Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 530

მუნდიზალი – MUNDISAL – МУНДИЗАЛ

საერთაშორისო დასახელება: CHOLITE SALICYLATE; CETALKONIUM CHLORIDE

მწარმოებელი: MUNDIPHARMA, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ქოლინსალიცილატი+ცეტალკონიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 8 გ

1 გ

ქოლინსალიცილატი …………     87.1 მგ

ცეტალკონიუმის ქლორიდი ……  0.1 მგ

ფარმაკოლოგიუირ თვისებები:

მუნდიზალ გელში შემავალი ქოლინსალიცილატი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან და უმოკლეს დროში ავლენს სასურველ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ტკივილის გაყუჩება აღინიშნება გელის წასმიდან 2-3 წუთის შემდეგ, ხოლო პრეპარატის მოქმედება გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში. მუნდიზალ გელი შეიცავს შაქარს და მას კარგად იტანს ლორწოვანი გარსი.

ჩვენებები:

  • ტკივილები და ანთებითი პროცესები ჭრილობის ჩირქგროვებისა და დაზიანებების დროს პირისა და ცხვირ-ხახის არეში მოზრდილებსა და ბავშვებში (სტომატიტი, გინგივიტი, ალვეოლიტი, პროთეზირებით გამოწვეული დაზიანებები);
  • კბილის ამოჭრისას.

მიღების წესი და დოზირება:

თუ პრეპარატი ექიმის მიერ არ არის დანიშნული, მაშინ გელი დაახლოებით 1 სმ სისქის წაისმება მტკივნეულ ადგილზე 3-4-ჯერ ჭამის და ძილის წინ.

ტუბი იხსნება იქ, სადაც საცობი ამოიხრახნება და გელი სუფთა თითით დაიტანება დაავადებულ ან მტკივნეულ ადგილზე და მსუბუქად შეიზილება.

გვერდითი მოვლენები:

მწვავე დაზიანებების შემთხვევაში მუნდიზალ გელის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია წვის შეგრძნება ხანმოკლე დროის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

მუნდიზალ გელი არ გამოიყენება სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში  პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

ტკივილების გაგრძელებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოვლენების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ან ორსულობისას საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივი ინფორმირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მულტილოადი Cu-375 – MULTILOAD Cu-375 – МУЛЬТИЛОАД Cu-375




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

მულტივიტი – MULTIVIT – МУЛЬТИВИТ

მწარმოებელი: NATUR PRODUKT

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მულტივიტამინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალურად მიღებისათვის: ფლაკონში 200 მლ

 

 

რეტინოლის პალმიტატი (ვიტ. А)

6000 МЕ (3.3 მგ)

ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტ. Е)

50 მგ

ერგოკალციფეროლი (ვიტ. D2)

800 МЕ (20 მკგ)

ასკორბინის მჟავა (ვიტ. С)

350 მგ

თიამინი (ვიტ. B1)

5 მგ

რიბოფლავინი (ვიტ. B2)

6 მგ

კალციუმის პანთოტენატი (ვიტ. B5)

33 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ. B6)

7 მგ

ციანკობალამინი (ვიტ. B12)

5 მკგ

ნიკოტინამიდი (ვიტ. РР)

60 მგ

რკინის (II) ლაქტატი

40 მგ

მულტი -ტაბს ეკოლოჯიკ® – MULTI -TABS EcoLogic® – МУЛЬТИ -ТАБС ЭКОЛОДЖИК®

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინები მაკრო- და მიკრო ელემენტებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბლეტი, შეფუთვაში 1 ან 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლი აცეტატი) ………………267 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) …………….5 მკგ
ვიტამინი E
(D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) …………………..
10 მგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ………………1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) …………………..1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ……………….
2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ………………18 მგ
პანტოტენის მჟავა 
(კალციუმის პანთოტენატი) ……………………..
6 მგ
ფოლის მჟავა ……………………………………..200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ………………..60 მგ
ბეტაკაროტინი …………………………………..3.2 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ჟანგი) …………………….75 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ……………………..14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) …………………………15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ……………….2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ……………….2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) …………………….50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) …………………50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) …………………….150 მკგ
ნიკოტინამიდი …………………………………..18 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორაგნიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის. იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების ძვლების, ხრტილის, კბილებსა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს. აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას, გარდა ამისა, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლებდის, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი  მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ვიტამინი B12: აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათივს. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვენ ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

ბეტაკაროტინი: მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას. ამცირებს ათეროსკლეროზის და იბს-ს ყველა ფორმის განვითარების საშიშროებას, აჩერებს თვალის მიერ სინათლის მგრძნობელობის ცვლილებებს, ამცირებს ინტოქსიკაციის დონეს, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოწევითა და დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში, უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას, აადვილებს სტრესული სიტუაციისა და დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივი და უჯრედული იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისათვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას. არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

რეკომენდებულია როგორც ვიტამინების (კაროტინოიდების ჩათვლით) და მინერალური ნივთიერების უკმარისობის შემავსებელი დამატებით წყარო.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 11 წლიდან – 1 ტაბლეტი დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* საკვები დანამატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მულტი -ტაბს ბავშვებისათვის – MULTI -TABS KID – МУЛЬТИ -ТАБС КИД

მწარმოებელი: FERROSAN , დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინო-მინერალური კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ჟოლოსა და მარწყვის ან ფორთოხლისა და ვანილის, ან ბანანის, ან ხილის, ან კოლასა და ლიმონის გემოთი: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ……………………..400 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) …………………..10 მკგ
ვიტამინი E (D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) …………….5 მგ
ვიტამინი B1( თიამინის ნიტრატი) …………………….0.7 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) …………………………0.8 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ……….0.9 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) …………………….1 მგ
ნიკოტინამიდი ………………………………………….9 მგ
პანტოტენის მჟავა
(კალციუმის პანთოტენატი) …………………………….
3 მგ
ფოლის მჟავა ……………………………………………20 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ……………………….40 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) …………………………….10 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ………………………………..5 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ……………………..1 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ………………………1 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) …………………………..20 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) ………………………..25 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ……………………………70 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები (რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში:

საქაროზა, ჟელატინრი, მოდიფიცირებული სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, ტრიგლიცერიდები (შუალედური ჯაჭვები), სიმინდის სახამებელი, მონო-, დი- და ტრიგლიცერიდების ნარევი, ჰიპრომელოზა, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი.

არააქტიური ინგრედიენტები:

ქსილიტი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, სილიკოგელი უწყლო კოლოიდური, მეთილცელულოზა, ჟოლოს არომატიზატორი, ხენდროს არომატიზატორი, მონო და ტრიგლიცერიდების ნარევი, ასპარტამი, დიკალციუმფოსფატ დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, გაწმენდილი წყალი, ასკორბინის მჟავა, ჟელატინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი. შეიცავს ვიტამინების კომპლექსსა და მინერალურ დანამატებს. ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს. აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ. ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის  სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას, ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში, უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას. აადვილებს სტრესული სიტუაციისა და დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივი და უჯრედული იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისთვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივ მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას, არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

  • რეკომენდებულია ბავშვებისათვის 1-4 წლამდე:
  • ჰიპოვიტამინოზისა და ავიტამინოზის პროფილაქტიკა;
  • მინერალების უკმარისობა;
  • ბავშვის მოძრაობის აპარატისა და ზრდის სისტემის სწორი განვითარებისათვის;
  • ბავშვის ნევროლოგიური სისტემის სწორი განვითარებისათვის;
  • გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ;
  • არაჯანმრთელი ან არასაკმარისი კვების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

1 ტაბლეტი დღეში ბავშვებისათვის 1-დან 4 წლამდე საჭმელთან ერთად ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მულტი-ტაბს ბავშვებისათვის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება.

ჭარბი დოზირება:

არ შეიძლება აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა  უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მულტი – ტაბს ჩვილებისათვის – MULTI -TABS BABY – МУЛЬТИ -ТАБС БЭБИ

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინების კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალურად მისაღები წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ

1 მლ

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი)  ……….      300 მკგ-1000 სე

ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ………..        10 მკგ-400 სე

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)  …………………. 35 მგ

არააქტიური ინგრედიენტები:

საქაროზა, მაკროგოლგლიცეროლის ჰიდროსტეარატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროჟანგი, ლიმონის მჟავა, ალფა ტოკოფეროლი, ეთანოლი 96%, კონცენტრირებული ქლორწყალბადის მჟავა, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ჩვილი ბავშვებისათვის აუცილებელი ვიტამინების კომპლექსს. მისი მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების თვისებებით.

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი): ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი): აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა): მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელს ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.

აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისა და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ჩვენებები:

  • ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ინფექციური დაავადებების კომპლექსური პროფილაქტიკა (ყივანახველა, წითელა, დიფტერია, ბრონქიტები);
  • მოძრაობის აპარატისა და ორგანოების სისტემების სწორი ფორმირებისა და განვითარებისათვის, ასევე სიმაღლეში ზრდისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 0.5-1 მლ-მდე დღეში ერთხელ, საჭმელთან ერთად ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ ალერგიულ რეაქციებს: ქავილი, ურტიკარია.

უკუჩვენებები:

* მულტი-ტაბს ჩვილებისათვის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა არ ჰქონდეს ადგილი დოზის გადაჭარბებას.

ჭარბი დოზირება:

არ შეიძლება რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმტეს 150C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ იგი ინახება მაცივარში 2-80C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

მულტი – ტაბს პერინატალი – MULTI -TABS PERINATAL – МУЛЬТИ -ТАБС ПЕРИНАТАЛ

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინო-მინერალური კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) …………….800მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ……………5 მკგ
ვიტამინი E
(D–α-ტოკოფეროლის აცეტატი) ……………….
10 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) …………….2.1 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ………………….2.4 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) ……………
3 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ……………..2 მკგ
ნიკოტინამიდი …………………………………..27 მგ
პანტოტენის მჟავა ……………………………….9 მგ
ფოლიუმის მჟავა ………………………………..400 მკგ
ვიტამინი C(ასკორბინის მჟავა) …………………90 მგ
კალციუმის (კალციუმის კარბონატი) …………..160 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) ………………….75 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ……………………..14 მგ
თუთია (თუთიის ოქსიდი) ……………………..15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ………………2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ………………2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) ……………………50 მკ
სელნიუმი (ნატრიუმის სელენატი) ……………..50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ……………………150 მკგ

მულტი – ტაბს კლასიკი – MULTI -TABS CLASSIC – МУЛЬТИ -ТАБС КЛАССИК

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინო-მინერალური კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ……………800 მკგ
ვიტამინი D(ქოლეკალციფეროლი) …………..5 მკგ
ვიტამინი E
( D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) ……………….
10 მგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) …………..1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ………………..1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ……………
2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) …………..1 მგ
ნიკოტინამიდი ………………………………..18 მგ
პანტოტენის მჟავა
(კალციუმის პანტოთენატი) …………………..
6 მგ
ფოლის მჟავა ………………………………….200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ……………..60 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ჟანგი) ………………….75 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ……………………14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ………………………15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ……………2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) …………….2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) …………………50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) ……………..5 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ………………….150 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში:

საქაროზა, ჟელატინი, სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, ტრიგლიცერიდები, ჰიპრომელოზა მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, გამოხდილი წყალი.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ორშენაცვლებადი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმ კროსკარმელოზა, ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, სილიკოგელი უწყლო კოლოიდური, გლიცეროლი 85%, სტეარინის მჟავა, გამოხდილი წყალი.

გარსი: ჰიპრომელოზა 3 და ჰიპრომელოზა 15; გლიცეროლი 85%, ტიტანიუმის ორჟანგი, ტალკი, რკინის ჟანგი (II).

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი. შეიცავს ვიტამინების კომპლექსსა და მინერალურ დანამატებს. ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

 

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წამოადგენს შემაკავშირებელს ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს. აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლების ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალურ და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირრწყლებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში. უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას. აადვილებს სტრესული სიტუაციის გადატანას, დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივ და უჯრედული იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისათვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას. არეგულირებენ ტვინის, ნევრული სისტემის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

  • ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკა;
  • მეტაბოლური პროცესების ბალანსირება;
  • გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ;
  • გაძლიერებული გონებრივი და ფიზიკური აქტიურობისას;
  • არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვებისას ან დიეტის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 11 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 1 ტაბლეტი დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის  დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მულტი-ტაბს კლასიკის მიღების დროს არ არის რეკომენდეული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება.

* არ შეიძლება აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მულტი – ტაბს კალციუმი ბავშვებისათვის – MULTI -TABS KID CALCIUM – МУЛЬТИ-ТАБС МАЛЫШ КАЛЬЦИЙ

მწარმოებელი: FERROSAN,დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ……………………400 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ………………….10 მკგ
ვიტამინი E
(D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) ………………………..
6 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) …………………..0.7 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ………………………..0.8 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ……………………
0.7 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) …………………..1 მკგ
ნიკოტინამიდი (ნიკოტინამიდი) ……………………..8 მგ
პანტოტენის მჟავა
(კალციუმის პანტოთენატი) …………………………..
3 მგ
ფოლის მჟავა (ფოლის მჟავა) …………………………50 მკგ
ბიოტინი (D-ბიოტინი) ……………………………….20 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ……………………..50 მგ
ვიტამინი K (ფიტომენადიონი) ……………………….15 მკგ
კალციუმი (კალციუმის კარბონატი) ………………….200 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) ……………………….25 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) …………………………..8 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ………………………………6 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ……………………0.4 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) …………………….1 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) …………………………20 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) ……………………..20 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ………………………….70 მკგ

მულტი – ტაბს კალციუმი D3 ფორტე – MULTI -TABS CALCIUM D3 FORTE – МУЛЬТИ -ТАБС КАЛЬЦИИЙ D3 ФОРТЕ

მწარმოებელი: FERROSAN

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

კალციუმი (კალციუმის კარბონატი) ……………500 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ჰიდროქსიდი) …………..100 მგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ……………….40 მგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ……………3.0 მკგ
Don`t copy text!