Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 546

მეგადინი – MEGADYN – МЕГАДИН

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac. San, თურქეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინებისა და მინერალების კომბინაცია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

ვიტამინები:

ვიტამინი A ………………………………10.000სე
ვიტამინი B1 ……………………………..20 მგ
ვიტამინი B2 ……………………………..5 მგ
კალციუმის პანთოტენატი ………………..11.6 მგ
ვიტამინი B6 ……………………………..10 მგ
ვიტამინი B12 …………………………….0.005 მგ
ვიტამინი C ………………………………150 მგ
ვიტამინი D3 ……………………………..500 სე
ვიტამინი E ………………………………10 მგ
ბიოტინი ………………………………..0.25 მგ
ნიკოტინამიდი ………………………….50 მგ

მინერალები

რკინა …………………….10 მგ
ფოსფორი ………………..25.8 მგ
კალციუმი ………………..50 მგ
მაგნიუმი …………………36.2 მგ
მანგანუმი ………………..0.5 მგ
სპილენძი…………………1 მგ
თუთია …………………..0.5 მგ
მოლიბდენი ………………0.1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეგადინი ვიტამინებისა და მინერალების მაღალეფექტური კომპლექსია.

ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, კანისა და ლორწოვანის ეპითელიუმის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში. სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ინფექციებისაგან დაცვაში და ადამიანის სიბნელეში ადაპტაციის პროცესებში.

ვიტამინი E იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზეგავლენისაგან და მაშასადამე, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.

ვიტამინი C მონაწილეობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესში, კოლაგენის სინთეზში, კბილებისა და ძვლოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების პროცესში განაპირობებს ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდას.

B ვიტამინების კომპლექსი მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში.

ვიტამინი D უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის აუცილებელ კონცენტრაციას სისხლში, უნარჩუნებს ძვლებსა და კბილებს ნორმალურ მდგომარეობას;

ნიკოტინამიდი და ბიოტონი ასრულებენ მთავარ როლს ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებში.

ფოსფორი და კალციუმი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის.

თუთია, მოლიბდენი, მანგანუმი და მაგნიუმი წარმოადგენენ უჯრედების სიცოცხლისათვის აუცილებელ ელემენტებს.

ჩვენებები:

  • მასშტაბური ოპერაციული ჩარევების წინ და შემდეგ;
  • მძიმე დამწვრობები;
  • ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებები;
  • შეწოვის ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან;
  • ყველა იმ მდგომარეობისას, რომელსაც თან ახლავს ვიტამინების დეფიციტი.

მიღების წესი და დოზირება:

თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება მოზრდილებში ინიშნება 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კანისმხრივი ალერგიული რეაქციები და ლორწოვანის წყლულოვანი დაზიანებები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ, არაკონტროლირებად მიღებასთან.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ვიტამინის B1 ან სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

* მაღალი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ (განსაკუთრებით ვიტამინები -A და D) შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპერვიტამინოზის განვითარებამდე.

ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ვიტამინი A მაღალი დოზებით გამოყენებამ (50000 სე 18 თვის განმავლობაში) არ გამოიწვია ტერატოგენული ეფექტი.

* ორსულებში კლინიკური კვლევების სიმცირის გამო სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 500 სე.

* პრეპარატის შემადგენლობაში რკინის შემცველობის გამო განავალი შეიძლება შეიღებოს შავად.

* არ არის რეკომენდებული ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება.

* არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ გამოიყენება ლევოდოფასთან ერთად. ერთდროული გამოყენება ამცირებს ლევოდოფას ანტიპარკინსონულ მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C  ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მეგა B 500 SR – MEGA B 500SR – МЕГА Б 500SR

B ვიტამინების კომპლექსი

გამოშვების ფორმა: №20 ტაბლეტი

ვიტ. B1 (თიამინის ნიტრატი) ………….. 250მგ

ვიტ. B2 (რიბოფლავინი) …………………  15მგ

ვიტ. B6 (პირიდოქსინი)  ………………… 200მგ

ვიტ. B9 (ფოლიუმის მჟავა) ……………… 500მკგ

ვიტ. B12 (ციანკობალამინი) …………….. 250მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშრწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში და ასევე ნერვულ ქსოვილში, გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში. იგი გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარებაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველსაყოფად. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არის მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი): მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესებში. იგი არეგულირებს მხედველობით ფუნქციას, ჰემოგლობინის სინთეზს, აუცილებელია ერთროციტების წარმოქმნისათვის და დნმ–ის ფორმირებაში. ხელს უწყობს ქსოვილებში (მ.შ. კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას. აუმჯობესებს მეხსიერებას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი): აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ფოლის მჟავის გარდაქმნას მის აქტიურ ფორმად, ზრდის დიურეზს, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლაში, ამინომჟავების (ტრიპტოფანი, მეთიონინი, ცისტეინი, გლუტამატი და სხვა), მეტაბოლიზმსა და ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და სხვა) ბიოსინთეზში. ათეროსკლეროზის დროს B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.

ვიტამინი B9(ფოლის მჟავა): აუცილებელია ზრდა–განვითარების პროცესების, ქსოვილების პრილიფერაციასა  და ემბრიოგენეზის ნორმალური მიმდინარეობისათვის, მეგალობლასტების მომწიფებისა და მათი ნორმობლასტებად გარდაქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, ადრენალინის სინთეზში, ხელს უწყობს ვიტამინ B12–ს შეწოვას ნაწლავიდან. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისათვის, ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის (ხერხემლის თიაქარი, ანენცეფალია) თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი): კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი – აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის, ასევე დნმ–ს, კრეატინის, მეთიონინის, ქოლინის და მიელინის სინთეზში. ციანკობალამინი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. მისი გამოყენებისას უმჯობესდება ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება.

ჩვენებები:

  • ნერვული სისტემის სხვადასხვა გენეზის დაავადებები: პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, პერიფერიული ნერვული ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;
  • სხვადასხვა გენეზის ანემია;
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
  • კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;
  • სახსრის დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა.
  • ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;
  • ორსულთა ტოქსიკოზები;
  • თვალის დაავადებები კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;
  • ანტიბიოტიკების, იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;

დოზირება:

1–2 კაფსულა დღეში ერთხელ.

მწარმოებელი: აშშ, „ამვილაბი:–ის მიერ, სერთიციფირებულია აშშ–ს წამლისა და საკვების FDA-–ს მიერ.

მებერიქსი – MEBERIX – МЕБЕРИКС

საერთაშორისო დასახელება:

MEBENDAZOLE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მებენდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მებენდაზოლი ………….       100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის საქარინი, საღებავი Sunset Yellow FCF (E110), ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ვანილინი, ფორთოხლის არომატიზატორი.

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 30მლ.

მებენდაზოლი …………….100მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, თხევადი სორბიტოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი,ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა,ფორთოხლის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, ქლორწყალბადმჟავა, საღებავი პიტნის არომატიზატორი, ქლორწყალბადმჟავა, საღებავი Sunset Yellow FCF (E110), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

მებერიქსი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთურ პრეპარატს. მებენდაზოლის ანტიჰელმინთური მოქმედების ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს მისი მოქმედება ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე. იგი ხელს უშლის უჯრედული ტუბულინის წარმოქმნას ჰელმინთებში, რაც აბლოკირებს გლუკოზის უტილიზაციის პროცესს და თროგუნავს ორგანიზმში ატფ-ის სინთეზს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მებენდაზოლის მცირე რაოდენობა ხვდება სისხლში, რომლის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს და მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატი არათანაბრად ნაწილდება ორგანოებში: გროვდება ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ჰელმინთების ლარვებში.

მებენდაზოლის 90%-ზე მეტი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეუცვლელი სახით, დაახლოებით 2% ელიმინირდება თირკმელების საშუალებით (უცვლელი ან მეტაბოლიტების სახით).

ჩვენებები:

მებერიქსი გამოიყენება ჰელმინთოზების სამკურნალოდ:

• ენტერობიოზი:               Enterobius vermicularis;

• ასკარიდოზი:                 Ascaris lumbricoides;

• ანკილოსტომიდოზი:      Ancylostoma duodenale, Necator americanus;

• სტრონგილოიდოზი:      Strongyloides stercoralis;

• ტრიქოცეფალოზი:         Trichuris trichiura;

• ტენიოზი:                     Taenia spp.;

• შერეული ფორმები, გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით.

მიღების წესები და დიზირება:

ტაბლეტები

ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება 100 მგ (1 ტაბ.) ერთჯერდად. განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა.

ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და შერეული ინვაზიები: 100 მგ (1 ტაბ.) 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 3 დღის განმავლობაში.

ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზრდილებში – 200 მგ (2 ტაბ.) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში; ბავშვებში – 100 მგ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

სუსპენზია

მიღების წინ შეანჯღრიეთ!

ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება სუსპენზის 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ერთჯერადად. განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის განმეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით, სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა.

ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და შერეული ინვაზიები: სუსპენზიის 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 3 დღის განმავლობაში.

ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზრდილებში – სუსპენზიის  10 მლ (2 ჩაის კვზი) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში; ბავშვებში – 5 მლ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: მებერიქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, მებერიქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

* ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

* მებერიქსით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის.

* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კვების პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაზე.

ჭარბი დოზირება:

მებერიქსის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარით (20 მგ/100 მლ კონცენტრაციით). საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მებერიქსის ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ღვიძლში მებენდაზოლის მეტაბოლიზმის ინაქტივაციისა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების გამო.

– კარბამაზეპინთან და ჰიდანტოინებთან კომბინირებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის შესუსტება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირების გამო.

– პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზით აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C  ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები  3 წელი;

სუსპენზია – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

მებენდაზოლი – MEBENDAZOLE – МЕБЕНДАЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

MEBENDAZOLE

მწარმოებელი: G. C. M. LABORATOIRES

მოქმედი ნივთიერება: მებენდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 6 ც.

1 ტაბ.

მებენდაზოლი ……………..   100 მგ

 

ვრცლად ვერმოქსი

მბე – MBE – МБЕ

საერთაშორისო დასახელება: comb. drug

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები  ორგანიზმში მაგნიუმის შემავსებელი პრეპარატები

მწარმოებელი: PRZEDSIEBIORTSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK. S.A, პოლონეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კაფსულა #60

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

მაგნიუმის ოქსიდი მძიმე

(Magnesium oxidum ponderosum) ………………..   250.0 მგ

150 მგ მაგნიუმის იონების ექვივალენტი

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

(Pyridoxini hydrochloridum, ვიტამინი B6) ………    7.29 მგ

ალლ-რაც-ა-ტოკოფეროლის აცეტატი

(int-rac-a-Tocopherylis acetas, ვიტამინი E) ……… 200.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სოიოს ზეთი გასუფთავებული, სოიოს ლეციტინი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, ფუტკრის ცვილი, ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება MBE

MBE არის მინერალებისა და ვიტამინების კომბინაცია, რომელიც შეიცავს მაგნიუმის იონებს, B6 ვიტამინს და E ვიტამინს, რომლებიც რეკომენდებულია აღნიშნული ვიტამინებისა და მაგნიუმის ნაკლებობის პრევენციისა და მკურნალობისათვის, აგრეთვე მათზე მომატებული მოთხოვნისას, მწეველებისათვის, დაბინძურებულ გარემოში მყოფი ადამიანებისათვის და ელიმინაციური დიეტის დროს.

ის გამოიყენება როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ისეთი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც ასოცირებულია ოქსიდაციურ სტრესთან; აგრეთვე სტრესის ეფექტების შესამცირებლად (ანტიოქსიდაციური თვისებების წყალობით).

მაგნიუმისა და B6 ვიტამინის ერთობლივად გამოყენებისას იზრდება მათი ანტისტრესული ეფექტები; ისინი უზრუნველყოფენ გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაცვას და დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.

E ვიტამინი კი აძლიერებს ანტი-სტრესულ ეფექტებს.

მაგნიუმი არის ელემენტი, რომელიც მონაწილეობს უჯრედებში, ქსოვილებსა და ორგანოებში ნუკლეინის მჟავების, ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების წარმოქმნაში. ის დადებით გავლენას ახდენს ენერგიის შემძენ პროცესებზე, აძლიერებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, მონაწილეობს ჟანგვის რეაქციებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრონქების მოძრაობის მოწესრიგებაში, ნერვებისა და კუნთების გააქტიურებაში. არეგულირებს გულის სისტოლურ აქტივობას და ახდენს გულის ჰიპოქსიისა და იშემიის პრევენციას. ასტიმულირებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს.

B6 ვიტამინი მნიშვნელოვნად ზრდის მაგნიუმის აბსორბციასა და მოხმარებას, განსაზღვრავს სისხლმბადი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობს ენერგიის შეძენაში, ცილებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში და ნუკლეინის მჟავების სინთეზში. ახდენს სტეროიდული ჰორმონების ფუნქციის, იმუნური სისტემის მდგომარეობისა იმუნური რეაქციებისა და ნეოპლასტური დაავადებების მიმდინარეობის მოდიფიცირებას; გააჩნია ანტიათეროსკლეროზული ეფექტები.

E ვიტამინი წარმოადგენს კომპლექსური სისტემის ნაწილს, რომელიც იცავს უჯრედულ სტრუქტურებსა და გენეტიკურ მასალას ეგრეთ წოდებული ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების დესტრუქციული მოქმედებისაგან. ასტაბილიზებს უჯრედის მემბრანებს, განსაკუთრებით იმ მემბრანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჟანგბადის ტრანსპორტირებას ან რომლებშიც მაღალია ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების კონცენტრაცია; ჰემოლიტური ფაქტორების მიმართ სისხლის წითელი უჯრედების რეზისტენტობას. სხვა ანტიოქსიდანტებთან (ვიტამინი C და კაროტინი) კომბინირებისას, იცავს ქსოვილებს და გააჩნია ანტიათეროსკლეროზული ეფექტები. გამოიყენება ქოლესტერინის მეტაბოლიზმის დარღვევების (ე.წ. ჰიპერქოლესტერინემიის) და გულის შეტევების პრვენციისათვის. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების თანახმად, არსებობს კავშირი E ვიტამინის ყოველდღიურ მოხმარებასა და გულის კორონარული დაავადებას, ათეროსკლეროზსა და სტრესთან დაკავშირებულ სხვა ოქსიდაციურ დაავადებებს შორის.

პრეპარატი ნაჩვენებია E ვიტამინის, B6 ვიტამინისა და მაგნიუმის ნაკლებობის პრევენციისა და მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

პრევენციის მიზნით: მოზრდილებში დღეში 1 კაფსულა, თუ სხვა დოზა არ არის დანიშნული ექიმის მიერ.

თერაპიული მიზნით: ექიმის დანიშნულების შესაბამისად – ნაკლებობის ხარისხის გათვალისწინებით – ჩვეულებრივ ინიშნება 1 კაფსულა დღეში ორჯერ.

თუ შეამჩნევთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოზა, ვიდრე უნდა მიგეღოთ

რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაგნიუმის ან E ვიტამინის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, დაღლილობა, სისუსტე და ზოგჯერ, ნაკლებად სპეციფიკური სიმპტომები.

B6 ვიტამინის ჭარბად მიღებას თან ახლავს მოძრაობის გაძნელება და ტკივილი კუდურების პერიფერიულ უბნებში.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება

ცალკეული გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:

ყველა მედიკამენტის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

მაგნიუმის, B6 ვიტამინისა და E ვიტამინის მიღებასთან ასოცირებული არასასურველი ეფექტები იშვიათად ვითარდება. აღინიშნა კუჭ-ნაწლავური დარღვევები, რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ფაღარათი. ამიტომ მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება დიარეის დროს.

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტებიც. ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

მოცემული პრეპარატი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

მოცემული პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები:

– მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება, თუ:

– პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

– მომატებულია სისხლში მაგნიუმის დონეები (ეგრეთ წოდებული ჰიპერმაგნიემია);

– პაციენტს განვითარებული აქვს სერიოზული თირკმლის უკმარისობა;

– პაციენტს აღენიშნება ნერვული გამტარობის ბლოკირება (მაგ. ე.წ. ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა);

– პაციენტს განვითარებული აქვს მიასთენია (Myasthenia gravis);

– პაციენტს აღენიშნება მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზია;

– პაციენტი იღებს ლ-დოპას ე.წ. პერიფერული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის გარეშე.

მიმართეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები წარსულში აღგენიშნებოდათ.

ავტომობილების მართვა და მექანიზმებით სარგებლობა

პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილების მართვისა და მექანიზმებით სარგებლობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ პრეპარატი შეიცავს სოიოს გასუფთავებულ ზეთს. პრეპარატი არ მიიღოთ, თუ ალერგიული ხართ სოიოს მარცვლებზე ან მიწისთხილზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აცნობეთ ექიმს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

ფოსფატები, კალციუმის მაღალი დოზები, ჭარბი ცხიმები და ფიტატები აქვეითებენ ალიმენტარული ტრაქტიდან მაგნიუმის აბსორბციას. პერორალურად მიღებისას მაგნიუმის ნაერთები აქვეითებენ რკინის, ფტორიდის ნაერთებისა და პერორალური ანტითრომბული საშუალებების (ვარფარინის წარმოებულები) აბსორბციას. პრეპარატი შეიძლება მოქმედებდეს, როგორც K ვიტამინის ანტაგონისტი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ანტითრომბოტული პრეპარატებით ან ესტროგენებით. რკინის პრეპარატების იმავდროული გამოყენებისას აღინიშნება E ვიტამინის ეფექტების დაქვეითება, ამიტომ მოცემული პრეპარატისა და რკინის პრეპარატების მიღებებს შორის დაცული უნდა იყოს რამდენიმე საათიანი ინტერვალი.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება 25oC-მდე ტემპერატურის პირობებში.

მაქსიტროლი – MAXITROL – МАКСИТРОЛ

საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHAZONE; NEOMTCIN; POLYMYXIN B

მწარმოებელი: ALKON, ბელგია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივ გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის სუსპენზია: პლასტიკურ ფლაკონში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით.

1 ფლ.

დექსამეტაზონი …………………..      1 მგ

ნეომიცინის სულფატი………….     3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი…………6000 სე

კონსერვანტი – ბენზალკონიუმის ქლორიდი…………0.004%

ფუძე-ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა  ………..0.5%

თვალის მალამო: ტუბში 3.5 გ

1 გ

დექსამეტაზონი …………………………..         1 მგ

ნეომიცინის სულფატი ………………….        3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი …………….       6000 სე

კონსერვანტები:

მეთილპრაბენი………0.05%

პროპილპარაბენი…..0.01%

ნეიტრალური ნივთიერებები:

თეთრი ვაზელინი, უწყლო თხევადი ლანოლინი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაქსიტროლი (დექსამეტაზონი 0.1%, ნეომიცინის სულფატი, პოლიმიქსინ B სულფატი) წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ პრეპარატს სტერილური სუსპენზიისა და მალამოს სახით ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ოფთალმოლოგიური პრეპარატი მაქსიტროლი შეიცავს ორ, მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს კორტიკოსტეროიდთან კომბინაციაში, რაც იძლევა თვალის წინა სეგმენტის ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის საშუალებას.

კორტიკოიდები თრგუნავენ ანთებით რეაქციას, თუმცა შესაძლოა შეაფერხონ ჭრილობის შეხორცების პროცესი, ვინაიდან ცნობილია, რომ მათ შესწევთ უნარი გარკვეულ შემთხვევაში შეასუსტონ ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმები. ამ დროს საჭიროა დაინიშნოს ანტიმიკრობული საშუალებები.

პრეპარატში შემავალი ანტიმიკრობული ინგრედიენტები მოქმედებენ შემდეგ მიკროორგანიზმებზე: ნეომიცინის სულფატი – Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae;

პოლიმიქსინ В – აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae, Pseudomonas aeruginosa.

მოცემული ანტიბიოტიკის მიმრთ მდგრადია: Streptococcus spp., მათ შორის. Streptococcus pneumoniae, და ანაერობულ;ი ბაქტერიები

კორტიკოსტეროიდისა და ანტიბიოტიკის კომბინაცია მეტად პრაქტიკულია პაციენტთათვის. კორტიკოსტეროიდების შედარებითი აქტივობა დამოკიდებულია მათ მოლეკულურ სტრუქტურაზე.

ჩვენებები:

  • მაქსიტროლი გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესების დროს, როდესაც აუცილებელია ერთობლივი ანტიმიკრობული და გლუკოკორტიკოიდული თერაპიის ჩატარება.

მიღების წესები და დოზირება:

მაქსიტროლის სუსპენზია:

1-2 წვეთი თვალში. დაავადების მწვავე ფორმების დროს ჩაწვეთება შეიძლება ყოველ 1 საათში. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად მცირდება წამლის მიღების ჯერადობა, მის სრულ მოხსნამდე.

გახანგრძლივებულად მიმდინარე პროცესების დროს ინიშნება 4-5-ჯერ დღეში.

მაქსიტროლი მალამო დაიტანება 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები – დაკავშირებულია მომატებულ მგრძნობელობასთან პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;

თვალშიდა წნევის მომატება, იშვიათად – სუბკაფსულური კატარაქტა;

ჭრილობების შეხორცების შეფერხება, მეორადი ინფექციები.

უკუჩვენებები:

* Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტი;

* რქოვანას და კონიუქტივას რიგი ვირუსული დაავადებები;

* თვალის სოკოვანი დაავადებები;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* პრეპარატი კატეგორიულად უკუნაჩვენებია რქოვანადან უცხო სხეულის ამოღებისას.

განსაკუთრებული მითითებები:

* ხანგძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გლაუკომის განვითარება, მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის შემცირება, ასევე სუბკაფსულური კატარაქტის შემდგომი განვითარება.

* განახგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს პაციენტის იმუნური სისტემა, რაც ზრდის მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროებას.

* თვალის მწვავე ჩირქოვანი პროცესების დროს პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს მასკირება ან გაართულოს ინფექციური პროცესის მიმდინარეობა. თუ კორტიკოიდები 10 დღეზე მეტ ხანს გამოიყენება, საჭიროა თვალის შიდი წნევის რეგულარული კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მაქსიდექსი – MAXIDEX – МАКСИДЕКС

საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHASONE

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდული ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.1%: პლასტიკურ ჭურჭულში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით.

1 მლ

დექსამეტაზონი …………..   1 მგ

თვალის მალამო 0.1%: ტუბში 3.5 გ

1 გ

დექსამეტაზონი…………….. 1 მგ

კონსერვანტები:

მეთილპარაბენი ………….    0.05%

პროპილპარაბენი………….   0.01%

ნეიტრალური ნივთიერებები:

თეთრი ვაზელინი, თხიერი ლანოლინი.

ჩვენებები:

  • კონიუქტივის, რქოვანას, თვალის კაკლის ანთებითი პროცესები, ასევე ალერგიული კონიუქტივიტი, კერატიტი, ირიტი, ციკლიტი.
  • თვალის ზოგიერთი დაავადებები: არაჩირქოვანი კონიუქტივიტი მათ შორის სეზონურ-ალერგიული, კატარალური; თერმული და ქიმიური დამწვრობა.
  • ანთებითი რეაქციის დასათრგუნად პოსტოპერაციულ პერიოდში.

მიღების წესები და დოზირება:

ადგილობრივად 1-2 წვეთი.

მწვავე ანთებითი პროცესის შემთხვევაში:

ყოველ 30-60 წუთში, მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ჩაწვეთების ჯერადობა მცირდება ყოველ 2-4 საათში. შემდგომში დღეში 3-4-ჯერ, თუ ეს საკმარისია ანთების შესამცირებლად.

თუ დადებითი შედეგი მიღწეული არ იქნა 3-4 დღის შემდეგ, შესაძლებელია დამატებით სისტემური ან ადგილობრივი მკურნალობა.

ქრონიკული ადგილობრივი პროცესების დროს:

1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.

ალერგიის დროს 1-2 წვეთი ყოველ 3-4 საათში, სასურველი ეფექტის მიღწევამდე.

მალამო დაიტანება ქვედა ქუთუთოს არეში 4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

სტეროიდების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, რის გამოც რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარულად გაზომვა.

უკუჩვენებები:

* მარტივი ჰერპესი, რქოვანას და კონიუქტივას რიგი სხვა ვირუსული დაავადებები, თვალის ტუბერკულოზი, თვალის სოკოვანი დაავადებები, მწვავე ჩირქოვანი დაავადებები.

განსაკუთრებული მითითებები:

გაფრთხილება: ინტენსიურმა და ხანგრძლივმა კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის განვითარება.

კვლევებით არ არის დადგენილი პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედება ორსულობის პერიოდში, ამიტომ ორსულებში იგი სიფრთხილით ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში.

უსაფრთხოების ზომები: მკურნალობის პროცესში თუ არ მოხდა ანთებითი პროცესის ჩაცხრომა, უნდა დაინიშნოს სხვა სახის მკურნალობა. იშვიათად პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მაქსიგრა – MAXIGRA – МАКСИГРА

საერთაშორისო დასახელება:

SILDENAFIL

მწარმოებელი: POLPHARMA

მოქმედი ნივთიერება: სილდენაფილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 1 და 4 ტაბ.

1 ტაბ.

სილდენაფილი …………..     25 მგ

1 ტაბ.

სილდენაფილი……………..   50 მგ

1 ტაბ.

სილდენაფილი …………….100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი კროსპოვიდონი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

გარსი: ჰიპრომელოზა მაკროჰოლ 6000, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ინდიგოტინი E132.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ერექციის ფიზიოლოგიური მექანიზმი მდგომარეობს სქესობრივი აგზნების დროს აზოტის ოქსიდის გამოთავისუფლებაში კავერნოზულ სხეულებში. აზოტის ოქსიდი ააქტიურებს გუანილციკლაზას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის დონის გაზრდას, რომელიც იწვევს კავერნოზული სხეულების გლუვი კუნთების დილატაციას, უზრუნველყოფს სისხლის ნაკადის ზრდას სასქესო ასოსკენ.

კავერნოზულ სხეულებში chmf-ს დაქვეითება შეინიშნება chmf-სთვის სპეციფიკური 5 ტიპის (PDE5) ფოსფოდიესთერაზის ზემოქმედებით. სილდენაფილი წარმოადგენს (PDE5) -ს ძლიერ და სელექტიურ ინჰიბიტორს. სილდენაფილი არ ახდენს უშუალო მადელიტირებელ ზემოქმედებას კავერნოზული სხეულების გლუვ კუნთებზე, ამავე დროს აძლიერებს აზოტის ოქსიდის მადილატირებელ მოქმედებას აღნიშნულ ქსოვილებზე. აზოტის ოქსიდის გამოთავისუფლებისა და chmf-ის აქტივაციის შემდეგ, სქესობრივი სტიმულაციის დროს სილდენაფილით PDE5-ს დათრგუნვა იწვევს цГЬФ-ს დონის მომატებას კავერნოზულ სხეულებში.

ფარმაკოკინეტიკა:

სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა ორგანიზმში მოხვედრიდან 30-120 წუთის განმავლობაში. საშუალო ბიოშეღწევადობა ორგანიზმში მოხვედრისას შეადგენს 41%. სილდენაფილის რეკომენდირებული, თერაპიული დოზით მიღებისას AUC-ის და Cmax-ის მნიშვნელობა იზრდება პროპორციულად (25-100 მგ). საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ქვეითდება,  Tmaxიზრდება საშუალო 60 წუთის განმავლობაში, Cmax ქვეითდება 29%-ით.  სილდენაფილი და სილდენაფილის ძირითადი მეტაბოლიტის 96% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ცილებთან შეკავშირების ხარისხი არ არის დაკავშირებული პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციასთან. სილდენაფილის ბიოტრანსფორმაცია ხდება ძირითადად იზოფერმენტ CYP3A4ის მეშვეობით, ასევე იზოფერმენტ CYP2C9 და ციტოქრომ P450 მეშვეობით. სილდენაფილის ნახევარგამყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 საათს, სილდენაფილის N-დიმეთილირების პროდუქტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4 საათს.

სილდენაფილის საერთო კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ-ში. მიღებული დოზის 80% ორგანიზმიდან გამოიყოფა განავალთან ერთად მეტაბოლიტების სახით, ხოლო 13% – შარდთან ერთად. სილდენაფილის კლირენსი დაბალია ხანდაზმულ პაციენტებში. ასევე პაციენტებში მძიმე თირკმლის უკმარისობით.

ჩვენებები:

  • ერექციის დარღვევის მკურნალობა (სასქესო ასოს ერექციის გამოწვევა საკმარისი სქესობრივი აქტის ჩასატარებად).

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით მისაღებად

მოზრდილებში: სილდენაფილის რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 50 მგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე პრეპარატის ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით. 100 მგ-ზე მეტის მიღება არ არის რეკომენდებული.

100 მგ-ზე მეტი სილდენაფილის მიღება არ ზრდის მის ეფექტურობას. ამავე დროს აღინიშნება გვერდითი მოვლენების სიხშირე და ინტენსიურობა. არ შეიძლება პრეპარატის მიღება 1-ზე მეტად დღეღამეში.

პრეპარატი მაქსიგრა უნდა მივიღოთ სექსუალური აქტივობის დაწყებამდე 1 საათით ადრე. პრეპარატი აუცილებელია მივიღოთ მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით. საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება პრეპარატის აქტივობის დაწყება შეანელოს.

ხანდაზმულ პაციენტებში: ხანდაზმულ პაციენტებში სილდენაფილის მეტაბოლიზმი შეიძლება შენელდეს. შესაბამისად რეკომენდებულია პრეპარატის საწყისი დოზის შემცირება 25 მგ-მდე. მომდევნო დოზები შეიძლება გაიზარდოს 50 მგ და 100 მგ-მდე პრეპარატის ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, ვაზოდილატაცია, თავბრუსხვევა, გულისცემის შეგრძნება, დისპეფსია, მხედველობის დარღვევა, მაგ: ფერადი ციმციმი, ფოტოსენსიბილიზაცია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე), სისხლდენა ცხვირიდან, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, იშემიის ტრანზიტორული შეტევები, სტენოკარდია, რიტმის პარკუჭოვანი დარღვევა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა სილდენაფილის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: არ შეიძლება პრეპარატის მიღება იმ პაციენტებისათვის, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს ნიტრატებით ან სხვა აზოტის პრეპარატებით;

*  თირკმლის მძიმე უკმარისობით: არტერიული ჰიპერტენზია (>90/50), ახალი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი ან ტვინის ინსულტი;

* ბადურის თანდაყოლილი დეგენერაციული დაავადებებისას;

*18 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

* აუცილებელია პრეპარატის მიღებისას სიფრთხილე დავიცვათ იმ პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ სასქესო ასოს თანმხლები პათოლოგიები (მაგ: კავერნოზული სხეულების ფიბროზი, პეირონის დაავადება);

* პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (პრეპარატს გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი თვისება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება), ასევე პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ფაქტორები წინასწრაგანწყობისა პრიაპიზმის დადგომისკენ (მაგ. ანემია, ლეიკოზები, მრავალი მიელოზი).

* არ არის რეკომენდებული სილდენაფილის მიღება ერექციის დარღვევის საწინააღმდეგო სხვა მეთოდების გამოყენებისას, თუკი არ არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებს ასეთი თერაპიის ეფქეტურობასა და უსაფრთხოებას.

* სილდენაფილის თერაპევტული მოქმედებისათვის აუცილებელია წინასწარი სექსუალური სტიმულაცია.

* ჰემოსტაზის დარღვევების მქონე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის მქონე პაციენტებში მაქსიგრა ინიშნება მხოლოდ მაშინ, როცა ერექციის დარღვევის მკურნალობის აუცილებლობა აღემატება სისხლდენის რისკს.

* პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით რეკომენდებულია პირველ დოზის შემცირება 25 მგ-მდე. მომდევნო დოზები შეიძლება გაიზარდოს 50-100 მგ-მდე, პრეპარატის ეფექტურობის და ამტანობის შესაბამისად.

* ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგ: ღვიძლის ციროზი) სილდენაფილის მეტაბოლიზმი დაქვეითებულია, ამიტომ რეკომენდებულია პირველი დოზის შემცირება 25 მგ-მდე.

* მაქსიგრა არ არის განკუთვნილი ქალებისათვის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სატრანსპორტო საშუალებების მართვისას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

მკურნალობა: სილდენაფილის სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. დიალიზი არ აჩქარებს სილდენაფილის გამოყოფას.  მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სილდენაფილი ასტიმულირებს ჰიპოტენზიურ მოქმედებას იმ პრეპარატებისა, რომლებიც გამოათავისუფლებენ აზოტის ოქსიდს (მაგ: ნიტრატები, მოლსიდომინი, ნატრიუმის ნიტროპრუსიდი).

– სილდენაფილის კომბინირებისას იმ პრეპარატებთან, რომლებიც თრგუნავენ CYP3A4 (მაგ., კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, ციმეტიდინი), მცირდება სილდენაფილის მეტაბოლიზმი. CYP3A4-ის ინჰიბიტორებისა და სილდენაფილის ერთდროული მიღების შემთხვევაში, რეკომენდირებულია სილდენაფილის საწყისი დოზის შემცირება 25 მგ-მდე.

– არ არის რეკომენდირებული სილდენაფილისა და რიტონავიტის (HIV-ის პროტეაზის ინჰიბიტორი) ერთდროული მიღება, რადგან სილდენაფილის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვნად ქვეითდება.ერთდროული მიღება სილდენაფილისა და HIV პროტეაზის ინჰიბიტორისა, იწვევს სილდენაფილის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში.

– სილდენაფილის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ალფა-ადრენოლიტიურ პრეპარატებს, შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია.

– ამლოდიპინისა და სილდენაფილის 100 მგ-იანი ერთდროული მიღებისას იზრდება ამლოდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედება.

შენახვის პირობები: და ვადა

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მაქსი-50 – MAXI-50 – МАКС-50

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: PLETHICO PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკის ნატრიუმი …….. 50 მგ

 

ვრცლად დიკლაკი

მატერნა – MATERNA – МАТЕРНА

მწარმოებელი: WYETH-LEDERLE, აშშ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მულტივიტამინები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

რეტინოლი …………………1500 სე
ტოკოფეროლი ……………30 სე
ქოლეკალციფეროლი ……..400 სე
ასკორბინის მჟავა ………….100 მგ
თიამინი ……………………3 მგ
რიბოფლავინი ……………..3.4 მგ
პანთოტენის მჟავა ………….10 მგ
პირიდოქსინი …………….10 მგ
ციანოკობალამინი ………….12 მკგ
ფოლის მჟავა……………….1 მგ
ნიკოტინამიდი …………….20 მგ
ბიოტინი ……………………30 მკგ
იოდი ………………………150 მკგ
რკინა ………………………60 მგ
კალციუმი ………………….250 მგ
მაგნიუმი …………………..25 მგ
თუთია ……………………..25 მგ
ქრომი ……………………..25 მკგ
მოლიბდენი ………………..25 მკგ
სპილენძი ………………….2 მგ
მანგანუმი ………………….5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების კომლექსის არსებობით. ვიტამინი ორსულებში ტოქსიკოზის დროს ამცირებს გულისრევისა და ღებინების სინდრომს.

ფოლის მჟავა ამცირებს ბავშვებში თანდაყოლილ სიმახინჯეებს;

თუთია და სპილენძი აუცილებელია ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისა და ქსოვილების რეგენერაციისათვის.  ისინი შედიან აგრეთვე ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატის შემადგენლობაში ინსულინის ჩათვლით;

კალციუმისა და მაგნიუმის შემცველობა აუმჯობესებს რკინის აბსორბციას. ლაქტაციის პერიოდში;

პრეპარატი აკმაყოფილებს დედისა და ბავშვის მომატებულ მოთხოვნილებებს ვიტამინებისა და მინერალებისადმი.

ფარმაკოკინეტიკა:

ფარმაკოკინეტიკური კვლევები პრეპარატ მატერნაზე არ არის ჩატარებული.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება:

  • ორსულებში რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიების პროფილაქტიკისათვის;
  • ორსულებში (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში) ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობისას;
  • ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკისათვის;
  • პრეპარატი ინიშნება აგრეთვე დაგეგმილი ორსულობის წინა პერიოდში, რათა ორგანიზმი უზრუნველყოფილი იქნას ვიტამინებითა და მინერალებით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად დღეში 1 ტაბლეტის ოდენობით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დოზის შეცვლა ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ძირითადი მითითებანი: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პერნიციოზული ანემიით შეპყრობილ პაციენტებში.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 20-250C  ტემპერატურაზე.

Don`t copy text!