Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 548

მაკმირორი – MACMIROR – МАКМИРОР

მწარმოებელი:

DOPPEL FARMACEUTICI SRL, იტალია

შემადგენლობა:

ერთი დრაჟე შეიცავს

ნიფურატელი …………..   200მგ

დანამატებს: ამიდონი, მაკროგოლ 6000, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, აკაციის ფისი, შაქარი, მაგნიუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ceara E

ფარმაცევტული ჯგუფი:

ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური.


თერაპიული
ჩვენებები:

  • ვულვოვაგინალური ინფექციები გამოწვეული პათოგენური მიკროორგანიზმებით: ბაქტერია, ტრიქომინა, სოკო.
  • საშარდე გზების ინფექციები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ნიფურატელის და პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

გაფრთხილება:

პრეპარატის გამოყენებისას თავი აარიდეთ სქესობრივ კონტაქტს.

ურთიერთქმედება:

მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.

განსაკუთრებული მითითებები:

რადგან პრეპარატი შეიცავს შაქარს მისი მიღება არ არის რეკომენდირებული იმ პირების მიერ, რომლებიც არ არიან ტოლერანტულები გალაქტოზას მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პირველ ტრიმესტში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებლობისას, თუ თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ფეტუსის პოტენციურ რისკს.

მკურნალობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გავლენა მართვის უნარზე და მექანიზმების გამოყებენაზე:

პროდუქტი არ ახდენს გავლენას პაციენტის მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.

დოზირება და მიღება:

ვაგინალური ინფექციები:

მოზრდილები: რეკომენდირებული დოზა შეადგენს ნიფურატელის 200მგ (დრაჟე) 3ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში ორივე პარტნიორისათვის.

საშარდე გზების ინფექციები:

მოზრდილები: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 600-1200 მგ ნიფურატელს (3-6 დრაჟე) 7 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში არმოცენდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობები და კანზე გამონაყარი.

დოზის გადაჭარბება:

ამ დროისათვის არ არის ცნობები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ 15-200C ტემერატურის პირობებში ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ უნდა მიეცეს ბავშვს, რომელიც არატოლერანტულია ლაქტოზას მიმართ. ეს არის იშვიათი შემთხვევა.

მაილენი – MAILEN – МАИЛЕН

მწარმოებელი: catalent Argentina S.A.I.C  (არგენტინა)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ვაგინალური ინფექციების სამკურნალო კომბინირებული საშუალება

მეტრონიდაზოლი/მიკონაზოლი/Centella Assiatica / პოლიმიქსინი/ნეომიცინი

რბილი ვაგინალური კაფსულები

შემადგენლობა:

ერთი რბილი ვაგინალური კაფსულა შეიცავს: მეტრონიდაზოლი 400 მგ; მიკონაზოლ ნიტრატი 100 მგ; Centella Assiatica   15 მგ; პოლიმიქსინ სულფატი 5 მგ; ნეომიცინის სულფატი 45 მგ; დამხმარე ნივთიერებები: მინერალური ზეთი, თეთრი ვაზელინი.

თერაპიული მოქმედება

მაილენი გამოიყენება ვაგინალური ინფექციების მკურნალობისათვის.

ჩვენებები:

ვულვოვაგინური მიკოზების, ტრიქომონული ვაგინიტებისა და არასპეციფიკური ვაგინიტების ადგილობრივი მკურნალობა, როდესაც სავარაუდოა ნეომიცინისა და პოლიმიქსინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით დაინფიცირება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

მაილენს გააჩნია ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული და ანტიტრიქომონური მოქმედება. იგი ასევე ავლენს ტროფიკულ ეფექტს, რომელიც ხელს უწყობს საშოს ეპითელიუმის აღდგენას.

მიკრობიოლოგია:

მაილენი მოქმედებს ისეთ მიკროორგანიზმებზე, როგორიცაა ტრიქომონები, Gardnerella vaginilis, Campylobacter-ის მსგავსი ბაქტერიები, გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმები და სოკოები, განსაკუთრებით Candida genus.

ფარმაკოკინეტიკა:

ვაგინური შეყვანის შემდეგ შეწოვა უმნიშვნელოა, და ამიტომ პლაზმაში მისი  დაბალი დონე ვლინდება.

დოზირება და გამოყენების წესი:

მოზრდილებში: 1 კაფსულა ღრმად შეჰყავთ საშოში, ღამით ძილის წინა 6-12 დღის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ შეწოვა უმნიშვნელოა, ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში პრეპარატის შეყვანა რეკომენდებული არ არის.

გაფრთხილება:

მკურნალობის დროს დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. ამ პრეპარატის გამოყენება არ იცავს სქესობრივად გადამცემი დაავადებებისაგან,

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ცნს-ის დაავადებებით, ჰემატოლოგიური დაავადებებით ან ღვიძლის მძიმე უკმარისობით. ორსულობა: არ გამოიყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში; შემდეგ ექიმი აფასებს პრეპარატის გამოყენების სარგებელსა და რისკებს.

მეძუძური დედები: მიუხედევად იმისა, რომ შეწოვა ძალიან სუსტია, მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.

წამლებთან ურთიერთქმედება:

პერორალური ანტიკოაგულანტების (ვარფარინი ან დიკუმარინი) თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს პროთრომბინის დრო და სისხლდენებისადმი ტენდენცია. მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, ოფლიანობა, ჰიპოტენზია.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები ლოკალური ტიპისაა: წვა ან გაღიზიანება, ქავილი.

ჭარბი დოზირება:

გამოყენების მეთოდისა და სუსტი შეწოვის გამო, ჭარბი დოზირების რისკი ნაკლებად სავარაუდოა.

შეფუთვა:

მაილენი რბილი ვაგინალური კაფსულები;

შეფუთვაში 6 ვაგინალური კაფსულა

ოვალური რბილი კაფსულები, ვარდისფერი.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ბშრალ ადგილას 300C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით

მადოპარი – MADOPAR – МАДОПАР

საერთაშორისო დასახელება:

LEVODOPA; BENSERAZIDE

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: ლევოდოპა+ბენსერაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპარკინსონული სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 100 ც.

1 კაფს.

ლევოდოპა ……………………………….. 100 მგ

ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი ……… 25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დოფამინი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ნეირომედიატორს, არასაკმარისი რაოდენობით წარმოიქმნება პარკინსონის დაავადებით შეპყრობილი ავადმყოფების ბაზალურ განგლიებში. ჩანაცვლებითი თერაპია წარმოებს ლევოდოპას დანიშვნით, რომელიც წარმოადგენს დოფამინის მეტაბოლურ წინამორბედს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ცუდად აღწევს  ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

პერორალური მიღებისას ლევოდოპა განიცდის სწრაფ დეკარბოქსილირებას დოფამინად, როგორც ცერებრულ, ასევე ექსტრაცერებრულ ქსოვილებში. ამის შედეგად მიღებული ლევოდოპას უმეტესი ნაწილი ვერ აღწევს ბაზალურ განგლიებს, ხოლო პერიფერიული დოფამინი იწვევს გვერდით მოვლენებს, რომელთა თავიდან ასაცილებლად სასურველია ლევოდოპას ექსტრაცერებრული დეკარბოქსილირება,  რაც შესაძლებელია ლევოდოპას და ბენსერაზიდის, პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის, ერთდროული შეყვანით. მადოპარი წარმოადგენს ამ ნივთიერებების კომბინაციას შეფარდებით 4:1, მისი ოპტიმალურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევით და სამკურნალო პრაქტიკით და გააჩნია ისეთივე ეფექტურობა, როგორც ლევოდოპას დიდ დოზებს. მადოპარის სწრაფად მოქმედი (დისპერგირებული) ტაბლეტები ნაჩვენებია დისფაგიით შეპყრობილ ავადმყოფებში და იმ პირებში, რომელთაც ესაჭიროებათ პრეპარატის მოქმედების სწრაფი დაწყება. მაგალითად, ავადმყოფებში აკინეზიით დილის და შუადღის საათებში ან “პაციენტებში შენელებული ჩართვის” ფენომენით  და “დოზის დამთავრების ფენომენით”.ჰიდროდინამიკურად დაბალანსირებული სისტემის კაფსულები – განსაკუთრებული სამკურნალო ფორმაა, რომელიც იძლევა კუჭში აქტიური ნივთიერების შენელებულ გამოთავისუფლებას, სადაც კაფსულა რჩება 3-დან 6 საათამდე. ეს უკანასკნელი წარმოადგენს პრეპარატის რეზერვუარს.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა:

გამოშვების ჩვეულებრივი ფორმა. ლევოდოპა და ბენსერაზიდი შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზემო ნაწილებში. მადოპარის ჩვეულებრივი მიღების შემდეგ ლევოდოპას მაქსიმალური კონცენტრაცია სიხლის პლაზმაში აღინიშნება  1 საათის შემდეგ. ლევოდოპას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 98%, რომელიც მერყეობს 74%-დან 112%-მდე. ჩვეულებრივ მადოპარის კაფსულები და ტაბლეტები ბიოექვივალენტურია.

ლევოდოპას მაქსიმალური კონცენტარცია პლაზმაში და ლევოდოპას შეწოვის ხარისსი იზრდება დოზის პროპორციალურად (50მგ-დან 200მგ-მდე).

საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვის სიჩქარეს და ხარისხს. მადოპარის დანიშვნა ჭამის შემდეგ ამცირებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 30%-ით და იგი მიიღწევა მოგვიანებით. შეწოვის ხარისხი მცირდება 15%-ით. გამოშვების დისპერგირებული ფორმა.  ჯანმრთელ მოხალისეებში და პარკინსონის დაავადების მქონე პირებში სწრაფად მოქმედი მადოპარის და ჩვეულებრივი მადოპარის ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ემთხვევა ერთმანეთს. დისპერგირებული ტაბლეტების შეწოვის პარამეტრები ჩვეულებრივი სამკურნალო ფორმებისაგან განსხვავებით ერთნაირია სხვადასხვა ავადმყოფებში. გამოშვების ფორმა აქტიური ნივთიერების კონტოლირებადი გამოთავისუფლებით.

ჰდს მადოპარს გააჩნია განსხვავებული ფარმაკოკინეტიკური თვისებები ჩვეულებრივ  და დისპერგირებულ ფორმებთან შედარებით. აქტიური ნივთიერება კუჭში თავისუფლდება ნელა. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 20-30%-ით ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი სამკურნალო ფორმების, და აღინიშნება მიღებიდან 3 საათის შემდეგ. კონცენტრაციის დინამიკა პლაზმაში ხასიათდება ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდით ჩვეულებრივი ფორმებისაგან განსხვავებით, რაც მოწმობს აქტიური ნივთიერების კონტროლირებად გამოთავისუფლებას. ჰდს მადოპარის ბიოშეღწევადობა შეადგენს 50-70% და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ასევე საკვების მიღება არ მოქმედებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციაზე,  რომელიც აღინიშნება მიიღწევა მადოპარი ჰდს-ს მიღებიდან  5 საათის შემდეგ.

განაწილება

ლევოდოპა გაივლის ჰეპატოენცეფალურ ბარიერს ნაჯერი ტრანსპორტული სისტემის მეშვეობით. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენს 57 ლიტრს. ფართი “კონცენტრაცია-დრო” ლევოდოპას მრუდის ქვეშ შეადგენს ზურგის ტვინის სითხეში პლაზმის შემცველობის 12%-ს.

ბენსერაზიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგი გროვდება ძირითადად თირკმელებში, ფილტვებში, წვრილ ნაწლავებში და ღვიძლში.

მეტაბოლიზმი

ლევოდოპა განიცდის  მეტაბოლიზმს უპირატესად დეკარბოქსილირების და ო-მე თილირების და ნაკლებად ტრანსამინირებით და ჟანგვით.

არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზა გარდაქმნის ლევოდოპას დოფამინად. ამ ცვლის საბოლოო პროდუქტია ჰომოვანილინის და დიჰიდროქსიფენილძმარმჟავები.

კატექოლ-ო-მეთილ-ტრანსფერაზა იწვევს ლევოდოპას მეთილირებას 3-ო-მეთილდოპას წარმოქმნით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 15-17 საათს, და ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მადოპარის თერაპიულ დოზებს, ადგილი აქვს მის დაგროვებას.

ლევოდოპას პერიფერიული დეკარბოქსილირების შემცირება, თუ იგი ინიშნება ბენსერაზიდთან ერთად ხასიათდება 3-ო-მეთილდოპას უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაციებით და კატექოლამინების (დოპამინი, ნორადრენალინი) და ფენოკარბოქსილური მჟავების (ჰომოვანილინის მჟავა, დიჰიდროფენილძმრარმჟავა) უფრო დაბალი კონცენტრაციებით.

ნაწლავების ლორწოვანში და ღვიძლში ბენსერაზიდი განიცდის ჰიდროქსილირებას სამი-ჰიდროქსიბენზილჰიდრაზინის წარმოქმნით. ეს მეტაბოლიტი წარმოადგენს არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზას ძლიერ ინჰიბიტორს.

ელიმინიცია.

დეკარბოქსილაზას პერიფერიული ინჰიბირების ფონზე ლევოდოპას ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5 საათს.

ხანდაზმულ პაციენტებში (65-78 წელი) პარკინსონის დაავადებით ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება (დაახლოვებით 25%-ით). ლევოდოპას პლაზმის კლირენსი შეადგენს 430მლ/წუთში. ბენსერაზიდი განიცდის სრულ ელიმინაციას მეტაბოლიზმის გზით. მეტაბოლიტები ელიმინირდება ძირითადად, შარდით (64%) და ნაკლებად განავალით (24%).

ჩვენებები:

პარკინსონიზმი. სწრაფად მოქმედი მადოპარი – სპეციალური სამკურნალო ფორმაა ავდმყოფებისათვის დისფაგიით და იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მოქმედების ადრეული დასაწყისი, ანუ ავდმყოფებში აკინეზიით დილის საათებში და დღის მეორე ნახევარში, ასევე ავადმყოფებში “დაგვიანების” და “გათიშვის” ფენომენით. მადოპარი ჰდს ნაჩვენებია ავადმყოფებში ლევოდოპას მოქმედების ნებისმიერი ცვალებადობის ტიპით (კერძოდ, “დოზის პიკის დისკინეზია” და “დოზის დამთავრების ფენომენი”, მაგალითად, უმოძრაობა ღამით).

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;არ შეიძლება მადოპარის დანიშვნა მაო-ს არასელექტიურ ინჰიბიტორებთან. რაც შეეხება მაო-B-ს სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგალითად,  სელეგილინს და მაო-A სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგალითად, მოკლობედს, ისინი წინააღმდეგნაჩვენები არ არის.

მაო-A-ს    და მაო-B-ს ინჰიბიტორების კომბინირება ექვივალენტურია მაო-ს არასელექტიური დათრგუნვისა, ამიტომ ასეთი კომბინაციის დანიშვნა ერთდროულად მადოპართან მიუღებელია.

მადოპარი არ ინიშნება ავადმყოფებში ენდოკრინული ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევით, ფსიქიური დაავადებების დროს ფსიქოზური კომპონენტით და დახურულკუთხოვანი გლაუკომით.

პრეპარატი არ ინიშნება ავადმყოფებში 25 წლამდე (უნდა იყოს დასრულებული ძვლოვანი ჩონჩხის განვითარება).

მადოპარი არ ინიშნება ორსულებში ან  ქალებში  რეპროდუქციულ  ასაკში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციისსანდო მეთოდებს. თუ მადოპარის მიღების ფონზე განვითარდა ორსულობა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

დოზირება და მიღების წესი:

მადოპარით მკურნალობა იწყება თანდათანობით, ინდივიდუალურად შერჩეული დოზებით.

მადოპარის კაფსულებს იღებენ მთლიანად, დაუღეჭავად. ხოლო ტაბლეტები დაქუცმქცდება ყლაპვის გაადვილებისათვის.

მადოპარის სწრაფად მოქმედი ტაბლეტები იხსნება 25-50მლ წყალში. ტაბლეტები იხსნება სრულად რამდენიმე წუთში რძისფერი ხსნარის წარმოქმნით. რადგანაც სწრაფად წარმოიქმნება ნალექი, მიღების წინ აუცილებელია ხსნარის მორევა.

სწრაფად ხსნადი მადოპარის მიღება ხდება არაუგვიანეს 30 წუთისა გახსნის შემდეგ. მადოპარი ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

დოზირების სტანდარტული რეჟიმი

საწყისი მკურნალობა

პარკინსონის დაავადების ადრეულ სტადიაზე მადოპარით მკურნალობა იწყება 50მგ ლევოდოპა+12,5მგ ბენსერაზიდი 3-4 ჯერ დღეში. პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა თანდათანობით იზრდება ავადმყოფის რეაქციის მიხედვით.

ოპტიმალური ეფექტი აღინიშნება როგორც წესი მაშინ, როდესაც დღეღამური დოზა შეადგენს 300-800მგ ლევოდოპა+75-200მგ ბენსერაზიდი, რომელიც ინიშნება 3 ან მეტ მიღებაზე.

ოპტიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა 4-6 კვირა. დღეღამური დოზის შემდგომი გაზრდა წარმოებს 1 თვის ინტერვალით.

შემანარჩუნებელი თერაპია

მადოპარის საშუალო შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 125მგ-ს 3-6 ჯერ დღეში. მიღების ჯერადობა (არანაკლებ 3-სა) და მათი განაწილება დღის განმავლობაში უნდა იძლეოდეს მაქსიმალურ ეფექტს. ეფექტის ოპტიმიზაციისათვის

შესაძლებელია ჩვეულებრივი მადოპარის შეცვლა დისპერგირებულ ან ჰდს მადოპარზე.

დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევაში

ავადმყოფებმა, რომლებიც იღებენ პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს, შეიძლება მიიღონ მადოპარიც. მხოლოდ მადოპარით მკურნალობის გაგრძელებისას და მისი თერაპიული ეფექტის გამოვლენისას შეიძლება გახდეს საჭირო სხვა პრეპარატების დოზის შემცირება ან მათი მოხსნის აუცილებლობა.თუ ავადმყოფს დღის განმავლობაში აღენიშნება პრეპარატის მოქმედების მერყეობა “ჩართვა-გამორთვა” ფენომენისსახით, რეკომენდებულია პრეპარატის მცირე დოზების ხშირი მიღება, ან უპირატესად – მადოპარი ჰდს-ს დანიშვნა.

ეს პრეპარატი ინიშნება მეორე დღიდან, დილიდან. პრეპარატის დოზა და მიღების სქემა რჩება იგივე, რაც ჩვეულებრივი მადოპარის დანიშვნის დროს.

2-3 დღის შემდეგ პრეპარატის დოზა იზრდება 50%-ით. აუცილებელია ავადმყოფების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. მადოპარი ჰდს მოქმედებს მოგვიანებით. კლინიკური ეფექტი აღინიშნება უფრო სწრაფად, თუ დაინიშნება მადოპარი ჰდს-ი ჩვეულებრივ კაფსულებთან ერთად ან სწრაფად მოქმედ ტაბლეტებთან. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა პირველი დილის დოზის დროს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე შემდგომი დოზები. მადოპარი ჰდს-ს ინდივიდუალური დოზის შერჩევა ხდება თანდათანობით, ხოლო ინტერვალი შეცვლილ დოზებს შორის შეადგენს 2-3 დღეს. ავადმყოფებში ღამის სიმპტომატიკით დადებითი ეფექტი აღინიშნება მადოპარი ჰდს-ს საღამოს დოზის გაზრდით 250მგ-მდე ძილის წინ.

მადოპარი ჰდს-ს გამოხატული ეფექტის დროს (დისკინეზია) მიზანშეწონილია ინტერვალის გაზრდა დოზებს შორის, ვიდრე შემცირდეს ერთჯერადი დოზა. თუ მადოპარი ჰდს-ი არაეფექტურია დღეღამური დოზით, რომელიც შეესაბამება ლევოდოპას 1500მგ-ს, რეკომენდებულია მკურნალობა გაგრძელდეს ჩვეულებრივი ან სწრაფად მოქმედი მადოპარით.

გვერდითი  მოვლენები:

ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გემოს შეგრძნების დაკარგვის და ცვლილების შემთხვევები. ეს გვერდითი მოვლენები ვითარდება პრეპარატის მიღების საწყის სტადიაზე, მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ პრეპარატი დაინიშნება ჭამის დროს ან საკვების ან წყლის საკმარი რაოდენობის დაყოლებით, ასევე დოზის თანდათანობითი გაზრდით. იშვიათად – კანის რეაქციები გამონაყარის და ქავილის სახით. ხანდახან – არითმია ან ორტოსტატური ჰიპოტონია. ორტოსტატური დარღვევები მცირდება დოზის შემცირების შემდეგ.

არსებობს მონაცემები ჰემოლიზური ანემიის, ტრანზიტორული ლეიკოპენიის და თრომბოციტოპენიის ცალკეულ შემთხვევების შესახებ. ამიტომ, ლევოდოპას ხანგრძლივი თერაპიის დროს აუცილებელია პერიოდულად შემოწმდეს სისხლის ფორმულა და ღვიძლის და თირკმელების ფუნქცია.

მკურნალობის გვიან სტადიაზე ჩნდება უნებლიე მოძრაობები (მაგალითად, ქორეის ან ათეტოზის ტიპის). მათი მოხსნა ან შემცირება ხდება პრეპარატის დოზის შემცირებით. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მისი თერაპიული ეფექტურობა ვარირებს. ეს გამოიხატება “გაშეშების” ეპიზოდებით, ეფექტის შემცირებით დოზის მოქმედების პერიოდის ბოლო დროს და “ჩართვა-გამორთვის” ფენომენის შემცირებით. ამ მოვლენების მოხსნა და შემცირება ხდება პრეპარატის დოზის დაქვეითებით ან პატარა დოზების უფრო ხშირი დანიშვნით. შემდგომში შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად.

ხანდაზმულ ავადმყოფებში აღინიშნება აჟიტირება, მღელვარება, უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდვა,  დროებითი დეზორიენტაცია. მადოპარით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს დეპრესია, თუმცა იგი შეიძლება იყოს ძირითადი დაავადების გამოვლინება.

ხანდახან შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და ტუტე ფოსფატაზას ტრანზიტორული მომატება. მადოპარის  მიღების ფონზე აღინიშნება სისხლში შარდოვანას მომატება. შეიძლება შეიცვალოს შარდის ფერი, ჩვეულებრივ წითელ ფერამდე, რომელიც მუქდება მისი დგომის დროს.

გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:

ავადმყოფებში მომატებული მგრძნობელობით შესაძლებელია შესაბამისი რეაქციების განვითარება.

ავადმყოფებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით რეკომენდებულია თვალის შიდა წნევის რეგულარული კონტროლი,რადგანაც თეორიულად ლევოდოპა ზრდის თვალის შიდა წნევას.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ღვიძლის და სისხლის ფორმულის შემოწმება.

დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში საჭიროა შაქრის დონის შემოწმება სისხლში, რომლის  ცვლილებების მიხედვით იცვლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზები.

მადოპარის მიღება წყდება ქირურგიულ ჩარევამდე 12-48 საათით ადრე, ვინაიდან მადოპარი ჰალოტანით ნარკოზის დროს იწვევს არტერიული წნევის ცვალებადობას და არითმიას. ოპერაციის შემდეგ ხდება მკურნალობის აღდგენა საწყის დონემდე.

მადოპარის მკვეთრი მოხსნა დაუშვებელია. ამან შეიძლება გამოიწვიოს “ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი” (ტემპერატურის მომატება, კუნთების რიგიდობა, ასევე შესაძლებელია ფსიქიური ცვლილებები დაკრეატინფოსფოკინაზას მომატება სისხლის შრატში), რაც შეიძლება სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის. მისი განვითარებისას ავადმყოფი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (აუცილებლობის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია) და უტარდება სათანადო სიმპტომატური მკურნალობა, რაც გულისხმობს მადოპარის განმეორებით დანიშვნას ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისი შეფასების შემდეგ.

ავადმყოფები იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ მოსალოდნელი  ფსიქიური რეაქციების განვითარების გამო.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

მადოპარი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულებში და ქალებში რეპროდუქციის პერიოდში, რომლებიც არ იტარებენ კონტრაცეპციის ადექვატურ ზომებს.

ცნობილი არ არის გადადის თუ არა ბენსერაზიდი დედის რძეში, ამიტომ მადოპარით მკურნალბის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან  არ შეიძლება გამოირიცხოს ბავშვის ჩონჩხის არასწორი განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ფარმაკოკინეტური ურთიერთქმედება

ანტიქოლინერგული პრეპარატის სამი-ჰექსიფენიდილის მადოპართან ერთდროული დანიშვნისას მცირდება ლევოდოპასშეწოვის სიჩქარე და  არა ხარისხი. მისი ერთდროული დანიშვნა მადოპარ ჰდს-თან  არ მოქმედებს ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკაზე.

ანტაციდების ერთდროული დანიშვნა  მადოპარ ჰდს-თან ამცირებს ლევოდოპას შეწოვის ხარისხს 32%-ით.

რკინის სულფატი ამცირებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 30-50%-ით, ეს ცვლილებები ზოგიერთ ავადმყოფებში კლინიკურად მნიშვნელოვანია.მეტოკლოპრამიდი ზრდის ლევოდოპას შეწოვის სიჩქარეს. ლევოდოპა არ ამყარებს ფარმაკოკინეტურ ურთიერთქმედებას ბრომკრიპტინთან, ამანტადინთან, სელეგილინთან და დომპერიდონთან.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

ნეიროლეფსიური საშუალებები, ოპიატები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, რომლებიც შეიცავენ  რეზერპინს, თრგუნავენ მადოპარის მოქმედებას.

თუ მადოპარი ენიშნება ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ მაო-ს შეუქცევად  ინჰიბიტორებს, მათი მიღების შეწყვეტიდან მადოპარის მიღების დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 2 კვირა. ხოლო მაო-B-ს სელექტიური ინჰიბიტორები (მაგალითად, ლაზაბემიდი, სელეჟილინი), და მაო-A-ს სელექტიური ინჰიბიტორები (მაგალითად, მოკლობემიდი) შეიძლება დაინიშნოს მადოპარის მკურნალობის ფონზე. ამ დროს ხდება ლევოდოპას დოზის კორექტირება ავადმყოფის ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად. მაო-A-ს და მაო- B-ს ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნა ექვივალენტურია მაო-ს არასელექტიური  ინჰიბიტორის დანიშვნისა, ამიტომ ასეთი კომბინაცია არ ინიშნება მადოპართან ერთდროულად.

მადოპარი არ ინიშნება ერთდროულად სიმპატომიმეტურ საშუალებებთან (მაგალითად, ადრენალინი, ნორადრენალინი, იზოპროტერენოლი ან ამფეტამინი, რომლებიც იწვევენ სიმპატიკური ნერვული სისტემის სტიმულირებას), რადგანაც ლევოდოპა იწვევს მათი მოქმედების პოტენცირებას. თუ მათი ერთდროული დანიშვნა აუცილებელია, უნდა განხორციელდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მონიტორინგი, ხოლო აუცილებლობისას – სიმპატომიმეტურების დოზის შემცირება.

შესაძლებელია პრეპარატის კომბინირება  პარკინსონის დაავადების  საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან (მაგალითად, ანტიქოლინერგული საშუალებები, ამანტადინი, დოფამინის აგონისტები), რაც აძლიერებს როგორც სასურველ, ასვე არასასურველ  ეფექტებს. შესაძლებელია მადოპარის ან სხვა პრეპარატის დოზის შემცირება.

როდესაც მკურნალობას უმატებენ კატექოლ-ო-მეთილტრანსფერაზას ინჰიბიტორს, შეიძლება შემცირდეს მადოპარის დოზა. თუ მკურნალობა დაწყებულია მადოპარით, ანტიქოლინერგული პრეპარატები მკვეთრად არ იხსნება, ვინაიდან ლევოდოპა არ მოქმედებს დაუყოვნებლივ.

ლევოდოპამ შეიძლება იმოქმედოს კატექოლამინების, კრეატინინის, შარდოვანას და გლუკოზის ლაბორატორიული მონაცემების შედეგებზე.

ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მადოპარს, კუმბსის სინჯმა შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები.

პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ ცილით  მდიდარ საკვებთან ერთად შეიძლება დაარღვიოს ლევოდოპას შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: უნებლიე მოძრაობები, ცნობიერების დაბინდვა, უძილობა, იშვიათად – გულისრევა, ღებინება, ან არითმიები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია დაუყოვნებლივ ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, დაკვირვება სუნთქვის და გულის ფუნქციაზე. შესაძლებელია დაინიშნოს სუნთქვითი ანალეპტიკები და/ან ანტიარითმული პრეპარატები, ან შესაბამის შემთხვევაში ნეიროლეფსიური საშუალებები.

შენახვის ვადა:

3 წელი – (კაფსულები 125მგ; 250მგ;

მადოპარი ჰდს; სწრაფად მოქმედი დისპერგირებული ტაბლეტები 125მგ);

4 წელი – (ტაბლეტები 250მგ)

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 250C ბავშვებისაგან დაცულ ადგილას დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება

მაგნიუმის სულფატი-დარნიცა – MAGNESII SULFATUM-DARNITSA – МАГНИЯ СУЛЬФАТ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

MAGNESII SULFATUM

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: მაგნიუმის სულფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაზოდილატაციური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 25%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

მაგნიუმის სულფატი …………….. 250 მგ 1.25 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგნიუმის სულფატი-დარნიცა ორგანიზმზე ახდენს მრავამხრივ მოქმედებას. პარენტერალური შეყვანისას ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (დოზის მიხედვით შესაძლოა გამოვლინდეს სედატიური, ძილის ან ნარკოტიკული ეფექტი). თრგუნავს ნერვ-კუნთოვან გამტარობას, ამცირებს სასუნთქი ცენტრის აგზნებადობას, ამცირებს არტერიულ წნევას (განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე), გააჩნია სპაზმოლიტიკური ეფექტი შარდის შეკავებისას.

ფარმაკოკინეტიკა:

მაგნიუმის სულფატი-დარნიცა გამოიყოფა თირკმელებით, დიურეზის გაძლიერებით.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტიკური, ნაღველმდენი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება.
  • ენიშნებათ პაციენტებს ჰიპერტონიული დაავადების ადრეულ სტადიაში, ჰიპერტონული კრიზის, ათეროსკლეროზის, ტყვიის კოლიკის და შარდის შეკავების დროს, მშობიარობის გაუტკივარების, ორსულების ტოქსიკოზის დროს; ჰიპომაგნეზემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები:

I-II სტადიის ჰიპერტონიული დაავადების დროს შეიყვანება ყოველდღიურად ი/კ მკურნალობის კურსზე – 15-20 ინექცია. გარდა ამისა არტერიული წნევის დაწევისას შესაძლოა გამოვლინდეს სტენოკარდიის გამოხატულობის შემცირება.

ჰიპერტონული კრიზისას ი/კ და ი/ვ ნაკადად (ნელა) შეიყვანება 10-20 მლ 20%-25% ხსნარი.

მშობიარობის გაუტკივარებისათვის ი/კ შეიყვანება 5-10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხდება  მაგნიუმის სულფატი-დარნიცას და ანალგეტიკების კომბინირება.

ორსულთა გვიანი ტოქსიკოზისას 1-2-ჯერ დღე-ღამეში ი/კ შეიყვანება 10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი (შეიძლება შეუთავსდეს ნეიროლეპტიკებს).

კრუნჩხვით მდგომარეობებში ი/კ შეიყვანება 5-10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი.

ტყვიის კოლიკის და შარდის შეკავების დროს ი/კ შეიყვანება 5-10 მლ 10-20% ხსნარი, ხოლო ი/ვ – 5-10 მლ 5% ხსნარი (ასევე ინიშნება ოყნის სახით).

როგორც ნაღველმდენი საშუალება ინიშნება შინაგანად 1 სუფრის კოვზი 20-25% ხსნარი 3-ჯერ დღე-ღამეში.

ახალშობილის ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის ლიკვიდირებისათვის ინიშნება მაგნიუმის სულფატის 25% ხსნარი 0.5-0.8 მლ/ს.წ.კგ ერთხელ დღეში 5-8 დღის განმავლობაში; ბავშვებში მშობიარობისას მძიმე ჰიპოქსიით შეყვანა იწყება 0.2 მლ/კგ-ით, მე-3-4-ე დღისათვის დოზის მომატებით 0.8 მლ-კგ-მდე.

ბავშვებისათვის სითხეების შინაგანად შესხმისას აუცილებელია მაგნიუმის სულფატის 25% ხსნარის დამატება დღე-ღამის დოზით 0.5-0.75 მოლი/კგ, შესასხმელი ხსნარის მთელს მოცულობაში მისი გაზავებით.

გვერდითი მოქმედება:

ღებინება, სუნთქვის გართულება.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. არტერიული ჰიპოტენზია, მდგომარეობები, განპირობებული კალციუმის დეფიციტით და სასუნთქი ცენტრის დათრგუნვით, კახექსია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებულიI არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კალციუმის იონები ახდენს ანტაგონისტურ მოქმედებას მაგნიუმის იონების მიმართ.

პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენებისას ხდება ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დათრგუნვის გაძლიერება.

ჭარბი დოზა:

სიმპტომები: სუნთქვის გართულება.

მკურნალობა: პრეპარატის ჭარბი დოზის დროს როგორც ანტიდოტი გამოიყენება კალციუმის პრეპარატები – კალციუმის ქლორიდი ან კალციუმის გლუკონატი. ასევე ტარდება ჟანგბადის ან კარბოგენის ინჰალაცია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ფხვ).

გამოყენების განსაკუთრებულობანი:

მშობიარობის გაუტკივარების შემთხვევაში გათვალიწინებული უნდა იყოს საშვილოსნოს კუნთების კუმშვის უნარის დათრგუნვა, როც მოითხოვს მშობიარობის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყნებას.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

გაცემის პირობები:

რეცეპტით.

მაგნეფარიB6 – MAGNEFAR B6 – МАГНЕФАР B6

საერთაშორისო დასახელება:

MAGNESII HYDROASPARTAS; PYRIDOXINI HYDROCHLORIDUM

მწარმოებელი: BIOFARM, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის შემავსებელი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტალეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატის

ტეტრაჰიდრატი (34 მგ მაგნიუმის იონები) …………………500 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) ……….     5 მგ

დამხმარე ნივთიერებები;

მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენს მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატი და ვიტამინი B6 (პირიდოქსინი).

მაგნიუმი აწესრიგებს უჯრედში იონების ცვლას, სისხლძარღვების კედლებზე თრგუნავს კალციუმის დალექვას, ამცირებს ნერვკუნთოვან აგზნებას, ავლენს სედატიურ მოქმედებას, ხელს უწყობს ძვლის სისტემის მინერალიზაციასა და განვითარებას. მაგნიუმის უკმარისობა ვლინდება ფიზიკურ და ფსიქიურ გადაღლილობაში, მომატებულ აგზნებადობასა და სტრესის მიმართ რეზისტენტობის დაქვეითებაში, კუნთების დაძაბულობაში, გულის რითმის დარღვევასა და არტერიულ ჰიპერტენზიაში. მოზრდილებში მაგნიუმის იონების მოთხოვნილება შეადგენს დაახლოებით 5 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში. მნიშვნელოვანი დეფიციტის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური დატვირთვის, ბავშვებში ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მაგნიუმის იონების მიმართ მოთხოვნილება მატულობს 7-10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.

ვიტამინ B6 აუცილებელია ამინომჟავების ცვლისათვის, იგი მონაწილეობს ნახშირწყლების და ცხიმების, აგრეთვე ჰემოგლობინის სინთეზში, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მაგნიუმის შეწოვას. პირიდოქსინის უკმარისობა იწვევს თვალის, ცხვირისა და ტუჩების ირგვლივ სებორეულ დერმატიტს. ჰიპოქრომულ ანემიასა და კრუნჩხვების გამოვლენას, განსაკუთრებით ბავშვებში.

ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმი ვიტამინ B6–თან ერთად მონაწილეობს ცილების სინთეზში და მათი ტრანსპორტირების პროცესში. ვიტამინი B6 ამცირებს ორგანიზმიდან მაგნიუმის გამოყოფას, ხოლო პლაზმაში ზრდის მის და ერითროციტების დონეს, რაც პრეპარატში შემავალი მოქმედი ნივთიერებების თერაპიული ეფექტურობის გამოვლენის საშუალებას იძლევა. მაგნიუმი და ვიტამინი B6 – მონაწილეობენ აგრეთვე ოქსალატურ-კალციუმის კონკრემენტებით გამოწვეული ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების პრევენციის პროცესში.

ჩვენებები:

პრეპარატი ძირითადად გამოიყენება მაგნიუმის და ვიტამინ B6-ის დეფიციტით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების პროფილაქტიკისთვის:

  • ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის დარღვევა, ადინამია, სტრესის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მაგნიუმის და ვიტამინ B6–ის დეფიციტის დროს: მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

პროფილაქტიკის მიზნით: მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზით გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში, რომლებიც მას ჭამის შემდეგ მიიღებენ, შესაძლებელია აღინიშნოს გულისრევა, დიარეა ან კანის ჰიპერემია.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმაგნიემია, B6-ის ჰიპერვიტამინოზი, თირკმელების მწვავე უკმარისობა, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მძიმე მიასთენია და პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. (განსაკუთრებით პირიდოქსინისა და/ან ვიტამინ B6-ის მიმართ).

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას მოსალოდნელია მისი საფაღარათო მოქმედება.

* პრეპარატისა და ლევოდოფას ერთდროული გამოყენების დროს მაგნეფარ B6 საჭიროა მივიღოთ არა უმეტეს 1 ტაბლეტისა დღეში.

* პრეპარატი რეკომენდებული დოზით გამოყენებისას არ მოქმედებს ფსიქომოტორულ აქტივობასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია დიარეა და ორგანიზმის დეჰიდრატაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატისა და ფტორქინოლონების, აგრეთვე ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, განსაკუთრებით – ვარფარინთან, ფოსფატების, რკინის ნაერთებისა და კალციუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი ურთიერთშეწოვის დაქვეითებას.

– პრეპარატი ამცირებს ლევოდოპას მოქმედებას. ციკლოსერინის, ჰიდრალაზინის, იზონიაზიდის, პენიცილამინისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება ზრდის ვიტამინ B6ის მიმართ მოთხოვნას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მაგნეროტი – MAGNEROT – МАГНЕРОТ

საერთაშორისო დასახელება:

OROTIC ACID; MAGNESIUM SALAT

მწარმოებელი: WORWAG PHARMA

მოქმედი ნივთიერება: ოროტის მჟავა+მაგნიუმის მარილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაგნიუმის შემცველი მეტაბოლური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ოროტის მჟავა ……………..     500 მგ

მაგნიუმის მარილი ………..    32.8 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგნიუმის პრეპარატი. მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. აუცლიებელია მრავალი ენერგეტიკული პროცესისათვის, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მონაწილეობს ნერვულ-კუნთოვანი აგზნებადობის პროცესებში, ნერვულ-კუნთოვანი გამტარობის დაქვეითებით. განსაკუთრებით საინტერესოა მაგნიუმი, როგორც ბუნებრივი კალციუმის ფიზიოლოგიური ანტაგონისტი. მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას; მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვადობის ფუნქციაში. სტრესულ სიტუაციაში თავისუფალი იონიზირებული მაგნიუმი მოჭარბებული რაოდენობით გამოიყოფა, აქედან გამომდინარე მაგნიუმის დამატებითი რაოდენობა ხელს უწყობს სტრესისადმი რეზისტენტობის მომატებას.

მაგნეროტის შემადგენლობაში შედის ოროტის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ზრდას, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. გარდა ამისა, ოროტის მჟავა აუცილებელია უჯრედის ატფ-ში მაგნიუმის ფიქსაციისათვის და მისი მოქმედების გამოვლენისათვის.

ჩვენებები:

  • გამოიყენება კომპლექსური მკურნალობისას მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის ქრონიკული უკმარისობის, მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული არითმიის, სპასტიური მდგომარეობის (მათ შორის ანგიოსპაზმის), ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები მიიღება შიგნით, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთდ.

ინიშნება 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში; შემდეგ – 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ყოველდღიურად. კურსის ხანგრძლივობაა არა ნაკლებ 4-6 კვირა. განმეორებითი კურსის ჩატარება დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

 

კანჭის ტყუპი კუნთის კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია საღამოს 2-3 ტაბლეტი.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის სისტემა: კუჭ-ნაწლავის აშლილობა და დიარეა (მაღალი დოზების მიღებისას), რაც ჩვეულებრივ გაივლის თავისით პრეპარატის დოზის შემცირებით;

ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

* ასციტით მიმდინარე ღვიძლის ციროზი;

* 18 წლამდე ასაკი (არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება).

ორსულობა და ლაქტაცია:

შესაძლებელია პრეპარატის დანიშნულებისამებრ მიღება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება მაგნიუმზე მოთხოვნილება. მაგნიუმის არაბალანსირებულმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის ფეხმძიმობის შეწყვეტაც.

განსაკუთრებული მითითებები:

მაგნეროტის მიღება დასაშვებია ხანგრძლივად. უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი შესაძლოა გამოწვეული იყოს კუჭ-ნაწლავის სიტემის დაავადებებით; მაგნიუმის დაბალი შემცველობის საკვების მიღებით; ქრონიკული ალკოჰოლიზმით (თირკმლის სადინრებში მაგნიუმის რეზორბციის შემცირების და ორგანიზმიდან მაგნიუმის გამოყოფის გაძლიერების გამო); ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღებით (პერორული კონტრაცეპტივები, დიურეტიკები, მიორელაქსანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ინსულინი); მაგნიუმზე მომატებული მოთხოვნის მდგომარეობები (ჰიპოდინამია, სტრესი, ფეხმძიმობა).

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

მკურნალობა სიმპტომატურია.

შენახვის პირობები:

არა უმეტეს + 25ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

მაგნევისტი – MAGNEVIST – МАГНЕВИСТ

საერთაშორისო დასახელება:

GADOPENTETIC ACID

მწარმოებელი: SCHERING AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: გადოპენტეტის მჟავა

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საკონტრასტო ნივთიერება მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსური ტომოგრაფიისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი ინტრავენური შეყვანისათვის: ფლაკონში 15 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ.

გადოპენტეტის მჟავის დიმეგლუმინის მარილი …………..469.01 მგ 7 გ

ხსნარი ინტრავენური შეყვანისათვის: ფალაკონში 20 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ.

გადოპენტეტის მჟავის დიმეგლუმინის მარილი……………469.01 მგ 9.4 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიმეგლუმინის გადოპენტეტის მჟავა წარმოადგენს ნაერთს გამოხატული პარამაგნიტური თვისებებით, ძლიერ აჩქარებს რელაქსაციის დროს მცირე კონცენტრაციითაც კი.

პარამაგნიტური ეფექტურობა ანუ რელაქსაციური თვისებები, რომელიც ისაზღვრება რელაქსაციის დროით პლაზმის პროტონებში, უდრის დაახლოებით 4.69 ლ/მმოლ.წმ (იგი მცირედ დამოკიდებულია მაგნიტური ველის დაძაბულობაზე).  მეთილენტრიამინპენტაძმარმჟავა ქმნის მყარ კომპლექსს გადოლინიუმის პარამაგნიტურ იონებთან საკმაოდ მაღალი სტაბილურობით (logK=22-23). გადოპენტეტატის დიმეგლუმინის მარილი ხასიათდება მაღალი ჰიდროფილურობით (n-ბუტანოლი/ბუფერის კოეფიციენტი, როდესაც pH 7.6-ია უტოლდება დაახლოებით 0.0001).

მაგნევისტი წარმოადგენს პარამაგნიტურ საკონტრასტო ნივთიერებას მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისათვის (მრტ).

მისი საკონტრასტო ეფექტი განპირობებულია გადოპენტეტამის დი-N-მეთილგლუკამინის მარილით – გადოლინიუმისა და პენტეტიუმიდ მჟავის (დიეთილენტრიამინპენტაძმარმჟავა) კომპლექსით. შესაბამისი სკანირების შესრულების შემდეგ (მაგალითად, TI მეთოდით შეწონილი სპინ-ექოთი კვლევისას) პროტონული მაგნიტურ რეზონანსული ვიზუალიზაციის მისაღებად გადოლინიუმის იონები იწვევენ ატომების ბირთვების აგზნებისას სპინ-ცხაურის რელაქსაციის დროის შემოკლებას, რაც ზრდის სიგნალის ინტენსივობას და გარკვეული ქსოვილების გამოსახულების კონტრასტირების გაზრდას.

გადოპენტეტატის დიმეგლუმინი პრაქტიკულად არ უკავშირდება ცილებს და არ ახდენს ფერმენტების აქტივობის ინჰიბირებას (მაგალითად, მიოკარდიუმის Na, K-ატფ-აზას). მაგნევისტი არ ახდენს კომპლემენტის სისტემის აქტივაციას და შესაბამისად, აქვს ძალიან დაბალი პოტენციური უნარი გამოიწვიოს ანაფილაქსიური რეაქციები.

ფარმაკოკინეტიკა:

თავისი ფარმაკოკინეტიკური თვისებით გადოპენტატის დიმეგლუმინი ემსგავსება სხვა მაღალჰიდროფილურ ბიოლოგიურად ინერტულ ნაერთებს (მაგალითად, მანიტოლი ან ინულინი). მაგნევისტის ფარმაკოკინეტიკა არ არის დოზაზე დამოკიდებული.

განაწილება: ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნაერთი სწრაფად ნაწილდება უჯრედგარე სივრცეში. 0.25 მმოლ-ზე ნაკლები დოზის შეყვანისა გადოპენტეტატის დიმეგლუმინი/კგ სხეულის მასაზე (შეესაბამება 0.5 მლ მაგნევისტს/კგ სხეულის მასზე) განაწილების სწრაფი ფაზის შემდეგ, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება, მისი კონცენტრაცია სისხლში მცირდება; ნახევარგამოყოფის დრო – 90 წუთი. 0.1 მმოლ დოზის შეყვანისას (შეესაბამება 0.2 მლ მაგნევისტს/კგ სხეულის მასაზე) შეყვანიდან 3 და 60 წუთის შემდეგ მისი კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 0.6 და 0.24 მმოლ/ლ შესაბამისად.

არ აღწევს ინტაქტურ ჰემატოენცეფალურ და ჰემატოტესტიკულარულ ბარიერში. მცირე რაოდენობა, რომელიც გააღწევს პლაცენტარულ ბარიერში, სწრაფად გამოიყოფა ნაყოფის ორგანიზმიდან.

გამოყოფა: გადოპენტეტატის დიმეგლუმინი ორგანიზმიდან უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით, უცვლელი სახით გორგლოვანი ფილტრაციის გზით. საშუალოდ 6 და 24 საათის შემდეგ თირკმელებით გამოიყოფა შეყვანილი დოზის 83% და 91% შესაბამისად. ინექციის შემდეგ 5 დღის განმავლობაში განავლით გამოიყოფა შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები. თირკმლის კლირენსი 1.73 კვ.მ სხეულის ზედაპირის დროს შეადგენს დაახლოებით 120 მლ/წთ.

მაჩვენებლები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: გადოპენტეტატილს დიმეგლუმინის თითქმის სრული ელიმინაცია ხდება თირკმლებით, იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი >20მლ/წთ); პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის პროპორციულად, მაგრამ ექსტრარენული გამოყოფის ზრდა არ აღინიშნება. ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში 30 საათამდე იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 20 მლ/წთ), გადოპენტატის დიმეგლუმინი შესაძლებელია გამოიყოს ორგანიზმიდან ექსტრაკორპორული ჰემოდიალიზის საშუალებით.

ჩვენებები:

თავის და ზურგის ტვინის მრტ (კრანიალური და სპინალური მრტ) კონტრასტული გამოსახულების გაძლიერების მიზნით:

  • სიმსივნეების, მათ შორის მცირე და ცუდად ვიზუალიზირებადის, ოპერაციული ან სხივური თერაპიის შემდეგ სიმსივნის რეციდივის, მეტასტაზების აღმოჩენისთვის;
  • დიფერენციული დიაგნოზისათვის მენინგიომის, სმენის ნერვის ნევრინომის, ახლომდებარე ქსოვილებში ინფილტრაციული ზრდის მქონე სიმსივნის (მაგალითად, გლიომა) დროს;
  • იშვიათი სიმსივნეების დიფერენციული დიაგნოზისთვის (ჰემანგიობლასტომა, ეპინდიმომა, მცირე ზომის ჰიპოფიზის ადენომა);
  • ექსტრაკრანიალური სიმსივნეების ინტრაკრანიული გავრცელების ვიზუალიზაციის მიზნით. დამატებით მაგნევიტს გამოიყენება სპინალური მრტ ჩატარებისას:
  • ინტრა- და ექსტრამედულური სიმსივნეების დიფერენციული დიანოსტიკისათვის;
  • ზურგის ტვინის სოლიდური სიმსივნეების ზომების განსაზღვრის მიზნით;
  • ინტრამედულური გავრცელებული სიმსივნეების შეფასების მიზნით.

მთელი სხეულის (სახის ძვლების, კისრის, გულმკერდის და მუცლის ღრუს, სარძევე ჯირკვლის, მენჯის ღრუს ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და მთელი სხეულის სისხლძარღვების) გამოსახვის მიზნით მრტ-ს ჩატარების დროს კონტრასტულობის გაძლიერებისათვის, კერძოდ კი:

  • სიმსივნეების, ანთებითი პროცესის, სისხლძარღვების დაზიანების გამოსახვის მიზნით;
  • მითითებული პათოლოგიური პროცესების გავრცელების და საზღვრების დადგენის მიზნით;
  • პათოლოგიური ცვლილებების შინაგანი სტრუქტურის დიფერენცირების მიზნით;
  • სისხლით მომარაგების შეფასების მიზნით ნორმალურ და პათოლოგიურ კერებში;
  • სიმსივნის და ნაწიბუროვანი ქსოვილის დიფერენცირების მიზნით თერაპიის შემდეგ;
  • მალთაშუა დისკის პროლაფსის რეციდივის გამოვლენა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.;
  • თირკმლის გამოსახვისა და მისი ფუნქციის ნახევრადრაოდენობრივი შეფასების მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

მაგნევისტი შეყვანილ უნდა იქნეს მხოლოდ ინტრავენურად. მრტ კონტრასტირებით უნდა დაიწყოს შეყვანისთანავე. მაგნევისტი არ გამოიყენება თავის ტვინის გარსებს შორის შესაყვანად.

0.14-დან 1.5 ტლ დიაპაზონში მაგნევისტი ავლენს თავის მოქმედებას. მაგნევისტი უნდა დაგროვდეს შპრიცში უშუალოდ შეყვანის წინ.

გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.

პაციენტის მომზადება: საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენური შეყვანისათვის უპირატესობა ენიჭება დრეკად კათეტერს. გამოიყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებში რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო აპარატურის არსებობისას. მრტ-ს განხორციელებისას აუცილებელია დაცულ იქნეს ამ მეთოდისთვის ჩვეული უსართხოების ზომები (მაგალითად, პაციენტებს არ უნდა ჰქონდეთ კარდიოსტიმულატორები, ფერომაგნიტური ამპლანტანტები). საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენური შეყვანა, თუკი შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს მწოლიარე პოზიციაში. შეყვანის შემდეგ აუცილებელი პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება 30 წუთის განმავლობაში.

მოზრდილებში და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის მაგნევისტის ინტრავენური შეყვანა შეიძლება განხორციელდეს „ხელით“ ან ავტომატური ინჟექტორის საშუალებით. ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში საჭირო დოზა შეყავთ „ხელით“.

კონტრასტირების გამოყენებით კვლევის დროს სკანირებისას ჩვეულებრივ იყენებენ T1-შეწონილ მეთოდს.

დოზები:

კრანიული და სპინალური მრტ

ზრდასრულები და ბავშვები (მათ შორის ახალშობილები და მცირე ასაკის ბაშვები): რეკომენდებული დოზა – 0.2 მლ/კგ სხეულის მასაზე. პათოლოგიური კერის დაზუსტების მიზნით შესაძლებელია განმეორებითი კონტრასტული გამოკვლევის ჩატარება. განმეორებითი საკონტრასტო დოზა 0.2 მლ/კგ ან 0.4 მლ/კგ (ზრდასრულებში) ხორციელდება პირველი შეყვანიდან 30 წუთში და დაუყოვნებლივ კეთდება მრტ.

მოზრდილ პაციენტებში 0.6 მლ მაგნევისტის შეყვანა 1 კგ სხეულის წონაზე ზრდის დიაგნოსტიკურ სიზუსტეს მეტასტაზური დაზიანებების ან სიმსივნის რეციდივებისას.

მთელი სხეულის მრტ

ზრდასრულები და 2 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: რეკომენდირებულია მაგნევისტის დოზა 0.2 მლ/კგ სხეულის მასაზე.

გამოსაკვლევი ობიექტის განლაგებისას მცირე ვასკულარიზაციის პირობებში ან/და მცირე უჯრედშორისის სივრცვის პირობებში, ადექვატური საკონტრასტო ეფექტის მიღწევისთვის შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის შეყვანა 0.4 მლ/კგ სხეულის მასაზე. უპირატესად ხანმოკლე T1-შეწონილი სკანირების დროს.

მოზრდილ პაციენტებში 0.6 მლ მაგნევისტის შეყვანა 1 კგ სხეულის წონაზე ხშირად ზრდის დიაგნოსტიკურ სიზუსტეს მეტასტაზური დაზიანებების ან სიმსივნის რეციდივირებისას.

იმისდა მიხედვით, თუ რომელ სფეროს ვიკვლევთ და მრტ-ს რომელ მეთოდს ვიყენებთ სისხლძარღვების ვიზუალიზაციისთვის მოზრდილთათვის შეიძლება საჭირო გახდეს მაგნევისტი 0.6 მლ/კგ სხეულის მასაზე.

მაგნევისტის გამოყენების გამოცდილება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მთელი სხეულის გამოკვლევის მიზნით შეზღუდულია. ასეთ შემთხვევებში ექიმმა მაგნევისტით გამოკვლევის ჩატარებამდე უნდა განსაზღვროს გამოკვლევის რისკი და სარგებელი.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტები, რომლებიც დამოკიდებულია მაგნევისტის გამოყენებასთან, ჩვეულებრივ გამოხატულია სუსტად ან საშუალო ხარისხით და თავისი ხასიათით გარდამავალია. არსებობს შეტყობინება მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გამოვლენის შესახებ. გვერდითი ეფექტების  შედარებითი სიხშირის გამოვლენის მიზნით ტექსტში გამოყენებულია განსაზღვრებები: „ხშირად“, „საშუალო სიხშირით“, „იშვიათად“.

ხშირი – სიხშირე >1:100; საშუალო სიხშირით – სიხშირე 1:1000; იშვიათად – სიხშირედ

ზოგადი რეაქციები შეყვანის ადშილას: საშუალო სიხშირის – სიცხის შეგრძნება, თავის ტკივილი; იშვიათი – ტკივილი ზურგში, სახსრების ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, გულის წასვლა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ლოკალური ტკივილი შეყვანის ადგილის ირგვლივ და შესაძლებელია ქსოვილების ანთება და ნეკროზი, სიცივის შეგრძნება, სითბოს შეგრძნება და შეშუპება, ფლებიტი და თრომბოფლებიტი.

ანაფილაქსიური რეაქციები/ჰიპერმგრძნობელობა:

იშვიათი – სისხლძარღვოვანი შეშუპება, კონიუქტივიტი, ხველა, რინიტი, ბრონქოსპაზმი, ხორხის: ხახის საყლაპვის სპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია, შოკი, კანის რეაქციები: იხ. კანი და კანქვეშა ქსოვილები.

ნერვული სისტემა: საშუალო სიხშირის – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზიები;

იშვიათი – აგზნება (აჟიტირება), ცნობიერების არევა, მხედველობის, ყნოსვის, სმენის ან მეტყველების დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი, ტკივილი ყურებში, ასთენია, კომა, ძილიანობა.

მხედველობის ორგანოები: იშვიათი – ცრემლდენა, თვალების ტკივილი.

გულ–სისხლძარღვთა სისტემა: იშვიათი – არტერიული წნევის დაქვეითება, არითმია და გულის გაჩერება. სისხლძარღვოვანი რეაქციები, თანდართული პერიფერიული ვაზოდილატაციით, შემდგომი არტერიული ჰიპოტენზიით და სინკოპეთი, რეფლექტორული ტაქიკარდიით, ქოშინით, ციანოზით, ფილტვების შეშუპებით.

სასუნთქი სისტემა: იშვიათი – ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, ხველა, სუნთქვის გაჩერება.

კუჭ–ნაწლავის სისტემა: საშუალო სიხშირის – გულისრევა, ღებინება, იშვიათი – ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გემოვნების გაუკუღმართება, პირის სიმშრალე, ჰიპერსალივაცია.

ჰეპატო–ბილიარული სისტემა: იშვიათი – ღვიძლის ფერმენტების დონის ტრანზიტორული მატება.

კანი და კანქვეშა ქსოვილი: იშვიათი – კანის გაწითლება (ვაზოდილატაცია), შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი.

თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემა: იშვიათი – შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის ხშირი სურვილი, თირკმლის არსებული პათოლოგიის დროს კრეატინინის რაოდენობის მატება და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

სისხლი: იშვიათი – რკინის და ბილირუბინის რაოდენობის ტრანზიტორული მატება შრატში.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრნობელობა პრეპარატის კომპონტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* მაგნევისტის უსაფრთხოება ორსულებში არ არის შესწავლილი, ამიტომ ასეთ შემთხვევებში პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნეს სიფრთხილით.

* მაგნევისტი აღწევს ლაქტატში მცირე რაოდენობით, რძეში აღწევს შეყვანილი დოზის დაახლოებით 0.04%; არსებული გამოცდილება ადასტურებს ახალშობილებში საფრთხის არარსებობას.

განსაკუთრებული მითითებები:

* ალერგიული რეაქცია ანამნეზში, ბრონქული ასთმა, სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობა, ეპილეფსია, ორსულობა, თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში ხდება სარგებელის რისკის შედარება (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წთ), ვინაიდან საკონტრასტო ნივთიერების გამოყოფა ასეთ პირობებში შეიძლება შეფერხდეს.

* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მაგნევისტის გამოყენების შესახებ მონაცემები – „მთელი სხეულის გამოკვლევის“ ჩვენებით არ არსებობს.

* ასპირაციის რისკის შემცირების მიზნით გამოკვლევამდე 2 საათით ადრე პაციენმტა თავი უნდა შეიკავოს საკვების მიღებისგან.

* ზოგჯერ მაგნევისტის გამოყენების შემდეგ ჰიპერმგრძნობელობის გამო შესაძლებელია აღმოცენდეს ალერგიული რეაქციები. არსებობს სერიოზული გართულების განვითარების საშიშროებაც, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის. ამ რეაქციების უმრავლესობა აღმოცენდება საკონტრასტო ნივთიერების შეყვანიდან ნახევარ საათში. თუმცა იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს მოგვიანებითი რეაქციებიც. საკონსტრასტო ნივთიერების შეყვანამდე პაციენტებს უნდა გამოვკითხოთ აქვთ თუ არა მათ ალერგია ანამნეზში (მაგალითად, ალერგია ზღვის საკვებზე, პოლინოზი, ჭინჭრის ციება), მგრძნობელობა საკონტრასტო ნივთიერებების მიმართ და ბრონქული ასთმა. ასეთ პაციენტებს გვერდითი ეფექტების აღმოცენების გაზრდილი რისკი აქვთ და ამიტომ ნაჩვენებია პრემედიკაცია ანტიჰისტამინური საშუალებებით ან/და გლუკოკორტიკოიდებით.

* ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს აქვთ ბრონქოსპაზმის განვითარების მომატებული რისკი.

* მრტს-ს ჩატარებისას ინტრაკრანიული მოცულობითი პროცესის ან მეტასტაზების არსებობის დროს, ასევე ეპილეფსიისას, შესაძლებელია კრუნჩხვების აღმოცენების გახშირება საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე: ეფექტები არ იქნა დადგენილი.

მოქმედება დიაგნოსტიკურ ტესტებზე: გამომდინარე იქიდან, რომ მაგნევისტის ხსნარი შეიცავს მცირე რაოდენობით თავისუფალ დიეთილენტრიამინპენტაძმარმჟავას, შეყვანის შემდეგ 24 საათის განმავლობაში კომპლექსომეტრული ტესტების შედეგები რკინის შემცველობაზე შეიძლება შემცირდეს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირება (0.3 მმოლ/კგ სხეულის მასაზე მეტი დოზის შეყვანისას): მაგნევისტის ჭარბი დოზის შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპეროსმოსურობის ეფექტები: ფილტვის არტერიაში წნევის ზრდა, დიურეზის ზრდა, ჰიპერკალემია, დეჰიდრატაცია; თირკმლის პათოლოგიის მქონე პირებში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი; ჭარბი დოზირების შემთხვევაში ან თირკმლის გამოხატული უკმარისობისას მაგნევისტის გამოყოფა შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება გაძლიერდეს საკონტრასტო ნივთიერებების მოქმედებით.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება უცნობია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მიკრობული კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით მაგნევისტის შეყვანა უნდა მოხდეს ფლაკონიდან სახურავის მოხსნის ან შპრიცის საინექციოდ მომზადების დღეს.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მხოლოდ სტაციონარებისათვის.

მაგნე ბალანს პლუსი – MAGNE-BALANS PLUS – МАГНЕ-БАЛАНС ПЛЮС

საერთაშორისო დასახელება:

 

Magnesii hydroaspartas, Kalii hydroaspartas

მწარმოებელი: შპს აფლოფარმი,პოლონეთი

 

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

 

ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ორგანიზმში მაგნიუმის შემავსებელი პრეპარატები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი #50

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატი
(რომელიც შეესაბამება 17 მგ კალიუმის იონებს) ………………….  250 მგ

კალიუმის ჰიდროასპარაგინატი
(რომელიც შეესაბამება 54 მგ კალიუმის იონებს) ………………….. 250 მგ

 

ასევე დამხმარე ნივთიერებებს:

კარტოფილის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, პოლივინილის სპირტი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

მაგნე-ბალანს პლუსი პრეპარატია, რომელიც შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს ელემენტების ასპარაგინის მჟავას მარილების სახით. ისინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი, კალიუმი და ასპარაგინის მჟავა მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში, იონური წონასწორობის, ნერვული და ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის შენარჩუნებაში ადამიანის ორგანიზმში.

მაგნე-ბალანს პლუსი გამოიყენება კალიუმის, მაგნიუმის და ასპარაგინატის დეფიციტის პროფილაქტიკისა და შევსებისათვის.

მაგნიუმი:

მაგნიუმის ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს ქსოვილები ყველაზე გაძლიერებული მეტაბოლური პროცესებით: თავის ტვინი, გულის კუნთები და ღვიძლი. მაგნიუმი კალციუმის იონებთან ერთად ქმნის ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურას.

მაგნიუმის სწორი რაოდენობა მოქმედებს:

• აგზნებადობის დაქვეითებაზე;

• აადვილებს ყურადღების კონცენტრაციას და დაძინების პროცესს;

• აქვეითებს აღქმა სტრესისა და კუნთების მუშაობის დარღვევისა, რაც გამოიხატება მათი კანკალით, კრუნჩხვით და უნებლიე მოძრაობებით;

• აქვეითებს კორონარული დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის რიტმის დარღვევის რისკს.

მაგნიუმის დეფიციტი აძლიერებს კორონარული დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის რიტმის დარღვევის რისკს.

კალიუმი:

კალიუმის იონების კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში 15-ჯერ მეტია, ვიდრე მისი კონცენტრაცია უჯრედგარე სითხეში. ამ ბალანსის კალიუმის ცვლის მოშლის (გამოწვეულის მაგ. კალიუმის დეფიციტით) შედეგად დარღვევა, ჩვეულებრივ, სერიოზული საფრთხეა შემდეგი სისტემების სწორი მუშაობისათვის:

• ნერვული სისტემა, ნერვული და ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის დარღვევის თვალსაზრისით (მოძრაობა, გულის მუშაობა, სხვა შინაგანი ორგანოების მუშაობა);

• სხვადასხვა ნივთიერებების ორგანიზმის ქსოვილების უჯრედებიდან და უჯრედებში ტრანსპორტირების სისტემა(კვება, სუნთქვა, გამოყოფა);

• სისხლის მიმოქცევის და გამომყოფი სისტემა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნების თვალსაზრისით (სისხლის პერიფერიული წნევის და მჟავიანობის ზღვრების დაცვა);

ასპარაგინის მჟავა წარმოადგენს ნეიროტრანსმიტერს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ასტიმულირებს ორგანიზმის აქტიურობას, არეგულირებს რა უჯრედებში კალიუმის, ნატრიუმის და კალციუმის კონცენტრაციას.

მიღების წესები და დოზები:

პერორალურად მისაღები პრეპარატი.

მოზრდილები – საშუალოდ 2-დან 6 ტაბლეტამდე დაყოფილი დოზებით დილით და საღამოს ჭამის შემდეგ.

პრეპარატი არ შეიცავს შაქარს და შეიძლება გამოყენებულ იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებშიც.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატმა მაგნე-ბალანს პლუსმა, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ჭამის წინ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და დიარეა.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარებლობის დარღვევა. ამ ჩანართ ფურცელში აღუწერელი სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მათ შესახებ აცნობოთ ექიმს.

უკუჩვენება:

• არ შეიძლება მაგნე-ბალანს პლუსის მიღება:

• პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებისადმი აუტანლობის დროს;

• თირკმლების ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობისას, ჰიპერკალიემიისას (სისხლის შრატში კალიუმის მომატებული კონცენტრაცია), ჰიპერმაგნიემიისას (სისხლის შრატში მაგნიუმის მომატებული კონცენტრაცია), წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადისას, მიასთენიისას (myasthenia gravis), მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტონიისას.

არ შეიძლება გამოყენება ფოსფატებთან, რკინის ნაერთებთან, კალციუმის მაგალ დოზებთან, ფტორქინოლინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროულად(ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 საათს).

შედარებით უკუჩვენებად ითვლება უკვე არსებული სიმსივნური პროცესი.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა პრეპარატ მაგნე-ბალანს პლუსის მიღებისას:

პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს. ჭარბი დოზირების რისკის გამო გამოყენების წინ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სხვა პრეპარატები, რომლებსაც ვიყენებთ, არ შეიცავენ მაგნიუმს და კალიუმს. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მკვეთრი გაუწყლოების, ქსოვილის დიდი ფართობის დაზიანებისას (მაგ. სხეულის დიდი ზედაპირის დამწვრობა). ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა მაგნიუმის და კალიუმის დონის კონტროლი.

სიფრთხილით გამოიყენება უფროსი ასაკის პაციენტებში კალიუმის გამოყოფის დაქვეითების გამო.

ორსულობა:

პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს.

ძუძუთი კვება:

პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს.

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა:

არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებულ დოზას გადაჭარბებული დოზით პრეპარატ მაგნე-ბალანს პლუსის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

საჭიროა შეატყობინოთ ექიმს ბოლო დროს გამოყენებული სამკურნალო საშუალებების შესახებ, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების შესახებაც.

მაგნიუმის პერორალურად მისაღები პრეპარატები აქვეითებს პერორალურად მისაღები შედედების საწინააღმდეგო, ვარფარინის წარმოებული პრეპარატების შეწოვას.

არ შეიძლება გამოყენება ფოსფატებთან, რკინის ნაერთებთან, კალციუმის მაგალ დოზებთან, ფტორქინოლინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროულად(ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 საათს).

ფოსფატების, რკინის ნაერთების და კალციუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი შეწოვის ორმხრივ დაქვეითებას.

მაგნიუმის შემცველ სხვა პრეპარატებთან (რომლებსაც აქვთ საფაღარათო ან კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი მოქმედება) ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მაგნიუმით მოწამვლის სიმპტომები, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობით დაავადებულებში.

კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, ზოგიერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთან (მაგ. ინდომეტაცინთან) ერთად მიღება აძლიერებს ჰიპერკალიემიის რისკს.

კალიუმის პრეპარატები აქვეითებს სათითურას გლიკოზიდების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ შეიძლება პრეპარატ მაგნე-ბალანს პლუსის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

მაგნე B6 – MAGNE B6 – МАГНЕ B6

საერთაშორისო დასახელება:

MAGNESIUM LACTATE; MAGNESIUM PIDOLATE; PYRIDOXINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი + პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი ………………470 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (INN) ანუ

ვიტამინი B6………………………………………………5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, მძიმე კაოლინი, აკაციის გუმფისი, კარბოქსიპოლიმეთილენ 934, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კარნაუბის ცვილი (ფხვნილი), ტიტანის ორჟანგი.

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 ამპ.

მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი ……………   186 მგ

მაგნიუმის პიდოლიატი ………………………      936 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი(INN) ანუ

ვიტამინი B6…………………………………………………………….10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატირუმის დისულფიტი ………………….       0.015გ

ნატრიუმის საქარინატი………………………      0.015 გ

კარამელი ალუბლის არომატული დანამატით  …..0.3 მლ

გამოხდილი წყალი საკმარისი რაოდენობით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილებში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.

მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალმეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. იგი აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამავე დროს მის შეღწევას უჯრედებში.

მაგნიუმის შემცველობა შრატში:

– 12-დან 17 მგ/ლ-მდე (0.5-0.7 მმოლ/ლ) მაგნიუმის ზომიერი უკმარისობის ნათელი მაგალითია.

– 12 მლ/ლ-ზე ქვემოთ (0.5 მმოლ/ლ) მეტყველებს მაგნიუმის მძიმე დეფიციტზე.

ფარმაკოკინეტიკა:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეიწოვება პერორალურად მიღებული მაგნიუმის არა უმეტეს 50%. მაგნიუმის დანარჩენი 99% ორგანიზმში იმყოფება უჯრედების შიგნით.

უჯრედშიდა მაგნიუმის დაახლოებით 2/3 ნაწილდება ძვლის ქსოვილში, ხოლო დანარჩენი იმყოფება გლუვ და განივზოლიან კუნთოვან ქსოვილებში.

მიღებული მაგნიუმის არანაკლებ 1/3 ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად.

ჩვენებები:

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა, როგორიცაა:

  • ძილის დარღვევა;
  • მომატებული ნერვული აგზნებადობა;
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
  • კუნთების ტკივილი და სპაზმი;
  • ასთენია.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარპტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შემოგარსული ტაბლეტები

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია 6 ტაბლეტამდე (300 მგ) მიღება დღეში. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე. მიიღება ჭამის დროს.

ხსნარი პერორალური მიღებისათვის

მოზრდილებს ენიშნებათ 3-4 ამპულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს. ამპულის შიგთავსს ხსნიან ნახევარ ჭიქა წყალში.

ბავშვებში წონით 10 კგ–ზე ზევით: 10-30 მგ/კგ/დღეში (0.4-1.2 მმოლ/კგ/დღეში), 1-4 ამპულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* თირკმელების მკვეთრად გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), ფენილკეტონურია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ ხასიათდება ფეტოტოქსიკური მოქმედებით, ან განვითარების დეფექტების წარმოქმნით, თუმცა მისი გამოყენება ამ დროს შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

* რადგან მაგნიუმი გადადის დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

* საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენების, დაძაბული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს იზრდება მაგნიუმის მიმართ მოთხოვნილება, რასაც შესაძლებელია ორგანიზმში მოჰყვეს მაგნიუმის დეფიციტი.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების ფუნქციის ზომიერი უკმარისობის დროს, რადგან არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი.

* შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავენ საქაროზას.

* კალციუმის თანდართული დეფიციტის შემთხვევაში, საჭიროა მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღებამდე.

* პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე იმ პირებში, რომელთა მუშაობაც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს მაგნიუმის გადაჭარბებული მიღება ჩვეულებრივ არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს, ხოლო თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში ვითარდება მაგნიუმის მოწამვლა. ტოქსიკური ეფექტები ძირითადად დამოკიდებულია შრატში მაგნიუმის შემცველობაზე.

სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, რეფლექსების შენელება ცვლილებები ელექტროკადიოგრაფიული სურათის მხრივ, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუნთქვის დამბლა, ანურიული სინდომი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მაგნე-B6-ის კომბინაცია ფოსფატების შემცველ პრეპარატებთან, ან კალციუმის მარილებთან, მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მაგნიუმის შეწოვის პროცესს.

– მაგნიუმის პრეპარატები ამცირებენ ტეტრაციკლინის შეწოვის პროცესს, რის გამოც მაგნე B6-ის მიღებამდე რეკომენდებულია 3 სთ-იანი ინტერვალის დაცვა.

– მაგნიუმი ამცირებს რკინის შეწოვის პროცესს. მაგნე B6 თრგუნავს ლევოდოპას აქტივობას, თუ ეს უკანასკნელი არ არის კომბინირებული დოფა-დეკარბოქსილაზას პერიფერიულ ინჰიბიტორებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგნ დაცულ ადილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მაგიტუსი – MUGGITUSE – МАГИТУС

საერთაშორისო დასახელება:

DEXTROMETHORPHAN; CHLORPHENIRAMINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველის საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 100 მლ        5 მლ

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი ……… 10 მგ

ქლორფენირამინის მალეატი ……………………….2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მენთოლი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, თხევადი გლუკოზა, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, საღებავი Caramel (E150), ვანილის ესენცია, მარწყვის ესენცია, თაფლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგიტუსი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს გააჩნია ხველის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ზრდის ხველის ცენტრის აგზნების ზღურბლს.

ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს, გააჩნია ანტიქოლინერგული და ამასთანვე სედატიური მოქმედება, იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას, აქვეითებს სისხძარღვების განვლადობას, ხსნის ცხვირის, ცხვირხახის და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას.

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდისა და ქლორფენირამინის მალეატის კომბინაცია მოსახერხებელია გაციებისა და გრიპის დროს ხველის, რინიტის, ცემინების ქავილისა და ცრემლდენის სიმპტომების მოხსნისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2.5 სთ-ის შემდეგ, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის მთავარი მეტაბოლიტის – დექსტრორფანის კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 11.6-1.7 სთ-ში.

საწყისი ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 სთ-ს, ხოლო დექსტრორფანის – 3.4-5.6 სთ-ს. დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

პერორალურად მიღების შემდეგ ქლორფენირამინის მალეატი ადვილად შეიწოვება; პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ, მისი ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 25-50%-ს, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. საწყისი ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20 სთ-ს.

ქლორფენპირამინის მალეატისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ორგანიზმიდან ძირითადად ხდება თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • მშრალი ხველა, რომელიც გამოწვეულია სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებით (მწვავე ბრონქიტი, გრიპი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგოტრაქეიტი);
  • ალერგიული რინიტი, რინორეა, სინუსიტი, კონიუნქტივიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 2-დან 6 წლამდე პრეპარატი ინიშნება 2.5 მლ 3-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ბავშვებში 6-დან 12 წლამდე მიიღება 5 მლ 3-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 10 მლ 4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის თერაპიული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება იშვიათია.

ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ქლორფენირამინის მალეატის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, აპათია, კოორდინაციის დარღვევა, გადაღლა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, ეიფორია, ინსომნია და ტრემორი;

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

ასევე, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს პირის სიმშრალეს, შარდვის გახშირებასა და დიზურიას, თავის ტკივილს, ჰიპოტენზიას, ხელებში სიმძიმისა და სისუსტის შეგრძნებას.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

* მაგიტუსი არ ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს (მაგ. ფლუოქსეტინს) და მაო-ს ინჰიბიტორებს. მაგიტუსი შეიძლება დაინიშნოს მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დამთავრებიდან 2 კვირის შემდეგ.

* მაგიტუსის მიღების დროს არ შეიძლება ცნს-ის დეპრესანტებისა და ალკოჰოლის მიღება.

* მაგიტუსი არ ინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

* ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, არითმია;

* ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი;

* სისხლძარღვოვანი დარღვევები (არტერიოსკლეროზი, ანევრიზმა);

* შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოიდიზმი;

* გაძნელებული შარდვა;

* არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ბავშვებისათვის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მაგიტუსი არ გამოიყენება ქრონიკული ხველისას (მაგ. მწევლებში), ასევე ასთმის მქონე პაციენტებში.

* სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის პათოლოგიის მქონე პაციენტებსა და ალერგიულ ბავშვებში.

* მაგიტუსი სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

* მაგიტუსი სიფრთხილით ინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე და ასაკოვან პაციენტებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

ჭარბი დოზირება:

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის დოზის გადაჭარბება იწვევს სუნთქვის დათრგუნვას. ამ დროს გამოიყენება მისი ანტიდოტი – ნალოქსონი.

ქლორფენირამინის მალეატის დოზის გადაჭარბება იწვევს სხვადასხვა სახის გამოვლინებებს ცნს-ის მხრივ, როგორცაა დეპრესია, ასევე მისი სტიმულაცია, გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ატაქსია, მხედველობის დაბინდვა და ჰიპოტენზია.

ბავშვებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები: პირის სიმშრალე, მიდრიაზი (გუგების გაფართოება), ტემპერატურის მომატება და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გამწმედი ოყნა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად იწვევს მძიმე მოწამვლას.

– მაგიტუსით მკურნალობის დროს ალკოჰოლის, ფსიქოტროპული და სხვა დეპერსიული ეფექტის მქონე პრეპარატების მიღება აძლიერებს მათ დეპრესიულ ზემოქმედებას ცნს-ზე.

– ქლორფენირამინის მალეატი აძლიერებს ბარბიტურატების, ტრანქვილიზატორების, ნეიროლეპტიური საშუალებების, ასევე იმ პრეპარატების სედატიურ მოქმედებას ცნს-ზე, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს.

– ერთდროული მიღებისას ქლორფენირამინის მალეატი აძლიერბს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ატროპინის მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფი ვარგისია გამოყენებისათვის 1 თვის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

Don`t copy text!