Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 544

მეზიმ ფორტე – MEZYM FORTE – МЕЗИМ ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

PANCREATIN

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პანკრეატინი

ამილაზა  ………….     4200 სე Ph. Eur.

ლიპაზა   …………..    3500 სეPh. Eur.

პროტეაზა …………..     250 სე Ph. Eur.

 

ვრცლად პანკრეატინი (დოზირება ინდივიდუალური)

მეზატონი – MEZATONUM – МЕЗАТОН

საერთაშორისო დასახელება:

Phenylephrine;

ქიმიური სახელწოდება:

1-(მეტა-ოქსიფენილ)-2-მეთილამინოეთანოლის ჰიდროქლორიდი;


მწარმოებელი
: შპს “საცდელი ქარხანა “სსსსც”-ს ფილიალი. უკრაინა.

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე;


შემადგენლობა
და გამოშების ფორმა:

საინექციო ხსნარი.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ……………   0.01 გ;

დამხმარე ნივთიერებები: ჰეპარინი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ადრენერგული და დოპამინერგული პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეზატონი განეკუთვნება ადრენომიმეტური ნივთიერებების ჯგუფს – α-ადრენორეცეპტორების მასტიმულირებლებს. იგი უმნიშვნელოდ მოქმედებს გულის β-ადრენორეცეპტორებზე. ავიწროვებს არტერიოლებს და ზრდის არტერიულ წნევას, გულის სისტოლურ მოცულობაზე პრაქტიკულად არ მოქმედებს. იწვევს გუგების გაფართოვებას (ნაკლებად ხანგრძლივად, ვიდრე ატროპინის მოქმედებისას და აკომოდაციაზე მოქმედების გარეშე), ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს შეუძლია დააქვეითოს თვალშიდა წნევა. კატექოლ-ო-მეთილტრანსფერაზას მოქმედების მიმართ უფრო მდგრადია, ვიდრე კატექოლამინები, რითიც აიხსნება მისი ეფექტების ხანგრძლივობა. კარგად აბსორბირდება როგორც შიგნით მიღებისას, ასევე პარენტერალური შეყვანისას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი სწრაფად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებში, გარდაიქმნება მაო-ს ზეგავლენით, ექსკრეტირდება ძირითადად შარდთან ერთად. ვენაში შეყვანისას ეფექტი გრძელდება 20 წუთი, კანქვეშ შეყვანისას – 40-50 წუთი.

გამოყენების ჩვენებები:

მეზატონი ინიშნება არტერიული წნევის მოსამატებლად კოლაფსისა და ჰიპოტენზიის დროს, რომლებიც ვითარდება სისხლძარღვების ტონუსის შემცირების შედეგად, ოპერაციებისათვის მზადებისას და ოპერაციების დროს, ჰიპოტონური დაავადების დროს, ცხვირის ლორწოვანის სისხლძარღვების შევიწროვების და ვაზომოტორული სურდოს დროს ანთებითი პროცესის შესუსტების მიზნით, როგორც ადრენალინის შემცვლელი ადგილობრივი საანესთეზიოების ხსნარებში, ინტოქსიკაციების, ინფექციური დაავადებების დროს, გუგის გასაფართოვებლად.

გამოყენების წესი და დოზები:

მეზატონი შეჰყავთ ვენაში, კანქვეშ, კუნთში, როგორც თვალის წვეთები/ხსნარი.

არტერიული წნევის მწვავე დაწევისას პრეპარატი, როგორც წესი, ვენაში შეჰყავთ დოზებით 0.1-0.3-0.5 მლ 1% ხსნარი გლუკოზას 20 მლ 5-20% ხსნარებში ან ასეთივე მოცულობით ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.

შეყვანა ხორციელდება ნელა, საჭიროების შემთხვევაში შეყვანა მეორდება. წვეთოვანი შეყვანისას შეჰყავთ 1 მლ მეზატონის 1% ხსნარი 250-500 მლ გლუკოზას 5% ხსნარში. კანქვეშ და კუნთში მოზრდილებში შეჰყავთ დოზებით 0.3-1 მლ 1% ხსნარი.

გუგის გასაფართოვებლად კონიუნქტივალურ პარკში აწვეთებენ პრეპარატის 1-2% ხსნარის 2-3 წვეთს.

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვებისა და ანთების გამოხატულობის შემცირების მიზნით იწვეთებენ 0.25-0.5% ხსნარს ან ლორწოვან გარსებზე ეს ხსნარები წაისმევა.

ადგილობრივ საანესთეზიოებს (საანესთეზიოს 10 მლ ხსნარზე) ემატება 0.3-0.5 მლ მეზატონის ხსნარი.

უმაღლესი დოზები მოზრდილებისათვის: ვენაში – ერთჯერადი 0.005 გ, დღე-ღამის 0.025 გ. კანქვეშ და კუნთებში – ერთჯერადი – 0.01 გ, დღე-ღამის – 0.05 გ.

გვერდითი მოქმედება:

შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ჭარბი დოზის შემთხვევაში, ჰიპერტენზია, გულისცემა, გულის პარკუჭების ფიბრილაცია, დისპეფსიური მოვლენები, ტვინში სისხლჩაქცევა, თავბრუსხვევა, შიშის შეგრძნება, შფოთვა, სისუსტე, თავის ტკივილი, სახის კანის სიფერმკთალე, ტრემორი, კრუნჩხვები. ადგილობრივი გამოყენებისას ოფთალმოლოგიაში – ტკივილი თვალში, თავის ტკივილი, კონიუნქტივის ჰიპერემია, ქუთუთოების ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენებები:

არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიდრეკილება სისხლძარღვების სპაზმებისაკენ, არასტაბილური სტენოკარდია, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მეზატონის სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი სუსტდება ამინაზინთან და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულებთან ერთად გამოყენებისას.

ფურაზოლიდონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი, ნორადრენალინის სწრაფად გამოთავისუფლების შედეგად.

ჭარბი დოზა:

შესაძლებელია პრეპარატის გვერდითი მოქმედების გაძლიერება, არტერიული წნევის მომატება, თავბრუსხვევა.

გამოყენების განსაკუთრებულობანი:

სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ნარკოზის დროს, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერთირეოზის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მეზატონი გამოიყენება მხოლოდ მკაცრი დანიშნულებით და ექიმის კონტროლის ქვეშ.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის
ვადა: 3 წელი.


გაცემის
პირობები:

რეცეპტით.

მედულაკ-WM – MEDULAC-WM – МЕДУЛАК – WM

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ლაქტულოზა, Lactulose

მწარმოებელი: World Medicine, ინგლისი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

180 მლ სიროფი მუქი ფერის შუშის ფლაკონში. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სიროფის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ლაქტულოზა …………….   667 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლაქტულოზა წარმოადგენს ლაქტოზის სინთეზურ წარმოებულს. იგი არ იშლება კუჭსა და წვრილ ნაწლავში შესაბამისი ფერმენტების არარსებობის გამო, პრაქტიკულად არ შეიწოვება.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ასტიმულირებს პერისტალტიკას, აუმჯობესებს ფოსფატებისა და კალციუმის მარილების შეწოვას, ზრდის ამიაკის დიფუზიას სისხლიდან კუჭ–ნაწლავში და ხელს უწყობს მის გამოყოფას ორგანიზმიდან.

ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად, ლაქტულოზა მსხვილ ნაწლავში იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავეებად – ძირითადად რძემჟავად, ნაწილობრივ ჭიანჭველმჟავად და ძმარმჟავად. ამ დროს მსხვილი ნაწლავის სანათურში მატულობს ოსმოსური წნევა და მცირდება pH, იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენს განავლის კონსისტენციის ნორმალიზაციას. ეს ხელს უწყობს ყაბზობის აღმოფხვრას, ნაწლავების დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას.

ამონიუმის შეკავშირებული იონების გამოყოფა ხორციელდება საფაღარათო ეფექტის განვითარებისას. საფაღარათო ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ. გარდა ამისა, განავალთან ერთად ლაქტულოზა გამოდევნის ნაღვლის მჟავებს, რის შედეგადაც მცირდება სისხლსა და ნაღველში ქოლესტერინის შემცველობა. გააჩნია მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდის დათრგუნვის უნარი. არ ამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას. არ იწვევს შეჩვევას.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ან ღვიძლისმიერი კომის/პრეკომის დროს პრეპარატის ეფექტს მიაწერენ აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად, ლაქტობაქტერიები) რაოდენობის ზრდის ხარჯზე პროტეოლიზური ბაქტერიების დათრგუნვას; მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზე ამიაკის იონურ ფორმაში გადასვლას; ოსმოსური ეფექტისა და pH-ის შემცირების ხარჯზე ნაწლავების დაცლას; ასევე, აზოტშემცველი ტოქსიური ნივთიერებების შემცირებას იმ ბაქტერიების სტიმულაციის გზით, რომლებიც ახდენენ ამიაკის უტილიზაციას ბაქტერიული ცილის სინთეზისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია დაბალია. არ შეიწოვება, აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც იშლება ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად. 45-70 მლ-მდე დოზების შემთხვევაში მთლიანად მეტაბოლიზდება; უფრო მაღალი დოზირებისას ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები:

– ყაბზობა: მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულაცია;

– განავლის დარბილება სამედიცინო მიზნით (ჰემოროიდული კვანძები, ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე და ანალურ მიდამოზე, პოსტოპერაციული პერიოდი);

– ნაწლავური დისბაქტერიოზი;

– ლპობითი დისპეფსიის სინდრომი (ადრეული ასაკის ბავშვებში მწვავე კვებისმიერი მოწამვლის შედეგად);

– სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტი, სალმონელამტარებლობა;

– ღვიძლისმიერი პრეკომა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ჰიპერამონიემია.

უკუჩვენება:

– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

– გალაქტოზემია;

– ლაქტოზას, გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა;

– ნაწლავთა გაუვალობა.

გვერდითი მოქმედება:

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.

ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ცვლის მოშლა.

გამოყენების წესი და დოზირება:

მედულაკ-WM მიიღება შიგნით. მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებს ექიმი ადგენს.

საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ სუფრის კოვზი შეესაბამება სიროფის 15 მლ, ჩაის კოვზი კი – 5 მლ.

ყაბზობის მკურნალობისას:

პრეპარატი მიიღება დღეში 1-ჯერ დილით ჭამის დროს. კლინიკური ეფექტი ვლინდება 1-2 დღის შემდეგ. დოზას ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

მოზრდილებში:

საწყისი დოზა – 15-45 მლ, შემანარჩუნებელი – 10-25 მლ.

ბავშვებში:

3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს  5 მლ, შემანარჩუნებელი – 5 მლ.

3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მლ, შემანარჩუნებელი – 5-10 მლ.

7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 15 მლ, შემანარჩუნებელი – 10 მლ.

როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.

პრეპარატის გამოყენება განავლის დარბილების მიზნით:

ინიშნება იგივე დოზით, როგორც ყაბზობის დროს.

ნაწლავური დისბაქტერიოზის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზები):

მოზრდილებში: 10 მლ;

ბავშვებში:

7 წლიდან და ზემოთ – 10 მლ;

4-7 წელი – 5 მლ;

1-3 წელი – 3 მლ;

1 წლამდე – 1.5-3 მლ.

სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტის დროს: პირველი 10-12 დღის განმავლობაში 15 მლ 3-ჯერ დღეში.

ერთ კვირიანი შუალედის შემდეგ იგივე დოზით 5-ჯერ დღეში.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის დროს: დასაწყისში 30-45 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში. შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე იმ გათვლით, რომ რბილი განავლის (pH მაჩვენებლით 5.0-5.5 საზღვრებში) სიხშირე არ აღემატებოდეს დღე-ღამეში 2-3-ს.

მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე და მეტი.

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის შიგნით მიღება შეუძლებელია, იგი ინიშნება ოყნის სახით: პრეპარატის 300 მლ იხსნება 700 მლ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლოა – დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.

მკურნალობა: პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

მედულაკ-WM-ის და ნაწლავში ხსნადი pH-დამოკიდებული გამოთავისუფლების მქონე პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ლაქტულოზა ამცირებს კუჭ-ნაწლავის შიგთავსის pH-ს და ცვლის ამ პრეპარატების გამოთავისუფლებას.

განსაკუთრებული მითითებები:

– დოზა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ყაბზობის დროს, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის. ასეთ ავადმყოფებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, პრეკომის/კომის მკურნალობისას.

– მეტეორიზმის (ჩვეულებრივ მეტეორიზმი ქრება თავისთავად მკურნალობიდან 2-3 დღის შემდეგ) თავიდან აცილების მიზნით გასტროკარდიალური სინდრომისას დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით.

– 2 დღის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არარსებობის ან მკურნალობის შემდეგ ყაბზობის განახლების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

– მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას (6 თვეზე მეტი) საჭიროა სისხლის შრატში ელექტროლიტების დონის რეგულარული კონტროლი.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

მედულაკ- WM-ის გამოყენება  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

მედულაკი-WM  არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება შუქისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C  ტემპერატურაზე (გაყინვა დაუშვებელია).

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.

მედროლი – MEDROL – МЕДРОЛ

საერთაშორისო დასახელება:

METHYLPREDNISOLONE

მწარმოებელი: PFAIZER, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: მეთილპრედნიზოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

მეთილპრედნიზოლონი ………….. 4 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

მეთილპრედნიზოლონი ………..    16 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და იმუნოდეპრესიული აქტივობა.

პრეპარატის მოქმედების შედეგად ანთების კერის მიდამოში მცირდება იმუნოაქტიური უჯრედების რაოდენობა და ვაზოდილატაცია, ადგილი აქვს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, ფაგოციტოზის დათრგუნვას, პროსტაგლანდინების პროდუქციის დაქვეითებას. 4 მგ მედროლის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება იდენტურია 20 მგ ჰიდროკორტიზონის მოქმედების. პრეპარატს გააჩნია მინიმალური მინერალოკორტიკოიდული აქტივობა (200 მგ მედროლი ექვივალენტურია 1 მგ დეზოქსიკორტიკოსტერონის).

მედროლი ხასიათდება კატაბოლური ეფექტით. იგი ამცირებს გლუკოზის უტილიზაციას პერიფერიული ქსოვილების მიერ, რაც იწვევს ჰიპერგლიკემიასა და გლუკოზურიას პირებში, რომელთაც გააჩნიათ მიდრეკილება შაქრიანი დიაბეტის განვითარებისადმი.

მედროლი ხელს უწყობს ლიპოლიზს, უმთავრესად, კიდურებში, აგრეთვე ხასიათდება ლიპოგენური მოქმედებით, რომელიც აშკარად არის გამოხატული თავის, კისრის და გულმკერდის მიდამოში, რაც იწვევს ცხიმების გადანაწილებას; პრეპარატმა  შესაძლებელია გამოიწვიოს ოსტეოპოროზი.

ფარმაკოკინეტიკა:

მედროლი პერორალურად მიღების შემდეგ აბსორბირდება წვრილ ნაწლავში.

პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 40-90%. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 სთ-ს.  მედროლი გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტის სახით.

ჩვენებები:

  • ენდოკრინული დაავადებები, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის პირველადი და მეორადი უკმარისობა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპოპლაზია;
  • ჰიპერკალციემია (სიმსივნური დაავადების გამო);
  • არაჩირქოვანი თირეოდიტი;
  • რევმატიული დაავადების გამწვავების დროს გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში: რევმატოიდული ართრიტი, რევმატიული კარდიტი, ოსტეოართროზი, მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ტენდოსინოვიტი, პოდაგრული მწვავე ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილიზირებელი სპონდილიტი;
  • კოლაგენური დაავადებების გამწვავების დროს, როგორიცაა: სისტემური წითელი მგლურა, სისტემური დერმატომიოზიტი. ან ამ დაავადებების შემანარჩუნებელი თერაპიისათვის;
  • კანის მძიმე ფორმის დაავადებები, როგორიცაა მაგალითად: მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, მძიმე ფორმის სებორეული დერმატიტი და ფსორიაზი;
  • მძიმე ფორმის ალერგიული დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩვეულებრივ მკურნალობას, მათ შორის: ბრონქული ასთმა, მძიმე ფორმის კონტაქტური დერმატიტი, შრატისმიერი დაავადება;
  • მძიმე ფორმის ალერგიული და ანთებითი დაავადებები თვალის დაზიანებით, მათ შორის ირიტები, ირიდოციკლიტები, ქორიორეტინიტები, დიფუზური უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, კერატიტი, რქოვანას ალერგიული კუთხოვანი წყლულები;
  • წყლულოვანი კოლიტისა და რეგიონული ენტერიტის გამწვავების ფაზაში გამოიყენება როგორც კომბინირებული თერაპიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი;
  • სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მათ შორის: სიმპტომური სარკოიდოზი, ფილტვების დისიმინირებული ან კეროვანი ტუბერკულოზი (ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში), ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობის სხვა ფორმას);
  • ჰემატოლოგიური დაავადებები: შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია, მოზრდილებში, მეორადი თრომბოციტოპენია, ერითრობლასტოპენია (ერითროციტული ანემია), თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლასტური ანემია, ლიმფომებისა და ლეიკოზის დროს პალიატური თერაპიის სახით;
  • მოზრდილებში ლეიკოზები და ლიმფომები;
  • ბავშვებში მწვავე ლეიკოზი;
  • რეგიონული ენტერიტი;
  • გაფანტული სკლეროზი გამწვავების ფაზაში;
  • ორგანოს ტრანსპლანტაციის შედეგად გამოწვეული შენელებული რეაქციის პროფილაქტიკა;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • ტვინის შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ტვინის სიმსივნით;
  • ტუბერკულოზური მენინგიტის დროს სუბარაქნოიდული ბლოკის საშიშროებით ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება:

მედროლის დოზა დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

მედროლის საწყისი დოზა დაავადების სიმძიმის მიხედვით დღეში შეადგენს 4-დან 48 მგ-მდე.

გაფანტული სკლეროზის დროს დოზა შეიძლება შეადგენდეს დღეში 200 მგ-ს; ტვინის შეშუპების დროს _ ერთხელ დღეში 200 მგ-ს ან 1 გ-ს;

ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს _ დღეში 7 მგ/კგ-მდე სხეულის წონის მიხედვით.

პრეპარტის მიღებიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში თუკი არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, მაშინ საჭიროა შევწყვიტოთ თანდათან პრეპარატის მიღება. სასურველი ეფექტის მიღების შემდეგ მედროლის საწყის დოზას თანდათან ამცირებენ სასურველი ეფექტის შენარჩუნებით. ადექვატური დოზის მიღწევის შემთხვევაში ხდება მასზე მუდმივი კონტროლი.

პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ახდენენ დოზის კორექციას. შემანარჩუნებელ დოზად ტოვებენ მინიმალურ დოზას, რომელიც საჭიროა სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღებად. დოზის ადექვატურობაზე აწესებენ შესაბამის კონტროლს. კლინიკური სტატუსის ცვლილებებისას (რემისია ან გამწვავება, ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატება პრეპარატებზე) და/ან სტრესული სიტუაციებისას, რომლებიც ახდენენ ზეგავლენას პაციენტზე აწარმოებენ დოზის კორექციას. ზოგჯერ იყენებენ ალტერნატიულ თერაპიას, როდესაც პაციენტი დილას ღებულობს დღეგამოშვებით დოზას, რომელიც შეესაბამება დღიურ გაორმაგებულ დოზას (ხანგრძლივი მკურნალობისას სასურველი ეფექტის მისაღწევად და გვერდითი ეფექტების მინიმიზაციისათვის).

გვერდითი მოვლენები:

ენდოკრინული სისტემის მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის ჰიპოფიზური დათრგუნვა, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, სტეროიდული დიაბეტი, ცილების კატაბოლიზმის შედეგად გამოწვეული უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი, ბავშვებში სიმაღლეში ზრდის შეფერხება.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: სტეროიდული მიოპათია, კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, ძვლების ასეპტიური ნეკროზი.

ცნს-ის მხრივ: თავის ქალას შიდა წნევის მომატება, ნათხემის ფსევდოსიმსივნე, ფსიქიური დარღვევები, კრუნჩხვები.

მხედველობის ორგანოების მხრივ: უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, თვალშიდა წნევის მომატება, ეგზოფტალმი, თვალის მეორადი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სოკოებითა და ვირუსებით.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, მოსალოდნელი სისხლდენით და პერფორაციით.

პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული იმუნოდეპრესიული გვერდითი მოვლენები: იმუნიტეტის დაქვეითება, ლატენტური და ოპორტუნისტული ინფექციების გამწვავება, ჭრილობის რეგენერაციის უნარის გაუარესება.

წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: სითხისა და ნატრიუმის შეკავება, გულის უკმარისობა, კალიუმის ნაკლებობა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.

მეტაბოლური გვერდითი მოვლენების მხრივ: ცილების კატაბოლიზმის შედეგად აღინიშნება უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი.

უკუჩვენებები:

* სისტემური სოკოვანი დაავადებები;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მედროლით მკურნალობის დროს გართულებები მოსალოდნელია მისი მაღალი დოზით და ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის შემთხვევაში, ამიტომ საჭიროა მოსალოდნელი სარგებელისა და რისკის გათვალისწინება თითოეული კონკრეტული შემთხვევის დროს.

* პრეპარატის მიღების დაწყება რეკომენდებულია დაბალი დოზით, ხოლო მისი შეწყვეტის აუცილებლობისას ეს პროცესი ხდება თანდათან.

* მედროლის გამოყენებისას მოსალოდნელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარება, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში აღინიშნება.

  • * ამ და ყველა სხვა სტრესული მდგომარეობისას, რომელიც წარმოიშობა ამ პერიოდში გამოიყენება ჰორმონული თერაპიის და მინერალოკორტიკოიდული პრეპარატების კომბინაცია.

* პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ვაქცინაციისა და იმუნიზაციის პროცედურის ჩატარება.

* ინაიდან ბავშვებში მედროლი იწვევს სიმაღლეში ზრდის დათრგუნვას, ამიტომ იგი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

* ციროზით დაავადებულ პაციენტებში მედროლის ეფექტი ვლინდება ძლიერად.

* თვალის ჰერპესული დაზიანების დრო მედროლი გამოიყენება სიფრთხილით, რათა არ განვითარდეს რქოვანას პერფორაცია.

* მედროლი სიფრთხილით გამოიყენება:

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დივერტიკულიტის, ნაწლავური ანასტომოზების არსებობისას, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის აქტიური, ან ლატენტური წყლულოვანი დაავადების, ჩირქოვანი ინფექციების ან აბსცესების დროს, თირკმელების უკმარისობისას, არტერიული ჰიპერტენზიის, ოსტეოპოროზის მიასთენიის დროს. არასტაბილური, ან ფსიქოზური ტენდენციების მქონე პაციენტებში მედროლი აძლიერებს მათ ამ თვისებას.

* წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ გვერდითი მოვლენების შესამცირებლად ინიშნება დიეტა, შეზღუდული ნატრიუმით და მომატებული კალიუმის შემადგენლობით.

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

* ბავშვებში, რომლებმაც მუცლად ყოფნის პერიოდში მიიღეს მედროლის მნიშვნელოვანი დოზა, საჭიროა ექიმის მიერ საგულდაგულო შემოწმების ჩატარება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის ნიშნების გამოსავლენად.

ჭარბი დოზირება:

მედროლის ერთდროული გამოყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად, ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს ჰიპოპროთრომბინემიით შეპყრობილ პაციენტებში.

არ არსებობს მონაცემები მწვავე ინტოქსიკაციის შესახებ. პრეპარატი გამოიყოფა დიალიზის შედეგად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მედომიცინი – MEDOMYCIN – МЕДОМИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

DOXYCYCLINE

მწარმოებელი: MEDOCHEMIE

მოქმედი ნივთიერება: დოქსიციკლინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; ტეტრაციკლინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 და 100 ც.

1 კაფს.

დოქსიციკლინი  ………..  100 მგ

 

ვრცლად ზადორინი

მედიქრონალ-დარნიცა – MEDICHRONALUM-DARNITSA – МЕДИХРОНАЛ-ДАРНИЦА

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პაკეტი N1

გრანულები პერორალური მიღებისათვის:

პაკეტი 1 ც.

1 პაკ.

გლუკოზა ……………………    17.5 გ

პაკეტი N2

გრანულები პერორალური მიღებისათვის:

პაკეტი 1 ც.

1 პაკ.

ამინოძმარმჟავა (გლიცინი) ……… 7 გ

ნატრიუმის ფორმიატი …………  3.5 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

მედიქრონალ-დარნიცა წარმოადგენს ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალო პათოგენეტიკურ საშუალებას. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ალკოჰოლის ცვლაზე გავლენით, კერძოდ ძმრის ალდეჰიდის შეკვრით – ეთანოლის დამჟავების პროდუქტი. პეპარატი აძლიერებს კატექოლამინების, განსაკუთრებით ნორადრენალინის სინთეზს, რაც აუმჯობესებს მედიაციის პროცესებს, სტიმულირებს ლიმბიკო-რეტიკულარულ კომპლექსს, ზრდის თავის ტვინის ფუნქციონალურ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა: აღწერილი არ არის.

ჩვენებები:

მედიქრონალ-დარნიცა რეკომენდებულია მწვავე ალკოჰოლური და აბსტინენტური მდგომარეობების მოსახსნელად და ფიზიკური დამოკიდებულების ასარიდებლად ქრონიკული ალკოჰოლიზმისას. ასევე გამოიყენება ალკოჰოლიზმის მეორადი პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

მედიქრონალ-დარნიცას უნიშნავენ უფროსებს შინაგანად ჭამის შემდეგ, ორივე პაკეტის (N1 და N2) შიგთავსის წინასწარ 1/2-3/4 თბილი წყლით ჭიქაში გაზავებით. ერთჯერადი დოზა შეადგენს 28.5 გ (ორივე პაკეტის კომპონენტების საერთო მასა).

მწვავე ალკოჰოლური და აბსტინენტური მდგომარეობების მოსახსნელად პრეპარატს იყენებენ პირველ დღეს 1-2-ჯერ დღეში დოზით 28.5 გ, შემდეგი 2-3 დღე – 28.5 გ ერთხელ დღეში.

ქრონიკული ალკოჰოლიზმის მკურნალობისას და ალკოჰოლიზმის მეორადი პროფილაქტიკის საჭიროებისას პრეპარატს ნიშნავენ ყოველდღიურად თითო შეფუთვა (28.5 გ) 7 დღის განმავლობაში, სულ 3 კურსი მათ შორის შუალედური სამდღიანი შესვენებებით..

გვერდითი მოქმედება:

მედიქრონალ-დარნიცა კარგად აიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს კანის ქავილი, რომლის გამოვლინებისას პრეპარატის დოზას ამცირებენ.

უკუჩვენებები:

* შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მედიქრონალ-დარნიცას ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის დოზის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის ქვეშ.

კლინიკური მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყნების უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

მედილოლი-დარნიცა – MEDILOL-DARNITSA – МЕДИЛОЛ-ДАРНИЦА

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ცნს-ის დამამშვიდებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავას მენთოლის ეთერში ….    60 მგ

მედექსოლი თვალის/ყურის წვეთები – MEDEXOL EYE /EAR DROPS – МЕДЕКСОЛ ГЛАЗНЫЕ/УШНЫЕ КАПЛИ

საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHASONE 

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდული ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვლის/ყურის წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 5 მლ.

1 მლ

დექსამეტაზონი ……………….    1 მგ

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.02%;

დამხმარე ნივთიერებები:

კრეატინინის ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბორატი, პოლისბორატი 80, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსამეტაზონი არის გლუკოკორტიკოსტეროიდი, რომელსაც მინერალოკორტიკოიდული აქტივობა არ გააჩნია.

ახდენს გამოხატულ ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას. დექსამეტაზონი აქტიურად თრგუნავს ანთებით პროცესებს, ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამონთავისუფლებით, პოხიერი უჯრედებიდან გამონთავისუფლებული მედიატორების მიგრაციის დათრგუნვით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.

ჩვენებები:

  • ალერგიული ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი;
  • მწვავე და ქრონიკული ირიტი, ირიდოციკლიტი;
  • ოპერაციის შემდგომ პერიოდში ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • თერმული და ქიმიური დამწვრობა (რქოვანას დეფექტების სრული ეპითელიზაციის შემდეგ);
  • მწვავე გარეთა და შუა ოტიტი, დაფის აპკის დაზიანების გარეშე (მათ შორის სასმენი მილის ინფიცირებული ეგზემა).

მიღების წესი და დოზირება:

მედექსოლის ერთ ან ორ წვეთს იწვეთებენ კონიუნქტივალურად ყოველ 3-6 საათში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვი.

უფროსებში: 1-5 წვეთი ყურში დღე-ღამეში 2-ჯერ, 6-10 დღის განმავლობაში;

ბავშვებში: 1-2 წვეთი ყურში დღე-ღამეში 2-ჯერ 6-10 დღის განმავლობაში. გამოყენებამდე რეკომენდებულია ფლაკონის ხელით გათბობა, ყურში ცივი სითხის მოხვედრით უსიამოვნო შეგრძნების არიდების მიზნით. ყურში ჩაწვეთების შემდეგ თავი რამდენიმე წუთით საპირისპირო მხარეს უნდა გადააბრუნოთ.

ინფორმაცია პაციენტთათვის:

პიპეტის ბოლო არანაირ ზედაპირს არ მიაკაროთ, რათა აცილებულ იქნეს ფლაკონში ბაქტერიების მოხვედრა.

მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზები არ გამოიყენოთ.

გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.

გვერდითი მოვლენები:

– სტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებისას შესასძლოა გამოვლინდეს თვალშიგა წნევის მომატება შემდგომში გლაუკომის შესაძლო განვითარებით, რის შედეგადაც ვითარდება მხედველობის ნერვისა და მხედველობის არის დამახასიათებელი დაზიანებები (ამიტომ კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების გამოყენებისას 10 დღეზე მეტ ხანს, თვალშიგა წნევა რეგულარულად უნდა იზომებოდეს); უკანა სუბკაფსულური კატარაქტა;

– ჭრილობების შეხორცების შენელება (რქოვანას ან სკლერის გათხელებით გამომწვევი დაავადებებისას შესაძლებელია ფიბროზული გარსის დაზიანება სტეროიდული პრეპარატების ადგილობრივად გამოყენებისას);

– დაფის აპკის სიმრთელის დაღრვევისას – სმენაზე და ვესტიბულარულ აპარატზე ტოქსიკური ზემოქმედების რისკი;

– შესაძლებელი ალერგიული რეაქციები.

მეორადი ინფექცია:

ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების გამოყენების შემდეგ შესაძლოა მეორადი ინფექციის განვითარება.

მეორადი ბაქტერიული ინფექცია შესაძლოა წარმოიშვას, როგორც ავადმყოფის ორგანიზმის დამცავი რეაქციის დათრგუნვის შედეგი. თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებებისას გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შენიღბონ ან გააძლიერონ უკვე არსებული ინფექციური პროცესი.

რქოვანას სოკოვან დაზიანებას ტენდენცია გააჩნია განსაკუთრებით ხშირად წარმოიშვას სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში რქოვანაზე შეუხორცებელი წყლულების გამოჩენა ადასტურებს სოკოვანი ინვაზიის განვითარებას.

უკუჩვენებები:

* კერატიტი, რომლის გამომწვევია herpes simplex, ჩუტყვავილა, რქოვანასა და კონიუნქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;

* თვალის მიკრობაქტერიული ინფექციები;

* თვალის სოკოვანი დაავადებები;

* თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები;

* ყურის ვირუსული და სოკოვანი ინფექციები, დაფის აპკის პერფორაცია;

* ჰიპერმგრძნობელობა დექსამეტაზონის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

გამოყენება ორსულობის დროს: დექსამეტაზონი ორსულობისას მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც მკურნალობის ეფექტურობა დედისათვის ჭარბობს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება: ძუძუთი კვების დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მედეზოლი – MEDEZOL – МЕДЕЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

ლანსოპრაზოლი

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

ედზაჩიბაში  ზენტივა საღლიქ ურუნლერი სან.ვე თიჯ.ა.შ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები #14, თითოეული კაფსულა შეიცავს 30მგ ლანსოპრაზოლს.

კუჭის წვენის მჟავიანობის მიმართ მდგრადი თითოეული კაფსულა შეიცავს ლანსოპრაზოლს-30მგ-ს ენტერული გარსის მქონე მიკროპელეტების სახით. საღებავი ნივთიერების სახით გამოყენებულია კარმინი, ინდიგო, ტიტანის ორჟანგი, რკინის ჟანგი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლანსოპრაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის ჯგუფის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს. იგი სელექტიურად თრგუნავს (H+-K+) – ატფ-აზას აქტივობას, რომელიც მონაწილეობას ღებულობს კუჭის წვენის სეკრეციის ბოლო ეტაპზე. ლანსოპრაზოლი პარიეტულ უჯრედებში აღწევს სისხლიდან, გარდაიქმნება აქ არსებული მჟავე გარემოს ზეგავლენით აქტიურ ფორმად და უერთდება რა SH-ჯგუფებს, ახდენს (H+-K+) ატფ-აზას ინაქტივობას. ლანსოპრაზოლი არ ხასიათდება ანტიქოლინერგული მოქმედებით და არ წარმოადგენს ჰისტამინური H2 რეცეპტორების ანტაგონისტს.

ლანსოპრაზოლის მიღებისას სავსე კუჭის შემთხვევაში პრეპარატის შეწოვის ხარისხი მცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება მშიერ კუჭზე. ლანსოპრაზოლის მშიერ კუჭზე მიღებისას მისი მაქსიმალური კონცეტრაცია სისხლის პლაზმაში – 1.038 მგმლ-აღინიშნება არა უგვიანეს 2,2 სთ-ში. პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 97%-ს.

ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.

პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 90წთ-ს, გამოიყოფა ძირითადად ნაწლავებიდან განავალთან ერთად. პრეპარატის მიღებული დოზის 15-30% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდით.

პრეპარატის ერთჯერადი დოზა კუჭის წვენის სეკრეციას აინჰიბირებს 36სთ-ის განმავლობაში.

კვლევებით დადგენილია, რომ ლანსოპრაზოლის ხაგძლივად გამოყენაბისას იგი უარყოფითად არ მოქმედებს ორგანიზმზე და მისი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ასაკთან დამოკიდებულებით არ იცვლება.

ჩვენება:

  • 12-გოჯა ნაწლავის წყლული;
  • კუჭის წყლული;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის ხანგრძლივი მკურნალობა, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით;
  • H.pylori-ით გამოწვეული წყლულის კომპლექსური მკურნალობა.

უკუჩვენება:

პრეპარატის შემცველი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

განსაკუთრებული მითითებანი:

18 წლამდე ასაკის პირებში პრეპარატის გამოყენება შესწავლილი არ არის, ამიტომ აღნიშნულ ასაკამდე მისი გამოყენება ნებადართული არ არის. ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზა კორექციას არ საჭიროებს.

კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის მქონე ხანდაზმულ პირებში ან ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული კუჭის დაავადებების დროს ლანსოპრაზოლით მკურნალობა ტარდება სიფრთხილით. ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში პლაზმური კონცეტრაციის მრუდი იზრდება და პრეპარატის გამოყოფა ფერხდება.

ექსპერიმენტში ცხოველებზე დადგენილ იქნა, რომ ლანსოპრაზოლის დიდი დოზებით მიღებისას, ნაყოფის სისხლში მისი კონცენტრაცია გაცილებით მაღალ დონეს აღწევს, ვიდრე დედის სისხლში. ამიტომ, ორსულობისა ან მასზე ეჭვის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის. ლანსოპრაზოლი აღწევს დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.

გვერდითი მოვლენები:

ლანსოპრაზოლი ძირითადად კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია ქავილის შეგრძნება, პარესთეზია. პაციენტებში აღნიშნული გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, აუცილებელია მათი კონტროლი, განსაკუთრებით ღვიძლის დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში.

იშვიათად შესაძლებელია: ანემია, ლეიკოციტოპენია, ეოზინოფილია, ობსტიპაცია, დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, თავის ტკივილი, ძილიანობა ან უძილობა და სხეულის ტემპერატურის მომატება. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძირითადად ზედაპირული და ტრანზიტორული ხასიათისაა და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის ძირითად მიზეზს არ წარმოადგენს.

გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემის მეშვეობით.

– ჯანმრთელ მოხალისეებზე კვლევით დადგენილი იქნა, რომ პრეპარატი ურთიერთქმედებს ვარფარინთან, ანტიპირინთან, ინდომეტაცინთან, იბუპროფენთან, ფენიტოინთან, პროპანოლოლთან, პრედნიზოლონთან, კლარიტრომიცინთან, ტერფენადინთან და დიაზეპამთან, ვინაიდან ისინი მოქმედებენ ციტოქრომ P-450 სისტემაზე.

– ლანსოპაზოლისა და თეოფილინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება თეოფილინის კლირენსის მცირე მომატება (10%). ამიტომ აღნიშნული კომბინაციის  აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფებზე დაკვირვება პრეპარატის დოზის კორექციისათვის.

– ლანსოპრაზოლის ერთდროული გამოყენებისას სუკრალფატთან ადგილი აქვს პრეპარატის ბიოაქტივობის შემცირებას 30%-ით. ამიტომ ინიშნება სუკრალფატის მიღებამდე 30წთ-ით ადრე.

– ლანსოპრაზოლი აინჰიბირებს კუჭის წვენის გამოყოფას, რის გამოც იგი ამცირებს იმ პრეპარატის ბიოშეღწევადობას,  რომელთა ბიოაქტივობისათვის აუცილებელია pH-ის მჟავე მაჩვენებელი: კეტოკონაზოლი, ამპიცილინი, რკინის მარილები, დიგოქსინი.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ანტაციდებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება უზმოზე. საჭიროა მიკროპელეტირებული ნაწილაკებიანი კაფსულის მთლიანად დაუღეჭავად გადაყლაპვა.

12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ლანსოპრაზოლი ინიშნება 30მგ(1 კაფს.) ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს -30მგ (1 კაფს.) ერთხელ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.

ლანსოპრაზოლის ეფექტურობა ჯერ კიდევ დადგენილი არ არის, რის გამოც მას არ იყენებენ პეპეტიური წყლულის დროს და რეფლუქს-ეზოფაგიტის ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

ხანდაზმულ პაციენტებში პრაპარატის დოზა კორექციას არ საჭიროებს.

ჰიპერსეკრეციის (ზოლინგერ–ელისონის სინდრომი) დროს – 60მგ (2 კაფს.) ერთხელ დღეში. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 120-180მგ-მდე.

პრეპარატის 90მგ-ზე მეტი დოზით მიღებისას, საჭიროა სადღეღამისო დოზის დაყოფა 2-ჯერად მიღებაზე.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული დუოდენური წყლულის მკურნალობისას ლანსოპრაზოლი ინიშნება ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.

ჰიპერდოზირება:

აღწერილი არ არის.

ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის კომპლექსი.

პრეპარატი ორგანიზმიდან დიალიზის გზით არ გამოიყოფა

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).

ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მედაზეპამი (აქტიური ნივთიერება) – MEDAZEPAM – МЕДАЗЕПАМ

ფარმაკოლოგიური თვისებები

მედაზეპამი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ტრანკვილიზატორს. იგი ხასიათდება ანქსიოლიზური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალური მიორელაქსაციური თვისებებით. ტიპური ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორებისაგან განსხვავებით, პრეპარატის სედატიური და საძილე მოქმედება ნაკლებადაა გამოხატული, ამიტომ მედაზეპამი მიეკუთვნება ე.წ. „დღის“ ტრანკვილიზატორებს.

მედაზეპამი ურთიერთქმედებს თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში ლოკალიზებულ სპეციფიკურ ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებზე და ხელს უწყობს გამა-ამინოერბოსმჟავას (გაემ) რეცეპტორების ალოსტერიულ აქტივაციას. ამის შედეგად ადგილი აქვს გაემმიმეტური ეფექტების განვითარებას, რაც იწვევს ქლორის ანიონის არხების გახსნას და ამ უკანასკნელის მიერ ნეირონების მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას და ნეირონული აქტივობის დაქვეითებას.

ჩვენებები

  • ნევროზი, ფსიქოპათიები;
  • მომატებული აგზნებით, გაღიზიანებით, ემოციური ლაბილობით მიმდინარე ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;
  • ფსიქოსომატური და ფსიქოვეგეტატური ჩივილები, მათ შორის გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური ლაბილობა;
  • შაკიკი;
  • კლიმაქტერიული ნევროზის სინდრომი;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პირებში აბსტინენცისიის სინდრომის კურირების მიზნით.
  • „სკოლის პერიოდის“ ნევროზები, ფსიქიური ლაბილობა და ძლიერი აგზნება ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში შიგნით მისაღებად ინიშნება 5 მგ პრეპარატი 2-3-ჯერ დღეში, შემოდგომში დოზას თანდათანობით ზრდიან 30 მგ-მდე დღეში.

ამბულატორულ პირობებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 5 მგ დოზით დილას და შუადღეს და 10 მგ საღამოს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზდა 40 მგ-მდე დღეში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და მოზარდებში ინიშნება 10-20 მგ პრეპარატი დღეში;

ბავშვებში – 2 მგ/კგ წონაზე დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე პრეპარატის მიმართ. მაქსიმალური დოზები მოზრდილებში ამბულატორული მკურნალობის დროს შეადგენს 40 მგ-ს, ხოლო სტაციონალურ პირობებში – 60 მგ-ს დღეში.

გვერდითი მოვლენები

ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია სუსტი გადაღლილობის შეგრძნება. თავის ტკივილი.

ხანდაზმულ პაციენტებში და ბავშვებში მეტად გამოხატულია დეზორიენტაცია, აგრესიულობა, კუნთების სისუსტე. ხანდაზმულ პაციენტებში და გონებრივად ჩამორჩენილ ავადმყოფებში შესაძლებელია ატაქსია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება იმპოტენცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას იშვიათად აღინიშნება ფილტვების ჰიპოვენტილაციის სიმპტომები.

უკუჩვენებები

* მედაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მიასთენია, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მკაცრი ჩვენებების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში.

♦ შესაძლებლობისდა მიხედვით, მედაზეპამის გამოყენება მიზანშეწონილია ხანმოკლე დროის განმავლობაში, რადგან მისი ხანგრძლივად გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალ დოზებში, შესაძლებელია წამლისადმი დამოკიდებულების განვითარება.

♦ ფიზიკური დამოკიდებულება იშვიათად აღინიშნება თუმცა პრეპარატის გადაჭარბებული დოზებით მიღებისას ადგილი აქვს ტოლერანტობისა და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებას.

♦ აბსტინენციის სინდრომის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მედაზეპამის დოზის თანდათანობითი შემცირება.

♦ ბავშვებში მედაზეპამის გამოყენება ხდება მკაცრი ჩვენებების მიხედვით.

ბენზოდიაზეპინებით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია გონებრივი პროცესის და მეხსიერების დარღვევა.

♦ მკურნალობის პროცესში ალკოჰოლური სასმელების მიღება ნებადართული არ არის.

♦ პრეპარატის მიღებისას აკრძალულია ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– მედაზეპამის კომბინაციით ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების მქონე პრეპარატებთან შესაძლებელია ცნს-ის ფუნქციის დათრგუნვის გაძლიერება.

– ორალური კონტრაცეპტივები აფერხებენ მედაზეპამის ბიოტრანსფორმაციას, რაც იწვევს მისი მოქმედების ინტენსივობის და ხანგრძლივობის გაძლიერებას.

Don`t copy text!