Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 549

მაგიტრონი – MAGITRON – МАГИТРОН

საერთაშორისო დასახელება:

VITAMIN B6; MAGNESIUM

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ვიტამინი B6 + მაგნიუმი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 20 ც.

1 ტაბ. ვიტამინი B6 ( პირიდოქსინი)……… 5 მგ (250%)

მაგნიუმი ……………………………………..150 მგ(50%)

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვაშლმჟავა, ლიმონმჟავა, ფრუქტოზა, ასპარტამი (რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს), ნატრიუმის ციკლამატი, აცესულფამი K, ლიმონის და ფორთოხლის არომატიზატორები, საღებავი რიბოფლავინი.

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 50 ც.

1 ტაბ.

ვიტამინ B6-ს (პირიდოქსინი)……….  5 მგ (250%)

მაგნიუმი …………………………………60 მგ(50%)

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროსკრიტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სორბიტოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგიტრონი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

ვიტამინი B6 აადვილებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, ის მონაწილეობს იმუნურ მექანიზმებში, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ, ააქტივებს ფერმენტულ პროცესებს, ხელს უწყობს მაღალენერგიული ნაერთების – ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების სინთეზსა და მეტაბოლიზმს.

მაგნიუმის გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხელს უშლის იშემიის განვითარებას, იცავს სისხლძარღვის კედელს, ეწინააღმდეგება შემაერთებელ ქსოვილში ცვლილებების განვითარებას და არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებას.

მაგნიუმი მონაწილეობას ღებულობს კალიუმისა და კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, იგი აუცილებელია ინსულინისა და ზოგიერთი სხვა ჰორმონის სინთეზისათვის.

მაგიტრონი განკუთვნილია მოზრდილთათვის მაგნიუმისა და ვიტამინი B6–ის დღიური დანაკლისის შესავსებად.

ჩვენებები:

  • ქრონიკული გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა;
  • სტრესი;
  • აგზნებადობა.

მიღების წესი და დოზირება:

მაგიტრონი (5 მგ +150 მგ) მიიღება დღეში 1 ტაბლეტი ჭამის შემდეგ. ტაბლეტი იხსნება ერთ ჭიქა წყალში, არ შეიცავს შაქარს, ამის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

მაგიტრონი (5 მგ + 60 მგ) მიიღება დღეში 1-2 ტაბლეტი მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ყურადღება!

აღნიშნული საშუალება არ არის წამალი.

ავერსი-რაციონალი

მაგენოლი ტაბლეტები – MAGENOL TABULETTAE – МАГЕНОЛ ТАБЛЕТКИ

საერთაშორისო დასახელება:

NIMESULIDE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ნიმესულიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ხსნადი ტაბლეტები: ალუმინის სტრიპში 10 ტაბ., შეფუთვაში 3 სტრიპი.

1 ტაბ.

ნიმესულიდი ……… 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, ასპარტამი, ფორთოხლის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგენოლი წარმოადგენს სულფონანილიდების ჯგუფის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა2-ის სელექტიური ბლოკირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით ანთებით კერაში.

პრეპარატი ენდოპეროქსიდებისა და თრომბოქსან A2-ის ინჰიბირების გზით თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. იგი თრგუნავს ჰისტამინის გამოთავისუფლებას და ამცირებს ბრონქოსპაზმს.

ნიმესულიდი თრგუნავს ინტერლეიკინ-6-ი ს და უროკინაზას სინთეზს, რაც ხელს უშლის ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციას. აინჰიბირებს მეტალოპროტეაზების სინთეზს (ელასტაზა, კოლაგენაზა). მაგენოლი ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციის სიჩქარეს. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 3.5-6.5 მგ/ლ. ნიმესულიდის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 99%-ს (ძირითადად ალბუმინებთან). მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის სახით (4-ჰიდროქსინიმესულიდი); ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 1.56 – 4.95 სთ-ს.

მიღებული დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა მეტაბოლიტებიას სახით. თირკმელების საშუალებით, ხოლო 30% – ფეკალურ მასებთან ერთად ხანგრძლივი მკურნალობისას ნიმესულიდის კუმულაცია არ აღინიშნება.

ჩვენებები:

  • რევმატოლოიდური ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), პოდაგრა;
  • ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი;
  • ბურსიტი, ტენდინიტი;
  • რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმის შემდგომი ანთება;
  • ტკივილი ხერხემლის არეში, ნევრალგია, მიალგია;
  • სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინრომი, მათ შორის პოსტოპერაციულ, პოსტტრავმულ პერიოდში, ალგოდისმენორეა, კბილისა და თავის ტკივილი;
  • სხვადასხვა გენეზის ცხელება, მათ შორის ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას.

მიღების წესი და დოზირება:

მაგენოლი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ.

მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ-ს 2-ჯერ დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 400 მგ-ს.

ბავშვებში ინიშნება 1.5 მგ/კგ სხეულის მასაზე, 2-3-ჯერ დღეში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ სხეულის მასაზე.

მაგენოლის 1 ტაბლეტი იხსნება 5 მლ (1 ჩაის კოვზი) წყალში ან პირის ღრუში მოხვედრისთანავე (წყლის გამოყენების გარეშე).

მკურნალობის ხანგრძლიობა შეადგენს დაახლოებით 10 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებლი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება;

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – ოლიგურია;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა;

სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, აგრანულოციტოზი;

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი;

სხვა: სითხის შეკავება, ჰემატურია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;

* სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

* თირკმლის (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წთ) და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* გულის უკმარისობა;

* არტერიული ჰიპერტენზია;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში;

* 6 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* მაგენოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია.

* ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მაგენოლი სიფრთხილით ინიშნება სისხლდენის მიმართ მიდრეკილ, დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით ან ანტიაგრეგანტებით.

* მხედველობის ნებისმიერი დარღვევის გამოვლენისას საჭიროა მაგენოლით მკურნალობის შეწყვეტა. პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, აქედან გამომდინარე სიფრთხილით გამოიყენება გულის უკმარისობითა და ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში.

* მაგენოლით ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.

* პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მაგენოლის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მომატებული არტერიული წნევა, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

მკურნალობა: საჭიროა შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ნიმესულიდი უკავშირდება პლაზმის ცილებს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას სხვა პრეპარატებთან კომბინირებისას (განსაკუთრებით ჰიდანტოინთან და სულფანილამიდებთან).

ნიმესულიდი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ლითიუმის პრეპარატებთან მაგენოლის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

მაგენოლი სიფრთხილით ინიშნება დიგოქსინთან, ფენიტოინთან, დიურეტიკებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ციკლოსპორინთან, მეტოტრექსატთან, პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.

შენავხის პიორბები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბაშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მაბტერა – MABTHERA – МАБТЕРА

საერთაშორისო დასახელება:

RITUXIMAB

მწარმოებელი: F. HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: რიტუქსიმაბი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სამედიცინო იმუნო-ბიოლოგიური პრეპარატი – მონიკლონალური ანტისხეულები; სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო კონცენტრატი: ფლაკონში 10 მლ, შეფუთვაში 2 ც.

1 მლ 1 ფლ.

რიტუქსიმაბი …………. 10 მგ 100 მგ

საინფუზიო კონცენტრატი: ფლაკონში 50 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ.

რიტუქსიმაბი ………..    10 მგ 500 მგ

ჩვენებები:

  • მორეციდივე ან ქიმიორეზისტენტული ავთვისებიანობის დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური,  CD20 დადებითი,  B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით.
  • პირველი რიგის არჩევის პრეპარატი CD20 დიფუზური მსხვილი  B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ CHOP ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.
  • პირველი რიგის არჩევის პრეპარატი ფოლიკულური,  CD20 დადებითი,  B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ CVP ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.
  • დაბალი ხარისხის,  CD20 დადებითი,  B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის შემანარჩუნებელი თერაპია პაციენტებში დაავადების სტაბილიზაციით ან  CVP ქიმიოთერაპიით პირველი რიგის მკურნალობისას მიღწეული ნაწილობრივი ან სრული პასუხის შემთხვევაში აქტიური რევმატოიდული  ართრიტის დროს მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნათ არაადექვატური პასუხი ან აუტანლობა ერთი ან მეტი სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორის (TNF) ინჰიბიციური თერაპიის მიმართ.

დოზირება და გამოყენების მეთოდები:

სტანდარტული დოზირება

მაბტერა გამოიყენება ი.ვ. ინფუზიის სახით.

მაბტერას ყოველ ინფუზიას წინ უნდა უსწრებდეს ანალგეზიური/ცხელების საწინააღმდეგო (მაგ., პარაცეტამოლი) და ასთმის საწინააღმდეგო (მაგ., დიფენჰიდრამინი) საშუალებებისგან შემდგარი პრემედიკაცია. კორტიკოსტეროიდებით პრემედიკაცია უნდა იქნას გათვალისწინებული თუ მაბტერა არ გამოიყენება  CHOP რეჟიმთან კომბინაციაში

ავთვისებიანობის დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური არაჰოჯკინის

ლიმფომა

საწყისი მკურნალობა

მონოთერაპიისას მაბტერას რეკომენდებული დოზა შეადგენს 375 მგ/სხეულის ფართობის მ2, ი.ვ. ინფუზიის სახით კვირაში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

განმეორებითი მკურნლობა რეციდივის დროს პაციენტებს, რომლებიც რეაგირებენ მაბტერათი ჩატარებულ საწყის მკურნალობას, კვლავ ენიშნებათ მაბტერა დოზით 375 მგ/სხეულის ფართობის მ2, ი.ვ. ინფუზიის სახით კვირაში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში

შემანარჩუნებელი თერაპია

შემანარჩუნებელი თერაპია ტარდება მონოთერაპიის სახით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 375 მგ/სხეულის ფართობის მ2, ი.ვ. ინფუზიის სახით სამ თვეში ერთხელ 2 წლის განმავლობაში.

დიფუზური მსხვილი B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომა

მაბტერა უნდ დაინიშნოს  CHOP რეჟიმთან კომბინაციაში. მაბტერას რეკომენდებული დოზაა 375 მგ/სხეულის ფართობის მ2, ი.ვ. ინფუზიის სახით და გამოიყენება ყოველი ქიმიოთერაპიული ციკლის პირველ დღეს 8 ციკლის განმავლობაში,  CHOP კორტიკოსტეროიდული კომპონენტის ი.ვ. შეყვანის შემდეგ.  CHOP-ის სხვა კომპონენტები (ციკლოფოსფამიდი,  დოქსორუბიცინი, პრედნიზონი და ვინკრისტინი) უნდა მიეცეს მაბტერას ინფუზიის შემდეგ

პირველი ინფუზია

პირველი ინფუზიის რეკომენდებული სიჩქარეა 50 მგ/სთ-ში; შემდეგ სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს 50 მგ/სთ-ით ყოველ 30 წუთში მაქსიმალურამდე – 400 მგ/სთ-ში.

შემდგომი ინფუზიები

მაბტერას შემდგომი ინფუზიები შეიძლება დაწყებული იქნას 100 მგ/სთ სიჩქარით და გაიზარდოს 100 მგ/სთ-ით ყოველ 30 წუთში მაქსიმალურ სიჩქარემდე 400 მგ/სთ-ში.

დოზის კორექცია მკურნალობის მიმდინარეობისას

მაბტერას დოზის შემცირება  არ არის რეკომენდებული. როდესაც მაბტერა გამოიყენება CHOP ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში, ქიმიოთერაპიული საშუელებების დოზა უნდა შემცირდეს სტანდარტული სქემის მიხედვით.

რევმატოიდული ართრიტი

მაბტერათი მკურნალობის კურსი მოიცავს ორ 1000 მგ ი.ვ. ინფუზიას. მაბტერას რეკომენდებული დოზირებაა 1000 მგ. ი.ვ. ინფუზია, რომელსაც 2 კვირის შემდეგ მოჰყვება განმეორებითი 1000 მგ ი.ვ. ინფუზიაპაციენტებს შეიძლება ჩაუტარდეს მკურნალობის შემდგომი კურსები დაავადების ნიშნების და სიმპტომების მიხედვით. უმრავლეს შემთხვევაში კურსებს შორის დროის ინტერვალი შეადგენს 6-12 თვეს. განმეორებითი კურსების ეფექტურობა პირველი კურსის ეფექტურობის ანალოგიური იყო.

პირველი ინფუზია

რევმატოიდული არტრიტის დროს პირველი ინფუზიის რეკომენდებული სიჩქარეა 50მგ/სთ.

30 წუთის შემდეგ სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს 50 მგ/სთ-ით ყოველ ნახევარ საათში მაქსიმალურამდე – 400 მგ/სთ-ში.

განმეორებითი ინფუზია

მაბტერას შემდგომი ინფუზიები შეიძლება დაწყებული იქნას 100 მგ/სთ სიჩქარით და გაიზარდოს 100 მგ/სთ-ით ყოველ 30 წუთში მაქსიმალურ სიჩქარემდე 400 მგ/სთ-ში.

დოზირებასთან დაკავშირებული სპეციალური ინსტრუქციები

ბავშვები

მაბტერას უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები:

მაბტერა უკუნაჩვენებია რიტუქსიმაბისადმი, პროდუქტის რომელიმე კომპონენტისადმი ან თაგვის ცილებისადმი არსებული მომატებული მგრძნობელობისას.

სიფრთხილის ზომები

მაბტერასთან ასოცირებულია გვერდითი რეაქციები ინფუზიაზე, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ციტოკინების და/ან სხვა ქიმიური მედიატორების გამოთავისუფლებასთან. მძიმე ინფუზიური რეაქციები შესაძლოა კლინიკურად არ განსხვავდებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისგან ან ციტოტოკინების გამოთავისუფლების სინდრომისაგან. მაღალი სიმსივნური დატვირთვის ან მოცირკულირე ავთვისებიანი უჯრედების მაღალი მაჩვენელებლების (>25 X 109/ლ) მქონე პაციენტები, როგორიცაა ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკოზის და ე.წ. mantle cell’ ლიმფომა მძიმე ინფუზიური რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

პულმონური მოვლენები: პულმონური მოვლენები მოიცავდა ჰიპოქსიას, ფილტვის ინფილტრატებს და სუნთქვის მწვავე უკმარისობას. ამ მოვლენათაგან ზოგიერთს წინ უსწრებდა ბრონქოსპაზმი და ქოშინი. ზოგიერთ შემთხვევაში დროთა განმავლობაში სიმპტომები მძიმდებოდა, ხოლო სხვებში საწყისი გაუმჯობესების შემდეგ ადგილი ჰქონდა კლინიკურ გაუარესებას. ამიტომ, აუცილებელია ყველა იმ პაციენტის საგულდაგულო მონიტორინგი, რომლებსაც აღენიშნებათ პულმონური მოვლენები ან ინფუზიასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები სანამ სიმპტომები სრულად არ გაქრება.

ანამნეზში ფილტვების უკმარისობის ან ფილტვის სიმსივნური ინფილტრაციის მქონე პაციენტებში არასასურველი გამოსავალის რისკი უფრო მაღალია, ამიტომ მათი მკურნალობა განსაკუთრებული სიფრთხილითაა საჭირო. ნიშნებისა და სიმპტომების სრული გაქრობის შემდეგ განახლებულ მკურნალობას ძალიან იშვიათად მოჰყოლია მძიმე ინფუზიური რეაქციები.

სისმისვნის სწრაფი ლიზისი. მაბტერა იწვევს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი  CD20პოზიტიური უჯრედების სწრაფ ლიზისს. სიმსივნის ლიზისის სინდრომისათვის დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები (მაგ., ჰიპერურიკემია, ჰიპერკალიემია, ჰიპოკალცემია, თირკმელის მწვავე უკმარისობა, ლდჰ-ს მომატება) აღინიშნა მაბტერას პირველი ინფუზიის შემდეგ მოცირკულირე ავთვისებიანი ლიმფოციტების მაღალი მაჩვენებლების მქონე პაციენტებში. სიმსივნის ლიზისის სინდრომის პროფილაქტიკა გათვალისწინებული უნდა იყოს სიმსივნის სწრაფი ლიზისის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში. აუცილებელია აღნიშნული პაციენტების საგულდაგულო მეთვალყურეობა სათანადო ლაბორატორიული მონიტორინგის ჩათვლით. შესაბამისი მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიმსივნის სწრაფი ლიზისის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისას. შესაბამისი მკურნალობის ფონზე, ნიშნებისა და სიმპტომების სრული გაქრობის შემდეგ მაბტერა სიმსივნის ლიზისის სინდრომის პროფილაქტიკურ მკურნალობასთან კომბინაციაში გამოყენების გამოცდილება შემთხვევების შეზღუდული რაოდენობით შემოიფარგლება.

მაბტერას გამოყენება უნდა ხორცილედებოდეს რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობის მქონე გარემოში და აუცილებლად გამოცდილი ონკოლოგის/ჰემატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჰიპოტენზია, ცხელება, შემცივნება, კანკალი, ურტიკარია, ბრონქოსპაზმი და ანგიოშეშუპება გამოვლენილა მაბტერას ინფუზიისას, როგორც ინფუზიასთან დაკავშირებული სიმპტომების კომპლექსის ნაწილი. აღნიშნული სიმპტომები უკუქცევადია ინფუზიის შეჩერების გზით. რეკომენდებულია ინფუზიასთან დაკავშირებული სიმპტომების მკურნალობა დიფენჰიდრამინითა და აცეტამინოფენით. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებით ბრონქოდილატატორებისა და ფიზიოლოგიური ხსნარის ი.ვ. გამოყენება. შემთხვევათა უმრავლეობაში, სიმპტომების სრული გაქრობის შემდეგ ინფუზიის განახლება შესაძლებელია სიჩქარის 50%-იანი შემცირებით (მაგ., 100 მგ/სთ—დან 50 მგ/სთ-მდე).  პაციენტების უმრვალესობამ, რომლებშიც ინფუზიური მოვლენები არ იყო სიცოცხლისათვის საშიში, შესძლეს მაბტერას თერაპიის სრული კურსის მიღება.

პაციენტები მოცირკულირე ავთვისებიანი უჯრედების მაღალი მაჩვენებლით (>25 X 109/ლ) ან სიმსივნის მაღალი დატვირთვით, მაგ. ქრონიკული ლეიკოციტური ლეიკოზის დროს, რომლებიც ინფუზიასთან დაკავშირებული განსაკუთრებით მძიმე რეაქციები განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყვნენ ნამკურნალები, როდესაც ყველა სხვა ალტერნატივა ამოწურულია. აუცილებელია ამ პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი პირველი ინფუზიის მიმდინარეობისას.

გასათვალისწინებელია ინფუზიის დაბალი სიჩქარის გამოყენება აღნიშნულ კონტინგენტში.

სუნთქვის მწვავე უკმარისობას შესაძლოა თან სდევდეს ფილტვის ინტერსტიციული ინფილტრაცია ან შეშუპება, რაც გულმკერდის რენტგენოსკოპიისას ფიქსირდება. სინდრომი, ჩვეულებრივ, თავს იჩენს პირველი ინფუზიის დაწყებიდან  ერთ-ორ საათში.

მწვავე პულმონური მოვლენების განვითარებისას ინფუზია უნდა შეჩერდეს და ჩატარდეს აგრესიული სიმპტომური თერაპია.

ვინაიდან კლინიკური სიმპტომების საწყის გაუმჯობესებას შეიძლება მოყვეს გამწვავება, მონიტორინგი აუცილებელია მოვლენების სრულ გაქრობამდე. ანაფილაქსიური და ჰიპემგრძნობელობის სხვა რეაქციები აღინიშნა ცილების ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

ადრენალინი, ანტიჰისტამინური საშუალებები და კორტიკოსტეროიდები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მაბტერასადმი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში.

ვინაიდან მაბტერას ინფუზიისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, საჭიროა თავი შევიკავოთ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენებისაგან მაბტერას ინფუზიამდე 12 საათის განმავლობაში და ინფუზიის მიმდინარეობისას. სტენოკარდიული შეტევა ან გულის არითმია, როგორიცაა წინაგულების ციმციმი და თრთოლვა, აღნიშნულა მაბტერას რეციპიენტებში. ამიტომ, აუცილებელია ანამნეზში გულის დაავადების მქონე პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი.

მართალია მაბტერა არ ხასიათდება მიელოსუპრესიული აქტივობით მონოთერაპიისას, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში ნეიტროფილების რიცხვით  9/ლ და/ან თრომბოციტების რიცხვით  9/ლ, ვინაიდან კლინიკური გამოცდილება ასეთ პაციენტებში მწირია. მაბტერას გამოყენება პაციენტებში ძვლის ტვინის აუტოგენური ტრანსპლანტატით ან ძვლის ტვინის სავარაუდო დაქვეითების მქონე სხვა რისკ ჯგუფებში, არ იწვევდა მიელოტოქსიურობას.

მაბტერათი მონოთერაპიისას მიზანშეწონილია გაკონტროლდეს სისხლის საერთო ანალიზი, მათ შორის თრომბოციტების რაოდენობა.  CHOP რეჟიმთან კომბინირებისას, სისხლის საერთო ანალიზის რეგულარული შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს სტანდარტული სქემის მიხედვით.

უცნობია ახდენს თუ არა მაბტერა ზეგავლენას ავტომობილის და მანქანა-დანადგარების მართვის შესაძლებლობაზე, თუმცა ფარმაკოლოგიური აქტივობისა და გვერდითი მოვლენების არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ასეთი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

იმუნიზაცია. იმუნიზაციის უსაფრთხოება ნემისმიერი, განსაკუთრებით კი ცოცხალი ვირუსის ვაქცინის გამოეყენბისას, არ შესწავლილა. პირველადი ან ანამნეზიური ჰუმორული პასუხის განვითარების უნარი აგრეთვე არ შესწავლილა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

ამჟამად, მონაცემები მაბტერასთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

პაციენტებს ადამიანის თაგვის საწინააღდეგო ანტისხეულის ან ადამიანის ანტიქიმერული ანტისხეულის ტიტრით შესაძლოა განუვითარდეთ ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როდესაც მათ მკურნალობენ სხვა სადიაგნოსტიკო ან  სამკურნალო მონოკლონური ანტისხეულით.

მაბტერასა და ნორმალური B-უჯრედების განლევის პოტენციალის მქონე CHOP-ის გარდა სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების ერთდროული ან თანმიმდევრული გამოყენების ამტანობა არ არის ზუსტად განსაზღვრული.

ორსულობა და ლაქტაცია :

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა ისარგებლონ ეფექტური კონტრაცეფციული საშუალებებით მაბტერათი მკურნალობისას და მისი დამთავრებიდან 12 თვის მანძლიზე.არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა რიტუქსიმაბი დედის რძით. მაგრამ, ვინაიდან, დედის IgG გამოიყოფა რძით, მაბტერა არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში.

გვერდითი მოვლენები:

– ორგანიზმი მთლიანად: ზურგის ტკივილი (0.3%), ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი კისრის არეში, ტკივილი სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილში, ტკივილი, სახის და კისრის სიწითლე, სისუსტე, სიცივის სინდრომი.

– გულსისხლძარღვთა სისტემა: ჰიპერტენზია (0.3%), ტაქიკარდია, არითმია (0.6%), ორთოსტატური ჰიპოტენზია.

– საჭმლის მომნელებელი სისტემა: დიარეა, დისპეფსია, ანორექსია, დისფაგია (0.3%), სტომატიტი, ყაბზობა.

– სისხლის და ლიმფური სისტემა: ანემია (1.1%).

– მეტაბოლური და ტროფიკული დარღვევები: პერიფერიული შეშუპება, სახის შეშუპება, ლდჰ-ს მომატება, ჰიპოკალციმია, წონაში დაკლება.

– ძვალკუნთოვანი სისტემა: ტკივილი (0.3%), ჰიპერტონია.

– ნერვული სისტემა: მოუსვენრობა, პარესთეზია, ჰიპოსთეზია, აგზნებულობა, უძილობა, ვაზოდილატაცია.

– რესპირატორული სისტემა: ქოშინი (0.8%), ტკივილი გულმკერდის არეში, რესპირატორული დაავადება.

– კანი და დანამატები: ოფლიანობა ძილში, ოფლიანობა.

– მგრძნობელობის ორგანოები: ცრემლის გამოყოფის დარღვევები, კონიუქტივიტი, ყურის ტკივილი, ხმაური ყურებში.

აგრეთვე აღინიშნა შემდგომი გვერდითი მოვლენები (კოაგულაციის დარღვევები, ასთმა, ფილტვისმიერი დარღვევები, მაობლიტირებელი ბრონქიოლიტი, ჰიპოქსია, მუცლის გადიდება, ტკივილი ინფუზიისას, ბრადიკარდია, ლიმფადენოპათია, ნერვოზულობა, დეპრესია, გემოვნების გაუკუღმართება.

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები. ინფუზიასთან დაკავშირებული სიმპტომკომპლექსი, რომელიც მოიცავდა ცხელებასა და შემცივნებას/კანკალს გამოუვლინდა პაციენტების უმრავლესობას მაბტერას პირველი ინფუზიისას. ინფუზიასთან დაკავშირებულ სხვა ხშირ სიმპტომებს მიეკუთვნებოდა: გულისრევა, ურტიკარია, დაღლილობა, თავის ტკივილი, ქავილი, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, ენის ან ყელის შეშუპების შეგრძნება (ანგიოშეშუპება) რინიტი, პირღებინება, ჰიპოტენზია, შეწითლება და ტკივილი დაავდაბის ლოკალიზაციის ადგილას. ეს რეაქციები ჩვეულებრივ თავს იჩენდა პირველიინფუზიის დაწყებიდან 30 წუთიდან 2 საათის ფარგლებში, და ქრებოდა მაბტერას ინფუზიის სიჩქარის შემცირებით ან შეჩერებით და სიმპტომური დახმარებით (ი.ვ. ფიზიოლოგიური ხსნარი, დიფენჰიდრამინი და აცეტამინოფენი).

ინფექციები. მაბტერამ გამოიწვია B-უჯრედების განლევა პაციენტების 70-80%-ში, მაგრამ შრატში იმუნოგლობულინების შემცირება მხოლოდ პაციენტების მცირე ნაწილში აღინიშნა. ინფექციური მოვლენები, დამოუკიდებლად მიზეზობრივი შეფასებისა, 356 პაციენტის 30.3%-ში გამოვლინდა: პაციენტების 18.8% ჰქონდა ბაქტერიული ინფექცია, 10.4%  – ვირუსული ინფექცია, 1.4%  – სოკოვანი ინფექცია, ხოლო 5.9%  – უცნობი ეტიოლოგიის ინფექცია. მძიმე ინფექციური მოვლენები (მე-3 ან 4 ხარისხი), მათ შორის სეფსისი განუვითარდა პაციენტების 3.9%-ს; 1.4%-ს მკურნალობის მიმდინარეობისას და 2.5%-ს დაკვირვების პერიოდში. ვინაიდან ეს კვლევები ერთჯგუფიანები იყო, მაბტერას ან არახოჯკინის ლიმფომის ან წინამორბედი მკურნალობის როლის დადგენა ინფექციური მოვლენების განვითარებაში გაძნელებულია.

ჰემატოლოგიური მოვლენები: მძიმე (3 და 4 ხარისხის) თრომბოციტოპენია აღინიშნა პაციენტების 1.7%-ში, მძიმე ნეიტროპენია  – 4.2%-ში, მძიმე ანემია  – 1.1%-ში. აღინიშნა გარდამავალი აპლასტიური ანემიის (წითელი უჯრედების აპლაზია) ერთი და ჰემოლიზური ანემიის ორი შემთხვევა მაბტერათი მკურნალობის შემდეგ.

კარდიოვასკულარული მოვლენები: კარდიოვასკულარული მოვლენები მკურნალობის მიმდინარეობისას პაციენტების 18.8%-ში დაფიქსირდა. ყველაზე ხშირად ვლინდებოდა ჰიპოტენზია და ჰიპერტენზია. მაბტერათი მკურნალობის პერიოდში ორ პაციენტს (0.6%) განუვითარდა  მე-3 ან 4 ხარისხის არითმია (მათ შორის ვენტრიკულრი და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია), ხოლო ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე ერთ პაციენტს განუვითარდა სტენოკარდიული შეტევა, რომელიც 4 დღეში გადაიზარდა

სუბპოპულაციები

ხანშიშესული პაციენტები (65 წლის). ნებისმიერი გვერდითი მოვლენის და მე-3 და 4 ხარისხის გვერდითი მოვლენების სიხშირე ხანშიშესულ (N=94) და ახალგაზრდა (N=237) პაციენტებში მსგავსი იყო (88.3% და 92.0% – ნებისმიერი გვერდითი მოვლენა; 16.0% და 18.1% მე-3 და 4 ხარისხის გვერდითი მოვლენები).

სტაბილობა

მაბტერას მომზადებული ხსნარი ინფუზიისათვის ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 24 საათის განმავლობაში ტემპერატირაზე  2°C – 8°C, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე 12 საათის განმავლობაში

შენახვის პირობები

შეინახეთ ფლაკონები 2°C  – 8°C ტემპერატურაზე (მაცივარში). შეინახეთ ფლაკონი მუყაოს კოლოფში შუქისგან დასაცავად.

მოხმარებისა და გამოყენებული მასალების გაანდგურების ინსტრუქციები:

ამოიღეთ მაბტერას საჭირო რაოდენობა ასეპტიკურ პირობებში და გახენით რიტუქსიმაბის გათვლილი კონცეტრაციის მისაღებად (1-4 მგ/მლ) საინფუზიო პაკეტში, რომელიც  შეიცავს სტერილურ, აპიროგენულ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში ან დექსტროზას 5% ხსნარში. ხსნარის შესარევად და აქაფების თავიდან ასაცილებლად აკურატულად გადააბრუნეთ პაკეტი. გამოყენებამდე პარენტერული გამოყენების პრეპარატები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მინარევებისა და გაუფრულების შესამოწმებლად.მიკრობოილოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლად უნდა იქნას გამოყენებული. სხვა შემთხვევაში, მომზადებული ხსნარის შენახის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C  -8°C  ტემპერატურაზე, თუ რა თქმა უნდა ხსნარი მომზადდა კონტროლირებად და ასეპტიკურ პირობებში არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მაალოქსი – MAALOX – МААЛОКС

საერთაშორისო დასახელება:

ALGELDRATE; MAGNESIUM HYDROXIDE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ალგელდრატი+მაგნიუმის ჰიდროჟანგი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტაციდური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

ალგელდრატი (ალუმინის ჰირდროჟანგი) ……….      400 მგ

მაგნიუმის ჰიდროჟანგი ………………………………     400 მგ

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის:

ფლაკონში …………………………………………..  250 მლ

15 მლ

ალგელდრატი (ალუმინის ჰიდროჟანგი) ……… 525 მგ

მაგნიუმის ჰიდროჟანგი ………………………..    600 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მაგნიუმის ჰიდროქსიდის სუსპენზია
მაგნიუმის ჰიდროქსიდის ექვივალენტური ……….
4 გ
ალუმინის ჰიდროქსიდის სუსპენზია
ალუმინის ჰიდროქსიდის ექვივალენტური ……….
3.5 გ
კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა ………..0.12 მლ
ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი ………………….0.065 გ
პიტნის ეთერის ზეთი …………………………….0.0126 გ
დ-მანიტოლი ……………………………………..0.25 გ
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ………………….0.1 გ
პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი ……………….0.05 გ
ნატრიუმის საქარინი ……………………………..0.028 გ
სორბიტოლი 70%(არაკრისტალური) ……………1.429 გ
გაწმენდილი წყალი ……………………………….100 მლ

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის: პაკეტში 15 მლ შეფუთვაში 30 ც.

15 მლ

ალგელდრატი (ალუმინის ჰიდროჟანგი) ………….      525 მგ

მაგნიუმის ჰიდროჟანგი ……………………………..       600 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მაგნიუმის ჰიდროქსიდის სუსპენზია
მაგნიუმის ჰიდროქსიდის ექვივალენტური ………………
600 მგ
ალუმინის ჰიდროქსიდის სუსპენზია
ალუმინის ჰიდროქსიდის ექვივალენტური ………………
525 მგ
კონცენტრირებული ქლორწყალბამჟავა …………………0.018 მლ
ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი ………………………….9.82 მგ
პიტნის ეთერის ზეთი ……………………………………1.898 მგ
დ-მანიტოლი …………………………………………….37.5 მგ
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი ………………………..15 მგ
პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი ………………………7.5 მგ
ნატრიუმის საქარინი ……………………………………..4.215 მგ
სორბიტოლი 70% (არაკრისტალური) …………………214.3 მგ
გაწმენდილი წყალი ……………………………………..15 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაალოქსი წარმოადგენს მაგნიუმის ჰიდროქსიდის და ალუმინის ჰიდროქსიდის კარგად ბალანსირებულ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ მანეიტრალიზებელ თვისებას და პროტექტორულ ეფექტს.

პრეპარატს ახასიათებს მაღალი ეფექტურობა და კარგი გემო. მაალოქსი არ იწვევს შეკრულობას. გამოიყენება, როგორც მაადსორბირებელი, შემომგარსველი და ანტაციდური საშუალება კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებისას.

მაალოქსი რამოდენიმე საათით აყუჩებს ტკივილს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებში.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული გასტრიტი;
  • საყლაპავის თიაქარი;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • კუჭის დისკომფორტი დიეტის დარღვევის, წამლის მიღების, ყავის, ნიკოტინის და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

– მაალოქსი ძირითადად ენიშნებათ ჭამიდან 1-1.5 სთ-ის შემდეგ ან ტკივილის შემთხვევაში.

– მაალოქსს იღებენ 1-2 ტაბლეტის ოდენობით. აუცილებელია ტაბლეტის დაღეჭვა, ან პირში გაჩერება მის სრულ გახსნამდე.

– მაალოქსი სუსპენზიის სახით მიიღება 15-16 მლ (1 სუფრის კოვზი ან 1 პაკეტი). ხმარების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ან პაკეტი თითებით დაისრიოს, რათა სუსპენზია გახდეს ჰომოგენური. პაკეტის შიგთავსი გადააქვთ კოვზზე ან პირში.

ბავშვებს 4 თვიდან 1 წლამდე: 1/2 ჩაის კოვზი ერთ მიღებაზე;

ბავშვებს 1 წლის ზევით: 1 ჩაის კოვზი ერთ მიღებაზე.

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დამატებითი დოზის მიღება წინა მიღებიდან 2 საათის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 6 მიღებისა დღეში.

გვერდითი მოვლენები:

დაკავშირებულია ალუმინის ჰიდროჟანგთან: მაალოქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენების დროს შესაძლებელია ორგანიზმში ფოსფორის მარაგის მკვეთრი შემცირება.

უკუჩვენებები:

* თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

მაალოქსი შეიძლება დაინიშნოს ორსულობისას.

* რადგანაც მონაცემები პრეპარატის რძესთან ერთად გამოყოფისა არ არსებობს, ძუძუთი კვების დროს ექიმის კონსულტაციის გარეშე მიღება რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პერორალურად მიღებისას მაალოქსის კომბინაცია ინდომეტაცინთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან (და სხვა სალიცილატებთან), 2-ჰისტამინო რეცეპტორების ბლოკატორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, ამინაზინთან, დიფლუნიზალთან, იზონიაზიდთან, ფენიტოინთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებთან, ფოსფორშემცველ პრეპარატებთან, აქვეითებს მათი აბსორბციის პროცესს.

მაალოქსის მიღება რეკომენდებულია ზემოთჩამოთვლილი პრეპარატების მიღებამდე 2 სთ-ით ადრე, ან მათი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 8-150C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ლუცეტამი – LUCETAM – ЛУЦЕТАМ

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM

მწარმოებელი: FGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

პირაცეტამი ……………….      400 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პირაცეტამი ………………..     800 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პირაცეტამი ………………….   1200 მგ

არააქტიური ინგრედიენტები:

მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K-30, მაკროგოლი 6000, დიბუტილსებაკატი, ტიტანიუმის ორჟანგი, ტალკი, ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა.

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ. 1 ამპ.

პირაცეტამი ………………….   200 მგ 1 გ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 15 მლ, შეფუთვაში 20 ც.

1 მლ 1 ამპ.

პირაცეტამი ……………………..200 მგ 3 გ

სხვა კომპონენტები:

ნატრიუმის აცეტატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ნოოტროპულ საშუალებას. იგი დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინში სისხლმიმოქცევისა და ცვლის პროცესებზე. ლუცეტამი ასტიმულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, ზრდის გლუკოზის უტილიზაციას, იშემიურ ზონებში აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. პრეპარატი ზრდის ადენილატციკლაზას აქტივობას და აინჰიბირებს ნუკლეოტიდფოსფატაზებს, თავის ტვინში აძლიერებს ბირთვული რნმ-ის სინთეზს. პრეპარატი თავის ტვინის დაზიანების შემთხვევაში, რომელიც იწვევს ჰიპოქსიასა და ინტოქსიკაციას, ავლენს დაცვით მოქმედებას. ლუცეტამი აუმჯობესებს თავის ტვინის ინტეგრატულ მოქმედებას, აგრეთვე მეხსიერებას და შესწავლის პროცესებს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალურად მიღების შემთხვევში სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი Cmax აღინიშნება დაახლოებით 30-60-წთ-ის შემდეგ, ხოლო სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღწევს 2-8 სთ-ის შემდეგ.

პრეპარატის Vd – განაწილების მოცულობა შეადგენს 0.6 ლ/კგ. იგი სისხლის პლაზმაში ცილებს არ უკავშირდება.

ლუცეტამი ნაწილდება ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში, აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. იგი შერჩევით გროვდება თავის ტვინის ქერქის ქსოვილებში. ნათხემსა და ბაზალურ განგლიებში.

პრეპარატი აღწევს პლაცენტურ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძეში.

პრეპარატის T1/2 შეადგენს 4-5 სთ-ს, სისხლის პლაზმიდან მის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-8 სთ-ს. იგი უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების უკმარისობის დროს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება.

ჩვენებები:

  • მეხსიერების დარღვევა, ყურადღების და მოტივაციის დეიფიციტი, სიფხიზლის დონის შემცირება, თავის ტვინის დაზიანებისა და მისი ფუნქციების დათრგუნვის გამო;
  • ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის ნარჩენი მოვლენების მკურნალობა (უპირველის ყოვლისა, აფაზიის);
  • კუნთების კრთომა, განპირობებული ნერვული სისტემის დაზიანებით (ქერქული მიოკლონუსი);
  • თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა (სისხლძარღვოვანი მოშლილობების სიმპტომებისა და ფსიქიკური დარღვეების გარდა);
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმისა და ალკოჰოლიური აბსტინენციური სინდრომის ფონზე განვითარებული მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითების კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით.
  • სხვა მეთოდებთან კომბინაციაში – შესწავლის სირთულისა და დიზლექსიის (წერილობითი მეტყველების აღქმის გაძნელება) მქონე ბავშვების შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. საჭიროა რეკომენდებული დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის ზუსტი დაცვა. დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად დაავადების სახისა და სიმძიმის, ასევე პრეპარატზე რეაქციის გათვალისწინებით.

ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე, 100-200 მლ სითხის მიყოლებით.

რეკომენდებული დოზები სხვადასხვა ჩვენების დროს:

– ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მეხსიერების დარღვევა, ყურადღებისა და მოტივაციის უკმარისობა): დღე-ღამეში 2.4-4.8 გ ორ-სამ მიღებად.

– ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნარჩენი მოვლენების მკურნალობა (მაგალითად, ინსულტი): ქვემწვავე ან ქრონიკული (15 დღეზე მეტი ხანგრძლივობის) დაავადებების დროს რეკომენდებული დოზაა 4.8-6გ.

– კორტიკალური მიოკლონია: რეკომენდებული საწყისი დღიური დოზაა 7.32 მგ, რის შემდეგ, საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის მომატება 4.8 გ-ით 3-4 დღიანი ინტერვალებით, 24 გ-მდე დღეში.

– თავბრუსხვევა: 2.4-4.8 გ დღეში ორი-სამ მიღებაზე.

– ალკოჰოლის შეწყვეტის სინდრომი: 12 გ დღეში, შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით. – 2.4 გ. დღეში.

– ბავშვების დიზლექსია: 8-13 წლის ასაკში, ლოგოპედიურ მკურნალობასთან ერთად მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 3.2 გ-ს ორ მიღებაზე.

– თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

მკურნალობის ხანგრძლივობა ისაზღვრება პაციენტის კლინიკური მდგომარეობით. ქრონიკული დაავადებების დროს მკურნალობა, ჩვეულებრივ, გრძელდება 6-12 კვირა, მაგრამ შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაშიც გაგრძელდეს, ხოლო ალცჰაიმერის დაავადების დროს – რამდენიმე წელიც კი.

არ შეიძლება პრეპარატის მიღების შეწყვეტა თვითნებურად.

ხსნარი

ლუცეტამის ინექციები ნელი ინტავენური ინფუზიების სახით, რეკომენდებულია მწვავე მდგომარეობებისას, პრეპარატის გაძნელებული ან ორალური მიღების შეუძლებლობის დროს, (ყლაპვის დარღვევა, პაციენტის უგონო მდგომარეობა).

ლუცეტამის საინექციო ხსნარი ეთავსება შემდეგ საინფუზიო ხსნარებს:

გლუკოზა –    5%, 10%, 20%;

ფრუქტოზა – 5%, 10%, 20%;

ლევულოზა – 5%;

ნატრიუმის ქლორიდი 0,9%;

დესქტრანი   40 10% 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში;

დესქტრანი  100 6% 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში;

რინგერი P-p, რინგერი P-p ლაქტატთან ერთად, მანიტოლ-დექსტრანი, სტერილური HAES-ი 6%.

პირაცეტამის საინფუზიო ხსნარი  დამატებით სტაბილურია არანაკლებ 24  საათისა.

ხსნარის შეყვანა, ასევე, შეიძლება ინტრავენურად რამდენიმე წუთის განმავლობაში. დამატებითი განზავების გარეშე. ლუცეტამი ტაბლეტებში რეკომენდებულია ხანგრძლივი მიღებისათვის და ქრონიკული მდგომარეობების სამკურნალოდ.

დოზირების შერჩევა საჭიროა ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმისა და პრეპარატზე რეაქციის გათვალისწინებით.

რეკომენდებულია დღიური დოზის გაყოფა თანაბრად 2-4 მიღებისათვის. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პაციენტის კლინიკური მდგომარეობით. პრეპარატის მაღალი დოზების პარენტერული შეყვანის დროს გაუმჯობესება მიიღება რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, თუ პაციენტის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რეკომენდებულია პირაცეტამის per os მიღებით მკურნალობის გაგრძელება. დაავადების სიმპტომების უკუგანვითარებამდე.

ქრონიკული დაავადებების დროს პრეპარატის ოპტიმალური ეფექტი, ჩვეულებრივ, მიიღწევა 6-12 კვირის განმავლობაში. სამთვიანი პერიოდის შემდეგ საჭიროა მკურნალობის შედეგების გაანალიზება და მისი გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა. თუ პრეპარატის შემდგომი გამოყენება იქნება მიზანშეწონილი, მაშინ დაახლოებით ყოველ 6 თვეში რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მთლიანად მოხსნა. დაავადების ეტიოლოგიის მიხედვით (პრეპარატის კარგი ეფექტის არსებობის დროს) მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე, ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაში – რამდენიმე წელიც კი.

რეკომენდებული დოზები სხვადასხვა ჩვენების დროს:

– ფსიქოორგანული სინდრომები: 2.4-4.8 გ დღეში 2-3 მიღებად.

– თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგების მკურნალობა: ქვემწვავე ან ქრონიკული დაავადების დროს (ხანგრძლიობით 15 დღე ან მეტი) რეკომენდებულია დოზა 4.8-6 გ.

– კორტიკალური მიოკლონია: რეკომენდებული საწყისი დღიური დოზაა 7.2 გ,. რის შემდეგაც, საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის მომატება 4.8 გ-ით 3-4 დღის ინტერვალებით 24 გ-მდე დღეში. შემდგომში, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიხედვით, რეკომენდებულია დღიური დოზის თანდათანობითი შემცირება 2 დღის ინტერვალებით (3-4 დღის ინტერვალებით ლანს-ადამსის სინდომის დროს) 1.2 გ-ით, დაავადების უეცარი გამწვავების ან კრუნჩხვითი შეტევების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

– რეკომენდებულია სხვა პრეპარატების ჩვეულებრივი დოზების გამოყენება ქერქული მიოკლონიის სამკურნალოდ; მათი დოზები შემდგომში, ასევე შეიძლება შემცირდეს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად.

– თავბრუსხვევა: დღეში 2.4-4.8 გ 2-3 მიღებად.

– ალკოჰოლის შეწყვეტის სინდრომი: 12 გ დღეში, შემანარჩუნებელი თერაპია 2.4 გ დღეში.

– დიზლექსია ბავშვებში: 8-13 წლის ასაკში ლოგოპედიურ მკურნალობასთან ერთად, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 3.2 გ-ს 2 მიღებად.

დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციების დარღვევის დროს:

კრეატინინის კლირენსი        შრატის კრეატინინი                დოზა

60-40 მლ/წთ                             125-17 მგ %                      ნორმალურის ნახევარი

40-20 მლ/წთ                             1.7-3.0 მგ %                     ნორმალურის მეოთხედი

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტები, რომელიც აღინიშნება 5%-ზე ნაკლები სიხშირით და განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს 2400 მგ–ზე მეტი დღიური დოზის სახით: ნერვული აგზნებადობა და გაღიზიანებადობა, შფოთვა, აგრესია, მოძრაობის მაღალი აქტიურობა, ძილის დარღვევა.

გვერდითი ეფექტები სიხშირით 2%-ზენაკლები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივლი კუჭის არეში, სხეულის წონის მომატება.

იშვიათად: არტერიული წნევის მომატება და დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, ლიბიდოს მომატება, ალერგიული რეაქციები.

ძალიან იშვიათად: უძილობა (პარადოქსული ეფექტი) და დაღლილობა.

სხვა გვერდითი ეფექტები, რეგისტრირებული პოსტმარკეტინგულ გამოკვლევებში: შფოთვა, გაბრუება, ჰალუცინაციები, ატაქსია (სიარულის მანერის დარღვევა), წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის მიმდინარეობის გაუარესება, ანგიონევროზული შეშუპება, დერმატიტი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება.

გვერდითი ეფექტები ქრება დოზის შემცირებისას.

ძალიან იშვიათად, ინტრავენური შეყვანის შემდეგ შესაძლებელია ტკივილი და თრმობოფლებიტი ინექციის ადგილას, ასევე ცხელება და ჰიპოტენზია.

უკუჩვენებები:

* მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* თირკმელების მძიმე დაავადება;

* სისხლჩაქცევა თავის ტვინში;

* ძუძუთი კვება;

*ორსულობა

ორსულობა და ლაქტაცია:

* მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინეს პრეპარატ ლუცეტამის ტოქსიკური ეფექტი ნაყოფზე, ეს ნივთიერება გადის პლაცენტარულ ბარიერს და ამიტომ მისი გამოყენება, ჩვეულებრივ, უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ექიმი ამ პრეპარატს დანიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი სარგებელი აჭარბებს შესაძლებელ რისკს.

* პრეპარატის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძური დედებისათვის არ არის რეკომენდებული ლუცეტამის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატ ლუცეტამის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს:

* თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარტ ლუცეტამის აქტიური კომპონენტის გამოყოფა შეიძლება გახანგრძლივდეს, მისი ეფექტი კი გაძლიერდეს. ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე გამოკვლეულ უნდა იქნას თირკმლის ფუნქციები;

* ეპილეფსია ან სპასტიური მდგომარეობისაკენ მიდრეკილება, რადგან, ამ პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას შეუძლია გააძლიეროს სპაზმებისაკენ მიდრეკილება და მოახდინოს ეპილეფსიური შეტევების პროვოცირება;

* სისხლის შედედების დარღვევა, ძლიერი სისხლდენა, გადატანილი დიდი ოპერაცია. ამ პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას შეუძლია იმოქმედოს სისხლის შედედებაზე, მისი გამოყენება ამ შემთხვევებში საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს;

* ქერქული მიოკლონია, რადგან პრეპარატ ლუცეტამის სწრაფ მოხსნას შეუძლია დაავადების რეციდივის და კრუნჩხვითი შეტევების გამოწვევა;

* ჰიპერთირეოზი – პრეპარატს შეუძლია ზოგიერთი სიმპტომების გაძლიერება (ტრემორი, შფოთვა, ძილის დარღვევა, გაბრუება).

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: ამ უნარზე პირაცეტამის გავლენის კლინიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ მისი შესაძალებელი გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, ასეთი გავლენა არ არის გამორიცხული. ამიტომ შეზღუდვის დონე ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს.

ჭარბი დოზირება:

პირაცეტამი არატოქსიკურია ძალიან მაღალ დოზებშიც კი.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, საჭიროა სიმპტომური მკურნალობის გამოყენება. პირაცეტამი ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს დიალიზის მეშვეობით ექსტრაქცის ეფექტურობით 50-60%.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში მორიგი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე შემდეგი დოზის მიღებამდე. თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ წინამორბედი, რადგან მისი ანაზღაურება უკვე შეუძლებელია, ორი დოზის ერთდროულმა მიღებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მასტიმულირებელი, ანტიფსიქოზური ნივთიერებების, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური პრეპარატების ან ანტიკოაგულანტების მიღება ლუცეტამთან ერთად საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას ან (ზოგიერთ შემთხვევაში) დოზის დაზუსტებას.

– ერთობლივი შეყვანით პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ასტიმულირებენ ცნს-ს, შეიძლება გაძლიერდეს მათი მასტიმულირებელი ეფექტი;

– ნეიროლეფსიურებთან ერთობლივმა შეყვანამ შეიძლება გააძლიეროს დისკინეზია.

– ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ერთობლივმა შეყვანამ (T3+T4)  შეიძლება გააძლიეროს ცენტრალური ეფექტები (ტრემორი, შფოთვა, ძილის დარღვევა, გაბრუება).

– პრეპარატის გამოყენების შედეგებით მძიმე მორეცედივე თრომბოემბოლიის მქონე ერთ პაციენტზე გამოვლინდა, რომ პირაცეტამის დოზა 9.6 გ დღეში არ ახდენს გავლენას აცენოკუმარინის დოზაზე, რომელიც საჭიროა MNO 2.5-3.5 მაჩვენებლის მისაღწევად, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ბეტა-თრომბოგლობულინის გამონთავისუფლებას, ფიბრინოგენისა და ვილებრანდის ფაქტორის დონეს. ასევე სისხლისა და პლაზმის სიბლანტეს.

– პაციენტებში, რომლებიც იღებენ მუდმივ ანტიეპილეფსიურ თერაპიას (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, ნატრიუმის ვალპროატი), პირაცეტამი დღიური დოზით 20 გ 4 კვირის განმავლობაში არ ცვლიდა ანტიეპილეფსიური პრეპარატების მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციის სხვაობას.

– პირაცეტამის (1.6 გ) და ალკოჰოლის ერთობლივი შეყვანა არ ახდენდა გავლენას თითოეული ამ ნივთიერების კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში.

– in vitro ტესტებში პირაცეტამის კონცენტრაციები 142, 426 და 1422 მკგ/მლ არ თრგუნავს ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან ღვიძლის ფერმენტებსა და ციტოქრომ P450-ს(CYP 1A2, 2A6, 2B6, 2C19, 2D6, 2E1, 3A4/5 4A9/11), შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა პირაცეტამის სხვა სამკურნალო საშუალებებთან მეტაბოლური ურთიერთქმედება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლუნიზოლი–სანოველი – LUNIZOL – sanovel – ЛУНИЗОЛ-САНОВЕЛЬ

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი: Sanovel Pharmaceutical Products

Industry Inc

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერებას:

ფლუკონაზოლი (fluconazole) …………………… 150მგ-ს.

დამხმარე ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდი (E171).

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკოზური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლუკონაზოლი ბის-ტრიაზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებაა, იგი შერჩევითად აინჰიბირებს ფერმენტს, რომელიც აუცილებელია ერგოსტეროლის სინთეზისათვის სოკოს უჯრედში. In vitro და In vivo ფლუკონაზოლის აქტივობა მკვეთრად განსხვავებულია.

პერორალურად მიღებისას იგი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა აღემატება 90 % -ს. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0,5 – 1,5 საათში. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 2,37 მგ/ლ, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 4-5 დღეში.

იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში. ფლუკონაზოლის რაოდენობა ნერწყვში, ლორწოში, პერიტონეულ სითხეში, საშოს ქსოვილში, ფრჩხილებსა და ვეზიკულურ სითხეებში უტოლდება მის რაოდენობას პლაზმაში. სოკოვანი მენინგიტებისას ფლუკონაზოლის შემცველობა ცერებრო -სპინალურ სითხეში შეადგენს პლაზმაში მისი რაოდენობის 80%-ს. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი მცირეა (12%). მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს, რაც იძლევა მისი ერთჯერადი გამოყენების საშუალებას ვაგინალური კანდიდოზების დროს.

პრეპარატის 80%-ი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:

მწვავე და რეციდიული ვაგინალური კანდიდოზები.

უკუჩვენებები:

ფლუკონაზოლისა და ტრიაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები:

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.

ორსულობა: ცხოველებში მხოლოდ პრეპარატის ჭარბი დოზით გამოყენებისას აღინიშნებოდა მისი ტოქსიკური მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოზები აღემატებოდა რეკომენდებულს, ორსულებში მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის (ორსულთა C კატეგორია).

ლაქტაციის პერიოდი: ვინაიდან ფლუკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.

ცნობები ფლუკონაზოლის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 16 წლამდე ბავშვებში არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ანტიმიკოზური მკურნალობა აუცილებელია, ხოლო ალტერნატიული საშუალება არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცელში, დიარეა. იშვიათად აღინიშნება გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

პრეპარატის ერთჯერადი დოზით 150მგ გამოყენებისას სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ვარფარინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად მიღებისას მნიშვნელოვნად იმატებს პროთრომბინის დრო. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით განისაზღვროს ანტიკოაგულანტების დოზა, როდესაც ფლუკონაზოლი ინიშნება კუმარინის ტიპის პრეპარატებთან ერთად. ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური სულფონილურაცილების ნახევრადგამოყოფის პერიოდს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მათი ერთდროული გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნას ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების განვითარების შესაძლებლობა.

დოზირება და მიღების წესი:

ვაგინალური კანდიდოზი: რეკომენდებულია პრეპარატის 150მგ ერთჯერადი მიღება (ერთდღიანი თერაპია).

ფლუკონაზოლის უმეტესი ნაწილი შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდში, ამიტომ თირკმლის დაზიანების შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ჭარბი დოზირების მკურნალობა:

ჭარბი დოზირებისას ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობა. რადგანაც ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდში, გაძლიერებული დიურეზი სავარაუდოდ გაზრდის ელიმინაციას. 3 საათიანი ჰემოდიალიზის კურსი დაახლოვებით 50% -ით ამცირებს პრეპარატის შემცველობას პლაზმაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (30°C), მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა:

ბლისტერში ერთი კაფსულა.

სხვა ფორმები:

ლუნიზოლი – სანოველი, 150მგ, 2 კაფსულა.

გაიცემა ექიმის რეცეპტით:

პრეპარატის მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

ლუმინალი (ფენობარბიტალი) – LUMINALUM (PHENOBARBITALUM) – ЛЮМИНАЛ (ФЕНОБАРБИТАЛ)

საერთაშორისო დასახელება:

PHENOBARBITAL

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალება.

ჩვენებები:

ეპილეფსია; ქორეა, სპასტიური დამბლა, პერიფერიული არტერიების სპაზმი, ეკლამპსია, აგზნება, უძილობა, ჰიპერბილირუბინემია (მათ შორის ახალშობილებში, ქრონიკული ღვიძლშიგა ქოლესტაზისას, თანდაყოლილი არაჰემოლიტური არაკონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია), შფოთი, დაძაბულობა შიში, ალკოჰოლური აბსტინენცია, ენცეფალიტი, გამოწვეული წითელათი, გრიპით, ყვავილით, წითურით, ყივანახველით და მონონუკლეოზით; კანკალი, კრუნჩხვა (მათ შორის, ცხელების ფონზე, თავის ტვინის დაზიანებისას, მალარიისას, ახალშობილებში).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის სხვა ბარბიტურატების მიმართ;

* პორფირიის  მანიფესტირებული და ლატენტური ფორმა მათ შორის ანამნეზში (შესაძლებელია სიმპტომების გაძლიერება ფერმენტების ინდუქციის გამო, რომლებიც პორფირინების სინთეზზე არიან პასუხისმგებლები);

* რესპირატორული დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ქოშინით ან სასუნთქი გზების ობსტრუქციით;

* ღვძლის და/ან თირკმლის უკმარისობა;

* მიასთნია;

* ალკოჰოლიზმი;

* წამლისმიერი ან ნარკოტიკული დამოკიდებულება, მათ შორის ანამნეზში;

* ორსულობა (განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრი), ძუძუთი კვება.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით. დოზირების რეჟიმი დგინდა მკაცრად ინდივიდუალურად ჩვენებაზე დამოკიდებულების, ავადმყოფობის მიმდინარეობის, ამტანობის, ასაკის და სხვათა მიხედვით. მკურნალობა აუცილებელია დაიწყოს უმცირესი ეფექტური დოზით, რომელიც პათოლოგიის კონკრეტული ფორმის შესაბამისად. პაციენტებში ღვიძლის/თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ასაკოვნებში და დასუსტებულ ავადმყოფებში აუცილებელია მკურნალობის მცირე დოზით დაწყება.

▪ საძლე დანიშნულებით – მოზრდილებში – 0,1–0,2 გ ძილამდე 0,5–1 სთ–ით ადრე;

▪ დამაწყნარებელი და სპაზმოლიტური დანიშნულებით – 0,01–0,03–0,05გ 2–3–ჯერ დღეში (ინიშნება სპაზმოლიტურებთან, ვაზოდილატატორებათნ და სხვა ერთად);

▪ ეპილეფსიისას ზრდასრულებში – 0,05–0,1გ 2–ჯერ დღეში დოზის თანდათანობით მოამტებით კლინიკური ეფექტის მიღებამდე.

მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებში – 0,2გ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 0,5 გ,

ბავშვებისათვის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ასაკის, ბავშვის სხეულის მასის გათვალისწინებით.

ორსულობა და ლაქტაცია:

უკუნაჩენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში (შესაძლებელია ტერატოგენული მოქმედება). ორსულებში მიღება ნაჩვენებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, თუ სხვა საშვალებების გამოყენება შეუძლებელია.

რეტროსპექტრულმა კონტროლირებადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბარბიტურატების მიღება ორსულებში იწვევდა ნაყოფის ანომალიების გახშირებას.

ახალშობილებში, რომელთა დედებიც ორსულობის მესამე ტრიმესტრში იღებდნენ ფენობარბიტალს, ვითარდებოდა ფიზიკური დამოკიდებულება და მოხსნის სინდრომი (არის მონაცემები მოხსნის სინდრომის მწვავე განვითრებაზე, რაც გამოვლინდა ეპილეპტიკურ გულყრებში და ძლიერ აგზნებაში მშობიარობისთანავე  ან 14 დღეში,იმ ახალშობილებში რომლებიც განიცდიდნენ ბარბიტურატების ხანგრძლივ მოქმედებას მუცლადყოფნის პერიოდში).

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ კრუნჩხვის საწინააღმდეგოდ ფენობარბიტალის მიღება ორსულებში  იწვევს ახალშობილებში სისხლის შედედებაში დარღვევებს  (დაკავშრებული K ვიტამინის ნაკლებობასთან), რაც  თავის მხრივ იწვევს სისხლისდენას ნეონატალურ პერიოდში (ჩვეულებრივ მშობიარობის პირველ დღეებში).

მშობიარობის დროს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილებში სუნთქვის დათრგუნვა, განსაკუთრებით დღენაკლულებში (რაც დაკავშრებულია ღვიძლის არასრულყოფილ განვითარებასთნ).

მკურნალობის დროს საჭიროა ძუძთი კვების შეწყვეტა (აღწევს დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს ცნს–ის დათრგუნვა ძუძუთი ბავშვებში).

გვერდითი მოქმედება:

ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, ლეთრგია, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, თვბრუსხვევა, თავის ტკივილი, ნევროზულობა, შფოთვა, ჰალუცინაცია, ატაქსია, კოშმარული სიზმრები, ჰიპერკინეზია (ბავშვებში), აზროვნების პროცესისი დარღვევა, პარადოქსალური რეაქციები (უჩეულო აგზნება, უძილობა) – განსაკუთრებით ბავშვებში, ასაკოვნებში და დასუსტებულ ავადმყოფებში – მოქმედების შემდგომი ეფექტი (ასთენია,დამტვრეულობის შეგრძნება, მოთენთლობა, ფსიქომოტორული რეაქციების , და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება).

გულ–სისხლძარღვთა სისტემის და სისხლის მხრივ; (სისხლწარმოქმნა, ჰემოსტაზი): აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰიპოტენზია და მეგალობლასტური ანემია (ხანგრძლივი გამოყენებისას), ბრადიკარდია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა/ ღებინება, ყაბზობა.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, ადგილობრივი შეშუპება (განსაკუთრებით ქუთუთოები, ლოყები და ტუჩები), ექსფოლიატიური დერმატიტი (სტივენ–ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი); შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი.

სხვა: ხანგრძლივი მოხმარებისას – ღვიძლის დაზიანება (სკლერების ან კანის სიყვითლე), ფოლატების დეფიციტი, ჰიპოკალციემია, ოსტეომალაცია, ლიბიდოს დარღვევა, იმპოტენცია.

იწვევს მიჩვევას (ვლინდება მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ), წამლისმიერი შეჩვევა (ფსიქიური და ფიზიკური), მოხსნის სინდრომი.

სიფრთხილის ზომები:

დერმატოლოგიური რეაქციის გამოვლენისას ფენობარბიტალი უნდა მოიხსნას. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გვხვდება თუ ანამნეზში აღინიშნება ასთმა, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება და სხვა.

მხედველობაში მიღებული უნდა იყოს, რომ ასაკოვან პირებში და დასუსტებულ ავადმყოფებში ჩვეულებრივ დოზებში შესაძლებელია გამოხატული აგზნება, დეპრესია ან გონების არევა. ბავშვებში ბარბიტურატმა შესაძლოა გამოიწვიოს უჩვეულო აგზნება, გაღიზიანება, ჰიპერრექტიულობა.

სიფრთხილით ინიშნება დეპრესიისას (შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში).

დამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დიდი დოზებით გამოყენებისას და გახანგრძლივებული მიღებისას, ასევე პაციენტებში ანამნეზით ალკოჰოლური და წამლისმიერი დამოკიდებულებისას. ბარბიტურატების მუდმივი მიღება დოზით, რომელიც თერაპიულ დოზას აჭარბებს 3–4–ჯერ, იწვევს ფიზიკური დამიკიდებულების განვითარებას 75% –ში.

წამლის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის შემცირებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, რათა შემცირდეს მოხსნის სინდრომის რისკის განვითრება. აბსტინენტური სინდრომი შეიძლება განვითარდეს ბოლო დოზის მიღებიდან 8–12 სთ–ში და ჩვეულებრივ ვლინდება შემდეგი თანმიმდევრობით (მცირე სიმპტომები): შფოთი, კუნთოვანი ჰიპერკინეზი, ხელების კანკალი, პროგრესირებადი სისუსტე, თავბრუსხვევა,მხედველობის დარღვევა, გულისრევა/ ღებინება, ძილის დარღვევა, ორთოსტატული ჰიპოტენზია (თავბრუსხვევა, გულისწასვლის მდგომარეობა).

მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მნიშვნელოვანი სიმპტომები (კრუნჩხვა, დელირია), რომელიც ვითარდება 16 სთ–ში და გრძელდება 5 დღემდე მკვეთრი შეწყვეტისას. მოხსნის სინდრომი თანდათნ მცირდება 15 დღის მანძილზე.

დელირიისა და კრუნჩხვის განვითარებისას ლეტალური გამოსავალის რისკი მაღალია ადამიანებში წამლისმიერი დამოკიდებულებით, პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას, სწრაფი მოხსნის შემთხვევაში.

ეპილეფსიისას უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გულყრა და ეპილეფსიური სტატუსი.

ეპილეფსიის ფენობარბიტალით მკურნალობისას რეკომენდებულია სისხლში მისი დონის მონიტორინგი. ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პერიოდულად განისაზღვროს სისხლში ფოლატის კონცენტრაცია, პერიფერიული სისხლის კონტროლი, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია.

მშობიარობის დროს ბარბიტურატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა რეანიმაციული მზადყოფნა.

მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

არ შეიძლება ლუმინალის (ფენობარბიტალის) გამოყენება ავტომანქანის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს და ყურადღების კონცენტრაციას.

განსაკუთრებული მითითება:

ამჟამად ფენობარბიტალი საძილე საშუალებად  პრაქტიკულად, არ გამოიყენება.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

შენახვის ვადა:

10 წელი.

ლუთეინა – LUTEINA – ЛЮТЕИНА

სინონიმები:
უტროჟესტანი.

შემადგენლობა:
ვაგინალური პრეპარატი ლუთეინას 1 აბი შეიცავს:
მიკრონიზირებულ პროგესტერონს – 50მგ;
დამატებითი ინგრედიენტები, ლაქტოზის მონოჰიდრატის ცათვლით.

სუბლინგვალური პრეპარატი ლუთეინას 1 აბი შეიცავს:
მიკრონიზირებულ პროგესტერონს – 50მგ;
დამატებითი ინგრედიენტები, ლაქტოზის მონოჰიდრატის ცათვლით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰორმონები, მათი ანალოგები და ანტიჰორმონალური სამკურნალო საშუალებები.

სქესობრივი ჰორმონები.

სანკურნალწამლო საშუალებები ქალური ჰორმონების ფუძეზე და მათი სინთეტური ანალოგები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ლუთეინა არის ჰორმონალური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ყვითელი სხეულის – პროგესტერონის ჰორმონის ეგზოგენურ ანალოგს შეიცავს. პრეგესტერონი ქალებში იწვევს ნორმალური ენდომეტრიუმის ჩამოყალიბებას, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პროლიფერატული ფაზიდან სეკრეტორულში გადასვლას, ხოლო განაყოფიერებისას ხელს უწყობს განაყოფიერებული კვერცხუჯრედისთვის აუცილებელი პირობების შექმნას. პრგესტერონი ამცირებს საშვილოსნოსა და საშვილოსნოსეული მილების გლუვკუნთოვანი ფენის კუმშვადობასა და აღგზნებადობას, ხელს უშლის საშვილოსნოს მომატებული ტონუსის განვითარებას ორსულობის ადრეულ ვადებზე და მუცლის მოშლის პრევენციას ახდენს. პროგესტერონს აქვს გამოხატული ანტიანდროგენული აქტივობა, ახდენს რა ანტიალდოსტერონულ მოქმედებას, იწვევს დიურეზის გაზრდას.

ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე გავლენის გარდა პროგესტერონს აქვს სისტემური მოქმედება: სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონის დარეგულრება, სხეულის ტემპერატურის აწევა, სუნთქვითი აქტივობის სტიმულაცია და სისხლის პლაზმაში ამინომჟავების დონის ამაღლება.

პრეპარატი ლუთეინას ანოტაციაში მითითებული რეკომენდაციის დაცვით მიღებისას არ გააჩნია კონტრაცეპტიული ეფექტი.

სუბლინგვალური და ინტრავაგინალური გამოყენებისას პროგესტერონი კარგად აბსორბირდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ვაგინალური გამოყენებისას პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 6-7 საათში, სუბლინგვალური გამოყენებისას – 1-6 საათში. პროგესტერონს ახასიათებს მაღალი ხარისხის ბმა პლაზმის ცილებთან, მათ შორის ალბუმინებთან და ტრანსკორტინებთან. პროგესტერონი გროვდება საშვილოსნოს ენდომეტრიუმში.

ინტრავაგინალური გამოყენებისას პროგესტერონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 13 საათი, სუბლინგვალურის დროს – 6-7 საათი.

 

გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი ლუთეინა განკუთვნილია იმ პაციენტების თერაპიისთვის, ვისაც აქვთ ენდოგენური პროგესტერონის დეფიციტი, რაც ვლინდება მენსტრუალური ციკლის დარღვევით, ანოვულატორული ციკლებით, დისმენორეით, წინამენსტრუალური სინდრომითა და საშვილოსნოს ენდომეტრიოზით.

პრეპარატი ლუთეინა შეიძლება დაინიშნოს ქალებს ხელოვნური განაყოფიერების სქემებში და მუცლის მოშლის საფრთხის მკურნალობის დროს, ასევე ყვითელი სხეულის მიერ არასაკმარისი პროგესტერონის წარმოებით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობისას.

ეგზოგენური პროგესტერონი გამოიყენება კომპლექსური მონაცვლეობითი თერაპიის (ესტროგენებტან ერთად) სახით.

ქალებში ლუთეინას იყენებენ  წინამენოპაუზაურ პერიოდში არასაკმარისი ლუთეინური ფაზის არსებობის დროს ჰორმონული ფონის კორექციისთვის.

 

მიღების წესი:

შესაძლო უკუჩვენებების გამოვლენის მიზნით პრეპარატი ლუთეინას მიღების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს სარძევე ჯირკვლების პალპაცია და ჩატარდეს გინეკოლოგიური გამოკვლევა. პრეპარატი ლუთეინას დოზებსა და მიღების წესებს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ინდივიდუალური თავისებურებებისა და კლინიკური სურათის გათვალისწინებით.

ლუთეინას ინტრავაგინალური აბები:

პრეპარატი განკუთვნილია საშოში შესაყვანად. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევისთვის აბი რაც შეიძლება ღრმად უნდა მოთავსდეს საშოში. პრეპარატის უფრო კომფორტულად შეყვანისთვის უშუალოდ მიღების წინ აბი შეიძლება დაასველოთ წყლით.

ალგოდისმენორეის, წინამენსტრუალური სინდრომის, მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და წინამენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს, როგორც წესი, ნიშნავენ 25-50მგ პროგესტერონს ორჯერ დღეში.

პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს აღდგენილი ან ბუნებრივი ციკლის მეორე ფაზიდან და გაგრძელდეს 10-12 დღე. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა არის 3-6 ციკლი უწყვეტად. წინამენოპაუზაური პერიოდის თერაპიისას მიღების ხანგრძლივობა გრძელდება მენოპაუზის დადგომამდე.

ჩანაცვლებითი თერაპიისას პრეპარატ ლუთეინას ნიშნავენ ესტროგენებთან კომპლექსში. ამ შემთხვევაში რეკომენდებული დოზა არის 25-50 მგ ორჯერ დღეში. პრეპარატი უნდა მიიღოთ ციკლის მე-15 დღიდან 25-ე -მდე ან 2-3 დღეში ერთხელ (ჩანაცვლებითი თერაპიის სქემიდან გამომდინარე).

პროგესტერონის სინჯში მეორადი ამენორეის დროს პრეპარატ ლუთეინას ნიშნავენ დოზით 50მგ ორჯერ დღეში. მიღების ხანგრძლიობა შეადგენს 5-7 დღეს, სისხლდენა უნდა დაიწყოს პროგესტერონის მიღებს შეწყვეტიდან მე-7-10 დღეს.

საშვილოსნოდან დისფუქციონალური სისხლისდენის დროს პრეპარატ ლუთეინას ნიშნავენ დოზით 50მგ დღეში 2-ჯერ 5-7 დღე, რის შემდეგაც გადადიან 25-50მგდღეში 2-ჯერ მიღებაზე ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღემდე. თერაპიის რეკომენდებული ხანგრძლიობა 2-3 ციკლია მიყოლებით.

ენდომეტროზის დროს პრეპარატ ლუთეინას ნიშნავენ დოზით 50-100მგ ორჯერ დღეში. თერაპიის ხანგრძლივობა არის 6 თვე.

ანოვულატორული და ინდუცირებული ციკლების შემთხვევაში, ასევე ჩვეული და მოსალოდნელი  აბორტის დროს პრეპარატი ლუთეინა ინიშნება დოზით 50-100მგ ორჯერ დღეში. პრეპარატის მიღების დაწყება უნდა მოხდეს დაგეგმილი ორსულობის ციკლში ან უფრო ადრე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება უწყვეტად ორსულობის მე-18-20 კვირამდე.

ხელოვნური განაყოფიერებისას პრეპარატ ლუთეინას ნიშნავენ დოზით 150-200მგ ორჯერ დღეში. თერაპიის რეკომენდებული ხანგრძლივობაა ჩანასახის გადაადგილებიდან 77-ე დღემდე. პროგესტერონის მიღება უნდა შეწყდეს თანდათან დოზის შემცირებით.

ლუთეინას სუბლინგვალური აბები:

პრეპარატი უნდა გააჩეროთ ენის ქვეშ სრულ გახსნამდე. აბის სრული გახსნიდან 10-15 წუთის შემდეგ შეიძლება საკვებისა და წყლის მიღება

პრედმენსტრუალური სინდრომის დროს და მენსტრუაციული ციკლის დაღვევისას, როგორც წესი, ინიშნება თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მიღების ხანგრძლიობა  შეადგენს 3-6 მენსტრუაციულ ციკლს.

ჩანაცვლებითი თერაპიის კომპლექსში (ესტროგენთან ერთად) პრეპარატი ლუთეინა, როგორც წესი, ინიშნება 50მგ დოზით 3-4-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება ყოველდღიურად შესენების გარეშე ან ციკლის მე-14-16 დღიდან 28 დღემდე (28 დღიანი მენსტრუაციული ციკლის დროს).

მეორადი ამენორეის დროს პროგესტერინულ სინჯში ლუთეინა ინიშნება 50მგ დოზით 3-4-ჯერ დღეში. სისხლდენა იწყება პრეპარატის მოხსნიდან მე-7-10 დღეს.

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენის დროს ინიშნება 50მგ 3-4-ჯერ დღეში. მიიღება ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღემდე 2-3 ციკლის მანძილზე.

ჩვეული აბორტის დროს, ინდუქტირებული და ანოვულატორლი ციკლის დროს, ასევე, ხელოვნური განაყოფიერების პროგრამაში ლუთეინა ინიშნება 100-150მგ დოზით 3-4-ჯერ დღეში. თერაპია იწყება დაგეგმილ ორსულობამდე რამდენიმე ციკლით ადრე და გრძელდება ორსულობის 18-20 კვირამდე.
გვერდითი მოვლენები:

ლუთეინა, როგორც წესი კარგი ამტანობით ხასიათდება; თუმცა არ არის გამორიცხული მკურნალობის პერიოდში აღინიშნოს ძილიანობა, სისუსტე, მომატებული დაღლილობის შერძნება, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ასევე თავის ტკივილი, თაბრუსხვევა და დეპრესიული მდომარეობა. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს უმიზეზო შიშის შეგრძნება და სხეულის მასის ცვლილება.

არის ერთეულ შემთხვევები მენსტრუაციათაშორის სისხლდენების, დისმენორეის, ამენორეის, კანის საფარის ჰიპერეემის, აკნეს განვითერების; ასევე,  ნაღვლის გამოყოფის დარღვევა, თრომბოზები და ალერგიული რეაქციები. პრეპარატის ადრეული მიღებისას (ციკლის მე-15 დღემდე) შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა და ციკლის შემცირება.  
პრეპარატი ლუთეინას სუბლინგვალური ფორმის გამოყენებისას უმეტესად  პაციენტებს აღენიშნებოდათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და ღრძილებიდან სისხლდენა.

მაღალი დოზების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემია, თირკმლების მეშვეობით ნატრიუმისა და ქლორის გაძლიერებული გამოყოფის გამო.

ქალებში წინამენსტრუალურ პერიოდში პროგესტერონის გამოყენებამ შეიძლება შეინიღბოს მენოპაუზის დაწყება.

პრეპარატი ლუთეინას მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მხედველობის დარღვევის, თრომბული გართულების და ძლიერი თავის ტკივილის შემთხვევებში.
უკუჩვენებები:

პრეპარატ ლუთეინას არ უნიშნავენ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ინდივიდუალური მაღალი მგრძნობელობა ეგზოგენური პროგესტერონისადმი.

სუბლინგვალური და ვაგინალური აბების დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ლაქტაზური უკმარისობა, გლუკოზა-გალაქტოზის სინდრომი და გალაქტოზემია.

მკაცრად აკრძალულია პრეპარატ ლუთინას გამოყენება სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნისა და სხვა ჰორმონდამოკიდებულია ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ასევე ლაქტაციის პერიოდში.

დაუშვებელია პროგესტრეონის გამოყენება პაციენტებში გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენის დროს.

სუბლინგვალური ტაბლეტები არ გამოიყენება ქოლესტაზური სიყვითლის დროს, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევით, დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომის დროს.
პროგესტერონის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის კონტროლ ქვეშ და რისკისა და  სარგებლის ძირეული ანალიზით პაცინეტებში ღრმა ვენების თრომბოზით და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით, სტენოკარდიით და მიოკარდიუმის ინფარქტით.

თვითნებური აბორტის შემდეგ პროგესტრეონის მიღება შეიძლება საშვილოსნოს ღრუს სრული გასუფთავების შემდეგ (დაუშვებელია პრეპარატ ლუთეინას დანიშვნა თვითნებითი აბორტის შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუში ნარჩენების არსებობის დროს ).

ამენორეის დროს პრეპარატ ლუთეინას დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის გამორიცხვის შემდეგ.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ეგზოგენური პროგესტრეონის დანიშვნისას იმ პაციენტებისთის, რომელთაც აღენიშნებათ დეპრესიული მდგომარეობა და ანამნეზში დეპრესია.

არ არის რეკომენდებული ავტომანქანის მართვა და სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობა მკურნალობის პროცესში.

ორსულობა:
პროგესტერონს არ გააჩნია კორტიკოსტეროიდული და ანაბოლური აქტივობა, არ ახდენს მასკულირებად და ვირილიზებად მოქმედებას.

პრეპარატი ლუთეინა შეიძლება დაენიშნოთ ქალებს ორსულობის პირველ ტრიმესტრში ყვითელი სხეულის მიერ პროგესტერონის არასაკმარისი გამომუშავების შემთხვევაში.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ეგზოგენური პროგესტერონის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ლუთეინას გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
შესაძლებელია პროგესტერონის პლაზმური კონცენტრაციის უმნიშვნელო ცვლილება, იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ Р450 ციტოქრომული სისტემის მაინჰიბირებელი  საშუალებებით.

გადაჭარბებული დოზირება:
მაღალი დოზების მიღებისას პაციენტებში აღინიშნება პროგესტერონის არასასურველი ეფექტების გაძლიერებული გამოხატვა, მათ შორის ძილიანობა, დეპრესიული მდგომარეობა და თავბრუსხვევა.
პროგესტერონის დოზის გადაჭარბებისას უნდა შემცირდეს პრეპარატი ლუთეინას დოზა.

გადაჭარბებული დოზირება, უფრო ხშირად, აღინიშნება პაციენტებში, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის, ენდოგენური პროგესტერონის არასტაბილური გამომუშავებისა და დაბალი ესტრადიოლის დონის დროს.
გადაჭარბებული დოზირების სიმპტომების გამოლენსთანავე სტანდარტული დოზების მიღებისას უნდა მოხდეს ესტრადიოლის დონის კორექტირება ან შეიცვალოს პრეპარატ ლუთეინას მიღების სქემა.
გამოშვების ფორმა:
ლუთეინას ვაგინალური აბები 15 ცალი კონტურულ შეფუთვაში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ორი კონტურული შეფუთვა.
ლუთეინას სუბლინგვალური აბები 30 ცალი პოლიმერის ფლაკონში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 პოლიმერის ფლაკონი.
შენახვის პირობები:
ლუთეინას ვაგინალური აბები ვარგისია დამზადებიდან  2 წლის განმავლობაში.
ლუთეინას სუბლინგვალური აბები ვარგისია დამზადებიდან 3 წლის განმავლობაში.

პრეპარატი ლუთეინას შენახვა, გამოშვების ფორმისგან დამოუკიდებლად, რეკომენდებულია არაუმეტეს 25 გრადუს ცელსიუზე.

 

ლუგოლი – LUGOLUM – ЛЮГОЛЬ

შემადგენლობა:

1 მლ სპრეი შეიცავს: 12,5 მგ იოდი, 25,0 მგ კალიუმის იოდიდი, 37,5 მლ გასუფთავებული წყალი და გლიცეროლი 85% 1175,0 მგ .

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი . ანტისეპტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იოდი აჰალოგენირებს და ჟანგავს მიკროორგანიზმების ცხოველქმედებისთვის   მნიშვნელოვან სტუქტურებს , შესაბამისად მას გააჩნია ბაქტერიციდული , სპოროციდული , პროტოზოოციდული და ვირუსოციდული მოქმედება . იგი სწრაფად მოქმედებს . იოდი რეაგირებს არაუჯრედულ ორგანულ ნაერთებთან , მაგალითად , როგორიც არის მკვდარი მიკროორგანიზმები და ცილები , თუმცა ასეთი რეაქციების შედეგად წარმოიქმნება კომპლექსები და იოდის ბაქტერიციდული მოქმედება ხდება სუსტი და ( ან ) უმნიშვნელო .

კალიუმის იოდიდი აუმჯობესებს იოდის იონების განზავებას წყალში . გარდა ამისა , იოდიდის იონები გამოიყენება ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ , აფერხებს რადიოაქტიული იოდის დაგროვებას ფარისებრ ჯირკვალში , ენდემური ჩიყვის მკურნალობისთვის და სასუნთქ გზებში არსებული სეკრეტის გასათხელებლად .

გლიცერინი ხელს უშლის სითხის შეკავებას სასუნთქ გზებში , შესაბამისად ეს აქვეითებს ქსოვილების შეშუპებას , ხოლო კანის ზედაპირზე და ლორწოვან გარსზე წარმოქმნის დამცავ ფენას .

ჩვენება:

  • ლორწოვანი გარსის ( პირის ღრუს , ხახის და ხორხის ) ინფექციურ – ანთებითი დაავადებები .

მიღების წესი და დოზა:

გამოიყენება მოზრდილებში 4-6- ჯერ დღეში . პრეპარატს შეასხურებენ პირის ღრუს , ხახის და ხორხის ლორწოვან გარსებს . სპრეის გამოყენებისას მის ტუმბოზე ერთხელ უნდა დაეჭიროს ხელი . შესხურების დროს რეკომენდებულია სუნთქვის შეკავება .

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ .

გვერდითი მოვლენები :

ლორწოვანი გარსის სავარაუდო გაღიზიანება . ძალიან იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქციები ( სურდო , ანგიონევროზული შეშუპება , ჩვეულებრივი ფერისმჭამელები , სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება ). თუ მედიკამენტი მიიღება დიდი ხნის განმავლობაში , ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ფარისებრი ჯირკვლის და ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვა .

განსაკუთრებული სიფრთხილით :

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ იოდის შემცველი პრეპარატები . დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში . თუ ასე მოხდა , ასეთ შემთხვევაში თვალები უნდა ჩამოიბანოს წყლის დიდი რაოდენობით .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი :

სამკურნალო პრეპარატი მიეკუთვნება “დ “ კატეგორიას ( პრეპარატი სახიფათოა ნაყოფისთვის , თუ იგი მიიღება 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ). იოდი გადადის დედის რძეში , რის გამოც შესაძლებელია დაითრგუნოს ახალშობილის და ჩვილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან :

იოდის ინაქტივაცია ხდება ნატრიუმის თიოსულფატით . პრეპარატში შემავალი იოდი ჟანგავს მეტალებს , ამის გამო იგი აფუჭებს ლითონის ინსტრუმენტებს .

ლუგოლის შიგნით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია დაითრგუნოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედება , აგრეთვე შესაძლებელია შეიცვალოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მაჩვენებლები .

ლუგოლის ხსნარმა შესაძლებელია გააძლიეროს ზოგიერთი პრეპარატის გამაღიზიანებელი მოქმედება , მაგალითად აცეტილსალიცილის მოქმედება კუჭის ლორწოვან გარსზე .

დოზის გადაჭარბება :

ლუგოლის სპრეის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი გაღიზიანების ნიშნები . თუ გამიზნულად ან შემთხვევით მოხდა ლუგოლის სპრეის დოზის გადაჭარბება , ასეთ შემთხვევაში მის ანტიდოტს წარმოადგენს ნატრიუმის თიოსულფატი ან სხვა სუსტი ტუტე ხსნარები .

შენახვის პირობები :

ლუგოლის სპრეი და ფლაკონი ინახება ოთახის ტემპერატურაზე , ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

გამოშვების ფორმა :

50 მლ პრეპარატი მუქი მინის ფლაკონში, რომელიც დახურულია დოზატორიანი სახურავით 
ვარგისიანობის ვადა:

2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ

მწარმოებელი :

UAB “Valentis“, moletu pl. 11, LT-08409 Vilnius, Lithuania

ლოქსიდოლი – LOXIDOL – ЛОКСИДОЛ

საერთაშორისო დასახელება:

MELOXICAM

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადების სამკურნალო პრეპარატი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურული უჯრედიან ფირფიტაში 10 ც., შეფუთვაში 1 და 2 ფირფიტა.

1 ტაბ.

მელოქსიკამი ………. 15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო ლაქტოზა, სახამებლის გლიკოლატნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, პოლიეთილენგლიკოლი 400.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლოქსიდოლი წარმოადგენს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებებია: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, რაც განპირობებულია პრეპარატის აქტიური ნივთიერების – მელოქსიკამის მოქმედებით. მელოქსიკამი თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა-2-ის ფერმენტულ აქტივობას, რომელიც მონაწილეობს პროსტაგლანდინების სინთეზში ანთებითი რეაქციის მიდამოში, რის შედეგადაც ხდება ანთებითი პროცესის ჩახშობა.

ჩვენებები:

შემდეგი დაავადებების სიმპტომური თერაპია:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სახსრების მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;
  • მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება).

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად.

რევმატოიდული ართრიტის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 15მგ.  დღე-ღამეში. თუ თერაპიული ეფექტი საკმარისად გამოხატულია, დოზა შეიძლება შემცირდეს 7.5 მგ-მდე დღე-ღამეში.

ოსტეოართროზის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს დღე-ღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღე-ღამეში.

მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის დროს ლოქსიდოლი ინიშნება დოზით 15 მგ დღე-ღამეში. იმ პაციენტებში, რომლებშიც არსებობს არასასურველი ეფექტების განვითარების მაღალი რისკი, მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 7.5 მგ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს.

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს.

იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ზომიერად გამოხატული თირმკლის უკმარისობა კრეატინინის კლირენსით >25მლ/წთ, დოზის შემცირება საჭირო არ არის.

დანიშნული დოზა მიიღება დღე-ღამეში, ერთხელ ჭამის დროს წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა, ეზოფაგიტი, ბოყინი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის დაწყლულება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პირის ღრუს ანთება.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

გულ–სიხლძარღვთა სისტემის მხრივ: პერიფერიული შეშუპებები, არტერიული წნევის მომატება გახშირებული გულისცემა, სახის ჰიპერემია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, შუილი ყურებში და ძილიანობა, დეზორიენტაცია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები.

მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუნქტივიტი, მხედველობის დაქვეითება.

დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები:

* მელოქსიკამის (მათ შორის, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრნობელობა;

* კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

* თირკმლების ქრონიკული უკმარისობა იმ პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჰემოდიალიზს;

* ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

* 15 წლამდე ასაკი;

* სისხლდენები (მათ შორის, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), სისხლჩაქცევა ტვინში;

* ორსულობის პერიოდი; ლაქტაციის პერიოდი.;

* ალერგიული რეაქციები (ბრონქული ასთმა, ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლიპოზი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება) აცეტილსალცილმჟავასა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე; მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილმჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

* ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, ლოქსიდოლის გამოყენება უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატი ლოქსიდოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* ლოქსიდოლი სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიიღება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების დაავადებები, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, ანტიაგრეგანტებს, ფიბინოლიზურებს.

* პეპტიური წყლულის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

* განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პრეპარატის მიღებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია, გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი და თირკმელების მწვავე დაავადებები, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს.

* ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი ლოქსიდოლი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მწვავე დერმატოლოგიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

* არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმის, სითხის შეკავება და სალურეზულების მოქმედების შესუსტება, რამაც გულის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული დაავადებების პროგრესირება. თუ პაციენტი ლოქსიდოლთან ერთად იღებს დიურეზულებს, აუცილებელი საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე: ის პაციენტები, რომლებსაც ლოქსიდოლის მიღების ფონზე უვითარდებათ მხედველობის დაქვეითება, აღენიშნებათ ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, უნდა მოერიდონ ისეთ პოტენციურად საშიშ საქმიანობას, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ლოქსიდოლის მაღალი დოზებით გამოყენებისას სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის სალიცილატებთან) ერთად იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკი.

– ლოქსიდოლის გამოყენებისას არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, ტიკლოპიდინთან, ჰეპარინთან, თრომბოლიზურებთან ერთად იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.

– ლოქსიდოლისა და მეთოტრექსატის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ამ უკანასკნელის მიელოდეპრესიული მოქმედება.

– ლოქსიდოლის გამოყენების ფონზე შეიძლება შემცირდეს კონტრაცეპტივების ეფექტურობა.

– დეჰიდრატაციის დროს ლოქსიდოლისა და დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას არსებობს თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარების საშიშროება.

– ლოქსიდოლისა და ანტიჰირეტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელთა ეფექტურობის შემცირება.

– ლოქსიდოლისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიური მოქმედების გაძლიერება.

– ლოქსიდოლისა და ლითიუმის  პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

– ლოქსიდოლისა და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია დაჩქარდეს ლოქსიდოლის გამოყოფა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!