Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 521

ნიმედოლი – NIMEDOL – НИМЕДОЛ

საერთაშორისო დასახელება:

NIMESULIDE

მწარმოებელი: ”სლავიაფარმი”, რუმინეთი.

მოქმედი ნივთიერება: ნიმესულიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ნიმესულიდი …………….   100 მგ

ვრცლად სუარონი

ნიკოშპანი – NICOSPAN – НИКОШПАН

საერთაშორისო დასახელება: NICOTINIC ACID; DROTAVERINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ნიკოტინის მჟავა+დროტავერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვთა გამაფართოვებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ნიკოტინის მჟავა ………………………….        22 მგ

დროტავერინის ჰიდროქლორიდი …….       78 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიკოშპანი შეიცავს წყალში ხსნად ვიტამინს ნიკოტინის მჟავას, რომელიც ორგანიზმზე მოქმედებს მხოლოდ ნიკოტინამიდ-ადენინ დინუკლეოტიდად, ან ნიკოტინამიდ-ადენინ დინუკლეოტიდ ფოსფატად გარდაქმნის შემდეგ. აღნიშნული კოფერმენტები მონაწილეობას იღებენ ქსოვილოვან სუნთქვაში ელექტრონების ტრანსპორტირების შედეგად სუნთქვით ჯაჭვში.

იმის გამო, რომ ნიკოტინის მჟავას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება, იგი გამოიყენება სხვადასხვა დარღვევის დროს. მაღალ დოზებში პრეპარატი დადებითად მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე და ლიპიდების ცვლის მარეგულირებელ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. იგი გამოიყენება ჰიპერლიპიდემიის სამკურნალოდ.

დროტავერინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს იზოქინოლინის წარმოებულს, რომელსაც გააჩნია გლუვი კუნთების მიმართ სპაზმოზილური მოქმედება, ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას IV-ის დათრგუნვის შედეგად, რის გამოც მისი მაინჰიბირებელი მოქმედება ვლინდება ცამფ-ის კონცენტრაციის გაზრდით, რომელიც მიოზინის კინაზას მსუბუქი ჯაჭვების ინაქტივირებით ახდენს გლუვი კუნთების მოდუნებას. იგი მოქმედებს გლუვ კუნთებზე, მაგრამ მისი ეფექტურობა დამოკიდებულია ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას IV-ის დონეზე, იმდენად, რამდენადაც ამ უკანასკნელის შემცველობა ქსოვილებში ვარიაბელურია.

ნიკოტინის მჟავას, რომელსაც გააჩნია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე გამაფართოვებელი მოქმედება და დროტავერინის ჰიდროქლორიდის, რომელიც დამთრგუნველად მოქმედებს გლუვი კუნთების ტონუსზე, კომბინაცია საშუალებას იძლევა პრეპარატი წარმატებით იქნას გამოყენებული ანგიოსპაზმებით გამოწვეული ჩივილების შესამსუბუქებლად.

ფარმაკოკინეტიკა:

ნიკოტინის მჟავა პერორალურად მიღების შემთხვევაში სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ინტენსიურად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში. იგი აღწევს დედის რძეშიც. პრეპარატის მეტაბოლიზმი ხორციელდება მისი ძირთადად -მეთილნიკოტინამიდად და 2-4-პირიდონინად გარდაქმნით. ასევე წარმოიქმნება ნიკოტინ-შარდმჟავა. ნიკოტინის მჟავა თერაპიული დოზით მიღების შემთხვევაში გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით.

დროტავერინის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება როგორც პარენტერულად, ასევე პერორალურად მიღების შემდეგ. იგი in vitro მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს (95-98%), ძირითადად ალბუმინებს, გამა- და ბეტა-გლობულინებს, აგრეთვე მაღალი სიმკვრივის ალფა-(HDL)-ლიპოპროტეინებს.

მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება პერორალურად მიღების შემდეგ 45-60 წუთის განმავლობაში.

დროტავერინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 16-22 საათს. მიღებიდან 72 საათის შემდეგ ორგანიზმიდან პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა: 50% შარდით და დაახლოებით 30% ფეკალიებით. ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, შარდში უცვლელი სახით არ აღინიშნება. არ არსებობს მონაცემები ნიკოტინის მჟავასა და დროტავერინის ჰიდროქლორიდს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესახებ.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება ანგიოსპაზმით მიმდინარე სკლეროზული დაავადებების დროს, როგორიცაა არტერიოსკლეროზული ენცეფალოპათია, ტვინის ანგიოსპაზმი, მაობლიტირებელი ენდარტერიტი, კორონაროსკლეროზი, აგრეთვე ანგიოსპაზმები, რომლებიც დაკავშირებული მენოპაუზასთან, შაკიკთან და ა.შ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება დღეში 1-3 ტაბლეტის ოდენობით, ანგიოსპაზმის ან შაკიკის დროს ცარიელ კუჭზე, სხვა შემთხვევებში – ჭამის შემდეგ.

პრეპარატი ანგიოსპაზმური მდგომარეობისას და კლიმაქტერული სიმპტომების დროს ინიშნება მკურნალობის კურსის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

– ნიკოტინის მჟავას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება, ამიტომ მისი პერორარულად ან პარენტერულად მიღების შემთხვევაში იგი იწვევეს სახის ჰიპერემიას, წვის შეგრძნებას, გულყრას, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს;

– კანისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ რეაქციები წარმოადგენს ჩვეულებრივ მოვლენას და გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: გამონაყარი, ქავილი, გულისრევა, კუჭის წნევის მომატებული მჟავიანობა, დისპეფსია.

– დროტავერინ-ჰიდროქლორიდის მხრივ: ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, გულისრევა, ტაქიკარდია, უძილობა, ყაბზობა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ღვიძლის, თირკმელების ან გულის უკმარისობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრეპარატს არ ახასიათებს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური მოქმედება, თუმცა ორსულობის დროს მისი მიღება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები, პრეპარატი მიიღება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გლუკოზის მიმართ აუტანლობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღენიშნებათ ჩივილები.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: არ არსებობს მონაცემები.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნიკოშპანი ამცირებს კონტრაცეპტივების და ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას მათი პერორალურად მიღების შემთხვევაში.

– ნიკოტინის მჟავას სტატინებთან კომბინაციისას შესაძლოა გაიზარდოს მიოპათიის რისკი ან განვითარდეს ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი.

– დროტავერინის ჰიდროქლორიდისა და ლევოდოპას ერთდროული მიღებისას მცირდება ამ უკანასკნელის ანტიპარკინსონული ეფექტი და ძლიერდება ტრემორი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ნიკოტინის მჟავა-დარნიცა – ACIDUM NICOTINICUM-DARNITSA – НИКОТИНОВАЯ КИСЛОТА-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

NICOTINIC ACID

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: ნიკოტინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 1%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ნიკოტინის მჟავა ………….. 10 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვიტამინური და ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ორგანიზმში ნიკოტინის მჟავა გარდაიქმნება ნიკოტინამიდად, რომელიც უკავშირდება კოდეჰიდროგენაზა I და II კოენზიმებს (ნად და ნადფ), რომელთაც გადააქვთ წყალბადი, მონაწილეობს ცხიმების მეტაბოლიზმში, პროტეინების, ამინომჟავების, პურინების, ქსოვილოვან სუნთქვაში, გლიკოგენოლიზში, სინთეტურ პროცესებში. ავსებს ვიტამინი PP (ვიტამინი B3) დეფიციტს, წარმოადგენს სპეციფიკურ ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას (ვიტამინი PP ავიტამინოზი). ნორმაში მოჰყავს სისხლის ლიპოპროტეინების კონცენტრაცია. ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას წვრილი სისხლძარღვების დონეზე (მათ შორის თავის ტვინის), აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ავლენს სუსტ ანტიკოაგულაციურ მოქმედებას (ამაღლებს სისხლის ფიბრინოლიზურ აქტიობას).

ჩვენებები:

PP ავიტამინოზი. ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიურო მოშლილობა, კიდურების მაობლიტირებელი დაავადება (მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, რეინოს დაავადება), კიდურების სისხლძარღვების, ნაღვლისა –  და შარდგამომყოფი გზების სპაზმი, სახის ნერვის ნევრიტი.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა , გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, პოდაგრა, ჰიპერურიკემია, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით: ჰემორაგია, გლაუკომა, ღვიძლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების სტადიაში).

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, სტრიდორული სუნთქვა). ვენაში სწრაფი შეყვანისას: ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი. სახის კანისა გულმკერდის ზედა ნაწილის ჰიპერემია, პარესთეზიები, თავბრუსხვევა, „ალები“ სახეზე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

ადგილობრივი რეაქციები: კანქვეშ და ვენაში შეყვანის ადგილის მტკივნეულობა.

მიღების წესი და დოზირება:

კანქვეშ, ვენაში, კუნთში (ნელა) – 10 მგ (1% ხსნარის 1მლ) 1–2–ჯერ დღეში, 10–15 დღის მანძილზე. ბავშვებში მაქსიმალური დოზა შეადგენს: ერთჯერადი – 0.1 გ. დღეღამური – 0.3გ.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. ღვიძლის მხრივ გართულებების თავიდან ასარიდებლად საჭიროა საკვებში ჩართული იყოს მეთიონინით (ხაჭო)  მდიდარი პროდუქტები, ან გამოყენებული იყოს მეთიონინი, ლიპოლის მჟავა და სხვა ლიპოტროპული სამკურნალო ნივთიერებები.

ურთიერთქმედება:

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციისას, ანტიკოაგულანტებთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან. აქვეითებს ნეომიცინის ტოქსიურობას და აღკვეთავს მათ მიერ ინდუცირებულ ქოლესტერინისა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის შემცირებას.

ნიკეტამიდი – NIKETHAMIDE – НИКЕТАМИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნიკეტამიდი წარმოადგენს ანალეფსიურ საშუალებას. იგი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ააგზნებს ვაზომოტორულ და სუნთქვით ცენტრებს. სუნთქვის ცენტრის აგზნება ნაწილობრივ დაკავშირებულია კაროტიდული სინუსის ქემორეცეპტორების რეფლექსურ სტიმულირებასთან; პრეპარატს არ ახასიათებს გულზე უშუალო ზეგავლენა და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება.

ჩვენებები

  • მწვავე კოლაფსი და ასფიქსია;
  • შოკური მდგომარეობა ქირურგიული ოპერაციების დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში;
  • სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა;
  • სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება;
  • სუნთქვის შესუსტება სხვადასხვა ინფექციური დაავადებით შეპყრობილ პირებსა და რეკონვალესცენტებში, ახალშობილთა ასფიქსია;
  • ნარკოტიკებით, საძილე საშუალებებით და ალკოჰოლით მოწამვლა.

დოზირების რეჟიმი

– პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთებში და ვენაში.

– მოზრდილებს კანქვეშ, კუნთებში და ვენაში შესაყვანად ენიშნებათ 1-2 მლ დღეში, 1-3-ჯერ;

– ბავშვებს კანქვეშ შესაყვანად ასაკის მიხედვით ენიშნებათ 0.1-0.75 მლ.

– პრეპარატის ვენაში ინექცია მიმდინარეობს ნელა.

– ნარკოტიკებით, ანალგეტიკებით და საძილე საშუალებებით ინტოქსიკაციის დროს მოზრდილებში ვენაში ნელა შეყავთ 3-5 მლ პრეპარატი (შესაძლებელია აგრეთვე პრეპარატის შეყვანა კანქვეშ და კუნთებში).

– რადგან პრეპარატის კანქვეშა და კუნთებში ინექციები მტკივნეულია, ტკივილების შემცირების მიზნით მდგომარეობისდა მიხედვით ინექციის ადგილას წინასწარ შეყავთ ნოვოკაინი (მოზრდილებში – 1 მლ 0.5% ხსნარი, ბავშვებში – ასაკის შესაბამისად).

– მოზრდილებში, პრეპარატის კანქვეშა ინექციის უმაღლესი დოზები: ერთჯერადი – 2 მლ, სადღეღამისო – 6 მლ, ნარკოტიკებით მოწამვლისას პრეპარატის უმაღლესი ერთჯერადი დოზა კანქვეშ და ვენაში ინექციისათვის შეადგენს 5 მლ.

გვერდითი მოვლენები

ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

უკუჩვენებები

კრუნჩვებისადმი მიდრეკილება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– კროდიამინის და რეზერპინის კომბინაცია იწვევს კრუნჩხვების გაძლიერებას.

– სუნთქვის ცენტრის აგზნების კუპირება შესაძლებელია ზოგადი სანარკოზო საშუალებების გამოყენებით.

– პასკი და სალუზიდი ამცირებენ პრეპარატის მოქმედების ეფექტს.

– ამინაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები იწვევენ პრეპარატის ანალეფსიური ეფექტის და მისი კრუნჩხვითი მოქმედების შესუსტებას.

ნიზორალი შამპუნი – NIZORAL SHAMPOO – НИЗОРАЛ ШАМПУНЬ

საერთაშორისო დასახელება: KETOCONAZOLE

მწარმოებელი: JANSSEN-CILAC

მოქმედი ნივთიერება:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შამპუნი: ფლაკონში 25 და 60 მლ

1 გ.

კეტოკონაზოლი……….   20 მგ

ნიზორალი ტაბლეტები – NIZORAL TABLETS – НИЗОРАЛ ТАБЛЕТКИ

საერთაშორისო დასახელება:

KETOCONAZOLE

მწარმოებელი: JANSSEN-CILAC

მოქმედი ნივთიერება: კეტოკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 30 ც.

1 ტაბ.

კეტოკონაზოლი………….  200 მგ

მოქმედების მექანიზმი:

ანტიმიკოზური პრეპარატი. ახასიათებს ანტიფუნგინალური და მიკოსტატური მოქმედება. აქტიურია დერმატოფიტებისა (Trichophyton sp., Epidermophyton floccosum, Microsporum sp.) და საფუარა სოკოებისადმი (Candida sp., Pityrosporum sp.), ასევე სისტემური მიკოზების გამომწვევის (Cryptococcus spp.) და გრამდადებითი კოკების (Staphylococcus spp., Streptococcus spp.) მიმართ. მისი მოქმედება დამყარებულია ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებასა და სოკოს მემბრანის ლიპიდური შემადგენლობის ცვლილებაზე. პრეპარატი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ში. კეტოკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღვლის საშუალებით, ხოლო 13% – შარდის გზით.

ჩვენებები:

  • პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ინფექციები (ვულვოვაგინალური კანდიდოზი);
  • კანისა და რქოვანი წარმონაქმნების სოკოვანი დაავადებანი;
  • სისტემური მიკოზები;
  • დასუსტებულ ავადმყოფებში სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ინიშნება 200 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დერმატომიკოზების დროს შეადგენს 4 კვირას;

ონიქომიკოზების დროს -6-12 თვეს (კლინიკურ და მიკოლოგიურ გაუმჯობესებამდე);

კანისა და პირის ღრუს კანდიდოზის დროს – 2-3 კვირას;

სისტემური მიკოზების დროს – 1-2 თვეს. თუკი აღნიშნული დოზა არ იძლევა კლინიკურ გაუმჯობესებას, მაშინ დღიური დოზა უნდა განისაზღვროს 400 მგ-ით.

ვაგინალური კანდიდოზის დროს კეტოკონაზოლი ინიშნება 400 მგ დღეში, კურსის ხანგრძლივობა 5 დღეა.

15-30 კგ წონის ბავშვებში კეტოკონაზოლის დღიური დოზაა 100 მგ, ხოლო 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებს ენიშნებათ მოზრდილის დოზა.

სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში ინიშნება 400 მგ დღეში;

ბავშვებში – დღეში 4-8 მგ/კგ სხეულის წონაზე.

კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. კეტოკონაზოლი ინიშნება ჭამის დროს.გვერდითი მოვლენები თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, პარესთეზიები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თრომბოციტოპენია, გინეკომასტია, ოლიგოსპერმია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

უკუჩვენებები:

* ღვიძლის და თირკმლების ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევები;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* პრეპარატისადმი გადაჭარბებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

კეტოკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება 50 წელზე მეტი ასაკის ქალებში, ანამნეზში ღვიძლის დაავადებებისა და სამკურნალო საშუალებებზე ალერგიული რეაქციების მქონე პირებში, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას. პრეპარატით 2 კვირის განმავლობაში ან უფრო დიდი ხნით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციების მუდმივი კონტროლი. რეკომენდებული არ არის კეტოკონაზოლისა და ციკლოსპორინის, ანტიკოაგულანტების, მეთილპრედნიზოლონის, ლოვასტატინის ერთდროული გამოყენება. რიფამპიცინი და იზონიაზიდი ამცირებენ სისხლის პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე ან ბავშვზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ნიზორალი კრემი – NIZORAL CREAM – НИЗОРАЛ КРЕМ

საერთაშორისო დასახელება:

KETOCONAZOLE

მწარმოებელი: JANSSEN-CILAC

მოქმედი ნივთიერება: კეტოკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 15 გ

1 გ

კეტოკონაზოლი ………..   20 მგ

 

ვრცლად კანაზოლი

ნივრის ზეთი კაფსულები 0,25% დოქტორ სმიტის – DR.SMITH’S GARLIC OIL CAPSULES 0.25 % – ЧЕСНОЧНОЕ МАСЛО 0,25%

თითოეული ჟელატინის რბილი კაფსულა შეიცავს : ნივრის ზეთი 0,25%

ნიორი მცენარეულ მედიცინაში გამოიყენებოდა ათასი წლის განმავლობაში და თანამედროვე სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია მისი მრავალი სასარგებლო თვისება . მისი ერთ – ერთი შემადგენელი სასარგებლო ინგრედიენტია ალიცინი , რომელიც შეიცავს გოგირდს. ამის გარდა , ნივრის ზეთი შეიცავს კალიუმს , ფოსფორს , B და C ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას , კალციუმს , პროტეინს და რკინას .

დოქტორ სმიტის ნივრის ზეთი კაფსულები განკუთვნილია რათა გაიხსნას კუჭში და არა პირის ღრუში, ამით უზრუნველყოფს ნივრის სუნის აცილებას.

ჩვენება:

  • ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული მოქმედება;
  • ახდენს სისხლის განახლებას , ასუფთავებს მავნე მინარევებისგან;
  • არეგულირებს საჭმლის მონელებას , ამცირებს აირწარმოქმნას და კოლიკებს;
  • სასარგებლოა ხველის და გაციების დროს;
  • ეფექტურად და ხანგრძლივად მოქმედს გულ – სისხლძარღვთა სისტემის მოშლისას და ამცირებს ქოლესტერინის ჭარბ წარმოქმნას;
  • ნაჩვენებია ინფარქტის და ათეროსკლეროზის რისკის შესამცირებლად;
  • ასევე , არეგულირებს წნევას პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე;
  • ეფექტურია ბრონქული და ასთმური ჩივილებისას;
  • სასარგებლოა ცხელების დროს , შემცივნების თავიდან ასაცილებლად არარეგულარული ცხელების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

1-2 კაფსულა   დღეში ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი

გამოშვების ფორმა:

მოგრძო , გამჭვირვალე , რბილი კაფსულები .

10X10 კაფსულა ბლისტერში და   მუყაოს კოლოში .

შენახვის პირობები:

ინახება +8 -15ºC ტემპერატურაზე მშრალ ადგილას .

ვარგისობის ვადა:

3 წელი

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:

რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: CIPLA LTD Mumbai Central

Cipla Mumbai 400 008 INDIA

ნივრის ზეთი – GARLIC OIL – МАСЛО ЧЕСНОКА

საერთო დახასიათება:

ძირითადი ფიზიკო–ქიმიური თვისებები: ოვალური, გამჭვირვალე ჟელატინური კაფსულები მოყვითლო ფერის;

გამოშვების ფორმა:

კაფსულები

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს 342 მგ ნივრის ზეთის ექსტრაქტს.

დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნივრის ზეთი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის ორ კომპონენტს – ალიცინს და გარმიცინს; ეს ნივთიერებები პრეპარატს ანიჭებს ბაქტერიციდულ მოქმედებას, ასევე ვიტამინებს A, B, C, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, მარგანეცი, უჯერი ალდეჰიდები, სელენი, გოგირდი, ეთერზეთები. გამა–ლიპოლენოლის მჟავის არსებობის გამო პრეპარატი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ჰიპოლიპიდემიური მოქმედებით.

ნივრის ზეთი ხასიათდება ნაღველმდენი მოქმედებითც, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას, ამცირებს დუღილის და ლპობის პროცესს ნაწლავში.

აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას, ამაღლებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.

ფარმაკოკინეტიკა :

არ არის გამოკვლეული.

ჩვენებები:

  • პროფილაქტიკა და მკურნალობა მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ფარინგიტის, ანგინის, ჰაიმორიტის, ქრონიკული ბრონქიტის.
  • ქრონიკული ქოლანგიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ჩვეული შეკრულობის კომპლექსური მკურნალობა;
  • ლიპიდური ცვლის დარღვევის პროფილაქტიკა, ათეროსკლეროზის კომპლექსური მკურნალობა;
  • სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ღრძილების გასამაგრებლად, ანთების და სისხლდენის, კარიესით დაავადების შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება:

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში, 14 წელზე უფროსი ასაკის  – 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გრიპის ეპიდემიის დროს, რესპირატორული დაავადებისას – 2 – 2 კაფსულა 3–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლიობას დაავადებაზე დამოკიდებულების მიხედვით განსაზღვრავს ექიმი.

უკუჩვენებები:

* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდირებული დოზის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კუჭის ტკივილი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. სიფრთხილით მიიღონ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებისას (გასტრიტი, კოლიტი).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

ნივალინი – NIVALIN – НИВАЛИН

საერთაშორისო დასახელება: GALANTAMINE

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: გალანტამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფერმენტ აცეტილქოლინესთერაზას შექცევადი ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

გალანტამინის ჰიდრობრომიდი …………..5 მგ

1 ტაბ.

გალანტამინის ჰიდრობრომიდი ……..     10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის  სახამებელი, ტალკი, კალციუმის ჰიდროგენფოსფატის დეჰიდრატი.

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ

1 მლ

გალანტამინის ჰიდრობრომიდი ………..  1 მგ

1 მლ

გალანტამინის ჰიდრობრომიდი …………..2.5 მგ

1 მლ

გალანტამინის ჰიდრობრომიდი ………      5 მგ

1 მლ

გალანტამინის ჰიდრობრომიდი ……..     10 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნივალინის აქტიური ნივთიერება ალკალოიდი გალანტამინი (მიღებულია ორიგინალური ტექნოლოგიით Leucojum aestivum-სგან) მოქმედებს, როგორც ქოლინესთერაზას ძლიერი ინჰიბიტორი ენზიმის შექცევადი ინაქტივაციით. უპირატესად ცნს-ზე და ნაკლებად პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე.

ნივალინი ზრდის ნერვული უჯრედის სინაპსებში აცეტილქოლინის რაოდენობას და აუმჯობესებს თავის, ზურგისა და პერიფერულ ნერვებში ნერვული იმპულსების გატარებას; შედეგად აღდგება ნერვკუნთოვანი გამტარებლობა, მატულობს გლუვი კუნთების ტონუსი, საოფლე ჯირკვლების, ნაღვლის და კუჭის სეკრეცია. სხვადასხვა ტიპის დემენციების დროს კოგნიტიური დეფიციტის მქონე ავადმყოფებში ნივალინი აუმჯობესებს მეხსიერებას.

ნივალინი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რაც მის მიღებას ეფექტურს ხდის როგორც პერორალური, ისე პარენტერალური გზით.

ჩვენებები:

  • ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებები;
  • ბავშვთა ცერებრული დამბლა;
  • ზურგის ტვინის დაავადებები (მიელიტი, პოლიომიელიტი – პერიოდის დასრულების შემდეგ, ტკიპისმიერი ენცეფალიტის პოლიმიელიტური ფორმა);
  • მონონევრიტები, პოლინევრიტები, პოლინევროპათიები, რადიკულონევრიტები;
  • myastenia gravis, მიოპათიები, სახის პარეზი, გიენ-ბარის სინდრომი;
  • მორფინითა და მისი ანალოგებით, ქოლინოლიზური საშუალებებით (ატროპინი და სხვ.) მოწამვლა;
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის გაადვილება;
  • ფიზიოთერაპიული პროცედურების დროს გამოიყენება იონოფორეზის მეშვეობით (სამკურნალო პრეპარატის შეყვანა კანიდან სუსტი, მუდმივი დენის გამოყენებით) ნერვული სისტემის ანთებითი და ტრავმული დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ნივალინის დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

ტაბლეტები

ინიშნება პერორალურად ჭამის დროს საკმარის რაოდენობის სითხესთან ერთად.

მოზრდილებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-40 მგ-ს გაყოფილს 2-4 მიღებაზე;

– thenia gravis-შემთხვევაში დოზა იყოფა სამ მიღებაზე;

– ალცჰეიმერის ტიპის დემენციის დროს რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 5 მგ 2-ჯერ დღეში. 4 კვირის განმავლობაში ხდება სადღეღამისო დოზის თანდათანობითი გაზრდა 20 მგ-დე (1 ტაბლეტი 10 მგ-იანი 2-ჯერ დღეში).

– თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს 5 მგ-დღე-ღამეში ერთი კვირის განმავლობაში, 5 მგ 2-ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში; ნივალინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 15 მგ.

ბავშვებში:

– 6 თვიდან ერთ წლამდე:  0.75-1.25 მგ;

– 1-3 წელი: 1.25-2.5 მგ;

– 3-5 წელი: 2.35-5 მგ;

– 6-8 წელი: 5-7.5 მგ;

– 9-11 წელი: სადღეღამისო დოზა 5-10 მგ 2-3 მიღებაზე.

– 12-15 წელი: სადღეღამისო დოზა 5-15 მგ 2-4 მიღებაზე.

საინექციო ხსნარი

ინიშნება პარენტერალურად კანქვეშ, კუნთში, ვენაში. მკურნალობა იწყება ყველაზე მცირე ეფექტური დოზით, რომელიც თანდათანობით იზრდება.

მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 10 მგ-ს კანქვეშ, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 20 მგ.

ბავშვებში ინიშნება კანქვეშ შემდეგი დღიური დოზებით:

– 2 წლამდე: 0.25-1.0 მგ;

– 3-5 წლამდე: 0.50-5.0 მგ;

– 6-8 წლამდე: 0.75-7.5 მგ;

– 9-11 წლამდე: 1.00-10.0 მგ;

– 12-15 წლამდე: 1.25-12.5 მგ;

– 15 წლის ასაკის ზევით: 12.5-15.0 მგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და თავისებურებებზე.

« ნევროლოგიაში პერიფერიული ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაზიანებების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 40-60 დღეს. კურსი შეიძლება განმეორდეს 2-3-ჯერ 1-2 თვიანი ინტერვალებით. უფრო მაღალი სამკურნალო დოზები იყოფა დღეში ორ მიღებად.

« ანტიკურარული საშუალების სახით ნივალინი ინიშნება ინტრავენურად დოზით 10-20 მგ/24 საათში (0.3 მგ/კგ).

« კუნთში შეჰყავთ რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს დოზით 1.5-5.0 მგ მოზრდილებისთვის.

« არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში – ი/ვ 10-20 მგ დღე-ღამეში;

« პოსტოპერაციულ პერიოდში ნაწლავების და შარდის ბუშტის პარეზის სამკურნალოდ 1-2.5 მგ დღეში.

« ნივალინის საინექციო ხსნარი ელექტროფორეზისთვის გამოიყენება 2.5 მგ – 1 მლ დოზით.

მკურნალობის კურსი შეადგენს 15 სეანსს.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირად აღინიშნება:

გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მომატებული ნერწყვდენა, ოფლიანობა, მადის დაქვეითება, დაღლილობა, თავბრუ, თავის ტკივილი, ძილიანობა და წონაში დაკლება. უფრო იშვიათად აღინიშნება: უძილობა, რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), ბრადიკარდია, მხედველობის დარღვევა და საშარდე გზების ინფექცია.

გვერდითი მოვლენების განვითარების დროს აუცილებელია შემცირდეს დღიური დოზა და მკურნალობა შეწყდეს 2-3 დღით; შემდეგ მკურნალობა გაგრძელდეს უფრო მცირე დოზებით.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

*ბრონქული ასთმა;

* ბრადიკარდია;

* გულის გამტარობის დარღვევა;

* სტენოკარდია;

* გულის მძიმე უკმარისობა;

* ეპილეფსია და ჰიპერკინეზები;

* თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* თირკმლის უკმარისობის მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებში ნივალინი ინიშნება უფრო დაბალ დოზებში თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.

* ვინაიდან ნივალინით მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს წონის დაკლებასთან, ამიტომ აუცილებელია პაციენტის წონის კონტროლი.

* პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში შარდვის გაძნელებით ან წინამდებარე ჯირკვალზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ასევე ზოგადი ნარკოზით მიმდინარე ოპერაციების დროს.

* პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს.

* ნივალინის ტაბლეტირებული ფორმა დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ხორბლის სახამებელს, რაც საფრთხეს წარმოადგენს გლუტენური ენტეროპათიის (ხორბლის მარცვლებში შემავალი ცილა გლუტენის აუტანლობა) მქონე პირებისთვის.

* ნივალინის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ ლაქტოზას, ამიტომ სიფრთხილით გამოიყენება ფერმენტ ლაქტაზას უკმარისობის მქონე პაციენტებში, გალაქტოზემიის და გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის დროს.

* ნივალინი სიფრთხილით ენიშნებათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და მანქანადანადგარებთან მომუშავე პირებს, რადგანაც შეიძლება გამოიწვის მხედველობის დარღვევა, თავბრუ და ძილიანობა.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს აღინიშნება პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ჰიპერაგზნებადობის ნიშნები: გულისრევა, ღებინება, კოლიკის მსგავსი ტკივილები მუცელში, ფაღარათი, არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის შენელება, ბრონქოსპაზმი; უფრო მძიმე შემთხვევებში – კრუნჩხვები და კომა. საინიექციო ხსნარის სახით ნივალინით ჭარბი დოზირების დროს აუცილებელია სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების კონტროლი. ანტიდოტის სახით შეიძლება გამოვიყენოთ ატროპინი დოზით 0.5-დან 1.0 მგ-მდე ვენაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნივალინი ამცირებს მორფინისა და მისი ანალოგების დამთრგუნველ ზემოქმედებას სუნთქვის ცენტრზე.

– ნივალინი აქვეითებს M-ქოლინოლიზური საშუალებების (ატროპინი, ჰომატროპინი), განგლიობლოკატორების (როგორებიცაა ბენზოჰექსონიუმი, პენტამინი, პახიკარპინი, რომლებიც ვეგეტატიურ ნერვულ კვანძებში N1-ქოლინერგულ რეცეპტორებს აბლოკირებენ), კუნთების არამადეპოლარიზირებელი რელაქსანტების (ტუბოკურარინი და სხვა.), ქინინისა და ნოვოკაინამიდის მოქმედებას.

– ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებს (გენტამიცინი, ამიკაცინი) შეუძლიათ ნივალინის თერაპიული ეფექტის შემცირება.

– მადეპოლარიზირებელი ნერვულ-კუნთოვანი ბლოკატორების (სუქსამეტონიუმი) მოქმედება შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი ნივალინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.

– ციმეტიდინს შეუძლია გალანტამინის მოქმედების გაძლიერება.

– CYP2D6 და CYP3A4 ფერმენტებია, რომლებიც მონაწილეობენ გალანტამინის მეტაბოლიზმში. წამლებს, რომლებიც თრგუნავენ CYP2D6 (ქინიდინი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი) და CYP3A4(კეტოკონაზოლი, რეტროვირი, ერითრომიცინი) შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გალანტამინის მეტაბოლიზმზე და გამოიწვიონ მისი კონცენტრაციის მომატება პლაზმაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!