Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 552

ლინექსი – LINEX – ЛИНЕКС

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავის ფლორის მაკორეგირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 16 ც. ან ბოთლში 16 ც.

1 კაფს.

ლიოფილიზირებული ბაქტერიები:

Lactobacillus acidophillus,

Bifidobacterium infantis v. liberorum,

Streptococcus faecium.....................    1.2X107

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლინექსი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის ნაწლავის სხვადასხვა ნაწილიდან გამოყოფილი ბუნებრივი მიკროფლორის კომპონენტები.

ლინექსის შემადგენლობაში შემავალი ბიფიდობაქტერია, ლაქტობაცილები და არატოქსიკური რძემჟავას ენტეროკოკები ინარჩუნებენ და არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას და უზრუნველყოფენ მის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს:  ქმნიან არახელსაყრელ პირობებს აპათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის. მონაწილეობენ B1, B2, და PP ვიტამინების, ფოლის მჟავას, K და E ვიტამინების, ასკორბინის მჟავას სინთეზში; უზრუნველყოფენ ორგანიზმის B6, B12 ვიტამინებით და ბიოტინით მოთხოვნილებას; პრეპარატი გამოიმუშავებს რძემჟავას და ამცირებს ნაწლავის შიგთავსის pH-ს, რაც იწვევს რკინის, კალციუმის, ვიტამინ D-ს შეწოვის გაუმჯობესებას.

რძემჟავას ბაქტერიები უზრუნველყოფენ ცხიმების, ცილების და რთული ნახშირწყლების დაშლას. ნახშირწყლები და ცხიმები, რომლებიც არ შეიწოვებიან მსხვილ ნაწლავში, განიცდიან უფრო ღრმა დაშლას მსხვილ ნაწლავში ანაერობებთან ერთად (მათ შორის ბიფიდობაქტერიებით).

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ჩვილ ბავშვებში აადვილებენ ცხიმების გადამუშავებას (ბიფიდობაქტერიის ფოსფოპროტეინ-ფოსფატაზა მონაწილეობს რძის კაზეინის მეტაბოლიზმში) და ასევე მონაწილებენ ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში.

ლინექსი შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური კვლევის შესახებ რთული ბიოლოგიური ნივთიერებების შემთხვევაში, როდესაც ეს ნივთიერებები შეიცავენ სხვადასხვა მოლეკულურ მასას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში (მათ შორის ჩვილ ბავშვებში) და მოზრდილებში დისბაქტერიოზის სამკურნალოდ (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობისას).

მიღების წესი და დოზირება:

ჩვილ და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში 1 კაფსულის ოდენობით ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება 3-ჯერ დღეში 1-2 კაფსულის ოდენობით ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს არ შეუძლია პრეპარატის გადაყლაპვა, საჭიროა იგი გავხსნათ და შევურიოთ მცრიე რაოდენობის სითხეში (ჩაი, წვენი, წყალი).

მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში 2 კაფსულის ოდენობით ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამომწვევ მიზეზებზე.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რის გამოც ამ დროს მისი გამოყენება შესაძლებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* რეპარატის ცხელ სასმელთან ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.

* მკურნალობის პერიოდში სასურველია თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.

პრეპარატში შემავალი რძემჟავას ბაქტერიები ურთიერთქმედებენ რძის პროდუქტებთან, რაც იწვევს ალერგიის განვითარებას, რომლის დროსაც საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება:

არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

ლინექსის ერთდროული გამოყენება ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან დასაშვებია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C  ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლინდინეტი 30 – LINDYNETTE 30 – ЛИНДИНЕТЕ 30

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; GESTODENE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ეტინილესტრადიოლი+გესტოდენე

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მონოფაზური პერორალური კონტრაცპტივი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 21 და 3X21 ც.

1 ტაბ.

ეტინილესტრადიოლი ...............  0.03 მგ

გესტოდენე   ..........................    0.075 მგ

 

ვრცლად ლოგესტი (დოზირება ინდივიდუალური)

ლინდინეტი 20 – LINDYNETT 20 – ЛИНДИНЕТ 20

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; GESTODENE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ეტინილესტრადიოლი+გესტოდენე

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კონტრაცეპტული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 21 და 3X21 ც.

1 ტაბ.

ეტინილესტრადიოლი ........  0.02 მგ

გესტოდენე ......................   0.075 მგ

 

ვრცლად ლოგესტი

ლიმფომიოზოტი – LYMPHOMYOSOT – ЛИМФОМИОЗОТ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლიმფის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Myosotis arvensis D3 .................15 მგ
Veronica officinalis D3 ..............15 მგ
Teucrium scorodonia D3 ...........15 მგ
Pinus sylvestris D4 ...................15 მგ
Gentiana lutea D5 ....................15 მგ
Equisetum hiemale D4 ..............15 მგ
Sarsaparilla D6 ........................15 მგ
Scrophularia nodosa D3 ............15 მგ
Juglans regia D3 ......................15 მგ
Calcium phosphoricum D12 ........15 მგ
Natrium sulfuricum D4 ...............15 მგ
Fumaria officinalis D4 ................15 მგ
Levothyroxin D12 ......................15 მგ
Araneus diadematus D6 .............15 მგ
Geranium robertianum D4 .........30 მგ
Nasturtium aquaticum D4 ..........30 მგ
Ferrum jodatum D12 .................30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს სადეზინტოქსიკაციო და სადრენაჟო საშუალებას და ხელს უწყობს მეზენქიმიდან შლაკების გამოდევნას ღვიძლის დაავადებების დროს და პრეკანცეროზების და სიმსივნეების შემთხვევაში.

ჩვენებები:

  • ლიმფატიზმი, ლიმფური ორგანოების პათოლოგიური, ექსუდაციური და ლიმფატიური დიათეზი, ლიმფური კვანძების გადიდება, სისუსტე, სკროფულოზი, ნუშურების ჰიპერტროფია, ქრონიკული ტონზილიტი;
  • სომატიური და გონებრივი განვითარების დარღვევები, შეშუპებების და ინფექციებისადმი მიდრეკილება;
  • ასევე, კარდიული და თირკმლისმიერი შეშუპებები (ნეფრიტი, ნეფროზი, სხვა ნეფროპათიები),
  • ლიმფური სითხის მიმოქცევის დარღვევა ოპერაციის ან ტრამვის შემდგომ პერიოდში (ლიმფატიური შეშუპებები);
  • ნეიროდერმიტები, ეგზემები, ენდოგენური დერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები:

* ფარისებური ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ლიმფომიოზოტ ნ – LYMPHOMYOSOT N – ЛИМФОМИОЗОТ N

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლიმფის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ

100 მლ

Myosotis arvensis D3 ..................5 მგ
Veronica officinalis D3 ................5 მგ
Teucrium scorodonia D3 .............5 მგ
Pinus sylvestris D4 ....................5 მგ
Gentiana lutea D5 .....................5 მგ
Equisetum hiemale D4 ...............5 მგ
Sarsaparilla D6 ..........................5 მგ
Scrophularia nodosa D3 .............5 მგ
Juglans regia D3 ........................5 მგ
Calcium phosphoricum D12 .........5 მგ
Natrium sulfuricum D4 ................5 მგ
Fumaria officinalis D4 ................5 მგ
Levothyroxin D12 ......................5 მგ
Araneus diadematus D6 .............5 მგ
Geranium robertianum D4 ..........10 მგ
Nasturtium aquaticum D4 ............10 მგ
Ferrum jodatum D12 .................10 მგ

Spiritus 35 vol %

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Myosotis arvensis D3 ....................0.05 მგ
Veronica officinalis D3 ..................0.05 მგ
Teucrium scorodonia D3 ...............0.05 მგ
Pinus sylvestris D4 .....................0.05 მგ
Gentiana lutea D5 ........................0.05 მგ
Equisetum hiemale D4 .................0.05 მგ
Sarsaparilla D6 ............................0.05 მგ
Scrophularia nodosa D3 ................0.05 მგ
Juglans regia D3 ..........................0.05 მგ
Calcium phosphoricum D12 ..........0.05 მგ
Natrium sulfuricum D4 .................0.05 მგ
Fumaria officinalis D4 ..................0.05 მგ
Levothyroxin D12 ........................0.05 მგ
Araneus diadematus D6 ...............0.05 მგ
Geranium robertianum D4 .............0.1 მგ
Nasturtium aquaticum D4 .............0.1 მგ
Ferrum jodatum D12 ...................0.1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს სადეზინტოქსიკაციო და სადრენაჟო საშუალებას და ხელს უწყობს მეზენქიმიდან შლაკების გამოდევნას ღვიძლის დაავადებების  დროს და პრეკანცეროზების და სიმსივნეების შემთხვევაში.

ჩვენებები:

  • ლიმფატიზმი, ლიმფური ორგანოების პათოლოგიური, ექსუდაციური და ლიმფატიური დიათეზი, ლიმფური კვანძების გადიდება, სისუსტე, სკროფულოზი, ნუშურების ჰიპერტროფია, ქრონიკული ტონზილიტი;
  • სომატიური და გონებრივი განვითარების დარღვევები შეშუპებების და ინფექციებისადმი მიდრეკილება;
  • ასევე, კარდიული და თირკმლისმიერი შეშუპებები (ნეფრიტი, ნეფროზი, სხვა ნეფროპათიები);
  • ლიმფური სითხის მიმოქცევის დარღვევა ოპერაციის ან ტრავმის შემდგომ პერიოდში (ლიმფატიური შეშუპებები);
  • ნეიროდერმიტები, ეგზემები, ენდოგენური დერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით, წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

საინექციო ხსნარი: მწვავე მდგომარეობისას 1 ამპულა ყოველდღე, სხვა შემთხვევებში  1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთებში, საჭიროებისას ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები:

* ფარისებური ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ლიმენდა – LIMENDA – ЛИМЕНДА

ლიკაცინი-ავერსი – LIKACIN-AVERSI – ЛИКАЦИН-АВЕРСИ

საერთაშორისო დასახელება:

AMIKACIN

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ამიკაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ

1 მლ 1 ამპ.

ამიკაცინი სულფატი  ...................50 მგ 100 მგ

1 მლ 1 ამპ.

ამიკაცინი სულფატი  ............    250 მგ 500 მგ

 

ვრცლად ლიკაცინი

ლიკაცინი – LIKACIN – ЛИКАЦИН

საერთაშორისო დასახელება:

AMIKACIN

მწარმოებელი: LISAPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ამიკაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ.

1 მლ 1 ფლ.

ამიკაცინის სულფატი .........          50 მგ 100 მგ

(ამიკაცინის ეკვივალენტური)

1 მლ 1 ფლ.

ამიკაცინის სულფატი..............   250 მგ 500 მგ

(ამიკაცინის ეკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, დინატრიუმის ედეტატი (100 მგ/2 მლ), პროპილენგლიკოლი (500 მგ/2 მლ).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლიკაცინი პარენტერული გამოყენებისათვის განკუთვნილი მესამე თაობის ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია. პრეპარატს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი ახასიათებს.

ამიკაცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მისი უნარით მიკრობის უჯრედში დაუკავშირდეს რიბოსომების 30S სუბერთეულს, რაც ხელს უშლის სატრანსპორტო და მატრიცული რნმ-ების კომპლექსის წარმოქმნას, ბლოკავს ცილის სინთეზს და არღვევს ბაქტერიის უჯრედული მემბრანის მთლიანობას.

პრეპარატი ხასიათდება მაღალი აქტივობით გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების –   Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus spp. (ინდოლპოზიტიური და ინდოლნეგატიური შტამები), Serratia spp., Providencia spp., Enterobacter spp., Salmonella spp., Shigella spp., Citrobacter freundii, Acinetobacter spp. მიმართ, ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმის – Staphylococcus spp.-ს (მათ შორის, პენიცილინის, მეტიცილინისა და ზოგიერთი ცეფალოსპორინისადმი რეზისტენტული შტამები) მიმართ; ზომიერად აქტიურია Staphylococcus spp.-ს  მიმართ. 
ბენზილპენიცილინთან ერთდროული გამოყენებისას ლიკაცინი სინერგიულად მოქმედებს Enterococcus faecalis შტამებზე. 
ამიკაცინი არ კარგავს აქტივობას იმ ფერმენტების ზემოქმედებით, რომლებიც სხვა ამინოგლიკოზიდების ინაქტივაციას იწვევს, და ინარჩუნებს აქტივობას ტობრამიცინის, გენტამიცინისა და ნეტილმიცინისადმი რეზისტენტული Pseudomonas  aeruginosa-ს შტამების მიმართ.
პრეპარატი არ მოქმედებს ანაერობულ მიკროორგანიზმებზე.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ ლიკაცინი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ამიკაცინის კუნთში შეყვანისას მიიღწევა დაახლოებით 1.5 სთ-ში (21 მკგ/მლ), ინტრავენური ინფუზიის შემდეგ – 0.5 სთ-ში (38 მკგ/მლ). 
განაწილება: ამიკაცინის დაახლოებით 0–11% უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი კარგად ნაწილდება უჯრედგარე სითხეებში (აბსცესის შიგთავსის, პლევრული, ასციტური, პერიკარდიული, სინოვიური, ლიმფური და პერიტონეალური სითხეების ჩათვლით); მისი მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება შარდში, დაბალი კონცენტრაცია – ნაღველში, დედის რძეში, თვალის ნამში, ბრონქულ სეკრეტში, ნახველსა და თავ-ზურგ-ტვინის სითხეში. ამიკაცინი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში და გროვდება უჯრედებში. პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება იმ ორგანოებში, რომლებიც კარგად მარაგდება სისხლით – ფილტვებში, ღვიძლში, მიოკარდიუმში, ელენთაში და განსაკუთრებით, თირკმლებში, სადაც იგი ქერქოვან ნივთიერებაში გროვდება. ამიკაცინის შედარებით დაბალი კონცენტრაცია აღინიშნება კუნთებში, ცხიმოვან ქსოვილსა და ძვლებში.
მოზრდილებში თერაპიული კონცენტრაციით ლიკაცინი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, თუმცა მენინგეალური გარსების ანთების დროს მათი გამავლობა რამდენადმე გაზრდილია. ახალშობილებში, მოზრდილებთან შედარებით, თავ-ზურგ-ტვინის სითხეში პრეპარატის უფრო მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება. ამიკაცინი გადის პლაცენტურ ბარიერს, აღინიშნება ნაყოფის სისხლსა და ამნიონურ სითხეში. მოზრდილებში პრეპარატის განაწილების მოცულობაა (Vd) 0.26 ლ/კგ,  ბავშვებში – 0.2–0.4 ლ/კგ, 1 კვირამდე ასაკისა და 1.5 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ახალშობილებში – 0.68 ლ/კგ-მდე, 1 კვირამდე ასაკისა და 1.5 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ახალშობილებში – 0.58 ლ/კგ-მდე, მუკოვისციდოზით დაავადებულ ავადმყოფებში – 0.30–0.39 ლ/კგ.  
ამიკაცინის კუნთში ან ვენაში შეყვანისას ორგანიზმში მისი საშუალო თერაპიული კონცენტრაცია შენარჩუნებულია 10–12 სთ-ის განმავლობაში.
მეტაბოლიზმი: პრეპარატი ღვიძლში არ მეტაბოლიზდება.
გამოყოფა: თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში ლიკაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ტერმინალურ (β) ფაზაში 2–4 სთ-ია, ახალშობილებში – 5–8 სთ, უფროსი ასაკის ბავშვებში – 2.5–4 სთ. T1/2 საბოლოო მაჩვენებელი 100 სთ-ზე მეტია (პრეპარატის გამოთავისუფლება უჯრედშიდა დეპოდან). პრეპარატი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლებით გორგლოვანი ფილტრაციის გზით (65–94%). თირკმლის კლირენსია 79–100 მლ/წთ. ექსკრეციის სიჩქარე დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, თირკმლის ფუნქციაზე ან/და თანმხლები პათოლოგიის არსებობაზე.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში: თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში მოზრდილებში ამიკაცინის T1/2 დარღვევის ხარისხის შესაბამისად 100 სთ-მდე ვარირებს. მუკოვისციდოზით დაავადებულებში T1/2 1–2 სთ-ია. დამწვრობისა და ჰიპერთერმიის დროს T1/2 საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შეიძლება შემცირდეს კლირენსის გაზრდის გამო. პრეპარატი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს (50% 4–6 სთ-ში), პერიტონეალური დიალიზი ნაკლებად ეფექტურია (25% 48–72 სთ-ში).

ჩვენება:
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით (მათ შორის, გენტამიცინის, სიზომიცინისა და კანამიცინის მიმართ რეზისტენტული შტამები) ან გრამდადებითი და გრამუარყოფითი ასოციაციებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: 
• სასუნთქი სისტემის ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;
• სეფსისი (ნეონატალური სეფსისის ჩათვლით);
• სეპტიკური ენდოკარდიტი;
• ცნს-ის ინფექციები (მენინგიტის ჩათვლით);
• ინტრააბდომინალური ინფექციები (მათ შორის, პერიტონიტი); 
• შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, გონორეა);
• კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები (მათ შორის, ინფიცირებული დამწვრობა, სხვადასხვა გენეზის ინფიცირებული წყლულები და ნაწოლები);
• სანაღვლე გზების ინფექციები;
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის, ოსტეომიელიტი);
• ინფიცირებული ჭრილობები;
• პოსტოპერაციული ინფექციები;
• ოტიტი.

მიღების წესი და დოზირება:
ლიკაცინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში საჭიროა თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ან კრეატინინის კლირენსის განსაზღვრით.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის (მოზრდილები და ბავშვები) პრეპარატის კუნთში ან ვენაში შეყვანა:
ლიკაცინი შეყავთ კუნთში ან ვენაში (ნაკადურად 2 წთ-ის განმავლობაში ან წვეთოვნად) 5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 8 სთ-ში ან 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 12 სთ-ში. 
საშარდე გზების გაურთულებელი ბაქტერიული ინფექციების დროს ინიშნება 250 მგ ამიკაცინი ყოველ 12 სთ-ში, ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დამატებითი დოზა – 3–5 მგ/კგ სხეულის მასაზე.
დამწვრობის დროს პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს 5–7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 4–6 სთ-ში შემოკლებული ნახევარგამოყოფის პერიოდის (1–1.5 სთ) გამო. 
მოზრდილებში პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 15 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც ამავე დროს არ უნდა აღემატებოდეს 1.5 გ-ს (მაგალითად, სხეულის დიდი მასის მქონე პაციენტებში). მკურნალობის კურსის მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 15 გ-ს.
ახალშობილებში ამიკაცინის საწყისი დოზაა 10 მგ/კგ სხეულის მასაზე, მომდევნო – 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 12 სთ-ში;

დღენაკლულ ახალშობილებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ/კგ სხეულის მასაზე, მომდევნო – 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 18–24 სთ-ში.
დასაშვებია პრეპარატის მთლიანი სადღეღამისო დოზის ერთჯერადად მიღება (გამონაკლისია ენდოკარდიტის, მენინგიტის მკურნალობა, ახალშობილობის პერიოდი).

ერთჯერადი ინტრავენური სადღეღამისო დოზა:

მოზრდილებში (კრეატინინის  კლირენსი > 50 მლ/წთ) შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის მასაზე,

4 კვირაზე მეტი ასაკის ბავშვებში – 20 მგ/კგ სხეულის მასაზე (ბავშვებში გაზრდილი განაწილების მოცულობის (Vდ) გამო ინიშნება პრეპარატის შედარებით მეტი დოზა კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით). 
მკურნალობის ხანგრძლივობა ამიკაცინის ვენაში შეყვანისას 3–7 დღეა, კუნთში შეყვანისას – 7–10 დღე. 
ორგანიზმში მოქმედი ნივთიერების ადეკვატური კონცენტრაციის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია სისხლის შრატში ამიკაცინის მინიმალური და მაქსიმალური კონცენტრაციების პერიოდული განსაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებლები პრეპარატის მიღების სიხშირეზეა დამოკიდებული. დღეში 2–3-ჯერ მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (პრეპარატის მიღებიდან 30–90 წთ-ში) 35 მკგ/მლ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მინიმალური კონცენტრაცია მომდევნო დოზის შეყვანის წინ 10 მკგ/მლ-ზე ნაკლები უნდა იყოს. მთლიანი სადღეღამისო დოზის ერთჯერადად მიღებისას აქტიური კომპონენტის კონცენტრაცია შრატში შეიძლება აჭარბებდეს 35 მკგ/მლ-ს, ხოლო მინიმალური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 5 მკგ/მლ-ს. ამიკაცინის თერაპიული კონცენტრაცია პლაზმაში არის 15–25 მკგ/მლ. 
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი თირკმლის უკმარისობის დროს არ არის რეკომენდებული მთლიანი სადღეღამისო დოზის (15 მგ/კგ სხეულის მასაზე) ერთჯერადად მიღება.
რეკომენდებული ერთჯერადი დოზა (7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე) მიღებებს შორის გაზრდილი ინტერვალით: 
მიღებებს შორის ინტერვალი შემდეგნაირად განისაზღვრება:
ინტერვალი (სთ) = კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში x 9.
ინტერვალის გაზრდის შემთხვევაში ერთჯერადი დოზა არ იცვლება. 
შემცირებული დოზა მიღებებს შორის ფიქსირებული ინტერვალით:  
საწყისი დოზაა 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე. მომდევნო შემცირებული დოზები ყოველ 12 სთ-ში მიიღება და მათი განსაზღვრა შესაძლებელია შემდეგი ფორმულით:

მომდევნო დოზა  (მგ) =პაციენტის კრეატინინის კლირენსი
(მლ/წთ)


x    საწყისი დოზა(მგ)
კრეატინინის კლირენსი ნორმაში
(მლ/წთ)

ვენაში შესაყვანი ხსნარების მომზადება:
ინტრავენური ინფუზიისათვის განკუთვნილი ხსნარის მოსამზადებლად იყენებენ შემდეგ გამხსნელებს: 
- 5% დექსტროზის საინექციო ხსნარი;  
- 5% დექსტროზისა და 0.2% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი; 
- 5% დექსტროზისა  და 0.45% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;  
- 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;
- რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარი;
- რინგერის ლაქტატისა და 5% დექსტროზის საინექციო ხსნარი.
ამიკაცინის რეკომენდებული დოზა იხსნება 100–200 მლ სტერილურ გამხსნელში. ამიკაცინის კონცენტრაცია ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მლ-ს. ინტრავენური ინფუზიის ხანგრძლივობაა 0.5–1 სთ, ჩვილ ბავშვებში – 1–2 სთ.  
2.5–5.0 მგ/მლ კონცენტრაციით მომზადებული ლიკაცინის  ხსნარი სტაბილურია 24 სთ-ის განმავლობაში 25ºC ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა,  ჰიპერბილირუბინემია);
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; 
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნეიროტოქსიკური მოქმედება (კუნთების ტრემორი, პარესთეზია, ეპილეფსიური კრუნჩხვები), ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა (სუნთქვის შეჩერება);
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ოტოტოქსიკურობა – სმენის დაქვეითება, ვესტიბულური (მოძრაობის დისკოორდინაცია და სხვა) და ლაბირინთული დარღვევები, შეუქცევადი სიყრუე; ცალკეულ შემთხვევებში ამიკაცინის თვალის მინისებრ სხეულში შეყვანისას შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა ბადურაზე ყვითელი ხალის მიდამოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა – ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, იშვიათად – თირკმლის უკმარისობა;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება,  კვინკეს შეშუპება;
სხვა: ჰიპოტენზია, ართრალგია, ჰიპომაგნემია.
გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი განსაკუთრებით დიდია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

უკუჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ;
* სმენის ნერვის ნევრიტი; 
* თირკმლის მძიმე უკმარისობა აზოტემიით და ურემიით.
* პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება მიასთენიის, პარკინსონიზმის, ბოტულიზმის (ამინოგლიკოზიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა, რაც უფრო მეტად ადუნებს ჩონჩხის მუსკულატურას), დეჰიდრატაციის, თირკმლის უკმარისობის დროს, ასევე ახალშობილებსა (განსაკუთრებით, დღენაკლულებში) და ხანდაზმულ  პაციენტებში.  
ორსულობა და ლაქტაცია:
* ადეკვატური და სათანადოდ კონტროლირებადი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობის პერიოდში ამიკაცინის გამოყენება რეკომენდებული არ არის. პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების   პოტენციურ რისკს.
* პრეპარატი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცუდად შეიწოვება, ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში ამიკაცინით გამოწვეული გართულებები რეგისტრირებული არ არის. მიუხედავად ამისა, ლიკაცინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:
* ლიკაცინს გამოყენების წინ განსაზღვრავენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების მგრძნობელობას ამიკაცინის მიმართ. ამისათვის იყენებენ სპეციალურ დისკებს, რომლებიც შეიცავს 30 მკგ ამიკაცინს. თუ დისკზე მიკროორგანიზმის ზრდისაგან თავისუფალი ზონის დიამეტრი უდრის ან აღემატება 17 მმ-ს, მიიჩნევა, რომ მიკროორგანიზმი მგრძნობიარეა ამიკაცინის მიმართ, თუ დიამეტრი 15 მმ-დან 16 მმ-მდეა – მიკროორგანიზმი ზომიერად მგრძნობიარეა, 14 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის შემთხვევაში – მიკროორგანიზმი რეზისტენტულია. 
* მკურნალობის პერიოდში არანაკლებ კვირაში ერთხელ საჭიროა თირკმლის, სმენის ნერვისა და ვესტიბულური აპარატის ფუნქციების კონტროლი. 
თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დოზის კორექცია ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა (ჰიპერაზოტემიის ან/და ოლიგურიის შემთხვევაში). 
* ნეფრო- და ნეიროტოქსიკურობის (მათ შორის, ოტოტოქსიკურობა) განვითარების რისკი შედარებით მაღალია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე პრეპარატის მაღალი დოზით (დღე-ღამეში 1.5 გ-ზე მეტი) ან/და ხანგრძლივი დროით (10 დღეზე მეტი) დანიშვნისას. ავადმყოფების ამ კატეგორიას შეიძლება დასჭირდეს თირკმლის ფუნქციის ყოველდღიური კონტროლი. 
* არადამაკმაყოფილებელი აუდიომეტრული ტესტის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტებს, რომლებსაც უვითარდებათ კოხლეარული დარღვევა ამიკაცინით მკურნალობის პროცესში, ტოქსიკური ეფექტის მანიშნებელი სიმპტომები შეიძლება არ აღენიშნებოდეს. სრული ან ნაწილობრივი, შეუქცევადი, ორმხრივი სიყრუე შეიძლება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გამოვლინდეს.
შარდგამომყოფი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია სითხის დიდი რაოდენობით მიღება. 
სამკურალო პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ნატრიუმის მეტაბისულფიტმა ალერგიული ანამნეზის მქონე ავადმყოფებში შეიძლება განაპირობოს ალერგიული გართულებების განვითარება (ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით).
* მკურნალობის 3–5 დღის შემდეგ დადებითი კლინიკური დინამიკის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ამიკაცინის მიმართ დაავადების გამომწვევის მგრძნობელობის კიდევ ერთხელ განსაზღვრა (საეჭვოა მიკროორგანიზმთა რეზისტენტული შტამების განვითარება).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
- ლიკაცინი ფარმაცევტულად შეუთავსებელია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ჰეპარინთან, კაპრეომიცინთან, ამფოტერიცინ B-სთან, ჰიდროქლოროთიაზიდთან, ერითრომიცინთან, ნიტროფურანტოინთან, B და C ჯგუფის ვიტამინებთან, კალიუმის ქლორიდთან.
- ამიკაცინი ავლენს სინერგიზმს კარბენიცილინთან, ბენზილპენიცილინთან, ცეფალოსპორინებთან (თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს ბეტა-ლაქტამურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება შეამციროს ამინოგლიკოზიდების ეფექტი) ურთიერთქმედებისას. 
ამიკაცინის და ნალიდიქსის მჟავას, პოლიმიქსინ B-ს, ცისპლატინისა და ვანკომიცინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ოტო- და ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი.
- ცეფალოსპორინები, პენიცილინები, სულფანილამიდური, დიურეზული (განსაკუთრებით, ფუროსემიდი) და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ბლოკავს ამინოგლიკოზიდების ელიმინაციას ნეფრონის მილაკებში მათთან კონკურენტული სეკრეციის გამო, ზრდის სისხლის შრატში მათ კონცენტრაციას, რითაც აძლიერებს ამ პრეპარატების ნეფრო- და ნეიროტოქსიკურობას. 
- ამიკაცინი აძლიერებს კურარესმაგვარი სამკურნალო საშუალებების მიორელაქსაციურ მოქმედებას.
- მეტოქსიფლურანი, პარენტერული გამოყენების პოლიმიქსინები, კაპრეომიცინი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ბლოკავს ნერვ-კუნთოვან გადაცემას (საანესთეზიო ინჰალაციური ჰალოგენიზებული ნახშირწყალბადები, ნარკოტიკული ანალგეტიკები);

- ასევე ციტრატული სისხლის მასიური ტრანსფუზია ზრდის სუნთქვის გაჩერების რისკს (განსაკუთრებით, ამიკაცინის ინტრაპერიტონეალური შეყვანისას).
ინდომეტაცინის პარენტერული შეყვანა ზრდის ამინოგლიკოზიდების ტოქსიკური მოქმედების რისკს (T1/2 იზრდება, კლირენსი მცირდება).
- ამიკაცინი ამცირებს ანტიმიასთენური სამკურნალო საშუალებების ეფექტს.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტოქსიკური რეაქციები (სმენის დაკარგვა, ატაქსია, თავბრუსხვევა, შარდვის აქტის დარღვევა, წყურვილის შეგრძნება, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ყურებში შუილი ან დაგუბების შეგრძნება, სუნთქვის დარღვევა).
მკურნალობა: ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის მოსახსნელად და მისი შედეგების კორექციისათვის მიზანშეწონილია ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება; ანტიქოლინესთერაზული საშუალებებისა და კალციუმის მარილების დანიშვნა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის, სხვა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

ლითიუმელი – LITHIUMEEL – ЛИТИУМЕЛЬ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახსრების დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Lithium carbonicum D3 ........  30 მგ

Colchicum D4 .....................  30 მგ

Ferrum phosphoricum D6 ....   30 მგ

Natrium carbonicum D4 .......  30 მგ

Nux vomica D6 ..................  90 მგ

Rhus toxicodendron D6 .....   90 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.

ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • რევმატოიდული ართრიტი, დიათეზი - პოდაგრის და რევმატიზმის შემთხვევაში;
  • კოქსიტები, პირველადი ქრონიკული პოლიართრიტი და მუხლის სახსრის დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები:

არ მიიღება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე Rhus toxicodendron-ის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ლიზობაქტი – LYSOBACT – ЛИЗОБАКТ

საერთაშორისო დასახელება:

LYSOZYME+PYRIDOXINE

მწარმოებელი: Bosnalijek,d.d.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები თეთრი ან თეთრი მოყვითალო ან კრემისფერი, მრგვალი ფორმის გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

1 ტაბ.

ლიზოციმის ჰიდროქლორიდი ............20მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ....... 10მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტრაგანტი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის საქარინი, ვანილინი.

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლორ–პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში გამოსაყენებელი ადგილობრივი ანტისეპტიკი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ლიზოციმი ცილოვანი ბუნების ფერმენტია (მუკოლიტური ენზიმი მუკოლეპტიდ–N-– აცეტილმურამილ–ჰიდროლაზა) და გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი (იწვევს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისა და სოკოების უჯრედული მემბრანის ლიზისს), ხასიათდება ასევე ანტივირუსული აქტიობით.

პირიდოქსინი უზრუნველყოფს პირის ღრუს ლორწოვანის რეგენერაციას და ახდენს ანტიაფტოზურ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე მონაცემები არ არის.

ჩვენებები:

პირის ღრუს, ღრძილებისა და ხორხოს ლორწოვანი გარსის ინფექციურ– ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

  • სტომატიტი;
  • გინგივიტი;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰერპესული დაზიანება;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეთიოლოგიის ეროზია;
  • ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები.

მიღების წესები:

პრეპარატი ინიშნება 2–2 ტაბლეტი 3–4–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 8 დღეს. აუცილებლობისას მკურნალობის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს.

ლიზობაქტიმის ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ნელა, გახსნილი მასა რაც შეიძლება დიდხანს უნდა დაყოვნდეს პირის ღრუში. ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათად: ალერგიული რეაქციები;

პრეპარატი კარგად აიტანება.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციისას პრეპარატის მიღება ნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

ალერგიული რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება:

ლიზობაქტიმის ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ერთდროული გამოყენებისას ლიზობაქტიმი აძლიერებს ანტიბიოტიკებისა და ნიტროფურანების თერაპიულ ეფექტს (მათ შორის, პენიცილინის, ქლორამფენიკოლის, ნიტროფურანტოინის).

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატის შენახვა საჭიროა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე 100C–დან 300C–მდე.

ვადა – 5 წელი.

Don`t copy text!