Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 529

მულტი – ტაბს პერინატალი – MULTI -TABS PERINATAL – МУЛЬТИ -ТАБС ПЕРИНАТАЛ

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინო-მინერალური კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) ................800მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ...............5 მკგ
ვიტამინი E
(D–α-ტოკოფეროლის აცეტატი) ...................
10 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ................2.1 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ......................2.4 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) ...............
3 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) .................2 მკგ
ნიკოტინამიდი .........................................27 მგ
პანტოტენის მჟავა .....................................9 მგ
ფოლიუმის მჟავა ......................................400 მკგ
ვიტამინი C(ასკორბინის მჟავა) .....................90 მგ
კალციუმის (კალციუმის კარბონატი) ..............160 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) ......................75 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ..........................14 მგ
თუთია (თუთიის ოქსიდი) ..........................15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ..................2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ..................2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) ........................50 მკ
სელნიუმი (ნატრიუმის სელენატი) .................50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ........................150 მკგ

მულტი – ტაბს კლასიკი – MULTI -TABS CLASSIC – МУЛЬТИ -ТАБС КЛАССИК

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინო-მინერალური კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ...............800 მკგ
ვიტამინი D(ქოლეკალციფეროლი) ..............5 მკგ
ვიტამინი E
( D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) ...................
10 მგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ..............1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ....................1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ...............
2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ..............1 მგ
ნიკოტინამიდი ......................................18 მგ
პანტოტენის მჟავა
(კალციუმის პანტოთენატი) .......................
6 მგ
ფოლის მჟავა ........................................200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) .................60 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ჟანგი) ......................75 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ........................14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ...........................15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ...............2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ................2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) .....................50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) .................5 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ......................150 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში:

საქაროზა, ჟელატინი, სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, ტრიგლიცერიდები, ჰიპრომელოზა მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, გამოხდილი წყალი.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ორშენაცვლებადი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმ კროსკარმელოზა, ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, სილიკოგელი უწყლო კოლოიდური, გლიცეროლი 85%, სტეარინის მჟავა, გამოხდილი წყალი.

გარსი: ჰიპრომელოზა 3 და ჰიპრომელოზა 15; გლიცეროლი 85%, ტიტანიუმის ორჟანგი, ტალკი, რკინის ჟანგი (II).

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი. შეიცავს ვიტამინების კომპლექსსა და მინერალურ დანამატებს. ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

 

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წამოადგენს შემაკავშირებელს ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს. აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლების ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალურ და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირრწყლებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში. უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას. აადვილებს სტრესული სიტუაციის გადატანას, დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივ და უჯრედული იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისათვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას. არეგულირებენ ტვინის, ნევრული სისტემის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

  • ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკა;
  • მეტაბოლური პროცესების ბალანსირება;
  • გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ;
  • გაძლიერებული გონებრივი და ფიზიკური აქტიურობისას;
  • არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვებისას ან დიეტის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 11 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 1 ტაბლეტი დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის  დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მულტი-ტაბს კლასიკის მიღების დროს არ არის რეკომენდეული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება.

* არ შეიძლება აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მულტი – ტაბს კალციუმი ბავშვებისათვის – MULTI -TABS KID CALCIUM – МУЛЬТИ-ТАБС МАЛЫШ КАЛЬЦИЙ

მწარმოებელი: FERROSAN,დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ........................400 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ......................10 მკგ
ვიტამინი E
(D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) .............................
6 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) .......................0.7 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) .............................0.8 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ........................
0.7 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) .......................1 მკგ
ნიკოტინამიდი (ნიკოტინამიდი) ..........................8 მგ
პანტოტენის მჟავა
(კალციუმის პანტოთენატი) ................................
3 მგ
ფოლის მჟავა (ფოლის მჟავა) ..............................50 მკგ
ბიოტინი (D-ბიოტინი) .....................................20 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ..........................50 მგ
ვიტამინი K (ფიტომენადიონი) ............................15 მკგ
კალციუმი (კალციუმის კარბონატი) ......................200 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) ............................25 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ................................8 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ....................................6 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ........................0.4 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) .........................1 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) ..............................20 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) ..........................20 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ...............................70 მკგ

მულტი – ტაბს კალციუმი D3 ფორტე – MULTI -TABS CALCIUM D3 FORTE – МУЛЬТИ -ТАБС КАЛЬЦИИЙ D3 ФОРТЕ

მწარმოებელი: FERROSAN

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

კალციუმი (კალციუმის კარბონატი) ...............500 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ჰიდროქსიდი) ..............100 მგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ...................40 მგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ...............3.0 მკგ

მულტი – ტაბს იუნიორი – MULT -TABS JUNIOR – МУЛЬТИ -ТАБС ЮНИОР

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლბა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ჟოლოსა და მარწყვის, ან ფორთოხლისა და ვანილის, ან ბანანის, ან ხილის, ან კოლასა და ლიმონის გემოთი: ბლისტერზე 15 ტა., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ..................800 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ................5 მკგ
ვიტამინი E
(D-α–ტოკოფეროლ აცეტატი) .......................
10 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) .................1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) .......................1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ...................
2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ..................1 მკგ
ნიკოტინამიდი .........................................18 მგ
პანტოტენის მჟავა 
(კალციუმის პანტოთენატი) ..........................
6 მგ
ფოლის მჟავა ...........................................100 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) .....................60 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ...........................14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ..............................15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ..................2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ...................2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) .........................50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) .....................50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) .........................150 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიგ შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში:

საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, ჰიპრომელოზა, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, მონო დი და ტრიგლიცერიდები, წყალი.

დამხმარე ნივთიერებები:

ქსილიტი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ორშენაცვლებადი კალციუმის ფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ასკორბინის მჟავა, მეთილცელულოზა, ჟელატინი, სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური უწყლო, სტეარინის მჟავა, ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, ნარევი მონო- დი-  და ტრიგლიცერიდები, ასპარტამი, გემოს შემავსებელი (ჟოლოსა და მარწყვის, ფორთოხლისა და ვანილის, ბანანის, ხილის ან კოლასა და ლიმონის), გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელს ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.

აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას, გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველჰყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციისათვის.

ვიტამინი B12: აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათივს. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვენ ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების,  დიდი მნიშვნელობა აქვს ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქცის რეგულაციაში, უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას. აადვილებს სტრესული სიტუაციისა და დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივი და უჯრედული  იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისათვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას. არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

  • ჰიპოვიტამინოზისა და ავიტამინოზის პროფილაქტიკა;
  • მინერალების უკმარისობა;
  • ვიტამინებისა და მინერალების გაზრდილი მოთხოვნილება;
  • ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა;
  • სტრესების: გადაღლილობის დროს;
  • გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ;
  • არაჯანმრთელი და არასაკმარისი კვების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 4-დან 11 წლამდე -1 ტაბლეტი დღეში საჭმელთან ერთად ან ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მულტი-ტაბს იუნიორის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა ადგილი არ ჰქონდეს დოზის გადაჭარბებას.

ჭარბი დოზირება:

არ შეიძლება აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მულტი – ტაბს იმუნო პლუსი – MULTI -TABS IMMUNO PLUS – МУЛЬТИ -ТАБС ИММУНО ПЛЮС

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

Lactobacillus GG (LGG) ...............................109კოე
ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) .....................800 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ...................5 მკგ
ვიტამინი E
(D-α–ტოკოფეროლ აცეტატი) .........................
10 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) .....................1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ..........................1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) .....................
2მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) .....................1 მკგ
ნიკოტინამიდი ............................................18 მგ
პანტოტენის მჟავა .........................................6 მგ
ფოლის მჟავა ..............................................200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) .......................60 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) .............................14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) .................................15 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ......................2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) ............................50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) ........................50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ............................150მკგ

მულტი – ტაბს იმუნო ბავშვებისათვის – MULTI -TABS IMMUNO KIDS – МУЛЬТИ -ТАБС ИММУНО КИДС

მწარმოებელი: FERROSAN

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებალი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

Lactobacillus GG (LGG) .........................109 კოე
ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ...............400 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) .............10 მკგ
ვიტამინი E
(D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) ....................
7 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ...............1 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ....................1.2 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ................
1.1 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ...............1.4 მკგ
ნიკოტინამიდი ......................................13 მგ
პანტოტენის მჟავა ...................................3 მგ
ფოლის მჟავა ........................................100 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) .................60 მგ
ბიოტინი (D-ბიოტინი) ...........................20 მკგ
ვიტამინი K (ფიტომენადიონი) ...................30 მკგ
რკინა (რკინის ფუმარატი) .......................10 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ..........................7 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ...............2 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) .....................20 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) .................30 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ......................90 მკგ

მულტი – ტაბს ბ-კომპლექსი – MULTI -TABS B-COMPLEX – МУЛТИ -ТАБС В-КОМРЛЕКС

მწარმოებელი: FERROSAN , დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება, პოლივიტამინური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60  და 100 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ...................15 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ........................15 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ....................
15 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ...................5 მგ
ნიკოტინამიდი ..........................................60 მგ
პანთოტენის მჟავა
(კალციუმის პანთოტენატი) ...........................
30 მგ
ფოლის მჟავა ............................................200 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში: ჰიპრომელოზა, მელტოდექსტრინი, ნატრიუმის  ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი;

შემავსებლები: კალციუმის სულფატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, გლიცეროლი 85%, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინის მჟავა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, სილიციუმის ორჟანგი, ქლორწყალბადის კონცენტრირებული მჟავა, გამოხდილი წყალი.

გარსი: ჰიპრომელოზა 3, ჰიპრომელოზა 15, ტალკი, რკინის ჟანგი (II); რკინის ჟანგი (III); გამოხდილი წყალი, ეთანოლი 96%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პოლივიტამინური კომპლექსი. პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების თვისებებით.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის, ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ვიტამინი B12: აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათივს. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვენ ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

ვიტამინი PP: ნიკოტინამიდი წარმოადგენს კომპონენტს, რომელიც მონაწილეობს წყალბადური იონის გადატანაში ცხიმოვანი მჟავების სინთეზისას, გლიკოლიზისა და ქსოვილების სუნთქვის დროს. ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს უჯრედული მეტაბოლიზმისას. ნიკოტინამიდი ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზაციას; მისი გამოყენება სასურველია ასევე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევისას, რომლებიც  დაკავშირებულია ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

ჩვენებები:

  • ჰიპორვიტამინოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა, B ჯგუფის ვიტამინების გაძლიერებული მოთხოვნის მდგომარეობა:
  • მძიმე სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი;
  • “ქრონიკული დაღლილობის სინდრომი”;
  • ასტენური და ნევროტიკული მდგომარეობების, სტრესის პროფილაქტიკა;
  • სხვადასხვა ეთიოლოგიის პოლინევრიტები, ნევრალგიები;
  • სხვადასხვა ეთიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:

იმ შემთხვევაში, თუ დოზირების სხვა სქემა არ არის დანიშნული, რეკომენდებულია:

მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის 12 წლის ასაკის ზევით - თითო ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

დიაბეტური პოლინეიროპათიის პროფილაქტიკისათვის და მკურნალობისათვის, სხვადასხვა ეთიოლოგიის პოლინევრიტებისას, ნევრალგიებისას 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მინიმალური კურსი შეადგენს 2-3 თვეს.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* B-კომპლექსის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური კომპლექსების მიღება.

* ჯგუფი- B ვიტამინების კომპლექსი ამცირებს ლევოდოპას ანტიპარკინსონურების ეფექტურობას.

* ალკოჰოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვადობას.

* არ არის რეკომენდებული აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მულტი – ტაბს აქტივი – MULTI -TABS ACTIV – МУЛЬТИ -ТАБС АКТИВ

მწარმოებელი: FERROSAN , დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინური საშუალება+მულტიმინერალები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) .............................800 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ..........................5 მკგ
ვიტამინი E (D- α-ტოკოფეროლ აცეტატი) ..................10 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ............................1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) .................................1.6 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) .............2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)  ...........................1 მკგ
ნიკოტინამიდი ....................................................18 მგ
პანტოტენის მჟავა .................................................6 მგ
ფოლის მჟავა ......................................................200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ...............................60 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) .................................100 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ......................................14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) .........................................15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) .............................2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ..............................2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) ...................................50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) ...............................50 მკგ
კორეული ჟენშენის სტანდარტიზირებული ..................127.1 მგ
ექსტრაქტი, შეიცავს გინსენოზიდების ........................8.3 მგ-ს
იოდი(კალიუმის იოდიდი) ....................................150მკგ

მუკოფალკი (გრანულები) – MUCOFALK (granuli) – МУКОФАЛЬК (гранулы)

ინფორმაცია: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება ფორთოხლის არომატით, რომელიც არეგულირებს ნაწლავის ფუნქციას და აადვილებს ნაწლავის შიგთავსის პასაჟს.

არ იწვევს შეჩვევას. უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ინიშნება 12 წლის ზემოთ 1 პაკეტი 2–6 –ჯერ დღეში. პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 მლ წყალში და დაუყოვნებლივ მიიღება, შემდეგ  აყოლებენ მეორე ჭიქა  წყალს.

მწარმოებელი: დრ. ფალკ ფარმა. გერმანია.

შემადგენლობა:

1 პაკეტი -5გ. გრანულა შეიცავს მრავალძარღვას თესლის გარსს- 3,25გ.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, დექსტრინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის  არომატიზატორი.

5გ პრეპარატი შემადგენლობაში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობა  შეესაბამება 0.064 პ/ე-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მრავალძარღვას თესლის გარსის ჰიდროფილური ბოჭკოები აკავებენ სითხეს კუჭ–ნაწლავის ტრაქტში, რის შედეგადაც იზრდება განავლის მოცულობა და რბილდება მისი კონსისტენცია.

პრეპარატი არეგულირებს ნაწლავის ფუნქციას და აადვილებს ნაწლავის შიგთავსის პასაჟს.

ჩვენება:

  • ყაბზობა;
  • ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი ყაბზობა;
  • ანალური ნახეთქები და ბუასილი ;
  • ანორექტალურ არეში ჩატარებული პოსტოპერაციული პერიოდი ;
  • ფუნქციური დიარეა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი;

უკუჩვენება:

*ნაწლავთა გაუვალობა

*12 წლამდე ასაკი

დოზირება :

12 წლის ზემოთ 1 პაკეტი 2–6 ჯერ დღეში.

პაკეტის შიგთავსი იხსნება 150მლ წყალში და დაუყოვნებლივ მიიღება, დამატებით აყოლებენ 1 ჭიქა წყალს.

დანიშნულება:

აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!

Don`t copy text!