Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 515

ნოოტროპილი – NOOTROPIL – НООТРОПИЛ

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM

მწარმოებელი: UCB

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

უპირატესად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება; ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პირაცეტამი ........................       800 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პირაცეტამი .........................      1.2 მგ

საინექციო ხსნარი 20%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 12 ც.

1 მლ 1 ამპ.

პირაცეტამი  ...........................200 მგ 1 გ

საინექციო ხსნარი 20%: ამპულაში 15 მლ, შეფუთვაში 4 ც.

1 მლ 1 ამპ.

პირაცეტამი .......................    200 მგ 3 გ

 

ვრცლად ლუცეტამი

ნოოტროპ პირაცეტამი – NOOTROP PIRACETAM – НООТРОП ПИРАЦЕТАМ

საერთაშორისო დასახელება: PIRACETAM

მწარმოებელი: საქართველო

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

პირაცეტამი ................         400 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ნოოტროპულ პრეპარატს, რომელიც დადებითად მოქმედებს ტვინში სისხლმიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. იშემიურ უბნებში ზრდის გლუკოზის უტილიზაციას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებსა და მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს გააქტივებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას. ხასიათდება დამცავი ეფექტით, ჰიპოქსიით,  ინტოქსიკაციითა და ელექტროშოკით თავის ტვინის დაზიანებისას, აუმჯობესებს შესწავლის და მეხსიერების პროცესს, ტვინის ინტეგრაციულ ფუნქციას.

ჩვენებები:

●თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები;

●თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდგომი კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობანი;

●ყურადღების, მეხსიერების დაქვეითება, გუნება-განწყობილების შეცვლა;

●ალცჰაიმერის დაავადების დროს ქცევითი დარღვევები;

●გონებრივი ჩამორჩენა ბავშვებში;

●როგორც დამხმარე საშუალება ნეიროლეფსიური საშუალებების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითებისას.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის დაწყებისას დოზა შეადგენს 0.8 გ-ს 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

მდგომარეობის გაუმჯობესებისას - 0.4 გ 3-ჯერ დღეში.

კურსის ხანგრძლივობაა 6-8 კვირა. საჭიროებისას შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება.

ბავშვებში დოზა შეადგენს 30-50 მგო/კგ სხეულის წონაზე დღეში 2-3 მიღებაზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ სამი კვირა.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის არეში ტკივილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პოტენციის მომატება, ზოგჯერ სისუსტე, ძილიანობა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია, თირკმელების უკმარისობის სინდრომი, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წთ.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილეა საჭირო თირკმელების უკმარისობის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C  ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ნონბლონი – NONBLON – NONBLON

საერთაშორისო დასახელება:

NEBIVOLOL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ნებივოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის ბეტა1-ადრენობლოკატორი ვაზოდილატაციური თვისებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ნებივოლოლის ჰიდროქლორიდი .......   5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნებივოლოლი - მესამე თაობის კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორია. გააჩნია ჰიპოტენზიური, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედება. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და არტერიულ წნევას მოსვენებისა და დატვირთვის მდგომარეობაში.

ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია გულის დარტყმითი მოცულობის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის, საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებით, რენინის წარმოქმნის დაქვეითებით, ბარორეცეპტორების მგრძნობელობის ნაწილობრივი დაკარგვით. ამცირებს მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ წნევას, აუმჯობესებს გულის დიასტოლურ ფუნქციას, ზრდის განდევნის ფრაქციას, აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების რაოდენობას და სიმძიმეს, ზრდის ფიზიკური დატვირთვის ატანის უნარს.

ანტიარითმიული მოქმედება განპირობებულია გულის პათოლოგიური ავტომატიზმის დათრგუნვით (მათ შორის პათოლოგიის კერაში) და AV გამტარებლობის შენელებით. აქტიური ნივთიერება წარმოადგენს რაცემატს, რომელიც შედგება ორი ენანთიომერისგან: D-ნებივოლოლისა (SRRR-ნებივოლოლი) და L-ნებივოლოლისგან (RSSS-ნებივოლოლი), რომელთაგან თითოეულს გააჩნია განსაკუთრებული თვისებები.

D-ნებივოლოლი არის β1-ადრენორეცეპტორების კონკურენტული და მაღალსელექტიური ბლოკატორი.

L- ნებივოლოლი ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას რელაქსაციური ფაქტორის (NO) სისხლძარღვთა ენდოთელიუმისგან გამოთავისუფლების მოდულაციის ხარჯზე (L არგინინის მონაწილეობით). აზოტის ოქსიდი არეგულირებს სისხლძარღვოვან ჰომეოსტაზს და ხელს უწყობს სისხლძარღვთა ნორმალური ბაზალური ტონუსის შენარჩუნებას, სისხლძარღვთა რეაქტიულობასა და არტერიული წნევის ნორმალიზებას.

პრეპარატი არ მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონეზე.  გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, სეკრეტირდება დედის რძეში.

ხანგრძლივი მკურნალობისას (3 წლის განმავლობაში) მიჩვევა პრეპარატზე არ განვითარებულა.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორარული მიღების შემდეგ ნებივოლოლის ორივე ენანთიომერი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის აბსორბციაზე. ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 12%-ს სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში და თითქმის სრულია ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში. ორგანიზმში მეტაბოლიზდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით. ნევიბოლოლის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ალიციკლური და არომატული ჰიდროქსილირების, N-დეალკილირებისა და გლუკურონირების გზით. პაციენტთა უმეტესობაში სისხლის პლაზმაში ნებივოლოლის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო ჰიდროქსიმეტაბოლიტების - რამოდენიმე დღის შემდეგ.

ორივე ენანთიომერი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს, პლაზმის ცილებთან შეკავშირება D-ნებივოლოლისთვის შეადგენს 98.1%-ს, ხოლო L-ნებივოლოლისთვის - 97.9%-ს.

მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ დოზის 38% გამოიყოფა თირკმლების (უცვლელად დარჩენილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა 0.5%-ზე ნაკლებია), ხოლო 48% - ნაწლავების მიერ.

სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ნებივოლოლის ენანთიომერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 10 სთ-ს, ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3-5-ჯერ მატულობს.

ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს არ გააჩნიათ ასაკობრივი და სქესობრივი განსხვავებები.

ჩვენებები:

●არტერიული ჰიპერტენზია;

●გულის იშემიური დაავადება.

მიღების წესი და დოზირება:

საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 2.5-5 მგ-ს (1/2-1 ტაბლეტი დღეში ერთხელ). ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, ჭამისგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.

ოპტიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ, რიგ შემთხვევებში - მე-4 კვირისთვის. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ან მონოთერაპიის, ან კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემადგენლობაში.

ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება აღინიშნება 5 მგ ნონბლონის 12.5-25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინირებული გამოყენების დროს. აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (2 ტაბლეტი 1 მიღებაზე). აღსანიშნავია, რომ დოზის გაზრდა დღეში 5 მგ-ზე მეტად არ აძლიერებს ჰიპოტენზიურ ეფექტს, მაგრამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ანტიანგინალური ეფექტის გაძლიერებაზე.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 5 მგ-მდე.

ასევე 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში.

პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში არ არსებობს.

75 წელზე უფროსი ასაკის პირები მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.

გვერდითი მოვლენები:

ნონბლონის დოზირების რეკომენდებული რეჟიმის დაცვის შემთხვევაში არასასურველი ეფექტები აღინიშნება იშვიათად მსუბუქი ან ზომიერი სახით.

ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:

თავის ტივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები (1%-დან 10%-მდე), დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა, იშვიათად - კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტეზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV- ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, იშვიათად - დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება;

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც);

ალერგიული რეაქციები:

ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ფსორიაზის გამწვავება;

სხვა:

ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

უკუჩვენებები:

* გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;

* კარდიოგენური შოკი;

* არტერიული ჰიპოტენზია, სინოატრიალური ბლოკადა;

* ანგიოსპასტიკური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია);

* ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში);

* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

*  II და III ხარისხის AV- ბლოკადა;

* პერიფერიული სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაავადებები (გარდამავალი კოჭლობის სინდრომი);

* არანამკურნალები ფეოქრომოციტომა;

* ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა; ღვიძლის უკმარისობა;

* ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ბრონქული ასთმა;

* დეპრესია;

* მიასთენია, კუნთების სისუსტე;

* მეტაბოლური აციდოზი;

* ბავშვობის და მოზარდობის პერიოდი 18 წლამდე;

* მომატებული მგრძნობელობა ნებივილოლის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* დღეისათვის არ არის დამაჯერებელი კლინიკური საფუძველი ორსულობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებისთვის.

* ბეტა-ადრენობლოკატორები აქვეითებენ პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის საშვიოლოსნოსშიდა დაღუპვა და თვითნებური აბორტი ან ვადამდელი მშობიარობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვა ნეგატიური ეფექტების (ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია) გამოვლინება ნაყოფში და ახალშობილში. არსებობს გართულებების აღმოცენების მომატებული რისკი ახალშობილებში გულის და ფილტვების მხრიდან, აქედან გამომდინარე, ნონბლონის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.

* ბეტა-ადრენობლოკატორების უმეტესობა განსაკუთრებით კი ლიპოფილური სუბსტანციები აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ნონბლონის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში დგება საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის თაობაზე.

* ექსპერიმენტულ კვლევებში არ გამოვლენილა პრეპარატის ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური მოქმედება.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს ნარკოზით მიმდინარე ქირურგიულ ჩარევამდე (მათ შორის ქირურგიული სტომატოლოგია) 24 სთ-ით ადრე, ან შეირჩეს ყველაზე ნაკლები უარყოფითი ინოტროპული მოქმედების მქონე საანესთეზიო საშუალება. აუცილებლად უნდა შევატყობინოთ ანესთეზიოლოგს, რომ პაციენტი იღებს ბეტა-ადრენობლოკატორს.

* პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ თირკმლის უკმარისობით, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით (შესაძლოა მოხსნას ტაქიკადია), ალერგიული დაავადებებით, ფსორიაზით, შაქრიანი დიაბეტით (შესაძლებელია მოახდინოს ჰიპოგლიკემიიის სიმპტომების შენიღბვა) დაავადებულ პაციენტებს და 65 წელზე მეტი ასაკის პირებს. ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის ნელ-ნელა შემცირებით 10  დღის განმავლობაში (2 კვირის განმავლობაში გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში).

* არტერიული წნევის და გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში უნდა იყოს ყოველდღიური.

* ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდია. თუ გულის შეკუმშვის სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამადე წთ-ში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. დაძაბვის სტენოკარდიის დროს შერჩეული დოზა უნდა უზრუნველყოფდეს გულის შეკუმშვის სიხშირეს მოსვენების მდგომარეობაში წუთში 55-60 დარტყმის ფარგლებში, ხოლო დატვირთვისას -არა უმეტეს 110 დარტყმისა წთ-ში.

* სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში (რეინოს დაავადება, გარდამავალი კოჭლობა), რადგან პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის სურათი.

* გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს ნებივოლოლის დანიშვნამდე უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა მდგომარეობის სრულ კომპენსაციამდე.

* მწეველებში ბეტა-ადრენგობლოკატორების ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე არამწეველებში. ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებს ბეტა-ადრენობლოკატორები ენიშნებათ მხოლოდ შესაძლო რისკის და სავარაუდო დადებითი შედეგის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

* ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გააძლიერონ მგრძნობელობა ალერგენებისადმი და გაზარდონ ანაფილაქსიური რეაქციების გამოხატულება.

* პაციენტებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პრეპარატის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრემლის პროდუქციის შემცირება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ნონბლონი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე, თუმცა პრეპარატის მიღებამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და დაღლილობის შეგრძნება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნონბლონს, საჭიროა თავი შეიკავონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებისგან.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებია: არტერიული ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება ციანოზი, სინუსური ბრადიკარდია, AV- ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი, გულის გაჩერება, გონების დაკარგვა, კომა, ბრონქოსპაზმი.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის, საფაღარათო საშუალებების მიღება, შესაძლებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ატროპინის (ბრადიკარდიის და მომატებული ვაგოტონიის დროს), პლაზმის ან პლაზმის შემცვლელების, აუცილებლობისას - კატექოლამინების შეყვანა.

- ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედების კუპირებისთვის გამოიყენება იზოპრენალინის ჰიდროქლორიდი (ნელა, ინტრავენურად, დასაწყისისთვის 5 მკგ/წთ-ში სასურველი ეფექტის მიღწევამდე), დობუტამინი (საწყისი დოზით 2.5 მკგ/წთ-ში), ეფექტის არარსებობისას - გლუკაგონი (ი/ვ 50-100 მკგ/კგ, განმეორებით 1 სთ-ის შემდეგ - 70 მკგ/კგ სთ-ში ინფუზურად);

- AV- ბლოკადის დროს ნაჩვენებია ტრანსვენოზური სტიმულაცია;

- ბრონქოსპაზმის დროს ნიშნავენ ბეტა2-ადრენორეცეპტორების სტიმულატორებს ი/ვ;

- პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს - ლიდოკაინს (I A კლასის ანტიარითმიული პრეპარატები არ გამოიყენება);

- კრუნჩხვების დროს - დიაზეპამს ი/ვ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

♦ ბეტა-ადრენობლოკატორების კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთად (ვერაპამილი ან დილთიაზემი) გამოყენებისას ძლიერდება უარყოფითი ზემოქმედება მიოკარდიუმის კუმშვადობაზე და AV გამტარებლობაზე. ნონბლონით მკურნალობის პერიოდში ვენაში ვერაპამილის შეყვანა უკუნაჩვენებია.

♦ბეტა-ადრენობლოკატორების I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან და ამიოდარონთან კომბინაციისას შესაძლოა გაძლიერდეს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი და ზემოქმედება აგზნების გატარებაზე. ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები ასევე ზრდიან ბრადიკარდიის, AV- ბლოკადის, გულის გაჩერების და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.

♦ ბეტა-ადრენობლოკატორების და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული გამოყენება, ფენიტოინის ი/ვ შეყვანა, ინჰალაციური ზოგადი ანესთეზიის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტები (ნახშირწყალბადების წარმოებულები -ციკლოპროპანი, ეთერი ან ტრიქლორეთილენი) ზრდიან კარდიოდეპრესიულ ზემოქმედებას. შეუძლიათ დათრგუნონ რეფლექტორული ტაქიკარდია და გაზარდონ არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. ვაგუსური რეაქციების აღმოცენების პროფილაქტიკისთვის შესაძლებელია პრემედიკაციისას ატროპინის გამოყენება. საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი იღებს ნონბლონს.

♦ სათითურას პრეპარატებმა ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შეანელონ AV გამტარებლობა.

♦ პრეპარატის აქტიურობა შეიძლება დააქვეითონ სიმპათომიმეტურმა საშუალებებმა ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში.

♦ ჰიპოტენზიურ ეფექტს ასუსტებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები და ესტროგენები. საგულე გლიკოზიდებმა, მეთილდოფამ, რეზერპინმა, გუანფაცინმა, დიურეტიკებმა, კლონიდინმა, ნიფედიპინმა, სიმპატოლიტიკებმა, ჰიდრალაზინმა და სხვა ჰიპოტენზიურმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება.

♦ ნონბლონი არ ახდენს ინსულინის და სხვა პერორალური შაქრის დამწევი საშუალებების მოქმედების პოტენცირებას, თუმცა შეიძლება შენიღბოს განვითარებული ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომი (მაგალითად, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება).

♦ პრეპარატი აქვეითებს ლიდოკაინის და სხვა ქსანტინების (დიფილინის გარდა) კლირენსს და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში.

♦ ალერგენები, რომლებიც იმუნოთერაპიისთვის გამოიყენება, ან ალერგენების ექსტრაქტები კანის სინჯებისთვის, ზრდიან მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციების ან ანაფილაქსიის განვითარების რისკს ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ნებივოლოლს. იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებები ი/ვ შეყვანისათვის ასევე ზრდიან ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შესაძლებლობას.

♦ ნონბლონი ახანგრძლივებს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების მოქმედებას და კუმარინების ანტიკოაგულაციურ ეფექტს.

♦ ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ეთანოლი, სედატიური და საძილე საშუალებები აძლიერებენ ცნს-ზე დამთრგუნველ მოქმედებას.

♦ არ არის რეკომენდებული ნებივოლოლის მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება, ჰიპოტენზიური ეფექტის მნიშვნელოვანი გაძლიერების გამო. შუალედი მაო-ს ინჰიბიტორებისა და ნონბლონის მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 14 დღეს.

♦ მიკროსომური დაჟანგვის ინდუქტორები (რიფამპიცინი, ბარბიტურატები) აქვეითებენ, ხოლო ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ზრდიან პლაზმაში ნებივოლოლის კონცენტრაციას (პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობა ამ დროს არ იცვლება).

♦ რანიტიდინის ერთდროული დანიშვნა არ მოქმედებს ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე. იმ პირობით, რომ ნებივოლოლს მიიღებენ ჭამის დროს, ხოლო ანტაციდურ საშუალებას - საკვების მიღებათა შორის პერიოდში, შესაძლებელია ორივე საშუალების ერთდროულად დანიშვნა.

♦ ჭვავის რქის არაჰიდრირებული ალკალოიდები ზრდიან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის განვითარების რისკს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალ

ნოლიცინი – NOLICIN – НОЛИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

NORFLOXACIN

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: ნორფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება; ფტოროქინოლონი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ტაბ.

ნორფლოქსაცინი .............   400 მგ

 

ვრცლად ნორფლოქსაცინი

ნოლიპრელი არგინინი (გაგრძელება) – NOLIPREL ARGININE – НОЛИПРЕЛ АРГИНИН

◄აგფ ინიბიტორების მოქმედებას შესაძლებელია თან ახლდეს არტერიული წნევის დაქვეითება ანესთეზიის დროს, განსაკუთრებით თუ ანესთეზიურ საშუალებას ჰიპოტენზიური მოქმედება ახასიათებს. ამიტომ, რეკომენდებულია გახანგრძლივებული მოქმედების აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილი არგინინის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე 12 საათით ადრე.

◄პრეპარატის საწყისი დოზა დგინდება არტერიული წნევის დონის დაწევიდან გამომდინარე, შესაძლოა დეჰიდრატაციისა და ელექტროლიტების დაკარგვის გათვალისწინებით. მსგავსი ზომები საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ არტერიული ჰიპერტენზიის უეცარი განვითარება. თირკმლის უკმარისობის დროს( KK

◄ზოგიერთ შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზის განვითარება და/ან ძვლის ტვინის ჰემოპოეტიკური ფუნქციის დაქვეითება. როგორც წესი, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა აგფ ინჰიბიტორები მაღალი დოზებით ინიშნება, აგრეთვე ავადმყოფებში თირკმლის გამოხატული უკმარისობით, რომელიც გამოწვეულია სისტემური დაავადებით (მაგ. წითელი მგლურა ან სკლეროდერმა), ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს ან სხვა ნებისმიერ პრეპარატს, რომელსაც შეუძლია ლეიკოპენიის გამოწვევა, როგორც ჩანს, ამ არასასურველი შედეგების განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს პრეპარატის დოზირებისა და მიღების წესის მკაცრი დაცვა. მიუხედავად ამისა, ასეთ ავადმყოფებში აგფ ინჰიბიტორების დანიშვნამდე, საჭიროა მოხდეს შესაძალო რისკისა და მოსალოდნელი თერაპიული ეფექტის შეფარდების დაწვრილებითი შეფასება.

უსაფრთხოების ზომები ინდაპამიდის მიღებისას

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის შემოწმება,  შემდგომში მსგავსი გამოკვლევები რეგულარულად უნდა ჩატარდეს.

- ნებისმიერი დიურეზიული პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნატრიუმის შემცველობის შემცირება სისხლის პლაზმაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რიგი სერიოზული გართულების განვითარებას. თავდაპირველად ნატრიუმის დონის დაქვეითებას შეიძლება თან არ ახლდეს პათოლოგიური სიმპტომების გამოვლენა, ამიტომაც საჭიროა ნატრიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

განსაკუთრებით ხშირად მსგავსი ანალიზი უნდა ჩაუტარდეს რისკის ჯგუფის პაციენტებს (მაგ. ხანდაზმულ პაციენტებს ან ავადმყოფებს ღვიძლის ციროზით).

- თიაზიდური დიურეტიკების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის იონების შარდთან ერთად გამოყოფის შემცირება, რაც იწვევს სისხლში კალციუმის დონის დროებით და უმნიშვნელო მომატებას. კალციუმის დონის მნიშვნელოვანი (გამოხატული) მატება შეიძლება იყოს ადრე არადიაგნოსტირებული ჰიპერპარათირეოდიზმის შედეგი. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევამდე.

- ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც იმავდროულად შემცირებულია კალიუმის იონების შემცველობა.

- ავადმყოფებს სისხლის პლაზმაში შარდოვანას მჟავას მაღალი შემცველობით პოდაგრის განვითარების მიდრეკილება აქვთ.

- თიაზიდური დიურეტიკები მაქსიმალურად ეფექტურები არიან, როდესაც თირკმელების ფუნქცია მთლიანად შენარჩუნებულია ან უმნიშვნელოდ არის დაქვეითებული (კრეატინინის დონე უფროსებში დაახლოებით 25 მგ/ლ ან 220 მკმოლ/ლ). ხანდაზმულ პირებში კრეატინინის დონე უნდა შეფასდეს მათი ასაკის, წონისა და სქესის გათვალისწინებით.

ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით თიაზიდური დიურეტიკების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ენცეფალოპათია. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. მკურნალობის დასაწყისში დიურეტიკებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ნატრიუმის დაკარგვა, რაც, როგორც წესი, ჰიპოვოლემიას იწვევს. ამ მდგომარეობას, თავის მხრივ, თან ახლავს გორგლისებური ფილტრაციის შემცირება და კრეატინინის შემცველობის მომატება შარდოვანასა და სისხლში. თირკმელების მსგავსი ფუნქციური უკმარისობა დროებითია და არ ახდენს გავლენას ავადმყოფების მდგომარეობაზე თირკმელების ნორმალური ფუნქციით. თუმცა, უკვე არსებული დარღვევების შემთხვევებში, თირკმლის უკმარისობა უფრო გამოხატული ხდება.

- თიაზიდური დიურეტიკების და მსგავსი შენაერთების მიღების ძირითადი საფრთხე მდგომარეობს კალიუმის იონების დაკარგვაში და, შესაბამისად, სისხლის პლაზმაში მისი დონის დაქვეითებაში.

ხანდაზმულ პირებში ან დასუსტებულ ავადმყოფებში გათვალისწინებულ უნდა იქნას ის ფაქტი, რომ კალიუმის დონე შეიძლება დასაშვებ ზღვარზე დაბლა დაქვეითდეს (

მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს მიეკუთვნებიან ავადმყოფები ეკგ-ზე QT-ის გახანგრძლივებული ინტერვალით. ამასთან, ასეთი ზრდის მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც თანდაყოლილ ანომალიებთან, ისე მედიკამენტების არასასურველ მოქმედებასთან.

პედიატრიაში გამოყენება

ბავშვებში ნოლიპრელი არგინინის ეფექტურობზე და უსაფრთხოებაზე მონაცემები არ არსებობს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვადასხვა მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე: პერინდოპრილი არგინინი, ინდაპამიდი და ნოლიპრელი არგინინი არ ახდენს უარყოფით გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვადასხვა მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან რამდენიმე ჰიპოტენზიური პრეპარატის კომბინაციის შემთხვევაში, არტერიული წნევის დაქვეითებაზე შეიძლება განუვითარდეთ ინდივიდუალური რეაქცია. შედეგად, შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვადახვა მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: უფრო სავარაუდოა არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომები, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, უძილობა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, პოლიურია ან ოლიგურია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ანურიაში (ჰიპოვოლემიის შედეგად).

მკურნალობა: პირველადად საჭიროა პრეპარატის სწრაფი გამოყვანა ორგანიზმიდან კუჭის ამორეცხვის ან გააქტივირებული ნახშირის შეყვანის მეშვეობით, შემდეგ - წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.

არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანა და ქვედა კიდურების სიმაღლეზე აწევა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იზოტონური მარილხსნარის ინტრავენურად შეყვანა ან სისხლის მოცულობის აღმდგენი ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენება. პერინდოპრილატი - პერინდოპრილი არგინინის აქტიური ფორმა - შეიძლება გამოყვანილ იქნას ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- არ არის რეკომენდებული ნოლიპრელი არგინინისა და ლითიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება. ლითიუმის შემცველობის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლინება, რომლებიც უმარილო დიეტის სიმპტომების მსგავსია (შედეგად ლითიუმის ეკსკრეციის დაქვეითება). თუ აგფ ინჰიბიტორების და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების შემცველი მსგავსი თერაპიის მოხსნა შეუძლებელია, საჭიროა ლითიუმის დონის მკაცრი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზის კორეგირება.

- აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შესაძლებელია ინსულინისა და სულფანილშარდოვანას წარმოებულების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება. ჰიპოგლიკემიის განვითარება იშვიათად შეინიშნება (გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის გაზრდა და ინსულინის მოთხოვნილების შემცირება).

- ნოლიპრელი არგინინისა და ბაკლოფენის ერთდროული  მიღების დროს აუცილებელია არტერიული წნევის დონის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ჰიპოტენზიური პრეპარატის დოზის კორეგირება.

- ნოლიპრელი არგინინის და არაჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო საშუალებისა და მაღალი დოზების სალიცილატების ერთდროული დანიშვნისას შესაძლებალია განვითარდეს  თირკმლის მწვავე  უკმარისობა  სხეულის გაუწყლოების შემთხვევაში (გორგლისებური ფილტრაცის შემცირება). ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ორგანიზმის საკმარისი ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციური აქტიურობის შემოწმება.

- არ შეიძლება აგფ ინჰიბიტორებისა და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების ერთდროული დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სისხლში კალიუმის დაბალი დონე შეინიშნება კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი) ერთდროული ხმარებისას, ყველაზე მეტად რაციონალური კომბინაციის დროსაც კი, შესაძლებელია კალიუმის დონის შემცირება ან მომატება (განსაკუთრებით პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით). ამ შემთხვევაში საჭიროა კალიუმის დონის და ეკგ კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის მოდიფიცირება.

- ნოლიპრელი არგინინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ნეიროლეპტიკების ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლირება და ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გაზრდა (ადიტიური ეფექტი).

- კორტიკოსტეროიდული პრეპარატი, ტეტრაკოზაქტიდი ამცირებს ნოლიპრელი არგინინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას (წყლისა და ელექტროლიტების შეკავება კორტიკოსტეროიდების მოქმედების შედეგად).

- არ არის რეკომენდებული პერინდოპრილი არგინინის მიღება კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან (მათ შორის: სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი მონოთერაპიაში და კომბინაციაში), კალიუმის პრეპარატებთან ერთად. კალიუმის დონის მომატება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის დროს.

- ინდაპამიდის გამოყენება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ torsades de pointes ტიპის არითმიები, იმატებს ამ სახის არითმიის განვითარების რისკი. არ არის რეკომენდებული კომბინაცია არაანტიარითმიულ პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ torsades de pointes (ასტემიზოლი, ბეპრიდილი, ერიტრომიცინი, გალოფანტრინი, პენტამიდინი, სულტოპრიდი, ტერფენადინი, ვინკამინი). კალიუმის დაბალი შემცველობის შემთხვევაში საჭიროა ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც არ იწვევენ torsades de pointes.

ინდაპამიდი ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული ანტიარითმიულ პრეპარტებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოწვიონ torsades de pointes (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპრამიდი, ამიოდარონი, ბეტილი, სოტალოლი). torsades de pointes განვითარების შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული ანტიარითმიული პრეპარატები (საჭიროა რითმის ხელოვნური მარეგულირებელის გამოყენება).

- ინდაპამიდისა და კალიუმის დამაქვეითებელი პრეპარატების (მათ შორის ინტრავენური ამფოტერინი B. გლუკო- და მინერალოკორტიკოიდების სისტემური მიღების, ტეტრაკოზაკტიდის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებების, ერთდრული გამოყენების დროს შეინიშნება ადიტიური მოქმედება კალიუმის დონის დაქვეითების მხრივ.

- კალიუმის დაბალმა დონემ შესაძლებელია გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკური მოქმედება. საჭიროა კალიუმის დონის და ეკგ-ს კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსის კორეგირება.

- საჭიროების შემთხვევაში ნოლიპრელთან ერთად საჭიროა არამასტიმულირებელი საფაღარათო საშუალების გამოყენება.

- მეტფორმინის მიღების ფონზე განვითარებული რძემჟავას აციდოზი, როგორც ჩანს დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციონალურ უკმარისობასთან, რომელიც განპირობებულია დიურეტიკების მოქმედებით, განსაკუთრებით მარყუჟოვანი. არ არის რეკომენდებული მეტფორმინის გამოყენება თუ კრეატინინის დონე აღემატება 15 მგ/ლ (135 მკმოლ/ლ) მამაკაცებში და 12 მგ/ლ (110 მკმოლ/ლ) ქალებში.

- ორგანიზმის მკვეთრი დეჰიდრატაციის დროს, რომელიც გამოწვეულია დიურეზიული პრეპარატების მიღებით იზრდება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების მაღალი დოზებით მიღების დროს. იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების მიღების წინ საჭიროა ჩატარდეს რეჰიდრატაცია.

- კალციუმის მარილებთან ერთად მიღებისას შესაძლებელია კალციუმის შემცველობის მომატება მისი შარდთან ერთად ექსკრეციის დაქვეითების შედეგად.

- ციკლოსპორინის მდუმივი მიღების ფონზე იზრდება კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში, ორგანიზმში წყლისა და ელექტროლიტების ნორმალური შემცველობის შემთხვევაშიც კი. ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული ნოლიპრენის დანიშვნისას.

კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს, ტეტრაკოზაქტიდს, შეუძლიათ შეამცირონ ნოლიპრენის ჰიპონტეზიური მოქმედება, რაც განპირობებულია კორტიკოსტეროიდების გავლენით გამოწვეული სითხისა და ელექტროლიტების შეკავებით.

შენახვის ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ნოლიპრელი არგინინი - 2.5 წელი; ნოლიპრელი ფორტე არგინინი - 2.5 წელი.

ნოლიპრელი არგინინი – NOLIPREL ARGININE – НОЛИПРЕЛ АРГИНИН

ნოლიპრელი არგინინი - ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მიერ წარმოებული ორიგინალური პრეპარატი

საერთაშორისო დასახელება: PERINDOPRIL ARGININE; INDAPAMIDE

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პერინდოპრილი არგინინი+ინდაპამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პერინდოპრილი არგინინი .......     2.5 მგ

ინდაპამიდი ........................        0.625 მგ

ტაბლეტები ფორტე: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პერინდოპრილი არგინინი .......    5 მგ

ინდაპამიდი ..........................    1.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ოქსიდი კოლოიდური ჰიდროფობული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს პერინდოპრილი არგინინის (აგფ ინჰიბიტორის) და ინდაპამიდის (სულფონამიდის წარმოებულების ჯგუფის დიურეტიკის) შემცველ კომბინირებული პრეპარატს. ნოლიპრელი არგინინის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თვითოეული კომპონენტის თვისებების შერწყმით. პრეპარატის გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დაკავშირებულია პერინდოპრილი არგინინისა და ინდაპამიდს შორის სინერგიზმთან.

ნოლიპრელი არგინინი აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას (სისხლძარღვთა გამაფართოებელი ფაქტორის წარმოების გაზრდა და არტერიულ სისხლძარღვთა შემავიწროებელი ფაქტორების წარმოების შემცირება) და არტერიულ-კაპილარულ მიკროცირცუკულაციას, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს რიგიდულობას, რასაც თან ახლავს ელასტინ/კოლაგენის თანაფარდობისა და მიკროცირკულაციის ფუნქციონალური წინააღმდეგობის ნორმალიზაცია, ხელს უწყობს თირკმლის დარღვევების (პროტეინურია, გლომეროულოსკლეროზი) რეგრესიას.

ნოლიპრელი არგინინის მიღების ფონზე ხდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის ინჰიბირება და მცირდება კალიუმის გამოდევნა, რაც განპირობებულია ინდაპამიდის მოქმედებით.

ნოლიპრელი არგინინი ახდენს გამოხატულ დოზადამოკიდებულ ჰიპოტენზიურ მოქმედებას როგორც სისტოლურ, ისე დიასტოლურ არტერიულ წნევაზე.

პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება არ არის დამოკიდებული ასაკზე და ავადმყოფის სხეულის მდგომარეობაზე და გრძელდება 24 საათის განმავლაბში. არტერიული წნევის დაქვეითება ხდება ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში და არ ახლავს ტაქიკარდია. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს ასოციაციური სიმპტომების გამოვლენას.

კლინიკური კვლევებით დადგენილი იქნა, რომ პერინდოპრილი არგინინის და ინდაპამიდის კომბინაცია აძლიერებს თითოეული მათგანის მოქმედებას.

ნოლიპრელი არგინინი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. აუმჯობესებს არტერიების ელასტიურობას, ამცირებს არტერიოლების და პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობას, არ ახდენს გავლენას ლიპიდების მეტაბოლიზმზე (საერთო ქოლესტერინი, ქოლესტერინი/მსლ და დსლ, ტრიგლიცერიდები), აგრეთვე ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებშიც კი. პერინდოპრილი არგინინის მოქმედება განპირობებულია მისი მეტაბოლიტის - პერინდოპრილატის აქტივობით.

პერინდოპრილი არგინინი - აგფ ინჰიბიტორი. ეს ფერმენტი აჩქარებს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნას, რომელსაც გააჩნია სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებები; გარდა ამისა, აგფ ასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას. პერინდოპრილი არგინინის მიღებისას ხდება ალდოსტერონის სეკრეციის შემცირება, რის შედეგად უკუკავშირის პრინციპის მიხედვით, იზრდება რენინის აქტივობა პლაზმაში; ხანგრძლივი გამოყენებისას კლებულობს პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობა, რაც განპირობებულია ძირითადად კუნთებისა და თირკმელების სისხლძარღვებზე ზემოქმედებით. ამასთან ერთად, არ შეინიშნება მარილისა და წყლის შეკავება ან რეფლექტორული ტაქიკარდია.

პერინდოპრილი არგინინი ავლენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას პაციენტების სისხლში რენინის დაბალი და ნორმალური დონით.

პერინდოპრილი არგინინი ამცირებს დატვირთვას გულზე ვენებზე სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების შედეგად (პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმის შეცვლის გზით), მცირდება პრედატვირთვა და იკლებს საბოლოო დიასტოლური წნევა; ადგილი აქვს პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირებას, რასაც პოსტდატვირთვის შემცირებამდე მივყავართ.

პერინოდოპრილი არგინინი ეფექტურია არტერიული ჰიპოტენზიის ნებისმიერი სტადიის დროს: საწყისი ზომიერი, მძიმე. დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევის შემცირება ხდება როგორც მწოლიარე, ისე მდგომარე მდგომარეობაში. ჰიპოტენზიური აქტივობის მაქსიმუმი შეინიშნება ერთჯერადი მიღებიდან 4-6 საათში და შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში. აღინიშნება აგფ აქტივობის მაღალი დონე პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ - 80%.

პრეპარატისადმი მგრძნობიარე ავადმყოფებში არტერიული წნევის ნორმალიზაციას არ ახლავს რეფლექტორული ტაქიკარდია. პრეპარატის მოხსნა არ იწვევს ჰიპოტენზიური რეაქციის განვითარებას.

პერინდოპრილი არგინინი აღადგენს ძირითადი არტერიების ელასტიურობას, ახდენს რეზისტენტული არტერიებში ჰისტომორფოლოგიური ცვლილებების კორეგირებას და იწვევს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის რეგრესიას. აუცილებლობის შემთხვევაში თიაზიდური დიურეტიკის დანიშვნა იწვევს სინერგიულ რეაქციას. აგფ ინჰიბიტორისა და თიაზიდური დიურეტიკის კომბინაცია ამცირებს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, რომელიც ახასიათებს დიურეზული პრეპარატების მიღებას.

კლინიკური კვლევების დროს, ავადმყოფებში გულის უკმარისობით, დადგენილი იქნა, რომ პერინდოპრილი არგინინი იწვევს გულის მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის ავსების წნევის დაქვეითებას, სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირებას, გულის განდევნისა და კარდიალური ინდექსის ზრდას, კუნთებში რეგიონალური სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას. მნიშვნელოვნად უმჯობესდება ფიზიკური დატვირთვის სინჯის შედეგები. 3 კლინიკური გამოკვლევაში ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით, ნაჩვენები იქნა, რომ პერინდოპრილი არგინინის მიღების საწყის ეტაპზე არტერიული წნევის შემცირება ხდება უფრო ნელა, ვიდრე იმავე ფარმაკოლოგიური კლასის სხვა პრეპარატების მიღებისას და სრულიად შეესაბამება პლაცებოს მოქმედებას.

ინდაპამიდი თიაზიდის მსგავსი დიურეტიკია. მისი მოქმედება დაკავშირებულია ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში ნატრიუმის რეაბსორბციის ინჰიბირებასთან. იწვევს ნატრიუმის, ქლორისა და, ნაკლები დოზით - კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფის დოზადამოკიდებულ მატებას, რითაც აძლიერებს დიურეზს.

ინდაპამიდი ამცირებს სისხლძარღვთა ჰიპერაქტივობას ნორადრენალინთან მიმართებაში, პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობას და წინააღმდეგობას არტერიოლებში. ინდაპამიდით მონოთერაპიის დროს აღინიშნება ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი - 24 საათის განმავლობაში. ჰიპოტენზიური თვისებები ვლინდება ისეთ დოზებში, რომლებშიც ინდაპამიდის დიურეზული ეფექტი სუსტადაა გამოხატული. ინდაპამიდის ჰიპოტენზიური მოქმედების ეფექტურობა პირდაპირპროპორციულია მისი არტერიების ელასტიურობის გაუმჯობესების, არტერიოლების და პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირების თვისებასთან. ინდაპამიდი ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას.

ზღვრულ კონცენტრაციებში თიაზიდური დიურეტიკების ან სხვა შესაბამისი ნაერთების ჰიპერტენზიული ეფექტურობა აღწევს პლატოს და აღარ იმატებს, მაშინ როცა პრეპარატების გვერდითი მოვლენები უფრო და უფრო გამოხატული ხდება. თუ მკურნალობა არ არის ეფექტური, არაა მართებული პრეპარატის დოზის გაზრდა.

ფარმაკოკინეტიკა:

პერინდოპრილი არგინინის და ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები კომბინაციის დროს არ იცვლება მათ ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით.

პერინოდოპრილი არგინინის ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია და მეტაბოლიზმი: პერორალურად მიღების შემდეგ პერინდოპრილი არგინინი სწრაფად აბსორბირდება. საშუალოდ აბსორბცია შეადგენს 67-70%-ს. პერინდოპრილი არგინინი ჰიდროლიზდება პერინდოპრილატის წარმოქმნით, რომელიც აგფ ინჰიბიტორს წარმოადგენს. მეტაბოლიზმის სხვა პროდუქტები არააქტიურია. წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა დამოკიდებულია მიღებულ საკვებზე. სისხლის პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax 3-4 საათის შემდეგ მიიღწევა.

განაწილება: პლაზმის ცილებთან პერინდოპრილატის დაკავშირება, ჩვეულებრივ, 30%-ზე ნაკლებია და არ არის დამოკიდებული სისხლში მის კონცენტრაციაზე. პერინდოპრილი არგინინის რეგულარულად მიღებისას, ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზით, პერინდოპრილატის Css სისხლის პლაზმაში საშუალოდ 4 დღე-ღამეში მიიღწევა. პერინდოპრილატის აქტიური დაგროვების ნახევარპერიოდი - დაახლოებით 24 სთ. აგფ ინჰიბიტორები გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ხანდაზმულ პაციენტებში, პერინდოპრილატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შესაძლებელია მნიშვნელოვნად მაღალი იყოს, თუ KK ოდენობა 60 მლ/წთ-ზე ნაკლებია. გარდა ამისა, პრეპარატის გამოყოფა შენელებულია ავადმყოფებში გულის უკმარისობით.

პერინდოპრილი არგინინის კლირენსი დიალიზის დროს შეადგენს 70 მლ/წთ-ს.

პერინდოპრილი არგინინის ფარმაკოკინეტიკა იცვლება ღვიძლის ციროზით დაავადებულ ავადმყოფებში: პერინდოპრილი არგინინის თირკმლის კლირენსი 2-ჯერ მცირდება, თუმცა წარმოქმნილი პერინდოპრილატის კონცენტრაცია არ იცვლება და, შესაბამისად, არ არის საჭირო პრეპარატის დოზის შერჩევა.

ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ადამიანში სისხლის პლაზმაში Cmax მიიღება პერორალური მიღებიდან 1 საათში.

განაწილება: ინდაპამიდის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 79%-ს. პრეპარატის მეორადი მიღებისას  არ ხდება ორგანიზმში მისი დაგროვება.

გამოყოფა: T1/2 შეადგენს 14-24 სთ-ს (საშუალოდ 18 სთ-ს). ძირითადად გამოიყოფა შარდით (მიღებული დოზის 70%) და ფეკალიებით (22%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს: ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით.

ჩვენებები:

  • ესენციური არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ნოლიპრელი არგინინი განკუთვნილია შინაგანი მიღებისათვის.

უფროსებს, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით, ენიშნებათ 1 ტაბ/დღე-ღამეში, სასურველია დილის საათებში.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, KK 30 მლ/წთ და მეტი, არ არის საჭირო დოზის კორექცია. შესაძლოა ჰიპონატრიემია ჰიპოვოლემიით, რამაც შეიძლება განაპირობოს დეჰიდრატაცია და ორთოსტატული ჰიპოტენზია, დროებით ჰიპოკალიემია.

გვერდითი მოვლენები:

ნოლიპრელი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:

წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ:

შესაძლებელია ჰიპოკალიემია ავადმყოფთა 2%-ში. პერინოდოპრილი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები

ცნს-ის მხრივ:

შესაძლებელია თავის ტკივილი, ასთენია, თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ცვლილებება და/ან ძილის დარღვევა, კრუნჩხვები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის - ორთოსტატიკური).

სასუნთქი სისტემების მხრივ:

შესაძლებელია მშრალი ხველა. ხველით შეტევებს აქვთ პერსისტენტული ხასიათი, მაგრამ სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე. ამ სიმპტომის გამოჩენა მიუთითებს პრეპარატის არასასურველ მოქმედებაზე.

საჭმლის მომნელებლი სისტემის მხრივ:

შესაძლებელია ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, ანორექსია, გულისრევის შეგრძნება, გემოს დარღვევა.

ალერგიული რეაქციები:

ცალკეულ შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება.

თირკმელების მხრივ:

შესაძლებელია შარდოვანას და კრეატინინის შემცველობის უმნიშვნელო გაზრდა სისხლის პლაზმაში (შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ), ეს ეფექტი შედარებით გამოხატულია თირკმლის არტერიის სტენოზის, არტერიული ჰიპერტენზიის დიურეტიკებით მკურნალობისას და თირკმლის უკმარისობის დროს.

აგფ ინჰიბიტორების გამოყენება პაციენტებში გორგლისებური ნეფროპათიით შესაძლებელია განაპირობოს პროტეინურიის განვითარება.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ:

პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციით, ჰემოდიალიზის შემდეგ აგფ ინჰიბიტორების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ანემია.

ინდაპამიდის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები, ძირითადად, დოზადამოკიდებული ხასიათისაა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

იშვიათად - გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა, პირის სიმშრალე (ჩვეულებრივ, ქრება დოზის შემცირების შემდეგ). ცალკეულ შემთხვევებში - ჰეპატიტი. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია თირკმლის ენცეფალოპათიის განვითარება.

ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:

იშვიათად თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზია, თავის ტკივილი (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ).

დერმატოლოგიური რეაქციები:

შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჰემორაგიული ვასკულიტი, წითელი მგლურას გამწვავება.

ალერგიული რეაქციები:

წინასწარ განწყობილ პაციენტებში -გამოვლინებები კანზე.

წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ:

შესაძლებელია ჰიპოკალიემია (განსაკუთრებით რისკის ჯგუფის პაციენტებში), ნატრიუმის დონის შემცირება, რასაც თან ახლავს ჰიპოკალიემია, ორგანიზმის დეჰიდრატაცია და ორთოსტატიკური არტერიული ჰიპერტენზია. ქლორის იონების ერთდროულმა დაკარგვამ შესაძლებელია გამოიწვიოს კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი, ალკალოზის წარმოქმნის სიხშირე და მისი გამოხატულება უმნიშვნელოა. იშვიათად -კალციუმის დონის მატება.

უკუჩვენებები:

* თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (KK

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;

* ჰიპოკალიემია;

* ორსულობა;

*ლაქტაცია (ძუძუთი კვება);

* აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში;

* მომატებული მგრძნობელობა პერინდოპრილზე;

* მომატებული მგრძნობელობა ინდაპამიდზე და სულფანილამიდურ პრეპარატებზე;

შედარებითი უკუჩვენებები:

* კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის ან ლითიუმის მარილებთან კომბინაციაში გამოიყენება;

* თირკმლის არტერიების ბილატერალური სტენოზი ან ფუნქციონირების უნარის მქონე ერთადერთი თირკმელი.

* მომატებული კალიუმის დონე სისხლის პლაზმაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ნოლიპრელი არგინინი და ნოლიპრელი ფორტე არგინინი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში და ლაქტაციის დროს.

ადექვატური და მკაცრად-კონტროლირებადი კვლევები პერინდოპრილი არგინინის გამოყენებაზე ორსულებში არ ჩატარებულა.

! ! ! აგფ ინჰიბიტორებს აქვთ უნარი გადალახონ პლაცენტარული ბარიერი და, შედეგად, გამოიწვიონ ნაყოფისა და ახალშობილის ავადობა-სიკვდილობის ზრდა. II და III ტრიმესტრში პერინდოპრილი არგინინის დანიშვნისას, განსაკუთრებით თუ პრეპარატის მიღება გრძელდებოდა მშობიარობამდე, შეიმჩნეოდა ნაყოფის თირკმლების ფუნქციონირების კლება ამნოიტიკური სითხის მოცულობის შემცირებით, თირკმლის ნეონატალური უკმარისობა, რომელსაც თან ახლდა არტერიული ჰიპოტენზია და კალიუმის დონის შემცირება, ზოგჯერ - ანურია (შექცევადი ან შეუქცევადი).

ვარაუდობენ, რომ ორსულობის დროს პერინდოპრილი არგინინის მიღებისას ნაყოფის არასწორი ფორმირების რისკი, როგორც ჩანს, ძალზედ მცირეა. თუკი ფეხმძიმობა მკურნალობის პროცესში დაიწყო, არ არის მისი (ფეხმძიმობის) შეწყვეტის აუცილებლობა. თუმცა საჭიროა ნაყოფის თავის ქალის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ამისგან განსხვავებით, როდესაც ფეხმძიმობა დაიწყო მკურნალობამდე და გამოვლენილ იქნა მხოლოდ მკურნალობის დაწყების შემდეგ. პერინდოპრილი არგინინის მიღება უნდა შეწყდეს და არ იქნას განახლებული მშობიარობამდე.

* ორსულობის დროს დიურეტიკების, მათ შორის ინდაპამიდის მიღება არ არის რეკომენდებული, შეშუპების მოხსნის მიზნითაც კი. დიურეტიკების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პლაცენტარული უკმარისობა და ნაყოფის განვითარების პროცესის შეფერხება.

* მონაცემების უქონლობის გამო, არ არის სასურველი პერინდოპრილი არგინინის გამოყენება ძუძუთი კვების დროს. ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად და ამიტომ, არც ამ პრეპარატის გამოყენებაა მიზანშეწონილი ლაქტაციის პერიოდში.

* ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში არ გამოვლენილა პერინდოპრილი არგინინის ტერატოგენური ეფექტი, თუმცა ზოგიერთ სახეობაში გამოვლენილ იქნა ნაყოფზე ტოქსიკური ეფექტი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ნოლიპრელი არგინინით ან ნოლირელი ფორტე არგინინით მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში საჭიროა დეჰიდრატაციის და მარილების დაკარგვის მანიშნებელი კლინიკური ნიშნების სისტემატური კონტროლი. ეს მდგომარეობა შეიძლება წარმოიქმნას დიარეას ან გულისრევის დროს. ასეთ ავადმყოფებში რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ელექტროლიტების შემცველობა სისხლის პლაზმაში.

◄დროებითი არტერიული ჰიპოტენზიის დროს არ არის ნაჩვენები მკურნალობის შეწყვეტა. არტერიული წნევის აღდგენის შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება, ამასთან პრეპარატი უნდა დაინიშნოს ნაკლები დოზით, ან დაინიშნოს მის კომპონენტთაგან მხოლოდ ერთ-ერთი.

◄პერინდოპრილი არგინინის და ინდაპამიდის კომბინირებული მიღება არ ახდენს კალიუმის იონების დაკარგვის პრევენციას. როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

◄რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვამ აგფ-ინჰიბიტორების მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. პრეპარატის მიღების ფონზე შესაძლებელია კრეატინინის შემცველობის მომატება სისხლის პლაზმაში, რაც თირკმლის ფუნქციურ უკმარისობაზე მიანიშნებს. ზოგჯერ მსგავსი მოშლილობები მწვავედ ვითარდება, ამასთან თირკმლის ფუნქციური უკმარისობა პრეპარატის მიღების ფონზე ძალზე იშვიათად გვხვდება და ძნელია პროცესის დაწყების პროგნოზირება. ამათანავე, ყველა მსგავს შემთხვევაში მკურნალობა ან უნდა შეწყდეს, ან გაგრძელდეს დაბალი დოზით ან პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტით. ამ ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის და კრეატინინის რეგულარული კონტროლი. თირკმლის მწვავე უკმარისობა ვლინდება პაციენტებში გულის მწვავე უკმარისობით და თირკმლის ფუნქციის დარღვევით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით.

◄ნოლიპრელი არგინინით მკურნალობისას აუცილებელია კრეატინინის დონის სისტემატური კონტროლი სისხლის პლაზმაში.

ხანდაზმულ პაციენტებში და დასუსტებულ პირებში პრეპარატის მიღების დაწყებამდე აუცილებელია შეფასდეს თირკმლის ფუნქციური აქტივობა და კალიუმის დონე სისხლის პლაზმაში. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც ღებულობენ რამდენიმე სხვადასხვა პრეპარატს, ავადმყოფები ღვიძლის ციროზით, რომელსაც თან ახლავს შეშუპება ან ასციტი, გიდ-ით ან გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტები. კალიუმის დონის დაქვეითება იწვევს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის გაზრდას და არითმიის განვითარების რისკს. მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს მიეკუთვნებიან ავადმყოფები ეკგ-ზე QT-ის გახანგრძლივებული ინტერვალით. ამასთან, ასეთი ზრდის მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც თანდაყოლილ ანომალიებთან, ისე მედიკამენტების არასასურველ მოქმედებასთან.

◄ნეიტროპენიის განვითარება აგფ ინჰიბიტორების მკურნალობის ფონზე დამოკიდებულია დოზაზე და თანმხლებ დაავადებებზე. ნეიტროპენიის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღება. მსგავსი ეფექტი ქრება პერინდოპრილი არგინინის მოხსნის შემდეგ.

◄აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილი არგინინის მიღებისას, ხანდახან შეინიშნება სახის ქვედა ნაწილის, ტუჩების, ენის, ხახისა და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ შეწყდეს პერინდოპრილი არგინინის მიღება, ხოლო პაციენტის მდგომარეობა მანამდე უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, ვიდრე შეშუპების ნიშნები საერთოდ არ გაქრება.

თუ შეშუპება ვრცელდება მხოლოდ სახეზე და ტუჩებზე, მის გამოვლინება ხშირად თავისით ქრება, თუმცა სიმპტომების უფრო სწრაფი გაქრობისთვის შესაძლებელია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.

◄ანგიონევროზულ შეშუპებას, რომელსაც თან ახლავს ხორხის შეშუპება, შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს. ენის, ხახისა და ხორხის შეშუპებამ შესაძლებელია სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს და ასეთი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა ადრენალინის 1/1000-ზე პროპორციით (0.3 ან 0.5 მლ) დაუყოვნებლივ შეყვანა კანქვეშ და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ასეთ ავადმყოფებში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა უკუნაჩვენებია.

◄აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ავადმყოფებში კვინკეს შეშუპებით ანამნეზში, რომელიც არ იყო დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი უფრო მაღალია. პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, რომლის დროსაც გამოყენებულია მაღალ გამტარიანი მემბრანა (პოლიაკრილონიტრილი) აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია (ენისა და ტუჩების შეშუპება), რომელსაც თან ახლავს ქოშინი და არტერიული წნევის დაქვეითება. ამიტომ საჭიროა პოლიაკრილური მემბრანებით ჩატარებული ჰემოდიალიზისა და აგფ ინჰიბიტორების კომბინაციის თავიდან აცილება.

◄აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მშრალი ხველის განვითარება. ხველის შეტევებს მუდმივი ხასიათი აქვს, მაგრამ სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება.

◄აგფ ინჰიბიტორები დადებითად მოქმედებენ ავადმყოფებში ვაზორენალური არტერიული ჰიპერტენზიით, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ ქირურგიული ჩარევა, ისევე როგორც იმ პირებში, რომელთაც ოპერაცია არ ჩაუტარდებათ. მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით, ერთდროულად თირკმელების ფუნქციური აქტიურობისა და სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის შემოწმებით. ზოგიერთ ავადმყოფში შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის ფუნქციური უკმარისობა, რომელიც სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

◄პირებში გულის გამოხატული უკმარისობით (IV სტადია) და ავადმყოფებში ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით (კალიუმის დონის სპონტანური მატება), მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

◄ავადმყოფებმა, არტერიული ჰიპერტენზიით და გულის უკმარისობით არ უნდა შეწყვიტონ β-ბლოკერების მიღება: აგფ ინჰიბიტორები უნდა დაინიშნოს β-ბლოკერებთან კომბინაციაში.

◄თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეთ ანემია. ამასთან, ჰემოგლობინი მით უფრო მეტად იკლებს, რაც უფრო მაღალი იყო მისი პირვანდელი დონე. ეს ეფექტი, როგორც ჩანს, არაა დოზადამოკიდებული, თუმცა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს აგფ ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმთან.

◄ჰემოგლობინის დონის უმნიშვნელო კლება ხდება პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ ჰემოგლობინის დონე უცვლელი რჩება და მთლიანად აღდგება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ასეთ ავადმყოფებში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება, თუმცა რეგულარულად უნდა ჩატარდეს ჰემატოლოგიური ანალიზი.

 

გაგრძელება

 

ნოლვადექსი – NOLVADEX – НОЛВАДЕКС

საერთაშორისო დასახელება:

TAMOXIFEN

მწარმოებელი: ASTRAZENECA

მოქმედი ნივთიერება: ტამოქსიფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ანტიესტროგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ტამოქსიფენი ........    10 მგ

1 ტაბ.

ტამოქსიფენი ..........  20 მგ

1 ტაბ.

ტამოქსიფენი .........   40 მგ

 

ვრცლად ზიტაზონიუმი

ნოლაქსენი – NOLAXEN – НОЛАКСЕН

საერთაშორისო დასახელება: SPIRONOLACTONE; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: სპირონოლაქტონი+ჰიდროქლორთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატი. კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალება თიაზიდურ დიურეზულ საშუალებასთან კომბინაციაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები:  ბლისტერზე 10 ც., შეფუთვაში  2ბლისტერი.

1 ტაბ.

სპირონოლაქტონი .................     25 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი ..............  25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, დაუმუშავებელი სახამებელი, უწყლო ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი, საღებავი: Sunset Yellow.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნოლაქსენი - კომბინირებული პრეპარატია, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირონგოლაქტონისა და ჰიდროქლორთიაზიდის თვისებების შერწყმით.

სპირონოლაქტონი წარმოადგენს კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებას, გახანრგძლივებული მოქმედების ალდოსტერონის (თირკმელზედა ჯირკვლის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიურ ანტაგონისტს. თირკმლის მილაკების დისტალურ ნაწილებში ალდოსტერონის რეცეპტორებთან შეკავშირებით ზრდის წყლის, ნატრიუმისა და ქლორის იონების ექსკრეციას შარდთან ერთად, ამცირებს კალიუმისა და შარდოვანას იონების გამოყოფას, აქვეითებს შარდის მჟავიანობას.

ჰიდროქლორთიაზიდი თიაზიდური დიურეზული საშუალებაა. ამცირებს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, აძლიერებს შარდთან ერთად კალიუმის ჰიდროკარბონატისა და  ფოსფატების  გამოყოფას. ამცირებს არტერიულ წნევას ცირკულირებადი სისხლის მოცულობის (ცსმ) შემცირების, სისხლძარღვის კედლის რეაქტიულობის  შეცვლის, სისხლძარღვების შემავიწროვებელი ნივთიერებების პრესორული ზეგავლენის შემცირებისა და განგლიებზე დეპრესორული მოქმედების გაძლიერების ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკა:

სპირონოლაქტონი და ჰიდროქლორთიაზიდი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხასიათდებიან საკმაოდ მაღალი ბიოშეღწევადობით.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის შეშუპების სინდრომი (გულის ქრონიკული უკმარისობა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები);
  • არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ნოლაქსენი მიიღება შიგნით ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.

შეშუპების სინდრომის დროს: ინიშნება 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 8 ტაბლეტამდე დღეში (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-200 მგ (იშვიათად, 300 მგ დღე-ღამეში)) დღე-ღამეში.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს: ინიშნება 1-2 ტაბლეტი ერთჯერადად ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 4 ტაბლეტამდე (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-100 მგ) დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ:

ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპო- ან ჰიპერკალიემია; იშვიათად - ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ატაქსია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

შექცევადი და ჩვეულებრივ, თავისთავად გარდამავალი გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე, იშვიათად - გულისრევა, ღებინება, დიარეა, სპაზმები, ნაწლავური კოლიკა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ:

გინეკომასტია (ჩვეულებრივ შექცევადი, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ერექციის დარღვევები მამაკაცებში, პოტენციის დაქვეითება მამაკაცებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ამენორეა, მეტრორაგია კლიმაქტერული პერიოდში, ჰირსუტიზმი, ხმის შეცვლა ქალებში.

კანის მხრივ:

გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია;

* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (პრეკომა და ღვიძლის კომა);

* ელექტროლიტების ცვლის კორექციას დაუქვემდებარებელი დარღვევები: ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია;

* ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარების საშიშროების გამო);

*ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნოლაქსენი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები, პაციენტებში სუნთქვითი და მეტაბოლიური აციდოზის მაღალი რისკით.

* ნოლაქსენის ხანგრძლივად გამოყენებისას, აუცილებელია შრატში ელექტროლიტების შემცველობის, ასევე შარდოვანას, კრეატინინის, გლუკოზის და შარდმჟავას პერიოდული კონტროლი.

* ნოლაქსენის მიღების დროს ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის გამოყენების საწყის პერიოდში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოთა შესრულება, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური და ფსიქიკური რეაქციების სისწრაფეს. შემდგომში კი, მათი განხორციელების შესაძლებლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ბავშვებში ნოლაქსენი ინიშნება სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით დოზით 1.66-3.3 მგ/კგ-ზე დღე-ღამეში ერთჯერადად ან ორ მიღებად. მკურნალობის კურსი 14-21 დღეს შეადგენს. შესაძლებელია განმეორება ყოველ 10-14 დღეში.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ხანგრძლივი დიურეზი და ჰიპერკალიემია გულის რითმის დარღვევით, არტერიული წნევის ვარდნა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, წყურვილი.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, ღებინების ინდუქცია, კუჭის ამორეცხვა, გაუწყლოებისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის, არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომური თერაპია, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შენარჩუნება.

ჰიპერკალიემიის შემთხვევაში: ვენაში სასწრაფოდ 20-50% გლუკოზის ხსნარისა და ინსულინის (0.25-0.5 ერთ/გ გლუკოზაზე) შეყვანა. გამოიყენება კალიუმის გამომყვანი დიურეზული საშუალებები.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-არ შეიძლება ნოლაქსენის ლითიუმის მარილებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან მცირდება ლითიუმის მარილების გამოყოფა, რის გამოც, იმატებს მისი კარდიო- და ნეიროტოქსიურობა;

- ნოლაქსენისა და სალიცილატების დიდი დოზებით გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს ცნს-ზე სალიცილატების ტოქსიური მოქმედება; აასს (ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის  მჟავა) ამცირებენ ნოლაქსენის დიურეზულ, ნატრიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ აქტივობას და ზრდიან თირკმლის უკმარისობის  განვითარების რისკს;

- საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის განვითარების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობა;

- შეიძლება გააძლიეროს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების ეფექტი და მოქმედების ხანგრძლივობა;

- ნოლაქსენის ჰიპოტენზიური მოქმედება პოტენცირდება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია), ბარბიტურატებით, ანტიდეპრესანტებით, თიაზიდური დიურეზული საშუალებებით, სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებებითა და ალკოჰოლის მიღებით;

- ნოლაქსენთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეასუსტოს ანტიდიაბეტური საშუალებების, ადრენალინის, ნორადრენალინის, შარდმჟავას დამშლელი პრეპარატების მოქმედება, ანელებს კარბენოქსოლონის წყლულის საწინააღმდეგო მოქმედებას (აჩქარებს ბიოტრანსფორმაციასა და გამოყოფას);

- ნოლაქსენის კალიუმის მარილებთან, კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან (ვინაიდან ხელს უშლიან ალდოსტერონის გამოთავისუფლებას), ინდომეტაცინთან, ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია;

- ნოლაქსენის ამიოდარონთან (თიაზიდურ დიურეზულებთან ერთდროული გამოყენებისას), შეიძლება გაიზარდოს ჰიპოკალიემიასთან დაკავშირებული არითმიების რისკი;

- ნოლაქსენის აგფ-ინჰიბიტორებთან, ფუროსემიდთან, კომბინირებისას, შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა;

- ნეომიცინთან, კოლესტირამინთან ერთად გამოყენებისას მცირდება ნოლაქსენის შეთვისება;

- ნოლაქსენის კალციუმის პრეპარატებთან კომბინაციისას შესაძლებელია ჰიპერკალცემიის განვითარება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები – NOZEYLIN EYE/NOSE DROPS – НОЗЕИЛИН ГЛАЗНЫЕ/ НОСОВЫЕ КАПЛИ

საერთაშორისო დასახელება: NAPHAZOLINE; CHLORPHENIRAMINE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ნაფაზოლინი+ქლორფენირამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიასა და ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის/ცხვირის წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 15 მლ.

1 მლ

ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი .......  0.5 მგ

ქლორფენირამინის მალეატი............   0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი - ალფაადრენომიმეტური საშუალებაა, რომელიც ახდენს სწრაფ, გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ მოქმედებას, ცხვირის გაჭედვისა და ცხვირიდან გამონადენის რაოდენობის შემცირებას.

ქლორფენირამინის მალეატი - ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორია. ახდენს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და ცხვირის ქავილს.

ჩვენებები:

ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები გამოიყენება:

  • თვალის ალერგიული დაავადებებისას;
  • სურდოს;
  • ალერგიული რინიტის;
  • სინუსიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ცხვირში: 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში თითოეულ ნესტოში.

თვალებში: 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.

უკუჩვენებები:

ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია:

* ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს;

* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან  ერთი თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ნოვოსეფი – NOVOSEF – НОВОСЕФ

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: ECZACIBASI Ilac Sanayi

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, ცეფალოსპორინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ........   0.5 გ

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ........   1 გ

 

ვრცლად როტაცეფი

Don`t copy text!