Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 522

ნეორუბინი (კაფსულები) – NEORUBIN (caps.) – НЕОРУБИН (капс)

შემადგენლობა:

ენდროს ძირები ;  გვირილას ზეთი; ასკილის მშრალი  ექსტრაქტი;

პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ოქსი და ოქსიმეთილანტრაქინონებს და მათ გლიკოზიდებს (ძირითადად რუბერითრინის მჟავა, ალიზარინი), ფლავონოიდებს, პოლისაქარიდებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, ხამაზულენს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გააჩნია დიურეზული, ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო, სედატიური, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და თირკმლის კენჭების (კალციუმისა და მაგნიუმის ოქსალატები და ფოსფატები) გაფხვიერება-დაშლას, აძლიერებს თირკმლის მენჯის და შარდსაწვეთების შეკუმშვას, კენჭის მოძრაობას საშარდე გზებში და მათ გარეთ გამოყოფას, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას. პრეპარატში შემავალი ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმში მიდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებს.

ჩვენება:

  • თირკმელ-კენჭოვანი დაავადება;
  • ნაღველ-კენჭოვანი დაავადება;
  • პოდაგრა.

უკუჩვენება:

* მწვავე და ქრონიკული გლუმერულონეფრიტი;

* თირკმლების უკმარისობა;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების  მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

პერორულად: მოზრდილებში 2-3 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 20-30 დღე. განმეორებითი კურსი შეიძლება დაინიშნოს 4-6 კვირის შემდეგ.

შენიშვნა: ნეორუბინის კაფსულების ხმარებისას შარდი იღებს წითელ ფერს (ალიზარინისა და რუბერეთრინის მჟავის შემცველობის გამო).

გამოშვების ფორმა: 10  კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი თავსდება  მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

შენახვის პირობები:

ინახება 18–25 C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მშრალ ადგილზე.

ნეოპრაზოლი – ESOMEPRAZOLE – ЕСОМЕПРАЗОЛ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ეზომეპრაზოლის 20 მგ-ს ან 40 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი:
ნეოპრაზოლი წარმოადგენს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, რომელიც ამცირებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ეზომეპრაზოლი ომეპრაზოლის S-იზომერია, რომელიც კუჭის პარიეტალურ უჯრედებში, მჟავე გარემოში მოხვედრის შემდეგ გადადის აქტიურ ფორმაში და პროტონული ტუმბოს - ფერმენტ H+/K+-ატფ-აზას სპეციფიკური ინჰიბირებით აქვეითებს მარილმჟავას ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას.
ეზომეპრაზოლის მოქმედება ვლინდება 20 ან 40 მგ დოზის მიღებიდან 1 საათში და 5 დღიანი თერაპიის შემდეგ კუჭში მარილმჟავას სეკრეცია მნიშვნელოვნად ქვეითდება. დადგენილია კორელაცია სისხლში ეზომეპრაზოლის კონცენტრაციასა და მარილმჟავას წარმოქმნის ინჰიბირებას შორის.
ეზომეპრაზოლის 20 ან 40 მგ-ით მკურნალობისას ეფექტურობა დადგენილია პაციენტების უმრავლესობაში გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსით, როდესაც კუჭის pH>4 შენარჩუნებული იყო 8-24 საათის განმავლობაში. ასევე გამოვლენია პრეპარატის ეფექტურობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ს ერადიკაციის მიზნით.
ეზომეპრაზოლი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით.
ეზომეპრაზოლის მიღების ფონზე პლაზმაში მოსალოდნელია გასტრინის დონის მატება.
პერორალურად მიღებული ეზომეპრაზოლი სწრაფად და ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას, მაგრამ არ მოქმედებს მის ეფექტურობაზე. Cmax მიიღწევა ეზომეპრაზოლის მიღებიდან 1-2 საათში. მიღებული დოზის 97% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლიში ციტოქრომ Р-450 ფერმენტული სისტემის მიერ. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი, დღეში ერთხელ სისტემატური მიღების შემთხვევაში, 1.3 საათია. მიღებული დოზის 80% გამოიდევნება შარდის, ხოლო დანარჩენი ფეკალური მასების საშუალებით.
ჩვენება:
გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსი:
ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის თერაპია;

  • ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია რეციდივის თავიდან ასაცილებლად;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტის სიმპტომური მკურნალობა.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება:
  • კომბინირებულ თერაპიაში:
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა;
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივების პროფილაქტიკა;
  • პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (ასას):
  • კუჭის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია ასას-ის მიღებასთან;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომელიც დაკავშირებულია ასას-ის მიღებასთან.
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სხვა პათოლოგიები.

უკუჩვენება:
- პრეპარატის კონპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა (პრეპარატი შეიცავს საქაროზას);
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის), 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები (გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსით დაავადებულთა გარდა);
- ატანაზავირთან ერთდროული მიღება;
განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობით.
უსაფრთხოების ზომები:
ეზომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის არსებობისას (როგორიცაა წონის მნიშვნელოვანი კლება, განმეორებითი ღებინება, დისფაგია, სისხლიანი ღებინება ან მელენა), ასევე კუჭის წყლულის არსებობის შემთხვევაში საჭიროა გამოირიცხოს კუჭ-ნაწლავის სისტემის ავთვისებიანი წარმონაქმნი, ვინაიდან ეზომეპრაზოლით მკურნალობამ შესაძლოა წაშალოს არსებული ნიშნები და დააყოვნოს დაავადების დროული დიაგნოსტიკა.
პაციენტები, რომლებიც პრეპარატს ხანგრძლივად იღებენ (1 წელი და მეტი), უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნეოპრაზოლს "საჭიროებისას", დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს სიმპტომების ცვლილების შემთხვევაში.
ნეოპრაზოლით მკურნალობის ფონზე ქვეითდება კუჭის მჟავიანობა, რაც ამცირებს პრეპარატების აბსორბციას (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), რომელთა შეწოვა დამოკიდებულია მჟავე არეზე.
ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს ფერმენტ CYP2C19-ს და შესაბამისად ზრდის პრეპარატების (დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ფენიტოინი და სხვა) კონცენტრაციას პლაზმაში, რომლებიც აღნიშნული ფერმენტით მეტაბოლიზდებიან.
პაციენტებში, ვარფარინის ხანგრძლივად მიღების ფონზე, ეზომეპრაზოლი არ იწვევს კოაგულაციის დროის გახანგრძლივებას, თუმცა ეზომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და შეწყვეტის დროს რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ნეოპრაზოლი არ იწვევს ამოქსიცილინისა და ქინიდინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს.
კლარითრომიცინისა (500 მგ ორჯერ დღეში) და ვორიკონაზოლის ეზომეპრაზოლთან ერთდროული მიღებისას ამ უკანასკნელის დოზირების კორექცია არ არის საჭირო.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების ერთეული შემთხვევებია აღწერილი, რაც გამოხატულია საერთო სისუსტესა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომებით.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნეოპრაზოლის უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ორსულობის პერიოდში ნეოპრაზოლის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს, ხოლო ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.
ნეოპრაზოლი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა ტექნიკური საშუალებების მართვის უნარზე.
დოზირება და მიღების წესი:
ნეოპრაზოლის კაფსულები უნდა მიიღონ მთლიანად, წყალთან ერთად.
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში:
გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსის დროს:
ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა: 40 მგ ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. დაავადების სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში რეკომენდებულია 4 კვირიანი დამატებითი მკურნალობის კურსი.
ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის სახით, რეციდივის თავიდან ასაცილებლად ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში.
ეზოფაგიტის გარეშე მიმდინარე გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსის დროს სიმპტომური თერაპიის სახით ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში. 4 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, პაციენტს უტარდება დამატებითი კვლევა. სიმპტომების ალაგების შემდეგ პაციენტი უნდა გადავიდეს დოზირების სქემაზე "საჭიროებისას შემთხვევაში" - 20 მგ ერთხელ დღეში, რომელიც ინიშნება დაავადების ნიშნების ხელახალი გამოვლინებისას.
პაციენტებისთვის, რომლებიც განეკუთვნებიან რისკის ჯგუფს და იღებენ ასას-ებს, მკურნალობის სქემა "საჭიროების შემთხვევაში" არარეკომენდებულია.
მოზრდილებში:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები:
კომბინირებულ თერაპიაში Helicobacter pylori-ს ერადიკაციისთვის:
- Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ ინიშნება ნეოპრაზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ. ყველა პრეპარატი ინიშნება დღეში ორჯერ 1 კვირის განმავლობაში.
- Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ინიშნება ნეოპრაზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ. ყველა პრეპარატი ინიშნება დღეში ორჯერ 1 კვირის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (ასას):
ასას-ის მიღებით გამოწვეული კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ ინიშნება ნეოპრაზოლი 20 მგ ან 40 მგ დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში.
ასას-ის მიღებით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება ნეოპრაზოლი 20 მგ ან 40 მგ დღეში ერთხელ.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სხვა პათოლოგიების დროს რეკომენდებული საწყისი დოზაა - ნეოპრაზოლი 40 მგ დღეში ორჯერ. შემდგომში დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა კლინიკური სურათიდან გამომდინარე დგინდება.
ასაკოვანი პაციენტები, პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ, ხოლო ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში პრეპარტის მაქსიმალური დღიური დოზა 20 მგ-ია.
გვერდითი მოვლენები:
ეზომეპრაზოლით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირად: თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა/ღებინება, ყაბზობა.

შედარებით იშვიათად: დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, უძილობა, პარესთეზია, ძილიანობა, ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, პერიფერიული შეშუპება.
იშვიათად: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული რეაქციები, აგზნებადობა ან დეპრესია, მხედველობის სიმახვილის შესუსტება, ბრონქოსპაზმი, სტომატიტი და კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი, ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე, ფოტოსენსიბილიზაცია, ალოპეცია, ართრალგია, მიალგია.
ძალიან იშვიათად: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ღვიძლის უკმარისობა, კუნთების სისუსტე, გინეკომასტია.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის  ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა:
კაფსულა 20 მგ; 10 კაფსულა ბლისტერში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
კაფსულა 40 მგ; 10 კაფსულა ბლისტერში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტით!

ნეოპლატი (კაფსულები) – NEOPLAT (in capsulis) – НЕОПЛАТ капс.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მ–ქოლინოლიზური საშუალება.

შემადგენლობა:

პლატიფილინის ჰიდროტარტრატი ..............  0,005 გ;

კალიუმის ბრომიდი ..................................   0,15 გ;

კოფეინ-ნატრიუმ ბენზოატი ........................  0,15 გ;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გააჩნია სპაზმოლიზური, ქოლინოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მარეგულირებელი მოქმედება.

ჩვენება:

  • თავის ტკივილი (შაკიკისმაგვარი, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული);
  • „ზღვის დაავადება“ (გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი ტრანსპორტით მგზავრობისას);
  • სანაღვლე, კუჭ-ნაწლავის და საშარდე სისტემის სპაზმური ტკივილები;
  • ბრადიკარდიით და ბრადიარითმიით მიმდინარე ნეიროცირკულაციური დისტონია;
  • როგორც დამხმარე საშუალება ბრონქული ასთმით დაავადებულებში ბრონქოსპაზმის მოსახსნელად;

გვერდითი მოვლენები:

პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი (აკომოდაციის დარღვევა).

უკუჩვენება:

* პირის სიმშრალე, გულისცემის აჩქარება, გუგების გაფართოება.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: პერორულად 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ან მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე.

გამოშვების ფორმა:

10 კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტარი თავსდება  მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

შენახვის წესი:

ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან   დაცულ, გრილ ადგილზე.

ნეოპერტუსინი – Neopertussinum – Неопертусин

შემადგენლობა:

ბეგქონდარას ბალახი - 15,6 გ; ნატრიუმის ან კალიუმის ბრომიდი - 1,3 გ;

სორბინის მჟავა; ეთილის სპირტი; შაქრის სიროფი - 130 გ - მდე ;

ბეგქონდარას სითხოვანი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთს ( რომლის ძირითადი კომპონენტებია თიმოლი, კარვაკროლი, ლინალოოლი), ფლავონოიდებს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი მოქმედება.

ჩვენება:

  • ზედა სასუნთქი გზების კატარი; ბრონქიტი; ტრაქეიტი;   ყივანახველა.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ბრომიდების მიმართ; გულის უკმარისობა; ჰიპოტენზია; ანემია; შაქრიანი დიაბეტი;

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად .

მოზრდილებში თითო სუფრის კოვზი სიროფი 3-4- ჯერ დღეში საკვების მიღების   წინ ;

ბავშვებში : 1- დან 3 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი სიროფი 2-3- ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.

3- დან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი სიროფი საკვების მიღების წინ;

6- დან 12 წლამდე 1 დესერტის კოვზი სიროფი 2-3- ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.

გამოშვების ფორმა: 130 გ ნარინჯისფერი   მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში მზომ ჭიქასთან ერთად;

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.

ნეომიდანტანი – NEOMIDANTAN – НЕОМИДАНТАН

საერთაშორისო დასახელება:

AMANTADINE

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: ამანტადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპარკინსონული და ანტივირუსული სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

ამანტადინის ჰიდროქლორიდი ............ 100 მგ

 

ვრცლად პკ–მერცი

ნეო-ანგინ N – NEO-ANGIN N – НЕО-АНГИН N

მწარმოებელი: DIVAPHARMA-KNUFNIKE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკი, სადეზინფექციო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილის სპირტი ..........   1.2 მგ

კრეზოლი .......................................   600 მკგ

მენთოლი ......................................     5.72 მგ

უშაქრო ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილის სპირტი .......     1.2 მგ

კრეზოლი ....................................       600 მკგ

მენთოლი .......................................    5.72 მგ

 

ვრცლად სტრეპსილსი

ნეო სპრეი მელატონინი – Neo Spray MELATONINA – НЕО СПРЕЙ МЕЛАТОНИН

საერთაშორისო დასახელება:

Melatonin

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა , ესპანეთი

კომპანია: ფარდი მედიქალსი, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: მელატონინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები

შემადგენლობა:

მელატონინი,  პირიდოქსინ ქლორჰიდრატი, თიამინი, ბარამბოს ექტრაქტი, ლავანდას ექსტრაქტი, გლიცერინი, ლიმონის არომატიზატორი

გამოშვების ფორმა:

სპრეი სუბლინგვალური გამოყენებისთვის  25 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები

წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. აწესრიგებს ცირკადულ რითმებს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული  აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას დილით გაღვიძების შემდეგ). აფერხებს გონადოტროპინების სეკრეციას. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.

ჩვენება:

  • როგორც საძილე საშუალება
  • ჩაძინების დროის გახანგრძლივება
  • როგორც ადაპტოგენი ბიოლოგიური რითმების ნორმალიზაციის მიზნით

დოზირება და მიღების წესი:

8 წლიდან ბავშვები და მოზრდილები: 4 შესხურება ყოველ დღე, სასურველია საღამოს ძილის წინ

როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყლის ცვლისას: ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 4 შესხურება დაძინებამდე 30-40  წუთით ადრე

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა:

4 შესხურება დღეში

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მკვეთრი სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-300C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ და  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

ნეო ენტეროსეპტოლი – NEO-ENTEROSEPTOL – НЕО-ЭНТЕРОСЕПТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

LOPERAMIDE

მწარმოებელი: SPECIFAR S.A.

მოქმედი ნივთიერება: ლოპერამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიარეის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 18 ც.

1 კაფს.

ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი ......... 2 მგ

 

ვრცლად ლოპედიუმი

ნეო ბოროჩილინა “C” – NEO BOROCHILLINA “C” – НЕО-БОРОЧИЛЛИНА “C”

მწარმოებელი: ALFA WASSERMANN, იტალია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილის სპირტი .........   1.2 მგ

ასკორბინის მჟავა ..........................     70 მგ

დახმარე ნივთიერებები:

საქაროზა, ლიმონის შემავსებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეო-ბოროჩილინა წარმოადგენს 2.4-დიქლორბენზილის სპირტისა და ასკორბინის მჟავას შემცველ კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც იყენებენ პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

2.4-დიქლორბენზილის სპირტის 2% კონცენტრაცია ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედებით პირის ღრუს დაავადების გამომწვევი მრავალრიცხოვანი მიკროორგანიზმების მიმართ.

ასკორბინის მჟავა აძლიერებს 2.4-დიქლორბენზილის სპირტის ანტისეპტიკურ მოქმედებას. იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ და კარგად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ასკორბინის მჟავას ნორმალური კონცენტრაცია პლაზმაში და ლეიკოციტებში შეადგენს 5-12 მკგ/მლ და 250 მკგ/მლ-ს იზოლირებული ლეიკოციტების შემთხვევაში. გაცივების დროს, როდესაც ასკორბინის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაქვეითებულია, 1 გ პრეპარატის მიღების დროს მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს 5-10 მკგ/მლ-ში 1-5 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუს, ხახისა და ღრძილების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
  • პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კბილების ექსტრაქციის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე,

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 სთ-ში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 ტაბლეტს. რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

იმისათვის, რომ ტაბლეტების მოქმედების ეფექტი ლორწოვან გარსზე გახანგრძლივდეს, საჭიროა მათი დიდხანს გაჩერება პირის ღრუში.

გვერდითი მოვლენები:

არ ახასიათებს.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების ან ქიმიური სტრუქტურით მისი მონათესავე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნეო-ბოროჩილინა შეიცავს საქაროზას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

* ბავშვებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. მკურნალობის მოკლე კურსით (არა უმეტეს 7 დღე), სასურველი შედეგის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ან მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა.

* არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ნელადექსი თვალის/ყურის წვეთები, თვალის მალამო – NELADEX EYE/EAR DROPS, EYE OINMENT – НЕЛАДЕКС ГЛАЗНЫЕ/УШНЫЕ КАПЛИ, ГЛАЗНАЯ МАЗЬ

საერთაშორისო დასახელება: DEXAMETHASONE; NEOMYCIN; POLYMYXIN B

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი+ნეომიცინი+პოლიმიქსინ B

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიასა და ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის/ყურის წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 5 მლ.

1 მლ

დექსამეტაზონი .......... .............  1 მგ

ნეომიცინის სულფატი.........         3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი .........    6000 სე

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.004%.

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილცელულოზას ჰიდროქსიპროპილი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პოლისორბატ ნატრიუმი 80, საინექციო წყალი.

თვალის მალამო: ტუბში 5 გ.

1 გ

დექსამეტაზონი ................          1 მგ

ნეომიცინის სულფატი ..........      3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი .........    6000 სე

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.004%.

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი და რბილი პარაფინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნელადექსს გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება.

ჩვენებები:

  • თვალის ანთებითი და ინფექციურ-ალერგიული დაავადებები;
  • მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტები;
  • სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები.

მიღების წესი და დოზირება:

თვალი: წვეთები კონიუნქტივალურად 1-2 წვეთი 4-6-ჯერ დღე-ღამეში (მსუბუქი ინფექციებისას) ან ყოველ საათში (მძიმე ინფექციებისას); სიმპტომების შესუსტების მიხედვით შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა.

ნელადექსის მალამოს მცირე რაოდენობა თავსდება ქვედა ქუთუთოს უკან 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და ძილის წინ), ან მხოლოდ ძილის წინ ნელადექსის წვეთებთან ერთად კომბინაციაში.

ყური: გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4-ჯერ დღე-ღამეში; შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ნელადექსი უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; აგრეთვე

* თვალის ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით გამოიყენება გლაუკომით ან კატარაქტით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

Don`t copy text!