Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 535

მინირინი – MINIRIN – МИНИРИН

საერთაშორისო დასახელება:

DESMOPRESSIN

მწარმოებელი: FERRING PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაზოპრესინის სინთეზური ანალოგი. ანტიდიურეზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

დესმოპრესინის აცეტატი  ………….100 მკგ

1 ტაბ.

დესმოპრესინის აცეტატი  …………200 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დესმოპრესინი წარმოადგენს ჰიპოფიზის ბუნებრივი ჰოომონის – არგინინ ვაზოპრესინის სინთეზურ ანალოგს. ბუნებრივი ვაზოპრესინისაგან განსხვავებით დესმოპრესინში ცისტეინის დეზამინირება ხდება L-არგინინის D არგინინით შეცვლით, რაც იწვევს მინირინის შედარებით ხანგრძლივ მოქმედებას და პრეპარატის თერაპიულ დოზებში გამოყენებისას უმნიშვნელო პრესორულ ეფექტს.

დადგენილია, რომ პრეპარატით მკურნალობა ნიქტურიით შეპყრობილ პაციენტებში იწვევს მოშარდვის მიზნით ადგომის საშუალო რაოდენობის 45%-ით და ღამის საშუალო დიურეზის დაახლოებით 0.6 მლ/წთ-ში მნიშვნელოვან შემცირებას. აღნიშნულის გამო მშვიდი ძილის პირველი პერიოდის ხანგრძლივობა იზრდება საშუალოდ 2 სთ-ით.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებისას მინირინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მერყეობს 0.08%-სა და 0.16%-ს შორის. პრეპარატის მაქსიმალური კონცეტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება საშუალოდ 2 სთ-ის შემდეგ. განაწილების მოცულობა შეადგენს 0.2-0.3 ლ/კგ-ში. მინირინი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. პერორალურად მიღებისას პრეპარატის ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 2.0-დან 2.21 სთ-მდე.

ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე in vitro ცდებით დადგენილია, რომ ღვიძლში მეტაბოლიზდება მინირინის უმნიშვნელო რაოდენობა, რის გამოც in vivo მის ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს ადგილი არა აქვს.

პერორალურად მიღებისას აბსორბირებული პრეპარატის დაახლოებით 65% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად მომდევნო 24 სთ-ის განმავლობაში.

მინირინის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს შორის პაციენტის სქესთან დაკავშირებული რაიმე განსხვავება არ აღინიშნება.

ჩვენებები:

  • ჰიპოფიზის ჰორმონ-ვაზოპრესინის გამოყოფის შემცირებით გამოწვეული უშაქრო დიაბეტის და ღამის პირველადი ენურეზის მკურნალობა თირკმელების ნორმალური ფილტრაციის მქონე 5 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებში.
  • მინირინის ტაბლეტებს იყენებენ ნიქტურიის სამკურნალოდ მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება:

უშაქრო დიაბეტი: პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. დღიური დოზა ძირითადად შეადგენს 0.2-1.2 მგ-ს. მოზრდილებში ინიშნება 0.1 მგ პრეპარატი 3-ჯერ დღეში. შემდგომში საჭიროა დოზირების აღნიშნული რეჟიმის რეგულირება პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედით. პაციენტების უმრავლესობისათვის პრეპარატის შემანარჩუნებელ დოზას წარმოადგენს 0.1-0.2 მგ 3-ჯერ დღეში.

ღამის პირველადი ენურეზი: რეკომენდებულ საწყის დოზას წარმოადგენს 0.2 მგ ღამით. აღნიშნული დოზის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა დოზის გაზრდა 0.4 მგ-მდე. ამავე დროს საჭიროა ორგანიზში სითხის შეკავებით გამოწვეული საფრთხის ცოდნა.

სითხის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიით (თავის ტივილი, გულისრევა, ღებინება ან სხეულის წონის მომატება, და მძიმე შემთხვევაში – კრუნჩხვები) გამოწვეული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა აღნიშნული სიმპტომების სრულ გაქრობამდე. განმეორებითი მკურნალობის შემდეგ საჭიროა სითხის მიღების შედარებით მკაცრად შეზღუდვა.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა შესაძლებელია მხოლოდ პრეპარატის მიღების 1 კვირიანი შესვენების შემდეგ.

ნიქტურია: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.1 მგ-ს ღამით.

1 კვირის განმავლობაში აღნიშნული დოზის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა დოზის გაზრდა 0.2 მგ-მდე და შემდგომში 0.4 მგ-მდე ყოველკვირეული გაზრდით. ამავე დროს საჭიროა ორგანიზმში სითხის შეკავებით გამოწვეული საფრთხის ცოდნა.

ხანდაზმულ პაციენტებში 65 წლის ასაკის და მის ზემოთ. პრეპარატის მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ, ან დოზის გაზრდის შემთხვევაში, საჭიროა სისხლის პლაზმაში ნატრიუმის მაჩვენებლების განსაზღვრა.

სითხის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიით (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის წონის მომატება, და მძიმე შემთხვევაში -კრუნჩხვები) გამოწვეული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა აღნიშნული სიმპტომების სრულ გაქრობამდე. განმეორებითი მკურნალობის შემდეგ საჭიროა სითხის მიღების შედარებით მკაცრად შეზღუდვა.

გვერდითი მოვლენები:

– თავის ტკვილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა.

– სითხის მიღების შეზღუდვის გარეშე მკურნალობა იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და/ან ჰიპონატრიემიას ან თანმხლები სიმპტომების გარეშე (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის წონის მომატება და მძიმე შემთხვევაში – კრუნჩხვები).

– ბავშვებში იშვიათად შესაძლებელია ემოციური დარღვევები, ერთეულ შემთხვევებში – კანის და შედარებით მძიმე საერთო ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* მინირინის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თანდაყოლილი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია;

* გულის უკმარისობა;

* ჰიპონატრიემია.

ორსულობა და ლაქტაცია:

მინირინის ტაბლეტები განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ორსულებს. ორსულობის დროს უშაქრო დიაბეტით შეპყრობილი პაციენტების მკურნალობისას ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ახალშობილების განვითარების მხრივ დარღვევები.

ლაქტაციის პერიოდში 300 მკგ მინირინის ინტრანაზალურად მიღება ნათელყოფს, რომ ძუძუთი კვების პროცესში გადაცემული მინირინის რაოდენობა დიურეზზე მოქმედი პრეპარატის რაოდენობასთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატით ღამის პირველადი ენურეზის მკურნალობის დროს, საჭიროა სითხის მიღების მინიმუმამდე შეზღუდვა 1 სთ-ით ადრე მინირინის მიღებამდე და 8 სთ-ის განმავლობაში მისი მიღებიდან.

* სითხის მიღების შეზღუდვის გარეშე მკურნალობა იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და/ან ჰიპონატრიემიას, ან თანმხლები სიმპტომების გარეშე (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის წონის მომატება, და მძიმე შემთხვევაში – კრუნჩხვები).

ღონისძიებები, რომელთა გამოყენება საჭიროა ჰიპონატრიემიის განვითარების თავიდან ასაცილებლად:

* წყლის და/ან ელექტროლიტური დისბალანსით გამოწვეული მდგომარეობა (როგორიცაა სისტემური ინფექციები, ცხელება, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის არაადექვატური სინდრომი);

* დიურეზული საშუალებების დანიშვნის საჭიროებით გამოწვეული მდგომარეობა;

* იმ პრეპარატებთან კომბინაცია, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევენ ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატურ სეკრეციას, როგორიცაა, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სელექტიური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, კარბამაზეპინი;

* არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (NSAIDS) კომბინაცია.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სითხის გამოყოფის შეფერხების და ჰიპონატრიემიის განვითარების მომატებული რისკის ხანგრძლივობის გაზრდა.

მკურნალობა: მიუხედავად იმისა, რომ ჰიპონატრიემიის მკურნალობა ინდივიდუალურია, საჭიროა საერთო რეკომენდაციების გამოყენება. ჰიპონატრიემიის მკურნალობა შესაძლებელია მინირინის გამოყენების შეწყვეტით და სითხის მიღების შეზღუდვით. აუცილებლობის შემთხვევაში წარმოებს სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სუბსტანციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციაზე, როგორიცაა, ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სელექტიური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, კარბამაზეპინი, იწვევენ ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერებას და სითხის შეკავებისა და ჰიპონატრიემიის რისკის გაზრდას.

– NSAIDS-თან კომბინაცია იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებასა და ჰიპონატრიემიას.

– მინირინის კომბინაცია ლოპერამიდთან იწვევს სისხლის პლაზმაში მისი კოცენტრაციის 3-ჯერ გაზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს წყლის შეკავებისა და ჰიპონატრიემიის რისკის გაძლიერებას.

– მონაცემები მინირინის ურთიერთქმედების შესახებ ღვიძლში მეტაბოლიზმის პროცესებზე მოქმედ პრეპარატებზე არ არსებობს. რადგან ცნობილია, რომ მინირინის მნიშვნელოვანი რაოდენობა არ მეტაბოლიზდება ღვიძლში, რაც დადგენილია in vitro ადამიანის მიკროსომებზე, 27% ცხიმის შემცველი საკვების მიღება იწვევს პერორალურად მიღებული მინირინის აბსორბციის პროცესის (ხარისხის) მნიშვნელოვან შემცირებას.

– მინირინის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე (გამოყოფილი შარდის რაოდენობა და ოსმოლარობა) საკვების მიღება რაიმე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

– პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ არ არსებობს მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. საჭიროა ფლაკონის თავსახურის მჭიდროდ დახურვა. თავსახურიდან გამომშრობი კაფსულის ამოღება ნებადართული არ არის.

ვარგისიანობის ვადა: 2  წელი.

მილტექსი – MILITEX – МИЛТЕКС

საერთაშორისო დასახელება:

MILTEFOSINE

მწარმოებელი: ASTA MEDICA

მოქმედი ნივთიერება: მილტეფოსინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის 6%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

მილტეფოსინი ……………60 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, აინჰიბირებს პროტეინკინაზა С, ფოსფოლიპაზა С და ფოსფოტიდილქოლინის სინთეზს, მოქმედებს სიმსივნური უჯრედების მემბრანაზე.

ჩვენებები:

კანის მეტასტაზები და მათი რეციდივები სარძევე ჯირკვლის სიმსივნისას (ბრტყელი და წვრილუჯრედოვანი წარმონაქმნი), როცა შინაგან ორგანოებზე არ არის მეტასტაზები, ოპერატიული და პალიატიური (სხივური, ჰორმონალური და ქიმიოთერაპია) მკურნალობა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, მსხვილმარცვლოვანი და ღრმა მეტასტაზები კანის ერთდროული დაზიანებით;

პრეპარატისა და სხივური თერაპიის ერთდროული ჩატარება კანის ერთსა და იმავე უბანზე;

ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:

სისტემური: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ჰიპერკრეატინინემია, „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტიობის მომატება, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი.

ადგილობრივი: ქავილი, ჰიპერემია, კანის სიმშრალე და აქერცვლა, წვის შეგრძნება (განსაკუთრებით დაწყლულებულ უბნებზე), დერმატიტი, ჰიპერკერატოზი, „პერგამენტული“ კანი, სიმსივნური მეტასტაზების დაწყლულება, ქსოვილების ნეკროზი.

მკურნალობა: სიმპტომატურია.

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანად, დააქვთ კანის დაზიანებულ უბანზე, 1–2 წვეთი 6% ხსნარი 10კვ.სმ. ზედაპირზე, მინიმუმ 1 წვეთი მცირე კვანძოვან შესქელებაზე. დღეში ერთჯერ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ 2–ჯერ (დილით და საღამოს), გამოხატული ადგილობრივი რეაქციისას – 1წვ/10კვ.სმ. 2–ჯერ დღეში 8 კვირის მანძილზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კანის მეტასტაზების სრულ ინვოლუციამდე (აუცილებლობისას კიდევ 4 კვირა). მეტასტაზების არასრული ინვოლუციისას ან ზრდის შეჩერებისას მკურნალობას აგრძელებენ მანამ, სანამ უბანი რომელიც მკურნალობას ექვემდებარება არ აჩვენებს ეფექტის შემცირებას.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 5მლ 6% ხსნარს (300მგ). პრეპარატის დასატანად გამოიყენება ერთჯერადი ხელთათმანები, რომელიც ახლავს პრეპარატს. კანზე დატანის შემდეგ პრეპარატს შეიზელენ წრიული მოძრაობით, მსუბუქად, მოიცავს დაზიანებულ ზედაპირს და შორდება მკვეთრად გამოხატულ დაზიანების ნაპირს 3 სმ–ით, შემდეგ ედება ოკლუზიური ნახვევი.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის წინ და ნახევარ წელში 1–ჯერ აუცილებელია ჩატარდეს მხედველობის გამოკვლევა სინათლისა და სიბნელის შეგუებაზე, კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი, პერიფერიული სისხლის ტრანსამინაზური კონტროლი. წარმონაქმნებზე გამოყენებისას ყურადღება უნდა მიექცეს გულმკერდში იმპლანტირებულ პროტეზებს. შინაგანი ორგანოების ავთვისებიანი დაზიანებისას საჭიროა ერთდროულად სისტემური სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარება. რეპროდუქციული ასაკის ქალებში და მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ გამოყენებული უნდა იყოს საიმედო კონტრაცეფცია.

ლორწოვანი, თვალები და კანი  დაცული უნდა იყოს პრეპარატის მოხვედრისაგან,  (შემთხვევით მოხვედრისას ჯანმრთელ ადგილზე სასწრაფოდ უნდა მოხდეს გამდინარე წყლით დაბანა).

კანის გამოშრობის ასარიდებლად მაზის დატანიდან 2–3 სთ–ის შემდეგ სასურველია ცხიმიანი კრემის ხმარება. უფრო მძიმე ადგილობრივი რეაქციები მოითხოვს პრეპარატის მიღების შეჩერებას ან შეწყვეტას.

გამოყენებული შესახვევი მასალა ხელთათმანიან ხელში უნდა მოიკუჭოს, გადმოიკეცოს მასზე ხელთათმანი და გამოიკრას, შემდეგ გადაგდებული უნდა იქნას ნაგავში.

მილიგესტი® – MILIGEST® – МИЛИГЕСТ®

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; GESTODENE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ეთინილესტრადიოლი+გესტოდენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სამფაზიანი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ღია ნარინჯისფერი ტაბლეტები: შეფუთვაში 21 ც.

1 ტაბ.

ეთინილესტრადიოლი ………..   0.030 მგ

გესტოდენი ………………………..0.050 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: ნატრიუმ კალციუმის ედეტატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (37.180 მგ).

გარსი: რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი(E171), მაკროგოლი, ტალკი, კალციუმის კარბონატი, საქაროზა.

შემოგარსული თეთრი ფერის ტაბლეტები: შეფუთვაში 21 ც.

1 ტაბ.

ეთინილესტრადილი ………      0.040 მგ

გესტოდენი…………………….    0.070 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: ნატრიუმ კალციუმის ედიტატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (37,150 მგ).

გარსი: პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი, ტალკი, კალციუმის კარბონატი, საქაროზა.

შემოგარსული ღია მწვანე ფერის ტაბლეტები: შეფუთვაში 21 ც.

1 ტაბ.

ეთინილესტრადილი ……..    0.030 მგ

გესტოდენი ……………..       0.100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: ნატრიუმ კალციუმის ედიტატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (37,130 მგ)

გარსი: პოვიდონი, სეპიპერსი AC3199 მწვანე (E171, E104, E 132) ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი, ტალკი, კალციუმის კარბონატი, საქაროზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს კომბინირებულ სამფაზიან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას ორსულობის თავიდან ასაცილებლად. იგი შეიცავს ფოლიკულის და ყვითელი სხეულის სინთეზურ ჰორმონებს.

პერორალური კონტრაცეპცია

ჩასახვის საწინააღმდეგო სამფაზიანი შემოგარსული ტაბლეტების თითოეულ შეფუთვაში მოთავსებული ტაბლეტები შეიცავენ ჰორმონების სხვადასხვა შემცველობას, რაც შეესაბამება მათი დონის ცვლილებას ნორმალური ციკლის დროს. ჰორმონები პირველ რიგში ხელს უშლიან კვერცხუჯრედის მომწიფებას (ოვულაციას). ამას გარდა, ისინი ცვლიან საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანს, რითაც ართულებენ სპერმატაზოიდის შეღწევას კვერცხუჯრედთან და ამცირებენ განაყოფიერების ალბათობას.

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე საჭიროა საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური შემოწმება იმ დაავადებების გამორიცხვის მიზნით, რომლებიც წარმოადგენენ რისკ-ფაქტორებს.

ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს გააჩნიათ რიგი უპირატესობა კონტრაცეპციის სხვა მეთოდებთან შედარებით:

– წარმოადგენს კონტრაცეპციის საიმედო მეთოდს და ტაბლეტების მიღების შეწყვეტის შემდეგ ჩასახვის უნარი აღდგება;

– ტაბლეტების მიღების დროს მენსტრუაცია ხდება უფრო რეგალურალური და ხანმოკლე, ხოლო სისხლის დაკარგვა მცირდება;

– მენსტრუაცია ხდება უმტკივნეულო და ნაკლებად მტკივნეული;

– ჩასახვისსაწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენება ამცირებს სისხლნაკლებობის განვითარების, მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებების, საშვილოსნოს გარე ორსულობის, აგრეთვე საშვილოსნოს, საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლების დაავადებების რისკს.

ჩვენებები:

  • დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილება.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება დღეში ერთი ტაბლეტი მენსტრუაციის პირველი დღიდან, 21 დღის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს; ამის შემდეგ საჭიროა გაკეთდეს 7 დღიანი პაუზა, რომლის დროსაც იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. მე-8 დღეს იწყება შემდეგი 21 ტაბლეტის მიღება (მიუხედავად იმისა, შეწყდა თუ არა სისხლდენა), ამგვარად, მილიგესტის ტაბლეტების შემდეგი შეფუთვის მიღება იწყება კვირის იმავე დღეს, როდესაც პრეპარატის მიღება. სისხლდენა შეიძლება იყოს ჩვეულებრივზე ნაკლები, მაგრამ ეს არ ითვლება ნორმიდან გადახრად.

პირველი ტაბლეტის მიღება:

პაციენტი უნდა დაელოდოს თვიური ციკლის დაწყებას, მანამდე რეკომენდებულია სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება (პრეზერვატივი, პესარიები, სპერმიციდური გელი). მილგესტის პირველი ტაბლეტის მიღება უნდა ემთხვეოდეს მენსტრუაციის პირველ დღეს.

გადასვლა ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებიდან მილიგესტის ტაბლეტებზე:

ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მიღების დასასრულს გააკეთეთ შესვენება რომლის დროსაც იწყება სისხლდენა. მილიგესტის ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოთ სისხლდენის პირველივე დღეს.

მინი-ტაბლეტებიდან ამილგესტის ტაბლეტებზე გადასვლა შეიძლება ნებისმიერ დღეს. ამასთან მილიგესტის ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდის გამოყენება.

მილიგესტის ტაბლეტების მიღება, ორსულობის I ტრიმესტრის დროს ჩატარებული აბორტის შემთხევაში:

ექიმის ნებართვით ტაბლეტების მიღების დაწყება შეიძლება აბორტის შემდეგ. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო კონტრაცეპციის დამატებით მეთოდების გამოყენება.

მილიგესტის ტაბლეტების მიღება, მშობიარობის შემდეეგ ან ორსულობის II ტრიმესტრის დროს ჩატარებული აბორტის შემთხვევაში:

მილიგესტის ტაბლეტების მიღების დაწყება შეიძლება აბორტიდან ან მშობიარობიდან 28-ე დღეს (თუ არ ხდება ბავშვის ძუძუთი კვება). პირველი 7 დღის განმავლობაში გამოიყენება კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდები.

თუ აბორტის ან მშობიარობის შემდეგ პაციენტს უკვე ჰქონდა სქესობრივი კონტაქტი, მაშინ პრეპარატის მიღებამდე უნდა გამოირიცხოს ახალი ორსულობა, ან პაციენტი უნდა დაელოდოს პირველ მენსტრუაციას.

პრეპარატის გარკვეული დოზის მიღების გამორჩენისას შემდეგი ტაბლეტის მიღების დროს არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება!

შემდეგი ტაბლეტის მიღების გამორჩენისას საჭიროა გამოტოვებული ტაბლეტის მიღება 12 საათის განმავლობაში.

თუ ბოლო ტაბლეტის მიღებიდან გავიდა 12 საათზე მეტი დრო, კონტრაცეპციის ეფექტურობა კლებულობს. ამ შემთხვევაში არ შეიძლება გამორჩენილი ტაბლეტის დოზის ანაზღაურება და პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ რეჟიმში, თუმცა შემდგომი 7 დღის განმავლობაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდები. თუ შეფუთვაში რჩებოდა 7 ტაბლეტზე ნაკლები, მაშინ შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს შესვენების გარეშე. ამასთან, სისხლდენა იწყება მხოლოდ მეორე შეფუთვის ტაბლეტების მიღების დროს. მეორე შეფუთვის ტაბლეტების მიღების დროს შესაძლებელია უმნიშვნელოდ ჭარბი სისხლდენა. თუ მეორე შეფუთვის ტაბლეტების მიღების შეწყვეტამდე არ ხდება სისხლდენა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

თუ ტაბლეტის მიღებიდან პირველი 3-4 საათის განმავლობაში ადგილი აქვს ღებინებას, მაშინ ტაბლეტი სრულად არ შეიწოვება. ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა მოიქცეს ისე, როგორც ტაბლეტის მიღების გამოტოვებისას.

გვერდითი მოვლენები:

როგორც ნებისმიერ სხვა სამკურნალო პრეპარატს, მილიგესტსაც გააჩნია არასასურველი ეფექტები.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით პრეპარატის მიღების პირველ თვეებში, შეიძლება წარმოიქმნას არარეგულარული სისხლდენები (ე.წ. ჭარბი ხასიათისა ჩამონაშალის სახით).

პირებს, რომლებიც ღებულობენ ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებებს შესაძლოა განუვითარდეთ შემდეგი გვერდითი ეფექტები:

გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, სხეულის წონის და სქესობრივი ლტოლვის ცვლილება, დათრგუნული მდგომარეობა, კანზე ყავისფერი ლაქების წარმოქმნა (ქლოაზმა), თვიური სისხლდენის დარღვევა, დისკომფორტი კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ჰიპერტონია, ნაღვლის ბუშტის დაავადება, სიყვითლე, გამონაყარი კანზე, თმის ცვენა, საშოს სეკრეტის ცვლილებები, საშოს სოკოვანი ინფექცია, უჩვეულო დაღლილობა, ფაღარათი.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები:

– სისხლძარღვის დაცობა შედედებული სისხლით (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვების ემბოლია, მიოკარდის ინფარქტი, სისხლჩაქცევა ტვინში).

– თამბაქოს ინტენსიური გამოყენება ზრდის თრომბოზის განვითარების რისკს, განსაკუთრებით 35 წელზე უფროს ქალებში. თუ პაციენტი ეწევა, მან უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

– არსებული ან ადრე გადატანილი სისხლის შედედების დარღვევა, მომატებული არტერიული წნევა, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე ასევე ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას.

– ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები. სიმსივნის გარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მუცლისშიდა სისხლდენა, რაზედაც მიუთითებს ძალიან ძლიერი და გაუჩერებელი ტკივილები მუცლის არეში. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა სახის უჩვეულო სიმპტომების შესახებ.

შემდეგ შემთხვევებში საჭიროა ტაბლეტების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია:

– თრომბოზის ნიშნების გამოვლენისას (ტკივილი გულის არეში, რომელიც გადაეცემა მარცხენა ხელს, უჩვეულოდ ინტენსიური ტკივილი ქვედა კიდურებში, სისუსტე ან სხეულის რომელიმე ნაწილის დაბუჟება, ქოშინი, უჩვეულო ხველება, განსაკუთრებით ნახველში სისხლის არსებობით, თავბრუსხვევა ან გულყრა, მხედველობის, სმენისა და მეტყველების დარღვევა, ტაქტილური მგრძნობელობა, შაკიკის პირველადი გამოვლინება, ან გამძაფრება, უჩვეულოდ ძლიერი, განმეორებადი ან განუწყვეტელი თავის ტკივილი);

– სიყვითლე;

– შესაგრძნობი გამკვრივებული კვანძები სარძევე ჯირკვლებში;

– უცაბედი ტკივილის წარმოქმნა მუცლის არეში.

– უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა ან მენსტრუალური სისხლდენის მსგავსი დენის შეწყვეტა შემდგომი ორი ციკლის განმავლობაში;

– ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;

– 4 კვირიანი პერიოდი დაგეგმილ ოპერაციამდე;

– ეჭვი ორსულობის შესახებ;

– მომატებული არტერიული წნევა;

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნის დროს;

* არსებული ან ადრე გადატანილი თრომბოზის დროს (სისხლძარღვების დაცობა შედედებული სისხლით, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ღრმა ვენების თრომბოზი, მიოკარდის ინფარქტი, ფილტვების  თრომბოემბოლია, ტვინში სისხლჩაქცევა);

* თრომბოზის მიმართ მიდრეკილების დროს;

* საშუალო ან მძიმე ხარისხის ჰიპერტონიის დროს;

* ცხიმების ცვლის დარღვევის დროს;

* გართულებული მძიმე შაქრიანი დიაბეტის დროს;

* ღვიძლის მძიმე და სიმსივნური დაავადებების დროს;

* საშვილოსნოდან გაურკვეველი წარმოშობის სისხლდნების და პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა სახის დაავადებების არსებობის შესახებ.

თუ პრეპარატის მიღების დროს აღმოჩნდება რომელიმე ზემოთ ხსენებული დაავადება, პრეპარატის მიღება წყდება და საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

* არაა რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში, რადგან ზოგიერთი მოქმედი ნივთიერება გადადის ლაქტატში და ამცირებს მის ხარისხს.

განსაკუთრებული მითითებები:

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ან თრომბოზის  განვითარების მომატებული რისკის დრო (თამბაქოს მოწევა, 35 წელზე მეტი ასაკი, ოჯახში თრომბოზის შემთხვევების არსებობა, სიმსუქნე საშუალო სიმძიმის ხარისხის ცხიმების ცვლის დარღვევა, არტერიული წნევის მცირედი მომატება, გულის სარქველების დაავადება და გულის რითმის დარღვევა).

* დიაბეტის არსებობის დროს და ადრე გადატანილი დეპრესიის დროს, რაც საჭიროებს ხშირ სამედიცინო გამოკვლევებს ტაბლეტების მიღების პერიოდში.

* ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება უკუნაჩვენებია ღვიძლის ინფექციური ანთებების დროს და შემდგომ პერიოდში, იმ მომენტამდე, სანამ არ მოხდება ლაბორატორიული მაჩვენელების ნორმალიზება.

* გამოკვლევების შედეგები გვიჩვენებენ, რომ ქალებში, რომლებიც იყენებენ პერორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, იზრდება თრომბოზის განვითარების და სისხლძარღვების დაცობის რისკი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებები, მაგალითად ღრმა ვენების თრომბოზი, გულის შეტევა ან სისხლის ჩაქცევა ტვინში. ეს დაავადებები ყოველთვის არ ექვემდებარება მკურნალობას და შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შედეგი.

* იშვიათ შემთხვევებში პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე. ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარებაც შესაძლოა უკავშირდებოდეს კონტრაცეპტივების გამოყენებას.

* ყველა ქალი არის სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკის ქვეშ, მიუხედავად იმისა, ღებულობს თუ არა იგი ჩასახვის საწინააღმდგეო საშუალებებს. სარძევე ჯირკვლების სიმსივნე იშვიათად ვითარდება 40 წლამდე ასაკის პირებში, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს რისკიც მატულობს.

* სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკი ქალებში, რომლებიც ღებულობენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, რამდენადმე მაღალია, ვიდრე იმავე ასაკობრივი ჯგუფის პირებში, რომლებიც არ ღებულობენ მოცემულ პრეპარატებს. ქალებში, რომლებიც ღებულობენ ჩასახვის საწინააღმდგეო ტაბლეტებს, დიაგნოსტირებული კიბოს შემთხვევები ნაკლებად ღრმად წასულია, ვიდრე ქალებში, რომლებიც არ ღებულობენ ამგვარ პრეპარატებს. დღესდღეისობით არ არსებობს მკვეთრი მტკიცებულება იმისა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ზრდის სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკს.

* ზოგიერთი გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ზრდა, ქალებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ღებულობდნენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, თუმცა ზუსტად არაა დადგენილი დამოკიდებულება კიბოს სიხშირის მატებასა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას შორის.

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: მოცემული პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მძიმე სიმპტომები არ გამოვლინდება, მაგრამ შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება ან მცირე რაოდენობით სისხლდენები (ახალგაზრდა გოგონებში). ჭარბი დოზირებისას საჭიროა ექიმის ან პროვიზორის დაუყოვნებელი კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ზოგიერთი სამკურნალო საშუალება (მაგ. ეპილეფსიის საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ანტიბიოტიკები, სოკოს საწინააღმდეგო და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები, აგრეთვე პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას) ამცირებენ მილიგესტის ტაბლეტების ეფექტურობას.

– ურთიერთქმედება პრეპარატებს შორის ვრცელდება იმ პრეპარატებზეც, რომლებსაც ღებულობდით ადრე ან რომლის მიღებასაც გეგმავთ მომავალში.

უახლოეს წარსულში ყველა გამოწერილი ან ურეცეპტოდ შეძენილი და გამოყენებული პრეპარატების შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს  ან პროვიზორს.

– სისხლის აღების დროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაციენტი ღებულობს მოცემულ პრეპარატს, უნდა ეცნობოს ექიმს, რადგან, მას შეუძლია შეცვალოს ზოგიერთი ლაბორატორიული პარამეტრი.

დამატებითი ინფორმაცია:

მენსტრუაციის შეწყვეტის დროს პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ტესტი ორსულობაზე, რადგან, მილიგესტის ტაბლეტები არ ზემოქმედებენ ტესტის შედეგებზე. თუ პაციენტი ტაბლეტებს ღებულობდა დანიშნულების შესაბამისად, მათი მიღებისას არ აღინიშნებოდა ღებინება და არ ღებულობდა სხვა სამკურნალო საშუალებას, მაშინ ორსულობის არსებობის შესაძლებლობა ძალიან დაბალია. მიუხედავად ამისა, პრეპარატის მიღების გაგრძელებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.

ისევე, როგორც სხვა ჰორმონალური პრეპარატები, მილიგესტის ტაბლეტები არ იცავენ შიდსის და სხვა ინფექციებისაგან, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მილდროქსინი – MILDROXYN – МИЛДРОКСИН

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

მელდონიუმი;

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:

კაფსულები: გაუმჭვირვალე თეთრი / თეთრი ფერის, მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილით;

საინექციო ხსნარი: გამჭვირვალე უფერო ხსნარი;


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
:

კაფსულები: 1 კაფსულა შეიცავს:

3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინ) პროპიონატის დიჰიდრატს  ……….   250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, საღებავი – ტიტანის დიოქსიდი (E 171).

საინექციო ხსნარი: საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:

3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინ) პროპიონატის დიჰიდრატს  ……….  100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სხვა პრეპარატები გულის დაავადებების მკურნალობისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:

მილდროქსინი მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალებაა. იგი წარმოადგენს გამა-ბუთირობეტაინის (კარნიტინის წინამორბედი) სტრუქტურულ ანალოგს.

მომატებული დატვირთვის პირობებში პრეპარატი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადზე  მოთხოვნილებასა და მის მიწოდებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, რითაც იცავს მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად იზრდება ორგანიზმის ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვისადმი და ძლიერდება ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მელდონიუმი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს, აგრეთვე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად.

კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად ძლიერდება გამა-ბუთირობეტაინის სინთეზი, რომელსაც გააჩნია ვაზოდილატაციური თვისება. მიოკარდიუმის მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში პრეპარატი ანელებს ნეკროზული ზონების წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს.

გულის უკმარისობისას მელდონიუმი ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიურ უბნებში. მილდროქსინი ეფექტურია თვალის ფსკერის ვასკულარული და დისტროფიული პათოლოგიების დროს.

ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, აბსტინენციის სინდრომის დროს პრეპარატი ხსნის ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას მელდონიუმი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს  დაახლოებით 78%-ს, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ერთჯერადი მიღებისას შეადგენს 4 სთ-ს, 8 დღიანი მიღებისას – 10 სთ-ს.

მილდროქსინის ბიოშეღწევადობა ინტრავენური შეყვანისას უდრის 100%-ს, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა შეყვანისთანავე. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 3-6 სთ-ს.

მელდონიუმი ბიოტრანსფორმირდება ორგანიზმში ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

ჩვენება:

კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გულ–სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებისას:

სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა (NYHA I-III ფუნქციონალური კლასი), დისჰორმონალური კარდიომიოპათია; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების ფუნქციური დარღვევები, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი აღდგენითი პერიოდი;

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევები:

ინსულტი, ცერებროვასკულური უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);

აღდგენითი პერიოდის განმავლობაში ცერებროვასკულური დარღვევების, თავის ტვინის ტრავმებისა და ენცეფალიტის შემდეგ (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);

ჰემოფთალმი, სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული);

შრომისუნარიანობის დაქვეითება, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში);

აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (სპეციფიკური კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლინების გამო, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში.

გულ–სისხლძარღვთა დაავადებების დროს, კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში პრეპარატის დოზა შეადგენს  500-1000 მგ დღეში (დღიური დოზა მიიღება მთლიანად ან იყოფა ორ მიღებაზე), მკურნალობის კურსი შეადგენს  4-6 კვირას.

არასტაბილური სტენოკარდიის და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში: ინტრავენურად ნაკადურად 500-1000 მგ დღეში ერთხელ. შემდგომი მკურნალობის გასაგრძელებლად გადადიან პრეპარატის კაფსულების სახით მიღებაზე. მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირას.

კარდიალგიის დროს, მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე –პერორალურად 250 მგ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი – 12 დღე.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლისას, მწვავე ფაზაში (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში): ინტრავენურად 500 მგ ერთჯერადად 10 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გადადიან პრეპარატის პერორალურ მიღებაზე: 500-1000 მგ ერთჯერადად ან გაყოფილი 2 მიღებაზე.  მკურნალობის საერთო კურსი შეადგენს 4-6 კვირას.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს, კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში – ინტრავენურად 500 მგ დღეში ერთხელ, 2-3 კვირის განმავლობაში, ან პერორალურად – 500-1000 მგ ერთჯერადად ან გაყოფილი 2 მიღებაზე.

დასაშვებია მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარება წელიწადში 2-3-ჯერ, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

შრომისუნარიანობის დაქვეითების, გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვის დროს (მათ შორის სპორტსმენებში): ინტრავენურად – 500 მგ ერთხელ დღეში ან პერორალურად – 250 მგ 4-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი – 10-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ; სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის მიღება პერორალურად 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში, ვარჯიშის წინ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში შეადგენს 14-21 დღეს, შეჯიბრებისას – 10-14 დღეს.

ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (კომბინირებული თერაპიისას) – პერორალურად 500 მგ 4-ჯერ დღეში ან ინტრავენურად – 500 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.

გვერდითი მოვლენები:

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის ცვლილება;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნებადობა;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსიური მოვლენები;

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ქავილი, სიწითლე, გამონაყარი კანზე, შეშუპება.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

ქალასშიდა წნევის მომატება (მათ შორის, ვენური გადინების დარღვევები, ქალასშიდა სიმსივნეები);

ღვიძლისა ან თირკმლის მძიმე უკმარისობა;

12 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის რეკომენდებული მილდროქსინის გამოყენება იმ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც შეიცავენ მელდონიუმს (გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი).

მილდროქსინი აძლიერებს კორონარული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას.

დასაშვებია მელდონიუმის კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, საგულე გლიკოზიდებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტულ, ანტიარითმიულ, დიურეზულ და მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელ სამკურნალო საშუალებებთან.

სიფრთხილეა საჭირო მილდროქსინისა და ნიტროგლიცერინის, ნიფედიპინის, ბეტა-ადრენობლოკატორების, ჰიპოტენზიური საშუალებების, პერიფერიული ვაზოდილატატორების ერთდროული გამოყენებისას.

ჰიპერდოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილება. მკურნალობა სიმპტომურია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მილდროქსინის უსაფრთხოების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გამოყენების თავისებურებები:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები.

12 წლამდე ასაკის პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის გამოცდილება აჩვენებს, რომ მილდროქსინი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს მწვავე კორონარული სინდრომის დროს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე მილდროქსინის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

შეფუთვა:

კაფსულები: 10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 4 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

საინექციო ხსნარი: 5 მლ საინექციო ხსნარი უფერო მინის ამპულაში, 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

კაფსულები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

საინექციო ხსნარი: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

მილდრონატი – MILDRONAT – МИЛДРОНАТ

საერთაშორისო დასახელება:

MILDRONATE

მწარმოებელი: GRINDEKS S.A.

მოქმედი ნივთიერება: მილდრონატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილების მეტაბოლიზმისა და ენერგოუზრუნველყოფის გამაუმჯობესებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20, 40 და 60 ც.

1 კაფს.

მილდრონატი …………250 მგ

საინექციო ხსნარი 10%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

მილდრონატი ……….100 მგ 500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

მილდრონატი (მელდონი) – სტრუქტურული ანალოგია გამა-ბუთირობეტაინისა, ნივთიერებისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი.

მომატებული დატვირთვის პირობებში მელდონი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით მილდრონატს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევებისას და ასევე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად გაძლიერებით სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები გააჩნია. მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში მილდრონატი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. ტვინის სისხლმომარაგების მწვავე და ქრონიკული დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიური უბნის სასარგებლოდ. ეფექტურია თვალის ფსკერის ვასკულური და დისტროფიული პათოლოგიისას. პრეპარატი ასწორებს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს ქრონიკული ალკოჰოლიზმით ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომისას. არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით  მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა- 78%. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში შიგნით მიღებისას. ორგანიზმში მეტაბოლიზირდება ძირითადათ ღვიძლში, ორი ძირითადი მეტაბოლიტის ფორმირებით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2)  შიგნით მიღებისას დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენებები:

•    გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია, ასევე ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ტვინის ინსულტები და ცერებროვასკულური უკმარისობა).

•    ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის მქონე სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონიული).

•    დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის, სპორტსმენებში.

•    აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში).

•    ბრონქული ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლინების გამო რეკომენდირებულია, მიღებული იქნას დღის პირველი ნახევარში.

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები:

კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში – 0,5 – 1,0 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი  – 4-6 კვირა.

კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე – შიგნით, 0,5 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი – 12 დღე.

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა:

მწვავე ფაზა – იყენებენ პერპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით – 0,5 – 1,0  გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით.

მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა ქრონიკული დარღვევები – 0,5 დღეში პერორალურად, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის საერთო კურსი – 4-6 კვირა.

განმეორებითი კურსების ჩატარება (ჩვეულებრივ, 2-3-ჯერ წელიწადში) დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ბადურის დისტროფიული დაავადებები: იყენებენ პრეპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას.

გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვები, მათ შორის, სპორტსმენებში. მოზრდილებს – 0,25 გ პერორალურად 4-ჯერ დღეში ან 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 10-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.

სპორტსმენებს – 0,5 – 1,0 გ პერორალურად 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ.

კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე.

ქრონიკული ალკოჰოლიზმი:

პერორალურად 0,5 გ 4-ჯერ დღეში; მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.

ბრონქული ასთმა:

0,25 გ პერორალურად ყოველდღე სამი კვირის განმავლობაში.

ბრონქოლიზური საშუალებებთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები:

* მილდრონატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური უკუდენის დარღვევებისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად – ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.

სიფრთხილე :

ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას უნდა დაიცვან სიფრთხილე.

არაა საკმარისი მონაცემები მილდრონატის გამოყენების შესახებ ბავშვებში.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის გამოცდილება აჩვენებს, რომ მილდრონატი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს მწვავე კორონარული სინდრომის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის დამტკიცებული ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველ გავლენას, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.

არაა გამორკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ მილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის დედის რძეთი კვებას წყვეტენ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზეგავლენა:

არაა მონაცემები მილდრონატის არაკეთილსასურველი გავლენის შესახებ რეაქციის სიჩქარეზე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების მოქმედებას, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. დასაშვებია კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ, დიურეზულ, ბრონქოლიზურ  საშუალებებთან. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.

ჭარბი დოზირება:

მილდრონატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. პრეპარატი მცირედტოქსიურია და არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი.

არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მილგამმა – MILGAMMA – МИЛЬГАММА

საერთაშორისო დასახელება:

CYANOCOBALAMIN; PYRIDOXINE; THIAMINE

მწარმოებელი: WORWAG PHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი მინერალების გარეშე

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

თიამინი ………………………………………        50 მგ 100 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი…………..     50 მგ 100 მგ

ციანოკობალამინის ჰიდროქლორიდი …….    500 მკგ 1 მგ

 

ვრცლად ბენევრონი B

მიკროზერი – MICROSER – МИКРОЗЕР

საერთაშორისო დასახელება:

BETAHISTINE

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები;  ჰისტამინის სინთეტური ანალოგები

მწარმოებელი: პროდოტი ფორმენტი ს.პ.ა.იტალია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

8მგ ტაბლეტი #50

აქტიური ინგრედიენტი

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ……………..   8მგ

ინდიფერენტული ინგრედიენტები – სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივიტამინი, სილიციუმის ორჟანგი, ტალკი.

აღწერა

ტაბლეტები: მრგვალი თეთრი ფერის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეტაჰისტინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს.

გააჩნია ჰისტამინური რეცეპტორების, სტიმულაციური და ვაზოდილატაციური მოქმედება შიდა ყურის რეცეპტორებზე და ცენტრალური ნერვული სისტემის ვესტიბულარულ ბირთვებზე. აუმჯობესებს შიდა ყურის მიკროცირკულაციას. ზრდის სისხლის ნაკადს შიდა ყურსა და ბაზალურ არტერიებში. ლაბირინთული სისხლის ნაკადის სტაბილიზაციისას ხდება ენდოლიმფატური წნევის აღდგენა როგორც ლაბირინთში, ასევე შიდა ყურის აპარატში, რაც ამცირებს თავბრუსხვევის სუბიექტურ შეგრძნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბეტაჰისტინი არის ჰისტამინის მსგავსი ნივთიერება, ის არ იწვევს კაპილარების შეღწევადობის დარღვევას, არტერიული წნევის ცვლილებებს, არ მოქმედებს გლუვი მუსკულატურისა და შიდა ორგანოების ტონუსზე, არც კუჭის წვენის სეკრეციაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად იწოვება ორგანიზმში და მესამე საათისათვის აღწევს სისხლში კონცენტრაციის პიკს.

მეტაბოლიზმი: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმრის მჟავის სახით.

გამოყოფა: გამოიყოფა თირკმელებით. 24 საათის შემდეგ იგი პრაქტიკულად სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზისის თავბრუსხვევა (ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოხონდროზისას, ვერტებრობაზალური უკმარისობისას, თავის ტვინის კაპილარების ათეროსკლეროზისას, თავის ქალის ტრავმის შემდეგ, თავის ტვინზე ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ფსიქოსომატური ბუნების, იდიოპათიური);
  • მენიერის სინდრომი.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატის მიღება სასურველია ჭამის დროს.

ტაბლეტები: 1 ტაბლეტი დღეში 2-4-ჯერ

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, პირღებინება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე.

უკუჩვენება:

* კუჭისა ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების ფაზაში;

* ფეოქრომოციტომა;

* ლაქტაცია;

* ბავშვებში;

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება ხდება მკაცრად ჩვენებების შესაბამისად და სპეციალისტის კონტროლის ქვეშ. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს ბრონქიალური ასთმით, ასევე პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში დადგენილი აქვთ კუჭისა ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, არტერიული წნევის ზრდა.

მკურნალობა სიმპტომატურია. სპეციფიკური ანტიდოტები არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ შეიძლება მიკროზერის დანიშვნა მისი ეფექტის შემამცირებელ ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები:

სია ბ

ტაბლეტები – სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურა არაუმეტეს +25˚C.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე !

ტაბლეტები: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით.

მიკროგინონი – MICROGINON – МИКРОГИНОН

საერთაშორისო დასახელება:

ეთინილესტრადიოლ+ლევონოგესტრელი (Ethinylestradiol+Levonorgestrel )

ჯგუფური მიკუთვნება:

კონტრაცეპტული საშუალება

მოქმედი ნივთიერების აღწერა:

ეთინილესტრადიოლ+ლევონოგესტრელი

სამკურნალწამლო ფორმა:

დრაჟე, აბები, აბები დაფარული გარსით

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კონტრაცეპტიული კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატი. შიგნით მიღებისას თრგუნავს გონოდოტროპული ჰორმონების ჰიპოფიზურ სეკრეციას. კონტრაცეპტული ეფექტი დაკავშირებულია რამდენიმე მექანიზმთან.

გესტაგენურ კომპონენტად (პროგესტინად) შეიცავს 19-ნორტესტოსტეროლ – ლევონოგესტრელის წარმოებულს, პროგესტერონს, რომელიც აქტივობით ჯობნის ყვითელი სხეულის ჰორმონს (და ამ უკანასკნელის სინთეტურ ანალოგს – პრეგნინს), მოქმედებს რეცეპტორების დონეზე წინასწარი მეტაბოლური გარდაქმნების გარეშე.

ესტროგენულ კომპონენტს წარმოადგენს ეთინილასტრადიოლი. ლევონოგესტრელის ზემოქმედებით ხდება ჰიპოთალამუსის რილიზინგ ფაქტორების გამოთავისუფლების ბლოკადა, ჰიპოფიზით გონოდოტროპული ჰორმონების სეკრეციის დათრგუნვა, რასაც მივყევართ განაყოფიერებისთვის მზა კვერცხუჯრედის მომწიფებისა და გამოსვლის დამუხრუჭებასთან (ოვულაცია). კონტრაცეპტული მოქმედება ძლიერდება ეთინილესტრადიოლით. ინარჩუნებს ყელის ლორწოს მაღალ სიბლანტეს (ართულებს სპერმატოზოიდების მოხვედრას საშოს ღრუში). კონტრაცეპტულ ეფექტთან ერთად, რეგულარული მიღების შემთხვევაში, ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაციას და ხელს უწყობს რიგი გინეკოლოგიური დაავადებების განვითარების პრევენციას, მათ შორის სიმსივნურის.

ჩვენებები:

კონტრაცეპცია, მენსტრუალური ციკლის ფუნქციური მოშლა (მათ შორის დისმენორეა ორგანული მიზეზის გარეშე, დიფუნქციური მეტრორაგია, წინამენსტრუალური სინდრომი).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, თირკმლების უკმარისობა, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემიები (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები, ღვიძლის სიმსივნე (ჰემანგიომა, ღვიძლის კიბო). ავთვისებიანი სიმსივნეები (პირველ რიგში სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის კიბო).

მძიმე გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებები, თრომბოემბოლია ან მათდამი განწყობა (იშემიური ან ჰემორალგიური ინსულტი, გაფანტული ათეროსკლეროზი, მიოკარდიტი, დეკომპენსირებული გულის ქრონიკული უკმარისობა ან მათი ჩვენება ანამნეზში, გულის მანკი, არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმები).

შაქრიანი დიაბეტი მძიმე მიმდინარეობით (რომელიც თანხლებულია რეტინოპათიიტა და მიკროანგიოპათიით).

ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, ქრონიკული ჰემოლიტური ანემია, უცნობი ეტიოლოგიის საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, შაკიკი.

ოტოსკლეროზი; ოტოსკლეროზი სმენის გაუარესებით, იდიოპათური სიყვითლე ან ქავილი – წინა ორსულობის დროს. თანდაყოლილი ჰიპერლიპიდემია, ქალები, რომელთაც დიდი დატვირთვა აქვთ ხმის იოგებზე ( დიქტორები, ლექტორები), მარფანის სინდრომი, 40 წელზე მეტი ასაკი.

სიფრთხილით: ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ეპილეფსია, დეპრესია, წყლულოვანი კოლიტი, საშვილოსნოს მიომა, მასტოპათია, ტუბერკულოზი, თირკმლების დაავადებები, მოზარდის ასაკი (რეგულარული ოვულაციური ციკლების გარეშე).

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, სხეულის მასის მომატება, ლიბიდოსა და განწყობის დაქვეითება, ხმის გაუხეშება, მენსტრუათაშორისი სისხლდენა, ცალკეულ შემთხვევებში – ქუთუთოების შეშუპება, კონიუქტივიტი, მხედველობის დარღვევა, კონტაქტური ლინზების ტარებისას დისკომფორტი, (ამ მოვლენებს აქვთ დროებითი ხასიათი და ქრება დამატებითი თერაპიის გარეშე მედიკამენტის შეწყვეტით). ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, სმენის დაქვეითება, გენერალიზებული ქავილი , სიყვითვლე,  წვივის კუნთის კრუნჩხვა, ეპილეპტიკური მოვლების სიხშირის გაზრდა. იშვიათად აღინიშნება ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, არტერიული წნევის მომატება, თრომბოზები და ვენური ტრობოემბოლიები, კანის გამონაყარი, საშოს სეკრეციის ცვლილება, საშოს კანდიდოზი, მომატებული დაღლილობა, დიარეა.

მიღების წესები და დოზირება:

შიგნით, თითო დრაჟე ერთხელ დღეში, მენსტრუაციის ციკლის დაწყების პირველი ან მეხუთე დღიდან (დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის სახეობაზე: მონოფაზური, 2 ან 3 ფაზური) 21 დღის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი ინტერვალით. კალენდარულ შეფუთვაში 28 დრაჟის არსებობის შემთხვევაში უნდა მიიღოთ უწყვეტი რეჟიმით.

ერთი კალენდარული შეფუთვა შეიცავს სხვადასხვა (ორ- და სამ-ფაზიანი პრეპარატები) ან ერთდაიგივე ფერის (მონოფაზური) დრაჟეებს. დრაჟე არ უნდა დაიღეჭოს. უნდა მიაყოლოთ მცირე რაოდენობის სითხე. მიღების დროს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა შემდგომი მიღებები ერთი და იმავე საათზე უნდა დანიშნოთ, უმჯობესია საუზმის ან ვახშმის შემდეგ (პლაზმაში ჰორმონების მუდმივი კონცენტრაციის უზრუნველსაყოფად, მიღებებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს, იგი უნდა შევინარჩუნოთ 22-26 სთ-ის დონეზე).

თუ მიღება დაწყებული იყო კვირის მეორე ნახევარში, პირველი მენსტრუალური ციკლი შეიძლება გამოვიდეს 4 კვირაზე ნაკლები. პრეპარატის მიღების დასრულების შემდეგ უნდა გააკეთოთ 7-დღიანი შესვენება, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს ტიპური მენსტრუალური სისხლდენა. იმისგან დამოუკიდებლად დაიწყო თუ არა ან რა ხანგრძლივობის იყო სისხლდენა, შემდეგი პრეპარატის მიღების 21-დღიანი კურსი უნდა დავიწყოდ 7-დღიანი შესვენების შემდეგ (ანუ მე-8-ე დღეს). ჩვეულებრივ პირველი მენსტრუალური ციკლი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ გახანგრძლივებულია 1 კვირით. პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში აუცილებელია მივიღოთ პრეპარატი შემდგომი 12 საათის განმავლობაში. 36 საათზე მეტი ინტერვალით მიღებისას საიმედო კონტრაცეპტიული მოქმედება არ არის გარანტირებული (ამის მიუხედავად, საჭიროა მკურნალობის გაგრძელება, იმისათვის, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი მენსტრუაციის დადგომა, რაც დაკავშირებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან). ამ პერიოდში რეკომენდებულია სხვა არაჰორმონალური კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენება (გარდა კალენდარული

ან ტემპერატურის გაზომვის მეთოდისა).

სამკურნალო მიზნებისთვის დოზებს არჩევენ ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ ღებულობენ 2-3 დრაჟეს დღეში 10 დღის განმავლობაში (ან სისხლდენის შეჩერებამდე).

 

განსაკუთრებული მითითებები:

2-ფაზიანი პრეპარატის გამოყენებისას საიმედო კონტრაცეპციული ეფექტი დგება მხოლოდ პრეპარატის მიღების მეორე ციკლში. მოზარდი გოგონებისა და 35 წელზე ახალგაზრდა ქალებითვის რეკომენდებულია 3-ფაზიანი დაბალდოზირებული პრეპარატი. 2-ფაზიანი პრეპარატი უფრო მეტად ესადაგება ზომიერი გესტაგენური ფენოტიპის ქალებს, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალგაზრდა არანამშობიარები ქალებისთვის, რამდენადაც უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანი გარსის ტრანსფორმაციას.

სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით რეკომენდებულია მონოფაზური პრეპარატის გამოყენება.. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ფერტილობა საკმაოდ მალე აღდგება 1-3 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.

მშობიარობისა ან აბორტის შემდეგ პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია არაუადრეს ვიდრე პირველი ნორმალური მენსტრუალური ციკლი არ გაივლის. კონტრაცეპციის დაწყების წინ და ყოველ 6 თვეში რეკომენდებულია ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა (რომელიც მოიცავს სარძევე ჯირკვლებს, ღვიძლის ფუნქციას, არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტერინის კონტროლს, შარდის ანალიზს).

მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. ჩვეულებრივ პერორალური კონტრაცეპტივის მიღება ნაჩვენებია მხოლოდ ხანგრძლივი ლაქტაციის პერიოდში, რადგან მოკლე პერიოდის განმავლობაში ძუძუთი კვებისას მენსტრუალური ციკლი, როგორც წესი, არ აღდგება.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

მწეველ ქალებს, რომლებიც ღებულობენ ჰორმონალურ კონტრაცეპციულ საშუალებებს, აქვთ მომატებული რისკი სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარებისა, რომელთაც შეიძლება მოჰყვეს სერიოზული შედეგები (მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი). რისკი იზრდება ასაკთან ერთად და მოწეული სიგარეტების რაოდენობაზეა დამოკიდებული (განსაკუთრებით 35-ზე მეტი ასაკის ქალების შემთხვევაში).

დიარეისა და პირღებინების შემთხვევაში კონტრაცეპციული ეფექტი სუსტდება (პრეპარატის მიღების შეწყვეტის გარეშე საჭიროა სხვა არაჰორმონალური კონტრაცეპციის მეთოდების დამატება). მკურნალობა მყისიერად უნდა შეწყდეს, ორსულობის დადგომის შემთხვევაში, შაკიკისმაგვარი თავისტკივილის შემთხვევაში (თუ ის მანამდე არ აწუხებდა პაციენტს), ფლებიტის ან ფლებოთრომბოზის (ეხებზე ვენების უჩვეულო ტკივილები ან მათი შებერვა) ადრეული ნიშნების გაჩენისას, სიყვითლის გაჩენისას, მხედველობის დარღვევისას, ცერებროვასკულარული მოშლილობისას, სუნთქვის ან ხველების დროს გაუგებარი ეტიოლოგიის მჩხვლეტავი ტკივილებისას, გულმკერდის არეში ტკივილების ან უხერხულობის შეგრძნების გაჩენისას, არტერიული წნევის მომატებისას, ასევე დაგეგმილ ორსულობამდე 3 თვით ადრე და საორიენტაციოდ 6 კვირით ადრე ქირურგიულ ჩარევამდე, ხანგრძლივი იმობილიზაციისას.

ზომიერი სისხლიანი გამონადენი კურსის დროს არ საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

ურთიერთქმედება:

ბარბიტურატებს, ზოგიერთ ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალწამლო საშუალებას (კარბამაზეპინი, ფენიტოინი), სულფანილამიდებს, პირაზოლონის წარმოებულებს შეუძლიათ გააძლიერონ მეტაბოლიზი სტეროიდული ჰორმონების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების. კონტრაცეპტიული ეფექტის შემცირება აღინიშნება ასევე ზოგიერთი ანტიმიკრობული სამკურნალო საშუალებების ერთდროული დანიშვნისას (ამპიცილინი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი, ნეომიცინი, პოლიმიქსინი В , სულფანილამიდები ტეტრაციკლინი) რაც დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორის შეცვლასთან. გესტაგენ-ესტროგენის მიღებისას საჭიროა ჰიპოგლიკემიური საშუალებისა და არაპირდაპირი სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია.

მიკოფლუ – MICOFLU – МИКОФЛУ

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: GMP,საქართვველო

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 3 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი …………..50 მგ

კაფსულები: შეფუთვაში 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი……..     150 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მიკოფლუ აზოლის ჯგუფის ძლიერი ანტიმიკოზური საშუალებაა. მისი მოქმედება დამყარებულია სოკოს უჯრედში სტეროლის სინთეზის ინჰიბირებაზე.

მიკოფლუ აქტიურია: Candida spp., Criptococcus neoformans, Microsporum spp., Trichophiton spp., Blastomyces dermatitidis, Coccidphyton spp., Histoplasma capsularum  მიკროოგანიზმებისადმი.

შიგნით მიღებისას ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება. მის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების ერთდროული მიღება. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0.5-1.5 სთ-ში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს. ფლუკონაზოლის 80% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით სახეშეუცვლელი ფორმით.

იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში.

  • ჩვენებები:
  • კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკული ინფექცები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე ავადმყოფებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში;
  • გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ფორმის (მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების) ინვაზიური კანდიდოზური ინფექცის ჩათვლით;
  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხორხის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვის არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კანის კანდიდოზი, პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (პროთეზის მქონე პირებში), მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ნორმალური და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში;
  • ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე), პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად;
  • სოკოვანი დაავადებების პროფილაქტა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომელნიც წინასწარგანწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკებით მკურნალობის გამო;
  • კანის, ტერფების, საზარდულის არის მიკოზები; ონიქომიკოზი, კანის კანდიდოზი;
  • ენდემური მიკოზი, კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, რომელიც აღენიშნებათ ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პაციენტებს.

მიღების წესი და დოზირება:

მიკოფლუს დღიური დოზა განისაზღვრება სოკოვანი ინფექციის ფორმითა და სიმძიმით.

ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია ერთჯერადი მიღება, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული აქტივობის გათვალისწინებით.

მოზრდილებში:

– კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკული ინფექციის, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს, პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ კი – 200-400 მგ ერთხელ დღეში.

– ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს -50-100 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში.

– პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის დროს – 50 მგ ერთხელ დღეში, 14 დღის განმავლობაში. ამავე დროს საჭიროა ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება.

– ვაგინალური კანდიდოზის დროს – ერთჯერადად 150 მგ.

– კანის მიკოზური ინფექციების დროს (ტერფის, საზარდულის არისა და კანის კანდიდოზის ჩათვლით) რეკომენდებული – 150 მგ კვირაში ერთხელ ან ყოველდღე 50 მგ ერთ მიღებაზე. ხანგრძლივობა 2-4 კვირა.

ბავშვებში:

– ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს -3 მგ/კგ დღეში;

– გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკული ინფექციების დროს – 6-12 მგ/კგ დღეში, დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად – გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, კანის ექსფოლიციური დაავადებანი, კრუნჩხვა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალოპეცია, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაუდგენელია.

უკუჩვენებები:

*პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით სოკოვანი დაავადებების მძიმე ფორმების სამკურნალოდ.

* დედის რძეში ფლუკონაზოლის იგივე კონცენტრაციაა, რაც პლაზმაში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

* იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნება ღვიძლის ტოქსიკური ცვლილებები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით, რაც დაკავშირებული იყო მძიმე ფორმის თანდართულ დაავადებებთან. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

* ფლუკონაზოლით მკურნალობისას ავადმყოფებს ერთეულ შემთხვევაში გამოუვლინდათ კანის ექსფოლიციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი.

* ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) პლაზმიდან გამოყოფას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ჰიდროქლორთიაზიდსა და მიკოფლუს ერთდროული გამოყენებისას უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში იმატებს 40%-ით.

–  ხოლო ფენიტოინთან კომბინაციაში მიკოფლუ ზრდის აღნიშნული პრეპარატის კონცენტრაციას.

– რიფამპიცინი 20%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ რიფამპიცინთან ერთად დანიშვნისას საჭიროა მიკოფლუს დოზის მომატება.

– ფლუკონაზოლის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება, ციმეტიდინი, ანტაციდები ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი ტოტალური დასხივება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მიკოტრანი ვაგინალური სანთელი – MIKOTRAN (vaginal Suppositories) – МИКОТРАН (суппозитории вагин.)

მწარმოებელი: EMBIL ILAC SANAYI, თურქეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შეფუთვაში მოთავსებულია ერთი სანთელი თავისი სათითურით.

ერთი სანთელი შეიცავს

მიკონაზოლის ნიტრატი …………… 1200 მგ  .

ფარმაკოლოგიური თავისებურებები:

ვაგინალური სანთელი მიკოტრანი შეიცავს ფართო სპექტრის ანტიფუნგინალურ პრეპარატს– მიკონაზოლის ნიტრატს, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის წარმოებულს. მიკონაზოლის ნიტრატი მოქმედებს პათოგენურ სოკოებსა და საფუარებზე, მათ შორის Candida albicans-ზე. მის მიმართ ასევე მგრძნობიარეა ზოგიერთ გრამდადებითი ბაქტერია, მათ შორის Aspergillus spp, Cryptococcus neofarmans, სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები.

ფარმაკოკინეტიკა:

ვაგინური სანთლის ერთჯერადი დოზის – 1200 მგ. გამოყენების შემდეგ,  სისხლის პლაზმაში მისი, საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 10.4 μგ/ლ, ხოლო ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 56.8 სთ. პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია- (დროის მონაკვეთში მრუდის ქვეშ ფართობი) – 967 μგ/ლ სთ. ინტრავაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი სისხლში შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (1.4 % მიღებული დოზიდან )

ჩვენება:

  • გამოიყენება ერთჯერადად ვულვოვაგინალური კანდიდოზისა და შერეული ინფექციების  დროს, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ბაქტერიებით (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, მიკოკოკები, რომელნიც იწვევენ მეორად დაინფიცირებას)

უკუჩვენება:

* პრეპარატი არ გამოიყენება მიკონაზოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

უსაფრთხოების ზომები:

პრეპარატი გამოიყენება მიკროსკოპულად დადასტურებული კანდიდოზის დროს. მიკოტრანის სანთელი არ უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეპტიულ მექანიკურ საშუალებებთან ერთად და ორსულობის I ტრიმესტრში, თუ მკურნალი ექიმი არ თვლის საჭიროდ მისი გამოყენების აუცილებლობას.

გვერდითი ეფექტები:

შეიძლება აღინიშნოს: ქავილი (2-6%), კრუნჩხვები მენჯის არეში (2%) თავის ტკივილი (1.3%) იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები (0.5%-ზე ნაკლები).

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ვაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (1.4% მიღებული დოზიდან), რის გამოც სხვა პრეპარატებთან მის ურთიერთქმედებას არა აქვს ადგილი.

მიღების წესი და დოზირება:

მიკოტრანი– გამოიყენება ერთჯერადად ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს.

ვაგინალური სანთელი ინიშნება მხოლოდ ერთხელ, ძილის წინ, რომელიც შეჰყავთ ღრმად საშოში დამხმარე სათითურით. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა მეორდება 3 დღის შემდეგ.

მიკოტრანი – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მიკოტრანი – არ გამოიყენება ბავშვებში, მოზარდებში, შიგნით და სხვა გზებით მისაღებად.

დოზის გადაჭარბება:

მიკოტრანის ჰიპერდოზირება არ დაფიქსირებულა.

პრეპარატის შეცდომით შიგნით მიღების შემთხვევაში საჭიროა ხელოვნურად ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა.

ანტიდოტი არ მოიპოვება, ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები:

მიკოტრანი ინახება ოთახის (25ºC) ტემპერატურაზე,შეფუთული, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

Don`t copy text!