Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 515

ნუკლეო ცმფ ფორტე – NUCLEO CMF FORTE – НУКЛЕО ЦМФ ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება: CITIDINE;URIDINE

მწარმოებელი: FERRER INTERNATIONAL, ესპანეთი

მოქმედი ნივთიერება: ციტიდინი+ურიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიელინიზაციის ხელშემწყობი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ციტიდინი …..          5 მგ

ურიდინი …….          3 მგ

ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 16 მგ, შეფუთვაში 3 ც.

1 ამპ.

ციტიდინი ………..    10 მგ

ურიდინი ………….    6 მგ

დამხმარე ნივთიერება: ნატრიქლორიდის ხსნარი 2 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნუკლეო ცმფ ფორტე უზრუნველყოფს ცერებროზიდებისა და ფოსფატიდური მჟავების წარმოქმნისათვის საჭირო მონოსაქარიდებსა და ცერამიდინებს შესაერთებლად აუცილებელ ფოსფატური ჯგუფებით. ცერებროზიდები და ფოსფატიდური მჟავები კი ქმნიან სფიგმომიელინისა და გლიცეროფოსფოლიპიდების საფუძველს და წარმოადგენენ მიელინის გარსის ძირითად კომპონენტებს.

ამგვარად, ნუკლეო ცმფ ფორტე ავლენს ტროფიულ თვისებებს და განაპირობებს ნერვული ქსოვილის აქსონების რეგენერაციას.

ჩვენებები:

  • ძვალ-სახსროვანი (რადიკულოპათიები – ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია),
  • მეტაბოლური (ალკოჰოლური დიაბეტური პოლინეიროპათიები),
  • ინფექციური (ჰერპეს ზოსტერი, შიდსი) წარმოშობის ნევრალგიები. აგრეთვე,
  • სამწვერა, სახისა და ნეკნთაშუა ნერვებისა და ნერვიული წნულების ანთებითი დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

კაფსულები

– მოზრდილები: პერორალურად 1-3 კაფსულა 2-ჯერ დღეში;

– ბავშვები: პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

ამპულები

– მოზრდილები: 1 ინექცია დღეში ერთხელ.

– ბავშვები: 1 ინექცია 2 დღეში ერთხელ.

მკურნალობის სტანდარტული კურსი მოზრდილებისათვის

– 3 კაფსულა 2-ჯერ დღეში 10 დღის მანძილზე (=2 კოლოფს);

– 1 კუნთშიდა ინექცია დღეში სამი დღის მანძიზე (= 1 კოლოფს).

მკურნალობის სტანდარტული კურსი ბავშვებისათვის

– 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 10 დღის მანძილზე (სულ 20 კაფსულა);

– 1 კუნთქვეშა ინექცია პირველ დღეს და 1 ინექცია მესამე დღეს.

დოზა შეიძლება მომატებულ იქნას ექიმის დანიშნულებით.

ლიოფილიზებული ფხვნილი სრულად უნდა გაიხსნას ხსნარში უშუალოდ ინექციის წინ.

გვერდითი მოვლენები:

არ არის აღწერილი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება ორსულ და მეძუძურ ქალებში წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, თუმცა პრეპარატის მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა იმ შემთხვევაში, თუ დედის მკურნალობით მოსალოდნელი სარგებელი ჭარბობს ბავშვისადმი რისკს.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის უმნიშვნელო ტოქსიკურობის გათვალისწინებით დოზის გადამეტება ნაკლებად მოსალოდნელია დოზის შემთხვევითი გადაჭარბების დროსაც კი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

ნოფუნგი – NOFUNG – НОФУНГ

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 7 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი …………  50 მგ

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ………   100 მგ

კაფსულები: შეფუთვაში 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ………..       150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, წინასწარ ჟელატინიზებული სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, გამშრალი გამტვერვით.

კაფსულის გარსი:

კაფსულები 50 მგ: ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

კაფსულები 100 მგ და 150 მგ: ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი, არიავიტის ინდიგოკარმინი (E132).

ჩვენებები:

  • სისტემური კანდიდოზი, მათ შორის კანდიდემია, გენერალიზებული კანდიდოზი და კანდიდა სახეობის სოკოებით ინვაზიის სხვა სახეობები, მათ შორის მუცლის ფარის, ენდოკარდის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები.
  • კრიპტოკოკული ინფექცია, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციები (ფილტვები, კანი და სხვ.). პრეპარატი შეიძლება დაენიშნოს პაციენტებს ნორმალური იმუნიტეტით, ასევე შიდსის დროს, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ ან სხვა მიზეზით გამოწვეული დაქვეითებული იმუნიტეტის შემთხვევებში.
  • ფლუკონაზოლის მიღება შეიძლება დამხმარე თერაპიის სახით შიდსის დროს კრიპტოკოკული ინფექციის პროფილაქტიკისათვის.
  • ლორწოვანი გარსის კანდიდოზი: პირხახისა და საყლაპავი მილის კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქული ინფექციები, კანიდურია, ლორწოვანი გარსისა და კანის კანდიდოზი, ასევე პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის ხმარებასთან დაკავშირებით).
  • პრეპარატი შეიძლება დაენიშნოს ავადმყოფს დაქვეითებული იმუნიტეტით. ფლუკონაზოლი შეიძლება გამოყენებული იქნას პირის ღრუს კანდიდოზის პროფილაქტიკისათვის შიდსი-ს დროს.
  • სასქესო ორგანოების კანდიდოზი: კანდიდოზური ბალანიტის მკურნალობა, საშოს მწვავე და მორეციდივე კანდიდოზი, საშოს კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შემცირება (წელიწადში 3-ჯერ ან მეტჯერ გამწვავების დროს).
  • სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკა ონკოლოგიური დაავადების, ნეიტროპენიის, ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დროს.
  • დერმატომიკოზები: მათ შორის დერმატოფიტია, ადგილობრივი თერაპიის უშედეგობის შემთხვევაში, მაგალითად, ტერფის, საზარდულის ნაოჭისა და კანის მიკოზი. მრავალფეროვანი ლიქენი, კანის კანდიდა სახეობის სოკოვანი დაზიანება, ტერფის ეპიდერმოფიტია, კანის დერმატომიკოზი, საზარდულის ეპიდერმოფიტია, ონიქომიკოზი.
  • ენდემური მიკოზები: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმა-თი გამოწვეული ინფექცია ავადმყოფებში ნორმალური და არა დაქვეითებული იმუნიტეტის დროს.

მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დათესვისა და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე; სოკოს საწინააღმდეგო თერაპია შეიძლება დაზუსტდეს შედეგების მიღების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:

ფლუკონაზოლი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ. კაფსულები მთლიანად უნდა გადაიყლაპოს. ფლუკონაზოლის დღეღამური დოზა უნდა შეესაბამებოდეს სოკოვანი ინფექციის ბუნებასა და სიმძიმეს. გამონაკლისს წარმოადგენს საშოს კანდიდოზი, რომელიც  უმრავლეს შემთხვევაში  იკურნება 150 მგ-ის დოზის ერთჯერადი მიღებით.

ინფექციის სხვა სახეობების მკურნალობა საჭიროებს პრეპარატის მრავალჯერად გამოყენებას კლინიკური პარამეტრების ან ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შეცვლამდე, რაც მიუთითებს აქტიური სოკოვანი ინფექციის შეწყვეტას.

პრეპარატის მიღების არასაკმარისი ხანგრძლივობა შეიძლება გახდეს დაავადების რეციდივის მიზეზი. ინფექციის თავიდან აცილების მიზნით შიდსის, კრიპტოკოკური მენინგიტისა და პირხახის კანდიდოზის დროს, ჩვეულებრივ, საჭიროა ხანგრძლივი თერაპია.

რეკომენდებული დოზები:

მოზდილები:

– კანდიდემია, გენერალიზებული კანდიდოზი და კანდიდა–ს გვარის სოკოებით ინვაზიის სხვა სახეები: 400 მგ მიღების პირველ დღეს და 200 მგ შემდგომ დღეებში. კლინიკური სურათიდან გამომდინარე, დასაშვებია 400 მგ-ის ყოველდღიური მიღება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რეაქციაზე პრეპარატის მიმართ;

– კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა კრიპტოკოკული ინფექციების დროს: 400 მგ მიღების პირველ დღეს და 200-400 მგ დღეში ერთხელ შემდომ დღეებში. მკურნალობის კურსი ხანგრძლივობა დამოკიდებული კლინიკურ სურათზე და რეაქციაზე პრეპარატის მიმართ, თუმცა კრიპტოკოკული მენინგიტის დროს ის არ უნდა იყოს 6-8 კვირაზე ნაკლები.

შიდსის დროს, პირველადი სამკურნალო სრული კურსის შემდეგ კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით, ავადმყოფმა შეიძლება მიიღოს ფლუკონაზოლის 200 მგ დღეში ერთხელ განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში;

– პირხახის კანდიდოზი: ჩვეულებრივი დოზა 50-100 მგ დღეში ერთხელ 7-14 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, იმუნიტეტის დარღვევის მძიმე შემთხვევების გამოკლებით.

პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი, რომელიც უკავშირდება კბილის პროთეზის გამოყენებას, ჩვეულებრივ იკურნება დღეში ერთხელ 50 მგ მიღებით 14 დღის განმავლობაში პროთეზის ადგილობრივ ანტისეპტიურ დამუშავებასთან ერთად.

ლორწოვანი გარსის სხვა კანდიდოზების დროს (საშოს კანდიდოზის გამოკლებით), მაგალითად, ეზოფაგიტის, ბრონქოპულმონური არაინვაზიური ინფექციის, კანდიდურიის, ლორწოვანი გარსებისა და კანის კანდიდოზებისა და სხვა ლოკალიზაციების დროს), ჩვეულებრივ, ეფექტურია დოზები 50-100 მგ დღეში 14-30 დღის განმავლობაში. პირხახის კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით შიდსის დროს, ავადმყოფმა შეიძლება მიიღოს ფლუკონაზოლი 150 მგ კვირაში ერთხელ შეუზღუდავი პერიოდის განმავლობაში პირველადი თერაპიის სრული კურსის შემდეგ;

– მწვავე კანდიდოზური ვაგინიტი ან ბალანიტი: 150 მგ ერთჯერადი მიღება. საშოს მორეციდივე კანდიდოზის შემთხვევაში გამწვავების სიხშირის შესამცირებლად შეიძლება დაინიშნოს 150 მგ თვეში ერთხელ 4-12 კვირის განმავლობაში. კანდიდოზური ბალანტი უნდა იკურნებოდეს 150 მგ დოზის ერთჯერადი მიღებით;

– სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკისათვის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე მაღალი რისკის ავადმყოფებმა უნდა მიიღონ ყოველდღიური დოზები 50-400 მგ ოდენობით, იმუნური სტატუსის შესაბამისად.

– სისტემური ინფექციის მაღალი რისკის ავადმყოფებისათვის, მაგალითად, მაშინ, როდესაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ან ხანგრძლივი ნეიტროპენია, რეკომენდებულია 400 მგ მიღება დღეში ერთხელ. ფლუკონაზოლის მიღება უნდა დაიწყონ რამდენიმე დღით ადრე მოსალოდნელ ნეიტროპენიამდე და უნდა გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში. ნეიტროფილების რაოდენობის გაზრდის შემდეგ 1000-ზე მეტი კუბ.მმ-ში;

– დერმატომიკოზების დროს (მაგალითად, ტერფის, კანის ან საზარდულის ნაოჭების, ან კანდიდოზის) რეკომენდებულია 150 მგ ერთხელ კვირაში ან 50 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა – 2-დან 4 კვირამდე, თუმცა ტერფის მიკოზის დროს მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 6 კვირამდე.

– მრავალფეროვანი ლიქენის მკურნალობისათვის რეკომენდებულია 300 მგ-ის მიღება დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი 300 მგ დოზის მიღება მესამე კვირას, მაშინ როდესაც სხვებისთვის ერთჯერადი 300-400 მგ მიღება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. შეიძლება აგრეთვე დაინიშნოს 50 მგ ერთხელ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.

– ონიხომიკოზის დროს რეკომენდებულია 150 მგ მიღება კვირაში ერთხელ, სანამ ფრჩხილის ინფიცირებული ნაწილი არ შეიცვლება ჯანმრთელი ფრჩხილით.

ტერფის დიდი თითის ფრჩხილის მკურნალობა შეადგენს 6-დან 12 თვემდე. ხოლო ფეხის ან ხელის სხვა თითების მკურნალობა 3-დან 6 თვემდე. თუმცა კურსის აუცილებელი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფრჩხილის ზრდის სისწრაფეზე და პაციენტის ასაკზე. ხანგრძლივი ინფექციის მკურნალობის შემდეგ ახალი ჯანმრთელი ფრჩხილი შეიძლება დეფორმირებული იყოს.

– ენდემური მიკოზის დროს შესაძლოა დაინიშნოს 200-400 მგ ფლუკონაზოლი დღეში ერთხელ 2 წლის განმავლობაში.

კოკციდიომიკოზის დროს უნდა შეირჩეს მკურნალობის ინდივიდუალური რეჟიმი. ასეთ შემთხვევებში კურსი ჩვეულებრივ გრძელდება 11-დან 24 თვემდე.

არსებობს ცნობები მკურნალობის კურსის 2-17, 1-16 და 17 თვიანი ხანგრძლივობის შესახებ, შესაბამისად, პარაკოკციოდიომიკოზის, სპოროტრიხოზისა და ჰისტოპლაზმოზის დროს.

ბავშვები:

სამკურნალო ფორმის (კაფსულები) თავისებურებებიდან გამომდინარე და პრეპარატის მიღების სირთულის გამო, ის მოუხერხებელია ბავშვების სამკურნალოდ.

ხანდაზმული ავადმყოფები:

ხანდაზმულ ავადმყოფებს თირკმელების ნორმალური ფუნქციით შეუძლიათ ჩვეულებრივი დოზის მიღება.

თირკმელების ფუნქციის დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წუთ-ზე ნაკლები) დოზა უნდა შემცირდეს დარღვევის სიმძიმის მიხედვით (იხ. ცხრილი).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ერთჯერადი მიღების დროს არ არის საჭირო დოზის შემცირება (მაგ., საშოს კანდიდოზის დროს).

მრავალჯერადი მიღებისას პაციენტებს თირკმლის ფუნქციის დარღვევით ჯერ უნდა დაენიშნოთ მაღალი დოზა 50-400 მგ რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზები მოყვანილია ცხრილში:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წამ)
>50
რეკომენდებული დოზის
100%
კრეატინინის კლირენსი (მლ/წმ) 11-50რეკომენდებული დოზის 50%

რეგულარულ ჰემოდიალიზზე

მყოფი პაციენტები

ერთი დოზა ჰემოდიალიზის ყოველი

პროცედურის შემდეგ

გვერდითი მოვლენები:

ფლუკონაზოლის ამტანობა კარგია.

ფლუკონაზოლის ყველაზე ხშირი, კლინიკური ცდების დროს გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია:

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები;

კანის მხრივ: გამონაყარი, კანის ექსფოლიატური დაზიანება, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის არეში ტკივილი, ფაღარათი, მეტეორიზმი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენა (იშვიათად ფატალური გამოსავლით), ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, სიყვითლე, და ასევე ტუტოვანი ფოსფატაზების, ბილირუბინის, ალანინტრანსფერაზასა(ALT) და ასპარაგინტრანსფერაზას (ACT) მომატება.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ჰიპერქოლესტერემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია.

მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოვნების დარღვევა.

ზოგიერთ ავადმყოფს, განსაკუთრებით მძიმე ფონური დაავადებით (შიდსი ან კიბო) ფლუკონაზოლის მიღებისას აღენიშნებოდათ თირკმლისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციური მაჩვენებლების ცვლა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თუმცა ამ მოვლენების კლინიკური მნიშვნელობა და მათი კავშირი  პრეპარატის მიღებასთან არ არის ცნობილი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლისა და სხვა აზოლების მიმართ;

* ტერფენადინის ერთდროული შეყვანა ფლუკონაზოლის 400 მგ და მეტი დოზების მიღებისას;

* ციზაპრიდის ერთდროული გამოყენება;

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ფლუკონაზოლი არ ენიშნებათ ფეხმძიმე ქალებს, გამონაკლისია მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი ამართლებს ნაყოფის დაზიანების რისკს.

* ფლუკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. მისი დანიშვნა უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა მძიმე სიმპტომები ღვიძლის მხრივ, ხანდახან ფატალური გამოსავლით, რომელიც არ არის დაკავშირებული ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზის ხანგრძლივად გამოყენებასთან, პაციენტის ასაკთან და სქესთან. ჰეპატოტოქსიკური მოვლენები ჩვეულებრივ ქრება ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

პაციენტებს, რომლებსაც ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს განუვითარდათ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევები, ესაჭიროებათ კონტროლი ღვიძლის შედარებით მძიმე დაზიანების გამოსავლენად. ფლუკონაზოლის მიღება საჭიროა შეწყდეს, თუკი მისი გამოყენებისას ვითარდება კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც ღვიძლის დაზიანებას ადასტურებენ.

* იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის მიღების დროს აღინიშნება კანის ექსფოლიატური ცვლილებები, მაგალითად სტივენ-ჯონსის სინდრომი, აგრეთვე ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

შიდსით დაავადებულ პაციენტებში ზოგჯერ აღინიშნება მძიმე ფორმის კანის რეაქციები. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტებს სოკოვანი ინფექციური დაავადებით მკურნალობის დროს ფლუკონაზოლის გამოყენებისას უვითარდებათ გამონაყარი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ინვაზიური ან სისტემური სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გამონაყარი, უნდა დაწესდეს საგულდაგულო კონტროლი. ბულოზური ელემენტების, ან მრავალფორმიანი ერითემის განვითარებისას რეკომენდებულია ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტა.

* ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზით (400 მგ) ტერფენადინთან ერთდროულად გამოყენებისას აუცილებელია საგულდაგულო კონტროლი. ფლუკონაზოლი ხასიათდება მაღალი სპეციფიკურობით ციტოქრომ P450-ის ფერმენტების მიმართ.

ქალებსა და მამაკაცებში ფლუკონაზოლის ყოველდღიურად 50 მკგ-ის 28 დღის განმავლობაში მიღებისას არ აღინიშნებოდა სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის კონცენტრაციის ცვლილება. ჯანმრთელ მამაკაცებში ფლუკონაზოლის ყოველდღიურად 200-400 მგ-ის მიღებისას არ აღინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება ენდოგენური სტეროიდების დონის, ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სტიმულაციის რეაქციაზე.

* ნოფუნგის თითოეული 50 მგ, 100 მგ და 150 მგ კაფსულა შესაბამისად შეიცავს 50 მგ, 100 მგ და 150 მგ ლაქტოზას, რაც საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ლაქტოზას მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

ფლუკონაზოლი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებებებისა და მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება:

გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომატური თერაპია. საჭიროებისას უნდა ამოირეცხოს კუჭი. ფორსირებული დიურეზი ზრდის თირკმელებით პრეპარატის გამოყოფას. სამსაათიანი ჰემოდიალიზი ამცირებს პრეპარატის დონეს სისხლის პლაზმაში დაახლოებით 50%-ით.

არსებობს ცნობა ფლუკონაზოლის ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევის შესახებ. ავადმყოფს განუვითარდა ჰალუცინაციები და ქცევის პარანოიდული ტიპი ფლუკონაზოლის 8200 მგ-ის მიღების შემდეგ. პაციენტის მდგომარეობა დაუბრუნდა ნორმას 48 საათის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

საჭიროა სიფრთხილე შემდეგ საშუალებებთან კომბინაციის  დროს:

– კუმარინები: ფლუკონაზოლმა შესაძლებელია გაზარდოს პროთორმბინის დრო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება უმნიშვნელონა (12%), ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს კუმარინების ჯგუფიდან, უნდა უკონტროლდებოდეს პროთრომბინის დრო;

– ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები: მიდაზოლამის პერორალურად მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი იწვევს მიდაზოლამის კონცენტრაციის მნიშვნელოვან გაზრდას და აძლიერებს მის ფსიქომოტორულ ეფექტებს. ეს ეფექტი განსაკუთრებით გამოკვეთილია ფლუკონაზოლის შიგნით მიღების დროს, ინტრავენურთან შედარებით. ბენზოდიაზეპინებისა და ფლუკონაზოლის ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბენზოდიაზეპინების დოზების შემცირების შესაძლებლობა და ზედმიწევნით დაკვირვება პაციენტებზე;

– სულფანილშარდოვანას პრეპარატები: ნაჩვენებია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს ქლოპროპამიდის, გლიბენკლამიდის, გლიპიზიდისა და ტოლბუტამინის ნახევარგამოყოფის პერიოდს. ფლუკონაზოლი და სულფანილშარდოვანას პრეპარატები შეიძლება დაენიშნოთ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ჰიპოგლიკემიის შესაძლებლობა;

– ჰიდროქლორთიაზიდი: პრეპარატების ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევის დროს, ჰიდროქლორთიაზიდის დანიშვნა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, იწვევდა სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის 40%-ით გაზრდას. ასეთი ეფექტი არ ითხოვს ფლუკონაზოლის დოზების ცვლილებას ავადმყოფებში, რომლებიც ამავდროულად იღებენ დიურეტიკებს;

– ფენიტოინი: ფლუკონაზოლისა და ფენიტოინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაზრდა. ამ პრეპარატების კომბინირების შემთხვევაში საჭიროა ფენიტოინის დონის კონტროლი;

– პერორალური კონტრაცეპტივები: პრეპარატების ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ფლუკონაზოლი 50 მგ დოზით ზეგავლენას არ ახდენს ჰორმონების დონეზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შემთხვევაში. თუმცა ფლუკონაზოლის გამოყენება დღეში 200 მგ ზრდის ფართობს ეტინილესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ AUC შესაბამისად 40%-ითა და 24%-ით. ამიტომ ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღება ასეთ დოზებში არ იმოქმედებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობაზე;

– რიფამპიცინი: რიფამპიცინისა და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება იწვევს  ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტური მრუდის ქვეშ AUC ფართობის შემცირებას 25%-ით და მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირებას 20%-ით. მაშასადმე რიფამპიცინის ერთდროული შეყვანის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ფლუკონაზოლის დოზის გაზრდა;

– ციკლოსპორინი: თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ 200 მგ ფლუკონაზოლის გამოყენების შემდეგ რამდენადმე იზრდება ციკლოსპორინების კონცენტრაცია. კვლევების შედეგად დადგენილ იქნა 100 მგ ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღება არ ახდენდა ზეგავლენას ციკლოსპორინის დონეზე ავადმყოფებში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ციკლოსპორინისა და ფლუკონაზოლის კომბინაციის შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი;

– თეოფილინი: კლინიკურ კვლევებში 200 მგ ფლუკონაზოლის ყოველდღიურმა მიღებამ 14 დღის განმავლობაში გამოიწვია სისხლის პლაზმაში თეოფილინის კლირენსის 18%-ით შემცირება. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც იღებენ თეოფილინის მაღალ დოზებს ან გააჩნიათ თეოფილინის ტოქსიკური ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკი, ფლუკონაზოლის მიღების დროს საჭიროებენ საგულდაგულო მეთვალყურეობას. თეოფილინის ტოქსიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობის რეჟიმი უნდა იყოს შესაბამისად შეცვლილი;

– ტერფენადინი: ტერფენადინისა და აზოლის ჯგუფის სხვა ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენებისას ვითარდება გულის რითმის მძიმე ფორმის დარღვევები QT ინტერვალის გახანგრძლივებით. ერთ-ერთი კვლევით დადგენილ იქნა, რომ 200 მგ ფლუკონაზოლის ყოველდღიური მიღება არ იწვევდა QT-ს ინტერვალის გახანგრძლივებას.

სხვა კვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ფლუკონაზოლის დოზით 400 მგ, 800 მგ ან მის ზევით ხანგრძლივად გამოყენებისას იგი იწვევდა სისხლის პლაზმაში ტერფენადინის დონის მნიშვნელოვან მომატებას მათი კომბინაციის დროს. წინააღმდეგნაჩვენებია ერთდროულად ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზით 400 მგ-ისა და ტერფენადინის გამოყენება. ტერფენადინისა და 400 მგ-ზე ქვემოთ ფლუკონაზოლის გამოყენებისას პაციენტებს ესაჭიროებათ საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვება;

– რიფაბუტინი: ფლუკონაზოლისა და რიფაბუტინის ერთდროულად გამოყენება ზრდის სისხლის პლაზმაში რიფაბუტინის დონეს. მათი კომბინაციისას არსებობს უვეიტის განვითარების რისკი. პაციენტები, რომლებიც იღებენ რიფაბუტინს ფლუკონაზოლთან ერთად საჭიროებენ საგულდაგულო მეთვალყურეობას.

– ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლისა და ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენებისას არსებობს ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი. ტაკროლიმუსის და ფლუკონაზოლის ერთდროული მიღებისას პაციენტები საჭიროებენ საგულდაგულო დაკვირვებას;

– ზიდოვუდინი: ექსპერიმენტით დადგენილ იქნა ზიდოვუდინის დონის მომატება, რაც განპირობებულია მის ძირითად მეტაბოლიტად გარდაქმნის დაქვეითებით. ფლუკონაზოლისა და ზიდოვუდინის ერთდროული გამოყენებისას “კონცენტრაცია – დროს” მრუდი (სისხლის პლაზმაში) ზიდოვუდინისთვის მატულობდა 20-74%-ით. ზემოთაღნიშნული კომბინაციისას რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლი.

– ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის, ასტემიზოლის, რიფაბუტინის, ტაკროლიმუსისა და სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობს ციტოქრომ P450 სისტემა, სისხლის პლაზმაში ამ პრეპარატების დონე შესაძლებელია გაიზარდოს. ფლუკონაზოლის სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას არასაიმედო ინფორმაციის არსებობის დროს სიფრთხილეა საჭირო. ფლუკონაზოლის გამოყენებისას პაციენტებს ესაჭიროებათ საგულდაგულო კონტროლი;

– ფენაზონი: ფლუკონაზოლის დოზით 50 მგ-ის ერთჯერადად ან ხანგრძლივად გამოყენება ზეგავლენას არ ახდენს ფენაზონის მეტაბოლიზმზე.

– თუმცა ჩატარებული არ არის გამოკვლევები ფლუკონაზოლის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ, ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული სხვა ფარმაკოლოგიური ურთიერთმოქმედების შესაძლებლობა.

– ფლუკონაზოლის შეწოვაზე ზეგავლენას არ ახდენს საკვების ერთდროული მიღება, ციმეტიდინის, ანტაციდური საშუალებების ან სხივური თერაპიის (ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ) ჩატარება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C  ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

ნოფლამილი – NOFLAMIL – НОФЛАМИЛ

საერთაშორისო დასახელება:

MELOXICAM

მწარმოებელი: Amoun, ეგვიპტე

მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ.

1 ტაბ.

მელოქსიკამი ………… 7.5 მგ

 

ვრცლად მელოფლამი

ნოტა წვეთები, ტაბლეტები – NOTTA drops, tabs – НОТТА капли, таб

კომპლექსური ჰომეოპათური საშუალება

შემადგენლობა:

100მლ შეიცავს:

Avena sativa D1 …………………  20მლ

Phosphorus D12 ………………… 10მლ

Chamomilla D12  ……………….   10მლ

Coffea D12  ……………………..  10მლ

Zincum valerianicum D12 ……..  10მლ

ეთილის სპირტი 43% წონის მიხედვით.

აღწერა: გამჭვირვალე, მკრთლი მოყვითლოდან მომწვანო–მოყვითლო შეფერილობამდე სპეციფიური სუნის გარეშე.

ნოტა–ტაბლეტები:

Avena sativa D1 ………………………. 74,5მგ

Chamomilla D12  ……………………..  37,2მგ

Phosphorus D12  …………………….. 37,2მგ

Coffea D12  ……………………………. 37,2მგ

Zincum valerianicum D12 …………..   37,2მგ

ნოტა–ტაბლეტები – მომრგვალო ფორმის, ბრტყელცილინდრული, თეთრი ფერის ან მოყვითლო შეფერილობის, შესაძლოა მარმარილოსებრი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჰომეოპათური სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ტრანკვილიზატორი, უზრუნველყოფს ფსიქოემოციონალური დატვირთვის დაძლევას, ნორმალურს ხდის ძილის ფიზიოლოგიურ რიტმს.

მიღების ჩვენებები:

  • განგაში (შიში), ვეგეტატიური ლაბილობა (ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება და ა.შ.);
  • მომატებული გაღიზიანებადობა;
  • დაღლილობა;
  • ფსიქიური დაძაბულობა;
  • ძილის დარღვევა;
  • განწყობის ლაბილობა ნევროტული და ფსიქომოტორული დარღვევისას (გარდა ენდოგენური და უხეში ორგანული პათოლოგიისას);
  • მოუსვენრობა და გაფანტულობა;
  • ასთენია.

მიღების წესი:

ნოტა მიიღება შიგნით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 60 წთ–ის შემდეგ. ნოტა–წვეთები შეიძლება მიღებული იყოს სუფთა სახით ან 1 სუფრის კოვზ წყალში გახსნილი. გადაყლაპვამდე წვეთები მცირე ხნით უნდა დააყოვნოთ პირში.

ნოტა–ტაბლეტები გადაყლაპვის წინ გაწუწნეთ.

3–დან 12 წლამდე ასაკში ინიშნება 5 წვეთი 3–ჯერ დღეში და მოზრდილებში 10 წვეთი ან 1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში, თერაპიის ხანგრძლიობა – 1–4 თვე.

ფსიქოტრავმის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვე, მაგრამ არა ნაკლებ 7 დღე, გამოხატული სიმპტომებისას შესაძლებელია იმავე დოზირებით გამოყენება, მაგრამ 30–60 წთ–იანი ინტერვალით.(მოზრდილებში), მაგრამ არა უმეტეს 8–ჯერ დღეში. მდგომარეობის სტაბილიზაციისას მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს დღეში 3–ჯერადი მიღებით.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათად – პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უკუჩვენებები:

* 3 წლამდე ასაკი;

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქცია.

ორსულობა:

ორსულობისა და ლაქტაციისას პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად, რამდენადაც პრეპარატის გამოყენებაზე მონაცემები არასაკმარისია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის მონაცემები.

დოზის გადაჭარბება:

არ ყოფილა რეგისტრირებული.

შენახვის პირობები:

ნოტა–წვეთები არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვადა: 5წელი

სინათლისაგან და ინტენსიური ელექტრომაგნიტური ველისგან დაცულ ადგილზე.

ნოტა–ტაბლეტები ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 5 წელი 250C ტემპერატურაზე.

ნორფლოქსაცინი – NORFLOXACIN – НОРФЛОКСАЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნორფლოქსაცინი წარმოადგენს ანტიმიკრობულ სინთეზურ საშუალებას ფთოქინოლონების ჯგუფიდან. მას გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, ასევე მოქმედებს ბაქტერიციდულად. იგი იწვევს ბაქტიურილი დნმ-ჰირაზას ინჰიბირებას, რომელიც განაპირობებს სუპერსპირალიზაციას და დნმ-ის სტაბილიზაციას, ხელს უშლის ცილების სინთეზს და იწვევს მიკროორგანიზმების დაღუპვას.

პრეპარატი აქტიურია ოქროსფერი სტაფილოკოკის, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, ნაწლავური ჩხირის, Citrobacter spp., კლებსიელების, ენტერბაქტერიების, Hafnia, პროტეუსის (ინდოლდადებითი და ინდოლუარყოფითი შტამები), სალმონელების, შიგელების, Yersinia enterocolitica, campylobacter jejuni, Aeromonas plesimonas, Vibrio cholerae, Vibrio parahemolyticus, Haemophilus influenzae, ქლამიდიების ლეგიონელების მიმართ. ვარიაბელური მგრძნობელობა ნორფლოქსაცინის მიმართ გააჩნიათ ენტეროკოკებს, სტრეპტოკოკებს S. pyrogens, pneumoniae, და viridans, Serratia marcescens, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter, Mycoplasma hominis, pneumoniae,. ტუბერკულოზის მიკრობაქტერიებს, Mycobacterium fortium. ნორფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობა არ ახასიათებს Ureaplasma urealiticum უმრავლეს შტამებს, Nocardia asteroides ანაერობულ ბაქტერიებს (მაგალითად, Bacteroides spp., პეპტოკოკებს, პეპტოსტრეპტოკოკებს, Eubacterium spp., Fusobacterium spp., Clostridium difficile), Treponema pallidum.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (აბსორბციის მაჩვენებელი – >20-40%, საკვების მიღება აბსორბციას აფერხებს. პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება მიღებიდან 1 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 10-15 %-ს. იგი ნაწილდება თირკმელების პარენქიმაში, საკვერცხეებში, სათესლე მილაკების სითხეში, წინამდებარე ჯირკვალში, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოებში, ნაღველში, დედის რძეში. პრეპარატი გაივლის პლაცენტურ ბარიერს. იგი განიცდის უმნიშვნელო მეტაბოლიზმს ღვიძლში და ელიმინირდება ნაღველით და შარდით. ექსკრეცია თირკმელებით ხორციელდება როგორც გორგლოვანი ფილტრაციით, ასევე მილაკოვანი სეკრეციით. დღეღამის განმავლობაში გამოიყოფა დოზის 32%,  დაახლოებით 30% – განავალით, 5-8% კი მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები გამოწვეული ნორფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

  • საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (გართულებული და გაურთულებელი);
  • სასქესო ორგანოების ინფექციები (პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, ცერვიციტი, გონოკოკური ინფექციები, შანკროიდი);
  • მწვავე ბაქტერიული გასტროენტერიტი;
  • მუცლის ტიფი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (სალმონელოზი, შიგელოზი, “მოგზაურთა დიარეა”);
  • სეფსისის პროფილაქტიკა ავადმყოფებში ნეიტროპენიით;
  • სასუნთქი გზების ინფექციები;
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ოტიტი, ქრონიკული სინუსიტი, მწვავე ტონზილიტი და სხვა);
  • ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა ავადმყოფებში გრანულოციტოპენიით.

დოზირების რეჟიმი

– პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

– საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს – 400 მგ დღეში 2-ჯერ 3-10 დღის განმავლობაში;

– საშარდე გზების გართულებული ინფექციების დროს – 400 მგ 2-ჯერ დღეში 10-20 დღის განმავლობაში;

– საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების რეციდივის დროს – 12 კვირა.

– გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტის, ფარინგიტის, პროქტიტის, ცერვიციტის დროს – ერთჯერადად 800-1200 მგ.

– მწვავე ბაქტერიული გასტროენტერიტის დროს – 400 მგ დღეში 2-3-ჯერ 8 კვირის განმავლობაში.

– ყელ-ყურ-ცხვირის და სასუნთქი გზების ინფექციების დროს – 400 მგ დღეში 2-ჯერ 3-5 დღის განმავლობაში. ანტიმიკრობული მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 12 საათს.

– ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის სისტემური გამოყენებისას შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და სხვა დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა. ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი).

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში;

* გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის და კრუნჩხვითი სინდრომის, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატით მკურნალობის დროს ავადმყოფებმა უნდა მიიღონ სითხის საკმარისი რაოდენობა;

♦თავიდან უნდა აიცილონ ინსოლაციები.ნორფლოქსაცინით მკურნალობის დროს საჭიროა ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების თავიდან აცილება ვინაიდან შესაძლებელია კანის ფოტოსენსიბილიზაციის განვითარება.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები (3000 მგ მიღება 45 წუთის განმავლობაში): თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, უძილობა, ცივი ოფლი (ძირითადი ჰემოდინამიკური მაჩვენებლების ცვლილებების გარეშე), კრუნჩხვები.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ადექვატური ჰიდრატაციული თერაპია ფორსირებული დიურეზით, სიმპომატური საშუალებების დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ნორფლოქსაცინის ერთდროული გამოყენებისას ანტაციდურ საშუალებებთან ან პრეპრატებთან, რომლებიც შეიცავენ რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმს ან სუკრალფატს, მცირდება ნორფლოქსაცინის აბსორბცია (დროის ინტერვალი დანიშვნებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 საათს).

– ნორფლოქსაცინის ერთდროული გამოყენებისას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ამფოტერიცინი B, კეტოკონაზოლი, მიკონაზოლი, ნისტატინი) აღინიშნება სინერგული მოქმედება.

– ნორფლოქსაცინი აძლიერებს თეოფილინის ტოქსიკურ ეფექტებს.

ნორპროლაკი – NORPROLAC – НОРПРОЛАК

საერთაშორისო დასახელება

ქინაგოლიდი (Quinagolide)

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დოფამინური რეცეპტორების აგონისტი

მოქმედი ნივთიერება:

ქინაგოლიდი

სამკურნალწამლო ფორმა:

აბები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

არის დოფამინმასტიმულირებელი ნივთიერება.  D2 დოფამინური რეცეპრორების შერჩევითი აგონისტია. ახშობს პროლაქტინის სეკრეციას, ამცირებს ზრდის ჰორმონის გაზრდილ სეკრეციას,  აქვს პარკინსონის საწინააღმდეგო აქტივობა, სისტემატური მიღებისას შესაძლებელია ჰიპოფიზის პროლაქტინსეკრეცირებადი მაკროადენომის ზრდის უკუგანვითარება ან შენელება. კლინიკური ეფექტი დოზის პროპორციულია, თუმცა დოზის 50 მკგ-ზე ზემოთ ზრდას არ მოსდევს ეფექტის შემდგომი გაძლიერება, არამედ მხოლოდ ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას. პროლაქტინის მნიშვნელოვანი შემცირება მიღებიდან 2 საათის შემდეგ დგება, აღწევს მაქსიმუმს 4-6 საათის შემდეგ და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ჩვენება:

ჰიპერპროპლაქტინემია (მათ შორის ჰიპოფიზის იდიოპათური ან მიკრო ან მაკრო ადენომის დროს, რასაც თან ახლავს  გალაქტორეა, ოლიგომენორეა, ამენორეა, უშვილობა, ლიბიდოს დაქვეითება).

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. ფრთხილად. ფსიქიური დაავადებები.

გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,  უძილობა,  ძილიანობა, სისუსტე,  გაზრდილი მოთენთილობა, მწვავე ფსიქოზი (რომელიც გადის პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ).

საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, პიღებინება, მადის დაქვეითება, მუცლის ტკივილი, შეკრულობა ან დიარეა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატიკური კოლაფსი.

სხვადასხვა: სახის კანის ჰიპერემია, ცხვირის გაჭედილობა.

გვერდითი მოვლენები თავისით ქრება მკურნალობის პროცესში და არ საჭიროებს პრეპარატის შეწყვეტას.

გადაჭარბებულლი დოზირება: სიმპრომები: გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ჰალუცინაციები. მკურნალობა: სიმპტომატური, გულისრევისა და ჰალუცინაციების დროს ნიშნავენ მეტოკლოპრამიდს.

მიღების ხერხი და დოზირება:

შიგნით, 25მკგ ერთჯერ დღეში, ძილის წინ,  მცირეოდენ  საკვებთან ერთად, პირველი 3 დღის განმავლობაში. შემდგომ ნელნელა ზრდიან დოზას 25მკგ-ით ყოველ 3 დღეში. მეშვიდე დღის დღიური დოზა არის 75 მკგ.  საშუალო დღეღამური  დოზა არის 75-150 მკგ. აუცილებლობის შემთხვევაში დღიური დოზის გაზრდა შეიძლება 300 მკგ-მდე, რომელსაც საფეხურებრივ ზრდიან, 75-150მკგ-ით 4 კვირიანი ინტერვალებით.

განსაკუთრებული მითითებები:

აუცილებელია თავი შევიკავოთ ისეთი საქმიანობისგან, რომელიც მოითხოვს გაზრდილ ყურადღებას, სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციებს. მკურნალობის პირველ დღეებში რეგულარულად უნდა ვაკონტროლოთ არტერიული წნევა. გულისრევისა და პირღებინების დასათრგუნად მიღებამდე 1 საათით ადრე ნიშნავენ დომპერიდონს, რომელიც პერიფერული დოფამინერგული რეცეპტორების ანტაგონისტია.

ორსულობის დადგომის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის შეწყვეტა შემდგომი დაკვირვებით.

სიმსივნური ზრდის პროგრესირების შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის განახლება ან განიხილება ოპერაციული ჩარევის საკითხი.
მეძუძურ დედებზე დანიშვნისას გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი თრგუნავს ლაქტაციას.

ბავშვებზე გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ურთიერთქმედება:

ანტიფსიქოტური სამკურნალო საშუალებები,  რომლებიც დოფამინური რეცეპტორების ბლოკირებას ახდენს, ამცირებენ პრეპარატის მოქმედებას. ეთანოლი აუარესებს ქინაგოლიდის ამტანობას.

პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულებით.

ნორპრესდონი – NORPRESDON – НОРПРЕСДОН

საერთაშორისო დასახელება:
Domperidone

წარმოებულია: GlaxoSmithKline S.A.E., ქაირო ეგვიპტე

შემცველობა:
10 ტაბლეტი შეფუთვაში.
125 მლ სუსპენზია ფლაკონში.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 10 მგ დომპერიდონს.
ყოველი 5 მლ შეიცავს 5 მგ დომპერიდონს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მარეგულირებელი საშუალება.

ჩვენება:

  • ღებინება, გულისრევა, დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, განპირობებული კუჭის შენელებული დაცლით, გასტროეზოფაგური რეფლუქსით, ეზოფაგიტით (კუჭის გადავსების შეგრძნება, ბოყინი, მეტეორიზმი, გულძმარვა).
  • ფუნქციური ან ორგანული გენეზის ღებინება, გულისრევა (მათ შორის ინფექციებისას, დიეტის დარღვევისას, ქიმიური ან სხივური თერაპიისას).
  • დოფამინის აგონისტებით გამოწვეული ღებინება და გულისრევა პარკინსონის დაავადების დროს მათი გამოყენების შემთხვევებში (როგორიცაა ლევოდოპა და ბრომკრიპტინი).

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში:
მწვავე ღებინების ან გულისრევის შემთხვევებში პრეპარატს უნიშნავენ 20 მგ 3-4-ჯერ დღის განმავლობაში და ძილის წინ.
ქრონიკული დისპეფსიური მოვლენებისას პრეპარატს უნიშნავენ 10 მგ 3-ჯერ დღეში და დამატებით ძილის წინ.
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ დოზას აორმაგებენ.
ბავშვებში:
მწვავე  ღებინების ან გულისრევის შემთხვევებში პრეპარატს უნიშნავენ სუსპენზიის სახით 5 მლ./10 კგ. სხეულის წონაზე გაანგარიშებით 3-4 მიღებაზე დღეში და ძილის წინ.
ქრონიკული დისპეფსიური მოვლენებისას პრეპარატს უნიშნავენ გაანგარიშებით 2.5 მლ  10 კგ. სხეულის წონაზე 3-ჯერ დღეში და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ძილის წინ.

შენიშვნა:
ნორპრესდონის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე. ჭამის შემდეგ პრეპარატის მიღებისას აბსორბცია ცოტათი ნელდება. 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ტაბლეტებს არ უნიშნავენ. თირკმლის უკამრისობით ავადმყოფებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება (იხ. ნაწილი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

უკუჩვენება:
ნორპრესდონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

ნაწლავების მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია.

პროლაქტინის მაპროდუცირებელი ჰიპოფიზის სიმსივნე (პროლაქტინომა).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ნორპრესდონის ანტაციდურ ან ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, საბოლოო პრეპარატები ჭამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული, და არა ჭამამდე, ე.ი. მათი მიღება ნორპრესდონთან ერთად არ შეიძლება. 
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
იმის გამო, რომ სიცოცხლის პირველ თვეებში მეტაბოლური და ჰემატოენცეფალური ბარიერი მთლიანად განვითარებული არ არის, ძუძუს ასაკის ბავშვებში ნებისმიერი პრეპარატი ფრთხილად უნდა დაინიშნოს და ძლიერი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ვინაიდან ტიპიური ნორპრესდონისათვის ნევროლოგიური გვერდითი მოქმედებების არ არსებობა ძირითადად წარმოადგენს ჰემატოენცეფალური ბარიერის სუსტი დაძლევის შედეგს, ნევროლოგიური სიმპტომატიკის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ღვიძლის დაავადებების დროს:
დომპერიდონის ღვიძლში მაღალი მეტაბოლიზმის გათვალისწინებით ნორპრესდონი ფრთხილად უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს ღვიძლის უკმარისობით.

გამოყენება თირკმელების დაავადებების დროს:
ავადმყოფებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (შრატისმიერი კრეატინი >6მგ/100მლ, ე.ი.> 0.6 მოლი/ლ) დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 7.4-დან 20.8 საათამდე, მაგრამ პრეპარატის კონცენტრაციები პლაზმაში უფრო მცირე იყო ვიდრე მოხალისე ჯანმრთელებში. ვინაიდან პრეპარატის ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, თითქმის არ არის საჭირო ერთჯერადი დოზის კორექცია ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით.
განმეორებითი დანიშვნისას, შეყვანის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში, თირკმელების უკმარისობის სიმძიმის მიხედვით, და ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას ავადმყოფები რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

ორსულობა და ლაქტაცია:
დომპერიდონი, შეყვანილი ცხოველებისათვის დოზით 160 მგ/კგ/დღეში, ტერატოგენულ მოქმედებას არ ახდენდა. მაგრამ, უმეტესი სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორპრესდონი ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში, ინიშნება მხოლოდ მისი თერაპიული სარგებელის შემთხვევაში. 
ამ დროისათვის არ არსებობს მონაცემები რაიმე ანომალიების განვითარების დიდი რისკის შესახებ.
ეს სამკურნალო პრეპარატი ვლინდება ძუძითი მკვებავი ვირთაგვების რძეში (ძირითადად მეტაბოლიტების სახით: კონცენტრაციის პიკი 40 მგ/მლ დანიშვნის შემდეგ 2.5 მგ/კგ). ქალებში დომპერიდონის კონცენტრაცია ძუძუს რძეში 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შესაბამისი კონცენტრაციები პლაზმაში. უცნობია, ახდენს თუ არა რაიმე უარყოფით მოქმედებას ახალშობილებში. ამიტომ, თუ დედა ნორპრესდონს იღებს, ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

ურთიერთმოქმედება:
– ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად დანიშვნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ნორპრესდონის ანტიდეპრესიულ მოქმედებას.

– არ შეიძლება ნორპრესდონთან ანტაციდური და ანტისეკრეტორული პრეპარატების ერთდროულად გამოყენება, ვინაიდან ისინი ამცირებენ მის ბიოშეღწევადობას (იხ. ნაწილი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

– თეორიულად, ვინაიდან ნორპრესდონს გასტროკინეტიკური მოქმედება გააჩნია, მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ერთდროულად გამოყენებული ორალური პრეპარატების აბსორბციაზე ხანგრძლივი გამონთავისუფლებით ან ენტერული გარსით დაფარულ ტაბლეტებზე.

– ერთდროული მიღებისას დომპერიდონი არ მოქმედებს პარაცეტამოლისა და დიგოქსინის კონცენტრაციაზე სისხლში.
ნორპრესდონი შესაძლოა ასევე შეთავსებადი იყოს:
– ნეიტროლეფსიურებთან, რომელთა მოქმედებას იგი არ აძლიერებს;
– დოფამინის აგონისტებთან (ბრომოკრიპტინი, ლევოდოპა), რომელთა არასასურველი პერიფერიული ეფექტები, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, ღებინება, გულისრევა, იგი თრგუნავს, მათი ძირითადი თვისებების ნეიტრალიზების გარეშე.

გვერდითი რეაქციები:
გვერდითი მოქმედება იშვიათად ვლინდება: აღინიშნა ნაწლავის მოვლითი სპაზმების ზოგიერთი შემთხვევა, ექსტრაპირამიდული მოვლენები იშვიათად ვლინდება ბავშვებში და მოზრდილებში გამონაკლისს წარმოადგენს; ეს მოვლენები მთლიანად და სპონტანურად შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ვინაიდან ჰიპოფიზს არ გააჩნია ჰემატოენცეფალური ბარიერი, ნორპრესდონს შეუძლია მოახდინოს პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატების ინდუცირება. იშვიათ შემთხვევებში ეს ჰიპერპროლაქტინემია შესაძლოა გამოვლინდეს ნეირო-ენდოკრინული მოვლენებით, როგორიცაა გალაქტორეა და გინეკომასტია.  ჰემატოენცეფალური ბარიერის არასაკმარისად განვითარებისას (მაგალითად ბავშვებში) ან მისი ფუნქციის დარღვევისას შეუძლებელია ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების გამოვლინების შესაძლებლობის მთლიანად გამორიცხვა.
აღწერილია იშვიათი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით გასაცემი
ვარგისიანობის ვადა:

18 თვე.

ნორმოკიდი – NORMOKID – НОРМОКИД

მწარმოებელი :Amoun Pharmaceutical Co. S.A.E., ეგვიპტე

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
120მლ სიროფი

სიროფის 5მლ შეიცავს:
ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი ………………..   50მგ
კალიუმის ბრომიდი  …………………………………..  30მგ
ბელადონას ნაყენი  ……………………………………..  0,01მლ
რთული კარდამონის ნაყენი  ………………………….  0,05მლ
პიტნის წყალი ……………………………………………  0,75მლ
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ბენზოატი, ფორთოხლის სიროფი, გლიცეროლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნორმოკიდი კომბინირებული პრეპარატია ნაწლავური კოლიკის, მეტეორიზმის, წამოქაფების და ღებინების გასაქრობად ბავშვებში. გააჩნია მცირედ გამოხატული სედაციური ეფექტი.

ნატრიუმის ციტრატი ორგანიზმში გარდაიქმნება ნატრიუმის ბიკარბონატად, ანეიტრალებს მარილმჟავას, ამცირებს რძის ზედმეტად შეხაჭოვების პროცესს. კარდამონის ნაყენი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აქრობს ნაწლავურ კოლიკას, ღებინებას, მეტეორიზმს და წამოქაფებას.

პიტნას ხასიათდება გლუვი მუსკულატურის სპაზმოლიზური მოქმედებით. ბელადონა აბლოკირებს მუსკარინულ რეცეპტორებს, ძლიერი სპაზმოლიტიკია. კალიუმის ბრომიდი ხსნის აღგზნებადობას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციას.
ჩვენებები:

  • მეტეორიზმი, ნაწლავთა კოლიკა, ღებინება,. შესაძლებელია მისი დანიშვნა სპაზმის მოხსნის მიზნით შეტევითი ხველის და აღგზნებადობის სინდრომის დროს

მიღების წესები და დოზები:
2 თვემდე – 2.5მლ 3-ჯერ დღეში.
2 თვიდან 1 წლამდე – 5მლ 3-ჯერ დღეში.
1 დან 2 წლამდე – 10მლ 3-ჯერ დღეში.
2 წლიდან – 15მლ 3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია მისი მცენარეული წარმოშობიდან გამომდინარე.
უკუჩვენება:
პარალიზური გაუვალობა, ნაწლავთა ინვაგინაცია.
შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

ნორმოდიპინი – NORMODIPINE – НОРМОДИПИН

საერთაშორისო დასახელება:

AMLODIPINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ნორმოდიპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი, ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში  30 ც.

1 ტაბ.

ნორმოდიპინი …….  5 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ნორმოდიპინი …….. 10 მგ

დამხმარე საშუალებები:

მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსილმეთილ-ამილოპექტინი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნორმოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვ კუნთოვან ელემენტებში და იწვევს რეზისტიული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას, გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. იგი აგრეთვე აფართოვებს მსხვილი ყალიბის კორონარულ სისხლძარღვებს და კორონარულ არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიზირებულ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდის ჟანგბადით მომარაგებას.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონია;
  • გულის იშემიური დაავადება – სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური პრინცმეტალის სტენოკარდია.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

ჩვეულებრივად ინიშნება 5 მგ-იანი 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 10 მგ-მდე დღეში (10 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში), რადგან პრეპარატის ეფექტი შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებულია შესაბამისი მონიტორინგი.

მკურნალობა პრეპარატით წარმოებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატით მკურნალობის დროს აღინიშნება წვივების შეშუპება, თავის ტკივილი, იშვიათად – დაღლილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გულისრევა, სახის ჰიპერემია.

მაღალი დოზებით დანიშვნისას: არითმია, ჰიპოტენზია, ქოშინი, იშვიათად – ღრძილების ჰიპერპლაზია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

* ალერგიული რეაქციები დიჰიდროპირიდინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ (მაგალითად, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ისრადიპინი);

* ჰიპოტენზია;

* ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და გულის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში.

* ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნა წარმოებს მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის განსაზღვრის შემდეგ, ვინაიდან არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ამ პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ერთდროულმა გამოყენებამ სხვა საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს მათი ურთიერთქმედება, განსაკუთრებით:

– ჰიპოტენზიურ საშუალებებთან;

– ბეტა-ადრენობლოკატორებთან;

– ანტიარითმიულ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ნორმატინი თვალის წვეთები – NORMATIN EYE DROPS – НОРМАТИН ГЛАЗНЫЕ КАПЛИ

საერთაშორისო დასახელება: TIMOLOL

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: თიმოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორი.

გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.5%: ფლაკონ-საწვეთურში 5 მლ.

1 მლ

თიმოლოლის მალეატი …………..   6.83 მგ,

რაც შეესაბამება თიმოლოლის შემცველობას 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი ნატრიუმი ფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ჩვენებები:

  • თვალშიგა წნევის მომატება (თვალის ჰიპერტენზია);
  • ღია კუთხიანი გლაუკომა;
  • გლაუკომა აფაკიურ თვალზე და მეორადი გლაუკომის სხვა სახეები;
  • დამატებითი საშუალების სახით თვალშიგა წნევის დასაწევად დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს (მიოზურ საშუალებებთან კომბინაციაში);
  • თანდაყოლილი გლაუკომა (როდესაც სხვა თერაპიული ზომები არასაკმარისია).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 0.5% ხსნარის 1 წვეთს, რომელიც მიიღება დღეში 2-ჯერ.

ვინაიდან თვალშიგა წნევის სტაბილიზაცია თიმოლოლის მიღების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვლინდება, მკურნალობის ეფექტის შეფასება ხდება 4 კვირის შემდეგ.

იმ პაციენტის თიმოლოლით მკურნალობაზე გადაყვანა, რომელიც ადრე გადიოდა ადგილობრივ თერაპიას სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებით, ხდება ამ უკანასკნელის სადღეღამოსო დოზის მიღებიდან მომდევნო დღეს –  0.5% პრეპარატის 1 წვეთამდე დღეში 2-ჯერ.

ადგილობრივი გამოყენების იმ გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებით მონოთერაპიისას, რომელიც არ მიეკუთვნება ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს, პირველი დღეების განმავლობაში ხდება დამატებით თიმოლოლის 0.5% ხსნარის 1 წვეთის დანიშვნა დღეში 2-ჯერ დაზიანებულ თვალში. მომდევნო დღეს ადრე გამოყენებული გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება წყდება და გრძელდება მკურნალობა თიმოლოლით.

გვერდითი მოვლენები:

სისტემური რეაქციები იშვიათად ვლინდება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

ბრადიკარდია, ბრადიარითმია, არტერიულ წნევის დაწევა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, კოლაფსი.

ადგილობრივი რეაქციები:

კონიუნქტივის გაღიზიანება და ჰიპერემია, ცრემლდენა, სინათლის შიში, ეპითელიუმის შეშუპება და რქოვანას ჰიპერემია, დიპლოპია.

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ბრონქოსპაზმი, ფილტვის უკმარისობა, ქოშინი;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

ალერგიული რეაქციები:

ჭინჭრის ციება, ეგზემა.

უკუჩვენებები:

პრეპარატი ნორმატინი არ ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში),

* ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;

* კარდიოგენული შოკი;

*  გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;

* II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური ბრადიკარდია (წუთში 45-50 დარტყმაზე ნაკლები), სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

* რქოვანას დისტროფიული დაავადებები;

* ცხვირის ლორწოვანი გარსის მწვავე ალერგიული ანთება;

* ძუძუთი კვება;

* ადრეული საბავშვო ასაკი (დღენაკლი და ახალშობილი ბავშვები).

პრეპარატის გამოყენების შეზღუდვები:

* ფილტვების ემფიზემა, არაალერგიული ქრონიკული ბრონქიტი, ვაზომოტორული რინიტი, რეინოს დაავადება, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, აციდოზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, ჰიპერთირეოზი, მიასთენია, ხანდაზმული ასაკი, ორსულობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნორმატინის თვალის წვეთების გამოყენება ორსულობის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ახალშობილზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

* მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

* თუ პაციენტი ატარებს რბილ კონტაქტურ ლინზებს, ნორმატინის თვალის წვეთების გამოყენება არ შეიძლება, რადგანაც კონსერვანტი შეიძლება მოხვდეს კონტაქტურ ლინზებზე და არასასურველი ზემოქმედება მოახდინოს თვალის ქსოვილებზე.

* პრეპარატის ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები პაციენტმა უნდა მოიხსნას და კვლავ გაიკეთოს მხოლოდ 15 წუთის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!