Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 527

ნატრიუმის ლაქტატის კომბინირებული ხსნარი – COMPOUND SOLUTION OF SODIUM LACTATE – НАТРИЯ ЛАКТАТА КОМБИНИРОВАННЫЙ РАСТВОР

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნატრიუმის ლაქტატი წარმოადგენს კომბინირებულ სარეჰიდრატაციო საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს ექსტრაცელულური სითხის შევსებას ორგანიზმისათვის აუცილებელია 3 სახის მნიშვნელოვანი კათიონით – Na+, K+, Ca2+-ით.

ორგანიზმში ლაქტატი მეტაბოლიზდება ბიკარბონატად, რის გამოც ხსნარს ახასიათებს ტუტე მოქმედება.

ვენაში ინფუზიის დროს ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი ქსოვილებში აღწევს არა ნაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში, რის გამოც მისი გამოყენება გადასასხმელი სისხლის ან პლაზმის ნაცვლად არ შეიძლება.

ჩვენებები

ჰიპოვოლემია ან მკვეთრად გამოხატული დეჰიდრატაცია ნორმალური მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის ან სუსტი აციდოზის დროს, მათ შორის:

  • მძიმე ღებინებით და დიარეით ელექტროლიტების და წყლის დეფიციტის შესავსებად დამწვრობის დიდი ზედაპირის დროს;
  • პერიტონიტის, მძიმე ინფექციების შემთხვევაში.
  • ექსტრაცელულური სითხის მოცულობის შენარჩუნებისათვის ქირურგიულ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ, რაც ჰემოტრანსფუზიის დროებით გადადების საშუალებას იძლევა;
  • სისხლის მნიშვნელოვანი დაკარგვის საწყის პერიოდში, შოკის და ტრავმების დროს.

დოზირების რეჟიმი

ხსნარი შეჰყავთ ვენაში დღე-ღამეში 2500 მლ-მდე მოცულობით, შეყვანის საშუალო სიჩქარით – 2.5 მლ/კგ ან 60 წვეთი/წთ-ში, გადასასხმელი საინფუზიო ხსნარის მოცულობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საკმარისია ინფუზიის შეწყვეტა.

თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება, მჟავატუტოვანი წონასწორობის უწყვეტი კონტროლით.

გვერდითი მოვლენები

არაადექვატური დიდი მოცულობის ხსნარის გადასხმისას შესაძლებელია წყლის და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, მათ შორის ჰიპერვოლემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალიციემია, ჰიპერქლორემია.

უკუჩვენებები

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

*  თირკმელების მწვავე უკმარისობა;

* ფილტვების შეშუპება;

* ალკალოზი, ლაქტოაციდოზი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი ნატრიუმის ლაქტატის გამოყენება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ იყენებენ მხოლოდ პლაზმის მოცულობის დროებითი შენარჩუნებისათვის ფიზიოლოგიურ ფარგლებში, გადაუდებელი მდგომარეობების დროს.

♦ პრეპარატის გამოყენება  Na+, K+, Ca2+-ის მძიმე დეფიციტის დროს რეკომენდებული არ არის.

♦ ნატრიუმის ლაქტატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ღვიძლის დაავადებების და ჰიპოპროტეინემიის დროს, აგრეთვე  კორტიკოსტეროიდებით და კორტიკოტროპინით მკურნალობის ფონზე.

♦ პრეპარატის დიდი მოცულობით გამოყენების დროს საჭიროა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კონტროლი.

ნატრიუმის თიოსულფატი-დარნიცა – NATRII THIOSULFAS-DARNITSA – НАТРИЯ ТИОСУЛЬФАТ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

NATRII THIOSULFAS

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის თიოსულფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდოტი; კომპლექსწარმომქნელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 30%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

ნატრიუმის თიოსულფატი ……… 0.3 გ 1.5 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორგანიზმში შეყვანისას ახდენს ანტიტოქსიკურ, ანთებსაწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას, უვნებელჰყოფს ჰალოიდების (იოდი) პრეპარატებს. მჟავე გარემოში იშლება გოგირდისა და გოგირდის ანჰიდრიდის გამოყოფით, რომლებიც ახდენენ ანტიპარაზიტარულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ინტრავენური გამოყენების შემდეგ ვრცელდება უჯრედგარე სითხეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.65 საათს.

ჩვენებები:

მოწამვლა დარიშხანით, ვერცხლის წყლით, ტყვიით (წარმოიქმნება არატოქსიკური სულფიტები), ციანიდმჟავით და მისი მარილებით, იოდისა და ბრომის მარილებით.

ალერგიული დაავადებები, ართრიტი, დიაბეტური პოლინეიროპათია.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინტრავენურად შეიყვანება 5-10 მლ 30% ხსნარი; ციანიდის ნაერთებით მოწამვლისას ერთჯერადი დოზა იზრდება 30% ხსნარის 50 მლ-მდე.

გვერდითი მოქმედება:

აღწერილი არ არის.

უკუჩვენებები:

დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კატეგორიულად არ დაიშვება ნეტრიუმის თიოსულფატის კონტაქტი ნიტრატებთან, კალიუმის პერმანგანატთან.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით.

პრეპარატის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტით.

ნატეკალ D3 – NATECAL D3 – НАТЕКАЛ D3

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM CARBONATE; CHOLECALCIFEROL (VITAMIN D3)

მწარმოებელი: ITALFARMACO

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმ-ფოსფორული ცვლის რეგულატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

კალციუმის კარბონატი (ექვივალენტურია 600 მგ Ca2+) …..   1500 მგ

ქოლეკალციფეროლი (ექვივალენტურია 400 სე) ………….        4 მგ

 

ვრცლად იდეოსი(დოზირება ინდივიდუალური)

ნასომეტი – NASOMET – НАСОМЕТ

საერთაშორისო დასახელება:

MOMETASONE

მწარმოებელი ქვეყანა: ABDI IBRAHIM

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის; გლუკოკორტიკოიდული საშუალებები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ნაზალური აეროზოლი

ვრცლად ნაზონექსი

ნასობეკი – NASOBEK – НАСОБЕК

საერთაშორისო დასახელება: BECLOMETASONE

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ბეკლომეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ინტრანაზალური გამოყენების გლუკოკორტიკოიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისათვის:

ფლაკონში 100, 180 და 200 დოზა.

1 დოზა

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი ……..   50 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, ფენილეთილენის სპირტი, პოლისბორბატ 80, დექსტროზა, დისპერსული ცელულოზა, მარილმჟავა, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი – ბეკლამეტაზონის დიეთერია. სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური თვისებები. ბეკლომეტაზონის მოქმედების შედეგად ანთების კერაში ხდება პოხიერი უჯრედების (და მათ მიერ გამომუშავებული ჰისტამინის), ეოზინოფილების, T-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ქვეითდება ადჰეზიური მოლეკულების ექსპრესია, მცირდება სეკრეცია, პლაზმის ექსტრავაზაცია და ქსოვილების შეშუპება. ასევე ქვეითდება ცხვირის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების მგრძნობელობა ჰისტამინისა და მექანიკური გამღიზიანებლების მიმართ. ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს, რეკომენდებულ დოზებში ახასიათებს ადგილობრივი მოქმედება, მნიშვნელოვანი სისტემური აქტიობის გარეშე.

ფარმაკოკინეტიკა:

ბეკლომეტაზონ დიპროპიონატის ფარმაკოკინეტიკა ინტრანაზალური გამოყენების დროს დეტალურად შესწავლილი არ არის.

აქტიური ნივთიერების ზოგადი დახასიათება:

ბეკლომეტაზონი ცუდად იხსნება, თუმცა აბსორბირდება შეყვანის ყველა გზით. აეროზოლის ფორმით სუსპენზიის სახით მიღებისას ილექება პირის ღრუში, ცხვირის ღრუში, ტრაქეაში, მთავარ ბრონქებში და ფილტვებში. დოზის მნიშვნელოვან ნაწილს პაციენტი გადაყლაპავს. ბეკლომეტაზონის აბსორბცია სასუნთქი სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ყველა ქსოვილში ხდება საკმაოდ სწრაფად დაიშლება ნაკლებ აქტიურ მეტაბოლიტებად. პრეპარატის ძირითადი ნაწილი ორგანიზმიდან გამოდის 96 საათში, განავალთან ერთად, უპირატესად პოლარული მეტაბოლიტების სახით. ბეკლომეტაზონის პერორალური გამოყენების შემთხვევაში 12-15% გამოიყოფა შარდთან ერთად კონიუგატის ან თავისუფალი მეტაბოლიტების სახით. ორგანიზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 15 საათი.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის:

  • სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი, მათ შორის რინიტი თივის ცხელების (პოლინოზის) დროს;
  • ვაზომოტორული რინიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ნასობეკი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისათვის.

მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლიდან: ინიშნება პრეპარატის 2 დოზა (100 მკგ) ცხვირის თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში ან 1 დოზა (50 მკგ) 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღეღამური დოზაა 400 მკგ (8 დოზა).

თერაპიული ეფექტი დგება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება მოზრდილების დოზირებისაგან.

ნასობეკის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ ეფექტის არქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი გადაიტანება კარგად. აღწერილია ლორწოვანი გარსის სიმშრალისა და გაღიზიანების, ყნოსვისა და გემოს შეცვლის, ცხვირიდან სისხლდენების, მხედველობის დაქვეითების (თვალისშიდა წნევის მომატების შედეგად) იშვიათი შემთხვევები.

გამონაკლისად იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნებოდა ცხვირის ძგიდის პერფორაცია. იშვიათად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობა, გამოვლენილი ჭინჭრის ციების, ქავილის, ერითემის, თვალების, სახის და ხორხის შეშუპების სახით.

პრეპარატის ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით – 400 მგ/დღ მეტი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების კანდიდოზი, რომელიც ლაგდება ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარების შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

* მწვავე რესპირატორული დაავადებები;

* ზედა სასუნთქი გზების კანდიდოზი;

* ფილტვების ტუბერკულოზი;

* ჰემორაგიული დიათეზი;

* ხშირი სისხლდენები ცხვირიდან;

* ორსულობა (I ტრიმესტრი);

* ბავშვები 6 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

* სისტემური მოქმედება შეინიშნება ძალიან იშვიათად. მათ მიეკუთვნება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ინჰიბირება და ბავშვებში ზრდის შეფერხება. რეკომენდებულია დინამიკაში დავაკვირდეთ ზრდის პროცესს იმ ბავშვებში, რომლებიც მკურნალობან ნასობეკით.

* განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ ის პაციენტები, რომლებიც სისტემური მოქმედების სტეროიდული პრეპარატებიდან გადავიდნენ ნასობეკზე, რადგან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეთ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის მხრიდან დარღვევებს.

* განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღონ ნასობეკი იმ პაციენტებმა, ვისაც აქვს გლაუკომა, აგრეთვე წყლულები და ჭრილობები ცხვირის ღრუში.

* როგორც წესი, უხშირეს შემთხვევებში ნასობეკი ეფექტურია სეზონური ალერგიული რინიტების დროს. მონოთერაპიის სახით, თუმცა მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს, შესაძლებელია გამოვიყენოთ კომბინირებული თერაპია.

ჭარბი დოზირება:

ნასობეკის მცირე დროის განმავლობაში გამოყენებისას რეკომენდებულზე მაღალი დოზებით, შესაძლებელია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო რაიმე სასწრაფო ზომების მიღება. საჭიროა მკურნალობა გაგრძელდეს რეკომენდებული დოზებით. ასეთ შემთხვევაში ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის ნორმალიზება ხდება ერთ-ორ დღეში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ნასობეკისა და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, შესაძლებელია ნასობეკისა და სხვა პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ადგილი ქონდეს მედიკამენტების გავლენას ერთმანეთზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. პირველი გახსნის შემდეგ – 3 თვე.

ნასენი – NASEN – НАСЕН

სავაჭრო სახელწოდება ნასენი / Nasen
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება)     zolpidem tartrate;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები →პიროლონის რიგის პრეპარატები
მწარმოებელი ფირმა პოლფარმექს
მწარმოებელი ქვეყანა პოლონეთი
გამოშვების ფორმა     10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

შემადგენლობა

1 ტაბ.
ზოლპიდემის ტარტრატი. . . . . . . . . . . . 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი,
ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი
A), მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ზოლპიდემის ტარტრატი გამოიყენება, როგორც სწრაფად მოქმედი სამკურნალო
საშუალება ძილის ლატენტობის და გამოღვიძებათა სიხშირის შემცირების, ასევე,
ძილის ხანგრძლივობის და ხარისხის გაზრდისთვის.

ჩვენებები
ნასენი გამოიყენება როგორც უძილობის სამკურნალო სწრაფად მოქმედი საშუალება.
ბენზოდიაზეპინები და მსგავსი მოქმედების პრეპარატები გამოიყენება უძილობის
მხოლოდ მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ (ნორმალური ფუნქციონირების
დარღვევისას).

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები: 10 მგ ყოველდღიურად (ერთი ტაბლეტი), ძილის წინ.
ხანდაზმულ (65 წელზე მეტი ასაკის) და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე
პაციენტებში: ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა 5 მგ (ნახევარი ტაბლეტი)
ყოველდღიურად, ძილის წინ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს
დღიურ 10 მგ-მდე (ერთი ტაბლეტი). ღვიძლის უკმარისობის დროს: ყოველდღიურად 5
მგ (ნახევარი ტაბლეტი), ძილის წინ; თუ პაციენტი ადვილად იტანს ზოლპიდემით
მკურნალობას, დოზა შეიძლება გაიზარდოს. ზოლპიდემით მკურნალობა, ჩვეულებრივ,
რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე გრძელდება. მაქსიმალური ხანგრძლივობაა 4 კვირა.
პრეპარატ ნასენის დოზის გამოტოვების შემთხვევაში: ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას
გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.

გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ნასენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ზოლპიდემისთვის დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, კარდიალური არითმია.
სისხლი და ლიმფური სისტემა: სისხლის სურათის ცვლილებები, როგორიცაა
ლეიკოპენია (სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი
(ნეიტროფილების მნიშვნელოვანი შემცირება ან არარსებობა).
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა დღის
განმავლობაში, ანტეროგრადული ამნეზია, აპათია, ემოციური ლაბილობა, ძილის
დარღვევა, გემოს შეგრძნების შეცვლა, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა),
მერყევი სიარული.
ფსიქიატრიული დარღვევები: კოშმარული სიზმრები, მოუსვენარი ძილი.
თვალები: აღქმის დარღვევები ან დიპლოპია.
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხველება, ასთმა.
კუჭ-ნაწლავის სისტემა: ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილი: კუნთების სპაზმი.
ენდოკრინული სისტემა: დისმენორეა.
რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლები: დაქვეითებული ლიბიდო.
მეტაბოლიზმი და კვება: მადის ცვლილება, წყურვილის გაზრდა, წონის შეცვლა.
იმუნური სისტემა: ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი,
ჭინჭრის ციება.

უკუჩვენება
– ჰიპერსენსიბილიზაცია ზოლპიდემის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის
მიმართ;
– ძილის ობსტრუქციული აპნოე;
– მიასთენია (კუნთების ძლიერი სისუსტე);
– ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
– რესპირატორული დეპრესია;
– 18 წლამდე ასაკის ბავშვები.
ნასენის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს:
– ღვიძლის უკმარისობის დროს;
– ხანდაზმულ (65 წელზე მეტი) და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე
პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდირებულია საწყისი დოზის გაზრდა.
პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცი.
ზოლპიდემის მიმართ მომატებული მგრძნობელობისა და გვერდითი მოვლენების
სიხშირის გამო (ორიენტაციისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები),
სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის ხანდაზმული პაციენტებისთვის დანიშვნისას.
კუნთების მომადუნებელი ეფექტის გამო, არსებობს დაცემისა და მენჯ-ბარძაყის
სახსრის მიდამოში მოტეხილობის საშიშროება;
– დეპრესიის დროს. პაციენტებს დეპრესიული სიმპტომებით, ზოლპიდემი
სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ. შესაძლო სუიციდური აზრებისა და დოზის განზრახ
გადაჭარბების რისკის გამო, ზოლპიდემის გამოწერა უნდა მოხდეს მინიმალური
შესაძლებელი რაოდენობით;
– ანამნეზში წამალზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების არსებობისას;
– ფსიქიკური დაავადებების დროს და ადიქციის მკურნალობის შემდგომ პერიოდში;
– სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში.
თუ განვითარდა პარადოქსული რეაქციები (ფსიქომოტორული აგზნება, უძილობა,
გაღიზიანებადობა, ბოდვები, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი,
ქცევითი ცვლილებები), წამლის მიღება უნდა შეწყდეს.
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება მისი მოქმედების ეფექტურობა
შეამციროს, რაც მიჩვევითაა განპირობებული. ბენზოდიაზეპინების ან მათი
მსგავსი პრეპარატების გამოყენებისას, არსებობს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური
დამოკიდებულების განვითარების რისკი. მისი განვითარების ალბათობა იზრდება
წამლის დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, და უფრო
მაღალია ხანმოკლე მოქმედების პრეპარატებში. ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია
ალკოჰოლზე და (ან) წამალზე დამოკიდებულების ისტორიის მქონე პაციენტებში.
მკურნალობა რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს. მაქსიმალური ხანგრძლივობა,
შეწყვეტის პერიოდის ჩათვლით, 4 კვირას არ უნდა აღემატებოდეს.
ფიზიკური დამოკიდებულების შემთხვევაში, მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას
მოსალოდნელია აბსტინენციის სიმპტომების განვითარება. ეს შეიძლება იყოს
უძილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გაზრდილი შფოთვა და დაძაბულობა,
ფსიქომოტორული აგზნება, ცნობიერების არევა და გაღიზიანებადობა.
ზოგჯერ ვითარდება აბსტინენციის მძიმე ეფექტები რაც გამოიხატება შემდეგში:
დეპერსონალიზაცია (პიროვნების შეცვლა), დერეალიზაცია (რეალობის აღქმის
შეცვლა), ჰიპერაკუზია (მომატებული მგრძნობელობა ბგერითი სტიმულებისადმი),
კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნებები, სინათლის, ხმაურის და
შეხებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ჰალუცინაციები ან ეპილეფსიური გულყრები.
არსებობს ანტეროგრადული ამნეზიის განვითარების რისკი, განსაკუთრებით, თუ
პრეპარატის მიღების შემდეგ ძილის ხანგრძლივობა 7-8 საათზე ნაკლებია.
18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და
ეფექტურობის შესახებ, მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, მოერიდეთ
ზოლპიდემის და სხვა საძილე საშუალებების მიღებას.
ორსულობის განმავლობაში ბენზოდიაზეპინების ან მათი მსგავსი პრეპარატების
მუდმივი მიღების შედეგად, ბავშვს შეიძლება ფიზიკური დამოკიდებულება
განუვითარდეს, რასაც შედეგად პოსტნატალურ პერიოდში აბსტინენციის
სიმპტომების გაჩენა მოყვება.
ორსულობის გვიან ფაზაში ან მშობიარობისას, გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების მიზნით ზოლპიდემის გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის
ფარმაკოლოგიურმა ზემოქმედებამ ნეონატალურად შეიძლება ჰიპოთერმია, ჰიპოტონია
და საშუალო ხარისხის სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს.
ლაქტაცია: ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის
რეკომენდირებული, რადგან ზოლპიდემი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნასენის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ: პრეპარატი
შეიცავს ლაქტოზას. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაუდგინდა რომელიმე შაქრის
აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა:
სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და მექანიკური მოწყობილებების
ოპერატორებმა უნდა იცოდნენ, რომ თერაპიის შემდგომ დილას შესაძლებელია
ძილიანობა. რისკის შემცირებისთვის, ზოლპიდემის მიღებიდან სატრანსპორტო
საშუალებების მართვამდე, სედატიური ეფექტის გამო, რეკომენდირებულია 7-8
საათიანი დასვენება.

ჭარბი დოზირება
ნასენის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობის სახით,
რეკომენდებულია დიურეზი (საჭიროების შემთხვევაში, კუჭის ამორეცხვასთან
ერთად). 3-საათიანი ჰემოდიალიზი პლაზმაში პრეპარატის დონეს 50%-ით ამცირებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ალკოჰოლი აძლიერებს ზოლპიდემის მოქმედებას და ზრდის პარადოქსული რეაქციების
განვითარების რისკს (ფსიქომოტორული აგზნება, აგრესია, გაღიზიანებადობა).
ზოლპიდემი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი
პრეპარატების მოქმედებას (მაგალითად, ქირურგიაში გამოყენებული პრეპარატები
(საანესთეზიო საშუალებები), ნეიროლეპტიკები, სედატიური ანტიჰისტამინები,
საძილე საშუალებები, ანქსიოლიზური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები,
ანტიეპილეფსიური საშუალებები). ზოლპიდემი აძლიერებს ნარკოტიკული
ანალგეტიკების მოქმედებას.
ზოლპიდემისა და ნარკოტიკული ანალგეტიკების ერთდროული გამოყენება
ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის.
პრეპარატებმა, რომლებიც თრგუნავენ ან აჩქარებენ ციტოქრომ P450-ის აქტიობას
(მაგ., ციმეტიდინი, ერითრომიცინი), ზოლპიდემის მოქმედება შეიძლება
გააძლიერონ ან შეასუსტონ. რიფამპიცინი ასუსტებს ზოლპიდემის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ნაროპინი (გაგრძელება) – NAROPIN – НАРОПИН

 

(გაგრძელება)

მოზრდილთათვის პრეპარატ ნაროპინის დოზირების რეკომენდაციები:

 

 

პრეპარატის
კონცენტრაცია
(მგ/მლ)

ხსნარის
მოცულობა
(მლ)

დოზა
(მგ)

მოქმედების
დაწყება
(წთ)

მოქმედების
ხანგრძლივობა
(სთ)

ანესთეზია ქირურგიული ჩარევების დროს:

ეპიდურული ანესთეზია წელის დონეზე:

ქირურგიული ჩარევები

7,5

15-25

113-188

10-20

3-5

10,0

15-20

150-200

10-20

4-6

საკეისრო კვეთა

7,5

15-20

113-150

10-20

3-5

ეპიდურული ანესთეზია მკერდის დონეზე:

ოპერაციის შემდგომი გაუტკივარება

7,5

5-15

38-113

10-20

–

ბლოკადა

მსხვილი ნერვული წნულის ბლოკადა:

მაგალითად, მხრის წნულის ბლოკადა

7,5

10-40

75-300

10-25

6-10

გამტარი და ინფილტრაციული ანესთეზია

7-5

1-30

7,5-225

1-15

2-6

მწვავე ტკივილის სინდრომის კუპირება:

ეპიდურული შეყვანა წელის დონეზე:

ბოლუსი

2,0

10-20

20-40

10-15

0,5-1,5

პერიოდული შეყვანა 
(მაგალითად, 
მშობიარობის 
გაუტკივარების
დროს)

2,0

10-15
(მინიმალურიინტერვალი 
-30 წთ)

20-30

 

 

გახანგრძლივებული
ინფუზია:
-მშობიარობის გაუტკივარების დროს

2,0

6-10 მლ/სთ

12-20მგ/სთ

–

–

-ოპერაციის შემდგომი გაუტკივარების დროს

2,0

6-14 მლ/სთ

12-28მგ/სთ

–

–

პერიფერიული ნერვების ბლოკადა:

ბარძაყის ნერვისბლოკადა (ინფუზია ან ინექცია)

2,0

5-10 მლ/სთ

10-20მგ/სთ

–

–

ეპიდურული შეყვანა მკერდის დონეზე:

გახანგრძლივებული ინფუზია (მაგალითად
ოპერაციის შემდგომი
გაუტკივარების დროს)

2,0

6 -14 მლ/სთ

12-28მგ/სთ

–

–

გამტარი ბლოკადა და ინფილტრაცია

2,0

1-100

2-200

1-5

2-6

სახსარშიდა შეყვანა

მუხლის სახსრისართროსკოპია

7,5

20

150*

–

2-6

*-თუ ნაროპინი დამატებით გამოიყენება ანესთეზიის სხვა სახეობებისათვის, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 225 მგ.

ცალკეული ბლოკადების შესრულების მეთოდზე გავლენის მქონე ფაქტორების და პაციენტების კონკრეტული ჯგუფისათვის წარდგენილი მოთხოვნების შესწავლის მიზნით საჭიროა სტანდარტული სახელმძღვანელოს გამოყენება.

საანესთეზიო საშუალების სისხლძარღვში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრეპარატის შეყვანამდე და შეყვანის პროცესში ასპირაციული სინჯის ჩატარება. თუ ნავარაუდებია პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენება, რეკომენდებულია ტესტ-დოზის შეყვანა – 3-5 მლ ლიდოკაინი ადრენალინით.

შემთხვევითი სისხლძარღვის შიგნით შეყვანა ხასიათდება გულის შეკუმშვების სიხშირის დროებითი მომატებით, ხოლო შემთხვევითი ინტრათეკალური შეყვანა – სპინალური ბლოკის ნიშნებით. ნაროპინის შეყვანამდე და შეყვანის დროს (შეყვანა საჭიროა ნელა ან პრეპარატისშეყვანილი დოზების თანმიმდევრულად გაზრდის გზით 25-50 მგ/წთ სიჩქარით) საჭიროა პაციენტების სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ფუნქციების საგულდაგულო კონტროლი და მათთან ვერბალური კონტაქტის შენარჩუნება. ტოქსიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს პრეპარატის შეყვანა. ეპიდურული ბლოკადის დროს როპივაკაინის 250 მგ დოზის ერთჯერადი შეყვანა ქირურგიული ჩარევის ჩატარებისთვის პაციენტების მიერ ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება.

გახანგრძლივებული ინფუზიის ან განმეორებითი ბოლუსური შეყვანის გზით ბლოკადის ხანგრძლივად ჩატარების დროს საჭიროა სისხლში მისი ტოქსიკური კონცენტრაციის შექმნის და ნერვის ადგილობრივი დაზიანების შესაძლებლობის გათვალისწინება. ჯამში 800 მგ-მდე 24 საათის განმავლობაში როპივაკაინის შეყვანას ქირურგიული ჩარევის დროს და ოპერაციის შემდგომი გაუტკივარებისთვის, და, აგრეთვე, 72 სთ განმავლობაში 28 მგ/სთ სიჩქარით  ოპერაციის შემდეგ გახანგრძლივებული ეპიდურულ ინფუზიას კარგად იტანენ მოზრდილი პაციენტები.

ოპერაციის შემდგომი ტკივილის კუპირებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შემდეგი სქემა:

თუ ოპერაციული ჩარევის დროს ეპიდურული კათეტერი არ იყო დაყენებული, მისი დაყენების შემდეგ ჩატარდება ეპიდურული ბლოკადა ნაროპინით (7,5 მგ/მლ). ანალგეზია შენარჩუნებულია ნაროპინის ინფუზიით (2 მგ/მლ). უმეტეს შემთხვევაში ოპერაციის შემდგომ ტკივილის კუპირებისათვის ზომიერიდან გამოხატულამდე, 6-14 მლ/სთ (12-28 მგ/სთ) სიჩქარის ინფუზია უზრუნველყოფს ადექვატურ ანალგეზიას მინიმალურ არაპროგრესირებად ბლოკადასთან ერთად (მოცემული მეთოდიკის გამოყენების დროს აღინიშნებოდა ოპიოდური ანალგეტიკების საჭიროების მნიშვნელოვანი დაქვეითება). ოპერაციის შემდგომი გაუტკივარებისთვის ნაროპინის (2 მგ/მლ) შეყვანა შესაძლებელია განუწყვეტლივ ეპიდურული ინფუზიის სახით 72 სთ განმავლობაში ფენტანილის გარეშე ან მასთან კომბინაციაში (1-4 მკგ/მლ).2 მგ/მლ (6-14 მლ/სთ) ნაროპინის გამოყენების დროს პაციენტების უმრავლესობისთვის უზრუნველყოფილი იყო ადექვატური გაუტკივარება. ნაროპინის და ფენტანილის კომბინაცია ახდენდა გაუტკივარების გაუმჯობესებას, და ამასთან იწვევდა ოპიოიდებისათვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს. ნაროპინის 7,5 მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციის გამოყენება საკეისრო კვეთის დროს შესწავლილი არ არის.

1 წლიდან 12 წლამდე ბავშვებში პრეპარატი ნაროპინის დოზირების რეკომენდაციები:

 

 

პრეპარატის
კონცენტრაცია
(მგ/მლ)

ხსნარის
მოცულობა
(მლ/კგ)

დოზა
(მგ)

 

მწვავე ტკვილის სინდრომის კუპირება (წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომი):

კაუდალური ეპიდურული შეყვანა:

25 კგ-მდე წონის ბავშვებში T12 ქვემო
არეში ბლოკადა

2,0

1

2

 

 

ცხრილში მოყვანილი დოზები საკმარისია საიმედო ბლოკადის მისაღწევად და საორიენტაციოდ ითვლება პრეპარატის ბავშვებში გამოყენების დროს, რადგან  არსებობს ბლოკის განვითარების სიჩქარის და მისი ხანგრძლივობის ინდივიდუალური ვარეაბელობა.

ჭარბწონიან ბავშვებს ხშირად ესაჭიროებათ პრეპარატის დოზის თანმიმდევრული დაქვეითება; ამასთან ერთად საჭიროა პაციენტის “იდეალური” წონით ხელმძღვანელობა. ცალკეული ბლოკადების შესრულების მეთოდებზე მოქმედი ფაქტორების და პაციენტების კონკრეტული ჯგუფების მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესახებ ცნობებისათვის საჭიროა სტანდარტული სახელმძღვანელოს გამოყენება.

საანესთეზიოს სისხლძარღვში შემთხვევით მოხვედრის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრეპარატის შეყვანამდე და შეყვანის პროცესში  ასპირაციული სინჯის ჩატარება. პრეპარატის შეყვანის დროს საჭიროა პაციენტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების საგულდაგულო კონტროლი. ტოქსიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს პრეპარატის შეყვანა. ოპერაციის შემდგომი კაუდალური ანალგეზიისათვის 2 მგ/მლ დოზით როპივაკაინის ერთჯერადი შეყვანა (2 მგ/კგ გათვლით, ხსნარის მოცულობა 1 მლ/კგ) უმეტეს პაციენტებში T12 დონის ქვემოთ უზრუნველყოფს ადექვატურ გაუტკივარებას.

ანესთეზიის ტიპის მიუხედავად, რეკომენდებულია პრეპარატის გათვლილი დოზის დოზირებული შეყვანა.

საკმაო რაოდენობის კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო 1 წლამდე ბავშვებში ნაროპინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ხსნარის გამოყენების ინსტრუქცია ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს და დანიშნულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

კონტეინერში დარჩენილი ხსნარის ნებისმიერი რაოდენობა უნდა იყოს განადგურებული. ხსნარის გაუხსნელი კონტეინერი არ უნდა იყოს ავტოკლავირებული. გაუხსნელი ბლისტერის შეფუთვა უზრუნველყოფს კონტეინერის გარე ზედაპირის სტერილურობას და უპირატესობას ანიჭებენ სტერილურობის მოთხოვნის პირობებში.

გვერდითი ეფექტები:

ნაროპინზე არასასურველი რეაქციები სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიოებზე რეაქციების ანალოგიურია და სწორად გამოყენების შემთხვევაში (დოზის სწორად შეყვანის და სისხლძარღვში შეყვანის დროს) გვხვდება ძალიან იშვიათად. საჭიროა მათი გარჩევა ეპიდურულ ფონზე ნერვების ბლოკადის გამო გამოვლენილი ეფექტებისგან, მაგალითად არტერიალური წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია. დოზის სისტემური გადაჭარბების და სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანის დროს შესაძლებელია სერიოზული გართულებები (იხ. „ჭარბი დოზა“)

ალერგიული რეაქციები:

ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი – ყველაზე მძიმე შემთხვევაში) აღინიშნება იშვიათად.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:

შესაძლებელია ნეიროპათია და ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევა (წინა სპინალური არტერიის სინდრომი, არაქნოიდიტი,  „ცხენის კუდის“ სინდრომი)  ჩვეულებრივ დაკავშირებულია რეგიონული ანესთეზიის ჩატარების ტექნიკაზე, და არა პრეპარატის მოქმედებაზე.

მწვავე სისტემური ტოქსიკურობა:

პრეპარატის სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანის ან ჭარბი დოზით შეყვანის დროს მაღალი დოზების გამოყენების ან სისხლში კონცენტრაციის სწრაფად მომატების შემთხვევაში ნაროპინმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე სისტემური ტოქსიკური რეაქციები (იხ. “ფარმაკოლოგიური თვისებები” და “ჭარბი დოზა”).

ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები;

ცნობილია პრეპარატით გამოწვეული სხვადასხვა გვერდითი ეფექტები, რომელთა უმრავლესობა დაკავშირებულია არა გამოყენებული საანესთეზიოს მოქმედებაზე,  არამედ რეგიონული ანესთეზიის ჩატარების ტექნიკასთან. უფრო ხშირად (> 1%) აღინიშნება შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეფასებულია როგორც კლინიკური მნიშვნელობის მქონე, მიუხედავად იმისა იყო თუ არა დადგენილი საანესთეზიოს გამოყენების მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი: არტერიალური წნევის შემცირება, გულისრევა, ბრადიკარდია, ღებინება, პარესთეზია, სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, შარდის შეკავება, თავბრუსხვევა, შეციება, არტერიალური წნევის აწევა, ტაქიკარდია, ჰიპოესთეზია, მოუსვენრობა.

 

 

ძალიან ხშირი (>1/10)

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია 
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა

ხშირი (>1/100)

ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება ზოგადი: ტკივილი ზურგის არეში, შეციება, სხეულის
ტემპერატურის მომატება

ნაკლებად სიხშირე
(>1/1000)

ნერვული სისტემის მხრივ: მოუსვენრობა, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ტოქსიკურობის სიმპტომები (კონვულსიები, დიზართრია, ენის დაბუჟება, ყურებში შუილი, ტრემორი, კუნთების სისუსტე, ჰიპოესთეზია,
პარესთეზია) გულ-სისსხლძარღვთა სისტემის მხრივ: სინკოპე სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, სუნთქვის გაძნელება ზოგადი: ჰიპოთერმია

იშვიათი (

გულ-სისსხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის არითმია, მიოკარდუმის ინფარქტიზოგადი: ალერგიული რეაქციები, ანგიოედემა, ჭინჭრის ციება

ჭარბი დოზა:

მწვავე სისტემური ტოქსიკურობა საანესთეზიოს სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანამ შეიძლება დაუყოვნებლივ გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქცია.

რეგიონული ანესთეზიის ჩატარების დროს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია შეიძლება იყოს მიღწეული შეყვანიდან 1-2 საათის შემდეგ, რაც დამოკიდებულია შეყვანის ადგილზე, რის შედეგადაც ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენა შეიძლება შეფერხდეს. სისტემური ტოქსიკურობა შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომებით ცენტრალური ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

ცენტრალური ნერვული სისტემა

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სისტემური ტოქსიკურობის გამოვლენა ატარებს დისკრეტულ ხასიათს: დასაწყისში ვლინდება მხედველობის და სმენითი დარღვევები, პირის გარშემო დაბუჟება, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, პარესთეზიები. დიზართრია, კუნთების ტონუსის მომატება, კუნთოვანი ფასციკულაცია არის სისტემური ტოქსიკურობის უფრო სერიოზული გამოვლენა და შეიძლება წინ უსწრებდეს გენერალიზირებული კრუნჩხვების გამოვლენას (ეს ნიშნები არ უნდა იყოს განხილული როგორც პაციენტის ნევროტული ქცევის მიზეზი). ინტოქსიკაციის პროგრესირების დროს შეიძლება აღინიშნოს გონების დაკარგვა, კრუნჩხვითი შეტევები რამოდენიმე წამიდან რამოდენიმე წუთის ხანგრძლივობით, სუნთქვის დარღვევით, კუნთების მომატებული აქტივობის გამო ჰიპოქსიის და ჰიპერკაპნიის სწრაფი განვითარებით. მძიმე შემთხვევებში შეიძლება მოხდეს სუნთქვის გაჩერება. საანესთეზიოს ტოქსიკურ ეფექტს აძლიერებს რესპირატორული და მეტაბოლური აციდოზი. შემდგომში, ცენტრალური ნერვული სისტემიდან საანესთეზიოს პრეპარატის გადანაწილების და მისი შემდგომი მეტაბოლიზმის და ექსკრეციის გამო, წარმოებს ფუნქციების საკმაოდ სწრაფი აღდგენა, თუ არ იყო შეყვანილი პრეპარატის დიდი დოზა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემა :

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიალური წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, არითმია და, რიგ შემთხვევებში გულის გაჩერება შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მაღალ კონცენტრაციებში გამოყენების შედეგად. მოხალისეებზე ჩატარებული კვლევების დროს როპივაკაინის ინტრავენური ინფუზია იწვევდა გულის გამტარობას. გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სიმპტომებს ჩვეულებრივ წინ უსწრებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ტოქსიკურობის ნიშნები, რაც ვლინდება იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი ღებულობს სედატიურ საშუალებებს (ბენზოდიაზეპინები ან ბარბიტურატები) ან ზოგად საანესთეზიო პრეპარატებს.

მწვავე ტოქსიკურობის მკურნალობა

მწვავე სისტემური ტოქსიკურობის გამოვლენის პირველივე ნიშნების დროს საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს პრეპარატის შეყვანა. კრუნჩხვების გამოვლენის დროს ავადმყოფს ესაჭიროება მკურნალობა, რომლის მიზანია ოქსიგენაციის შენარჩუნება, კრუნჩხვების კუპირება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების შენარჩუნება. აუცილებელია ჟანგბადით ოქსიგენაციის უზრუნველყოფა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება (ტომრის ან ნიღბის დახმარებით). იმ შემთხვევაში, თუ 15- 20 წამის შემდეგ კრუნჩხვა არ შეწყდება, საჭიროა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება: თიოპენტალ ნატრიუმით 100-150 მგ ინტრავენური შეყვანა (უზრუნველყოფს კრუნჩხვების სწრაფ კუპირებას) ან 5 დიაზეპამის 5-10 მგ ინტრავენური შეყვანა (თიოპენტალის მოქმედებასთან შედარებით ეფექტი ვითარდება უფრო ნელა). სუქსამეთონიუმი სწრაფად სპობს კრუნჩხვებს, მაგრამ მისი გამოყენების დროს პაციენტი უნდა იქნეს ინტუბირებული და უნდა ჩატარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების (ჰიპოტენზია, ბრადიკარდია) დათრგუნვის დროს საჭიროა 5-10 მგ ეფედრინის ვენაში შეყვანა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნდა  განმეორდეს 2-3 წთ-ში. გულის გაჩერების შემთხვევაში საჭიროა სტანდარტული რეანიმაციული ღონისძიებების დაუყოვნებლივ დაწყება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისხლის ოპტიმალური ოქსიგენაციის, ვენტილაციის და ცირკულაციის შენარჩუნება, და აგრეთვე აციდოზის კორექტირება. მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი რეანიმაციური ღონისძიებების ჩატარება.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე ზემოქმედება

დოზაზე დამოკიდებულებით ადგილობრივმა საანესთეზიოებმა შეიძლება მოახდინონ უმნიშვნელო ზეგავლენა მენტალურ ფუნქციებზე და კოორდინაციაზე ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ტოქსიკური გამოვლენების არ არსებობის დროს და დროებით შეიძლება დაარღვიონ მოძრაობითი ფუნქცია და დააქვეითონ ყურადღების კონცენტრაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

სხვა ადგილობრივ საანესთეზიოებთან და ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიოების სტრუქტურულად მსგავს პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია ტოქსიკური ეფექტების სუმირება. ციტოქრომ P4501A2 ძლიერ კონკურენტულ ინჰიბიტორთან ფლუვოქსამინთან ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში ბუპივაკაინის კლირენსი მცირდება 30%-ით.

ფლუვოქსამინის მოქმედების ფონზე მსგავსი ურთიერთქმედების შესაძლებლობის გამო საჭიროა ნაროპინის ხანგრძლივი გამოყენების თავიდან აცილება. ხსნარის pH 6,0-ზე უფრო მეტად გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს პრეციპიტატის წარმოშობა ამგვარ პირობებში როპივაკაინის ცუდი ხსნადობის გამო.

მითითებები

რეგიონული ანესთეზია უნდა ჩატარდეს გამოცდილი სპეციალისტის მიერ. რეანიმაციული ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი ხელსაწყოების და სამკურნალო საშუალებების არსებობა. დიდ ფართობზე ბლოკადების შესრულების დაწყებამდე ინტრავენურად უნდა იქნას ჩადგმული კათეტერი. პერსონალი, რომელიც ატარებს ანესთეზიას, უნდა იყოს შესაბამისად მომზადებული და გაცნობილი შესაძლო გვერდითი ეფექტების, სისტემური ტოქსიკური რეაქციების და სხვა შესაძლებელი გართულებების დიაგნოსტიკას დამკურნალობას (იხ. “ჭარბი დოზა”). ადგილობრივ საანესთეზიოებთან დაკავშირებულია ზოგიერთი პროცედურები, როგორიცაა ინექციები თავის და კისრის არეში, რომელთაც შეიძლება თან ახლდეს სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარება, გამოყენებული ადგილობრივი საანესთეზიო ტიპის მიუხედავად. ეპიდურულმა ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიალური წნევის შემცირება და ბრადიკარდია.

სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატების შეყვანამ ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდამ შეიძლება შეამციროს ამგვარი გვერდითი ეფექტების განვითარების საშიშროება. არსებობს ცნობები ხანდაზმულ და თანმხლები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ერთეული შემთხვევების შესახებ ეპიდურული ანესთეზიისათვის ან პერიფერიული ნერვების ბლოკადისათვის ნაროპინის გამოყენებისას, განსაკუთრებით პრეპარატის სისხლძარღვში შემთხვევით მოხვედრის დროს. რიგ შემთხვევაში რეანიმაციური ღონისძიებების ჩატარება გაძნელებულია. როგორც წესი, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების შემთხვევაში საჭიროა უფრო ხანგრძლივი რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება. რადგან ნაროპინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, საჭიროა სიფრთხილე ღვიძლის მძიმე

დაავადებების მქონე ავადმყოფებში პრეპარატის გამოყენების დროს; ზოგ შემთხვევებში შენელებული ელიმინაციის გამო შეიძლება საჭირო გახდეს საანესთეზიო საშუალებების განმეორებით შეყვანილი დოზის შემცირების აუცილებლობა. ჩვეულებრივ ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფები პრეპარატის ერთხელ შეყვანის დროს ან დროის მცირე პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში დოზის კორექტირებას არ საჭიროებენ. მაგრამ, აციდოზი და სისხლის პლაზმაში ცილების კონცენტრაციის შემცირება, რაც ხშირად ვითარდება ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, ზრდის პრეპარატის სისტემური ტოქსიკური მოქმედების რისკს (იხ. “გამოყენება და დოზები”).

საჭიროა ჰიპოტენზიის დროულად კორექტირება 5-10 მგ ეფედრინის ვენაში შეყვანით, საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი.

გამოშვების ფორმა:

2 მგ/მლ, 7,5 მგ/მლ, 10 მგ/მლ საინექციო ხსნარი. 10 მლ ან 20 მლ პილიპროპილენის დარჩილული ამპულები. თითოეული ამპულა მოთავსებულია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 5 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

30ºC ტემპერატურაზე დაბლა. გაყინვა არ შეიძლება. ავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.შენახვის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტით.

ნაროპინი – NAROPIN – НАРОПИН

საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება:

როპივაკაინი

მწარმოებელი: ასტრაზენეკა, შვედეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი.

1 მლ ხსნარი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: როპივაკაინის ჰიდროქლორიდი – 2; 7,5; 10 მგ.

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი (8,6; 7,5 და 7,1 მგ, შესაბამისად), ქლორწყალბად მჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (PH 4-6-მდე), საინექციო წყალი.

აღწერა. გამჭვირვალე უფერული ხსნარი.

დახასიათება. ნაროპინის ხსნარი არის სტერილური იზოტონური წყლის ხსნარი, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს და დანიშნულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. როპივოკაინის pKa 8,1; განაწილების კოეფიციენტი – 141 (ნოქტანოლი/ფოსფატის ბუფერი pH 7,4 25ºC-ზე).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება

ფარმაკოდინამიკა:

როპივაკაინი არის ამიდური ტიპის ხანგრძლივი მოქმედების პირველი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რომელიც სუფთა ენანტიომერია. გააჩნია როგორც საანესთეზიო, ასევე ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. პრეპარატის მაღალი დოზები გამოიყენება ქირურგიული ჩარევების დროს ადგილობრივი ანესთეზიისათვის, ხოლო პრეპარატის დაბალი დოზები უზრუნველყოფენ  ანალგეზიას (სენსორულ ბლოკს) მინიმალური და არაპროგნოზირებადი მოტორული ბლოკით.

როპივაკაინით გამოწვეული ბლოკადის ხანგრძლივობაზე და ინტენსიურობაზე ადრენალინის დამატება არ ახდენს ზეგავლენას. ვოლტაჟ-დამოკიდებული ნატრიუმის არხების შექცევადი ბლოკირებით იგი აფერხებს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებში იმპულსების გენერაციას და ნერვულ ბოჭკოებში მათ გატარებას. როგორც სხვა ადგილობრივ საანესთეზიოებს, მას შეუძლია მოქმედების გამოვლენა სხვა აგზნებად უჯრედულ მემბრანებზე (მაგალითად, თავის ტვინში დამიოკარდში). იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი საანესთეზიოს ჭარბი რაოდენობა

დროის ხანმოკლე პერიოდში აღწევს სისტემურ სისხლმიმოქცევას, შესაძლებელია სისტემური ტოქსიკური ნიშნების გამოვლენა. ტოქსიკურობის გამოვლენა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ წინ უსწრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენას, ვინაიდან აღინიშნება პლაზმაში პრეპარატის უფრო დაბალი კონცენტრაციის დროს. (იხ. “ჭარბი დოზა”). ადგილობრივი საანესთეზიოს პირდაპირი მოქმედება გულზე იწვევს მასში გამტარობის შენელებას, უარყოფით ინოტროპულ ეფექტს, ხოლო დოზის გადაჭარბების დროს არითმიების განვითარებას და გულის გაჩერებას. როპივაკაინის მაღალი დოზების ინტრავენური შეყვანა იწვევს იგივე ეფექტებს გულზე.

როპივაკაინის ჯანმრთელ მოხალისეებში ინტრავენურმა ინფუზიებმა გამოავლინა მის მიმართ კარგი ამტანობა.

არაპირდაპირი გულ-სისხლძარღვოვანი ეფექტები (არტერიული წნევის შემცირება,ბრადიკარდია), რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს როპივაკაინის ეპიდურული შეყვანის შემდეგ, განპირობებულია სიმპათიკური ბლოკადით.

ფარმაკოკინეტიკა:

როპივაკაინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დამოკიდებულია დოზაზე, შეყვანის გზაზე და ინექციის ადგილის ვასკულარიზაციის ხარისხზე. როპივაკაინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შეყვანილი დოზის პროპორციულია.

ეპიდურული შეყვანის შემდეგ როპივაკაინი სრულად აბსორბირდება. აბსორბცია ატარებს ორფაზიან ხასიათს. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T½) ორი ფაზისთვის შეადგენს შესაბამისად 14 წუთს და 4 საათს. როპივაკაინის ელიმინაციის შენელება ანპირობებულია მისი ნელი აბსორბციით, რაც ახსნება მისი უფრო ხანგრძლივი T½  ეპიდურული შეყვანისას ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით.

როპივაკაინის საერთო პლაზმური კლირენსი 440 მლ/წთ-ია, ხოლო მისიავისუფალი ფრაქციის – 8 ლ/წთ. თირკმელების კლირენსი – 1 მლ/წთ, განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში – 47 ლ,  როპივაკაინი ინტენსიურად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (ძირითადად α1-მჟავე გლიკოპროტეინებს). მისი თავისუფალი ფრაქცია შეადგენს დაახლოებით 6%-ს.

როპივაკაინის ხანგრძლივი ეპიდურული ინფუზია იწვევს სისხლის პლაზმაში პრეპარატის საერთო კონცენტრაციის გაზრდას, რაც განპირობებულია სისხლში მჟავე გლიკოპროტეინების დონის მომატებით ქირურგიული ოპერაციების შემდეგ. ამასთან, პრეპარატის თავისუფალი ფრაქციის ფარმაკოლოგიურად აქტიური ფორმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იცვლება უფრო ნაკლებად, ვიდრე პრეპარატის საერთო კონცენტრაცია. როპივაკაინი აღწევს პლაცენტურ ბარიერს, თავისუფალი ფრაქციის წონასწორული კონცენტრაციის სწრაფი მიღწევით. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი ნაყოფისათვის უფრო დაბალია, ვიდრე დედისათვის, რაც იწვევს ნაყოფის პლაზმაში პრეპარატის უფრო დაბალ კონცენტრაციას დედის სისხლის პლაზმაში პრეპარატის საერთო კონცენტრაციასთან შედარებით. როპივაკაინი აქტიურად მეტაბოლიზდება ორგანიზმში, ძირითადად არომატული ჰიდროქსილირების გზით. 3-ჰიდროქსი-როპივაკაინი (კონიუგირებული + არაკონიუგირებული) აღმოჩენილია სისხლის პლაზმაში. 3-ჰიდროქსი და 4- ჰიდროქსი-როპივაკაინს როპივაკაინთან შედარებით გააჩნიათ უფრო მსუბუქია დგილობრივი საანესთეზიო მოქმედება.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ როპივაკაინის 86% გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატის მხოლოდ 1% გამოიყოფა შეუცვლელი სახით. როპივაკაინის ძირითადი მეტაბოლიტის, 3-ჰიდროქსი-როპივაკაინის დაახლოებით 37%  გამოიყოფა შარდით ძირითადად კონიუგირებული ფორმით.

როპივაკაინის 1-3% გამოიყოფა შარდით შემდეგი მეტაბოლიტების სახით: 4- ჰიდროქსი-როპივაკაინი, N-დეალკილირებადი მეტაბოლიტები და 4-ჰიდროქსიდეალკილირებადი როპივაკაინი. როპივაკაინის in vivio რაცემიზაციის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

ჩვენება:

ანესთეზია ქირურგიული ჩარევების დროს:

  • ეპიდურული ბლოკადა ქირურგიული ჩარევების დროს, საკეისრო კვეთის ჩათვლით;
  • მსხვილი ნერვების და ნერვული წნულის ბლოკადა;
  • ცალკეული ნერვების ბლოკადა და ინფილტრაციული ანესთეზია.
  • მწვავე ტკივილის სინდრომის კუპირება:
  • გახანგრძლივებული ეპიდურული ინფუზია ან პერიოდული ბოლუსური შეყვანა, მაგალითად, ოპერაციის შემდგომი ტკივილის გაყუჩება ან მშობიარობის გაუტკივარება;
  • ცალკეული ნერვების ბლოკადა და ინფილტრაცია;
  • პერიფერიული ნერვების გახანგრძლივებული ბლოკადა;
  • სახსარშიდა ინექცია.

უკუჩვენება:

* ცნობილი მომატებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიოების მიმართ. საბავშვო ასაკი (1 წლამდე) კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.

სიფრთხილით: პრეპარატის შეყვანა სიფრთხილით ესაჭიროებათ დაუძლურებულ ხანდაზმულ პაციენტებს ან იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე თანმხლები დაავადებები, როგორიცაა გულის ბლოკადა (სინოატრიაული, ატრიოვენტრიკულური, პარკუჭშიდა), ღვიძლის პროგრესირებადი ციროზი, თირკმელების მძიმე ქრონიკური უკმარისობა. პაციენტების ამ ჯგუფისთვისუპირატესობას წარმოადგენს რეგიონული ანესთეზია. მძიმე არახელსაყრელი მოვლენების განვითარების რისკის დაწევის მიზნით დიდ ფართობზე ბლოკადების ჩატარების დროს რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის წინასწარი ოპტიმიზირება, და აგრეთვე საანესთეზიო საშუალებების დოზის კორექტირება.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია:

ფეხმძიმობა

როპივაკაინის გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე და აგრეთვე მისი ტერატოგენული ეფექტი არ არის გამოვლენილი. ქალებში ნაყოფის განვითარებაზე როპივაკაინის შესაძლებელი მოქმედების შეფასების მიზნით კვლევები ჩატარებული არ არის.

ფეხმძიმობის დროს ნაროპინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გამართლებულია კლინიკური სიტუაციით (მეანობაში ანესთეზიისათვის ან ანალგეზიისათვის პრეპარატის გამოყენება კარგად არის დასაბუთებული). კვლევები პრეპარატის მოქმედების შესახებ რეპროდუქციულ ფუნქციაზე ჩატარდა ცხოველებზე. ვირთაგვებზე კვლევის დროს როპივაკაინმა არ გამოავლინა გავლენა რეპროდუქციაზე ორ თაობაში. ფეხმძიმე ვირთაგვებში პრეპარატის მაქსიმალური დოზის შეყვანის დროს აღინიშნებოდა შთამომავლობის სიკვდილიანობის გაზრდა მშობიარობის შემდეგ პირველ სამ დღეში, რაც შესაძლოა აიხსნას დედაზე როპივაკაინის ტოქსიკური ეფექტით, რაც იწვევს დედობრივი ინსტინქტის დარღვევას. ბოცვრებზე და ვირთაგვებზე ტერატოგენურობის კვლევამ არ გამოავლინა ორგანოგენეზსა ან ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიებზე როპივაკაინის გვერდითი ეფექტები. აგრეთვე, პრეპარატის მაქსიმალურად ამტანი დოზის მიღების დროს ვირთაგვებზე პერინატალური და პოსტნატალური კვლევების მსვლელობაში გვერდითი ეფექტები ნაყოფის განვითარების ბოლო სტადიაზე, სამშობიარო ქმედებაზე, ლაქტაციაზე, სიცოცხლისუნარიანობაზე ან შთამომავლობის ზრდაზე არ აღინიშნა. როპივაკაინის ბუპივაკაინთან პერინატალური და პოსტნატალური შედარებითი კვლევების მსვლელობაში ნაჩვენებია, რომ როპივაკაინისგან განსხვავებით ბუპივაკაინის ტოქსიკური გავლენა აღინიშნა პრეპარატის მნიშვნელოვნად დაბალი დოზების დროს და სისხლში შეუკავშირებელი ბუპივაკაინის უფრო დაბალი კონცენტრაციის დროს.

ლაქტაცია

დედის რძეში როპივაკაინის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა შესწავლილი არ არის. ექსპერიმენტული მონაცემებიდან გამომდინარე პრეპარატის დოზა, რომელსაც იღებენ ახალშობილები შეადგენს დედისთვის შესაყვანი დოზის დაახლოებით 4% (რძეში პრეპარატის კონცენტრაცია/პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია). როპივაკაინის საერთო დოზა, რომელიც მოქმედებს ბავშვზე ლაქტაციის პერიოდში, მნიშვნელოვნად დაბალია დოზაზე, რომელიც შეიძლება მოხვდეს ნაყოფში მშობიარობის დროს დედისთვის მისი შეყვანის შემთხვევაში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დედისათვის პოტენციური სარგებლობის და ჩვილისათვის შესაძლო რისკის შეფარდების განსაზღვრა.

გამოყენების წესი და დოზირება:

ნაროპინი გამოიყენება მხოლოდ რეგიონული ანესთეზიის დროს საკმარისი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ, ან მათი მეთვალყურეობით. მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები საერთოდ ქირურგიული ჩარევების დროს ანესთეზიისათვის (მაგალითად, ეპიდურული შეყვანის დროს) საჭიროა უფრო მაღალი დოზები და პრეპარატის უფრო მეტად კონცენტრირებული ხსნარები. გაუტკივარების დროს (მაგალითად, ეპიდურული შეყვანა ტკივილის სინდრომის კუპირებისათვის) რეკომენდებულია პრეპარატის უფრო დაბალი დოზები და კონცენტრაციები.

ცხრილში მოცემული დოზები საკმარისია საიმედო ბლოკადის მისაღწევად და გამოიყენება მოზრდილებში პრეპარატის გამოყენების საორიენტაციოდ, რადგან არსებობს ბლოკის განვითარების და მისი ხანგრძლივობის სიჩქარის ინდივიდუალური ვარეაბელობა.მოცემული ცხრილი წარმოადგენს პრეპარატის დოზირების საორიენტაციო სახელმძღვანელოს ხშირად გამოყენებული ბლოკადების ჩასატარებლად. პრეპარატის დოზის შერჩევის დროს საჭიროა კლინიკურ გამოცდილებაზე

დაყრდნობა პაციენტის ფიზიკური სტატუსის გათვალისწინებით.

გაგრძელება

ნაპროქსენი – NAPROXEN – НАПРОКСЕН

საერთაშორისო დასახელება:

NAPROXEN

მწარმოებელი: CP Pharmaceuticals ltd Wrexham UK  

მოქმედი ნივთიერება: ნაპროქსენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ნაპროქსენი ………     250 მგ

1 ტაბ.

ნაპროქსენი ……….    500 მგ

 

ვრცლად ნალგეზინი (დოზირება ინდივიდუალური)

ნანიპრუსი – NANIPRUS – НАНИПРУС

საერთაშორისო დასახელება: SIDIUM NITROPRUSSIDE

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ნიტროპრუსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერიფერიული ვაზოდილატატორი არტერიოლებზე უპირატესი მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 30 მგ, გამსხნელთან (ამპულაში 5 მლ) ერთად კომპლექტში.

1 ფლ.

ნატრიუმის ნიტროპრუსიდი ……….30 მგ

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ციტრატი 61.7 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნანიპრუსი წარმოადგენს ძლიერ ვაზოდილატატორს. იგი ააქტიურებს გუანილატციკლაზას და ზრდის ციკლური გუანოზინმონოფოსფატის უჯრედშიდა კონცენტრაციას, რომელიც თრგუნავს კალციუმის და ქლორის უჯრედში მოხვედრას, ადუნებს სისხლძარღვის კედლის გლუვ კუნთებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს პრე- და პოსტდატვირთვას, აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას. ნანიპრუსი უშუალოდ მოქმედებს არტერიოლების გლუვ მუსკულატურაზე ნერვული სისტემისაგან დამოუკიდებლად.

ჩვენებები:

ჰიპერტონული კრიზი შემდეგი მდგომარეობის დროს:

  • ქირურგიული ჩარევის პროცესში ჰიპერტენზიის კონტროლირება;
  • ფეოქრომოციტომის ქირურგიული გზით მოცილების დროს პაროქსიზმული ჰიპერტონია;
  • ერგოალკალოიდების ჭარბი დოზირება;
  • მიოკარდიუმის ინფარქტის კარდიომიოპათიის, მიტრალური და აორტის პათოლოგიის დროს განვითარებული გულის შეგუბებითი უკმარისობა;
  • მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პაციენტის პოსტდატვირთვის შემცირება.

მიღების წესი და დოზირება:

ლიოფილიზირებული ფხვნილი ერევა გამხსნელს, შემდეგ იხსნება 500 მლ 5-10% მანიტოლის ან ფიზიოლოგიურ ხსნარში, ან 5% გლუკოზაში. უფრო ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენება საინფუზიო ტუმბო, არტერიული წნევის მუდმივი კონტროლით.

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურდ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის თანდათანობითი მატება სასურველი ეფექტის მიღებამდე.

რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0.3-1 მკგ/კგ/წთ; საშუალო დოზა შეადგენს 3 მკგ/კგ/წთ;

მაქსიმალური დოზა მოზრდილებისთვის – 8 მკგ/კგ/წთ;

ბავშვებისთვის -10 მკგ/კგ/წთ.

თუ ჰიპოტენზიური ეფექტი არ ვლინდება 10-15 წუთში დოზით 8 მკგ/კგ/წთ (არა უმეტეს 500 მკგ/წთ), ინფუზიას წყვეტენ.

– მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 10-30 საათს.

– თუ ინფუზია გამოიყენებოდა 3 დღეზე მეტი ხნით, აუცილებელია თიოციანიდის კონცენტრაციის კონტროლი შრატში (არ უნდა აღემატებოდეს 6 მგ/100 მლ). თიოციანიდის ექსტრემალურად მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, მისი დაქვეითება შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.

გვერდითი მოვლენები:

დასაშვებია უფრო მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, რომელიც კორექტირდება 5 წუთში ინფუზიის დასრულებიდან; გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების სპაზმი, დიზართრია, ტაქიკარდია, ფსიქოზური რეაქციები.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

* აორტის კოარქტაცია;

* არტერიო-ვენოზური ანევრიზმა;

* ქალასშიდა წნევის მომატება;

* ჰიპოტენზია;

* ჰიპოვოლემია;

* მეთჰემოგლობინური რედუქტაზას აქტივობის დაქვეითება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნანიპრუსის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება დედისათვის თერაპიული სარგებლობის და ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკის განსაზღვრის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

* ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაზიანების, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, ნანიპრუსი ინიშნება უფრო მცირე დოზებით.

* ნანიპრუსით მკურნალობა იწყება დაბალი დოზით და ხდება მისი თანდათანობითი მომატება.

* თირკმლის უკმარისობის და ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში, ნანიპრუსით ხანგრძლივმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს თიოციანიდის (თრგუნავს ფარისებურ ჯირკვალში იოდის შეღწევას) კონცენტრაციის მომატება.

* ნანიპრუსს ახასიათებს მაღალი ფოტომგრძნობელობა, ამიტომ მზა ხსნარი დაცული უნდა იყოს სინათლის ზემოქმედებისგან. გამოიყენება მხოლოდ ახლადდამზადებული ხსნარი. თუ მისი შეფერილობა შეიცვალა წითლად ან ცისფრად, იგი აღარ გამოიყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული ნანიპრუსის გამოყენება ერთდროულად განგლიომაბლოკირებელ საშუალებებთან ან კლონიდინთან.

– ჰიპოტენზიური ეფექტი იზრდება ნანიპრუსის სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციის დროს.

– ავადმყოფებში გულის უკმარისობით და ფილტვებში შეგუბებით დასაშვებია ნანიპრუსის კომბინაცია დოპამინთან, რის შედეგადაც ხდება ფილტვის კაპილარებში წნევის დაქვეითება და მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარების დაქვეითება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!