Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 528

მუსკოფლექსი ი/მ – MUSCOFLEX i/m – МУСКОФЛЕКС и/м

საერთაშორისო დასახელება:

thiocolchicoside

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიორელაქსანტები ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS A.S., თურქეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

4 მგ/2 მლ 6 ამპულა

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თიოკოლხიკოზიდი არის ნახევრად სინთეზური, კუნთების რელაქსანტი, მიღებული ბუნებრივი გლიკოზიდური კოლხიკოზიდისაგან.

პრეკლინიკურ კვლევებში წამალს აღმოაჩნდა სელექციური მოქმედება გამა-ამინოერბოს მჟავას (GABA) და გლიცინური რეცეპტორების მიმართ. დადასტურებულია, რომ კუნთების მოდუნება შეიძლება გამოიწვიოს GABA რეცეპტორების პირდაპირმა აქტივაციამ ხერხემლის დონეზე, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის კუნთების რელაქსაციას.

თიოკოლხიკოზიდის გლიცინომიმეტური ეფექტი ვლინდება ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე. ეს თვისებები განაპირობებენ მის მოქმედებას რევმატოლოგიურ და ტრავმულ სპაზმებზე, ისევე როგორც ცენტრალური წარმოშობის სპასტიურ სპაზმებზე.

პრეპარატს არ გააჩნია კურარეს მაგვარი მოქმედება. იგი არ იწვევს მოტორულ დამბლას, რესპირატორულ პრობლემებს და არ გააჩნია ზეგავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია:

კუნთებში შეყვანისას თიოკოლხიკოზიდი სწრაფად ნაწილდება სისხლში, უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები კი მიიღწევა 15-45 წუთში.

4 მგ თიოკოლხიკოზიდის ერთჯერადი დოზის კუნთებში შეყვანის შემდეგ პლაზმაში უმაღლესი კონცენტრაცია შეადგენს 61 ნგ/მლ-ს.

განაწილება:

ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი შეადგენს 13%-ს. თიოკოლხიკოზიდი ძირითადად უკავშირდება ალბუმინებს. მისი განაწილების საშუალო მოცულობაა 76ლ, რომელიც აღინიშნება კუნთებში ერთჯერადი 4 მგ ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ.

მეტაბოლიზმი:

ნახევარგამოყოფის პერიოდია 2.5 – 5 საათი. იგი ძირითადად სისხლში მეტაბოლიზდება და ღვიძლის ფერმენტები მეტაბოლიზმში მონაწილეობას არ ღებულობენ.

ექსკრეცია:

მიღებული დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შეუცვლელი მეტაბოლიტების სახით შარდში, ხოლო 75-81% - ნაღველით განავალში.

ჩვენებები:

  • თიოკოლხიკოზიდი ნაჩვენებია სპასტიურობასთან ასოცირებული კუნთების ტკივილით მიმდინარე დარღვევების სიმპტომური მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზები:

მოზრდილთა დოზა - 1 ამპულა დღეში ორჯერ.

თერაპიის რეკომენდებული კურსი შეადგენს 3-5 დღეს.

ოპტიმალური ეფექტის მიღწევის მიზნით ფიზიკურ მკურნალობასთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს 30-40 წუთით ადრე.

ბავშვების დოზა

თიოკოლხიკოზიდის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა გამონაყარი, შეშუპება, ალერგიული და ფსევდო-ალერგიული რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი).

თიოკოლხიკოზიდის კუნთში შეყვანის შემდეგ იშვიათად აღინიშნება ჰიპოტენზია, აგზნება და ძილიანობა.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გასტრალგია და დიარეა.

მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება:

* თიოკოლხიკოზიდი უკუნაჩვენებია მის ან კოლხიცინების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე კუნთების ჰიპოტონიისა და დამბლის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ვინაიდან ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა, პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

ლაქტაცია:

თიოკოლხიკოზიდი გამოიყოფა დედის რძეში. ამდენად, პრეპარატი არ გამოიყენება მეძუძურ დედებში.

განსაკუთრებული მითითებები:

ფაღარათის განვითარების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობისას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირება არ არის აღრიცხული. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნება. პრეპარატი არ გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური ეფექტები.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.

შენახვის ვადა: 24 თვე

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მუსკოფლექსი (კაფსულები) – MUSCOFLEX (capsule) – МУСКОФЛЕКС (капс)

საერთაშორისო დასახელება:

thiocolchicoside

მწარმოებელი: ბილიმ ფარმასიუტიკალსი, თურქეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი;

მიორელაქსანტები; ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

4 მგ 20 კაფსულა

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თიოკოლხიკოზიდი არის ნახევრად სინთეზური, კუნთების რელაქსანტი, მიღებული ბუნებრივი გლიკოზიდური კოლხიკოზიდისაგან.

პრეკლინიკურ კვლევებში, წამალს აღმოაჩნდა სელექციური მოქმედება გამა-ამინოერბოს მჟავას (GABA) და გლიცინური რეცეპტორების მიმართ. დადასტურებულია, რომ კუნთების მოდუნება შეიძლება გამოიწვიოს GABA რეცეპტორების პირდაპირმა აქტივაციამ ხერხემლის დონეზე, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის კუნთების რელაქსაციას.

თიოკოლხიკოზიდის გლიცინომიმეტური ეფექტი ვლინდება ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე. ეს თვისებები განაპირობებენ მის მოქმედებას რევმატოლოგიურ და ტრავმულ სპაზმებზე, ისევე როგორც ცენტრალური წარმოშობის სპასტიურ სპაზმებზე.

პრეპარატს არ გააჩნია კურარეს მსგავსი მოქმედება. იგი არ იწვევს მოტორულ დამბლას, რესპირატორულ პრობლემებს და არ გააჩნია ზეგავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია:

თიოკოლხიკოზიდი სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ. მაქსიმალური პლაზმური დონე დაახლოებით 60 წუთში მიიღწევა. ჯანმრთელ მოხალისეებში 8 მგ თიოკოლხიკოზიდის პერორალური მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს 24%-ს, ინტრამუსკულურ გამოყენებასთან შედარებით.

განაწილება:

ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი შეადგენს 13%-ს. თიოკოლხიკოზიდი ძირითადად უკავშირდება ალბუმინებს. იგი ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მისი განაწილების საშუალო მოცულობაა 76ლ, რომელიც აღინიშნება ერთჯერადი 4 მგ ინტრამუსკულური დოზირების შემდეგ.

მეტაბოლიზმი:

ნახევრადდაშლის პერიოდი 2.5-5 საათია. იგი ძირითადად სისხლში მეტაბოლიზდება და ღვიძლის ფერმენტები მის მეტაბოლიზმში მონაწილეობას არ ღებულობენ.

ექსკრეცია:

მიღებული დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შეუცვლელი მეტაბოლიტების სახით შარდში, ხოლო 75-81% ნაღველით განავალში.

ჩვენებები:

თიოკოლხიკოზიდი ნაჩვენებია კუნთების, რევმატოლოგიური, ტრავმული და ნევროლოგიური დაავადებების (სპაზმებითა და კონტრაქტურებით) სიმპტომატური თერაპიის დროს, ქვემოთ მითითებული მდგომარეობების დროს.

- კისერმრუდობა;

- დორსალგია;

- ხერხემლის მალების დეგენერაციული დაავადება, როგორიცაა ლუმბალგია

- ხერხემლის მალას სტატიკური პათოლოგია;

- სპასტიურობით მიმდინარე ტრავმატული და ნევროლოგიური წარმოშობის დარღვევები;

- რეაბილიტაციის დროს.

მიღების წესები და დოზები:

მოზრდილთა დოზა:

რეკომენდებულია ერთი ან ორი კაფსულა დღეში ორჯერ.

მკურნალობის რეკომენდებული კურსია 5-7 დღე.

კაფსულები მიიღება ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის შემდეგ.

კლინიკურად მძიმე შემთხვევებში, მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ამპულის ინტრამუსკულური გამოყენებით (ერთი ამპულა შეიცავს 4 მგ თიოკოლხიკოზიდს). ინტრამუსკულური გამოყენებისას მკურნალობის რეკომენდებული კურსია 3-5 დღე.

ოპტიმალური ეფექტის მიღწევის მიზნით ფიზიკურ მკურნალობასთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს 1-2 საათით ადრე.

ბავშვების დოზა:

თიოკოლხიკოზიდის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:

კანის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, შეშუპება, ალერგიული და ფსევდო-ალერგიული რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი) შეიძლება იშვიათად განვითარდეს.

კუჭ-ნაწლავის მხრივ მოვლენები, როგორიცაა გასტრალგია და ფაღარათი შეიძლება იშვიათად განვითარდეს.

მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება:

თიოკოლხიკოზიდი უკუნაჩვენებია მის ან კოლხიცინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, კუნთების ჰიპოტონიისა და სუსტი დამბლის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

B ან C კატეგორიის პრეპარატი

ვინაიდან ორსულ ქალებში არ არსებობს სათანადო, კარგად კონტროლირებული კვლევები, იგი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

ლაქტაცია:

თიოკოლხიკოზიდი გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ დედებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

ფაღარათის განვითარების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით აუცილებელია დოზის კორექცია.

საჭიროების შემთხვევაში კაფსულების მიღება შეიძლება გასტროპროტექტულ წამლებთან ერთად.

ვინაიდან იგი შეიცავს ლაქტოზა-მონოჰიდრატს, მას არ იყენებენ თანდაყოლილი გალაქტოზემიის, ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზისა და გალაქტოზის მალაბსორბციის, ლაქტოზა და საქაროზა-მალტოზას დეფიციტის დროს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირება არ არის აღრიცხული. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნება. პრეპარატი არ გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური ეფექტები.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.

შენახვის ვადა: 24 თვე.

მუსიტროლი ტაბლეტები – MUSITROL TABULETTE – МУСИТРОЛ ТАБЛЕТКИ

საერთაშორისო დასახელება: TERBINAFINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო  საშუალება სისტემური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ტერბინაფინის ჰიდროქლორდი .........  250 მგ

(ტრბინაფინის კვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, გასაუფთავებული ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ალილამინების ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი ისეთი სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებას, მათ შორის დერმატოფიტების მიმართ, როგორიცაა:

Trichophyton (მაგ.: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton tonsurans,  Trichophyton  violaceum), Microsporum (მაგ. Microsporum canis), Epidermophyton floccosum,  აგრეთვე Candida-ს ჯგუფის სოკოები.

ტერბინაფინი დაბალი კონცენტრაციით ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტებზე, საფუარასმაგვარ და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებზე. საფუარა სოკოებზე, მათი სახეობებიდან გამომდინარე, მოქმედებს ფუნგიციდურად ან ფუნგისტატურად. მუსიტროლი აინჰიბირებს სოკოს უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანაში ფერმენტ სქვალენეპოქსიდაზას, შესაბამისად სოკოს უჯრედში ითრგუნება სტეროლების ბიოსინთეზი, რაც იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის დაგროვებას უჯრედის შიგნით, რის შედეგადაც უჯრედი იღუპება.

მუსიტროლის მოქმედება ხასიათდება მაღალი სპეციფიურობით, რის გამოც პრეპარატი არ მოქმედებს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა:

ტერბინაფინის ერთჯერადი მიღების შემდეგ, მისი Cmax პლაზმაში აღინიშნება

2 სთ-ში და შეადგენს 0.97 მკგ/მლ.

განაწილება:

ნახევარგანაწილების პერიოდი შეადგენს 4.6 სთ-ს. ტერბინაფინი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (99%). ის სწრაფად გაივლის კანის დერმალურ გარსს და გროვდება ლიპოფილურ რქოვან გარსში. პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ თმის ფოლიკულებში, თმაში და კანში იქმნება ის კონცენტრაცია, რაც უზრუნველყოფს მის ფუნგიციდურ მოქმედებას.

მეტაბოლიზმი:

ტერბინაფინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P450-ის შვიდი იზოფერმენტის საშუალებით. მისი ბიოტრანსფორმაციის შედეგად წარმოიქმნება მეტაბოლიტები, რომელთაც არ გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი.

გამოყოფა

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 სთ-ს. არააქტიური მეტაბოლიტების 71% გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო 22% - ფეკალური მასების საშუალებით.

ჩვენება:

  • ონიქომიკოზი;
  • თავის თმიანი ნაწილის მიკოზი (ტრიქოფიტია, მიკროსპორია);
  • ტანის, წვივის, ტერფის დერმატომიკოზები, ინფექციები გამოწვეული კანდიდას ჯგუფის სოკოებით - იმ შემთხვევებში, როდესაც დაზიანების ლოკალიზაცია, ინფექციის გამოხატულება და გავრცელება, მოითხოვს სისტემური მოქმედების ანტიმიკოზური საშუალებების გამოყენებას;
  • საზარდულის ეპიდერმოფიტია.

მიღების წესი და დოზირება:

მუსიტროლის მიღება კვებასთან არ არის  დაკავშირებული.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.

 

ბავშვებში 2 წლის ასაკის ზემოთ:

- 20 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში ინიშნება ტერბინაფინის 62.5 მგ (ტაბლეტის 1/4) ერთხელ დღეში;

 

- 20-40 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში -125 მგ (ტაბლეტის 1/2)  ერთხელ დღეში; 40 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში - 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი  დღეში ერთხელ.

ონიქომიკოზის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-12 კვირას;

- ტერფების მიკოზის დროს - 2-6 კვირა;

- საზარდულის ეპიდერმოფიტიისა და ტანის დერმატომიკოზის  დროს- 2-4 კვირა;

- ტრიქოფიტიის დროს - 4 კვირა, მიკროსპორიის  დროს მკურნალობის კურსი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს;

- კანდიდამიკოზის დროს - 2-4 კვირა.

- ხანდაზმულ პაციენტებს მუსიტროლი ენიშნებათ იმავე დოზით, როგორც მოზრდილ პაციენტებს.

კლინიკური ეფექტი ვლინდება მიკოლოგიური განკურნებისა და მკურნალობის კურსის დამთავრებიდან რამოდენიმე ხანში.

 

გვერდითი მოვლენები:

მუსიტროლი კარგად გადაიტანება. გვერდითი ეფექტები გამოხატულია სუსტად ან ზომიერად, რომელთაც აქვთ გარდამავალი ხასიათი.

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

მადის დაკარგვა, გულისრევა, სუსტად გამოხატული ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ცალკეულ შემთხვევებში - ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე;

კანის მხრივ:

გამონაყარი, ჭინჭრის ციება. თუ აღინიშნება კანზე პროგრესული გამონაყარი, საჭიროა მუსიტროლით მკურნალობის შეწყვეტა;

ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ:

ართრალგია, მიალგია;

ჰეამატოლოგიური მაჩვენებლები:

ძალიან იშვიათად ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია.

შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებაც.

უკუჩვენება:

* მუსიტროლის გამოყენება უკუნაჩვენებია პრეპარატის ან მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

 

* ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

მუსიტროლი გამოიყოფა დედის რძით, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება არ არის რეკომენდებული.

 

განსაკუთრებული მითითებანი:

* მუსიტროლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ  ღვიძლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევა,  ამ შემთხვევაში  საჭიროა დაენიშნოს რეკომენდებული დოზის ნახევარი. მკურნალობის დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

* თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები (გულისრევა, მადის დაკარგვა, გადაღლილობა, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და უფერო განავალი), საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კლირენსი ნაკლებია 50 მლ/წთ-ში, ან კრეატინინის დონე სისხლის შრატში 300 მკმოლ/ლ-ზე მეტია), საჭიროა, დაენიშნოს რეკომენდებული დოზის ნახევარი.

* მუსიტროლით მკურნალობის დროს საჭიროა ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა განმეორებითი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მუსიტროლს გააჩნია უმნიშვნელო პოტენციალი, დათრგუნოს ან გააძლიეროს იმ პრეპარატების კლირენსი, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450-ის მეშვეობით (ციკლოსპორინი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი, ტოლბუტამიდი ან პერორალური კონტრაცეპტივები).

 

ჭარბი დოზირება:

ტერბინაფინით ჰიპერდოზირების დროს ვლინდება თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში.

 

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება და სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

მუსიტროლი კრემი – MUSITROL CEEAM – МУСИТРОЛ КРЕМ

საერთაშორისო დასახელება: TERBINAFINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 1%: ტუბში 15 გ.

1 გ.

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი ........   1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

თეთრი რბილი პარაფინი, მსუბუქი თხევადი პრაფინი, პროპილენგლიკოლი, მაემულსირებელი ცვილი, ნატრიუმის ციტრატი, ქლორკრეზოლი, ცეტომაკროგოლი 1000, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ალილამინების ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი ისეთი სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებას, მათ შორის დერმატოფიტების მიმართ, როგორიცაა: პრეპარატი წარმოადგენს ალილამინების ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი ისეთი სოკოების მიმარეთ, რომლებიც იწვევენ კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებას, მათ შორის დერმატოფიტების მიმართ, როგორიცაა: Trichophyton (მაგ.: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton tonsurans,  Trichophyton  violaceum), Microsporum (მაგ. Microsporum canis), Epidermophyton floccosum,  Pityrosporumn და აგრეთვე Candida-ს ჯგუფის სოკოები.

ტერბინაფინი დაბალ კონცენტრაციით ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტებზე, საფუარასმაგვარ და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებზე. საფუარა სოკოებზე, მათი სახეობებიდან გამომდინარე, მოქმედებს ფუნგიციდურად ან ფუნგისტატურად. მუსიტროლი აინჰიბირებს სოკოს უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანაში ფერმენტ სქვალენეპოქსიდაზას, შესაბამისად სოკოს უჯრედში ითრგუნება სტეროლების ბიოსინთეზი, რაც იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის დაგროვებას უჯრედის შიგნით, რის შედეგადაც უჯრედი იღუპება.

ფარმაკოკინეტიკა:

მუსიტროლის 1%-იანი კრემის ადგილობრივი გამოყენების დროს შეიწოვება დოზის 5%-ზე ნაკლები, შესაბამისად პრეპარატის სისტემური მოქმედება მინიმალურია.

ჩვენება:

  • დერმატოფიტებით გამოწვეული კანის სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა  Trichophyton (მაგ.: T.rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.violaceum);
  • თავის თმიანი ნაწილის მიკოზი (Mikrosporum canis, Epidermophyton          floccosum);
  • საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციები, ძირითადად ისინი,  რომლებიც გამოწვეულია  Candida-ს ჯგუფის სოკოებით;
  • სხვადასხვაფერი პიტირიაზი.

მიღების წესი და დოზირება:

გაწმენდილ და მშრალ კანზე მუსიტროლის კრემის თხელ ფენად წასმა და მსუბუქი შეზელა ხდება 1-2 - ჯერ დღეში. მუსიტროლის წასმა რეკომენდებულია, როგორც დაზიანებულ კერაზე, ისე მის ირგვლივ მდებარე ჯამრთელ კანზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს:

- კანის მიკოზი - 1-2 კვირა;

- ტერფების მიკოზი - 2-4 კვირა;

- კანის კანდიდოზი- 1-2 კვირა;

- სხვადასხვაფერი პიტირიაზი - 2 კვირა.

მკურნალობის ეფექტი ვლინდება პირველ დღეებში. პრეპარატის არარეგულარული მიღებისა და ნადრევი შეწყვეტისას, შესაძლებელია ინფექციის პროგრესირება.

თუ კლინიკური ეფექტი არ გამოვლინდა პრეპარატის გამოყენებიდან 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიკაცია.

ხანდაზმულ პაციენტებს მუსიტროლი ენიშნებათ იმავე დოზით, როგორც მოზრდილ პაციენტებს.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად ჰიპერემია, წვა, ქავილი. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას არ არის აუცილებელი პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად კანზე გამონაყარი, ქავილი, გენერალიზებული გამონაყარი და/ან ჰიპერემია, ანგიონევროზული შეშუპება. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უკუჩვენება:

პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებულთი მითითებები:

* მუსიტროლის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარატის თვალში მოხვედრა დაუშვებელია. მისი თვალში მოხვედრის დროს საჭიროა ჩამობანა გამდინარე წყლით.

* მუსიტროლის კრემი 12 წლამდე ასაკის  ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

ჭარბი დოზირება:

მუსიტროლის ადგილობრივად გამოყენების შემთხვევაში დოზის გადამეტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ავერსი-რაციონალი.

მუნდიზალი – MUNDISAL – МУНДИЗАЛ

საერთაშორისო დასახელება: CHOLITE SALICYLATE; CETALKONIUM CHLORIDE

მწარმოებელი: MUNDIPHARMA, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ქოლინსალიცილატი+ცეტალკონიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 8 გ

1 გ

ქოლინსალიცილატი ............     87.1 მგ

ცეტალკონიუმის ქლორიდი ......  0.1 მგ

ფარმაკოლოგიუირ თვისებები:

მუნდიზალ გელში შემავალი ქოლინსალიცილატი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან და უმოკლეს დროში ავლენს სასურველ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ტკივილის გაყუჩება აღინიშნება გელის წასმიდან 2-3 წუთის შემდეგ, ხოლო პრეპარატის მოქმედება გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში. მუნდიზალ გელი შეიცავს შაქარს და მას კარგად იტანს ლორწოვანი გარსი.

ჩვენებები:

  • ტკივილები და ანთებითი პროცესები ჭრილობის ჩირქგროვებისა და დაზიანებების დროს პირისა და ცხვირ-ხახის არეში მოზრდილებსა და ბავშვებში (სტომატიტი, გინგივიტი, ალვეოლიტი, პროთეზირებით გამოწვეული დაზიანებები);
  • კბილის ამოჭრისას.

მიღების წესი და დოზირება:

თუ პრეპარატი ექიმის მიერ არ არის დანიშნული, მაშინ გელი დაახლოებით 1 სმ სისქის წაისმება მტკივნეულ ადგილზე 3-4-ჯერ ჭამის და ძილის წინ.

ტუბი იხსნება იქ, სადაც საცობი ამოიხრახნება და გელი სუფთა თითით დაიტანება დაავადებულ ან მტკივნეულ ადგილზე და მსუბუქად შეიზილება.

გვერდითი მოვლენები:

მწვავე დაზიანებების შემთხვევაში მუნდიზალ გელის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია წვის შეგრძნება ხანმოკლე დროის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

მუნდიზალ გელი არ გამოიყენება სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში  პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

ტკივილების გაგრძელებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოვლენების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ან ორსულობისას საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივი ინფორმირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მულტილოადი Cu-375 – MULTILOAD Cu-375 – МУЛЬТИЛОАД Cu-375




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

მულტივიტი – MULTIVIT – МУЛЬТИВИТ

მწარმოებელი: NATUR PRODUKT

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მულტივიტამინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალურად მიღებისათვის: ფლაკონში 200 მლ

 

 

რეტინოლის პალმიტატი (ვიტ. А)

6000 МЕ (3.3 მგ)

ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტ. Е)

50 მგ

ერგოკალციფეროლი (ვიტ. D2)

800 МЕ (20 მკგ)

ასკორბინის მჟავა (ვიტ. С)

350 მგ

თიამინი (ვიტ. B1)

5 მგ

რიბოფლავინი (ვიტ. B2)

6 მგ

კალციუმის პანთოტენატი (ვიტ. B5)

33 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ. B6)

7 მგ

ციანკობალამინი (ვიტ. B12)

5 მკგ

ნიკოტინამიდი (ვიტ. РР)

60 მგ

რკინის (II) ლაქტატი

40 მგ

მულტი -ტაბს ეკოლოჯიკ® – MULTI -TABS EcoLogic® – МУЛЬТИ -ТАБС ЭКОЛОДЖИК®

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინები მაკრო- და მიკრო ელემენტებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბლეტი, შეფუთვაში 1 ან 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლი აცეტატი) ..................267 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ................5 მკგ
ვიტამინი E
(D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) .......................
10 მგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ..................1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) .......................1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ...................
2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ..................18 მგ
პანტოტენის მჟავა 
(კალციუმის პანთოტენატი) ..........................
6 მგ
ფოლის მჟავა ............................................200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ....................60 მგ
ბეტაკაროტინი .........................................3.2 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ჟანგი) .........................75 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ..........................14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ..............................15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ...................2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ...................2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) .........................50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) .....................50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) .........................150 მკგ
ნიკოტინამიდი .........................................18 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორაგნიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის. იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების ძვლების, ხრტილის, კბილებსა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს. აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას, გარდა ამისა, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლებდის, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი  მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ვიტამინი B12: აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათივს. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვენ ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

ბეტაკაროტინი: მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას. ამცირებს ათეროსკლეროზის და იბს-ს ყველა ფორმის განვითარების საშიშროებას, აჩერებს თვალის მიერ სინათლის მგრძნობელობის ცვლილებებს, ამცირებს ინტოქსიკაციის დონეს, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოწევითა და დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში, უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას, აადვილებს სტრესული სიტუაციისა და დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივი და უჯრედული იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისათვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას. არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

რეკომენდებულია როგორც ვიტამინების (კაროტინოიდების ჩათვლით) და მინერალური ნივთიერების უკმარისობის შემავსებელი დამატებით წყარო.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 11 წლიდან - 1 ტაბლეტი დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* საკვები დანამატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მულტი -ტაბს ბავშვებისათვის – MULTI -TABS KID – МУЛЬТИ -ТАБС КИД

მწარმოებელი: FERROSAN , დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინო-მინერალური კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ჟოლოსა და მარწყვის ან ფორთოხლისა და ვანილის, ან ბანანის, ან ხილის, ან კოლასა და ლიმონის გემოთი: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ..........................400 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) .......................10 მკგ
ვიტამინი E (D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) ................5 მგ
ვიტამინი B1( თიამინის ნიტრატი) .........................0.7 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ..............................0.8 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ..........0.9 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) .........................1 მგ
ნიკოტინამიდი .................................................9 მგ
პანტოტენის მჟავა
(კალციუმის პანთოტენატი) ..................................
3 მგ
ფოლის მჟავა ...................................................20 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ............................40 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ..................................10 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ......................................5 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ..........................1 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ...........................1 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) ................................20 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) .............................25 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) .................................70 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები (რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში:

საქაროზა, ჟელატინრი, მოდიფიცირებული სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, ტრიგლიცერიდები (შუალედური ჯაჭვები), სიმინდის სახამებელი, მონო-, დი- და ტრიგლიცერიდების ნარევი, ჰიპრომელოზა, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი.

არააქტიური ინგრედიენტები:

ქსილიტი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, სილიკოგელი უწყლო კოლოიდური, მეთილცელულოზა, ჟოლოს არომატიზატორი, ხენდროს არომატიზატორი, მონო და ტრიგლიცერიდების ნარევი, ასპარტამი, დიკალციუმფოსფატ დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, გაწმენდილი წყალი, ასკორბინის მჟავა, ჟელატინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი. შეიცავს ვიტამინების კომპლექსსა და მინერალურ დანამატებს. ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს. აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ. ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის  სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას, ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში, უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას. აადვილებს სტრესული სიტუაციისა და დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივი და უჯრედული იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისთვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივ მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას, არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

  • რეკომენდებულია ბავშვებისათვის 1-4 წლამდე:
  • ჰიპოვიტამინოზისა და ავიტამინოზის პროფილაქტიკა;
  • მინერალების უკმარისობა;
  • ბავშვის მოძრაობის აპარატისა და ზრდის სისტემის სწორი განვითარებისათვის;
  • ბავშვის ნევროლოგიური სისტემის სწორი განვითარებისათვის;
  • გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ;
  • არაჯანმრთელი ან არასაკმარისი კვების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

1 ტაბლეტი დღეში ბავშვებისათვის 1-დან 4 წლამდე საჭმელთან ერთად ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მულტი-ტაბს ბავშვებისათვის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება.

ჭარბი დოზირება:

არ შეიძლება აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა  უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მულტი – ტაბს ჩვილებისათვის – MULTI -TABS BABY – МУЛЬТИ -ТАБС БЭБИ

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინების კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალურად მისაღები წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ

1 მლ

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი)  ..........      300 მკგ-1000 სე

ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ...........        10 მკგ-400 სე

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)  ...................... 35 მგ

არააქტიური ინგრედიენტები:

საქაროზა, მაკროგოლგლიცეროლის ჰიდროსტეარატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროჟანგი, ლიმონის მჟავა, ალფა ტოკოფეროლი, ეთანოლი 96%, კონცენტრირებული ქლორწყალბადის მჟავა, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ჩვილი ბავშვებისათვის აუცილებელი ვიტამინების კომპლექსს. მისი მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების თვისებებით.

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი): ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი): აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა): მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელს ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.

აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისა და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ჩვენებები:

  • ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ინფექციური დაავადებების კომპლექსური პროფილაქტიკა (ყივანახველა, წითელა, დიფტერია, ბრონქიტები);
  • მოძრაობის აპარატისა და ორგანოების სისტემების სწორი ფორმირებისა და განვითარებისათვის, ასევე სიმაღლეში ზრდისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 0.5-1 მლ-მდე დღეში ერთხელ, საჭმელთან ერთად ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ ალერგიულ რეაქციებს: ქავილი, ურტიკარია.

უკუჩვენებები:

* მულტი-ტაბს ჩვილებისათვის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა არ ჰქონდეს ადგილი დოზის გადაჭარბებას.

ჭარბი დოზირება:

არ შეიძლება რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმტეს 150C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ იგი ინახება მაცივარში 2-80C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

Don`t copy text!