Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 533

მოლსიდომინი – MOLSIDOMINE – МОЛСИДОМИН

ჩვენებები

  • სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია, გულის უკმარისობით;
  • სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში (მხოლოდ სისხლის მიმოქცევის სტაბილიზაციის შემდეგ);
  • სტენოკარდიის დროს, როცა უკუნაჩვენებია სხვა წამლისმიერი საშუალების გამოყენება, ან მათი გადაუტანლობის ან არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში და ასევე ხანდაზმულ პაციენტებში;
  • მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობის დროს (გულის კუნთის სისუსტე) გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად გულის გლიკოზიდები და/ან შარდმდენები;
  • ფილტვის ჰიპერტენზია (ფილტვის არტერიაში წნევის მომატება).

დოზირების რეჟიმი

დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე. ჩვეულებრივ ინიშნება მოლსიდომინის 4 მგ და მოლსიდომინის 8 მგ 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მოლსიდომინის 1 ტაბლეტი 4 მგ დანიშვნა 3-ჯერ დღეში. იოლ შემთხვევებში ინიშნება 1-1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მოლსიდომინის ტაბლეტი მიიღება დილით და საღამოთი.

გვერდითი მოვლენები

– იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მოლსიდომინის მკურნალობის დაწყებისას თავის ტკივილი, რომელიც როგორც წესი ქრება მკურნალობის გაგრძელების დროს. თავის ტკივილის შემცირება შეიძლება პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევითაც.

– თუ მკურნალობის დროს წარმოიქმნება სხვა დარღვევები აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

– მოლსიდომინით მკურნალობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მშვიდ მდგომარეობაში არტერიული წნევა კლებულობს, პირველ რიგში სისტოლური მაჩვენებლები. მომატებული წნევის დროს პრეპარატის ეს მოქმედება უფრო გამოხატულია, ვიდრე ნორმოტონიის და ჰიპერტონიის დროს.

– გულზე წინასწარი დატვირთვის მოხსნისას, აღინიშნება გულის წუთმოცულობის, გულის ინდექსის შემცირება. მოლსიდომინი ცვლის აქტიური მოქმედებების შესაძლებლობას და ამიტომ სიფრთხილით გამოიყენება მანქანის მართვის დროს. ეს მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების დროს.

– მოლსიდომინით მკურნალობისას ექიმის კონტროლის გარეშე შესაძლებელი არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, კოლაპსის და შოკის განვითარებაც კი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა და მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (მაგ. გამონაყარი კანზე, ასთმა).

უკუჩვენებები

* მოლსიდომინის გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლის მომოქცევის მწვავე დარღვევების დროს (შოკი, სისხლძარღვეოვანი კოლაპსი) და მძიმე ჰიპოტონიის დროს (სისტოლური არტერიული წნევა დაბალია 100 მმ).

* ინფარქტის შემდგომ დღეებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში და სისხლის მიმოქცევის სისტემის რეგულარული კონტროლის ქვეშ;

* მოლსიდომინი 8 მგ არ გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის მწვავე ფაზაში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში მოლსიდომინის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალური დანიშნულებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– მოლსიდომინის და სხვა სისხლძარღვთა გამაფართოვებელი საშუალებების (ვაზოდილატატორები, კალციუმის ანტაგონისტები) კომბინირებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

– სისხლძარღვგამაფართოვებელი ეფექტის გაძლიერება ასევე აღინიშნება ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ალკოჰოლის კომბინირების დროს.

მოლდი – MOLD – МОЛД

საერთაშორისო დასახელება:

RACECADOTRIL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: რაცეკადოტრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 კაფს.

რაცეკადოტრილი ………..    100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენდოგენური ოპიატური ნივთიერებები -ენკეფალინები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოქმედებენ როგორც ნეირომედიატორები და გააჩნიათ ანტისეკრეტორული აქტივობა. ენკეფალინები სწრაფად იშლებიან ფერმენტ ენკეფალინაზას მოქმედებით.

რაცეკადოტრილი წარმოადგენს ფერმენტ ენკეფალინაზას ინჰიბიტორს, იგი აძლიერებს ენდოგენური ენკეფალინების ფიზიოლოგიურ აქტივობას და მოტორიკაზე მოქმედების გარეშე იწვევს ნაწლავის ანტისეკრეტორულ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ რაცეკადოტრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად.

პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 90%, მიღებიდან 30 წთ-ში იწყება მისი მოქმედება პლაზმის ენკეფალინაზაზე და გრძელდება 8 სთ-მდე. რაკეცადოტრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ-ს, ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

ჩვენებები:

  • პრეპარატი ინიშნება მწვავე ინფექციური (ვირუსული ან ბაქტერიული) და არაინფექციური ეტიოლოგიის ფაღარათის დროს რეჰიდრატაცულ თერაპიასთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობას იწყებენ 100 მგ რაკეცადოტრილის მიღებით დღეში 3-ჯერ ფაღარათის გაქრობამდე.

პრეპარატის დღიურა დოზა არ უნდა აღემატებოედს 400 მგ-ს. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატით 7 დღიანი მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ახალშობილებსა (2 თვის ასაკის ზემოთ) და ბავშვებში ინიშნება 1.5 მგ/კგ დღეში 3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:

ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, შემცივნება, თავბრუ, ქრონიკული თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ,

*  2 თვემდე ასაკი;

* ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა;

* პრეპარატი არ გამოიყენება მწვავე დიზენტერიის, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის დროს მოლდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

* ლაქტაციის დროს მოლდის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:

* დაუშვებელია მოლდის გამოყენება ცხელებით მიმდინარე მწვავე დიზენტერიის, განავალში სისხლის არსებობის დროს, ასევე ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის სამკურნალოდ.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არსებობს სათანადო კვლევები რაცეკადოტრილის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაცეკადოტრილი არ მოქმედებს ციტოქრომ P450 ფერმენტულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

მოვიქსი – MOVIX – МОВИКС

საერთაშორისო დასახელება:

MELOXICAM

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები გამყოფი ხაზით: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მელოქსიკამი …………7.5 მგ

1 ტაბ.

მელოქსიკამი……….. 15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რინვატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლაქტოზა მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კროსპოვიდონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოვიქსს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. პრეპარატის ძირითადი თვისებები განპირობებულია მისი თვისებით დათრგუნოს ენდოგენური ნივთიერებების- პროსტაგლანდინების წარმოქმნა, რომლებიც ანთების, ტკივილისა და ცხელების პროვოცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ჩვენებები:

  • რევმატოიდული ართრიტი და ართროპათია;
  • ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი;
  • მაანკილიზირებელი სპონდილართრიტი;
  • ტკივილი ხერხემლის არეში, ნევრალგია, იშიაზი, მიალგია, ბურსიტი, ტენდინიტი.

მიღების წესი და დოზირება:

დღიური დოზა ვარირებს 7.5 მგ-დან 15 მგ-მდე დაავადებების, თერაპიული შედეგის და წამლის ტოლერანტობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირად შეიძლება გამოვლინდეს:

გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, სტომატიტი.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში :

შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

ანემია, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. შესაძლებელია კანის ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ფოტომგრძნობელობა ან კანის უფრო მძიმე რეაქციები.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს:

ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატება.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის დოზირების შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობის მონაცემების არსებობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით;

* ბრონქული ასთმა, ქრონიკული ურტიკარია, ანგიოედემა, ნაზალური პოლიპები;

* კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის მწვავე ან გამწვავებული წყლული;

* ღვიძლის მძიმე დაზიანება;

* თირკმლის მძიმე უკმარისობა დიალიზის გარეშე;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მკურნალობა არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* პაციენტები, რომელთაც ადრე აწუხებდათ წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მოვიქსით მკურნალობის პერიოდში გართულებების განვითარების შესაძლებლობის გამო. პეპტიური წყლულის ან სისხლჩაქცევის პირველი სიმპტომების გამოვლენის დროს, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს!

* თირკმლის უკმარისობის განვითარების საშიშროების გამო, პაციენტებში თირკმლის დარღვევებით, მოვიქსით მკურნალობისას აუცილებელია მათ ფუნქციონალურ მდგომარეობაზე დაკვირვება. ეს განსაკუთრებით საჭიროა პრეპარატით განმეორებითი კურსის ჩატარებისას.

* პაციენტები თირკმლის მსუბუქი და საშუალოდ გამოხატული დარღვევებით: შესაბამისი ჩვენებისას რეკომენდებული დოზის შეცვლა არ არის საჭირო.

* პაციენტები თირკმლის დარღვევებით და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები: დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს.

* პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც წარსულში პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებოდათ კანზე გამონაყარი ან ლორწოვანი გარსის დაზიანება.

ჭარბი დოზირება:

წამლის მიღებისას იმ დოზით, რომელიც საგრძნობლად აღემატება ექიმის მიერ დანიშნულ დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირების პირველი ნიშნები შეიძლება იყოს: გონების დაბინდვის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, მძიმე შემთხვევებში ტრემორი, კრუნჩხვები. პირველი დახმარების ზომები მოიცავს კუჭის ამორეცხვას, აქტივირებული ნახშირის მიღებას, რის შემდეგაც უკვე ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული მოვიქსითა და სხვა არასტეროიული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგალითად, ასპირინით) ან კორტიკოსტეროიდებით (პრედნიზოლონი, მეთილპრედნიზოლონი) ერთდროული მკურნალობა.

– ასევე არ არის რეკომენდებული ანტითრომბოზული (სისხლის შედედების დამთრგუნველი) საშუალებების მიღება. ამ წამლებით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის შედეგების მაჩვენებლის მუდმივი კონტროლი.

– ლითიუმის მარილებისა და მეტოტრექსატის ტოქსიურობა მატულობს მოვიქსთან მათი ერთდროული გამოყენებისას.

– მოვიქსი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების თერაპიულ ეფექტს, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს უკანასკნელის დოზირების შეცვლა.

– შესაძლებელია მოვიქსის არასასურველი ურთიერთქმედება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან (მაგალითად, გლიბენკლამიდი, გლიპეზიდი და სხვა). ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება არ შეიძლება.

– ქოლესტირამინმა (ქოლესტირინის დამაქვეითებელი საშუალება) შეიძლება შეამციროს მოვიქსის ეფექტურობა. საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტული საშუალებების (სპირალის) ეფექტურობა მცირდება მოვიქსთან ურთიერთქმედებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მოვალისი – MOVALIS – МОВАЛИС

საერთაშორისო დასახელება:

MELOXICAM

მწარმოებელი: BOEHRINGER INGELHEIM INTERNATIONAL, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მელოქსიკამი …………  7.5 მგ

1 ტაბ.

მელოქსიკამი ………….15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ციტრატი, ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივიდონი, სილიციუმის ორჟანგის კოლოიდური ანჰიდრიდი, კროსპოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

სანთლები: შეფუთვაში 6 ც.

1 სანთელი

მელოქსიკამი ………. 15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მკვრივი ცხიმი, პოლიოქსიეთილენირებული ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოვალისი წარმოადგენს ენოლის მჟავას წარმოებულ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას. ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სპეციფიკური ფერმენტის ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბირებით, რომლის შედეგადაც მცირდება არაქიდონის მჟავისაგან პროსტაგლანდინების წარმოქმნა, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ანთებითი რეაქციების ფორმირებაში.

ჩვენებები:

  • რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, მაანკილიზირებელი სპონდილიტის, მკურნალობის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

რევმატოიდული ართრიტი: ენიშნებათ 15 მგ დღეში. მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტის მიღწევისას შესაძლებელია დოზის შემცირება 7.5 მგ-მდე დღეში.

ოსტეოართროზი – 7.5 მგ დღეში. აუცილებელობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში.

მაანკილიზირებელი სპონდილიტი – 15 მგ დღეში.

თირკმელების მძიმე უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს.

მოვალისის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს.

ვინაიდან ბავშვებში პრეპარატის დოზა დადგენილი არ არის, იგი ენიშნებათ მხოლოდ მოზრდილებს.

ტაბლეტებს იღებენ ჭამის დროს წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად.

პრეპარატის 15 მგ-იანი 1 სანთელი ენიშნებათ ერთხელ დღეში, ან 7.5 მგ 1 სანთელი 1-2-ჯერ დღეში.

პრეპარატი სადღეღამისო დოზა, როგორც ტაბლეტებში აგრეთვე სანთლებში არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

პაციენტების 1%-ზე მეტს აღენიშნება: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა; პაციენტების 0.1-1%-ს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილებები (მაგ. ტრანსამინაზების ან ბილირუბინის მაჩვენებლების მომატება), ბოყინი, ეზოფაგიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, კუჭიდან და ნაწლავებიდან ფარული და ხილული სისხლდენები; პაციენტების 1%-ზე ნაკლებს -კუჭის წყლულის და ნაწლავის პერფორაცია, კოლიტი;

სისხლის სურათის მხრივ:

პაციენტების 1%-ზე მეტს -ანემია; პაციენტების 0.1-1%-ს პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები, მათ შორის ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. მიელოტოქსიკური პრეპარატების, კერძოდ მეტოტრექსატის ერთდრული დანიშვნა იწვევს ციტოპენიას.

კანის და ლორწოვანი გარსების მხრივ:

პაციენტების 1%-ზე მეტს – სტომატიტი, ურტიკარია; პაციენტების 1%-ზე ნაკლებს – ფოტოსენსიბილიზაცია.

სუნთქვის სისტემის მხრივ:

პაციენტების 1%-ზე ნაკლებს – ასპირინის და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს, მოვალისის ჩათვლით, ცალკეულ შემთხვევებში აღენიშნება ბრონქული ასთმის მწვავე შეტევები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

პაციენტების 1%-ზე მეტს – შეშუპება. პაციენტების 0.1-1% არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ალები.

ცნს-ის მხრივ:

პაციენტების 1%-ზე მეტს – თავის ტკივილი. პაციენტების 0.1% – თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ძილიანობა.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ:

პაციენტების 0.1% – თირკმელების მაჩვენებლების ცვლილებები (კრეატინინის და/ან სისხლის შარდოვანას მაჩვენებლების მომატება). პაციენტების 1%-ზე ნაკლებს – თირკმელების მწვავე უკმარისობა.

ალერგიული რეაქციები:

პაციენტების 1%-ზე ნაკლებს- ანგიონევროზული შეშუპება, დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქცების ჩათვლით.

მხედველობის ორგანოების მხრივ:

კონიუნქტივიტი, მხედველობის დარღვევა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა მოვალისის ან მის შემადგენლობაში არსებული სხვა კომპოტენენტების მიმართ;

* აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ჯვარედინი რეაქციების განვითარება;

* ანამნეზში -ბრონქული ასთმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია;

* პეპტიური წყლული აქტიურ ფაზაში;

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* თირკმელების უკმარისობა დიალიზის ჩატარების გარეშე;

*15 წლამდე ასაკის ბავშვებში;

*ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

* ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მოვალისი, განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებს ანამნეზში, აგრეთვე პაციენტებს, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.

* პეპტიური წყლულის, ან კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენის დაწყების დრო საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

* კანისა და ლორწოვანი გარსის მხრივ ცვლილებების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

* არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აინჰიბირებენ თირკმელების სისხლით მომარაგების პროცესში მონაწილე პროსტაგნლანდინების სინთეზს.

პაციენტებში თირკმელების სისხლით მომარაგების და ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია თირკმელების უკმარისობის განვითარება, თუმცა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის დროს თირკმელების ფუნქცია საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

მსგავსი რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში დეჰიდრატაციის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, ნეფროზული სინდრომის და თირკმელების მძიმე დაავადებების, დიურეზული საშუალებების მიღების, აგრეთვე ოპერაციის შემდგომი ჰიპოვოლემიის დროს.

ამ დროს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია აღნიშნული პაციენტების თირკმელების ფუნქციის და დიურეზის სისტემატური კონტროლი.

* არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იშვიათად იწვევენ ინტერსტიციულ ნეფრიტს, გლომერულონეფრიტს, თირკმლის ტვინოვანი ნივთიერების ნეკროზს, ან ნეფროზულ სინდრომს.

* თირკმელების უკმარისობის ბოლო სტადიით, ან ჰემოდიალზზე მყოფ პაციენტებში მოვალისი არ ინიშნება 7.5 მგ-ზე მეტი დოზით დღეში.

* ზოგჯერ ადგილი აქვს ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ან სხვა მაჩვენებლის მომატებას, რომლებიც ახასიათებენ ღვიძლის ფუნქციას. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და საკონტროლო ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება. კლინიკურად არაპროგრესირებადი ღვიძლის ციროზის დროს პრეპარატის დოზის შემცირება საჭირო არ არის.

* მოვალისი სიფრთხილით ენიშნებათ გულის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ ხანდაზმულ პაციენტებს.

* მოვალისის სანთლების გამოყენება რეკომენდებული არ არის ავადმყოფებში ანორექტული მიდამოს ანთების, ან ანამნეზში ანორექტული სისხლდენის დროს.

* მკურნალობის დროს მხედველობის დარღვევის, ძილიანობის ან ცნს-ის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება ეკრძალებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება:

ამ დროს საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დადგენილია, რომ ქოლესტირამინი აჩქარებს ორგანიზმიდან მელოქსიკამის გამოყოფის პროცესს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მოვალისის და აცეტილსალიცილის მჟავას, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან პრეპარატის კომბინაციით მოსალოდნელი სისხლის შედედების საწინააღმდეგო ეფექტის გაძლიერება.

– მოვალისი ლითიუმთან კომბინაციით, იწვევს ამ უკანასკნელების კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში.

– მოვალისი აძლიერებს მეტოტრექსატის ტოქსიკურ ეფექტს ჰემოპოეზზე. ამ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.

– მოვალისის და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების ერთდროული დანიშვნით შესაძლებელია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება.

– მოვალისის და კონტრაცეპტივების კომბინაციით ქვეითდება ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტი.

– მოვალისისა და ანტიჰიპერტენზული პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას, მოვალისის მიერ პროსტაგლანდინ-ვაზოდილატატორების ბლოკირებით ქვეითდება ანტიჰიპერტენზული მოქმედების ეფექტი.

– ქოლესტირამინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უკავშირდება მოვალისს, რაც იწვევს ორგანიზმიადნ მისი გამოყოფის პროცესის დაჩქარებას.

– მოვალისის და ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნით ადგილი აქვს ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიკურობის გაძლიერებას, რის გამოც საჭიროა თირკმლების ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევენ ნატრიუმის, კალიუმის, სითხის გამოყოფის შეფერხებას და სალურეზული საშუალებების მოქმედების შესუსტებას, რაც ხელს უწყობს გულის უკმარისობის და არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება: ტაბლეტები – მშრალ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

სანთლები – არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 5 წელი;

სანთლები – 3 წელი.

მოდიტენ-დეპო – MODITEN-DEPO – МОДИТЕН-ДЕПО

საერთაშორისო დასახელება:

FLUPHENAZINE DECANOATE

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: ფლუფენაზინის დეკანოატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნეიროლეპტიკური, ანტიფსიქოტური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ფლუფენაზინის დეკანოატი ……. 25 მგ

მოქმედება:
პრეპარატი მოდიტენ დეპო წარმოადგენს ფლუფენაზინის პერენტერალური სამკურნალწამლო საშუალების ფორმას დეპოს სახით. იგი არის პროლონგირებული მოქმედების ნეიროლეპტიკური საშუალება ფენოთიაზინის წარმოებულების ჯგუფიდან. 

ფარმაკოდინამიკა:

ახდენს გამოხატულ ანტიფსიქოზურ მოქმედებას, რომელიც შერწყმულია გარკვეულ გამააქტიურებელ ეფექტთან, აგრეთვე არის ზომიერი სედატიური საშუალება. გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დოფამინური რეცეპტორების ბლოკადასთან და გარკვეულ ადრენომაბლოკირებელ აქტივობასთან.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატ მოდიტენ დეპოს აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს ფლუფენაზინის დეკანოატი, ფლუფენაზინის ეთერი და დეკანოის მჟავა. ფლუფენაზინის დეკანოატისათვის დამახასიათებელია თანდათანობითი ჰიდროლიზი და სისხლში აქტიური ფლუფენაზინის გამოყოფა. პრეპარატის მოქმედება იწყება 24-დან 72 საათის ინტერვალში, მაქსიმალურ გამოხატულებას აღწევს 48-96 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7-10 დღეს.

პრეპარატ მოდიტენ დეპოს სტანდარტული ინექცია ახდენს ინდივიდუალურ ზემოქმედებას ფსიქოზით დაავადებულებში, რომელიც გრძელდება 2-დან 4 კვირის განმავლობაში.

ჩვენებები:

გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!

  • წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის შიზოფრენიის, პარანოიდული ფსიქოზის, მანიაკალური და ჰიპომანიაკალური მდგომარეობების სამკურნალო და პროფილაქტიკურ საშუალებას.

გამოყენება და დოზირება

დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად.

მოდიტენ დეპოს ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 12,5-25მგ-ს.

პრეპარატის შემდგომი დოზირება და ინტერვალები დოზებს შორის განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ინტერვალი ინექციებს შორის ჩვეულებრივ შეადგენს 2-დან 3–4 კვირას. თუ აუცილებელია დაინიშნოს 50მგ-ზე დიდი დოზა, საჭიროა დოზირება გაიზარდოს თანდათანობით, 12,5 მგ-ით. პრეპარატის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100მგ-ს.

შემანარჩუნებელი დოზა: კუნთში, 50მგ-მდე ყოველ 1–4 კვირაში ერთხელ, გადატანის გათვალისწინებით.

12 წლიდან და უფროსი ბავშვებისათვის: დასაწყისში 6,25 – 18,75 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში და გადატანის გათვალისწინებით დოზას ზრდიან 12,5 – 25 მგ-მდე ყოველ 1–3 კვირაში ერთხელ.

პაციენტებს, რომლებიც ადრე არ ღებულობდნენ ფლუფენაზინს, დასაწყისისათვის უნიშნავენ ხანმოკლე მოქმედების ინექციებს ან აძლევენ პრეპარატ მოდიტენის გარსით დაფარულ ტაბლეტებში. თუ პაციენტები კარგად გადაიტანენ პრეპარატ მოდიტენს, მათთვის შესაძლებელია პრეპარატ მოდიტენ დეპოს დანიშვნაც. პრეპარატ მოდიტენ დეპოს საწყისი დოზა 12,5მგ ინიშნება კუნთში.

გამოხატული გვერდითი მოვლენების არ არსებობის შემთხვევაში 5–10 დღის შემდეგ შესაძლებელია დაინიშნოს დოზა 25 მგ. შემდგომში დოზის კორექტირება ხდება ინდივიდუალურად, ავადმყოფის რეაქციის გათვალისწინებით.

თუ პაციენტი უკვე ღებულობს ფენოთიაზინს, იგი შეიძლება ჩანაცვლებული იქნეს პრეპარატით მოდიტენ დეპო, წინასწარი მკურნალობის გარეშე მოკლევადიანი ზემოქმედების მოდიტენ დეპოს ინექციით ან მოდიტენის ტაბლეტების გამოყენებით.

კუნთში ინექციის საწყისი დოზა 12,5 მგ აგრეთვე ინიშნება პაციენტის მიერ პრეპარატ მოდიტენ დეპოს გადატანის შესამოწმებლად, ხოლო შემდგომ პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.

ხანდაზმულ პაციენტებს ენიშნებათ პრეპარატის მცირე დოზები, შესაბამისად იმ დოზების 1/3 – 1/4¼-სა, რაც შედარებით ახალგაზრდა პაციენტებს.

თუ აღინიშნება ექსტრაპირამიდული რეაქციები, საჭიროა დაინიშნოს პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები.

პრეპარატი შეიყვანება კუნთში ღრმად. ნემსი და შპრიცი უნდა იყოს მშრალი. თუ ექიმი ჩათვლის, რომ პრეპარატ მოდიტენ დეპოს დოზა ძალიან დაბალია, თერაპიას შეიძლება დაემატოს ფლუფენაზინი ტაბლეტის ფორმით.

უკუჩვენებები:

* ფლუფენაზინის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* აშკარა ან სავარაუდო სუბკორტიკული ტვინის დაზიანება;

მძიმე ხარისხის ცნობიერების დარვევა, მძიმე ხარისხის ცერებრული ათეროსკლეროზი;

* ფეოქრომოციტომა, მძიმე ხარისხის თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობა, მძიმე დეპრესიები, მომატებული მგრძნობელობა სხვა ფენოთიაზინების მიმართ;

* მწვავე ინტოქსიკაციები რომლებიც გამოწვეულია ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებებით (ალკოჰოლი, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკური საშუალებები, სედატიური საშუალებები, ანქსიოლიზური საშუალებები, საძილე საშუალებები და ნარკოტიკები);

* პრეპარატი არ ენიშნებათ ბავშვებს 12 წლამდე.

* არ შეიძლება ფლუფენაზინის გამოყენება პაციენტებისათვის სამკურნალოდ, რომელთაც აწუხებთ სისხლის დაავადებები, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, აგრეთვე პაციენტებისათვის რომლებიც ღებულობენ მსგავსი დარღვევების გამომწვევ პრეპარატებს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის, ამიტომ მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში გულმოდგინედ უნდა იქნეს შესწავლილი მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის და ნაყოფის რისკი.

ფლუფენაზინი გამოიყოფა ლაქტატში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

– თუ ფლეუფენაზინი მიიღება ალკოჰოლთან, ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ანტიდეპრესანტებთან, სხვა ნეიროლეპტიკებთან, სედატიურ საშუალებებთან, საძილე საშუალებებთან ან ნარკოტიკებთან ერთად, პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს მათი დამთრგუნავი ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

– ბარბიტუტრატები, საძილე საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ ბარბიტურატებს, კარბამაზეპინი, გრიზეოფულვინი, ფენილბუტაზონი და რიფამპიცინი ახდენენ მეტაბოლიზმის ინდუცირებას, იმ დროს როცა პარაცეტამოლი, ქლორამფენიკოლი, დისულფირამი, მაო–ს ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები და პერორალური კონტრაცეპტივები ამუხრუჭებენ ფენოთიაზინების მეტაბოლიზმს.

– ფენოთიაზინებს შეუძლიათ გაზარდონ სისხლში გლუკოზის შემცველობა.

ნახშირწყლების ცვლაზე ფენოტიაზინის ზემოქმედების გამო, შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებისათვის აუცილებელია დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექცია,.

– ფლუფენაზინი წარმოადგენს ადრენალინის და სხვა სიმპატომიმეტური პრეპარატების ანტაგონისტს და ამცირებს ალფა–ადრენობლოკატორების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

– ლევოდოპის პარკინსონიზმის საწინააღმდეგო მოქმედება მცირდება დოპამინური რეცეპტორების ბლოკადის გამო.

– პრეპარატს შეუძლია შეამციროს კრუნჩხვითი ზღვარი, ამიტომ ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, საჭიროა მათი დოზის კორექტირება.

– ანტიკოაგულანტებით ერთდროული მკურნალობისას, პრეპარატს შეუძლია მოახდინოს მათი მოქმედების პოტენცირება, ამიტომ აუცილებელია პერიოდულად მოხდეს პროთრომბინის ინდექსის კონტროლი.

– პრეპარატი მოდიტენ დეპო იშვიათად იწვევს მძიმე არტერიულ ჰიპერტენზიას. მსგავს შემთხვევებში აუცილებელია ვენაში დაუყოვნებლივ იქნეს შეყვანილი ნორადრენალინი.

– ადრენალინი არ შეიძლება იქნეს დანიშნული ერთდროულად ფლუფენაზინთან, რადგან ფენოტიაზინის წარმოებულებთან შეთანხმებაში, ის კი არ ზრდის სისხლის წნევას, არამედ ამცირებს მას. ეს უნდა გვახსოვდეს ქირურგიული ოპერაციების ჩატარების დროს და ანესთეზიის მიღებისას!

– საჭიროა მოცემული პრეპარატის და ანტიარითმიული საშუალებების ერთდროულ გამოყენებისგან თავის შეკავება, ან ექიმის მკაცრი ზედამხედველობა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

* პრეპარატი მოდიტენ დეპო არ გამოიყენება არაფსიქოზური დარღვევების სამკურნალოდ და ხანმოკლე გამოყენებისათვის (3 თვეზე ნაკლები).

* პრეპარატი მოდიტენ დეპო არაეფექტურია ფსიქიკური განვითარების შეკავების მქონე ავადმყოფებში, არაადექვატური ქცევის სამკურნალოდ.

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაენიშნოს ავადმყოფებს, რომელთაც აწუხებთ კრუნჩხვის სინდრომი, რადგან მას შეუძლია შეამციროს კრუნჩხვის ზღვარი, მოახდინოს კრუნჩხვის პოტენცირება ან გამოიწვიოს ეპილეფსიის შეტევა.

* საჭიროა სიფრთხილე ფლუფენაზინის დანიშვნის დროს იმ ავადმყოფებში, რომელთაც აწუხებთ გულ–სისხლძარღვთა დაავადებები (გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევები), არტერიული წნევის შესაძლო შემცირების გამო.

* სისხლის წნევის საგრძნობი შემცირების შემთხვევაში არ შეიძლება იქნეს გამოყენებული ადრენალინი.

* ფლუფენაზინი არ გამოყენება იმ ავადმყოფთა სამკურნალოდ, რომელთაც აწუხებთ სისხლის დაავადებები ან ღვიძლის უკმარისობა, აგრეთვე პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ მსგავსი დარღვევების გამომწვევ პრეპარატებს, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს სიყვითლე.

* პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნეს დანიშნული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის.

* ხანდაზმული პაციენტებისათვის ან დასუსტებული ავადმყოფებისათვის პრეპარატს ნიშნავენ მინიმალური ეფექტური დოზით, რადგან ამ ავადმყოფებში უფრო ხშირად აღინიშნება გვერდითი მოვლენები.

* სიფრთხილეა საჭირო თუ პაციენტებს აწუხებთ ჰიპერტენზია, ფილტვების მძიმე დაავადებები, პარკინსონიზმი, დახურულკუთხიანი გლაუკომა, მძიმე ფსევდოპარალიზური მიასთენია და გაძნელებული შარდვა.

* როგორც ყველა ფენოთიაზინის შემთხვევაში, ფლუფენაზინის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს უსიმპტომო პნევმონია.

* ფლუფენაზინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს, რომლებიც მუშაობენ მაღალი ტემპერატურის პირობებში ან აქვთ კონტაქტი ფოსფორორგანულ ინსექტიციდებთან.

* მოდიტენ დეპოს მკვეთრი მოხსნისას, პაციენტები, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებს, უნდა გაუხანგრძლივდეთ ამ უკანასკნელის მიღება რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

აღნიშნული გვერდითი მოვლენების რიცხვის უმეტესობას წარმოადგენს –   ექსტრაპირამიდული დარღვევები (პარკინსონიზმი, დისტონია, აკათიზია, თვალის მამოძრავებელი კრიზი, ოპისტოტონუსი, ჰიპერრეფლექსია). ეს სიმპტომები უკუშექცევადია და ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ისინი შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირებული ანტიპარკინსონული საშუალებების დანიშვნის საშუალებით.

ზოგჯერ აღინიშნება ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა, პირის სიმშრალე, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაბალი ხარისხით გამოხატული დარღვევები (არტერიული ჰიპერტენზია, არამდგრადი არტერიული წნევა);

ენდოკრინული ჯირკვლების დარღვევები (ამენორეა, გლაქტორეა, გინეკომასტია და იმპოტენცია), დაბალი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია, ეპილეპტიკური შეტევები და კანის ალერგიული რეაქციები. ყველა ამ სიმპტომს აქვს წარმავალი ხასიათი და ქრება პრეპარატის დოზირების შემცირების ან მისი მოხსნის შემდეგ. ფლუფენაზინი იშვიათად იწვევს მძიმე ხარისხის არტერიულ ჰიპერტენზიას.

როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების შემთხვევაში, ხანგრძლივი თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს დაგვიანებითი დისკინეზია. ეს სინდრომი ხასიათდება ენის, სახის, პირის, ტუჩების, სხეულისა და კიდურების უნებლიე რითმული მოძრაობით. დაგვიანებითი დისკინეზია უფრო ხშირად აღინიშნება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, უმეტესად ქალებში, თუ ისინი ღებულობენ პრეპარატს მაღალი დოზებით. მკურნალობა უნდა იქნეს შეწყვეტილი, რადგან პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება დაგვიანებითი დისკინეზიის დროს არაეფექტურია.

ფენოტიაზინის ზემოქმედება გულზე, დამოკიდებულია დოზებზე. მან შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალისა და T კბილის გახანგრძლივება; ძალიან იშვიათად პრეპარატი იწვევს არითმიას, პარკუჭის ტაქიკარდიას და ფიბრილაციას. ეს დარღვევები ქრება პრეპარატის დოზის შემცირების შემდეგ.

გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი. მას ახასიათებს ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა, აკინეზია, ჰიპოტენზია, სტუპორი და კომა. მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყონებლივ და დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა სტაციონარის პირობებში.

პრეპარატ მოდიტენ დეპოთი მკურნალობის განმავლობაში, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, ფსიქიური აშლილობის შესაძლო გაძლიერების გამო.

ცალკეულ შემთხვევებში იყო შეტყობინებები კიდურების ვენური თრომბოზის შესახებ. ამგვარი გვერდითი მოვლენების შემთხვევებში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

ზემოქმედება ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატი ახდენს ძლიერ ზემოქმედებას პაციენტის ფსიქომოტორულ რეაქციებზე, ამიტომ მკურნალობის პერიოდში აკრძალულია ავტომობილის მართვა და მუშაობა სხვა სახის მექანიზმებთან.

ჭარბი დოზირება:

ჭარბმა დოზირებამ ან ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ექსტრაპირამიდული დარღვევები, მძიმე ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია, მიოზი, ჰიპოთერმია, შარდის შეკავება, ცვლილებები ეკგ-ზე და გულის რითმის დარღვევა, იმის მსგავსი რომელიც აღინიშნება ქინიდინის ჭარბი დოზით მიღებისას; სედატიური ეფექტი და ცნობიერების დარღვევა, შესაძლო გონების დაკარგვამდე, რომელსაც ახლავს არეფლექსია, კრუნჩხვები და კომა. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომური.

აუცილებელია კონტროლი. არითმიის შემთხვევაში ეფექტურია ნატრიუმის ბიკარბონატი და მაგნიუმის სულფატი. ექსტრაპირამიდული დარღვევების შემთხვევაში გამოიყენება პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები M–ქოლინობლოკატორების ჯგუფიდან. არტერიული ჰიპოტენზიის მძიმე ხარისხის შემთხვევაში ინიშნება მხოლოდ ნორადრენალინი, ადრენალინი გამოიწვევს წნევის უფრო დაწევას.

შენახვის წესები და ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატი არ გამოყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე 8° – 25°C.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოდიპინი – MODIPIN – МОДИПИН

საერთაშორისო დასახელება:

AMLODIPINE

მწარმოებელი: MUSTAFA NEVZAT ILACH SANAYI

მოქმედი ნივთიერება: ამლოდიპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ამლოდიპინის ბეზილატი ………..10 მგ

 

ვრცლად ნორვასკი

მიქსტარდ 30 HM პენფილი – MIXTARD 30HM PENFILL – МИКСТАРД 30HM ПЕНФИЛЛ

საერთაშორისო დასახელება:

MIXED HUMAN SOLUBLE INSULIN AND

ISOPHAVE INSULIN SUSPENSION

მწარმოებელი: NOVO NORDISK

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება; ინსულინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია ინექციისათვის: კარტრიჯში 1.5 მლ და 5 მლ, შეფუთვაში  5 ც.

1 მლ.

ხსნადი ადამიანის ინსულინისა და ინსულინის იზოფანის სუსპენზიის ნარევი ……………………………………………         100 სე

ინსულინი ადამიანის ხსნადი  ……………..  10%

ინსულინი იზოფანის სუსპენზია  …………  90%

 

ვრცლად აქტრაპიდი (დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

მიფორტიკი® – MYFORTIC® – МИФОРТИК®

საერთაშორისო დასახელება:

MYCOPHENOLATE SODIUM

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის მიკოფენოლატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოდეპრესანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 120 ც.

1 ტაბ.

ნატრიუმის მიკოფენოლატი ……………     192.4 მგ,

რაც შეესაბამება 180 მგ მიკოფენოლის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლაქტოზა, კროსპოვიდონი, პოვიდონი (K-30), სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო კაჟმიწა/სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; ჰიპრომელოზის ფტალატი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ინდიგოტინი (ინდიგოკარმინი).

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 120 ც.

1 ტაბ.

ნატრიუმის მიკოფენოლატი …………..     384.8 მგ,

რაც შეესაბამება 360 მგ მიკოფენოლის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლაქტოზა, კროსპოვიდონი, პოვიდონი (K-30),  სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო კაჟმიწა/სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზის ფტალატი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მიკოფენოლის მჟავა (მფმ) თრგუნავს T- და B- ლიმფოციტების პროლიფერაციას მეტად, ვიდრე სხვა უჯრედებს, ვინაიდან განსხვავებით სხვა უჯრედებისაგან, რომლებსაც უნარი აქვთ მოახდინონ პურინის განმეორებითი უტილიზაცია, ლიმფოციტების პროლიფერაცია პრაქტიკულად დამოკიდებულია პურინების სინთეზზე denovo. ამიტომ მიფოტიკის მოქმედების მექანიზმი ავსებს კალცინევრინის ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმს, რომლებიც არღვევენ ციტოკინების პროდუქციას და ზემოქმედებენ დათრგუნულ T ლიმფოციტებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალური მიღების შემდეგ ნატრიუმის მიკოფენოლატი ინტენსიურაა შეიწოვება. ნაწლავში ხსნადი გარსის წყალობით მიკოფენოლის მჟავა მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1.5-2 საათის შემდეგ. In vitro გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მიფოტიკის ნაწლავში ხსნადი აფსკიანი გარსის განსაკუთრებული შემადგენლობა ეწინააღმდეგება მიკოფენოლის მჟავას გამოთავისუფლებას მჟავე გარემოში, როგორიცაა კუჭი.

სტაბილური თირკმლის ტრასპლანტანტიან ავადმყოფებთან, რომლებსაც უტარდებოდათ საბაზო იმუნოსუპრესული თერაპია ციკლოსპორინით (მიკროემულსია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მფმ-ს აბსორბციის ხარისხმა შეადგინა 93%, ხოლო ბიოშეღწევადობა – 72 %.

დოზების შესწავლილ დიაპაზონში 180-დან 2160 მგ-მდე მიფოტიკის ფარმაკოკინეტიკას ჰქონდა ხაზოვანი დოზაზე დამოკიდებული ხასიათი. AUC სიდიდე ერთნაირია მიფოტიკის უზმოზე მიღების და ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას (55 გ ცხიმი, 1000 კალორია). ამასთან, მფმ მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შემცირდა 33%-ით.

განაწილება: წონასწორულ მდგომარეობაში მფმ-ის განაწილების მოცულობა შეადგენს 50 ლიტრს. ისევე როგორც მიკოფენოლის მჟავა, მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდიც (მფმგ) ხასიათდება ცილებთან მაღალი შეკავშირებით – 97% -და 82% შესაბამისად. პლაზმაში თავისუფალი ცილის კონცენტრაციის დაქვეითების პირობებში (ურემია, თირკმელების უკმარისობა, ჰიპოალბუმინემია, ცილებთან მაღალი შეკავშირების უნარის მქონე პრეპარატების ერთდროული მიღება) შესაძლებელია პლაზმაში თავისუფალი მფმ-ს კონცენტრაციისა და, შესაბამისად, გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა.

მეტაბოლიზმი: მფმ-ს ნახევრადელიმინაციის პერიოდი შეადგენს 11.7 საათს, კლირენსი – 8.6 ლ/სთ. მფმ ძირითადად მეტაბოლიზდება გლუკურონილტრანსფერაზის მონაწილეობით და წარმოქმნის მფ მჟავას ფენოლის გლუკურონიდს, მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდს (მფმგ). მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდი წარმოადგენს მიკოფენოლის მჟავას ძირითად მეტაბოლიტს და არ გააჩნია ბიოლოგიური აქტიურობა. სტაბილური თირკმლის ტრანსპლატანტის მქონე პაციენტებთან, რომლებსაც უტარდებოდათ საბაზო იმუნოსუპრესული თერაპია ციკლოსპორინით (მიკროემულსია), მიფორტიკის პერორული დოზის დაახლოებით 28% გადადის მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდში ღვიძლში “პირველი გავლისას” პრესისტემური მეტაბოლიზმის გზით. მიკეფენოლის მჟავას გლუკურონიდის ნახევარდელიმინაციის პერიოდი შეადგენს 15.7 საათს, კლირენსი – 0.45 ლ/სთ.

გამოყოფა: მიკოფენოლის მჟავა ძირითადად გამოიყოფა შარდთან მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდის სახით და ძალიან მცირე რაოდენობით (

ჩვენებები:

  • ტრანსპლატანტის მწვავე მოცილების პროფილაქტიკა თირკმლის ალოგენური ტრანსპლანტანტის მქონე ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ საბაზო იმუნოსუპრესიული თერაპია ციკლოსპორინით (მიკროემულსია) და გლუკოკორტიკოიდებით.

მიღების წესი და დოზირება:

  • მიფორტიკით მკურნალობას ატარებს მხოლოდ კვალიფიცირებული ექიმი-ტრანსპლანტოლოგი. იმ პაციენტებთან, რომლებსაც პრეპარატი ადრე არ მიუღიათ, მიფორტიკით მკურნალობა იწყება ტრანპლანტაციიდან პირველი 24 საათის შემდეგ.
  • რეკომენდებული დოზა შეადგენს 720 მგ დღეში 2-ჯერ (დღე-ღამის დოზაა 1440 მგ).
  • ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ მოფეტილის მიკოფენოლატს დოზით 2 მგ, მკურნალობა შესაძლებელია შეიცვალოს მიფოტიკით, დოზით 720 მგ დღეში 2-ჯერ.
  • მიფოტიკის მიღება შეიძლება უზმოზე ან საკვებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

– ციკლოსპორინთან და გლუკოკორტიკოიდებთან ერთად მიფოტიკის მიღების დროს ძალიან ხშირი (≥10%) იყო ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა ლეიკოპენია და დიარეა.

– ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა ლიმფომებისა და სხვა ავთვისებიანი (კერძოდ კანის) დაავადებების განვითარება.

– ნებისმიერ ტრანსპლანტატიან ავადმყოფს აღენიშნება ინფექციური დაავადების განვითარების მაღალი რისკი, რომელთა გამოწვევა ხდება პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებით; რისკი მატულობს იმუნოდეპრესანტების მიღების დროს. განსაკუთრებით გავრცელებულია ციტომეგავირუსი (CMV), კანდიდოზი და მარტივი ჰერპესი.

სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს: საშარდე გზების ინფექციები, სარტყლისებრი ლიქენი, პირის ღრუს კანდიდოზი, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, გასტროენტერიტი, მარტივი ჰერპესი, რინოფარინგიტი; ლეიკოპენია; თავის ტკივილი; ხველა; დიარეა; ჰიპერთერმია; დაღლილობა; ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; ლეიკოპენია; სისხლში კრეატინინის მომატება, კოლიტი; ეზოფაგიტი (ცირტომეგავირუსული კოლიტისა და ეზოფაგიტის ჩათვლით); ციტომეგავირუსული გასტრიტი; პანკრეატიტი; ნაწლავის პერფორაცია; სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული; ნაწლავის გაუვალობა; ნეიტროპენია; პანციტოპენია.

მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები, მათ შორის მენინგიტი; ბაქტიერული ენდოკარდიტი, ტუბერკულოზი; არატიპიური მიკობაქტიურული ინფექციები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის მიკოფენოლატის, მიკოფენოლის მჟავის, მოფეტილის მიკოფენოლატის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიფორტიკით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია დადგინდეს, არის თუ არა ქალი ორსულად; პრეპარატი არ ინიშნება, სანამ არ იქნება მიღებული უარყოფითი ტესტი ორსულობაზე. ორსულობის დადგომის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის კონსულტაცია ექიმთან.

მიფორტიკით თერაპიის დაწყებამდე შემდგომ მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში და მისი დამთავრებიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეფციის ეფექტური ხერხების მიღება.

ცნობილი არაა, გამოიყოფა თუ არა მიკოფენოლის მჟავა დედის რძეში. იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ჩვილ ბავშვებში სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების პოტენციური რისკი ნატრიუმის მიკოფენოლატის გავლენით, აუცილებელია გადაწყდეს საკითხი ან მიფორტიკის მიღების შეწყვეტის, ან ბუნებრივი კვების შეწყვეტის შესახებ მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში.

ვინაიდან მიფორტიკის მიღების საკონტროლო კლინიკური გამოკვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა, მისი დანიშვნა ამ კონტინგენტის პაციენტებთან დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

ბავშვებში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: ნაკლებსავარაუდოა, რომ პრეპარატი გავლენას ახდენდეს ამ ფუნქციებზე.

ჭარბი დოზირება:

მიფორტიკის გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ აღნიშნულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აციკლოვირი: შესაძლებელია სისხლში როგორც მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდის, ასევე აციკლოვირის კონცენტრაციის მატება იმ ავადმყოფებთან, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. შესაძლოა, ორივე პრეპარატი კონკურირებს ორგანიზმიდან გამოყოფის დონეზე, ვინაიდან სეკრეტირდებიან თირკმლის მილაკებით. ასეთი ავადმყოფები საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას.

მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატები: ანტაციდებთან ერთდროულად დანიშვნისას ნატრიუმის მიკოფენოლატის შეწოვა ქვეითდება გარკვეული სიფრთხილეა საჭირო მიფორტიკის და ანტაციდური პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ჰიდროქსიდსა და ალუმინს.

აზატიოპრინი: ვინაიდან მიფორტიკისა და აზატიოპრინის ურთიერთქმედებების სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა, ამ პრეპარატების ერთდროულად დანიშვნა არ შეიძლება.

ქოლესტირამინი და ნაწლავ-ღვიძლის ცირკულაციაზე მოქმედი პრეპარატები: იმის გამო, რომ ქოლესტირამინი აფერხებს პრეპარატების შეწოვას ნაწლავში, მან შესაძლოა შეამციროს სისხლში მფმ-ის კონცენტრაცია და AUC. მიფორტიკის ეფექტურობის შესაძლო დაქვეითების გამო, სიფრთხილეა საჭირო ქოლესტირამინისა და იმ პრეპარატების ერთობლივი დანიშნვნისას, რომლებიც არღვევენ ნაწლავ-ღვიძლისმიერ ცირკულაციას.

განციკლოვირი: მიფორტიკისა და განციკლოვირის ერთდროულად მიღებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში შესაძლოა საჭირო გახდეს განციკლოვირის დოზირების რეჟიმის კორექცია, ხოლო თავად პაციენტზე აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა.

პერორული კონტრაცეპტივები: პერორული კონტრაცეპტივები მეტაბოლიზდებიან დაჟანგვის რეაქციით, ხოლო მიფორტიკი – გლუკურონირებით. პერორული კონტრაცეპტივების გავლენა მიფორტიკის ფარმაკოკინეტიკაზე ნაკლებმოსალოდნელია და, ამდენად, რაიმე მნიშვნელოვან კლინიკურ ურთიერთქმედებას არ უნდა ველოდეთ. მეორეს მხრივ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიფორტიკით ხანგრძლივი თერაპიის გავლენა პერორულ კონტრაცეპტივებზე ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის, გამორიცხული არ არის კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება.

ცოცხალი ვაქცინები: დაუშვებელია ცოცხალი ვაქცინის გამოყენება ავადმყოფებთან, რომლებსაც დარღვეული აქვთ იმუნური პასუხი. სხვა ვაქცინების გამოყენების დროს ანტისხეულების პროდუქცია შესაძლოა შემცირდეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მიფეგინი – MIFEGYNE – МИФЕГИН

საერთაშორისო დასახელება:

MIFEPRISTONE

მწარმოებელი: EXELGYN

მოქმედი ნივთიერება: მიფეპრისტონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროგესტაგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.

1 ტაბ.

მიფეპრისტონი ………    200 მგ

ფარმაკოდინამიკა:

მიფეპრისტონის ეფექტი განპირობებულია რეცეპტორების დონეზე პროგესტერონის მოქმედების ბლოკირებით.

ფარმაკოკინეტიკა:

600მგ დოზის გამოყენებისას კონცენტრაციის პიკი 1.98მგ/ლ მიიღწევა 1.30 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოათვისებადობა შეადგენს 69%.

მიფეპრისტონი პლაზმაში 98% უკავშირდება ცილებს:  ალბუმინს და a-1 მჟავე გლიკოპროტეინს ნაჯერი კავშირით.

განაწილების ფაზის შემდეგ გამოყოფა თავიდან ხდება ნელა, კონცენტრაცია მცირდება 2–ჯერ, 12–72 საათს შორის, შემდეგ უფრო სწრაფად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 18 საათს.

ჩვენებები:

საშვილოსნოსშიგა 9 კვირამდე ორსულობის მედიკამენტოზური შეწყვეტა (ამენორეა 63 დღემდე) პროსტაგლანდინების სინთეტურ ანალოგებთან ერთად.

საშვილოსნოს ყელის კონსერვატული გაფართოება 12 კვირამდე ორსულობის ქირურგიული შეწყეტისას;

პროსტაგლანდინების მოქმედების პოტენცირებისათვის ორსულობის შესაწყვეტად 13 კვირიდან 22 კვირამდე სამედიცინო და სოციალური ჩვენებით.

II-III ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტისას სამშობიარო მოქმედების სტიმულირება  (ნაყოფის საშვილოსნოსშიგა სიკვდილი).

მიღების წესი და დოზირება:

600მგ მიფეგინი (3ცალი  200მგ–იანი ტაბლეტი) ერთ მიღებაზე სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით ორსულობის მედიკამენტოზური შეწყვეტისას, 63 დღეზე ნაკლები ამენორეით პროსტაგლანდინების სინთეტურ ანალოგებთან ერთდროული გამოყენებით. პრეპარატის მიღებიდან 2 საათის მანძილზე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ. თუ აბორტი არ არის დასრულებული, მაშინ 36–48 საათის შემდეგ აუცილებელია პროსტაგლანდინების სინთეტური ანალოგების (მაგალითად, მიზოპროსტალი 400მკგ დოზით) დანიშვნა, სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც პაციენტი 4–6 საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

–        1 ტაბლეტი მიფეგინის მიღება (200მგ) ორსულობის დაგეგმილი ქირურგიული შეწყვეტისას I ტრიმესტრში.

პაციენტი ტაბლეტს ღებულობს ოპერაციამდე 36–48 საათით ადრე. მიფეგინის წინასწარი მიღება საშვილოსნოს ყელს არბილებს აფართოებს, ამით იცავს მექანიკური ჩარევისაგან.

–         სამედიცინო ჩვენებით ორსულობის შეწყვეტის II ტრიმესტრში. 3 ტაბლეტი მიფეგინი (600მგ) პროსტაგლანდინების მიღების მოსამზადებლად.

36–48 საათის შემდეგ უნდა დაინიშნოს პროსტაგლანდინების სინთეზური ანალოგი (მაგალითად მიზოპროსტალი დოზით 400მკგ ორჯერ 3 საათიანი ინტერვალით) აბორტის დასამთავრებლად. მიფეგინის მიღების შემდეგ აუცილებელია ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა. მიფეგინის მიღება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს პროსტაგლანდინების დოზა, რომელიც საჭიროა ნაყოფის გამოსაძევებლად.

–        3ცალი  200მგ–იანი ტაბლეტი მიფეგინი 2 დღე მიყოლებით სამშობიარო მოქმედების სტიმულაციისთვის II-III ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში (ნაყოფის საშვილოსნოსშიგა სიკვდილი).

მიფეგინის იზოლირებული მიღება (მონოთერაპია) ნაყოფის გამოძევებას იწვევს 68% შემთხვევაში, რაც გამორიცხავს ან ამცირებს პროსტაგლანდინების გამოყენებას. შესაბამისად პრეპარატი ნაჩვენებია, როცა პროსტაგლანდინების მიმართ უკუჩვენებაა. თუ მიფეგინის მიღებისას ნაყოფის გამოძევება არ მოხდა 72 საათის განმავლობაში, უნდა მიმართოთ სხვა მეთოდს.

პრეპარატის გამოყენება ხდება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ჰყავს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო აპარატურით.

უკუჩვენებები:

ეჭვი საშვილოსნოსგარე ორსულობაზე. თირკმელზედას ქრონიკული უკმარისობა. ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდული მკურნალობა. ანამნეზში მიფეპრისტონის მიმართ ალერგია.ჰემორაგიული დარღვევები და ანტიკოაგულანტებით მკურნალობა. ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადება. ორსულობა განვითარებული საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფციის გამოყენებით ან ჰორმონალური კონტრაცეფციის შეწყვეტის შემდეგ. არ შეიძლება მიიღონ 35 წელზე მეტი ასაკის მწეველმა ქალებმა (თერაპევტის წინაწარი კონსულტაციის გარეშე).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უნდა მოერიდოთ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების მიღებას, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავის, რამდენადაც მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მკურნალობის ეფექტურობაზე.

მიფეგინის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში: ავადმყოფები ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, ავადმყოფები გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით ან მის მიმართ წინასწარგანწყობით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობით.

გვერდითი რეაქციები:

მიღების პროცედურასთან დაკავშირებული:

სისხლისდენა. სისხლიანი გამონადენი სასქეს ორგანოებიდან.

ტკივილი. ხშირად აღინიშნება მუცლის ქვემოთ ტკივილი.

სხვა გართულებები. საშვილოსნოს და დანამატების ანთება.

სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული:

მიფეგინი. პაციენტთა მცირე რიცხვს აღენიშნება დისკომფორტი, სისუსტე, თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, თავბრუსხვევა, ჰიპერთერმია.

პროსტაგლანდინები. ცნობები იყო დიარეაზე, გულისრევა, ღებინება, ვაგუსური სიმპტომები („ალები“, თავბრუსხვევა, ცხელება და თავის ტკივილი) და ზოგიერთ პაციენტში ჰიპერთერმია.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ მეთოდის წარუმატებლობის დროს, ორსულობა უნდა შეწყდეს სხვა საშუალებით.

ლაქტაცია. მიფეგინის მიღებიდან 14 დღის შემდეგ ლაქტაცია უნდა შეწყდეს. მიფეგინის მიღება მოითხოვს აბორტთან დაკავშირებულ მომზადებას. სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო სინთეტური პროსტაგლანდინების მიღებისას.

ჭარბი დოზირება:

დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ 2 გ მიფეგინის მიღება არ იწვევს არასასურველ რეაქციებს. დოზის გადაჭარბების დროს აღინიშნება თირკმელზედას  მწვავე ნაკლებობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.

ვადა – 3 წელი.

მიტოქსანტრონი – MITOXANTRONE – МИТОКСАНТРОН

საერთაშორისო დასახელება:

MITOXANTRONE

მწარმოებელი: Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: მიტოქსანტრონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ.

მიტოქსანტრონი …………….. 2 მგ 20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ძმარმჟავა, ნატრიუმის უწყლო აცეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის პიროსულფიტი, საინექციო წყალი – 10 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მიტოქსანტრონი წარმოადგენს ატრაქინონის სინთეზურ წარმოებულს ძლიერი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით. ავლენს ციტოსტატიკურ თვისებებს სწრაფად და ნელა მზარდი სიმსივნეების მიმართ.

ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატი სწრაფად აღწევს ორგანოებში და აღწევს მაღალ კონცენტრაციებს მათში, უფრო მეტად – ღვიძლში, შედარებით ნაკლებად – ფილტვებში და თირკმელებში.

პრეპარატი ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში. სამკურნალო საშუალებების ელიმინაცია ხდება ძალიან ნელა; საწყისი დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შეყვანიდან 5 დღის განმავლობაში, ნაწილობრივ შარდთან, ნაწილობრივ კი ფეკალურ მასასთან ერთად.

ჩვენებები:

  • სარძევე ჯირკვლის კიბო;
  • მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი მოზრდილებში, არახოჯკინური ლიმფომები;
  • წინამდებარე ჯირკვლის კიბო (მათ შორის, ჰორმონებისადმი მდგრადი ფორმები).

მიღების წესი და დოზირება:

მონოქიმიოთერაპიისათვის:

– სარძევე ჯირკვლის კიბო;

– არახოჯკინური ლიმფომები;

– წინამდებარე ჯირკვლის კიბო (მათ შორის, ჰორმონებისადმი რეზისტენტული ფორმები) რეკომენდებული დოზა შეადგენს 14 მნ/კვ.მ სხეულის ზედაპირზე (ს.ზ.), რომელიც გამოიყენება 21-დღიანი ინტერვალით ინტრავენურ ინექციებს შორის. მინიმალური დოზა (12 მგ/კვ.მ ს.ზ. და უფრო ნაკლები) ენიშნებათ პაციენტებს ძვლის ტვინის არასაკმარისი ფუნქციით გამოწვეული წინმსწრები ქიმიოთერაპიული მკურნალობით, დასხივებით ან ცუდი ზოგადი მდგომარეობით.

დოზის მოდიფიკაცია, ასევე შეყვანის პერიოდი დამოკიდებულია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე.

მონოქიმიოთერაპიისათვის:

– მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი;

რემისიის მიღწევის მიზნით შეჰყავთ 12 მგ/კვმ ს.ზ.ინტრავენურად ერთხელ დღე-ღამეში პირველიდან მეხუთე დღის ჩათვლით (საერთო დოზა შეადგენს 60 მგ/კვ.მ. ს.ზ.).

შესაძლებელია მკურნალობის ჩატარება სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში. მწვავე მიელობლასტური ლეიკოზის შემთხვევაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ციტოზინის არაბინოზიდი.

კომბინირებული ქიმიოთერაპიისას დოზას ამცირებენ 2-4 მგ/კვ.მ. ს.ზ. მონოთერაპიის დოზებთან შედარებით. დოზის სიდიდე მოცემულ შემთხვევაში ასევე დამოკიდებულია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე.

– მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში საჭიროა სისხლის სურათის კონტროლი. საჭიროა ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ მკურნალობის შემდგომ შესაძლოა ძვლის ტვინის ჰიპოპოლაზია, ან აპლაზია, რაც ჩვეულებრივ არ რეაგირებს ძვლის ტვინის მაინიცირებელი ლულისებრი უჯრედების ზრდის ჰემოპოეზურ ფაქტორებზე.

მომზადების წესი:

დაუშვებელია პრეპარატის ზურგის ტვინის არხში შეყვანა!

შეყვანის წინ პრეპარატს ხსნიან 50-100 მლ 0.9%-იან NaCl ან გლუკოზის 5% ხსნარში და ნელა შეჰყავთ ვენაში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ან ვენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში.

სისხლძარღვის გარშემო არეში ხსნარის მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა შეყვანის შეწყვეტა და სხვა ვენაში პუნქციის გზით ინექციის გაგრძელება.

– არ უნდა მოხდეს საინფუზიო ხსნარის პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევა.

– პრეპარატის განზავების შემდეგ გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს მომზადების მომენტიდან 48 საათში.

– არ უნდა მოხდეს პრეპარატის კონტაქტი კანთან ლორწოვან გარსებთან და თვალებთან.

– პრეპარატის კანზე შემთხვევით მოხვედრისას საჭიროა ზედაპირის საგულდაგულო მობანა თბილი წყლით, ხოლო თვალებზე მოხვედრისას მათი ამორეცხვა.

– ხელსაწყოების გასუფთავებისათვის და ირგვლივ მყოფ ზედაპირებზე გაშხეფების ნეიტრალიზაციისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას კალციუმის ჰიპოქლორიდის წყლიანი ხსნარი (პროპორციებით 5.5 კალციუმის ჰიპოქლორიდის წილი 13 წილ წყალში 1 წილ მიტოქსანტრონზე).

გვერდითი მოვლენები:

დამოკიდებულია დოზირების მეთოდზე და წინამორბედ თერაპიაზე.

– მკურნალობის დროს ადგილი აქვს ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვას (გრანულოციტოპენია), უფრო იშვიათად – თრომბოციტოპენია და ანემია, იშვიათად – მწვავე გრანულოციტოპენია.

– გვერდით მოქმედებებს კუჭ-ნაწლავის სისტემის (გულისრევა, დიარეა, ღებინება), ნერვული სისტემის მხრივ, ასევე თმის ცვენას იშვიათად აქვს ადგილი და სუსტადაა გამოხატული.

– სამკურნალო საშუალება ავლენს დაბალ კარდიოტოქსიურობას. განსაკუთრებით, ის ვლინდება იმ ავადმყოფებში, რომლებიც მანამდე გადიოდნენ მკურნალობას ანტრაციკლინებით, ასევე დასხივებას გულმკერდის არეში და ვლინდება შეგუბებითი კარდიომიოპათიის სახით.

– კარდიომიოპათიის განვითარების რისკი მატულობს კუმულირებადი დოზის –  160 მგ/კვ.მ. ს.ზ.-ს გადაჭარბებისას.

– სხვა:  ალერგიული რეაქციები, ამენორეა, ანორექსია, ყაბზობა, ხუთვა, დაღლილობა, ციებ-ცხელება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, სტომატიტი, კონიუნქტივიტი, უძილობა, დეზორიენტაიცა, ფობიები, პარესთეზიები, კანის და ფრჩხილების ციანოზი.

– იშვიათად აღინიშნება: კრეატინინისა და შარდოვანას აზოტის კონცენტრაციის მომატება სისხლში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაზრდა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა მიტოქსანტრონის მიმართ. ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. არ შეიძლება პრეპარატის შეყვანა ზურგის ტვინის არხში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს.

საჭიროა ეფექტური კონტრაცეპციის უზრუნველყოფა მიტოქსანტრონით მკურნალობის დროს და ასევე, მკურნალობის დამთავრებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

მიტოქსანტრონი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

* საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა სამკურნალო პრეპარატის გამოყენების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

* სამკურნალო საშუალებების გამოყენება შეუძლიათ ექიმებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება ქიმიოთერაპულ ონკოლოგიაში, ისეთ პირობებში, სადაც შესაძლებელი იქნება კლინიკური, ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური პარამეტრების მონიტორინგი მკურნალობის დროს და აგრეთვე, მკურნალობის შემდგომ პერიოდში.

* სიფრთხილეა საჭირო თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში მიტოქსანტრონის გამოყენებისას, ასევე

* პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცუდი ზოგადი მდგომარეობა ან თანმხლები მიელოსუპრესია. ვინაიდან პრეპარატი იწვევს ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვას. იმ პაციენტებში, რომლებიც მანამდე მკურნალობდნენ ანტრაციკლინებით ან გამოყენებულ იქნა შუასაყარის დასხივება ან აღენიშნებათ სისხლისმიმოქცევის სისტემის დაავადებები, რეკომენდებულია საგულდაგულო კარდიოლოგიური მონიტორინგი.

* მისი ჩატარება ასევე რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომელთაც გაიარეს მკურნალობის 12 ციკლი.

* მკურნალობის დროს რეკომენდებულია პერიოდულად სისხლის მორფოლოგიური გამოკვლევა.

* მკურნალობის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში შარდი იღებს მოცისფრო-მწვანე ფერს, რაც გაივლის მკურნალობის დამთავრების შემდეგ.

პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მართვაზე:

პრეპარატი არ ახდენს უშუალო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატი ავლენს სინერგიზმს შემდეგ ციტოსტატიკებთან: ციტარაბინი, ცისპლატინი, ციკლოფოსფამიდი, 5-ფტორურაცილი, მეტოტრექსატი, ვინკრისტინი და დაკარბაზინი.

– მკურნალობის დროს შეიძლება პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება (მიტოქსანტრონს შეუძლია შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში).

– მიტოქსანტრონით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული პაციენტების ვაქცინაცია, განსაკუთრებით იმ ვაქცინებით, რომლებიც შეიცავენ ცოცხალ მიკროორგანიზმებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-250C  ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!