საერთაშორისო დასახელება:
LACTULOSE
მწარმოებელი: Molteni, იტალია
მოქმედი ნივთიერება: ლაქტულოზა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საფაღარათო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 200 მლ.
საერთაშორისო დასახელება:
LACTULOSE
მწარმოებელი: Molteni, იტალია
მოქმედი ნივთიერება: ლაქტულოზა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საფაღარათო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 200 მლ.
საერთაშორისო დასახელება: NORETHISTERONE
მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი
მოქმედი ნივთიერება: ნორეთისტერონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროგესტინი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ნორეთისტერონი…………… 5 მგ
ჩვენებები:
●პრემენსტრუალური სინდრომი;
● მასტოდინია;
●ციკლის დარღვევა სეკრეტორული ფაზის შემოკლებით;
●დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან;
● ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზია;
● ენდომეტრიოზი;
● ადენომიოზი;
●ლაქტაციის და აბლაქტაციის თავიდან აცილება;
● დისფუნქციური დარღვევები, სისხლდენა კლიმაქტერულ პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება:
▪პრემენსტრუალური სინდრომის, მასტოდინიის და არარეგულარული ციკლის დროს ინიშნება ციკლის მე-16 დღიდან 25-დღემდე ყოველდღიურად 5-10 მგ (1-2 ტაბლეტი), შესაძლებელია მისი მიღება ერთდროულად ესტროგენთან.
▪საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენის, ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზიის დროს (თუ სისხლდენის ფუნქციური ხასიათი დადასტურებულია ჰისტოლოგიური კვლევით, რომელიც ჩატარებულია პირველი 6 თვის განმავლობაში): ინიშნება 6-12 დღის განმავლობაში 5-10 მგ დღეში (1-2 ტაბლეტი). რეციდივის თავიდან ასაცილებლად ციკლის მე-16 დღიდან 25 დღემდე ინიშნება 5-10 მგ დღეში (1-2 ტაბლეტი) ერთდროულად ესტროგენთან).
ენდომეტრიოზის და ადენომიოზის დროს: ციკლის მე-5 დღიდან 25 დღემდე -5 მგ ერთხელ უწყვეტად დღეში (1 ტაბლეტი), 6 თვის განმავლობაში ან უწყვეტად (ციკლის მე-5 დღიდან 2.5 მგ დღეში (1/2 ტაბლეტი), დოზას ზრდიან 1/2 ტაბლეტით ყოველ 2-3 კვირაში, პროფუზული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, 4-6 თვის განმავლობაში.
ლაქტაციის თავიდან ასაცილებლად:
ორსულობის შეწყვეტა
მე-16-28-ე კვირას:
▪ პირველი დღე – 15 მგ (3 ტაბ);
▪ მეორე-მესამე დღე – 10 მგ (2 ტაბ.);
▪მეოთხე-მეშვიდე დღე -5 მგ (1 ტაბ.).
28-ე – 36-ე კვირას:
▪პირველი დღე – 15 მგ (3 ტაბ.);
▪მეორე-მესამე დღე – 10 მგ (2 ტაბ.).
აბლაქტაცია:
▪1-3 დღე – დღეღამური დოზა 20 მგ (4 ტაბ.);
▪4-7 დღე – დღეღამური დოზა 15 მგ (3 ტაბ.);
▪8-10 დღე – დღეღამური დოზა 10 მგ (2 ტაბ.).
▪დისფუნქციური დარღვევის დროს კლიმაქტერიულ პერიოდში ინიშნება: 5 მგ (1 ტაბლეტი) კურსებით, ხანგრძლივად.
▪მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება ეთინილესტრადიოლი 25 -50 მგ დღეში (მაგალითად, მიკროფოლინი ტაბლეტებში).
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ვლინდება და დამოუკიდებლად წყდება შემდგომი ციკლის დროს: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, პროფუზული სისხლდენა, სითხის შეშუპება, პარესთეზიები, სხეულის წონის ცვალებადობა, დაღლილობა.
უკუჩვენებები:
* სქესობრივი მომწიფების პერიოდი;
* ორსულობა;
* სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების კიბო.
განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო შემდეგი მდგომარეობების დროს:
* გულის დაავადებები;
* ბრონქული ასთმა;
* ეპილეფსია;
*მიდრეკილება თრომბოზის მიმართ;
*ჰეპატიტი;
* ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის დანიშვნის წინ უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ონკოლოგიური შემოწმება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (შესაძლებელია მეტაბოლიზმის დაჩქარება).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტეპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
საერთაშორისო დასახელება:
AMLODIPINE
მწარმოებელი: PFAIZER, გერმანია
მოქმედი ნივთიერება: ამლოდიპინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიანგინალური, ანტიჰიპერტენზიული საშუალება (კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ამლოდიპინი (ბეზილატას ფორმით) ……… 5 მგ
1 ტაბ.
ამლოდიპინი (ბეზილატას ფორმით) ………..10მგ
დამხმარე ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის გლიკონატის სახამებელი, მაგნიუმი სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნორვასკი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ინჰიბიტორს (კალციუმის იონების ანტაგონისტს). იგი აბლოკირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შეღწევას გულის კუნთში და სისხლძარღვების გლუვ კუნთოვან ელემენტებში.
ნორვასკის ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე მისი მარელაქსირებელი ზემოქმედებით. სტენოკარდიის დროს ნორვასკის ზუსტი მოქმედების მექანიზმი საბოლოოდ არ არის დადგენილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამლოდიპინი იშემიას ამცირებს შემდეგი ორი გზით:
1. ნორვასკი აფართოვებს პერიფერულ არტერიოლებს და ამგვარად ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას და გულზე პოსტდატვირთვას, რომლის შედეგად გულის მუშაობა ქვეითდება. ვინაიდან გულისცემის სიხშირე არ იცვლება, გულზე დატვირთვის შემცირება იწვევს ენერგიის მოხმარებისა და ჟანგბადის მიმართ მოთხოვნილების დაქვეითებას.
2. ნოვრასკი აფართოვებს მსხვილი ყალიბის კორონარულ არტერიებსა და კორონარულ არტერიოლების, მიოკარდის როგორც ინტაქტურ, ასევე იშემიზირებულ ზონაში. აღნიშნული დილატაცია ვაზოსპასტიური სტენოკარდიით შეპყრობილ პაციენტებში (პრინცმეტალის ანუ ვარიანტული სტენოკარდია) ზრდის მიოკარდში ჟანგბადის მიწოდებას და თრგუნავს თამბაქოს მოწევით გამოწვეული კორონარული ვაზოკონსტრიქციის განვითარებას.
არტერიული ჰიპერტენზიით შეპყრობილ პაციენტებში ნორვასკის ერთჯერადი სადღეღამისო დოზა უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას 24 სთ-ის განმავლობაში, როგორც წოლით, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში. ვინაიდან პრეპარატის მოქმედება ვითარდება ნელა, ამიტომ ამლოდიპინი არ იწვევს მკვეთრ ჰიპოტენზიას.
სტენოკარდიით შეპყრობილ პაციენტებში ამლოდიპინის ერთჯერადი სადღეღამისო დოზა ზრდის ფიზიკური დატვირთვის შესრულების დროის ხანგრძლივობას, თრგუნავს სტენოკარდიის შეტევის განვითარებას, ST სეგმენტის დეპრესიას (1 მმ-ით) ფიზიკური დატვირთვისას, აქვეითებს სტეოკარდიის შეტევის სიხშირეს და ნიტროგლიცერინის გამოსაყენებელი ტაბლეტების რაოდენობას.
ნიუ-იორკის გულის ასოციაციის კლასიფიკაციით II-IV ფუნქციურ ჯგუფში შემავალი გულის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში ჰემოდინამიკური და კონტროლირებადი კლინიკური კვლევისას ფიზიკური დატვირთვის დროს გამოვლენილ იქნა, რომ ნორვასკი არ იწვევს მათი მდგომარეობის გაუარესების ისეთი კრიტერიუმებით შეფასებას, როგორიცაა: ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია და კლინიკური სიმპტომატიკა.
ფარმაკოკინეტიკა:
თერაპიულ დოზებში პერორალურად მიღების შემდეგ ნორვასკი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს, ხოლო განაწილების მოცულობა უტოლდება დაახლოებით 21 ლ/კგ-ზე. In vitro კვლევებმა ცხადყვეს, რომ ცირკულირებადი ნოვრასკის დაახლოებით 97.8% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას ნორვასკის შეწოვაზე.
წონასწორული სტაბილური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება პრეპარატის მუდმივი გამოყენებისას 7-8 დღის განმავლობაში. ნორვასკი ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. პლაზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50 სთ-ს, რაც შეესაბამება პრეპარატის მიღებას ერთხელ დღეში. იგი ორგანიზმიდან გამოიყოფა როგორც უცვლელი სახით შარდით (10%), ასევე მეტაბოლიტების სახით (60%).
ხანდაზმულ და შედარებით ახალგაზრდა პირებში, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევისათვის საჭირო დრო პრაქტიკულად ერთნაირია. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითების ტენდენცია, რაც იწვევს AUC-ის გაზრდას (მრუდი “კონცენტრაცია-დრო”-ს ქვემოთ ფართობი) და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას.
ნორვასკი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.
ჩვენებები:
▪ პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ როგორც პირველი რიგის საშუალება და პაციენტების უმრავლესობაში შესაძლებელია მისი გამოყენება მონოთერაპიის სახით ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.
▪ პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ რომელიმე ჰიპოტენზიური პრეპარატების მიმართ, სასურველი ეფექტი შეიძლება აღინიშნოს ნორვასკის კომბინირებით თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ალფა-ადრებლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან.
▪ ნორვასკი ნაჩვენებია როგორც პირველი რიგის საშუალება გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ, ასევე ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდიის სამკურნალოდ.
▪ ნორვასკი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც კლინიკური სურათი უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ ვაზოსპაზმის/ვაზოკონსტრიქციის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სპაზმის არსებობა ზუსტად დადგენილი არ არის.
▪ ნორვასკი შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებიც რეფრაქტერულნი არიან ნიტრატების და/ან ბეტა-ადრენობლოკატორების ადეკვატური დოზებით მკურნალობის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
არტერიული ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის დროს ნორვასკის ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ ერთხელ დღეში. დოზის მომატება შესაძლებელია მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.
ნორვასკის დოზა არ საჭიროებს სპეციალურ კორექცაის მის თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, აგრეთვე ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ან ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენების დროს.
გვერდითი მოვლენები:
ნორვასკი ხასიათდება კარგი ამტანობით. კლინიკური პლაცებო კონტროლირებადი კვლევის დროს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ არტერიული ჰიპერტენზიით და სტენოკარდიით შეპყრობილი პაციენტები, შედარებით ხშირად აღინიშნებოდი შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, შეშუპება, გადაღლილობა, ძილიანობა, მუცლის არეში ტკივილი, სახის ჰიპერემია, გულისცემის გახშირება და თავბრუხვევა.
შედარებით იშვიათად – კანის ქავილი, გამონაყარი, ქოშინი, ასთენია, კუნთების კრუნჩხვები, დისპეფსია, ღრძილების ჰიპერპლაზია და იშვიათად მრავალფორმიანი ერითემა.
როგორც სხვა კალციუმის ანტაგონისტების გამოყენებისას, აღწერილია გვერდითი მოვლენების ცალკეული შემთხვევები, რომელთა განსხვავება შეუძლებელია ძირითადი დაავადებების ბუნებრივი მიმდინარეობებისაგან, როგორიცაა მიოკარდის ინფარქტი, არითმია (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და წინაგულების ციმციმის ჩათვლით) და ტკივილი მკერდის ძვლის უკან.
ძალიან იშვიათად აღინიშნება სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების აქტივობის დონის მომატება (რომელიც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ქოლესტაზით).
უკუჩვენებები:
* ნორვასკი წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგია დიჰიდროპირიდინის წარმოებულების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას მისი უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ამიტომ ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი, მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.
ნორვასკი არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას ავტომობილის მართვის უნარზე და ტექნიკის გამოყენებისას.
განსაკუთრებული მითითებები:
* ბავშვებში ნორვასკის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
* პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია ნორვასკის, ისევე როგორც სხვა კალციუმის ანტაგონისტების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, მაგრამ ამავე დროს პრეპარატის რეკომენდებული დოზა ამ დროს ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ამიტომ აღნიშნულ პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.
* პლაზმაში ნორვასკის კონცენტრაცია არ კორელირებს თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხთან. თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში ნორვასკის გამოყენება ჩვეულებრივი დოზებით შესაძლებელია.
* ერთსა და იმავე დოზით გამოყენებისას ნორვასკს კარგად იტანენ როგორც ხანდაზმული, ასევე ახალგაზრდა პაციენტები. ამიტომ ხანდაზმულებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება ჩვეულებრივი მიღების წესით.
* ნორვასკი არ ახდენს რაიმე არასასურველ ზემოქმედებას ნივთიერებათა ცვლაზე და სისხლის პლაზმის ლიპიდურ სპექტრზე და მისი დანიშვნა შესაძლებელია ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტითა და პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში.
ჭარბი დოზირება:
ადამიანებზე ნორვასკის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სასარგებლო იყოს კუჭის ამორეცხვა. მონაცემების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი ჭარბი დოზირება გამოიწვევს პერიფერიულ ვაზოდილატაციასა და არტერიული წნევის ხანგრძლივ დაქვეითებას.
• ნორვასკის ჭარბი დოზირებით გამოწვეული გამოხატული ჰიპოტენზია საჭიროებს აქტიური ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც მიმართულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად, მათ შორის გულისა და ფილტვების ფუნქციის, ცირკულირებადი სისხლის მოცულობისა და დიურეზის მონიტორინგი.
• სისხლძარღვების ტონუსისა და არტერიული წნევის აღდგენისათვის შესაძლებელია სასარგებლო იყოს სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს მათი გამოყენების მიმართ წინააღმდეგჩვენება.
• კალციუმის არხების ბლოკადის შედეგის აღმოსაფხვრელად შესაძლებელია ვენაში კალციუმის გლუკონატის შეყვანა.
• ვინაიდან ნორვასკი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ნაკლებად სავარაუდოა მისი ჭარბი დოზირების დროს დიალიზის ეფექტურობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ნორვასკის უსაფრთხო კომბინაცია შესაძლებელია თიაზიდურ დიურეზულებთან, ალფა-ბლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, ხანგრძლივად მოქმედ ნიტრატებთან, სუბლინგვალურად გამოსაყენებელ ნიტროგლიცერინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან.
– კვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ნორვასკისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას სისხლის პლაზმაში არ იცვლება ამ უკანასკნელის დონე, ისევე როგორც მისი რენული კლირენსი, ასევე ციმეტიდინისა და ნორვასკის გამოყენებისას არ იცვლება ნორვასკის ფარმაკოკინეტიკა.
– In vitro კვლევებმა ადამიანის პლაზმის გამოყენებით ცხადყო, რომ ნორვასკი არ მოქმედებს პრეპარატების ცილებთან კავშირზე, რომლებიც დაექვემდებარენ ტესტირებას (დიგოქსინი, ფენიტოინი, ვარფარინი და ინდომეტაცინი).
– ახალგაზრდა მოხალისე მამაკაცებში ნორვასკისა და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა ვარფარინის მოქმედება პროთრომბინის დროზე.
– ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემების მიხედვით ნორვასკი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
საერთაშორისო დასახელება:
NORFLOXACIN
მწარმოებელი: RANBAXY LABORATOIRES
მოქმედი ნივთიერება: ნორფლოქსაცინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება; ფტოროქინოლონი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ნორფლოქსაცინი ………… 400 მგ
საერთაშორისო დასახელება:
PHENIBUT
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო
მოქმედი ნივთიერება: ფენიბუტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნოოტროპული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ფენიბუტი ………… 250 მგ
საერთაშორისო დასახელება: PHENIBUTUM
მწარმოებელი: OLAINFARM
მოქმედი ნივთიერება: ფენიბუტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
უპირატესად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება; ნოოტროპული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ფენიბუტი ……………..250 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, კალციუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნოოფენი ნოოტროპული საშუალებაა. ფენიბუტი γ-ამინოერბომჟავასა და ფენილეთილანის წარმოებულია; პრეპარატი ცნს-ში γ-ამინოერბომჟავას რეცეპტორებზე მოქმედებს და აადვილებს იმპულსების გადაცემას, რომლებშიც γ-ამინოერბომჟავა მონაწილეობს.
ფენიბუტს ტრანკვილიზური თვისებები გააჩნია. პრეპარატი ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. ხსნის ფსიქოემოციურ დაძაბულობას, შფოთვას, შიშს და აუმჯობესებს ძილს. ფენიბუტი ახანგრძლივებს ნისტაგმის ლატენტურ პერიოდს, ამცირებს მის ხანგრძლივობასა და გამოხატულებას. მას აქვს ანტიეპილეფსიური მოქმედება. პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ასთენიის ნიშნებსა და ვაზოვეგეტატიურ სიმპტომებს (მათ შორის, თავის ტკივილი, თავში სიმძიმის შეგრძნება, ძილის დარღვევა, გაღიზიანება, ემოციური ლაბილობა), ტრანკვილიზატორებისაგან განსხვავებით აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ მაჩვენებლებს (ყურადღება, მეხსიერება, სენსორულ-მოტორული რეაქციების სისწრაფე და სიზუსტე). ასთენიის დროს და ემოციურად ლაბილურ პაციენტებში თერაპის პირველივე დღეებში უმჯობესდება განწყობა, იზრდება ინტერესი, ინიციატივა და აქტიური მოქმედების მოტივაცია სედატიური ეფექტის ან აგზნების გარეშე.
ფენიბუტის გამოყენება ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ ზრდის მიტოქონდრიების რაოდენობას დაზიანებული კერის პერიფოკალურად მდებარე უჯრედებში და აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე ბიოენერგეტიკულ პროცესებს. პრეპარატი ახდენს ლიპიდების პეროქსიდაციის პროცესების ნორმალიზებას. ფენიბუტი არ მოქმედებს ქოლინო- და ადრენორეცეპტორებზე.
ფარმაკოკინეტიკა:
ფენიბუტი პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება და კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
პრეპარატის განაწილება ღვიძლსა და თირკმელებში თითქმის თანაბარია, ტვინსა და სისხლში – არათანაბარი. მიღებიდან 3 სთ-ის შემდეგ ფენიბუტის მნიშვნელოვანი კონცენტრაცია აღინიშნება შარდში. ამასთანავე პრეპარატის კონცენტრაცია ტვინის ქსოვილში არ ქვეითდება, და იგი ტვინში კიდევ 6 სთ-ის შემდეგ ფიქსირდება. მიღებიდან მეორე დღეს ფენიბუტი მხოლოდ შარდში აღინიშნება. მიღებიდან 2 დღის შემდეგ შარდში პრეპარატის რაოდენობა მიღებული დოზის 5%-ს შეადგენს.
ფენიბუტი მეტაბოლიზდება ღვიძლში (80%). განმეორებითი მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.
ჩვენებები:
●ასთენიური და ნევროზული მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავს შფოთვა, შიში, მღელვარება;
●აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი;
●ფსიქოპათია;
●ენაბლუობა, ტიკები, ენურეზი (ბავშვებში);
●უძილობა, ღამის შფოთვა (ხანდაზმულებში);
● სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა (მათ შორის, ოპერაციების ან მტკივნეული დიაგნოსტიკური გამოკვლევების წინ);
●ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ფსიქოპათოლოგიური და სომატოვეგეტატიური დარღვევების კუპირებისათვის);
●ალკოჰოლური პრედელირიოზული და დელირიოზული მდგომარეობები (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში დეზინოქსიკაციურ საშუალებებთან ერთად);
●მენიერის სინდრომი;
●ვესტიბულური აპარატის დისფუნქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა გენეზის (მათ შორის, ინფექციური, ტრავმული და სისხლძარღვოვანი) თავბრუსხვევა;
●კინეტოზის პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება:
ნოოფენი მიიღება პერორალურად, ჭამამდე.
• მოზრდილებში ინიშნება 250-500 მგ 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა 2.5 გ-მდე იზრდება.
• 8-14 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 250 მგ 3-ჯერ დღეში.
• 8 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 50-100 მგ 3-ჯერ დღეში.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზებია:
• მოზრდილებში – 750 მგ,
• პაციენტებში 60 წლის ასაკის ზემოთ- 500 მგ,
• 8-14 წლის ასაკის ბავშვებში – 300 მგ,
• 8 წლამდე ასაკის ბავშვებში- 150 მგ.
მკურნალობის კურსი 4-6 კვირას შეადგენს.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირებისათვის მკურნალობის პირველ დღეებში ინიშნება 250-500 მგ ფენიბუტი 3-ჯერ დღის განმავლობაში და 750 მგ ღამით, სადღეღამისო დოზის თანდათანობითი შემცირებით მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ დოზამდე.
მენიერის სინდრომისა და თავბრუსხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია ვესტიბულური აპარატის ინფექციური გენეზის დისფუნქციით (ოტოგენური ლაბირინთიტი), გამწვავების პერიოდში ინიშნება 750 მგ ნოოფენი 3-4-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, ვესტიბულური დარღვევების შემცირებისას _ 250-500 მგ 3-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში და შემდეგ _ 250 მგ ერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში.
დაავადებების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისას მიიღება 250 მგ ფენიბუტი 2-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ – 250 მგ ერთხელ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
თავბრუსხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია ვესტიბულური აპარატის ტრავმული ან სისხლძარღვოვანი გენეზის დისფუნქციით, ინიშნება 250 მგ ნოოფენი 3-ჯერ დღეში 12 დღის განმავლობაში.
ზღვის დაავადების დროს კინეტოზის პროფილაქტიკისათვის ინიშნება 250-500 მგ ნოოფენი ერთჯერადად სავარაუდო მგზავრობამდე 1 სთ-ით ადრე ან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისას. პრეპარატის დოზის გაზრდისას კინეტოზის საწინააღმდეგო მოქმედება ძლიერდება. ზღვის დაავადების გამოხატული სიმპტომების (ღებინება და სხვა) განვითარებისას ფენიბუტის მიღება ნაკლებად ეფექტურია, 750-1000 მგ დოზებითაც კი.
საჰაერო ტრანსპორტით გამოწვეული კინეტოზის პროფილაქტიკისათვის ინიშნება 250-500 მგ ნოოფენი ერთჯერადად სავარაუდო მგზავრობამდე 1 სთ-ით ადრე.
პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებით მიღების გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
ნოოფენს ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია ძილიანობა და გულისრევა.
უკუჩვენებები:
* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ფენიბუტის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
სათანადო კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობის პერიოდში ნოოფენის გამოყენება რეკომენდებული არ არის. პრეპარატის ლაქტაციის პერიოდში დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს ფენიბუტის გამაღიზიანებელი მოქმედების გამო. ამ შემთხვევაში ნოოფენი ნაკლები დოზით ინიშნება.
* პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობისა და ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში პაციენტს აღენიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა და სხვა დარღვევები ცნს-ის მხრიდან, საჭიროა თავის არიდება პოტენციურად საშიში ქმედებებისათვის, რომლებიც სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.
ჭარბი დოზირება:
ნოოფენი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, მძიმე შემთხვევებში – არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ნოოფენი ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნარკოტიკული, ნეიროლეფსიური და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას. ფენიბუტისა და ფსიქოტროპული საშუალებების (მაგ., ტრანქვილიზატორები, ნეიროლეპტიკები) ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება ეფექტების ურთიერთგაძლიერება. ამ შემთხვევაში საჭიროა ფენიბუტისა და ერთდროულად გამოყენებული სხვა პრეპარატების დოზის შემცირება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
საერთაშორისო დასახელება:
PIRACETAM
მწარმოებელი: UCB
მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
უპირატესად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება; ნოოტროპული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
პირაცეტამი …………………… 800 მგ
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
პირაცეტამი ……………………. 1.2 მგ
საინექციო ხსნარი 20%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 12 ც.
1 მლ 1 ამპ.
პირაცეტამი ………………………200 მგ 1 გ
საინექციო ხსნარი 20%: ამპულაში 15 მლ, შეფუთვაში 4 ც.
1 მლ 1 ამპ.
პირაცეტამი ………………….. 200 მგ 3 გ
საერთაშორისო დასახელება: PIRACETAM
მწარმოებელი: საქართველო
მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნოოტროპული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.
1 კაფს.
პირაცეტამი ……………. 400 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ნოოტროპულ პრეპარატს, რომელიც დადებითად მოქმედებს ტვინში სისხლმიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. იშემიურ უბნებში ზრდის გლუკოზის უტილიზაციას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებსა და მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს გააქტივებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას. ხასიათდება დამცავი ეფექტით, ჰიპოქსიით, ინტოქსიკაციითა და ელექტროშოკით თავის ტვინის დაზიანებისას, აუმჯობესებს შესწავლის და მეხსიერების პროცესს, ტვინის ინტეგრაციულ ფუნქციას.
ჩვენებები:
●თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები;
●თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდგომი კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობანი;
●ყურადღების, მეხსიერების დაქვეითება, გუნება-განწყობილების შეცვლა;
●ალცჰაიმერის დაავადების დროს ქცევითი დარღვევები;
●გონებრივი ჩამორჩენა ბავშვებში;
●როგორც დამხმარე საშუალება ნეიროლეფსიური საშუალებების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითებისას.
მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობის დაწყებისას დოზა შეადგენს 0.8 გ-ს 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
მდგომარეობის გაუმჯობესებისას – 0.4 გ 3-ჯერ დღეში.
კურსის ხანგრძლივობაა 6-8 კვირა. საჭიროებისას შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება.
ბავშვებში დოზა შეადგენს 30-50 მგო/კგ სხეულის წონაზე დღეში 2-3 მიღებაზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ სამი კვირა.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად – გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის არეში ტკივილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პოტენციის მომატება, ზოგჯერ სისუსტე, ძილიანობა.
უკუჩვენებები:
* პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია, თირკმელების უკმარისობის სინდრომი, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წთ.
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილეა საჭირო თირკმელების უკმარისობის დროს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
საერთაშორისო დასახელება:
NEBIVOLOL
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო
მოქმედი ნივთიერება: ნებივოლოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
III თაობის ბეტა1-ადრენობლოკატორი ვაზოდილატაციური თვისებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდი ……. 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნებივოლოლი – მესამე თაობის კარდიოსელექტიური ბეტა–ბლოკატორია. გააჩნია ჰიპოტენზიური, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედება. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და არტერიულ წნევას მოსვენებისა და დატვირთვის მდგომარეობაში.
ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია გულის დარტყმითი მოცულობის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის, საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებით, რენინის წარმოქმნის დაქვეითებით, ბარორეცეპტორების მგრძნობელობის ნაწილობრივი დაკარგვით. ამცირებს მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ წნევას, აუმჯობესებს გულის დიასტოლურ ფუნქციას, ზრდის განდევნის ფრაქციას, აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების რაოდენობას და სიმძიმეს, ზრდის ფიზიკური დატვირთვის ატანის უნარს.
ანტიარითმიული მოქმედება განპირობებულია გულის პათოლოგიური ავტომატიზმის დათრგუნვით (მათ შორის პათოლოგიის კერაში) და AV გამტარებლობის შენელებით. აქტიური ნივთიერება წარმოადგენს რაცემატს, რომელიც შედგება ორი ენანთიომერისგან: D-ნებივოლოლისა (SRRR-ნებივოლოლი) და L-ნებივოლოლისგან (RSSS-ნებივოლოლი), რომელთაგან თითოეულს გააჩნია განსაკუთრებული თვისებები.
D-ნებივოლოლი არის β1-ადრენორეცეპტორების კონკურენტული და მაღალსელექტიური ბლოკატორი.
L- ნებივოლოლი ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას რელაქსაციური ფაქტორის (NO) სისხლძარღვთა ენდოთელიუმისგან გამოთავისუფლების მოდულაციის ხარჯზე (L არგინინის მონაწილეობით). აზოტის ოქსიდი არეგულირებს სისხლძარღვოვან ჰომეოსტაზს და ხელს უწყობს სისხლძარღვთა ნორმალური ბაზალური ტონუსის შენარჩუნებას, სისხლძარღვთა რეაქტიულობასა და არტერიული წნევის ნორმალიზებას.
პრეპარატი არ მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონეზე. გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, სეკრეტირდება დედის რძეში.
ხანგრძლივი მკურნალობისას (3 წლის განმავლობაში) მიჩვევა პრეპარატზე არ განვითარებულა.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორარული მიღების შემდეგ ნებივოლოლის ორივე ენანთიომერი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის აბსორბციაზე. ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 12%-ს სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში და თითქმის სრულია ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში. ორგანიზმში მეტაბოლიზდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით. ნევიბოლოლის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ალიციკლური და არომატული ჰიდროქსილირების, N-დეალკილირებისა და გლუკურონირების გზით. პაციენტთა უმეტესობაში სისხლის პლაზმაში ნებივოლოლის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო ჰიდროქსიმეტაბოლიტების – რამოდენიმე დღის შემდეგ.
ორივე ენანთიომერი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს, პლაზმის ცილებთან შეკავშირება D-ნებივოლოლისთვის შეადგენს 98.1%-ს, ხოლო L-ნებივოლოლისთვის – 97.9%-ს.
მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ დოზის 38% გამოიყოფა თირკმლების (უცვლელად დარჩენილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა 0.5%-ზე ნაკლებია), ხოლო 48% – ნაწლავების მიერ.
სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ნებივოლოლის ენანთიომერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 10 სთ-ს, ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3-5-ჯერ მატულობს.
ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს არ გააჩნიათ ასაკობრივი და სქესობრივი განსხვავებები.
ჩვენებები:
●არტერიული ჰიპერტენზია;
●გულის იშემიური დაავადება.
მიღების წესი და დოზირება:
საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 2.5-5 მგ-ს (1/2-1 ტაბლეტი დღეში ერთხელ). ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, ჭამისგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ოპტიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ, რიგ შემთხვევებში – მე-4 კვირისთვის. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ან მონოთერაპიის, ან კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემადგენლობაში.
ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება აღინიშნება 5 მგ ნონბლონის 12.5-25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინირებული გამოყენების დროს. აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (2 ტაბლეტი 1 მიღებაზე). აღსანიშნავია, რომ დოზის გაზრდა დღეში 5 მგ-ზე მეტად არ აძლიერებს ჰიპოტენზიურ ეფექტს, მაგრამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ანტიანგინალური ეფექტის გაძლიერებაზე.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 5 მგ-მდე.
ასევე 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში.
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში არ არსებობს.
75 წელზე უფროსი ასაკის პირები მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
გვერდითი მოვლენები:
ნონბლონის დოზირების რეკომენდებული რეჟიმის დაცვის შემთხვევაში არასასურველი ეფექტები აღინიშნება იშვიათად მსუბუქი ან ზომიერი სახით.
ცნს–ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:
თავის ტივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები (1%-დან 10%-მდე), დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა, იშვიათად – კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები;
გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტეზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV- ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, იშვიათად – დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება;
სასუნთქი სისტემის მხრივ:
ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც);
ალერგიული რეაქციები:
ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ფსორიაზის გამწვავება;
სხვა:
ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
უკუჩვენებები:
* გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;
* კარდიოგენური შოკი;
* არტერიული ჰიპოტენზია, სინოატრიალური ბლოკადა;
* ანგიოსპასტიკური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია);
* ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში);
* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
* II და III ხარისხის AV- ბლოკადა;
* პერიფერიული სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაავადებები (გარდამავალი კოჭლობის სინდრომი);
* არანამკურნალები ფეოქრომოციტომა;
* ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა; ღვიძლის უკმარისობა;
* ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ბრონქული ასთმა;
* დეპრესია;
* მიასთენია, კუნთების სისუსტე;
* მეტაბოლური აციდოზი;
* ბავშვობის და მოზარდობის პერიოდი 18 წლამდე;
* მომატებული მგრძნობელობა ნებივილოლის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
* დღეისათვის არ არის დამაჯერებელი კლინიკური საფუძველი ორსულობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებისთვის.
* ბეტა-ადრენობლოკატორები აქვეითებენ პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის საშვიოლოსნოსშიდა დაღუპვა და თვითნებური აბორტი ან ვადამდელი მშობიარობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვა ნეგატიური ეფექტების (ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია) გამოვლინება ნაყოფში და ახალშობილში. არსებობს გართულებების აღმოცენების მომატებული რისკი ახალშობილებში გულის და ფილტვების მხრიდან, აქედან გამომდინარე, ნონბლონის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.
* ბეტა-ადრენობლოკატორების უმეტესობა განსაკუთრებით კი ლიპოფილური სუბსტანციები აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ნონბლონის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში დგება საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის თაობაზე.
* ექსპერიმენტულ კვლევებში არ გამოვლენილა პრეპარატის ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური მოქმედება.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს ნარკოზით მიმდინარე ქირურგიულ ჩარევამდე (მათ შორის ქირურგიული სტომატოლოგია) 24 სთ-ით ადრე, ან შეირჩეს ყველაზე ნაკლები უარყოფითი ინოტროპული მოქმედების მქონე საანესთეზიო საშუალება. აუცილებლად უნდა შევატყობინოთ ანესთეზიოლოგს, რომ პაციენტი იღებს ბეტა-ადრენობლოკატორს.
* პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ თირკმლის უკმარისობით, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით (შესაძლოა მოხსნას ტაქიკადია), ალერგიული დაავადებებით, ფსორიაზით, შაქრიანი დიაბეტით (შესაძლებელია მოახდინოს ჰიპოგლიკემიიის სიმპტომების შენიღბვა) დაავადებულ პაციენტებს და 65 წელზე მეტი ასაკის პირებს. ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის ნელ-ნელა შემცირებით 10 დღის განმავლობაში (2 კვირის განმავლობაში გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში).
* არტერიული წნევის და გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში უნდა იყოს ყოველდღიური.
* ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდია. თუ გულის შეკუმშვის სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამადე წთ-ში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. დაძაბვის სტენოკარდიის დროს შერჩეული დოზა უნდა უზრუნველყოფდეს გულის შეკუმშვის სიხშირეს მოსვენების მდგომარეობაში წუთში 55-60 დარტყმის ფარგლებში, ხოლო დატვირთვისას -არა უმეტეს 110 დარტყმისა წთ-ში.
* სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში (რეინოს დაავადება, გარდამავალი კოჭლობა), რადგან პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის სურათი.
* გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს ნებივოლოლის დანიშვნამდე უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა მდგომარეობის სრულ კომპენსაციამდე.
* მწეველებში ბეტა-ადრენგობლოკატორების ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე არამწეველებში. ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებს ბეტა-ადრენობლოკატორები ენიშნებათ მხოლოდ შესაძლო რისკის და სავარაუდო დადებითი შედეგის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
* ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გააძლიერონ მგრძნობელობა ალერგენებისადმი და გაზარდონ ანაფილაქსიური რეაქციების გამოხატულება.
* პაციენტებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პრეპარატის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრემლის პროდუქციის შემცირება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ნონბლონი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე, თუმცა პრეპარატის მიღებამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და დაღლილობის შეგრძნება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნონბლონს, საჭიროა თავი შეიკავონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებისგან.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებია: არტერიული ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება ციანოზი, სინუსური ბრადიკარდია, AV- ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი, გულის გაჩერება, გონების დაკარგვა, კომა, ბრონქოსპაზმი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის, საფაღარათო საშუალებების მიღება, შესაძლებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ატროპინის (ბრადიკარდიის და მომატებული ვაგოტონიის დროს), პლაზმის ან პლაზმის შემცვლელების, აუცილებლობისას – კატექოლამინების შეყვანა.
– ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედების კუპირებისთვის გამოიყენება იზოპრენალინის ჰიდროქლორიდი (ნელა, ინტრავენურად, დასაწყისისთვის 5 მკგ/წთ-ში სასურველი ეფექტის მიღწევამდე), დობუტამინი (საწყისი დოზით 2.5 მკგ/წთ-ში), ეფექტის არარსებობისას – გლუკაგონი (ი/ვ 50-100 მკგ/კგ, განმეორებით 1 სთ-ის შემდეგ – 70 მკგ/კგ სთ-ში ინფუზურად);
– AV- ბლოკადის დროს ნაჩვენებია ტრანსვენოზური სტიმულაცია;
– ბრონქოსპაზმის დროს ნიშნავენ ბეტა2-ადრენორეცეპტორების სტიმულატორებს ი/ვ;
– პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს – ლიდოკაინს (I A კლასის ანტიარითმიული პრეპარატები არ გამოიყენება);
– კრუნჩხვების დროს – დიაზეპამს ი/ვ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
♦ ბეტა-ადრენობლოკატორების კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთად (ვერაპამილი ან დილთიაზემი) გამოყენებისას ძლიერდება უარყოფითი ზემოქმედება მიოკარდიუმის კუმშვადობაზე და AV გამტარებლობაზე. ნონბლონით მკურნალობის პერიოდში ვენაში ვერაპამილის შეყვანა უკუნაჩვენებია.
♦ბეტა-ადრენობლოკატორების I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან და ამიოდარონთან კომბინაციისას შესაძლოა გაძლიერდეს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი და ზემოქმედება აგზნების გატარებაზე. ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები ასევე ზრდიან ბრადიკარდიის, AV- ბლოკადის, გულის გაჩერების და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.
♦ ბეტა-ადრენობლოკატორების და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული გამოყენება, ფენიტოინის ი/ვ შეყვანა, ინჰალაციური ზოგადი ანესთეზიის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტები (ნახშირწყალბადების წარმოებულები -ციკლოპროპანი, ეთერი ან ტრიქლორეთილენი) ზრდიან კარდიოდეპრესიულ ზემოქმედებას. შეუძლიათ დათრგუნონ რეფლექტორული ტაქიკარდია და გაზარდონ არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. ვაგუსური რეაქციების აღმოცენების პროფილაქტიკისთვის შესაძლებელია პრემედიკაციისას ატროპინის გამოყენება. საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი იღებს ნონბლონს.
♦ სათითურას პრეპარატებმა ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შეანელონ AV გამტარებლობა.
♦ პრეპარატის აქტიურობა შეიძლება დააქვეითონ სიმპათომიმეტურმა საშუალებებმა ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში.
♦ ჰიპოტენზიურ ეფექტს ასუსტებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები და ესტროგენები. საგულე გლიკოზიდებმა, მეთილდოფამ, რეზერპინმა, გუანფაცინმა, დიურეტიკებმა, კლონიდინმა, ნიფედიპინმა, სიმპატოლიტიკებმა, ჰიდრალაზინმა და სხვა ჰიპოტენზიურმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება.
♦ ნონბლონი არ ახდენს ინსულინის და სხვა პერორალური შაქრის დამწევი საშუალებების მოქმედების პოტენცირებას, თუმცა შეიძლება შენიღბოს განვითარებული ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომი (მაგალითად, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება).
♦ პრეპარატი აქვეითებს ლიდოკაინის და სხვა ქსანტინების (დიფილინის გარდა) კლირენსს და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში.
♦ ალერგენები, რომლებიც იმუნოთერაპიისთვის გამოიყენება, ან ალერგენების ექსტრაქტები კანის სინჯებისთვის, ზრდიან მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციების ან ანაფილაქსიის განვითარების რისკს ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ნებივოლოლს. იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებები ი/ვ შეყვანისათვის ასევე ზრდიან ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შესაძლებლობას.
♦ ნონბლონი ახანგრძლივებს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების მოქმედებას და კუმარინების ანტიკოაგულაციურ ეფექტს.
♦ ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ეთანოლი, სედატიური და საძილე საშუალებები აძლიერებენ ცნს-ზე დამთრგუნველ მოქმედებას.
♦ არ არის რეკომენდებული ნებივოლოლის მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება, ჰიპოტენზიური ეფექტის მნიშვნელოვანი გაძლიერების გამო. შუალედი მაო-ს ინჰიბიტორებისა და ნონბლონის მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 14 დღეს.
♦ მიკროსომური დაჟანგვის ინდუქტორები (რიფამპიცინი, ბარბიტურატები) აქვეითებენ, ხოლო ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ზრდიან პლაზმაში ნებივოლოლის კონცენტრაციას (პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობა ამ დროს არ იცვლება).
♦ რანიტიდინის ერთდროული დანიშვნა არ მოქმედებს ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე. იმ პირობით, რომ ნებივოლოლს მიიღებენ ჭამის დროს, ხოლო ანტაციდურ საშუალებას – საკვების მიღებათა შორის პერიოდში, შესაძლებელია ორივე საშუალების ერთდროულად დანიშვნა.
♦ ჭვავის რქის არაჰიდრირებული ალკალოიდები ზრდიან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის განვითარების რისკს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ავერსი-რაციონალ
საერთაშორისო დასახელება:
NORFLOXACIN
მწარმოებელი: KRKA
მოქმედი ნივთიერება: ნორფლოქსაცინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება; ფტოროქინოლონი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.
1 ტაბ.
ნორფლოქსაცინი …………. 400 მგ