Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 553

ლიპოფუნდინი – LIPOFUNDIN – ЛИПОФУНДИН

მწარმოებელი: B.BRAUN MELSUNGEN, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი პარენტერული კვებისათვის – ცხიმოვანი ემულსია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხიმოვანი ემულსიის საინფუზიო ხსნარი 20%:

ფალაკონში 100 მლ, 250 მლ და 500 მლ

1000 მლ

სოიოს ზეთი ……………………….100 გ
საშუალო ჯაჭვის
მქონე ტრიგლიცერიდი (MCT) …..
100 გ
გლიცერინი ……………………….25 გ
კვერცხის ლეციტინი ………………12 გ
α-ტოკოფეროლი ………………….0.2 გ
ნატრიუმის ოლეატი-pH ………….6.5-8.8-მდე
საინექციო წყალი ………………….1000 მლ-მდე

შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების შემადგენლობა:

ლინოლეინის მჟავა ……………………48-58 გ/ლ
α-ლინოლეინის მჟავა …………………5-11 გ/ლ
საერთო კალორიულობა: ……………..7990 კჯ/ლ=1908 კკალ/ლ
თეორიული ოსმოლარობა: ………….380 მოსმ/ლ
ტიტრის მჟავიანობა ან
ტუტიანობა …………………………..
(pH=7.4) …………………………….6.5-8.8

ჩვენებები:

  • იყენებენ როგორც ენერგიის წყაროს;
  • ორგანიზმის უზრუნველყოფისათვის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით და სითხეებით პარენტერული კვების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის განსაზღვრა ხდება ავადმყოფის მდგომარეობისა და ორგანიზმის ენერგიაზე მოთხოვნილების მიხედვით.

მოზრდილებში და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ცხიმებზე მოთხოვნილების სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 გ ცხიმს/კგ წონაზე, რაც შეესაბამება ლიპოფუნდინის 20%-იანი ხსნარის 5-10 მლ-ს კგ წონაზე დღეში.

ახალშობილებში ცხიმებზე მოთხოვნილების სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-3 გ (მაქს.4 გ) ცხიმს/კგ წონაზე, რაც შეესაბამება ლიპოფუნდინის 20%-იანი ხსნარის 10-15 მლ-ს (20 მლ-მდე) კგ წონაზე დღეში.

შეყვანილი ცხიმების ელიმინირების პროცესი აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში და ბავშვებში ნაკლები სხეულის წონით ჯერ კიდევ არასაკმარისად არის განვითარებული, რის გამოც აღნიშნულ პაციენტებში ცხიმების მაქსიმალური დოზებით დანიშვნა არ წარმოებს. ამ დროს ყოველდღიურ ინფუზიებს შორის ინტერვალის დამთავრების შემდეგ, ჰიპერლიპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შრატისმიერი ტრიგლირიცერიდების და ცხიმოვანი მჟავების მაჩვენებლების სისტემატურ კონტროლი.

1 წლამდე (ახალშობილების გარდა) და 1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ცხიმებზე მოთხოვნილების სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-3 გ ცხიმს/კგ წონაზე, რაც შეესაბამება ლიპოფუნდინის  20%-იანი ხსნარის 5-15 მლ-ს კგ წონაზე. დღეში.

ინფუზიის სიჩქარე:

ცხიმოვანი ემულსიების გამოყენების ძირითად პრინციპს წარმოადგენს მათი ნელი შეყვანა. პირველ 15 წთ-ის განმავლაბში ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0.05-0.1 გ/კგ/სთ-ის განმავლობაში, რაც შეესაბამება 0.25-0.5 მლ ემულსიას კგ/სთ-ში.

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე:

0.15 გ ცხიმის კგ/წონაზე სთ-ში, რაც შეესაბამება 0.75 მლ-მდე ლიპოფუნდინის 20% ხსნარს კგ წონაზე სთ-ში. ამ დროს ინფუზიის წვეთოვანი რეჟიმი არ უნდა აღემატებოდეს 0.25 წვეთს კგ/წონაზე სთ-ში. ე.ი. 70 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტში ინფუზიის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 50 მლ/სთ-ში ან 18 წვეთს წთ-ში. ინფუზიის სიჩქარის შემცირება ხდება კვების დარღვევის მქონე პაციენტებში, აგრეთვე ბავშვებში. რეკომენდებულია ინფუზიის ისეთი სიჩქარის შერჩევა, რათა პრეპარატის სადღეღამისო დოზის შეყვანა მოხდეს 24 სთ-ის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

სრული პარენტერული კვების დროს ცხიმოვანი ემულსია ინიშნება ძირითადად 1-2 კვირის განმავლობაში. პარენტერული კვების მიზნით ცხიმოვანი ემულსიის გამოყენების ჩვენების შემთხვევაში, შესაბამისი ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ, შესაძლებელია ლიპოფუნდინის გამოყენების გაგრძელება შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

პრეპარატის შეყვანის წესი:

ლიპოფუნდინის შეყვანა ორგანიზმში ხდება ვენაში ინფუზიის სახით. შეყვანის წინ ცხიმოვანი ინფუზია უნდა იყოს სხეულის ტემპერატურის. ცხიმოვანი ემულსიები შეჰყავთ პერიფერიულ ვენებში. 5 მკმ-ზე ნაკლები ზომის დიამეტრის მქონე ფილტრების საინფუზიო სისტემების გამოყენება ცხიმოვანი ემულსიების შესაყვანად ნებადართული არ არის, რადგან აღნიშნული დიამეტრის მქონე ფილტრებში ემულსიები არ გადის.

იმ შემთხვევაში, როდესაც ცხიმოვანი ემულსიების შეყვანა წარმოებს ამინომჟავებისა და ნახშირწყლების ხსნარებთან ერთად, Y-ს მაგვარი ან ირგვლივ მყოფი გადამრთველი უნდა იყოს ინფუზიის ნაჩხვლეტთან უშუალოდ ახლოს, რაც ერთი და იგივე მილის საშუალებით ლიპოფუნდინთან ერთად სხვა ხსნარების შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამ დროს საჭიროა ლიპოფუნდინისა და სხვა პრეპარატის ხსნარების შეთავსებაზე განსაკუთრებული კონტროლი. ლიპოფუნდინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ორვალენტიანი კათიონების შემცველ (მაგ. Ca,Mg) ხსნარებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:

– იშვიათად ადგილი აქვს მწვავე რეაქციებს, ქოშინის, ციანოზის, ალერგიული რეაქციების, ჰიპერლიპიდემიის სახით. შესაძლებელია აგრეთვე,

– ჰიპერგლიკემია, ჰიპერკოაგულაცია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ჰიპერთერმია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, გაძლიერებული ოფლდენა, შემცივნება, ძილიანობა, ლიპიდების ინფუზიის დროს შესაძლებელია ტკივილი მკერდის ძვლის და წელის არეში.

ამ დროს აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა და აღნიშნული სიმპტომების გაქრობის და შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების ნორმალიზების შემდეგ, შესაძლებელია ინფუზიის გაგრძელება ნაკლები სიჩქარით და/ან შედარებით ნაკლები დოზით. აღნიშნულ სიტუაციებში საჭიროა პაციენტებზე სისტემატური მონიტორინგის ჩატარება, განსაკუთრებით საწყის სტადიაში და შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის კონტროლი.

პაციენტებში ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევაზე ეჭვის დროს, ჰიპერლიპიდემიის გამორიცხვის მიზნით (შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტი და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი), საჭიროა შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოზე. პაციენტებში ჰიპერლიპიდემიის არსებობისას უზმოზე, ცხიმოვანი ემულსიების დანიშვნა ნებადართული არ არის.

ჰიპერლიპიდემია (შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტი და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი), ლიპიდების ინფუზიიდან 12 სთ-ის შემდეგ, მეტყველებს ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევის პროცესზე.

შენიშვნა:

პრეპარატის შეყვანით გამოწვეული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის მიერ მკურნალი ექიმის ინფორმირება.

უკუჩვენებები:

* სისხლის კოაგულაციის უნარის მკვეთრად გახატლული დარღვევები;

* შოკი და კოლაფსი;

* მწვავე თრომბოემბოლია;

* ცხიმოვანი ემბოლია;

* აციდოზითა და ჰიპოქსიით მიმდინარე მძიმე სეპტიცემია;

*მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის მწვავე ფაზა;

* კეტოაციდოზით გამოწვეული კომა;

* დეკომპენსირებული მეტაბოლიზმით ან არასტაბილური მეტაბოლიზმით მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი;

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* სხვადასხვა ეტიოლოგიის აციდოზი;

* ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (როგორიცაა – ჰიპოტონური დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ჰიპერჰიდრატაცია);

* ღვიძლის შიდა ქოლესტაზი;

პრეპარატის დანიშვნა აგრეთვე წინააღმდეგნაჩვენებია შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კუმულაციით მიმდინარე მდგომარეობების დროს, როგორიცაა:

* ცხიმოვანი ცვლის დარღვევა;

*ღვიძლის დაავადებები;

* რეტიკულოენდოთელური სისტემის მხრივ დარღვევები;

* ჰემორაგიული პანკრეონეკროზი.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის დიდ დოზებში ყოველდღიურად დანიშვნის დროს აუცილებელია შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების კონტროლი და ინფუზიის პირველი დღის შემდეგ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის, მჟავა-ტუტოვანი შემადგენლობის და ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი.

* აუცილებელია წყლის ბალანსის და/ან პაციენტის სხეულის მასის სისტემატური მონიტორინგი. რადგან სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება შესაძლებელია გახდეს პრეპარატის ჭარბი დოზირების მიზეზი, ამიტომ მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.

* პაციენტებში ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევაზე ეჭვის დროს, ჰიპერლიპიდემიის გამორიცხვის მიზნით, საჭიროა შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოზე.

* იმ შემთხვევაში, როდესაც ინფუზიის დროს შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტია და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი, საჭიროა პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა. შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია ლიპიდების ინფუზიიდან 12 სთ-ის შემდეგ აგრეთვე მეტყველებს ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევის პროცესზე.

* სისხლში შაქრის რაოდენობის მომატების შემთხვევაში აუცილებელია ცხიმოვანი ემულსიის შეყვანის შეწყვეტა.

* ცხიმოვანი ემულსიების გამოყენება ენერგიის ერთადერთი წყაროს სახით იწვევს მეტაბოლური აციდოზის განვითარების პროვოცირებას. აღნიშნული გართულების თავიდან აცილება შესაძლებელია ნახშირწყლების ხსნარების ერთდროული გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხიმოვანი მჟავების ემულსიის ინფუზია ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს ნახშირწყლების ხსნარების შესაბამისი რაოდენობით შეყვანას.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი E გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესში მონაწილე ვიტამინ K-ზე, ამიტომ პაციენტებში პერორალური ანტიკოაგულანტების მიღების შემთხვევაში და მათში ვიტამინ K-ს დეფიციტზე ეჭვის დროს, რეკომენდებულია კოაგულაციური სტატუსის მონიტორინგი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ლიპოფუნდინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ აღნიშნულ პერიოდში, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, პრეპარატის მიღება ნებადართული არ არის, გარდა იმ სიტუაციისა, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ჰიპერთერმია, თავის ტკვილი, მუცლის არეში ტკივილი, გადაღლილობა, ჰიპერლიპიდემია, ჰეპატომეგალია სიყვითლით მიმდინარე ან მის გარეშე, სპლენომეგალია, ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემორაგიები ან მათდამი მიდრეკილება, სისხლის შედედების ფაქტორების ცვლილება (სისხლდენის, სისხლის შედედების, პროთრომბინის დროის პათოლოგიური მაჩვენებლები და სხვა.).

მკურნალობა: აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა. შემდგომი მკურნალობა განისაზღვრება დაავადების კონკრეტული სიმპტომების და მათი სიმძიმის მიხედვით; ცალკეულ სიტუაციებში შესაძლებელია სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმა.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰეპარინი აძლიერებს როგორც ეგზოგენური, აგრეთვე ენდოგენური გზით შეყვანილი ლიპიდების ლიპოლიზს, და ამ გზით იგი იწვევს სისხლის შრატში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ჰეპარინის გამოყენებით იზრდება ცხიმების ელიმინაციის პრცოესი., ჰიპერტრიგლიცერიდემიის შემთხვევაში, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის, პირველ რიგში იმის გამო, რომ ცხიმების სწრაფი ელიმინაცია არ შეესაბამება ცხიმოვანი მეტაბოლიზმის ექვივალენტურ ზრდას, და მეორე მხრივ, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის მომატების გამო შრატში მიმდინარეობს ალბუმინებთან შეკავშირებული მეტაბოლიტების და სამკურნალო საშუალებების გამონთავისუფლების პროცესი.

გარდა ამისა, ჰეპარინის დიდ დოზებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დანიშვნისას შესაძლებელია ცხიმების ელიმინაციის პროცესის პარადოქსული გაუარესება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ლიპოფუნდინის გამოყენება თანმხლები ხსნარის სახით ელექტროლიტებისა და სხვა პრეპარატების კონცენტრატებისათვის რეკომენდებული არ არის.

– ლიპოფუნდინის საინფუზიო ხსნარის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებთან ნებადართული არ არის, რადგან ამ დროს ხანგრძლივი დროის ინტერვალში გარანტირებული არ არის ცხიმოვანი ემულსიის ადექვატური სტაბილურობა.

– პარენტერული კვებისათვის საჭირო ხსნარების კომბინირება სხვა ხსნარებთან მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც შესაძლებელია ხსნარების ფარმაცევტული შეთავსებადობის კონტროლი და გარანტია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე პრეპარატის გაყინვა ნებადართული არ არის. ფლაკონების შემთხვევით გაყინვის დროს საჭიროა მისი განადგურება. პრეპარატის დარჩენილი მოცულობის შემდგომი გამოყენება ნებადართული არ არის, საჭიროა მათი განადგურება. ემულსიის განშრევების (ცხიმის დალექვა) დროს მისი გამოყენბა რეკომენდებული არ არის.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლიპოვენოსი – LIPOVENOS – ЛИПОВЕНОС

მწარმოებელი: FRESENIUS KABI, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი პარენტერული კვებისათვის – ცხიმოვანი ემელსია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ, 250 მლ და 500 მლ

1 ლ

სოიოს ზეთი ……………………………………………….        200 გ

ლეციტინი (3-SN ფოსფატური ქოლინი)            …………….12 გ

გლიცეროლი …………………………………………………………25 გ

სხვა კომპონენტები:

ნატრიუმის ოლეატი 0.30 გ; 1 H NaOH-ის ხსნარი 0-1 მლ; საინექციო წყალი 752 მგ; კალორიულობა – 8400 კდჯ/ლ ან 2000 კკალ/ლ; pH 6.5-8.7; მჟავიანობის ტიტრი

ჩვენებები:

გამოიყენება როგორც კალორიების და ცხიმოვანი მჟავეების წყარო პარენტერული კვებისას.

მიღების წესი და დოზირება:

ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში რეკომენდებულია შემდეგი სქემის გამოყენება:

1-2 გ ცხიმი 1 კგ წონაზე დღეში, რაც შეესაბამება 5-10 მლ 10% ლიპოვენოსს 1 კგ წონაზე დღეში. საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალური დოზა შეადგენს 3გ ცხიმს 1 კგ წონაზე დღეში, რაც შეესაბამება 15 მლ 10% ლიპოვენოსს 1 კგ წონაზე დღეში.

მოზრდილებში 1-2 გ ცხიმი 1 კგ წონაზე დღეში, რაც შეესაბამება 5-10 მლ 20% ლიპოვენოსს 1 კგ წონაზე დღეში.

ინფუზიის სიჩქარე:

მაქსიმალურად შეჰყავთ 0.125 გ ცხიმი 1 კგ წონაზე საათში, რაც შეესაბამება 0.625 მლ 20% ლიპოვენოსს ერთ კგ წონაზე საათში. ცხიმოვანი ემულსიით პარენტერული კვების დაწყებისას რეკომენდებულია დაბალი დოზების გამოყენება, მაქსიმალურად 0.05 გ ცხიმი ერთ კგ წონაზე საათში. 70 კგ წონაზე ემულსიის გადასხმა იწყება 5 წვეთიდან/წუთში და თანდათან იზრდება 30 წუთის შემდეგ მაქსიმალურად 13 წვეთი/წუთში.

შენიშვნები: რეკომენდებულია შრატის ტრიგლიცერიდების ყოველდღიური კონტროლი და ასევე კონტროლი რეგულარული ინტერვალებით – შაქრის შემცველობაზე სისხლში, მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე, ელექტროლიტების რაოდენობაზე და წყლის ბალანსზე. ცხიმოვანი ემულსიის გამოყენებისას ტრიგლიცერიდების რაოდენობა სისხლის შრატში არ უნდა აღემატებოდეს 3 მმოლ/ლ მოზარდებში და 1.7 მმოლ/ლ ბავშვებში.

გამოყენება: 20% ლიპოვენოსი შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ამინომჟავის ხსნარებთან და/ან ნახშირწყლების ხსნარებთან ერთად, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გამოყენებული იყოს სხვადასხვა ინფუზიური სისტემები და ვენები.

იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკური და სამედიცინო ჩვენებებით აუცილებელია ორი ხსნარის გამოყენება ერთდროულად ერთ შპრიცში, აუცილებელია წინასწარ დარწმუნებული ვიყოთ ხსნარების შეთავსებადობაზე.

ლიპოვენოსი 10% გამოიყენება მანამდე, სანამ საჭიროა პარენტერალური მკურნალობა.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია აღინიშნებოდეს ადრეული რეაქციები ცხიმოვანი ემულსიის გამოყენებისას:

– ტემპერატურის მომატება;

– სიცხის ან სიცივის შეგრძნება;

– ციებ-ცხელება;

– კანის ჰიპერემია ან ციანზი;

– უმადობა, გულისრევა, პირღებინება;

– თავის ტკივილი, ზურგის, ძვლების, მკერდის, წელის ტკივილი;

– პრიაპიზმი (ძალიან იშვიათად).

* იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ზემოთ აღნიშნულ გვერდით მოვლენებს, პრეპარატის შეყვანის შემდეგ, რეკომენდებულია მისი მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება, როდესაც ტრიგლიცერიდების რაოდენობა სისხლში აღემატება 3 მმოლ/ლ მოზარდებში და 1.7 მმოლ/ლ ბავშვებში.

* ცხიმოვანი ემულსიის გამოყენება შეწყვეტილი უნდა იქნას აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება შაქრის გამოხატული მომატება სისხლში. მასიური ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ნახშირწყლების უტილიზაციის დარღვევისას, შეიძლება აღინიშნოს მეტაბოლური აციდოზი.

* გათვალისწინებული უნდა იქნას გადატვირთვის სინდრომის განვითარების შესაძლებლობა. ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს სწრაფად სხვადასხვა დოზების მიღების შემთხვევაში, როგორც ნივთიერებათა ცვლის გენეტიკური ინდივიდუალური სხვაობის დროს, ასევე სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში.

გადატვირთვის სინდრომი გამოხატულია შემდეგი სიმპტომებით:

– ღვიძლის გადიდება თანდართული სიყვითლით ან მის გარეშე;

– სისხლის კოაგულაციის ფაქტორების შემცირება ან შეცვლა, რომლებიც განისაზღვრება  სისხლდენის ხანგრძლივობით, კოაგულაციის დროით, პროთრომბინის დროით, თრომბოციტების რაოდენობით და ა.შ.;

– სპლენომეგალია, ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;

– სისხლდენისადმი მიდრეკილება;

– ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური ცვლილებები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევაში: ცხიმოვანი ცვლის მოშლა, მძიმე ჰემორაგიული დიათეზი, ნივთიერებების ცვლის მოშლა დიაბეტის დროს, ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

*  მწვავე და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროს, როგორიცაა: კოლაფსი, შოკი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ემბოლია და უცნობი წარმოშობის კომა.

* საერთო უკუჩვენებები პარენტერული კვებისათვის: ჰიპოკალიემია, ჰიპერჰიდრატაცია, მარილების დაკარგვა დეჰიდრატაცია.

შენიშვნები: 20% ლიპოვენოსის გამოყენებისას პედიატრიულ ავადმყოფებში ჰიპერბილირუბინემიით შეფასებული უნდა იყოს თანაფარდობა მკურნალობის დადებით ეფექტსა და მოსალოდნელ გართულებებს შორის. საჭიროა ბილირუბინის ხშირი კონტროლი, ვინაიდან შესაძლებელია სიყვითლის განვითარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღნიშნული.

შენიშვნები: შეუთავსებლობა შეიძლება განვითარდეს 20%  ლიპოვენოსსა და პოლივალენტური კათიონების (მაგალითად კალციუმის) განსაკუთრებით ჰეპარინთან ერთად კომბინირებისას. 20% ლიპოვენოსი-ის, სხვა ინფუზიურ ხსნარებთან, ელექტროლიტების კონცენტრატებთან ან ფარმაკოლოგიურ პრეპარატებთან კომბინირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შეთავსებადობა ცნობილია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა  უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლიოტონი 1000 გელი – LIOTON 1000 GEL – ЛИОТОН 1000 ГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

HEPARIN SODIUM

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 50 გ

1 გ

ჰეპარინის ნატრიუმი ……………..   1000 სე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლიოტონი 1000® გელი წარმოადგენს ჰეპარინის ფუძეზე დამზადებულ გარეგანი გამოყენების პრეპარატს გელის ფორმით; ამიტომ იგი გამოიყენება პათოლოგიური, ანთებითი ან ტრავმული მდგომარეობის ერთკომპონენტიანი ან კომბინირებული სისტემური თერაპიისათვის, კანის გზით შესული პრეპარატი ავლენს სასურველ ანტიექსუდაციურ, შეშუპების საწინააღმდეგო, შედედების საწინააღმდეგო მოქმედებას და ხელს უწყობს ინფილტრატების გაწოვას.

ამის გამო, ლიოტონი 1000® გელი ფართოდ გამოიყენება უპირატესად ვარიკოზური დაავადებების სამკურნალოდ (თერაპია და სისხლძარღვთა ქირურგია), აგრეთვე ტრავმებისა და დაჟეჟილობების სამკურნალოდ (ტრავმატოლოგია / ორთოპედია).

პრეპარატი ხასიათდება კარგი ადგილობრივი და ზოგადი ამტანობით.

ჩვენებები:

ვენების ზედაპირული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა, ვარიკოზული სინდრომი და მასთან დაკავშირებული გართულებები, ფლებოთრომბოზი, თრომბოფლებიტი, ზედაპირული პერიფლებიტი, ვარიკოზული წყლული. ოპერაციის შემდგომი ვარიკოფლებიტი; ქვედა კიდურების კანქვეშა ვენის ამოკვეთის შემდგომი გართულებები.

ტრავმები და დაჟეჟილობა; ინფილტრატები და ადგილობრივი შეშუპება, კანქვეშა ჰემატომები. კუნთოვან-მყესოვანი და ხრტილოვან-იოგოვანი სტრუქტურის ტრავმული დაზიანებები.

მიღების წესი და დოზირება:

კანის დაზიანებული უბნებზე ხდება 3-10 სმ სიგრძის გელის წასმა 1-დან 3-ჯერამდე დღეში კანში ფრთხილი შეზელვით.

პრეპარატის ბავშვებში გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო და პრეპარატის გამოყენება აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში მიზანშეწონილი არ არის.

უკუჩვენებები:

ლიოტონი 1000® გელის გამოყენება არ შეიძლება ჰეპარინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ჰეპარინის კანზე წასმის შემდეგ ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანის გაწითლება და ქავილი, რომელიც ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰემორაგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი გამოიყენება სიფრთხილის დაცვით.

ლიოტონი 1000® გელი არ გამოიყენება სისხლდენის შემთხვევაში, ღია ჭრილობებზე ან ლორწოვან გარსებზე, აგრეთვე ინფიცირებულ უბნებზე ჩირქოვანი პროცესების შემთხვევაში.

დამხმარე ნივთიერების სახით ლიოტონი 1000® გელი შეიცავს მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატს, ამიტომ პარაბენზე ალერგიის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების სპეციფიური მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ორალურ ანტიკოაგულანტებთან ჰეპარინის ერთდროულად გამოყენება ხელს უწყობს პაციენტებში პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას.

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება არა უმეტეს 25 ˚C პირობებში, 5 წელი, შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქში გაცემის წესი:

ურეცეპტოდ

ლინკოცინი – LINCOCIN – ЛИНКОЦИН

საერთაშორისო დასახელება:

LINCOMYCIN

მწარმოებელი: PFIZER, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ლინკომიცინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი ლინკომიცინის ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 12 და 20 ც.

1 კაფს.

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი …………..    500 მგ

სანექციო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ.

1 მლ 1 ფლ.

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი …………..    300 მგ 600 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. მიკროორგანიზმების მგრძნობელობისა და პრეპარატის კონცენტრაციის მიხედვით ლინკომიცინი მოქმედებს როგორც ბაქტერიციდულად, ასევე ბაქტერიოსტატურად. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე, ანაერობული სპორების არწარმომქმნელ გრამდადებით ბაქტერიებს მიეკუთვნება: Actionpmyces spp., Propionibacterium spp., და Eubacterium spp., ანაერობული და მიკროაეროფილური გრამდადებითი კოკები: Peptostreptococcus spp., peptococcus  და მიკროაეროფილური სტრეპტოკოკები; აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები. მათ შორის Staphilococcus spp., Str. pneumoniae-ს ჩათვლით (Enterococcus faecalis-ის გარდა).

პრეპარატისადმი ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება ანაერობული სპორების არწარმომქმნელი გრამუარყოფითი ბაქტერიები, მათ შორის Bacteroides spp. და Fuso-Bacterium spp.;. ანაერობული სპოროგენული გრამდადებითი ბაქტერიები, მათ შორის: Clostridium spp.;-რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს, ან დაბალი მგრძნობელობის მიკროორგანიზმებს მიეკუთვნებიან: Streptococcus faecalis, Neisseria spp.; Haemophilus influenzae -ის შტამების უმრავლესობა, Pseudomonas და სხვა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები. თუმცა Shigella – in vitro რეზისტენტულია ლინკომიცინის მიმართ, ლინკოცინი ეფექტურია დიზენტერიის სამკურნალოდ, რაც განპირობებულია პრეპარატის ნაწლავში მაღალი კონცენტრაციის არსებობით. In vitro აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ერთის მხრივ კლინდამიცინსა და ლინკომიცინს შორის, ხოლო მეორე მხრივ – სხვა მაკროლიდებს (ერითრომიცინი, ოლეანდომიცინი და სპირამიცინი) შორის. არსებობს მიკროორგანიზმების კლინდამიცინისა და ლინკომიცინის მიმართ აბსოლუტური ჯვარედინი რეზისტენტობა. In vitro და in vivo კვლევის შედეგად არ იქნა დადგენილი ლინკომიცინის მიმართ სწრაფი რეზისტენტობის ფორმირება.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ მისი 20-35% აბსობირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 3 მკგ/მლ-ში და აღინიშნება 2-4 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის საკვებთან ერთდროული მიღება 50%-ით ამცირებს მისი აბსორბციის უნარს. პრეპარატის 600 მგ დოზით კუნთებში შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 12-20 მკგ/მლ და აღინიშნება 1/2-2-1 სთ-ის შემდეგ.

ლინკომიცინის დოზით 600 მგ ვენაში ინფუზიის შემდეგ სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 20 მგკ/მლ-ში. პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი მცირდება სისხლში მისი კონცენტრაციტს მომატების შედეგად.

პრეპარატის კონცენტრაცია ნაყოფის სისხლში, პერიტონეულ და პლევრის სითხეებში შეადგენს 25-50%-ს, დედის რძეში – 50-100%-ს, ძვლოვან ქსოვილში – დაახლოებით 40%-ს, ხოლო ირგვლივ მყოფ რბილ ქსოვილებში – 75%-ს.

ლინკომიცინი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, მენინგიტის დროს მისი კონცენტრაცია 40%-ს აღწევს.

პრეპარატი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

500 მგ ლინკომიცინის პერორალურად მიღების შემდეგ მისი 1%-დან 30%-მდე (საშუალოდ 4%) გამოიყოფა შარდით, ხოლო ფეკალიებით დაახლოებით 33%. პრეპარატის ექსკრეციის მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს ნაღველი (პერორალური მიღებისას). პრეპარატის კონცენტრაცია ნაღველში 10-ჯერ სჭარბობს მის კონცენტრაციას სისხლში.

პრეპარატის დოზით 600 მგ კუნთებში შეყვანის შემდეგ მისი 1.8-2.4% გამოიყოფა შარდით (საშუალოდ 17.3%) უცვლელი სახით, ხოლო ფეკალიებით – 4-14%.

ლინკომიცინის დოზით 600 მგ ვენაში შეყვანიდან 2 სთ-ის განმავლობაში უცვლელი სახით შარდით გამოიყოფა შეყვანილი დოზის 4.9-დან 30.3%-მდე (საშუალოდ 13.8%). მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 5.4 სთ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შედეგად.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ტონზილიტი, ფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი, ქუნთრუშა, ასევე დიფტერია (დამხმარე თერაპიის სახით);
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ასევე პნევმონია;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ცელულიტი, ფურუნკულოზი, აბსცესები, იმპეტიგო, აკნე, ჭრილობისმიერი ინფექციები, წითელი ქარი, ლიმფადენიტი, პანარიციუმი, მასტიტი;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, მათ შორის ოსტეომიელიტი და სეპტიური ართრიტი;
  • ბაქტერიული დიზენტერია.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში:

საშუალო სიმძიმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება პერორალურად 3-ჯერ დღეში 500 მგ-ის ოდენობით, ხოლო შედარებით მძიმე ინფექციების დროს – 600 მგ 4-ჯერ დღეში. მძიმე ინფექციების დროს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით პრეპარატი შეყავთ კუნთებში 1-2-ჯერ დღეში 600 მგ-ის ოდენობით, ან ვენაში წვეთოვანი გზით დოზით 600 მგ-1.0 გ ყოველ 8-12 სთ-ში. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს პრეპარატი შეყავთ ვენაში დღეში 8 გ-მდე.

ბავშვებში:

საშუალო სიმძიმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება პერორალურად დღეში 30 მგ/კგ სხეულის წონაზე, შედარებით მძიმე მდგომარეობისას – დღეში 60 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით. პრეპარატი ასევე ინიშნება კუნთებში ერთხელ დღეში დოზით 10 მგ/კგ.

მძიმე ინფექციების დროს შეყავთ კუნთებში ყოველ 12 სთ-ში, ან უფრო ხშირად დოზით 10 მგ/კგ. რეკომენდებულია პრეპარატის ვენაში წვეთოვანი გზით ერთხელ ან რამდენჯერმე შეყვანა დღეში დოზით 10-20 მგ/კგ შეყვანაზე.

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით პრეპარატის დღეღამური დოზა შეადგენს ნორმალური თირკმელების ფუნქციის მქონე პაციენტებში მისაღები დოზის 25-30%-ს.

ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს.

ოპტიმალური აბსორბციის მისაღწევად საკვებსა და ლინკომიცინის პერორალურად მიღებას შორის რეკომენდებულია 1-2 სთ-ის ინტერვალი.

საინფუზიო ხსნარის მომზადების წესი: ვენაში პრეპარატის შესაყვანად 1.0 გ ლინკომიცინს ხსნიან არანაკლებ 100 მლ გამხსნელში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 სთ-ს.

დოზაგამხსნელის მოცულობაინფუზიის დრო
600 მგ100 მლ1 სთ
1 გ100 მლ 1 სთ
2 გ200 მლ 2 სთ
3 გ300 მლ3 სთ
4 გ400 მლ 4 სთ

 

გამხსნელად გამოყენებულია 5% გლუკოზის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი. ინფუზიის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის მდგომარეობას. ერთჯერად დოზას 4.0 გ-ს ან მეტს ხსნიან 500 მლ ზემოთაღნიშნულ გამხსნელებში. ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აჭარბებდეს 100 მლ/სთ-ში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, დიარეა, სიყვითლე და ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება (კერძოდ, სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება); პერორალურად მიღებისას – ეზოფაგიტი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენიური პურპურა. იშვიათად აპლასტური ანემია და პანციტოპენია.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ექსფოლიატური და ვეზიკულური დერმატიტი; იშვიათად ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსიური შოკი; აღწერილია მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევები.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია პარენტერალურად შეყვანისას (ძალიან სწრაფი შეყვანის შემთხვევაში).

ადგილობრივი რეაქციები: კუნთებში პრეპარატის შეყვანის ადგილას აღინიშნება გაღიზიანება, ტკივილი, ინდურაცია, ასეპტიური აბსცესები, ხოლო ვენაში ინფუზიის დროს – თრომბოფლებიტი.

სხვადასხვა: შესაძლოა სუპერინფექციის, მათ შორის სოკოვანი ინფექციების განვითარება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ლინკომიცინის უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში არ არის დადგენილი. ძუძუთი კვების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლინკომიცინის კონცენტრაცია დედის რძეში მერყეობს 0.5-დან 2.4 მკგ/მლ-ში.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ან პენიცილინის მიმართ ალერგიული რეაქციის მქონე პაციენტებში.

* ლინკომიცინის გამოყენება მენინგიტის მკურნალობის დროს წინააღმდეგნაჩვენებია, ვინაიდან მისი კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში დაბალია.

* ლინკომიცინის მიღების შედეგად სეპტიცემიისა და/ან ენდოკარდიტის დროს, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ფლორით დადგენილი სასურველი ეფექტი.

* პრეპარატის ეფექტური მოქმედება მოსალოდნელია მასტოიდიტის მკურნალობისას.

* ლინკომიცინისა და კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის დამაქვეითებელი საშუალებების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში საჭიროა თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. ლინკომიცინის გამოყენებისას მოსალოდნელია ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება. ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშნები აღინიშნება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 2-3 კვირის განმავლობაში. ხანდაზმულებში და დასუსტებულ პაციენტებში ეს გართულება უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

* მსუბუქი ფორმის კოლიტის განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ქოლესტირამინით მკურნალობის გაგრძელება, ხოლო მძიმე ფორმის კოლიტის არსებობისას საჭიროა სითხის, ელექტროლიტების და ცილების აღმდგენი შესაბამისი თანმხლები მკურნალობის ჩატარება. უნიშნავენ ასევე ვანკომიცინს დოზით 125-500 მგ 4-ჯერ დღეში. ალტერნატიული მკურნალობის კურსის დროს გამოიყენება ბაციტრაცინი დოზით 25 000 სე 4-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.

* ლინკომიცინის საინექციო ფორმა შეიცავს ბენზილის სპირტს (9 მგ/მლ). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ დღენაკლულ ბავშვებში ბენზილის სპირტი იწვევს „ხუთვის“ სინდრომს, რაც თავის მხრივ იწვევს ლეტალურ გამოსავალს. ლინკომიცინის გამოყენებისას 50-ზე მეტ ახალშობილში გვერდითი მოვლენები არ იქნა დაფიქსირებული.

* თირკმელებისა და/ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს, როდესაც ადგილი აქვს გამოხატულ მეტაბოლურ ძვრებს. პრეპარატის დოზა დგინდება სიფრთხილით, ხოლო მაღალი დოზით ლინკომიცინის გამოყენებისას აუცილებელია შრატში მისი კონცენტრაციის მონიტორინგი.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში, გულისრევა, ღებინება, დიარეა. მაღალი დოზით ვენაში შეყვანისას განზავების გარეშე მოსალოდნელია გულის გაჩერება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ხელოვნური ღებინების გამოწვევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ლინკომიცინისა და ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკატორების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია უკანასკნელის მოქმედების გაძლიერება.

– in vitro ცდებით დადგენილია, რომ ლინკომიცინისა და ერითრომიცინს შორის არსებობს ანტაგონიზმი, რის გამოც მათი ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.

– ლინკომიცინი შეუთავსებელია ნოვობიოცინისა და კანამიცინის ხსნარებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგა დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი – LINCOMYCIN HYDROCHLORIDE – ЛИНКОМИЦИН ГИДРОХЛОРИД

საერთაშორისო დასახელება:

LINCOMYCIN

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ლინკომიცინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; ლინკოზამიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 30%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი ……… 300 მგ

 

ვრცლად ლინკოცინი

ლინკასი – LINCUS – ЛИНКАС

სამკურნალწამლო ფორმა:

სიროფი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული სამკურნალო საშუალება სამკურნალო მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული. ამცირებს ხველის ინტენსიობას და ზრდის მის პროდუქტიულობას, ახდენს ამოსახველებელ, მუკოლიტურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები:

  • სასუნთქი გზების ინფექციურ– ანთებითი დაავადების სიმპტომატური თერაპია, რომელიც მიმდინარეობს ხველით ძნელად გამოსაყოფი ნახველით (გრიპის, მწვავე რესპირატორული დაავადების, ბრონქიტის, ტრაქეობრონქიტის, პნევმონიის, „მწეველების“ ბრონქიტის დროს).

უკუჩნებები:

*ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია.

სიფრთხილით:

3 წლამდე ბავშვთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რექციები.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით. ბავშვები 3–დან 8 წლამდე – 1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში;

8–დან 18 წლამდე – 1 ჩაის კოვზი 4–ჯერ დღეში.

მოზრდილები – 2 ჩაის კოვზი 3–4–ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითბები:

სიროფი შიეცავს საქაროზას (70%), რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ასევე პაციენტებში, რომელებიც იმყოფებიან ჰიპოკალორიულ დიეტაზე.

ურთიერთქმედება:

არ არის სასურველი ერთდროული მიღება ხველის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთდ, რომლებიც ნახველის გამოყოფას ამცირებენ.

ლინექსი – LINEX – ЛИНЕКС

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავის ფლორის მაკორეგირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 16 ც. ან ბოთლში 16 ც.

1 კაფს.

ლიოფილიზირებული ბაქტერიები:

Lactobacillus acidophillus,

Bifidobacterium infantis v. liberorum,

Streptococcus faecium…………………    1.2X107

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლინექსი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის ნაწლავის სხვადასხვა ნაწილიდან გამოყოფილი ბუნებრივი მიკროფლორის კომპონენტები.

ლინექსის შემადგენლობაში შემავალი ბიფიდობაქტერია, ლაქტობაცილები და არატოქსიკური რძემჟავას ენტეროკოკები ინარჩუნებენ და არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას და უზრუნველყოფენ მის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს:  ქმნიან არახელსაყრელ პირობებს აპათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის. მონაწილეობენ B1, B2, და PP ვიტამინების, ფოლის მჟავას, K და E ვიტამინების, ასკორბინის მჟავას სინთეზში; უზრუნველყოფენ ორგანიზმის B6, B12 ვიტამინებით და ბიოტინით მოთხოვნილებას; პრეპარატი გამოიმუშავებს რძემჟავას და ამცირებს ნაწლავის შიგთავსის pH-ს, რაც იწვევს რკინის, კალციუმის, ვიტამინ D-ს შეწოვის გაუმჯობესებას.

რძემჟავას ბაქტერიები უზრუნველყოფენ ცხიმების, ცილების და რთული ნახშირწყლების დაშლას. ნახშირწყლები და ცხიმები, რომლებიც არ შეიწოვებიან მსხვილ ნაწლავში, განიცდიან უფრო ღრმა დაშლას მსხვილ ნაწლავში ანაერობებთან ერთად (მათ შორის ბიფიდობაქტერიებით).

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ჩვილ ბავშვებში აადვილებენ ცხიმების გადამუშავებას (ბიფიდობაქტერიის ფოსფოპროტეინ-ფოსფატაზა მონაწილეობს რძის კაზეინის მეტაბოლიზმში) და ასევე მონაწილებენ ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში.

ლინექსი შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური კვლევის შესახებ რთული ბიოლოგიური ნივთიერებების შემთხვევაში, როდესაც ეს ნივთიერებები შეიცავენ სხვადასხვა მოლეკულურ მასას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში (მათ შორის ჩვილ ბავშვებში) და მოზრდილებში დისბაქტერიოზის სამკურნალოდ (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობისას).

მიღების წესი და დოზირება:

ჩვილ და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში 1 კაფსულის ოდენობით ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება 3-ჯერ დღეში 1-2 კაფსულის ოდენობით ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს არ შეუძლია პრეპარატის გადაყლაპვა, საჭიროა იგი გავხსნათ და შევურიოთ მცრიე რაოდენობის სითხეში (ჩაი, წვენი, წყალი).

მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში 2 კაფსულის ოდენობით ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამომწვევ მიზეზებზე.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რის გამოც ამ დროს მისი გამოყენება შესაძლებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* რეპარატის ცხელ სასმელთან ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.

* მკურნალობის პერიოდში სასურველია თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.

პრეპარატში შემავალი რძემჟავას ბაქტერიები ურთიერთქმედებენ რძის პროდუქტებთან, რაც იწვევს ალერგიის განვითარებას, რომლის დროსაც საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება:

არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

ლინექსის ერთდროული გამოყენება ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან დასაშვებია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C  ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლინდინეტი 30 – LINDYNETTE 30 – ЛИНДИНЕТЕ 30

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; GESTODENE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ეტინილესტრადიოლი+გესტოდენე

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მონოფაზური პერორალური კონტრაცპტივი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 21 და 3X21 ც.

1 ტაბ.

ეტინილესტრადიოლი ……………  0.03 მგ

გესტოდენე   ……………………..    0.075 მგ

 

ვრცლად ლოგესტი (დოზირება ინდივიდუალური)

ლინდინეტი 20 – LINDYNETT 20 – ЛИНДИНЕТ 20

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; GESTODENE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ეტინილესტრადიოლი+გესტოდენე

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კონტრაცეპტული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 21 და 3X21 ც.

1 ტაბ.

ეტინილესტრადიოლი ……..  0.02 მგ

გესტოდენე ………………….   0.075 მგ

 

ვრცლად ლოგესტი

ლიმფომიოზოტი – LYMPHOMYOSOT – ЛИМФОМИОЗОТ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლიმფის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Myosotis arvensis D3 ……………..15 მგ
Veronica officinalis D3 …………..15 მგ
Teucrium scorodonia D3 ………..15 მგ
Pinus sylvestris D4 ……………….15 მგ
Gentiana lutea D5 ………………..15 მგ
Equisetum hiemale D4 …………..15 მგ
Sarsaparilla D6 ……………………15 მგ
Scrophularia nodosa D3 …………15 მგ
Juglans regia D3 ………………….15 მგ
Calcium phosphoricum D12 ……..15 მგ
Natrium sulfuricum D4 ……………15 მგ
Fumaria officinalis D4 …………….15 მგ
Levothyroxin D12 ………………….15 მგ
Araneus diadematus D6 ………….15 მგ
Geranium robertianum D4 ………30 მგ
Nasturtium aquaticum D4 ……….30 მგ
Ferrum jodatum D12 ……………..30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს სადეზინტოქსიკაციო და სადრენაჟო საშუალებას და ხელს უწყობს მეზენქიმიდან შლაკების გამოდევნას ღვიძლის დაავადებების დროს და პრეკანცეროზების და სიმსივნეების შემთხვევაში.

ჩვენებები:

  • ლიმფატიზმი, ლიმფური ორგანოების პათოლოგიური, ექსუდაციური და ლიმფატიური დიათეზი, ლიმფური კვანძების გადიდება, სისუსტე, სკროფულოზი, ნუშურების ჰიპერტროფია, ქრონიკული ტონზილიტი;
  • სომატიური და გონებრივი განვითარების დარღვევები, შეშუპებების და ინფექციებისადმი მიდრეკილება;
  • ასევე, კარდიული და თირკმლისმიერი შეშუპებები (ნეფრიტი, ნეფროზი, სხვა ნეფროპათიები),
  • ლიმფური სითხის მიმოქცევის დარღვევა ოპერაციის ან ტრამვის შემდგომ პერიოდში (ლიმფატიური შეშუპებები);
  • ნეიროდერმიტები, ეგზემები, ენდოგენური დერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები:

* ფარისებური ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Don`t copy text!