Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 534

მიტომიცინი – MITOMYCIN – МИТОМИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია დნმ-ის სინთეზის სელექტიურ დათრგუნვასთან როგორც ბაქტერიულ, ასევე სიმსივნურ უჯრედებში, რაც დაკავშირებულია ამ უკანასკნელის ალკილირებასთან. იგი აქტივირდება ქიმიური ან ფერმენტული აღდგენითი პროცესის შედეგად, რომლის შემდეგ მოტომიცინი ქმნის კოვალენტურ კავშირებს ნუკლეოფილურ ჯგუფებთან სხვადასხვა მოლეკულებში რნმ-ისა და ცილების ჩათვლით.

ფარმაკოკინეტიკა

არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 50 წუთს, გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით უცვლელ მდგომარეობაში.

ჩვენებები

მიტომიცინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  • კარცინომა (კუჭის კარცინომა, კარცინომატოზული პერიტონიტის დროს, ძუძუს კიბო, ღვიძლის კიბო. ფილტვის კიბო, პანკრეასის კიბო, ინტესტინალური და კანის კიბო);
  • სარკომა (რეტიკულოსარკომა, ლიმფოსარკომა და მელანოსარკომა);
  • ლეიკემია: (მწვავე ლეიკემია და ქრონიკული ლეიკემია) ხოჯკინის დაავადება, ქორიოეპითელიომა, სანაღვლე გზების სიმსივნე.

დოზირების რეჟიმი

დოზირება ინდივიდუალურია. შეყავთ ინტრავენურად, საშუალო დოზა შეადგენს 10 მგ/კვ.მ ერთხელ დღეში 6-8 კვირის ინტერვალით.

დოზირების კორექცია დამოკიდებულია პერიფერიული სისხლის მდგომარეობაზე (ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობაზე).

დოზას 20 მგ/კვ.მ არ გააჩნია უფრო გამოხატული ეფექტი, და უფრო ტოქსიურია, ვიდრე დაბალი დოზები.

გვერდითი მოვლენები

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, ცელულიტი, სტომატიტი, ანორექსია, გულისრევა, პირღებინება, მშრალი ხველა, ინფილტრატი ფილტვებში, კრეატინინის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში, ჰემოლიზური სინდრომი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ალოპეცია, გამონაყარი კანზე, სიცხის მომატება, მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია.

უკუჩვენებები

* თრომბოციტოპენია, კოაგულოპათია, მომატებული სისხლდენა, თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ორსულობა, მომატებული მგრძნობელობა მიტომედისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს;

პრეპარატის მიღებისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მიტომიცინისა და იმ პრეპარატების კომბინირებამ, რომლებსაც გააჩნიათ მიელოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება, შეიძლება გამოიწვიონ ტოქსიურობის გაზრდა.

მიტომიცინ-C – MITOMYCIN-C – МИТОМИЦИН-С

საერთაშორისო დასახელება:

MITOMYCIN

მწარმოებელი: KYOWA HAKKO

მოქმედი ნივთიერება: მიტომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში, შეფუთვაში 10 ც.

1 ფლ.

მიტომიცინი …………… 2 მგ

 

ვრცლად მიტომიცინი (დოზირება ინდივიდუალური)

მიტომედი – MITOMED – МИТОМЕД

საერთაშორისო დასახელება:

MITOMICYN

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: მიტომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

1 ფლ.

მიტომიცინი …………….. 10 მგ

 

ვრცლად მიტომიცინი (დოზირება ინდივიდუალური)

მირსერა – MIRSERA – МИРСЕРА

საერთაშორისო დასახელება:

METHOXY POLYETHYLENE GLYCOL EPOETIN BETA

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქიმიურად სინთეზირებული, ხანგრძლივი მოქმედების ერითროპოეტინის რეცეპტორის აქტივატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო სხნარი: მზა შპრიცში.

0.3 მლ

მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტა ………     50 მკგ

0.3 მლ

მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტა …………   0.75 მკგ

0.3 მლ

მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტა ………….100 მკგ

0.3 მლ

მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტა …………150 მკგ

0.3 მლ

მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტა………….200 მკგ

0.3 მლ

მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტა …………250 მკგ

0.6 მლ

მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტა………….800 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი მონოჰიდრატი, ნატრიუმის სულფატი, მანიტოლი, პოლოქსამერი 188 და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მირსერა არის ხანგრძლივი მოქმედების ერითროპოეტინის რეცეპტორის აქტივატორების ახალი კლასის პირველი მოლეკულა. მირსერას მოლეკულა წარმოადგენს მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტას, რომლის დაახლოებითი მოლეკულური წონა შეადგენს 60 kDa-ს;

მირსერა ასტიმულირებს ერითროპოეზს ერითროპოეტინის რეცეპტორის გააქტიურების მეშვეობით ძვლის ტვინის პროგენიტორულ უჯრედებში, როგორც ერითროიდების განვითარების პირველად ზრდის ფაქტორს წარმოადგენს ბუნებრივი ჰორმონი ერითროპეტინი, რომელიც წარმოიქმნება თირკმელებში, რეაგირებს ჰიპოქსიაზე და გადადის სისხლის ნაკადში. ამ რეაქციის შედეგად, ბუნებრივი ჰორმონი ერითროპოეტინი ურთიერთქმედებს ერითროიდის პროგენიტორ უჯრედებთან, რაც განაპირობებს ერითროციტების წარმოქმნის მომატებას.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია კანქვეშ შეყვანის შემდეგ: მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტას მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება 72 საათში. მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა კანქვეშ შეყვანის შემდეგ, დიალიზზე მყოფი და დიალიზზე არმყოფი პაციენტებისათვის, შეადგენს შესაბამისად 62% და 54%.

ელიმინაცია: მირსერას ნახევარდაშლის პერიოდი ინტრავენური გზით შეყვანისას 15-20-ჯერ მეტია რეკომბინანტული ერითროპოეტინებთან შედარებით. ინტრავენური გზით შეყვანის შემდეგ, მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტას ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 134 სთ (ანუ 5.6 დღე), მთლიანი სისტემური კლირენსი 0.94 მლ/სთ/კგ. კანქვეშა შეყვანის შემდეგ ნახევარდაშლის პერიოდი შედაგენს 139 სთ (ანუ 5.8 დღე).

ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ პოპულაციებში: ასაკის, სქესის ან რასის მიხედვით ამ წამლის საწყისი დოზის რეგულირების საჭიროება არ არსებობს. პოპულაციური ანალიზის შედეგად ასევე არ გამოვლენილან ამ წამლის ფარმაკოკინეტიკური განსხვავებები დიალიზზე მყოფი და დიალიზზე არმყოფი პაციენტებისათვის.

წინა-კლინიკური უსაფრთხოება

კარცინოგენურობა: მირსერას კარცინოგენური ეფექტი ცხოველებზე ჩატარებულ ხანგრძლივ გამოკვლევებში, შეფასებული არ ყოფილა. ლაბორატორიულ პირობებში, მირსერა არ იწვევს პროლიფერაციულ რეაქციებს არაჰემატოლოგიურ სიმსივნურ უჯრედებში.

ზემოქმედება განაყოფიერებაზე: მამრ და მდედრ ვირთაგვებში მირსერას კანქვეშ შეყვანისას შეწყვილებამდე და შეწყვილებისას, რაიმე უარყოფითი ეფექტი რეპროდუქციული, განაყოფიერების ან სპერმატოგონების პარამეტრების მხრივ, გამოვლენილი არ ყოფილა.

ტერატოგენურობა: ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებით, მირსერას მიზეზით გამოწვეული რაიმე უარყოფითი ზემოქმედება მათ მაკეობაზე, ემბრიონულ ან პოსტნატალურ განვითარებაზე, გამოვლენილი არ არის.

ჩვენებები:

  • ანემიის მკურნალობა თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს, მათ შორის დიალიზზე მყოფი ან არმყოფი პაციენტების შემთხვევაში.

მიღების წესი და დიზირება:

პრეპარატი გამოიყენება როგორც კანქვეშ (მუცელში, მკლავში ან ბარძაყში), ასევე ინტრავენურად.

რეკომენდებულია, რომ ჰემოგლობინი ორ კვირაში ერთხელ შემოწმდეს სტაბილური დონის მიღწევამდე, შემდგომში კი -პერიოდულად.

პაციენტებისათვის, რომლებიც ამჟამად არ იტარებენ მკურნალობას ერითროპოეზის მასტიმულირებელი აგენტებით: რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.6 მკგ/კგ წონაზე, ორ კვირაში ერთხელ, რათა მიღწეულ იქნას ჰემოგლობინის მაჩვენებელი 11 გ/დლ-ზე (6.83 მმოლ/ლ-ზე) მეტი.

– მირსერას დოზა შეიძლება გაიზარდოს საწყისი დოზის დაახლოებით 50%-ით, თუკი ჰემოგლობინის დონის მატება ჩამორჩება 1.0 გ/დლ-ს (0.621 მმოლ/ლ-ს) ერთ თვეში.

– დოზების შემდგომი 50%-იანი ზრდა უნდა მოხდეს თვიური ინტერვალებით, სანამ არ იქნება მიღწეული ჰემოგლობინის საჭირო დონე.

– ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლის მიღების შემდეგ მირსერას შერეული დოზა გამოიყენება თვეში ერთხელ, თუ ჰემოგლობინის დონის ზრდა ერთი თვის განმავლობაში აჭარბებს 2.0 გ/დლ-ს (1.24 მმოლ/ლ-ს), დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით 25%-ით, ხოლო,

– თუ ჰემოგლობინის დონის ზრდა აჭარბებს 14.0 გ/დლ-ს (8.69 მმოლ/ლ-ს), მკურნალობა უნდა შეწყდეს, სანამ ჰემოგლობინის დონე 13.0 გ/დლ-ს (8.07მმოლ/ლ-ს) არ ჩამოსცილდება და შემდეგ უნდა განახლდეს შეწყვეტისას გამოყენებულ დოზაზე 50%-ით ნაკლები დოზით.

ჰემოგლობინის დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი კლება შეიძლება არ გამოვლინდეს დოზის შემცირებიდან ან მკურნალობის შეყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

დოზის რეგულირება ერთ თვეზე უფრო ნაკლები ინტერვალებით, არ არის რეკომენდებული.

პაციენტებისათვის, რომლებიც ამჟამად იტარებენ მკურნალობას ერითროპოეზის მასტიმულირებელი აგენტებით: პაციენტებს, რომლებით ამჟამად გადიან მკურნალობას ერითროპოეზის მასტიმულირებელი აგენტებით, შეიძლება მიეცეს მირსერა თვეში ერთხელ, ან, თუ საჭიროა, ორ კვირაში ერთხელ. საწყისი დოზა განისაზღვრება წინა კვირაში მიღებული ეპოეტინის დოზის მიხედვით.

ეპოეტინი ალფას დოზა

(ერთეული/კვირა)

მირსერას დოზა

თვეში ერთეხლ

(მკგ)

ორ კვირაში ერთხელ

(მკგ)

12060
8000-16000200100
>16000360180

– თუკი საჭიროა, რომ ჰემოგლობინის კონცენტრაცია იყოს 11 გ/დლ-ზე (6.83 მმოლ/ლ) უფრო მეტი, მაშინ მირსერას თვიური დოზა უნდა გაიზარდოს 25%-ით.

– თუ ჰემოგლობინის დონის ზრდა ერთი თვის განმავლობაში აჭარბებს 2.0 გ/დლ-ს (1.24 მმოლ/ლ-ს), მაშინ დოზა უნად შემცირდეს დაახლოებით 50%-ით. ხოლო,

– თუ ჰემოგლობნის მაჩვენებელი აჭარბებს 14.0 გ/დლ-ს (8.69 მმოლ/ლ-ს), მაშინ მკურნალობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ჰემოგლობინის დონე 13.0 გ/დლ-ს (8.07 მმოლ/ლ-ს) არ ჩამოსცილდება და შემდეგ უნდა განახლდეს შეწყვეტისას გამოყენებული დოზის 50%-ით.

ჰემოგლობინის დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი კლება შეიძლება არ გამოვლინდეს დოზის შემცირებიდან ან მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

დოზის რეგულირება ერთ თვეზე უფრო ნაკლები ინტერვალებით, არ არის რეკომენდებული.

მკურნალობის შეწყვეტა: ჩვეულებრივ, მირსერათი მკურნალობა ხანგრძლივ პერიოდს საჭიროებს. მაგრამ იგი შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს, თუკი ეს აუცილებელია.

დოზის გამოტოვება: თუ გამოტოვეთ მირსერას ერთი დოზა, ეს გამოტოვებული დოზა შემდგომში უნდა მიიღოთ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში და გააგრძელოთ წამლის მიღება დადგენილი სიხშირით, ამ დოზიდან.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირია არტერიული ჰიპერტენზია. იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, თრომბოზი. ძალიან იშვიათად მაკულო-პაპულოზური გამონაყარი კანზე შეხურება (ალები), ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია.

უკუჩვენებები:

* არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია და წამლის რომელიმე აქტიური ან არააქტიური ნივთერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* არ არის რეკომენდებული 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებსისათვის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების მონაცემების მიხედვით რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი გავლენა ნაყოფის განვითარებაზე გამოვლენილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ორსულებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი სჭარბობს პოტენციურ რისკს, როგორც ნაყოფისთვის და ბავშვისთვის, ასევე დედისთვის.

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა მეტოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტა ადამიანის ორგანიზმიდან დედის რძესთან ერთად. გადაწყვეტილება მიიღება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სასარგებლოა ჩვილისათვის დედის რძით კვება და რამდენად საჭიროა, რომ დედამ იმკურნალოს მირსერათი.

განსაკუთრებული მითითებები:

* ზოგადი: დამატებითი მკურნალობა რკინის პრეპარატით რეკომენდებულია, თუკი შრატში ფერიტინის შემცველობა 100 მკგ/ლ-ზე ნაკლებია ან ტრანსფერინის გაჯერება 20%-ზე ნაკლებია.

* არტერიული წნევის მონიტორინგი: თუ მკურნალობის დაწყებისას და მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში რეკომენდებული არტერიული წნევის კორეგირება ვერ ხერხდება, მაშინ მირსერას დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.

* ზემოქმედება სიმსივნის ზრდაზე: მირსერა, ისევე როგორც სხვა ერითროპეზის მასტიმულირებელი აგენტები, წარმოადგენს ზრდის ფაქტორს, რომელიც პირველ რიგში ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. ერითროპოიეტინის რეცეპტორები შეიძლება გამოისახოს სხვადასხვა სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე. ისევე როგორც ყველა  სხვა ზრდის ფაქტორებისას, არსებობს ვარაუდი, რომ ერთითროპეზის მასტიმულირებელ აგენტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ნებისმიერი სახის ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას. დღესდღეობით არ არსებობს მონაცემები მირსერას სიმსივნესთან დაკავშირებული ანემიის მკურნალობის გამოყენების შესახებ და შესაბამისად არ არის რეკომენდებული მირსერას ასეთ შემთხვევებში დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მირსერა არ ახდენს რაიმე სახის ზეგავლენას სხვა პრეპარატების ფარმაკოლოგიურ თვისებებზე. ისევე როგორც პოპულაციური ანალიზის შედეგების მიხედვით, სხვა პრეპარატებიც არ ზემოქმედებენ მირსერას ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მაცივარში, 2-80C  ტემპერატურაზე, მზა შპრიცი მოათავსეთ გარე მუყაოში სინათლისაგან დასაცავად. არ გაყინოთ.

პაციენტს შეუძლია დროებით შეინახოს ეს წამალი ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 250C-ზე) ერთი თვის განმავლობაში.

მაცივრიდან გამოღების შემდეგ მირსერა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ზემოაღნიშნულ პერიოდში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეანჯღრიოთ, ინექციის წინ წამალი გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.

მირენა – MIRENA – МИРЕНА

საერთაშორისო დასახელება:

LEVONORGESTREL

მწარმოებელი: Schering OY (Associated company of Schering), ფინეთი

მოქმედი ნივთიერება: ლევონორგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპციული სისტემა.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საშვილოსნოსშიდა სისტემა (სშს) აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლების სიჩქარე 20 მკგ/24 სთ.

1 სშს

ლევონორგესტრელი …………    52 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ჩასახვის საწინააღმდეგო მექანიკური საშუალებაა, რომელიც წარმოადგენს T-ს ფორმის პოლიეთილენის სპირალს. იგი შეიცავს ლევონორგესტრელის კონტეინერს, რომელიც დაფარულია სპეციალური მემბრანით. მემბრანის მეშვეობით განუწყვეტლივ ხდება დღეში 20 მკგ ლევონორგესტრელის ლიფუზია. ლევონორგესტრელი, რომელიც უშუალოდ აღწევს საშვილოსნოში, ენდომეტრიუმზე ავლენს პირდაპირ ლოკალურ ზემოქმედებას, ხელს უშლის მასში პროლიფერაციულ ცვლილებებს, რის გამოც მცირდება ენდომეტრიუმის იმპლანტაციური ფუნქცია. პრეპარატი აგრეთვე ზრდის ცერვიკალური არხის ლორწოს სიბლანტეს, რაც აფერხებს საშვილოსნოში სპერმატოზოიდების შეღწევას.

ლევონორგესტრელს გააჩნია უმნიშვნელო სისტემური მოქმედება, რომელიც ვლინდება ოვულაციის ზოგიერთი ციკლის დათრგუნვით. მირენა ამცირებს მენსტრუალური ციკლის დროს სისხლდენას. ამსუბუქებს ტკივილებს მენსტრუალური ციკლის წინა და შემდგომ პერიოდში. სისტემის ჩადგმიდან 2-3 თვის გასვლის შემდეგ მენორაგიის მქონე ქალებში მენსტრუალური სისხლდენის მოცულობა შემცირდა 88%-ით, რამაც შეამცირა რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი.

ფარმაკოკინეტიკა:

ლევონორგესტრელი უშუალოდ აღწევს საშვილოსნოში. პრეპარატის უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება სისტემურ ნაკადში. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სტაბილურია და შეადგენს 100-200 პგ/მლ-ში (0.3-0.6 ნმოლ/ლ).

ჩვენებები:

  • კონტრაცეპცია;
  • იდიოპათიური მენორაგია;
  • დისმენორეა;
  • ენდომეტრიუმის დაცვა ჰიპერპლაზიისაგან ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

სისტემის ჩადგმა რეკომენდებულია:

მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 7 დღის პერიოდში.

ხელოვნური აბორტის შემდეგ პირველივე მენსტრუაციისთანავე; ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ არაუადრეს 6 კვირისა.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი.

ენდოკრინული და გინეკოლოგიური სტატუსი: სარძევე ჯირკვლის დაჭიმულობა, სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოდან.

კანის მხრივ: აკნე.

გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად, რომლებიც, როგორც წესი, დამატებით თერაპიას არ საჭიროებენ და რამდენიმე თვის განმავლობაში ქრებიან.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოდან უცნობი ეტიოლოგის სისხლდენის, ღვიძლის მწვავე დაავადების, თრომბოემბოლური დაავადებების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენება ეფექტურია 5 წლის განმავლობაში.

ზოგიერთ ქალს მირენას გამოყენებისას უვითარდება ოლიგომენორეა ან ამენორეა, რასაც მენორაგიის დროს აქვს სამკურნალო ეფექტი.

სისტემის ამოღების შემდეგ მენსტრუალური ფუნქცია აღდგება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფენიტოინის, ბარბიტურატების, ბენზოდიაზეპინების და რიფამპიცინის რეგულარული გამოყენება იწვევს პრეპარატის კონტრაცეპტული მოქმედების შემცირებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მირამისტინი-დარნიცა – MIRAMYSTIN-DARNITSA – МИРАМИСТИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

MIRAMYSTIN

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: მირამისტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო 0.5%: ტუბში 15 გ

1 გ

მირამისტინი …………       5 მგ

ტრილონი ……………       5 მგ

დამხმარე ნივთიერება: ჰიდროფილური წყალში ხსნადი ფუძე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მირამისტინის მალამო ახორციელებს ანტიბაქტერიულ მოქმედებას გრამდადებით, გრამუარყოფით, აერობული და ანაერობული, სპორწარმომქმნელი და ასპოროგენული მიკროფლორაზე. მიკრობული ასოციაციის მონოკულტურის სახით, ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით. პრეპარატი უფრო ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიების (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვ.) მიმართ. მოქმედებს ასკომიცეტებზე Aspergillus და Penicillium, საფუარის სოკოები(Rhodotorula rubra, Torulopsis glabrata და ა.შ. და საფუარისებური  (Candida albicans, Candida tropicalis, Candida krusei და ა.შ.), დერმაფიტებზე (Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton schoenleini, Trichophyton violaceum, Epidermophyton Kaufman-Wolf, Epidermophyton floccosum, Microsporum gypseum, Microsporum canis და ა.შ.), ასევე სხვა პათოგენური სოკოებზე, (მაგ; Pityrosporum orbiculare) მონოკულტურისა და მიკრობული ასოციაციის სახით, რეზისტენტული ქომიოპრეპარატების მიმართ.

პრეპარატი ამცირებს მდგრადობას ბაქტერიების, სოკოსა და ანტიბიოტიკების მიმართ.

ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედების გამო მირამისტინის მალამო იცავს დამწვრობას და ჭრილობას ინფიცირებისაგან. ააქტივებს რეგენერაციის პროცესს. მას ახასიათებს გამოხატული ჰიპეროსმოლარული აქტივობა, რის გამოც კუპირებას უკეთებს ჭრილობის პერიფოკალურ ანთებას. შთანთქავს ჩირქოვან ექსუდატს და არჩევითად აუწყლოვნებს დანეკროზებულ ქსოვილს, რის შედეგადაც მალამო არ აზიანებს კანის გრანულაციის და სიცოცხლისუნარიან უჯრედებს. არ თრგუნავს ეპითელიზაციას, არ იწვევს ალერგიას და ადგილობრივ გაღიზიანებას.

ჩვენებები:

ქირურგიაში:

– I-ფაზაში სხვადასხვა ლოკალიზაციისა და გენეზის დაინფიცირებული ჭრილობის სამკურნალოდ (ქირურგიული დამუშავების შემდგომი ჩირქოვანი კერები, ნაწოლები, ტროფიკული წყლულები, ოპერაციის შემდგომი დაჩირქებული ჭრილობები, ფისტულია და სხვა.).

– ჭრილობის II-ფაზაში გრანულირებული ქსოვილის რეინფიცირების პროფილაქტიკის მიზნით.

კომბუსტოლოგიაში:

–  II და III ხარისხის ზედაპირული და ღრმა დამწვრობის დროს.

დერმატოლოგიაში:

– სტრეპტო და სტაფილოდერმიის, კანისა და ლორწოვანის კანდიდომიკოზის, ქუსლის მიკოზის და მსხვილი კანის ნაოჭების, ამავე დროს დისჰიდროტიკული გლუვი კანის გართულებული პიოდერმიის ფორმის, ონიხომიკოზის და კერატომიკოზის სამკურნალოდ.

– საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტრავმების დროს, ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

– ფართო ანტიმიკრობული მოქმედების გამო პრეპარატი ინიშნება შერეული, ბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო ინფექციების დროს.განსაკუთრებით მკურნალობის საწყის პერიოდში დაავადების გამომწვევის იდენთიფიკაციამდე.

მიღების წესი და დოზირება:

მირამისტინის მალამო იხმარება ადგილობრივად.

– ჭრილობის ან დამწვრობის სტანდარტული დამუშავების შემდეგ პრეპარატი უშუალოდ ესმება დაზიანებულ ადგილზე, რის შემდეგაც დაზიანებული ადგილი იფარება სტერილური მარლით ან ბინტით.

– ასევე მალამო შეიძლება წაისვას ბინტზე ან მარლაზე და ისე დაედოს დაზიანებულ ადგილზე.

– პრეპარატით გაჟღენთილი მარლა შეიძლება ჩაიდოს ჭრილობაში ქირურგიული დამუშავების შემდეგ.

– ჩირქოვანი ჭრილობებისა და დამწვრობის პირველ ფაზაში პრეპარატი იხმარება დღეში ერთხელ. მეორე ფაზაში ერთხელ 1-3 დღის განმავლობაში ჭრილობის მდგომარეობის მიხედვით.

– დოზა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ფართობისა და ჩირქოვანი ექსუდატის ხარისხის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დინამიკაში ჭრილობის გაწმენდასა და შეხორცებაზე.

– რბილ ქსოვილებში ღრმად ლოკალიზებული ინფექციების დროს მალამო იხმარება სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკებთან ერთად.

– დერმატოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ მალამო იდება დაზიანებულ ადგილზე თხელ ფენად დღეში რამდენიმეჯერ.

– დერმატომიკოზების გავრცელებული ფორმების შემთხვევაში, კერძოდ რუბრომიკოზების დროს მალამო შეიძლება გამოყენებულ იქნას 5-6 კვირის განმავლობაში გრიზეოფულვინთან ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

– ფრჩხილის სოკოვანი დაავადების დროს მკურნალობის დაწყებამდე ის შრევდება.

მირამისტინი – MYRAMISTIN – МИРАМИСТИН

ქიმიური დასახელება: ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ] ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი

წამლის ფორმა:

ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა: აქტიური ნვთიერება: ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ] ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 0,1გ

დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი – 1 ლიტრამდე აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე სითხე, ქაფდება შენჯღრევისას

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება

ათქ კოდი: [D08AJ]

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მირამისტინს აქვს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით.

პრეპარატს გააჩნია გამოხატული ბაქტერიოციდული მოქმედება გრამდადებით (Staphylococcus spp., Streptococcus spp., Streptococcus pneumonia და სხვა), და გრამუარყოფით (Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella spp. და სხვა) ბაქტერიებთან მიმართებაში, აერობული და ანაერობული ბაქტერიები, რომელიც განისაზღვრება მონოკულტურის და მიკრობული ასოციაციის სახით, ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით ანტიბიოტიკებთან პოლირეზისტენტობით.

აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ასკომიცეტებზე Aspergillus და Penicillium, საფუარის (Rhodotorula rubra, Torulopsis glabrata და ა.შ.) და საფუარისებურ სოკოებზე (Candida albicans, Candida tropicalis, Candida krusei, Pitiosporum orbiculare (Malassezia furfur) და ა.შ.), დერმაფიტებზე (Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton schoenleini, Trichophyton violacent, Epidermophyton Kaufman-Wolf, Epidermophyton floccosum, Microsporum gypseum, Microsporum canis და ა.შ.), ასევე სხვა პათოგენური სოკოებზე, მონოკულტურისა და მიკრობული ასოციაციის სახით, რეზისტენტული ქომიოპრეპარატების მიმართ. აქვს ვირუსის საწინააღმდეგო ზემოქმედება, აქტიურია რთულ ვირუსებთან მიმართებაში (ჰერპესი ვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და სხვა). მირამისტინი მოქმედებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამომწვევებზე (Chlamydia spp., Treponema spp., Trichomonas vaginalis, Neisseria gonorrhoeae და სხვა).

ეფექტურად იცავს დამწვრობას და ჭრილობას ინფიცირებისაგან. ააქტიურებს რეგენერაციის პროცესს. ასტიმულირებს დაცვით რეაქციებს გამოყენების ადგილზე, ფაგოციტების შთანმთქმელი და გადამამუშავებელი ფუნქციის აქტივაციის წყალობით, ხელს უწყობს მონოციტური-მაკროფაგული სისტემის აქტიურობას. აქვს გამოხატული ჰიპეროსმოლარული აქტივობა, რის შედეგადაც ახდენს ჭრილობის პერიფოკალური ანთების კუპირებას, შთანთქავს ჩირქოვან ექსუდატს, ხელს უწყობს მშრალი ფუფხის ფორმირებას. არ აზიანებს კანის სიცოცხლისუნარიან უჯრედებს და გრანულაციას, არ თრგუნავს ეპითელიზაციას.

ფარმაკოკინეტიკა: მირამისტინს ადგილობრივი გამოყენებისას არ აქვს კანსა და ლორწოვან გარსში შეწოვის თვისება.

ჩვენებები:

ქირურგია, ტრავმატოლოგია: დაჩირქებების და ჩირქოვანი ჭრილობების პროფილაქტიკა. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩირქოვან-ანთებითი პროცესების მკურნალობა.

მეანობა-გინეკოლოგია: მშობიარობის შემდგომი ტრავმების, შორისისა და საშოს დაჩირქებების, მშობიარობის შემდგომი ინფექციების, ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ვულვოვაგინიტი, ენდომეტრიტი). კომბუსტოლოგია: II და III ხარისხის ზედაპირული და ღრმა დამწვრობის დროს, დამწვრობის ჭრილობების დერმატოპლასტიკისთვის მომზადება.

დერმატოლოგია, ვენეროლოგია: პიოდერმიის და დერმატომიკოზის, კანისა და ლორწოვანის კანდიდომიკოზის, ტერფის მიკოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ინდივიდუალური პროფილაქტიკა (სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალიური ჰერპესი, გენიტალიური კანდიდოზი და სხვა).

უროლოგია: სპეციფიური (გონორეა, ტრიქომინოზი, ქლამიდიოზი) და არასპეციფიური ბუნების მწვავე და ქრონიკული ურეთრიტების კომპლექსური მკურნალობა.

სტომატოლოგია: პირის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა: სტომატიტების, გინგივიტების, პარადონტიტების, პერიოდონტიტების. მოსახსნელი პროთეზების ჰიგიენური დამუშავება.

ოტო-ლარინგოლოგია: მწვავე და ქრონიკული ოტიტების, ჰაიმორიტების, ტონზილიტების, ლარინგიტების, ფარინგიტების კომპლექსური მკურნალობა.

ბავშვებში: 3 წლიდან 14 წლამდე ასაკში გამოიყენება მწვავე ფარინგიტის და/ან ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების კომპლექსური მკურნალობისას.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მზადაა გამოყენებისთვის.

საცმი – საფრქვეველით ფლაკონის გამოყენების ინსტრუქცია:

1. მოხსენით ფლაკონს საცმი, ფლაკონიდან 50მლ. მოაცილეთ ასევე ურეტრალური აპლიკატორი.

2. ამოიღეთ საცმი-საფრქვეველი დამცავი შეფუთვიდან.

3. ვამაგრებთ საცმი-საფრქვეველს ფლაკონზე.

4. გავააქტიუროთ საცმი-საფრქვეველი განმეორებითი დაჭერით.

ქირურგია, ტრავმატოლოგია, კომბუსტოლოგია: ჭრილობის ან დამწვრობის ზედაპირს ამუშავებენ პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნებით, ჭრილობებს და ფისტულებს თავისუფლად ადებენ ტამპონებს, აფიქსირებენ მარლის ტამპონებს, დასველებულს პრეპარატში. სამკურნალო პროცედურა მეორდება დღე-ღამეში 2-3-ჯერ 3-5 დღის განმავლობაში. ჭრილობების და ღრმულების აქტიური დრენირების მაღალეფექტური მეთოდი 1 ლიტრამდე პრეპარატის ხარჯვით.

მეანობა, გინეკოლოგია: მშობიარობის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება მშობიარობამდე საშოს სავლების სახით (5-7 დღე), მშობიარობისას საშოს ყოველი გამოკვლევის შემდეგ და მშობიარობის შემდგომ პერიოდში 50მლ. პრეპარატით გაჟღენთილი ტამპონების სახით, 2 სთ ექსპოზიციით 5 დღის განმავლობაში. საკეისრო კვეთითის შემთხვევაში საშო მუშავდება უშუალოდ ოპერაციის წინ, ხოლო ოპერაციის დროს საშვილოსნოს ღრუ და ჭრილობა, ხოლო შემდგომ პერიოდში გამოიყენება 50 მლ პრეპარატით გაჟღენთილი საშოს სამკურნალო ტამპონების სახით, 2 სთ ექსპოზიციით 7 დღის განმავლობაში. ანთებითი დაავადებების მკურნალობა ტარდება 2 კვირიანი კურსით პრეპარატით გაჟღენთილი საშოს ტამპონების, ასევე პრეპარატის სამკურნალო ელექტროფორეზის სახით.

ვენეროლოგია: ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ეფექტურია თუ ის გამოიყენება სქესობრივი აქტიდან არა უგვიანეს 2 საათზე მეტის. ფლაკონის შიგთავსი ურეთრალური აპლიკატორის მეშვეობით შეიყვანება შარდსადენ მილში 2-3 წუთით: მამაკაცებში (2-3 მლ), ქალებში (1-2 მლ) და საშოში (5-10მლ). დამუშავდეს ბოქვენის, სასქესო ორგანოების, ბარძაყების შიდა მხარეს კანი. პროცედურების შემდეგ რეკომენდებულია შარდვისგან თავის შეკავება 2 საათის მანძილზე.

უროლოგია: ურეთრიტების და ურეთროპროსტატიტების კომპლექსური მკურნალობისას ატარებენ ურეთრაში 2-3მლ პრეპარატის შესხურების გზით, დღეში 1-2- ჯერ, მკურნალობის კურსი 10 დღე.

ოტო-რინო-ლარინგოლოგია: ჩირქოვანი ჰაიმორიტისას – პუნქციის დროს ჰაიმორის წიაღი გამოირეცხება პრეპარატის საკმარისი რაოდენობით. ტონზილიტები, ფარინგიტები და ლარინგიტები იკურნება ყელში მრავალჯერადი გამოვლებით ან საცმი-საფრქვეველით შესწურებით, 3-4-ჯერადი დაჭერით, 3-4-ჯერ დღეში.

პრეპატარის რაოდენობა ერთ გამოვლებაზე 10-15მლ

ბავშვებში: მწვავე ფარინგიტის ან/და გამწვავებული ქრონიკული ტონზილიტის დროს ხორციელდება ყელში შესხურება საცმი-საფრქვეველის დახმარებით.

ბავშვები 3-6 წლის ასაკში: საცმი-საფრქვეველის თავზე ერთჯერადი დაჭერით (3-5 მლ ერთ შესხურებაზე), 3-4-ჯერ დღეში;

ბავშვები 7-14 წლის ასაკში: საცმი-საფრქვეველის თავზე ორჯერადი დაჭერით (10-15 მლ ერთ შესხურებაზე), 3-4-ჯერ დღეში.

თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 4-დან 10 დღეს რემისიის დადგომამდე.

სტომატოლოგია: სტომატიტების, გინგივიტების, პაროდონტიტების დროს რეკომენდებულია პირის ღრუს გამოვლება 10-15მლ პრეპარატით, 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში დატანის ადგილას შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც თავისთავად გაივლის 15-20 წამში და არ მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას. ალერგიული რეაქციები.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მათი ბაქტერიების საწინააღმდეგო და სოკოს საწინააღმდეგო ზემოქმედების გაძლიერება.

გამოშვების ფორმა:

– ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისთვის 0,01%.

– პოლიეთილენის ფლაკონი 50მლ და 100მლ ურეთრალური და სახრახნიანი საცმით.

– პოლიეთილენის ფლაკონი 50მლ ურეთრალური და სახრახნიანი საცმით, კომპლექტში საცმი-საფრქვეველით.

– პოლიეთილენის ფლაკონი 100მლ, 150მლ, 200მლ კომპლექტში საცმი-საფრქვეველით ან აღჭურვილი საფრქვევი ტუმბოთი და დამცავი საცმით.

– პოლიეთილენის ფლაკონი 500მლ სახრახნიანი თავსახურით, პირველადი გახსნის კონტროლით.

– ყოველი 50მლ, 100მლ, 150მლ, 200მლ, 500მლ ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სტაციონარისთვის: 500მლ 12 ფლაკონი, კოლოფის გარეშე, შესაბამისი რაოდენობის გამოყენების ინსტრუქციით, მოთავსებულია სამომხმარებლო ტარის მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები: ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ არ გამოიყენება.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი, პრეტენზიების მიმღები უფლებამოსილი ორგანიზაცია: შპს “ინფამედი ” რუსეთი. წარმოებულია: შპს “ინფამედი ” 142704, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ლენინის რ-ნი, ქ. ვიდნოე, ტერ. პრომზონა, კორპ. #473 ტელ. (495) 775-83-20 www.miramistin.ru

შპს “ ინფამედი კ ”. 238420, რუსეთი, კალინინგრადის ოლქი, ბაგრატიონოვსკის რაიონი, ქ. ბაგრატიონოვსკი, კომუნალნაია ქ. სახლი 2, ტელ. (495) 775-83-20

მიოკარდინი – MIOCARDIN – МИОКАРДИН

საერთაშორისო დასახელება:

LEVOCARNITINE

მწარმოებელი: MAGIS FARMACEUTICI S.P.A., იტალია

მოქმედი ნივთიერება: L-კარნიტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამინომჟავები და მათი წარმოებულები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დასალევი ხსნარი: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

L-კარნიტინი            ……………..100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, 70%-იან სორბიტოლის ხსნარი, მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატი, ალუბლის და ბლის არომატიზატორი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მიოკარდინს გააჩნია მეტაბოლური, ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური, ანტითირეოიდული, ცხიმოვანი ცვლის მასტიმულირებელი, რეგენერაციული მოქმედება. L-კარნიტინი – ბუნებრივი ნივთიერება, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინს (ვიტამინი BT – ზრდის ვიტამინი), წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების კოფაქტორს, უზრუნველყოფს CoA აქტივობის შენარჩუნებას. ახორციელებს გრძელ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავების b-დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია (ატფ-ის სახით).

მიოკარდინი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს. თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზს, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლში და კუნთებში.

მიოკარდინი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, ანელებს ცილების და ნახშირწყლების დაშლას.

მიოკარდინი ხასიათდება ნეიროტროპული მოქმედებით, აქვეითებს აპოპტოზს, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას და აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.

ჰიპერთირეოზის დროს აწესრიგებს მომატებულ ძირითად ცვლას (თიროქსინის ნაწილობრივი ანტაგონისტი).

მიოკარდინი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას. ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ცხიმების შემცველობას კუნთებში.

ფარმაოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა მიღებიდან 3 სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში, შედარებით ნელა კუნთებში.

გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 15 სთ.

  • ჩვენებები:
  • კარნიტინის პირველადი (გენეტიკური) და მეორადი დეფიციტი: თირკმლის უკმარისობისას ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები;
  • კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გიდ (სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პოსტინფარქტული მდგომარეობა), ჰიპოპერფუზია, კარდიოგენული შოკი;
  • ნერვული ანორექსიის სინდრომი (ნევროგენული ანორექსია), ფიზიკური გამოფიტვა ფსიქიური დაავადებების დროს, დისცირკულატორული და ტრავმული ენცეფალოპათია;
  • ქრონიკული პანკრეატიტი ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევით;
  • ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი;
  • დღენაკლული და დროული ახალშობილების ჰიპოტროფია, ჰიპოტონია, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, ახალშობილების რესპირატორული დისტრეს სინდრომი; რეის სინდრომის მსგავსი სინდრომოკომპლექსი (ჰიპოგლიკემია, ჰიპოკეტონემია, კომა) განვითარებული ვალპროის მჟავის მიღების ფონზე;
  • ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი;
  • ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა;
  • მძიმე დაავადებების და ოპერაციისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი;
  • კომპლექსურ თერაპიაში კანის დაავადებების დროს: ფსორიაზი, სებორეული ეგზემა, კეროვანი სკლეროდერმია და დისკოიდური წითელი მგლურა;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში (როგორც ანაბოლიკი და ადაპტოგენი);
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობა;
  • ეგზოგენურ-კონსტიტუციური სიმსუქნე.

მიღების წესი და დოზირება:

მიოკარდინი მიიღება კვებამდე 30 წუთით ადრე, შესაძლებელია გაიხსნას სითხეში (წყალი, ჩაი).

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: საშუალო დოზა 1 გ (ერთი ამპულა) 2-3-ჯერ დღეში.

ჰემოდიალიზი: 2-4 გ დღეში.

სტენოკარდია და პოსტინფარქტული პერიოდი: 2-6 გ დღეში.

ნერვული ანორექსია: 2 გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 თვე.

ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა: 1-2 გ 2-3-ჯერ დღეში.

მადის მოსამატებლად – ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი და ქრონიკული პანკრეატიტი ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევით: 0.5 გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-1.5 თვე.

კანის დაავადებები: 1 გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 2-4 კვირა.

ბავშვებში:

2 წლამდე – 150 მგ/კგ/დღეში. 1/2-1.5 ამპულა დღეში;

2-6 წელი -100 მგ/კგ/დღეში. 1.5-2 ამპულა დღეში;

6-12 წელი -75 მგ/კგ/დღეში. 2-3 ამპულა დღეში.

გვერდითი მოვლენები:

მსუბუქად გამოხატული: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური მოვლენები, მიასთენია (ურემიულ პაციენტებში).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიოკარდინის მიღება დასაშვებია ექიმის კონსულტაციით, კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს. რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მინოქსი – MINOX – МИНОКС

საერთაშორისო დასახელება: MINOXIDIL

მწარმოებელი: TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL

PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

მოქმედი ნივთიერება: მინოქსიდილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გამელოტების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის 2%: ფლაკონში 60 მლ

1 მლ

მინოქსიდილი …………..      20 მგ

ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის 5%: ფლაკონში 60 მლ

1 მლ

მინოქსიდილი …………..      50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ალკოჰოლი 96%, პანთენოლი, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მინოქსი ხელს უწყობს თმის ზრდას თავის ქალას უთმო ზედაპირზე. პრეპარატი ნაჩვენებია 18-65 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ქალებისა და მამაკაცებისათივს, რომლებიც უჩივიან მემკვიდრეობითი ტიპის თმის ცვენას.

ჩვენებები:

  • მინოქსი ნაჩვენებია მემკვიდრეობითი ანდროგენული ტიპის ალოპეციის სამკურნალოდ. მინოქსის ადგილობრივად გამოყენება ხელს უწყობს თავის კანის უთმო ზედაპირზე თმის ზრდას.

ხშირ შემთხვევაში გამელოტება და თმის ცვენა მიმდინარეობს ნელა, წლების მანძილზე. თმის ხელახალი ზრდა ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ პრეპარატის გამოყენება საჭიროა სულ ცოტა 4-6 თვე, მაგრამ სრულ შედეგს იძლევა მხოლოდ მისი 1 წლის გამოყენების შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვევს თმის ხელახალ ცვენას.

მიღების წესი და დოზირება:

სასურველია რეკომენდებული დოზის ზუსტი დაცვა.

მკურნალობისათვის პრეპარატის მაქსიმალური რაოდენობაა 2 მლ დღეში – 1 მლ დილით და 1 მლ საღამოს. პრეპარატის უფრო ხშირი გამოყენება არ იწვევს თმის გაძლიერებულ ზრდას, არამედ მატულობს გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე.

ეს პრეპარატი არ არის ნაჩვენები ბავშვებში 18 წლამდე. პრეპარატის გამოტოვებული დოზა მიიღება გახსენებისთანავე, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ახლოვდება შემდგომი გამოყენების დრო. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება რამდენიმე თვეში, აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება.

მიღების წესი:

– ხსნარის 1 მლ გამოიყენება დღეში 2-ჯერ ალოპეციურ უბანზე. პრეპარატი გამოიყენება მშრალ თავზე და კანზე. მკურნალობის შედეგის მისაღწევად აუცილებელია მინოქსის გამოყენება 4 თვე ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით. სრული შედეგი მიიღწევა მინოქსიდილის 1 წლის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში. მკურნალობის შეწყვეტა ხელს შეუწყობს თმის ცვენას.

– დაუშვებელია პრეპარატის გამოყენებიდან 2 სთ-ის განმავლობაში თავის დაბანა, თმის საშრობის გამოყენება და ბალიშზე თავის დადება გამოყენებიდან 1 სთ-ის განმავლობაში.

– არ არის რეკომენდებული ხსნარის მოხვედრა სახეზე ან კანის სხვა უბანზე, ლორწოვან გარსზე.

გვერდითი მოვლენები:

დიარეა, გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას:

იშვიათად: ადგილობრივი გაღიზიანება და გამონაყარი, სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება, სხეულის სხვადასხვა უბნებზე შეშუპების განვითარება, სახის შეშუპება, კანის მხრივ ადგილობრივი რეაქციები (გაღიზიანება, გამონაყარი, ანთება და სხვა). თუ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები განვითარდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

* ლაქტაციის პერიოდი. 18 წლამდე ასაკი.

* დაუშვებელია მკურნალობის დაწყება ექიმის კონსულტაციის გარეშე: თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის, ღვიძლის, თირკმლის/შარდგამომყოფი სისტემის, სისხლის (კოაგულაციური), კანის დაავადებები;

* სკალპის დამწვრობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მინოქსის მიღების პერიოდში საჭიროა სისხლის, შარდის, თირკმლის ფუნქციისა და გულის ტესტების მონიტორინგი.

* აუცილებელია პაციენტის კვირაში 2-ჯერ აწონვა; წონაში უჩვეულო მატების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მინისებრი სხეული – CORPUS VITRUM – СТЕКЛОВИДНОЕ ТЕЛО

საერთაშორისო დასახელება:

CORPUS VITRUM

მწარმოებელი: BIOPHARM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რეგენერაციის სტიმულატორი

გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ შეფუთვაში 10 ც.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ავლენს არასპეციფიკურ მასტიმულირებელ მოქმედებას, იგი აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, გააჩნია დამარბილებელი და შეწოვის მოქმედება.

ჩვენება:

  • პრეპარატი გამოიყენება ნაწიბუროვანი ქსოვილის დასარბილებლად და გასაწოვად სახსრების სხვადასხვა გენეზის კონტრაქტურის, ოპერაციის შემდგომი, დამწვრობების, ტრავმული და სხვა ფართო ზომის ნაწიბურების დროს, ძვლოვანი კორძის განვითარების სტიმულაციისათვის.
  • პრეპარატი ინიშნება აგრეთვე როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ნევრალგიების, რადიკულიტის, ფანტომური ტკივილების დროს.
  • პრეპარატი ეფექტურია კერატიტების, თვალის რქოვანას წყლულისა და დამწვრობის დროს (რეგრესიულ პერიოდში), აგრეთვე თვალის ტრავმების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მინისებრი სხეული შეჰყავთ კანქვეშ ან კონიუქტივიტის ქვეშ.

2 მლ გამოიყენება ყოველდღიურად: მკურნალობის კურსი კონტრაქტურის, ნაწიბურების დროს შეადგენს 25 დღემდე, ნევრალგიების დროს – 8-დან 10 დღემდე.

სუბკონიუნქტივურად პრეპარატი შეჰყავთ დოზით 0,3-0,5 მლ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული გამოვლინებები.

უკუჩვენებები:

პრეპარატის გამოყენება ინფექციური დაავადებების, ანთებითი პროცესების, ზოგადი გამოფიტვის, ნეფრიტის, ღვიძლის ციროზის, შეშუპებით მიმდინარე გულის უკამრისობისას, ავთვისებიანი სიმსივნის დროს წინააღმდეგნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება:

არ აღინიშნება პრეპარატის მცირე ტოქსიკურობის გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

აფთიაქიდან პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

Don`t copy text!