Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 534

მიკროზერი – MICROSER – МИКРОЗЕР

საერთაშორისო დასახელება:

BETAHISTINE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები;  ჰისტამინის სინთეტური ანალოგები

მწარმოებელი: პროდოტი ფორმენტი ს.პ.ა.იტალია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

8მგ ტაბლეტი #50

აქტიური ინგრედიენტი

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი .................   8მგ

ინდიფერენტული ინგრედიენტები - სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივიტამინი, სილიციუმის ორჟანგი, ტალკი.

აღწერა

ტაბლეტები: მრგვალი თეთრი ფერის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეტაჰისტინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს.

გააჩნია ჰისტამინური რეცეპტორების, სტიმულაციური და ვაზოდილატაციური მოქმედება შიდა ყურის რეცეპტორებზე და ცენტრალური ნერვული სისტემის ვესტიბულარულ ბირთვებზე. აუმჯობესებს შიდა ყურის მიკროცირკულაციას. ზრდის სისხლის ნაკადს შიდა ყურსა და ბაზალურ არტერიებში. ლაბირინთული სისხლის ნაკადის სტაბილიზაციისას ხდება ენდოლიმფატური წნევის აღდგენა როგორც ლაბირინთში, ასევე შიდა ყურის აპარატში, რაც ამცირებს თავბრუსხვევის სუბიექტურ შეგრძნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბეტაჰისტინი არის ჰისტამინის მსგავსი ნივთიერება, ის არ იწვევს კაპილარების შეღწევადობის დარღვევას, არტერიული წნევის ცვლილებებს, არ მოქმედებს გლუვი მუსკულატურისა და შიდა ორგანოების ტონუსზე, არც კუჭის წვენის სეკრეციაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად იწოვება ორგანიზმში და მესამე საათისათვის აღწევს სისხლში კონცენტრაციის პიკს.

მეტაბოლიზმი: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმრის მჟავის სახით.

გამოყოფა: გამოიყოფა თირკმელებით. 24 საათის შემდეგ იგი პრაქტიკულად სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზისის თავბრუსხვევა (ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოხონდროზისას, ვერტებრობაზალური უკმარისობისას, თავის ტვინის კაპილარების ათეროსკლეროზისას, თავის ქალის ტრავმის შემდეგ, თავის ტვინზე ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ფსიქოსომატური ბუნების, იდიოპათიური);
  • მენიერის სინდრომი.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატის მიღება სასურველია ჭამის დროს.

ტაბლეტები: 1 ტაბლეტი დღეში 2-4-ჯერ

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, პირღებინება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე.

უკუჩვენება:

* კუჭისა ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების ფაზაში;

* ფეოქრომოციტომა;

* ლაქტაცია;

* ბავშვებში;

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება ხდება მკაცრად ჩვენებების შესაბამისად და სპეციალისტის კონტროლის ქვეშ. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს ბრონქიალური ასთმით, ასევე პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში დადგენილი აქვთ კუჭისა ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, არტერიული წნევის ზრდა.

მკურნალობა სიმპტომატურია. სპეციფიკური ანტიდოტები არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ შეიძლება მიკროზერის დანიშვნა მისი ეფექტის შემამცირებელ ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები:

სია ბ

ტაბლეტები – სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურა არაუმეტეს +25˚C.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე !

ტაბლეტები: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით.

მიკროგინონი – MICROGINON – МИКРОГИНОН

საერთაშორისო დასახელება:

ეთინილესტრადიოლ+ლევონოგესტრელი (Ethinylestradiol+Levonorgestrel )

ჯგუფური მიკუთვნება:

კონტრაცეპტული საშუალება

მოქმედი ნივთიერების აღწერა:

ეთინილესტრადიოლ+ლევონოგესტრელი

სამკურნალწამლო ფორმა:

დრაჟე, აბები, აბები დაფარული გარსით

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კონტრაცეპტიული კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატი. შიგნით მიღებისას თრგუნავს გონოდოტროპული ჰორმონების ჰიპოფიზურ სეკრეციას. კონტრაცეპტული ეფექტი დაკავშირებულია რამდენიმე მექანიზმთან.

გესტაგენურ კომპონენტად (პროგესტინად) შეიცავს 19-ნორტესტოსტეროლ - ლევონოგესტრელის წარმოებულს, პროგესტერონს, რომელიც აქტივობით ჯობნის ყვითელი სხეულის ჰორმონს (და ამ უკანასკნელის სინთეტურ ანალოგს – პრეგნინს), მოქმედებს რეცეპტორების დონეზე წინასწარი მეტაბოლური გარდაქმნების გარეშე.

ესტროგენულ კომპონენტს წარმოადგენს ეთინილასტრადიოლი. ლევონოგესტრელის ზემოქმედებით ხდება ჰიპოთალამუსის რილიზინგ ფაქტორების გამოთავისუფლების ბლოკადა, ჰიპოფიზით გონოდოტროპული ჰორმონების სეკრეციის დათრგუნვა, რასაც მივყევართ განაყოფიერებისთვის მზა კვერცხუჯრედის მომწიფებისა და გამოსვლის დამუხრუჭებასთან (ოვულაცია). კონტრაცეპტული მოქმედება ძლიერდება ეთინილესტრადიოლით. ინარჩუნებს ყელის ლორწოს მაღალ სიბლანტეს (ართულებს სპერმატოზოიდების მოხვედრას საშოს ღრუში). კონტრაცეპტულ ეფექტთან ერთად, რეგულარული მიღების შემთხვევაში, ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაციას და ხელს უწყობს რიგი გინეკოლოგიური დაავადებების განვითარების პრევენციას, მათ შორის სიმსივნურის.

ჩვენებები:

კონტრაცეპცია, მენსტრუალური ციკლის ფუნქციური მოშლა (მათ შორის დისმენორეა ორგანული მიზეზის გარეშე, დიფუნქციური მეტრორაგია, წინამენსტრუალური სინდრომი).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, თირკმლების უკმარისობა, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემიები (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები, ღვიძლის სიმსივნე (ჰემანგიომა, ღვიძლის კიბო). ავთვისებიანი სიმსივნეები (პირველ რიგში სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის კიბო).

მძიმე გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებები, თრომბოემბოლია ან მათდამი განწყობა (იშემიური ან ჰემორალგიური ინსულტი, გაფანტული ათეროსკლეროზი, მიოკარდიტი, დეკომპენსირებული გულის ქრონიკული უკმარისობა ან მათი ჩვენება ანამნეზში, გულის მანკი, არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმები).

შაქრიანი დიაბეტი მძიმე მიმდინარეობით (რომელიც თანხლებულია რეტინოპათიიტა და მიკროანგიოპათიით).

ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, ქრონიკული ჰემოლიტური ანემია, უცნობი ეტიოლოგიის საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, შაკიკი.

ოტოსკლეროზი; ოტოსკლეროზი სმენის გაუარესებით, იდიოპათური სიყვითლე ან ქავილი – წინა ორსულობის დროს. თანდაყოლილი ჰიპერლიპიდემია, ქალები, რომელთაც დიდი დატვირთვა აქვთ ხმის იოგებზე ( დიქტორები, ლექტორები), მარფანის სინდრომი, 40 წელზე მეტი ასაკი.

სიფრთხილით: ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ეპილეფსია, დეპრესია, წყლულოვანი კოლიტი, საშვილოსნოს მიომა, მასტოპათია, ტუბერკულოზი, თირკმლების დაავადებები, მოზარდის ასაკი (რეგულარული ოვულაციური ციკლების გარეშე).

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, სხეულის მასის მომატება, ლიბიდოსა და განწყობის დაქვეითება, ხმის გაუხეშება, მენსტრუათაშორისი სისხლდენა, ცალკეულ შემთხვევებში – ქუთუთოების შეშუპება, კონიუქტივიტი, მხედველობის დარღვევა, კონტაქტური ლინზების ტარებისას დისკომფორტი, (ამ მოვლენებს აქვთ დროებითი ხასიათი და ქრება დამატებითი თერაპიის გარეშე მედიკამენტის შეწყვეტით). ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, სმენის დაქვეითება, გენერალიზებული ქავილი , სიყვითვლე,  წვივის კუნთის კრუნჩხვა, ეპილეპტიკური მოვლების სიხშირის გაზრდა. იშვიათად აღინიშნება ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, არტერიული წნევის მომატება, თრომბოზები და ვენური ტრობოემბოლიები, კანის გამონაყარი, საშოს სეკრეციის ცვლილება, საშოს კანდიდოზი, მომატებული დაღლილობა, დიარეა.

მიღების წესები და დოზირება:

შიგნით, თითო დრაჟე ერთხელ დღეში, მენსტრუაციის ციკლის დაწყების პირველი ან მეხუთე დღიდან (დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის სახეობაზე: მონოფაზური, 2 ან 3 ფაზური) 21 დღის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი ინტერვალით. კალენდარულ შეფუთვაში 28 დრაჟის არსებობის შემთხვევაში უნდა მიიღოთ უწყვეტი რეჟიმით.

ერთი კალენდარული შეფუთვა შეიცავს სხვადასხვა (ორ- და სამ-ფაზიანი პრეპარატები) ან ერთდაიგივე ფერის (მონოფაზური) დრაჟეებს. დრაჟე არ უნდა დაიღეჭოს. უნდა მიაყოლოთ მცირე რაოდენობის სითხე. მიღების დროს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა შემდგომი მიღებები ერთი და იმავე საათზე უნდა დანიშნოთ, უმჯობესია საუზმის ან ვახშმის შემდეგ (პლაზმაში ჰორმონების მუდმივი კონცენტრაციის უზრუნველსაყოფად, მიღებებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს, იგი უნდა შევინარჩუნოთ 22-26 სთ-ის დონეზე).

თუ მიღება დაწყებული იყო კვირის მეორე ნახევარში, პირველი მენსტრუალური ციკლი შეიძლება გამოვიდეს 4 კვირაზე ნაკლები. პრეპარატის მიღების დასრულების შემდეგ უნდა გააკეთოთ 7-დღიანი შესვენება, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს ტიპური მენსტრუალური სისხლდენა. იმისგან დამოუკიდებლად დაიწყო თუ არა ან რა ხანგრძლივობის იყო სისხლდენა, შემდეგი პრეპარატის მიღების 21-დღიანი კურსი უნდა დავიწყოდ 7-დღიანი შესვენების შემდეგ (ანუ მე-8-ე დღეს). ჩვეულებრივ პირველი მენსტრუალური ციკლი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ გახანგრძლივებულია 1 კვირით. პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში აუცილებელია მივიღოთ პრეპარატი შემდგომი 12 საათის განმავლობაში. 36 საათზე მეტი ინტერვალით მიღებისას საიმედო კონტრაცეპტიული მოქმედება არ არის გარანტირებული (ამის მიუხედავად, საჭიროა მკურნალობის გაგრძელება, იმისათვის, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი მენსტრუაციის დადგომა, რაც დაკავშირებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან). ამ პერიოდში რეკომენდებულია სხვა არაჰორმონალური კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენება (გარდა კალენდარული

ან ტემპერატურის გაზომვის მეთოდისა).

სამკურნალო მიზნებისთვის დოზებს არჩევენ ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ ღებულობენ 2-3 დრაჟეს დღეში 10 დღის განმავლობაში (ან სისხლდენის შეჩერებამდე).

 

განსაკუთრებული მითითებები:

2-ფაზიანი პრეპარატის გამოყენებისას საიმედო კონტრაცეპციული ეფექტი დგება მხოლოდ პრეპარატის მიღების მეორე ციკლში. მოზარდი გოგონებისა და 35 წელზე ახალგაზრდა ქალებითვის რეკომენდებულია 3-ფაზიანი დაბალდოზირებული პრეპარატი. 2-ფაზიანი პრეპარატი უფრო მეტად ესადაგება ზომიერი გესტაგენური ფენოტიპის ქალებს, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალგაზრდა არანამშობიარები ქალებისთვის, რამდენადაც უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანი გარსის ტრანსფორმაციას.

სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით რეკომენდებულია მონოფაზური პრეპარატის გამოყენება.. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ფერტილობა საკმაოდ მალე აღდგება 1-3 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.

მშობიარობისა ან აბორტის შემდეგ პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია არაუადრეს ვიდრე პირველი ნორმალური მენსტრუალური ციკლი არ გაივლის. კონტრაცეპციის დაწყების წინ და ყოველ 6 თვეში რეკომენდებულია ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა (რომელიც მოიცავს სარძევე ჯირკვლებს, ღვიძლის ფუნქციას, არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტერინის კონტროლს, შარდის ანალიზს).

მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. ჩვეულებრივ პერორალური კონტრაცეპტივის მიღება ნაჩვენებია მხოლოდ ხანგრძლივი ლაქტაციის პერიოდში, რადგან მოკლე პერიოდის განმავლობაში ძუძუთი კვებისას მენსტრუალური ციკლი, როგორც წესი, არ აღდგება.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

მწეველ ქალებს, რომლებიც ღებულობენ ჰორმონალურ კონტრაცეპციულ საშუალებებს, აქვთ მომატებული რისკი სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარებისა, რომელთაც შეიძლება მოჰყვეს სერიოზული შედეგები (მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი). რისკი იზრდება ასაკთან ერთად და მოწეული სიგარეტების რაოდენობაზეა დამოკიდებული (განსაკუთრებით 35-ზე მეტი ასაკის ქალების შემთხვევაში).

დიარეისა და პირღებინების შემთხვევაში კონტრაცეპციული ეფექტი სუსტდება (პრეპარატის მიღების შეწყვეტის გარეშე საჭიროა სხვა არაჰორმონალური კონტრაცეპციის მეთოდების დამატება). მკურნალობა მყისიერად უნდა შეწყდეს, ორსულობის დადგომის შემთხვევაში, შაკიკისმაგვარი თავისტკივილის შემთხვევაში (თუ ის მანამდე არ აწუხებდა პაციენტს), ფლებიტის ან ფლებოთრომბოზის (ეხებზე ვენების უჩვეულო ტკივილები ან მათი შებერვა) ადრეული ნიშნების გაჩენისას, სიყვითლის გაჩენისას, მხედველობის დარღვევისას, ცერებროვასკულარული მოშლილობისას, სუნთქვის ან ხველების დროს გაუგებარი ეტიოლოგიის მჩხვლეტავი ტკივილებისას, გულმკერდის არეში ტკივილების ან უხერხულობის შეგრძნების გაჩენისას, არტერიული წნევის მომატებისას, ასევე დაგეგმილ ორსულობამდე 3 თვით ადრე და საორიენტაციოდ 6 კვირით ადრე ქირურგიულ ჩარევამდე, ხანგრძლივი იმობილიზაციისას.

ზომიერი სისხლიანი გამონადენი კურსის დროს არ საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

ურთიერთქმედება:

ბარბიტურატებს, ზოგიერთ ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალწამლო საშუალებას (კარბამაზეპინი, ფენიტოინი), სულფანილამიდებს, პირაზოლონის წარმოებულებს შეუძლიათ გააძლიერონ მეტაბოლიზი სტეროიდული ჰორმონების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების. კონტრაცეპტიული ეფექტის შემცირება აღინიშნება ასევე ზოგიერთი ანტიმიკრობული სამკურნალო საშუალებების ერთდროული დანიშვნისას (ამპიცილინი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი, ნეომიცინი, პოლიმიქსინი В , სულფანილამიდები ტეტრაციკლინი) რაც დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორის შეცვლასთან. გესტაგენ-ესტროგენის მიღებისას საჭიროა ჰიპოგლიკემიური საშუალებისა და არაპირდაპირი სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია.

მიკოფლუ – MICOFLU – МИКОФЛУ

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: GMP,საქართვველო

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 3 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ..............50 მგ

კაფსულები: შეფუთვაში 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი........     150 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მიკოფლუ აზოლის ჯგუფის ძლიერი ანტიმიკოზური საშუალებაა. მისი მოქმედება დამყარებულია სოკოს უჯრედში სტეროლის სინთეზის ინჰიბირებაზე.

მიკოფლუ აქტიურია: Candida spp., Criptococcus neoformans, Microsporum spp., Trichophiton spp., Blastomyces dermatitidis, Coccidphyton spp., Histoplasma capsularum  მიკროოგანიზმებისადმი.

შიგნით მიღებისას ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება. მის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების ერთდროული მიღება. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0.5-1.5 სთ-ში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს. ფლუკონაზოლის 80% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით სახეშეუცვლელი ფორმით.

იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში.

  • ჩვენებები:
  • კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკული ინფექცები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე ავადმყოფებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში;
  • გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ფორმის (მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების) ინვაზიური კანდიდოზური ინფექცის ჩათვლით;
  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხორხის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვის არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კანის კანდიდოზი, პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (პროთეზის მქონე პირებში), მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ნორმალური და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში;
  • ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე), პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად;
  • სოკოვანი დაავადებების პროფილაქტა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომელნიც წინასწარგანწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკებით მკურნალობის გამო;
  • კანის, ტერფების, საზარდულის არის მიკოზები; ონიქომიკოზი, კანის კანდიდოზი;
  • ენდემური მიკოზი, კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, რომელიც აღენიშნებათ ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პაციენტებს.

მიღების წესი და დოზირება:

მიკოფლუს დღიური დოზა განისაზღვრება სოკოვანი ინფექციის ფორმითა და სიმძიმით.

ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია ერთჯერადი მიღება, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული აქტივობის გათვალისწინებით.

მოზრდილებში:

- კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკული ინფექციის, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს, პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ კი - 200-400 მგ ერთხელ დღეში.

- ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს -50-100 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში.

- პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის დროს - 50 მგ ერთხელ დღეში, 14 დღის განმავლობაში. ამავე დროს საჭიროა ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება.

- ვაგინალური კანდიდოზის დროს - ერთჯერადად 150 მგ.

- კანის მიკოზური ინფექციების დროს (ტერფის, საზარდულის არისა და კანის კანდიდოზის ჩათვლით) რეკომენდებული - 150 მგ კვირაში ერთხელ ან ყოველდღე 50 მგ ერთ მიღებაზე. ხანგრძლივობა 2-4 კვირა.

ბავშვებში:

- ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს -3 მგ/კგ დღეში;

- გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკული ინფექციების დროს - 6-12 მგ/კგ დღეში, დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, კანის ექსფოლიციური დაავადებანი, კრუნჩხვა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალოპეცია, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაუდგენელია.

უკუჩვენებები:

*პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით სოკოვანი დაავადებების მძიმე ფორმების სამკურნალოდ.

* დედის რძეში ფლუკონაზოლის იგივე კონცენტრაციაა, რაც პლაზმაში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

* იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნება ღვიძლის ტოქსიკური ცვლილებები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით, რაც დაკავშირებული იყო მძიმე ფორმის თანდართულ დაავადებებთან. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

* ფლუკონაზოლით მკურნალობისას ავადმყოფებს ერთეულ შემთხვევაში გამოუვლინდათ კანის ექსფოლიციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი.

* ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) პლაზმიდან გამოყოფას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ჰიდროქლორთიაზიდსა და მიკოფლუს ერთდროული გამოყენებისას უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში იმატებს 40%-ით.

-  ხოლო ფენიტოინთან კომბინაციაში მიკოფლუ ზრდის აღნიშნული პრეპარატის კონცენტრაციას.

- რიფამპიცინი 20%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ რიფამპიცინთან ერთად დანიშვნისას საჭიროა მიკოფლუს დოზის მომატება.

- ფლუკონაზოლის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება, ციმეტიდინი, ანტაციდები ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი ტოტალური დასხივება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მიკოტრანი ვაგინალური სანთელი – MIKOTRAN (vaginal Suppositories) – МИКОТРАН (суппозитории вагин.)

მწარმოებელი: EMBIL ILAC SANAYI, თურქეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შეფუთვაში მოთავსებულია ერთი სანთელი თავისი სათითურით.

ერთი სანთელი შეიცავს

მიკონაზოლის ნიტრატი ............... 1200 მგ  .

ფარმაკოლოგიური თავისებურებები:

ვაგინალური სანთელი მიკოტრანი შეიცავს ფართო სპექტრის ანტიფუნგინალურ პრეპარატს– მიკონაზოლის ნიტრატს, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის წარმოებულს. მიკონაზოლის ნიტრატი მოქმედებს პათოგენურ სოკოებსა და საფუარებზე, მათ შორის Candida albicans-ზე. მის მიმართ ასევე მგრძნობიარეა ზოგიერთ გრამდადებითი ბაქტერია, მათ შორის Aspergillus spp, Cryptococcus neofarmans, სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები.

ფარმაკოკინეტიკა:

ვაგინური სანთლის ერთჯერადი დოზის – 1200 მგ. გამოყენების შემდეგ,  სისხლის პლაზმაში მისი, საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 10.4 μგ/ლ, ხოლო ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 56.8 სთ. პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია- (დროის მონაკვეთში მრუდის ქვეშ ფართობი) - 967 μგ/ლ სთ. ინტრავაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი სისხლში შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (1.4 % მიღებული დოზიდან )

ჩვენება:

  • გამოიყენება ერთჯერადად ვულვოვაგინალური კანდიდოზისა და შერეული ინფექციების  დროს, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ბაქტერიებით (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, მიკოკოკები, რომელნიც იწვევენ მეორად დაინფიცირებას)

უკუჩვენება:

* პრეპარატი არ გამოიყენება მიკონაზოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

უსაფრთხოების ზომები:

პრეპარატი გამოიყენება მიკროსკოპულად დადასტურებული კანდიდოზის დროს. მიკოტრანის სანთელი არ უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეპტიულ მექანიკურ საშუალებებთან ერთად და ორსულობის I ტრიმესტრში, თუ მკურნალი ექიმი არ თვლის საჭიროდ მისი გამოყენების აუცილებლობას.

გვერდითი ეფექტები:

შეიძლება აღინიშნოს: ქავილი (2-6%), კრუნჩხვები მენჯის არეში (2%) თავის ტკივილი (1.3%) იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები (0.5%-ზე ნაკლები).

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ვაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (1.4% მიღებული დოზიდან), რის გამოც სხვა პრეპარატებთან მის ურთიერთქმედებას არა აქვს ადგილი.

მიღების წესი და დოზირება:

მიკოტრანი– გამოიყენება ერთჯერადად ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს.

ვაგინალური სანთელი ინიშნება მხოლოდ ერთხელ, ძილის წინ, რომელიც შეჰყავთ ღრმად საშოში დამხმარე სათითურით. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა მეორდება 3 დღის შემდეგ.

მიკოტრანი - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მიკოტრანი - არ გამოიყენება ბავშვებში, მოზარდებში, შიგნით და სხვა გზებით მისაღებად.

დოზის გადაჭარბება:

მიკოტრანის ჰიპერდოზირება არ დაფიქსირებულა.

პრეპარატის შეცდომით შიგნით მიღების შემთხვევაში საჭიროა ხელოვნურად ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა.

ანტიდოტი არ მოიპოვება, ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები:

მიკოტრანი ინახება ოთახის (25ºC) ტემპერატურაზე,შეფუთული, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

მიკოტა – MYCOTA – МИКОТА

საერთაშორისო დასახელება:

UNDECYLENIC ACID; UNDECYLENIC ACID ZINC SALT

მწარმოებელი: Thornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: უნდეცინის მჟავა+უნდეცინის მჟავას ცინკის მარილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 25 გ

1 გ

უნდეცინის მჟავა ....................................... 50 მგ

უნდეცინის მჟავას ცინკის მარილი .........     200 მგ

ფხვნილი: პოლიეთილენის ქილაში 70 გ

1 გ

უნდეცინის მჟავა        ............................     50 მგ

უნდეცინის მჟავას ცინკის მარილი ...........   200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მიკოტას გააჩნია ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული მოქმედება.

ჩვენებები:

  • სპორტსმენის ტერფის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ფეხების ქავილი;
  • ინფექციური ეგზემის, ნეიროდერმიტის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

მიკოტას კრემი დაიტანება კარგად გამშრალებულ, დაზიანებულ არეში დღეში 2-ჯერ. ასევე კრემის მცირე ნაწილი დაიტანება ტერფის თითებს შორის. ფხვნილი მოიფრქვევა დაზიანებული კანის ნაწილზე და წინდებში. სასურველია მიკოტას კრემის და ფხვნილის მოხმარება კომბინაციაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების ალაგებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - კანის გაღიზიანება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

უსაფრთხოება ფეხმძიმობისას და ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

* მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის;

* მოერიდეთ თვალებში და ღია ჭრილობაზე კონტაქტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მიკოსპორი – MICOSPOR – МИКОСПОР

საერთაშორისო არაპანტენტური დასახელება:

ბიფონაზოლი

მწარმოებლი: ბაიერი ჰელსკეა აგ (გერმანია),

წარმოებულია: კერნ ფარმა სლ, ესპანეთი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი გარე გამოყენებისთვის

1 გ კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ბიფონაზოლი ...............   0,01 გ

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტილპალმიტატი, ოქტილდოდეკანოლი, პოლისორბატი 60, გასუფთავებული წყალი, სორბიტოლის სტეარატი.

აღწერილობა:

ჰომოგენური კრემი თეთრი ფერის.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ბიფონაზოლი, მიკოსპორი® - ს ხსნარის აქტიური ნივთიერება, არის იმიდაზოლის ნაწარმი და აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი.

პრეპარატი აქტიურია დერმატოფიტების, საფუარისებრი, ობის და სხვა სოკოების მიმართ, ისეთების, როგორც Malassezia furfur. მიკოსპორი® აგრეთვე ეფექტურია Corynebacterium minutissimum-ის წინააღმდეგ.

მიკოსპორი® ორ სხვადასხვა ეტაპზე თრგუნავს ერგოსტერინის სინთეზს, რომელიც შედის სოკოს უჯრედის კედლის შემადგენლობაში, რაც მისი სტრუქტურისა და თვისებების ცვლილებებს იწვევს.

ჩვენება:

კანის დაზიანებების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტების, საფუარისებრი და ობის სოკოების, აგრეთვე Malassezia furfur და Corynebacterium minutissimum-ის მიერ.

•    ტერფის მიკოზები;

•    გლუვი კანის დერმატომიკოზი;

•    Dermatomycosis (ნაფოტისებრი სირსველი);

•    კანის ზედაპირული კანდიდოზი;

•    ერითრაზმა.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა ბიფონაზოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

გამოკვლევების მონაცემები აჩვენებენ, რომ ბიფონაზოლი არანაირ უარყოფით მოქმედებას არ ავლენს დედისა და ნაყოფის ორგანიზმზე. თუმცა ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ დროს, როდესაც სავარაუდო სარგებლობა დედისათვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ბავშვის ან ნაყოფის მიმართ. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

გვერდითი ეფექტები:

ხშირად აღინიშნება კანის რეაქციები გაღიზიანების, ქავილის, გაწითლების, მაცერაციის და აქერცვლის სახით. იშვიათად შესაძლებელია ალერგიული დერმატიტის განვითარება. ეს გვერდითი ეფექტები შექცევადია და ქრებიან თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:

მიკოსპორი® გამოიყენება დღეში ერთხელ, ძილის წინ. კრემს თხელ ფენად ისვამენ კანის დაზიანებულ ადგილზე და გულმოდგინედ შეიზელენ. დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა იყოს უწყვეტი და გაგრძელდეს შემდეგი რეკომენდირებული პერიოდების განმავლობაში:

•    ტერფის მიკოზები: 3 კვირა

•    გლუვი კანის დერმატომიკოზი: 2-3 კვირა

•    Dermatomycosis (ნაფოტისებრი სირსველი),  ერითრაზმა: 2 კვირა

•    კანის ზედაპირული კანდიდოზი: 2-4 კვირა

ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 სმ სიმაღლის კრემს კანის ზედაპირის ხელისგულის ზომის ფართობზე გათვლით. დოზატორის გამოყენებისას კრემის ეს რაოდენობა გამოიყოფა მის თავზე ერთჯერადი დაჭერის შედეგად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მიკოსპორი® -ს გამოყენება ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესაძლებელია, რადგან ურთიერთქმედების არანაირი რეაქცია არ არის აღმოჩენილი.

გამოშვების ფორმა:

ტუბებში - თითოეული 15 გ, 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეკვრაში.

შენახვის პირობები:

ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC , ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

აფთიაქებიდან გაცემა:

რეცეპტის გარეშე.

მიკოსისტი – MYCOSYST – МИКОСИСТ

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 7 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ..............    50 მგ

კაფსულები: შეფუთვაში 28 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ............      100 მგ

კაფსულები: შეფუთვაში 1 და 2 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ............    150 მგ

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ, შეფუთვაში 1 და 10 ც.

1 მლ 1 ფლ.

ფლუკონაზოლი ..........  2 მგ 200 მგ

 

ვრცლად დიფლუკანი (დოზირება ინდივიდუალური)

მიკოსეპტინი – MYCOSEPTIN – МИКОСЕПТИН

საერთაშორისო დასახელება:

UNDECYLENIC ACID; UNDECYLENIC ACID ZINC SALT

მწარმოებელი: LECHIVA

მოქმედი ნივთიერება: უნდეცილინის მჟავა + უნდეცილინის მჟავას ცინკის მარილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 30 გ

1 გ

უნდეცილინის მჟავა ...................................50 მგ

უნდეცილინის მჟავას ცინკის მარილი .....   200 მგ

 

ვრცლად მიკოტა

მიკონაზოლი-დარნიცა – MICONAZOLUM-DARNITSA – МИКОНАЗОЛ – ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

MICONAZOLE

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: მიკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმიდაზოლის წარმოებული ანტიმიკოზური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 2%: ტუბში 15 გ

1 გ

მიკონაზოლი  ............... 20 მგ

 

ვრცლად მიკონაზოლი

მიკონაზოლი – MICONAZOLE – МИКОНАЗОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ხასიათდება ფუნგიციდური მოქმედებით დერმატოფიტებზე (Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis), საფუარის და საფუარის მსგავს სოკოებზე (Candida albicans და სხვა), ასევე სხვა პათოგენურ სოკოებზე (Malassezia furfur,Aspergillus niger, Penicillium crus-taceum და სხვა).

მიკონაზოლის ნიტრატი აინჰიბირებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და ცვლის მემბრანის ლიპიდურ შემადგენლობას, რაც იწვევს სოკოს უჯრედის კვდომას. მიკონაზოლის კრემს ახასიათებს აგრეთვე უფრო მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი ბაქტერიების (სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების და სხვა), და ნაკლებად გამოხატული გრამუარყოფითი ბაქტერიების (ნაწლავის ჩხირის, ლურჯ-მწვანე ჩხირის, პროტეუსის და სხვა) მიმართ.

პრეპარატს გააჩნია ზომიერად გამოხატული ჰიპეროსმოსური აქტივობა, რის გამოც ხასიათდება ანტიექსუდაციური მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენების დროს მიკონაზოლის ნიტრატი სისხლში პრაქტიკულად არ შეიწოვება.

ჩვენებები

  • მიკონაზოლი გამოიყენება მიკონაზოლის ნიტრატის მიმართ მგრძნობიარე კანის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების დროს, აგრეთვე ბაქტერიული სუპერიინფექციით გამოწვეული დერმატომიკოზების დროს.

დოზირების რეჟიმი

დოზირება ინდივიდუალურია. იგი დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და მიმდინარეობის სიმძიმეზე.

კანის სოკოვანი დაავადების დროს პრეპარატის თხელ ფენას ისვამენ დაზიანებულ ზედაპირზე, აგრეთვე მის მიმდებარე ადგილებში და სწრაფად შეიზელენ 2-ჯერ დღეღამეში (დილით და საღამოს).

პრეპარატის გამოყენებამდე ნაკეცებს შორის ადგილებში, რომლებიც ადვილად სველდება (ნაკეცები თითებს შორის, ბარძაყსა და ბოქვენს შორის) აუცილებელია მარლის საფენით გამშრალება.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-დან 6 კვირას, რაც დამოკიდებულია სოკოვანი დაავადების სახეობაზე, დაავადების ეფექტურ მკურნალობასა და მიკოლოგიური კვლევების შედეგებზე; მკურნალობა გრძელდება 7-10 დღის განმავლობაში დაავადების ყველა კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე.

ონიქომიკოზის (ფრჩხილების სოკოვანი დაზიანება) მკურნალობის დროს პრეპარატის თხელ ფენას ისვამენ დაზიანებული ფრჩხილის ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, შემდეგ ადებენ ოკლუზიურ საფენს, მკურნალობა გრძელდება ახალი ფრჩხილის წარმოქმნამდე, პათოლოგიური პროცესის კუპირებამდე და აგრეთვე სოკოების სულ ელიმინაციამდე.

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი რეაქციები კანზე (წვის ან ქავილის შეგრძნება, კანის სიმშრალე ან ჰიპერემია), აგრეთვე კანის ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მიკონაზოლის ნიტრატის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

რადგან მიკონაზოლის ნიტრატის ადგილობრივი გამოყენებისას არ ხდება სისტემური რეზორბცია, დასაშვებია მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

საჭიროა სიფრთხილე, რათა კრემი არ მოხვდეს თვალის ლორწოვანი გარსზე.

ჭარბი დოზირება

გამოვლენილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

რეკომენდებული არ არის პრეპარატთან ერთად სხვა მალამოების და კრემების გამოყენება.

Don`t copy text!