Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 542

მენემაქსი – MENEMAX – МЕНЕМАКС

სავაჭრო სახელწოდება მენემაქსი / Menemax
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) comb. drug
კლინიკურ­ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი კომპანია COMPLETE­PHARMA
მწარმოებელი ქვეყანა: ფინეთი
გამოშვების ფორმა: კაფსულა N30 
შემადგენლობა:

L-­Arginin ­­­­­­­­­­­­ 500 მგ
Tribulus ­­­­­­­­­­­­­­150 მგ
Yohimbine ­­­­­­­­­­­25 მგ
Epimedium ­­­­­­­­­­­.50 მგ
Tongkat Ali ­­­­­­­­­­­ 40 მგ
Maca ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­40 მგ
Siberian Ginseng ­­­­ 30 მგ
Gingko biloba ­­­­­­­­­­ 30 მგ
Zinc (gluconate) ­­­­­­­ 30 მგ
Selen ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ 0.2 მგ
Vitamin B3 ­­­­­­­­­­­­­­­ 10 მგ
Vitamin B6 ­­­­­­­­­­­­­­­2 მგ
Vitamin B9 (Folic acid) ­­­­ 0.2 მგ
Vitamin B12 ­­­­­­­­­­0.002 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
L-­Arginin – მნიშვნელოვანი ამინომჟავაა, რომელიც ზრდის სისხლის მიწოდებას ყველა სასიცოცხლო ორგანოში, განსაკუთრებით მამაკაცის სასქესო ორგანოში, რის შედეგადაც უმჯობესდება ერექცია.
Tribulus –ზრდის ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავებას, რაც იწვევს ორგანიზმის მიერ ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულაციას, ლიბიდოს და ორგასტური შეგრძნებების მომატებას.
Yohimbine – ბუნებრივი აფროდიზიაკია. წარმოადგენს სხეულის პერიფერიულ ნაწილებზე სისხლის მიმოქცევის აღმდგენ საშუალებას. სელექტიურად ბლოკავს  პრესინაფსურ α2 (ალფა­2) რეცეპტორებს. გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ (შაქრიანი დიაბეტი, მედიკამენტოზური და სხვა)
Epimedium –მცენარეული აფროდიზიაკია. მასში შემავალი ფლავონოიდი იკარინი­აუმჯობესებს მამაკაცთა სექსუალურ ფუნქციას და ააქტიურებს სპერმატოგენეზს, იკარინი ორი განსხვავებული მექნიზმით იწვევს მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთების მოდუნებას, არტერიების გაფართოებას და მამაკაცის სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადის გაზრდას. იკარინი ახდენს ტესტოსტერონის ეფექტების იმიტაციას.
Euricoma Longifolia, იგივე Tongkat Ali მცენარეული აფროდიზიაკია და საუკეთესო მატონიზირებელი საშუალება. ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს. აქვეითებს მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთების ტონუსს, რის შედეგადაც ხდება მამაკაცის სასქესო ორგანოს სისხლის მომარაგების გაუმჯობესება.
Tongkat Ali –ახანგრძლივებს ეაკულაციის პროცესს.
Maca –ტრადიციული აფროდიზიაკია. ჰორმონალური ფონის შეუცვლელად აუმჯობესებს ლიბიდოს და სექსუალურ ფუქციას. ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას და მოძრაობის უნარს, თრგუნავს პროსტატის ჰიპერტროფიას. ეფექტურია სეროტონინ­სპეციფიური უკუმიტაცების ინჰიბიტორებით (ტიპიური ანტიდეპრესანტები) გამოწვეული ერექციული დისფუნქციის აღმოსაფრხვრელად. Maca­ მდიდარია ესენციური ამინომჟავებით, ალკალოიდებითა და საპონინებით, ცხიმოვანი მჟავებით (ლინოლენის, პალმიტინის და ოლეინის), მინერალებით: Ca, P, Mg, K, Na, Cu, Zn, I, Fe , Mn, და ვიტამინებით­ C, B1 და B2. Maca ში შემავალი გლუკოზინატები და იზოთიაციანატები ავლენენ ანტიკანცეროგენულ მოქმედებას.
Siberian Ginseng­ ციმბირული ჯენშენის­ Eleuthero­ის სასარგებლო თვისებები განპირობებულია მასში შემავალი ელეუტეროზიდებითა და პოლისაქარიდებით. ჯენშენი მძლავრი იმუნოსტიმულატორი და ანაბოლური საშუალებაა; აძლიერებს კუნთებს, სისხლში აქვეითებს გლუკოზის დონეს.
Gingko biloba – გინკო ბილობა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო ეფექტური საშუალებაა. შეიცავს 40­მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის ვიტამინებს, მიკრო­და მაკროელემენტებს, ამინომჟავებს. Gingko biloba –მამაკაცებში 75%­ით აუმჯობესებს ერექტიულ ფუნქციას.
Zinc (gluconate) – თუთია ერთ­ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ერექტიული დისფუნქციის სამკურნალოდ. ძინც დიდი რაოდენობით კონცენტრირდება წინამდებარე ჯირკვალში. ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს, აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციალს და ლიბიდოს.
Selen – ანტიოქსიდანტი, რომელიც მონაწილეობს სათესლე ჯირკვლის განვითარებაში, სპერმატოგენეზში, ერექციის და განაყოფიერების პროცესში, ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას.
მენემაქსში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები (B3, B9, B12) მონაწილეობენ ერექციული დისფუნქციის დაძლევაში, აძლიერებენ ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებების მოქმედებას.
ჩვენებები:
• ერექციული დისფუნქცია
• იმპოტენცია
• ლიბიდოს დაქვეითება
მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 კაფსულა დღეში, მკურნალობის კურსი 3­6 თვე. 
გვერდითი მოვლენები :
შესაძლებელია გამოიწვიოს მსუბუქი ჰიპოტენზია
სხვა მედიკამენტებთან ურთერთქმედება:
აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ღებულობს წნევის დამწევ საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს და ანტიკოაგულანტებს.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა მენემაქსში შემავალი კომპონენტების მიმართ
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

მემორტაბი N (კაფსულები) – MEMORTAB N (caps.) – МЕМОРТАБ N (капс)

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:
მყარი ჟელატინის კაფსულები მწვანე ფერის კორპუსითა და თავსახურით, შევსებული მოყავისფრო ფხვნილით;
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: ბაკოპა (Bacopa monnieri) – 250 მგ; ხვართქლა (Convolvulus pluricaulis) – 125 მგ; ვითანია (Withania somnifera) – 50 მგ;  ნარდი (Nardostachys jatamansi) – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, აეროსილი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბრონოპოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, ბრონოპოლი, ჟელატინი, საღებავები: Brilliant Blue (E 133), Tartrazine (E 102), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მემორტაბი N წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ პარასამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები: 
Bacopa monnieri-ს ექსტრაქტი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს ქოლინერგული და გაემ-ერგული ნეიროგადაცემის მოდულაციის გზით. აძლიერებს საფეთქლის წილის კორტიკალური მუსკარინული და ქოლინერგული რეცეპტორების აქტივობას. გააჩნია ანქსიოლიზური, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები. Bacopa monnieri-ს შემადგენლობაში შემავალ A და B ბაკოზიდებს გააჩნიათ კოგნიტური თვისებების გამაძლიერებელი ეფექტი.
Convolvulus pluricaulis-ის ექსტრაქტი ზრდის თავის ტვინში ნეიროპეპტიდების სინთეზს. სისხლის პლაზმაში ამცირებს ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების და ფოსფოლიპიდების დონეს, აძლიერებს დამახსოვრების უნარს.
Withania somnifera-ს ექსტრაქტს გააჩნია ანტისტრესული, ადაპტოგენური და ნერვული სისტემის მასტიმულირებელი მოქმედება.
Nardostachys jatamansi-ს ექსტრაქტს ახასიათებს სედაციური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გამოიყენება უძილობის, მოუსვენრობის დროს, ასევე ნევროლოგიური დარღვევებისას.

ჩვენება:
• მეხსიერების დაქვეითება;
• ასაკთან დაკავშირებული დემენცია;
• გონებრივი გადაღლა;
• სტრესი.

მიღების წესი და დოზირება:
მემორტაბი N მიიღება პერორალურად. 
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში. 
შესაძლებელია დოზის კორექცია ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და შეადგენს საშუალოდ 1-3 თვეს.

გვერდითი მოვლენები:
მითითებული დოზირების დაცვის შემთხვევაში გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
* ორსულობა;
* ლაქტაცია.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მემორტაბი (სიროფი) – MEMORTAB (syrup) – МЕМОРТАБ (сироп)

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:

ყავისფერი, გამჭვირვალე სიროფი დამახასიათებელი სუნით;

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100 მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში დოზირებული ხუფით. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

სიროფის 10 მლ შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: ბაკოპა (Bacopa monnieri) – 200 მგ; ხვართქლა (Convolvulus pluricaulis) – 100 მგ; ცენტელა (Centella asiatica) – 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: თაფლი, შაქარი, თხევადი გლუკოზა, პროპილენგლიკოლი, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბრონოპოლი, ნატრიუმის ბენზოატი, საღებავი: Sugar Caramel Colour

(E 150), არომატიზატორები: მანგოს არომატიზატორი, თაფლის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მემორტაბის სიროფი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ პარასამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები:

Bacopa monnieri-ს ექსტრაქტი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს ქოლინერგული და გაემ-ერგული ნეიროგადაცემის მოდულაციის გზით. აძლიერებს საფეთქლის წილის კორტიკალური მუსკარინული და ქოლინერგული რეცეპტორების აქტივობას. გააჩნია ანქსიოლიზური, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები. მცენარეში შემავალი A და B ბაკოზიდები ავლენენ კოგნიტური თვისებების გამაძლიერებელ ეფექტს.

Convolvulus pluricaulis-ის ექსტრაქტი ზრდის თავის ტვინში ნეიროპეპტიდების სინთეზს. სისხლის პლაზმაში ამცირებს ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების და ფოსფოლიპიდების დონეს, აძლიერებს დამახსოვრების უნარს.

Centella asiatica-ს ექსტრაქტი  გამოიყენება როგორც მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალება.

ჩვენება:

• მეხსიერების დაქვეითება;

• ასაკთან დაკავშირებული დემენცია;

• გონებრივი გადაღლა;

• დასწავლის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვებში;

• სტრესი.

მიღების წესი და დოზირება:

მემორტაბის სიროფი მიიღება პერორალურად.

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით – 10-10 მლ 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 3-დან 12 წლამდე მემორტაბი ინიშნება დასწავლის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, დოზით 5-5 მლ 2-ჯერ დღეში.

შესაძლებელია დოზის კორექცია ექიმის დანიშნულებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და შეადგენს საშუალოდ 1-3 თვეს.

გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!

გვერდითი მოვლენები:

მითითებული დოზირების დაცვის შემთხვევაში გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების   მიმართ;

* ორსულობა;

* ლაქტაცია.

ჰიპერდოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სიროფის გაყინვა დაუშვებელია. სიროფი ვარგისია ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

მემორია – MEMORIA – МЕМОРИЯ

მწარმოებელი: RICHARD BITTNER, AG

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ჰომეოპათიური შიგნით მისაღები წვეთები გამჭვირვალე, ღია ყვითელიდან მოწითალო–მოყვითალო ფერამდე ხსნარი, სპეციფიური სუნის გარეშე.

Hypericum D1 …………………  15 მლ

Ginkgo D6 ………………………  10მლ

Conium D6 ……………………..  10მლ

Ginseng D6  ……………………  10მლ

Arnica D12 ……………………..  10მლ

დამხმარე ნივთიერებები: ეთნოლი 43% წონის მიხედვით, გასუფთვებული წყალი.

20მლ, 50მლ, 100მლ მუქი მინის ფლაკონი საწვეთურით.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰომეოპათური პრეპარატი , ტვინის მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი.

ჩვენებები:

  • მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
  • ცერებრალური ათროსკლეროზისა და მისი თანამდევი თავის ტკივილის და თავბრუსხვევის კომპლექსური  თერაპიის შემადგენლობაში.

დოზირების რეჟიმი:

მოზრდილები და მოზარდები –  პრეპარატი ინიშნება 10 წვეთი 3–ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსი შეადგენს 2–3 თვეს. აუცილებლობისას შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსის დანიშვნა.

დაავადების დასაწყისში, ასევე შემთხვევებში, რომელიც მოითხოვს სიმპტომების სწრაფ შესუსტებას, შესაძლებელია პრეპარატის ყოველ 0,5–1 სთ–ში მიღება 8–8– წვეთი, მაგრამ არა უმეტეს 8–ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ – 3–ჯერ დღეში.

პრეპარატი მიიღება ჭამამდე 30წთ–ით ადრე ან ჭამიდან 1 სთ–ის შემდეგ სუფთა სახით ან 1 სუფრის კოვზ წყალში განზავებული, გადაყლაპვამდე პირში მცირე ხნით უნდა  დაყოვნდეს.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათად: ფოტოსენსიბილიზაცია (რადგანაც პრეპარატი შეიცავს კრაზანას).

ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტის გამოვლენისას პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.

უკუჩვენებები;

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ პერიოდში მემორიას მიღების საკითხს ინდივიდუალურად გადაწყვეტს ექიმი.

აფთიაქიდან გაცემა:

გაცემა შეიძლება ურეცეპტოდ.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა – 5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მელსიკამი 7.5 მგ ტაბლეტი – MELSIKAM (7.5mg tab.) – МЕЛСИКАМ (7.5мг таб.)

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S.

ISTANBUL/TÜRKIYE

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 7.5 მგ მელოქსიკამს

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

მელოქსიკამი არის ენოლის მჟავას წარმოებული, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიპირეტული საშუალება. მელოქსიკამი ავლენს ანტი-ინფლამატორული ჯგუფისთვის დამახასიათებელ  ყველა სტანდარტურ თვისებას.

ანთებითი პროცესების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის-პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება განაპირობებს მელოქსიკამის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებას.

in vitro – მელოქსიკამი ავლენს ციკლოოქსიგენაზა-2-ის (COX-2) სელექტიური ინჰიბირების უნარს ციკლოოქსიგენაზა-1 (COX-1)-თან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

პერორალური მიღებისას მელოქსიკამი კარგად ადსორბირდება (89%). საკვები არ ცვლის მის ბიოშეღწევადობას. კონცენტრაცია და  ადსორბციის ხარისხი არ იცვლება 7,5მგ და 15მგ დოზების დანიშვნის დროს, რაც მიუთითებს მის ხაზოვან ფარმაკოკინეტიკაზე. მელოქსიკამის Cmax  მიიღწევა 4-5 საათის განმავლობაში. მელოქსიკამის კონცენტრაციის მეორე პიკი მიიღწევა დოზის მიღებიდან 12 -14 საათში, რაც მიუთითებს გასტროინტესტინალურ რეცირკულაციაზე. საკვები და ანტაციდები არ ცვლის მის ბიოშეღწევადობას. თერაპიული დოზების ფარგლებში მელოქსიკამის დაახლოებით 99.4% დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან (ძირითადად ალბუმინებთან).

მელოქსიკამს აქვს აგრეთვე სინოვიალურ სითხეებში შეღწევის უნარი. ერთჯერადი ორალური დოზის მიღების შემდეგ მელოქსიკამის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში მერყეობს პლაზმის კონცენტრაციის 40-50%-ში. თავისუფალი ფრაქცია სინოვიალურ სითხეში 2.5-ჯერ მეტია ვიდრე პლაზმაში. მელოქსიკამი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება 4 ფარამკოლოგიურად არააქტიურ პროდუქტად. ძირითადი პროდუქტი, 5-კარბოქსი-მელოქსიკამი (დოზის 60%), წარმოიქმნება შუალედური პროდუქტის 5’-ჰიდროქსიმეთილ მელოქსიკამის დაჟანგვის შედეგად, რომელიც ასევე ექსკრეტირდება უფრო ნაკლები ხარისხით (დოზის 9%). ინ-ვიტრო კვლევები მიუთითებს, რომ ციტოქრომ P-450 მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი მეტაბოლიზმის ციკლში.

მელოქსიკამის ექსკრეცია ხდება ძირითადად მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების სახით და თანაბარი ხარისხით გამოიყოფა როგორც თირკმლების, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. პრეპარატის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა არამეტაბოლიზირებული სახით – 0.2% თირკმლების და 1,6% განავლის საშუალებით. აგრეთვე აღინიშნება წამლის მნიშვნელოვანი ბილიარული და ენტერალური ექსკრეცია. საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი (T1/2) მერყეობს 15-დან 20 საათამდე. პლაზმის კლირენსი მერყეობს 7-დან 9 მლ/წთ-მდე, ეს რიცხვი მცირდება ასაკოვან პაციენტებში.

ჩვენება:

მელსიკამი არის არასტერიოდული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიპირეტული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:

–    რევმატოიდული ართრიტი;

–    მტკივნეული ოსტეოართრიტი (ართროზი, სახსრის დეგენერაციული დაავადება);

–    მაანკილოზირებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობა;

–    ნევრალგიები;

–    სხვადასხვა გენეზის ლუმბალური ტკივილი;

–    რბილი ქსოვილების რევმატიული ტკივილი(ბურსიტი, ტენდინიტი);

–    პოსტოპერაციული ტკივილი;

–    სტომატოლოგიაში ანთებითა და ტკივილით მიმდინარე დაავადებების დროს.

უკუჩვენება:

მელსიკამი უკუნაჩვენებია პაციენტებში,რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ. აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც ანამნეზში აღნიშნავენ ასთმას, ურტიკარიას ან სხვა ტიპის ალერგიულ რეაქციებს ასპირინის ან სხვა არასტეროიდების მიმართ.

მელსიკამი აგრეთვე უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები :

აქტიური პეპტიური წყლული;

ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

თირკმლის მწვავე უკმარისობა;

გულის შეგუბებითი უკმარისობა.

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები :

გასტროინტესტინალური სისტემა:

განტროინტესტინალური სისტემის მხრივ გართულება, როგორებიცაა სისხლდენა, წყლული, კუჭისა და 12– გოჯა ნაწლავის პერფორაცია, შეიძლება, განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით. მცირე დისპეფსიები შეიძლება, შეგვხვდეს ნებისმიერ დროს ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით მკურნალობისას. ყოველი 5 პაციენტიდან მხოლოდ ერთს უვითარდება სერიოზული გასტროინტესტინალური გვედრითი მოვლენები. ცნობილია, რომ გასტროინტესტინალური წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, გამოწვეული ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით, ვითარდება დაახლეობით პაციენტების 1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 3-6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 2-4%-ში 1 წლიანი მკურნალობის დროს.

ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებები დიდი ყურადღებით უნდა დაენიშნოს პაციენტებს წყლულოვანი დაავადების ან ანამნეზში სისხლდენის არსებობის დროს.

მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გამოყენებულ უნდა იქნას ალტერნატიული მკურნალობა, რომელიც არ შეიცავს ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდულ საშუალებებს.

ანაფილაქსიური რეაქცია:

აღინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგია ასპირინის ტრიადის მიმართ.

თირკმლის ქრონიკული დაავადებები:

თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს მელოქსიკამით მკურნალობა რეკომენდებული არ არის. თუ საჭიროა ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით მკურნალობა, ასეთი პაციენტის თირკმლის ფუნქციური სინჯები ექვემდებარება მონიტორინგს.

ღვიძლი:

ღვიძლის ფუნქციური სინჯები, შეიძლება, შეიცვალოს პაციენტთა 15%-ში, რომელიც სწრაფად ლაგდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ALT და AST შესამჩნევი მომატება (ზღვრული ლიმიტის დაახლეობით 2-3ჯერ მეტი) აღენიშნებათ პაციენტთა 1%-ს.

თირკმლები:

სიფრთხილე უნდა დავიცვათ მელოქსიკამით მკურნალობის დაწყების წინ დეჰირდრატირებულ პაციენტებში. უმჯობესია, მოხდეს პაციენტის რეჰიდრატაცია და შემდგომ იქნას დაწყებული მკურნალობა.

ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების ხანგრძლივმა დანიშვნა იწვევს თირკმლის პაპილარულ ნეკროზს და თირკმლის სხვა მედულარულ ცვლილებებს. თირკმლისმიერი ტოქსიურობა იქნა ნანახი ასევე პაციენტებში, სადაც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს თამაშობენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებისათვის. ამ პაციენტებში ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების დანიშვნამ შეიძლება, გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და მეორადად თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება, გამოავლინოს თირკმლის დეკომპენსაცია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები დარღვეული თირკმლის ფუნქციით, გულის უკმარისობით, ღვიძლის დისფუნქციით, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს და ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებს და ხანდაზმულები. ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების შეწყვეტას ჩვეულებრივად მოყვება მდგომარეობის აღდგენა მკურნალობისწინა მდგომარეობამდე.

ჰემატოლოგიური:

პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებს, ხანდახან შეიძლება, აღენიშნოთ ანემია. ეს შეიძლება, იყოს განპირობებული სითხის შეკავებით, გასტროინტესტინალური სისხლის დაკარგვით. პაციენტები, რომლებიც დიდხანს მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით, მათ შორის მელოქსიკამით, საჭიროებენ  ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემოწმებას.

ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებები აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და ნაჩვენები იქნა, რომ ზოგიერთ პაციენტში ახანგრძლივებენ სისხლდენას. ასპირინისგან განსხვავებით, მისი ეფექტი თრომბოციტების ფუნქციაზე რაოდენობრივად ნაკლებია, ან უფრო მოკლე ხნისაა და შექცევადი. მელოქსიკამი არ ახდენს გავლენას თრომბოციტების რაოდენობაზე, პროთრომბინის დროზე ან ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროზე (PTT).

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მელოქსიკამს და აღენიშნებათ კოაგულაციური დარღვევები, საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას.

სითხის შეკავება და შეშუპება:

სითხის შეკავება და შეშუპება იქნა აღწერილი ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობენ ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებს, მათ შორის მელოქსიკამს. ამის გამო, როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებები, ასევე მელოქსიკამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში სითხის შეკავებით, ჰიპერტენზიით ან გულის უკმარისობით.

ასთმა:

ასთმით დაავადებულ პაციენტებს, შეიძლება, ქონდეთ ასპირინ-მგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება პაციენტებში ასპირინ-მგრძნობიარე ასთმით დაკავშირებულ იქნა მწვავე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიეკუთვნება კატეგორია C.

ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ ამის აუცილებლობა იქნა, ინიშნება მაქსიმალურად დამზოგველი დოზით და მაქსიმალურად მოკლე კურსით. პრეპარატი აგრეთვე უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრისთვის.

მელოქსიკამი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდები, გადადის დედის რძეში; ამიტომ ის არ არის რეკომედებული ლაქტაციის დროს.

ტრანსპორტის მართვა/ხელსაწყოებთან მუშაობა:

განსაკუთრებული კვლევები არ ჩატარებულა. მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკის და მოქმედების მექანიზმის მიუხედავად, პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული აგზნებადობა, სომნოლენცია, თავბრუსხვევა, ურჩევენ, პრეპარატის მიღებისგან თავი შეიკავონ.

გვერდითი ეფექტები:

იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება იქნას გამოვლენილი მელოქსიკამის გამოყენების დროს ჩამოთვლილია ქვემოთ:

ძალიან ზოგადი (>1/10); ზოგადი (>1/100,1/100, 1/10000,

სისხლი და ლიმფური სისტემა :

ზოგადი : ანემია;

არაზოგადი:

სისხლის ფორმულის ცვლილება: ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა:

ზოგადი : მსუბუქი თავის ტკივილი;

არაზოგადი: თავბრუსხვევა,ყურებში შუილი,სომნოლენცია;

იშვიათი: აგზნებადობა.

გული:

არაზოგადი : ტაქიკარდია.

სისხლძარღვები: არტერიული ჰიპერტენზია.

რესპირატორული სისტემა: ასთმის მწვავე შეტევა ასპირინზე ან სხვა არასტეროიდზე არსებული ინდივიდუალური ალერგიის  დროს.

გასტროინტესტინალური სისტემა:

ზოგადი: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, მეტეორიზმი, გულისრევა, შეკრულობა, ღებინება;

არაზოგადი: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;გასტრო-ინტესტინალური წყლული,ეზოფაგიტი,სტომატიტი;

იშვიათი: პერფორაცია,გასტრიტი,კოლიტი.

კანი და რბილი ქსოვილები:

ზოგადი: გამონაყარი, ქავილი;

არაზოგადი: ურტიკარია;

იშვიათი: სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიურ-ეპიდერმალური

ნეკროზი,ანგიოდემა,სხვადასხვა ფორმის ერითემა,ფოტოსენსიტიური რეაქციები.

საშარდე სისტემა:

არაზოგადი: წყლის და მარილების შეკავება,ჰიპერკალემია და თირკმლის ლაბორატორიული ტესტების ცვლილება;

იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა რისკის მქონე პაციენტებში.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დროს მიმართეთ ექიმს !!!

ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება:

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები აცეტილსალიცილატების ჩათვლით :

მელოქსიკამის და აცეტილსალიცილის მჟავას, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული – იზრდება გასტრო-ინტესტინალური წყლულის, სისხლდენების განვითარების რისკი.

– პერორალური ანტიკოაგულანტები:

არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან მისი კომბინაციით იზრდება სისხლდენის რისკი, რადგან  მცირდება შედედების ეფექტი და კუჭის ლორწოვანზე დამაზიანებელი მოქმედება. ამიტომ მათი დანიშვნა კომბინაციაში არარეკომენდებულია.

მსგავსი კომბინაციის დანიშვნისას საჭიროა ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა.

– დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ-2 ანტაგონისტები:

ამ ჯგუფის პრეპარატები ცოგ-2 –ის ინჰიბიტორებთან კომბინაციაში, ზრდიან

თირკმლის დატვირთვას, გამო, შეიძლება, განვითარდეს, თირკმლის

მწვავე უკმარისობა. ამიტომ საჭიროა, ასეთი პაციენტების

მუდმივი კონტროლი (ასაკოვანი პაციენტების ჩათვლით).

– სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:

ბეტა-ბლოკერების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მცირდება( პროსტაგლანდინების ინჰიბირებით მცირდება ვაზოდილატაციური ეფექტი).

– ლითიუმი:

კლინიკური კვლევებით ცნობილია, რომ არასტეროიდები ზრდიან სისხლში ლითიუმის კონცენტრაციას და თირკმლის საშუალებით მისი გამოყოფა ორგანიზმიდან რთულდება. ამიტომ მელოქსიკამით მკურნალობისას და მკურნალობის დასრულებისას საჭიროა, ლითიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში.

– მეტოტრექსატი: არასტეროიდები ამცირებენ მეტოტრექსატის ტუბულარულ სეკრეციას. რაც იწვევს სისხლში მისი კონცენტრაციის მატებას. ამიტომ, პაციენტებში, რომლებმაც დიდი დოზით (15მგ/კვირაში) უნდა მიიღონ მეტოტრექსატი, არასტეროიდების დანიშვნა არარეკომენდებულია.

– ქოლესტირამინი:

ზრდის მელოქსიკამის კლირენსს, რის გამოც ენტერო-ჰეპატურ ციკლში მელოქსიკამის კონცენტრაცია იზრდება.

ანტაციდებთან, ციმეტიდინთან და დიგოქსინთან ურთიერთქმედება კლინიკურად ნაკლებადაა შესწავლილი.

– ციმეტიდინი: ციმეტიდინის ერთდროული დანიშვნა (4-ჯერ დღეში) არ ცვლის მელოქსიკამის ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკას.

– დიგოქსინი: ერთდროულ დანიშვნას მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ გამოუწვევია

– ვარფარინი: პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ვარფარინს ან მსგავს ანტიკოაგულანტებს უნდა იყვნენ მონიტორირებული ანტიკოაგულაციურ აქტივობაზე, განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დაწყების ან ცვლილების პირველ დღეებში, ვინაიდან ასეთი პაციენტების სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

დოზირება და დანიშვნა:

რევმატოიდული ართრიტი: 15 მგ დღეში, თერაპიული მოქმედების მიხედვით ის შეიძლება დაინიშნოს 7.5 მგ/დღეში

ოსტეოართრიტი: 7.5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ/დღე-მდე

მაანკილოზებელი სპონდილიტი: 15 მგ დღეში. პაციენტებში გვერდითი მოვლენების მაღალი რისკით, მკურნალობა უნდა დაიწყოს 7.5 მგ დღეში .

ნებისმიერი ტკივილის დროს დოზირება უნდა შერჩეული იქნას ექიმის მიერ, თუმცა მელოქსიკამის მაქსიმალური  დღიური დოზა არის 15 მგ.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 7.5 მგ-ს.

ჩვეულებრივი დოზირება ბავშვებისათვის დადგენილი არ არის.

ტაბლეტები უნდა იყოს მიღებული წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად ჭამის დროს.

დოზის გადაჭარბება:

მელოქსიკამის დოზის გადაჭარბების შეზღუდული გამოცდილება არსებობს. ცნობილია, რომ ქოლესტრიამინი აჩქარებს მელოქსიკამის კლირენსს.

ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები ძირითადად შემოისაზღვრება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ტკივილით ეპიგასტრიუმში, რომელიც ხშირად შექცევადია სიმპტომური მკურნალობით. შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინალური სისხლდენა. მწვავე მოწამვლამ შეიძლება, გამოიწვიოს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, რესპირატორული დეპრესია, კომა, კრუნჩხვები, კარდიოვასკულარული კოლაფსი და გულის შეტევა. ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების დოზის გადაჭარბების დროს პაციენტის მკურნალობა სიმპტომატურია. მწვავე მოწამლვების დროს რეკომენდებულია კუჭის ლავაჟი შემდგომში გააქტივებული ნახშირის მიღებით. კუჭის ლავაჟს დოზის გადაჭარბებიდან 1 საათის შემდეგ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გააქტივებული ნახშირის მიცემა რეკომენდებულია დოზის გადაჭარბებიდან 1-2 საათის განმავლობაში. დოზის აშკარა გადაჭარბების ან მწვავედ სიმპტომატურ პაციენტებში განმეორებით შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიცემა. ფორსირებული დიურეზი, შარდის გატუტოვნება, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება, არ იყოს სასარგებლო ცილასთან მისი დაკავშირების გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება საკუთარ კონტეინერში 25ºC-მდე ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

მელსიკამი 7.5 მგ ტაბლეტი – 10 ან 30 ტაბლეტი

ფარმაცევტული დოზირების სხვა ფორმები:

მელსიკამ ფორტე -15მგ ტაბლეტი – 10 ან 30 ტაბლეტი

ვარგისიანობის ვადა :

4 წელი.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

მელსიკამი (15მგ/1,5მლ ამპულა) – MELSIKAM (15mg/1,5ml amp) – МЕЛСИКАМ (15мг/1,5мл амп.)

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S.

ISTANBUL/TÜRKIYE

შემადგენლობა:

ყოველი ამპულა შეიცავს 15მგ აქტიურ ნივთიერება მელოქსიკამს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

მელოქსიკამი არის ენოლის მჟავას წარმოებული, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ცხოველებში ამჟღავნებს ანთების საწინააღმდეგო ტკივიგამაყუჩებელ ანტიპირეტულ თვისებებს.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით,რომლებიც წარმოადგენენ ანთების მედიატორებს. in vitro მელოქსიკამი ავლენს უპირატესად ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიურ ინჰიბირებას, ციკლოოქსიგენაზა-1 –თან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

მელოქსიკამი სრულად შეიწოვება ინტრავენოზურად შეყვანის შემდეგ. ინტრამუსკულარულად შეყვანიდან 60 წუთში პლაზმაში აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას. მელოქსიკამის თერაპიული დოზის 99,4 % უერთდება პლაზმის პროტეინებს (უპირატესად ალბუმინს).

მელოქსიკამი ძალიან სწრაფად გადადის სინოვიურ სითხეში-პლაზმის კონცენტრაციის 40-50%. თავისუფალი ფრაქცია სინოვიალურ სითხეში 2.5-ჯერ მეტია ვიდრე პლაზმაში, რაც განპირობებულია სინოვიურ სითხეში თავისუფალი ალბუმინის მცირე რაოდენობით.

მეტაბოლიზმი:

ნახევარდაშლის პერიოდი (t1/2) მერყეობს 15-დან 20 საათამდე. პლაზმის კლირენსი საშუალოდ 8მლ/წთ-მდეა და ეს რიცხვი მცირდება ასაკოვან პაციენტებში.

გამოყოფა:

მელოქსიკამი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება 4 ფარამკოლოგიურად არააქტიურ პროდუქტად. ძირითადი პროდუქტი, 5-კარბოქსი-მელოქსიკამი (დოზის 60%), წარმოიქმნება შუალედური პროდუქტის 5’-ჰიდროქსიმეთილ მელოქსიკამის დაჟანგვის შედეგად, რომელიც ასევე ექსკრეტირდება უფრო ნაკლები ხაირსხით (დოზის 9%). ინ-ვიტრო კვლევები მიუთითებს, რომ ციტოქრომ P-450 მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი მეტაბოლიზმის ციკლში.

მელოქსიკამის ექსკრეცია ხდება ძირითადად მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების სახით .მისი მცირე რაოდენობა გამოიყოფა შარდის(0,2%) და განავლის (1,6%) საშუალებით.მისი როგორც თირკმლების, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტით.

ჩვენება:

მელსიკამის საინექციო ფორმა გამოიყენება ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების დროს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ჯვარედინი რეაქციების განვითარება;

ანამნეზში-ბრონქული ასთმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლინოზები, ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, აქტიური პეპტიური წყლული (იხ.გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები).

გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები:

გასტროინტესტინალური სისტემა:

განტროინტესტინალური სისტემა:  არასტეროიდულმა პრეპარატებმა,მათ შორის მელოქსიკამმა, შეიძლება,გამოიწვიოს  კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთება, წყლული და სისხდენა, რაც შეიძლება, ფატალური აღმოჩნდეს.

გასტრო-ინტესტინური სისტემის ზედა ნაწილში ჩივილები მსუბუქ ხასიათს ატარებს (დისპეფსია) (gastrointestinal) ჩივილები ვრცელია და შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერი არასტეროიდით მკურნალობისას. როგორც ექიმი, ისე პაციენტი უნდა იყოს ფხიზლად, რათა პიროვნებას არ აღენიშნოს სისხლდენა ან წყლული მკურნალობის პერიოდში. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული სერიოზული გასტრო-ინტესტინური შესაძლო  შესახებ. პერიოდული ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების სარგებლიანობა ჯერ-ჯერობით არაა დამტკიცებული და საკითხი საფუძვლიანად არაა შეფასებული.

არასტეროიდული პრეპარატების გამოყენებისას, სერიოზული გასტრო-ინტესტინური  უკუჩვენებით გამოვლენილი ყოველი ხუთი პაციენტისაგან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა სიმპტომები. დადგენილია, რომ 3-4 თვის განმავლობაში არასტეროიდული  პრეპარატებით ნამკურნალევი პაციენტებისგან დაახლოებით 1 %-ს აღმოაჩნდა მედიკამენტის შემდგომი წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია. 1 წლის განმავლობაში მკურნალობაზე მყოფი პაციენტებში კი აღნიშნული შეფარდება იყო 2-4 %-მდე.

გადატანილი წყლულის ან გატროინტესტინური სისხლდენის მქონე პაციენტებში, არასტეროიდული პრეპარატების  გამოყენების დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ფატალური შედეგების შემთხვევები, ძირითადად, ხანდაზმულ და ლოგინად ჩავარდნილ პაციენტებში აღინიშნება, რის გამოც ასეთი პაციენტის ჯგუფის მკურნალობისას საჭიროა ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღება. რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით საჭიროა, მინიმუმი დოზის გამოყენება და მკურნალობის ხანმოკლე კურსის ჩატარება. განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებში უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული არასტეროიდული ჯგუფის პრეპარატები.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არასტეროიდული პრეპარატების  გამოყენებისას, გასტრო-ინტესტინური სისხლდენის რისკი, წყლულის ან გატროინტესტინური სისხლდენის ანამნეზის მქონე პაციენტებში 10-ჯერ მეტია.

გასტროინტესტინური სისხლდენის  რისკის გაძლიერებას იწვევს : კორტიკოსტეროიდული და ანტიკოაგულანტური პრეპარატების კომბინაციაში გამოყენება არასტეროიდებთან ერთად; აგრეთვე, სიგარეტი და ალკოჰოლი.

ანაფილაქსიური რეაქცა:

არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, ანაფილაქსიური რეაქცია, შეიძლება, განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ალერგია მელოქსიკამზე. მელოქსიკამი არ ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებთ ასპირინის ტრიადა. ასეთი შემთხვევებიში აღინიშნება ტიპიური რინიტი, (ცხვირის პოლიპების პარალელურად ან მათ გარეშე)  ასთმის დაავადების მქონე პაციენტებში. გარდა ამისა, შეიძლება, განვითარდეს ფატალური ბრონქოსპაზმი. განვითარებული ფაქტების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეანიმაციული  ჩარევა.

თირკმლის ქრონიკული დაავადებები:

თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს მელოქსიკამით მკურნალობა რეკომენდებული არ არის. თუ საჭიროა ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით მკურნალობა, ასეთი პაციენტის თირკმლის ფუნქციური სინჯები ექვემდებარება მონიტორინგს.

ღვიძლი:

მელოქსიკამის, ან სხვა არასტეროიდული პრეპარატებით  ნამკურნალევი პაციენტების 15 %-ში, ერთხელ ან რამდენჯერ ღვიძლის ფუნქციური სინჯების ჩატარების შედეგად  დადგენილია ამ მაჩვენებლების მატება, რაც მკურნალობის დასრულების შემდგომ ლაგდება;

ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 1 %-ში გამოვლინდა  ALT-ს და AST-ს დონის მატება ნორმაზე სამჯერ ან უფრო მეტად. სიყვითლე, ელვისებური  ჰეპატიტი, ციროზი  და მწვავე უკმარისობა  ვითარდება იშვიათ შემთხვევებში.

მელოქსიკამით მკურნალობის დროს, ღვიძლი ფუნქციების დარღვევის მაჩვენებლების მქონე პაციენტებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება და უნდა იქნას გათვალისწინებული, რათა არ განვითარდეს უკმარისობა.  გართულების შემთხვევაში, მელოქსიკამით მკურნალობის გაგრძელება უნდა შეწყდეს.

თირკმლები:

სიფრთხილე უნდა დავიცვათ მელოქსიკამით მკურნალობის დაწყების წინ დეჰირდრატირებულ პაციენტებში. უმჯობესია, მოხდეს პაციენტის რეჰიდრატაცია და შემდგომ იქნას დაწყებული მკურნალობა.

ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების ხანგრძლივმა დანიშვნა იწვევს თირკმლის პაპილარულ ნეკროზს და თირკმლის სხვა მედულარულ ცვლილებებს. თირკმლისმიერი ტოქსიურობა იქნა ნანახი ასევე პაციენტებში, სადაც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს თამაშობენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებისათვის. ამ პაციენტებში ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების დანიშვნამ შეიძლება, გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და მეორადად თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება, გამოავლინოს თირკმლის დეკომპენსაცია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები დარღვეული თირკმლის ფუნქციით, გულის უკმარისობით, ღვიძლის დისფუნქციით, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს და ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებს და ხანდაზმულები. ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების შეწყვეტას ჩვეულებრივად მოყვება მდგომარეობის აღდგენა მკურნალობისწინა მდგომარეობამდე.

ჰემატოლოგიური:

პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებს, ხანდახან შეიძლება, აღენიშნოთ ანემია. ეს შეიძლება, იყოს განპირობებული სითხის შეკავებით, გასტროინტესტინალური სისხლის დაკარგვით. პაციენტები, რომლებიც დიდხანს მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით, მათ შორის მელოქსიკამით, საჭიროებენ  ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემოწმებას, თუ აღენიშნათ ანემიის სიმპტომები. პრეპარატები, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, გავლენას ახდენენ თრომბოციტულ აგრეგაციაზე და აძლიერებენ სისხლდენის რისკს.

ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებები აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და ზოგიერთ პაციენტში ახანგრძლივებენ სისხლდენას. ასპირინისგან განსხვავებით, მისი ეფექტი თრომბოციტების ფუნქციაზე რაოდენობრივად ნაკლებია, ან უფრო ხანმოკლე, და შექცევადი. მელოქსიკამი არ ახდენს გავლენას თრომბოციტების რაოდენობაზე, პროთრომბინის დროზე ან ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროზე (PTT). პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მელოქსიკამს და აღენიშნებათ კოაგულაციური დარღვევები, საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას.

სითხის შეკავება და შეშუპება:

სითხის შეკავება და შეშუპება იქნა აღწერილი ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობენ ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებს, მათ შორის მელოქსიკამს. ამის გამო, როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებები, ასევე მელოქსიკამი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში სითხის შეკავებით, ჰიპერტენზიით ან გულის უკმარისობით.

ასთმისწინა მდგომარეობა:

ასთმით დაავადებულ პაციენტებს, შეიძლება, ქონდეთ ასპირინდამოკიდებული ასთმა. ასპირინის გამოყენება ასეთ პაციენტებში იწვევს მწვავე ბრონქოსპაზმს, რომელიც შეიძლება, ფატალურიც აღმოჩნდეს. მათთან სხვა არასტეროიდული პრეპარატების, მათ შორის მელოქსიკამის გამოყენება დიდ სიფრთხილს საჭიროებს.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიეკუთვნება კატეგორია C/D (მე-3 ტრიმესტრიდან). მელოქსიკამი ორსულობის დროს, რადგან ის იწვევს “ductus arteriosus” –ის ნაადრევ დახურვას.

მელოქსიკამი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდები, გადადის დედის რძეში; ამიტომ ის არ არის რეკომედებული ლაქტაციის დროს.

პედიატრიული გამოყენება: რეკომენდებულია მხოლოდ 18 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფებში.

გვერდითი ეფექტები:

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ეხებათ იმ პაციენტებს,რომლებიც ღებულობდნენ მელოქსიკამს 15მგ დღის განმავლობაში 6 თვის ხანგრძლივობით:

გასტროინტესტინური: მუცლის ტკივილი (2,9), ყაბზობა (2,6), ფაღარათი (2,6), დისპეპსია (9,5), მეტეორიზმი (2,6), გულისრევა (7,2), ღებინება (2,6).

ზოგადად სხეული: შეშუპება (1,6), ტკივილი (5,2).

ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა (2,6), თავის ტკივილი (2,6).

ჰემატოლოგოიური:  ანემია (2,9).

ჩონჩხ–კუნთოვანი სისტემა: ართრალგია (1,3), ზურგის ტკივილი (0,71).

ფსიქიატრიული : დარღვეული ძილის რეჟიმი (1,6).

სასუნთქი სისტემა: ხველა (1,0), ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (7,5).

კანი: (1,3).

საშარდე სისტემა: გახშირებული შარდვა (1,3), ინფექციები (6,9).

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დროს მიმართეთ ექიმს !!!

ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება:

აგფ – ინჰიბიტორები:

აგფ – ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მცირდება მელოქსიკამთან კომბინაციაში,რაც გასათვალისწინებელია იმ პაციენტებთან, რომლებიც ამ ჯგუფის პრეპარატებს რეგულარულად ღებულობენ.

ასპირინი: ასპირინთან ერთად გამოყენებისას, იზრდება მელოქსიკამის AUC და Cmax.

კლინიკურად ამის მნიშვნელობა არაა ცნობილი. ხვა არასტეროიდების მსგავსად, წამლებში, მელოქსიკამის ასპირინთან ერთად გამოყენება არაა რეკომენდირაბული, რადგან იზრდება  ნეგატიური ზეგავლენა – დიდია გასტროინტესტინური სისხლდენების რისკი.

კარდიოვასკულური მიზნით ასპირინის დანიშვნის პარალელურად მელოქსიკამის დანიშვნა არაა რეკომენდებული.

ქოლესტირამინი:

ზრდის მელოქსიკამის კლირენსს,რის გამოც ენტერო-ჰეპატურ ციკლში მელოქსიკამის კონცენტრაცია იზრდება.

ციმეტიდინი: ციმეტიდინის 200მგ დოზა არ ცვლის მელოქსიკამის ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკას.

დიგოქსინი: ერთდროულ დანიშვნას მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ გამოუწვევია.

ფუროსემიდი: დადგენილია, არასტეროიდული პრეპარატები ფუროსემიდის და სხვა თიაზიდურების  ნატრიურეტიკური ეფექტს ამცირებს, რაც განპირობებულია რენული პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ფუროსემიდის ერთი და მულტიდოზირება არ ცვლის მელოქსიკამის  ფარმაკოდინამიკურ და ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს. ფუროსემიდთან ერთად მელოქსიკამის დანიშვნისას საჭიროა,თირკმლის ფუნქციური სინჯების მონიტორინგი.

ლითიუმი:

კლინიკური კვლევებით ცნობილია,რომ არასტეროიდები ზრდიან სისხლში ლითიუმის კონცენტრაციას და თირკმლის საშუალებით მისი გამოყოფა ორგანიზმიდან რთულდება. ამიტომ მელოქსიკამით მკურნალობისას და მკურნალობის დასრულებისას საჭიროა, ლითიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში.

მეტოტრექსატი: არასტეროიდები ამცირებენ მეტოტრექსატის ტუბულარულ სეკრეციას. რაც იწვევს სისხლში მისი კონცენტრაციის მატებას. ამიტომ, პაციენტებში, რომლებმაც დიდი დოზით (15მგ/კვირაში) უნდა მიიღონ მეტოტრექსატი, არასტეროიდების დანიშვნა არარეკომენდებულია.

ვარფარინი: პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ვარფარინს ან მსგავს ანტიკოაგულანტებს უნდა იყვნენ მონიტორირებული ანტიგოაგულაციურ აქტივობაზე, განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დაწყების ან ცვლილების პირველ დღეებში, ვინაიდან ასეთი პაციენტების სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

დოზირება:

მელოქსიკამის ამპულისთვის რეკომენდებული დღიური დოზა 15 მგ. (1 ამპულა).

გვერდითი მოვლენების  გათვალისწინებით გამოყენებისას, რეკომენდებული დოზაა 7,5 მგ.

თირკმლის მძიმე უკმარისობისას დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის დღიური დოზა 7,5 მგ.-ზე მეტი არ უნდა იყოს.

მელოქსიკამის ამპულა 2 ან 3 დღის ვადით უნდა იქნეს გამოყენებული და, საჭიროების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში,  პაციენტი უნდა იქნეს გადაყვანილი ორალური ფორმებზე.

მელოქსიკამის ამპულა უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ 18 წელზე ზევით პირებისთვის.

დოზის გადაჭარბება:

მელოქსიკამის დოზის გადაჭარბების შეზღუდული გამოცდილება არსებობს. ცნობილია, რომ ქოლესტრიამინი აჩქარებს მელოქსიკამის კლირენსს.

ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები ძირითადად შემოისაზღვრება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ტკივილით ეპიგასტრიუმში, რომელიც ხშირად შექცევადია სიმპტომური მკურნალობით. შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინალური სისხლდენა. მწვავე მოწამვლამ შეიძლება, გამოიწვიოს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, რესპირატორული დეპრესია, კომა, კრუნჩხვები, კარდიოვასკულარული კოლაფსი და გულის შეტევა.

ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების დოზის გადაჭარბების დროს პაციენტის მკურნალობა სიმპტომატურია. მწვავე მოწამლვების დროს რეკომენდებულია კუჭის ლავაჟი შემდგომში გააქტივებული ნახშირის მიღებით. კუჭის ლავაჟს დოზის გადაჭარბებიდან 1 საათის შემდეგ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გააქტივებული ნახშირის მიცემა რეკომენდებულია დოზის გადაჭარბებიდან 1-2 საათის განმავლობაში. დოზის აშკარა გადაჭარბების ან მწვავედ სიმპტომატურ პაციენტებში განმეორებით შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიცემა. ფორსირებული დიურეზი, შარდის გატუტოვნება, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება, არ იყოს სასარგებლო ცილასთან მისი დაკავშირების გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება საკუთარ კონტეინერში 25ºC-მდე ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

მელსიკამი 15 მგ./1,5 მლ ამპულა –  3 ამპულა შეფუთვაში.

ფარმაცევტული დოზირების სხვა ფორმები:

მელსიკამი 7.5 მგ ტაბლეტი; -10 ან 30 ტაბლეტი

მელსიკამი ფორტე – 15მგ ტაბლეტები; 10 ან 30 ტაბლეტი

ვარგისიანობის ვადა :

2 წელი.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

მელოფლამი – MELOFLAM – МЕЛОФЛАМ

საერთაშორისო დასახელება:

MELOXICAM

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ტაბ.

მელოქსიკამი ………… 7.5 მგ

1 ტაბ.

მელოქსიკამი………   15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, ტალის გაუწყლოებული კოლოიდური დიოქსიდი, პოვიდონი K-25, ნატრიუმის ციტრატი, კროსპოვიდონი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (15 მგ ყოველ 7,5 მგ-იან და 30 მგ ყოველ 15 მგ-იან ტაბლეტში), მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მელოფლამის აქტიური ნივთიერება წარმოადგენს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, ოქსიკამების ჯგუფიდან. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მედიკამენტ მელოფლამის ყველა ეს ეფექტი განპირობებულია მოქმედების ერთიანი მექანიზმით – სავარაუდოდ პროსტალგანდინების ბიოსინთეზის დათრგუნის გზით, რომელიც ანთების მედიატორია.

ჩვენებები:

  • სახსრების ტკივილი ან მტკივნეული დესტრუქციული დაავადებები, რომელიც ზოგჯერ თანხლებულია ანთებით (ართროზი);
  • ქრონიკული ანთებითი პოლიართრიტი (რევმატოიდული ართრიტი);
  • ხერხემლის ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მაანკილოზირებელი სპონდილიტი).

მიღების წესი და დოზირება:

აუცილებელია მელოფლამის ტაბლეტების მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაცია დოზირების შესახებ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

თუკი ექიმი არ ნიშნავს განსხვავებულ დოზირებას, მაშინ მელოფლამი ჩვეულებრივ, ინიშნება შემდეგი დოზით – 1 ტაბლეტი 7.5 მგ ერთხელ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 1 ტაბლეტამდე (15 მგ) დღეში. დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად მდგომარეობის სიმძიმის ან ადრე არსებული პათოლოგიების შესაბამისად. როგორც წესი, საჭიროა იმ მინიმალური დოზის მიღება, რომელიც იძლევა დამაკმაყოფილებელ თერაპიულ ეფექტს.

მელოფლამის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ 15 წლის ასაკის ზემოთ.

მელოფლამის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, მელოფლამსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ვლინდება არა ყველა პაციენტში. ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლენილ იქნა კლინიკური გამოცდისას.

ყველაზე ხშირია:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მონელების გაძნელება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის გარდამავალი მოშლა, გულძმარვა, საყლაპავის ლორწოვანის ანთება, კუჭის ან/და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ფარული ან მაკროსკოპული სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან.

სისხლის სისტემის მხრივ: სისხლდენებისადმი მიდრეკილება, სისხლის უჯრედოვანი ფორმულის ცვლილება (მათ შორის ლეიკოციტარული ფორმულის), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

კანი: ქავილი, გამონაყარი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ჭინჭრის ციება.

ცენტრალური ნერვული სისტემა: სუსტი ან ძლიერი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ძილიანობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შეშუპებები, არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გაძლიერება, სისხლსავსეობა.

შარდ-სასქესო სისტემა: თირკმლის ფუნქციის პათოლოგიური ცვლილებები.

ძალიან იშვიათად გვხვდება: ანგიონევროზული შეშუპება და დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური შოკი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, ჰეპატიტი, მონელების დარღვევა, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ბულოზური ცვლილებები (მაგალითად, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი), ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, ხასიათის ცვლილება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ასთმის შეტევები, კონიუქტივიტი, მხედველობის მოშლა (მათ შორის მხედველობის სიმახვილის დაქვეითება).

მძიმე გვერდითი ეფექტების არსებობისას ან ისეთი მოვლენების გამოჩენა, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ჩარევა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

* პრეპარატის ან მისი შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა – შესაძლებელი ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობიარე პირებში;

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება აქტიურ ფაზაში;

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* თირკმლის უკმარისობისას ჰემოდიალიზის გარეშე მყოფ პაციენტებში;

* 15 წლამდე ასაკის პაციენტებში;

* ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

* მელოფლამი არ შეიძლება დაინიშნოს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ინიშნება ექიმის კონტროლის ქვეშ:

* ანტიკოაგულანტური თერაპიის ფონზე;

* თუკი პაციენტს ჰქონდა კუჭ-ნაწლავის დაავადება ანამნეზში;

* თირკმლის დაავადებებისას;

* გულის შეგუბებითი უკმარისობისას;

* ღვიძლის დაავადებებისას;

* თანმდევი შარდმდენი თერაპიისას.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვაზე და სხვა ტექნიკურ მოწყობილობათა მართვაზე: მელოქსიკამის ეფექტების შემსწავლელი კვლევები ავტომანქანის და ტექნიკური მოწყობილობების მართვაზე არ ჩატარებულა. თუმცა თუ გვერდითი ეფექტების სახით განვითარდა მხედველობის მოშლა, ძილიანობა, თავბრუსხვევა ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნები, მაშინ ტრანსპორტის და სხვადასხვა მექანიზმების მართვისგან თავი უნდა შეიკავოს პაციენტმა.

ჭარბი დოზირება:

მნიშვნელოვანია იმ დოზის მიღება, რომელიც დანიშნულია ექიმის მიერ; თუკი მოხდა ჭარბი დოზის მიღება, აუცილებელია პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს ან საავადმყოფოს. დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში ჩვეულ დროს, პაციენტმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივი და არა გაორმაგებული დოზა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მნიშვნელოვანია პაციენტმა შეატყობინოს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, იღებს თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე პრეპარატს, თუნდაც რეცეპტის გარეშე გასაცემს. ზოგიერთი პრეპარატი შეიძლება ურთიერთქმედებდეს პრეპარატ მელოფლამთან. სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან მისმა კომბინირებამ (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად) შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი პათოლოგიის და სისხლდენის წარმოქმნის რისკის გაზრდა.

– პერორალური ანტიკოაგულანტების, ტიკლოპიდინის, ჰეპარინის და თრომბოლიზური საშუალებების ერთდროული გამოყენება მელოქსიკამთან იწვევს სისხლდენის რისკის გაზრდას. თუკი გარდაუვალია ამ საშუალებების კომბინაცია მელოფლამთან, აუცილებელია დაკვირვება ანტიკოაგულაციურ ეფექტზე.

– არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ლითიუმის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა.

– ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, მელოქსიკამმა შეიძლება გამოიწვიოს მეტოტრექსატის არასასურველი ეფექტი სისხლმბად ორგანოებზე.

– კონტრაცეპტული საშუალებები: არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტის შემცირებაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს.

– შარდმდენ საშუალებებთან ერთად მელოფლამის გამოყენების დროს აუცილებელია სითხის საკმაო რაოდენობით მიღება და თირკმლის ფუნქციის გასინჯვა პრეპარატის მიღებამდე.

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ასევე თრგუნავენ პროსტაგლანდინების სინთეზს. პროსტაგლანდინები კი ხასიათდებიან სისხლძარღვის გამაფართოებელი მოქმედებით. ამიტომ ისინი შეიძლება გახდნენ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების (აგფ ინჰიბიტორები, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და შარდმდენი) ეფექტურობის დამთრგუნველი.

– ქოლესტერინამინი ბოჭავს მელოქსიკამს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამიტომ აჩქარებს მელოქსიკამის გამოყოფას.

– ციკლოსპორინის და პრეპარატ მელფოლამის ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. შესაძლებელია მელფოლამის ურთიერთქმედება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მელონი – MELON – МЕЛОН

 

საერთაშორისო დასახელება:

AMBROXOL; SALBUTAMOL; GUAIFENESIN

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბრონქოლიზური, მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ……………         15 მგ

სალბუტამოლის სულფატი ………………………      2 მგ

(სალბუტამოლის ეკვივალენტური)

გვაიფენეზინი ……………………………………     100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი Ponceau 4R (E124).

სიროფი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ………………..15 მგ

სალბუტამოლის სულფატი  ……………………….1 მგ

(სალბუტამოლის ეკვივალენტური)

გვაიფენეზინი ………………………………………50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მენთოლი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, თხევადი გლუკოზა, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, მარწყვის ესენცია, ანანასის არომატიზატორი, საღებავი Sunset Yillow FCF (E110),  გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მელონი წარმოადგენს ბრონქოლიზურ, მუკოლიზურ და ამოსახველებელ საშუალებას.

პრეპარატის ეფექტურობას განაპირობებს მასში შემავალი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებები.

ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტი, იგი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელური ჯირკვლების მიერ სეკრეტის გამოყოფას, ზრდის სურფაქტანტის შემცველობას ფილტვებში, ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს, რის გამოც ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას. მუკოცილიარული ტრანსპორტის გაძლიერების გამო ხელს უწყობს ტრაქეობრონქული ხის განთავისუფლებას ნახველისაგან.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სალბუტამოლი წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტურ საშუალებას. იგი სელექტიურად მოქმედებს ბრონქების ბეტა-2 რეცეპტორებზე იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას და ამ გზით ამცირებს წინაღობას ზედა სასუნთქ გზებში, ახდენს ბრონქოსპაზმის კუპირებას, ზრდის ფილტვების სასიცოცხლო მოცულობას.

გვაიფენეზინს გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. იგი ათხიერებს ნახველს და ხელს უწყობს სასუნთქი გზების განთავისუფლებას ნახველისაგან.

ფარმაკოკინეტიკა:

ამბროქსოლი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. ყველაზე მაღალ კონცენტრაციას ამბროქსოლი აღწევს ფილტვებში, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. პრეპარატის 90% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ამბროქსოლის მოქმედება იწყება 30 წთ-ში და გრძელდება 6-12 საათს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მესამე დღეს.

სალბუტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 10%-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 სთ-ს. ღვიძლში განიცდის პირველად დაშლას. მისი ძირითადი მეტაბოლიტია არააქტიური სულფატური კონიუგატი, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად.

გვაიფენეზინი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 სთ-ს, ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.

ჩვენებები:

  • პროდუქციული ხველით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • ბრონქული ასთმა;
  • ბრონქოექტაზია;
  • ბრონქიოლიტი;
  • მუკოვისციდოზი.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები:

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1,2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში;

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში – 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

სიროფი:

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2.5 მლ 3-ჯერ დღეში;

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 5 მლ 3-ჯერ დღეში;

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში – 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პალპიტაცია, ტაქიკარდია;

სასუნთქი სისტემის მხრივ: რინორეა, ზემო სასუნთქი გზების სიმშრალე;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე;

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ტრემორი;

ალერგიული რეაქციები: შეშუპება, გამონაყარი კანზე, შეწითლება, სახის შეშუპება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*  გულის პათოლოგიები;

* ჰიპერთირეოიდიზმი;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* მწვავე პორფირია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის 28 კვირის შემდგომ პერიოდში ჩატარებულმა კლინიკამდელმა და კლინიკურმა კვლევებმა ამბროქსოლის უარყოფითი ზემოქმედება ორსულებზე არ გამოავლინა.

* სალბუტამოლის გამოყენება აკრძალულია ორსულობის I და II ტრიმესტრში სპონტანური აბორტის შესაძლო განვითარების გამო, III ტრიმესტრში პლაცენტის ნაადრევი აშრევებისა და სისხლდენის საშიშროების არსებობისას, ასევე III ტრიმესტრის ტოქსიკოზის დროს.

* სალბუტამოლი გადადის დედის რძეში, ამის გამო ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ბავშვზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის, არითმიების, QT-ინტერვალის გახანგრძლივებისადმი მიდრეკილების და ჰიპერტენზიის დროს.

* გვაიფენეზინი არ გამოიყენება პერსისტიული ხველის დროს, რომელიც განპირობებულია თამბაქოს მოხმარებით, ბრონქული ასთმით, ემფიზემით, ჭარბი ბრონქული სეკრეციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატის დანიშვნა და გამოყენება ხდება მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

* ხანგრძლივად მიმდინარე ხველა შესაძლებელია იყოს რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომი. თუ ხველა გრძელდება ერთ კვირაზე მეტხანს, აღინიშნება მისი გაძლიერება ან ხველას დაერთო ცხელება, გამონაყარი, თავის ტკივილი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

* ექიმის კონსულტაციის გარეშე გვაიფენეზინი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობის დროს. იგი არ გამოიყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფას.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერდოზირებისას მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება, მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ამბროქსოლი აუმჯობესებს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი) შეღწევადობას სასუნთქ სისტემაში.

–  ამბროქსოლი ეფექტურად გამოიყენება დოქსიციკლინთან კომბინაციაში.

– მელონის გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვებში ნახველის დაგროვება.

– სალბუტამოლის გამოყენებისას სხვა ბეტა-2 აგონისტებთან, კორტიკოსტეროიდებთან, შარდმდენებსა და ქსანთინებთან ერთად იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.

– თეოფილინთან კომბინაციაში მატულობს ტაქიკარდიისა და სუპრავენტრიკულური არითმიების  განვითარების რისკი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

მელისალი ® ფორტე – MELISAL® FORTE – МЕЛИСАЛ ® ФОРТЕ

სიროფის 100 გრ შეიცავს :

აქტიური ნივთიერება :

თხიერი კომპლექსის ექსტრაქტი (1:1): მელისას ფოთლები (Melissae folio), კუნელის ყვავილი (Crataegi inflorescentia ) და ანგელოზას ფესვები (Archangelicae radice) – 10.0 გრ .

სიროფი შეიცავს 0.4%- მდე ეთანოლს .

რა არის მელისალი ფორტე

მელისალ ფორტეს სიროფი სამკურნალო პრეპარატია , რომელიც შეიცავს : მელისას ფოთლებს , კუნელის ყვავილს და ანგელოზას ფესვებს . მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დაფუძნებულია ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზე .

ჩვენებები:

  • მელისალ ფორტე გამოიყენება ნერვული დაძაბულობის დროს .

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ .

განსაკუთრებული მითითებანი:

სიროფის 1 სუფრის კოვზი შეიცავს დაახლოებით 12.0 გ საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოყენების დროს. პაციენტებმა, ზოგიერთი შაქრის აუტანლობის დიაგნოზით, წამლის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.

პრეპარატი ასევე შეიცავს ალკოჰოლის მცირე რაოდენობას ( ეთანოლს ), 100 მგ – ზე ნაკლები დოზაში.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სტრეპტოფურანოზა კანს მგრძნობიარეს ხდის სინათლის მიმართ. წამლის მიღებისას აუცილებელია მოვერიდოთ ულტრაიისფერ დასხივებას .

გამოყენება ბავშვებში:

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კარგად კონტროლირებული კლინიკური კვლევების სიმცირის გამო, სიროფის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოზრდილებში და 6 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში. პატარა ბავშვებში წამალი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება:

ორსულებსა და მეძუძურ დედებში კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა . პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:

სიროფის ერთჯერადი დოზა (1 სუფრის კოვზი , რაც დაახლოებით არის 19.5 გ ) შეიცავს არა უმეტეს 78 გ ეთანოლს. დღემდე, არ არის დადასტურებული , რომ რეკომენდებული დოზირებით მიღებულმა წამალმა შეიძლება დაარღვიოს ფსიქოფიზიკური   შესაძლებლობები , ავტომობილის მართვისა და მექანიკურ მექანიზმებთან მუშაობის უნარი .

დამახასიათებელი სედაციური ეფექტის გამო, წამლის მიღების შემდეგ არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

სხვა წამლების მიღება:

აუცილებელია ექიმს ვაცნობოთ ყველა წამლის შესახებ , რომლებსაც ღებულობდით , ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დღემდე , მელისალ ფორტეს ურთიერთქმედება სხვა წამლებთან არ აღინიშნებოდა .

გამოყენების მეთოდები და დოზირება:

სიროფი მიიღება პერორალურად .

6 – დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები – 1 სუფრის კოვზი (15 მლ ) დღეში ორჯერ .

მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები – 2-3- ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზი (15 მლ ).

6 წლამდე ასაკის ბავშვებში სიროფის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ .

თუ ფიქრობთ , რომ მელისალ ფორტეს მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს .

ჭარბი დოზირება :

დღემდე, სიროფ მელისალ ფორტეს გამოყენების დროს, ჭარბი დოზირების სიმპტომები არ აღინიშნებოდა.

დოზის გამოტოვება :

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად .

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება. აცნობეთ ექიმს გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ .

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდემელ ადგილას

შეფუთვის ფორმა : 125 გ სიროფს შეიცავს .

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი:

Wrocławskie Zakłady Zielarskie “Herbapol” SA

მელიპრამინი – MELIPRAMIN – МЕЛИПРАМИН

საერთაშორისო დასახელება:

IMIPRAMINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICAL PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: იმიპრამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 50 ც.

1 დრაჟე

იმიპრამინის ჰიდროქლორიდი …………. 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტიტანის ორჟანგი, გლიცერინი, მაკროგოლი 3500, კოსმეტიკური მოწითალო-ყავისფერი პიგმენტი CI 77491, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, საქაროზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

საინექციო ხსნარი მხოლოდ ი/მ ინექციისთვის:

ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

იმიპრამინის ჰიდროქლორიდი …………….12.5 მგ 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის სპიროსულფიტი, ნატრიუმის უწყლო სულფიტი, ნატრიუმ ქლორიდი და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრიციკლური ანტიდეპრესანტი იმიპრამინი წარმოადგენს ბენზოაზეპინის წარმოებულს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი საბოლოოდ არ არის დადგენილი. სავარაუდოდ, იმიპრამინი იწვევს ნორადრენალინის და სეროტონინის ნეირონული უკუმიტაცების ბლოკირებას, რის გამოც ეს უკანასკნელი გროვდება დიდი რაოდენობით სინაფსურ ნაპრალში, ხელს უწყობს რეცეპტორების სტიმულირებას და მონოამინერგული პროცესების აქტივაციას ცნს-ში.

ანტიდეპრესანტული მოქმედების მიუხედავად პრეპარატი ეფექტურია ბავშვებში ნიქტურიის დროს. მას გააჩნია ფსიქომასტიმულირებელი, სუსტი ანტიქოლინერგული ზომიერი ანტიჰისტამიური და ანალგეზიური მოქმედება.

ჩვენებები:

  • დეპრესიის ყველა ფორმა (შფოთვით და მის გარეშე), ენდოგენური და რეაქტიული დეპრესია, ბიპოლარული აშლილობის დეპრესიული ფაზა, ატიპიური დეპრესია, პოსტფსიქოზური დეპრესია, დეპრესიული მდგომარეობა ცნს-ის ორგანული დაზიანების დროს და ა.შ.;
  • პანიკური აშლილობა.

მიღების წესი და დოზირება:

დოზას შეარჩევს ექიმი პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ პრეპარატის მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის მითითებების მიხედვით.

დრაჟე

დრაჟეს რაოდენობას, რომელსაც პაციენტი იღებს ერთი მიღების დროს, ეწოდება დოზა.

ექიმები ძირითადად მკურნალობას იწყებენ დაბალი დოზიდან და შემდეგ თანდათანობით ზრდიან პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. გაუმჯობესება შესამჩნევი ხდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. საჭიროა მოთმინება და პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

თუ ექიმი მელიპრამინის დრაჟეს არ დანიშნავს სხვა რეჟიმით, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს შემდეგნაირად:

მოზრდილები:

დეპრესია: ამბულატორულ ავადმყოფებს შეუძლიათ მკურნალობის დაწყება დოზით – 1 დრაჟე 1-3-ჯერ დღეღამის განმავლობაში. ექიმს შეუძლია დოზის თანდათანობით გაზრდა 150-200 მგ-მდე დღე-ღამეში დაახლოებით კვირის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა: 50-100 მგ/დღე-ღამეში.

მძიმე შემთხვევებში სტაციონარულ ავადმყოფებში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 75 მგ დოზიდან დღე-ღამეში. ამ დოზის გაზრდა შეიძლება 200 მგ-მდე დღე-ღამეში 25 მგ-იანი საფეხურებით. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს დანიშნული უფრო მაღალი დოზები -300 მგ-მდე დღე-ღამეში.

ხანდაზმული პაციენტები (60 წელზე მეტი) და მოზარდები (18 წლამდე): ეს პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ და მათ შეიძლება განუვითარდეთ მძიმე რეაქციები მოზრდილთა დოზის მიღების შემთხვევაში. ამიტომაც მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე მცირე დოზიდან, რაც შეამცირებს დაავადების სიმპტომატიკას. შემდეგ შესაძლებელია დოზის თანდათანობითი ზრდა 50-75 მგ-მდე დღე-ღამეში. ექიმს შეუძლია დოზის მატება ოპტიმალურამდე 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მკურნალობა გაგრძელდება ამ დოზით.

პანიკური აშლილობა:

პაციენტებში ასეთი დარღვევებით უფრო ხშირია გვერდითი მოვლენები. ამიტომაც მათი მკურნალობა უნდა დაიწყოს უფრო დაბალი დოზით. თუ პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის პირველი კურსის დასაწყისში შეიმჩნევა შფოთვის მატება, ამის შესახებ საჭიროა ექიმის ინფორმირება. ამ სიმპტომის მოხსნა შეიძლება ბენზოდიაზეპინების მიღებით. ეს დამატებითი მკურნალობა შეიძლება თანდათან მოიხსნას შფოთვის სიმპტომების შემცირებასთან ერთად. ექიმმა შეიძლება ჩათვალოს აუცილებლად დოზის თანდათანობითი გაზრდა 75-100 მგ-მდე დღე-ღამეში (განსაკუთრებულ შემთხვევებში – 200-მგ-მდე დღე-ღამეში). პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 6 თვისა. სამკურნალო კურსის ბოლოს პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით.

ბავშვები (ღამის ენურეზი)

მკურნალობის რეკომენდებული სქემები:

6-8 წლის ასაკში (სხეულის წონა 20-25 მგ): 25 მგ/დღეში;

9-12 წლის ასაკში (სხეულის წონა 25-35 კგ): 25-50 მგ/დღეში;

12 წლის ასაკის ზევით (სხეულის წონა 35 კგ-ზე მეტი): 50-75 მგ/დღეში.

თუ მცირე საწყისი დოზების მიღებას არ მოაქვთ სასურველი თერაპიული ეფექტი, შეიძლება უფრო მაღალი დოზების მიღება.

ბავშვებში დაუშვებელია დოზის გადამეტება 2.5 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში.

– უნდა გამოიყენებოდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ზემოთ ჩამოთვლილი დოზების დიაპაზონიდან. დღეღამის დოზა შეიძლება დაინიშნოს ერთ მიღებაზე ძილის წინ. თუ საღამოს ვლინდება შარდის შეუკავებლობა, რეკომენდებულია დღეღამის დოზის გაყოფა (პირველი ნაწილი მიეცეს ბავშვს შუადღის შემდეგ, მეორე კი -ძილის წინ).

სამკურნალო კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს არა უმეტეს 3 თვისა. დამხმარე დოზა უნდა შეირჩეს დაავადების სიმპტომების ცვლილების შესაბამისად. პრეპარატის შეწყვეტის წინ რეკომენდებულია დღეღამის დოზის თანდათანობითი შემცირება.

მელიპრამინის მიღება რეკომენდებულია ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, პრეპარატის მაქსიმალური ეფექტის უზრუნველსაყოფად. ამასთან ერთად, ეს დაეხმარება პაციენტს ტაბლეტების მიღების დროის დამახსოვრებაში.

საინექციო ხსნარი

საინექციო პრეპარატი გამოიყენება მოკლევადიანი და დროებითი თერაპიისათვის, მხოლოდ ძლიერი აგზნებით მიმდინარე დეპრესიის შემთხვევაში ან როდესაც პრეპარატის პერორალური მიღება შეუძლებელია.

თერაპია უნდა შეირჩეს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად, რეკომენდებულია მკურნალობის მინიმალური ეფექტური დოზით დაწყება. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ-ს. ინექცია უნდა გაკეთდეს ღრმად, კუნთში.

გვერდითი მოვლენები:

ავადმყოფებში, ვინც იღებს ამ პრეპარატს, შეიძლება არ გამოვლინდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი. მათგან ზოგიერთი დამოკიდებულია დოზაზე და უკუვითარდება მისი შემცირებისას, ან მკურნალობის გაგრძელებისას მათი გამოხატულება მცირდება დამატებითი ზომების გარეშე. ზოგიერთი გვერდითი მოვლენის განსხვავება რთულია საწყისი დეპრესიული მდგომარეობისა და მისი  სიმპტომებისაგან (მაგალითად, დაღლილობა, ძილის დარღვევა, აგზნება, შფოთვა, პირის სიმშრალე).

– იმიპრამინის შეყვანა უნდა შეწყდეს მძიმე ფსიქიკური ან ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების ჩივილებისა ან სიმპტომების გამოვლენისას.

– ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ანტიქოლინერგული, ნევროლოგიური, ფსიქიკური ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის გვერდითი მოვლენების მიმართ. მეტაბოლიზმი და პრეპარატის გამოყოფა შეიძლება დაქვეითებული იყოს, რის შედეგადაც პრეპარატის დონე სისხლის პლაზმაში იმატებს.

– ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენები: დაღლილობა, ძილიანობა, შფოთვის მომატება, აგზნება, ძილის დარღვევა, ჰიპომანიაკალურ-მანიაკალური მდგომარეობა, ცნობიერების დარღვევა (განსაკუთრებით ხანდაზმულ ავადმყოფებში და პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში), დეზორიენტაცია, ზოგჯერ ჰალუცინაციები, იშვიათ შემთხვევებში აქტივირდება ფსიქოზის სიმპტომები. ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია აგრესიული ქცევა.

– ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები: ხშირად აღინიშნება ტრემორი. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება პარესთეზია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ეპილეფსიურ შეტევებს. ზოგჯერ აღინიშნებოდა ელექტროენცეფალოგრამის ცვლილებები, კუნთების კლონური შეკუმშვები, სისუსტე, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ატაქსია, არამკაფიო მეტყველება, მაღალი ცხელება.

– გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად აღინიშნება სინუსური ტაქიკარდია, ელექტროკარდიოგრამის კლინიკურად უმნიშვნელო ცვლილებები (T კბილის და ST სეგმენტის) გულის ნორმალური მდგომარეობის მქონე პაციენტებში და ორთოსტატული ჰიპოტენზია. არსებობს არითმიის, QRS კომპლექსის გაფართოების, PR ინტერვალის გაზრდის და აგრეთვე წინაგულოვანი ჰისის კონის ბლოკადის შემთხვევები. ზოგჯერ აღინიშნებოდა არტერიული წნევის ზრდა, გულის მუშაობის დეკომპენსაცია, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი.

– ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენები: პაციენტები ხშირად უჩივიან პირის სიმშრალეს, ოფლიანობას, ყაბზობას, აკომოდაციის დარღვევას, მხედველობის სიმახვილის დარღვევას, მხურვალების შეგრძნებას ან ალებს. ზოგჯერ აღინიშნება შარდვის გაძნელება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა თვალის გუგის გაფართოება, გლაუკომა და ნაწლავების პარალიზური გაუვალობა.

– გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა, ღებინება, უმადობა. რამდენიმე შემთხვევაში აღწერილია სტომატიტი, ენის დაზიანება და არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში.

– ღვიძლისმიერი გვერდითი ეფექტები: ზოგიერთ შემთხვევაში -ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა. ცალკეულ შემთხვევებში – ჰეპატიტი სიყვითლის გარეშე.

– დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ აღინიშნება კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება), აღწერილია ცალკეული შემთხვევები ლოკალური ან გენერალიზებული შეშუპებით, შუქმგრძნობელობით, ქავილით, პეტექიებით, ალოპეციით.

– გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება ენდოკრინულ სისტემას და ნივთიერებათა ცვლას: ხშირად მატულობს სხეულის წონა. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება და პოტენციის დარღვევა. ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია გინეკომასტია, გალაქტორეა, ანტიდიურეზული ჰორმონების სეკრეციის დარღვევის სინდრომი, ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია, სხეულის წონის შემცირება.

– ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში რეგისტრირებულია ალერგიული პნევმონიტი ეოზინოფილიით ან მის გარეშე. სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები ჰიპოტენზიით.

– გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება სისხლის სისტემას: ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია ეოზინოფილია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და პურპურა.

– გვერდითი მოვლენები გრძნობათა ორგანოების მხრივ: შუილი ყურებში.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა იმიპრამინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისა, და ასევე სტრუქტურულად ახლოს მდგომი სხვა ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიმართ;

* ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;

* მაო-ს ინჰიბიტორებით თანხმლები მკურნალობა;

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის გამტარებლობის დარღვევა, არითმია;

* მანიაკალური მდგომარეობა;

* ღვიძლის და/ან თირკმელების მწვავე უკმარისობა;

*დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

*შარდის შეკავება;

* 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* მელიპრამინი არ შეიძლება მიიღონ ორსულმა ან მეძუძურმა ქალებმა.

განსაკუთრებული მითითებები:

* იმიპრამინმა შეიძლება გამოიწვიოს მანიაკალური მდგომარეობა ბიპოლარული აშლილობის მქონე ავადმყოფებში. ეს პრეპარატი არ შეიძლება გამოიყენებოდეს მანიაკალური ფაზის დროს.

* ანტიდეპრესანტები, მათ შორის იმიპრამინი, ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. ამიტომ, ავადმყოფები, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ კრუნჩხვითი მდგომარეობისადმი ან რომლებსაც აღენიშნებათ (ან ადრე ჰქონდათ) ეპილეფსია, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას მელიპრამინით მკურნალობისას. რეკომენდებულია ასეთი ავადმყოფების მეთვალყურეობა, ხოლო მათი ანტიეპილეფსიური მკურნალობის სათანადო კორექცია.

* სასურველია ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ მელიპრამინს, არ ჩაუტარდეთ ელექტროკრუნჩხვითი თერაპია.

პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რეკომენდებულია შემდეგი გამოკვლევები და ლაბორატორიული ანალიზები:

– არტერიული წნევის კონტროლი (განსაკუთრებით ლაბილური სისხლის მიმოქცევისა და ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში),

– ღვიძლის ფუნქციური სინჯები (განსაკუთრებით ღვიძლის დაავადებისას).

– ლეიკოციტური ფორმულა (ხელების და/ან ყელის ტკივილის დროს, რაც შეიძლება იყოს ლეიკოპენიის ან აგრანულოციტოზის გამოვლენა, აუცილებელია სისხლის ანალიზი; სხვა შემთხვევებში საკმარისია, გამოკვლევა იმიპრამინის მიღებამდე და რეგულარული საკონტროლო გამოკვლევები ხანგრძლივი თერაპიის დროს),

– ელექტროკარდიოგრამა (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას და ხანდაზმულ პაციენტებში).

* სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევა შეიძლება მხოლოდ პრეპარატის მიღებიდან 2-4 კვირის შემდეგ. ამიტომ, როგორც სხვა ანტიდეპრესანტების შემთხვევაში, სუიციდური მცდელობების რისკი მაშინვე არ მცირდება. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია ასეთი მცდელობებისადმი მიდრეკილი ავადმყოფების სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა მდგომარეობის  მნიშვნელოვან გაუმჯობესებამდე.

* შეიძლება საჭირო გახდეს დამხმარე თერაპია 6 ან უფრო მეტი თვის განმავლობაში. მისი დასრულება უნდა მოხდეს დღეღამური დოზის თანდათანობითი შემცირებით. პრეპარატის მოულოდნელმა შეწყვეტამ ან შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები (გულისრევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მოუსვენრობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, გულის რითმის დარღვევა, ექსტრაპირამიდული სიმპტომები).

* პანიკური მდგომარეობების მქონე ავადმყოფებში ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის პარადოქსული ზრდა. ჩვეულებრივ, ეს გრძელდება არა უმეტეს ორი კვირისა და მისი მკურნალობა შეიძლება ბენზოდიაზეპინების წარმოებულებით.

* ანტიდეპრესანტული თერაპიის საწყის პერიოდში ფსიქოზით დაავადებულ ავადმყოფებში შეიძლება გაძლიერდეს შფოთვა და აგზნება.

* ანტიქოლინერგული ეფექტის არსებობის გამო საჭიროა სიფრთხილე პრეპარატ მელიპრამინის დანიშვნისას შემდეგი მდგომარეობების დროს: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია ან მძიმე ყაბზობა, ვინაიდან მათი სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს.

* ცრემლისა და ლორწოს გამოყოფის შემცირებამ შეიძლება შეუქმნას უხერხულობა კონტაქტური ლინზების მქონე პაციენტებს, მათ შეიძლება დაუზიანდეთ რქოვანას ეპითელი.

* პრეპარატის მიღებისას აუცილებელია სიფრთხილე გულის იშემური დაავადების, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციების დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის (გლუკოზის დონის შეცვლა სისხლის პლაზმაში) მქონე ავადმყოფებში.

* ფეოქრომოციტომითა და ნეირობლასტომით დაავადებული ავადმყოფები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იღებდნენ პრეპარატ მელიპრამინს, რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული კრიზი.

* ჰიპერთირეოზით დაავადებული ავადმყოფები ან ისინი, ვინც იღებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას პრეპარატ მელიპრამინის მიღების დროს. ამ ავადმყოფებში შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი მოვლენები გულის მხრივ.

ავადმყოფებში, რომლებსაც დანიშნული აქვთ პრეპარატ მელიპრამინის ინექციები, მომატებულია არითმიისა და არტერიული ჰიპოტენზიის რისკი ანესთეზიის დროს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული.

* იმიპრამინით მკურნალობისას აღწერილია ეოზინოფილიის, ლეიკოპენიის, აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიისა და პურპურის ცალკეული შემთხვევები. ამიტომ რეკომენდებულია სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის რეგულარული შემოწმება.

* ანტიდეპრესანტებით ხანგრძლივი მკურნალობისას აღინიშნება კბილის კარიესის მაღალი სიხშირე. ამიტომ, რეკომენდებულია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები.

* ხანდაზმულ პაციენტებში და მოზარდებში უფრო მეტად არის გამოხატული გვერდით მოვლენები, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი კურსის დასაწყისში. ამიტომ ამ კატეგორიის ავადმყოფბში პრეპარატის საწყისი დოზები უნდა იყოს უფრო მცირე, ვიდრე მოზრდილებში.

* იმიპრამინმა შეიძლება გამოიწვიოს შუქმგრძნობელობა. მკურნალობის კურსის დროს თავი აარიდეთ მზის შუქის ინტენსიურ ზემოქმედებას (მაგალითად, მზის აბაზანების დროს).

* ხანდაზმულ მგრძნობიარე პაციენტებში მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ანტიქოლინერგული ფსიქოსინდრომი. ის გაივლის პრეპარატის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

* საჭიროა ავადმყოფების გაფრთხილება, რომ თავი აარიდონ ალკოჰოლის მიღებას პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის კურსის დროს.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა: პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის პირველი კურსის საწყის პერიოდში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, სადაც მაღალია უბედური შემთხვევების რისკი. შემდგომში, ამ შეზღუდვის ხანგრძლივობისა და დონის განსაზღვრა ინდივიდუალურია.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები:

ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემა): სისტემური თავბრუსხვევა, ძილიანობა, სტუპორი, ატაქსია შფოთვა, აგზნება, ჰიპერრეფლექსია, კუნთების რიგიდობა, ქორეოათეტოზი, კრუნჩხვები, კომა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია, გამტარებლობის დარღვევა, შოკი, გულის უკმარისობა, იშვიათად – გულის გაჩერება.

სხვა სიმპტომები: სუნთქვის დათრგუნვა, ციანოზი, გულისრევა, ცხელება, ოფლიანობა, მიდრიაზი, ოლიგურია ან ანურია.

მკურნალობა: იმიპრამინის გადაჭარბებულ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის სწრაფად მიყვანა საავადმყოფოში. აუცილებელია განსაკუთრებული მეთვალყურეობა არანაკლები 72 საათის განმავლობაში. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნაჩვენებია შემანარჩუნებელი, სიმპტომური მკურნალობა. პრეპარატის ანტიქოლინერგულ ეფექტთან დაკავშირებით კუჭის დაცლა შეფერხებულია 12 ან მეტი საათით. ამიტომ, პირველ რიგში უნდა მოხდეს პრეპარატის კუჭიდან გამოდევნა. ამისათვის შეიძლება ამოირეცხოს კუჭი ან, თუ პაციენტი გონზეა – გამოიწვიოს ღებინება. აგრეთვე შეიძლება აქტივირებული ნახშირის შეყვანა. უნდა მოხდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პარამეტრების, გაზების და სისხლის ელექტროლიტების მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება (მაგალითად, დიაზეპამი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, საინჰალაციო ანესთეთიკები და მიორელაქსანტები). შეიძლება, ასევე, ხელოვნური სუნთქვის განხორციელება, გულის რითმის პეისმეკერის, სისხლის პლაზმის მოცულობის გაზრდა, დოფამინისა ან დობუტამინის წვეთოვანი ინფუზია.

რეანიმაციული ღონისძიებები საჭიროა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში. სისხლის პლაზმაში იმიპრამინის დაბალი კონცენტრაციის გამო ჰემოდიალიზი და პერიტონული დიალიზი არ არის შედეგიანი. ამ პრეპარატის დიდი მოცულობით გავრცელების გამო ფორსირებული დიურეზი არ არის ეფექტური. ფიზოსტიგმინის შეყვანა იწვევს მძიმე ბრადიკარდიას, ასისტოლიასა და ეპილეფსიურ შეტევებს. ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება იმიპრამინის ჭარბი დოზირების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ შეიძლება მელიპრამინის დანიშვნა მაო- ს ინჰიბიტორებთან ერთად. ცენტრალური და პერიფერიული ნორადრენერგული ეფექტები სუმაციას განიცდის და ძლიერდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები (მაგალითად ჰიპერტონული კრიზი, მაღალი ცხელება, მიოკლონუსი, აგზნება, დელირიუმი და კომა).

– მაო-ს ინჰიბიტორების მიღების დასრულების შემდეგ პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის კურსის დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 3 კვირისა. თუმცა მოკლობემიდის (მაო-ს შექცეევადი ინჰიბიტორი) მიღების შემდეგ საკმარისია 24-საათიანი შესვენება.

– ანალოგიურად უნდა მოხდეს პაციენტების გადაყვანა ტრიციკლური ანტიდეპრესანტებიდან მაო-ს ინჰიბიტორებზე – პრეპარატებს შორის სამკვირიანი შესვენებით. ამ პრეპარატებიდან თითოეულის მიღება უნდა დაიწყოს უმცირესი შესაძლო დოზით. შეიძლება დოზის თანდათან ზრდა, მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის მუდმივი მეთვალყურეობის პირობებში.

– ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორები: პრეპარატ მელიპრამინისა და ციტოქრომის P4502D6 იზოფერმენტების ინჰიბიტორების ერთობლივმა შეყვანამ შეიძლება დააქვეითოს იმიპრამინის მეტაბოლიზმი და შესაბამისად გაზარდოს მისი დონე სისხლის პლაზმაში. ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, აგრეთვე, ნივთიერებები, რომლებიც არ მეტაბოლიზირდება ამ ფერმენტებით (მაგალითად, ციმეტიდინი ან მეთილფენიდატი), ასევე პრეპარატები, რომლებიც ფერმენტების სუბსტრატებს წარმოადგენს (მაგალითად, სხვა ანტიდეპრესანტები, ფენოთიაზინები, ანტიარითმიული პრეპარატები 1 C ტიპის – პროპაფენონი, ფლეკაინიდი).

– ყველა ანტიდეპრესანტი სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ბლოკატორების ჯგუფიდან სხვადასხვა ხარისხით თრგუნავს იზოფერმენტებს P450 2DD6. სიფრთხილით უნდა მოხდეს ამ პრეპარატთაგან ნებისმიერის მიღება იმიპრამინთან ერთად, აგრეთვე, პაციენტის გადაყვანა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ბლოკატორებიდან იმიპრამინზე (ან პირიქით). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფლუოქსეტინის მიღების შემთხვევაში მისი ნახევრად გამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო. ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გაზარდოს ანტიფსიქოზური პრეპარატების დონე სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტებისთვის კონკურენციის გამო.

– პერორალური კონტრაცეპტივები და ესტროგენები: ცალკეულ შემთხვევებში ქალებში, რომლებიც იყენებდნენ პერორალურ კონტრაცეპტივებსა ან ესტროგენებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად, მცირდებოდა ანტიდეპრესანტული ეფექტი და ძლიერდებოდა ინტოქსიკაციის სიმპტომები. ამიტომ ასეთი პრეპარატების ერთროული გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. ინტოქსიკაციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატთაგან ერთ-ერთის დოზის შემცირება.

– ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები: (ალკოჰოლი, ნიკოტინი, ბარბიტურატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები): ეს პრეპარატები ზრდიან იმიპრამინის მეტაბოლიზმს, რაც ამცირებს მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ასუსტებს ანტიდეპრესანტულ ეფექტს.

– პრეპარატები ანტიქოლინერგული ეფექტით (ფენოთიაზინები, პარკინსონიზმის საწინააღმდეგო და ანტიჰისტამინური საშუალებები, ატროპინი, ბიპერიდენი): ამ პრეპარატთაგან ნებისმიერის იმიპრამინთან ერთობლივმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (მაგალითად, ნაწლავების პარალიზური გაუვალობა). ამ პრეპარატების ერთობლივი მიღებისას პაციენტები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ და დოზებიც სათანადოდ უნდა შეირჩეს.

– ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებები (ოპიატები, ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები, ზოგადი ანესთეზიის საშუალებები, ალკოჰოლი): მელიპრამინთან მათი ერთობლივი შეყვანა აძლიერებს თითოეული პრეპარატის როგორც ძირითად, ასევე გვერდით მოვლენებს.

– ანტიფსიქოზური საშუალებები: ეს პრეპარატები ზრდის ანტიდეპრესანტების დონეს სისხლის პლაზმაში და ამით აძლიერებს მათ ძირითად და გვერდით ეფექტებს. ამასთანავე, შეიძლება დადგეს დოზის შემცირების საჭიროება. თიორიდაზინთან  ერთობლივმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არითმია.

– ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები: შეიძლება გაიზარდოს ანტიდეპრესანტული მოქმედება და გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ. ამ პრეპარატების ერთობლივი შეყვანისას აუცილებელია პაციენტზე მუდმივი მეთვალყურეობა.

– ადრენერგული ანტაგონისტები (გუანეტიდინი, ბეტანიდინი, რეზერპინი, კლონიდინი, მეთილდოფა): იმიპრამინთან ერთობლივი მიღებისას ამ პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული ეფექტები შეიძლება შესუსტდეს. ამიტომ იმიპრამინით მკურნალობაზე მყოფ ჰიპერტენზიით დაავადებულებს არტერიული წნევის ნორმალიზაციისათვის უნდა დაენიშნოთ დამატებით სხვა საშუალებები (მაგალითად, შარდმდენი, სისხლძარღვების გამაფართოვებლები, ბეტა-ბლოკატორები).

– სიმპტომიმეტური საშუალებები (ძირითადად ადრენალინი, ნორადრენალინი, იზოპროპილნორადრენალინი, ეფედრინი, ფენილეფრინი): მათი მოქმედება გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზ

Don`t copy text!