Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 528

ნალოქსონი – NALOXSONE – НАЛОКСОН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნალოქსონი მორფინის სინთეზური წარმოებულია, რომელსაც ნალორფინთან შედარებით გააჩნია უფრო ძლიერი ანტაგონისტური მოქმედება, ნარკოტიკული საშუალებების მიმართ.

პრეპარატი ხელს უშლის ნარკოტიკული ნივთიერებების ცენტრალური და პერიფერიული მოქმედების გამოვლინებას, მათ შორის ფსიქომიმეტიურ ეფექტებს, გუგების შევიწროებას და ა.შ. იგი სწრაფად და ეფექტურად ხსნის ბუნებრივი და სინთეზური ანალგეზიური საშუალებების მოქმედებას. ნალოქსონი ხსნის ცენტრზე დამთრგუნველად მოქმედი ნარკოტიკული საშუალებების ეფექტს.

პრეპარატი გამოიყენება ინტრავენურად და მოქმედებს შეყვანიდან 30-120 მგ წამში. მისი ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 90 წუთს.

ჩვენებები

პრეპარატი ნაჩვენებია:

  • ნარკოტიკული საშუალებებით მოწამვლის დროს;
  • ნარკოტიკული საშუალებების აგონისტური სიმპტომების მოსახსნელად ზოგადი ანესთეზიის შემდეგ;
  • ახალშობილებში სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის მოსახსნელად, რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკების შეყვანით მშობიარობის დროს;
  • სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის მიზეზების დიაგნოსტირებისათვის.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი გამოიყენება კუნთებში, კანქვეშ, საჭიროების შემთხვევაში კი ინტრავენურად.

ნარკოტიკული ნივთიერებების ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნალოქსონი გამოიყენება დაყოფილ დოზებად, ავადმყოფების მდგომარეობის, გამოყენებული დოზის, ოპიოიდის სახის და ექიმის გამოცდილების მიხედვით.

მოზარდებში:

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს ჩვეულებრივ 0.4 მგ (ერთი ამპულა), კუნთებში, კანქვეშ ან ინტრავენურად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ინექციის გამეორება ყოველ 2-3 წუთში, აგონისტური სიმპტომების გაქრობამდე.

ბავშვებში:

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 0.005-0.01 მგ/კგ/წონაზე. როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებში, შესაძლებელია დოზის განმეორება.

პოსტოპერაციული მდგომარეობა:

ჩვეულებრივ მოზარდებში საწყისი დოზა შეადგენს 0.1-0.2 მგ ინტრავენურად, ბავშვებში – 0.001-0.002 მგ/კგ/წონაზე ინტრავენურად. დოზა შეიძელება განმეორდეს ყოველ 2-3 წუთში, სანამ პაციენტი არ გაიღვიძებს და არ აღდგება სუნთქვა, ტკივილის გარეშე. შემდგომში 1-2 საათის განმავლობაში და უფრო ხანგრძლივი დროით შესაძლებელია ნალოქსონის გამოყენება ინტრავენურად.

ახალშობილებში:

პრეპარატის შეყვანამდე დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სუნთქვის უქონლობის შემთხვევაში სასუნთქი გზები გამავალია. ახალშობილებში სუნთქვის დათრგუნვის მოსახსნელად, რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკების შეყვანით მშობიარობის დროს ნალოქსონი გამოიყენება კუნთებში, ინტრავენურად ან კანქვეშ 0.01 მგ/კგ/წონაზე. როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებში, შესაძლებელია დოზის განმეორება.

შენიშვნები:

ნალოქსონი არ მოქმედებს სუნთქვის დათრგუნვაზე, რომელიც გამოწვეულია არა ნარკოტიკული ნივთიერებებით.

გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ფსიქომოტორული აგზნება (კანკალი, ტაქიკარდია, გაძლიერებული ოფლიანობა), აგრეთვე გულისრევა და პირღებინება. ეს სიმპტომები მორფინის წარმოებულის სწრაფი ანტაგონიზმის ზეგავლენის შედეგია.

უკუჩვენებები

* პრეპარატი უკუნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. * ქრონიკული ნარკომანიით დაავადებულებში, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე აბსტინენცის სინდრომის განვითარება.

* ტკივილის დროს არ არის რეკომენდირებული ნალოქსონის გამოყენება ნარკოტიკულ ნივთიერებებთან კომბინირებისას.

ნალოქსონი – NALOXON – НАЛОКСОН

საერთაშორისო დასახელება:

NALOXONE

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work

POLFA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ნალოქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ნალოქსონი …………..400 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნალოქსონი მორფინის სინთეზური წარმოებულია, რომელსაც ნალორფინთან შედარებით გააჩნია უფრო ძლიერი ანტაგონისტური მოქმედება, ნარკოტიკული საშუალების მიმართ.

პრეპარატი ხელს უშლის ნარკოტიკული ნივთიერებების ცენტრალური და პერიფერიული მოქმედების გამოვლინების, მათ შორის ფსიქომიმეტიურ ეფექტებს, გუგების შევიწროებას და ა.შ. იგი სწრაფად და ეფექტურად ხსნის ბუნებრივი და სინთეზური ანალგეზიური საშუალებების მოქმედებას. ნალოქსონი ხსნის ცენტრზე დამთრგუნველად მოქმედი ნარკოტიკული საშუალებების ეფექტს. პრეპარატი გამოიყენება ინტრავენურად და მოქმედებს შეყვანიდან 30-120 მგ წამში. მისი ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 90 წუთს.

ჩვენებები:

პრეპარატი ნაჩვენებია:

  • ნარკოტიკული საშუალებებით მოწამვლის დროს;
  • ნარკოტიკული საშუალებების აგონისტური სიმპტომების მოსახსნელად ზოგადი ანესთეზიის შემდეგ;
  • ახალშობილებში სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის მოსახსნელად, რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკების შეყვანით მშობიარობის დროს;
  • სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის მიზეზების დიაგნოსტირებისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება კუნთებში, კანქვეშ, საჭიროების შემთხვევაში კი ინტრავენურად.

ნარკოტიკული ნივთიერებების ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ნალოქსონი გამოიყენება დაყოფილ დოზებად, ავადმყოფების მდგომარეობის, გამოყენებული დოზის, ოპიოიდის სახის და ექიმის გამოცდილების მიხედვით.

მოზარდებში: პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს ჩვეულებრივ 0.4 მგ (ერთი ამპულა) კუნთებში, კანქვეშ ან ინტრავენურად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ინექციის გამეორება ყოველ 2-3 წუთში, აგონისტური სიმპტომების გაქრობამდე.

ბავშვებში: პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 0.005-0.01 მგ/კგ/წონაზე. როგორც მოზარდებში ასევე ბავშვებში, შესაძლებელია დოზის განმეორება.

პოსტოპერაციული მდგომარეობა: ჩვეულებრივ მოზარდებში საწყისი დოზა შეადგენს 0.1-0.2 მგ ინტრავენურად, ბავშვებში- 0.001-0.002 მგ/კგ/წონაზე ინტრავენურად. დოზა შეიძლება განმეორდეს ყოველ 2-3 წუთში, სანამ პაციენტი არ გაიღვიძებს და არ აღდგება სუნთქვა, ტკივილის გარეშე. შემდგომში 1-2 საათის განმავლობაში და უფრო ხანგრძლივი დროით შესაძლებელია ნალოქსონის გამოყენება ინტრავენურად.

ახალშობილებში: პრეპარატის შეყვანამდე დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სუნთქვის უქონლობის შემთხვევაში სასუნთქი გზები გამავალია. ახალშობილებში სუნთქვის დათრგუნვის მოსახსნელად, რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკების შეყვანით მშობიარობის დროს ნალოქსონი გამოიყენება კუნთებში, ინტრავენურად ან კანქვეშ 0.01 მგ/კგ/წონაზე. როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებში, შესაძლებელია დოზის განმეორება.

! შენიშვნა: ნალოქსონი არ მოქმედებს სუნთქვის დათრგუნვაზე, რომელიც გამოწვეულია არა ნარკოტიკული ნივთიერებებით.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ფსიქომოტორული აგზნება (კანკალი, ტაქიკარდია, გაძლიერებული ოფლიანობა), აგრეთვე გულისრევა და პირღებინება. ეს სიმპტომები მორფინის წარმოებულის სწრაფი ანტაგონიზმის ზეგავლენის შედეგია.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი უკუნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

* ქრონიკული ნარკომანიით დაავადებულებში, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე აბსტინენციის სინდრომის განვითარება.

* ტკივილის დროს არ არის რეკომენდირებული ნალოქსონის გამოყენება ნარკოტიკულ ნივთიერებებთან კომბინირებისათვის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

ნალგეზინი – NALGESIN – НАЛГЕЗИН

საერთაშორისო დასახელება: NAPROXEN

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ნაპროქსენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ

ნაპროქსენი ……….    275 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგელი, ინდიგოტინი(E132).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. აღნიშნული თვისებები განპირობებულია მის მიერ ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად პროსტალგანდინების სინთეზის დათრგუნვით.

ტაბლეტები სწრაფად იხსნება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ ანალგეზიურ ეფექტს. იგი აგრეთვე თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.

ჩვენებები:

ნალგეზინი გამოიყენება თავის და კბილის ტკივილის, კუნთების, სახსრებისა და ხერხემლის, აგრეთვე მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის დასათრგუნად, აგრეთვე შაკიკის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის.

ნალგეზინი უზრუნველყოფს სხეულის მომატებული ტემპერატურის დაქვეითებას და ამცირებს ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

მიღების წესი და დოზირება:

ნალგეზინი ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით ყოველ 8-12 საათში (დღეში მაქს. 3 ტაბლეტი), სანამ არ იქნება მიღწეული სასურველი შედეგი.

მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პაციენტმა მიიღოს ორმაგი დოზა 1 საათის ინტერვალით.

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ასაკის ზევით) ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 12 საათში მანამ, სანამ ექიმის მიერ არ იქნება დადგენილი სხვა დოზა.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ ინიშნება. პრეპარატი გამოიყენება ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, ყურებში შუილი, ქვედა კიდურების შეშუპება. აღნიშნული მოვლენები ატარებენ მსუბუქ ხასიათს.

იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, სახის შეშუპება, ურტიკარია, ასთმური შეტევა ან გულყრა, თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, აპლასტური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სმენის დაქვეითება, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ეს მოვლენები ატარებენ ეპიზოდურ ხასიათს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. აგრეთვე,

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი;

* „ასპირინული ტრიადა“;

* თირკმელების ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი

* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია, თუ კი პაციენტს ადრე აწუხებდა გასტროდუოდენალური სისხლდენა;

პრეპარატი ტკივილის კუპირებისათვის გამოიყენება არა უმეტეს 10 დღისა, ხოლო სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად კი არა უმეტეს 3 დღე.

! პრეპარატის გამოყენების წინ სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევაში: თუკი აღინიშნება კანზე გამონაყარი ან პაციენტი იმყოფება ექიმის დაკვირვების ქვეშ ქრონიკული დაავადების გამო, ან ტკივილის კუპირებისათვის გამოიყენებოდა სხვა რომელიმე ანალგეზიური საშუალება.

იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება ახალი ან მოულოდნელი სიმპტომები, ან მათი გაუარესება, ნერწყვის გადაყლაპვის გაძნელება, კუჭის არეში წვის ან ტკივილის შეგრძნება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ნალგეზინის გამოყენება ორსულობის დროს (I და III ტრიმესტრი) არ არის რეკომენდებული.

* პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილეა საჭირო თირკმელების, ღვიძლის, გულის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ჰემოპოეზის დარღვევის დროს, პრეპარატისა და ალკოჰოლური სასმელის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭიდან სისხლდენა.

* სიფრთხილეა საჭიროა, როდესაც პაციენტი, ადრე იყენებდა სხვა ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს და აღენიშნებოდა ურტიკარია, სახის შეშუპება, ასთმის შეტევა და შოკი.

* თუ პრეპარატის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში არ აღინიშნება სასურველი ეფექტი და/ან 3 დღის განმავლობაში არ შემცირდება სხეულის ტემპერატურა, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: არ არსებობს მონაცემები.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელების, ღვიძლის და ცნს-ის მხრივ სიმპტომების განვითარება, მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნალგეზინი ამცირებს ფუროსემიდის დიურეზულ ეფექტს, აძლიერებს არაპირდაპირ ანტიკუაგულანტების მოქმედებას.

– ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს და ალუმინს, ამცირებენ ნალგეზინის შეწოვას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ნაკომი – NAKOM – НАКОМ

საერთაშორისო დასახელება: LEVODOPA; CARBIDOPA

მწარმოებელი: LEK,  სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ლევოდოპა+კარბიდოპა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპარკინსონული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

ლევოდოპა …………   250 მგ

კარბიდოპა ………      25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ლევოდოპას (დოფამინის მეტაბოლურ პრეკურსორს, რომელიც დოფამინისაგან განსხვავებით აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში) და კარბიდოპას (არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორს).

ლევოდოპა ამცირებს პარკინსონიზმის სიმპტომებს და ავსებს დოფამინის დეფიციტს თავის ტვინში, ამავე დროს ლევოდოპას მნიშვნელოვანი ნაწილი მიღებული პერორალურად, გარდაიქმნება დოფამინად თავის ტვინის გარეთ და არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. კარბიდოპა აბლოკირებს ლევოდოპას ექსტრაცერებრულ დეკარბოქსილირებას და ამ გზით ზრდის თავის ტვინში შეღწეული ლევოდოპას რაოდენობას. შესაბამისად თერაპიული ეფექტის მისაღწევად საჭიროა პერორალურად მიღებული ლევოდოპას ნაკლები დოზა, რაც ამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს (ღებინება, გულისრევა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, გულის რითმის დარღვევა), რაც განპირობებულია ექსტრაცერებრული დეკარბოქსილირებული ლევოდოპასაგან დოფამინის წარმოქმნით.

ნაკომის ეფექტურობა მეტია ლევოდოპასთან შედარებით. ნაკომის გამოყენებისას ლევოდოპას დოზაზე 80%-ით ნაკლები რაოდენობით მისი ეფექტური კონცენტრაცია სისხლში შენარჩუნებულია უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • პარკინსონის დაავადების და სინდრომის მკურნალობა (სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული დარღვევების დროს ნაკომი არ გამოიყენება).

პრეპარატი ამცირებს პარკინსონიზმის სიმპტომებს- რიგიდობას, ბრადიკინეზიას, ტრემორს, დისფაგიას და წონასწორობის დარღვევას. ლევოდოპათი მონოთერაპიის შემთხვევაში არამყარი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში დღის განმავლობაში, ნაკომით მკურნალობა იძლევა გაცილებით უფრო მეტ სტაბილურ ეფექტს.

ლევოდოპასთან შედარებით ნაკომი ხასიათდება გვერდითი მოვლენების ნაკლები სიხშირით.

დასაშვებია პრეპარატის კომბინირება პირიდოქსინთან (ვიტამინი B6).

მიღების წესი და დოზირება:

ნაკომის ერთი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ კარბიდოპას და 250 მგ ლევოდოპას.

ნაკომის საწყისი რეკომენდებული დოზა პაციენტებისათვის, რომლებიც არ მკურნალობენ ლევოდოპათი  შეადგენს 1/2 ტაბლეტს 1-2-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება. ყოველი 2-3 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 1/2 ტაბლეტით ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე.

ნაკომის მოქმედება აღინიშნება პირველივე დღეს. ოპტიმალური დოზის შერჩევა შესაძლებელია პირველი კვირის განმავლობაში, ხოლო ლევოდოპათი მკურნალობის შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ.

– პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ ლევოდოპათი ნაკომის დანიშვნის წინ უნდა შეწყვიტონ ლევოდოპას მიღება მინიმუმ 12 საათით ადრე მკურნალობის დაწყებამდე.

– იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი იღებდა ლევოდოპას დოფადეკარბოქსილაზას ინჰიბიტორებთან ერთად, პრეპარატების მიღება შეწყვეტილი უნდა იქნას 24 საათით ადრე მკურნალობის დაწყებამდე.

–  ნაკომის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს გამოყენებული ლევოდოპას დოზის დაახლოებით 20%-ს. მაგალითად თუ პაციენტი იღებდა 4 გ ლევოდოპას დღეში, ნაკომის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2.5-3 ტაბლეტს დღეში (ლევოდოპას 625-750 მგ).

საერთო მითითებები დოზირებასთან დაკავშირებით:

ნაკომის ოპტიმალური დღეღამის დოზა ინდივიდუალურია ყოველი პაციენტისათვის. უმრავლეს შემთხვევაში თერაპიული ეფექტის მისაღწევად ინიშნება 3-4 ტაბლეტი დღეში, მაგრამ ყველა შემთხვევაში დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს დღეში.

გვერდითი მოვლენები:

– გვერდითი მოვლენები ნაკომის გამოყენების დროს განპირობებულია დოფამინის მოქმედებით ცნს-ზე, ქორეოფორმული, დისტონიური ან სხვა უნებლიე მოძრაობების, კუნთების მხრივ კონვულსიური მოვლენების, ბლეფაროსპაზმის და ტრიზმის დროს საჭიროა დოზის შემცირება.

– იშვიათად აღინიშნება ცვლილებები ფსიქიური სფეროს მხრივ: პარანოიდული აზრები, დეპრესია, დემენცია. ძალიან იშვიათად აღინიშნება კრუნჩხვები, თუმცა მათი კავშირი ნაკომის გამოყენებასთან არ არის დადგენილი.

– იშვიათად აღინიშნება გულის რითმის დარღვევა, ხანდახან წინაგულების თრთოლვა, ორთოსტატიკული ჰიპოტენზია, ანორექსია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწლავში წყლულოვანი პროცესის განვითარება, ფლებიტი, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

– აღწერილია შემთხვევები კუმბსის სინჯის დადებითი შედეგებით ნაკომით ან ლევოდოპათი მკურნალობის დროს, ჰემოლიზური ანემია აღინიშნება ძალიან იშვიათად.

სხვა გვერდითი მოვლენები: ფსიქიური – ეიფორია, ლეთარგია, აგზნებადობა, დაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა, უსიამოვნო სიზმრები, უძილობა, ჰალუცინაციები, განგაშის შეგრძნება და დეპრესია.

ნევროლოგიური: ატაქსია, ასთენია, თავის ტკივილი, ხელების ტრემორის გაძლიერება, ტრიზმი, ნისტაგმი.

კუჭ-ნაწლავის მხრივ: ყაბზობა, ფაღარათი, სლოკინი, ყლაპვის გაძნელება, პირში მწარე გემოს შეგრძნება, ენის წვის შეგრძნება, არასასიამოვნო სუნი პირიდან.

დერმატოლოგიური: ოფლიანობა, შეშუპება, თმის ცვენა.

უროგენიტალური: შარდის შეკავება ან შარდის შეუკავებლობა, ჰემატურია, შარდის შავი ფერი.

მხედველობის დარღვევები: დიპლოპია, გუგების გაფართოვება გორნერის სინდრომი.

გარდა ამისა შესაძლებელია სითხის შეგრძნება, წონის მომატება ან შემცირება, ლაბორატორიული მონაცემების მხრივ ცვლილებები.

უკუჩვენებები:

პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

*მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში;

* მონოამინოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს ნაკომის დანიშვნამდე 2 კვირით ადრე;

* ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნაკომით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ლევოდოპას მოხსნა. ნაკომის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ლევოდოპას დოზის დაახლოებით 20%-ს.

* ნაკომი არ გამოიყენება ექსტრაპირამიდული სინდრომის წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო საშუალებებით.

* ნაკომის გამოყენება ბავშვებში არ არის ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი.

* პაციენტები ნაკომის მიღებისას უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ დეპრესიის ან ფსიქიური დარღვევების დროულად გამოვლენის მიზნით.

* განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც ლევოდოპას მიღების შემდეგ აღენიშნებათ ქორეოატეტოიდური ტიპის ჰიპერკინეზები.

* ნაკომმა ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკინეზის რეციდივი. ფიქრობენ, რომ იგი დაკავშირებულია დოფამინის შემცველობის გაზრდასთან თავის ტვინში ლევოდოპას გამოყენების შედეგად. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ფსიქოტროპული პრეპარატების დანიშვნა, გათვალისწინებული უნდა იყოს ნაკომის ანტიპარკინსონული ეფექტის შემცირების შესაძლებლობა. ნაკომი სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის დროს.

* ქრონიკული ღია კუთხოვანი გლაუკომის დროს ნაკომი ინიშნება მხოლოდ სისტემატური ოფთალმოლოგიური კონტროლის შემთხვევაში.

* ნარკოზის ქვეშ წარმოებულ ოპერაციამდე ნაკომის გამოყენება უნდა შეწყდეს. პრეპარატის მიღების აღდგენა ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტს შეეძლება წამლის გადაყლაპვა.

ნაკომის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს:

* აზოტის და შარდოვანას მომატება სისხლში;

* ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზას ან იოდის რაოდენობის მომატება, რომელიც შეკავშირებულია პროტეინებთან;

*იშვიათ შემთხვევაში ხანგრძლივი მკურნალობის დროს, შესაძლებელია აღინიშნებოდეს კუმბსის დადებითი სინჯი და ჰემოლიზური ანემია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ ნაკომის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში მათ არ უნდა მართონ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და არ უნდა იმუშაონ ისეთ მექანიზმებთან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

ნაკომის ჭარბი დოზირების მკურნალობა ისეთივეა როგორც ლევოდოპას ჭარბი დოზირების შემთხვევაში.

აუცილებელია ამ დროს კუჭის დაუყოვნებელი ამორეცხვა. ინფუზიები ინიშნება სიფრთხილით, ყურადღება უნდა მიექცეს სასუნთქი გზების გამტარობას. არითმიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის ჩატარება ეკგ-ს კონტროლის ქვეშ.

დიალიზის როლი ნაკომის ჭარბი მიღების დროს უცნობია. პირიდოქსინი არ ავლენს სამკურნალო ეფექტს ნაკომის ჭარბი მიღების დროს.

! შენიშვნები: პრეპარატის დანიშვნა, დოზის შერჩევა და მისი სხვა ანტიპარკინსონული საშუალებებით ჩანაცვლება რეკომენდებულია ჩატარებულ იქნას მკურნალი ექიმის კონტროლის ქვეშ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ნაკლოფენი – NAKLOFEN – НАКЛОФЕН

საერთაშორისო დასახელება: DICLOFENAC

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ნატრიუმის დიკლოფენაკი…………….        50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, პროპილენგლიკოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდრი დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი რკინის წითელი ოქსიდი(E172), ტიტანის დიოქსიდი(E171), ტალკი, მეტაკრილის მჟავის კოპოლიმერი.

პროლონგირებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე   10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ნატრიუმის დიკლოფენაკი ………  100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ცეტილის სპირტი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, პოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი (E172).

რექტალური სანთლები: სტრიპში 5 სანთელი, შეფუთვაში 2 სტრიპი.

1 სანთელი

ნატრიუმის დიკლოფენაკი ……….    50 მგ

დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნაკლოფენი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და ანტიპირეტიულ ეფექტს. მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაფუძნებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვაზე პრეპარატი განკუთვნილია ყველა სახის რევმატიული დაავადების სამკურნალოდ, ასევე სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომის შესამცირებლად.

გარსით დაფარული ტაბლეტები მდგრადია კუჭის მჟავე არის მიმართ და იხსნება ნაწლავში. გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები განკუთვნილია ხანგრძლივი თერაპიისათვის.

ჩვენებები:

დაავადებები, რომლებსაც ესაჭიროება ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური აქტივობა:

  • ანთებითი რევმატიული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სერონეგატიური სპონდილოართრიტი, ქრონიკული იუვენილური ართრიტი, სხვა ართრიტები;
  • დეგენერაციული რევმატიზმი, ართროზი, სპონდილიტი;
  • კრისტალინდუცირებული ართრიტები, პოდაგრული და ფსევდოპოდაგრული;
  • სახსარგარე რევმატიზმი: პერიართრიტი, ბურსიტი, მიოზიტი, ტენდენიტი, სინოვიტი;
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის სხვა ანთებითი და მტკივნეული მდგომარეობები.

როგორც ანალგეტიკი ნაკლოფენი გამოიყენება რბილი ქსოვილების ტრავმებისას, სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევის შემდეგ, შაკიკის ძლიერი შეტევების დროს, პირველადი ალგოდისმენორეის დროს, ანდექსიტის, პროქტიტის, ასევე თირკმლის და ნაღვლის ბუშტის კოლიკის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები გამოიყენება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ, დაუღეჭავად, სითხის დაყოლებით.

საწყისი დოზა შეადგენს დღეში 100 ან 150 მგ-ს დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. შემანარჩუნებელი დოზა ძირითადად შეადგენს დღეში 10 მგ-ს.

ნაკლოფენის ტაბლეტების კომბინაციისას მის სხვა ფორმებთან გასათვალისწინებელია პრეპარატის სადღეღამისო დოზა.

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში იუვენილური ართრიტით სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-3 მგ/კგ-ს, გაყოფილს 2-3 მიღებაზე.

ავადმყოფებს, რომლებიც ცუდად იტანენ ნაკლოფენის პერორალურ ფორმებს ენიშნებათ სანთლები შესაბამისი დოზებით.

საწყისი დოზა შეადგენს დღეში 100 ან 150 მგ-ს (1 სანთელი დღეში 2-3-ჯერ) დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

შემანარჩუნებელი დოზა ძირითადად შეადგენს დღეში 100 მგ-ს (1 სანთელი დღეში 2-ჯერ).

სანთლები არ არის განკუთვნილი ბავშვებისათვის.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ღებინება, კუჭის კოლიკა, პანკრეატიტი, აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი, ეროზიული ეზოფაგიტი, ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილების დაზიანება, მათ შორის არასპეციფიური ჰემორაგიული კოლიტი, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების რედიცივი ან გამწვავება.

ცნს-ის მხრივ:

სწრაფი დაღლილობა, აღქმის დარღვევა, პარესთეზიები, მეხსიერების დაქვეითება, ორიენტაციის გრძნობის დაკარგვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, დიპლოპია, სმენის შემცირება, ხმაური ყურებში, კრუნჩხვები, განგაში, კოშმარული სიზმრები, ტრემორი, ფსიქოზური რეაქციები, გემოვნების შეცვლა.

ცვლილებები თირკმლების მხრივ:

იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია.

ცალკეულ შემთხვევებში:

ინტერსტიციური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, თირკმლის დვრილების ნეკროზი ან პროტეინურია.

ცვლილებები ღვიძლის მხრივ:

იშვიათად: ქოლესტაზი, სიყვითლე, უსიმპტომო ჰეპატიტი (მწვავე და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი), ჰეპატოცელულური ნეკროზი.

ცალკეულ შემთხვევებში:

ფულმინანტური (მყისიერი) ჰეპატიტი.

ცვლილებები კანის მხრივ და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:

ალოპეცია, ერითროდერმია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ალერგიული პურპურა. ცალკეულ შემთხვევებში: ფოტომგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები (ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი).

ცვლილებები სისხლმბადი სისტემის მხრივ:

ცალკეულ შემთხვევებში ჰემოლიზური და აპლასტური ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

სხვა:

პოტენციის დაქვეითება, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, არტერიული წნევის მომატება.

უკუჩვენებები:

* წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში ან სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან (მათ შორის ანამნეზში);

* ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკზე ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.

* აწეული მგრძნობელობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა საშუალებებზე, სალიცილატებზე;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* საბავშვო ასაკი 6 წლამდე;

! ნაკლოფენის სანთლები არ გამოიყენება სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს ანუსის მიდამოში ან ანამნზეში ამ მიდამოებიდან სისხლდენის დროს (ბუასილი პროქტიტი).

! სიფრთხილით: ღვიძლის მწვავე ინდუცირებული პორფირია, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა, გულის უკმარისობა, ხანდაზმული ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

დიკლოფენაკის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.

* დიკლოფენაკის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

* მიუხედავად იმისა, რომ დიკლოფენაკი ლაქტატში აღწევს უმნიშვნელო რაოდენობით, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

სწრაფი სასურველი თერაპიული ეფექტის მისაღებად პრეპარტს ღებულობენ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, სხვა შემთხვევებში, ღებულობენ ჭამის წინ, დროს ან შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობა წყლის დაყოლებით.

* დიკლოფენაკის ხანგრძლივად გამოყენებისას, იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს სერიოზული ჰეპატოტოქსიკური რეაქციების განვითარებას; ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული გამოკვლევა.

ღვიძლის უკმარისობის (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის კომპენსირებული ციროზი), მქონე და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, კინეტიკა და მეტაბოლიზმი არ განსხვავდება.

* პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ანამნეზში ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, მეტაბოლური დარღვევის, მომატებული მგრძნობელობის რეაქციების არსებობის შესახებ.

* ნაკლოფენით მკურნალობისას საჭიროა იმ ავადმყოფებზე დაკვირვება, რომლებსაც ანამნეზში აქვთ სმტ-ის ზედა განყოფილების დაავადებები. ავადმყოფებში, წყლულოვანი კოლიტით ან კრონის დაავადებით, ნაკლოფენის დანიშვნისას შესაძლებელია რეციდივის განვითარება ან ძირითადი პროცესის გამწვავება.

* გულის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას, თირკმლის სისხლის მიმოქცევაში პროსტაგლანდინების მნიშვნელოვანი როლის გამო, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს და ავადმყოფებში, რომლებსაც გარკვეული მიზეზის გამო შემცირებული აქვთ მოცირკულირე სისხლის მოცულობა (მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ) თუ ასეთ შემთხვევაში ინიშნება დიკლოფენაკი, უსაფრთხოების მიზნით საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

* დიკლოფენაკი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის ფუნქცის მოშლის, გულის უკმარისობის სისხლის შედედების დარღვევის, პორფირიის, ეპილეფსიის დროს, ასევე ავადყმოფებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს და ფიბრინოლიზიურ საშუალებებს.

* ხანგრძლივი თერაპიისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი და განავლის ანალიზის ჩატარება ფარულ სისხლდენაზე.

* ინფექციური დაავადებისას, დიკლოფენაკის ანთების საწინაააღმდეგო და ანტიპირეტიულმა ეფექტებმა შეიძლება შენიღბოს ამ დაავადების სიმპტომები.

გავლენა ავტომობილის და პოტენციურად საშიში სხვა მექანიზმების მართვაზე: მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია ფსიქიური და მამოძრავებელი რეაქციების სიჩქარის შემცირება, ამიტომ საჭიროა ისეთი პოტენციურად საშიში ქმედებისაგან თავის შეკავება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქო-მოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, გაღიზიანებულობა, შეიძლება განვითარდეს სისხლიანი ღებინება, მელენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა, კრუნჩხვები და თირკმლის უკმარისობა.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია. ფორსირებული დიურეზი და ჰემოდიალიზი ნაკლებ ეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იგი ღებულობს (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები).

დიკლოფენაკის და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთობლივი მიღების ეფექტები:

-ლითიუმი და დიგოქსინი – პლაზმაში მათი კონცენტრაციის გაზრდა;

-ზოგიერთი დიურეტიკი, ისევე როგორც ანთების საწინაღმდეგო სხვა არასტეროიდულ საშუალებებთან – დიურეზული ეფექტის შემცირება;

-კალიუმის შემნახველი დიურეტიკები – სისხლში კალიუმის შემცველობის გაზრდა;

– აცეტილსალიცილის მჟავა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებები- არასასურველი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა;

– ციკლოსპორინი და ოქროს პრეპარატები -დიკლოფენაკის თირკმელებში პროსტაგლანდინების სინთეზზე გავლენის გაძლიერება, რაც ვლინდება ნეფროტოქსიკურობის გაძლიერებით;

– მეტოტრექსატი – მეტოტრექსატის ტოქსიკურობის გაზრდა;

-ანტიჰიპერტენზიული საშუალებები- მათი ეფექტურობის შემცირება;

– ანტიკოაგულანტები, თრომბოლიზური საშუალებები (ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, უროკინაზა)- სისხლდენის რისკის გაზრდა (უფრო ხშირად სმტ-დან).

– საძილე საშუალებები – ეფექტის შემცირება;

-ანტიდიაბეტური საშუალებები – ჰიპოგლიკემიური ეფექტის შემცირება;

– ცეფამანდოლი, ცეფაპერაზონი, ცეფოტენენი, ვალპროის მჟავა -ჰიპოპროთრომბინემიის სიხშირის გაზრდა;

– ეთანოლი, კოლხიცინი, კორტიკოტროპინი, კრაზანას პრეპარატები – სმტ-დან სისხლდენის განვითარების რისკის გაზრდა;

– პარაცეტამოლი- დიკლოფენაკის ნეფროტოქსიკური ეფექტების გაზრდა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250Cტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანგობის ვადა: ტაბლეტები – 5 წელი;

სანთლები – 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ნაისი – NAIS – НАЙС

საერთაშორისო დასახელება:

NIMESULIDE

მწარმოებელი: Dr.Reddy,s Laboratories LTD.,ინდოეთი.

შემადგენლობა:

ნაისი ტაბლეტები:

ყოველი უგარსო ტაბლეტი შეიცავს:

ნიმესულიდი …………. 100 მგ

მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოლივინილპიროლიდონი, გაწმენდილი წყალი, ფხვნილისებური ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური ინფორმაცია:

ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონანილიდების კლასის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს (NSAID). ნიმესულიდს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

მოქმედების მექანიზმი:

ნიმესულიდი წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზის სელექტიურ ინჰიბიტორს.

ფარმაკოკინეტიკა:

50 ან 200 მგ ნიმესულიდის ორალური მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში, ის სრულიად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენებები:

მოზრდილები:

ნიმესულიდი ნაჩვენებია სხავადასხვა ინტენსივობის ტკივილის სამკურნალოდ, აგრეთვე ისეთი ანთებითი მდგომარეობების დროს, როგორიცაა ოსტეოართრიტები, პოსტოპერაციული და სპორტული ტრავმები, ყურის, ცხვირისა და ყელის ანთებითი პროცესები, ქირურგიული სტომატოლოგია, ბურსიტები/ტენდინიტები, თრომბოფლებიტები, ფარინგიტები და გინეკოლოგიური დაავადებები.

ბავშვები:

ნიმესულიდი გამოიყენება ცხელების და ისეთი ანთებითი პროცესების დროს, რომლებიც ასოცირებულია ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციებთან (ვირუსული და ბაქტერიული წარმოშობის), აგრეთვე ის გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის შესამცირებლად, როგორიცაა პოსტოპერაციული ტკივილი, რბილი ქსოვილების დაზიანებით გამოწვეული სუსტი ტკივილის და ჩონჩხ-კუნთოვანი დაზიანებით გამოწვეული ტკივილის შეამცირებლად.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;

* სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

* თირკმლის (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30მლ/წთ) და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* გულის უკმარისობა;

* არტერიული ჰიპერტენზია;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ნიმესულიდი უკავშირდება პლაზმის ცილებს, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას სხვა პრეპარატებთან კომბინირებისას (განსაკუთრებით ჰიდანტოინთან და სულფანილამიდებთან). ნიმესულიდი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ლითიუმის პრეპარატებთან ნიმესულიდის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში; ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება დიგოქსინთან, ფენიტოინთან, დიურეტიკებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ციკლოსპორინთან, მეთოტრექსატთან, პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილები:

100 მგ 2-ჯერ დღეში, ორალურად ჭამის შემდეგ.

ბავშვები:

1.5 მგ/კგ სხეულის წონა 2-3-ჯერ დღეში.

შენახვის პირობები:

ინახება 25ºC-ს ქვემოთ. სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:

ტაბლეტები: 36 თვე.

გაცემის რეჟიმი:

ურეცეპტოდ.

ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეი – NAZOSTER ® 0.05% NAZAL SPRAY – НАЗОСТЕР ® 0.05% спрей

შემადგენლობა:

ტუმბოს მოქმედებაში მოყვანით მიეწოდება 100 მგ სუსპენზიას , რაც 50 მკგ უწყლო მომეტაზონ ფუროატის ექვივალენტურია .

1 გ შეიცავს 500 მკგ მომეტაზონ ფუროატს აქტიური ინგრედიენტის სახით (517.5 მკგ მომეტაზონ ფუროატის მონოჰიდრატის სახით ); ცელულოზა 65 ცპს, გლიცერინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი , პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი , გასუფთავებული წყალი ქ.ს.

ერთი ბოთლი შეიცავს 140 შესხურებისათვის საკმარის სუსპენზიას .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

მომეტაზონ ფუროატი ადგილობრივი გლუკოსტეროიდია, რომელიც ამჟღავნებს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო თვისებებს სისტემურად არაეფექტური დოზებით . მომეტაზონ ფუროატის ანტი – ალერგიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მექანიზმი განპირობებულია მისი მაინჰიბირებელი ზემოქმედებით ალერგიული რეაქციის მედიატორებზე . მომეტაზონი მნიშვნელოვნად აინჰიბირებს ალერგიული პაციენტების ლეიკოციტებიდან ლეიკოტრინების გამონთავისუფლებას.

ქსოვილოვან კულტურაში , მომეტაზონ ფუროატს გააჩნია ძლიერი უნარი მოახდინოს IL-1, IL-5, IL-6 და TNFα – ს ინჰიბირება და გამოთავისუფლება; იგი ასევე ლეიკოტრინების წარმოქმნის ძლიერი ინჰიბიტორია. გარდა ამისა, იგი აინჰიბირებს ადამიანის СВ 4+ T უჯრედებიდან TH2 ციტოკინების, IL-4 და IL-5 წარმოქმნას .

ცხვირში ანტიგენის შეყვანის ტესტში, მომეტაზონ ფუროატმა ალერგიული რეაქციის საწყის და მოგვიანებით ფაზებში ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი გამოავლინა. ეს გამოვლინდა ჰისტამინისა და ეოზინოფილების აქტივობის შემცირებით ( პლაცებოსთან შედარებით ), და ეოზინოფილების , ნეიტროფილებისა და ეპითელური უჯრედების ადჰეზიური ცილების დაქვეითებით ( ძირითადთან შედარებით ).

პაციენტებში სეზონური ალერგიული რინიტით , მომეტაზონ ფუროატი ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ .

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა : მომეტაზონ ფუროატს , შეყვანილი ნაზალური გზით , გააჩნია უმნიშვნელო სისტემური ბიოშეღწევადობა (

განაწილება : in vitro მომეტაზონ ფუროატის შეკავშირება ცილებთან იყო 98-99% კონცენტრაციით 5-500 ნგ / მლ .

მეტაბოლიზმი : კვლევებით U დადგინდა , რომ მომეტაზონ ფუროატი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს მრავალ მეტაბოლიტად . პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტები არ ვლინდება . Iნ ვიტრო ინკუბაციის დროს წარმოქმნილი ერთერთი უმნიშვნელო მეტაბოლიტია 6 β – ჰიდროქსიმომეტაზონ ფუროატი . ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში , მეტაბოლიტის წარმოქმნა რეგულირდება ციტოქრომ P-450 3A4 (CYP3A4)- ით .

გამოყოფა : ინტრავენური შეყვანის შემდეგ , მომეტაზონ ფუროატის პლაზმაში ნახევრად დაშლის პერიოდი 5.8 საათია . ნებისმიერი შეწოვილი პრეპარატი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღველში , და შეზღუდული რაოდენობით შარდში .

ჩვენებები:

ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეი ნაჩვენებია სეზონური ალერგიისა და ხანგრძლივი ალერგიული რინიტის სამკურნალოდ , ასევე მოზრდილებში და 3 წელზე უფროს ბავშვებში სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისათვის .

უკუჩვენებები;

ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა . ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეი არ გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის ლოკალიზებული არანამკურნალევი ინფექციის არსებობისას .

ჭრილობის შეხორცებაზე კორტიკოსტეროიდების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო , ნაზალური კორტიკოსტეროიდი არ გამოიყენება პაციენტებში , ცხვირზე ოპერაციის ან ტრავმის გადატანის შემდეგ , ჭრილობის შეხორცებამდე .

განსაკუთრებული მითითებანი:

საჭიროების შემთხვევაში , ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სასუნთქი გზების აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციით , ან არანამკურნალევი სოკოვანი , ბაქტერიული , სისტემური ვირუსული ინფექციებით ან თვალის მარტივი ჰერპესის ინფექციით .

მომეტაზონ ფუროატით 12 თვიანი მკურნალობის შემდეგ , არ აღინიშნებოდა ცხვირის ლორწოვანის ატროფიის ნიშნები : ასევე , მომეტაზონ ფუროატს შეუძლია ცხვირის ლორწოვანი დაუბრუნოს ნორმალურ ჰისტოლოგიურ ფენოტიპს .

ისევე როგორც ნებისმიერი ხანგრძლივი მკურნალობის დროს , პაციენტები ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეის რამდენიმე თვის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას , გამოკვლეული უნდა იყვნენ ცხვირის ლორწოვანის შესაძლო ცვლილებების გამო .   ცხირში ან ცხვირხახაში ლოკალიზებული სოკოვანი ინფექციის განვითარებისას , შეიძლება საჭირო გახდეს ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა . ნაზოფარინგიალური გაღიზიანების არსებობისას საჭიროა ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეით მკურნალობის შეწყვეტა .

მაშინ როდესაც უმეტესობა პაციენტში ნაზალური სიმპტომები ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეით კონტროლდება , სხვა სიმპტომებისა და განსაკუთრებით თვალის სიმპტომების შესამსუბუქებლად მკურნალობაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სხვა წამლების დამატება .

ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეით ხანგრძლივი მკურნალობისას ჰიპოთალამუს – ჰიპოფიზის – თირკმელზედა ჯირკვლის ( HPA ) ღერძის დათრგუნვა არ აღინიშნება . თუმცა პაციენტები , რომლებიც სისტემურად აქტიური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობიდან გადავიდნენ ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეიზე , სათანადო მეთვალყურეობას საჭიროებენ . ასეთ პაციენტებში სისტემური კორტიკოსტეროიდების მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა რამდენიმე თვის განმავლობაში , HPA ღერძის ფუნქციის აღდგენამდე . თუ ასეთ პაციენტებს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები გამოუვლინდათ , სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღება უნდა განახლდეს და დაიწყოს სხვა სახის თერაპიისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება .

სისტემური კორტიკოსტეროიდებიდან ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეიზე გადასვლისას პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სისტემურად აქტიური კორტიკოსტეროიდების მოხსნის სიმპტომები ( მაგ . სახსრების და / ან კუნთების ტკივილი , აპათია და დეპრესია ) ნაზალური სიმპტომების შემსუბუქების მიუხედავად და ამიტომ საჭიროა ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეით მკურნალობის გაგრძელება . ასეთმა გადასვლამ შეიძლება გამოავლინოს ადრე არსებულ ალერგიულ მდგომარებებს , როგორიცაა ალერგიული კონიუქტივიტი და ეგზემა , და რომლებიც სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობით იყო დათრგუნული .

პაციენტები , რომლებიც კორტიკოსტეროიდებს ღებულობენ და შესაძლოა დათრგუნული იმუნიტეტი ჰქონდეთ , გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ზოგიერთი ინფექციის ( მაგ . ჩუტყვავილა , წითელა ) განვითარების რისკის შესახებ .

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ , ძალიან იშვიათად აღინიშნება ცხვირის ძგიდის პერფორაცია ან მომატებული თვალშიდა წნევა .

მკურნალობის სრული ეფექტის მიღწევას შეიძლება 48 საათი დასჭირდეს .

ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება:

ორსულობა კატეგორია C. ორსულებში სათანადო და კარგად კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა . პაციენტებში მაქსიმალურად რეკომენდებული კლინიკური დოზის ინტრანაზალურად გამოყენების შემდეგ , მომეტაზონის პლაზმური კონცენტრაციები არ იზომება ; ამიტომ ნაყოფის ექსპოზიცია უმნიშვნელოა და რეპროდუქციული ტოქსიურობის შესაძლებლობა ძალიან დაბალია.

სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდების მსგავსად , ორსულებში , მეძუძურებსა თუ დაორსულების რისკის მქონე ქალებში   ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში , როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემთხვევაში , დაბადებულ ბავშვებში გამოკვლეული უნდა იქნას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქცია .

გვერდითი მოვლენები:

კლინიკური კვლევების დროს მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოიცავს : თავის ტკივილი (8%), ცხვირიდან სისხლდენა (8%), ფარინგიტი (4%), ცხვირში წვის შეგრძნება (2%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და დაწყლულება (1%), ეს მოვლენები ტიპიურად ვლინდება კორტიკოსტეროიდული ნაზალური სპრეის გამოყენების შემდეგ . ცხვირიდან სისხლდენა სპონტანურად ქრება და ძირითადად მსუბუქი ხარისხისაა . იგი უფრო მაღალი სიხშირით ვითარდება პლაცებოსთან შედარებით , თუმცა უფრო დაბალი სიხშირით აქტიურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით (15%- მდე ). სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე იყო ისეთივე , რაც პლაცებოს გამოყენების დროს .

ბავშვებში , გვერდითი მოვლენების სიხშირე , მაგ . თავის ტკივილი (3%), ცხვირიდან სისხლდენა (2%) და ცემინება (2%) პლაცებოს მსგავსი იყო .

იშვიათად მომეტაზონ ფუროატ მონოჰიდრატის ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები .

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის .

წამლებთან ურთიერთქმედება:

მომეტაზონ ფუროატი არის CYP3A4- ის სუბსტრატი ,

სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან გამოყენების შესახებ იხ . ” განსაკუთრებულ მითითებანში “.

მომეტაზონ ფუროატის გამოყენებისას ლორატიდინთან ერთად , ლორატიდინის ან მისი მთავარი მეტაბოლიტების პლაზმურ კონცენტრაციებზე აშკარა ზეგავლენა არ აღინიშნებოდა, მომეტაზონ ფუროატის პლაზმური კონცენტრაციები არ იდენტიფიცირდება . კომბინაციური თერაპია კარგი ამტანობით ხასიათდება .

დოზირება და გამოყენების მეთოდები:

მოზრდილებში ( ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით ) და 12 წელს ზემოთ ბავშვებში:

ჩვეული რეკომენდებული დოზა პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის არის 200 მკგ დღეში 2 შესხურებით 50 მკგ თითო ნესტოში დღეში ერთხელ . სიმპტომების კონტროლის შემდეგ , შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება შემცირდეს 100 მკგ – მდე დღეში ერთი შესხურებით თითოეულ ნესტოში .

თუ სიმპტომების კონტროლი ვერ ხერხდება , მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მკგ – მდე , ოთხი შესხურებით თითო ნესტოში . დოზის შემცირება რეკომენდებულია სიმპტომების კონტროლის შემდეგ .

3- დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში

ჩვეული რეკომენდებული დოზა არის 100 მკგ ერთი შესხურება (50 მკგ ) თითო ნესტოში დღეში ერთხელ .

ზოგიერთ პაციენტში , კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების დაწყება ხდება პირველი დოზიდან 12 საათში .

სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად , რეკომენდებულია პრეპარატის რეგულარული გამოყენება .

ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეით პროფილაქტიკის დაწყება რეკომენდებულია ალერგიული სეზონის დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე .

გამოყენების მეთოდები:

კარგად შენაჯღრიეთ ბოთლი და მოაცილეთ გამჭვირვალე თავსახურავი .

პირველი გამოყენების ან 14 დღის განმავლობაში გამოუყენლობის შემთხვევაში სპრეის ტუმბო მოქმედებაში მოიყვანეთ და შეასრულეთ 6-7   შეხურება წვრილი ნაკადის გაჩენამდე .

კარგად გაისუფთავეთ ცხვირი .

ერთ ნესტოზე დაჭერით მოათავსეთ სპრეი ტუმბოს ბოლო მეორე ნესტოში .

ისუნთქეთ ცხვირით და სუნთქვისას შეისხურეთ ცხვირში თითებით ქვემოთ დაჭერით ( სურ . 2).

შემდგომ ამოისუნთქეთ პირით . გაიმეორეთ მე -5 საფეხური მეორე ნესტოში კიდევ ერთხელ .

მოაშორეთ ბოთლი ნესტოს და ამოისუნთქეთ პირით .

გაიმეორეთ 4-7 საფეხურები მეორე ნესტოში .

სპრეის გამოყენების შემდეგ , კარგად გაწმინდეთ იგი სუფთა ტილოთი და გამოცვალეთ თავსახური .

ჭარბი დოზირება და მისი მკურნალობა:

ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეის უმნიშვნელო სისტემური ბიოშეღწევადობის გამო ( შეფუთვა:

ნაზოსტერი ® 0.05% ნაზალური სპრეი მოთავსებულია დოზირებულ კონტეინერში , რომელიც შეიცავს 18 გ სუსპენზიას 140 შესხურებისათვის .

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250 ჩ ტემპერატურის პირობებში ორიგინალურ შეფუთვაში , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას . ნუ გაყინავთ .

ვარგისობის ვადა

2 წელი

გაიცემა რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელის და მწარმოებლი:

SANTA FARMA ILAC SANAYII A.S.

სტამბული ; თურქეთი

ნაზონექსი – NASONEX – НАЗОНЕКС

საერთაშორისო დასახელება: MOMETASONE

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: მომეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაზალური აეროზოლი: ფლაკონში 120 დოზა.

1 დოზა

მომეტაზონის ფუროატი …………     50 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მომეტაზონის ფუროატი წარმოადგენს ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელიც ხასიათდება ადგილობრივი ანთების საწინაააღმდეგო მოქმედებით ისეთ დოზებში, რომლებიც არ იწვევენ სისტემურ ეფექტებს.

მომეტაზონის ფუროატს ახასიათებს მცირე ბიოშეღწევადობა (

მომეტაზონის ფუროატის სუსპენზია ძალიან სუსტად განიცდის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრეპარატის მცირე ნაწილი, რომელიც შეიძლება მოხვდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნაზალული ინჰალაციის შედეგად, შარდში და ნაღველში ექსკრეციამდე განიცდის აქტიურ პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში.

ჩვენებები:

  • ნაზონექსის აეროზოლი განკუთვნილი სეზონური ან წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტების მკურნალობისათვის მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან;
  • იგი აგრეთვე გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით მოზრდილებში გამწვავებული სინუსიტების (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) ანტიბიოტიკებით მკურნალობისას (მათ შორის ხანდაზმულებშიც), ისევე როგორც მოზარდებში 12 წლის ასაკიდან.
  • ალერგიული რინიტის საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე ავადმყოფებში რეკომენდებულია ნაზონექსის აეროზოლის პროფილაქტიკური გამოყენება ყვავილობის სეზონის დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე.
  • ნაზონექსი გამოიყენება აგრეთვე ნაზალური პოლიპების და მათთან დაკავშირებული ცხვირის გაჭედვის და ყნოსვის დაკარგვის სიმპტომების სამკურნალოდ. ავადმყოფებში 18 წლის ასაკის ზევით.

მიღების წესი და დოზირება:

ნაზონექსის აეროზოლის პირველი გამოყენების წინ საჭიროა ჩატარდეს მისი „კალიბრება“ მადოზირებელ ხელსაწყოზე 6-7-ჯერ ხელის დაჭერის გზით. კალიბრების შემდეგ მყარდება სამკურნალო ნივთიერების სტერეოტიპული მიწოდება, რომლის დროსაც ღილაკზე ყოველი დაჭერისას წარმოებს დაახლოებით 100 მგ მომეტაზონის ფუროატის სუსპენზიის გამოყოფა, რომელიც შეიცავს 50 მკგ სუფთა მომეტაზონის ფუროატის ექვივალენტური რაოდენობით. თუ ნაზალური აეროზოლი არ იხმარებოდა 14 ან მეტი დღის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი „კალიბრება“. ყოველი გამოყენების წინ საჭიროა აეროზოლის ფლაკონის ენერგიული შენჯღრევა.

სეზონური ან წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის მკურნალობა: მოზრდილი პაციენტებისათვის (მათ შორის ხანდაზმულთათვის და მოზარდებისათვის) 12 წლის ასაკიდან, პრეპარატის ჩვეულებრივი რეკომენდებული პროფილაქტიკური და თერაპიული დოზა შეადგენს 2 ინჰალაციას (50 მკგ თითოეული) ცხვირის თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზა უტოლდება 200 მკგ-ს). სამკურნალო ეფექტის მიღწევის შემდეგ მიზანშეწონილია მისი შემანარჩუნებელი დოზა შემცირდეს ერთ ინჰალაციამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზა 100 მკგ). იმ შემთხვევაში, თუ ვერ ვაღწევთ დაავადების სიმპტომატიკის შემცირებას რეკომენდებული თერაპიული დოზებით, სადღეღამისო დოზა შეიძლება გავზარდოთ ოთხ ინჰალაციამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზაა 400 მკგ). დაავადების სიმპტომების შემცირებისას შესაძლებელია რეკომენდებული დოზის შემცირება.

პრეპარატის მოქმედების დასაწყისი ჩვეულებრივ კლინიკურად აღინიშნება მისი პირველი მიღებიდან 12 სთ-ის განმავლობაში.

ბავშვებში 3-11 წლამდე ჩვეულებრივი რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას (50 მკგ) თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში (საერთო დღიური დოზაა 100 მკგ).

გამწვავებული სინუსიტის დამხმარე მკურნალობა:

მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში) და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს 2 ინჰალაციას (50 მკგ) თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზა უტოლდება 400 მკგ-ს). თუ დაავადების სიმპტომები არ კლებულობს რეკომენდებული დოზებით პრეპარატის გამოყენებისას, სადღეღამისო დოზა შეიძლება გავზარდოთ 4 ინჰალაციამდე თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში (800 მკგ). დაავადების ნიშნების შემცირების შემთხვევაში მიზანშეწონილია პრეპარატის დოზის შემცირება.

გვერდითი მოვლენები:

– ცხვირიდან სისხლდენა, ფარინგიტი, ცხვირში წვის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება, რაც დამახასიათებელია კორტიკოსტეროიდების შემცველი ნებისმიერი ნაზალური აეროზოლისათვის.

– ნაზონექსის აეროზოლის გამოყენება პროფილაქტიკის სახით გამწვავებული სინუსიტების სამკურნალოდ მოზრდილებსა და მოზარდებში ხელს უწყობს ისეთი გვერდითი მოვლნების განვითარებას, როგორიცაა თავის ტკივილი, ფარინგიტი, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება.

-შედარებით იშვიათად – ზომიერი ხასიათის სისხლდენა ცხვირიდან, რომლის განვითარების სიხშირე უახლოვდება პლაცებოს ხმარებისას დაფიქსირებულ ცხვირიდან სისხლდენის სიხშირეს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; * ნაზონექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

სპეციალური კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებზე არ არის ჩატარებული. პრეპარატის ინტრანაზალური მიღებისას მაქსიმალურ თერაპიულ დოზაში იგი არ ისაზღვრება სისხლის პლაზმაში მინიმალური კონცენტრაციითაც კი, რის გამოც მოსალოდნელია, რომ პრეპარატის მოქმედება ნაყოფზე იქნება ძალიან სუსტი, ხოლო რეპროდუქციული ფუნქციის მიმართ მისი პოტენციური ტოქსიკურობა მეტად მცირეა.

ამის მიუხედავად, ნაზონექსის ინტრანაზალური აეროზოლის დანიშვნა ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში ან რეპროდუქციის ასაკში მყოფ ქალებში გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დანიშვნის პოტენციური სარგებლიანობა აღემატება პოტენციურ რისკს დედისათვის, ნაყოფისათვის ან ახალშობილისათვის.

ახალშობილები, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს, გულდასმით უნდა იქნეს შემოწმებულნი ჰიპოკორტიციზმის გამოსარიცხად.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნაზონექსის ნაზალური აეროზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული არანამკურნალები ადგილობრივი ინფექციის შემთხვევაში, როდესაც პროცესში ჩართულია ცხვირის ლორწოვანი გარსი.

* ვინაიდან კორტიკოსტეროიდები თრგუნავენ ჭრილობის რეპარაციის პროცესს, ასეთი სახის პრეპარატების დანიშვნა ადგილობრივი ინტრანაზალური გამოყენებისათვის იმ პირებში, რომელთაც ახლო წარსულში ჩაუტარდათ ოპერაციული ჩარევა, ან აღენიშნებოდათ ცხვირის ტრავმა დასაშვებია მხოლოდ ჭრილობის სრული შეხორცების შემდეგ.

* ნაზონექსის აეროზოლით ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია. თუმცა ხანგრძლივი მკურნალობისას სასურველია ავადმყოფებს პერიოდულად ჩაუტარდეთ ცხვირის ლორწოვანის კონტროლი. ცხვირ-ხახის ადგილობრივი სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა შეწყვეტილ იქნას ნაზონექსის მიღება ან უნდა ჩატარდეს სპეციალური მკურნალობა.

* ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული ცხვირ-ხახის ლორწოვანი გაღიზიანება ასევე საჭიროებს ნაზონექსის აეროზოლით მკურნალობის შეწყვეტას.

* ნაზონექსის ნაზალური აეროზოლი დიდი სიფრთხილით ინიშნება (ან საერთოდ არ ინიშნება) რესპირატორული ტრაქტის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის დროს, ისევე როგორც არანამკურნალები სოკოვანი ინფექციისას, სისტემური ვირუსული ინფექციისა და თვალის ჰერპესული ინფექციით (herpes simplex) დაზიანების შემთხვევაში.

* ავადმყოფები სისტემური კორტიკოსტეროიდებით ჩატარებული ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ნაზონექსის ნაზალურ აეროზოლზე გადასვლისას საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთ პაციენტებში სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდების უეცარი მოხსნა შესაძლებელია გახდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის მიზეზი, რაც მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღებიდან ნაზონექსის აეროზოლზე გადასვლისას ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ კორტიკოსტეროიდების მოხსნის სიმპტომები (მაგ. ტკივილი სახსრებში და/ან კუნთებში, დაღლილობის გრძნობა, დეპრესია), ცხვირის ლორწოვანის მხრივ გამოხატული სიმპტომების შემცირების მიუხედავად. თერაპიის შეცვლამ აგრეთვე შეიძლება ხელი შეუწყოს ადრე განვითარებული ალერგიული დაავადების მანიფესტირებას როგორიცაა: ალერგიული კონიუქტივიტი და ეგზემა, რომლებიც ადრე სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას იყვნენ მასკირებულნი.

* კორტიკოსტეროიდებით ნამკურნალები პაციენტები იმუნური რეაქტიულობის დაქვეითების გამო გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ინფიცირების მაღალი რისკის შესახებ ზოგიერთი ინფექციით შეპყრობილ პირებთან კონტაქტის დროს (მაგ. ქუნთრუშას), რის გამოც ასეთ შემთხვევებში ისინი საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას.

* კორტიკოსტეროიდების ინტრანაზალური გამოყენებისას ძალიან იშვიათად აღწერილია ცხვირის ძგიდის პერფორაციისა და თვალის შიდა წნევის მომატების შემთხვევები.

ჭარბი დოზირება:

მცირე ბიოშეღწევადობის გამო (

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-250C ტემპერატურაზე.;

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ნაზოლი კიდსი – NAZOL KIDS – НАЗОЛ КИДС

საერთაშორისო დასახელება: PHENYLEPRINE; EUCALIPTOL

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი+ევკალიპტოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირში შესასხურებელი ხსნარი 0.25%: ფლაკონში 15 მლ

1 მლ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი …….     25 მკგ

ევკალიპტოლი ……………………………..      4 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცერინი, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი კალიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტს, რომელიც ახდენს სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებას ალფა-რეცეპტორების სტიმულირების ხარჯზე სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში.

კლინიკური თვალსაზრისით ფენილეფრინი ამცირებს ლორწოვანი გარსების შუშეპებას და ქსოვილების ჰიპერემიას, ამსუბუქებს შეშუპებისა და შეგუბების მოვლენებს ცხვირის ღრუში, ასევე აუმჯობესებს ცხვირის სასუნთქი გზების გამტარობას.

ევკალიპტოლს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. იგი ხელს უწყობს სქელი, პათოლოგიური სეკრეტის გათხელებას. აძლიერებს მოციმციმე ეპითელიუმის დრენაჟის ფუნქციას, რაც აადვილებს ცხვირის ღრუდან პათოლოგიური სეკრეტის გადინებას. პრეპარატში შემავალი გლიკოლები არბილებენ ცხვირის ღრუს ლორწოვანს და იცავენ მას გამოშრობისაგან.

ჩვენებები:

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება გაციების გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, ალერგიული რინიტის, სინუსიტების (ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი, ფრონტიტი) დროს. აგრეთვე,
  • გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება მწვავე ოტიტისა და ევსტაქიტის მკურნალობისას.

მიღების წესი და დოზირება:

ძლიერად მოუჭირეთ ფლაკონს და შეისხურეთ ყოველ ნესტოში.

ბავშვებში 4-დან 6 წლამდე 1-2 შესხურება (წვეთი) ყოველ ნესტოში 3-ჯერ დღეში;

6-დან 12 წლამდე 2-3 შესხურება 3-ჯერ დღეში.

პრეპარატი გამოიყენება როგორც სპრეის ასევე წვეთების (ფლაკონის გადმობრუნების შემთხვევაში) სახით.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ ცხვირის ლორწოვანის წვა და სიმშრალე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

* მაღალი არტერიული წნევა;

* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

* შაქრიანი დიაბეტი;

* შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის გამო.

განსაკუთრებული მითითებები:

* არ არის საჭირო თავის უკან გდაწევა და ფლაკონის გადაბრუნება, თუ პრეპარატს ვიყენებთ სპრეის სახით.

* ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია პრეპარატის ინდივიდუალურად გამოყენება.

* არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე მეტი ხნის მანძილზე.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებული დოზის გადაჭარებბამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ან წვა, ცემინება და ცხვირიდან გამონადენის მატება.

დიდი დოზებით, განსაკუთრებით ხანგრძლივად გამოყენებისას, შესაძლებელია გამოვლინდეს ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ გამოიყენოთ ერთდროულად სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ პრეპარატებთან და მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ნაზოლი ბეიბი – NAZOL BABY – НАЗОЛ БЭБИ

საერთაშორისო დასახელება: PHENYLEPHRINE HYDROCHLORIDE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირში შესახურებელი ხსნარი 0.125%: ფლაკონში 15 მლ

1 მლ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი  …………….. 125 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცერინი, პოლიეთილენგლიკოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედატატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, კალიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტს, რომელიც ახდენს სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებას ალფა-რეცეპტორების სტიმულირების ხარჯზე სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში.

კლინიკური თვალსაზრისით ფენილეფრინი ამცირებს ლორწოვანი გარსების შეშუპებას და ქსოვილების ჰიპერემიას, ამსუბუქებს შეგუბებით მოვლენებს ცხვირის ღრუში, ასევე აუმჯობესებს ცხვირის სასუნთქი გზების გამტარობას.

გლიცერინი და პოლიეთილენგლიკოლი არბილებენ ცხვირის ლორწოვანს და იცავენ მას გამოშრობისაგან.

ჩვენებები:

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება გაციების, გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, ალერგიული რინიტის, სინუსიტების (ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი, ფრონტიტი) დროს. აგრეთვე.
  • გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება, მწვავე ოტიტისა და ევსტაქიტის მკურნალობისას.

მიღების წესი და დოზირება:

2 წლამდე ბავშვებში – 1-2 წვეთი ყოველ ნესტოში 4 საათში ერთხელ;

2-დან 6 წლამდე ბავშვებში – 2-3 წვეთი ყოველ ნესტოში 4 საათში ერთხელ. ფლაკონი გადმოაბრუნეთ და ფრთხილად მოუჭირეთ. გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ ფლაკონის პიპეტი.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ ცხვირის ლორწოვანის წვა და სიმშრალე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დააავადებები, მაღალი არტერიული წნევა;

* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

* შაქრიანი დიაბეტი.

განსაკუთრებული მითითებები:

* არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე მეტი ხნის მანძილზე.

* 1 წლამდე ასაკის ბაშვებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ან წვა, ცემინება და ცხვირიდან  გამონადენის მატება.

დიდი დოზებით, განსაკუთრებით ხანგრძლივად გამოყენებისას, შესაძლებელია გამოვლინდეს ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედთება:

არ გამოიყენება ერთდროულად სხვა სისხლძარღვთა შემავიწროვებელ პრეპარატებთან და მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Don`t copy text!