Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 523

ნეტრომიცინი – NETROMYCIN – НЕТРОМИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

NETILMICIN

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH

მოქმედი ნივთიერება: ნეტილმიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში

1 მლ

ნეტილმიცინი ……… 10 მგ

1 მლ

ნეტილმიცინი………. 25 მგ

1 მლ

ნეტილმიცინი………. 50 მგ

1 მლ

ნეტილმიცინი …… 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეტრომიცინი სწრაფად მოქმედი ბაქტერიციდული ანტიბიოტიკია. იგი აინჰიბირებს მიკროორგანიზმების ცილების სინთეზს რიბოსომების დონეზე, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის მიმართ. დაბალ კონცენტრაციებში აქტიურია პათოგენური ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ: Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Serratia spp., Citrobacter spp., Proteus spp. (ინდოლდადებითი და ინდოლუარყოფითი), Proteus mirabilis, Proteus morganii, Proteus rettgeri, Proteus vulgaris, Pseudomonas aeruginosa, Neisseria gonorrhoeae ჩათვლით. In vitro ნეტილმიცინი აქტიურია აგრეთვე Haemophilus influenzae, Salmonella spp., Shigella spp., პენიცილინაზა- და პენიცილინაზაწარმომქმნელი შტამები Staphylococcus spp., მეტიცილინრეზისტენტულის ჩათვლით. ზოგიერთი შტამი Providencia spp., Acinetobacter spp. და Aeromonas spp.

ნეტრომიცინის და პენიცილინ G-ს კომბინაცია ავლენს სინერგიზმს  Streptococcus faecalis უმრავლესი  შტამების მიმართ. ნეტრომიცინის, კარბენიცილინის და ტიკარცილინის კომბინაცია ავლენს სინერგიზმს  Pseudomonas aeruginosa. Serratia spp.  შტამების მიმართ.

ჩვენებები:

ნეტრომიცინის გამოყენება ნაჩვენებია ინფექციური დაავადებების დროს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან შემდეგი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Serratia spp., Citrobacter spp., Proteus spp. (ინდოლდადებითი და ინდოლუარყოფითი),Pseudomonas aeruginoza, Staphilococcus spp (კოაგულაზა დადებითი და კოაგულაზა უარყოფითი, მათ შორის პენიცილინ და მეტიცილინ რეზისტენტული შტამები და Neisseria gonorrhoeae.

ნეტრომიცინის გამოყენება ეფექტურია შემდეგ შემთხვევებში:

  • ბაქტერიემია, სეპტიცემია (მათ შორის ახალშობილთა სეფსისი);
  • სასუნთქი გზების მძიმე ინფექციური დაავადებები;
  • თირკმელების და შარდსასქესო გზების ინფექციები;
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლის ქსოვილის და სახსრების ინფექციები;
  • დამწვრობა, ჭრილობა, პერიოპერაციული ინფექციები;
  • აბდომინალური ინფექციები (მათ შორის პერიტონიტი);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:

კუნთებში შესაყვანი და ინტრავენური რეკომენდებული დოზები იდენტურია.

მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღეს.

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილ პაციენტებში კუნთებში შეჰყავთ შემდეგი დოზები:

პარენტერული ნეტრომიცინის რეკომენდებული დოზა შარდგამომყოფი გზების ინფექციების და სისტემური ინფექციების დროს, რომლებიც არ არის სიცოცხლისათვის საშიში შეადგენს 4.0-6.0 მგ/კგ/დღეში, რომელიც ინიშნება სამი ერთნაირი დოზით 3-ჯერ დღეში 8 სთ-იანი ან 2-ჯერ დღეში 12 საათიანი ინტერვალით.

იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე ფორმის ინფექციები, რომლებიც საშიშია სიცოცხლისათვის. პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 7.5 მგ/კგ/დღეში ყოველ 8 საათში ერთხელ. ეს დოზა უნდა შემცირდეს 6 მგ/კგ/დღეში (3 მგ/კგ ყოველ 12 საათში).

რეკომენდებული დოზა 1 კვირის ასაკის ზევით ახალშობილებში და ჩვილებში: 7.5-9.0 მგ/კგ/დღეში (2.5-3.0 მგ/კგ ყოველ 8 საათში).

რეკომენდებული დოზა ბავშვებში: 6.0-7.5 მგ/კგ/დღეში (2.0-2.5 მგ/კგ ყოველ 8 საათში).

იმ პირთათვის, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმელების ფუნქცია რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

თირკმელების ფუნქციის დარღვევისას დოზა ინდივიდუალურია.

ერთ-ერთი მეთოდია პრეპარატის ჩვეულებრივ დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა.

გამოყენების მეორე შესაძლებელი მეთოდია ანტიბიოტიკის ხშირი შეყვანა, მაგრამ მცირე დოზებში.

რეკომენდაციები პრეპარატის დოზის დასარეგულირებლად პირებში თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს:

კრეატინინის დონე შრატში
მგ/100მლ

კრეატინინის კლირენსის

დაახლოებითი მნიშვნელობა

მლ/წუთში/17.3 კვ.მ

სტანდარტული

დოზის პროცენტი

1.0
1.1-1.3
1.4-1.6
1.7-1.9
2.0-2.2
2.3-2.5
2.6-3.0
3.1-3.5
3.6-4.0
4.1-5.1
5.2-6.6
6.7-8.0
>100
70-100
55-70
45-55
40-45
35-40
30-35
25-30
20-25
15-20
10-15
70-100
80
65
55
50
40
35
30
25
20
15
10

(პრეპარატი გამოიყენება ყოველ 8 საათში საწყისი სტანდარტული დოზის გამოყენების შემდეგ).

დოზირების ეს სქემა რეკომენდებულია იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის შრატში ნეტრომიცინის რაოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობა.

ნეტრომიცინის გამოყენება ინტრავენურად:

ნეტრომიცინის ინტრავენურად გამოყენება საჭიროა იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება სეპტიცემია, სეპტიკური შოკის ნიშნები, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰემატოლოგიური დარღვევები, ძლიერი დამწვრობის და კუნთოვანი მასის შემცირების დროს.

მოზრდილებში ნეტრომიცინის ინტრავენური გამოყენებისას მისი ერთი დოზა შეიძლება გაიხსნას 50-200 მლ სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში, ან 5% სტერილური დექსტროზის წყლიან ხსნარში. ხსნარის შეყვანა შესაძლებელია 30 წუთიდან 2 საათის განმავლობაში.

გამოყენების სპეციალური სქემები:

გონორეა ქალებში და მამაკაცებში: რეკომენდებულია ერთჯერადი გამოყენება კუნთებში ინექციის სახით დოზით -300 მგ.

საშარდე გზების ინფექციები: გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების დროს, განსაკუთრებით მათი ქრონიკული მიმდინარეობისას რეციდივებით, თირკმელების უკმარისობის ნიშნების გარეშე, რეკომენდებულია ნეტრომიცინის ერთჯერადი დღიური დოზა 3 მგ/კგ, მაგალითად 150-200 მგ 7-10 დღის განმავლობაში.

ჰემოდიალიზი: პრეპარატის რეკომენდებული დოზა ყოველი პროცედურის შემდეგ შეადგენს 2 მგ/კგ. ბავშვებში შეიძლება გამოყენებულ იქნას დოზა 2.0-2.5 მგ/კგ-მდე ინფექციის სიმძიმის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:

– ნეფროტოქსიკურობა, უარყოფითი მოქმედება თირკმელებზე, ნეიროტოქსიკურობა.

– ვესტიბულური ფენქციის დარღვევას აქვს დროებითი ხასიათი. იშვიათად აღინიშნება კოხლეარული ფუნქციის დარღვევა, რომელიც ატარებს შეუქცევად ხასიათს.

– იშვიათად აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, დაღლილობა, მხედველობის დაბინდვა, დეზორიენტაცია, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, თრომბოციტოზი, პარესთეზია, გამონაყარი, ციებ-ცხელება, სითხის დაგროვება, ღებინება, დიარეა.

– ინექციის ადგილას ზოგ შემთხვევაში აღინიშნება ტკივილი.

უკუჩვენებები:

* უკუნაჩვენებია იმ პირთათვის, რომელთაც აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა ან ძლიერი ტოქსიკური რეაქცია ნეტრომიცინის ან სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს არ არის გამოკვლეული პრეპარატის უსაფრთხოება.

* ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მიუხედავად იმისა, რომ ნეფროტოქსიკურობა პრეპარატის გამოყენების დროს არ არის მაღალი, მაინც საჭიროა თირკმელების ფუნქციის მუდმივი კონტროლი. ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმელების ფუნქცია, იღებენ პრეპარატს მაღალი დოზით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

* არ არის რეკომენდებული მისი სხვა ისეთ პოტენციურად ნეფროტოქსიკურ ან ნეიროტოქსიკურ პრეპარატებთან კომბინირება, როგორიცაა ცისპლატინი, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი, კოლისტინი, ცეფალორიდინი, ამფოტერიცინი, კანამიცინი, აციკლოვირი, გენტამიცინი, ამიკაცინი, სიზომიცინი, ტობრამიცინი, ნეომიცინი, სტრეპტომიცინი, პარმომიცინი, ვანკომიცინი.

* არ არის რეკომენდებული ნიტრომიცინის და ძლიერი დიერეზული საშუალებების კომბინირება.

* ამინოგლიკოზიდები სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევები, ავთვისებიანი მიასთენია, პარკინსონიზმი, ბავშვებში – ბოტულიზმი. პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების ან ტოქსიკური რეაქციის შემთხვევაში ნეტრომიცინი გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. ამ პროცედურებს გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე გრილ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ნეროქს-B – NEROX-B – НЕРОКС-B

საერთაშორისო დასახელება:

THIAMINE; PYRIDOXINE

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac.San

მოქმედი ნივთიერება: თიამინის ჰიდროქლორიდი+პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ჯგუფის ვიტამინი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ტაბ.

1 ტაბ.

ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) ………..      250 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) …..    250 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინები B1 და B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, რომლეიბც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელი კატალიზატორების როლში გვევლინებიან ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ნორმალური მეტაბოლიზმის პროცესში.

ვიტამინი B1 არის ნახშირწყლების ცვლის კოფერმენტი. ნახშირწყლების დაჟანგვის გზით იგი უზრუნველყოფს უჯრედს ენერგიით. თიამინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის მეტაბოლიზმში და მონაწილეობს სინაფსში ნერვული იმპულსების გატარებაში. ვიტამინი B1 ამინომჟავების მეტაბოლიზმს აკავშირებს ნახშირწყლების, ცხიმების მეტაბოლიზმთან და ენერგიის ცვლის პროცესებთან.

ვიტამინი B6 თამაშობს კოფერმენტის როლს დეკარბოქსილირების და ტრანსამინირების პროცესებში, ასევე მონაწილეობს ტრიფტოფანის, მეთიონინისა და ამინომჟავების ცვლაში. პირიდოქსინი აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას, მონაწილეობს ისეთი ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, როგორიცაა, ნორეპინეფრინი, 5-ჰიდროქსიტრიპტამინი, გამა-ამინოერბოს მჟავა. ასევე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ნერვულ სისტემაში, ღვიძლში, კანში და სხვა ორგანოებში.

ჩვენებები:

ნევრიტი, პოლინევრიტი, ნევრალგია, ალკოჰოლური და დიაბეტური ნეიროპათია, ორსულთა ნევრიტი, ართრიტი, ართრალგია, სინოვიტი, ლუმბაგო, მიალგია, კრუნჩხვები, ტკივილი რევმატოიდული მდგომარეობის დროს. ბერიბერის, ვერნიკეს, კორსაკოვისა და Dellirium tremens-ის სინდრომები, იდიოპათიური და სენილური (მოხუცთა) ტრემორი, ხშირი ღებინება სხივური თერაპიის შემდეგ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ორსულობის დროს, ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ და კონტრაცეპტივების მიღების დროს;

ვიტამინების, B1 და B6, დეფიციტით განპირობებული სისუსტე, ისეთი კლინიკური ჩივილების დროს, როგორიცაა, ცუდი მეხსიერება, ნევროზი, უმადობა, სისუსტე, პარესთეზიები და ტკივილები კიდურებში, შემცივნება, გულის ფრიალი, დისპეფსური მოშლილობები, ყაბზობა, დიარეა.

მიღების წესი და დოზირება:

თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება:

– მოზრდილებში სამკურნალო დოზა 2-3 ტაბლეტი დღეში;

– მოზრდილებში პროფილაქტიკური დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.

უკუჩვენებები:

* უკუნაჩვენებია პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი.

* ვიტამინი B6, ლევოდოფას ანტაგონისტია და ამიტომ ის უკუნაჩვენებია პარკინსონიზმით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლევოდოფათი.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ნერმო პლუსი – NERMO PLUS – НЕРМО ПЛЮС

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: სტრიპში 10 კაფს., შეფუთვაში 3 სტრიპი.

1 კაფს.

გლუკოზამინის სულფატი ………..  250 მგ

ქონდროიტინის სულფატი……      200 მგ

ვიტამინი E…………………………..   4 მგ

ვიტამინი C   ………………………..  25 მგ

მანგანუმის სულფატი …………….  10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გლუკოზამინის სულფატი:

იგი მიეკუთვნება ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედ პრეპარატებს.

გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად  არსებულ,  დაბალი მოლეკულური მასის გლუკოზამინის ამინომონოსაქარიდის ბუნებრივ მარილს,  რომელიც გაწმენდილია მაკრომოლეკულური კომპონენტებისაგან. იგი ავსებს გლუკოზამინის ენდოგენურ დეფიციტს, ასევე ასტიმულირებს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავას სინთეზს სინოვიალურ სითხეში და ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას ხრტილოვან ქსოვილში. გლუკოზამინის სულფატი სახსრების ხრტილისა და სინოვიალური მემბრანების უჯრედებში აღადგენს ფერმენტულ პროცესებს.

გლუკოზამინის სულფატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მაკროფაგების მიერ სუპეროქსიდული რადიკალების წარმოქმნის ბლოკირებით და ლიზოსომური ფერმენტების ინჰიბირებით.

ქონდროიტინგოგირდმჟავას სინთეზის პროცესში პრეპარატი ხელს უწყობს გოგირდის ფიქსაციასა და კალციუმის ნორმალურ დეპონირებას ძვლოვან ქსოვილში.

პრეპარატი ანელებს და/ან აჩერებს სახსრებში დეგენერაციული პროცესების პროგრესირებას, რაც იწვევს  სახსრების ფუნქციის აღდგენასა  და ტკივილის სინდრომის კუპირებას.

სულფატები ასევე მონაწილეობენ გლიკოზამინოგლიკანების სინთეზისა და ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის პროცესებში.

ქონდროიტინის სულფატი:

იგი მოქმედებს ჰიალინური ხრტილის ცვლის პროცესებზე, ამცირებს სახსრების ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ ცვლილებებს და ასტიმულირებს გლუკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზს. პრეპარატით მკურნალობის პროცესში მცირდება არასტეროიდულ ანთების საწინაარმდეგო საშუალებებზე მოთხოვნილება.

გლუკოზამინისა და ქონდროიტინის კომბინაცია აძლიერებს ერთმანეთის მოქმედების ეფექტს, რაც დოზის 2-ჯერ შემცირების და კლინიკური ეფექტის სწრაფად გამოვლენის საშუალებას იძლევა.

ვიტამინი C აუცილებელია ანთებითი პროცესების დასათრგუნად. იგი აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას და ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ძალებს.

ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზისა და ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში.

მანგანუმის სულფატი მონაწილეობს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების ფორმირებაში.

მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ აღინიშნება კლინიკური სიმპტომების შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა:

გლუკოზამინის სულფატი:

პერორალურად მიღების შემდეგ გლუკოზამინის სულფატი სწრაფად და სრულად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მისი აბსორბციის ხარისხი შეადგენს 90%-ს.

გლუკოზამინის სულფატი ადვილად გადის ბიოლოგიურ ბარიერს  და ნაწილდება სახსრების ხრტილოვან ქსოვილებში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 25%-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი – 68 სთ-ს.

ქონდროიტინის სულფატი:

პერორალური მიღებისას ქონდროიტინის სულფატი სწრაფად  აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 3-4 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის დაგროვება ძირითადად ხდება სახსრების სინოვიალურ სითხეში. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 13%-ს. გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით.

პერორალური მიღებისას ვიტამინი C სწრაფად  აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 2-3 სთ-ის განმავლობაში. იგი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

პერორალური მიღებისას ვიტამინი E აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

პერორალური მიღებისას მანგანუმის სულფატის აბსორბცია მერყეობს 3%-დან  50%-მდე.

ჩვენებები:

  • სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები (ოსტეოართროზები, ართროპათიები);
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტები (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრები, ხერხემალი და სხვა);
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
  • სპონდილოზი.

მიღების წესი და დოზირება:

ნერმო პლუსი 55 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 55 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებში – 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპრატის მიღებისას გვერდითი ეფექტები გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვთ გარდამავალი ხასიათი.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება;

ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი.

უკუჩვენებები:

* გლუკოზამინის სულფატის და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

*  თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

გლუკოზამინის სულფატი შეთავსებადია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და გლუკოკორტიკოიდულ საშუალებებთან.

იგი აძლიერებს ტეტრაციკლინების აბსორბციას და აქვეითებს პენიცილინისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას.

ვიტამინ C –სა და ვიტამინ B12-ის მიღებათა შორის აუცილებელია 2 სთ-იანი ინტერვალი, ვინაიდან ეს უკანასკნელი  იშლება ვიტამინ C-ს ზეგავლენით.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა  და ლაქტაციის პერიოდში ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

გამოყენების თავისებურებები:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით და ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

პრეპარატი ზემოქმედებას არ ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :

1.5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ნერმო – NERMO – НЕРМО

საერთაშორისო დასახელება: GLUCOSAMINE; TOCOPHEROL; ASCORBIC ACID

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: სტრიპში 10 კაფს., შეფუთვაში 3 სტრიპი.

1 კაფს.

გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის ქლორიდი ……     750 მგ

ვიტამინ E-ს (ტოკოფეროლის აცეტატი) ………………………25 მგ

ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა)  ………………………………………..50 მგ

დამხმარე ნივთიერება: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გლუკოზამინის სულფატი მიეკუთვნება ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედ პრეპარატებს. გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად არსებული დაბალი მოლეკულური მასის გლუკოზამინის ამინომონოსაქარიდის ბუნებრივ მარილს, რომელიც გაწმენდილია მაკრომოლეკულური კომპონენტებისაგან. იგი ავსებს გლუკოზამინის ენდოგენურ დეფიციტს. ასევე ასტიმულირებს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავს სინთეზს სინოვიალურ სითხეში და ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას ხრტილოვან ქსოვილში. გლუკოზამინის სულფატი სახსრების ხრტილისა და სინოვიალური მემბრანების უჯრედებში აღადგენს ფერმენტულ პროცესებს.

გლუკოზამინის სულფატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მიკროფაგების მიერ სუპეროქსიდული რადიკალების წარმოქმნის ბლოკირებით და ლიზოსომური ფერმენტების ინჰიბირებით.

პრეპარატი ანელებს და/ან აჩერებს სახსრებში დეგენერაციული პროცესების პროგრესირებას, რაც იწვევს სახსრების ფუნქციის აღდგენასა და ტკივილის სინდრომის კუპირებას.

სულფატები ასევე მონაწილეობენ გლიკოზამინოგლიკანების სინთეზისა და ხრტილის ქსოვილის მეტაბოლიზმის პროცესებში.

ვიტამინი C აუცილებელია ანთებითი პროცესების დასათრგუნად. იგი აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას და ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ძალებს.

ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზისა და ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში. მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ აღინიშნება კლინიკური სიმპტომების შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა:

გლუკოზამინის სულფატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მისი აბსორბციის ხარისხი შეადგენს 90%-ს. გლუკოზამინის სულფატი პერორალურად მიღებისას ადვილად გადის ბიოლოგიურ ბარიერებს და ნაწილდება სახსრების ხრტილოვან ქსოვილებში. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 25%-ს. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 68 სთ-ს.

პერორალური მიღებისას ვიტამინი C სწრაფად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 2-3 სთ-ის განმავლობაში. იგი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

პერორალური მიღებისას ვიტამინი E აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები (ოსტეოართროზები, ართროპათიები);
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტები (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრები, ხერხემალი და სხვა);
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
  • სპონდილოზი.

მიღების წესი და დოზირება:

ნერმო 55 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 55 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებში – 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას გვერდითი ეფექტები გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვთ გარდამავალი ხასიათი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება;

ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში კანის ჰიპერემია, ურტიკარია, ქავილი.

უკუჩვენებები:

* გლუკოზამინის სულფატის და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნერმო სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით და ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში.

* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

* პრეპარატი ზემოქმედებას არ ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– გლუკოზამინის სულფატი შეთავსებადია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და გლუკოკორტიკოიდულ საშუალებებთან.

– იგი აძლიერებს ტეტრაციკლინების აბსორბციას და აქვეითებს პენიცილინისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას.

ვიტამინ C-სა და ვიტამინ B12-ის მიღებათა შორის აუცილებელია 2 სთ-იანი ინტერვალი, ვინაიდან ეს უკანასკნელი იშლება ვიტამინ C-ს ზეგავლენით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1.5 წელი.

ავერსი-რაციონალი

ნერვოჰელ ნ – NERVOHEEL N – НЕРВОХЕЕЛ Н

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფსიქო-ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Acidum phosphoricum D4 …………      60 მგ

Ignacia D4……………………………..     60 მგ

Sepia D4 ………………………………     60 მგ

Psorinum D12 ………………………..     60 მგ

Kalium bromatum D4   ……………..     30 მგ

Zincum valerianicum D4 …………….    30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ხასიათდება სედატიური მოქმედებით.

ჩვენებები:

  • ფსიქოსომატური დარღვევები;
  • კლიმაქტერიული ნევროზი;
  • ნერვული აგზნებადობა;
  • დეპრესიები;
  • ქორეა;
  • უძილობა;
  • სუნთქვის გაძნელება.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ნეოსორბი – NEOSORBI – НЕОСОРБ

შემადგენლობა:
ფოროვანი თიხა ( ალუმინის და მაგნიუმის სილიკატების ბუნებრივი ნარევი ) ……  500 მგ ;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი კუჭ – ნაწლავის ტრაქტზე მოქმედებს შემდეგნაირად: ფოროვანი თიხა თავისი სტრუქტურული აგებულებიდან გამომდინარე ღრუბელივით იწოვს სითხესა და გაზებს. იწვევს ვირუსების, ბაქტერიების და ტოქსინების აბსორბციას, ახდენს ჭარბი გაზისა და სითხისაგან გამოთავისუფლებული ნაწლავების მოჭიმვას. სწორედ ამითაა განპირობებული მუცლის შემკვრივების გარეგნული ეფექტი .

ჩვენება:

  • გაზების წარმოქმნის გაძლიერება, მეტეორიზმი, აეროფაგია, ფლატულენცია
  • (ნაწლავებში გაზის დაგროვება);

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

მიღების წესი და დოზირება:

პერორულად:   თითო კაფსულა 2- ჯერ დღეში; სასურველია პრეპარატის დილით მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1 თვე ;

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა   ბლისტერზე . ორი ბლისტერი თავსდება კოლოფში .

ვარგისობის ვადა: 3 წელი ;

შენახვა:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე , სინათლისგან დაცულ , მშრალ ადგილზე .

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ .

მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი “.

ნეორუბინი (კაფსულები) – NEORUBIN (caps.) – НЕОРУБИН (капс)

შემადგენლობა:

ენდროს ძირები ;  გვირილას ზეთი; ასკილის მშრალი  ექსტრაქტი;

პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ოქსი და ოქსიმეთილანტრაქინონებს და მათ გლიკოზიდებს (ძირითადად რუბერითრინის მჟავა, ალიზარინი), ფლავონოიდებს, პოლისაქარიდებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, ხამაზულენს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გააჩნია დიურეზული, ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო, სედატიური, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და თირკმლის კენჭების (კალციუმისა და მაგნიუმის ოქსალატები და ფოსფატები) გაფხვიერება-დაშლას, აძლიერებს თირკმლის მენჯის და შარდსაწვეთების შეკუმშვას, კენჭის მოძრაობას საშარდე გზებში და მათ გარეთ გამოყოფას, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას. პრეპარატში შემავალი ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმში მიდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებს.

ჩვენება:

  • თირკმელ-კენჭოვანი დაავადება;
  • ნაღველ-კენჭოვანი დაავადება;
  • პოდაგრა.

უკუჩვენება:

* მწვავე და ქრონიკული გლუმერულონეფრიტი;

* თირკმლების უკმარისობა;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების  მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

პერორულად: მოზრდილებში 2-3 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 20-30 დღე. განმეორებითი კურსი შეიძლება დაინიშნოს 4-6 კვირის შემდეგ.

შენიშვნა: ნეორუბინის კაფსულების ხმარებისას შარდი იღებს წითელ ფერს (ალიზარინისა და რუბერეთრინის მჟავის შემცველობის გამო).

გამოშვების ფორმა: 10  კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი თავსდება  მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

შენახვის პირობები:

ინახება 18–25 C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მშრალ ადგილზე.

ნეოპრაზოლი – ESOMEPRAZOLE – ЕСОМЕПРАЗОЛ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – ეზომეპრაზოლის 20 მგ-ს ან 40 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი:
ნეოპრაზოლი წარმოადგენს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, რომელიც ამცირებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ეზომეპრაზოლი ომეპრაზოლის S-იზომერია, რომელიც კუჭის პარიეტალურ უჯრედებში, მჟავე გარემოში მოხვედრის შემდეგ გადადის აქტიურ ფორმაში და პროტონული ტუმბოს – ფერმენტ H+/K+-ატფ-აზას სპეციფიკური ინჰიბირებით აქვეითებს მარილმჟავას ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას.
ეზომეპრაზოლის მოქმედება ვლინდება 20 ან 40 მგ დოზის მიღებიდან 1 საათში და 5 დღიანი თერაპიის შემდეგ კუჭში მარილმჟავას სეკრეცია მნიშვნელოვნად ქვეითდება. დადგენილია კორელაცია სისხლში ეზომეპრაზოლის კონცენტრაციასა და მარილმჟავას წარმოქმნის ინჰიბირებას შორის.
ეზომეპრაზოლის 20 ან 40 მგ-ით მკურნალობისას ეფექტურობა დადგენილია პაციენტების უმრავლესობაში გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსით, როდესაც კუჭის pH>4 შენარჩუნებული იყო 8-24 საათის განმავლობაში. ასევე გამოვლენია პრეპარატის ეფექტურობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ს ერადიკაციის მიზნით.
ეზომეპრაზოლი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით.
ეზომეპრაზოლის მიღების ფონზე პლაზმაში მოსალოდნელია გასტრინის დონის მატება.
პერორალურად მიღებული ეზომეპრაზოლი სწრაფად და ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას, მაგრამ არ მოქმედებს მის ეფექტურობაზე. Cmax მიიღწევა ეზომეპრაზოლის მიღებიდან 1-2 საათში. მიღებული დოზის 97% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლიში ციტოქრომ Р-450 ფერმენტული სისტემის მიერ. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი, დღეში ერთხელ სისტემატური მიღების შემთხვევაში, 1.3 საათია. მიღებული დოზის 80% გამოიდევნება შარდის, ხოლო დანარჩენი ფეკალური მასების საშუალებით.
ჩვენება:
გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსი:
ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის თერაპია;

  • ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია რეციდივის თავიდან ასაცილებლად;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტის სიმპტომური მკურნალობა.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება:
  • კომბინირებულ თერაპიაში:
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა;
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივების პროფილაქტიკა;
  • პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (ასას):
  • კუჭის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია ასას-ის მიღებასთან;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომელიც დაკავშირებულია ასას-ის მიღებასთან.
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სხვა პათოლოგიები.

უკუჩვენება:
– პრეპარატის კონპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა (პრეპარატი შეიცავს საქაროზას);
– 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის), 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები (გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსით დაავადებულთა გარდა);
– ატანაზავირთან ერთდროული მიღება;
განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობით.
უსაფრთხოების ზომები:
ეზომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის არსებობისას (როგორიცაა წონის მნიშვნელოვანი კლება, განმეორებითი ღებინება, დისფაგია, სისხლიანი ღებინება ან მელენა), ასევე კუჭის წყლულის არსებობის შემთხვევაში საჭიროა გამოირიცხოს კუჭ-ნაწლავის სისტემის ავთვისებიანი წარმონაქმნი, ვინაიდან ეზომეპრაზოლით მკურნალობამ შესაძლოა წაშალოს არსებული ნიშნები და დააყოვნოს დაავადების დროული დიაგნოსტიკა.
პაციენტები, რომლებიც პრეპარატს ხანგრძლივად იღებენ (1 წელი და მეტი), უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნეოპრაზოლს “საჭიროებისას”, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს სიმპტომების ცვლილების შემთხვევაში.
ნეოპრაზოლით მკურნალობის ფონზე ქვეითდება კუჭის მჟავიანობა, რაც ამცირებს პრეპარატების აბსორბციას (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), რომელთა შეწოვა დამოკიდებულია მჟავე არეზე.
ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს ფერმენტ CYP2C19-ს და შესაბამისად ზრდის პრეპარატების (დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ფენიტოინი და სხვა) კონცენტრაციას პლაზმაში, რომლებიც აღნიშნული ფერმენტით მეტაბოლიზდებიან.
პაციენტებში, ვარფარინის ხანგრძლივად მიღების ფონზე, ეზომეპრაზოლი არ იწვევს კოაგულაციის დროის გახანგრძლივებას, თუმცა ეზომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და შეწყვეტის დროს რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ნეოპრაზოლი არ იწვევს ამოქსიცილინისა და ქინიდინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს.
კლარითრომიცინისა (500 მგ ორჯერ დღეში) და ვორიკონაზოლის ეზომეპრაზოლთან ერთდროული მიღებისას ამ უკანასკნელის დოზირების კორექცია არ არის საჭირო.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების ერთეული შემთხვევებია აღწერილი, რაც გამოხატულია საერთო სისუსტესა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომებით.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნეოპრაზოლის უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ორსულობის პერიოდში ნეოპრაზოლის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს, ხოლო ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.
ნეოპრაზოლი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა ტექნიკური საშუალებების მართვის უნარზე.
დოზირება და მიღების წესი:
ნეოპრაზოლის კაფსულები უნდა მიიღონ მთლიანად, წყალთან ერთად.
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში:
გასტრო–ეზოფაგეალური რეფლუქსის დროს:
ეროზიული რეფლუქს–ეზოფაგიტის მკურნალობა: 40 მგ ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. დაავადების სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში რეკომენდებულია 4 კვირიანი დამატებითი მკურნალობის კურსი.
ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის სახით, რეციდივის თავიდან ასაცილებლად ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში.
ეზოფაგიტის გარეშე მიმდინარე გასტრო–ეზოფაგეალური რეფლუქსის დროს სიმპტომური თერაპიის სახით ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში. 4 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, პაციენტს უტარდება დამატებითი კვლევა. სიმპტომების ალაგების შემდეგ პაციენტი უნდა გადავიდეს დოზირების სქემაზე “საჭიროებისას შემთხვევაში” – 20 მგ ერთხელ დღეში, რომელიც ინიშნება დაავადების ნიშნების ხელახალი გამოვლინებისას.
პაციენტებისთვის, რომლებიც განეკუთვნებიან რისკის ჯგუფს და იღებენ ასას-ებს, მკურნალობის სქემა “საჭიროების შემთხვევაში” არარეკომენდებულია.
მოზრდილებში:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები:
კომბინირებულ თერაპიაში Helicobacter pylori-ს ერადიკაციისთვის:
– Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ ინიშნება ნეოპრაზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ. ყველა პრეპარატი ინიშნება დღეში ორჯერ 1 კვირის განმავლობაში.
– Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ინიშნება ნეოპრაზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ. ყველა პრეპარატი ინიშნება დღეში ორჯერ 1 კვირის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (ასას):
ასას-ის მიღებით გამოწვეული კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ ინიშნება ნეოპრაზოლი 20 მგ ან 40 მგ დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში.
ასას-ის მიღებით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება ნეოპრაზოლი 20 მგ ან 40 მგ დღეში ერთხელ.
ზოლინგერ–ელისონის სინდრომი ან ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სხვა პათოლოგიების დროს რეკომენდებული საწყისი დოზაა – ნეოპრაზოლი 40 მგ დღეში ორჯერ. შემდგომში დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა კლინიკური სურათიდან გამომდინარე დგინდება.
ასაკოვანი პაციენტები, პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ, ხოლო ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში პრეპარტის მაქსიმალური დღიური დოზა 20 მგ-ია.
გვერდითი მოვლენები:
ეზომეპრაზოლით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირად: თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა/ღებინება, ყაბზობა.

შედარებით იშვიათად: დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, უძილობა, პარესთეზია, ძილიანობა, ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, პერიფერიული შეშუპება.
იშვიათად: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული რეაქციები, აგზნებადობა ან დეპრესია, მხედველობის სიმახვილის შესუსტება, ბრონქოსპაზმი, სტომატიტი და კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი, ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე, ფოტოსენსიბილიზაცია, ალოპეცია, ართრალგია, მიალგია.
ძალიან იშვიათად: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ღვიძლის უკმარისობა, კუნთების სისუსტე, გინეკომასტია.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის  ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა:
კაფსულა 20 მგ; 10 კაფსულა ბლისტერში; მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.
კაფსულა 40 მგ; 10 კაფსულა ბლისტერში; მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტით!

ნეოპლატი (კაფსულები) – NEOPLAT (in capsulis) – НЕОПЛАТ капс.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მ–ქოლინოლიზური საშუალება.

შემადგენლობა:

პლატიფილინის ჰიდროტარტრატი …………..  0,005 გ;

კალიუმის ბრომიდი …………………………….   0,15 გ;

კოფეინ-ნატრიუმ ბენზოატი ……………………  0,15 გ;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გააჩნია სპაზმოლიზური, ქოლინოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მარეგულირებელი მოქმედება.

ჩვენება:

  • თავის ტკივილი (შაკიკისმაგვარი, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული);
  • „ზღვის დაავადება“ (გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი ტრანსპორტით მგზავრობისას);
  • სანაღვლე, კუჭ-ნაწლავის და საშარდე სისტემის სპაზმური ტკივილები;
  • ბრადიკარდიით და ბრადიარითმიით მიმდინარე ნეიროცირკულაციური დისტონია;
  • როგორც დამხმარე საშუალება ბრონქული ასთმით დაავადებულებში ბრონქოსპაზმის მოსახსნელად;

გვერდითი მოვლენები:

პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი (აკომოდაციის დარღვევა).

უკუჩვენება:

* პირის სიმშრალე, გულისცემის აჩქარება, გუგების გაფართოება.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: პერორულად 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ან მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე.

გამოშვების ფორმა:

10 კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტარი თავსდება  მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

შენახვის წესი:

ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან   დაცულ, გრილ ადგილზე.

ნეოპერტუსინი – Neopertussinum – Неопертусин

შემადგენლობა:

ბეგქონდარას ბალახი – 15,6 გ; ნატრიუმის ან კალიუმის ბრომიდი – 1,3 გ;

სორბინის მჟავა; ეთილის სპირტი; შაქრის სიროფი – 130 გ – მდე ;

ბეგქონდარას სითხოვანი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთს ( რომლის ძირითადი კომპონენტებია თიმოლი, კარვაკროლი, ლინალოოლი), ფლავონოიდებს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი მოქმედება.

ჩვენება:

  • ზედა სასუნთქი გზების კატარი; ბრონქიტი; ტრაქეიტი;   ყივანახველა.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ბრომიდების მიმართ; გულის უკმარისობა; ჰიპოტენზია; ანემია; შაქრიანი დიაბეტი;

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად .

მოზრდილებში თითო სუფრის კოვზი სიროფი 3-4- ჯერ დღეში საკვების მიღების   წინ ;

ბავშვებში : 1- დან 3 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი სიროფი 2-3- ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.

3- დან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი სიროფი საკვების მიღების წინ;

6- დან 12 წლამდე 1 დესერტის კოვზი სიროფი 2-3- ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.

გამოშვების ფორმა: 130 გ ნარინჯისფერი   მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში მზომ ჭიქასთან ერთად;

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.

Don`t copy text!