Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 559

ლაქტო-G – LAQTO-G – ЛАКТО-G

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება. ეუბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

პრეპარატის 1 გ (2 კაფსუალ) შეიცავს 10X109 CFU/g ცოცხალ რძემჟავა ლიოფილიზირებულ ბაქტერიებს: Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium infantis და ფრუქტოოლიგოსაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას.

ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის; მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების (B,K…) სინთეზში, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები – ბუნებრივი პოლისაქარიდები წარმოადგენენ პრებიოტიკებს – ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების – ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლებიან საჭმლის მომნელებლი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევენ ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

ჩვენებები:

  • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის – დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებით და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს);
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).

მიღების წესი და დოზირება:

  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე.
  • 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე.
  • 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამოწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენებები:

* მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

განსაკუთრებული მითითებები:

რეკომენდებული არ არის პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლაქტო-G-ის სხვა პრეპარატებთან არასასურველი გავლენა არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლაქტინეტი – LACTINETTE – ЛАКТИНЕТ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

0.075 მგ დეზოგესტრელი თითოეულ გარსით დაფარულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზის მონოჰიდრატი

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი ტაბლეტის ბირთვი :

ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K-30, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, DL-α- ტოკოფეროლი

ტაბლეტის გარსი:

ოპადრი II, 85F28751 თეთრი (ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 3000, პოლივინილის სპირტი)

სამკურნალო ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ერთ მხარეს მარკირებით ,,D’’ და მეორე მხარეს “75”

ფარმაკოლოგიური თვისებები

შემოგარსული ტაბლეტები შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს -დეზოგესტრელს. ისევე როგორც სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ პროგესტაგენს, ლაქტინეტი მისაღებია, პირველ რიგში, კონტრაცეპციისთვის ლაქტაციის პერიოდში. ან იმ ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ სურთ ესტროგენების შემცველი პრეპარატების მიღება.

ტრადიციული ტაბლეტებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს, ლაქტინეტის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია პირველ რიგში ოვულაციის ინჰიბირებაზე. პრეპარატის სხვა ეფექტებს მიეკუთვნება ასევე საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ვისკოზურობის მატება.

ორი ციკლის განმავლობაში დაკვირვებისას და ოვულაციის განსაზღვრაზე დაყრდნობით, (პროგესტერონის დონე 5 დღის განმავლობაში >16 ნმოლ/ლ), ოვულაციის სიხშირე ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს, იყო 1% (1/103) 95% დამაჯერებლობის ინტერვალის დროს 0.02-5.29% (მხედველობაში იქნა მიღებული შეცდომები, რომლებიც იყო გამოკვლევის მეთოდის შედეგი). ოვულაციის ინჰიბირება მოხდა პრეპარატის მიღების პირველ ციკლში. იმავე გამოკვლევაში, სადაც შეწყვიტეს დეზოგესტრელის გამოყენება ორი ციკლის შემდეგ (56 დღის შემდეგ), ვეზიკულური ფოლიკულის ოვულაცია მოხდა საშუალოდ 17 (7-30) დღის შემდეგ.

ეფექტურობის ერთ-ერთ კვლევაში (სადაც შემდგომი ტაბლეტის მიღების შეფერხება არ აღემატებოდა 3 საათს), პერლის ინდექსის მნიშვნელობა იყო 0.42 ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ დეზოგესტრელს 1.6-თან შედარებით ჯგუფში, რომელიც იღებდა 30 მკგ ლევონორგესტრელს (95% დამაჯერებლობის მაჩვენებელი ინტერვალით 0.09-1.20).

პერლის ინდექსის მნიშვნელობა შეადარეს იგივე ინდექსის მნიშვნელობას პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტივების ჯგუფიდან, რომელსაც იყენებდნენ ადრე მთელი პოპულაციისთვის. დეზოგესტრელის გამოყენება იწვევს ესტრადიოლის დონის დაწევას, რომელიც დამახასიათებელია ასეთივესთვის ადრეულ ფოლიკულურ სტადიაზე.

კლინიკურად არ შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი ზემოქმედებები ნახშირწყლების, ცხიმების ცვლაზე და სისხლის შედედებაზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

დეზოგესტრელი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და გარდაიქმნება ეთონოგესტრელად. შტაბილური (“steady-state”) კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1.8 საათის შემდეგ. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%.

განაწილება

ეთონოგესტრელის 95.5-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, პირველ რიგში ალბუმინს და ნაკლებად გლობულინებს, რომლებიც აკავშირებენ სასქესო ჰორმონებს (SHBG) .

მეტაბოლიზმი

ჰიდროქსილიზაციის და დეჰიდროგენიზაციის გზით დეზოგესტრელი მეტაბოლიზდება აქტიურ მეტაბოლიტად ეთონოგესტრელად, რომელიც შემდგომში მეტაბოლიზდება სულფატით და გლუკურონიდით კონიუგაციის გზით.

ელიმინაცია

ეთონოგესტრელის ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. ერთჯერად და მრავალჯერად გამოყენებას შორის განსხვავება არ არის. Mსტაბილური მდგომარეობა (“steady-state”) პლაზმაში მიიღწევა 4-5 დღის შემდეგ. ინტრავენური შეყვანისას ეთონოგესტრელის კლირენსი სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 10 ლ საათში. ეთონოგესტრელის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ხორციელდება თავისუფალი სტეროიდების ან კონიუგატების სახით შარდით და განავლით (1.5:1 პროპორციით). ეთონოგესტრელი გამოიყოფა დედის რძეში 0.37:0.55 რძე/პლაზმა პროპორციით. ამ ფაქტებზე დაყრდნობით და დედის რძის ყოველდღიური მოხმარების 150 მლ/დღე გათვალისწინებით, დაახლოებით 0.01-0.05 მკგ ეთონოგესტრელი შეიძლება მოხვდეს ახალშობილის ორგანიზმში დედის რძით.

პრეპარატის უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ტოქსიკოლოგიურმა გამოკვლევებმა არ დაადასტურეს დეზოგესტრელის სხვა ეფექტები, რომლებიც არ იხსნება მისი ჰორმონალური მოქმედებით.

ჩვენებები:

პერორალური კონტრაცეპცია

მიღების წესები და დოზები

ტაბლეტების მიღება აუცილებელია შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს, ისე, რომ ინტერვალი ორი ტაბლეტის მიღებას შორის იყოს 24 საათი. პირველი ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს, შემდგომში აუცილებელია ყოველდღიურად ერთი ტაბლეტის მიღება მიუხედავად სისხლდენის შესაძლო გამოვლინებისა. ერთი შეფუთვის დამთავრების შემდგომ მომდევნო დღეს აუცილებელია შემდეგი შეფუთვის დაწყება.

ლაქტინეტის პირველი მიღება

ქალები, რომლებიც არ იღებდნენ ჰორმონალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს წინა თვეებში:

ტაბლეტების მიღების დაწყება უნდა მოხდეს მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (მენსტრუალური სისხლდენის პირველი დღე). ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ასევე მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პირველი შვიდი დღის განმავლობაში რეკომენდებულია დამატებითი დაცვითი ზომების მიღება.

პირველ ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ:

რეკომენდებულია ტაბლეტების მიღების დაწყება უშუალოდ ორსულობის შეწყვეტის შემდეგ I ტრიმესტრში. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი გამოყენებული იქნას კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდები.

მშობიარობის შემდეგ ან ორსულობის შეწყვეტისას II ტრიმესტრში:

ლაქტინეტის მიღება მშობიარობის შემდეგ ან ორსულობის შეწყვეტისას II ტრიმესტრში შასაძლებელია პირველი მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისთანავე. თუ მშობიარობას ან II ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტასა და ჩასახვის საწინააღდმეგო პრეპარატების დაწყებას შორის 21-ზე დღეზე მეტი გავიდა, აუცილებელია ახალი ორსულობის შესაძლებლობის გამორიცხვა და რეკომენდებულია დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.

ლაქტინეტის მიღების დაწყების მეთოდი ქალებისთვის, რომლებიც იყენებენ კონტრაცეპციის სხვა მეთოდებს

სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივიდან ლაქტინეტის ტაბლეტებზე გადასვლა:

ლაქტინეტის დაწყება უნდა მოხდეს წინა ჰორმონშემცველი პრეპარატის ბოლო ტაბლეტის დასრულებისთანავე. ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება.

პროგესტერონის შემცველი პრეპარატებიდან (მინი-ტაბლეტები, ინექციები, იმპლანტატები, საშვილსნოსშიდა სპირალები, რომლებიც შეიცავენ პროგესტერონს) ლაქტინეტის ტაბლეტებზე გადასვლა:

მინი-ტაბლეტებიდან გადასვლა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დღეს. ქალებში, რომლებიც სარგებლობენ იმპლანტატებით, მათი ამოღების დღიდან, ხოლო ინექციის შემთხვევაში – შემდეგი ინექციის ნაცვლად აუცილებელია ლაქტინეტის ტაბლეტების მიღების დაწყება.

ღონისძიებები, რომელთა გატარება აუცილებელია ლაქტინეტის ტაბლეტების გამოტოვებისას

ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს თუ მორიგი ტაბლეტის მიღების დაყოვნება აღემატება 36 საათს.

შეფერხება, რომელიც არ აღემატება 12 საათს:

აუცილებელია გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება სწრაფად მიღება, და შემდგომში ტაბლეტების მიღების გაგრძელება დანიშნულ დროს.

დაყოვნება, რომელიც აღემატება 12 საათს:

აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება 7 დღის განმავლობაში.

თუ ტაბლეტის გამოტოვება მოხდა ლაქტინეტის ტაბლეტების მიღების პირველი კვირის განმავლობაში, და ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს, აუცილებლად გასათვალისწინებელია ორსულობის დადგომის შესაძლებლობა.

ტაბლეტების მიღების მომენტიდან 3-4 საათის განმავლობაში ღებინების შემთხვევაში აუცილებელია ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებსაც ახორციელებდით ლაქტინეტის ტაბლეტის მიღების გამოტოვებისას ან შეფერხებისას.

კონტროლი/ექიმის კონსულტაცია

ლაქტინეტის ტაბლეტების დანიშვნამდე აუცილებელია შესაბამისი ანამნეზის შეგროვება და პაციენტის ყურადღებით გამოკვლევა ორსულობის გამორიცხვის მიზნით. პრეპარატის დანიშვნამდე აუცილებელია მენსტრუალური ციკლის ისეთი დარღვევების გამოკვლევა, როგორიც არის ოლიგომენორეა და ამენორეა.

პერიოდული კონტროლის ხასიათი ისაზღვრება ექიმის მიერ.

ტაბლეტების რეგულარული მიღების მიუხედავად შეიძლება აღინიშნოს მენსტრუალური სისხლდენის დარღვევა. ხშირი ან არარეგულარული სისხლდენისას აუცილებელია კონტრაცეპციის სხვა მეთოდებზე გადასვლა. თუ ასეთი სიმპტომები არ იხსნება, აუცილებელია პაციენტის შემდგომი გამოკვლევა. ამენორეის მკურნალობა ტაბლეტების მიღებისას დამოკიდებულია იმაზე, დაცული იყო თუ არა ტაბლეტების მიღების დანიშნული რეჟიმი, და საჭიროებს ორსულობაზე ტესტის ჩატარებას.
ორსულობის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ლაქტინეტის ტაბლეტები არ იცავს აივ ინფექციისგან (შიდსი) და სხვა ვენერიული დაავადებებისგან.

გვერდითი მოვლენები

ა) კლინიკური გამოკვლევების დროს მეტნაკლებად ხშირად აღინიშნებოდა მენსტრუალური ციკლის დარღვევები.

მენსტრუალური სისხლდენის დარღვევის ზოგიერთი სახე აღინიშნებოდა იმ ქალების 50%-ში, რომლებიც იღებდნენ დეზოგესტრელს. რამდენადაც დეზოგესტრელი აბლოკირებს ოვულაციას 100%-ით მასთან შედარებით, ასეთი არარეგულარული სისხლდენები შეინიშნებოდა უფრო ხშირად მხოლოდ პროგესტერონის შემცველი ტაბლეტების მიღებისას. ქალების 20-30%-ში სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს უფრო ხშირად, 20%-ში ნაკლებად ან საერთოდ გაქრეს. სისხლდენა შეიძლება გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივად.

რამდენიმე თვის განმავლობაში პრეპარატის მიღებისას სისხლდენის სიხშირე როგორც წესი მცირდება. ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაცია და მენსტრუალური კალენდრის წარმოება აუმჯობესებს იმ პაციენტების მიმღებლობას, რომლებსაც აქვთ მენსტრუალური ციკლის ასეთი დარღვევები. კლინიკურ გამოკვლევებში მეტნაკლებად ხშირი არასასურველი ეფექტი არის ((>2.5%): აკნე, განწყობის დარღვევა, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, ღებინება და სხეულის მასის მატება.

ცხრილში ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტები განისაზღვრა როგორც პრეპარატთან დაკავშირებული ან სავარაუდოდ დაკავშირებული:

არასასურველი ეფექტების სიხშირე

 

ორგანოთა სისტემა

ხშირი ≥ 1/100

არახშირი ≥ 1/1000.

იშვიათი

კანის და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები და სიმპტომები

აკნე

ალოპეცია

კანის გამონაყარი, ურტიკარული გამონაყარი, კვანძოვანი ერითემა

ფსიქიური დაავადებები

განწყობის ლაბილურობა, ლიბიდოს დაქვეითება

მომატებული დაღლილობა

თვალის დაავადებები და სიმპტომები

ჩივილები კონტაქტური ლინზების გამოყენებისას

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები და სიმპტომები

გულისრევა

ღებინება

სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების დაავადებები და სიმპტომები

სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, სისხლდენის არარეგულარობა, ამენორეა

ვაგინიტი,დისმენორეა,
საკვერცხეების კისტები

ზოგადი სიმპტომები, ადგილობრივი რეაქციები

თავის ტკივილი, სხეულის მასის მატება

 

გ) არასასურველი ეფექტების (მძიმე) ჩამონათვალი ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებს, იხილეთ 4.4 განყოფილებაში. ასეთ არასასურველ გვერდით ეფექტებს წარმოადგენს არტერიული და ვენური თრომბოემბოლია, ჰორმონ-დამოკიდებული სიმსივნეები (მაგალითად ღვიძლის სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის კიბო) და ქლოაზმა.

უკუჩვენება

• დადგენილი ორსულობა ან ეჭვი ორსულობაზე

• თრომბოემბოლია

• ამჟამად ღვიძლის დაავადება ან ანამნეზში ღვიძლის მძიმე დაავადებები ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების ნორმალიზებამდე.

• პროგესტერონ-დამოკიდებული სიმსივნეები

• უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან

• მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ პროგესტერონის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მდედრი-ემბრიონების მასკულინიზაცია. ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემებმა გვიჩვენეს, რომ ახალშობილებს შორის, რომელთა დედები შემთხვევით იღებდნენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ორსულობის ადრეულ პერიოდში, არ აღინიშნებოდა არც ტერატოგენული ეფექტის გამოვლენა, არც განვითარების შეფერხება. სამკურნალო პრეპარატების უსაფრთხოების მონაცემებმა, რომლებიც შეკრიბეს დეზოგესტრელის შემცველ პერორალურ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებით, არ დაადასტურეს ასეთი მომატებული რისკის არსებობა.

ლაქტინეტის ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.

ლაქტაცია:

დეზოგესტროლი არ ახდენს ზეგავლენას დედის რძის გამოყოფაზე და ხარისხზე. მაგრამ მისი მეტაბოლიტი ეთონოგესტრელი გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობით. შედეგად, დაახლოებით 0.01-0.05 მკგ/კგ ეთონოგესტრელი შეიძლება ყოველდღიურად მოხვდეს ახალშობილის ორგანიზმში (დღეში რძის რაოდენობა 150 მლ/კგ). 7 თვის განმავლობაში შეკრებილი მონაცემების მიხედვით დეზოგესტრელი არ წარმოადგენს რისკს ძუძუთა ასაკის ბავშვებისთვის, თუმცაღა ხანგრძლივი დაკვირვების მონაცემები არ არსებობს. ამის მიუხედავად, აუცილებელია ახალშობილის ზრდაზე და განვითარებაზე დაკვირვება.

განსაკუთრებული მითითებები

ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მდგომარეობის/რისკ-ფაქტორის გამოვლენისას დეზოგესტრელის შემცველი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია მოსალოდენელი სარგებლის და შესაძლო რისკის ინდივიდუალური განხილვა. ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის გამოვლენის ან გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ექიმი გადაწყვეტს დეზოგესტრელის შემცველი პრეპარატის გაგრძელების ან შეწყვეტის საკითხს.

როგორც წესი, ასაკთან ერთად მატულობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი. პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას რამდენადმე მატულობს სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი. პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ხანგრძლივობის მიუხედავად რისკის ზრდა ნელ-ნელა მცირდება 10 წლის განმავლობაში მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ პაციენტის ასაკი არ ახდენს გავლენას ამ რისკის ზრდაზე.

დიაგნოსტირებული შემთხევევების სავარაუდო რაოდენობა ყოველი 10 000 ქალის გათვალისწინებით, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს (პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან გავიდა 10 წელი) და იმ ქალების რიცხვთან შედარება, რომლებიც არასოდეს იღებდნენ პერორალურ კონტარცეპტივებს ამ დროის პერიოდში შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში : 4.5/4 (16-19 წელი), 17.5|16 (20-24 წელი), 48.7/ 44 (25-29 წელი), 110/100 (30-34 წელი), 180/160 (35-39 წელი) და 260/230 (40-44 წელი) შემთხვევები.

იმ ქალებს შორის, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ პროგესტერონის შემცველ პრეპარატებს, რისკი სავარაუდოდ არის იგივე ნაირი, როგორიც იმ ქალებს შორის, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს. თუმცაღა პროგესტერონის შემცველი პრეპარატების შემთხევევაში ეს ფაქტი ნაკლებად დასაბუთებულია. სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკთან შედარებით მთელი ცხოვრების მანძილზე მომატებული რისკი, რომელიც დაკავშირებულია პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასთან, არის ნაკლები. როგორც წესი, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირება იმ ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კონტარცეპტივებს, ხდება შედარებით ადრეულ სტადიაზე, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც არ იღებენ კონრაცეპტივებს. ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ეს მომატებული რისკი შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის მანამდე დიაგნოსტირებული კიბოს, პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების ან ორივე ფაქტორის შედეგი. ვინაიდან არ შეიძლება პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების შესაძლებლობის გამორიცხვა, აუცილებელია რისკი/სარგებლის ინდივიდუალური ანალიზი იმ ქალებში, რომლებშიც დადასტურდა სარძევე ჯირკვლის კიბო მხოლოდ დეზოგესტრელის შემცველი პრეპარატის მიღების პერიოდში, ან მათში, რომლებმაც ადრე გადაიტანეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე.

ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევისას აუცილებელია სპეციალისტის ფრთხილი დაკვირვება და კონსულტაცია. ასევე არ შეიძლება პროგესტერონის ბიოლოგიური მოქმედების გამორიცხვა ღვიძლის კიბოს დროს, აუცილებელია მოსალოდენელი რისკი/სარგებლის ინდივიდუალური ანალიზი ღვიძლის კიბოსთან დაკავშირებით.

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები ადასტურებენ, რომ არსებობს კავშირი კომბინირებული პერორალური პრეპარტების მიღებას და ვენოზური თრომბოემბოლიური დაავადებების განვითარების სიხშირეს შორის (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოზი). მიუხედავად იმისა, რომ დეზოგესტრელის შემცველ პრეპარატის მიღების კლინიკური მნიშვნელობა ესტროგენული კომპონენტის არარსებობის შემთხვევაში არ არის ცნობილი, აუცილებელია ლაქტინეტის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა.

ქალებმა, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიური დაავადება, უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთი პრობლემა შეიძლება კვლავ გაჩნდეს.

დაავადების ან ოპერაციის შედეგად ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის დროს აუცილებელია სწორად შეფასდეს ლაქტინეტის ტაბლეტების დროებითი შეწყევტის შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია პროგესტერონის ზემოქმედება ინსულინის მიმართ პერიფერიულ რეზისტენტობაზე და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, არ არსებობს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების მეთოდების ცვლილების დასაბუთება პროგესტერონის შემცველი საშუალებების გამოყენების შემთხევევაში. რეკომენდირებულია რეგულარული დაკვირევება შაქრიანი დიბეტით დაავადებულებზე ლაქტინეტის ტაბლეტების მიღების I თვის განმავლობაში.

ლაქტინეტის მიღება იწვევს პლაზმაში ესტრადიოლის დოზის შემცირებას, რომელიც იზომება ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში. ამჟამად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ახდენს თუ არა ესტრადიოლის დოზის დაქვეითება მნიშვნელოვან კლინიკურ ზეგავლენას ძვლების მინერალურ შემადგენლობაზე.

ტრადიციული ტაბლეტების მიღება, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტერონს, საშვილოსნოსგარე ორსულობის თავიდან აცილების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია ოვულაციის მომატებულ სიხშირესთან, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია პროგესტერონის შემცველი პრეპარატებით, არ არის ისეთი ეფექტური, როგორც კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება.

იმის მიუხედავად რომ პრეპარატი იწვევს მყარ ანოვულაციას, ამენორეის ან აბდომინალური ტკივილის გამოვლენისას დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარების დროს, აუცილებელია საშვილოსნოსგარე ორსულობის გათვალისწინებაც.

ხანდახან შეიძლება გამოვლინდეს სახის კანის ჰიპერპიგმენტაცია, განსაკუთრებით ქალებში, რომლებშიც ორსულობის პერიოდში შეინიშნებოდა ქლოაზმა (Chloasma gravidarum). ქალებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ქლოაზმის მიმართ, თავი უნდა აარიდონ ულტრაიისფერ დასხივებას და მზეზე ყოფნას ლაქტინეტის ტაბლეტების გამოყენებისას.

ქალებმა, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ლაქტოზის მიმართ, აუცილებლად უნდა გაითვალსიწინონ, რომ ლაქტინეტის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 67.445 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული გალაქტოზის მიმართ თანდაყოლილი აუტანლობის, საამის ლაქტაზის უკმარისობის ან გლუკოზის და გალაქტოზის აბსორბციის დარღვევის დროს.

პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

დეზოგესტრელი მხოლოდ მინიმალური ან უმნიშვნელო ხარისხით ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვაზე

ჭარბი დოზირება

პრეპარატის დოზის გადაჭარბებით ჯანმრთელობის მძიმე დარღვევის შესახებ მონაცემები არ არსებობს. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, ღებინება, ახალგაზრდა გოგონებში შეიძლება გამოვლინდეს საშვილოსნოდან უმნიშვნელო სისხლდენები. პრეპარატს ანტიდოტი არ გააჩნია. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგად შესაძლებელია უწყვეტი სისხლდენის გამოვლენა და/ან კონტრაცეპციის ეფექტურობის დაქვეითება. ეს ურთიერთქმედებები აღწერილია სამეცნიერო ლიტერატურაში (პირველ რიგში კომბინირებული და ხანდახან მხოლოდ პროგესტერონ-შემცველი პრეპარატების შემთხვევაში). ასეთი ურთიერთქმედება დადასტურებულია ჰიდანტოინების (მაგალითად ფენიტოინი), ბარბიტურატების (მაგალითად ფენობარბიტალი), პრიმიდონის, კარბამაზეპინის და რიფამპიცინის შემთხევევაში, სავარაუდოა ოქსკარბეზეპინის, ტოპირამატის, რიფაბუტინის, ფელბამატის, რიტონავირის, ნელფინავირის, გრიზეოფულვინი და სამკურნალო მცენარე “კრაზანას” (Hypericum perforatum) შემთხვევაში .

ფერმენტული ინდუქციის მაქსიმუმის მისაღწევად, როგორც წესი, აუცილებელია 2-3 კვირა, რის შემდეგაც ფერმენტული აქტივობა რჩება აწეული მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში, პრეპარატის შეწყვეტის მიუხედავად.

ქალებში, რომლებიც იყენებენ ენზიმურ ინდუქტორებს, რეკომენდებულია კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების ან სხვა არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება.

ნახშირის პრეპარატების გამოყენებისას სტეროიდული ჰორმონების შეწოვა შეიძლება შემცირდეს, რაც ამცირებს ჩასახვის საწინააღდმდეგო ტაბლეტების ეფექტურობას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზემოთ მოცემული ღონისძიებების გატარება, რომლებიც შეესაბამაბა ლაქტინეტის ტაბლეტების შეფერხებას ან გამოტოვებას

შენახვის პირობები და ვადები

შენახვის ვადა 3 წელი

ინახება თავის ორიგინალურ შეფუთვაში +15oC _ +25 oC სინათლისგან დაცულ ადგილას.

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი, ან ნარჩენები უნდა ექვემდებარებოდეს განადგურებას ადგილობრივი წესების და დადგენილებების შესაბამისად.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით

ლაქტალი – LACTAL – ЛАКТАЛ

საერთაშორისო დასახელება:

lactid acid, glykogen

მწარმოებელი: Kullgren Pharma, შვედეთი

კლინიკურ
–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5 მლ ტუბი N7

1 ტუბის შემადგენლობაში შედის: რძემჟავა, გლიკოგენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვაგინალური გელი ლაქტალი შეიცავს რძემჟავას, რომელიც აქვეითებს ვაგინალური pH -ის დონეს, მჟავე გარემო დადებითად მოქმედებს ნორმალურ ვაგინალურ მიკროფლორაზე და თრგუნავს პათოგენური და პირობით-პათოგენური ფლორის ზრდას. ლაქტალის შემადგენლობაში შემავალი გლიკოგენი უზრუნველყოფს საკვებით რძემჟავა ბაქტერიებს. დაქვეითებული ვაგინალური pH -ის მაჩვენებელი და შესაბამისი საკვები აღადგენს ნორმალურ ვაგინალურ ბალანსს, ვაგინალური მიკროფლორა აღდგება, ამავდროულად ეფექტურად შესუსტდება გამონადენი, დისკომფორტი და უსიამოვნო სუნი.

ლაქტალური ვაგინალური გელი კურნავს და ხელს უშლის ბაქტერიული ვაგინოზის რეციდივის განვითარებას ბუნებრივი გზით.

ჩვენებები:

ბაქტერიული ვაგინოზი (ქრონიკული, მორეციდივე);

ვაგინალური ინფექციების მკურნალობის შემდეგ, ნორმალური მიკროფლორის აღდგენის მიზნით;

საშოს ბუნებრივი pH -ის შენაჩუნება და ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა (ყოველდღიური საფენების და ტამპონების ხშირი გამოყენებისას).

მიღების წესები და დოზები:

მკურნალობა

ბაქტერიული ვაგინოზი –1 ტუბი დღეში 7 დღის განმავლობაში

შენარჩუნება და პრევენცია;

ბუნებრივი pH-ის ბალანსის შენარჩუნება და სიმპტომების განმეორების პრევენცია –1 ტუბი ყოველ მესამე დღეს 3 თვის განმავლობაში;

ანტიბიოტიკების მიღების დროს pH-ის დონის შენარჩუნება  –   1 ტუბი დღეში კურსის ბოლოს 4-5 დღის განმავლობაში;

სიმპტომების განმეორება მენსტრუაციის დროს –1 ტუბი მენსტრუაციის ბოლოს 1-2 დღის განმავლობაში;

მოახრახნეთ თავი და ტუბის მთელი ყელი მოათავსეთ საშოში, გამოდევნეთ შიგთავსი. ლაქტალის გამოყენება უმჯობესია ძილის წინ. სასურველია საფენის გამოყენება, ვინაიდან ხშირია მცირე გამონაჟონი, რაც არ ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას ვაგინალური გელი ლაქტალი გამოცდილია და კლინიკურად ტესტირებული.

კლინიკურმა კვლევებმა უჩვენეს, რომ ლაქტალის ფორმულა უსაფრთხო და ეფექტურია.

მისი გამოყენება შეიძლება ორსულობის და მენსტრუაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

ვაგინალური გელი ლაქტალის გამოყენებამ თანმხლები სოკოვანი ინფექციის ან საშოს ქსოვილში ნახეთქების არსებობის დროს შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი მწიწკვნელი ტკივილი, რაც დროებითია და სწრაფად გაივლის.

ვაგინალური გელი ლაქტალი არ გამოიყენება დაორსულების სურვილის შემთხვევაში, ვინაიდან დაბალი pH ნაკლებად ხელსაყრელი გარემოა სპერმისათვის. ნუ გამოიყენებთ მას როგორც კონტრაცეპტივს.

ლაქსიდილი – LAXYDYL – ЛАКСИДИЛ

საერთაშორისო დასახელება:

BISACODYL

მწარმოებელი: MARION BIOTECH

მოქმედი ნივთიერება: ბისაკოდილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

ბისაკოდილი …………….  5 მგ

 

ვრცლად ბისაკოდილი

ლატიკორტი – LATICORT – ЛАТИКОРТ

საერთაშორისო დასახელება:

HYDROCORTISONE-17 BUTYRATE

მწარმოებელი: Pharmaceutical Company  JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 0.1%: ტუბში 15 გ

ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი  …………….  1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ცეტოსტეარული სპირტი, ცეტომაკ?როგოლი, თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონის მჟავა, წყალი.

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ

1 გ

ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი ………..1 მგ

დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 0.1%:

პოლიპროპილენის ფლაკონში 20 მლ

1 მლ

ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი ……………1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცერინი, პოლივინილპიროლიდონი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისბები:

პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • კანის ალერგიული, სებორეული და კონტაქტური ანთებები;
  • ეგზემა (კონტაქტური, ბავშვების, ქრონიკული);
  • ფსორიაზი;
  • წითელი მგლურა;
  • დერმატომიოზიტი;
  • ძლიერი ქავილით მიმდინარე კანის დაავადებები;
  • ფოტოდერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:

  • პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად. გამოყენების სიხშირესა და წესს ნიშნავს ექიმი.
  • კრემი და მალამო დაიტანება დაზიანებულ უბანზე  1-3-ჯერ დღე-ღამეში.
  • ხსნარის მცირე რაოდენობა წაისვით კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე; მკურნალობის დასაწყისში პრეპარატით სარგებლობენ არა უმეტეს 2-4-ჯერ დღე-ღამეში, დადებითი დინამიკის გამოვლინებისას – 1-2-ჯერ დღე-ღამეში. ხსნარის გამოყენება ოკლუზიური სახვევის ქვეშ არ შეიძლება.
  • პრეპარატის გამოყენება 2 კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება. თუკი აუცილებლობა არ მოითხოვს, დღეღამის განმავლობაში არ გამოიყენოთ ხსნარის 2 გ-ზე მეტი, ხოლო 1 კვირის განმავლობაში – 1 შეფუთვაზე მეტი.
  • სახის კანზე არ გამოიყენოთ 1 კვირაზე მეტ ხანს. 2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღე-ღამეში კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

უკუჩვენებები:

* კანის ბაქტერიული, ვირუსული და მიკოზური ინფექციები, ახალწარმონაქმნები და კანის კიბოსწინა მდგომარეობები, ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი, წამლის მიმართ აღმოჩენილი ალერგია.

* ძალიან ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენება შესაძლოა გახდეს კანის ატროფიის მიზეზი. სახის კანზე გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაღიზიანების სიმპტომები (წვა, სიწითლე, ზედმეტი სიმშრალე).

* კანის განსაკუთრებით დიდ მონაკვეთეებე ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის რეაბსორბცია ორგანიზმის ქსოვილებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საერთო, ჰორმონალური არასასურველი მოვლენები, (შეშუპებები, ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება).

* არასასურველი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის დანიშვნა ორსული და ძუძუთი მკვებავი დედებისათვის რეკომენდებული არ არის. გამონაკლის შემთხვევებში ფრთხილად გამოიყენეთ ხანმოკლედ და კანის შეზღუდულ მონაკვეთებზე. პრეპარატი არ წაისვათ სარძევე ჯირკვლების კანზე.

* ორსულობის I ტრიმესტრში არ გამოიყენოთ.

განსაკუთრებული მითითებები:

* უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებას. ხანგრძლივად გამოყენების დროს სხეულის დიდ ზედაპირზე, იზრდება გვერდითი მოვლენების გამომჟღავნების სიხშირე და შეშუპებების, ჰიპერტენზიის, ჰიპერგლიკემიის გამოვლინების შესაძლებლობა. იმუნიტეტის დაქვეითება.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა წაისვათ ქუთუთოებზე და სახის კანზე. ფრთხილად გამიყენეთ კანის უკვე არსებული ატროფიული მდგომარეობების შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

* გლუკოკორტიკოსტეროიდით თერაპიის დროს ვაქცინაცია არ ჩაიტაროთ.

* არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

* 2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღე-ღამეში. კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის შერევა სხვა ადგილობრივად გამოყენებად წამლებთან არ შეიძლება.

კანის ცვლილებათა,( გლუკოკორტიკოსტეროიდებით, განსაკუთრებით ადგილობრივი გამოყენების), მკურნალობის დროს კანის დიდ მონაკვეთზე, ავადმყოფთა აცრა არ შეიძლება. მკურნალობის დროს არ ჩაატაროთ სხვა აცრებიც, ვინაიდან შესაძლებელია არ მოხდეს იმუნოლოგიური პასუხის გაცემა (ანტისხეულები არ ჩნდება).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-150C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლატასოპტი – LATASOPT – ЛАТАСОПТ

საერთაშორისო დასახელება:

LATANOPROST

მწარმოებელი:

ლატასოპტიარის პროდუქტი და სავაჭრო მარკაკომპანიის “World Medicine”, ინგლისი

დამზადებულია “რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, ოტოპენი, რუმინეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

0,005%-იანი ლატასოპტის თვალის წვეთები გამოდის 2,5 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ლატანოპროსტი ……………..   0,05 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. პროსტაგლანდინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლატასოპტი – არის გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. პრეპარატის აქტიური ნივთიერება – ლატანოპროსტი – წარმოადგენს F2ɑ პროსტაგლანდინის ანალოგს და FP რეცეპტორების სელექტიურ აგონისტს. წყალწყალა ნამის განდევნის გაძლიერების გზით ამცირებს თვალშიდა წნევას და ახდენს გლაუკომის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ლატანოპროსტის მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია უვეოსკლერალური განდევნის გაძლიერებასთან. არ ახდენს დადასტურებულ გავლენას წყალწყალა ნამის პროდუქციაზე და ჰემატოოფთალმურ ბარიერზე. თვალშიდა წნევის შემცირება იწყება პრეპარატის ჩაწვეთებიდან 3-4 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 8-12 საათის შემდეგ, მოქმედება გრძელდება არანაკლებ 24 საათის.

ჩვენებები:

  • მომატებული თვალშიდა წნევა პაციენტებში ღიაკუთხიანი გლაუკომით და მომატებული ოფთალმოტონუსით, მათ შორის, თვალშიდა წნევის დამწევი სხვა საშუალებების მიმართ ტოლერანტობის ან მათი არასაკმარისი ეფექტურობის დროს.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია განვითარდეს თვალების გაღიზიანება (წვა, ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება ინსტილაციის შემდეგ), ასევე, წამწამების გასქელება, დაგრძელება და გამუქება. ავადმყოფთა 1-10%-ში ვლინდება კონიუნქტივის ჰიპერემია, ტრანზიტორული წერტილოვანი ეპითელური ეროზიები, ბლეფარიტები, ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდა, თვალების ტკივილი.

ავადმყობთა 1%-ზე ნაკლებში: გამონაყარი კანზე, ქუთუთოების შეშუპება.

სხვა: ქუთუთოების კანის გამუქება, რქოვანის შეშუპება და ეროზიები, ირიტები, უვეიტები, მაკულური შეშუპება, მათ შორის, კისტოზურიც (ძირითადად, აფაკიის, ფსევდოაფაკიის, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანების ან მაკულარული შეშუპების განვითარების მომატებული საშიშროების მქონე პაციენტებში).

გამოყენების წესი და დოზები:

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

პრეპარატს აწვეთებენ დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1 წვეთს 1-ჯერ დღე-ღამეში, საღამოს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატის შემდეგი ინსტილაცია ტარდება ჩვეულ რეჟიმში (დოზა არ ორმაგდება).

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თვალების გაღიზიანება, კონიუნქტივის ან ეპისკლერის ჰიპერემია.

მკურნალობა: სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ლატასოპტი ფარმაცევტულად შეუთავსებელია თიომერსალთან, ვინაიდან არსებობს პრეციპიტაციის განვითარების შესაძლებლობა.

პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ისეთ საშუალებებთან, რომლებიც ამცირებენ თვალშიგა წნევას (თიმოლოლი, ადრენომიმეტიკები, აცეტაზოლამიდი, პილოკარპინი).

განსაკუთრებული მითითებები:

ლატასოპტმა, ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფერის შეცვლა. ეს ეფექტი ძირითადად ვლინდება ფერადი გარსის შერეული შეფერილობის მქონე პაციენტებში, რაც აიხსნება ფერადი გარსის სტრომალურ მელანოციტებში მელანინის შემცველობის გაზრდით. თვალების თანაბარი შეფერილობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებიდან 2 წლის შემდეგ თვალის ფერის შეცვლა ვლინდებოდა ძალიან იშვიათად.

ფერის შეცვლას არ ახლავს რაიმე კლინიკური სიმპტომები ან პათოლოგიური ცვლილებები. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის შემდგომი ზრდა არ ვლინდებოდა, თუმცა უკვე შეცვლილი ფერი შეიძლება იყოს შეუქცევადი. ფერადი გარსის ლენტიგოს ან ნევუსის არსებობისას თერაპიის განმავლობაში მათი ცვლილება არ ვლინდებოდა.

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტების ინფორმირება თვალის ფერის შესაძლო ცვლილების თაობაზე. თვალის პიგმენტაციის ინტენსიური ცვლილების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება შეწყდეს. მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ჰეტეროქრომიისგანვითარება.

ლატასოპტი არ გამოიყენება დღეში 1-ჯერზე უფრო ხშირად, ვინაიდან ხშირი გამოყენებისას მისი ეფექტურობა მცირდება.

თვალის კაკლისაქტიური ანთებითი პროცესის (ირიტი, უვეიტი), აფაკიის, ბროლის კაფსულის დაზიანებით მიმდინარე ფსევდოაფაკიის დროს ლატასოპტი გამოიყენება სიფრთხილით.

რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, ლინზების მოხსნა ხდება ინსტილაციამდე; ლინზების გაკეთება შესაძლებელია წამლის გამოყენებიდან 15-20 წუთის შემდეგ.

ფლაკონი იხურება თითოეული გამოყენების შემდეგ. არ შეიძლება თვალზე საწვეთურის წვერის შეხება.

გამოყენება პედიატრიაში;

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:

ლატასოპტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძით.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატი ლატასოპტი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც დაკავებულნი არიან პოტენციურად საშიში საქმიანობით, რაც თხოულობს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის პირობები:

ინახება 2-8°C ტემპერატურაზე შუქისგან დაცულად, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გახსნის შემდეგ ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში და გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით.

ლასტეტი – LASTET – ЛАСТЕТ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ლარიფანი სპრეი – LARIFAN SPRAY – ЛАРИФАН СПРЕЙ

სავაჭრო სახელწოდება: ლარიფანი სპრეი / LARIFAN SPRAY

საერთაშორისო დასახელება: (აქტიური ნივთიერება ) acidum ribonucleinicum duplicatum;

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: იმუნომოდულატორები → ინტერფერონები

მწარმოებელი ფირმა: Lariphan

მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია

გამოშვების ფორმა: 0.02% სპრეი

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNS) ლიოფილიზირებული.

სხვა ნივთიერებები: 0.9% ნატრიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

LARIFAN SPRAY-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ოპრნმ-ი ლარიფანი, არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპილარური რიბონუკლეინის

მჟავა. ლარიფანს გააჩნია მრავალმხრივი ბიოლოგიური აქტივობა: ხელს უწყობს ინტერფერონის ინდუცირებას, ახდენს ანტივირუსულ, იმუნომამოდულირებელ მოქმედებას

LARIFAN SPRAY აძლიერებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ბუნებრივ დაცვით თვისებებს, ამცირებს პირის ღეუს გავლით ორგანიზმში ინფექციის გამომწვევების მოხვედრის რისკს.

ჩვენებები:

გამოყენება რეკომენდებულია რესპირატორული ვირუსული ინფექციების, მათ შორის ნებისმიერი ტიპის გრიპის, პრედეპიდემიურ და ეპიდემიურ პერიოდებში, ვირუსული რესპირატორული ინფექციების განვითარების საწყის პერიოდში. განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ადამანებისთვის, რომელთაც აქვთ ავადმყოფებთან კონტაქტი.

მიღების წესები და დოზები:

ჯანმრთელ ადამიანებში რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისათვის LARIFAN SPRAY 0,02%-ის ბოთლის გაზავებული შიგთავსი ღრმად შევასხუროთ პირის ღრუში და/ან ცხვირში 1 – 2-ჯერ დღეში, ავადმყოფებთან კონტაქტური პირებისთვის – 3 – 5-ჯერ დღეში.

დაავადების პირველივე სიმპტომებისას – ხველა, დახურული სასუნთქი გზები, სურდო, ცემინება, – შესხურება უნდა ვაწარმოოთ 3 – 5-ჯერ დღეში 2 – 4 დღის განმავლობაში.

ანტივირუსული დაცვის უზრუნველსაყოფად დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,6 – 1,0 მგ. აქტიურ ნივთიერებას, რაც შეესაბამება ბოთლის შიგთავსის 1/3-იდან 1/2-მდე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები:

აქტიური ნივთიერება ლარიფანი ექვემდებარება ლიოფილურ გამოშრობას, რის შედეგადაც იღებს მცირედი ნალექის ფორმას ბოთლის ფსკერზე. 0,9% NaCl

– ის ხსნარი განკუთვნილია გამოყენებამდე ბოთლში არსებული აქტიური ნივთიერების გაზავებისათვის. გახსენით პლასტმასის კაფსულა და შიგთავსი გადაღვარეთ შუშის ბოთლში

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა

შენახვის პირობები და ვადები:

ვარგისიანობის ვადა:

გაუზავებელი LARIFAN SPRAY-ის ვარგისიანობის ვადაა 4 წელი.
თუ ლიოფიზილირებული LARIFAN SPRAY-ის გამოყენებამდე NaCl-ს ვარგისიანობის ვადა გაუვიდა, NaCl უნდა ჩავანაცვლოთ ახლით.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ!

ლარიპრონტი – LARYPRONT – ЛАРИПРОНТ

საერთაშორისო დასახელება:

DEQUALINUM CHLORIDE; LYSOZYME

მწარმოებელი: HEINRICH MACK, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: დექვალნიუმის ქლორიდი+ლიზოზიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

დექვალნიუმის ქლორიდი ………..            0.25 მგ

ლიზოზიმის ჰიდროქლორიდი ………….10 მგ

სხვა ნივთიერებები:

პოლივინილპიროლიდონი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი, არომატიზატორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იგი ხასიათდება ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული მოქმედებით. გააჩნია ჰემოსტატური და მუკოლიზური ეფექტი. პრეპარატი რეკომენდებულია ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლარინგოლოგიაში და სტომატოლოგიაში.

ჩვენებები:

  • პირის ღრუს, საყლაპავის, ხორხის ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა: ლარინგიტი, გინგივიტი, ტონზილიტი, კანდიდოზი;
  • პირის ღრუსა და საყლაპავზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ ან ჩარევამდე (სტომატოლოგიური მანიპულაციები, ოპერაციები ყბის მიდამოში, ქირურგიული ჩარევა ჰაიმორის ღრუსა და ნუშისებრ ჯირკვლებზე).

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებულია 1 ტაბლეტის გამოყენება ყოველ 2-3 საათში. არ არის მიზანშეწონილი ტაბლეტის დაღეჭვა და გალაყლაპვა. იგი გაიწოვება პირის ღრუში, რის შემდეგაც 30 წთ-ის განმავლობაში უნდა იქნას მიღებული საკვები და წყალი.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის დროს შესაძლებელია პრეპარატის მიღება ჩვენებების შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები:

იგი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციის უნარზე, რის გამოც შესაძლებელია პრეპარატის მიღების დროს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ლანტუსი® – LANTUS® – ЛАНТУС®

საერთაშორისო დასახელება: SoloStar   INSULIN GLARGIN

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ინსულინი გლარგინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოგლიკემიური საშუალება. ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი კანქვეშა ინექციისათვის: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ინსულინი გლარგინი ………           100 სე

ხსნარი კანქვეშა ინექციისათვის: კალმებში “SoloStar” – 3 მლ

1 მლ

ინსულინი გლარგინი ……………     100 სე

დამხმარე ნივთიერებები:

თუთიის ქლორიდი, მეტაკრეზოლი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

ლანტუსი წარმოადგენს ადამიანის ინსულინის ანალოგს, რომელიც მიღებულია Escherichia coli-ის (K12 შტამები) ბაქტერიის დნმ-ის რეკომბინაციის მეთოდით. იგი შემუშავებულია, როგორც ადამიანის ინსულინის ანალოგი. გამოირჩევა ნეიტრალურ გარემოში დაბალი ხსნადობით.

პრეპარატი ლანტუსი სრულად ხსნადია, რასაც უზრუნველჰყოფს საინექციო ხსნარის მჟავე გარემო (pH4). კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებში შეყვანის შემდეგ ხსნარი, მისი მჟავიანობის გამო, შედის ნეიტრალიზაციის რეაქციაში, წარმოქმნის მიკროპრეციპიტატებს, საიდანაც მუდმივად გამონთავისუფლდება ინსულინ გლარგინის მცირე რაოდენობა. ამით მიიღწევა “კონცენტრაცია-დროის” მრუდის წინასწარ პროგნოზირებადი მდორე (პიკების გარეშე) პროფილი, აგრეთვე მოქმედების მეტი ხანგრძლივობა.

კავშირი ინსულინის რეცეპტორებთან: სპეციფიკურ რეცეპტორებთან ინსულინ გლარგინისა და ადამიანის ინსულინის შეკავშირების პარამეტრები ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან და პრეპარატს შესწევს ენდოგენური ინსულინის ანალოგიური ბიოლოგიური ეფექტების რეალიზაციის უნარი.

საერთოდ ინსულინის და, შესაბამისად ინსულინ გლარგინის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს გლუკოზის მეტაბოლიზმის რეგულაცია. ინსულინი და მისი ანალოგები აქვეითებენ სისხლში გლუკოზის შემცველობას, რაც აძლიერებს პერიფერიული ქსოვილების (განსაკუთრებით კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილის) მიერ გლუკოზის უტილიზაციას, აგრეთვე თრგუნავენ ღვიძლში გლუკონეოგენეზის, ლოპოლიზს ადიპოციტებში და პროტეოლიზს, ამავე დროს აძლიერებენ ცილის სინთეზს.

ინსულინ გლარგინის უფრო ხანგრძლივი მოქმედება უშუალოდ განპირობებულია მისი აბსორბციის დაქვეითებული სიჩქარით, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ პრეპარატი დღეში ერთხელ; პრეპარატის კანქვეშ შეყვანის დროს მისი მოქმედება იწყება, საშუალოდ, 1 საათის შემდეგ, ხოლო მოქმედების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს, მაქსიმალური – 29 საათს. ინსულინისა და მისი ანალოგების, კერძოდ ინსულინ გლარგინის მოქმედების ხანგრძლიობის ხასიათი შეიძლება არსებითად იცვლებოდეს სხვადახვა ან ერთსა და იმავე პაციენტებში.

ჩვენებები:

  • ლანტუსი გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში სისხლში შაქრის შემცველობის შესამცირებლად (რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს) და სისხლში შაქრის შემცველობის გასაკონტროლებლად.

მიღების წესი და დოზირება:

– პაციენტის ცხოვრების სტილის, სისხლში შაქრის შემცველობაზე (გლიკემიაზე) ანალიზისა და მის მიერ ადრე მიღებული ინსულინის მიერ გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით, ექიმი განსაზღრავს ლანტუსის ყოველდღიურ საჭირო დოზასა და ინექციის დროს. აცნობებს პაციენტს გლიკემიის კონტროლისა და შარდის ანალიზების ჩატარების დროს; აცნობებს თუ რა გარემოებაში უნდა მოხდეს ლანტუსის დოზის გაზრდა ან შემცირება; მიუთითებს ადგილს კანზე, სადაც უნდა წარმოებდეს ლანტუსის ინექცია.

– ლანტუსი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების ინსულინს. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი ნიშნავს სწრაფადმოქმედი ინსულინის შემცვლელ პრეპარატს ან ჰიპოგლიკემიური მოქმედების ტაბლეტებს.

– შაქრის დონის ცვლილებაზე სავარაუდოდ მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. პაციენტები კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მათ შესახებ, რათა შაქრის დონის ცვლილების შემთხვევაში მიიღონ ადეკვატური ზომები და თავიდან აიცილონ შაქრის დონის გაზრდა ან შემცირება.

– აუცილებელია ლანტუსის ინექციის ყოველ დღე გაკეთება, განსაკუთრებით დღის განმავლობაში. ბავშვებთან მიმართებაში, შესწავლილია მხოლოდ საღამოს დოზის მიღება. ლანტუსის ინექცია წარმოებს კანქვეშ. ლანტუსი არ კეთდება ვენაში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის შეცვლა და ჰიპოგლიკემიის განვითარების საფრთხე. ექიმი უთითებს კანის რომელ ადგილზეა საჭირო ლანტუსის ინექცია.

– ინსულინის ყოველი ინექციისას უნდა შეიცვალოს ინექციის ადგილი კანის განსაზღვრული ზონის მიდამოებში.

კალმების გამოყენება

“SoloStar” წარმოადგენს ინსულინ გლარგინის შემცველ ნახევრად შევსებულ, ერთჯერად კალამს. კალამი გამოიყენება მხოლოდ იმ სახით, როგორც ეს აღწერილია გამოყენების თაობაზე არსებულ მითითებებში.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ინსულინის გლარგინის ან ლანტუსის შემადგენელ სხვა კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

როგორც ყველა პრეპარატი, ლანტუსიც სავარაუდოდ იწვევს არასასურველ რეაქციებს, რომლებმაც შესაძლებელია თავი იჩინონ გარემოების შესაბამისად.

შაქრის ძალიან დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია): იმ შემთხვევაში, თუ შაქრის დონე ძალიან დაბალია, მოსალოდნელია გონების დაკარგვის საშიშროება. მწვავე ჰიპოგლიკემიამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის უკმარისობა ან ცერებრალური დარღვევები და სიცოცხლისათვის საშიში ნიშნები. ჩვეულებრივ მხედველობაში უნდა მივიღოთ, შაქრის დონის ძალიან ძლიერი დაქვეითების შესაძლებლობა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.

შაქრის ძალიან მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია): იმ შემთხვევაში, თუ შაქრის დონე ძალიან მომატებულია, ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ინიცირებული ინსულინის დოზა შეიძლება არ იყო საკმარისი.

თვალების მხრივ რეაქციები: შაქრის დონის მნიშვნელოვანი ცვლილება (გაუმჯობესება ან გართულება) იწვევს მხედველობის დროებით დაქვეითებას. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პროლიფერაციული რეტინოპათია (დიაბეტთან ასოცირებული თვალის დაავადება), ჰიპოგლიკემიის მწვავე შემთხვევებში იქმნება ტრანზიტორული სიბრმავის საშიშროება.

გვერდითი ეფექტები კანის მხრივ და ალერგიული რეაქციები: იმ შემთხვევაში, თუ ინსულინის ინექცია კანის ერთსა და იმავე ადგილას, წარმოებს, შესაძლებელია ამ უბნის კანქვეშ მდებარე ქსოვილი უფრო გათხელდეს ან გასქელდეს (ამ ფენომენს “ლიპოდისტროფია” ეწოდება). ცხიმოვანი ქსოვილის გასქელება წარმოებს 1-დან 2%-მდე პაციენტებში, მაშინ როდესაც გათხელების  შემთხვევები უფრო იშვიათია. ასეთ ადგილებში ინსულინის ინექცია ქმნის მისი არასწორად მოქმედების საშიშროებას. კანის ამგვარი ცვლილებების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ყოველი ინექციისას საინექციო ადგილის შეცვლა.

პაციენტების 3-დან 4%-ში რეაქციები ვლინდება ინექციის ადგილზე (მაგალითად: სიწითლე, უჩვეულო სიძლიერის ტკივილი ინექციის დროს, ქავილი, ჭინჭრის ციება, შესივება ან ანთება). აღნიშნული რეაქციები შესაძლებელია კიდევ უფრო გავრცელდეს ინექციის ადგილის გარშემო. ჩვეულებრივ ინსულინით გამოწვეული აღნიშნული რეაქციები ქრება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ინსულინით გამოწვეული მწვავე ალერგიული რეაქციები იშვიათად იჩენენ თავს. ინსულინით ან რომელიმე ექსციპიენტებით გამოწვეული რეაქციები ხელს უწყობენ კანის რეაქციების გავრცელებას, კანის ან ლორწოვანი გარსების მწვავე შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელებას, არტერიული წნევის შემცირებასა და ცირკულაციურ შოკს, რაც შესაძლებელია საშიში აღმოჩნდეს სიცოცხლისათვის.

სხვა არასასურველი ეფექტები: ინსულინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ანტისხეულების ანტი-ინსულინის წარმოქმნა (ნივთიერება, რომელსაც გააჩნია ინსულინის საწინააღმდეგო მოქმედება). იშვიათ შემთხვევებში, საჭიროა ინსულინის დოზის შეცვლა. იშვიათად ინსულინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის დროებითი შეკავება, რასაც თან ახლავს ნაკუთალისა და კოჭწვივის შეშუპება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია თავი იჩინოს გემოს დარღვევებმა და მიალგიამ (კუნთის ტკივილები).

ორსულობა და ლაქტაცია:

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ან უნდა აცნობოს ექიმს მოსალოდნელი ორსულობის ან ორსულობის ფაქტის შესახებ. შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ინსულინის დოზის შეცვლა ფეხმძიმობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ.

დიაბეტის მკაცრ კონტროლსა და ჰიპოგლიკემიის პრევენციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვილის ჯანმრთელობისათვის.

ძუძუთი კვების დროს, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ინსულინის დოზისა და კვების რეჟიმის შეცვლა.

განსაკუთრებული მითითებები:

* პაციენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს, სადაც აღნიშნულია ინსულინის დოზები, დაკვირვება (სისხლისა და შარდის ანალიზები), დიეტა და ფიზიკური აქტივობები (ფიზიკური ვარჯიში და დატვირთვა), ინექციის მეთოდი.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები: ლანტუსის გამოყენების მხრივ მცირე გამოცდილება არსებობს 6 წლამდე ასაკის ბავშვებსა და პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით.

მგზავრობა: მგზავრობის წინ პაციენტმა კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს ექიმს, რათა მიიღოს სრული ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ინსულინის, შპრიცების და ა.შ. მარაგი იმ ქვეყანაში, სადაც მიემგზავრება; მგზავრობის განმავლობაში ინსულინის სათანადო პირობებში შენახვა, კვების გრაფიკი და ინსულინის ინექციები; საათობრივი სარტყელის შეცვლის შედეგად წარმოქმნილი სავარაუდო ეფექტები; ის სავარაუდო რისკ-ფაქტორები, რომლებიც ემუქრება პაციენტის ჯანმრთელობას იმ ქვეყნებში, რომელთა მონახულებასაც იგი აპირებს.

დაავადებები და ტრავმები: ავადმყოფობის ან სერიოზული ტრავმების დროს, იზრდება სისხლში შაქრის შემცველობის დონე (ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკი). იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ იღებს საკმარისი რაოდენობის საკვებს, არსებობს სისხლში შაქრის შემცველობის შემცირების (ჰიპოგლიკემია) რისკი. ამგვარ სიტუაციებში საჭიროა სიფრთხილე დიაბეტის მკურნალობისას და ექიმის კონსულტაცია. თუ პაციენტს აღენიშნება პირველი ტიპის დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული დიაბეტი), მან არ უნდა შეწყვიტოს ინსულინის გამოყენება და გააგრძელოს საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლების მიღება. ახლობლები და მომვლელები ყოველთვის უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ინსულინის საჭიროების შესახებ.

მანქანის მართვა და გამოყენება: კონცენტრაციის უნარი და რეფლექსები შეიძლება შენელდეს იმ შემთხვევაში, თუ სისხლში შაქრის შემცველობა ძალიან დაბალი (ჰიპოგლიკემია) ან ძალიან  მაღალი (ჰიპერგლიკემია). ამ დროს შესაძლებელია აღინიშნოს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რის გამოც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა ის სიტუაცია, რითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტმა საკუთარ თავს და გარშემომყოფებს (მაგალითად, ავტომობილის მართვისას). მართვის უნართან დაკავშირებით კონსულტაცია ექიმთან საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება ჰიპოგლიკემიის ხშირი შემთხვევები და ჰიპოგლიკემიის წინა-სიმპტომების შემცირება ან საერთოდ გაქრობა.

ჭარბი დოზირება:

ლანტუსის გადაჭარბებული დოზის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია, რის გამოც საჭიროა შაქრის დონის ხშირი კონტროლი. ჩვეულებრივ ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მეტი საკვების მიღება.

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ზოგიერთი პრეპარატი ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, ზოგი პირიქით – ზრდის, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი ერთდროულად ხელს უწყობს როგორც ზრდას, ასევე შემცირებას სიტუაციიდან გამომდინარე. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია დარეგულირდეს ინსულინის დოზა, რათა თავიდან ავიცილოთ შაქრის დონის ზედმეტად შემცირება ან მისი გაზრდა.  საჭიროა სიფრთხილის ზომები არა მარტო სხვა მკურნალობის კურსის დაწყებისას, არამედ აგრეთვე მისი შეწყვეტის დროსაც.

– თუ პაციენტი ღებულობს ან ახლახან დაასრულა სხვა პრეპარატის მიღება, (მათ შორის დანიშნულების გარეშე მიღებული პრეპარატი) მან უნდა აცნობოს ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციაა საჭირო ექიმთან იმისათვის, რათა პაციენტმა შეიტყოს თუ რა სავარაუდო გვერდითი ეფექტი შეიძლება განვითარდეს შაქრის დონის ცვლილების მხრივ და რა ზომების მიღებაა საჭირო.

– შესაძლებელია შაქრის დონემ განსაკუთრებით დაიწიოს იმ შემთხვევაში, თუ დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება სხვა პრეპარატებიც, როგორიცაა ამფ ინჰიბიტორები, ფლუოქსეტინი, ფიბრატები, მაოს-ინჰიბიტორები, პენტოქსიფილინი, პროპოქსიფენი, სალიცილატები და სულფანილამიდების ჯგუფის პრეპარატები.

– შესაძლებელია შაქრის დონე განსაკუთრებით აიწიოს იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება კორტიკოიდები („კორტიზონი“), დანაზოლი, დიაზოქსიდი, დიურეზულები, გლუკაგონი, იზონიაზიდი, ესტროგენები და პროგესტერონი (როგორიცაა კონტრაცეპტიული ტაბლეტები), ფენოთიაზინები, სომატოტროპინი, სიმპატომიმეტური საშუალებები (მაგ. ადრენალინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი), თირეოიდული ჰორმონები, კლოზაპინი, ოლანზაპინი და პროტეაზას ინჰიბიტორები.

– შესაძლებელია შაქრის დონის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იღებს α-ადრენობლოკატორებს, კლონიდინს, ლითიუმის მარილებს, ან ალკოჰოლს. პენტამიდინს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ჰიპერგლიკემიაც.

– β-ადრენობლოკატორებს, ისევე როგორც სიმპატოლიზურ მედიკამენტებს (მაგ. კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინი), შეუძლიათ შეამცირონ ან სრულიად შენიღბონ ის სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ჰიპოგლიკემიის წინ.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ეჭვი ამასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მაცივარში 2-80C ტემპერატურაზე,  ნახევრად შევსებული კალამი ინახება გარე კოლოფთან ერთად სინათლისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. ახალი კალმის პირველად გამოყენებამდე დასაშვებია მისი შენახვა 1-2 საათით ოთახის ტემპერატურაზე.

თუ კალამი აღებულ იქნა მაცივრიდან გამოყენების ან მარაგის სახით ტრანსპორტირების მიზნით, მისი შენახვა დასაშვებია 4 კვირამდე. ამ დროის მანძილზე მისი შენახვა უნდა მოხდეს არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას, მაცივრის გამოყენების გარეშე. ამ პერიოდის გავლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!