ნუროფენს ახასიათებს ტკივილდამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად პროსტალგანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის, ანთების და ტემპერატურული რეაქციის მედიატორებს.

ჩვენებები:

  • თავის და კბილის ტკივლი;
  • შაკიკი;
  • დისმენორეა;
  • ნევრალგია;
  • ხერხემლის არეში ტკივილი;
  • კუნთების და რევმატიული ტკივილი; აგრეთვე
  • ცხელება გრიპის და გაცივების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს და 12 წლის ასაკის ბავშვებს და მის ზევით ენიშნებათ 200 მგ ნუროფენი 3-4-ჯერ დღეში. ტაბლეტების გადაყლაპვა ხდება საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

სწრაფი თერაპიული ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია პრეპარატის საწყისი დოზის გაზრდა 400 მგ-მდე (2 ტაბ.) 3-ჯერ დღეში.

ნუროფენის 6 ტაბ-ზე მეტის მიღება 24 სთ-ის განმავლობაში ნებადართული არ არის. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1200 მგ-ს.

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მიღების დროს 2-3 დღის განმავლობაში სიმპტომები შენარჩუნებულია და მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით ან სხვა მოვლენებით, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ანორექსია, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა; შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება იშვიათად სისხლდენით;

ცნს-ის მხრივ:

თავის ტკივილი, თავბრსუხვევა, უძილობა, აგზნება;

ალერგიული რეაქციები:

კანის ალერგიული რეაქციები, კვინკეს შეშუპება;

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ბრონქოსპასტიური სინდრომი;

მხედველობის მხრივ:

მხედველობის დარღვევა (ფერადი მხედველობის დარღვევა, სკოტომა, ამბლიოპია).

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები:

* საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების სტადიაში;

* მომატებული მგრძნობელობა ნუროფენის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;

* აცეტილსალიცილის მჟავას (სალიცილატები), ან სხვა არასტეროიდულიანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით გამოწვეული ბრონქული ასთმა, რუტიკარია, რინიტი;

* თვალის ნერვის დაავადებები;

* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ძლიერი დარღვევები;

* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნუროფენის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნუროფენი სიფრთხილით ენიშნებათ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით გასტრიტით, ენტერიტით, კოლიტით შეპყრობილ პაციენტებს ანამნეზში. აგრეთვე,

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების,;

* ღვიძლისა და/ან თირკმელების დაავადებების;

* გულის ქრონიკული უკმარისობის;

* უცნობი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებების;

* ბრონქული ასთმის;

* ურტიკარიის;

* რინიტის, ცხვირის ლორწოლვანის პოლიპების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნუროფენის კომბინაცია აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ლითიუმის პრეპარატებთან, ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან, დიგოქსინთან, ფენიტოინთან, დიურეზულ საშუალებებთან, ანტიდიაბეტურ და ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებებთან რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!