Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 547

მასტოდინონი – MASTODYNON – МАСТОДИНОН

წამლის ფორმა: ჰომეოპათიური ტაბლეტები

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი   შეიცავს :

Agnus   castus  ( ადამის ხე ან ხეპილპილა)             D1                162მგ

Caulophyllum    thalictroides   ( კაულოფილიუმი )     D4                 81მგ

Cyclamen                                      ( ყოჩივარდა )   D4                  81მგ

Ignatia                                           ( ქუჩულა )      D6                 81მგ

Iris                                                ( ზამბახი )       D2                162მგ

Lilium tigrinum                            ( შროშანი )          D3                  81მგ

სხვა ინგრედიენტები :

ლაქტოზის მონოჰიდრატი , სახამებელი , მაგნიუმის სტეარატი

აღწერილობა :

მრგვალი , ბრტყელცილინდრული ფორმის , ჩალისფერი ტაბლეტები , შესაძლებელია   ღია – ყავისფერი ჩაწინწკვლა .

ჩვენებები :

სიმპტომატური საშუალება კომპლექსურ თერაპიაში :

  • პრემენსტრუალური სინდრომი ( მასტოდინია, დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლების არეში,  შეშუპება,   თავის ტკივილი/ შაკიკი, ფსიქიური ლაბილობა,)
  • ფიბროზულ- კისტოზური მასტოპათია.
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა და/ ან უნაყოფობა, გამოწვეული ყვითელი სხეულების უკმარისობით.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

არ გამოიყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში;

ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, არ არის რეკომენდებული იმ   პაციენტებისათვის ვისაც გალაქტოზის მიმართ აქვთ მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას გენეტიკური დეფიციტი ან გლუკოზისა და გალაქტოზის შეწოვის პროცესების დარღვევა.

პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლის ასაკამდე ბავშვებში.

მასტოდინონის ტაბლეტების მიღებისას დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

დოზირების რეჟიმი:

მიიღება თითო ტაბლეტი 2- ჯერ დღეში ( დილით და საღამოს)   მცირე ოდენობით წყლის დაყოლებით.

მასტოდინონი მიიღება არანაკლებ 3 თვის განმავლობაში, მათ შორის მენსტრუაციის პერიოდშიც. მკურნალობის ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება 6 კვირის განმავლობაში. თუ მკურნალობის დამთავრების შემდეგ   გამოვლინდა ჩივილები, საჭიროა განაგრძოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

პრეპარატი კარგი ამტანობის გამო გამოიყენება ხანგრძლივი თერაპიისათვის.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

იშვიათ შემთხვევაში,   აღინიშნება ტკივილი კუჭის არეში , ღებინება, გულისრევა, სხეულის მასის უმნიშვნელო მატება, ეგზანთემა, აკნე და თავის ტკივილი.

” Agnus castus”- ის შემცველი პრეპარატის მიღებისას, შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში, დროებითი ფსიქომოტორული აღზგნება, გონების დაბინდვა და ჰალუცინაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების შესუსტება დოფამინის ანტაგონისტებთან კომბინირებული გამოყენების დროს .

განსაკუთრებული მითითებები :

თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებების   მოქმედების ეფექტურობაზე .

მასტოდინონის ტაბლეტები არ გამოიყენება მკერდის ავთვისებიანი დაავადების მკურნალობისათვის . ხანგრძლივი გაურკვეველი და განმეორებითი ჩივილების დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს , რადგან შესაძლებელია საქმე გვქონდეს ისეთ დაავადებებთან , რომლებიც საჭიროებენ ექიმის აუცილებელ მეთვალყურეობას .

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას .

გამოშვების ფორმა:

20 ტაბლეტი ბლისტერში.   3 ან 6 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, თან ერთვის გამოყენების ინსტრუქცია.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას , 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული   ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

გაცემის რეჟიმი :

ურეცეპტოდ

მწარმოებელი :

ბიონორიკა აგ

კერშენსტანერშტრასსე 11-15,    დ-92308 ნოიმარკტი/ გერმანია

მარველონი – MARVELON – МАРВЕЛОН

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; DESOGESTREL

მწარმოებელი: ORGANON

მოქმედი ნივთიერება: ეთინილესტრადიოლი+დეზოგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური, მონოფაზური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 21 ც.

1 ტაბ.

ეთინილესტრადიოლი …………   0.03 მგ

დეზოგესტრელი …………………  0.15 მგ

 

ვრცლად ნოვინეტი (დოზირება ინდივიდუალური)

მარასლავინი – MARASLAVIN – МАРАСЛАВИН

მწარმოებელი: SOPHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი: ფლაკონში 100 მლ

100 მლ

აბზინდას ღერო ………….       4.196 მგ

ქონდრის ღერო …………..       0.728 მგ

მიხაკის ხის ბუტონი ……..      3.646 მგ

შავი წიწაკის ნაყოფი ……….    1.199 მგ

ზინგიბერის ფესვები ……..     4.196 მგ

ჩვენებები:

• დამტკიცებული ქრონიკული პაროდონტიტის ყველა ფორმა;

• პაროდონტალური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა;

• ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

მიღების წესი და დოზები

მოზრდილები:

ადგილობრივი გამოყენებისათვის, ამ დროს ექიმი დაწყების წინ ატარებს კბილების მთელი რიგის სრულ მექანიკურ კაუზალურ თერაპიას, რომელიც მოიცავს ღრძილსზედა და რღძილსქვედა კბილის ქვის მოცილებას, გაპრიალება და კიურეტაჟი ლამბოს გარეშე პაროდონტალური ჯიბეების სიღრმისას 5.5 მმ-მდე. კორეგირდება იატროგენული ფაქტორები, ჩვენებების მიხედვით ხდება შერჩევითი გაქლიბვა არსებული ტრავმული ოკლუზიის მოსაშორებლად. რეკომენდებულია არასაიმედო კბილების ამოღება. პროდუქტის დოზირება ხდება 10-15 მლ პირის ღრუს გამორეცხვისათვის 2-3 თვის განმავლობაში ინტერვალებით. თვეში უნდა ჩატარდეს 17-20 სეანსი. აქტიური მკურნალობის დასრულების შემდეგ ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია საკონტროლო გამოკვლევებით ყოველ 5-6 თვეში. ბოლო დათვალიერება ხორციელდება 12 თვის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან.

ბავშვები:

არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო ბავშვთა ასაკში პროდუქტის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენებები:

* პროდუქტის დანიშვნა უკუნაჩვენებია პროდუქტის ცალკე კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

* მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში აქტიური აბცესით და ჩირქიანი ექსუდაციის არსებობის დროს.

* მისი თვითნებური გამოყენება რეკომენდებული არ არის ძვლების სტრუქტურების დამტკიცებული დარღვევისას სიღრმეში პათოლოგიურად შეცვლილ პაროდონტალურ ქსოვილებზე ზემოქმედების შეუძლებლობის გამო.

გაფრთხილებები:

გასათვალისწინებელია, რომ დიდი რაოდენობით ორგანული მაჟავების შემცველობის გამო ხსნარი ახდენს სუსტ მადემინერალიზებელ მოქმედებას კბილის მყარ ქსოვილებზე და მისი რეკომენდება არ შეიძლება კარიესის და კბილების არარეზისტენტული რიგის დროს.

თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ტარდება კბილების საერთო სანაცია ორთოპედიული მეთოდებით. ავადმყოფისათვის რეკომენდებულია ვიტამინებით მდიდარი საკვები და A  და C  ვიტამინების დამატებითი მიღება.

მკურნალობის დროს აკრძალულია მწვავე და გამაღიზიანებელი საკვების მიღება (ნიორი, ხახვი, თხილი და სხვ.), არ შეიძლება კბილების გამოხეხვა კბილის ჯაგრისითა და პასტით ან პირში გამოსავლები მადეზინფიცირებელი სითხეების გამოყენება.

პირში გამოივლება გრილი წყალი დილას და საღამოს. არ შეიძლება მზეზე დიდხანს გაჩერება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დადგენილი არ არის.

გვერდითი რეაქციები;

შესაძლებელია გვერდითი რეაქციების გამოვლინება. ტამპონების ძალიან მყარად დადებისას შესაძლებელია სუბფებრილიტეტი, განპირობებული ჩირქიანი ექსუდაციით. ეს მოვლენები ტამპონების მოხსნის შემდეგ ქრება.

ჭარბი დოზირება:

გართულებები, გამოწვეული პრეპარატის ჭარბი დოზით, დაუდგენელია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. არ გაყინოთ!

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარ პლუსი 5% – MAR Plus 5% – МАР ПЛЮС 5%

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები.

მწარმოებელი ფირმა – MPC International S.A, სტადა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5% სპრეი

იზოტონური ხსნარის 1 მლ შეიცავს დექსპანთენოლის 50 მგ-ს, ზღვის წყლის 50 მგ-ს, კალიუმის დიჰიდროფოსფატს (pH-ის დონის შესანარჩუნებლად) და გაწმენდილ წყალს.

1 შესაფრქვევი დოზა შეიცავს ხსნარის დაახლობით 0,14 მლ-ს.

ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს.

ფორმა და შემცველობა:

ცხვირის მოსავლელი სპრეი.

ბოთლი, რომელიც შეიცავს ხსნარის 20 მლ-ს (შეესაბამება დაახლოებით 140 შეფრქვევას).

ჩვენებები:

აჩქარებს ცხვირის გაღიზიანებული და დაზიანებული ლორწოვანი გარსის მოშუშებას. ატენიანებს, წმენდს და იცავს ცხვირის ლორწოვან გარსს, მაგალითად, სურდოს ან გაჭედილი ცხვირის შემთხვევაში. ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5% უხდება ბავშვებსა და ჩვილებს.

მიღების წესები და დოზები:

რა დოზითა და სიხშირით უნდა მივიღოთ ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5%?

მოთხოვნილების მიხედვით, უნდა შეიფრქვიოთ 1 – 2 დოზა ყოველ ნესტოში ერთ ან მეტჯერ დღეში.

დამცავი თავსახურის მოხსნის შემდეგ აიღეთ სპრეი ხელში და რამდენიმეჯერ მოუჭირეთ, სანამ არ გამოჩნდება სითხის თხელი ღრუბელი. პრეპარატის შემდეგი გამოყენებასას ამ პროცედურის გამეორება აღარაა საჭირო, რადგან ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5% უკვე მზად არის მოსახმარებლად. ამის შემდეგ სპრეის წვეტი უნდა შეიყოთ ნესტოში, მოუჭიროთ სპრეის 1-2-ჯერ და მსუბუქად შეისუნთქოთ ცხვირით.

სხვა ცხვირის მოსავლელ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად, ლორწოვანი გარსის შესივების შესამცირებლად, პირველ რიგში უნდა გამოიყენოთ ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5%.

გამოფრქვეული ხსნარის გარანტირებული მოცულობაა 20 მლ. რადგანაც სპრეის მილაკი ბოთლის ფსკერზე ოდნავ მოღუნულია, შეფრქვევისას ხსნარის დარჩენილი ნაწილი მილაკში იწოვება, მაგრამ არ იფრქვევა და ბოთლში ბრუნდება. ამიტომ ბოთლში ხსნარის ფაქტიური (ტექნიკური) მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე 20 მლ.

ცხვირის მოსავლელი სპრეის „მარ პლუსი“ 5% გამოყენება შეიძლება, სანამ შეუძლოდ ყოფნა არ გაივლის.

გვერდითი მოვლენები:

არ შეინიშნება.

უკუჩვენება:

უცნობია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ცხვირის მოსავლელი სპრეის „მარ პლუსი“ 5% ინსტრუქციის მიხედვით გამოყენება არ ახდენს მავნე ზემოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰიგიენის დაცვის მიზნით გამოყენების შემდეგ წვეტი უნდა გარეცხოთ და შეინახოთ მშრალად. ყოველი ბოთლი უნდა განეკუთვნებოდეს მხოლოდ ერთ ადამიანს.

ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5% დამზადებულია კონსერვანტების გარეშე და ჩამოსხმულია სპეციალური საფრქვევი სისტემის მქონე ჭურჭელში. პროდუქტის ხარისხი და სპრეის მოქმედება რომ არ დაზარალდეს, ნუ დაშლით სპრეის (მაგალითად, ნუ მოხსნით ტუმბოს თავსახურს ბოთლიდან).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უცნობია.

შენახვის პირობები და ვადები:

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. გახსნილი ბოთლის ვარგისიანობის ვადა 6 თვეა.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მაჟეზიკი–სანოველი – MAJEZIK – sanovel – МАЖЕЗИК-САНОВЕЛЬ

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი:

Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc.

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების- ფლურბიპროფენის (flurbiprofen)  100მგ-ს.

მღებავი აგენტი: ტიტანის დიოქსიდი

კლინიკო–ფარმაკალოგიური ჯგუფი:

ანთების საწინაარმდეგო არასტეროიდული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ფლურბიპროფენი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა. იგი ფენილალკანოის მჟავას წარმოებულია და გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის, ანთებისა და ტემპერატურული რეაქციის მედიატორებს.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ ფლურბიპროფენი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აღწევს მაქიმალურ კონცენტრციას პლაზმაში დაახლოვებით 1,5 საათში. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. ფლურბიპროფენის უმეტესი ნაწილი განიცდის მეტაბოლიზმს. შარდთან ერთად გამოიყოფა პრეპარატის 20% თავისუფალი და შეკავშირებული სახით, ხოლო 50% — ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების სახით. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 99%-ს.

ჩვენებები:

-თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია;

-დისმენორეა;

-რევმატოიდური ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილიზებული სპონდილიტის, ართრალგიის, ართროზის, მწვავე რადიკულიტის და ლუმბაგოს გადაუდებელი და ხანგრძლივი მკურნალობა;

-პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ქირურგიული ოპერაციებისა და რბილი ქსოვილების ტრავმებისას;

-პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ოტოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

უკუჩვენებები:

* ფლურბიპროფენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* პრეპარატი უკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ამჟღავნებენ მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) ფლურბიპროფენის, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების დროს.

უსაფრთხოების ზომები:

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, ფლურბიპროფენი სიფრთხილით ინიშნება:

-პაციენტებში, რომლებიც მუდმივად მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, რადგან მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გვერდითი მოვლენების განვითარება;

-პაციენტებში ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით;

-პაციენტებში გულის უკმარისობით, ჰიპერტონიით და სხვა დაავადებებით შესაძლებელი შეშუპებისა და სითხის შეკავების შესაძლო განვითარების გამო;

პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პოტენციური რისკით, რადგანაც შესაძლებელია ფლურბიპროფენმა გაახანგრძლივოს სისხლისდენის დრო.

ორსულობა, ლაქტაცია:

ორსულთა B კატეგორია:

ფლურბიპროფენის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, რადგანაც სათანადო კვლევა ადამიანებში ჩატარებული არ არის. პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები უარყოფითად მოქმედებენ ახალშობილზე, ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება არ არის სასურველი.

გვერდითი მოვლენები:

კლინიკური კვლევის დროს აღწერილი გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს პრეპარატის თერაპიული დოზის გამოყენებისას. შესაძლებელია განვითარდეს დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ურტიკარია, ტაქიკარდია, მხედველობის დარღვევა, რინიტი, სხეულის წონის ცვალებადობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

არასასურველი კომბინაციები:

ფლურბიპროფენმა შესაძლოა შეამციროს ფუროსემიდის მსგავსი პრეპარატების დიურეზული ეფექტი.

სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან ერთად შესაძლებელი სისხლდენის რისკის გამო.

ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული მიღებისას ამ უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება 50%-ით. ამიტომ მათი ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.

დოზირება და მიღების წესი:

რეკომენდებული დღიური დოზები:

გაყოფილი დოზა შეადგენს 150-დან 200მგ-მდე დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში დოზა შესაძლოა გაიზარდოს 300მგ-მდე.

დისმენორეა:

საწყისი დოზაა 100მგ, შემდგომში 50 ან 100მგ ყოველ 4-6 სთ-ში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ აღემატება 300მგ-ს.

ჭარბი დოზირების მკურნალობა:

ფლურბიპროფენის მიმართ სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების სიპტომებია: სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბნელ, ნესტისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილად ოთახის ტემპერატურაზე 30°C – მდე.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

შეფუთვა

შეფუთვაში 15 და 30 შემოგარსული ტაბლეტი.

გაიცემა ექიმის რეცეპტით

მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

მანტი – MANTI – МАНТИ

მწარმოებელი: US PHARMACIA, აშშ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტაციდური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც., ბოთლში 50 ც.

1 ტაბ.

ალუმინის ჰიდროქსიდი …………  200 მგ

მაგნიუმის ჰიდროქსიდი ……….    200 მგ

სიმეთიკონი ………………………..    25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ანეიტრალებს კუჭის წვენის მჟავიანობას, იცავს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს, მისი დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, ამცირებს აბდომინალურ დისკომფორტს მეტეორიზმის დროს.

ჩვენებები:

  • პრეპარატი ამცირებს კუჭის წვენის ჭარბი მჟავიანობის სიმპტომებს, როგორიცაა: დისპეფსია და გულძმარვა;
  • მას იყენებენ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების;
  • გასტროეზოფაგული ან დუოდენოგასტრალური რეფლუქსის;
  • გასტროენტერიტის;
  • საყლაპავის თიაქარის დროს;
  • პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, აგრეთვე
  • სტრესული წყლულის პროფილაქტიკის მიზნით;
  • შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება მეტეორიზმის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1-3 ტაბ. საკვების მიღებებს შორის შუალედებში. ძილის წინ და სიმპტომების გამწვავებისას (მაქსიმალურად 8 ტაბ. დღეში).

ტაბლეტის დაღეჭა შესაძლებელია.

გვერდითი მოვლენები;

– გვერდითი მოვლენები იშვიათია ფაღარათის ან ყაბზობის სახით.

– თირკმელების ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია ჰიპერმაგნიემიის განვითარება ან ალუმინის აბსორბციის გაზრდა.

– არ არის სასურველი მისი შემდეგ პრეპარატებთან კომბინაცია: ანტიობიოტიკები, იზონიაზიდი, კეტოკონაზოლი, ნიტროფურანტოინი, პროპრანოლოლი, ატენოლოლოლი, კაპტოპრილი. ან სხვა კარდიოვასკულური პრეპარატები, სალიცილატები, რანიტიდინი, რკინის ან ფოსფორის შემცველი საშუალებები, ნატრიუმის პოლისტირენ  სულფონატი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

* თირკმელების მძიმე ხასიათის უკმარისობა, დიალიზი;

* ალცჰაიმერის დაავადება;

*, ფენილკეტონურია;

* სკელეტური სისტემის დაავადება;

* ბავშვებში 6 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

უსაფრთხოა თერაპიული დოზის ფარგლებში.

განსაკუთრებული მითითებები:

* თირკმელების დაავადების დროს საჭიროა ექიმის მხრივ მონიტორინგი. მისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია პრეპარატის მიღება 2 კვირაზე მეტი ხნით.

* ციტრუსების და მათი წვენის მიღება ხელს უწყობს ალუმინის შეწოვას.

ჭარბი დოზირება:

იშვიათად შესაძლებელია ღებინება და გულისრევა.

პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას თირკმელების უკმარისობის დროს შესაძლებელია ალუმინის კუმულაციის რისკის გაზრდა (განსაკუთრებით ძვლებში და ცნს-ში).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– დაუშვებელია ტეტრაციკლინის და ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან მისი კომბინირება.

– პრეპარატის მიღებამდე, ან მის შემდეგ 1-2 საათის განმავლობაში სხვა პერორალური პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლის, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მანინილი – MANINIL – МАНИНИЛ

საერთაშორისო დასახელება:

GLIBENCLAMIDE

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARIN GROUP

მოქმედი ნივთიერება: გლიბენკლამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

II თაობის სულფონილშარდოვანას ჯგუფის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 120 ც.

1 ტაბ.

გლიბენკლამიდი …………..  1.75 მგ

1 ტაბ.

გლიბენკლამიდი …………..  3.5 მგ

1 ტაბ.

გლიბენკლამიდი ………….   5 მგ

ჩვენებები:

ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (II ტიპის დიაბეტი) დიეტოთერაპიის არაეფექტურობის დროს.

მითითებები: შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ექიმის მიერ დანიშნული დიეტა, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული დიეტის მანინილი -ით შეცვლა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზას ექიმი ინდივიდუალურად, მაგრამ ნივთიერებათა ცვლის მდგომარეობის მიხედვით ადგენს.

მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ იწყება დოზით, რომელიც შეადგენს პრეპარატის ტაბლეტის 1/2-ს დღეში ერთხელ. დოზის გაზრდა თანდათან შეიძლება მანამ, სანამ სისხლში შაქრის სასურველი დონე არ მიიღწევა. მაქსიმალური მოქმედება იწყება ჩვეულებრივ პრეპარატის 3 ტაბლეტის (გამონაკლისის სახით 4 ტაბლეტის) მიღებისას.

პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე, ტაბლეტების დაუღეჭავად და მცირე რაოდენობით წყლის დაყოლებით. მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატი მიიღება ჩვეულებრივ დროს. არ შეიძლება პრეპარატის ერთი გამოტოვებული დოზის უფრო მაღალი დოზით კომპენსირება.

გვერდითი მოვლენები:

საკვების გამოტოვების, ჭარბი დოზის მიღების, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ასევე ალკოჰოლის ინტენსიური გამოყენების დროს შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის არასასურველი დაწევა (ჰიპოგლიკემია). ყველაზე ხშირად ეს ვლინდება ძლიერი შიმშილის გრძნობის, ჭარბი ოფლიანობის, სხეულში კანკალის შეგრძნების, გულის ფრიალის, აგზნებულობის, დეპრესიული ხასიათის, თავის ტკივილისა და ძილის დარღვევის სახით. უმეტეს შემთხვევაში ამის აღმოფხვრა შესაძლებელია გლუკოზის, შაქრის ან შაქრით გამდიდრებული საკვების სწრაფად მიღებით.ზოგჯერ აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რომლებსაც ახლავს ღებინება და გულისრევა. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა მზის ძლიერი გამოსხივებისას და უი-ნათურების მიმართ (ეგრედწოდებული ფოტომგრძნობელობა). დარღვევები სისხლმბადი სისტემის მხრივ (თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ერითროციტოპენია) და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, სხეულის მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი) ძალიან იშვიათია.

უკუჩვენებები:

იმისათვის, რომ ექიმმა ზუსტად შეძლოს დადგენა არსებობს თუ არა უკუჩვენება ამ პრეპარატის მისაღებად, იგი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული წინამორბედი და თანმხლები სხვა დაავადებების შესახებ.

* პრეპარატი უკუნაჩვენებია ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის (I ტიპის დიაბეტი);

* ნივთიერებათა ცვლის დეკომპენსირების (კეტოაციდოზი, პრეკომატოზური მდგომარეობები);

* ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ასევე სულფონილ-შარდოვანას ჯგუფის მედიკამენტების მიმართ ცნობილი ალერგიის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

ამ პრეპარატით ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის მკურნალობის ჩატარება საჭიროებს ექიმის მიერ რეგულარულ კონტროლს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შემდეგი მედიკამენტების ზემოქმედებით მანინილი –ის მოქმედება ძლიერდება: აგფ-ის ინჰიბიტორები, ანაბოლური საშუალებები, β-რეცეპტორების ბლოკატორები, ფიბრატები, ბიგუანიდები, ქლორ-ამფენიკოლი, ციმეტიდინი, არაპირდაპირი მოქმედების კოაგულანტები, კიბოს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი, პენტოქსიფილინი, ფენილბუტაზონი, რეზერპინი, სალიცილატები, სულფონამიდები, ტეტრაციკლინები.

პრეპარატის მოქმედება სუსტდება აცეტაზოლამიდის, ბარბიტურატების, ქლორ-პრომაზინის, გლუკოკორტიკოიდების, გლუკაგონის, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების, ფენოთიაზინების, სალურეზულების, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ზემოქმედებით.

ალკოჰოლთან ერთად მიღებისას შესაძლებელია პრეპარატის შაქრისდამწევი მოქმედების როგორც გაძლიერება, ასევე შესუსტება (განსაკუთრებით ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს).

შენახვის პირობები და ვადები:

3 წელი.

პრეპარატის ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

მალუდროქსი ტაბლეტები – MALUDROX TABLET – МАЛУДРОКС ТАБЛЕТКИ

ორმაგი მიდგომა წყლულის მკურნალობისას

შემადგენლობა:

1 გარსის გარეშე ტაბლეტი   შეიცავს:

ალგელდრატი( ალუმინის ჰიდროქსიდი)         250მგ

მაგნიუმის ტრისილიკატი                               250მგ

დიმეთიკონი                                                   50მგ

შემავსებლები:

საღებავი : მწვანე-S

ჩვენებები:

გულძმარვა და კუჭის ტკივილი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ან მედიკამენტების მიღების შედეგად   კუჭის არეში განვითარებული  დისკომფორტი ,  გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი ,

მალუდროქსის  ტაბლეტები  მიიღება  მაღალი მჟავიანობის  სიმპტომების მოსახსნელად, რომლებიც ხშირად აღინიშნება პეპტიკური წყლულის, გასტრიტის, პეპტიკური ეზოფაგიტების  და ეზოფაგური თიაქრის დროს. იგი ასევე ნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების მომატებული  წარმოქმნის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

მოქმედების მექანიზმი:

მალუდროქსი წარმოადგენს ანტაციდის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების წარმოქმნის  დამთრგუნველი საშუალების კარგად ბალანსირებულ კომბინაციას .მალუდროქსი შეიცავს ალჰელდრატის მაღალ კონცენტრაციას, რომელიც წარმოადგენს  ციტოპროტექტორს ( იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან) და დიმეტოქსინის მაღალ დოზას , რომელიც ამცირებს  გაზების წარმოქმნას. ეს იძლევა  მომატებული მჟავიანობის და მუცლის შებერვის  სიმპტომების მოხსნის  სწრაფ და გახანგრძლივებულ ეფექტს. პრეპარატი არ იწვევს მჟავას დაგროვებას, ყაბზობას და დიარეას.

დოზირება და მიღების წესი:

ინიშნება 1-2 ტაბლეტი ჭამიდან 0,5-1 საათის შემდეგ, ან დაავადების გამწვავებისას.  ტაბლეტები უნდა დაიღეჭოს სრულ გახსნამდე.

შენახვის პირობები და ვადა :

პრეპარატი შეინახეთ მშრალ,სინათლისაგან დაცულ ადგილას 0-25 გრადუს ტემპერატურის პირობებში.

მალბერი – MULBERRY – МАЛБЕРИ

სავაჭრო სახელწოდება – მალბერი ⁄ Mulberry

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) –

comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჯგ: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი ფირმა – New Nordic

მწარმოებელი ქვეყანა – შვედეთი

ნიუ ნორდიკ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი #60

აქტიური ნივთიერება: თეთრი თუთის ფოთლების ექსტრაქტი, ქრომი (ქრომის ქლორიდი)

შემადგენლობა:

3 ტაბ რეკომენდებული დღიური ნორმა

თუთის ფოთლების

(Morus alba L.) ექსტრაქტი (1% DNJ) 1200 მგ

ქრომი (ქრომის ქლორიდი) 20,1 μგ 50%

ფარმაკოლოგიური თვისებები:

Mulberry-ის ნატურალური ტაბლეტები დამზადებულია თუთის ფოთლების სტანდარტიზებული ექსტრაქტისაგან, რომელიც ნახშირწყლებით მდიდარი საკვებიდან შაქრის ათვისებას ამცირებს. პრეპარატ Mulberry-ის აქტიური ნივთიერებაა 1-დეოქსინოიირიმიცინი, რომელიც ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტების აქტივობას ამუხრუჭებს. DNJ-ის ზემოქმედებით იმ ნახშირწყლების ნაწილს, რომელთაც ტკბილეული, კარტოფილი, თეთრი პური, ნამცხვრები, მაკარონი და სხვა საკვები შეიცავს, ორგანიზმი ვერ ითვისებს, ამიტომ საკვების მიღების შემდეგ სისხლში შედარებით ნაკლები შაქარი ხვდება, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

ამას გარდა, Mulberry-ის ტაბლეტების შემადგენლობაში შედის ქრომი, რომელიც მეტაბოლიზმში მონაწილეობს და ამ გზით ერთვება სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნების პროცესში.

თუთა (Morus alba L.)

თუთა უნიკალური მცენარეა. მისი სამშობლოა ჩინეთი. თუთის ფოთლებს, ქერქს, კვირტებს ჩინეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში სისხლში შაქრის დონის მომატებისას უძველესი დროიდან იყენებენ. 750 წელია, რაც იაპონიაში თუთის ფოთლების ჩაის სვამენ. ამ მცენარის ნაყოფისაგან მურაბას ამზადებენ, უშუალოდ ხეზე კი ზრდიან აბრეშუმის ჭიას, რომელთა პარკებისაგან ბუნებრივ აბრეშუმს იღებენ.

თანამედროვე მეცნიერებამ დაადგინა როგორც თუთის ფოთლებში არსებული აქტიური ნივთიერების რაობა, ასევე მისი მოქმედების მექანიზმი. ეს ნივთიერებაა 1-დეოქსინოიირიმიცინი (DNJ), რომელიც a-გლუკოზიდაზას (ნაწლავში ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტი) ინჰიბიტორის მსგავს მოქმედებას ავლენს. რთულ ნახშირწყლებს წვრილ ნაწლავში a-გლუკოზიდაზა გლუკოზამდე შლის, რომელიც სისხლში აბსორბირდება. თუთის ხის DNJ a-გლუკოზიდაზას აქტივობას ამუხრუჭებს, ამიტომ საკვების მიღების შემდეგ სისხლში ნაკლები გლუკოზა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შაქარი ხვდება. ეს კი სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნების ხელშემწყობია.

საქაროზა – გლუკოზა – ფრუქტოზა

a-გლუკოზიდაზა

DNJ წვრილი ნაწლავი – გლუკოზა სისხლში

a-გლუკოზიდაზა

სახამებელი – გლუკოზა

ამილაზა

თუთის ფოთლები ყველაზე ძლიერ ამუხრუჭებს a-გლუკოზიდაზას აქტივობას მსგავსი მოქმედება სხვა მცენარეებსაც ახასიათებს, თუმცა დადგენილია, რომ თუთის ფოთლები ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტების აქტივობას ყველაზე ძლიერ ამუხრუჭებს.

თუთის ფოთლები ყველაზე ძლიერ ამუხრუჭებს a-გლუკოზიდაზას აქტივობას ორდინატთა ღერძზე _ დამუხრუჭება პროცენტულად (%)

აბსცისათა ღერძზე _ თუთა; მწვანე ჩაი; ლიმონი; გინკგოს ხე; ევკალიპტი; ბეგქონდარა.

Mulberry-ის გამოყენებისას ტკბილი პროდუქტების მიღების სურვილი ქვეითდება, სისხლში ხვდება ნაკლები რაოდენობის შაქარი, კალორიების ათვისებაც კლებულობს, რაც სხეულის მასას ამცირებს.

Mulberry-ის გამოყენება რეკომენედებულია:

ტკბილეულისადმი ლტოლვისაგან გათავისუფლების სურვილის დროს;

ზედმეტი კილოგრამების დაკლების სურვილის დროს;

მიღებული კალორიების მცირე რაოდენობით ათვისების სურვილის დროს;

სისხლში შაქრის მომატებული დონის დროს.

მიღების წესები და დოზები:

მიიღეთ 1 ტაბლეტი ჭამამდე 15 -30  წუთით ადრე, დღეში სამჯერ. მისი  მიღება შესაძლებელია საჭიროების შესაბამისი ხანგრძლივობით.

არ შეიცავს ლაქტოზას, გლიტიმს, საფუარს, ხელოვნურ საღებავებს, გემოს გამაძლიერებლებს.

მისი გამოყენება შეუძლიათ დიაბეტით დაავადებულებსა და ვეგეტარიანელებს.

ორსულებში და 12 წლის ასაკის ქვემოთ ბავშვებში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, დახურულ და ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

დაუშვებელია რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატი საკვების შემცვლელის სახით არ გამოიყენება.
ყურადღებით მოეკიდეთ სისხლში შაქრის დონეს; დადგენილია, რომ სისხლში შაქრის ნორმალურ რაოდენობად ითვლება კაპილარულ სისხლში 3,3 მმოლ/ლ-დან 5,5 მმოლ/ლ-მდე გლუკოზის კონცენტრაცია. ეს მაჩვენებელი მუდმივი არ არის. საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის რაოდენობა იზრდება. გლუკოზის ნორმალური ცვლის დროს რამოდენიმე საათის შემდეგ მისი დონე ნორმალიზდება.

თუ სისხლში შაქრის დონე მუდმივად, საკვების მიღების გარეშეც კი მომატებულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ორგანიზმს შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება არ ძალუძს.

რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის შემოწმება, თუკი გაწუხებთ:

_ ხშირი შარდვა;

_ პირის სიმშრალე, წყურვილი;

_ დაღლილობა, მოდუნება;

_ ტკბილეულის მიღების სურვილი;

_ ჭარბი მასა ან სხეულის მასის მკვეთრი კლება.

სისხლში შაქრის დონის წარმატებული კონტროლი შესაძლებელია დიეტითა და ფიზიკური აქტივობით უზრუნველვყოთ.

სისხლში შაქრის მომატებული დონის დროს რეკომენდებულია ნაკლები რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი საკვებისაგან შედგენილი დიეტის დაცვა, ასევე ფიზიკური დატვირთვის გაზრდა.

თუკი თქვენთვის აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი და მცირე რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი დიეტის დაცვა, Mulberry-ის ტაბლეტები განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, რადგან მათ შემადგენლობაში შემავალი თუთის ფოთლების ექსტრაქტი და ქრომი სისხლში გლუკოზის ნორმალური კონცენტრაციისა და მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მაკროპენი – MACROPEN – МАКРОПЕН

საერთაშორისო დასახელება:

MIDECAMYCIN

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: მიდეკამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი – მაკროლიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 16 ც.

1 ტაბ.

მიდეკამიცინი …………………       400 მგ

ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად:

ფლაკონში ………………………   115 მლ

5 მლ

მიდეკამიცინის აცეტატი ……….. 175 მგ

 

ვრცლად მიდეკამიცინი

Don`t copy text!