Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 551

ლოპრესორი – LOPRESOR – ЛОПРЕСОР

საერთაშორისო დასახელება:

METOPROLOL

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მეტოპროლოლი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

β-ადრენობლოკატორი, ანტიანგინალური, ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

მეტოპროლოლი ……..         25 მგ

1 ტაბ.

მეტოპროლოლი ……………  50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ახასიათებს ჰიპოტენზიური, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედება.

ამცირებს სინუსური კვანძის ავტომატიზმს, გულის შეკუშვათა სიხშირეს, ანელებს ატრიო-ვენტრიკულურ (AV) გამტარობს, ამცირებს მიოკარდიუმის აგზნებადობასა და კუმშვადობას,  გულის წუთმოცულობას მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილებას. ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვის დროს თრგუნავს გულზე კატექოლამინების მასტიმულირებელ მოქმედებას. სტენოკარდიის დროს მეტოპროლოლი ამცირებს შეტევების სიხშირესა და სიმძიმეს. არეგულირებს გულის შეკუმშვათა რიტმს პარკუჭთაზედა ტაქიკარდიისა და წინაგულოვანი მოციმციმე არითმიის დროს. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ხელს უწყობს გულის კუნთის იშემიური უბნის შემოსაზღვრას და ამცირებს ფატალური არითმიის განვითარებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რედიცივის რისკს.

მეტოპროლოლი, საშუალო თერაპიული დოზით გამოყენებისას, არასელექციურ ბეტა-ადრენობლოკატორებთან შედარებით, ნაკლებად ახდენს გავლენას ბრონქებისა და პერიფერიული არტერიების გლუვ კუნთებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

მეტოპროლოლი შიგნით მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია 1-2 საათში მიიღწევა. მეტოპროლოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნამდე. პლაზმიდან მეტოპროლოლის T1/2 შეადგენს 3-4 საათს. მიღებული დოზის 95%-ზე მეტი გამოიდევნება თირკმლების საშუალებით, მათ შორის 50% უცვლელი სახით. პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით T1/2 არ იცვლება.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია (სინუსური არითმია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, მიტრალური სარქვლის პროლაფსით გამოწვეული არითმია);
  • ჰიპერკინეზული კარდილური სინდრომი;
  • შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირება ხდება ინდივიდუალურად.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს ინიშნება 50 მგ/დღეში განაწილებული 1 ან 2 მიღებაზე. არაეფექტურობის შემთხვევაში შესაძლოა დოზის თანდათანობითი გაზრდა 100-200 მგ-მდე დღეში და/ან სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების დამატება.

სტენოკარდიის დროს ინიშნება 100-200 მგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე (დილას და საღამოს).

არითმიების სამკურნალოდ ინიშნება 100-200 მგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე (დილას და საღამოს).

მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება საშუალო დღიური დოზა 200 მგ განაწილებული 2 მიღებდაზე (დილას და საღამოს).

შაკიკის შეტევების პროფილაქტის მიზნით ინიშნება 100-200 მგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე (დილას და საღამოს).

პაციენტები თირკმლის დარღვეული ფუნქციით დოზის კორექციას არ საჭიროებენ. პაციენტებში, ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევით – მეტოპროლოლის მეტაბოლიზმი შენელებულია, რის გამოც საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.

გვერდითი მოვლენები:

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია; AV გამტარობის დარღვევა, რეინოს სინდრომი; იშვიათად – გულის უკმარისობის სიმპტომები.

ცნს–ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შესაძლებელია სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი, დიარეა, ყაბზობა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: წინასწარ განწყობილ პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გამოვლინება.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.

სხვადასხვა: შესაძლებელია წონის მატება, იშვიათადა – თრომბოციტოპენია.

უკუჩვენებები:

* II და III ხარისხის AV ბლოკადა;

* ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე ნაკლები 50 დარტყმა/წთ);

* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

* გულის მწვავე უკმარისობა;

* კარდიოგენული შოკი;

* პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები;

* ვერაპამილისა და კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების ვენაში ინიექცია;

* მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება;

* პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* მეტოპროლოლი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული მეტოპროლოლის გამყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

* ლოპრესორის დანიშვნა პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დაავადება კომპენსირებულ სტადიაშია.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით (განსაკუთრებით ლაბილური მიმდინარეობის დროს), რეინოსა და პერიფერიული არტერიების მაობლიტირებელი დაავადებებით, ფეოქრომოციტომით (ამ შემთხვევაში საჭიროა ალფა-ადრენობლოკატორებთან კომბინაცია), ასევე, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევის დროს.

* ბრონქული ასთმით დაავადებულებში მეტოპროლოლის დანიშვნის აუცილებლობისას, საჭიროა ბეტა2 – ადრენომიმეტურებთან კომბინაცია ან მეტოპროლოლის დოზის კორექცია.

* კლონიდინთან კომბინაციაში მკურნალობის დროს, კლონიდინის მიღების შეწყვეტა საჭიროა მეტოპროლოლის მოხსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ (ჰიპერტონიული კრიზის თავიდან აცილების მიზნით).

* მეტოპროლოლის ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან კომბინაციაში საჭიროა მათი დოზის კორექცია.

* ლოპრესორი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ საშუალებებთან (ძილის მომგვრელი, ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიურები) კომბინაციაში.

* ქირურგიული ოპერაციების საჭიროებისას ანესთეზიოლოგი აუცილებლად ინფორმირებული უნდა იყოს მეტოპროლოლით მკურნალობის თაობაზე. პრეპარატის მოხსნა საჭიროა თანდათანობით, დოზის შემცირებით 10 დღის მანძილზე. პრეპარატის მოხსნის პერიოდში სტენოკარდიით დაავადებული პაციენტები ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

* პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ მეტოპროლოლით, ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.

* პაციენტებში, რომელთა სამუშაო ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს, მეტოპროლოლი ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე ინიშნება.

* ორსულობის პერიოდში დედისთვის მეტოპროლოლის გამოყენების საჭიროებამ უნდა გადააჭარბოს ნაყოფზე მისი უარყოფითი გავლენის მოსალოდნელ რისკს. მეტოპროლოლი აღწევს პლაცენტაში. ამიტომ, ახალშობილში ბრადიკარდიის, არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპოგლიკემიის და სუნთქვის გაჩერების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელ მშობიარობამდე 48-72 საათით ადრე უნდა მოიხსნას პრეპარატი. მშობიარობიდან 48-72 საათის განმავლობაში საჭიროა ახალშობილის მდგომარეობის მკაცრი კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება ციანოზი, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, AV ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ასისტოლია, ბრონქოსპაზმი, გონების დაკარგვა, კომა. დოზის გადაჭარბების პირველი ნიშნები პრეპარატის მიღებიდან 20 წთ-2 სთ-ის განმავლობაში ვლინდება.

მკურნალობა:   ხელოვნური ღებინება, კუჭის ამორეცხვა. მწვავე არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და გულის უკმარისობის საშიშროებისას აუცილებელია ბეტა1-ადრენორეცეპტორების აგონისტების მიღება ან ატროპინის ვენაში ინიექცია. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში საჭიროა დოფამინის, დობუტამინის ან ნორადრენალინის შეყვანა. ანტიდოტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას მისი თერაპიული დოზის გადაჭარბებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მეტოპროლოლის და ვერაპამილის ერთდროული გამოყენებისას მცირდება გულის წუთმოცულობა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, იშვიათდება პულსი. მეტოპროლოლის ფონზე ვერაპამილის ვენაში ინიექციამ შესაძლოა გულის გაჩერება გამოიწვიოს.

– ერთდროულად მეტოპროლოლის და კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების, საგულე გლიკოზიდების, რეზერპინის, ნიტრატების, კლონიდინის გამოყენებისას იზრდება არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის, AV ბლოკადის განვითარების რისკი.

– მეტოპროლოლი აძლიერებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას. ინდომეტაცინი და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებები, ასევე, ესტროგენები აქვეითებენ მეტოპროლოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

– მეტოპროლოლის და ოპიოიდური ანალგეტიკების ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება კარდიოდეპრესიული ეფექტი. მეტოპროლოლის ფონზე საინჰალაციო სანარკოზე საშუალების გამოყენებისას იზრდება მიოკარდიუმის  ფუნქციური დათრგუნვის და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

– რიფამპიცინი, ბარბიტურატები აჩქარებენ მეტოპროლოლის მეტაბოლიზმს, რაც მისი ეფექტურობის შემცირებას იწვევს. სისხლის პლაზმაში მეტოპროლოლის დონეს ზრდიან: ჰიდრალაზინები, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რანიტიდინი, ციმეტიდინი.

მეტოპროლოლი და ბეტა2-ადრენომიმეტური საშუალებები ფუნქციური ანტაგონისტებია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლოპიგროლი – LOPIGROL – ЛОПИГРОЛ

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:

კლოპიდოგრელი, Clopidogrel

მწარმოებელი: ლოპიგროლი არის კომპანია “როტაფარმი”-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი. დიდი ბრიტანეთი. (“ROTAPHARM”, Great Britain).

წამლის ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ვარდისფერი ტაბლეტები გლუვი ზედაპირით; ტაბლეტის ბირთვი – თეთრი ფერის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები 75 მგ დოზით. ფირფიტაზე 15 ტაბლეტი.

1 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

კლოპიდოგრელი (ჰიდროსულფატის სახით) ……………….  75 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, აბუსალათინის ჰიდროგენიზებული ზეთი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სტეარინის მჟავა.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, რკინის წითელი ოქსიდი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ლოპიგროლი – ანტიაგრეგატული საშუალება, გააჩნია კორონარების გამაფართოებელი მოქმედება. სელექციურად და შეუქცევადად აბლოკირებს ადენოზინდიფოსფატის (ადფ) შეკავშირებას თრომბოციტების რეცეპტორებთან და თრგუნავს კომპლექს GPIIb/IIIa-ს აქტივაციას, ამცირებს ფუნქციონირებადი ადფ-რეცეპტორების რაოდენებას (დაზიანების გარეშე), აფერხებს ფიბრინოგენის ადსორბციას და აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ლოპიგროლი ასევე აქვეითებს სხვა აგონისტების მიერ გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციას გამოთავისუფლებული   ადფ-ის მიერ თრომბოციტების აქტივობის დათრგუნვის გზით, ფოსფოდიესთერაზას (ფდე) აქტივობაზე ზეგავლენის გარეშე.

თრომბოციტების აგრეგაციის შეკავება აღინიშნება პრეპარატის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღებიდან 2 საათის შემდეგ (ინჰიბირების 40%). განმეორებითი გამოყენებისას ეფექტი ძლიერდება და სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3-7 დღის შემდეგ (ინჰიბირების 60%). თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო საწყის დონეს უბრუნდება თრომბოციტების განახლებისთანავე, ანუ ლოპიგროლის მიღების შეწყვეტიდან 5-7 დღის შემდეგ.

ლოპიგროლი ხელს უშლის ათეროთრომბოზის განვითარებას ათეროსკლეროზული დაზიანების არსებობისას სისხლძარღოვანი პროცესის ლოკალიზაციის მიუხედავად (ცერებროვასკულური, კარდიოვასკულური ან პერიფერიული დაზიანებები).

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური  მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. Cmax  მიღწევის დრო შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს.

კლოპიდოგრელი მოქმედი ნივთიერების წინამორბედს წარმოადგენს, ლოპიგროლი ღვიძლში ბიოტრანსფორმირდება აქტიური მეტაბოლიტის – თიოლური წარმოებულის წარმოქმნით, რომელიც მიიღება კლოპიდოგრელის 2-ოქსო-კლოპიდოგრელამდე დაჟანგვის და მისი შემდგომი ჰიდროლიზის გზით. აქტიური მეტაბოლიტი პლაზმაში არ ვლინდება.

პლაზმაში მოცირკულირე მთავარი არააქტიური მეტაბოლიტის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ. გამოიყოფა შარდით (50%-მდე) და ფეკალიებით (46%-მდე).

ჩვენებები:

იშემიური დარღვევების პროფილაქტიკა გამოხატული ათეროსკლეროზის მქონე ავადმყოფებში, მათ შორის:

–    გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის ან ახლახანს დიაგნოსტირებული პერიფერიული არტერიების დაავადების დროს;

–    მწვავე კორონარული სინდრომის დროს ST – სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q კბილის გარეშე) აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში;

–    მწვავე კორონარული სინდრომის დროს ST – სეგმენტის ელევაციით (მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი) აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში, ასევე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თრომბოლიზურ თერაპიას.

–    მიკროცირკულაციის ნებისმიერი ტიპის დარღვევები კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

უკუჩვენებები:

*   მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობა;

*    მწვავე სისხლდენა (მაგალითად, პეპტიური წყლულის ან ქალასშიდა სისხლჩაქცევის დროს);

*   პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

*   ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

ლოპიგროლის მიღებისას სისხლის ანალიზი უნდა ჩატარდეს მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში პრეპარატის აცეტილსალიცილის მჟავასთან, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ჰეპარინთან, გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორებთან ან ფიბრინოლიზურ საშუალებებთან კომბინირების შემთხვევაში, და ასევე სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, რაც ტრავმასთან, ქირურგიულ ჩარევასთან ან სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებთან არის დაკავშირებული.

დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის დროს ლოპიგროლით მკურნალობის კურსი უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 7 დღით ადრე.

კლოპიდოგრელი არ ინიშნება იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდის დროს (პირველ 7 დღეში).

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე, სისხლდენისადმი მიდრეკილ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური და თვალისშიდა სისხლდენა), ასევე ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში, რომელთაც შესაძლოა განუვითარდეთ ჰემორაგიული დიათეზი.

ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა:

ლოპიგროლის მიღების შემდეგ ავტომობილის მართვის უნარის გაუარესების ან ფსიქიკური შრომისუნარიანობის დაქვეითების არანაირი ნიშანი არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები:

სისხლის შედედების სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰემორაგიული ინსულტი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გასტრიტი, ყაზბობა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, დიარეა.

დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი.

დოზირება და გამოყენების წესი:

იშემიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის და პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადების შემდეგ მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში) ინიშნება პერორალურად 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მიოკარდიუმის ინფარქტის (პათოლოგიური Q კბილით) გადატანის შემდეგ რამდენიმე დღიდან 35 დღემდე ვადაში და 7 დღიდან – 6 თვემდე პერიოდში – იშემიური ინსულტის შემდეგ.

მწვავე კორონარული სინდრომის დროს ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q კბილის გარეშე) მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი დატვირთვის დოზით 300 მგ, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს პრეპარატის მიღება დოზით 75 მგ  ერთხელ დღე-ღამეში (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული დანიშვნით დოზით 75_325 მგ/დღე-ღამეში). ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზით გამოყენება დაკავშირებულია სისხლდენის მომატებულ რისკთან, რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ-ს. მკურნალობის კურსი – 1 წლამდე.

მწვავე კორონარული სინდრომის დროს ST-სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) პრეპარატი ინიშნება დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში საწყისი  დატვირთვის დოზის გამოყენებით აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში,  თრომბოლიტიკებთან ერთად ან მათ გარეშე.

75 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებისთვის ლოპიგროლით მკურნალობა უნდა ხორციელდებოდეს დატვირთვის დოზის გამოყენების გარეშე. სიმპტომების აღმოცენებისას კომბინირებულ მკურნალობა იწყება რაც შეიძლება სწრაფად  და გრძელდება მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სისხლდენის დროის გახანგრძლივება და მასთან დაკავშირებული გართულებები.

მკურნალობა: თრომბოციტული მასის გადასხმა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კლოპიდოგრელის ჰეპარინთან, ვარფარინთან ან სხვა თრომბოლიზურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება ზრდის სისხლდენის რისკს.

ლოპიგროლი აძლიერებს აცეტილსალიცილის მჟავას დამთრგუნველ მოქმედებას კოლაგენით ინდუცირებელ თრომბოციტების აგრეგაციაზე, ზრდის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ფონზე.

კლოპიდოგრელი აინჰიბირებს იზოფერმენტ CYP2C9 –ის აქტივობას იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომელთა მეტაბოლიზმი ხორციელდება აღნიშნული ფერმენტის მონაწილეობით (ფენიტოინი, ტოლბუტამინი), ამიტომ შესაძლებელია მათი კონცენტრაციების მომატება სისხლის პლაზმაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს ლოპიგროლი ინიშნება მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტით.

ლოპერამიდი – LOPERAMIDE – ЛОПЕРАМИД

საერთაშორისო დასახელება:

LOPERAMIDE

მწარმოებელი: MEDOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ლოპერამიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ლოპერამიდი ……..  2 მგ

 

ვრცლად ლოპედიუმი

ლოპედიუმი – LOPEDIUM – ЛОПЕДИУМ

საერთაშორისო დასახელება:

LOPERAMIDE

მწარმოებელი: SALUTAS PHARMA GmbH HEXAL

მოქმედი ნივთიერება: ლოპერამიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 და 30 ც.

1 კაფს.

ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი ………. 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჟელატინი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, საღებავები

ჩვენებები:

მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით. პრეპარატის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში დასაწყისში ინიშნება 2 კაფსულა (4 მგ), ხოლო შემდგომში 1 კაფსულა (2 მგ) ყოველი დეფეკაციის დროს თხიერი განავლის შემთხვევაში.

პრეპარატის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 კაფსულას (12 მგ).

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მწვავე დიარეის დროს ინიშნება 1 კაფსულა (2 მგ). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 კაფსულას (8 მგ).

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოპერამიდის მიღება ნებადართული არ არის პრეპარატში აქტიური ნივთიერების მაღლი შემცველობის გამო.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ლოპერამიდის მიმართ.

* ნაწლავების პერისტალტიკის შეფერხება, მაღალი ტემპერატურით და სისხლიანი გამონადენით მიმდინარე დიარეა, ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დიარეა, ქრონიკული დიარეა (ამ დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით), მწვავე კოლიტი.

* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოპერამიდის გამოყენება ნებადართული არ არის.

* 2-12 წლის ასაკში პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ლოპერამიდის დანიშვნა ნებადართული არ არის. ლოპერამიდი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში, ორგანიზმში დიდი რაოდენობით ლოპერამიდის დაგროვების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე. ლოპერამიდის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ნებადართული არ არის.

იმ შემთხვევაში, როდესაც მწვავე დიარეის დროს 2 დღის შემდეგ არ აღინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს ლოპერამიდის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ დროს სუსტდება ლოპერამიდის დაშლის პროცესი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ლომუსტინი – LOMUSTINE – ЛОМУСТИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნის საწინააღმდეგო ალკილწარმომქმნელი საშუალება ნიტროშარდოვანას ჯგუფიდან. სიმსივნურ უჯრედებში საკვანძო ფერმენტული პროცესების დათრგუნვის შედეგად დნმ სინთეზი ფერხდება და, შესაბამისად, რნმ და დნმ ფუნქციები ირღვევა.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის არხიდან სწრაფად და სრულად იწოვება. შეღწევადია ჰემატოენცეფალურ ბარიერში და დედის რძეშიც გადადის. პლაზმაში ცილებთან შებმა 50% აღწევს. გარდაიქმნება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. უპირატესად თირკმელებით გამოიყოფა მეტაბოლიტების ფორმით, 5% – ნაწლავებით.

ჩვენებები

  • პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეები თავის ტვინში;
  • ხახის, ხორხისა და ფილტვის სიმსივნეები;
  • ლიმფოგრანულომატოზი;
  • ვთვისებიანი ლიმფომა;
  • მიელომა;
  • სიმსივნე სარძევე ჯირკვალში;
  • კუჭის კიბო;
  • მსხვილი ნაწლავის კიბო.

დოზირების რეჟიმი

ენიშნებათ შიგნით მისაღებად სხეულის ზედაპირის მიხედვით 100-130 მგ/კვ.მ. ერთჯერადად 1-ჯერ 6 კვირაში ან 75 მგ/კვ.მ. ყოველ 3 კვირაში ერთჯერ. სხვა ციტოსტატიკებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ლომუსტინის დოზა 70-100 მგ/კვ.მ. ფარგლებშია, ყოველ 6 კვირაში ერთჯერ.

გვერდითი მოვლენები

სისხლის წარმომქმნელ სისტემაში ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; იშვიათად – ანემია.

მომნელებელ სისტემაში: გულისრევა, ღებინება უმადობა, სტომატიტი; იშვიათად – ფაღარათი, ღვიძლის ფუნქციის მოშლა.

სუნთქვის ორგანოთა სისტემაში: ინფილტრატები და ფიბროზი ფილტვებში.

სხვა: ალოპეცია (გამელოტება), თირკმლის ფუნქციის მოშლა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

უკუჩვენებები

* მიელოდეპრესია (ძვლის ტვინის დათრგუნვა);

* ორსულობა;

* ლომუსტინისადმი ჭარბი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ლომუსტინი ორსულობის დროს არ ენიშნებათ.

ლაქტაციის პერიოდში ლომუსტინის აუცილებელი მიღების შემთხვევაში ძუძუთი კვება დაუშვებელია.

ლომუსტინის გამოყენების პერიოდში ქალებისათვის კონტრაცეპციის საიმედო საშუალებებია რეკომენდებული.

ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადასტურებულია ლომუსტინის ტერატოგენური და ემბრიოტოქსიკური თვისებები.

განსაკუთრებული მითითებები

♦ არაა რეკომენდებული ლომუსტინის გამოყენება ჩუტყვავილათი დაავადებულებში (ახლად გადატანილი დაავადებისა და ავადმყოფთან კონტაქტის შემთხვევაშიც), სალტისებრი ჰერპესისა და სხვა მწვავე ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.

♦ გასათვალისწინებელია ფილტვებზე ტოქსიკური მოქმედების მომატებული რისკი ავადმყოფებში, რომლებსაც ფილტვის ინტენსიური მოქმედების უნარი დაქვეითებული აქვთ.

♦ ლომუსტინით მკურნალობის პერიოდში ავადმყოფის ან მისი ოჯახის წევრების ვაქცინაცია არაა რეკომენდებული. აუცილებელია პერიფერიული სისხლის სისტემატური კონტროლი (კვირაში 1-ჯერ მაინც) მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დამთავრებიდან კიდევ 6 კვირის განმავლობაში (დაუყოვნებელი მიელოტოქსიკური ეფექტის მისალოდნელი განვითარების გათვალისწინებით), აგრეთვე ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური მაჩვენებლების პერიოდული ლაბორატორული კონტროლი.

♦ ლომუსტინის დაყოვნებულ ტოქსიკურ გამოვლინებათა გათვალისწინებით სხვა ციტოტოქსიკური საშუალებების დანიშვნა ლომუსტინით მკურნალობის შეწყვეტიდან მხოლოდ 3-6 კვირის შემდეგაა დასაშვები.

♦ ექსპერიმენტული გამოკვლევებით ლომუსტინის მუტაგენური თვისებებიცაა დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ლომუსტინის მიელოტოქსიკური მოქმედების გაძლიერებაა მოსალოდნელი.

ლომპასარი – LOMPASAR – ЛОМПАСАР

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ფოლის მჟავა;

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:

ყვითელი ფერის მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოუგარსავი ტაბლეტები, 5 მგ.

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

ფოლის მჟავა …………….  5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფოლის მჟავა მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. ფოლის მჟავა მიეწოდება ორგანიზმს საკვებთან ერთად (ეგზოგენური ფოლის მჟავა) და სინთეზირდება ნაწლავური მიკროფლორის მიერ (ენდოგენური ფოლის მჟავა). ფოლის მჟავა დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით ორგანიზმში გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლის მჟავად, კოფერმენტად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში.

ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისი დეფიციტი იწვევს სისხლის წარმოქმნის მეგალობლასტური ტიპის განვითარებას. პრეპარატი ვიტამინ B12-თან   ერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინის და ქოლინის ცვლაში. ორსულობის პერიოდში ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ლომპასარი კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და კარგად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, უმეტესად თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილში. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 30-60 წთ-ის შემდეგ. თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დეპონირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოქმნით. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და პლაცენტაში, გადადის დედის რძეში. გამოიყოფა თირკმლებით როგორც უცვლელად, ასევე მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება:

• ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია, მეგალობლასტური ანემია, სიდერობლასტური ანემია ხანდაზმულ პაციენტებში, წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები, სპრუ, მალაბსორბციის სინდრომი);

• არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;

• ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;

• ორსულობისას ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა;

• ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია სულფამეტოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

ფოლის მჟავას დეფიციტით განპირობებული მეგალობლასტური ანემიის მკურნალობისათვის ლომპასარი ინიშნება დოზით 5 მგ/დღეში 4 თვის განმავლობაში, პროფილაქტიკისათვის – 2.5 მგ/დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-30 დღეს. ერთი თვის შემდეგ საჭიროა მკურნალობის კურსის გამეორება.

ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკის ჯგუფის ქალებში ლომპასარი ინიშნება დოზით 5 მგ/დღეში მოსალოდნელ ორსულობამდე 4 კვირის განმავლობაში. მიღებას განაგრძობენ ორსულობის I ტრიმესტრის განმავლობაში.

მალაბსორბციით, ნაწლავების ანთებითი დაავადებებით, არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვებით გამოწვეული მაკროციტული ანემიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ლომპასარი ინიშნება დოზით 15 მგ/დღეში, სპრუს დააავადების მქონე პაციენტებში – 5-15 მგ/დღეში.

ბავშვებში ლომპასარი ინიშნება შედარებით დაბალი დოზით ბავშვის ასაკის გათვალისწინებით.

უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზა შესაძლოა დაენიშნოს ქრონიკული ალკოჰოლიზმით და ქრონიკული ინფექციებით დაავადებულ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებიც იღებენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერვა, მწარე გემო პირში.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ბრონქოსპაზმი.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

* პერნიციოზული ანემია;

* ავთვისებიანი წარმონაქმნები;

* ციანოკობალამინის დეფიციტი;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ლომპასარი ამცირებს ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ესტროგენების, პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტს. ანტაციდები (მათ შორის Ca2+, Al3+, Mg2+), ქოლესტირამინი, სულფონამინები აქვეითებენ ფოლის მჟავას აბსორბციას. მეტოტრექსატი, პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი ახდენენ დიჰიდროფოლატრედუქტაზას ინჰიბირებას და აქვეითებენ ფოლის მჟავას ეფექტს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატებს, ლომპასარის მაგივრად უნდა დაენიშნოს კალციუმის ფოლინატი.

ჰიპერდოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

ლომპასარი არ გამოიყენება B12 – დეფიციტური (პერნიციოზული), ნორმოციტული და აპლასტიური ანემიის დროს. პერნიციოზული ანემიის დროს ლომპასარი ჰემატოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ერთად ნიღბავს ნევროლოგიურ გართულებებს.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ ლომპასარის მაღალი დოზები.

ანტაციდების მიღება შესაძლებელია ლომპასარის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, ქოლესტირამინის – ლომპასარის მიღებამდე 4-6 სთ-ით ადრე ან მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.

ლომპასარის მაღალი დოზით ან ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა სისხლში ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება უნდა მოხდეს ციანოკობალამინთან (B12) კომბინაციაში.

პრეპარატი არ ახდენს ეფექტურ მოქმედებას ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით თუ მისი მიღება დაწყებულია ორსულობის მეოთხე კვირაზე გვიან.

12 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და  ყურადღების კონცენტრაციაზე.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

ლომილანი – LOMILAN – ЛОМИЛАН

საერთაშორისო დასახელება:

LORATADINE

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ლორატიადინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ლორატიადინი …………..10 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

სიროფი: ფლაკონში 120 მლ

5 მლ

ლორატადინი …………….5 მლ

სხვა ინგრედიენტები:

პოლისორბატი 80, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, თეთრი შაქარი კრისტალური, ავიცელი RC591 FMC, ველური ალუბლის არომატი, კონც. გლიცეროლი პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ახდენს ალერგიის, ქავილის და ექსუდაციის საწინააღმდეგო ხანგრძლივ მოქმედებას. ამცირებს კაპილარების გამტარობას, ახდენს ქსოვილების შეშუპების პრევენციას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმებს.

არ მოქმედებს ცნს-ზე და არ იწვევს შეჩვევას. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 30 წუთში, მაქსიმუმს აღწევს 8-12 საათში და შენარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და განაწილება: შიგნით მიღების შემდეგ ლორატადინი სწრაფად შეიწოვება კნტ-დან. Cmax 1 საათში მიიღწევა (ერთჯერადად მიღების შემდეგ დოზით 10 მგ). საკვებთან ერთად მიღება შეწოვას ანელებს. პლაზმის ცილებთან შეერთება 95%-ზე მეტს შეადგენს, არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

მეტაბოლიზმი: ექვემდებარება ღვიძლში “პირველი გავლის” ეფექტს. ბიოტრანსფორმირდება ჰიდროლიზის გზით აქტიური მეტაბოლიტის დეზკარბოეთოქსილორატადინის წარმოქმნით.

გამოყოფა: T1/2 ლორატადინისთვის 8 საათს შეადგენს, გამოიყოფა ნაღველთან და თირკმელებით.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში: T1/2 იზრდება ხანდაზმულ ადამიანებში და ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის და ჰემოდიალიზის ჩატარებისას ლორატადინის ფარმაკოკინეტიკა პრაქტიკულად არ იცვლება.

ჩვენებები:

შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

  • სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი;
  • ალერგიული კონიუნქტივიტი;
  • კანის ალერგიული გენეზის დაავადებების მკურნალობა (მ.შ. ქრონიკული იდიოპათური ჭინჭრის ციება);
  • ფსევდოალერგიული რეაქციები;
  • ალერგიული რეაქციები მწერების ნაკბენებზე.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში., ასევე უმცროსი ასაკის ბავშვებში სხეულის წონით 30 კგ–ზე მეტი ინიშნება 10 მგ დღე-ღამეში (1 ტაბ. ან 2 დოზირებული კოვზი/10 მლ);

2-12 წლის ბავშვებში სხეულის წონით 30 კგ–ზე ნაკლები – 5 მგ (1 დოზირებული კოვზი/5 მლ ან 1/2 ტაბ.). პრეპარატი მიიღება ერთხელ დღე-ღამეში.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ან თირკმლის უკმარისობით პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ – 1 ტაბლეტი ან სუსპენზიის 2 დოზირებული კოვზი დღეგამოშვებით.

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია სუსპენზიის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

მოზრდილებში: პირის სიმშრალე, ღებინება, გასტრიტი, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა; იშვიათად (1%-ზე ნაკლები) – ღვიძლის ფუნქციის დარღევა, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი), ანაფილაქსიური რეაქციები, ალოპეცია.

ბავშვებში: იშვიათად – თავის ტკივილი, ნერვიულობა, ძილიანობა.

აღნიშნული გვერდითი ეფექტების სიხშირე ლომილანის გამოყენებისას იყო იგივე, რაც პლაცებოს გამოყენებისას.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის უკმარისობის დროს. მონაცემები ლომილანის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ლომილანის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ   რისკს.

ლორატადინი დედის რძეში გადადის, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ლაქტაციის შეწყვეტის საკითხი.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს არანაკლებ 2 დღით ადრე კანზე ალერგიული სინჯების ჩატარებამდე, ვინაიდან ლომილანმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მათ შედეგებზე.

* გამოყენება პედიატრიაში:  პრეპარატი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: მონაცემები ლომილანის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არსებობს. მაგრამ რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მიღებისას, ან პრეპარატის მიღების შემდეგ არასტანდარული ეფექტების გამოვლენისას, აუცილებელია სიფრხილის დაცვა საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციასა და რეაქციათა სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავის ტკივილი, ძილიანობა, ტაქიკარდია, რომლებიც შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს.

მკურნალობა: დიდი რაოდენობით ლომინალის მიღებისას აუცილებელია პრეპარატის კნტ-დან სასწრაფოდ გამოდევნა და მისი შეწოვის შეძლებისდაგვარად შემცირება (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება). სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კეტოკონაზოლთან და ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას ლორატადინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება.

– მიკროსომული და მჟავების ინდუქტორებთან (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი) ერთად მიღება ამცირებს ლორატადინის ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი სუსპენზიის სახით ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

ლოკრენი (გაგრძელება) – LOKREN – ЛОКРЕН

მხედველობაში მისაღები კომბინაციები:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (სისტემურად), მათ შორის COX-2 სელექტიური ინჰიბიტორები. ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება (პროსტაგლანდინების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით დათრგუნვა და წყლის და ნატრიუმის შეკავება პირაზოლონური წარმოებულებით).

“ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორები: არტერიალური ჰიპოტენზია, სისხლმიმოქცევის უკმარისობა ლატენტური ან არაკონტროლირებადი გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში. ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობამ შეიძლება მინიმუმადე დაიყვანოს რეფლექტორული სიმფათიკური მექანიზმები.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იმიპრამინის ტიპის), ნეიროლეპტიკები: ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება და ორთოსტატური ჰიპოტენზიის რისკი (ადიტიური მოქმედება).

მეფლოხინი: ბრადიკარდიის რისკი (ადიტიური მოქმედება).

დიპირიდამოლი (ინტრავენური შეყვანა): ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება.

უროლოგიაში გამოყენებადი ალფა–ბლოკატორები (ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, პრაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი). ანტიჰიპერტენზიური ეფექტის გაძლიერება. ორტოსტატიური ჰიპოტენზიის მომატებული რისკი.

ამიფოსტინი: ანტიჰიპერტენზიური ეფექტის გაძლიერება. იმუნოთერაპიაში გამოყენებული ალერგენები ან ალერგენების ექსტრაქტები კანის სინჯებისათვის მატებენ მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციების ან ანაფილაქსიის გამოვლენის რისკს, იმ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ბეტაქსოლოლს.

ინტრავენური შეყვანის დროს ფენიტოინი იწვევს კარდიოდეპრესიული მოქმედების გამოხატულობის მომატებას და არტერიალური წნევის დაქვეითების ალბათობას. აქვეითებს ქსანტინების კლირენსს (დიფილინის გარდა) და ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, განსაკუთრებით დასაწყისში ტეოფილინის აწეული კლირენსის მქონე პაციენტებში (მაგალითად მოწევის ზეგავლენით).

ჰიპოტენზიურ ეფექტს ამსუბუქებს ესტროგენები (ნატრიუმის შეკავება).

– გულის გლიკოზიდები, მეთილდოპა, რეზერპინი და გუანფაცინი იწვევენ ბრადიკარდიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, გულის გაჩერების განვითარების და გაღრმავების რისკის მომატებას.

– ნიფედიპინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიალური წნევის მნიშვნელოვანი დაცემა. დიურეტიკებმა, კლონიდინმა, სიმპათოლიტიკებმა, ჰიდრალაზინმა და სხვა ჰიპოტენზიურმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ არტერიალური წნევის მეტისმეტად დაწევა.

ახანგრძლივებს დეპოლარიზირებადი მიორელაქსანტების და კუმარინების ანტიკოაგულანტური ეფექტის მოქმედებას.

– ეთანოლი. სედატიური და ძილის მომგვრელი სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას.

– ჰიპოტენზიური მოქმედების მნიშვნელოვანი გაძლიერების შედეგად მაო ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება რეკომენდირებული არ არის. მაო ინჰიბიტორებითა და ბეტაქსოლოლით მკურნალობას შორის დაცილება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 14 დღეს.

ჭვავის რქის არაჰიდრირებული ალკალოიდები იწვევენ პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევების განვითარების მომატების რისკს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლოკრენი – LOKREN – ЛОКРЕН

საერთაშორისო დასახელება:

BETAXOLOL

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ბეტაქსოლოლი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 14 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ბეტაქსოლოლის ჰიდროქლორიდი ……………20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, ნატრიუმ ამილოპექტინის გლიკოლატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, უწყლო კოლოიდური კაჟის დიოქსიდი, მაგნიუმ სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეტაქსოლოლს ახასიათებს: კარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკირებადი მოქმედება; ნაწილობრივი აგონისტური აქტივობის არ არსებობა (ე.ი. არ ავლენს საკუთარ სიმპათომიმეტიკურ მოქმედებას); სუსტი მემბრანოსტაბილიზირებადი ეფექტი (ქინიდინის ან ადგილობრივი ანესთეტიკების მსგავსად) კონცენტრაციებში, რომლებიც აღემატებიან თერაპიულს.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად და სრულად (100%) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოშეღწევადობა – დაახლოებით 85%. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. ბეტაქსოლოლი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს დაახლოებით 50%-ით. ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერში გამტარობა დაბალია. დედის რძესთან სეკრეცია უმნიშვნელოა.

მეტაბოლიზმი:

განაწილების მოცულობა – დაახლოებით 6 ლ/კგ. ორგანიზმში ბეტაქსოლოლი ძირითადად გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებში. ცხიმებში ხსნადობა ზომიერია.

გამოყოფა: გამოიყოფა მეტაბოლიტის სახით თირკმელებით (80% მეტი), 10-15% შეუცვლელი სახით. ბეტაქსოლოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 15-20 საათს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში T1/2 იმატებს 33%-ით, მაგრამ კლირენსი არ იცვლება; თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს T1/2 ორმაგდება (საჭიროა დოზების შემცირება).

ჰემოდიალიზის დროს არ გამოიყოფა.

ჩვენებები:

  • არტერიალური ჰიპერტენზია;
  • დაძაბვის სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტი მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, სითხის საკმაო რაოდენობის დაყოლებით.

საწყისი დოზა – დღე-ღამეში 1 ტაბლეტი (20 მგ). კალენდარული შეფუთვა კვირის დღეების მითითებით ხელს უწყობს მიღების რეჟიმის დაცვას.

დოზირება თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში: პრეპარატის დოზის დადგენა უნდა ხდებოდეს ავადმყოფის თირკმელების ფუნქციის შესაბამისად: 20 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსის დროს დოზის შეცვლა საჭირო არ არის. მაგრამ მკურნალობის დასაწყისში რეკომენდირებულია ჩატარდეს კლინიკური დაკვირვება სისხლში პრეპარატის თანაბარი დონის მიღწევამდე (საშუალოდ 4 დღე).

თირკმელების გამოხატული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (20 მლ/წთ-ზე დაბალი კრეატინინის კლირენსი) პრეპარატის რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ/დღე-ღამეში (ჰემოდიალიზზე მყოფ ავადმყოფებში – ჰემოდიალიზის სეანსების ჩატარების სიხშირესა და დროზე დამოუკიდებლად).

დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში: ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის შეცვლა ჩვეულებრივ საჭირო არ არის. თუმცა თერაპიის დასაწყისში ავადმყოფზე საჭიროა უფრო საგულდაგულო მეთვალყურეობა.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა ან უძილობა, ღამის კოშმარები, დეპრესია, მოუსვენრობა, გონების არევა ან მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ჰალუცინაციები, ასტენიური სინდრომი, კუნთების სისუსტე, პარესთეზიები კიდურებში(„შენაცვლებითი“ სიკოჭლის, რეინოს სინდრომის მქონე ავადმყოფებში), ტრემორი.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სინუსური ბრადიკარდია, გულისცემა, ორთოსტატური ჰიპოტენზია, მიოკარდუმის გამტარობის დარღვევა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (გულის გაჩერებამდე), არითმიები, მიოკარდუმის შეკუმშვების დასუსტება, გულის უკმარისობის სიმპტომების განვითარება (ან გაღრმავება) (კოჭების, ტერფების წვივების შეშუპება), არტერიალური წნევის გამოხატული შემცირება, ანგიოსპაზმის გამოვლენა (პერიფერიული სისხლმიმოქცევის შემცირება, ქვედა კიდურების გაცივება, რეინოს სინდრომი), ტკივილი მკერდში.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მუქი შარდი, სკლერების ან კანის სიყვითლე, ქოლესტაზი), გემოს შეცვლა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირის გაჭედვა, დიდი დოზების დანიშვნის დროს სუნთქვის გაძნელება (სელექტიურობის დაკარგვა) და/ან, მიდრეკილების მქონე პაციენტებში – ლარინგო- და ბრონქოსპაზმი.

მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: მხედველობითი დარღვევა, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითება, თვალების სიმშრალე და მტკივნეულობა, კონიუნქტივიტი.

კანის საფარი: ოფლის გამოყოფის მომატება, კანის ჰიპერემია, ეგზანთემა, ფსორიაზის მსგავსი კანის რეაქციები, ფსორიაზის მიმდინარეობის გამწვავება.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავლი, ჭინჭრის გამონაყარი.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში, ჰიპოგლიკემია ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ინსულინს, ჰიპოთირეოიდული მდგომარეობა.

ნაყოფზე ზეგავლენა:   ზრდის შეჩერება მუცლად ყოფნის პერიოდში, ჰიპოგლიკემია ბრადიკარდია.

სხვა: ტკივილი ზურგში, ართრალგია, ლიბიდოს დასუსტება, პოტენციის დაქვეითება, „უარყოფის“  სინდრომი (სტენოკარდიის შეტევების გამწვავება, არტერიალური წნევის მომატება).

ლაბორატორიული ეფექტები:

იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ანტინუკლეარული ანტისხეულების გამოვლენა, რომელსაც მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თან ახლავს სისტემური წითელი მჭამელის ტიპის კლინიკური გამოვლენები, რაც გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* ბეტაქსოლოლის მიმართ აწეული მგრძნობელობა;

* გამოხატული გულის ქრონიკული უკმარისობა II B-III;

* კარდიოგენული შოკი;

* II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (რითმის ხელოვნური მატარებელის ჩართვის გარეშე);

* პრინცმეტალის სტენოკარდია;

* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სინოატრიალური ბლოკადის ჩათვლით);

* გამოხატული ბრადიკარდია;

* არტერიალური ჰიპოტენზია;

* სულტოპრიდთან კომბინირებული თერაპია;

* მაო ინჰიბიტორების ერთდროული მიღება;

* კარდიომეგალია (გულის უკმარისობის ნიშნების გარეშე).

შემადგენლობაში ლაქტოზას ყოფნის გამო, მოცემული პრეპარატი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, გლუკოზას/გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის ან ლაქტაზას დეფიციტის დროს.

სიფრთხილით: ალერგიული რეაქციები ანამნეზში, ფეოქრომოციტომა, მეტაბოლური აციდოზი, პერიფერიული სისხლძარღვების ობლიტერირებადი დაავადებები („შენაცვლებითი“ სიკოჭლე, რეინოს სინდრომი), ღვიძლის უკმარისობა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ჰემოდიალიზი, მიასთენია, დეპრესია (მათ შორის ანამნეზში), ხანდაზმული ასაკი, I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქტიული დაავადება (ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ემფიზემა), ფსორიაზი, სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, 18 წლამდე ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის).

ორსულობა და ლაქტაცია:

ტერატოგენურობა: ცხოველებზე ექსპერიმენტების დროს პრეპარატის ტერატოგენული ეფექტი არ არის გამოვლენილი. ამ მომენტისათვის ადამიანებში ტერატოგენული ეფექტი არ არის აღნიშნული, ხოლო კონტროლირებადმა პროსპექტიულმა გამოკვლევებმა არ გამოავლინა თანდაყოლილი დეფექტები.

პრეპარატის ფეხმძიმობის პერიოდში დანიშვნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სარგებლიანობა აჭარბებს ნაყოფისათვის და/ან ბავშვისათვის შესაძლებელ რისკს.

ლაქტაცია: ბეტა-ადრენობლოკატორები გამოიყოფა დედის რძეში (იხ. ფარმაკოკინეტიკური თვისებები). ჰიპოგლიკემიის ან ბრადიკარდიის რისკი არ არის გამოკვლეული. ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

ავადმყოფების სტენოკარდიით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა არ შეიძლება: მოულოდნელმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მძიმე დარღვევები, მიოკარდუმის ინფარქტი ან მოულოდნელი სიკვდილი.

ლაქტოზა

* შემადგენლობაში ლაქტოზას არსებობის გამო, აღნიშნული პრეპარატი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის. გლუკოზა/გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის ან ლაქტოზას დეფიციტის დროს.

* იმ ავადმყოფებზე, რომლებიც იღებენ ლოკრენს, საჭიროა ჩატარდეს მონიტორინგი, რომელშიც უნდა შედიოდეს:  გულის კუმშვის სიხშირის და არტერიალური წნევის მეთვალყურეობა (მკურნალობის დასაწყისში ყოველდღიურად, შემდეგ – 3-4 თვეში ერთხელ);

შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში გლუკოზის შემადგენლობა (5-4 თვეში ერთხელ);

ხანდაზმულ პაციენტებში აუცილებელია თირკმელების ფუნქციის კონტროლი (4-5 თვეში ერთხელ).

* აუცილებელია ავადმყოფმა შეისწავლოს გულის კუმშვის სიხშირის დათვლის მეთოდიკა და ჩაუტარდეს ინსტრუქტირება 50 ც/წთ-ზე ნაკლებ შემთხვევაში ექიმის კონსულტაციის აუცილებლბის შესახებ.

* არ შეიძლება მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადებების მქონე ავადმყოფებში. დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანამიმდევრულად, ე.ი. 1-2 კვირის განმავლობაში, და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ერთდროულად ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება, რათა თავიდან ავიცილოთ სტენოკარდიის პროგრესირება. დაახლოებით 20% სტენოკარდიით დაავადებულ ავადმყოფებში ბეტა-ადრენობლოკატორები ეფექტური არ არის.

ძირითადი მიზეზები – მძიმე კორონარული ათეროსკლეროზი იშემიის დაბალი მანკით (ანგინალური შეტევის მომენტში გულის კუმშვის სიხშირე 100ც/წთ ნაკლები) და მარცხენა პარკუჭის მომატებული საბოლოო დიასტოლური წნევა, რომელიც არღვევს სუბენდოკარდიალურ სისხლდენას.

* კლონიდინთან ერთდროული მიღების დროს მისი მიღების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს ლოკრენის შეწყვეტიდან რამოდენიმე დღეში. სისხლში და შარდში კატექლოამინების, ნორმეტანეფრინის და ვანილინნუშისებრი მჟავას, ანტისხეულების ანტინუკლეარული ტიტრების შემცველობის გამოკვლევის წინ საჭიროა ლოკრენის მიღების შეწყვეტა.

* ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქტიული დაავადება:

ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნა შეიძლება მხოლოდ დაავადების სიმძიმის ზომიერი ხარისხის მქონე ავადმყოფებისათვის, დაბალი საწყისი დოზის სელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების შერჩევით. მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდირებულია სუნთქვის ფუნქციის შეფასების ჩატარება.

მკურნალობის დროს შეტევების განვითარების შემთხვევაში შეიძლება ბრონქოდილატატორი-E2-ადრენომიმეტიკების გამოყენება.

* გულის უკმარისობა:

თერაპიულად კონტროლირებადი გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, აუცილებლობის შემთხვევაში ბეტაქსოლოლის გამოყენება შესაძლებელია ძალიან დაბალი დოზებით, მისი თანდათან გაზრდით, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

* ბრადიკარდია:

თუ გულის კუმშვის სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში წუთში 50/55 ცემაზე ნაკლებია და ავადმყოფს აქვს ბრადიკარდიის კლინიკური გამოვლინებები, აუცილებელია დოზის შემცირება.

* I  ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. ბეტა-ადრენობლოკატორების უარყოფითი დრომოტროპული ეფექტის გათვალისწინებით, I ხარისხის ბლოკადის დროს პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

* პრინცმეტალის სტენოკარდია:

პრინცმეტალის სტენოკარდიის მქონე ავადმყოფებში ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ შეტევების რიცხვისა და ხანგრძლივობის მომატება. კარდიოსელექტიური ბეტა I-ადრენობლოკატორების გამოყენება ნაკლებად მძიმე და შერეული ფორმების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ მკურნალობა ტარდება ვაზოდილატატორებთან შეთავსებით.

* პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევა

ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ პერიფერიული სისხლმიმოქცევის მქონე ავადმყოფების მდგომარეობის გაუარესება (რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი, არტერიტი ან ქვედა კიდურების არტერიების ქრონიკული ობლიტერირებადი დაავადება).

* ფეოქრომოციტომა:

ფეოქრომოციტომით გამოწვეული არტერიალური ჰიპერტენზიის მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია არტერიალური წნევის საგულდაგულო კონტროლი.

* ხანდაზმული ავადმყოფები:

ხანდაზმული ავადმყოფების მკურნალობის დაწყება შეიძლება დაბალი დოზებით და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

* თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები:

დოზის კორექტირება ხდება სისხლში კრეატინინის კონცენტრაციასა ან კრეატინინის კლირენსზე დამოკიდებით (იხ. გამოყენება და დოზები).

* შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ავადმყოფები:

საჭიროა ავადმყოფის გაფრთხილება მკურნალობის დასაწყისში სისხლში გლუკოზას დონის თვითკონტროლის გაძლიერების  შესახებ. ჰიპოგლიკემიის საწყისი სიმპტომები, განსაკუთრებით ტაქიკარდია, გულისცემა და ოფლიანობა, შეიძლება იყოს მასკირებული.

* ფსორიაზი:

საჭიროა პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის საგულდაგულოდ შეფასება, რადგან არსებობს ცნობები ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის დროს მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

* ალერგიული რეაქციები:

განსაკუთრებით ფლოქტაფენინის გამოყენებასთან ან დესენსიბილიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებული მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების მიდრეკილების მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს რეაქციების შემდგომი გაძლიერება ან მკურნალობის ეფექტურობის დაქვეითება.

* ზოგადი ანესთეზია:

ბეტა-ადრენობლოკატორები მასკირებენ რეფლექტორული ტაქიკარდიას და იწვევენ არტერიალური ჰიპოტენზიის რისკის მომატებას. ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის გაგრძელება ამცირებს არითმიის,   მიოკარდუმის იშემიის და ჰიპერტონული კრიზების განვითარების რისკს, აუცილებელია ანესთეზიოლოგს ეცნობოს იმის შესახებ, რომ პაციენტმა გაიარა ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობა.

*  თუ მკურნალობის შეწყვეტა აუცილებელია, მაშინ ითვლება, რომ თერაპიის 48 საათით შეწყვეტა აღადგენს მგრძნობელობას კატექოლამინების მიმართ.

* ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის შეწყვეტა არ შეიძლება: კორონალური უკმარისობის მქონე ავადმყოფებში მკურნალობის გაგრძელება სასურველია ოპერაციამდე, ბეტა-ადრენობლოკატორების მოულოდნელი შეწყვეტის რისკის გათვალისწინებით. გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის შეწყვეტა შეუძლებელია, საჭიროა ავადმყოფის დაცვა ცთომილი ნერვის აგზნების შედეგებისაგან ატროპინის შესაბამისი პრემედიკაციის გზით, აუცილებლობის შემთხვევაში მისი შემდგომი განმეორებით.

ზოგადი ანესთეზიისათვის გამოიყენება მიოკარდუმის ნაკლები ხარისხით დამთრგუნველი ნივთიერებები.

* აუცილებელია ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკის გათვალისწინება.

* თირეოტოქსიკოზი:

ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის დროს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები შეიძლება იყოს მასკირებული.

* სპორტსმენები

სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი შეიცავს აქტიურ სუბსტანციას, რომელმაც შეიძლება გამოიღოს დადებითი რეაქცია დოპინგის კონტროლზე ტესტის ჩატარების დროს.

* მკურნალობის დროს გამოირიცხოს ეთანოლის გამოყენება.

* კონტაქტური ლინზებით მოსარგებლე ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მკურნალობის ფონზე შესაძლებელია საცრემლე სითხის შემცირება.

* „მწეველ“ ადამიანებში ბეტა-ადრენობლოკატორების ეფექტურობა უფრო დაბალია.

* ახალშობილებში, რომელთა დედები მკურნალობდნენ ბეტა-ადრენობლოკატორებით, მათი მოქმედება შენარჩუნდება დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. თუმცა აღნიშნულ ეფექტს შეიძლება არ ჰქონდეს კლინიკური შედეგი, მაგრამ შესაძლებელია გულის მანკის განვითარება, რაც საჭიროებს ახალშობილის ინტენსიურ თერაპიას (იხ. ჭარბი წონა).

ამ შემთხვევაში საჭიროა მოვერიდოთ სისხლის მოცულობის მოსამატებელი ხსნარების შეყვანას (ფილტვების მწვავე შეშუპების განვითარების რისკი). აგრეთვე მოიპოვება ცნობები ბრადიკარდიის, რესპირატორული დისტრესსინდრომის და ჰიპოგლიკემიის შესახებ. ამიტომ, რეკომენდირებულია ახალშობილზე საგულადაგულო მეთვალყურეობა სპეციალიზირებულ პირობებში (გულის კუმშვადობის სიხშირის და სისხლში გლუკოზას დონის კონტროლი ცხოვრების პირველი 3-5 დღის განმავლობაში).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გამოხატული ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, არტერიალური წნევის გამოხატული დაცემა, არითმია, პარკუჭთა ექსტრასისტოლია, გულის წასვლა, გულის უკმარისობა გაძნელებული სუნთქვა, ბრონქოსპაზმი, თითების ფრჩხილების და ხელისგულების ციანოზი, კრუნჩხვები.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ადსორბირებადი საშუალებების დანიშვნა;

ბრადიკარდიის ან არტერიალური წნევის ზომაზე მეტად დაცემის შემთხვევაში მიიღება შემდეგი ზომები:

– 1-2 მგ ატროპინის ინტრავენური შეყვანა;

– 1 მგ გლუკაგონი, საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი შეყვანა;

– საჭიროების შემთხვევაში, 25 მგ იზოპრენალინის ნელი ინფუზიის თანხლებით ან 2.5-10 მკგ/კგ/წთ დობუტამინის შეყვანა.

* გულის დეკომპენსაციის შემთხვევაში ახალშობილებში, რომელთა დედები ფეხმძიმობის პერიოდში იღებდნენ ბეტა-ადრენობლოკატორებს:

– გლუკაგონი 0.3მგ/კგ გათვლით;

– ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში;

– იზოპრენალინი და დობუტამინი: ჩვეულებრივ საკმაოდ მაღალ დოზებში და ხანგრძლივად, რაც საჭიროებს სპეციალისტის მეთვალყურეობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბევრ სამკურნალო პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ბრადიკარდია. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ბეტა-ადრენობლოკატორები, IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, დიზოპირამიდი), III კლასის ანტიარითმიული საშუალებებიდან ამიოდარონი და სოტალოლი, IV კლასიდან დილთიაზემი და ვერაპამილი, აგრეთვე ფუთკარას გლიკოზიდები, კლონიდინი, გუაფანცინი, მეფლოქინი და ქოლინესტერაზას ინჰიბიტორბი, რომლებიც ნაჩვენებია ალცგეიმერის დაავადების სამკურნალოდ.

უკუნაჩვენები კომბინაციები:

ფლოქტაფენინი: ფლოქტაფენინით შეპირობებული შოკის ან არტერიარული ჰიპოტენზიის შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორები იწვევენ კომპენსატორულ გულ-სისხლძარღვთა რეაქციების დაქვეითებას.

სულტოპრიდი: გამოხატული ბრადიკარდია (ადიტიური მოქმედება).

თავიდან ასაცილებელი კომბინაციები: “ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორები (ბეპრიდილი, დილტიაზემი და ვერაპამილი).

ავტომატიზმის დარღვევები (გამოხატული ბრადიკარდია, სინუსური კვანძის გაჩერება), ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევები, გულის უკმარისობა (სინერგიული მოქმედება). ამგვარი კომბინაციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ საგულდაგულო კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფიული დაკვირვებით, განსაკუთრებით ხანდაზმულ ავადმყოფებში ან მკურნალობის დასაწყისში.

ამიოდარონი: კუმშვადობის, ავტომატიზმის და გამტარობის დარღვევები (სიმპათიკური კომპენსატორული მექანიზმების დათრგუნვა).

სიფრთხილით გამოსაყენებელი კომბინაციები: საინჰალაციო გალოგენშემცველი ანესთეტიკები: ბეტა-ადრენობლოკატორები აქვეითებენ ლოკრენის ჰიპოტენზიურ მოქმედებას (ოპერაციის დროს ბეტა-ადრენორეცეპტორების ეფექტი შეიძლება თავიდან ავიცილოთ ბეტა-ადრენოსტიმულატორებით). როგორც წესი, ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის შეწყვეტა საჭირო არ არის, ხოლო პრეპარატის მიღების მოულოდნელად შეწყვეტის თავიდან აცილება საჭიროა ყველა შემთხვევაში. აუცილებელია ანესთეზიოლოგს ეცნობოს ჩატარებული მკურნალობის შესახებ.

მოციმციმე არითმიის გამომწვევი პრეპარატები (სულტოპრიდის გარდა): IA კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III კლასის (ამიოდარონი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, სოტალოლი), ანტიარითმიული საშუალებები, ფენოტიაზინის ჯგუფის ზოგიერთ ნეიროლეპტიკი (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, ტიორიდაზიდი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულპირიდი, ტიაპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), სხვა ნეიროლეპტიკები (პიმოზიდი), და სხვა პრეპარატები (ცისაპრიდი, დიფემანილი, ინტრავენური ერითრომიცინი, გალოფანტრინი, მიზოლასტინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი, ინტრავენური სპირამიცინი და ვინკამინი).

პარკუჭოვანი არითმიის რისკის მომატება, განსაკუთრებით მოციმციმე არითმიის (ჰიპოკალიემია წარმოადგენს წინასწარგანწყობილ ფაქტორს). საჭიროებს კლინიკურ და ელექტროკარდიოგრაფიულ კონტროლს.

პროპაფენონი: კუმშვადობის, ავტომატიზმის და გამტარობის დარღვევები (სიმპათიკური კომპენსატორული მექანიზმების დაქვეითება). საჭიროებს კლინიკურად ელექტროკარდიოგრაფიულ კონტროლს.

ბაკლოფენი: ანტიჰიპერტენზიური მოქმედების გაძლიერება. აუცილებელი არტერიალური წნევის დონის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ანტიჰიპერტენზიური საშუალების დოზის კორექცია.

ინსულინი და სულფონილშარდოვანის პერორალური წარმოებულები: ყველა ბეტა-ადრენობლოკატორს შეუძლია ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომების მასკირება: გულისცემის და ტაქიკარდიის. პაციენტი უნდა იქნას გაფრთხილებული სისხლში შაქრის დონის თვით კონტროლის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები (ამბენომიუმი, დონეპეზილი, გალანტამინი, ნეოსტიგმინი, პირიდოსტიგმინი, რივასტიგმინი, ტაკრინი). ბრადიკარდიის გაძლიერების რისკი (ადიტიური მოქმედება).

საჭიროებს რეგულარულ კლინიკურ კონტროლს. ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიური საშუალებები (კლონიდინი, აპრაკლონიდინი, ალფა-მეთილდოპა, გუანფანცინი, მოქსონიდინი, რილმენიდინი). ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიური პრეპარატის მოულოდნელად შეწყვეტის შემთხვევაში აღინიშნება არტერიალური წნევის მნიშვნელოვანი მომატება. აუცილებელია თავიდან ავიცილოთ ანტიჰიპერტენზიური საშუალებების მოულოდნელად შეწყვეტა და ჩატარდეს კლინიკური კონტროლი.

ლიდოკაინის ინტრავენური შეყვანა: სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მომატება არასასურველი ნევროლოგიური სიმპტომების და გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ ეფექტების შესაძლო გაძლიერების თანხლებით (ღვიძლში ლიდოკაინის მეტაბოლიზმის დაქვეითება). რეკომენდირებული კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფიული მეთვალყურეობა და თუ, შესაძლებელია, ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის დროს და მის შეწყვეტის შემდეგ სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში – ლიდოკაინის დოზის კორექცია.

გაგრძელება

ლოკოიდი ® – LOCOID® – ЛОКОИД ®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :

ჰიდროკორტიზონი

სამკურნალო ფორმა : 0.1%, გარეგანი გამოყენების კრემი

აღწერილობა : თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი

შემადგენლობა :

1 გრამი კრემი შეიცავს :

აქტიური ნივთიერება : ჰიდროკორტიზონ -17- ბუთირატი …………. 1.0 მგ ;

დამხმარე ნივთიერებები : ცეტოსტეარილის სპირტი , მაკროგოლი 25 ცეტოსტეარილის ეთერი , თხევადი პარაფინი , თეთრი რბილი პარაფინი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი , ბუთილპარაჰიდროქსიბენზოატი , უწყლო ლიმონმჟავა , უწყლო ნატრიუმის ციტრატი , გასუფთავებული წყალი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

დერმატოლოგიაში გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ლოკოიდი ® წარმოადგენს გარეგანი გამოყენების სინთეზურ , არაჰალოგენიზირებულ გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატს , რომელიც მიეკუთვნება ზომიერი აქტივობის კორტიკოსტეროიდების მე -2 ჯგუფს . იგი ავლენს სწრაფად მიღწევად ანთების , შეშუპებისა და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას . მისი ეფექტურობა უტოლდება ჰალოგენიზებულ სტეროიდებს .

ლოკოიდის ® გამოყენება რეკომენდებული დოზებით არ იწვევს ჰიპოთალამო – ჰიპოფიზარულ – თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვას . მიუხადავად იმისა , რომ პრეპარატის დიდი დოზების გამოყენებამ ხანგრძლივად , განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის გამოყენების შემთხვევაში , შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზამში კორტიზოლის შემცველობის მომატება , ამას არასდროს ახლავს თან ჰიპოფიზარულ – სუპრარენალური სისტემის რეაქტივობის დაქვეითება , ხოლო პრეპარატის მოხსნა იწვევს კორტიზოლის პროდუქციის სწრაფ ნორმალიზაციას .

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა

აპლიკაციის შემდეგ ადგილი აქვს ეპიდერმისში აქტიური ნივთიერების დაგროვებას , ძირითდად მარცვლოვან შრეში .

მეტაბოლიზმი

კანის გზით აბსორბირებული ჰიდროკორტიზონ -17- ბუთირატი მეტაბოლიზდება ჰდროკორტიზონამდე და სხვა მეტაბოლიტებამდე უშუალოდ ეპიდერმისში და შემდგომ ღვიძლში .

გამოყოფა

მეტაბოლიტები და შეუცვლელი ჰიდროკორტოზონ -17- ბუთირატის უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა შარდით ან განავლით .

გამოყენების ჩვენებები:

ზედაპირული , არაინფიცირებული , ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოიდებისადმი მგრძნობიარე კანის დაავადება :

  • ეგზემა;
  • დერამატიტები;
  • ფსორიაზი.

უკუჩვენებები:

დერმატიტები , გართულებული ბაქტერიული ( მაგალითად , პიოდერმია, სიფილისი, ტუბერკულოზი ), ვირუსული ( მაგალითად , ოროფაციალური ჰერპესი, ჩუტყვავილა, მკრეჭველი სირსველი, წვეტიანი კონდილომები, მეჭეჭები, კონტაგიოზური მოლუსკი), სოკოვანი და პარაზიტული ( მაგალითად , მუნი ) ინფექციებით ;

* კანის წყლულები და ჭრილობები;

* პერიორალური დერმიტი, სტრიები;

* იქტიოზი, მოზარდთა ტერფის დერმატოზი, როზაცეა, აკნე ვულგარის, სისხლძარღვების მტვრევადობა, კანის ატროფია;

* ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტეროიდებზე ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებებზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

კორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტაში. სისტემური სტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებისას დარეგისტრირებულია ჰიპოთალამო – ჰიპოფიზარულ – სუპრარენალური სისტემის დათრგუნვა და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება . გარეგანი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას მათი განვითარების რისკი არ არის დადგენილი , მაგრამ არ შეიძლება მისი აბსოლუტური გამორიცხვა ხანგრძლივი გამოყენებისას და დაზიანების დიდ უბანზე წასმისას .

ლოკოიდი ® გამოყენება ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ დაზიანების მცირე უბანზე წასმისას და მისი ხანმოკლე გამოყენებისას.

დანარჩენ შემთხვებებში რეკომენდირებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა .

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატის მცირე რაოდენობას ისვამენ დაზიანებულ კანზე დღეში 1-3- ჯერ . დადებითი დინამიკის გამოვლენისას პრეპარატს იყენებენ 2-3- ჯერ კვირაში . შეღწევის გასაუმჯობესებალდ პრეპარატს იღებენ მასირებით .

დაავადების რეზისტენტული მიმდინარეობისას, მაგალითად იდაყვის მიდამოში, მუხლებზე მკვრივი ფსორიაზული ფოლაქების ლოკალიზაციის დროს   აუცილებელია პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის სახით . კვირის განმავლობაში გამოყენებული პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 30-60 გრამს .

გვერდითი მოქმედება:

ადგილობრივი რეაქციები :

* კანის ატროფია ( ეპიდერმისის გამოფიტვა , ტელანგიოექტაზიები , სტრიები , პურპურა );

* პერიორალური დერმატიტი და როზაცეა;

* ჭრილობის შეხორცების შენელება;

* დეპიგმენტაცია;

* ჰიპერტრიქოზი;

* კონტაქტური დერმატიტი;

* “რიკოშეტის” სინდრომი , რომელიც აძნელებს კორტიკოსტეროიდის მოხსნას .

* თვალშიდა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარების რისკი ( კონიუნქტივაზე სისტემატური მოხვედრისას ).

სისტემური რეაქციები :

ხანგრძლივი გამოყენებისას და / ან წასმისას დიდ ზედაპირზე შესაძლებელია გამოვლინდეს სისტემური გვერდითი ეფექტები , რომელიც დამახასიათებელია სისტემური კორტიკოსტეროიდებისთვის.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი ლოკოიდ ® – ის გამოყენებისას უფრო მცირეა ვიდრე ფტორირებული სტეროიდების გამოყენების დროს.

დოზის გადაჭარბება:

მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ზემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების გაძლიერება . ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდირებულია პრეპარატის მოხსნა .

გამოყენების თავისებურებანი:

არ შეიძლება ლოკოიდ ®- ის წასმა პერიორბიტალურ მიდამოში გლაუკომის და სუბკაფსულარული კატარაქტის განვითარების რისკის გამო . სიფთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი სახის კანზე , გენიტალურ და თავის თმიან ნაწილზე, რომელიც შედარებით მგრძნობიარეა კორტიკოსტეროიდების მოქმედების მიმართ

(მისი გამოყენების ხანგრძლივობა მოცემულ უბნებზე შეძლებისდაგვრად არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს).

ადგილობრივი და სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იზრდება მისი წასმისას დაზიანების დიდ უბნებზე , ხანგრძლივი გამოყენებისას , ოკლუზიის დროს და საბავშვო ასაკში .

ბავშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას სწრაფად ვითარდება. გარდა ამისა , შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის გამომუშავების შემცირება. თერაპიის ხანგრძლივი კურსის გამოყენებისას ბავშვებში აუცილებელაია სხეულის მასის, ზრდის და პლაზმის კორტიზოლის დონის კონტროლი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ლოკოიდ ®- ის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს .

პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის მართვაზე და სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე: .

არ არის მონაცემები ლოკოიდ ®- ის   გავლენასთან დაკავშირებით ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე .

გამოშვების ფორმა:

გარეგანი გამოყენების 15, 20, 30, 50 ან 100 გრამიანი კრემი ალუმინის ან პლასტმასის ტუბებში .

1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში .

შენახვის ვადა და პირობები:

ინახება არაუმეტეს 25 °C.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

არ გაყინოთ .

შენახვის ვადა:

3 წელი .  არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ .

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III( გაცემის წესი რეცეპტის გარეშე ).

მწარმოებლები:

” ტემლერ იტალია ს . რ . ლ ” ვია დელე ინდუსტრი , 2, იტალია

Don`t copy text!